აპრილი

საი შთაგვაგონებს 2022 წლის 1 აპრილი.
როგორ გავწმინდოთ ჭკუა რომელიც ბუნებრივად ბინძურდება როცა მას ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვაძლევს მნიშვნელოვან მინიშნებას.
ისევე როგორც საპონი აუცილებელია ამ გარეგანი სხეულის გასაწმენდად, ღმრთიური სახელის გამეორება, მედიტირება და გახსენება (სმარანა) საჭიროა შიდა ჭკუის გასაწმენდად. ისევე როგორც საკვები და სასმელი არის საჭირო სხეულის ძლიერად შესანარჩუნებლად, უფალზე ფიქრი და ათმაზე მედიტირება არის საჭირო ჭკუის გასაძლიერებლად. ამ საჭმელისა და სასმელის გარეშე, ჭკუა უბრალოდ იბარბაცებს აქეთ და იქეთ. სანამ ტალღები ღელავს ზედაპირზე, ძირი ვერ გამოჩნდება. როცა სურვილის ტალღები აღელვებს ჭკუის წყლებს, ადამიანი როგორ შეძლებს დაინახოს საფუძველი, ათმა? ბარბაცი იწვევს ტალღებს და გამოწვეულია საკვებისა და სასმელის ნაკლებობით. ასე რომ, განიწმინდეთ ჭკუა უფალზე ფიქრით. კვებეთ იგი ათმაზე მედიტირებით. მხოლოდ მედიტირებამ და სულიერმა პრაქტიკამ (სადჰანამ) შეიძლება გაწმინდოს ჭკუის სიღრმეები და მისცეს მას ძალა. სიწმინდისა და ძალის გარეშე ათმა უკან იხევს დისტანციაში და მშვიდობა გარბის.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 5.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 2 აპრილი.
ჩვენ რას უნდა ველოდოთ და რას არ ველოდოთ ახალი წლისგან? ბჰაგავანი გვახსენებს და გვაკურთხებს ღრმა გზავნილით უგადის ზეიმზე.
ხალხი ხვდება ახალ წელს ისე თითქოს ეს მოდის მათზე რაღაც ახალი სარგებლის მოსატანად. სიკეთე თუ ბოროტება, მოგებები თუ დანაკარგები, სახელი თუ სახელგატეხვა განცდილი ხალხის მიერ არ არის წლების გავლის შედეგი. ესები არის მათი საკუთარი ქმედებების შედეგი. სამვათსარა (წელი) არის ღმერთის ერთ-ერთი სახელი რადგან ღმერთი ასოცირებულია დროსთან. ის ასევე ცნობილია როგორც კალა-ათმაკა (დრო-სული). მაშასადამე, ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ უფალი, ვინც არის დროს სული, როგორც შესაძლო გამომწვევი ჩვენთვის სიკეთის ან ბოროტების. ჩვენი ქმედებები, კარგი თუ ცუდი, ნაყოფს იძლევა, მათი ბუნების მიხედვით. საჭირო არ არის ახალი წლის ლოდინი ახალი ამბების მოსატანად. ყოველი წამი არის ახალი. ბევრს აინტერესებს რა უსიამოვნებებსა და დანაკარგებს მოუტანს ახალი წელი. ჩვენი ყველა უსიამოვნებისა და სირთულისთვის, წელი არ არის პასუხისმგებელი. მარტო ჩვენი ქცევა არის პასუხისმგებელი. თუ ჩვენი ქმედებები არის კარგი, შედეგიც იქნება კარგი.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 3 აპრილი.
რა არის უსწრაფესი და უმოკლესი გზა უფლის ყურადღების მისაპყრობად? ბჰაგავანი ალერსიანად გვახსენებს დღეს განსაკუთრებული კურთხევით!
ღმერთი არ ცხოვრობს რომელიმე შორეულ ადგილში. ის არის ჰრიდაიავასი (თქვენი გულის მკვიდრი). კრიშნამ უპასუხა დრაუპადის ძახილს იმ მომენტში როცა მან მიმართა მას როგორც ბინადარს მის გულში. ერთხელ ნარადამ ჰკითხა ვიშნუს რომელი ადგილი არის მისამართად მისი მოხმობის რათა მიიღოს უფალმა ყველაზე ახლოს. უფალმა თქვა: „სადაც ჩემი ერთგულები ჩემს დიდებას გალობენ, მე იქ ვარ“. უფალი მკვიდრობს ჩვენს გულებში. ესები უნდა იყოს შენახული სუფთად და წმინდად; მაშინ გული ხდება თვით სამოთხე, სავსე სიხარულით. სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არის სხვა ადგილას. როცა თქვენ ხართ ბედნიერი, ეს არის სამოთხე. როცა თქვენ ხართ უბედური, ეს არის ჯოჯოხეთი. თუ თქვენ გსურთ განცადოთ სიხარული, შეავსეთ თქვენი ჭკუა აზრებით ღმერთის შესახებ. სადაც არის ღმერთი, იქ არის ნეტარება. ეს ღმრთაებრივი ნეტარება აღწერილია მრავალი ხერხით, მაგრამ ეს არის ერთი და იგივე რამ. მსგავსად, ღმერთს უწოდებენ სხვადასხვა სახელს თანახმად კონტექსტისა და როლის ნათამაშების ღმრთიურის მიერ. ეს არის ერთი უზენაესი ვისაც თაყვანს სცემენ სხვადასხვა სახელით.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 17 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 4 აპრილი.
რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რამა ნამას გალობას? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის დღეს თავისი განუმეორებელი სტილით.
რამა არის ფუტკარი, რომელიც სწოვს ერთგულების თაფლს გულის ლოტოსიდან. ფუტკარი ხსნის ფურცლებს ყვავილის რომელზეც ის ზის; მაგრამ რამა ემატება მის სილამაზეს და სურნელს! ის არის როგორც მზე, რომელიც იზიდავს წყალს თავისკენ თავისი სხივებით, და აგროვებს ღრუბლებად, აგზავნის უკან წვიმის სახით მიწის წყურვილის მოსაკლავად! რამა, მისტიური ძლიერი ხმა, იბადება ჭიპში და ის ადის მაღლა ენაზე და სიხარულით ცეკვავს მასზე! ვედური დეკლარაცია თათ-თვამ-ასი (ის შენ ხარ) დაფარულია “რამაში”, რომელიც შედგება სამი ბგერისგან: “რა”, “აა” და “მა”. მათგან “რა” არის თათ-ის (ის; ბრაჰმანი, ღმერთი) სიმბოლო, “მა” არის თვამის (შენ; ჯივი, ინდივიდუალი) სიმბოლო და “აა”, არის რაც აკავშირებს ორს, ორის იდენტურობის სიმბოლო! სიტყვა რამას ასევე აქვს ნუმეროლოგიური მნიშვნელობა: “რა” ითვლება ორად, “აა” ითვლება ნულად და “მა” ითვლება ხუთად – ასე რომ, რამა აგროვებს შვიდს, ხელსაყრელ რიცხვს. ჩვენ გვაქვს მუსიკის შვიდი ნოტი, გვყავს შვიდი ზეციური ბრძენი და შვიდი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ რამას ხმამაღლა წაკითხვა ითვლება განსაკუთრებით ნაყოფიერად!
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 16 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 5 აპრილი.
რა ხდის ადამიანის ცხოვრებას განსაკუთრებულად სასიამოვნოს? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს დასამახსოვრებელი და ბრწყინვალე მაგალითებით.
