მარტი

საი შთაგვაგონებს 2023 წლის 1 მარტი.
რატომ არის დუმილის პრაქტიკა ყოველდღე ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ასპირანტისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით ხაზს უსვამს ჩვენთვის დღეს.
ყოველთვის დატკბით სიმშვიდით რაც არის ყველა გონებრივი მღელვარების შეჩერების შედეგი. არ ანებოთ ჭკუას ირბინოს ამის და იმის კვალდაკვალ. ავარჯიშეთ იგი დარჩეს ჩუმად. დაიჭირეთ შორს და მანძლზე გონებრივი რეაქციები გამოწვეული გარე სამყაროსთან კონტაქტით. შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნამდვილი არსობა (სათ). ეს არის ბრძენის მდგომარეობა ან მდგომარეობა გრძნობათა სფეროს მიღმა, სადაც მათი დეკრეტი არ ვრცელდება. ეს არის ნამდვილი თვითრეალიზება, რაც არის ცხოვრების მიზანი. “აპრაქტიკეთ დუმილი (მაუნამ ბჰაჯასვა), – ნათქვამია. მაგრამ რა არის სიჩუმე? არა უბრალოდ პირის დახურვა. ეს ნიშნავს გასვლას ყველა გრძნობის გავლენის მიღმა და დამკვიდრებას ყოველთვის ადამიანის საკუთარი რეალობის ცნობიერებაში. მარადიული ნეტარება არის ასევე მუდმივი მშვიდობა. როცა ჭკუა უკან იწევს გარე სამყაროდან, ენაც ჩუმდება; ყველა გრძნობა მისდევს მის მაგალითს – ეს არის ნამდვილი დუმილი!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 24.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 2 მარტი.
როდესაც ჩვენ მივდევთ ამ სამყაროში ამბიციებსა და ბედნიერებას, რა არის რამე მნიშვნელოვანი დედაარსთასგან რაც უნდა გვახსოვდეს? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ შესანიშნავი მაგალითებით ეპიკური პოემებიდან.
კაურავები არიან იმ უბედურების გამოსადეგი მაგალითები რაც ელის მათ ვინც მისდევს არტასა და კამას (სიმდიდრისა და სურვილის) იდეალებს დჰარმისა და მოკშას (უბიწო ქცევისა და განთავისუფლების) მარეგულირებელი გავლენის გარეშე. კაურავები იყვნენ მთვრალნი ძალაუფლებით, ისინი დაძლეულნი იყვნენ სიხარბითა და სიამაყით, და მათ ჰქონდათ დაუოკებელი სურვილი. ამრიგად, მათ განიცადეს უთქმელი უბედურება და განადგურდნენ. რამაიანაში, რავანა დაეცა იმიტომ რომ ის ესწრაფვოდა არტას დაგროვებას და გატაცებული იყო სიხარბით (ლობჰით). მისი “ათი თავი” აჩვენებს მის ზედმეტ დახელოვნებას ოთხ ვედასა და ექვს შასტრაზე; მაგრამ, რა სარგებელი იყო ყველა ამ სწავლულობისგან? ანჯანეა იტყობინება რომ ლანკა ექოდ ეხმიანებოდა ვედების წარმოთქმას და ჰაერი იყო სქელი მსხვერპლშეწირვის კვამლით. მაგრამ რაკშასები (დემონები) იყვნენ ბოროტები, მთელი ამ რიტუალური თაყვანისცემის მიუხედავად. რიტუალები უნდა დაშედეგდეს უბიწოებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ ყბედობა. რავანა ეძებდა მიღებას პრაკრიტის, არა პურუშას (გამოვლინების, არა გამომვლინებლის); სიტას არა რამას! ამგვარად, მისი ცხოვრება გახდა უნაყოფო!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 15 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 3 მარტი.
ვინ არის კარგი მეგობარი და ვინ არა? ჩვენ რატომ უნდა განვასხვავოთ და ავირჩიოთ დიდი სიფრთხილით? ბჰაგავანი ხაზს უსვამს ჩვენთვის დღეს.
რკინა მტვრის კომპანიაში ჟანგდება, და, შედეგად, იგი კარგავს სიმაგრეს. მაგრამ მისი სიმაგრე აღდგება როცა იგი ჩაიდება ცეცხლში. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა ამოიღოთ მტვერი თქვენი ჭკუიდან. რა არის მტვერი? მტვერი არის ცუდი გრძნობები, რომლებიც წარმოიქმნება ცუდი კომპანიისგან. ეს არის მხოლოდ ცუდი კომპანიის გამო რომ თქვენ იღებთ ცუდ აზრებს. ამიტომ, ნათქვამია: “მითხარი შენი კომპანია და მე გეტყვი შენ რანაირი ხარ შენ”. აიღეთ დრო და გამოიკვლიეთ, მაგრამ ეძებეთ მხოლოდ კარგი ადამიანების კომპანია. როცა თქვენ ხართ კარგ თანამდებობაზე, ყველა მოვა თქვენთან და გიწოდებთ თქვენ კარგ ბიჭს. მაგრამ როცა თქვენ განიცდით დაცემას, ყველა გაიქცევა თქვენგან ნახვამდის უთქმელადაც კი. ეს არ არის ნამდვილი მეგობრობა. რა არის ნამდვილი მეგობრობა? ნამდვილი მეგობარი არის ის ვინც მოგდევთ თქვენ როგორც ჩრდილი სირთულეებისა და ტანჯვის დროსაც კი.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 23 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 4 მარტი.
ჩვენ რატომ უნდა ამოვიძროთ სურვილის შხამიანი ეშვი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს ძლიერი და დასამახსოვრებელი ანალოგიით.
კამა (სურვილი) არის სამთავიანი დემონი! როდესაც თქვენ მიაღწევთ თქვენს სურვილს, თქვენ ინვითარებთ ლობჰას (სიხარბეს), შესანარჩუნებლად მოგების და დასანახად რომ ის მრავლდება. როცა თქვენ დამარცხებული ხართ სურვილში, თქვენ გინვითარდებათ კროდჰა (ბრაზი)! სინანულმაც კი შეიძლება ვერ შეცვალოს ასეთი ხასიათი, როგორც ეს ჩანს ბჰასმასურას შემთხვევაში, ვინც ცდილობდა გაენადგურებინა სწორედ უფალი ვინც მას უბოძა წყალობა! კამა, ლობჰა და კროდჰა ყველა არის რაჯოგუნას (ვნების და აქტივობის) ფორმა, ციებცხელებიანი მოქმედება რომელიც უგულვებელყოფს “საშუალებებს” მაშინ როცა კონცენტრირდება “მიზანზე”. რაჯოგუნა მიედევნება მიზანს, მაგრამ არ არის გარკვეული გზის სისწორეში! არსებობს მოთხრობა რამდენიმე მაიმუნის შესახებ რომლებმაც გააშენეს მანგოს ბაღი. მათ დარგეს ნერგები, მორწყეს რამდენიმე დღეს, და ამოიღეს მიწიდან სანახავად რამდენად ღრმად იყო ჩასული ფესვები! მათ სურდათ, ესები სწრაფად გაზრდილიყო და ნაყოფი მიეცათ, მაგრამ მათ არ იცოდნენ პროცესი რომლითაც მათ შეეძლოთ ხილის მიღება რისთვისაც ისინი იყვნენ მოწყურებულნი! იმოქმედეთ მართებულად; მაშინ მოითხოვეთ ხილი! კულტივირეთ მზრუნველობით, და შეაგროვეთ მოსავალი!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 15 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 5 მარტი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ მივაღწიოთ იმ ნეტარებას რომლისთვისაც ჩვენ ვისწრაფვით? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს მოგზაურობას და გვაძლევს ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევა-დარიგებას.
