უკან: ნაწილი V
“ყველაფერი რაც უნდა მოხდეს, უსათუოდ მოხდება. თუნდაც თქვენ დაიმალოთ ტყეში, თქვენ ვერ შეძლებთ გადაურჩეთ ავადმყოფობებს, სიბერეს და სიკვდილს.
და როცა მოვა დრო, თქვენ მზად იქნებით გასამგზავრებლად, ყველაფრის უკან დატოვებით.
ეს არის წყალობა ღმერთის, და მარტო ის არის მუდმივი”.
ბაბა
მოვიდა დრო, გაქრა რკინის ფარდა, და მოწაფე გოგონამ იგრძნო უძლეველი მისწრაფება გამგზავრებულიყო მასწავლებლის მოსაძებნად.
“მაგრამ შენ ხომ გყავს მასწავლებელი”, – თავშეკავებით შეახსენა შინაგანმა ხმამ.
მყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ უხილავი, მე კი მინდა მასწავლებელი ხორცში, რომ მას შეეძლოს მე მელაპარაკოს, მასწავლოს და მომცეს მიმართულება. როგორც წიგნში “ორი სიცოცხლე”. მოწაფე მოწყურებული იყო მოხვედრილიყო მსგავს აშრამში – თუნდაც ყრუ კუთხეში, ნებისმიერ მსახურებაზე – თუნდაც ერეცხა საჭიროები, ოღონდ მიეღოთ.
რეალური აღმოჩნდა მხოლოდ ინდოეთში საი ბაბასთან მიმავალ ჯგუფთან შეერთების შესაძლებლობა.
მოწაფისთვის საი ბაბა იყო ერთ-ერთი ისეთი სულიერი ლიდერებიდან, როგორიც არის აურობინდო, იოგანანდა, კრიშნამურტი და სხვები, და მეტი არაფერი. ის მერყეობდა, წასულიყო თუ არა, როცა ერთხელ, ოთახში ყოფნისას, უცებ იგრძნო თითქოსდა არომატი, რომელიც ბადებდა სიყვარულის ღრმა გრძნობას. გაკვირვებული, ის პატარა ჭავლის მიყოლით მივიდა წყარომდე – ეს აღმოჩნდა საი ბაბას პატარა ფოტოგრაფია საბავშვო წიგნის ყდაზე. ის ასხივებდა სიყვარულს.
“ესე იგი – უნდა გავემგზავრო. იქ ადგილზე უფრო ადვილად გავიგებ აშრამის შესახებ”. მოწაფეს არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა სად მიემგზავრებოდა.
საი ბაბაზე პირველმა შეხედვამ გამოიწვია შერყევა – უნდოდა ხმამაღლა ეღრიალა პირდაპირ ბრბოს წინაშე.
“არა”, – უთხრა შინაგანმა ხმამ, – “შენ უნდა იყო ძლიერი”.
ამ დროს, მათი რიგის სიახლოვეს გავლის შემდეგ, საი ბაბა უცებ შემობრუნდა და მოცინარი მზერით პირდაპირ შეხედა მოწაფეს. ყველა გარშემო მყოფმაც გაუაზრებლად მიაპყრო მას მზერა.
“აი შენც აქ ხარ”, – მოისმინა გოგონამ ნაცნობი ხმა, – “დიახ ეს მე ვარ. და იქაც მე ვიყავი”.
და მან მისი შინაგანი მზერის წინ მოაბნია წარსულის ნახევრად დავიწყებული სურათები.
პერიოდულად ის დადის მაღაზიაში პროდუქტებისთვის, და საქმეც ისაა, რომ იქ მას ხვდება ცოტაოდენ შერყეული მდაბიო – ის უბრალოდ დაყიალობს რიგის ახლოს, მაგრამ არაფერს არ თხოულობს.
ტრანსპორტის გაჩერებაზე ხშირად ჩნდება მეორე საწყალი, და მისი უცხო შესახედაობა და უცხო გამოხედვა ამბობს, რომ ის ცოტა კარგად ვერ არის.
და ყოველი შეხვედრისას მოწაფე გოგონას აღეძვრებოდა გამოკვეთილი გრძნობა, რომ ისინი მას აკვირდებიან.
ერთხელ, მათი ინსტიტუტის, სრულიად დახურულ ტერიტორიაზე თავისუფლად შეაღწია ცნობილმა მეცნიერებასთან დაახლოებულმა ჭკუიდან გადაცდენილმა და აიძულა უფროსი გამოეძახებინა მოწაფე გოგო კონსულტაციაზე. ეს იყო უცნაური საუბარი – არანორმალური სახე, ყურადღებიანი მზერა და მათგან გამოსხივებული სითბოს გრძნობა. სხვა დროს, როცა ის მარტო იჯდა ლაბორატორიაში გათვლებზე, უეცრად გაიღო კარები, და ზღურბლზე წარმოიქმნა გამხდარი და მკრთალი ფიგურა – ეს იყო იქიდან თითქმის კილომეტრ მანძილზე მდებარე ტიპოგრაფიის არც მთლად ნორმალური მუშაკი. დიახ, თქვენთვის სასაცილოა, მაგრამ მოწაფე გოგოს დღემდე რცხვენია – ის შეშინდა, შეიცნო რა, რომ ფანჯრის გარეთ სიბნელეა, და მთელ სართულზე არავინ არ არის. და მაშინვე გაიგო – მან შეამჩნია მისი შიში და, თხოვა წყალი, შებრუნდა და გაუჩინარდა, მაგრამ გამოხედვაში, მოჩანდა, გაიელვა სინანულმა.
“დიახ, ეს ყველაფერი მე ვიყავი”.
ერთხელ მოწაფემ გაუმხილა თავის მეურვე ქალს: “შენ იცი, მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ მე ვიმყოფები ყველა გარშემომყოფი ჭკუიდან გადამცდარის დაკვირვების ქვეშ”.
ერთხელ ის ჩადგა რიგში კაფეტერიის სალაროსთან – იყო ძალიან მშიერი. და მაშინვე მასთან მივარდა, თითქოს მას ელოდებოდა, ასე თხუთმეტიოდე წლის ბიჭი და, ახლაც კიდევ, – დიახ, თქვენ მართალი ხართ -არაჯანმრთელი ბრწყინვალებით თვალებში, რაღაცას ბუდბუტებდა დედის და საჭმლის შესახებ. მაშ კარგი, გაიფიქრა გოგომ, როცა მას აძლევდა უკანასკნელ ფულს, ვესესხები ვინმეს ხელფასამდე.
“ეს მე გამოწმებდი შენ სიხარბეზე”, –
გაუკეთა კომენტარი ამ სურათს სვამიმ.
“მაგრამ სვამი, რატომ ყოველთვის მდაბიოები ან შეშლილები?”
“იმიტომ, რომ მათ ან არ აქცევენ ყურადღებას, ან ერიდებიან, მათ კი შეუძლიათ მოიქცნენ ისე, როგორც მოეხასიათებათ, არაჩვეულებრივი სახითაც კი”.
სხვა შემთხვევაში ის გამოვიდა სამუშაოს შემდეგ ქუჩაში და მოულოდნელად თავის ახლოს შეამჩნია ძონძებში ჩაცმული ხეიბარი, რომლისგანაც მოდიოდა გამოსასვლელი ადგილის ყველა არომატი (გვერდზე იყო ქოხმახები) – ის ითხოვდა გზის იქით გადაყვანას. და მან ჩაჰკიდა ხელი ხელზე, ცუდ სუნებზე, რომლებსაც ვერ იტანდა ყურადღების მიქცევის გარეშე, თანაგრძნობით უსმენდა, გზის გადაკვეთისას, მის ტრაბახს ჯერ კიდევ დაუკარგავ მამაკაცურ ღირსებებთან და წარმატებებთან დაკავშირებით და ფიქრობდა: უბედური, დაე ამით მაინც დაიმშვიდოს თავი.
და მხოლოდ გონებაჩლუნგ მოწაფეს შეეძლო არ გაკვირვებოდა, როცა, შემდეგ დღეს, შენობიდან გამოსულმა, სრულიად სხვა დროს, მან კვლავ დაინახა გვერდით იგივე ღატაკი და კვლავ თანხლებდა მას ქუჩის მეორე მხარეს გადასვლისას.
“ეს მე გამოწმებდი შენ ფიზიკურ
და სულიერ სისუფთავეზე”.
და აჩვენა, თავისი პირადი ხეიბრობის ქვეშ, როგორ ისმენდა ის მის აზრებს.
სვამიმ მოწაფეს გამოცდების კიდევ ბევრი სურათი აჩვენა. და უცებ გამოანათა საკვირველმა შემთხვევამ, რომელიც მისთვის დარჩა აუხსნელი.
დილა იყო, ხალხი მიიჩქაროდა სამუშაოზე და მოუთმენლად იხედებოდა გზაზე ტროლეიბუსის მოლოდინში. ქარი არხევდა ვერხვებს, და ფანჯრებიდან სინათლის სხივები ეცემოდა მზრუნველ სახეებს.
მოწაფე იდგა გაჩერებაზე, როცა უეცრად იგრძნო მასზე მიმართული სიყვარულის ნაკადი. ის გაუაზრებლად შემობრუნდა – შორიახლოს იდგა დაბალი სასიამოვნო შესახედაობის მამაკაცი, და ეს ნაკადი გადმოდინდებოდა მისგან.
ეს იყო სრულიად დაუჯერებელი, მაგრამ რასაკვირველია გამოკვეთილიც. გოგოს ის არ უმზერდა. “მაგრამ ეს შეუძლებელია – მე ის არასოდეს არ მინახავს, მაშ რის გულისთვის… ეს სიყვარული?” გოგომ არ დაიჯერა, მაგრამ დაიმახსოვრა სამუდამოდ.
“და ისაც მე ვიყავი” –
ახსნა სვამიმ.
და მაშინ მან შეიცნო, რომ ჩვეულებრივი ადამიანისგან
შეუძლებელია გამოდიოდეს სიყვარულის ნაკადი –
უბრალოდ წმინდა ნაკადი სიტყვებისა და შეხედულების გარეშე.
ეს ყველაფერი სასწაულია.
ჩვეულებრივი სასწაული.
მასწავლებელს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიჰყავს თავისი მოწაფეები, ჩნდება სიზმრებში და ცხადში, თუნდაც ადამიანის “არაოფიციალურ” ფორმაში –
და ვლინდება, როგორც ყველაფერი,
მხოლოდ საჭიროა იყო ყურადღებიანი – ყურადღებიანი ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ თუნდაც მდაბიოს ან ჭკუაზე გადამცდარის საცოდავი ნიღბის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს ის, რომლის ჩაწვდომაც შეუძლებელია –
ყველა არსების წყარო.
ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ – წინასწარ განუზრახველად და ახალი შეხედულებით – გადახედავთ თქვენს სიცოცხლეს, გაიხსენებთ – ეს, ალბათ თქვენც შეგმთხვევიათ. რადგან
სვამი დედამიწაზე მოვიდა ყველა ჩვენთაგანისთვის.
მოწაფისთვის კი სამყარო შეირყა – და გასკდა. უხილავმა მასწავლებელმა ხორცი შეისხა. მასწავლებელი იყო ავატარი!!!
სიცოცხლე გადატრიალდა მესამედ, და უკანასკნელად
გსმენიათ თქვენ აღმოსავლური თქმულება წმინდა წყალზე?
საიდუმლო საბინადროში ჰიმალაების მწვერვალზე, მაღალ პოსტამენტზე, ზუსტად მის ცენტრში, იდგა ჭიქა წყალი – ჭიქა წმინდა წყალი. ათასწლეულები გადიოდა ათასწლეულების შემდეგ, ეპოქა ცვლიდა ეპოქას, წყალი კი რჩებოდა სუფთა და გამჭვირვალე.
და ერთხელ წყალმა დაიწყო ამღვრევა. წყალში გაჩნდა ჭუჭყის წვეთები. წყალს შეეხო გაფუჭება. მისი ყოფილი სიწმინდიდან დარჩა მხოლოდ მოგონებები. წმინდა განდეგილებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ მხარეში, შეამჩნიეს, რომ წყალი გაფუჭდა და დაიწყეს ტირილი და გოდება:
“რატომ? ეს რატომ მოხდა?”
და უმამ, ჰიმალაების ქალიშვილმა, მათ პასუხად ჩუმად ჩაილაპარაკა:
“ქალი იუგა… ქალი იუგა… ქალი იუგა…”
და წმინდა განდეგილები დაეთანხმნენ მას. მათ ეს თვითონაც იცოდნენ. და მოემზადნენ ავატარის მოსახმობად. და ამის გაკეთება მათ გადაწყვიტეს, მედიტირებაში ჩაძირვით და გიტადან სტროფების გონებაში გამეორებით.