ცხოველებს როგორიცაა პირუტყვები და ფრინველებს არ შეუძლიათ შეცვლა იმ ხარისხების რასაც იძენენ თავიანთი დაბადებით. ლომი, მაგალითად, იბადება როგორც სასტიკი ცხოველი. იგი ცხოვრობს და კვდება როგორც სასტიკი ცხოველი. კატა იბადება ვირთაგვების შეპყრობისა და მათი მოკვლის ხარისხით. ესები ცხოვრობენ ამ ხარისხებით. როგორც არ უნდა ეცადონ, ეს ცხოველები ვერ შეცვლიან თავიანთ ცუდ და სასტიკ ხარისხებს. თქვენ შეგიძლიათ კატა დასვათ სკამზე და მისცეთ სათვიკი საკვები, როგორიცაა რძე, ხაჭო და ასე შემდეგ, კატის გარდაქმნის მცდელობით, მაგრამ მომენტი იგი ხედავს ვირთხას, იგი ხტება ვირთხის მოსაკლავად. ამრიგად, ცხოველი, რომელიც იბადება სასტიკი ხარისხებით, ვერ შეიცვლება ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად. თუმცა კაცი არ არის ამის მსგავსი. კაცი შეიძლება დაიბადოს სასტიკი ხარისხებით; მაგრამ ასეთ ადამიანს კონტაქტით კარგ ადამიანებთან, ცხოვრებით კარგ ადამიანებთან, კარგ გარემოში, შეუძლია შეცვალოს თავისი ხარისხები. სწორედ ამ კონტექსტში არის ნათქვამი რომ ყველა ცოცხალ არსებას შორის რომლებიც დაბადებული არიან დედის მუცლისგან, ადამიანად დაბადება არის ყველაზე რთული რამ.
– ზაფხულის თავსხმები, 1977 წლის მაისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 6 აპრილი.
რა არის სამეფო გზა ღმრთაებრივთან ერთიანობის განხორციელებისკენ? ბჰაგავანი სიყვარულით გვიწევს მეგზურობას ჩვენ დღეს დასამახსოვრებელი მაგალითებით.
რამაიანა უნდა იყოს წაკითხული არა როგორც ადამიანური კარიერის ჩანაწერი არამედ როგორც მონათხრობი ღმერთის ინკარნირების (ავატარის) ჩამოსვლისა და საქმიანობის შესახებ. ადამიანი უნდა ეცადოს გადაწყვეტილებით საკუთარი გამოცდილებით გააცნობიეროს ამ მონათხრობში გახსნილი იდეალები. ღმერთი არის ყოვლისმცოდნე, ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლე. სიტყვები, რომლებსაც ის წარმოთქვამს იმ დროს როდესაც ტანმოსილია ადამიანის ფორმით, მოქმედებები რომლებსაც ის ღირსად თვლის რომ შეასრულოს თავისი მიწიერი ყოფნის დროს – ეს არის მიუწვდომელი და არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი. მისი გზავნილების ძვირფასი წყაროები აადვილებს ხსნის გზას კაცობრიობისთვის. არ შეხედოთ რამას, როგორც მზის დინასტიის შთამომავალს, აიოდჰიას სამეფოს სუვერენს ან იმპერატორ დასარატას ვაჟიშვილს. ეს კორელაციები არის მხოლოდ მეორეხარისხოვანი და შემთხვევითი. ეს შეცდომა ჩვეული გახდა თანამედროვე მკითხველებში; ისინი ყურადღებას აქცევენ მხოლოდ წაკითხული მოთხრობის პერსონაჟებს შორის პირად ურთიერთობასა და კავშირებს; ისინი არ უღრმავდებიან იმ ღირებულებებს რომლებსაც ისინი წარმოადგენენ და აჩვენებენ!
– რამაკათჰა რასავაჰინი, თავი 1.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 7 აპრილი.
რა მნიშვნელობა აქვს უფალი რამას ისტორიას? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს.
რამა არის მცხოვრები ყველა ტანმოსილებაში. ეს ათმა რამა არის ნეტარების წყარო ყველა ინდივიდში. მის კურთხევებს ამოზრდილს ამ შინაგანი წყაროდან შეუძლია სიმშვიდისა და ნეტარების მოცემა. ის არის ზნეობის ყველა კოდექსის დჰარმას ნამდვილი ტანმოსილება რომელიც იჭერს კაცობრიობას ერთად სიყვარულსა და ერთობაში. რამაიანა, რამას ისტორია, გვასწავლის ორ გაკვეთილს: განდგომილების ღირებულების და საჭიროების გახდე ღმრთაებრივის მცოდნე ყოველ არსებაში. რწმენა ღმერთში და ობიექტების მიდევნისგან განდგომა არის ადამიანის განთავისუფლების გასაღები. უარი თქვით გრძნობის საგნებზე, და თქვენ მოიპოვებთ რამას. სიტამ უარი თქვა აიოდჰიას ფუფუნებაზე ასე რომ მას შეძლებოდა ყოფილიყო რამასთან „გაძევების“ პერიოდში. როდესაც მან ოქროს ირემს მიაპყრო მგზნებარედ მსურველი თვალები და მოიწყურა იგი, მან დაკარგა რამას დასწრება. უარის თქმა იწვევს სიხარულს; მიჯაჭვულობა იწვევს მწუხარებას. იყავი მსოფლიოში, მაგრამ არა მისგან.
– რამაკათჰა რასავაჰინი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 8 აპრილი.
რა არის უფრო მნიშვნელოვანი – თვითძალისხმევა თუ ღმრთიური წყალობა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ ძვირფასი და იშვიათი პერსპექტივით რამაიანადან დღეს.
რამას მოთხრობაში ნექტარი ჰგავს მდინარე სარაიუს, რომელიც წყნარად მოძრაობს გავლით აიოდჰიას ქალაქის, სადაც რამა დაიბადა და მმართველობდა. სარაიუს აქვს თავისი წყარო ჰიმალაის ჭკუის ტბაში (მანასა-საროვარში), ისევე როგორც ეს ამბავი იბადება ჭკუის ტბაში! რამას მდინარება ატარებს თანაგრძნობის სიტკბოს; ლაკშმანას (რამას ძმის და ერთგული თანამგზავრის) მდინარებას აქვს ერთგულების სიტკბო. როგორც მდინარე სარაიუ უერთდება განგს და წყლები შეირევა, ასევე, სათუთი თანაგრძნობისა და ერთგულების ნაკადები (რამასა და ლაკშმანას ისტორიები) შეირევა რამაიანაში. მათ შორის თანაგრძნობა და სიყვარული (კარუნა და პრემა) ქმნის რამას დიდების კომპოზიტურ სურათს! ეს სურათი ასრულებს ყოველი ინდოელის გულის ყველაზე ძვირფას ლტოლვას და მისი მიღწევა ყველა სულიერი სწრაფვის მიზანია! ინდივიდუალური ძალისხმევა არის მხოლოდ ნახევარი მიდევნა; მეორე ნახევარი არის ღმერთის წყალობა. ადამიანები ასრულებენ საკუთარ თავს თვითძალისხმევით ისევე როგორც ღმრთიური კურთხევებით; შესრულებას გადაჰყავს ისინი ორმაგობის ბნელ ოკეანეზე იმანენტურ და ტრანსცენდენტურ ერთთან!
– რამაკათჰა რასავაჰინი, თავი 1.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 9 აპრილი.