კაცი ისწრაფვის ნეტარებისაკენ, მაგრამ როგორ შეძლებს ის ამის მიღწევას? სადაც არის რწმენა, იქ არის სიყვარული. სადაც არის სიყვარული, იქ არის მშვიდობა. სადაც არის მშვიდობა, იქ არის ჭეშმარიტება. სადაც არის ჭეშმარიტება, იქ არის ღმერთი. სადაც არის ღმერთი, იქ არის ნეტარება. სულიერების გზა იწყება რწმენით და მთავრდება ნეტარებით. ნეტარების მიღება შეუძლებელია მატერიალისტური სიამოვნებებიდან ან მიწიერი ადამიანებიდან. მისი განცდა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როცა ხუთი გრძნობა მართებულად იქნება გამოყენებული. დღეს, კაცი კითხულობს წმინდა წიგნებს ნეტარების მისაღწევად, მაგრამ ყველა ამ წიგნს აქვს თავისი საკუთარი შეზღუდვები. ადამიანი ვერ მიიღებს უსასრულო ნეტარებას წმინდა წერილების შესწავლით. ადამიანმა უნდა შეისწავლოს “უსასრულო წიგნი”, უსასრულო ნეტარების განცდისთვის. ეს მსოფლიო თვით არის უსასრულო წიგნი. არსებობს ბევრი რამ სასწავლი ამ მსოფლიოსგან. ვინ არიან თქვენი მეგობრები? არა თქვენი კლასელები ან თანამოსახლეები. მხოლოდ ღმერთი არის თქვენი ნამდვილი და მარადიული მეგობარი. მხოლოდ ამ მეგობრის დახმარებით შეძლებთ თქვენ ამ უსასრულო წიგნის, მსოფლიოს შესწავლას.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 30 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 6 მარტი.
ჩვენ ვატარებთ ცხოვრებას უაზროდ და შედეგად, ვიტანჯებით ამოწვით. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ თავიდან ასაცილებლად ცხოვრების ამ ამაო წესის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
მაშინაც კი, თუ ადამიანი არ ეცდება ღმერთის ძებნას, მას შეუძლია მაინც ეძებოს შანთი, სანთოშა, სოუკჰიამი და სვათანთრა – მშვიდობა, სიხარული, ბედნიერება და დამოუკიდებლობა. ის ახლა მათაც კი არ ეძებს. არც კი ცდილობს ის ისწავლოს როგორ მიიღოს ესები. ბზრიალა ტრიალებს მუდმივად და არ აქვს მოსვენება; კაციც ასევე წვალობს და მუდამ შრომობს და არ აქვს შვება წრიული მოძრაობისგან. ერთადერთი სიმშვიდე და სიხარული, რასაც ის ახლა იღებს, არის წამიერი სახის; ახლა აქ არის, შემდეგ წუთს წავიდა. ტკივილი წყვეტს სიხარულს; სიხარული არის მხოლოდ ტკივილის არარსებობა. რატომ უნდა იცხოვროს ადამიანმა წლების განმავლობაში როგორც ტვირთმა დედამიწაზე? ამისთვის იმდენი ბრინჯი ან ხორბალი არის მოხმარებული წლითი წლობით, თავის თავის ან სხვების დაუბრუნებლად სიხარულსა ან მშვიდობაში? პეტრომაქსის ნათურა ანათებს მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ჩატუმბავთ ჰაერს ენერგიულად; თქვენი შუქიც არის ასევე მკრთალი და ძალიან ახლო მნათი; ამიტომ, ჩატუმბეთ ენერგიულად, ანუ, დაკავდით სულიერი პრაქტიკით და გაანათეთ თქვენი ჭკუა უკეთესად და გაავრცელეთ სინათლე ყველაზე ვინც მოდის ახლოს თქვენთან.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 19 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 7 მარტი.
რა არის წამალი იმ დაავადებებისთვის რომლებისგანაც ჩვენ დღეს ვიტანჯებით? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
თქვენ გულნატკენი ხართ იმ დაავადებით რაც გიტას შეუძლია განკურნოს, მოჰას (ილუზიის) დაავადებით, რომელიც ამახინჯებს თქვენს ფასეულობების გრძნობას, ნისლავს თქვენს ხედვას და ამახინჯებს თქვენს თვალსაზრისს. წამლისგან სარგებლობისთვის, თქვენ უნდა გქონდეთ ვიშადა (წუხილი) რაც არჯუნას ჰქონდა, პრაპათთი (მიძღვნა) რის შემძლეც ის იყო, ვაირაგია (განმარტოება) რაც მან განივითარა და ეკაგრათა (კონცენტრაცია) რაც მან გამოავლინა. ის მზად იყო ემათხოვრა თავისი საზრდოსთვის ვიდრე სამეფო ტახტზე აეყვანა თავისი თავი მეფედ თავისი ნათესავების, მასწავლებლების და უხუცესების მოკვლის შემდეგ. გქონდეთ ეს მძაფრი ლტოლვა; გქონდეთ ეს ძლიერი წყურვილი; მაშინ, გიტა შეძლებს გაანადგუროს მოჰა და გაგათავისუფლოთ თქვენ. აღმოაჩინეთ თქვენი სულიერი განვითარების საფეხური, რომელ კლასს მოერგებით სკოლაში. შემდეგ გადაწყვიტეთ გადახვიდეთ ამ კლასიდან მომდევნო მაღალში. ესწრაფეთ თქვენს საუკეთესოს და მოიპოვებთ ღმერთის წყალობას. ნუ ივაჭრებთ და ნუ გაიცრუებთ იმედს. ერთი ნაბიჯი ყოველ ჯერზე არის საკმარისი, იმ პირობით რომ ეს იქნება მიზნისკენ, არა მისგან დასაშორებლად.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 19 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 8 მარტი.
რატომ მოდის უფალი ადამიანის ფორმით? ბჰაგავანი ხსნის დასამახსოვრებელი მაგალითით ამ დღეს, როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა საი ავატარაში.
თქვენ ალბათ გსმენიათ ზოგიერთ ადამიანი ამბობს რომ მე საი ბაბა გავხდი როცა მორიელმა დამნესტრა მე! კეთილი, მე გამოვიწვევ თქვენგან ნებისმიერს მორიელებისგან დასანესტრად და თავისი თავის საი ბაბაში გარდასაქმნელად. არა, მორიელს არფერი აქვს ამის გაკეთებასთან! სინამდვილეში, მორიელი საერთოდ არ იყო! მე მოვედი პასუხად ბრძენთა, წმინდანთა და სულიერ მაძიებელთა ლოცვებზე დჰარმას (უბიწოების) აღსადგენად. როდესაც არის მცირე არეულობის ნიშანი, ადგილზე ჩნდება პოლიციის პოლიციელი; თუ ბრბო აწყობს დაუმორჩილებლობას, ინსპექტორი შემოდის; და თუ ის ხდება ძალადობრივი, პოლიციის ზედამხედველი პირადად უნდა იყოს შემთხვევის ადგილზე მის ჩასახშობად. თუ, მაინც, სიტუაცია გამწვავდება, გენერალურმა ინსპექტორმა უნდა გამოაცხადოს თავისი თავი, ასე არ არის? ეს არის სიტუაცია რომელშიც გენერალური ინსპექტორი იღებს ზედამხედველობას ყველა სიტუაციაზე. ბრძენებმა, დიდმა მეცნიერებმა, წმინდანებმა, იოგებმა და ღმრთაებრივმა პიროვნებებმა თავიანთი მცდელობა გამოიჩინეს, და ისინი ყველა იქნებიან თანამშრომლობაში უბიწოების აღდგენისა და გზის გაწმენდის ამოცანაში მსოფლიოს აბსოლუტური მშვიდობის (შანტის) მიღწევისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 23 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 9 მარტი.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ჭკუის დაუფლება? ბჰაგავანი ნათლად და მტკიცედ იმეორებს ამას ჩვენთვის დღეს.