ისინი მედიტირებდნენ და მედიტირებდნენ. დრო კი მიდიოდა და მიდიოდა. და უეცრად მათ აზრობრივ ხედვაში დადგა ავატარი – ეს იყო – ბჰაგავანი შრი სატია საი ბაბა.
და მან უთხრა მათ:
“ჩემო ძვირფასებო! მე გავიგონე თქვენი მოწვევა და ამიტომ მოვედი.
მე მოვედი სამყაროს შესაცვლელად!”.
და მან მათ გაუმხილა მთავარი საიდუმლო:
“როცა მსოფლიო იწყებს უბიწოების უგულებელყოფას,
მაშინ მე მოვვლინდები,
რათა დავიცვა სიკეთე ბოროტებისგან და აღვადგინო უბიწოება მიწაზე.
ნამდვილი მიზეზი კი იმის, მე რატომაც ვისხამ ხორცს ადამიანებს შორის, – ეს არის იმიტომ რომ ვიყო თქვენთან, ჩემო ძვირფასო ერთგულებო”.
და ავატარი გაქრა მათი აზრების სცენიდან.
ეს მოხდა ჰიმალაების მწვერვალზე, უტტარას შტატში, რომელიც არის ინდოეთში. ავატარი კი ჩამოვიდა დედამიწაზე. ძალიან ბევრმა ადამიანმა იცნო და შეიყვარა ის და გახდა მისი მიმდევარი. ისინი ყველა ნამდვილად ბედნიერები არიან – რადგან ბჰაგავანის სიტყვები ასე იქცა სინამდვილედ, და მისი ნება აღსრულდა.
წყალი კი ჭიქაში, განსვენებული ჰიმალაების სიღრმეში,
კვლავ გახდა წმინდა.
სვამი ამბობს:
“ადამიანი რომ აიყვანოს უფრო მაღალ დონეზე, ღმერთი ძირს ჩამოდის, როგორც ავატარი.
ავატარი ნიშნავს “ძირს დაბლა ჩამოსვლას”.
როგორც საჭიროა დახრა, რათა აიყვანო ბავშვი და ნაზად იზრუნო მასზე, – ასევე ღმერთი ძირსჩამოდის ადამიანის დონეზე, რომ ასწიოს ადამიანი, შეპყრობილი წვრილმანი სურვილებით და ტრივიალური მიზნებით, და ასწავლის, ადამიანს როგორ შეუძლია გაიღმერთოს თავი.
ასეთია გიტას მოძღვრება.
ყველა დიდი ტექსტი – ბიბლია, ყურანი და სხვა – ქადაგებს ერთსა და იმავეს.
მე ხშირად ვამბობ, რომ ღმერთი ძირს ჩამოდის როგორც ავატარი არა იმისთვის, რომ ადამიანები გაათავისუფლოს გაჭირვებისა და საზრუნავისგან და აჩუქოს მათ სიხარული და ბედნიერება.
სიძნელეები, განგაშები და საზრუნავები მოდის ბუნებრივი სახით როგორც წარსული მოქმედებების შედეგი. რამდენადაც ადამიანის ცხოვრება არის კარმას რეზულტატი, ადამიანს არ შეუძლია გაექცეს მის შედეგებს. როგორიც არის თქვენი მოქმედებები ისეთივეა რეაქცია მათზე.
ღმრთაება მოდის როგორც ავატარი, მხოლოდ იმისთვის რომ ასწავლოს კაცობრიობას სუფთა სიყვარული. და აჩვენოს კაცობრიობას, რომ მხოლოდ სიყვარული და მსხვერპლი აქცევს ადამიანს ღმერთად.
ღმერთი არ არის რომელიღაც ცალკეული არსება.
ღმერთი წარმოდგება ადამიანის ფორმაში, რადგან მას არ აქვს ცალკე ფორმა.
თავისი მისიის შესრულებისთვის ღმერთი კვლავ და კვლავ ჩამოდის ამ მიწაზე. ის ირჩევს ადგილს, სავსეს სიწმინდით და ღმრთიურებით, და იღებს ადამიანის ფორმას,
რათა თქვენ შეძლოთ შეხვდეთ და ელაპარაკოთ მას,
გაუგოთ და შეაფასოთ,
უსმინოთ და მისდიოთ რჩევებს,
განცადოთ ღმრთიური გრძნობები მისი დასწრებისგან
და ამოკრიფოთ იქიდან სარგებელი.
თქვენ შეიძლება მკითხოთ –
ღმერთი თვითონ რატომ ისხამს ხორცს?
რატომ არ შეუძლია დჰარმას აღდგენაზე დავალება მისცეს ადამიანებში თავის პატარა ღმრთაებებს, მყოფებს მისი საწყისის ქვეშ?
ეს საკითხი, თავისი საკუთარი სამეფო კარის წინაშე, დასმული იყო დიდი აკბარის მიერ, რომელიც დასცინოდა ინდურ იდეას უფორმო და ფორმის მიმღები ღმერთის შესახებ, რომელიც ძირს ჩამოდის სამყაროში როგორც ავატარი, რათა დაიცვას დჰარმა.
მასთან დაახლოებულმა, ტანსენმა, თხოვა ერთი კვირა, რათა მომზადებულიყო და წარედგინა პასუხი მისი საიმპერატორო დიდებულებისთვის.
რამდენიმე დღით გვიან, თავის ოჯახთან ერთად იმპერატორის მშვენიერი ნავით ტბის გადაცურვისას, ტანსენმა მოხერხებულად და შეუმჩნევლად ნავიდან გადააგდო თოჯინა, რომელიც შესახედავად იყო ზუსტად ისეთი, როგორიც იმპერატორის პატარა ვაჟი, და დაიყვირა:
“ოჰ, პრინცი წყალში გადავარდა!”
მოკრა თუ არა ამას ყური იმპერატორმა, ის იმწამსვე გადახტა წყალში, რათა გადაერჩინა თავისი ვაჟი. მაშინ ტანსენმა გაუმხილა, რომ ეს იყო უბრალოდ თოჯინა და მისი შვილი არ არის საფრთხეში.
მან დააოკა იმპერატორის რისხვა, აუხსნა რა მას, რომ აუცილებლობის გამო დადგა ეს სცენა –
მას უნდოდა ეჩვენებინა ჭეშმარიტება ინდუსების რწმენისა, რომ ღმერთი თვითონ ღებულობს ადამიანის ფორმას, რათა გადაარჩინოს დჰარმა, სხვა არსებაზე ამ ამოცანის შესრულების უფლებამოსილების გადაცემის გარეშე.
დჰარმა – ეს არის როგორც ძე.
ღმერთს უყვარს ის, როგორც მისთვის ყველაზე უფრო ძვირფასი.
აკბარს შეეძლო ებრძანებინა ნავზე მყოფი თავისი დაახლოებულებიდან ნებისმიერისთვის, გადამხტარიყო და გადაერჩინა მისი შვილი. მაგრამ სიყვარული იყო იმდენად დიდი და დაყოვნება იმდენად მწვავე, რომ იმპერატორი თვითონ გადახტა ტბაში, რათა ამოეყვანა თავისი შვილი.
სვამის მონათხრობებიდან
“ოჰ, ადამიანო,
მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გაკლია სიყვარული
და შენ აღსავსე ხარ ეგოურობით,
ეს სამყარო ჩაძირულია კონფლიქტებში და ქაოსში.
მხოლოდ როცა შენ განივითარებ სიყვარულს და შეწირულების
სულს,
შენ შეიცნობ ღმრთიურებას,
რომელიც არის შენში”.
ბაბა
“დღეს ადამიანი ჭკუით ცდილობს გაიგოს ღმრთიურება.
მაგრამ თავისთვის რომ წარმოიდგინოს ღმერთი, ის უნდა ჩაწვდეს ათმას, ანუ უმაღლესი მე-ს პრინციპს.
ათმას არ აქვს ფორმა.
მაგრამ ვიდრე თქვენ მიბმული ხართ თქვენს ფორმაზე, თქვენ ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს ათმას პრინციპი.
ბავშვობიდან სიბერემდე ადამიანი ამბობს თავის შესახებ – მე. ის გადის სიცოცხლის სხვადასხვა სტადიას, მაგრამ მისი მე რჩება ზუსტად ერთი და იგივე.
სწორედ ეს უცვლელი მე არის ათმა.
მართალია ის უხილავია, ათმა ესწრება ყველაფერში და ყველაში.
ის ყველგანმყოფია.
ჩვილი, ბავშვი, ახალგაზრდა და მოხუცი – ეს ყველა სხვადასხვა ფორმებია, მაგრამ ათმა ადამიანში – არის მისი უცვლელი არსი.
ყოველი არსება აღჭურვილია ამ ღმერთის ძალით. აი მე რატომ მოგმართავთ თქვენ, როგორც ღმერთის ათმას განსხეულებებს.
ამ წარმავალ გამომჟღავნებულ სამყაროში არის ბევრი საიდუმლო ძალა, რომელიც უცნობია ადამიანისთვის. მათ შესახებ ლაპარაკობენ, როგორც ტრანსცედენტულ და დაფარულ ძალებზე. ყველას არ შეუძლია მათი გაგება.
მაგრამ ღმრთიურების მისაღწევად მათ შესახებ უნდა იცოდე.
არსებობს სამი სივრცითი განზომილება – ეს არის
ბჰუტ-აკასა, ჩიტტ-აკასა და ჩიდ-აკასა.
ჩიტტ-აკასა თავისში მოიცავს ბჰუტ-აკასას, და თავის მხრივ, ის არის ჩიდ-აკასაში.
ბჰუტ-აკასა შედგება დედამიწისგან, მზისგან, მთვარისგან და ვარსკვლავებისგან და აქვს უზარმაზარი ზომები. მზე გაცილებით დიდია პლანეტა დედამიწაზე და გარშემოწერილობით იზომება 800 მილიარდი მილით. მაგრამ ჩვენს თვალებში ის ჩანს პატარა, რადგანაც მდებარეობს დედამიწიდან 90 მილიონი მილის მანძილზე. ვარსკვლავები არის უფრო შორს და ზომებით ბევრჯერ აჭარბებს მზეს, თუმცა გვეჩვენება პატარა ბრილიანტებად, რომლებიც ბრჭყვიალებენ ცის თაღზე.
სინათლე მოძრაობს წამში 180 ათასი მილის სიჩქარით. მაგრამ ზოგიერთი ვარსკვლავი მდებარეობს დედამიწიდან ისეთ უზარმაზარ მანძილზე, რომ მათგან გამოსხივებული სინათლე დედამიწამდე ვერც კი აღწევს.
ყველა ეს ვარსკვლავი, მზე, მთვარე და დედამიწა შეადგენს ბჰუტ-აკასას მხოლოდ ნაწილს. და ყველა არის ჩიტტ-აკასაში წმინდა ფორმაში. ამასთან ჩიტტ-აკასა ბევრჯერ უფრო დიდია, ვიდრე ბჰუტ-აკასა.
მხოლოდ ბჰუტ-აკასას და ჩიტტ-აკასას საზღვრებს გარეთ გასვლით, თქვენ შეძლებთ ჩაწვდეთ ჩიდ-აკასას.
ბჰუტ-აკასა მსგავსია პატარა ვარსკვლავის ჩიტტ-აკასას ცისთაღზე. იგივე შეიძლება ითქვას ჩიტტ-აკასაზე ჩიდ-აკასასთან შედარებით.
ჩიდ-აკასა კი სხვა არაფერია თუ არა ათმა.
ათმას გარეთ არ არსებობს არაფერი.
ათმა ქვეყანაზე ყველაფერზე უდიდესია. მისი სიდიდე შეუძლებელია აღიწეროს სიტყვებით. ყველა ხუთი ელემენტი შედგება ატომებისგან, მაშინ როცა, ათმა ატომებისგან არ შედგება, რადგანაც ის მოკლებულია ფორმას.
სვამის მონათხრობებიდან
= რა არის ათმა? = ის სად იმყოფება?=
ასეთ კითხვებზე პასუხს ეძიებდა ერთი მეფე. მან მოიხმო ბრძენი და ჰკითხა მას: “სად არის ღმერთი?”
მან უპასუხა: “მსგავსად რძეში კარაქის, ის ყველგან არის”.
“და ღმერთი რაზე მიაპყრობს თავის თვალებს?”