რა არის რამა ნამას გალობის უპირატესობა? ბჰაგავანი განმარტავს რამაიანადან ძვირფასი ეპიზოდის ციტირებით დღეს.
სახელი, რამა, იყო ერთხელ ნახსენები თავად რამას მიერ როგორც ძლიერი განმათავისუფლებელი. როდესაც რამა სიტასა და ლაკშმანასთან ერთად ტყეებში გადიოდა, განდეგილები, ვინც მას აღიარებდნენ ღვთაებრივად შეიკრიბნენ მის გარშემო ლოცვით რომ ისინი ყოფილიყვნენ ინიცირებული მის მიერ და მიეცა რამე მანტრა. რამამ უპასუხა რომ ის იყო პრინცი გაძევებაში და არ შეეძლო გაბედვა რამე უფლებამოსილების განდეგილთა საინიცირებოდ სულიერ გზაზე, და ის წავიდა წინ ჯუნგლების ბილიკებზე. დაკვირვებით მისი სწრაფი სვლის, სიტათი უშუალოდ მის გვერდით და ლაკშმანათი მომდევნოდ, ხანშიშესულმა განდეგილმა წამოიძახა: „მეგობრებო! ნახეთ! რამა გვაინიცირებს ჩვენ! ის გვაძლევს ჩვენ მანტრას! ღმერთი წინამძღოლობს. ბუნება (მისი მუდმივი თანამგზავრი) არის მომდევნო; ჯივი (ინდივიდუალი), უფლის ნაწილი, ოკეანის ტალღა, არის უკანა; ადამიანს შეუძლია დაინახოს უფალი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაცდური ბუნება არის მომლბარი ან გვერდავლილი. ეს არის ნამდვილად ჩუმი გაკვეთილი სადჰანაში! “რა” არის ღმერთი; „მა“ არის ინდივიდი ვინც უკან ჩამორჩა; “აა” არის პრაკრიტი (ბუნება); რამა რამა არის მანტრა რასაც ის ბოძებს ასე მოწყალედ. აიღეთ იგი და გადაირჩინეთ თავი“.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 17 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 10 აპრილი.
რა მნიშვნელობა აქვს ძვირფას რამაიანას და რა გავლენა უნდა ჰქონდეს ეპიკური პოემის შესწავლას ჩვენზე? ბჰაგავანი გვახსენებს დღეს, შრი რამა ნავამის ხელსაყრელ დღესასწაულზე.
რამაიანა არის სახელმძღვანელო იდეალურ ურთიერთობებზე დედასა და შვილებს შორის, ქმარსა და ცოლს შორის, ძმებს შორის, მმართველსა და ხალხს შორის, ბატონსა და მსახურებს შორის და ბევრ სხვა ადამიანურ ურთიერთობაზე. რამამ თანაგრძნობა გამოავლინა მომაკვდავი არწივის ჯათაიუს მიმართ, რომელიც იბრძოდა რავანასთან როცა მას მიჰყავდა სიტა ლანკაში და რამამ თავშესაფარი მისცა ვიბჰიშანას, ლაკშმანას მიერ გამოხატული შიშის საწინააღმდეგოდაც კი. ეს არის რამას უმაღლესი კეთილგანწყობისა და დიდსულოვნების მაგალითები ყველას მიმართ ვინც პატივს სცემდა მას ან ეძებდა მის დაცვას. რამამ ლაკშმანას განუცხადა: “ვინც ჩემთან მოდის დანებების სულით, ვინც გინდა იყოს, არის ჩემი და მე ვარ მისი. მე მას მივცემ თავშესაფარს. ეს არის ჩემი აღთქმა.” რამა იყო კაცი დაფიცებული ერთ სიტყვაზე, ერთ ცოლსა და ერთ ისარზე. ერთგულებმა უნდა დააყენონ რამა გულებში და იზეიმონ რამანავამი ათმიკური ნეტარების მიღწევისთვის. რამაიანას ეპიკური პოემის გავლისას, მათ უნდა მიაღწიონ „ათმა-რამას“ (უნივერსალურ სულთან ერთობის) მდგომარეობას. ასეთ მდგომარეობაში არ არსებობს აჰამკარა (ეგო-გრძნობა)!
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 7 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 11 აპრილი.
რატომ უნდა მივიღოთ ამსოფლიური მწუხარება და იმედგაცრუება მსუბუქად და როგორ შეგვიძლია ჩვენ ვიპოვოთ სიხარული ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის თავისი საკუთარი განუმეორებელი სტილით დღეს.
თვით იგივე უფალი იძლევა და იღებს! ის იძლევა და იღებს როგორც და როცა მას სურს. ყველაფერი არის მისი, ასე რომ რა სულელურია გოდება, როცა მისი კუთვნილი ნივთები არის წაღებული უკან მის მიერ! ამიტომ, ბრძენი ადამიანი არ წუხს ვინმეზე და არ გრძნობს რამეზე მეტისმეტ მიჯაჭვულობას. დაე, ყველა დარდი და ყველა მიჯაჭვულობა იყოს უფლის მიმართ; მარტო ის არის მარადიული, ყველა სიხარულის წყარო. რაც შეეხება დანარჩენს, გიყვარდეთ ნივთი როგორც ნივთი, არა მეტად. გიყვარდეთ ადამიანი როგორც ადამიანი, არა მეტად. თუ ისინი უფრო მეტად გიყვართ, ეს არის ნიშანი რომ თქვენ იყავით მოტყუებული მათ რეალურ ბუნებაზე! თქვენ შეგიძლიათ მოიქცეთ მხოლოდ მცირე ხნით თითქოს სახლი თქვენი ნაქირავები არის თქვენი საკუთარი! რადგან როგორც კი პერიოდი დასრულდება, ის სხვაზე გადადის! თუ თქვენ დაფიქრდებით ამ მხრივ, თქვენ გააცნობიერებთ, რომ მეუღლე, შვილები, ქონება და ნათესავები არის თქვენი არა ხანგრძლივად, არამედ მხოლოდ მცირე ხნით. მაშ, რატომ ფლანგავთ დროს, დარდში ამ არამუდმივ რამეებზე?
– დჰიანა ვაჰინი, თავი 6.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 12 აპრილი.
რატომ არის უაზრო ამსოფლიური ურთიერთობების ჩაბღაუჭება და მარტო ამით ჩვენი ცხოვრების მსვლელობის წარმართვა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიწევს ხელმძღვანელობას დღეს.
ადამიანები ადრე ბევრჯერ დაიბადნენ და იცხოვრეს თავიანთი ცხოვრებით, მოსიყვარულედ და ჩაფლობით სიყვარულში და მიჯაჭვულობით საკუთარი თავის სხვებთან. მაგრამ ვინმეს ახლა აქვს ამ ყველაფრის კვალი? ვინმემ იცის სად წავიდა ეს ყველაფერი? ვინმე წუხს მათზე ვინც მათ უყვარდათ მაშინ? ვინმეს ახსოვს ისინი უკიდურეს შემთხვევაში ხანდახან? არა. იგივე სიყვარული და მიჯაჭვულობა იყო მაშინაც, მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს დავიწყებას მიეცა. ასევე, როდესაც ადამიანი წავა ამ მსოფლიოდან, ის სიყვარული რაც მას ჰქონდა სხვების მიმართ და სიხარული, ტკივილი და ბედნიერება, რაც მას ჰქონდა ამ სიყვარულით, იქნება დავიწყებული. ბავშვების სათამაშო მოედნების მსგავსად, კაცის მოქმედების გრძნობაც შეიცვლება, აქედან იქამდე და იქიდან სადღაცამდე კიდევ! დაფიქსირებით თავიანთი ჭკუების ამ არასაიმედო ცვალებად სიყვარულზე, რა ტრაგიკულია რომ ადამიანებს ავიწყდებათ იმ დისციპლინების კულტივირება რაც მათ მისცემს უფლის მუდმივ ნეტარებას!