თუ კაცი დანებდება ჭკუას და მის კაპრიზებს და ჭკუა დაემონება გრძნობებს და მათ ფანტაზიებს, კაცი ვერ გაექცევა უბედურებას. ჭკუა კარნახობს კაცს ეძებოს ბედნიერება და აერიდოს უბედურებას; იგი ქმნის განსხვავებას და შეცდომაში შეყავს საქმიანობა; იგი უბიძგებს წინ და ეწევა უკან, აგდებს კაცს უკან და წინ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ბედნიერების იდეა, რომელიც არის ხშირად კომფორტის მხოლოდ სხვა ფორმა, წარმოიშობა ჭკუაში და კონკრეტდება როგორც კაცის ხელითა და ტვინით ჩამოყალიბებული საგნები როგორიცაა თვითმფრინავი, რადიო და ბომბიც კი, რომელიც ანადგურებს და აღტაცებს ჭკუას გაჯერებულს სიძულვილით. იდეები, სურვილები, წადილები, წყურვილები – ეს აქტუალიზდება და ასე რომ, მსოფლიო არის მხოლოდ ჭკუის პროდუქტი. სინამდვილეში, სამყარო თვით არის ღმრთაებრივი ჭკუის გამოვლინება, რომელმაც ინება, ეკოჰამ ბაჰუსიამ: “მე ვარ ერთი, მე გავხდები მრავალი!” სამყარო წარმოიშვა ღმერთის ჭკუაში, იგი აღმოცენდა და გავრცელდა იქ, და მას შემდეგ ჭკუა გახდა ძლიერი და გამჭოლი. თქვენგან თითოეულისთვის ჭკუა არის ის რაც აფერადებს მსოფლიოს. თუ იგი არის სუფთა, მსოფლიო არის კეთილშობილური; თუ იგი არის უწმინდური, მსოფლიო სავსეა საფრთხეებით.
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 23 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 10 მარტი.
როდის გაანათებს უზენაესი მე ჩვენში მთელი მისი ბრწყინვალებით? ბჰაგავანი აღწერს ჩვენთვის პირველ ნაბიჯს ამ მოგზაურობაში.
კუჭი სავსე საკვებისგან, თვალები სავსე ძილისგან, სახლი სავსე ბავშვების სიცილით – ეს, ადამიანების უმეტესობის აზრით, არის ბედნიერების უმაღლესი დონეები. მაგრამ ეს მიეწერება მხოლოდ დაბადებასა და სიკვდილს შორის ინტერვალს. რა მანამდე და შემდეგ? ტანი არის რაღაც ცალკე თქვენგან. თქვენ ფლობთ მას რამდენიმე წლის განმავლობაში და თქვენ კვებავთ მას, აღზრდით მას და იბრძვით მასთან, მოსათვინიერებლად თქვენი ნების შესასრულებლად. “შენ” ან “მე” ტანში არის “ათმა”, რომელიც არის ერთი მეორის გარეშე. როდესაც ტანთან იდენტიფიცირება სუსტდება, ათმას (ღმრთაებრივი მეს) ბრწყინვალება გახდება ცხადი. ტანთან მიჯაჭვულობა ნიშნავს იმ ნივთების დაგროვებას და შეძენას, რაც მის საჭიროებებსა და სიხარბეს აკმაყოფილებს. დაგროვება ახალისებს ექსპლუატაციას; იგი ვერ მოიპოვებს წყალობას. მას არ აქვს ლიმიტი; წყურვილი იზრდება ყოველ ყლუპთან ერთად. იგი ყოველთვის ითხოვს მეტს.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 21 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 11 მარტი.
რა უნდა ახსოვდეთ მათ ვისაც ლიდერობა სურს? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანს კარგი ხარისხებით შეუძლია გახდეს კარგი ლიდერი. მან უნდა მიიღოს მონაწილეობა სოციალურ მსახურებში მოსამზადებლად ლიდერობისთვის. ყველამ უნდა გააცნობიეროს რომ მათი ბედნიერება დაკავშირებული არის საზოგადოების ბედნიერებასთან მთლიანად. მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა განავითარონ ასეთი დამოკიდებულებები მოსწავლეებში. ყველა მიღწევის მიუხედავად ფიზიკურ მსოფლიოში, რამდენად შეძლო ადამიანმა თავისი ადამიანური ხარისხების განვითარება? ეს არის კითხვა, რომელიც დღეს დგას მსოფლიოს წინაშე. თუ ადამიანები შეისწავლიან ბჰარათის უძველეს ისტორიას, ისინი გააცნობიერებენ იმ მნიშვნელობას რასაც ძველები მიაწერდნენ ჭეშმარიტებას. შეიძლება იყოს განსხვავებები ინდივიდუალურ დონეზე, მაგრამ როდესაც ეროვნული ინტერესებია ჩართული, ეს განსხვავებები უნდა იყოს დავიწყებული და ყველამ უნდა იმოქმედოს ერთიანად. ასეთი იყო დჰარმაჯას დამოკიდებულება ურთიერთობაში თავის კაურავა ბიძაშვილებთან. მან თქვა: ”ინდივიდუალურ დონეზე, ჩვენ ხუთი ძმა პანდავა შეიძლება ჩავმწკრივდეთ ასი კაურავას წინააღმდეგ. მაგრამ თუ ერი საფრთხეშია, ჩვენ ვართ 105 დანარჩენების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი ვალი ერის დაცვაში“.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 12 მარტი.
რა არსებითი ხარისხები უნდა კულტივირონ სტუდენტებმა ხვალ ლიდერებად ყოფნისთვის? ბჰაგავანი შთააგონებს დღეს მისი ძლიერი რჩევებით.
სტუდენტებო! ქვეყნის მომავალი, კარგი თუ ცუდი, თქვენზეა დამოკიდებული. უფროს თაობას არ შეუძლია ერის რეფორმა. მხოლოდ დისციპლინირებულ და კარგად განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ კარგად ემსახურონ ერს, როგორც მომავალის ლიდერებმა. მოეპყრეთ მთელ მსოფლიოს, როგორც უზარმაზარ სასახლეს. ესწრაფეთ როგორც ბჰარათის ასევე ერების კეთილდღეობისთვის. ერთგულად მისდიეთთ თქვენს პრინციპებსა და რწმენას, მიუხედავად სხვებმა რა შეიძლება თქვან. გახსოვდეთ გოპიკების მაგალითი. მათი ერთგულება კრშნასადმი იყო მტკიცე და ურყევი. მიიჩნიეთ ჭეშმარიტება თქვენი ცხოვრების სუნთქვად. თუ თქვენ ლაპარაკობთ სიმართლეს და პრაქტიკებთ უბიწოებას, თქვენ მიაღწევთ უმაღლეს მდგომარეობას. ერთგულად მისდიეთ სიმართლეს საარსებო საშუალების გამომუშავებაში ან რამის განცდაში ცხოვრებაში. მითვისებული სიმდიდრე დაიკარგება იგივე გზით. დააკავეთ საკუთარი თავი რამე სახის სოციალურად სასარგებლო საქმიანობით საგანმანათლებლო, სამედიცინო ან სხვა სფეროებში. მსხვერპლად შეწირვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფულის გამომუშავება. მსახურების ამ სულით გამსჭვალულ სტუდენტებს შეუძლიათ წავიდნენ ნებისმიერ ქვეყანაში. არ გამოიყენოთ თქვენი დიპლომები როგორც სამუშაოსთვის სამათხოვრო თასები. წესიერად გამოიყენეთ თქვენი განათლება ერისთვის მსახურების გასაწევად და კეთილშობილური ცხოვრების გასატარებლად. ეს არის ჩემი თქვენთაგან ყველას დალოცვა.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 13 მარტი.