ბრძენმა აანთო ლამპა და ჰკითხა მეფეს: “ლამპა რომელი მიმართულებით ღვრის თავის სინათლეს?”
“ყველა მიმართულებით”.
“აი სწორედ ასეა ღმერთიც”, – დაასკვნა ბრძენმა. “ის იხედება ყველაზე და ყველაფერზე. მის მზერას არ აქვს სპეციალური მიმართულება. ის ყველაფრის მხედველია და ყველგანმყოფია”.
მაშინ მეფემ ჰკითხა: “და ღმერთი როგორ სამუშაოს ასრულებს?”
“ამ კითხვაზე რომ გიპასუხო”, – უთხრა ბრძენმა, – “გასაგები რომ იყოს, მე ჩემს თავზე უნდა ავიღო დამრიგებლის როლი, შენ კი მოსწავლისა. შენ მზად ხარ ამისთვის?”
“დიახ”, დაეთანხმა მეფე.
მაშინ ბრძენმა შესთავაზა: “მოდი, მაშინ უმჯობესია შენ ჩამოდი ტახტიდან და ძირს დაჯექი, მე კი დავჯდები ტახტზე”.
როცა მეფე ძირს ჩამოჯდა, ბრძენმა უთხრა:
“აი ეს არის ის რასაც აკეთებს ღმერთი: მას ძირს ჩამოჰყავს ძლიერები და ამაღლებს შემწყნარებლებს. მას შეუძლია ღარიბი აქციოს მდიდრად და მდიდარი – ღატაკად. ღმერთი ყველა ძალის მფლობელია. მას ყველაფერი შეუძლია”.
თქვენთვის რას ნიშნავს ათმას ხილვა? ეს არის ყველგანშემღწევი ბრწყინვალების ვიზუალირება.
თქვენ იცით, რომ მზე კაშკაშებს საკუთარი სინათლით, მაგრამ სინამდვილეში მზეს ანათებს სწორედ ათმა.
ათმა ესწრება ადამიანის სხეულის ყველა უჯრედში. იმისთვის, რომ ამას ჩაწვდეთ, თქვენ უნდა გამოხვიდეთ ფორმის გარეთ.
ყველა მატერიალური ობიექტი ფლობს გარკვეულ ფორმას, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ობიექტები კარგავს ფორმას და იხსნება კაუზალურ, მიზეზობრივ განზომილებაში, ესე იგი ათმა-ში. რა არის ათმა? ათმა – ეს არის ნეტარება.
ონოს დროს ბევრი ბრძენი იყენებდა გაერთიანებულ ძალისხმევას იმისთვის, რომ შეეცნო ათმა. ბოლოს და ბოლოს მათ განუცხადეს მსოფლიოს: “ჩვენ შევიცანით უმაღლესი არსება, რომელიც ბრწყინავს როგორც მზე და რომელიც არის უმეცრების სიბნელის გარეთ”.
ოჰ, ადამიანო, ათმა მაღლაა ყველა სახელწოდებასა და ფორმაზე. ის გაცისკროვნებულია საკუთარი ბრწყინვალე სინათლით. რომ მიიღოთ ათმას ხედვა, თქვენ არ გჭირდებათ ტყეში წასვლა და ასკეტად ყოფნა. ერთხელ, როცა თქვენ გაფანტავთ საკუთარი უმეცრების სიბნელეს, მაშინ შეძლებთ მის დანახვას ყველგან.
სწორედ ძალისხმევა, გამოყენებული ამ მიმართულებით, არის ნამდვილი სადჰანა.
ღმრთიურება დამალულია ადამიანში, მაგრამ თქვენ მას ანიჭებთ სხვადასხვა სახელებს და ფორმებს და ცდილობთ მის ვიზუალირებას რიტუალებისა და თაყვანისცემის დახმარებით. შედეგად კი თქვენ აწყდებით იმედგაცრუებას და დეპრესიას.
უპირველესად თქვენ უნდა მიმართოთ ძალისხმევა, რათა გაიგოთ ღმრთიურება, დამალული ბჰუტ-აკასაში. ამისთვის ადამიანმა უპირველეს ყოვლისა უნდა გაიგოს, რა არის ადამიანური ხარისხები.
დასაწყისში თქვენ მედიტირებთ გარკვეულ ფორმაზე. მაგრამ თანდათანობით თქვენ უნდა გაემიჯნოთ ფორმას და შეეცადოთ ჩაწვდეთ ღმრთიურებას, ათმას, რომელსაც არ აქვს ფორმა.
ათმას განცდა შეიძლება მიიღოთ ღრმა ძილის მდგომარეობაში, როცა თქვენ კარგავთ თქვენს გაიგივებას რაიმე სახელთან და ფორმასთან, სადაც არ არის გრძნობები, რომლებსაც კავშირი აქვთ ბჰუტ-აკასასთან.
თუმცა თანამედროვე ადამიანი მაღალ განათლებულია, მას არ შესწევს უნარი ჩაწვდეს ბჰუტ-აკასას, ჩიტტ-აკასას და ჩიდ-აკასას პრინციპებს. ის გვერდს უქცევს ამ გაგებებს, ფიქრით რომ ეს ყველაფერი არის გასაგებად ძნელი წმინდა ფილოსოფიური ჭეშმარიტებები.
მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ფილოსოფია.
ეს მარადიული ჭეშმარიტებებია,
რომელიც უნდა გაიგო და გამოიყენო პრაქტიკაზე
ყოველდღიურ ცხოვრებაში,
ვინაიდან სამივე სამყარო – არის ჩვენი სინამდვილე, და ჩვენ მასში ვცხოვრობთ. ღმერთი კი მბრძანებლობს ყველა სამყაროზე.
ეს მოხდა 1993 წელს.
საის ერთგულების ჯგუფი ავსტარალიიდან მიპატიჟებული იყო ინტერვიუზე ბაბას ოთახში. თერთმეტი მიწვეულიდან ერთი თავშეუკავებლად ღრიალებდა. ბაბას კითხვაზე, თუ რაში იყო საქმე. მან უპასუხა, რომ მისი ცოლი მძიმედ ავად გახდა, და ის ტირის მასზე ღრმა დარდის გამო.
ყველას მოსიყვარულე უფალმა მბრძანებლურად ჰკითხა: “მაშ შენ გინდა გადატანილი იყო შენს ცოლთან?”
“დიახ”, – გაისმა პასუხად.
უფალ საის მეთოდი, გამოყენებული ავსტრალიაში ტრანსპორტირებისთვის, იყო უნიკალური. მან სამჯერ დაარტყა კედელს, და მტირალმა ერთგულმა მაშინვე დაინახა კედელზე თავისი მშობლიური ავსტარლია. როცა საიმ დაარტყა მეოთხეჯერ, ავსტრალიელმა კედელზე დაინახა თავისი ქალაქი. მეხუთე დარტყმის შემდეგ გამოჩნდა მისი სახლი.
და ბაბამ ჰკითხა: “ეს არის შენი სახლი?”
“დიახ”, – უპასუხა მან.
მაშინ ბაბამ წარმოთქვა: “მიდი და მოინახულე შენი მეუღლე”.
კაცი შევიდა თავის სახლში და მივიდა ავადმყოფ ცოლთან.
ინტერვიუს დასრულების შემდეგ ოთახიდან გამოვიდა მხოლოდ ათი, და არა თერთმეტი ადამიანი. ხალხი მივარდა მათთან იმის გასაგებად თუ რა მოხდა, და, თუმცა სრულიდ გაკვირვებული იყვნენ მოულოდნელი მოვლენით, იქვე დაეჭვდნენ მეთერთმეტემ მართლაც მიაღწია თავის სახლამდე თუ არა.
გამორკვევამ დაადასტურა, რომ იმ დროს, როცა ავსტრალიელი შევიდა, როგორც უბრძანა ბაბამ, თავის სახლში კედლიდან, რომელიც იყო პრაშანტი ნილაიამში, პუტტაპარტში, იმავე წამს ის შევიდა თავის სახლში ავსტრალიაში.
რწმენას მოკლებულ ადამიანებს შოკს გვრიდა აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანს, მყოფს ინტერვიუსთვის განკუთვნილ ოთახში, შეეძლო, თვითმფრინავის გამოუყენებლად, მყისიერად გადაადგილებულიყო მისგან 10000 მილის მანძილზე.
ვისაც სჯეროდა ყოვლისშემძლე ღმერთის ღმრთიური თამაშების, გაკვირვებული იყო, სხვების უუნარობით სწორად გაეგოთ მომხდარი.
ყოვლისშემძლე უფალი – სამივე სამყაროს პატრონია. და მისთვის იმაზე ადვილი არაფერია, ვიდრე ნივთების გადაადგილება ინგლისში და ავსტრალიაში და მათი უკანვე დაბრუნება.
ამის შესახებ ნათქვამია სვამის ერთ-ერთ ღმრთიურ გამოსვლაში: “მთელი ქმნილება ჩემს ხელებშია. და თანახმად ჩემი ღმრთიური ნებისა, გამგზავრება ამერიკაში, ინგლისსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ისევე ადვილია, როგორც ერთი ოთახიდან მეორეში გადასვლა”.
ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ, ყველაფერი ეს არის – ღმერთის გამომჟღავნება, თუნდაც ეს დარბაზი – ეს არის ღმერთის გამომჟღავნება. ყოველი თქვენთაგანი ფაქტიურად არის ღმერთი.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ყველგან ხედავთ ღმერთს, თქვენ კიდევ იწყებთ მის ძებნას.
მოვიყვან პატარა მაგალითს.
ბიჭები საერთო საცხოვრებლიდან ხედავენ საი გიტას ყოველდღე, და ის მათ არანაირად არ აღელვებს.
მაგრამ თუ მათ მოუხდებათ ტყეში დაინახონ სპილოს კუდიც კი, ისინი აცახცახდებიან.
ზუსტად ასევე, მართალია თქვენ თქვენს ირგვლივ ხედავთ ღმერთს ადამიანის ფორმებში, თქვენ არ ღელავთ. მაგრამ თუ თქვენ დაინახავთ სამხელიან არსებას. მაშინ მოხვალთ ექსტაზში, იფიქრებთ, რომ მიიღეთ ღმერთის კოსმიური ფორმის ხილვა.
თქვენ უნდა შეიცნოთ, რომ მთელი ბუნება გამსჭვალულია ღმრთიურებით.
თქვენ და მე – განუყოფელი ვართ. ჩვენ – ერთი და იგივე ვართ. ამ ჭეშმარიტების ერთხელ ჩაწვდომის შემდეგ, თქვენ შეწყვეტთ ღმერთის ძებნას ხან იქ, ხან აქ. ყველაფერი რაც კი არსებობს გარე სამყაროში, სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის კოსმიური ფორმა.
განიხილეთ ათმა, როგორც თვით ღმერთი.
ბაზისის გარეშე შეუძლებელია იყოს გამომჟღავნება. ოკეანის ტალღისთვის ბაზისად გვევლინება წყალი. ზუსტად ასევე ათმა არის ფენომენალური სამყაროს ბაზისი.
საის დარშანი
შენ არ ფიქრობ – ეს ყველა ჩემი აზრებია.
შენ არ ლაპარაკობ – ეს ყველა ჩემი სიტყვებია.
ყველაფერი რასაც შენ ხედავ, – ჩემი ფორმებია.
ამიტომ მიეცი ყველას შენი სიყვარული,
რადგან ეს ყველაფერი – ჩემია.
და მაშინ მოწაფემ ჰკითხა:
სვამი, მაშასადამე – ავატარი ძირს ჩამოდის ადამიანებთან, რათა დააფუძნოს ახალი რწმენა? დედამიწაზე უნდა დამკვიდრდეს განსაკუთრებული საის რელიგია?”
“ავატარი ჩამოვიდა დედამიწაზე განცხადებისთვის, რომ ღმერთი ესწრება ყველგან. ის მოვიდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოაცხადოს მარადიული ფასეულობები, არამედ ასევე თავისი სიყვარულის გადმოსაღვრელად მთელ კაცობრიობაზე “.
რელიგიები კი – ეს არის უბრალოდ ადამიანის მიერ ერთიანი ღმერთის ჩაწვდომის გზები, მიმავალი პარალელურად გადაკვეთის გარეშე.
“ტერმინოლოგია სხვადასხვა რელიგიებში შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ კონცეფცია – არა.
ყველა რელიგია მიდის დიდი გზით. მაგრამ თავისი ეგოიურობის გამო ადამიანი ჩხუბობს და იბრძვის თავისი რელიგიის უპირატესობაზე.
