საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
სატია საი ბაბა
2026 წლის 1 იანვარი.
როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ და სწორად გამოვიყენოთ დრო ამ მუდმივად ცვალებად მსოფლიოში? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს და გვაკურთხებს ჩვენ ამ გარემოებაში.
ამ ცვალებად მსოფლიოში ღმერთი არის უცვლადი არსება. ღმერთი არის ყოვლისმომცველი და შეიძლება განცდილიყოს ყველგან. მას სცემენ თაყვანს როგორც კალა კალაია ნამაჰს, კალა სვარუპაია ნამაჰს და ა.შ. დროს გარეშე არ არსებობს მსოფლიო. მსოფლიოს გარეშე არ არსებობს ქმნილება; ქმნილების გარეშე არ არსებობს რამე. ყოველი შექმნილი რამ დაბადებული არის დროსგან. ახალი წლის დღე აცხადებს ჭეშმარიტებას რომ ღმერთი არის დროს მბრძანებელი. საუბედუროდ, კაცი ვერ იგებს ღმერთის ძალას. ის თავისი დროს სამ მეოთხედს ხარჯავს უღირს მიწიერ საქმიანობებში. სულიერი საქმიანობა არის დროს გამოყენების სწორი გზა. იგი მოუწოდებს კარგი გრძნობების გაზრდას და კარგი საქმეების კეთებას ეგოისტური მოტივის გარეშე, სიყვარულისა და თანაგრძნობის გაშლას ყველა არსების მიმართ. ეს არის ნამდვილი სადჰანა. სა ნიშნავს ატმას, და დჰანა ნიშნავს სიმდიდრეს. თქვენი დროს გამოყენებით სულიერ საქმიანობაში, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ სულიერი სიმდიდრით. მაგრამ, კაცი ხარჯავს მთელ თავის დროს უწმინდურ აზრებსა და ბოროტ საქმეებში, გაგების გარეშე მის შიგნით არსებული ღმრთაებრიობის. ადამიანმა უნდა გაიგოს დროს ფასი, რომლის ყოველი წამი ქრება ელვაზე სწრაფად.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 14 აპრილი.
2026 წლის 2 იანვარი.
როგორ გარდაგვქმნის სიყვარული ჩვენ ადამიანად მხოლოდ ფორმაში ყოფნიდან ნამდვილ ადამიანებად? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს მარტივი მაგალითით.
როცა თქვენ ამბობთ: „მე ვარ კაცი“, ეს არის სინამდვილეში ნახევრი სიმართლე. სიმართლის მეორე ნახევარი არის ის რომ თქვენ არ ხართ „ცხოველი“. სიმართლე არის სრული როცა თქვენ აერთებთ ამ ორ განცხადებას. კაცმა უნდა დაამტკიცოს თავისი თავი განსხვავებულად სხვა ცხოველებისგან ძალადობის, უმეცრებისა და ინერტულობის თავიდან აცილებით. შეხედეთ ამას. ეს არის ვარდი. ნამდვილი ვარდი. ამიტომ, არავის სჭირდება ფუტკრის სპეციალურად მოწვევა ამ ვარდთან მოსასვლელად. იგი მოდის თავისით. მაგრამ, მიადგება ფუტკარი პლასტმასის ვარდს? მსგავსად, მხოლოდ როცა ადამიანური აზრები არის გულში ადამიანი შეიძლება აღიარდეს კაცად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არის მხოლოდ ადამიანი-ფიგურა, ან ხელოვნური კაცი ან რობოტი. ჩვენ ვეძებთ „შემოქმედებას“ იმ დროს როცა „გულს“ ვივიწყებთ. სინამდვილეში, შემოქმედება უნდა მოდიოდეს გულიდან. ამიტომ, ამბობენ, სიყვარული არის ღმერთი. ღმერთის ფორმა არის სიყვარული. ის არის სიყვარულის სამყოფელი. როცა კაცი ამ სიყვარულის ღმერთს ინახავს თავის გულში, შეუძლია მას მიმართოს ძალადობას? ასეთი გული ავითარებს ცოდვის შიშს. ღმერთის სიყვარული და ცოდვის შიში არის ტყუპებივით. მათთან ერთად აუცილებელია სოციალური ეთოსის, ანუ ზნეობის განვითარება. ეს ზნეობა არის ჩვენი ერის ფუნდამენტური პრინციპი.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 30 დეკემბერი.
2026 წლის 3 იანვარი.
რას ნიშნავს ჩვენი ყველა ძალისხმევისა და მოქმედების ღმერთისთვის მინდობა? ბჰაგავანი ამ მარტივი დამოკიდებულების სარგებელს ხსნის შესაფერისი მაგალითით დღეს.
რა აღინიშნება ყველაფრის ღმერთისთვის შეთავაზებით? ეს არ ნიშნავს ჯდომას უსაქმოდ რამე სამუშაოს კეთების გარეშე. აკეთეთ თქვენი სამუშაო, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, მაგრამ შესთავაზეთ ყველაფერი ღმერთს გრძნობით – სარვა კარმა ბჰაგავად პრიიტიარტჰამ (ყველა მოქმედება არის მხოლოდ ღმერთის სასიამოვნოდ). როცა თქვენ ასრულებთ მოქმედებებს ქმედებების ნაყოფის მოლოდინის გარეშე და სთავაზობთ მათ ღმერთს, ღმერთი მოგცემთ თქვენ რაც არის თქვენთვის კარგი. თქვენ წერთ წერილს, დებთ მას კონვერტში და აგზავნით მას ფოსტით. თქვენი მოვალეობა აქ მთავრდება. წერილი მიაღწევს მისი დანიშნულების ადგილს, იქნება ეს ამერიკა, გერმანია თუ იაპონია. როგორც კი წერილს გაგზავნით, თქვენ არ გჭირდებათ დარდი, მიაღწევს თუ არა წერილი დანიშნულების ადგილს. ეს არის ფოსტის დეპარტამენტის მოვალეობა იზრუნოს რომ წერილმა მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. იგი შეიძლება წავიდეს ჯერ მუმბაიში, და იქიდან ნიუ-იორკში. როგორიც კი ძეიძლება იყოს გაგზავნის საშუალება, წერილი მიაღწევს მის დანიშნულების ადგილს. მსგავსად, თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი ყველა მიწიერი მოვალეობა და შესთავაზოთ ეს ღმერთს. ეს არის ღმერთის გადასაწყვეტი მან რა ტიპის ბედნიერება უნდა მოგცეთ თქვენ.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 16 აგვისტო.
2026 წლის 4 იანვარი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ მოვიპოვოთ ღმერთის მადლი და მივაღწიოთ საბოლოო ერთობას? ბჰაგავანმი უდიდესი სიყვარულით გვმძღვანებლობს ჩვენ დღეს.
მხოლოდ სიყვარულის გაზრდით შეგიძლიათ თქვენ ღმერთის მადლის მოპოვება. პრემა-რასამ (სიყვარულის ტკბილი წვენი) გამოიწურება თუ თქვენ გაქვთ თქვენს გულში (სულიერ გულში) ხვრელები ცუდი გრძნობებისა და ბოროტი აზრების ფორმით. თუ თქვენ დააცობთ ამ ხვრელებს ბოროტი ხარისხების ალაგმვით, სიყვარულის წვენი შენარჩუნდება გარკვეულწილად. თქვენ თავი უნდა აარიდოთ ტანის ან ჭკუის მიყოლას და მიჰყვეთ მხოლოდ სინდისს. ცხოვრების მიზანი არის სხვების დახმარება და არა ნებივრობა გრძნობადი სიამოვნებებით. გათენებიდან დაღამებამდე, თქვენ დაკავებული ხართ საქმეებით თქვენი ტანის კომფორტის შესანარჩუნებლად. თქვენ რას მიაღწევთ ამით? მხოლოდ გონებრივ შფოთვას და ფიზიკურ დაღლილობას ან ავადმყოფობას. თქვენი მიზანი უნდა იყოს ღმრთაებრიობის მიღწევა. ტიაგარაჯა თავის საკუთარ ჭკუას უსვამს კითხვას სიმღერაში, სიმდიდრე ან მსახურება უფლისადმი მოგცემს თუ არა სუკჰამს (ნუგეშს) და მიდის იმ დასკვნამდე, რომ უფლისადმი მსახურებას მოაქვს მუდმივი ბედნიერება. მსახურება მოითხოვს ტიაგას (მსხვერპლს). თქვენ უნდა შესწიროთ ის რასაც მიიჩნევთ ძალიან ძვირფასად თქვენთვის. მსხვერპლს მოაქვს ნამდვილი ზიარება ღმრთაებრივთან მაშინ როცა ხორციელი სიამოვნება შედეგდება მხოლოდ დაავადებაში. ჭკუის კონტროლი მარტო მიგვიყვანთ ღმრთაებრივთან გაერთიანებამდე.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 14 აპრილი.