რა მოიპოვებს ნეტარებას და რა ვერ მოიპოვებს ნეტარებას? ბჰაგავანი ცალსახად განასხვავებს მას დღეს ჩვენთვის.
ნივთების, სწავლულობის თუ დიდების დაგროვებამ, შეიძლება არ მოიტანოს სიკეთე შეძენილის ჩადების გარეშე პრაქტიკულ გამოყენებაში საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. სიბრძნე აღიარებისთვის რომ ტანი რაც მას სჯერა რომ არის ის თავად არის მხოლოდ ინსტრუმენტი პყრობილი მის მიერ მოსული კაცში. ეს არის პირველი ნაბიჯი უმაღლესი სულიერი ცნობიერებისკენ. ყველა ადამიანში არის მუდამ თავისუფალი, მუდამ მიუჯაჭველი, მუდამ სუფთა ათმა. ეს არის ბრაჰმანი (აბსოლუტური რეალობა), კოსმიური ცნობიერება, ფარული და აშკარა ყველაში. იოგა (ღმრთაებრივი ერთობა) იღვიძებს როდესაც მსოფლიო არის დანახული დიდებული უდარდელობით. ეს არის უზენაესი ანანდას (ღმრთაებრივი ნეტარების) წყარო. როგორ შეიძლება უარის თქმა და მიუჯაჭვულობა დაშედეგდეს სიხარულში, ეს შეიძლება იკითხოთ. გადააგდეთ ეგოიზმის გრძნობა საქმიანობით დაკავებისას; გადააგდეთ, რამე ემოციის ან რეაქციის განცდისას, მსიამოვნებლის გრძნობა – მაშინ ადამიანი შეიძლება იყოს მუდამ სიხარულში. მაშინ ბჰოგი (სიამოვნების განმცდელი) ნამდვილად არის იოგი (სულიერად მოწინავე ადამიანი).
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 21 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 14 მარტი.
როგორი უნდა იყოს უფლის სახელის გალობის გავლენა და კეთილშობილ საზოგადოებაში დროს გატარება? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს.
ადამიანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ წავიდა ზღვის სანაპიროზე და ითამაშა ტალღებთან უნდა წარმოადგინოს, მტკიცებულების სახით, სულ მცირე წყვილი სველი ფეხი, ასე არ არის? ასევე, როცა თქვენ მიდიხართ სათსანგის ამ ზღვასთან (ღმრთისმოსავთა კომპანიასთან) და იზიარებთ ნეტარების ტალღებს, მტკიცება არის თვალებში დასველებულში ტირილით; გულში რომელიც ხარობს როცა სხვა ბედნიერია. თუნდაც როცა თქვენ ისმენთ, შეაგროვეთ თაფლი, როგორც ფუტკარი აკეთებს როცა იგი სტუმრობს ყვავილებს. ითქვა რომ მსოფლიო ხდება საი-მაიამი (სავსე საისგან), საი-ნამამით (საის სახელით) ყველას ტუჩებზე. მე მინდა ეს უფრო ღრმად ჩავიდეს. მე ასევე არ ვამტკიცებ რომ ეს უნდა იყოს სახელი “საი”. მსოფლიო უნდა გახდეს პარამათმა-მაიამი (სავსე უზენაესით), უზენაესის მრავალი სახელითა და ფორმით ადამიანთა ბაგეებზე და მათ ჭკუათა წინაშე! ეს არის ერთი და იგივე სუბსტანცია, ჩამოსხმული სხვადასხვა ფორმებში. როგორც შაქრის თოჯინები რომლებსაც ბავშვები ეძებენ, კატები, ძაღლები, ძროხები და ცხენები, ყველა არის ერთნაირი სიტკბოსი; ერთი ბავშვი უპირატესობას აძლევს ამ ფორმას და ამ სახელს; მეორე ტირის მეორე თოჯინისთვის! ერთი და იგივე ღმრთაებრივი არსება ჩნდება სხვადასხვა დროსა და ადგილას, იღებს განსხვავებულ სახელებს.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 26 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 15 მარტი.
რა არის ჭეშმარიტება ამ ცხოვრების შესახებ რაც ჩვენ უნდა გვახსოვდეს და განვაგრძოთ ერთად ჩვენი ცხოვრება? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
თქვენ იცით, რომ სიზმრების მსოფლიო არის უაზრობის ფანტასტიკი მსოფლიო, სადაც ორმოცდაათი წელი შეკუმშულია ხუთ წუთში და სადაც უცნაური ინციდენტები და საგნები აღიქმება როგორც რეალურად არსებული და განცდილი. მაგრამ ნება მიბოძეთ მე გითხრათ თქვენ რომ რეალიზების სტადიიდან, თუნდაც გაღვიძების სტადია, არის თანაბრად უსინამდვილო. მაშასადამე, გქონდეთ ფასეულობების გრძნობა, უფრო სწორად ფასეულობების სკალა; მიეცით ყველაფერს, ყველას, მისი ფასეულობა ან მათი ფასეულობა, არა ცოტა მეტი. ხუთი გარსი ფარავს ათმას და მალავს მის ბრწყინვალებას თვით გამოვლენიდან. გახადეთ ეს ყველა სუფთა და ბრწყინვალე. ფიზიკური გარსი (ანნამაია კოსა) უნდა გაიწმინდოს კარგი, წმინდა, სუფთა საკვებით; სასიცოცხლო გარსი (პრანამაია კოსა) მშვიდი, სტაბილური სუნთქვით და მშვიდი განწყობილებით; გონებრივი გარსი (მანომაია კოსა) წმინდა აზრებითა და ემოციებით, შეუხებელით მიჯაჭვულობით გრძნობებთან ან შეუხებელით სიხარულითა და მწუხარებით; სიბრძნის გარსი (ვიჯნანამაია კოსა) რეალობის ჭვრეტით; და ნეტარების გარსი (ანანდამაია კოსა) ღმერთის რეალიზების ექსტაზში ჩაძირვით.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 26 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 16 მარტი.
ჩვენ ხშირად გვეუბნებიან კალის ხანის მავნე გავლენების შესახებ. როგორ გავუმკლავდეთ ჩვენ მას? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
ჩვენ უნდა გავხადოთ საუკეთესო ჩვენი ახლანდელი ეპოქა, კალი იუგა, და ვეცადოთ ვაკეთოთ კარგი საქმეები და ვიცხოვროთ ბედნიერად ამ მსოფლიოში. წარსული წარსულია და იგი აღარასოდეს მოვა კვლავ, და ჩვენ არ ვართ დარწმუნებული მომავალზე. აწმყო არ არის მუდმივი; იგი იცვლება და მოძრაობს მუდმივად. აი ამ მიზეზით ჩვენ ვამბობთ: “იყავი კარგი, აკეთე კარგი, ხედე კარგი – ეს არის გზა ღმერთისკენ”. ეცადე იყო კარგი, აავსე გული სიკეთით და გაატარე კარგი ცხოვრება, და შედეგიც იქნება კარგი. როცა ჩვენ ავად ვხდებით, არანაირად არ არის სასარგებლო გულისტკენის გრძნობა ამასთან. აუცილებელია რომ ჩვენ როგორღაც ვეცადოთ მივიღოთ სათანადო წამალი და გადავლახოთ ავადმყოფობა. ნაცვლად ტირილის ჩვენს ნაშოვნ დაავადებაზე, უმჯობესია ვეცადოთ და განვკურნოთ იგი და დავეხმაროთ ტანს გამოჯანმრთელებაში. ამგვარადვე ნაცვლად სინანულის გრძნობის იმ ცუდი რამეებისთვის რაც ხდება ამ კალი იუგაში, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ ვიყოთ კარგები და მოვაცილოთ ცუდი ამ მსოფლიოდან.