მან ღმერთიც კი ძირს თავის დონემდე ჩამოიყვანა.
მაგრამ, მხოლოდ თავისი თავის მთლიანად უფლისთვის მიცემით, ის შეძლებს მისი ყველა ასპექტის ჩაწვდომას”.
ბაბა
მანი საჰუკარი. საი ბაბა წმინდანი შირდიდან.
გოპალ რაო ცხოვრობდა პატარა ქალაქში სადგურ კოპარის მახლობლად, ახლოს აჰმედნაგართან. ის იყო პოლიციის ინსპექტორი, სრულიად პატივცემული ადამიანი. მაგრამ საიდუმლო ტკივილი გლეჯდა მის გულს. იმის მიუხედავად, რომ მას ცოლი სამჯერ ჰყავდა მოყვანილი, მას არ ჰყავდა ბავშვები.
მან იცოდა, რომ ადამიანები მის ზურგს უკან განსჯიდნენ მას, უწოდებდნენ მას “ნირბანსიას”, – ადამიანს, რომელსაც ვაჟიშვილი არ ჰყავს. და ეს მისთვის იყო, როგორც ალესილი დანა. ბოლოსდაბოლოს მან გადაწყვიტა დაეტოვებინა თავისი თანამდებობა. მან დაწერა პატაკი სამსახურიდან წასვლის შესახებ, ჩაიდო ჯიბეში, დაწვა საწოლზე და დაიწყო ფიქრი.
“მე რისთვის უნდა ვიცხოვრო ამ სამყაროში, სადაც არ არის არავინ, ვინც მომავალში ატარებს ჩემს სახელს? ამბობენ, ვაჟი საჭიროა არა მარტო იმისთვის, რათა გააგრძელოს შთამომავლობა, არამედ იმისთვისაც, რომ გადაარჩინოს ადამიანი ჯოჯოხეთში მოხვედრის პერსპექტივისგან. ახლა კი მე სიმდიდრესაც ვერავის გავუყოფ!”
და მან გადაწყვიტა, სამუშაოსთვის თავის დანებების შემდეგ, ჰიმალაებში გადახვეწა.
მოულოდნელად გოპალს მოესმა კარებზე კაკუნი. როცა კარები გააღო, მან ზღურბლზე დაინახა თავისი ძველი მეგობარი დამუ ანნა კაზარი, მეგობრები სიხარულით მოეხვივნენ ერთმანეთს. და შემდეგ გოპალმა ჰკითხა: “რა ბედმა გადმოგაგდო? არ გამომიგზავნე არც წერილი და არც დეპეშა”.
დამუმ აუხსნა: “მე აქ ნამდვილად მოულოდნელად ჩამოვედი. მე მივდიოდი საფოსტო მატარებლით აჰმადნაგარში. როცა მატარებელი მოულოდნელად გაჩერდა სადგურ კოპარზე, მე თითქოს ვიღაცამ ყურში მიჩურჩულა: “აქ ჩამოდი! პირდაპირ ახლავე! შენ ძვირფას მეგობარს შენ სჭირდები”.
მე დაუყოვნებლივ ჩამოვედი და დავინახე სადგურთან გაჩერებული ეტლი. მე ჩავჯექი მასში, და მოხუცმა მეეტლემ წამომიყვანა მე პირდაპირ შენს სახლთან, თუმცა მე ვერც კი მოვასწარი მისთვის მეთქვა, მე სად მინდოდა წასვლა!”
გოპალმა შესძახა: “მაგრამ საფოსტო მატარებელი ჩვეულებრივ აქ არ ჩერდება”.
“და ეს ხომ მართლაც ასეა!” – ფიქრობდა დამუ.
და ისინი წუთიერად დადუმდნენ, მომხდარის გასააზრებლად, – როგორ შეიძლებოდა მატარებელი გაჩერებულიყო სადგურზე, როცა მას არ ჰქონდა აქ გაჩერება?
როგორ შეძლო მეეტლემ დამუ მოეყვანა აქ, თუ მას ამის შესახებ არც კი თხოვეს?
და, ამის გარდა, საიდან იყო სადგურზე ეტლი, როცა იქ ჩვეულებრივ შეიძლება ნახო მხოლოდ დანჯღრეული ორთვალები მასში შებმული მისავათებული ჯორებით?
ამ კითხვებისგან თავის დასაღწევად, დამუ მიუბრუნდა მეგობარს: “კარგი, მაგრამ შენ როგორ ბრძანდები გოპალ?”
“ცუდად”, – უპასუხა მან. “მე ძალიან უბედური ვარ”.
და ამცნო მას თავისი მწუხარების და სამუშაოს დატოვებაზე გადაწყვეტილების შესახებ.
ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, დამუმ დაფიქრებულად თქვა: “ახლა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ვეჭვობ, რომ ამ ყველაფერში ჩარეულია საი ბაბა. მე სწორედ ის მეჩურჩულებოდა ყურში, რომ მე ჩამოვსულიყავი, და მანვე მეეტლის ფორმაში მომიყვანა მე შენთან…
ახლა კი სწრაფად მოემზადე ჩვენ მივდივართ შირდი ბაბასთან”.
და, გოპალის წინააღმდეგობის მიუხედავად, ორი საათის შემდეგ მეგობრები უკვე გზაში იყვნენ და იმ საღამოსვე ჩავიდნენ სოფელ შირდიში.
საი ბაბამ შეხედა მათ და თქვა: “შემოდით რა… ძვირფასო დამუ და ძვირფასო გოპალ! მაგრამ რატომ ასე გვიან, დამუ შენ ხომ კოპარში დილით ადრე ჩამოხვედი?”
მეგობრები იყვნენ გაოცებული – ბაბამ იცოდა ყველაფერი!
მაშინ ბაბამ ჩაილაპარაკა: “რადგანაც თქვენ ერთად ჩამოხვედით, მე გაკურთხებთ თქვენ – ღმერთი ხომ შემძლეა შეასრულოს ნებისმიერი სურვილი, რომელიც იმალება ადამიანის გულის სიღრმეში”.
გოპალი გაოგნებული იყო სიხარულით, და დამუც აღფრთოვანებული იყო.
შემდეგ ბაბამ მიმართა ჰაჯი სიდდიკს: “ჰაჯი საჰებ! შენ ძალიან ბრძენი ხარ და ცხოვრებაში შენ შეგხვედრია ათასობით ადამიანი. გვითხარი ჩვენ, უბრალოდ ამ ორ ახალგაზრდაზე შეხედვით, მათგან რომელი არის ინდუსი და რომელი მუსულმანი?”
ჰაჯი საჰებმა ყურადღებით შეხედა მეგობრებს, მაგრამ მათ შორის ვერ აღმოაჩინა განსხვავება, მაშინ საი ბაბამ თქვა:
“ეს კი იმიტომ, რომ ადამიანსა და ადამიანს შორის არ არის განსხვავება.
უზენაესი ქმნის ადამიანებს არარელიგიურებად.
სარწმუნოების ყველა სახე ემსახურება იმას, რომ მოიძებნოს ღმერთის ჩაწვდომის ალტერნატიული გზა. ეს გზები არ იკვეთება, და მიდის ერთმანეთის პარალელურად.
და აქვთ ერთი მიმართულება.
ამიტომ ბრძოლა რელიგიის სახელიდან გამომდინარე – უბრალოდ
ნიშანია სიბნელის და უმეცრების.
ღმერთის თვალებში ეს ყველა ერთიდაიგივეა”.
წასვლის წინ, მეგობრები შეეხნენ ბაბას ფეხებს და დაპირდნენ გაეკეთებინათ რაიმე მათ შორის ერთობის შემდგომი გამყარების მიზნით.
არის მხოლოდ ერთი რელიგია – სიყვარულის რელიგია.
არის მხოლოდ ერთი კასტა – კაცობრიობის კასტა.
არის მხოლოდ ერთი ენა – გულის ენა.
არის მხოლოდ ერთი ღმერთი – და ის ყველგანარს.
ბაბა
ზუსტად ცხრა თვის შემდეგ ერთდაიმავე დღეს დამუ და გოპალი ნაკურთხი იყვნენ ბიჭების დაბადებით.
გოპალი იყო აღფრთოვანებული, რომ არ გაწყდა მისი შთამომავლობის ჯაჭვი. თითოეული მათგანისთვის უცნობი იყო მეორის სასიხარულო ამბავი. მხოლოდ, როცა ისინი გაემგზავრნენ შირდიში და შეხვდნენ მეჩეთის ახლოს, მაშინ გაიგეს ყველაფერი. ორივე მეგობარი გულთბილად მოეხვია ერთმანეთს, და შემდეგ კი გაემგზავრა ბაბას სანახავად და სიყვარულით დაეცა დიდი ადამიანის ტერფებთან.
დამუმ თქვა: “ბაბა! ჩვენ ერთად მოვედით შენთან, და შენ გვაკურთხე ჩვენ ორივენი. ახლა ჩვენ გვინდა ერთად გავაკეთოთ რაიმე განსაკუთრებული ყველა ადამიანის ინტერესებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიზეიმებთ ინდუსებისა და მუსულმანების ერთობლივ დღესასწაულს”.
შეხვედრაზე ესწრებოდა იმამ მასჯიდი. მან მოიწონა დამუს წინადადება: “დიახ, საი ბაბა! მე პირობას ვდებ შირდის მუსულმანებისგან, რომ ჩვენ ერთობლივად მივიღებთ მონაწილეობას ინდუსებისა და მუსულმანების დღესასწაულში”.
ამით აშკარად გახარებულმა საი ბაბამ თქვა:
“ეს კეთილშობილური იდეა პასუხობს ჩემი გულის სურვილს. ჩვენ რაც უფრო მალე მოვსპობთ განსხვავებას, და შესაბამისად, ბრძოლას სხვადასხვა სარწმუნოებას შორის, მით უკეთესი იქნება კაცობრიობისთვის”.
“დაე არსებობდეს სხვადასხვა რწმენა, დაე ეს ყველა აყვავდეს და ყველამ ადიდოს ღმერთი ყველა ხმასა და სხვადასხვა ენაზე.
პატივი ეცით განსხვავებას რწმენებს შორის, სცანით მათი არსებობის კანონიერება, მაგრამ არ დაუშვათ ის, რომ განსხვავებებმა ჩააქროს ერთობის ცეცხლი.
ბაბა.
საჭიროა ითქვას, რომ საი ბაბას შირდიში ყოფნის ადრეულ წლებში მოხდა ასეთი შემთხვევა.
მასთან მივიდნენ სოფლის მცხოვრებლები ინდუსების ტაძრის მსახური პანდიტის მეთაურობით, რომელმაც ბაბას ჰკითხა: “შენ ვინ ხარ?”
“მე ვარ – საი”, – უპასუხა ახალგაზრდა ადამიანმა.
“მე არ გეკითხები შენს სახელს, მე მინდა ვიცოდე, შენ რა რწმენისა ხარ – ინდუსი თუ მუსულმანი?”
“და შენ როგორ ფიქრობ?”
“ახლა შენ მეჩვენები ინდუსად, რადგანაც ეთაყვანები ღმერთ შივას, მაგრამ გუშინ საღამოს შენ კითხულობდი ლოცვებს მეჩეთში. თუ ეს შენ არ იყავი?”
“არა, მე ვიყავი. მერე რა?”
“ეს ნიშნავს, შენ ხარ მუსულმანი და არა ინდუსი”.
“შეიძლება შენ მართალი ხარ”.
“შენ ხომ განზრახ არ ლაპარაკობ, ვინ ხარ შენ სინამდვილეში”.
“მე უბრალოდ ადამიანი ვარ, არც ინდუსი და არც მუსულმანი”. – უთხრა ახალგაზრდამ. “და ფაქტიურად მე ერთდროულად ვარ ინდუსიც და მუსულმანიც”.
“ეს ნიშნავს, რომ შენ უბრალოდ ურწმუნო აგნოსტიკი ხარ”.
“არა… ყველა რელიგიური სარწმუნოება ჩემია”.
ამ ისტორიაში კი გოპალმა წამოიძახა: “ბაბა, საბედნიეროდ ასეთი შესაძლებლობა ჩვენ მოგვეცემა ძალიან მალე. ამ წელში რაამანავამი, უფალ რაამას დაბადების დღე, და წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღე მოდის ერთიდაიგივე თარიღზე. ჩვენ ვიზეიმებთ ორივე დაბადების დღეს ერთდროულად”.
იმ დროიდან ინდუსების და მუსულმანების ყველა დღესასწაული აღინიშნებოდა ორივე საზოგადოების მიერ ერთად. და მათ ყოველთვის უერთდებოდა საი ბაბა.