– დჰიანა ვაჰინი, თავი 6.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 13 აპრილი.
რა არის ყველაზე საიმედო გზა ჩვენი ცხოვრების შესავსებად სიხარულითა და ბედნიერებით, მაშინ როცა ვცხოვრობთ ამ მსოფლიოში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს დღეს.
ხალხი უნდა იყოს ბედნიერი რომ უზენაესი უფალი მათ ირგვლივ სულ უფრო და უფრო ახალ მასალას აყენებს მისი მსახურებისთვის და იღებს მის თაყვანისცემას შესრულებულს სხვადასხვა ფორმით. ადამიანებმა უნდა ილოცონ უფრო და უფრო ახალი შესაძლებლობებისთვის და უნდა გაიხარონ იმ შანსით რასაც მათი ხელები იღებს. ეს დამოკიდებულება აძლევს განუზომელ სიხარულს. ცხოვრების გატარება აღვსილად ამ სიხარულით არის ნამდვილად ნეტარება. რაც კეთდება მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე უნდა იყოს ნაკურთხი, ვითომც ეს არის უფლის თაყვანისცემა. როგორც ზრუნავენ მხოლოდ ახალი ყვავილების მოჭრაზე და მათ შენახვაზე სუფთად და დაუჭკნობად, ასევე, უწყვეტი ძალისხმევა უნდა გაკეთდეს სუფთა და შეუბღალავი საქმეების საკეთებლად. თუ ეს ხედვა დაჭერილია ჭკუის თვალწინ ყოველდღიურად და ცხოვრებაც ნაცხოვრებია შესაბამისად, მაშინ ის ხდება უფლის ერთი ხანგრძლივი განუწყვეტელი მსახურება. მე და შენ გრძნობა მალე ქრება; საკუთარი თავის ყოველგვარი კვალი ისპობა. ცხოვრება შემდეგ თვით ხდება უფლის ნამდვილ ერთგულებად (ჰარიპარაიანად).
– პრემა ვაჰინი, თავი 8.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 14 აპრილი.
ყოველ მიმავალ წელთან, ჩვენ რის მიღწევას უნდა ვცდილობდეთ? ტამილის ახალი წლის დღეს ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ.
სიყვარულის ტანმოსილნო! თქვენ ზეიმობთ ახალი წლის დღეს ყოველწლიურად. მაგრამ თქვენ კულტივირებთ ახალ და წმინდა ხარისხებს? არა. თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ცუდ ხარისხებზე. ყოველ ახალ წელთან ერთად ახალი და კეთილი ხარისხები უნდა კულტივირდეს. სურვილები უნდა იყოს კონტროლირებადი. რაც ნაკლები სურვილები, მით ნაკლები თქვენი მწუხარება. გადაჭარბებული სურვილები იწვევს ნებისძალის (იჩჩა შაკთის) სრულ განადგურებას. ნებისძალის დაცემას მიჰყავს მოქმედების ძალის (კრიია შაქთის) დაკარგვასთან. განავითარეთ იჩჩა შაკთის, კრიია შაქთისა და ჯნანა შაქთის (სიბრძნის ძალის) ერთიანობა. ნებისძალა იზრდება მხოლოდ მაშინ როცა სურვილები მცირდება. ბედნიერება უსხლტება კაცს უსაზღვრო სურვილების გამო. გადაჭარბებული სურვილები აზიანებს ჯანმრთელობას და იწვევს დეპრესიას ჭკუაში. სურვილების შემცირება უტოლდება ჭკუაზე ტვირთის შემცირებას. ნაკლები ბარგი, მეტი კომფორტი ხდის მოგზაურობას სასიამოვნოს. ცხოვრება არის ხანგრძლივი მოგზაურობა. როგორ შეგიძლიათ თქვენ ისიამოვნოთ მოგზაურობით, თუ თქვენ ატარებთ მძიმე ბარგს? შეამცირეთ თქვენი ბარგი.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 14 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 15 აპრილი.
ვიშუს (კერალას ახალი წლის) დღესასწაულზე ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ რომ ვიყოთ ყოველთვის წარმატებულები ჩვენს ნებისმიერ მცდელობაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ზოგიერთი ადამიანები ამბობენ რომ მათ არ აქვთ მიღებული არავითარი სარგებელი ოცი-ოცდაათი წლის განმავლობაში ღმრთაებრივის სახელის გალობის მიუხედავად. არავითარი სარგებელი არ მოაქვს ღმრთაებრივის სახელის გალობას თუ ჭკუა სავსეა უსუფთაობებით. პირველ რიგში, განწმინდეთ თქვენი ჭკუა და შეავსეთ იგი პოზიტიური გრძნობებით. მხოლოდ შემდეგ შეძლებთ თქვენ განიცადოთ ღმრთაებრივი სახელის გალობის სარგებელი. უკიდურეს შემთხვევაში დღევანდელი დღიდან შემდეგ, კულტივირეთ დიდებული აზრები. ილაპარაკეთ ტკბილად და რბილად. თქვენ არ შეგიძლიათ ყოველთვის დავალდებულდეთ, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ ილაპარაკოთ თავაზიანად. სიყვარულის ტანმოსილებო! ახალი წლის დღეებში არის ტკბილი, მჟავე და მწარე რამეების შერევის და მათი ჭამის პრაქტიკა. ეს მანიშნებელია რომ სიხარულსა და მწუხარებას უნდა მოეპყროთ თანასწორად. ეს არის ენა რაც აგემოვნებს ტკბილეულს და ეს არის გული რაც აგემოვნებს სიყვარულს. სიყვარულის გემო არის შეუდარებელი. იგი არის უფრო ტკბილი ვიდრე თუნდაც ნექტარი. სიყვარული მარტო შეიძლება გაუტოლდეს სიყვარულს. ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული არის ღმერთი. რა ბჰაჯანსაც კი თქვენ გალობთ, იგალობეთ სიყვარულით. ღმერთი არის ბჰავაპრიია. ის ხედავს თქვენს გრძნობებს, არა რიტმს ან მელოდიას. თუ თქვენი გრძნობები არის სუფთა, ღმერთი უზრუნველყოფს ყველაფერს!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 14 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 16 აპრილი.