2026 წლის 5 იანვარი.
ჩვენ რატომ უნდა განვათავსოთ სრული რწმენა ღმერთში მარტო, მაშინაც კი როცა გვიყვარს ყველა და ვემსახურებით ყველას? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი, გვაძლევს ჩვენ მნიშვნელოვან გზავნილს დღეს.
სიყვარული რასაც ადამიანები აჩვენებენ ერთმანეთის მიმართ არის მხოლოდ ტანის მიჯაჭვულობა. ეგოიზმი და პირადი ინტერესი არის ამ სიყვარულის საფუძველი. ის არის მხოლოდ ღმერთი ვინც არის სრულიად უანგარო. არ არის რამე ცუდი სხვებთან ურთიერთობის შენარჩუნებაში, მაგრამ გიყვარდეთ ღმერთი მთელი გულით. რა სამუშაოსაც კი თქვენ ასრულებთ, ჩათვალეთ იგი ღმერთის სამუშაოდ. ვისაც კი თქვენ ხედთ, პატივი ეცით მას, როგორც ღმერთის ტანმოსილებას. როგორც ბჰაგავატ გიტაშია ნათქვამი, ღმერთი არის ყველაფერში: მამათმა სარვა ბჰუტანტარატმა (მე ვარ წარმოდგენილი ყველა არსებაში ატმას სახით). ამიტომ, არ დასცინოთ და არ შეიძულოთ ვინმე. ამავდროულად, ძალიან დიდად არ ენდოთ სხვებს. სხვებში რწმენის ნაცვლად, ჩადეთ მთელი თქვენი რწმენა ღმერთში. (სვამი აჩვენებს მის ცხვირსახოცს) ეს არის ქსოვილი დამზადებული ასე ბევრი ძაფისგან. რადგან მრავალი ძაფი გაერთიანდა, ეს ქსოვილი გახდა მაგარი. თუ თქვენ გააცალკევებთ ქსოვილის ძაფებს, თქვენ შეგიძლიათ გაწყვიტოთ ესები თქვენი თითებით. ამიტომ, ფოკუსეთ მთელი თქვენი სიყვარული ღმერთზე. გიყვარდეთ ყველა, ემსახურეთ ყველას, ყველას მიჩნევით ღმრთაებრივად. მაგრამ ნუ ენდობით ყველას. გქონდეთ რწმენა მხოლოდ ღმერთში.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 16 აგვისტო.
2026 წლის 6 იანვარი.
სუფთა აზრები როგორ ზემოქმედებს ადამიანის ტანის გრძნობების და კიდურების ფუნქციონირებაზე? ბჰაგავანი განმარტავს ნათლად დღეს, ნათელი მაგალითით.
კაცის ყველა მოქმედება იბადება ჭკუაში. ჭკუა ფუნქციონირებს აზრების მეშვეობით. როდესაც აზრები არის სუფთა, ჭკუაც არის სუფთა. გასუფთავებული ჭკუით, კაცის ქცევაც ხდება სუფთა. კაცისთვის ადვილია დგომა, მაგრამ მისთვის ძნელია სირბილი. მაგრამ ჭვუის შემთხვევაში, უძრავად გაჩერება არის რთული, მაგრამ სირბილი არის ადვილი. ეს არის განსხვავება კაცსა და მის ჭკუას შორის. ჭკუა დარბის სწრაფად. ეს დაფუძნებულია აზრების ძალაზე. როცა ქვას აგდებენ ჭაში, იწყება ტალღების სერია იმ წერტილიდან სადაც ქვა დაეცა,. იქიდან, ტალღები მიდის ჭის კიდემდე და ფარავს მთელ ჭას. იგივენაირად, როცა აზრის ქვას ისვრიან ჭკუის ტბაზე, ამით დაწყებული ტალღები, ავსებს ყველა გრძნობას და კიდურს ტანში. როცა აზრი არის სუფთა და წმინდა, ტალღები გამოსხივებული ჭკუიდან ავსებს ტანის ყველა გრძნობას და კიდურს; თავიდან ფეხებამდე, სუფთა რეაქციებით. ეს სუფთა აზრი, შედის თვალში, ასუფთავებს ხედვას. იგივე აზრი შედის ყურში, აიძულებს მას ისმინოს წმინდა ხმები. შედის პირში, იგი იწვევს სიწმინდეს მეტყველებაში. ჟღენთავს ხელებს, იგი უბიძგებს მათ ჩართვისკენ წმინდა საქმეებში. წმინდა ტალღები ჭკუიდან შესული ფეხებში აღძრავს მათ მლოცვარებაზე წასვლისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 26 ივნისი.
2026 წლის 7 იანვარი.
როგორც ერთგულს, რა ხარისხი უნდა გვქონდეს უფლის მადლის დასამსახურებლად? ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ ყველას მოტივაციის ძლიერ დოზას დღეს.
თქვენ უნდა მიიღოთ ნებისმიერი წარუმატებლობა დასაბიჯებელ ქვად უფრო დიდი წარმატებისკენ. ამ დამოკიდებულების მისაღებად, პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ შეუპოვრობისა და გამბედაობის ხარისხების განვითარება. თქვენ თვინიერად არ უნდა დაემორჩილოთ წარუმატებლობას. სუსტი აზროვნების ადამიანი ვერ მიაღწევს რამეს ცხოვრებაში. „ნა აიამ ატმა ბალაჰინენა ლაბჰიაჰა“ (ეს უზენაესი მე ვერ იქნება მოპოვებული ნებისმიერის მიერ ვინც სუსტია), ამბობს უპანიშადი. გამბედაობა და წამოწყება არის ყველა წარმატებული ადამიანის ძირითადი ხარისხები. „გადაწყვეტილება მიღებული, ჩაებღაუჭე მას მის მიღწევამდე! რამეს მსურველი, არ დაბრუნდე ასრულებამდე! რამეს მთხოვნელმა, არ მიატოვო მოცემამდე! რამეზე მლოცველი, არ დაბრუნდე ჩუქებამდე! ან ის უნდა დაგეხმაროს, ან შენ უნდა დაიკარგო გულადობა! მაგრამ ხელცარიელი დაბრუნება არ არის ერთგულის თვისება! (ტელუგუს ლექსი)“ ასეთი უნდა იყოს თქვენი მოქცევა. თქვენ უნდა შეგეძლოთ ღმერთის ყურადღების მიპყრობა თქვენსკენ. თქვენი მტკიცე გადაწყვეტილება და საჭირო შეუპოვრობა უნდა იყოს ამგვარად ძლიერი რომ თქვენ გამოხვიდეთ გამარჯვებული.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 21 იანვარი.
2026 წლის 8 იანვარი.
რატომ მოითხოვს ბჰაგავანი რომ ჩვენ უნდა თავი დავიჭიროთ შორს ცუდი საზოგადოებისგან და გვქონდეს კარგთა კომპანია? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს ლამაზი ანალოგიით.
კარგი აზრები ჩანს პატარა დასაწყისში, როგორც ადამიანის ჩრდილი შუადღეზე. მაგრამ როცა დღე წინ მიიწევს ჩრდილი გრძელდება. მსგავსად, კარგი აზრების ზეგავლენაც ასევე იზრდება რაც დრო გადის. თავის დროზე, იგი იძენს დიდებულ ფორმას. იგი აღწევს ძალიან წმინდა ადგილს. იგი ჩუქნის ღმრთაებრივ ნეტარებას და გამოისყიდის ადამიანის მთელ ცხოვრებას. ასე, სატსანგამ (კარგი კომპანია) არის უმაღლესად მნიშვნელოვანი. კარგ კომპანიას, კარგი აზრების ხელშეწყობით, მიჰყავს ცხოვრებაში უმაღლეს მიღწევებამდე. ცუდი კომპანია, პირიქით, დილის მზის მიერ გამოწვეულ ჩრდილს ჰგავს. გამთენიისას მზის მიერ წარმოქმნილი ჩრდილი გრძელია. როგორც დილა წინ მიიწევს ჩრდილი ხდება უფრო და უფრო მოკლე. საბოლოოდ, იგი შემოიფარგლება ადამიანის ფეხებით. აი ასე მოქმედებს ცუდი კომპანიის შედეგები. დასაწყისში, მოგება ჩანს დიდი. მაგრამ დროთა განმავლობაში, მოგებები ქრება. ადამიანური ღირებულებები ნადგურდება. აზრების ძალა არის უზარმაზარი. ცუდი აზრები არ უნდა შევიდეს ჭკუაში. ცუდი კომპანია უნდა იყოს აცილებული იმდენად რამდენადაც შესაძლებელია. ავადმყოფთა კომპანია დაგაავადებთ თქვენ. იოგების კომპანია გაქცევთ თქვენ იოგად. იოგას მეშვეობით თქვენ აცნობიერებთ ღმრთაებრივს. იოგას მეშვეობით თქვენ აკონტროლებთ ჭკუას; აქედან არის, სატსანგამის მნიშვნელობა.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 26 ივნისი.