ბაბას წყალობით და გავლენით საზოგადოების ყოველმა წევრმა დაიწყო შეგრძნება, რომ ის უპირველეს ყოვლისა არის ადამიანი, ამის შემდეგ კი ინდუსი ან მუსულმანი.
”საის მოძღვრება თავისში შეიცავს ყველა რელიგიის არსს, ისლამის, ქრისტიანობის და იუდაიზმის ჩათვლით.
განზრახვა, დადებული მათი წარმოშობისა და განვითარების საფუძვლად, ყველა შემთხვევაში არის ერთი და იგივე.
მათი დამფუძნებლები იყვნენ პიროვნებები, აღვსილი დიდი სიყვარულით და სიბრძნით. და არც ერთ მათგანს არ ჰქონდა მიზნად დაყოფა, აღშფოთების შეტანა ან დანგრევა”.
ბაბა
შირდის მცხოვრებლებმა, მშვიდობისა და სიყვარულის აპოსტოლის საი ბაბას წინამძღოლობით, მსოფლიოს უჩვენეს, რომ ორი სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის მეგობრულად ცხოვრება, როგორც ერთიდაიგივე მამის ვაჟებს. როგორც ერთი მზის სხივებს.
“ღმერთი – ეს არის მზე,
და როცა მისი სხივები გაანათებს თქვენს გულს, დაუფარავს ეგოურობის ღრუბლებით,
გულის ლოტოსი აყვავდება, თავისი ფურცლების გაშლით.
მაგრამ გახსოვდეთ, რომ იშლება მხოლოდ ის კოკრები, რომლებიც ამისთვის მზად არის. დანარჩენებს მოუწევთ მოთმინებით ლოდინი”.
ბაბა
რა თქმა უნდა ძნელია გაძვრე ფართო სამყაროში ვიწრო აზროვნების ნაპრალით .
ერთხელ შირდი საი ბაბას მიმდევარი, მუსულმანი მირ ჯამანი, შუაღამისას უეცრად წამოხტა და, აიღო რა ხელში თავისი მახვილი, დაიყვირა, რომ ინდუსები შეურაცხყოფენ საი ბაბას თავისი თაყვანისცემით, და დაუწყო მას ნებართვის თხოვნა მათი ყელების გამოსაჭრელად.
საი ბაბამ ის დააწყნარა სიტყვებით: “სახელდობრ მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ისინი მე მეთაყვანებიან, ასე რომ თუ შენ გინდა ყელები გამოჭრა, მაშინ ჩემგან უნდა დაიწყო”.
მუსულმანმა როჰილამ, რომელიც მუდმივად იჯდა საი ბაბას ფეხებთან, მთელი ღამე დაუძინებლად ყურანის კითხვისას, დაიწყო პროტესტირება იმაზე, რომ ინდუსები თავიანთი მუსიკით დღისით მზისით მოდიან თაყვანისცემაზე მეჩეთში.
ბაბამ მხოლოდ გაიღიმა და თქვა: “ეს ყვალაფერი ალლაჰია”.
ერთხელ კოლექტორი სატე შეხვდა ბრამინს, სახელად მეღა. მან მისცა მას მანთრამ და გააგზავნა ის წმინდა ადგილებში ღმერთ შივას თაყვანისცემისთვის. რამოდენიმე ხნის შემდეგ მან შეატყობინა მას, რომ საი ბაბა – არის შივას ინკარნაცია, და გაგზავნა ბრამინი ბაბასთან, რათა თაყვანი ეცა მისთვის.
მაგრამ რკინიგზის სადგურზე მეღამ ვიღაცისგან მოისმინა, რომ ბაბა არის მუსულმანი, და იმ აზრმა, რომ მას მოუწევს მუსულმანის წინაშე გართხმა, ის შეაშინა.
მაგრამ სატემ დაიჟინა, და მას მოუწია ამ მოგზაურობაში გამგზავრება, თუმცა მას ეს დიდად არ სურდა.
და აი, მან ვერ მოასწრო მეჩეთთან მიახლოება, როცა საი ბაბამ წყენით დაიყვირა: “გარეთ გააგდეთ ეს ვიგინდარა!” – და გააგდო ის.
და შემდეგ მიუბრუნდა სატეს და დაიწყო მისი ლანძღვა იმის გამო, რომ მან გამოუგზავნა ასეთი უწიფარი და შეზღუდული ადამიანი.
მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად.
შინაგან პლანზე კი უკვე მოქმედებდა საი ბაბას გავლენა.
და ერთი წლის თუ დაახლოებით ამდენი ხნის შემდეგ მეღამ შეიგრძნო, რომ გული მას ძალიან ეწევა შირდისკენ. და ამჯერად ის შევიდა მეჩეთში და დარჩა იქ. შინაგანი ცვლილებები მასში მოხდა ყოველგვარი სიტყვიერი დამოძღვრის გარეშე. ის ყოველდღიურად ეწეოდა მსახურებას საი ბაბასთვის და თაყვანს სცემდა მას.
და როცა მოკვდა, საი ბაბამ თქვა: “ის იყო ჩემი ჭეშმარიტი ერთგული”.
“ადამიანს შეუძლია მიჰყვეს ნებისმიერ რელიგიას, რომელსაც მოისურვებს, ან შეუერთდეს ყოველგვარ სექტას, რომელიც მას მოსწონს.
მაგრამ ყველა ადამიანი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მღერის ომ (აუმ, ამენ, ამინ)”.
უზარმაზარია კაცობრიობაზე ავატარის გავლენა – მან არ იცის წარუმატებლობა და თავისი გიგანტური მუშაობით
აუცილებლად გარდასახავს სამყაროს და ადამიანების ცნობიერებას.
1990 წლის მარტის დასაწყისში აღსანიშნავი შემთხვევა მოხდა საბჭოთა რუსეთში, და ის უეჭველად განხილული უნდა იყოს, როგორც განსაცვიფრებელი სულიერი მომენტი ამ ქვეყნის ხანგრძლივ ისტორიაში.
ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა კრემლის გიორგიევსკის დარბაზში კონფერენციის დასკვნით დღეს, რომელიც გრძელდებოდა მთელი კვირის განმავლობაში, – ეს იყო მთელი მსოფლიოს სულიერი ლიდერებისა და პარლამენტარების ფორუმი, რომელიც ეხებოდა ჩვენი პლანეტის გადარჩენის საკითხებს.
მასში მონაწილეობდნენ დედამიწის ხუთი კონტინენტის პარლამენტების წევრები, ყველა სარწმუნოების სულიერი ლიდერები, მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერები და ეკონომისტები, აგრეთვე ცნობილი სოციოლოგები და სოფლის მეურნეები.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, გაეროს სააგენტოების მეთაურები და მათთან ერთად ასობით დამკვირვებელი. კონფერენციის მსვლელობა შუქდებოდა მთელი მსოფლიოს ბეჭდვითი და ელექტრონული მასიური საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტების მიერ.
იმ დროს, როცა კრების თავმჯდომარე, მიხეილ გორბაჩოვი, მჯდომი სცენაზე, ემზადებოდა დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად, ორატორის ტრიბუნაზე უეცრად ავიდა ინდოელი სვამი ნარინჯისფერ სამოსელში.
სვამიმ მარჯვენა ხელის აწევით ყველას მოუწოდა ესმინათ და მიდევნებოდნენ მას. მან წამღერებით წარმოთქვა “ოოოომმმმ”, და მთელი დარბაზი აივსო ამ უძველესი ხმით – ხმით უმაღლესი უნივერსალური რეალობის.
მიხეილ გორბაჩოვმა, მისი შესახედაობით თუ ვიმსჯელებთ, სრულიად წყნარად, წაიმღერა “ოოოომმმმ”, მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, შევარდნაძემ, ისროლა რა სწრაფად მზერა თავის ბოსზე, გააბა “ოოოომმმმ”, და ყველა შეუერთდა მათ.
სამმა ამერიკელმა სენატორმა თავი დახარა პატივისცემის ნიშნად, რადგან იმეორებდნენ უცნობ წმინდა სიტყვას.
ამრიგად, პირველად სამოცდაათი წლის მანძილზე კრემლში წარმოთქმული იყო სულიერი სიტყვა, და ეს არ შეიგრძნობოდა არც უკადრისად, არც ექსტრაორდინარულად.
კონფერენციის საერთო დასკვნა მეტყველებდა, რომ უმეტესობა კაცობრიობის დამაზიანებელი უბედურებების – ომები, ეკოლოგიური კატასტროფები, საერთო სიღატაკე და საოცარი, ხშირად უკურნებელი, დაავადებები – ეს ყველა გაპნირობებულია იმით, რომ ჩვენ უარი ვთქვით ადამიანურ ფასეულობებზე.
დოქტორი არტონგ ჯუმსაი ფორუმის დელეგატებთან საუბრობს სულიერი ფასეულობების სწავლების სატია საის პროგრამის შესახებ. და გორბაჩოვი დაინტერესდა ამით. შემდეგში გორბაჩოვმა გამოაცხადა, რომ ფული, რომელიც აქამდე იხარჯებოდა ბირთვულ გამოკვლევებზე, და იმ სახსრების ნაწილი, რაც იხარჯებოდა იარაღის წარმოებაზე, მომავალში საჭიროა მიიმართოს გარემოს გაჯანსაღებაზე, სატია საის-განათლების კონცეპცია კი ჩართული უნდა იყოს სასკოლო პროგრამებში.
დოქტორი ჯუმსაი მოსკოვიდან გაემგზავრა ინდოეთში სვამისთან შესახვედრად. როცა მას შემდეგ ჰკითხეს, ისაუბრეს თუ არა მათ გადარჩენის მსოფლიო კონფერენციის შესახებ, დოქტორმა უპასუხა: “მეტი არავითარი საუბრები დადგა მოქმედების დრო”. მაგრამ აქვე დაუმატა, რომ ეს იყო უნიკალური განცდა, როცა კრემლის მთელი დარბაზი აღივსო “ოოოომმმმ”- ის ხმოვანების უწმინდესი ვიბრირებით.
“თუ გულში ანთია უბიწოების სინათლე,
იქმნება მშვენიერი ხასიათი.
თუ ადამიანს აქვს მშვენიერი ხასიათი,
სახლში გამეფდება ჰარმონია,
როცა სახლში არის სიყვარული და ჰარმონია,
ხალხს ყველაფერი ექნება წესრიგში.
როცა ქვეყანაში წესრიგია,
დედამიწაზე დამყარდება მშვიდობა”.
ბაბა
“როცა ადამიანი “გადადის რელსებიდან”, ირგვლივ ყველაფერს ტბორავს სიძულვილი. გასულ საუკუნეებში, კრიტა, ტრეტა და დვაპარა იუგებში, სიძულვილის მიაზმები დროდადრო წამლავდნენ ადამიანთა ურთიერთობებს. მაგრამ სხვა დროს ეს არ გაჟონილა ასე შეუმჩნევლად, ვერაგულად და ყველგან.
ამჟამად ბოროტება ქმნის დაჭიმულ ურთიერთობებს ოჯახში, სოფელში, საზოგადოებაში, სკოლაში, ერში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. არ არის ადამიანის საქმიანობის არც ერთი სფერო, სადაც ის არ ესწრება.
ქალი იუგა ითვლებოდა საშინელ ეპოქად, და მის ხელმძღვანელ ღმრთაება, ქალი-ს უმზერდნენ შიშით, როგორც უბედურებისა და გაჭირვების წყაროს.
მაგრამ საჭირო არ არის ქალი იუგაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის მიცემა.
კრიტა იუგაშიც იყვნენ ბოროტი ადამიანები, და ქალი იუგაშიც არიან კარგი ადამიანები.
საქმე იუგაში არ არის. მნიშვნელოვანია მხოლოდ გული.
თუ ადამიანს სუფთა გული აქვს, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იუგას?
უპირველეს ყოვლისა გაისუფთავეთ თქვენი გული. მხოლოდ მისი სისუფთავე მიიპყრობს თავისკენ ღმერთს.
თუ მეტალის ნამცეცები ჟანგად იქცა, ყველაზე ძლიერი მაგნიტიც კი ვერ შეძლებს მათ მიზიდვას.
ნამცეცები იწყებს მაგნიტის ლანძღვას, აცხადებს, რომ მას არ აქვს არავითარი ძალა.
მაგრამ მაგნიტი მათ არ ეთანხმება:
“თქვენ შეიძლება იფიქროთ, რაც გინდათ, მე ეს არ მაწუხებს. მოიცილეთ ჟანგი და გახდით სუფთა. მხოლოდ მაშინ მიგიზიდავთ თქვენ ჩემსკენ”.