რატომ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ჭკუები ნათლად და ბედნიერად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ადამიანები პოულობენ თავიანთი საკუთარი დეფექტების ანარეკლს სხვებში. მათ ვინც შეცდომებს პოულობენ სხვებში არ იციან თავიანთი საკუთარი შეცდომები. როგორ შეგიძლიათ თქვენ აღებინოთ მანგოები თუ თქვენ არ გიჭამიათ იგი? თქვენზე დამართული გულისრევა დამოკიდებულია თქვენს მიერ მოხმარებულ საკვებზე. კარგი და ცუდი რასაც თქვენ ხედავთ და განიცდით არის თქვენივე აზრების შედეგი! პირველ რიგში, შეიცანით საკუთარ თავში არსებული დეფექტები და მოიშორეთ ესები. დიდი ცოდვაა სხვების გაკრიტიკება. ღმერთი არის ყველაში. ასე რომ, სხვების კრიტიკა ნიშნავს თვით ღმერთის კრიტიკას. არ გააკრიტიკოთ არავინ და არ დასცინოთ არავის. პატივი ეცით ყველას; მხოლოდ მაშინ იქნებით თქვენ დაფასებული! სისულელეა ელოდო სხვებს პატივი გცენ თქვენ თქვენგან მათი პატივისცემის გარეშე. თუ გრძნობები კარგია, თქვენ დაინახავთ ყველაში მხოლოდ კარგს. ჭკუა არის მთავარი მიზეზი ყველაფრისთვის. სანათი ვერ იფუნქციონირებს ბატარეების გარეშე. ტანმოსილება არის როგორც სანათი, თვალები ჰგავს ნათურებს, და ინტელექტი ჰგავს ამომრთველს. მაგრამ, ჭკუის (შეედარება ბატარეას) გარეშე, ტანმოსილება ვერ იფუნქციონირებს. ასე რომ, ჭკუა უნდა იყოს შენახული კარგ მდგომარეობაში!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 14 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 17 აპრილი.
რატომ უნდა მივიჩნიოთ ღმერთი მარტო ნამდვილ მეგობრად? ბჰაგავანი შეგვახსენებს ჩვენ, ასე რომ ჩვენ შევძლოთ ამ ღმრთაებრივი მეგობრობის დიდად დაფასება.
მხოლოდ ღმერთი არის შენი ნამდვილი მეგობარი, ვისაც არ აქვს ეგოურობის კვალი და ვინც გეხმარება შენ ყოველთვის ნებისმიერ ვითარებაში. მიუხედავად იმის შენ ხარ ტყეში თუ ცაში, ქალაქში, სოფელში, გორაკის წვერზე თუ მდინარის შუაგულში, ღმერთი არის ყოველთვის შენთან, შენში და შენს გარშემო. ამსოფლიური მეგობრები ისეთები არიან რომ ისინი გეუბნებიან სალამს მხოლოდ მაშინ როცა ფული და ძალაუფლება გაქვთ. სალამი ხდება სიცარიელე (Hello becomes hollow) როგორც კი ორივეს დაკარგავთ. მანამ სანამ აუზში წყალია, ათასობით ბაყაყი იკრიბება იქ. როგორც კი აუზი შრება, ირგვლივ ერთ ბაყაყსაც კი ვერ ნახავთ. იგივეა ამსოფლიური მეგობრების შემთხვევაშიც. მაგრამ ღმერთის მეგობრობა არ არის ამის მსგავსი. ის არის შენთან ყველა ეტაპზე და ყველა სიტუაციაში. გიყვარდეთ ის გულის სიღრმიდან. მიიღეთ თავშესაფარი მასში. ის აუცილებლად დაგიცავთ თქვენ. განა ის არ მოვიდა პრაჰლადას საშველად, ვინც მას მთლიანად ჩაბარდა? იად ბჰავამ, თად ბჰავათი (როგორიც არის გრძნობა, ისეთი არის შედეგი). ღმერთი მოვა თქვენს საშველად, თუ თქვენ გაქვთ სრული რწმენა.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 14 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 18 აპრილი.
რომელი არის სადჰანა ჩვენ ყველამ რომ უნდა ვკულტივიროთ ღმრთაებრივი სიყვარულის განსაცდელად? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის დღეს.
ამ მსოფლოში არ არსებობს ეპიტიმია სულიერ ძალაზე უფრო მაღალი, ბედნიერება კმაყოფილებაზე უფრო დიდი, კარგი საქმე წმინდა ვიდრე მიტევება და იარაღი უფრო ეფექტური ვიდრე მოთმინება. თაყვანისმცემლებმა უმდა მიიჩნიონ ტანმოსილება მინდვრად, კეთილი საქმე თესლად და კულტივირონ უფლის სახელი, გულის, როგორც ფერმერის, დახმარებით თვით უფლის მოსავალის მისაღებად! როგორ შეიძლება ვინმემ მიიღოს მარცვლეული კულტივირების გარეშე? როგორც ნაღები რძეში და ცეცხლი საწვავში, უფალი არის ყველაფერში. გქონდეთ სრული რწმენა ამაში. როგორიც რძე, ასე ნაღები; როგორიც საწვავი, ასე ცეცხლი; ასევე, როგორიც სულიერი დისციპლინა, ასევე უფლის უშუალო გამოცდილება! მაშინაც კი, თუ განთავისუფლების მიღწევა პირდაპირ არ განხორციელდება უფლის სახელის აღების შედეგად, ოთხი ნაყოფი აშკარად ჩანს მათთვის, ვისაც გამოცდილება აქვს: (1) დიდთა კომპანია (2) ჭეშმარიტება (3) კმაყოფილება და (4) გრძნობების კონტროლი. ამ კარიბჭეთაგან რომელიდანაც კი შევა ადამიანი, იქნება ის მეოჯახე, განდეგილი თუ რომელიმე კლასის წარმომადგენელი, მან შეიძლება მიაღწიოს უფალს უეჭველად!
– პრემა ვაჰინი, თავი 60.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 19 აპრილი.
რა დამოკიდებულების ან პერსპექტივის განვითარებით შეგვიძლია ჩვენ შევასრულოთ მსახურება ჭეშმარიტი სულით? ბჰაგავანი სიყვარულით გვიწევს ხელმძღვანელობას დღეს დასამახსოვრებელი მაგალითებით.
თქვენ მიიღებთ ნამდვილ მოტივს და შთაგონებას სხვების მსახურებისთვის მხოლოდ მაშინ როცა თქვენ თავიდან მოიცილებთ იდენტიფიცირებას ტანმოსილებასთან. როდესაც კაცს კუჭის მწვავე ტკივილი აწუხებს, თვალები უწყლიანდება. რატომ? იმიტომ რომ სხვადასხვა ორგანოები – თვალი, კუჭი და ა.შ. – ყველა არის იგივე ტანმოსილების ნაწილები. ასევე, როცა ერთი კაცი იტანჯება, თქვენმა თვალებმა ცრემლი უნდა ღვაროს და თქვენ უნდა იყოთ იძულებული შეამსუბუქოთ იგი! ეს მოხდება თუ თქვენ იცით რომ თქვენ და ის იგივე ღმრთაებრივი ტანმოსილების ორგანოები ხართ. განსხვავების იდეა (ბჰედა ბჰავა), ჩნდება ჭეშმარიტების უცოდინრობის გამო. როდესაც ადამიანები ბრაზდებიან, ისინი აღრჭიალებენ თავის კბილებს, მაგრამ ზრუნავენ რომ არ უკბინონ ენას, რადგან ენა მათია! თუ შემთხვევით ენას უკბენენ, ისინი კბილს არ იძრობენ, რადგან კბილი მათია! ასევე, ავადმყოფი კაცი, ღარიბი კაცი, ტანჯული კაცი, წერა-კითხვის უცოდინარი კაცი, ბოროტი კაცი და ა.შ. ყველა იგივე ტანმოსილების ორგანოებია, რომლის ნაწილები ჩვენც ვართ! ერთი და იგივე დენი ააქტიურებს ყველას. ამის გაცნობიერება და ამ ერთობაში შერწყმა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 26 სექტემბერი
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 20 აპრილი.
როგორ შეიძლება ჩვენ როგორც უბრალო ინდივიდები დავეხმაროთ მთელი მსოფლიოს კეთილდღეობასა და მშვიდობას? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ამას ჩვენ დღეს.