– ზაფხულის თავსხმები, 1972, თავი 11.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 17 მარტი.
ზოგჯერ, ჩვენ ვწუხვართ რომ ჩვენი წარსული ცოდვები გვაღელვებს და ესები არის გარდაუვალი. ეს მართლა ასეა? ვერაფერი შეძლებს ჩვენს დახმარებას? ბჰაგავანი, მშვენიერი ანალოგიით, ნერგავს მტკიცე რწმენას ჩვენში.
თუ ჩვენ ვფიქრობთ რომ პრარაბდჰა კარმას (წარსულის ქმედებების წინასწარ დანიშნული შედეგების) ეფექტი გარდაუვალია, მაშინ რა არის სარგებელი ღმერთის თაყვანისცემისგან? მიუხედავად იმისა, რომ პრარააბდჰა არსებობს, ღმერთის მწყალობლობა უეჭველად მოაცილებს დიდწილად, მისგან ცუდ შედეგებს. აქ არის პატარა მაგალითი. არის საინექციო ბოთლი. ზედ აწერია, რომ შიგნით წამალი შეიძლება გამოყენებული იყოს 1970 წლამდე. 1972 წელს სწორედ ეს ბოთლი არის იქ და ამგვარად წამალიც არის მის შიგნით. მაგრამ წამალს არ ექნება ძალა. იგი ვერ მოემსახურება მის მიზანს. იგივენაირად, ჩვენს ბედში შეიძლება იყოს წამალი ან პრარაბდჰა; მაგრამ ღმერთის მწყალობლობით, ჩვენ შეგვიძლია შევასუსტოთ და დავაჩლუნგოთ მისი ეფექტი. მიუხედავად იმისა რომ იგი იქ არის, იგი ვერ შეგვაწუხებს ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ღმერთის მადლის მომხმარებლები; ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არც პრარაბდჰას, არც სანჩითას და არც აგამის (კარმას სხვადასხვა ტიპის). თუ ღმერთი ნასიამოვნებია ჩვენი თაყვანისცემით, ის აუცილებლად გააუქმებს მათ ცუდ შედეგებს. ამიტომ, ყველაზე მთავარი რამ რასაც ჩვენ უნდა ვეცადოთ არის ღმერთის მადლის მოპოვება, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ყველა ეს ცუდი ეფექტი.
– ზაფხულის თავსხმები, 1972, თავი 11.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 18 მარტი.
რატომ არის ადამიანის ქცევის ტრანსფორმება უმნიშვნელოვანესი? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს.
ჯნანა (სულიერი ცოდნა) ითვლება ძირითად რეკვიზიტად კაცისთვის. მაგრამ რაც არის ნამდვილად ძირითადი არის მისი ქცევა – უბიწო ქცევა. ადამიანის ქცევა განსაზღვრავს მის ხარისხებს და ხარისხები, თავის მხრივ, განსაზღვრავს მის საქციელს. ყველა არის ღმერთის შვილი და თანაბრად არის უფლის სიყვარულის უფლების მქონე. მაშინ რატომ არის განსხვავებები კაცებს შორის? რატომ არ არსებობს თანასწორობა ან იგივეობა? ეს გამოწვეულია ადამიანების გონებრივი წყობის განსხვავებებით. თუ ჭკუა უწმინდურია, ადამიანის ქმედებები აუცილებლად უწმინდური იქნება. როცა ჭკუა და ცნობიერება დამახინჯებულია ეგოიზმით, ადამიანის ქცევაც დამახინჯებულია. როდესაც ესები არის შეტრიალებული ღმრთიურისკენ, კარგი ქმედებები მოსდევს ბუნებრივად. ჭკუა არის კარგი და ცუდი საქმეების მიზეზი. მაშასადამე, რისი მიღწევაც ჩვენ გვსურს, ჩვენ უნდა ვეცადოთ შევასრულოთ აღგზნებისა და მღელვარების გარეშე.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 19 მარტი.
რა არის ყვავილი რაც ჩვენ უნდა ვაჩუქოთ სანაცვლოდ სიყვარულისა და სიმშვიდის მისაღებად? ბჰაგავანი ნათლად და სიყვარულით ააშკარავებს დღეს.
მოიტანეთ მილიონი ყვავილი და გააკეთეთ პუჯა ამით. ყველა იქნება უარყოფილი, არცერთი მიღებული. მოიტანეთ ერთი ლოტოსი, თქვენი გული რომელიც სუფთაა; სატია საი მიიღებს მას და გაჩუქებთ თქვენ ორივეს სიყვარულსაც და მშვიდობასაც. შესთავაზეთ თქვენი სათნოებები ყვავილებად. სათნოებები რომლებიც ავრცელებს სილამაზესა და სურნელს. შესთავაზეთ თქვენი გულის ლოტოსი, გათავისუფლებული მავნებლებისგან როგორიცაა ვნება, ბრაზი და სიძულვილი. ღმრთაებრიობის თესლი უნდა აღიზარდოს ადამიანური ძალისხმევით და მუდმივი ზრუნვით, იმისთვის რომ შეძლოს აყვავება და ნაყოფის მოსხმა. ამოიღეთ თქვენი ჭკუიდან სხვებზე აზრით, სიტყვით და საქმით ზიანის მიყენების სურვილის ყველა კვალი. რეაქცია, რომელსაც თქვენ შეეჯახებით ნებივრობით საქციელში რომელიც არის დროებით დამაკმაყოფილებელი იქნება უბედურების მომტანი. ყოველი ასეთი ქმედება არის თესლი დარგული თქვენს საკუთარ ჭკუაში, სარეველა, რომელიც გაიზრდება ველურად და გაანადგურებს თქვენს საკუთარ მშვიდობასა და სიხარულს. ამიტომ, იყავით ფხიზლად ასეთი ტენდენციების წინააღმდეგ. გაასუფთავეთ თქვენი აზრები, სიტყვები და საქმეები და იმოქმედეთ როგორც კაცებმა მარშზე თავიანთი ღმრთაებრივი ბედისკენ. მე გლოცავთ რომ თქვენ შეძლოთ წარმატება და მიაღწიოთ მიზანს.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 21 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 20 მარტი.