2026 წლის 9 იანვარი.
რა არის ერთადერთი არასწორი გაგება ჩვენი ვინაობის შესახებ რაც არის ჩვენი ვიწრო აზროვნების მიზეზი? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს.
სანსკრიტში ტერმინი „ატმა“ მიუთითებს სიტყვებს „მე“ და „მე“. სადაც „მე“-სა და „მე“-ს აზრებია წარმოდგენილი, ძლიერი მიჯაჭვულობა ვითარდება. უმნიშვნელო საკითხებთან დაკავშირებითაც კი, როცა „მე“-ს ახსენებენ, კავშირის მქონე ადამიანი იდებს თავის ხელს თავის გულზე. ეს აჩვენებს, რომ თვით (მე), რაზეც საუბარია, არის არა ტანი, არამედ ატმა. როცა ადამიანი აცხადებს: „რა უბედურებასაც კი, რა პრობლემასაც კი შეიძლება შევხვდე, მე არ მეშინია“, ის ავლენს ნდობას თავისი ატმას (უზენაესი მეს) მიმართ, რაც არის მისი მამაცობის საფუძველი. რა ნაკლებიც კი იყოს ჩვენთან დაკავშირებულ ადამიანებში, ჩვენ მაინც გვიყვარს ისინი. მაგრამ როცა ვხედავთ ნაკლს უცნობის ფორმაში ან ქცევაში, ჩვენ ვაკრიტიკებთ და დავცინით მას. რაც ნიშნავს, როცა არსებობს ეს „მე“-სა და „ჩემის“ იდეა, მიჯაჭვულობა არის უფრო მეტად ინტენსიური. საუბედუროდ, დღეს, როცა ჩვენ ვიდენტიფებთ საკუთარ თავს ფიზიკურ ტანთან, ასეთი ვიწრო აზროვნების მიჯაჭვულობა ვითარდება. ჩვენ უნდა გავიგოთ რომ ეს ტერმინები „მე“ და „მე“ ეხება ატმას და არა ტანს. და რომ ატმა არის ერთი ყველაში. ჩვენ უნდა განვავითაროთ ასეთი თანასწორობა და ერთობა, და ასეთი წმინდა გრძნობები. მხოლოდ მაშინ გაბრწყინდება კაცობრიობა, აყვავდება ღმრთაებრიობა და სიწმინდე დამკვიდრდება.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 14 იანვარი.
2026 წლის 10 იანვარი.
როგორ მიჰყავს ჯანსაღ ტანს სიმშვიდესა და ბედნიერებამდე? ბჰაგავანი განმარტავს როცა მისი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ემზადებიან თავიანთი სპორტსმენობის დიდი ჩვნებისთვის!
თქვენი თამაში და დროსტარება არის თქვენი ჯანმრთელობისთვის. ჯანმრთელი ტანი არის შესაფერისი სახლი ჯანმრთელი ჭკუისთვის. ჯანმრთელი ქცევა მოდის ჯანმრთელი ჭკუიდან. ეს სპორტი და თამაშები ხელს შეუწყობს ამ სამ ასპექტს, წამყვანს ჭკუისა და გულის ბედნიერებისკენ. ყველამ იცის ის ფაქტი რომ ადამიანი მოდის სიმღერის განწყობაზე მხოლოდ ჭკუის ბედნიერ მდგომარეობაში, მნიშვნელობა არ აქვს ის არის აბაზანაში თუ რაღაც სხვა ადგილზე. სიმართლე ვთქვათ, სპორტი და თამაშები უნდა შემოიფარგლოს მარტივი და სუფთა ბედნიერების მიწოდებით. მაგრამ საუბედუროდ, დღესდღეობით ესები არის უმაღლესად კომერციალიზული, შედეგებით ესები იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, კარგი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ნაცვლად. ჯანმრთელობა არის დიდი სიმდიდრე. ამიტომ, ყველამ, გამონაკლისის გარეშე, უნდა იმონაწილეოს თამაშებში. მაგრამ მე არ მივიჩნევ ბაჰუმატისს (პრიზებს) ჯანსაღ პრაქტიკად. ჩვენ არ გვჭირდება ბაჰუ-მატის (ასევე ნიშნავს „მრავალრიცხოვანი ჭკუები“). რაც ჩვენ გვჭირდება არის ერთი ჯანმრთელი ჭკუა ჯანმრთელ ტანში. თუმცა ეს სპორტი და თამაშები იყო გაბატონებული ცალკეულ საუკუნეებში, კაცმა ვერ გააცნობიერა მათი ნამდვილი მნიშვნელობა და ღირებულება. სპორტსმენობა არის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სპორტები.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 21 იანვარი.
2026 წლის 11 იანვარი.
რა კულტურული და ფილოსოფიური მნიშვნელობა აქვს სპორტს ბჰარატია სამსკრიტიში (კულტურაში)? ბჰაგავანის საგანმანათლებლო დაწესებულებების ყოველწლიურ სპორტულ და კულტურულ შეხვედრაზე, სვამი ამას ხსნის ჩვენს მიმართ და ასევე გვახსენებს ჩვენ რატომ არ უნდა შევჩერდეთ ჩვენ სპორტის ფიზიკურ სარგებელზე.
სამსკრიტამ (სანსკრიტი ენა), სამსკრიტი (კულტურა), და სამსკარანა (დახვეწილობა) არის ტერმინები რომლებიც წარმოიშვა სიტყვების „სამ“ და „კრუ“ („სუფთად ან მთლიანად გაკეთება“) ფესვებიდან. ბჰარატია სამსკრიტი (კულტურა) არის სიწმინდის, ღმრთაებრიობის, ამაღლებულობისა და სილამაზის ერთობლიობა. ეს კომბინება აისახება სპორტსა და თამაშებში. მიუხედავად იმისა, რომ ერებს შორის შეიძლება არსებობდეს განსხვავებები საკვებსა და გასართობ ჩვევებში, სპორტში გამოხატული ჰარმონიისა და ერთობის სული ყველასთვის არის სასიამოვნო მაგალითი. ეს არის სპორტის განმასხვავებელი ხარისხები რომ განსხვავებები დავიწყებულია და ადამიანები თამაშებში ერთვებიან მეგობრობისა და ამხანაგობის ღმრთაებრივი სულით. სპორტი ეხმარება მოთამაშეებს არა მხოლოდ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, არამედ სიხარულის განცდაშიც. სტუდენტები, მაინც, არ უნდა დაკმაყოფილდნენ ამ სარგებლის რეალიზებით. ადამიანს ფიზიკური ტანის გარდა აქვს სხვა ტანიც. ეს არის წმინდა ტანი, სხვაგვარად ცნობილი როგორც ჭკუა. თანაბრად მნიშვნელოვანია ჭკუის სიწმინდის ხელშეწყობა და დიდი გულმოდგინების განვითარება. ჭეშმარიტი ადამიანობა ყვავის მხოლოდ როცა ტანი, ჭკუა და სული განვითარებულია ჰარმონიულად.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 14 იანვარი.
2026 წლის 12 იანვარი.
როგორ მივყავართ სულიერ ხედვას ერთიანობის განცდამდე და ღმერთის აღქმამდე ყოვლისმომცველად? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი, განმარტავს მშვენიერი მაგალითით დღეს.
მთელი მსოფლიო სავსეა ჰარით; ჰარი მოიცავს მთელ კოსმოსს. ჰარის პოულობთ ყველგან სადაც კი თქვენ იხედებით. მაგრამ ის არ შეიძლება აღიწეროს. ავიღოთ, მაგალითად, მსოფლიოს რუკა. მთელი მსოფლიო არის წარმოდგენილი მასზე. დედამიწაზე, არის უამრავი მთა და ხეობა. მაგრამ რუკაზე, თქვენ მონახავთ, მათ ადგილზე, მხოლოდ რამდენიმე წერტილს. რუკაზე, მთელი მსოფლიო დაინახება როგორც ერთი მთლიანობა, მაშინ როცა ქვეყნების დაყოფა არსებობს დედამიწაზე. იგივენაირად, როცა თხვენ ხედთ დედამიწას კოსმოსიდან, იგი სჩანს როგორც ერთი სფერო. მაშასადამე, ხედვის სიგანე განსაზღვრავს მსოფლიოს ერთიანობას. როცა ხედვა არის დავიწროებული, პატარა მთაც კი სჩანს დიდად, და ხეების ჯგუფიც კი სჩანს ტყედ. როცა თქვენ განივითარებთ სულიერ ხედვას, თქვენ აღმოაჩენთ ჰარი (ვიშნუ) მოიცავს მთელ სამყაროს. როცა ადამიანი თაყვანს სცემს სრული რწმენით, ქვაც კი ხდება ნარაიანა. შეხედულებების ეს განსხვავება შეიძლება იპოვოთ პრაჰლადასა და მის მამას, ჰირანიაკაშიპუს შორის. მამამ ჰკითხა: „სად არის ნარაიანა? ის არ არის იქ საერთოდ“. პრაჰლადამ უპასუხა: „არ დაეჭვდე მის ყოფნაში. თუ შენ შეხედავ სწორი პერსპექტივით, შენ ნახავ მას ყველგან და ნებისმიერ ადგილას“. ამ ტიპის სრული რწმენა არის უკეთილესი, უდიდესად წმინდა და უტკბილესი, ყველა რწმენაზე.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 21 იანვარი.