ბევრი გადადებს სულიერ დისციპლინას სიბერისკენ. ეს არის არასწორი. იშოვეთ ძვირფასი ჯილდო სანამ ახალგაზრდად და მხნედ ხართ. დაწყება არასოდეს არის ადრე. ენა, თვალები, ყურები, ხელი და ჭკუა თვით ბავშვობიდანვე უნდა იყოს გაწვრთნილი ბოროტების თავიდან ასაცილებლად. თუ ესები შენახულია სუფთად და წმინდად, ღმერთის წყალობა მოიპოვება. როცა ხორცი გიბიძგებთ სიცრუეში ჩავარდნაზე, არ დანებდეთ, დადექით მაგრად. როდესაც ინდივიდი არის ძლიერი და მყარი, ოჯახი ყვავის; როცა ოჯახი ყვავის, სოფელი ბედნიერია; როცა სოფელი ბედნიერია, ქვეყანა უსაფრთხო და ძლიერია; როცა ქვეყნები ძლიერი და უსაფრთხოა, მსოფლიო სავსეა თავმდაბლობითა და პატივისცემით, ქველმოქმედებითა და მშვიდობით. იგალობეთ ხმამაღლა ღმერთის დიდება და დამუხტეთ ატმოსფერო ღმრთიური თაყვანისცემით; ღრუბლები დაასხამს სიწმინდეს წვიმის მეშვეობით მინდვრებზე; ნათესები გამოიკვებება მათზე და აკურთხებს საკვებს; და ეს საკვები ადამიანში გამოიწვევს ღმრთაებრივ სწრაფვას. ეს არის პროგრესის ჯაჭვი.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 8 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 21 აპრილი.
მაშინაც კი როცა ჩვენ გვიყვარს, ვემსახურებით და ვასრულებთ ქველმოქმედებას, რა არის ჭეშმარიტება რაც ჩვენ ყოველთვის უნდა ვატაროთ ჭკუაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
განივითარეთ ფართო აზროვნება და გადადეთ გვერდზე ვიწრო აზროვნება. მაშინაც კი თუ სხვები გაწუხებენ თქვენ და პოზირებენ პრობლემებს თქვენთვის, გაუძელით ამას მოთმინებით იმ იმედით რომ ეს მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ. ტანი, რომელიც შედგება ხუთი ელემენტისგან, უნდა დაეცეს და დაიღუპოს ამა თუ იმ დღეს. ტანის ბინადარი არის მარადიული, დაუბადებელი და უკვდავი და არ არის შეკრული მონობის რამე ჯაჭვებით! სინამდვილეში, ეს ბინადარი არის თავად ღმერთი! როდესაც მათხოვარი ითხოვს საჭმელს, ის წარმოთქვამს: „ბჰავატი ბჰიკშამ დეჰი“! ის ნამდვილად ეხვეწება “დეჰის” – ბინადარს და არა თქვენ. შეიცანით სიმართლე, რომ ის ელოცება თქვენში მყოფ ღმერთს მოწყალებისთვის. ეს არის თქვენი უმეცრება თუ თქვენ ფიქრობთ რომ ის ითხოვს თქვენგან. ეს აღნიშნავს ქედმაღლობას. ღმრთიურება ცხოვრობს ყველაში დამოუკიდებლად იმისგან ადამიანი არის პრინცი თუ ღარიბი. თქვენ აღმერთებთ ამ ღმრთაებრივ პრინციპს ყველაში და გიყვართ ისინი, მაგრამ სიყვარული უნდა იყოს უანგარო. ტანთან მიუჯაჭვული სიყვარული თანაბრად მიედინება ყველას მიმართ! ტანის ცნობიერებას მიჰყავს ვიწრო აზროვნებასთან.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 22 აპრილი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ბჰაგავანის მოლოდინების გასამართლებლად? რა არის გზავნილი რაც ჩვენ უნდა მივიღოთ გულთან ახლოს? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
მე მოვედი თქვენს გულებში სიყვარულის ლამპარის ასანთებად, სანახავად რომ ის დღითი დღე ანათებს დამატებითი ბზინვარებით. მე არ მოვედი სალაპარაკოდ რამე კონკრეტული დჰარმას (რწმენის) სახელით. მე არ მოვედი რამე საჯარო მისიაზე რომელიმე სექტის, რწმენის ან მიზეზის გამო; მე მოვედი არც რამე დოქტრინის მიმდევრების შესაგროვებლად. მე არ მაქვს გეგმა მოწაფეების ან ერთგულების მოზიდვის ჩემს სამწყსოში ან რომელიმე სამწყსოში. მე მოვედი თქვენთვის სათქმელად ამ უნივერსალური ერთიანი რწმენის, ამ ათმური პრინციპის, სიყვარულის ამ გზის, სიყვარულის მოვალეობის, სიყვარულის ვალდებულების შესახებ. გჯეროდეთ, რომ ყველა გული ამოძრავებულია ერთი და ერთადერთი ღმერთის მიერ; რომ ყველა სარწმუნოება ადიდებს ერთ და ერთადერთ ღმერთს; რომ ყველა სახელი ყველა ენაში და ყველა ფორმა რაც კაცს შეუძლია მოიფიქროს, აღნიშნავს ერთ და ერთადერთ ღმერთს; და მისი თაყვანისცემა საუკეთესოდ სრულდება სიყვარულის საშუალებით. კულტივირეთ ეს ეკა-ბჰავა (ერთობის დამოკიდებულება), ყველა აღმსარებლობის, ყველა ქვეყნისა და ყველა კონტინენტის კაცთა შორის. ეს არის ის სიყვარულის მესიჯი, რაც მე მოვიტანე. ეს არის მესიჯი, რომელიც მე მინდა მიიღოთ თქვენ გულთან ახლოს.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 4 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 23 აპრილი.
რატომ უნდა მივიჩნიოთ თავი დიდად ბედნიერად? არადჰანა მაჰოთსავამის წინა დღეს, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ უდიდეს კურთხევას რითაც ჩვენ დავიშხაპეთ, ასე რომ შევძლოთ სწრაფვა მის თანახმად.
დღეს ამ კალი იუგაში, მაშინ როცა წინააღმდეგობებისა და დაპირისპირების დინებები ძირს უთხრის რწმენას და თაყვანისცემას, ბედი, რამაც თქვენ პირისპირ მოგიყვანათ ჩემთან, არის რაღაც რისთვისაც თქვენ უნდა ემადლიეროთ თქვენს დამსახურებებს მოპოვებულს მრავალი ცხოვრების განმავლობაში. ეს არ არის ჩვეულებრივი ბედი. ეს ინკარნირება მოძრაობს თქვენთან ერთად ნუგეშისცემის, წასახალისებისა და განკურნებისთვის. ეს ურთიერთობა არის რაღაც უნიკური; ეს უნდა იყოს უწყვეტი სანამ მიზანი მიიღწევა. მე არ მსურს ხალხის ჩემკენ მოზიდვა, ჩამოშორებით ჩემი სხვა სახელებისა და ფორმების თაყვანისცემისგან. თქვენ შეიძლება ივარაუდოთ იქიდან რასაც თქვენ უწოდებთ ჩემს სასწაულებს, რომ მე წარმოვქმნი მათ თქვენს მოსაზიდად და დასამაგრებლად ჩემთან, და მარტო ჩემთან. ესები არ არის გამიზნული ჩვენების ან გასაჯაროებისთვის; ესები არის უბრალოდ ღმრთიური დიდებულების სპონტანური და თანმხლები მტკიცებულებები. მე ვარ თქვენი; თქვენ ხართ ჩემი, განუწყვეტლივ და მუდმივად. რა საჭიროა მოზიდვა და შთაბეჭდილების მოხდენა, თქვენი სიყვარულის ან ჩემი თანაგრძნობის საჩვენებლად? მე ვარ თქვენში; თქვენ ხართ ჩემში. არ არსებობს მანძილი ან განსხვავება.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 24 აპრილი.