ზუსტად ასეთივე სახით, თქვენ როგორ უნდა ელოდოთ, რომ თქვენი ჭკუა მიიზიდავს თავისკენ ღმერთს, თუ ის “დაჟანგულია” ცუდი აზრებისგან?
იხედეთ კეთილად, ისმინეთ კარგის შესახებ, ილაპარაკეთ კეთილი სასიამოვნო სიტყვები, შეასრულეთ ამაღლებული ქმედებები. და მაშინ ღმერთი თქვენი მხრიდან ყოველგვარი თხოვნის გარეშე, რა თქმა უნდა, დაგაჯილდოვებთ თქვენ თავისი წყალობით.
ამჟამინდელ ქალი იუგას წმინდა წერილები ადიდებს, როგორც შეუდარებელ დროს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის გათავისუფლებას, იმიტომ რომ ახლა მას შუძლია მიაღწიოს უზენაესს, უბრალოდ ღმერთზე ფიქრით და მისი სახელის ხსენებით. ყველა ეპოქას შორის სწორედ ქალის საუკუნე ითვლება ყველაზე წმინდად, ყველაზე შემოქმედებითად.
დჰიანა, მედიტირება, გამოწერილი იყო როგორც ადამიანთა გათავისუფლების საშუალება კრიტა იუგაში, ასკეტობა – ტრეტა იუგაში და თაყვანისცემის რიტუალი – დვაპარა იუგაში. მაგრამ ამჟამინდელი ქალი იუგას ადამიანებისათვის გამოწერილია უბრალო საშუალება – ნამასმარანა, ღმერთის სახელის მუდმივი შეცნობა.
ნამასმარანა ყველა დროში იყო შემარბილებელი ფაქტორი. ქალის საუკუნისთვის კი არ არის უფრო ძლიერი საშუალება, ყველა ტანჯვისა და განგაშის პანაცეა, ვიდრე არის ჰარის, ღმერთის სახელის მეხოტბეობა. ეს ჭეშმარიტება დღეს დავიწყებულია ადამიანების მიერ. სახელი ჰარის ნაცვლად ისინი უბრალოდ ბოდიალობენ სიმდიდრის ქალღმერთის, შირის სახელით. სიმდიდრის თაყვანისცემა ბევრჯერ აღემატება ჰარის თაყვანისცემას.
წმინდა წერილები ამბობს, რომ ამ მატერიალურობის საუკუნეში, ღმერთის სახელის გამეორება, არის ადამიანის ერთადერთი იმედი.
დაე
ღმერთის სახელი იყოს თქვენს ენაზე,
მისი სახე – თქვენი თვალების წინ,
მისი სიტყვები – თქვენს გულში,
და მაშინ თქვენ ელვის დარტყმაც კი გვერდზე ჩაგივლით”.
მაგრამ სუსტია ადამიანი. მისი ჭკუა მოუსვენარია, მას ალყას არტყამს საზრუნავები, და მისი გული ეკუთვნის დედამიწას.
გასულ დღეებში, მოგვითხრობს ი. დევი, ცხოვრება ბრინდავანში სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც იყო პრაშანტი ნილაიამში, სადაც დრო მთლიანად გაწერილია.
ბრინდავანი იყო სვამის საზაფხულო რეზიდენცია, სადაც ის ხანდახან ჩერდებოდა და უწევდა მასპინძლობას მის თანმხლებ ადამიანებს. აქ არ არსებობდა მეცადინეობების მყარი განრიგი, და თითოეული იყო თავისუფალი ეკეთებინა ის, რაც მას მოსწონდა. ჩვეულებრივ ყველა ისწრაფოდა თუნდაც თვალის მოკვრით მაინც დაენახა ბაბა, როცა ის თავისი ოთახიდან ძირს ჩამოდიოდა, რათა მიეღო საკვები ან მოენახულებინა უზარმაზარ ბაღში შეკრებილი ერთგულები.
ერთხელ, როცა ის მიდიოდა ერთი მოხუცი ერთგული ქალის სიახლოვეს, რომელიც საწოლზე მჯდომი კითხულობდა ლოცვას და დროდადრო წარმოთქვამდა: “ბჰაგავან! ბჰაგავან!”,
მან ახლოს მიმავალმა, გაიგონა ეს.
“შენ მეძახდი მე?” – ჰკითხა მან, ოთახში უხმაუროდ შესულმა.
“ოჰ, ოჰ!”– შიშით შესძახა მოხუცმა ქალბატონმა მისი მოულოდნელი გამოჩენისას, და დანარჩენებს, მისი ლილას (ღმერთის თამაშის) შემხედვარეთ, წასკდათ სიცილი.
მაშასადამე ის იყო ხან მოთამაშე, როგორც ბავშვი, ხან სერიოზული, როგორც მეცნიერი, მაგრამ ყოველთვის კეთილი და ნაზი, როგორც მოსიყვარულე დედა. მას აგრეთვე შეეძლო შთაეგონებინა მოკრძალება და შიში, როგორც ელვა და მეხი. ის ყოველთვის იყო ღმერთისმაგვარი.
ერთხელ, სხვა ოთახის სიახლოვეს გავლისას, მან ფანჯრის რაფაზე შეამჩნია ჯაფა-მალა. აიღო ის, და ის სწრაფად ჩაჯდა სავარძელში და, გაიშვირა მარჯვენა ხელი, მიიღო შესახედაობა, რომ ასრულებს ჯაფას – იმეორებს ღმერთის სახელს, კრიალოსანზე მძივების დათვლით.
შემდეგ, მოატრიალა თავი წარმოსახვით მოსაუბრისკენ, ჰკითხე: “მრეცხავი უკვე მოვიდა?”-
და სწრაფად დაუბრუნდა მძივების თვლას.
ჩვენ სიცილი დავიწყეთ, მაგრამ მან შენიშნა, რომ აი ასე ლოცულობს ბევრი ადამიანი – ისინი გამოსახავენ ღმრთისმოსაობას და ხვთისნიერებას, იმ დროს, როცა სინამდვილეში მათი გონება დაკავებულია წვრილმანი ყოფითი ნივთებით.
“ღმერთის სახელის მეხოტბეობა, ნამასმარანას პრაქტიკა, მისაღებია ყველა
რელიგიის მიმდევრებისთვის – ქრისტიანების, ბუდდანების, ჯაინების, მუსულმანებისთვის. არ არსებობს უფრო ადვილი გზა, ვიდრე ეს არის.
ჩვილობიდან ასწავლეთ ბავშვებს იმეორონ და ენდონ ღმერთის სახელს. დაე მათ ეს შეითვისონ დედის რძესთან ერთად. ივარჯიშეთ თვითონ, ნუ დაემორჩილებით რყევებსა და დაურწმუნებლობებს. არ უარყოთ სიხარულის აღტკინება, რომელიც აქედან გამოიჟონება, და სიმამაცის მოზღვავება, რომელსაც თქვენ გრძნობთ.
მაგრამ თუ თქვენ დაუშვებთ დაეჭვებას, თქვენი ხვედრი იქნება ტანჯვები”.
ბაბა
საის დარშანი
თქვენ როცა ჯერ კიდევ ბავშვი ხართ,
მაშინ დამოკიდებული ხართ თქვენს მშობლებზე,
როცა თქვენ მოზარდი ხართ,
თქვენ იწყებთ დამოკიდებულ ყოფნას მეგობრებსა და მასწავლებლებზე.
როცა დიდი ხდებით,
თქვენ დამოკიდებული ხდებით ცხოვრების პარტნიორზე,
რომელიც თქვენ ამოირჩიეთ.
და როცა თქვენ მოხუცი ხართ,
მაშინ დამოკიდებული ხართ თქვენს შვილებზე.
მთელი თქვენი სიცოცხლე თქვენ დამოკიდებული ხართ იმათზე,
ვინც თვითონ ძალიან დამოკიდებულია სხვებზე.
და მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ გაელვებაში
თქვენ შემობრუნდებით ჩემსკენ.
სიცოცხლე ხანმოკლეა, სხეული კი მყიფე.
თქვენ კარგავთ ფიზიკურ და სულიერ ძალებს,
ძნელად ამბობთ უარს ძველ ჩვევებზე.
თქვენ არ გაქვთ უნარი აითვისოთ ჩემი ძალა,
თუმცა მე ყოველთვის გთავაზობთ მას თქვენ.
ნუ ფლანგავთ თქვენს ღმრთიურებას
მთელი სიცოცხლის მანძილზე.
თქვენ დამოკიდებული უნდა იყოთ მხოლოდ ღმერთისგან.
და ამასთან მისვლა საჭიროა პატარაობიდანვე.
ღმრთიური სიყვარულის განსხეულებანო!
თქვენ თქვენს თავში უნდა აღზარდოთ სიყვარული – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მასში მოთავსებულია ყველა სხვა ადამიანური ფასეულობა – სატია, დჰარმა და შანტი = ჭეშმარიტება, უბიწოება და მშვიდობა.
თქვენ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გააკეთეთ ეს სიყვარულით. თქვენი გული – არის როგორც დიდი ავზი, გრძნობები – თითქოს ონკანები. შეავსეთ გული სიყვარულის წყალით. მხოლოდ მაშინ შეძლებთ თქვენ, თქვენი ყველა გრძნობის დახმარებით, განცადოთ სიყვარული.
დღეს თქვენ საუბრობთ ადამიანურ ფასეულობებზე, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იყენებთ მათ პრაქტიკაზე. ეს მე ძალიან მტკენს გულს. თქვენ ისმენთ ბევრ ჩემს დარიგებას, მაგრამ, შეიძლება მოხდეს და დაიწყოთ თუნდაც ერთის განხორციელება ცხოვრებაში? იმის მაგიერ რომ ჭკუა ასწავლოთ სხვებს, ასწავლეთ თქვენს თავს და გამოიყენეთ ეს პრაქტიკაზე.
შეიძლება კი განიკურნოს თქვენი ავადმყოფობები წამლების დასახელებების უბრალოდ გამეორებით?
შეიძლება დაიოკო შიმშილი გემრიელი საჭმელების დასახელებების უბრალოდ გამეორებით?
ზუსტად ასევე არასაკმარისია ღმერთის სახელის უბრალო გამეორება.
თქვენ უნდა ჩაერთოთ მის სამუშაოში.
როცა ჰანუმანი შეხვდა ვიბჰიშანას, მან უთხრა: “ოჰ, ჰანუმან, შენ როგორი ბედნიერი ხარ. იმისდამიუხედავად, რომ შენ დაბადებული ხარ მაიმუნად, რაამამ მიგიღო შენ თავის კომპანიაში. აი მე არ ვარ კურთხეული ასეთი ბედნიერებით, თუმცა მუდმივად ხოტბას ვასხამ მის სახელს”.
რაზეც ჰანუმანმა უპასუხა: “ოჰ, ვიბჰიშანა, საკმარისი არ არის უბრალოდ იმეორო ღმერთის სახელი, შენ მონაწილეობა უნდა მიიღო მის სამუშაოში.
შენ მხოლოდ მაშინ შეძლებ მისი წყალების დამსახურებას”.
როგორც კი ვიბჰიშანამ მოისმინა ეს სიტყვები, მან გადაცურა ოკეანე და დაემხო რაამას ფეხებთან, ის ეძებდა თავშესაფარს მასთან.
როცა ვიბჰიშანამ დაიწყო რაამასთან თავშესაფრის ძებნა, სუგრივამ და ჯამბავანთამ გაუწიეს წინააღმდეგობა, ეუბნებოდნენ: “სვამი არასოდეს არ დაუჯერო ამ რაკშასებს. ვიბჰიშანას ყველა მოქმედებაში იმალება რაღაც დაფარული მოტივი. უმჯობესია უბრძანე მას დაბრუნდეს ლანკაზე”.
რაზეც რაამამ უპასუხა: “თუ ერთხელ ვინმე იტყვის – “მე შენი ვარ”, ვინც კი არ უნდა იყოს ის, მე ვიზრუნებ მასზე. ამიტომ მე არასოდეს არ უარვყოფ ვიბჰიშანას”.
აი ეს არის ღმერთის სიყვარულის მოწმობა.
ერთხელ თქვენც იტყვით – “ჩვენ შენი ვართ”, და იცხოვრებთ ამ სიტყვის და მყარი რწმენის შესაბამისად. რის შემდეგაც უფალი დაიწყებს ზრუნვას თქვენზე ნებისმიერ ვითარებაში და სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ თქვენ.