2026 წლის 13 იანვარი.
რატომ არის სევა ან უანგარო მსახურება, უფრო ეფექტური სულიერი პრაქტიკა ვიდრე ყველა სხვა? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
კაცი იღებს სხვადასხვა საშუალებას განთავისუფლების მისაღწევად (მიწიერი არსებობის ტყვეობიდან). ვისი გულისთვის სრულდება მონანიება? ეს არის ადამიანის საკუთარი სარგებლისთვის და არა სხვების საკეთილდღეოდ, ან თუნდაც უზენაესი მესთვის. ჯაფას (უფლის სახელის წარმოთქმის) შესრულებისას, ეს უნდა აღინიშნოს რომ ეს არის შესრულებული საკუთარი კმაყოფილებისთვის და არა სხვების კეთილდღეობისთვის. რა არის რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა მიწიერი არსებობის ციკლიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად? უფლის სახელის გალობა, მსხვერპლშეწირვის შესრულება ან სხვა რიტუალების შესრულება იქნება უსარგებლო. თქვენ უნდა გასწიოთ მსახურება თქვენი თანამოძმეებისადმი. მსახურება არის თაყვანისცემის უმაღლესი ფორმა და საუკეთესო მონანიება. სევა არის ნამდვილი ჯაფა (უფლის სახელის წარმოთქმა). ფული რაც დაიკარგა შეიძლება იყოს ნაშოვნი ხელახლა. დაკარგული მეგობრი შეიძლება ისევ დაბრუნდეს. ცოლის დაკარგვაც კი შეიძლება ანაზღაურდეს ხელახალი ქორწინებით. მაგრამ, თუ აწმყო ტანი დაიკარგება, ეს ვერ დაბრუნება უკან ისევ. ამიტომ, ტანი არის უმაღლესად წმინდა. რა მიზნით უნდა იყოს დაცული ეს წმინდა ტანი? ტანი უნდა იყოს დაცული იმიტომ რომ, ჭეშმარიტად, ეს არის დჰარმას (უბიწო მოქმედების) შესრულების ძირითადი საშუალება.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 9 ივლისი.
2026 წლის 14 იანვარი.
რატომ არის ღმრთაებრივი წყალობა აუცილებელი ადამიანისთვის სამსარას ოკეანის გადასაკვეთად და როგორ შეუძლია ადამიანს მოემზადოს ამ წყალობის მისაღებად? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ოკეანე არის უზარმაზარი საიდუმლო. იგი არის უსაზღვრო და ისეთივე ძველი როგორც დრო. მის მუცელოში არის ქაოტური მორევები, გაცოფებული დინებები და მას აქვს სახე მძვინვარე განწყობებით. არავის შეიძლება ჰქონდეს მისი ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაცურავს იმედი მყარი, გამძლე ნავის გარეშე. ასევე, კაცს სჭირდება ღმრთაებრივი წყალობის მყარი ნავი ამ სამსარას (მიწიერი ცხოვრების) მძვინვარე ოკეანის გადასაკვეთად. ეს ოკეანეც არის უზარმაზარი და სავსე საიდუმლოებით. მას აქვს თავისი შეუსწავლელი სიღრმეები! იგი კაცს აგდებს დაბადებიდან სიკვდილისკენ და კვლავ სიკვდილიდან დაბადებისკენ; იგი აყენებს მას მრავალ აღზევებასა და დაცემას, მრავალ დაავადებასა და არაჯანსაღობას; მასში ტრიალებს სურვილთა და გადაწყვეტილებათა ტალღები; იგი აშინებს კაცს თავისი საშინელი მკვიდრებით, მსგავსით სიხარბის; იგი ითრევს კაცის გონებას ეჭვის მორევში. საკუთარი თავის აღსაჭურვად ოკეანის ღირსი წყალობის ნავით, ადამიანმა უნდა განავითაროს საკუთარ თავში რწმენისა და დისციპლინის ხარსხები. ადამიანმა უნდა გაწმინდოს და გაასუფთაოს ჩიტტა (გონება). სწორედ ამ მიზნით აკურთხა ღმერთმა კაცი დროს საჩუქრით. ამგვარად, კაცმა უნდა გამოიყენოს იგი როგორც ინსტრუმენტი განწმენდისა და გასუფთავებისთვის. ღმერთის დიდების ჭვრეტა, მისი ყოფნის აღმოჩენა სილამაზეში, სიკეთესა და ყველგან დანახულ ჭეშმარიტებაში, მედიტება მის ფორმაზე, მისი სახელის გამეორება – ამ საშუალებებით შეიძლება პროცესი გახდეს წარმატებული.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 15 ნოემბერი.
2026 წლის 15 იანვარი.
როგორ უნდა ელოცოს ადამიანი ღმერთს და როგორი დამოკიდებულება უნდა კულტივიროს სულიერმა მაძიებელმა ნეტარების გადმოსანაშთად? ამ წმინდა სანკრანტიზე ბჰაგავანი გვაკურთხებს ჩვენ მშვენიერი გზავნილით.
ეს სანკრანტი არის პრემა სანკრანტი და ანანდა სანკრანტი. ამიტომ, კეთილად მიიღეთ ეს სანკრანტის ფესტივალი. კეთილად მიიღეთ ღმერთი ვინც არის ნეტარების განსახიერება. ღმერთი არ კმაყოფილდება ისეთი წოდებებით როგორიცაა კარუნანიდჰი (თანაგრძნობის საგანძური სახლი) და პრემასვარუპა (სიყვარულის ტანმოსილება). ღმერთი არის ყოველთვის ნეტარი. თქვენ არ უნდა ელოცოთ ღმერთს თქვენი უამრავი სურვილის ასრულებაზე. უბრალოდ ელოცეთ: „ოჰ ღმერთო! გააზიარე შენი ნეტარება ჩემთან. გამხადე მე ნეტარი!“ არასოდეს დასცინოთ ღმერთს როგორც ნირდაიას (ვინმე უთანამგრძნობს). რასაც კი ღმერთი აკეთებს არის ჩვენივე სიკეთისთვის. ჩვენს მიერ განცდილი მწუხარებაც და სირთულეებიც არის ჩვენი საკუთარი სიკეთისთვის. ესები არის ბედნიერებისა და ნეტარების პრელუდიები. თუ თქვენ კულტივირებთ ასეთ პოზიტიურ ხედვას თქვენ იქნებით ყოველთვის ნეტარი. გააზიარეთ თქვენი ბედნიერება ყველასთან. ამის საპირისპიროდ, დღეს კაცი ფლობს ბედნიერებას თავისთვის და ურიგებს მწუხარებას სხვებს. ეს არ არის ის რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. „ჩაახშეთ თქვენი მწუხარება და გამოავლინეთ შინაგანი სიხარული“ – ეს არის სულიერი სადჰანა რაც ადამიანმა უნდა აიღოს თაზე. როცა თქვენ მოულოდნელად ხვდებით რამე სირთულეს ან მწუხარებას ან მოუსვენრობას, თავი არ შეიწუხოთ მათზე საერთოდ. იგნორეთ ესები. თქვენ ხართ ყოველთვის ნეტარების ტანმოსილება. თუ თქვენ გამუდმებით ჭვრეტთ ამ რეალობას, თქვენ ვერაფერი შეგაწუხებთ.
– ღმერთის საუბარი, 2005 წლის 14 იანვარი.
2026 წლის 16 იანვარი.