რა თაყვანისცემაა ის რaსაც შეუძლია ბჰაგავანის წყალობის მოზიდვა? არადჰანა მაჰოთსავამის ხელსაყრელ შემთხვევაზე, ბჰაგავანი გვაკურთხებს ჩვენ მშვენიერი შეხსენებით.
თქვენ ხართ ყველა ჩემი ნაწილები, გამოკვებილი ჩემს მიერ. თქვენ ქმნით საის ტანს. საი გამოგიგზავნით საზრდოს, სადაც გინდა იყოთ და როგორიც გინდა იყოს თქვენი ფუნქცია, იმ პირობით რომ საის მისცემთ იმას რასაც საი მიიჩნევს ტკბილად და სასურველად როგორიცაა სათნოება, რწმენა, დისციპლინა და თავმდაბლობა. იყავით ბედნიერი რომ თქვენ ხართ საის ტანის ნაწილები. არ იწუწუნო რომ შენ ხარ ფეხი და ამიტომ უნდა იარო მყარ მიწაზე. არ იყო ამაყი რომ შენ ხარ თავი და ასე, მაღლა და ზევით. ეს არის იგივე სისხლის მოძრაობა, პრემას (სიყვარულის) ნაკადი რაც ცირკულირებს ორივეში; თითოეულის ფუნქცია ისეთივე ღირებულია, როგორც ყველა სხვა ნაწილის ფუნქცია. თითოეული ნაწილის ფუნქცია ასევე არის უნიკალური, გახსოვდეთ; ასე რომ არ მიეცეთ სასოწარკვეთას. შენი როლი არის რაღაც განსაკუთრებული, რაც მხოლოდ შენ შეგიძლია ითამაშო. თქვენ არ შეგიძლიათ სიარული თქვენს თავზე; თქვენ არ შეგიძლიათ ფიქრი თქვენი ფეხებით. როგორიც გინდა იყოს თქვენი პოზიცია, მოიპოვეთ წყალობა თქვენი სათნოებით, ეს არის მთავარი მოგება.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 29 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 25 აპრილი.
თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ უფალთან ერთიანობას, საიდან უნდა დავიწყოთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს დღეს ამგვარად რომ ჩვენ შევძლოთ თვით ამაღლება.
თქვენ არ გაქვთ უფლება უწოდოთ საკუთარ თავს ღმერთის მაცნეები თუ თქვენი ქმედებები არის ცუდი, თქვენი აზრები არის ბოროტი და თქვენ ქადაგებთ არასწორ იდეებს. ასეთ ადამიანებს შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ეშმაკის აგენტები. დღეიდან, „როგორც ღმერთის მაცნეებმა“, თქვენ უნდა აჩვენოთ მსოფლიოს სიწმინდე, სიმართლე და სიყვარული, რასაც ღმრთაება სიმბოლირებს. როცა თქვენ ატარებთ სიწმინდის და ზნეობრივ ცხოვრებას თქვენ უფლება გაქვთ, თავი მიიჩნიოთ „ღმერთის შვილებად“. ღმერთი არის სიყვარულის ტანმოსილება და არაფერი უნდა გააკეთოთ იმ სიყვარულის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ღმერთი წარმოადგენს. თქვენ უნდა განავითაროთ კარგი ხარისხები, რაც თქვენ გაგხდით ღირსეულ „ღმერთის შვილებად“. ბიბლიაში, ჩაწერილია რომ იესომ დაბანა ფეხები თავის მოწაფეებს. როცა მათ ჰკითხეს ის რატომ აკეთებდა ასე, იესომ უპასუხა: „მე გბან ფეხებს როგორც შენი მოსამსახურე, ასე რომ შენ ისწავლო მსოფლიოს მსახურება“. ყოველი კაცი არის, დასაწყისით, ღმერთის მაცნე. როდესაც ის დაასრულებს თავის მოვალეობებს როგორც მაცნე, ის აცნობიერებს რომ ის არის ღმერთის შვილი და შემდეგ აღწევს ერთიანობას ღმრთაებრივთან.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 26 აპრილი.
რატომ უნდა ვაღმერთებდეთ ღმრთაებრივს მადლიერებით სავსე გულით? ბჰაგავანი სიყვარულით განგვიმარტავს და გვაძლევს ჩვენ მითითებებს ასე რომ არ დავივიწყოთ ეს ღრმა დამოკიდებულება.
პირველი ხარისხი რაც თქვენ უნდა კულტივიროთ არის მადლიერება ღრშთიურის მიმართ. ადამიანები მადლიერნი არიან მათთვის გაწეული პატარა მსახურებისთვისაც კი. განა მეტად საჭირო არ არის მადლიერად ყოფნა ღმრთიურის მიმართ ვინც მოგცათ ასე ბევრი არსებითი სიკეთე ბუნებისა და ხუთი ელემენტის მეშვეობით? ჰაერი რასაც თქვენ სუნთქავთ, წყალი რასაც თქვენ სვამთ და მიწა რომელზეც თქვენ დადიხართ, ეს ყველაფერი ღმერთის საჩუქარია. რამდენად მადლობელი ხართ თქვენ მზის მიმართ ვინც გაძლევთ სინათლეს, რასაც ვერ გაუტოლდება მსოფლიოს ყველა ელექტრო ნათურა? შეუძლია მსოფლიოში ყველა ტუმბოს აგრეგატს უზრუნველყოს იმდენი წყალი რამდენსაც სთავაზობს წვიმის ერთი თავსხმა? შეუძლია ყველა ვენტილატორს მსოფლიოში, იმდენი ნიავის მოცემა რამდენსაც თქვენ იღებთ როცა ქარი ქრის? ამ ღმრთაებრივ საჩუქრებზე მადლიერების გარეშე, კაცი დასდევს წვრილმანს და ფუჭად ხარჯავს მის სიცოცხლეს. წარსულის დიდი ბრძენები ვინც თაყვანს სცემდნენ ღმერთს სხვადასხვა გზით განიხილავდნენ ერთგულებას როგორც განგებისადმი მადლიერების გამოხატვის საშუალებას.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 27 აპრილი.
რა არის უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი? როგორ უნდა მოვახდინოთ თვითშეფასება და ამოვძირკოთ ეს ბუნება? ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ მარტივ პრაქტიკულ რჩევას დღეს.
