1.07.2013
რაც მსოფლიოს სჭირდება ეს არის უფრო მეტად ბეჯითი შრომა, შესრულებული მსხვერპლის გაღების, სხვების გასაბედნიერებლად ადამიანის პიროვნულ კომფორტზე უარისთქმის სულით. ყოველ არსებას აქვს ჭეშმარიტება, სიტკბო და ღმრთიურება ჩაშენებული მათში. მხოლოდ ადამიანები არ უთმობენ დროს რომ გაიგონ როგორ აშკარაა ეს დაფარული ღმრთიურება, როგორ განახორციელონ ჭეშმარიტება და როგორ დააგემოვნონ ეს თანდაყოლილი სიტკბო. ამიტომ ადამიანები ატარებენ ორმაგ ტვირთს სიხარულის და დარდის რომელიც მათ მხრებზე გადებული ერთი ძელის ბოლოებზეა მიბმული. მამაცობა არის ტონიკი როგორც ფიზიკური ასევე სულიერი ჯანმრთელობის და ძალის მისაღებად. უარი თქვით ეჭვებზე, მერყეობასა და შიშზე. არ მისცეთ მათ თქვენს ჭკუაში ფესვების გადგმის რაიმე შანსი. აიღეთ თქვენი საყვარელი სახელი უფლის და დაიგემოვნეთ ის თქვენს ენაზე – ეს დაგეხმარებაღ თქვენ შიშსა და ეჭვებზე უარისთქმაში. თქვენი შინაგანი ღმრთიურების ძალით თქვენ შეძლებთ ყველაფრის მიღწევას. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ღმერთი, ზუსტად! იქონიეთ უფლის სახელი ყოველთვის თქვენს ენაზე და თქვენს ჭკუაში; ეს დაგეხმარებათ თქვენ რომ უარი თქვათ შიშსა და ეჭვებზე.
2.07.2013
არ არსებობს ბრძოლის საჭიროება სხეულთან მიბმულობის ფუძემდებლური ილუზიის წინააღმდეგ უპირატესი ძალებით და არგუმენტებით. ილუზია გაქრება თუ თქვენ უბრალოდ ზიხართ ერთი წუთის განმავლობაში და აანალიზებთ თქვენს საკუთარ გამოცდილებას ამ წარმავალ სამყაროსთან. ჯნანა (სიბრძნე) არ არის აპრააპთჰა-პრააპთჰი, რაიმე რომელიც შეიძინება საიდანმე, მსგავსად ფულის ჩუქების დონორიდან ადამიანისთვის რომელსაც ის არ აქვს. სიბრძნე არის პრააპთჰა-პრააპთჰი! ეს არის მსგავსი დავიწყების ფულის ათ რუპიანი კუპიურის რომელიც თქვენ ჩადეთ წიგნში როდესაც კითხულობდით. შემდეგ თქვენ ათხოვეთ ეს წიგნი ვინმეს და მოგვიანებით თხოვეთ მას სესხად ათი რუპია. ის გაძლევთ უბრალოდ ათ რუპიას წიგნიდან, რომელიც არის თქვენი საკუთარი ფული. ანალოგიურად გურუ გამოავლენს სიბრძნის საგანძურს, თქვენი ნამდვილად საკუთარი ჰრიდაია პუსთაკიდან – თქვენი გულის წიგნიდან!
3.07.2013
მიაბით თქვენი თავი ღმერთს, შემდეგ ყველა სხვა მიბმულობა წარმავალ საგნებთან ავტომატურად მოიშლება. უკიდურეს შემთხვევაში თქვენ დაიწყებთ ყოფითი საგების ხედვას სწორი წესით, მათი შედარებითი სინამდვილის სინათლეში. მხოლოდ მაშინ როდესაც ძალიან პატარა ეგო კისრულობს უზარმაზარ მნიშვნელობას, არსებობს წუხილის ხვედრი. ეს არის ყველა ტანჯვის ფესვი. თქვენს გულში არსებობს აატმა რამა, ის რამა რომელიც გაჩუქებთ თქვენ საუკუნო სიხარულს. ამიტომ იმეორეთ უფლის სახელი. უფლის სახელი არის მზე, რომელიც შეძლებს სრულად გააყვავოს ლოტოსი გულში. უფალი რამა არ არის იმპერატორ დაშარათჰას უბრალო ვაჟი, არამედ არის მმართველი დასა ინდრიას (ათი გრძნობის). რამას სახელის წარმოთქმა უნდა გახდეს ისე ავტომატური და ისე ჩვეულებრივი როგორც თქვენი სუნთქვა. უფლის სახელი უზრუნველგყოფთ თქვენ ძალით და ყველა იმ სულიერი კაპიტალით რაც თქვენ გჭირდებათ.
4.07.2013
გათავისუფლება მიღწეულია როდესაც სული კაშკაშებს მის საკუთარ ღმრთიურებაში. გათავისუფლება არ არის ქვეყანა ან მიდამო სამოთხში სადაც არისტოკრატები ცხოვრობენ კარგ ადგილებში. გათავისუფლება არის მდგომარეობა იმ ადამიანის ვინც ჩამოიცილა ილუზია. ჩამოიცილეთ ილუზია, შემდეგ დარდი მოისპობა და სიხარული დამკვიდრდება. დარდის მოშორება (დუკჰა-ნივრიტი) და ნეტარების მიღწევა (ანანდა-პრაპთჰი), ხდება ერთიდაიგივე დროს. თქვენი ჭკუა არის არამზადა, მისი სხვა სახელი არის სურვილი! როდესაც თქვენ გამოაცლით ყველა ძაფს ქსოვილის ნაჭრიდან ქსოვილი აღარ იარსებებს. სწორედ ასე, გამოაძვრეთ ყველა სურვილი ჭკუიდან; ჭკუა გაქრება და თქვენ მიაღწევთ თავისუფლებას! დარდი და სიხარული არის ერთიდაიგივე განსაცდელის წინა და უკანა მხარე. სიხარული არის როდესაც დარდი დასრულდება, დარდი არის როდესაც სიხარული დასრულდება. ისევე როგორც თქვენ უნდა გააწყოთ მაგიდა ორისთვის როდესაც თქვენ სადილად მიიპატიჟებთ უსინათლო ადამიანს (უსინათლო ადამიანისთვის და მისი თანამგზავრისთვის), სწორედ ასევე, დარდი და სიხარული არის განუყოფელი.