რატომ ჩავარდა კაცი უმეცრებასა და ტანჯვაში მიუხედავად ბუნებით ღმრთაებრივად ყოფნის და რა სულიერ დისციპლინებს შეუძლია მისი დახმარება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
კაცი ჩავარდა, უმეცრებაში, ეგოიზმსა და სიხარბეში რადგან მან დაივიწყა თავისი ნამდვილი ბუნება, რაც არის შეუხებელი დანაკარგით ან მწუხარებით. სინამდვილეში, კაცი არის ყველა დიდი სათნოების – სიყვარულის, მშვიდობის, უბიწოებისა და ჭეშმარიტების – ტანმოსილება. მას არ აქვს ეს გაცნობიერებული; ის მიისწრაფვის დაბალი, ვულგარული სიამოვნებებისკენ, და ამგვარად, თავს იხლართავს სიცრუეში, უსამართლობასა და ძალადობაში. მან თავი უნდა განიკურნოს ამათგან ტიაგით (ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვით) და იოგათი (უარყოფითა და თვითკონტროლით). და, ამ საშუალებებთან ერთად, მან უნდა დაარეგულიროს თავისი ცხოვრების წესი და დაიცვას რწმენისა და ერთგულების რეჟიმი. როგორც კარაქი არის ჩვეულად რძეში, ასევე ღმერთი არის იმანენტურად სამყაროში. როცა იგი იდღვიბება, კარაქი გამოიყოფს თავს და ხდება აღქმადი. ასევე, სიყვარულისა და სახელის წარმოთქმის დისციპლინის საშუალებით, ღმერთი შეიძლება დაკონკრეტდეს. ტაძრები სოფლებში არის ის ადგილები სადაც ასეთი დაკონკრეტება ხდება. ტაძარი არის სოფლისთვის როგორც გული ტანისთვის. სინამდვილეში, ტაძარი ჩაფიქრებულია ტანის საფუძველზე რასაც კაცი ტაძრად მყოფად ატარებს.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 15 ნოემბერი.
2026 წლის 17 იანვარი.
რა არის ჭეშმარიტი ნეტარების წყარო ადამიანის ცხოვრებაში, და როგორ შეიძლება მან კულტივიროს იგი? ბჰაგავანი სიყვარულით გვაძლევს ჩვენ გახმიანებულ შეხსენებას დღეს.
კულტივირეთ სიყვარული რაც დაგეხმარებათ თქვენ ნეტარების განცდაში. „დაიწყეთ დღე სიყვარულით; შეავსეთ დღე სიყვარულით; დაასრულეთ დღე სიყვარულით – ეს არის გზა ღმერთისკენ“. თუ თქვენ შეძლებთ ამის მიღწევას, თქვენ არ იქნებით შეწუხებული მწუხარებით და სირთულეებით. გული არის ნეტარების სამყოფელი. ჭეშმარიტი ნეტარება მოედინება სუფთა და მოსიყვარულე გულიდან. მოსინჯეთ ასეთი ნეტარების განიცადა. ბედნიერების ყველა სხვა ფორმა არის წამიერი. ბავშვები არიან ყოველთვის ბედნიერები და ხალისიანები. მათ არ აქვთ რამე შეფერხება. როცა ვინმე ეღიმება მათ, ისინიც გაიღიმებენ უმანკოდ. ისინი განიცდიან ნეტარებას რაც არის ყველა ადამიანის თანდაყოლილი ბუნება. არსებობს განსხვავება ბედნიერებასა და ნეტარებას შორის. ჩვეულებრივ ლაპარაკში, „ბედნიერება“ არის წამიერი. იგი მოდის და მიდის. ნეტარება არის რაღაც რაც შიგნიდან იღვრება. იგი ამოდის გულიდან, როგორც ადამიანის ღმერთთან კავშირის შედეგი. თუ ვინმე თავს გრძნობს ღმერთისგან განცალკევებულად, მას არ შეუძლია ნეტარების განცდა. თქვენ უნდა განიცადოთ ასეთი ნეტარება უხვად მომავალ დღეებში. ვერც ასაკი, ვერც თანამდებობა, და ვერც რამე ამ საკითხზე ამ ფიზიკურ გარემოში, შეძლებს ასეთი ნეტარების მოტანას. ეს არის მხოლოდ სუფთა და მოსიყვარულე გული რაც არის ნეტარების წყარო.
– ღმერთის საუბარი, 2005 წლის 14 იანვარი.
2026 წლის 18 იანვარი.
რატომ არის მოვალეობაზე ფოკუსება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე უფლებების მოთხოვნა? ბჰაგავანი განმარტავს დღეს, მარტივი მაგალითით, როგორ მიყავს ადამიანის მოვალეობის შესრულებას კანონიერ ჯილდომდე.
სიყვარულის ტანმოსილნო! ტანი მიცემულია კაცზე ქმედებების შესასრულებლად. როგორც გიტა ამბობს: კარმანიევადჰიკარასტე მა ფჰალეშუ კადაჩანა (თქვენი უფლება არის ქმედებებზე მხოლოდ, არა მათ ნაყოფზე). ქმედებების შესრულება ეს არის ადამიანის მოვალეობა. მოვალეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი პასუხისმგებლობა არის მხოლოდ თქვენი მოვალეობის შესრულებაზე; თქვენ არ გაქვთ ძალა უფლებებზე. როცა თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას გულწრფელად, თქვენ ავტომატურად მიიღებთ უფლებებს. მაგრამ კაცი დღეს ივიწყებს თავის მოვალეობას და წყურვობს ძალაუფლებას. ასე რომ, იზრუნეთ თქვენს მოვალეობაზე. თუ თქვენ გულწრფელად შეასრულებთ თქვენს მოვალეობას, თქვენ მიიღებთ უფლებებს ბუნებრივად. როცა არის ძლიერი წვიმა, მდინარეები მიედინება ბუნებრივად. წვიმის გარეშე, როგორ მოელით თქვენ მდინარეების დინებას? ილოცეთ წვიმისთვის; თქვენ არ გჭირდებათ ლოცვა მდინარეების დინებისთვის. მსგავსად, როცა თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, თქვენ აუცილებლად მიიღებთ თქვენი ქმედებების ჯილდოს. ასე რომ, ასრულეთ მოქმედებები რამე სურვილის გარეშე ნაყოფიზე.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 10 აპრილი.
2026 წლის 19 იანვარი.
რა ორი დისციპლინა არის აუცილებელი სტუდენტებისა და საერთოდ ყველა სულიერი მაძიებლისთვის? ბჰაგავანი, ჩვენი უზენაესი მეთაური, გვახსენებს ჩვენ კვლავ.
ჯარში, ადამიანებს აქვთ დადგენილი სხვადასხვა მოვალეობა. მაგრამ, ორი რამ არის საერთო ყველასთვის: პარადი (წვრთნა) და იარაღის გამოყენება. აგრეთვე, ორი რამ არის აუცილებელი სტუდენტებისთვის: პრემა (სიყვარული) და ტიაგა (მსხვერპლშეწირვა). ერთგულად მისდიეთ ამ ორ იდეალს. გიყვარდეთ ყველა. მზად იყავით ნებისმიერი სახის მსხვერპლისთვის. მსხვერპლის სულის გარეშე, ცხოვრებას არ აქვს აზრი. სხვების დახმარების ან საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობის გულისთვის, თქვენ მზად უნდა იყოთ თქვენი სიცოცხლის დათმობისთვისაც კი. ღმერთის შესაცნობად, განუწყვეტლივ ესწრაფეთ მისკენ. თქვენ მუდმივად უნდა ილოცოთ შესაძლებლობაზე ღმერთის განსაცდელად. რამაკრიშნა პარამაჰამსა სევდიანად გრძნობდა თავს თუ მას არ ექნებოდა დედის ხილვა რომელიმე დღეს. გწყუროდეთ ღმერთი ყოველ დროს. როცა თქვენ მიიღებთ ღმერთის მადლს, ყველა პლანეტა იქნება თქვენს წყალობაში. თქვენ უნდა განუწყვეტლივ ეცადოთ ღმერთის მადლის მოპოვებას. არასოდეს შეწყვიტოთ ძებნა. ასრულეთ თქვენი მოვალეობა, და ღმერთის მადლი მოჰყვება. ილოცეთ თქვენი გულის სიღრმიდან ყველა ადამიანის კეთილდღეობისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 იანვარი.
2026 წლის 20 იანვარი.
რა არის ტანის ცნობიერება, და რატომ არის მნიშვნელოვანი ახლავე ვისწრაფოთ მისგან თავის დასაღწევად? ბჰაგავანი ნათლად და მტკიცედ გვკარნახობს დღეს!