მე ველოდები ამას და გაკურთხებთ თქვენ იმაზე,
რომ თქვენ თქვენში განივითაროთ მყარი რწმენა, უარი თქვათ თქვენს ნაკლებზე,
შეუერთდეთ კარგ კომპანიას, გახსნათ თქვენი თავი კეთილი გრძნობებისთვის და მიაღწიოთ ღმრთიურებას”.
ბაბა
ღმერთის ბუნება არის – ძალით აღჭურვა –
ძალით შეყვარების,
ძალით ჭეშმარიტების,
ძალით უბიწოების,
ძალით სიწყნარის.
ყოველთვის გახსოვდეთ,
რომ ღმერთი მუდმივად თქვენს გვერდითაა.
ყრმობის წლებიდან განივითარეთ მასთან მეგობრობა
და ჩაკიდეთ მას ხელი,
ვიდრე არ დადგება თქვენი სხეულის დატოვების დრო.
და შემდეგ კი ის იზრუნებს თქვენზე
მთელ დარჩენილ გზაზე.
“ღმერთი ღებულობს ფორმას და ეხმიანება სახელზე, რომლითაც თქვენ გწამთ. ასეთია მისი წყალობის ზომა.
როცა ბავშვი, მწოლიარე აკვანში, იწყებს ყვირილს და ტირილს, დედა, მყოფი ტერასაზე, მისკენ კიბით ეშვება ძირს, რომ მოეფეროს და გამოკვებოს ის. ის არ ჩერდება, იმის გასარკვევად, ხანგრძლივად იქნება თუ არა მისი ყვირილი საჭირო გასაღებში და ხმოვანებს თუ არა შესაბამის ნოტზე!
ზუსტად ასევე მსოფლიოს უზენაესი დედა ტოვებს თავის უზენაეს ტახტრევანს, რათა ჩამოვიდეს ძირს, მოეფეროს, იზრუნოს თავის შვილზე და ანუგეშოს ის, ოღონდ კი მისი სევდა ღმერთზე გამომჟღავნდებოდეს სპონტანურად და მოდიოდეს გულიდან – სუფთა გულიდან.
ის არ ამოწმებს, სწორია თუ არა მანტრას წარმოთქმა, აგრეთვე როგორია ღმერთის სახის სრულყოფილების ხარისხი, რომელიც დგას ტანჯულის გონებრივი მზერის წინაშე.
გადამწყვეტი აქ არის გულიდან გამოსხივებული გრძნობების ძალა, და არა ერთგულების სტაჟი და არა დახარჯული ფულის რაოდენობა.
ასე იწყება სალოცავად სიარული გადარჩენის ქალაქში.
იმისთვის, რომ იმოგზაურო საზრუნავების გარეშე, არ არსებობს უფრო საიმედო თანამგზავრი, ვიდრე არის ღმერთის სახელის ხსენება. მისი სიტკბოს ერთხელ განცდის შემდეგ ადამიანს დაავიწყდება მოუსვენრობა, დაძაბუნება ან სიზარმაცე. ის სიხარულით, ენთუზიაზმით და ღრმა დამაჯერებლობით მიიღებს ამ ხანგრძლივ მოგზაურობას სულიერი დისციპლინის გზით”.
მოწაფისთვის, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა აშრამის წესებსა და რიტუალებზე, ველურობა იყო საერთო ხმამაღალ სიმღერებზე დასწრება, რომლებიც აქ ატარებს “ბჰაჯანების” სახელწოდებას. და მისთვის გაუგებარი იყო, სვამი რისთვის იჯდა მომღერლების წინ, თითქოს გუნდს მმართველობდა. და ასე – ყოველ დღე.
ამიტომ ის ჩამოეკიდა მასწავლებელს: “განა ღმერთი ჩამოდის დედამიწაზე იმისთვის, რომ გუნდს უდირიჟოროს?”
და იმ წამსვე მან მოწაფის წინ გამოჭიმა სიტყვები წიგნიდან, რომლის აზრიც მოწაფემ უწინ ვერ გაიგო: ხმა დიდი ძალაა ნაზიარების (განდობილის) ხელში.
ძველი მეცნიერება, რომელიც თავის საფუძვლებში ამჟამად თითქმის დაკარგულია მეხუთე რასის მიერ, ამტკიცებს, რომ მაგიურ ძალებს შორის, რომლებიც დანიშნულია ადამიანთა რასის მიერ დასაუფლებლად, არის კიდევ ერთი – ეს არის განსაცვიფრებელი ძლიერება ხმის.
ხმა – ეს არის საშინელი ოკულტური ძალა, რომლის გაწონასწორებასაც ვერ შეძლებდა ყველა ელექტრობა, მიღებული მილიონი ნიაგარადან, თუ ის მიმართული იქნებოდა ოკულტური ცოდნით.
ხმა შეიძლება წარმოებული იყოს ისეთი თვისების, რომ ჰეოფსის პირამიდა ასწიოს ჰაერზე ან კიდევ მომაკვდავი ადამიანი უკანასკნელი ამოსუნთქვისას იყოს გაცოცხლებული და აღვსილი ახალი ძალით და ენერგიით.
და ეს ძალა ადამიანისთვის დაბადებიდან თანდაყოლილია ისევე, როგორც ძალა აზრისა და ნების.
ეს დიდი მაგიური ძალა გახსნილი იყო ერთის მიერ და მხოლოდ ერთი ადამიანისთვის – ჯ. კილისთვის ფილადელფიიდან. მეცხრამეტე საუკუნის მეცნიერებას დაფიქსირებული აქვს ჯონ უ. კილის ცდები, რომელმაც აღმოაჩინა ძალა, მის მიერ სახელწოდებული ეთერის¬ ძალად.
კამერტონზე ხემის გასმით, ის აღაგზნებდა უხილავ, მაგრამ უსაშინლეს ძალას, რომელიც არა მხოლოდ უშვებდა 25 ცხენის ძალის მქონე მანქანას, არამედ ჰაერშიც ეწეოდა მას.
ფენომენები, რომლებსაც მკვლევარი დემონსტრირებდა რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო განსაცვიფრებელი და ესაზღვრებოდა სასწაულს.
თუ დაიშვებოდა კილის სრული წარმატება, ის შეძლებდა რამდენიმე წამის განმავლობაში მთელი არმია დაეშალა ატომებად – ისევე ადვილად, როგორც მან მოიყვანა ატომურ მდგომარეობაში მკვდარი ხარი – მოწმეების დიდი შეკრებისას.
გამომგონებელი მოვლენილი იყო იმად ვისაც უწოდებენ “მაგს დაბადებით”. ის რჩებოდა უმეცრებაში თავისი მაგიური ძალების სრულ ზომასთან მიმართებით, და მის შესაძლებლობებს აღემატებოდა სხვებისთვის იმის გადაცემა, რაც იყო დაბადებიდან თანდაყოლილი მისი უნარი.
მაშასადამე, სრული საიდუმლო არავისთვის არ ყოფილა გადაცემული პრაქტიკული მიზნებისა და გამოყენებისთვის.
ის, რასაც ფლობდა კილი, იყო ის ძლიერება, რომლითაც შორეულ დროში სარგებლობდნენ ძველი მაგები და რომელიც იმ დროიდან დაფარული იყო ცოდნისა და გამოყენებისთვის.
ადამიანში არსებობს პრინციპი, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს და მიმართოს ეთერის ვიბრაციული ძალა. როცა იბადებიან კილის მსგავსი პიროვნებები, ადამიანები განსაკუთრებული ფსიქიური და გონებრივი შესაძლებლობებით, მათ ჩვეულებრივ ეხმარებიან, მაგრამ იმ პირობით, რომ ისინი გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად არ გახდებიან, საშიშროება თავისი საუკუნისთვის.
კილის რატომ არ დაერთო ნება გადაელახა ცნობილი საზღვარი?
ის, რაც მან გაუცნობიერებლად აღმოაჩინა, არის საშინელი სიდერალური, სივრცითი, ძალა, რომელიც ცნობილი იყო ჯერ კიდევ ატლანტებისთვის და მათ მიერ წოდებული იყო მაშ-მაკ-ად. ეს არის ვიბრაციული ძალა, რომელიც თუ მიმართული იქნება არმიის წინააღმდეგ აგნირათჰადან, ცეცხლის ეტლიდან, მფრინავი ხომალდიდან, ასტრა-ვიდიას ინსტრუქციის თანახმად, ფერფლად გადააქცევდა 100000 ადამიანს და სპილოს, ისევე ადვილად, როგორც ერთ მკვდარ ვირთხას.
მის შესახებ გვაცნობა თქმულებამ ბრძენ კაპილას შესახებ, “რომლის გამოხედვამ საგარების 60000 ვაჟი გადააქცია ფერფლის მთად”, თქმულებაში ის იწოდება კაპილაკშად, – კაპილას მზერა.
მეხუთე რასის კაცობრიობა არის უმაღლესი სულიერებისკენ გზის მხოლოდ დასაწყისში.
და დიდი ბრძოლა მასში სულისა და მატერიის ხშირად იხრება ადამიანის დაბალი ბუნების მხარეს. ამიტომ არ მოვიდა ჯერ ამ მაგიური ძალის საიდუმლოს გახსნის დრო, და ამის ნება არ შეიძლება დაერთოს ჩვენს თაობასაც.
კილის ახლო მეგობრების აზრით ის იყო მსოფლიოს უდიდესი საიდუმლოებებიდან ერთ-ერთის ზღურბლზე, მაგრამ მისი აღმოჩენა იყო რამდენიმე ათასი წლით ნაადრევი. დიდი ძალა კვლავ იქნება გახსნილი დანიშნულ ადგილზე და დათქმულ დროს, მაგრამ მაშინ, როცა დიდი და ღრიალა შიმშილისა და ტანჯვის ნაკადი დაიხევს უკან და ჩაცხრება მწვავე ნერწყვი პურის გულისთვის, რომელიც მოდინდება მთელს ქვეყანაზე.
ევოლუციის მოქცევის ტალღას ნელა და გადაუხრელად მიჰყავს მეხუთე კაცობრიობა ახალ მორალურ მომავალთან, მეექვსე ადამიანური რასის გარიჟრაჟთან. და როცა მოვა ეს ოქროს საუკუნე, მაშინ კილის ძრავი და ძალა კვლავ იქნება მოთხოვნილებაში, რადგან მაშინ ადამიანის მაგიური უნარები მისგან გამოყენებული არ იქნება ბოროტებაში.
სვამიმ უჩვენა, ის როგორ მიმართავს ძლევამოსილ ვიბრირებულ ტალღას, დაბადებულს ბჰაჯანებით, რათა გაწმინდოს მიწა და წყალი, ადამიანები, ცხოველები და მცენარეები, და გავიდეს სხვა სამყაროებში.
და დაასკვნა:
“თქვენც უნდა გააკეთოთ ასევე”.
“ერთობლივ სიმღერას პირველად ატარებდა გურუ ნანაკი. სიმღერის დროს წარმოქმნილი ღმრთიური ვიბრირებები წმინდად აქცევს მთელ ატმოსფეროს. ასეთ შედეგებს არ უნდა ველოდოთ, როცა მღერის ერთი ადამიანი.
მანთრები, რომლებიც იმღერება, იაგნის (მსხვერპლშეწირვის ცერემონიის) დროს, ვრცელდება მთელ ქვეყნიერებაზე და წმენდს ატმოსფეროს. როცა მანთრები ავსებს ჰაერს, რომელსაც თქვენ შეისუნთქავთ, ეს თქვენში ბადებს წმინდა გრძნობებს, იმიტომ რომ მანთრა ხმოვანებს თქვენშიც.
სხეული არის იანთრა, ჰრიდაია (გული) – თანთრა, სუნთქვა კი – მანთრა (სო-ჰამ).
იანთრა – მანქანაა, ხელსაწყოა. თანთრა – მანთრის გამოყენების საშუალება. სო-ჰამ – ხმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის.
იანთრა, მანთრა და თანთრა – სამივე დაფარულია ადამიანში.
ადამიანის სხეული – ეს არის იანთრა.
ვინ აიძულებს ადამიანის გულს ძგერას?
ვინ არის პასუხისმგებელი საჭმლის მონელებისა და სხეულში სისხლის ცირკულირების პროცესზე?
თვალებს, რომლებსაც დუიმისთვისაც კი არ მიუღწევიათ დიამეტრში, უნარი აქვს დაინახოს ვარსკვლავები, დაშორებული მილიონობით მილით. პატარა დოლისმაგვარ აპკს შეუძლია მიიღოს ხმები შორი მანძილებიდან. სხეულში არის ტელეხედვა და ტელეფონი.