6.07.2013
ერთგულება არის ძალიან ძნელი მისაღწევი, ადვილი არ არის რომ გახდე ჭეშმარიტი ერთგული. ჭეშმარიტი ერთგული უნდა მთლიანად ჩაბარდეს და იყოს სრულ კმაყოფილებაში რაც არ უნდა მოხდეს. ნამდვილად რომ ვთქვათ ეს არის უფრო ძნელი ვიდრე სიბრძნის გზა (ჯნანა მარგა). მაგრამ არ დაკარგოთ იმედი. მდინარე უნდა ჩადინდეს უკან მის წყაროში; მან უნდა იდინოს კვლავ და კვლავ, ქვემოთ და სიღრმეში იმ დრომდე ვიდრე არ შეირწყმება ოკეანეში. ნუ დაეცემით მორალურად, გქონდეთ თქვენი იმედი მასზე, თქვენ მოიპოვებთ მას გარკვეულ დღეს. გამოიჩენთ რა ყველა ძალისხმევას კარგი რჩევის მისაღებად სულიერებაში, თქვენ პრაქტიკაში უნდა გამოიყენოთ უკიდურეს შემთხვევაში ერთი სწავლება მაინც. ერთი ღერი არის საკმარისი ცეცხლის ასანთებად, მთელი კოლოფი ასანთებით არ არის საჭირო. გქონდეთ რწმენა და იყავით მედგარი მიზნის მიღწევის საქმეში.
– ღმრთიური გამოსვლა, 18 აგვისტო 1964
7.07.2013
მართალს ლაპარაკობენ, გლეხები არიან წმინდა ადამიანები, ვინაიდან ისინი მოხრილი არიან იმ მსახურების სიმძიმის ქვეშ, რომელსაც ისინი აკეთებენ. მაღლა აწეული ხელებით ლოცვაში ისინი შრომობენ დღე და ღამე, გარდაქმნიან მტვერს და ტალახს მარცვლეულის ნოყიერ მოსავლად ამით ყველა ადამიანის გამოსაკვებად. ამის მსგავსად, უფალი იქნება ძალიან კმაყოფილი მოსავლით სათნოების, რადგან ეს ასევე აარსებებს მსოფლიოს. დაიტვირთეთ ამ წმინდა ამოცანით დღეიდან და გახადეთ თქვენი ძალისხმევის ნაყოფი ნამდვილად წმინდა! მოუსვენრობა და მწუხარება ყოველთვის იარსებებს როგორც ეს თუ ის წარსულიდან, აწმყოდან ან მომავლიდან რაც შეგაწუხებთ თქვენ იქნებით მღვიძარე თუ მძინარე. არ მიატოვოთ თქვენი ყოფითი მოვალეობები, არამედ ასრულეთ ის უფლის სახელით თქვენს ბაგეებზე, მიიწვიეთ ღმერთის წყალობა მადლიერებით. შემდეგ მოუსვენრობა და მწუხარება გაქრება და თქვენ გექნებათ მშვიდობა! ასევე არ ჩაერთოთ თქვენ სხვის საქმეებში და არ გაიხლართოთ იმგვარად რომ თქვენ ვერ შეძლოთ თქვენი თავის გამოხსნა.
– ღმრთიური გამოსვლა, 2 სექტემბერი 1958
8.07.2013
უსარგებლოა ჰკითხოთ ექიმს რჩევა გეგმებზე შენობისთვის რომლის აღმართვასაც თქვენ აპირებთ, არც ის არის ბრძნული თხოვოთ ინჟინერს შეგიმსუბუქოთ ტკივილი. მიდით სათანადო მასწავლებელთან და ისწავლეთ მისგან კარდინალური პრინციპები თქვენი ცხოვრების სახელმძღვანელოდ. გამონახეთ დრო რომ გაიგოთ და შეითვისოთ – ის რაც არის თქვენი ქცევის კოდექსი, რის ნებას გაძლევთ ის, რას სჯის ის, რატომ უნდა იყოს დაცული? და გამოიყენოთ პრაქტიკაში. თქვენ უნდა განავითაროთ თქვენი საკუთარი ქცევის კოდექსი (ატმა დჰარმა) გამახვილებით ღმრთიურებაზე, შესაფერისად თქვენს მდგომარეობასთან, რომელიც დაფუძნებულია მთელი სამყაროს გამჟღენთი ღმრთიური მეს ყველგანდასწრებისა და ყოვლისშემძლეობის მყარ რწმენაზე.