მხოლოდ მაშინ როცა შური ამოიძირკვება ადამიანის გულიდან კაცს ექნება თვითკმაყოფილება. კმაყოფილი კაცი ტკბება მშვიდობით. როგორ წარმოიქმნება შური? როდესაც ვინმე საკუთარ თავს ადარებს მათ, ვინც უკეთეს მდგომარეობაშია, ან უფრო მაღალ თანამდებობაზეა, ან უფრო მაღალ ქულებს აგროვებს, ან უფრო სიმპათიურია, და იტანჯება საკუთარი არასრულფასოვნების შეგნებით, წარმოიქმნება შური. უკმაყოფილება იმის გამო, რაც აკლია, ბადებს შურს. ამ ბოროტი ხარისხისგან თავის დასაღწევად ადამიანმა უნდა შეხედოს მათ ვინც არის უარესი ვიდრე თავად. მაგალითად, როდესაც უმზერთ მათ ვინც უფრო დაბალი ქულა მიიღო, თქვენ იღებთ კომფორტს რომ თქვენ გააკეთეთ უკეთესად ვიდრე სხვებმა. მსგავსად, როდესაც ადამიანი ხედავს იმათ მდგომარეობას რომლებსაც უკავიათ დაბალი სამუშაო, მან შეიძლება იგრძნოს კმაყოფილება თავისი საკუთარი პოზიციით. ამრიგად, თუ შური უნდა იყოს მოშორებული, ასეთი სახის შედარება უნდა მოხდეს მათთან, ვინც უარეს მდგომარეობაშია. დროთა განმავლობაში, ადამიანს უვითარდება თანასწორობის გრძნობა როგორც უკეთეს მდგომარეობაში მყოფების, ისე უარესში მყოფების მიმართ. ასეთი თანასწორობა არის ღმრთიური ხარისხი.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 19 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 28 აპრილი.
ჩვენ რატომ უნდა მივყვეთ მკაცრად სიწმინდეს აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში, თუ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გამოვხატოთ მადლიერება შემოქმედის მიმართ? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს.
წმინდა მოქმედებებით ჭკუაც ასევე იწმინდება. მაგრამ მხოლოდ ჭკუის სისუფთავე არ არის საკმარისი. ჭკუამ უნდა განავითაროს კონცენტრირება. კონცენტრირების კულტივირებისთვის, დიდი მნიშვნელობის არის ერთგულება. ბჰაკტი ნიშნავს ბჰაგავანისგან განცალკევების თავის დაღწევას. აქ უნდა იყოს იმის გაცნობიერება რომ ღმრთაებრივი არის ყველგანმყოფი და რომ თქვენ თვით არ შეგიძლიათ გამოეყოთ ღმერთისგან. ყველგანმყოფი ღმრთაებრივის გასახსენებლად, მისი დიდების საგალობლად და მის თაყვანსაცემად, თქვენ გჭირდებათ ენა (მეტყველების ძალა). ჯაიადევა ენას აცხადებდა ღმერთისგან ბოძებულ ინსტრუმენტად უფლის განსადიდებლად. ეს წმინდა ინსტრუმენტი არ უნდა იყოს გამოყენებული რამენაირად სხვებზე ბოროტად საუბრისთვის ან უბედურების გამოსაწვევად მათ მიმართ. როგორც ნაბრძანებია გიტაში, მოერიდეთ უსიამოვნო მეტყველებას და გამოიყენეთ მხოლოდ სიტყვები რომლებიც არის ჭეშმარიტი, მანუგეშებელი და კარგი. უკმეხობა მეტყველებაში უნდა იყოს თავიდან აცილებული. მხოლოდ მაშინ როდესაც ენა გამოიყენება ამ წესით შეიძლება იგი გახდეს სუფთა და წმინდა. როცა თქვენი მეტყველება არის ნაკურთხი, თქვენი ცხოვრება თვით ხდება ნაკურთხი!
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 19 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 29 აპრილი.
რომ ვიცხოვროთ ღმრთაებრივში, და განვავითაროთ ჭეშმარიტი ერთგულება, რა არის ხარისხები რაც ჩვენ უნდა ვკულტივიროთ? ბჰაგავანი განმარტავს პირველ ორ ხარისხს დღეს.
არსებობს ხუთი რეკვიზიტი ჭეშმარიტი ერთგულების განვითარებისთვის. პირველი ხარისხი არის მიძღვნა (ყველაფრის შეთავაზება ღმერთისადმი). ეგოიზმი არის ბარიერი ერთგულების სულის განვითარებისთვის. იგი მჟღავნდება სიამაყის სხვადასხვა ფორმით – ფიზიკური ძალის სიამაყით, ინტელექტუალური სიამაყით, სიმდიდრის ქედმაღლობით და ა.შ. მაგრამ რადგან ეს ყველაფერი არის არამუდმივი და შეიძლება დაიკარგოს ნებისმიერ დროს, უგუნურია ტანის, ჭკუის ან საკუთრების ჩათვლა საფუძვლად ადამიანის დიდი წარმოდგენისთვის. მაშასადამე ეგოიზმი უნდა იყოს უარყოფილი როგორც პირველი შესაწირი ღმერთისადმი. შემდეგი, ერთგულება უნდა იყოს განხილული როგორც მადლიერების გამოხატვა ყველაფრის მიმართ რასაც ადამიანი იღებს განგებისგან – ჰაერი რასაც ვსუნთქავთ, სინათლე და სითბო რასაც მზისგან ვიღებთ, წყალი რასაც ვსვამთ და საკვები რასაც მოვიხმართ. სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველა საჭიროება მიღებულია ღმერთის წყალობით. მადლიერების გამოხატვა ერთგულების მეშვეობით არის უპირველესი ვალდებულება. ყველაფერი, რაც კეთდება ბჰაჯანების, ჯაფის, მედიტირებისა და ლოცვის გზით, მადლიერების სულით უნდა გაკეთდეს!
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 17 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 30 აპრილი.
რა მნიშვნელოვანი ხარისხებია საჭირო ღმერთში ცხოვრებისა და ჭეშმარიტად ერთგულად ყოფნისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ხუთი ხარისხიდან მომდევნო სამს.
მესამე რეკვიზიტი არის დისციპლინა. თითქმის ყველა მოქმედებაში ცხოვრებაში აღიარებული საზღვრები და წესები უნდა იყოს დაცული. ეს ეხება თანაბრად სულიერ სფეროს. თქვენ უნდა დაიცვათ დისციპლინა საკითხებში რომლებიც დაკავშირებულია ჩაცმულობასთან, ზოგად ქცევასთან მანდირის მიღმა, მანდირში ბჰაჯანებთან, თქვენი ლაპარაკის მანერასთან და საკვებთან თქვენ რომ ჭამთ! ყველა თქვენი ქმედება უნდა იყოს სავსე სიწმინდითა და სისუფთავით. დისკრიმინირება არის მეოთხე რეკვიზიტი. დისკრიმინირება უნდა იყოს დაკვირვების საგანი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში – მასში რასაც თქვენ ხედავთ, რასაც თქვენ ისმენთ, რასაც თქვენ ლაპარაკობთ და რასაც თქვენ მოიხმართ. მოერიდეთ ყველა სახის საკვების ჭამას უცნაურ ადგილებში. ბოლოს მოდის გადაწყვეტილება. მტკიცე გადაწყვეტილების გარეშე, ვერც ერთი დიდი რამე ვერ მიიღწევა ცხოვრებაში. ეს ყველა არის უფრო მეტად საჭირო სულიერ სფეროში, ასე რომ თქვენ შეძლოთ ყველა სიძნელისა და დაბრკოლების პირისპირ შეხვედრა და მათი გადალახვა. თქვენ მყარად უნდა ჩაეჭიდოთ მას რასაც მიიჩნევთ კარგად, რასაც თქვენ თვლით წმინდად და რასაც თქვენ აღიარებთ ჭეშმარიტებად. ეს არის ნამდვილი მონანიება!
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 17 თებერვალი.

ბაბა