თქვენ იმეორებთ მანთრა “სოჰამს” დღეში 21600 ჯერ. სო-ჰამ ნიშნავს “მე ვარ ღმერთი”. არ არსებობს უფრო დიდი მანთრა, ვიდრე ეს არის. იმღერეთ ეს წმინდა მანთრა, ატარეთ იდეალური სიცოცხლე და გადააქციეთ დედამიწა მშვიდობის საბინადროდ. ასეთი ძლიერი იანთრით, სხეულით, და წმინდა მანთრით სო-ჰამ, მონიჭებულთათვის სირცხვილი და თავის მოჭრაა, თუ თქვენ არ შეასრულებთ სამუშაოს თქვენი სიცოცხლის გამოსასყიდად.
ჰირონიაკაშიპუს, იანთრას საშუალებით, უნარი შესწევდა მიეღწია პოლარული ვარსკვლავისთვისაც კი, მაგრამ აქედან რა არის სარგებელი? პრაჰლადამ კი, როცა ის მთლად ბავშვი იყო, მანთრას დახმარებით შეძლო ღმერთის წყალობის დამსახურება. ჰირონიაკაშიპუს ძალა მიეკუთვნება იანთრას, მაშინ როცა პრაჰლადას ძალა – ეკუთვნის მანთრას.
იანთრები შეიძლება აღმოჩნდეს არასაკმარისი, მაგრამ არანაირად მანთრები.
სულიერი ვიბრირებები, წარმოებული ბჰაჯანებით, ანიჭებს უზარმაზარ სიხარულს როგორც მათ, ვინც მღერის, ასევე მათ, ვინც მათ ისმენს. ბჰაჯანები ასწორებს ნეგატიურ აზრებს, აწყნარებს ნერვებს, წმენდს ჭკუას და აღავსებს გულს სიყვარულის ტკბილი გრძნობით.
როცა ადამიანი მღერის ბჰაჯანებს, გონება ივსება ღმერთის ცნობიერებით და შიგნიდან მაღლა იწევს ეკსტატური გრძნობა.
აქ არ მოითხოვება მენტალური ან ინტელექტური ძალისხმევა, რადგანაც იმისთვის, რომ წარმოთქვა ღმერთის სახელი და უმღერო მას დიდება, არაფრის გაგება არ არის საჭირო. სხვა მხრივ, თვით ბჰაჯანებით შექმნილ სიმღერას და ატმოსფეროს ადამიანი გაჰყავს სხეულის, ჭკუის და ინტელექტის ფარგლებს გარეთ და ეხმარება მას დაამყაროს კავშირი უმაღლეს მე-სთან.
ვიბრირების ტალღები ავსებს ატმოსფეროს და ასუფთავებს გაჭუჭყიანებულ ჰაერს. დღეს ატმოსფერო დაჭუჭყიანებულია სხვა აზრებით და გრძნობებით. მაგრამ როცა თქვენ ღმერთს უმღერით დიდებას, სახიფათო მიკრობები ისპობა, და ჰაერი ხდება სუფთა, ისე თითქოს დამუშავებული იყოს ანტიბიოტიკებით.
ზოგიერთი კითხულობს, ამახინჯებს თუ არა ვიბრირებებს ბჰაჯანების სიმღერა არა სანსკრიტზე, არამედ ინგლისურ (და ნებისმიერ სხვა) ენაზე?
არა, იმიტომ რომ ვიბრირება გამოდის გულიდან, და არა ხორხიდან.
თუ ადამიანი დარწმუნებულია ღმერთში, ის არასოდეს არ დაიტანჯება. სიძნელეები უზარმაზარი, როგორც მთები, დაიწყებს გაფანტვას, როგორც ღრუბლები.
თქვენ როგორ ვარაუდობთ იყოთ ბედნიერი?
ბედნიერება არის თქვენს შიგნით. თქვენ ხართ ნეტარების ფორმა.
მსოფლიოს ყველა სიმდიდრე დევს თქვენს ფეხქვეშ. ამის უცოდინრობით თქვენ იტანჯებით.
მიწის ქვეშ ჩაწოლილია წყალი. ის როგორ ამოვიღოთ? თქვენსა და მიწისქვეშა წყალს შორის არის ნიადაგისა და ტალახის ფენა. ყოფითი ფანტაზიების ტალახი უნდა მოსცილდეს. როცა თქვენ მოაცილებთ მიწის ტალახს, სწორედ მაშინ მიიღებთ მის ქვეშ ჩაწოლილ წყალს. სხვა შემთხვევა: როცა თქვენ ბურღავთ ჭას, ის უნდა იყოს საკმარისად ღრმა, რათა ამოხაპოთ წყალი მისი ფსკერიდან.
ღმერთის სახელის ხოტბის შესხმა – ეს არის ჭა. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ “წყალი” თქვენი გულიდან. თუ თქვენ ნებისმიერ სამუშაოს ასრულებთ ღმერთის სახელით, სამუშაო გადაიქცევა ღმერთისთვის მსახურებად. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ რაც მოგეხასიათებათ, თუ მას მიიღებთ როგორც ღმერთის მოქმედებას.
ილაპარაკეთ ნაკლები, გახსენით თქვენი გული და შეასრულეთ თქვენი ვალდებულება. უკმეხად შეწყვიტეთ ფუჭი საუბრები. გახსენით თქვენი გული. მაშინ თქვენს გულში გამეფდება ღმერთი.
დღეს ჩვენ ვმღერით ბჰაჯანებს. თქვენ ამას აკეთებთ ყოფიერების ყაიდაზე. ბჰაგავანი აკვირდებოდა, რომ როცა მღეროდნენ გოგონები, ჭაბუკები არ უერთდებოდნენ მათ. როცა მღეროდნენ ჭაბუკები, გოგონები არ მონაწილეობდნენ გუნდში.
ყველა ისინი ღმერთს უმღერიან დიდებას.
სიმღერა არ უნდა იყოს მაღალი წრის შეჯიბრი, ეგოურობისა და აზროვნების შეზღუდულობის გამომჟღავნება.
სვამი მოგვითხრობს
ერთხელ როცა იმპერატორი აკბარი იჯდა ხის ქვეშ, მან შეამჩნია მდაბიო, მოწყობილი ამავე ხის ქვეშ. როცა მდაბიო ამღერდა, აკბარის გული გალღვა. სიმღერამ ღრმად შეძრა მისი გული. მას წასკდა სიხარულის ცრემლები. მისი სული გადაივსო ბედნიერებით.
დაბრუნდა რა, აკბარმა მოიხმო კარის მსახური ბირბალა და ჰკითხა, მდაბიოს მუსიკამ რატომ გაიტაცა ის უფრო მეტად, ვიდრე ბირბალას მუსიკამ.
მან უპასუხა: “მასწავლებელო ეს მდაბიო ვერ ამჩნევს მის გარემომცველ სამყაროს, რადგანაც ის მღერის, მთლიანად კონცენტრირებული ღმერთზე. მისთვის ღმერთში მოთავსებულია სიცოცხლის მთელი სიტკბო. ის მღერის, რომ ასიამოვნოს ღმერთს. მე კი ვმღერი, რათა შენ დაგაკმაყოფილო. მე ვუკრავ შენი სიამოვნებისთვის. ამიტომ ჩემი მუსიკა არ არის ისეთი ამაღლებული”.
ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი სიცოცხლე, ღმერთის დიდების ხოტბის შესხმაში. შენ ხარ მდაბიო თუ მდიდარი, თუ შენ ხარ დიდი მუსიკოსი – სიმღერა არის უპირველეს ყოვლისა. თქვენ უნდა კონცენტრირდეთ ღმერთის სახელზე. როცა თქვენ ამას არ აკეთებთ, სიმღერა გადაიქცევა უბრალოდ რიტუალად.
როცა თქვენ გაიგებთ, რომ სიმღერაში არის სულიერი შინაარსი, მაშინ თქვენ შეიცნობთ ნეტარებას.
მაშინ არ იქნება სხვაობა სიმღერასა და ლოცვას შორის.
საჭიროა მხედველობაში გქონდეთ, რომ დისციპლინის, გაგების, კოოპერირებისა და ერთობის გარეშე ბჰაჯანების სიმღერა იქცევა დროის ფუჭ კარგვად.
ხანდახან ხდება, რომ ბჰაჯანებში მონაწილე ერთგულები, იხედებიან აქეთ-იქით, არ მახვილდებიან სიმღერაზე. დაუშვებელია, რომ ბჰაჯანების დროს მომღერლის ერთი თვალი აკვირდებოდეს, როგორ შთაბეჭდილებას ახდენს სიმღერა მსმენელებზე, და მეორე კი იმას უთვალთვალებდეს, როგორ მოქმედებს ის ღმერთზე.
რამაკრიშნა პარამაჰამსას ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა. მეცნიერებისა და ერთგულების შეკრებაზე მან დაარტყა ერთგულ რანი რასმანს. ყველა გაოცებული იყო მისი მოქმედებით. რანი რასმანმა თავი იგრძნო შეურაცხყოფილად. რაამაკრიშნამ კი ახსნა, რომ ქალი, მჯდომი რელიგიურ კრებაზე, ფიქრობდა თავის საშინაო საქმეებზე. ამიტომაც მან მოსცხო მას.
ზუსტად ასევე არ ვარგა, ბჰაჯანებზე მჯდომარე ერთგულებმა, მიმართონ თავიანთი აზრები ყოფითი საქმეებისკენ.
მე არ მჭირდება სიმღერა ღმერთის სადიდებლად, რომელიც ხმოვანებს, როგორც გრამმაფონის ფირფიტა, ყოველგვარი გრძნობისა და სულიერი წყურვილის გარეშე.
ამასთანავე ბჰაჯანებს გააჩნია გამონაკლისი ფასეულობა. ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ქალი იუგაში არ არის უფრო მნიშვნელოვანი სულიერი პრაქტიკა, ვიდრე ღმერთის სახელისთვის ხოტბის შესხმაა.
ხოტბა შეასხით ღმერთის სახელს, რათა გამოისყიდოთ თქვენი სიცოცხლე”.
ბაბა
საის დარშანი
დაე ყოველთვის ჟღერდეს მუსიკა,
რომელიც მე მადიდებს.
აკონტროლეთ გველის მოძრაობა –
მიწიერი ილუზიის, მააიიასი.
და დაე მან იცეკვოს
ჩემი სახელის ხმებზე.
ჩემი სახელის ძლიერება
თქვენს ბაგეებზე
დაიჭერს გველს თავდასხმისაგან.
არ დაუშვათ, რომ მუსიკა შეწყდეს,
სხვაგვარად გველი გიტევთ თქვენ
და, თავისი შხამის შემონთხევით
მომკლავს მე თქვენში,
დატოვებს მხოლოდ სხეულს სულის გარეშე.
იყო უფალ რაამას ერთი ერთგული, რომელიც ჩვეულებრივ რეგულარულად დადიოდა ტაძარში, სადაც თაყვანს სცემდა უფალს და ხოტბას ასხამდა მის სახელს.
ერთხელ ის მიდიოდა ქალაქიდან თავის სოფელში, თან მიჰქონდა პროდუქტების მთელი მთა, მაგრამ მისი ურემი მოულოდნელად გადაბრუნდა. ერთგული დაჯდა გადაბრუნებული ურმის გვერდით, დასტიროდა თავის უიღბლობას, და გაიფიქრა, რომ თუ გულითადად შეევედრება ღმერთს, მაშინ რაამა, რა თქმა უნდა, გამოეცხადება და ურემს დააყენებს ბორბლებზე.
მან დახუჭა თვალები და დაიწყო სიმღერა და 1008 ჯერ გაიმეორა რაამას სახელი. მაგრამ რაამა არ გამოჩნდა. მაშინ ერთგულმა დაუწყო თავის თავს გინება ღმერთში ბრმა რწმენაზე და გადაწყვიტა, რომ ისტორია თანამგრძნობელ უფალ რაამაზე, უნდა იყოს, სრული ტყუილი.
მოულოდნელად მან გაიგონა ხმა: “შენ სულელი ხარ. მე მოგეცი შენ ფიზიკური ძალა და ჭკუა – შენ უნდა გამოიყენო ეს და შეეცადო გაასწორო ის, რაც გამოვიდა წარუმატებლად. და თუკი პრობლემა იქნება შენს ძალებზე აღმატებული, მაშინ მე აუცილებლად მოვალ შენს დასახმარებლად”.
წინ: ნაწილი VII