ავიღოთ მაგალითისთვის სასახლე შედგენილი სხვადასხვა ოთახისგან როგორიცაა საძინებელი, საკუჭნაო, სასადილო ოთახი, აბაზანა, სამზარეულო და ა.შ. ეს ოთახები არის თქვენი გაკეთებული. თითოეული ოთახი მეორისგან გამოყოფილი არის კედლით. რიცა კედლები დაინგრევა, მხოლოდ ერთი დიდი დარბაზი რჩება. ტანთან მიჯაჭვულობა არის როგორც კედელი რაც ყოფს ერთს მეორისგან და რაც ეღობება უზენაესი მეს რეალიზებას. როგორც კი ეს კედელი დაიშლება, თქვენ გააცნობიერებთ უსასრულო და უკვდავ უზენაეს მეს. უსასრულო და უკვდავი უზენაესი მეს გაცნობიერების ნაცვლად, თქვენ ავითარებთ ტანთან მიჯაჭვულობას რამდენიმე დაბადების განმავლობაში. განივითარეთ განცალკევება, სულ მცირე, ამ დაბადებიდან. თქვენ აცხადებთ რაღაცას როგორც „ჩემი“, მაგრამ ის თქვენი იქნება მხოლოდ მანამ, სანამ თქვენი ტანი არსებობს. თქვენი სიკვდილის შემდეგ, ის, რასაც თქვენ ადრე მოითხოვდით როგორც თქვენს, ეკუთვნის ვინმე სხვას. ასეთ შემთხვევაში, თქვენ რატომ უნდა განივითაროთ მიჯაჭვულობა მიწიერ სამფლობელოებზე? ადამიანის სიცოცხლე დაფუძნებულია „მეზე“ და „ჩემზე“. „მე“ ეხება ატმას, ხოლო „ჩემი“ – მატერიას. ჭკუა წარმოიშვა ატმადან. მატერია არის ჭკუის მოქმედება. როგორც კი თქვენ გაიგებთ ჭკუისა და მატერიის ბუნებას, ყველაფერი დანარჩენი გახდება ცნობილი.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 14 იანვარი.
2026 წლის 21 იანვარი.
რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი პროგრესის ძებნა საზოგადოების მეშვეობით და არა შორს მისგან? ბჰაგავანი განმარტავს ერთიანობისა და სოციალური კეთილდღეობისთვის მუშაობის ძალას დღეს.
როცა ინდივიდუალი უშეცდომოდ ასრულებს თავის მოვალეობებს, მისი ოჯახი წინ წაიწევს. როცა საზოგადოება წინ მიიწევს, ჩვენც წინ მივიწევთ. შეასრულეთ ყველა მოქმედება და სულიერი პრაქტიკა საზოგადოების კეთილდღეობაზე ფიქრით. თქვენ ხართ საზოგადოების სარკე. თქვენ ყოველთვის უნდა იფიქროთ საზოგადოების კეთილდღეობაზე. როცა სხვები არიან ბედნიერი, თქვენც უნდა იგრძნოთ ბედნიერება. როცა სხვები არიან უბედურები, დაეხმარეთ მათ გახდნენ ბედნიერები. ეს არ არის სისხლის მიმოქცევა ან ტანის მოძრაობა რაც მნიშვნელოვანია; თქვენი ქმედებები არის მნიშვნელოვანი. სულიერება არ არის ცხოვრება ეულად მარტოობაში. სულიერება გულისხმობს თანასწორი ხედვის ქონას ყველას მიმართ, ყველას შორის ცხოვრებას და ყველას მსახურებას ეკატმა ბჰავათი (ერთიანობის გრძნობით). იმოძრავეთ საზოგადოებაში სიმშვიდით, თქვენი ჭკუისა და გულის ფოკუსის დაჭერით ღმერთზე. იცხოვრეთ იმ შეგნებითა და ხედვით რომ ყველა არის ერთი. ნუ იფიქრებთ რომ თქვენ ხართ გამოყოფილი სხვებისგან. მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ თქვენ განიცადოთ ღმრთაებრიობა. განივითარეთ ღმერთისადმი სიყვარული და მიაღწიეთ ერთიანობას.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 26 აპრილი.
2026 წლის 22 იანვარი.
რატომ არის მსახურება უცილობელი და გარდაუვალი დისციპლინა ცხოვრების მიზნის მისაღწევად? ბჰაგავანი შესანიშნავად გვიხსნის ჩვენ დღეს.
ვერც მონანიებით, ვერც მლოცველობით, ვერც წმინდა წერილების შესწავლით და ვერც ჯაფით (ღმერთის სახელების წარმოთქმით) ვერ შეძლებს ადამიანი სიცოცხლის ოკეანის გადალახვას. მან შეიძლება მიაღწიოს ამას მხოლოდ ღმრთისმოსავთა მსახურებით. (სანსკრიტული ლექსი) კაცს არ სჭირდება მონანიებაზე მიმართვა ღმერთის შესაცნობად. მას არ სჭირდება აგრეთვე მლოცველობების დაწყება განთავისუფლებისთვის. მაშინ როგორ შეუძლია მას გადაკვეთოს საერო მიწიერი ცხოვრების ოკეანე? ღმრთისმოსავი ადამიანების მსახურებით, ამბობენ. ვინ უნდა ემსახუროს? ყველა უნდა ემსახუროს. ამ მსოფლიოში ყველა არის მსახური. შვილი არის დედის მსახური; დედა არის შვილის მსახური. ქმარი არის თავისი ცოლის მსახური და ცოლი არის მისი მსახური. მასწავლებელი არის თავისი მოსწავლეების მსახური, და მოსწავლეები არიან მათი მასწავლებლის მსახურები. მთავრობა არის თავისი ხალხის მსახური, და ადამიანები არიან მთავრობის მსახურები. მეფიდან ფერმერამდე ყველა არის მსახური მხოლოდ. საკუთარ სიმდიდრეზე შეხედვით, ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს თავისი თავი ბატონად. მაგრამ არსებობს ერთი და მხოლოდ ერთი ბატონი. ეს არის ღმერთი; ყველა დანარჩენები არიან მხოლოდ მსახურები.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 30 აპრილი.
2026 წლის 23 იანვარი.
მიაღწევს კი ადამიანი სტატუსს სადაც მას აღარ დასჭირდება სხვების მსახურება? ბჰაგავანი ნათელყოფს მარტივი ისტორიით.
ერთხელ, მეფის ძველი მეგობარი მივიდა მასთან შესახვედრად. მეფეს გაუხარდა მისი ძველი მეგობრის ნახვა და საუბრობდა მასთან მოყვარულად. ის კაცი იყო ძალიან მოხუცი და თან ატარებდა ჯოხს საყრდენად. მეფემ ჰკითხა მეგობარს როგორ ატარებდა თავის ცხოვრებას. მისმა მეგობარმა უპასუხა რომ სიბერეში ადამიანს სჭირდება რაღაც საყრდენი და ჯოხი იყო მისი საყრდენი. მოხუცმა კაცმა ჰკითხა მეფეს ის ემსახურებოდა თუ არა თავის ხალხს კარგად, რაზეც მეფემ უპასუხა რომ ის იყო მეფე და არადროს შეიძლება ყოფილიყო მსახური. მოხუც კაცს სურდა მეფისთვის პრაქტიკული გაკვეთილის სწავლება. ამიტომ, მან დააგდო თავისი ჯოხი მეფის მისასალმებლად. რადგან ის ვერ დაიხარა ჯოხის ასაღებად, მეფე მაშინვე დაიხარა დაბლა, აიღო ჯოხი და მისცა იგი თავის მეგობარს. შემდეგ მოხუცმა კაცმა თქვა: „შენ თქვი შენ არ ხარ მსახური. მაგრამ წორედ ახლა შენ მემსახურე მე. ასე რომ, შენ ხარ ჩემი მსახური“. ყველა უნდა ემსახუროს ერთი მეორეს რაღაც მომენტში. თქმა რომ ადამიანი არ არის მსახური არის უმეცრება. მსახურების სული წარმოდგენილი არის ყველაში, მაგრამ იგი იცვლება პიროვნებიდან პიროვნებაზე მისი ჭკუის მდგომარეობის მიხედვით.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 30 აპრილი.
2026 წლის 24 იანვარი.
ჩვენ რატომ უნდა ვეცადოთ ყველაფერში ღმრთაებრიობის დანახვას? ბჰაგავანი განმარტავს დღეს, ჩვენი შეხსენებით ჭეშმარიტების შესახებ რასაც ჩვენ ზოგჯერ ვკარგავთ ხედვიდან.