– ღმრთიური გამოსვლა, 14 აგვისტო 1964
9.07.2013
გაასწორეთ თქვენი ჩვეულებები, გაწმინდეთ თქვენი ქცევა და გაასუფთავეთ თქვენი ყოფაქცევა. თუნდაც ერთ ცუდ ჩვევას შეუძლია დაანგრიოს მთელი ჯანმრთელობა, ბედნიერება, მომხიბვლელობა და სიხარული. აკონტროლეთ თქვენი თავი და არ დანებდეთ მეგობრების ცდუნებებს ან სოციალურ კონვენციებს და არ გახდეთ ცუდი ჩვევების მსხვერპლი. სხეული არის უფლის ტაძარი. შეინარჩუნეთ ის კარგ და ძლიერ მდგომარეობაში. ასევე იცოდეთ რომ ის შეიძლება დაზიანდეს ისეთი ხარისხებით როგორიც არის რისხვა, სიძულვილი და სიხარბე, ან სიზარმაცით, ძილით და უმოქმედობით. როდესაც თქვენ განრისხდებით და/ან შმაგდებით ვინმეს მიმართ, მშვიდად იმეორეთ უფლის სახელი თქვენს დასაცავად თქვენი რისხვისგან. დალიეთ ჭიქა ცივი წყალი, ან დაწექით საწოლში ვიდრე სიბრაზის შეტევა გაგივლით. როდესაც თქვენ ხართ გაბრაზებული თქვენ შეურაცხყოფთ სხვას და სხვა ადამიანები აკეთებენ იგივეს, ამგვარად გამოწრთობა იმატებს და სითბო გამომუშავდება რაც იწვევს ხანგრძლივ ზიანს. გაბრაზების ხუთ წუთს შეუძლია დააზიანოს ნათესაობის ხუთი თაობა, ამიტომ იყავით ფრთხილად.
10.07.2013
გაატარეთ თქვენი დრო განჭვრეტაში ბუნების სილამაზის რომელიც გადაშლილია თქვენს წინ დედამიწასა და ცაზე. დატკბით მწვანე მოსავლის სივრცეებით, გრილი ნიავით რომელიც უბერავს კმაყოფილებას და სიხარულს, პანორამით ფერადი ღრუბლების, მუსიკით ჩიტების, და ა.შ. იგალობეთ ღმერთის დიდება მაშინ როდესაც თქვენ სეირნობთ ბუნებაში, მინდვრების დამბებსა და არხების ნაპირებზე. თავი აარიდეთ ჰაერის დაბინძურებას შურისმაძიებლური კვეხნით. არ დახარჯოთ დრო სიძულვილიან საუბრებში როდესაც თქვენ ხედავთ რომ ღმერთმა შექმნა სიყვარულის ასეთი შესანიშნავი მოწმობები! ამ მშვიდ მიდამოებში ცხოვრებისას თქვენ არ უნდა დაარღვიოთ ცის მყუდროება თქვენი ყვირილითა და წყევლით. ნებისმიერ თესლს სჭირდება წყალი და ნაკელი რომ გაიზარდოს და მოგცეთ უხვი მოსავალი. სწორედ ასევე, მონობიდან გათავისუფლების სულიერი წყურვილის პაწაწინა ნერგს სჭირდება წყალი და სასუქი. სწორედ ბრძენი გლეხი ზრუნავს თავისი მოსავლისთვის სათუთად, თქვენ უნდა იზრუნოთ თქვენს ჩვეულებებზე, გათავისუფლების მოსავლის მოსამკელად.
11.07.2013
მილიონერი იხდის გადასახადს ცრემლებით თავის თვალებზე. დირექტორი სიხარულით ამბობს უარს ავეჯსა და სკოლის ლაბორატორიულ ტექნიკაზე როდესაც ის გადაყავთ სხვა ადგილზე. რატომ? იმიტომ რომ დირექტორმა იცის და სჯერა რომ ის არის მხოლოდ პასუხისმგებელი წესრიგზე, და არ არის მესაკუთრე. ისინი არ არიან მიბმული ამ საგნებზე, ვინაიდან მათ იციან რომ ეს ნივთები ეკუთვნის ხელისუფლებას. სწორედ ასევე, თითოეული თქვენთაგანი უნდა გრძნობდეს რომ თქვენი ოჯახი, თქვენი სახლი, თქვენი მინდვრები, თქვენი ავტომობილი ყველა არის უფლის საკუთრება. თქვენ ხართ მხოლოდ ნდობით აღჭურვილი პირი და მზად უნდა იყოთ მათზე ბუზღუნის გარეშე უარის სათქმელად ნებისმიერ მომენტში. მსხვერპლად შეწირვა არ ნიშნავს რომ თქვენ არ უნდა დაადოთ ფასი საგნებს. თქვენ ნამდვილად უნდა იზრუნოთ ყველაფრისთვის. მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს ყველა არის წარმავალი და სიხარული რომელსაც ესენი იძლევა არის უმნიშვნელო და დროებითი. იცოდეთ მათი ნამდვილი ღირებულება, არ შეაფასოთ ესენი გადაჭარბებით და არ განავითაროთ მათზე მიბმულობა.
12.07.2013
ეს ასთჰიპანჯარამ (ჩონჩხის საპატიმრო ან სხეული) არის ჰასტინაპურამი, სადაც თქვენ გყავთ უსინათლო მეფე, დჰრითჰარაშთრა, რომელიც არის სიმბოლო უმეცრების ისევე როგორც გყავთ იუდჰიშთჰირა, რომელიც არის სიმბოლო სიბრძნის. დაე იუდჰიშთჰირას ძალებმა გაიმარჯვოს, უფალ, შრი კრიშნას დახმარებით. დაე ენამ რომელიც არის მიჩვეული ნიიმის ნაყოფის მიწიერი ტრიუმფებისა და კატასტროფების სიმწარეს, დააგემოვნოს ნაამასმარანას (უფლის სახელის გამეორების) თაფლი. ჩაატარეთ ამის ექსპერიმენტი გარკვეული დროის განმავლობაში და თქვენ გაკვირვებული იქნებით შედეგით! თქვენ შეძლებთ შეიგრძნოთ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მშვიდობის თქვენში და თქვენს გარშემო. შეისწავლეთ ეს ადვილი გაკვეთილი, მიიღეთ თქვენთვის ჩაძირვა სიხარულში და დაე სხვებმაც ასევე გაინაწილონ ეს სიხარული თქვენთან ერთად.
13.07.2013
საპთაჰას (გამოსვლების შვიდი დღის) ბოლო დღე იწოდება სახელით სამააპთჰი. ეს სიტყვა, მრავალი ადამიანის აზრის თანახმად ნიშნავს დასრულების დღესასწაულს; მაგრამ მას აქვს გაცილებით უფრო ღრმა აზრიც. სამააპთჰი ნიშნავს მიღწევას (ააპთჰის) სამამის (ღმრთიურების ან ბრაჰმანის). ეს არის საბოლოო ნაყოფი შრავანას, მანანას და ნითჰიდჰიასანას (მოსმენის, დაკვნის გამოტანის და შეთვისების) საკვანო სულიერი ჭეშმარიტებების და საუბრების გაკვეთილებიდან. მიწიერ გაგებაში ეს ნიშნავს დასრულებას დროის პერიოდის. სულიერ გაგებაში ის ნიშნავს დროის საზღვრის გადალახვას! ყველა ამ სულიერი საუბრების გაკვეთილი რაც მსურდა გადმომეცა არის ის რომ თქვენ თავი უნდა დაანებოთ გრძნობითი საგნების დევნას, თუ თქვენ ეძებთ ხანგრძლივ მშიდობასა და სიხარულს. მატერიალურ სიმდიდრეს მოაქვს თავისთან ერთად არა მარტო სიხარული არამედ მწუხარებაც. სიმდიდრის დაგროვებას, სურვილების გამრავლებას მიყავს მხოლოდ სიხარულისა და დარდის მონაცვლეობასთან. მიბმულობა არის ორივეს ფესვი სიხარულისაც და დარდისაც. მიუბმელობა არის გადამრჩენი.
14.07.2013
მთელი მსოფლიო ძალიან აღგზნებული და სავსეა უკმაყოფილებით, მღელვარებითა და შიშით; აღვსილია წვრილმანი უთანხმოებითა და სიძულვილით. იმისთვის რომ დაამშვიდოთ და დააწყნაროთ ის თქვენ უნდა გქონდეთ ენთუზიაზმი და მამაცობა. როდესაც მარცხი და იმედგაცრუება გხვდებათ თქვენ პირისპირ, თქვენ არ უნდა დაუთმოთ გზა სისუსტეს და გულგატეხილობას. არასდროს დასდოთ თქვენ თავს არასრულყოფილების და უსარგებლობის ბრალი. გააანალიზეთ მარცხი და მოძებნეთ მისი მიზეზები რომ თავიდან აიცილოთ ის შემდეგ. თქვენ არ ხართ ნული, თქვენ უნდა გახდეთ გმირი (სიტყვების თამაში: ზეროეს, Hეროეს)! თქვენ უნდა გქონდეთ რკინის კუნთები და ფოლადის ნერვები. მაშინ თქვენი გადაწყვეტილება თავისთავად გამოიმუშავებს საჭირო გამბედაობას და თქვენ გაიმარჯვებთ ოპოზიციაზე. სიცოცხლის მოსავლისთვის მამაცობა და თავდაჯერებულობა არის საუკეთესო პესტიციდი და სასუქი. იყავით მსგავსი ლომის სულიერ ველზე, იბატონეთ გრძნობების ტყეზე და უშიშრად იხეტიალეთ გამარჯვების სრული რწმენით.
15.07.2013
მწყურვალე მგზავრმა ჰკითხა წყლის მზიდველს ქვეყნის შიდა რკინიგზის სადგურზე ინდოეთში იყო თუ არა ტყავის ტომარა რომლითაც ისინი ეზიდებიან წყალს სუფთა. პასუხი რომელიც მიიღო მგზავრმა იყო, “რაც შეეხება სისუფთავეს, ყველაფერი რაც მე შემიძლია გითხრათ არის ის რომ ტომარა რომელშიც წყალია არის უფრო სუფთა ვიდრე ტომარა რომელიც ატარებს მას შიგნით!” ეს განცხადება გადმოსცემს მნიშვნელოვან გაკვეთილს. თქვენ უნდა ზრუნავდეთ უფრო მეტდ თქვენი ჭკუისა და გონების სისუფთავისთვის ვიდრე გარეგანი სხეულის. ნაცვლად სხვების კრიტიკის და სხვების მოქმედებებში შეცდომების ძებნის, დაუქვემდებარეთ თქვენი თავი ფხიზელ კონტროლს. გაიგეთ თქვენი მოტივები და მოქმედებები სიღრმისეულად და დახარჯეთ დრო თქვენი საკუთარი შეცდომების გასწორებაზე. არ დაემსგავსოთ მოცეკვავეს რომელმაც ბრალი დასდო მედოლეს არასწორი ნაბიჯებისთვის.
16.07.2013
ბნელ ღამეში, მთვარის დანახვა შეიძლება მხოლოდ მისი საკუთარი სინათლის მეშვეობით. უფალი არის მთლიანად სიყვარული, ამიტომ ის შეიძლება დაინახოთ მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით. ის არის სათჰიამ და ნითჰიამ (ჭეშმარიტება და მარადისობა), და არის ყველა სიცრუის (მითჰიას) მიღმა. როდესაც მტვერი ედება ფანარის შუშაზე, ის ამქრალებს მის შუქს. მიბმულობა, გრძნობით საგნებსა და სიამოვნებებზე რომელსაც ესენი იძლევა (ვიამოჰა), არის ჭვარტლი რომელიც ამქრალებს სიყვარულის სინათლეს თქვენს გულში. მოიცილეთ უმეცრება და ის ფაქტი რომ თქვენ გახდით მოხუცი ან ავადმყოფი ან რომ თქვენ ხართ სუსტი და დაუძლურებული. არ ითვალოთ წლები და არ იდარდოთ ხნოვანებაზე და არ შეკრთეთ სიკვდილით დაფეთებული მშიშრების მსგავსად. გახსოვდეთ, გულგატეხილობა არის ჯოჯოხეთი, აღფრთოვანება არის ზეცა. ყოველთვის იქონიეთ რაიმე საკეთებელი საქმე და აკეთეთ ის ისე კარგად რომ მან მოგანიჭოთ თქვენ სიხარული!
17.07.2013
ბრიყვობა, ეგოურობა და აშკარა უმეცრება არის ძირითადი მიზეზი ტანჯის. თვალებს, ყურებს და ენას მიჰყავთ ადამიანი გაბრაზებასთან და ღვარძლთან მათი მშვიდობისა და ჰარმონიის მაცნეებად გადაქცევის ნაცვლად. გონება არის ფესვი სიამაყის და შურის. უფალი ვიშნუ იწოდება როგორც უფალი ჯაგანნათჰა პურიდან. უფალი შივა არის ვიშვეშვარა, სამყაროს უფალი კაშიში. ვიშნუ არის გოპალი (ძროხების მცველი) და შივა არის პაშუპათჰი (ძროხების მბრძანებელი). სად არის ადგილი მეტოქეობისთვის მათ შორის ვინც თაყვანს სცემს შივას და ვინც თაყვანს სცემს ვიშნუს? მაინც ბრძოლის თანდაყოლილი ბიძგი ამოდის ადამიანების გულიდან და ისინი იყენებენ უფლის სახელს როგორც საპატიოს ბრძოლის გამოწვევისთვის რომლის დიდი მიდრეკილებაც მათ აქვთ. დადექით შორს ამ ინსტინქტებიდან.
18.07.2013
მიბმულობა გრძნობით საგნებსა და სიამოვნებაზე რომელსაც ეს საგნები იძლევა არის მსგავსი ჭვარტლის რომელიც ედება ლამპის შუშის შიდა მხარეს და ამქრალებს სინათლეს. გაასუფთავეთ ჭვარტლი ნაამასმარანით (უფლის სახელის გამეორებით) ყოველდღიურად და ალი გაბრწყინდება თქვენთვისაც და სხვებისთვისაც. ასევე აკეთეთ კარგი საქმეები და იყავით კარგ კომპანიაში. წესიერი ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი მაძიებლის განვითარებისთვის. აი ამიტომ იყო რომ სულიერი მაძიებლები წარსულში ტოვებდნენ თავიანთ სახლებს და ცხოვრობდნენ განდეგილების საცხოვრებლებში რომლებსაც პატრონობდნენ ბრძენები. ეს არის მონათესავე იმის რომ წყლის ქოთანი შეინახოთ წყალში ჩაძირული. ამ ხერხით წყალი ქოთანში არ დაიკარგება აორთქლებით. ამიტომ იყავით ფრთხილად რომ წარმატება რომელივ თქვენ მოიპოვეთ სათნოების ხელისშეწყობით, საზიანო ჩვეულებების დაპყრობასა და სწორი დისციპლინების შეთვისებაში, არ გაიფანტოს ბანალური კამპანიით, ფუჭი საუბრებით, ცინიკური კრიტიკით ან სენტიმენტალური ძალისხმევებით.
19.07.2013
თქვენთვის გემრიელი რომ იყოს სადილი (პაპპუ) მას უნდა ჰქონდეს საკმარისი მარილი (უპპუ). მაგრამ თუ თქვენ დაუმატებთ კიდევ ცოტა ექსტრას, ის გააფუჭებს სადილს. სწორედ ასე, სიცოცხლე ხდება ძალიან ძნელი სატარებელი თუ თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი სურვილები. შეზღუდეთ თქვენი სურვილები თქვენი უნარით და მათ შორის იქონიეთ მხოლოდ ისეთი რომელიც გაჩუქებთ თქვენ მუდმივ სიხარულს. არ დაუწყოთ დევნა მოდას და სახალხო მოწონებას და არ გამოიყენოთ თქვენი რესურსები სრულიად უვარგისად. ასევე დაიცავით კოდექსი თქვენი ქცევის (დჰარმა) რომელიც არეგულირებს თქვენს სიცოცხლეს ან მდგომარეობას რომელსაც მიაღწიეთ. არ დააყენოთ თქვენი მოთხოვნილება და სიხარული პირველ ადგილზე. უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალეთ სხვისი სიხარული ვიდრე თქვენი საკუთარი. პატივი ეცით უფროსებს და განავითარეთ გულითადობა ძმებსა და დებს, მასწავლებლებსა და მოწაფეებს, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის. პატივი ეცით თქვენი ქვეყნის კულტურას და ასახელეთ ქვეყანა რომელშიც თქვენ დაიბადეთ და რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. ასაზრდოეთ თქვენი მშობლები, პატივი ეცით მათ. თუ თქვენ ასე გააკეთებთ, სამყაროს უფალი დაგიცავთ თქვენ ზიანისგან.
20.07.2013
ჭეშმარიტ ერთგულებს თვალი არ უნდა ეჭიროთ რაიმე სახის მოგებაზე რომელიც შეიძლება მიიღონ მათი მსახურებიდან. თუ თქვენ ჩხუბობთ თქვენს მეუღლესთან და უარს ამბობთ საჭმელზე მთელი დღის განმავლობაში, ღმერთის წიგნში ეს არ ითვლება როგორც მარხვულობა. ასევე შექება ერთი ღმერთის როგორც დიდის და მეორეს დაგმობა არის არასწორი. ნებისმიერი ეს მოქმედება ასახავს იმ ფაქტს რომ თქვენ ხართ სულიერი დისციპლინის ელემენტარული წესების არმცოდნე. დჰანა (სიმდიდრე) არის მსოფლიოს ვალუტა. სადჰანა (სულიერი პრაქტიკა) არის სულიერების ვალუტა. იყავით სამაგალითო სხვებისთვის თქვენი ყოფა-ქცევით, ტკბილი საუბრით, თავმდაბლობით, უფროსების თაყვანისცემით და სიმტკიცით ჭეშმარიტებასა და რწმენაში. ამ ხერხით თქვენ უფრო მეტ გავლენას მოახდენთ სულიერების მპრაქტიკებელ ადამიანებში; ეს არის უკეთესი ვიდრე დაარსება საზოგადოებების, შეგროვება შეწირულობების ან სირბილი ტაძრებში. უფალი ეძებს გულწრფელობას, უბრალოებას და მყარ სიხარულს მისი სახელისა და ფორმის განჭვრეტაში.
21.07.13
ადამიანის არსება არის ნაერთი ღმრთიურების, დემონის და ადამიანის (დაივა, დანავა და მანავა). კაციჭამიობის სიბოროტე შეიძლება დაძლეული იყოს ხარისხებით გულმოწყალებისა და ქველმოქმედების (დაიას), სიმპათიისა და თანაგრძნობის. სიამაყე შეიძლება გადაილახოს თვითკონტროლით (დამა), განცალკევებით და განდეგილობით; ეგოურობა შეიძლება გადაილახოს მიუკერძოებელი ბრძენების მიერ დადგენილი ქცევის კოდექსის (დჰარმას) მიმდევრობით და თქვენი ინსტინქტების და იმპულსების ნაყოფიერი მოქმედებების არხში მოქცევით. როდესაც ეს სამი გუნა არის ასე სუბლიმირებული, მანავა (ადამიანი) ტრანსფორმირებულია მადჰავაში (ღმერთში). საუკეთესოდ გამოიყენეთ თქვენი გურუ. შეიძინეთ მისგან ჩვევები მოსაპოვებლად ჭკუის სიმშვიდის და ნეტარების (შანთჰი და სანთოშა), ღმერთის წყალობის, სულიერი პრაქტიკის (სადჰანას) გაკვეთილების, და კარგი და წმინდა კომპანიის (სათსანგის) ნაყოფის; არ გაფლანგოთ თქვენი ენერგია და დრო გრძნობითი სიამოვნებების საძებნელად ურწმუნოთა კომპანიაში.
22.07.2013 გურუ პურნიმა
ეს სრულმთვარეობის წმინდა დღე იწოდება ვიასა პურნიმად, და უნდა აღინიშნოს ლოცვითა და მონანიებით რასაც მხოლოდ შეუძლია გულის გასუფთავება, და არა ლხენითა და მხიარულებით რომელიც ზემოქმედებს მხოლოდ სხეულზე. დღეს მთვარე ანათებს კაშკაშად, ცივად და სრულად რაიმე დაბრკოლების გარეშე. ადამიანის ჭკუა არის შედარებული მთვარესთან იმისთვის რომ ის არის ცვალებადი როგორც მთვარე თავის ცვალებადობაში სიკაშკაშიდან სიბნელისკენ. თქვენი გონება უნდა იყოს ნათელი, მოკაშკაშე და ცივი ყოველთვის. ორი განცხადება გაძლევთ თქვენ არსს თვრამეტივე პურანის რომელიც შედგენილია ბრძენ ვიასას მიერ. “აკეთეთ სიკეთე სხვებისთვის; თავი აარიდეთ ზიანის მიყენებას”. ეს არის წამალი ტანჯვის ავადმყოფობისთვის სიხარულიდან და დარდიდან, ღირსებიდან და სახელგატეხილობიდან, აყვავებიდან და გაჭირვებიდან და ყველა ორობითობიდან რომელიც გაწუხებთ თქვენ და გართმევთ თქვენ სიმშვიდეს. მისდიეთ გზას რომელიც გაჩვენათ თქვენმა გურუმ. სწორედ ვიასას შეუძლია გაჩვენოთ თქვენ გზა. თქვენ უნდა გადალახოთ ის მარტომ.
23.07.2013
რატომ იხდით თქვენ პალტოს როდესაც ხედავთ უსამართლობას? რატომ ხართ თქვენ გამოწვეული რეაქციაზე ან პასუხზე როდესაც თქვენ ხედავთ ცუდს? გახსოვდეთ ცუდს აქვს მასში შესაძლებლობა რომ გახდეს კარგი და კარგს აქვს მასში მიდრეკილება რომ გარდაიქმნას ცუდში! არ არსებობს ცეცხლი კვამლის გამობოლქვის გარეშე; არ არსებობს კვამლი ცეცხლის ნაპერწკლის გარეშე. არავინ არ არის მთლიანად ცოდვილი, მთლიანად შეუცდომელი ან მთლიანად სრულყოფილი. მიიღეთ მსოფლიო როგორც ის არის. არასდროს გქონდეთ იმედი რომ ის იქნება შესაბამისი თქვენი მოთხოვნილებისა და სტანდარტების. საგანძური რომელიც არის უდაოდ ყველაზე ფასეული სამყაროში არის ხარისხი სიმშვიდისა და სიწყნარის (შანთჰამ). აპრაქტიკეთ ეს და აქციეთ ის თქვენს ბუნებრივ რეაქციად. გამარჯვების ქალღმერთი იღიმება მხოლოდ გმირებზე, მათზე ვინც თავიანთი თავი აქცია ლომად; იმ მედგარ, გულად და თვითდარწმუნებულ მეომრებზე. თუ თქვენ იშოვით უფლის წყალობას, მაშინ თქვენ გაძლიერდებით ამით ისე ძალიან მაგრად რომ თქვენ შეძლებთ შესრულებას თუნდაც ძალიან ძნელი ამოცანის.
24.07.2013
ადამიანები ხშირად ეძებენ ჯანმრთელობას არა თავისი თავის გულისთვის არამედ ავადმყოფობის განსაკურნად ან თავიდან ასაცილებლად. რადგან ავადმყოფობა ნიშნავს ბევრ დარდს, ამიტომ ყველა დასდევს ჯანმრთელობას და ჯანმრთელობა ნიშნავს სიხარულს. სიმართლე რომ ითქვას თითოეულის თანდაყოლილი ელემენტი არის სიხარული. როდესაც თქვენ ხართ წყნარი, თქვენ ბუნებრივია ხართ ბედნიერი და თქვენ განცდით მშვიდობას და კმაყოფილებას (ანანდამ, პრემა, შანთჰი). მსგავსად თევზის, რომელიც გამოგდებულია ტბის ნაპირზე, იკლაკნება და იბრძვის კვლავ წყალში შესასვლელად, ყოველი არსება იბრძვის სიწყნარის, მშვიდობის, კმაყოფილებისა და სიხარულის მოსაპოვებლად, ყოველ ცალკეულ დღეს თავიანთ სიცოცხლეში. თითოეულმა და ყოველმა თქვენთაგანმა შეიძლება მოიპოვოს სიხარული, მხოლოდ თავისი საკუთარი ძალისხმევის მეშვეობით. ბედნიერება არის შინაგანი განძი; მისი მოპოვების საუკეთესო ხერხი არის განდეგილობის და დისციპლინის პრაქტიკა. თუ თქვენ გინდათ რომ შეადგინოთ გახარებულად ცხოვრების გეგმა, თქვენ ჯერ უნდა შექმნათ გეგმა ისეთი აუცილებელი სამშენებლო ბლოკების, როგორიცაა მშვიდობა და კმაყოფილება.
25.07.2013
თქვენ შეიძლება იჯდეთ რბილ ბალიშიან დივანზე უვნებლად, ოთახში სადაც ჰაერი არის კონდიცირებული, მაგრამ თქვენი გული შეიძლება აალებული იყოს სიტყვით გამოუთქმელი მღელვარებით, უბედურებით და შიშით. სხეული არის მაზიდა და ჭკუა არის ცხენი. ახლა ადამიანები აძლევენ პირველობას მაზიდას. სხეულს და მის მოთხოვნილებებს ექცევა უფრო მეტი ყურადღება. ეს არის არასწორი. ბრძენებმა იცოდნენ ნეტარების საბადო ადამიანის გულში და აღმოჩენილი ჰქონდათ მეთოდები მის დასამუშაველად და ამოსაღებად. მათ ნათლად აქვთ წარმოთქმული რომ თუ დედა მიწა (ბჰუუ-მათჰა), ადამიანის ფიზიკური დედა (ნიჯა-მათჰა), წმინდა ძროხა (გო-მათჰა) და წერილების დედა (ვედა-მათჰა) არის პატივცემული, ნასაზრდოები და სათუთად მოპყრობილი და გამოყენებული ისე საუკეთესოდ როგორც ის უნდა იყოს, მაშინ ბედნიერება არის უდაო და გათავისუფლება არის გარანტირებული.
26.07.2013
მოჩვენება (მაია) ფუთავს კარგს ცუდის ხარვეზით. ის აბრწყინებს ცუდს კარგის კაშკაშით. განასხვავეთ საუკეთესოდ თქვენი უნარებიდან გამომდინარე და განავითარეთ თქვენი უნარი განსხვავების. ბრძოლა გასამარჯვებლად, ეს არის საუკეთესო რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. თქვენმა სინდისმა კარგად იცის სიხარულისა და ბედნიერების წყარო. ის გიბიძგებთ თქვენ სწორი გზისკენ. თქვენ უნდა მიიღოთ ის როგორც თქვენი მეგზური და არ უნდა ეურჩოთ მას თითოეულ შემთხვევაში როდესაც ის ეწინააღმდეგება თქვენს ახირებას ან ფანტაზიას. არ არსებობს საჭიროება თქვენთვის რომ წახვიდეთ ტყეში ან მღვიმეში რათა გაიგოთ თქვენი შინაგანი ჭეშმარიტება და დაიპყროთ თქვენი უფრო დაბალი ბუნება. სინამდვილეში თქვენ ვერ განახორციელებთ იქ თქვენი ნაკლების გამოვლენას, მაშასადამე იქ მიღწეული გამარჯვება არ შეიძლება იყოს ნამდვილი ან მუდმივი. იყავით მსოფლიოში მაგრამ შორს მისი საცეცებიდან. ეს არის გამარჯვება რომლისთვისაც თქვენ დაიმსახურებთ მილოცვას.
27.07.2013
გქონდეთ რწმენა უფალში ან ღმრთიურ ნაპერწკალში თქვენს შიგნით, ის გაგამხნევებთ თქვენ. ზოგიერთი ადამიანი ვაჭრობს ღმერთთან, ისინი პირდებიან მას ძვირფასი საგნების ან საკუთარი თმების მიცემას თუ გარკვეული ავადმყოფობა განიკურნება ან გარკვეული უბედურება თავიდან იქნება აცილებული. უფალ ვენკათეშვარას ან უფლის სხვა ფორმას არ სჭირდება თქვენი თმა. თქვენი თმის გაპარსვა ნიშნავს რომ თქვენ დაკარგეთ იმის ილუზია რომ მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეს ეძლევა ანგარიში. თქვენ იღებთ ძალისხმევას რომ მიზანდასახულად აქციოთ თქვენი თავი მახინჯად და აჩვენოთ რომ მხოლოდ შინაგან მომხიბვლელობას და ჰარმონიას აქვს ნამდვილი მნიშვნელობა. გმირი არის ის ვინც არ მათხოვრობს ან ქედს არ იხრის, ან არ ფარისევლობს ან არ მლიქვნელობს. მან იცის რომ უფალმა იცის უკეთესად. თუ ეს არის მისი ნება, ის აჩუქებს საკვებს და ტანსაცმელს; თუ არ არის, დაე მისი ნება ბატონობდეს. ეს არის აბსოლუტური დანებების გზა.
28.07.2013
იქ ბჰარატაში იყო უფლის ბევრი გამომჟღავნება. რადგან მასწავლებლები არიან იქ სადაც სკოლებია და სადაც არიან სწავლას მოწყურებული ბავშვები. თქვენ ვერ გეყოლებათ მასწავლებელი ერთ ადგილში და სკოლა ვერ გექნებათ მეორეში; საკლასო დაფა ერთ ადგილში და ზარი მეორეში. არსებობს ქარსის საბადოები გუდურის მახლობლად, თქვენ არ შეგიძლიათ იკითხოთ ეს რატომ არ არის ნაპოვნი პედდჰაპურამის მახლობლად. ეს არის ასე, მორჩა და გათავდა. სწორედ ასევე ინდოეთში არის სულიერების მდიდარი საბადო და ამიტომ ინჟინრები მოდიან აქ მის დასამუშავებლად, მის ამოსაღებად და გამოყენებისთვის მოსამზადებლად. ეს არის მიზეზი რის გამოც უფლის უფრო მეტი გამომჟღავნება ვლინდება აქ. ატმოსფერო აქ არის ასევე ხელშემწყობი ამოღების და სარგებლობის ახალი სახეებისა და მეთოდების პრაქტიკულად გამოყენებისთვის მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ.
29.07.2013
თუნდაც საუკეთესო ექიმი ვერ დაიცავს ადამიანს როდესაც სიკვდილი დაუძახებს. თითოეულმა აუცილებლად უნდა უპასუხოს დაძახებაზე, ის იქნება პატარძალი თუ ნეფე ცერემონიის ადგილზე თუ სამლოცველოდ წმინდა ადგილებში. სიკვდილი არ ითმენს დაყოვნებას, სიკვდილი არ ღებულობს ბოდიშებს. ცრემლები არ აჩუყებს მის გულს, არც მუქარას შეუძლია მისი მოშორება. ამიტომ დათესეთ თქვენი გულის კარგად მომზადებულ ნიადაგში უფლის ათასი სახელიდან ნებისმიერი რომელიც თქვენთვის არის მიმზიდველი. დაე ეს ჩაიზარდოს სიჩუმეში იქ. მორწყეთ ის სიყვარულით და ახლობელი ადამიანების მსახურებით; დაიცავით ის მავნებლებისა და რქოსანი საქონლისგან, რომლებიც არის გარეთ გამწევი ემოციები და ვნებები. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება უფლის სახელის გამეორების და მედიტირების (ჯაფის და დჰიანის) ღობის აღმართვით. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოიმკათ ნეტარების (ანანდამის) მოსავალი.
30.07.2013
თუ კი კულტურას რომელიც დაფუძნებულია ვედებზე და გადმოცემულია რამაიანასა და ბჰაგავათჰაში გამოიყენებენ პრაქტიკაზე მისი მნიშვნელობის ჭეშმარიტი გაგებით, ადამიანებს შეუძლიათ უზრუნველყონ თავისთვის მუდმივი სიხარული და ნეტარება. ვედები მოუწოდებს: სათჰიამ ვადა, დჰარმამ ჩარა (ილაპარაკე სიმართლე, იმოქმედე უბიწოდ). რა არის სათჰიამ და დჰარმამ? რამაიანა და ბჰაგავათჰა გადმოსცემს ამ ცოდნას მოთხრობებით და მაგალითებით ისე რომ ნებისმიერმა ადამიანმა, როგორი საცოდავი და უწიგნურიც არ უნდა იყოს ის, შეძლოს გაგება, მისი პრაქტიკა და მათით სარგებლობა. დარდი არის ავადმყოფობა; ის უნდა განიკურნოს. წამალი გამოწერილია ვედებში; ეს გაკვეთილები მოცემულია წერილებში; ის უნდა იყოს აღმოჩენილი და მიღებული შინაგანად; შემდეგ ნეტარების განცდა აუცილებლად მოვა. ამაში არ არსებობს რაიმე ეჭვი.
31.07.2013
ქვეყანაში ქალი უნდა იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და წმინდა. ყოველ ქალს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი სათამაშოდ თავიანთი ინდივიდის ამაღლებაში და ამაღლებაში მათი ოჯახის და მათ გარშემო მყოფი საზოგადოების. ახალგაზრდა გოგონები და ქალები უნდა დაეუფლონ გონებრივი სიწყნარის, სოციალური ჰარმონიის და მათი საარსებო საშუალებების დაკმაყოფილების ტექნიკას. მათ ასევე უნდა იცოდნენ რომ სიხარულის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მსახურებით მათთვის ვისაც სჭირდება და უბედურებაშია რაიმე გამორჩენის გარეშე რომელიც შეიძლება წამოვიდეს კეთილ საქმეში მონაწილეობიდან. მათ უნდა ისწავლონ გვერდზე გადადება ეგოურობის რომელიც წამლავს საქმიანობას. ისინიც კი ვინც მსახურებს წლების განმავლობაში აქვთ მიდრეკილება განდიდების და ამაღლების დამაარსებლებად დაწესებულებების და მეურვეებად საწყლებისა და გაჭირვებულების. სარგებელი და სიხარული მსახურების რაიმე მოქმედებიდან არის თვით ეს მოქმედება. მსახურების ნაყოფი არის ეგოურობის მოცილება და არა მისი გამრავლება.
სატია საი ბაბა