რა არის ყველაზე მარტივი ტექნიკა ადამიანის ცხოვრების მიზნის განსახორციელებლად, განსაკუთრებით ამ დღეებსა და ამ ხანაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
სიყვარულის ტანმოსილებნო! ადამიანის სიცოცხლე არის ძვირფასი, წარჩინებული და სათნო. სამწუხაროა, რომ ადამიანები ამას ვერ ხვდებიან. ადამიანის ცხოვრების მთელი განზრახვა და მიზანი არის მისი ჭეშმარიტი ბუნების შეცნობა. დავიწყებით საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების, კაცი ჩაჭიდებულია ამსოფლიურ საზრუნავებზე და ჩაძირულია ტანჯვაში. უძველესმა ბრძენებმა მიუთითეს გზა მისადევნი კაცობრიობის გამოსყიდვისთვის. მათ ხოტბა შეასხეს თაყვანისცემის ცხრა ფორმას, რომელთაგან ნებისმიერს შეეძლო ნეტარების მინიჭება და ადამიანის სიცოცხლის გამოსყიდვა. ღმრთიურის სიახლოვის განსაცდელად ყველაზე ადვილი გზა არის ნამასმარანა, მუდმივად უფლის სახელის ხსენება. ბრძენმა ვედა ვიასამ განაცხადა რომ ამ კალი იუგაში არაფერია იმაზე დიდი ვიდრე ჰარის სახელის გალობა ღმერთის შესაცნობად. ეს არის უადვილესი გზა ყველასთვის, სწავლულისა და გაუნათლებლისთვის, მდიდრისა და ღარიბისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 3 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 21 მარტი.
რატომ არის გულის სისუფთავე ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი? ბჰაგავანი სიყვარულით გვაძლევს ჩვენ დღეს შესანიშნავ ახსნას.
უპირველეს ყოვლისა, შეავსეთ თქვენი გული სიყვარულით ღმერთის მიმართ. თქვენი გული არის ავზის მსგავსი, და გრძნობები არის ონკანების მსგავსი. როცა თქვენ აავსებთ თქვენი გულის ავზს სიყვარულით, სიყვარულის ტკბილი წყალი იდენს გრძნობების ონკანების მეშვეობით. როგორიც არის გრძნობები თქვენს გულში, ასეა მოქმედებებიც. როდესაც თქვენი გული სავსეა სიყვარულით, ყველა თქვენი ქმედება იქნება სავსე სიყვარულით. თუ თქვენ ჩააგდებთ ქვას წყალსატევში, იგი წარმოქმნის ტალღებს მთელ წყალსატევში. მსგავსად, როდესაც თქვენ ჩააგდებთ კარგი ან ცუდი აზრის ქვას თქვენი ჭკუის ტბაში, მისი ეფექტი გავრცელდება თქვენი ტანის ყველა ნაწილზე. როცა ცუდი აზრი შედის თქვენს ჭკუაში, თქვენი თვალები დაინახავს ბოროტებას, თქვენი ხელები გააკეთებს ბოროტებას, თქვენი ლაპარაკი გახდება ბოროტი, თქვენი ყურები მოისმენს ბოროტებას და თქვენი ფეხები ივლის მხოლოდ ბოროტ ადგილებში. აზრების ეფექტი გავრცელდება მთელ ტანში თავიდან ფეხის თითებამდე. გული არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. როცა გული არ არის სუფთა, სიცოცხლე ხდება უაზრო.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 23 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 22 მარტი.
ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს აწმყოდ, სასიხარულო მომავალის უზრუნველსაყოფად? უგადის (ტელუგუ/კანადის ახალი წლის) დღესასწაულზე, ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ თავისი კურთხევებით დღეს.
გიყვარდეთ ყველა. გქონდეთ რწმენა რომ ღმერთი არის ყველაში. გააბედნიერეთ ყველა. მხოლოდ მაშინ შეიძლება თქვენ მიაღწიოთ ბედნიერებას. თქვენთვის შეუძლებელია ბედნიერების მიღწევა სხვების გაბედნიერების გარეშე. უგადის ამ დღეს, მიიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება თქვენი გულის განწმენდაზე. წარსული არის წარსული. იგი ვერ დაბრუნდება. როცა თქვენ მიდიხართ გზაზე, თქვენ უნდა იხედოთ გზაზე თქვენს წინ. რა აზრი აქვს უკან ხედვას? მსგავსად, აზრი არ აქვს წარსულზე ფიქრს. მომავალი არ არის გარკვეული. რა გარანტიაა რომ თქვენ იქნებით ცოცხალი ხვალამდე? ასე რომ, არ ინერვიულოთ თქვენს მომავალზე. იცხოვრეთ აწმყოში. ეს არ არის ჩვეულებრივი აწმყო. ეს არის ყველგანმყოფი, მნიშვნელობა წარსულის შედეგების და მომავლის თესლის არის მოცული მასში. ასე რომ, როდესაც თქვენ სწორად იყენებთ აწმყოს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ თქვენი მომავალი არის უვნებელი და საიმედო.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 13 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 23 მარტი.
ძველი ბჰარათიას ტრადიციის რა ასპექტები უნდა აღვადგინოთ ჩვენ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
საუკუნეები გავიდა და მსოფლიომ განიცადა მრავალი ცვლილება, მაგრამ არ მოხდა ტრანსფორმირება ადამიანის გულში. ზოგი ადამიანი ამბობს რომ განათლება იწვევს ცვლილებას კაცში. ეჭვგარეშეა, მოხდა ცვლილება. მაგრამ რა ტიპის ცვლილება არის ეს? ეს არის თავისებური ცვლილება რასაც მიჰყავს ადამიანის ჭკუის უკუღმართობასთან მისი გულის გარდაქმნის ნაცვლად. სინამდვილეში, თანამედროვე განათლებამ დაუმატა კაცს დაბნეულობა. კაცი არ სწავლობს იმას რაც ნავარაუდევია. ის კარგავს თავის სიცოცხლეს მხეცური ხარისხების კულტივირებით და დემონური საქმეებით გატაცებით. ბჰარათის კულტურა დიდ ყურადღებას აქცევს ერთობას ჩადებულს სხვადასხვაგვარობის საფუძველში. იგი გვისურვებს ჩვენ გავიგოთ ერთობის ეს პრინციპი და ვიმუშაოთ ჩვენი საკუთარი გამოსყიდვისთვის. ასე, დღეს იზრდება რაოდენობა ეგრეთ წოდებული განათლებული ინტელექტუალების ვინც ერთობას ანაკუწებენ მრავალფეროვნებად, მაგრამ რაოდენობა კეთილშობილური სულების ვინც ვიზუალირებს ერთობას მრავალფეროვნებაში კლებულობს. ძველი ბჰარათიების ცხოვრების წესი იყო ისეთი რომ ისინი ავლენდნენ დიდ ზრუნვას თითოულის კეთილდღეობაზე. ისინი იღებდნენ სიამოვნებას სხვებისთვის ბედნიერების მინიჭებაში.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 13 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 24 მარტი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ განვიცადოთ რამას ყოფნის სიტკბო შიგნით და როგორ უნდა აირეკლოს ის ჩვენს ცხოვრებაში? ბჰაგავანი შესანიშნავად და ნათლად ხსნის დღეს.
მიიღეთ ეს რომ ის არის რამა, ვინც საუბრობს თქვენი მეშვეობით და პატივი ეცით თითოეულ სიტყვას როგორც რამა გააკეთებდა. დაფიქრდით რამდენი მოინანია ლაკშმანამ არ მოქმედებისთვის, ერთ საბედისწერო შემთხვევაზე, სიტყვის მიხედვით რაც მან მისცა თვით რამას. რამამ მას სთხოვა არასოდეს დაეტოვებინა სიტა მარტო განდეგილობის საცხოვრებელში და ის დათანხმდა. მაგრამ მან დატოვა საცხოვრებელი და სწორედ ასე შეძლო რავანამ სიტას გატაცება და მისი გადაყვანა თავისი კუნძულის ქალაქში! რამა არის ათმა-რამა, ღმერთის ხმა შიგნით. არ ეურჩოთ მას ან არ აერიდოთ მის დირექტივებს. ილოცეთ რომ ხმამ გაგაფრთხილოთ თქვენ მუდამ, ილოცეთ თავმდაბლობით და დანებდით რჩევას. მაშინ რამა წაგიყვანთ თქვენ სწორად თანაგრძნობით. რამადასი ბჰდრაჩალამი ჩააგდეს ციხეში; მას უმოწყალოდ ურტყამდნენ. მაგრამ მას არასოდეს დაუკარგავს რწმენა რამაში. თხოვდა საბრალო წყალობას და მან შეძლო მოპოვება ღმრთიური ჩარევის თავის დასახსნელად წამებისგან. ურყევი რწმენა არის სულიერი წარმატების ნიშანი. ეს არის ადამიანის შინაგანი რეალობის, მასტაბილირებელი ბირთვის, კაცში ღმრთაებრივის შეცნობის შედეგი.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 21 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 25 მარტი.
რა არის დჰარმა რის მიდევნასაც ჩვენ უნდა ვეცადოთ? რა არის დჰარმა რის დასამყარებლადაც ავატარები მოდიან? ბჰაგავანი სიყვარულით ნათელყოფს დღეს ჩვენთვის.
დჰარმა არ არის ის რაც შეიძლება განისაზღვროს განურჩევლად ყველა ადამიანის მიერ, მისი კაპრიზის თანახმად. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ დჰარმა რაც მოდის მისი გულიდან არის მისი დჰარმა; როგორ შეიძლება იგი გახდეს ღმერთის დჰარმა? ასე რომ, თქვენს გულში – არა ფიზიკურ გულში არამედ სულიერ გულში – თქვენ უნდა შეეცადოთ აღმოაჩინოთ და შეიცნოთ უზენაესი მე-ს პრინციპი. სიტყვა “მე” ეკუთვნის ათმას და არასოდეს ტანს. ამრიგად, დჰარმა არის ის რაც მოდის ჩვენი გულიდან და რაც ჩადებული უნდა იყოს პრაქტიკაში ჩვენს მიერ. ვიავაჰარიკა დჰარმა ან დჰარმა, რომელიც დაკავშირებულია ყოველდღიურ რუტინასთან იცვლება ყოველდღიურად. ის რაც ყოველდღიურად იცვლება არ არის ნამდვილი დჰარმა. დჰარმა არის მარადიული, იგი არის უცვლელი, იგი არის ჭეშმარიტება. თუ იგი ცვალებადია, ჩვენ რატომ უნდა დავამკვიდროთ ასეთი დჰარმა? უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ მის მიხედვით? რამა აღწერილია რამაიანაში უწყებით, რამო ვიგრაჰავან დჰარმაჰა – რამა არის დჰარმას ტანმოსილება. თუმცა რამას ჰქონდა ფიზიკური ტანი, დჰარმა რითაც მან იცხოვრა და მისცა მაგალითი და დაამკვიდრა მსოფლიოში მარადიულობისთვის არის მარადიული დჰარმა; ეს არის უცვლელი ჭეშმარიტება.
– ზაფხულის თავსხმები, 1972 თავი 11.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 26 მარტი.
ჩვენ როგორ უნდა მივუდგეთ სევას შესაძლებლობას? ბაგავანი დღეს სიყვარულით გვახსენებს ჩვენ კიდევ ერთხელ.
გაამაგრეთ თქვენი გული აღტაცებით, გაუზიარეთ აღტაცება სხვებს და თაყვანი ეცით ღმერთს ამ მომხიბლავი ფორმით. როდესაც თქვენ შეხვალთ სევასთვის საჭირო კვალიფიკაციაში, თქვენ გეცოდინებათ რომ სუფთა გული, დაუბინძურებელი პატივმოყვარეობით, სიხარბით, შურით, სიძულვილით ან კონკურენციით არის არსებითი. რაც ასევე საჭიროა არის რწმენა ღმერთში, როგორც სიცოცხლისუნარიანობის, სათნოებისა და სამართლიანობის წყაროში. სევა არის თაყვანისცემა თქვენი შეთავაზებული ღმერთისადმი ყველას გულში. არ დასვათ სხვა კითხვა რომელ სახელმწიფოს ეკუთვნით თქვენ, ან თქვენ რომელ კასტას ან მრწამსს აღიარებთ. ხედეთ თქვენი საყვარელი ღმერთის ფორმა ამ სხვა ადამიანში; სინამდვილეში, ის არ არის “სხვა” საერთოდ. ეს არის მისი (უფლის) სახე, ისევე როგორც შენ ხარ. თქვენ არ ეხმარებით ვინმე ‘ერთ ინდივიდს’; თქვენ თაყვანს მცემთ მე, მათში. მე ვარ თქვენს წინაშე ამ ფორმით; ასე რომ, სად არის აქ ადგილი თქვენში ეგოსთვის რომ ასწიოს მისი თავი? მოვალეობა არის ღმერთი; მუშაობა არის თაყვანისცემა. უმცირესი სამუშაოც კი არის ყვავილი დადებული ღმერთის ტერფებთან.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 4 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 27 მარტი.
რა არის კაცობრიობის უნიკალური და განსაკუთრებული დიდება? როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ეს განსაკუთრებული უნარი? ბჰაგავანი სიყვარულით გვაგულიანებს ჩვენ თავისი განუმეორებელი ტკბილი მანერით დღეს.
თქვენ შეიძლება ვერ მიიღოთ შანსი მონაწილეობის მისაღებად მომსახურების ზოგიერთ გიგანტურ სქემაში, რომლის მეშვეობითაც მილიონობით ადამიანმა შეიძლება ისარგებლოს; თქვენ შეიძლება კოჭლი ბატკანი გადაიყვანოთ ღობეზე, ან ბრმა ბავშვი გადაიყვანოთ გადატვირთულ გზაზე. ეს ასევე არის თაყვანისმცემის აქტი. სევა არის უფრო ნაყოფიერი ვიდრე ჯაფა, დჰიანა, იაჯნა და იაგა, ჩვეულებრივ რეკომენდებული სულიერი ასპირანტებისთვის. რადგან, სევა ემსახურება ორ მიზანს: ეგოს მოსპობას და ანანდას (ნეტარების) მიღწევას. როცა ვინმე შენთან ახლოს მჯდომი მწუხარებაშია ჩაძირული; შეძლებ შენ იყო ბედნიერი? არა. ახლომახლო ბავშვი შეიძლება პათეტიკურად ტირის და შენი თვალები თანაგრძნობის ნიშნად ცრემლებით არის სავსე. რატომ? არსებობს უხილავი კავშირი ამ ორს შორის. მარტო ადამიანს აქვს სიმპათიის ეს ხარისხი; მხოლოდ მას შეუძლია იყოს ბედნიერი, როცა სხვები არიან ბედნიერნი და უბედური, როცა სხვები არიან უბედურები. ამიტომ არის ის შემოქმედების სრულყოფილების ნიმუში, ცხოველური წინსვლის უმაღლესი წერტილი. მარტო ადამიანი არის სევას შემძლე; ეს არის მისი განსაკუთრებული დიდება და უნიკალური უნარი.
– – ღმერთის საუბარი, 1970 წლის 4 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 28 მარტი.
რადგან ჩვენ ვემზადებით შრი რამა ნავამის აღსანიშნავად, რა განსხვავებაა რამასა და რავანას შორის და როგორ შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ იგი ჩვენი საკუთარი სიკეთისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ჩვენთვის დღეს.
რავანამ ასწავლა დიდი გაკვეთილი მსოფლიოს. მან წამოიძახა: “ოჰ, კაცებო! ნუ იცხოვრებთ როგორც მე ვცხოვრობდი და ნუ დაანგრევთ თქვენს ცხოვრებებს”. რა არის რავანას დანგრევის ძირითადი მიზეზი? უძლურმა დაეპყრო თავისი სურვილები და მოდრეკილების არმქონემ თავი დაეღწია მისი იმპულსებისგან, მან გაანადგურა მთელი თავისი კლანი. მისი ვაჟები მოკლეს. მისი ძმა და სხვა ნათესავები დაიღუპნენ და საბოლოოდ მისი ქვეყანა გადაიქცა ფერფლად. რავანამ აღიარა – “საბოლოოდ მე თვითონ დავინგრიე თავი”. ეს მესიჯი მისცა რავანამ თანამემამულეებს თავის ბოლო წუთებში. მხოლოდ სურვილების დათრგუნვით ავლენს კაცი თავის ადამიანობას. კაცი ვინც ვერ ახერხებს თავისი სურვილების ბოლოს მოღებას დასასრულს ბოლოს უღებს თავის თავს. კარგი კაცი თავისი კარგი ქცევით აღწევს სიდიადეს. რავანა ცდილობდა სიდიადის მიღწევას მაგრამ არ ცდილობდა კარგი ცხოვრების გატარებას. რამას კარიერა არის განსხვავებული. ის ისწრაფოდა მხოლოდ კარგ კაცად ყოფნისკენ და არ ეძებდა სიდიადეს.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 16 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 29 მარტი.
რა არის ნამდვილი ტკბილეული რის მიღებაც ჩვენ შეგვიძლია ყოველ დღე, ყოველგვარი წუხილის გარეშე? ბჰაგავანი ნათლად და სიყვარულით გვიხსნის დღეს ჩვენ თავისი განუმეორებელი სიტყვებით.
თქვენი ჯანმრთელობა გაფუჭდება ბაზარზე გაყიდული ყველა სახის ტკბილეულის ჭამით. ეს ტკბილეული შეიძლება გემრიელი იყოს, მაგრამ საზიანოა თქვენთვის. სამაგიეროდ, რამა ნამას ტკბილეული მოამზადეს ჩვენმა დიდმა რიშებმა. მას აქვს გასაოცარი ეფექტი თქვენს ჭკუაზე. იგი ვერასოდეს გახდება მოძველებული ან გაფუჭებული. რაც უფრო მეტს მიირთმევთ რამა ნამას ამ ტკბილეულს, მით მეტ სიხარულს მიიღებთ თქვენ მისგან. იგი არის შაქარზე ტკბილი და ხაჭოზე გემრიელი. რამას ღმრთაებრივი სახელი სავსეა სიტკბოებით და იგი დარჩება ტკბილი სამუდამოდ. აქ დედამიწაზე იყო ღმერთის მრავალი ინკარნირება. მაგრამ რამას ღმრთაებრივი სახელი რჩება საუკუნოდ. უძველესი დროიდან რამა ნამა რჩება ტარაკა მანტრად (გალობად რაც ათავისუფლებს) ერთისა და ყველასთვის. სწორედ ბავშვებიდან უფროსებამდე, ყველა იღებს ნეტარებას რამა ნამას გალობით. ასაკი არ არის დაბრკოლება რამა ნამას სიტკბოს განცდისთვის. ამ სახელში არის უზარმაზარი სიტკბო. არასოდეს უარყოთ ასეთი ტკბილი, ნექტარული და ნეტარი რამა ნამა ერთი წამითაც კი!
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 7 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 30 მარტი.
რა არის უფალ რამას უმთავრესი სწავლება რაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ამ წმინდა შრი რამა ნავამის დღეს და ვაპრაქტიკოთ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
რამას უპირველესი სწავლება იყო რომ ადამიანმა უნდა მისდიოს სატიას (ჭეშმარიტებას). სატიას აღებით საფუძვლად, ადამიანმა უნდა დაიცვას და წინ წასწიოს დჰარმა (უბიწოება). დჰარმა არ არის შემოსაზღვრული რომელიმე კონკრეტული ადგილით ან ქვეყნით; ეს არის წარმოდგენილი ყველაში. იგი დაბადებულია სატიასგან. სინამდვილეში, დჰარმა ვერ იარსებებს სატიას გარეშე. რა არის დჰარმა? დჰარაიათი ითი დჰარმა (ის, რაც ეშველება არის დჰარმა). ზოგიერთი ადამიანი არასწორად ზღუდავს დჰარმას მხოლოდ ღარიბების კვებით ან ქველმოქმედებით. დჰარმა უნდა იღვრებოდეს ადამიანის საკუთარი გულიდან. შემდეგ, იგი უნდა ჩაიდოს პრაქტიკაში. აკეთეთ როგორც თქვენ ამბობთ. ეს არის კაცის უპირველესი მოვალეობა. უნდა არსებობდეს სრული ჰარმონია ადამიანის სიტყვებსა და მოქმედებებში. მეორეს მხრივ, თუ ვინმე ამბობს ერთ რამეს და აკეთებს რაღაც მის საწინააღმდეგოს, ეს ნიშნავს ადჰარმას (ბიწიერებას). თქვენ გაქვთ უფლება იწოდებოდეთ ადამიანის არსებად მხოლოდ როცა თქვენი აზრები, სიტყვები და საქმეები არის ჰარმონიაში. რამამ მიაღწია აზრის, სიტყვისა და საქმის ერთიანობას. საპირისპიროდ, რავანას აზრები, სიტყვები და საქმეები იყო უთანხმოებაში ერთი მეორესთან.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 7 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 31 მარტი.
რატომ უნდა წაიკითხონ ადამიანემა რამიანა მრავალჯერ და გააკეთონ თვითანალიზი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ რამაიანას მართებულობას დღესაც კი.
მსოფლიოს დღეს უკიდურესად სჭირდება ისტორია რამას შესახებ. ჯერ ერთი, დღეს ვაჟები არ მისდევენ თავიანთი მამების მითითებებს. მამები არ იძლევიან სწორ მაგალითს ბავშვებისთვის. მოწაფეები არ სცემენ პატივს მოძღვრებს სათანადოდ. მოძღვრები არ ეპყრობიან მოწაფეებს სიყვარულით. არ არის სიყვარული ვერ იპოვით მეგობრებს შორისაც კი! ურთიერთობები მათ შორის არის გაუცხოებული. ცხოვრების ყველა სფეროში – ადმინისტრაციაში, სოფლის მეურნეობაში, ბიზნესში თუ პოლიტიკაში – უთანხმოება მძვინვარებს. უთანხმოება და კონფლიქტი ბატონობს სოციალურ, პოლიტიკურ და სულიერ სფეროებშიც კი! თუ თქვენ გაერკვევით ამ სიტუაციის მიზეზებში, თქვენ დარწმუნდებით ეგოიზმი არის ამ ყველაფრის საფუძველი. ძირითადი ელემენტები არის საერთო მთელი კაცობრიობისთვის. მსოფლიო არის ერთი ოჯახი. კაცები ყველა არიან ძმები. რამამ უქადაგა მსოფლიოს ეს ძირითადი ჭეშმარიტება. მან ასწავლა მსოფლიოს ყოველდღიური ცხოვრების მოვალეობები, სოციალური მოვალეობები და ოჯახური ვალდებულებები. მოვალეობათა ეს სამმაგი ნაკადი არის რამიანას მესიჯი. ვინც ამ სამმაგ ნაკადში იბანავებს არის მიტევებული თავის ცოდვებზე და არის გამოსყიდული. ყველამ უნდა წაიკითხოს, გადაიკითხოს რამაიანა და იცხოვროს მის მიხედვით!
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 16 აპრილი.

ბაბა