ღმერთი არის წარმოდგენილი ვაიშვანარას (ღმრთაებრივი ცეცხლის) ფორმით ყველაში. ამიტომ, როცა თქვენ ეხმარებით სხვებს, თქვენ ეხმარებით საკუთარ თავს. მსგავსად, სხვების დაზიანება ითვლება თქვენი საკუთარი თავის დაზიანებად. სარვა ჯივა ნამასკარამ კეშავამ პრატი გაკჩატი (ვისაც კი თქვენ ესალმებით, ეს აღწევს ღმერთს) და სარვა ჯივა ტირასკარამ კეშავამ პრატი გაკჩატი (ვისაც კი თქვენ დაამცირებთ, ეს აღწევს ღმერთს). აზრი არ აქვს მლოცველობაზე წასვლას ან ღმრთაებრივის სახელის გალობას ღმრთაებრივი ერთიანობის გაგების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ მას მიმართოთ ნებისმიერი სახელით და თაყვანი სცეთ ნებისმიერ ფორმაში, მაგრამ ღმერთი არის ერთი. არასოდეს დაივიწყოთ ერთიანობის ეს პრინციპი. მაგრამ, საუბედუროდ, კაცი აფრაგმენტებს ერთიანობას მრავალგვარობად. ეცადეთ ხედოთ ერთიანობა მრავალგვარობაში. ეს არის ჭეშმარიტი მსახურება რაც კაცმა უნდა ასრულოს. „მან მეინ რამ ჰათჰ მეინ კამ“ (დააყენეთ ღმერთი თქვენს გულში და გამოიყენეთ თქვენი ხელები საზოგადოების მსახურებაში). შემდეგ ნებისმიერი სამუშაო რასაც თქვენ აკეთებთ გარდაიქმნება თაყვანისცემაში.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 24 თებერვალი.
2026 წლის 25 იანვარი.
რატომ არის ეგოისტიკად ყოფნა ირაციონალური და რატომ არის სულიერი მაძიებლისთვის უფრო მნიშვნელოვანი ამის გაგება და გადალახვა? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი, შესანიშნავად გვიხსნის ჩვენ დღეს.
უმეცრება არის კაცის ილუზიის მთავარი მიზეზი; ეს არის ასევე კაცის ეგოს მიზეზი. როცა მას აქვს ორივე უმეცრებაც და ეგოც, ის ივითარებს მიჯაჭვულობას. ამას მოსდევს სიძულვილი. მთლიანობაში, ეს ყველაფერი კრავს და აპატიმრებს კაცს. ამ ტყვეობიდან გათავისუფლების მისაღწევად, კაცმა უნდა მოიხმოს ძალები ეგოსგან, მიჯაჭვულობისგან, სიძულვილსგან, ილუზიისა და უმეცრებისგან თავის დასაღწევად. კაცის დაბადების მიზეზი არის მისი ქმედებები და ქმედებები არის მისი მიჯაჭვულობის შედეგი. მიჯაჭვულობაზე, პასუხისმგებელი არის ეგო. ამიტომ, ეგო ქმნის ამ ყველაფერს! სინამდვილეში, არ უნდა არსებობდეს ადგილი ეგოსთვის საერთოდ. როცა ჩვენ გამოვიკვლევთ, ჩვენ თვით აღმოვაჩენთ რომ არ არსებობს საფუძველი კაცის ეგოსთვის! მაგალითისთვის, დახედეთ მსოფლიო რუკას. მასზე ბჰარატი ჩანს პატარად. ამ ქვეყანაში, ბჰარატში, ტამილნადუს შტატი არის უფრო პატარა. ტამილნადუში, დინდიგულის რაიონი არის კიდევ უფრო პატარა. ამ რაიონში, კოდაიკანალი არის ძალიან პატარა ადგილი. კოდაიკანალში, ჩვენი სახლი არის პაწაწინა წერტილი. ჩვენს სახლში, ჩვენ ვართ კიდევ უფრო პატარები. ამგვარად, ამ უზარმაზარ სამყაროში, რა ვართ ჩვენ, მაშინ? სად არის თვალსაწიერი თქვენი ეგოსთვის? თუ ჩვენ გვექნება ასეთი ფართო ხედვა, ჩვენ გავიგებთ არ არსებობს მოქმედების სფერო ეგოსთვის!
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 8 აპრილი.
2026 წლის 26 იანვარი.
როგორ შეიძლება ჩვენ აღვადგინოთ ინდოეთის, ამ დიდი ერის დიდება? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი, გვიწვევს ჩვენგან თითოეულს აღთქმაზე დღეს.
ჩვენი ბრძენები მნიშვნელობას აძლევდნენ არა ფულს, დიდებას, სიამოვნებებს, ძალაუფლებას, ფიზიკურ ან ინტელექტუალურ ოსტატობას, არამედ მხოლოდ დჰარმას. რატომ? მათთვის დჰარმა არის მხოლოდ მსოფლიოს სასიცოცხლო ძალა. წმინდა წერილები განსაზღვრავს ოთხ პურუშარტჰას (ადამიანის ცხოვრების მიზანს) – დჰარმა, არტჰა (სიმდიდრე), კამა (სურვილი) და მოკშა (განთავისუფლება). პირველი არის დჰარმა. არტჰა და კამა მოდის დჰარმას შემდეგ. ნიშნავს, არტჰა და კამა თუ არ განიცდება დჰარმას შესაბამისად, ესები იწვევს მწუხარებას. მოიპოვეთ სიმდიდრე დჰარმით. მიიღეთ მხოლოდ დჰარმიკ სურვილები. მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩვენ მივაღწიოთ მოკშას – ეს არის ოთხი პურუშარტჰას გაკვეთილი. საუბედუროდ, ინდოელებს უარყოფილი აქვთ დჰარმას საფუძველი, რაც არის ადამიანის სიცოცხლის სტრუქტურის საყრდენი ფეხების მსგავსი. მათ თავი მოჭრეს მოკშას. ისინი ცხოვრობენ არტჰასა და კამას უთავო და უფეხო ტანით! ამრიგად, ინდოეთმა დაკარგა თავისი უბიწოების ბრწყინვალება. ჩვენ უნდა დავდოთ აღთქმა დჰარმას აღდგენაზე, დჰარმას ხელშემწყობი განათლების წახალისებაზე და ინდოეთის დიდების აღდგენაზე.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 2 იანვარი.
2026 წლის 27 იანვარი.
ჩვენ რატომ უნდა ვხედოთ ღმერთი საკუთარ თავში და ყველა ადამიანში? შემდეგ როგორ უნდა მივიღოთ ჩვენ ცხოვრებისეული მოვლენები? ბჰაგავანი განმარტავს და გვაძლევს ჩვენ ძლევამოსილ გზავნილს დღეს.
თიხის ქოთანი არის არარა თიხის გარდა. ჭურჭლები დამზადებული ოქროსგან არის ძირითადად ოქრო მხოლოდ და სხვა არაფერი. ჩვენ გამოვჩნდით ღმერთისგან. ამიტომ, ჩვენგან ყველა არის ღმერთი მხოლოდ. ჩვენი ტანი-შეგნების გამო, ჩვენ ვვარდებით ყველა სახის უსიამოვნებაში. რა არის ეს ტანი? ეს არის მალფუჭებადი ტყავის ჩანთა ცხრა ნახვრეტით, მაგრამ არა როგორც მბზინავი ბრილიანტი. არა სურნელი, არამედ მხოლოდ უსიამოვნო სუნი მოდის მისგან ყოველ წამს. იგი შედგნილია ხორცის, სისხლის, ძვლებისა და ფეკალური მასებისგან. უნდა განვავითაროთ ჩვენ მიჯაჭვულობა ამ ტანთან? როცა ადამიანები აღწევენ წარმატებას, ისინი მიაწერენ ამას საკუთარ შესაძლებლობებს; თუ ისინი ხვდებიან წარუმატებლობას, ისინი მიაწერენ ამას ღმერთის ნებას. თქვენ შეგიძლიათ იცოდეთ სიმართლე მხოლოდ მაშინ როცა თქვენ აღიარებთ რომ ყველაფერი ხდება ღმერთის ნებით და რაც კი ხდება არის თქვენს სასიკეთოდ. დღეს, სულიერ მაძიებლებსა და ერთგულებს არ აქვთ ამ სახის რწმენა. ეს არის მათი ნახევარ-განაკვეთით ერთგულების გამო. თქვენ უნდა გახდეთ მთელი-განაკვეთით ერთგულები. გათენებიდან დაღამებამდე, ასრულეთ თქვენი მოვალეობა მტკიცე რწმენით რომ ყველა მოვალეობა ეკუთვნის ღმერთს. ასრულეთ თქვენი მოვალეობა სიყვარულით. შემდეგ მხოლოდ თქვენ მიაღწევთ სრულყოფილებას.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 30 აპრილი.
2026 წლის 28 იანვარი.
ჩვენ რატომ უნდა ავირჩიოთ ოპტიმისტად ყოფნა და გავიაროთ გამოწვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში? ბჰაგავანი განმარტავს და ასევე გვეუბნება ჩვენ როგორ შეგვიძლია ჩვენ გავხდეთ ნამდვილი ოპტიმისტები.
ოპტიმისტმა და პესიმისტმა შეხედეს წყალს ჭიქაში. ოპტიმისტმა თქვა რომ ჭიქა იყო ნახევრად სავსე. პესიმისტმა თქვა რომ ჭიქა იყო ნახევრად ცარიელი. ოპტიმისტი არის მთლიანად ბედნიერი. პესიმისტი ხედს ეკალს ვარდის ქვეშ; ოპტიმისტი, მეორეს მხრივ, ხედს ვარდის ყვავილს. პესიმიზმი და ოპტიმიზმი ორივე დამოკიდებული არის დრიშტიზე (ხედვაზე ან დამოკიდებულებაზე). ეს ორი არის მჭიდროდ დაკავშირებული. უიმედობა წარმოიშობა მცდარი ხედვიდან. ოპტიმისტიც და პესიმისტიც მიდიან ერთსა და იმავე გზაზე. ოპტიმისტი იხედება ზემოთ და ხედს ცასა და ვარსკვლავებს, მაშინ როცა პესიმისტი იხედება ქვემოთ და ხედს ორმოებს. ორივე მიდის ერთსა და იმავე გზაზე. მაგრამ არსებობს განსხვავება მათ ხედვასა და თვალსაზრისში. შეცვალეთ თქვენი ხედვა და ხედეთ ყველაფერი როგორც ღმერთი. გაიგეთ განსხვავება ხედვასა და სათვალეს შორის. ჩვენ ვხედთ ფერებს ჩვენი ბუნებრივი ხედვით. ლურჯი ფერის სათვალეებით ყველაფერი გვეჩვენება ლურჯად. როცა თქვენ ხედთ მსოფლიოს სიყვარულის სათვალეებით, მთელი მსოფლიო ჩანს სავსედ სიყვარულისგან. ყველაფერი გადაიქცევა სიყვარულად. სათვალეები ფარავს თვალებს, მაგრამ არ აბრკოლებს მხედველობას. ღმერთი არის მთლიანად სიყვარული. როცა თქვენ ატარებთ სიყვარულის სათვალეებს, თქვენ ხედთ სწორ ფერს და იღებთ სრულ ხედს.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 26 აპრილი.
2026 წლის 29 იანვარი.
რა არის ის სიზმარი რომლიდანაც ჩვენ უნდა გავიღვიძოთ, უპანიშადების თანახმად? ბჰაგავანი განმარტავს და მივყავართ ჩვენ თვითშემეცნებისკენ დღეს.
ჯნანას (უმაღლესი ცოდნის) გულმავიწყი, კაცი ცხოვრობს უმეცრებაში ილუზიების სიზმრების მსოფლიოში. ჩაძირული ამ მძინარე მდგომარეობაში, ის ივიწყებს თავის ბუნებას. ადამიანი შეიძლება იყოს პრეზიდენტი, იმპერატორი ან პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მძინარე მდგომარეობაში, მას არ აქვს შეგნებული თავისი პოზიცია. სიზმრებში ის განიცდის ამ მდგომარეობებს, ის მიიჩნევს მათ რეალურად და გრძნობს რომ ეს არის მისი ნამდვილი მდგომარეობა. იმ სიზმრის მდგომარეობაში, ღარიბმა კაცმა შეიძლება იფიქროს ის არის იმპერატორი (ან პრეზიდენტი). მაგრამ როგორც კი იღვიძებს, ის აცნობიერებს თავის რეალურ მდგომარეობას და სტატუსს. მსგავსად, კაცი აჯნანას (უმეცრების) თავისი სიზმრის მდგომარეობაში, ივიწყებს საჩიტანანდას ნამდვილ ფორმას, აიგივებს თავს ქვეყანასთან, პროფესიასთან ან ფიზიკურ ფორმასთან. აი ეს უმეცრება არის რაც ახვევს კაცს ილუზიაში. ისევე როგორც ადამიანს არ შეუძლია ხედოს ბრინჯი როცა იგი დაფარულია ქერქით, ან ხედოს წყალი ხავსის ფენის ქვეშ, ან მზე დაფარული ღრუბლით, კაცი გახვეული უმეცრებაში უძლურია თავისი ნამდვილი მეს ხედვის. ამიტომაც, უპანიშადები მოუწოდებს კაცს გამოფხიზლდეს უმეცრების თავისი ძილისგან და გააცნობიეროს თავისი ნამდვილი ბუნება. როცა ქერქს მოაცილებენ, ბრინჯი არის ხილული. იგი იყო იქ პადში. მაგრამ მისი დამფარი ქერქის გამო, იგი არ იყო ხილვადი.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 4 აპრილი.
2026 წლის 30 იანვარი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენი ადამიანური ემოციები და ძლიერი მხარეები თავის დასაჭერად სულიერ გზაზე? ბჰაგავანი გვაძლევს საინტერესო პერსპექტივას დღეს.
როცა ჯაპამ (წმინდა სახელის გამეორება) სისტემატურად იწყება თქვენს მიერ, დაფიქსებით თქვენი შინაგანი თვალის იმ ფორმაზე რომელიც ილუსტრატებს სახელს, თქვენ შეხვდებით მრავალ დაბრკოლებას, შემაშფოთებელ აზრსა, და ცდუნებას. ესები უნდა იყოს იგნორებული, გვერდავლილი და მსუბუქად მოპყრობილი. გააძლიერეთ თქვენი ჩვევები, უერთგულეთ თქვენს დისციპლინას, გააუმჯობესეთ თქვენი შინაგანი ადმინისტრება; უფრო მეტად ჩაებით კეთილ და ღმრთისმოსავ ადამიანთა კომპანიაში. ზოგიერთი ადამიანი გმობს ექვს ვნებას როგორც საშინელ მტერს და გირჩევთ თქვენ პირდაპირ გააძევოთ ესები. მაგრამ მე გირჩევთ თქვენ დაიჭიროთ ესები თქვენთან, როგორც მორჩილი მსახურები, სასარგებლო თქვენი მიზნებისთვის. აითვალისწუნეთ ისინი ვინც უგულვებელყოფს უფლის სახელს და გეუბნებიან თქვენ რომ ეს არის ცარიელი, უაზრო ხმა; აითვალისწუნეთ ისინი იმდენად რომ ისინი სამუდამოდ აირიდოთ! მიჯაჭვულობა შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი გულის დასაფიქსად უფალზე; მოიხიბლეთ მისი ფორმის ყოვლისმომცველი სილამაზით, არეკლილით ბუნების ყველა მშვენიერებაში. კამა (სურვილი) არ არის მანკიერება, რადგან მას ენიჭება ადამიანის მცდელობის ერთ-ერთი მიზნის სტატუსი (პურუშარტა). განავითარეთ სურვილი, მაგრამ არა მატერიალი, წარმავალისთვის. სურვილი უკვდავი, ურღვევისთვის – სურვილი შასტრებში (წმინდა წერილებში) რწმენის სტაბილური განვითარებისთვის, ამის საშუალებად.
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 21 ნოემბერი.
2026 წლის 31 იანვარი.
რა არის ის სამი ხარისხი რაც ქმნის ადამიანის ხასიათის საფუძველს? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანური ცხოვრების გატარება სრულყოფილებიდან.
სიყვარულის ტანმოსილნო! ყველა ინდივიდუალმა ვისაც სურს პროგრესი სულიერების სფეროში უნდა განივითაროს სამი სათნოება – სიწმინდე, მოთმინება და შეუპოვრობა (purity, patience and perseverance). კურთხეულია ის ადამიანი ვინც ივითარებს ამ სამ სათნოებას, კიდევ წოდებულს სამ P-დ. კაცი ხასიათის გარეშე, განათლება მიზნის გარეშე და ადამიანის რასა მორალის გარეშე არის უღირსი. სიმშვიდე დაკარგული ინდივიდუალის ცხოვრება არ არის უკეთესი უმთვარეო ღამეზე. ისმინეთ! ოჰ, ბჰარატას მამაცო შვილებო! (ტელუგუს ლექსი). სინამდვილეში, ჭეშმარიტი ადამიანი უზრუნველყოფილია ამ სამმაგი სათნოებით. ის ვინც კარგავს ამ სათნოებებს კარგავს ადამიანობას. რადგან კაცს დღეს აკლია ეს სამი სათნოება, ის არის უფრო ცხოველის მსგავსი ვიდრე ადამიანის. მას აქვს მხოლოდ ადამიანის ფორმა მაგრამ არა ქცევა. სათნოებები არის კაცის სიცოცხლის პრინციპი. სათნოებების გარეშე, ის არის უსიცოცხლო. თუ თქვენ გსურთ იცოდეთ ადამიანობის ნამდვილი მნიშვნელობა, თქვენ ჯერ უნდა განივითაროთ ადამიანის ფასეულობები. ადამიანის ფასეულობების განვითარება, ამიტომ, არის აუცილებელი ყველასთვის.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 24 ივნისი.
-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა