1.05.2013
უკუაგდეთ ყველა დაბალი სურვილი: რამდენიმე აკრი მიწის, სარგებლიანი ანგარიშის ბანკში, ან უფრო მეტი ბუნგალოების ან მანქანების. ისურვეთ უპირატესად სიხარული რომელიც არასდროს ქრება; სიხარული რომელიც არის ღრმა, მყარი და ძლიერი, – სიხარული ღმრთიურების შეცნობის. ადამიანმა უნდა იცნოს მხოლოდ თავისი მე იმისთვის რომ დაეკონტაქტოს წყაროს ნეტარების და უკვდავების და ნათესაობის ყველა არსებასთან. თქვენი შინაგანი ღმრთიურება არის თქვენი რეალობა; აღმოაჩინეთ ის, იბინადრეთ მასში, და მოინდომეთ მისი გახმაურება. აღმოაჩინეთ თქვენი სიწმინდე, თქვენი ღმრთიურება, თქვენი ჭეშმარიტება. თქვენ შეიძლება გქონდეთ ასეთი ეჭვები, რა არის დჰარმა (უბიწოება), რანაირი არის სათჰია (ჭეშმარიტება), რანაირი არის პრემა (სიყვარული), და ა.შ; მაგრამ თქვენ არ უნდა გქონდეთ ეჭვი უშუალოდ თქვენზე, ასე არ არის? ამიტომ, გაიგეთ ვინ ხართ თქვენ და გამყარდით ამ ჭეშმარიტებაში. ეს არის საკმარისი თქვენს გადასარჩენად და ეს მოგცემთ თქვენ სამარადისო სიხარულს.
2.05.2013
თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ პატარა დეტალებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ერთგულება (ბჰაკთჰი) სრულიადაც არ არის ერთიანი დარტყმების მიყენება. ეს არის პატარა მოქმედებათა სერია, რომელიც წარიმართება ყველა არსებაში ღმრთიურების პატივისცემის დამოკიდებულებით. უმეთვალყურეთ ტყუილს რომელიც იმალება ენაზე, ძალადობას რომელიც იმალება თქვენი მუშტის უკან, ეგოს რომელიც იმალება ფარულად მოქმედებების უკან. შეაკავეთ ის უფრო ადრე ვიდრე გადაიზრდება ჩვევაში და დამკვიდრდება თქვენს ხასიათში თქვენი ბედის ჩასაშლელად. ღმერთი არის როგორც მედუქნე რომელსაც აქვს სავსე მარაგი ყველა ნივთების რაც თქვენ გჭირდებათ თქვენს ცხოვრებაში. თუ თქვენ, როგორც კლიენტი მიდიხართ მაღაზიაში და მოითხოვთ პირსახოცს, შეუძლია მედუქნეს გადმოგცეთ პერანგი? ღმერთი არის მისი მსგავსი, ის გადმოგცემთ სწორედ იმას რასაც თქვენ ითხოვთ. მატერიალური ნივთები სრულიადაც არ არის მნიშვნელოვანი. გაარჩიეთ და თხოვეთ ღმერთს ერთგულება (ბჰაკთჰი) და სულიერი სიბრძნე (ჯნანა).
3.05.2013
რამდენ ხანსაც თქვენ გექნებათ ეგოს კვალი თქვენში, თქვენ ვერ დაინახავთ უფალს ნათლად. ეგო არის ფარდა რომლის მოშორებას ჭკუიდან კეთილშობილი წმინდანებიც კი თხოვენ უფალს. ეგოურობა მოისპობა, თუ თქვენ მუდმივად ეტყვით თქვენ თავს, “ეს არის ის, არა მე”. “ის არის ძალა, მე ვარ მხოლოდ ინსტრუმენტი.” იქონიეთ მისი სახელი ყოველთვის ენაზე, განჭვრიტეთ მისი დიდება როდესაც კი დაინახავთ ან მოისმენთ თქვენ რაიმე მშვენიერს ან დიდს; ხედეთ ყველაფერში უფალი თავისთავად. არ ილაპარაკოთ სხვების ცუდი, ხედეთ მხოლოდ კარგი მათში. მიესალმეთ დახმარების ყოველ შანსს, ანუგეშეთ სხვები და წაახალისეთ ისინი სულიერ გზაზე. იყავით თავმდაბალი, არასდროს გახდეთ ამაყი თქვენი სიმდიდრით, მდგომარეობით, ძალაუფლებით, სწავლულობით ან კასტით. მიუძღვენით მთელი თქვენი ფიზიკური სამფლობელოები, გონებრივი უნარ-ჩვევები და ინტელექტუალური მიღწევები უფლისთვის მსახურებას და მის დიდებას.
4.05.2013
მე უარს ვამბობ დაუძახოთ რომელიმე ადამიანს ნაასთჰიკა (ათეისტი). უველა არსება არის როგორც შედეგი მისი ნების, შესაბამისად მისი გეგმის; არავინ არის მისი წყალობის მიღმა. თითოეულს აქვს სიყვარული ვინმეს ან რაიმეს მიმართ და ეს სიყვარული არის ღმრთიურების ნაპერწკალი. თითოეულმა თავისი ცხოვრება საბოლოოდ უნდა დააფუძნოს ჭეშმარიტებაზე; ეს ჭეშმარიტება არის ღმერთი. არავითარი სიცოცხლე არ შეიძლება იყოს გატარებული ჭეშმარიტების სრული უგულვებელყოფით; ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს ჭეშმარიტებას და უნდა ილაპარაკოს სიმართლე ნებისმიერთან, იმისთვის რომ აქციოს სიცოცხლე ღირებულ სიცოცხლედ. ახლა ეს ხანა არის ღმერთის ხანა და ამჟამად როდესაც ადამიანი გამოსცემს ჭეშმარიტებას ან სიყვარულს, ან ასრულებს მსახურებას, ეს პიროვნება არის თეისტი. ყველა ღმრთისმოსავის პასუხისმგებლობაა რომ აჩვენოს თავისით და თავისი ცხოვრების მეშვეობით რომ ღმრთისმოსაობა არის არა სისუსტე, არამედ სიმაგრე; ამით ის გახსნოს დიდ წყაროს ძალის და ეს ადამიანი რწმენით ღმერთში გადალახავს წინააღმდეგობებს გაცილებით უფრო იოლად ვიდრე ადამიანი ვისაც ის არ აქვს.
5.05.2013
თუმცა თქვენ არ შეგიძლიათ რამას ან კრიშნას დანახვა, თქვენ თაყვანს სცემთ მათ რადგან თქვენ რწმენა გაქვთ წერილებში და გჯერათ უხუცესების, რომლებმაც გასწავლეს თქვენ ასე. მაგრამ ის როგორ არის რომ თქვენ ივიწყებთ თქვენ მშობლებს, ვინც პასუხისმგებლები არიან თქვენი ცხოვრების პროგრესზე? უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა გამოამჟღავნოთ მადლიერება თქვენი მშობლების მიმართ, უნდა გიყვარდეთ ისინი და პატივი უნდა სცეთ მათ. თქვენი სისხლი, თქვენი საკვები, თქვენი თავი და თქვენი ფული – ეს ყველაფერი არის მშობლების ნაჩუქარი. თქვენ ეს საჩუქრები არ მიგიღიათ პირდაპირ ღმერთისგან. პატარა ბავშვები იგებენ მნიშვნელობას სიტყვის ვაშლი ან ძაღლი მხოლოდ მათი სურათების ნახვით. ამის მსგავსად მხოლოდ მშობლების ნახვის შემდეგ ადამიანს შეუძლია გაიგოს ღმერთის არსებობა. ყველაფერი რაც არის დაკავშირებული ღმერთთან არის მხოლოდ არაპირდაპირი განცდა. მხოლოდ მშობლები არიან ისინი ვინც შეგიძლიათ დაინახოთ და ვისი სიყვარულიც შეგიძლიათ შეიგრძნოთ. ამიტომ მიიჩნიეთ თქვენი მშობლები როგორც ღმერთი. ღმერთი იქნება ნასიამოვნები და გაცხადდება თქვენს წინ მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გეყვარებათ თქვენი მშობლები და პატივს სცემთ მათ.
6.05.2011 იშვარამას დღე
პატივი ეცით თქვენს დედას, დაემორჩილეთ მის ბრძანებებს. მიეცით მას უზარმაზარი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. შეიძლება არსებობდეს ცუდი ვაჟიშვილი, მაგრამ არა ცუდი დედა. დედის კეთილშობილური გრძნობების გამო ხდებიან შვილები სათნო, ინტელიგენტი, აღწევენ მაღალ მდგომარეობას და გამოიმუშავებენ სახელსა და დიდებას. დედა გზრდით თქვენ, გკვებავთ თქვენ, იცის თქვენი არჩევანი, იცის რას აძლევთ უპირატესობას და ასრულებს ყველა თქვენს საჭიროებებს. ამიტომ იყავით მადლიერი თქვენი დედის ყოველთვის. დედა იცავს და ეხმარება თავის ბავშვებს მუდამ, მრავალმხრივ და თავისი სიკვდილის შემდეგაც კი. არასდროს მოეპყროთ უპატივცემულოდ თქვენს დედას ან იმედი არ გაუცრუოთ მას ან ზიანი არ მიაყენოთ მის გრძნობებს. ეცადეთ დააკმაყოფილოთ ის ყველა ასპექტში. მხოლოდ შემდეგ გაღივდება ერთგულების თესლი თქვენში. თითოეული უნდა მიჰყვეს წარმოთქმას, მათჰრუ დევო ბჰავა (თაყვანი ეცით დედას როგორც ღმერთს) წერილში და სულში და მიიღოს მისი დედობრივი სიყვარული. ასევე არასდროს შეხედო ქალს ზემოდან ქვემოთ. ისინი არიან ბუნების განხორციელებანი და ძალიან სათნონი. ყველა წმინდა გრძნობებით თქვენს გულში პატივი ეცით ქალს და იყავით პატივცემულნი.
7.05.2013
ყველა არსებამ უნდა ასრულოს მოქმედებები (კარმა), ეს არის უნივერსალური გარდაუვალი მოვალეობა. ზოგიერთი მიიჩნევს რომ მხოლოდ ღირსეული საქმეები ან ცოდვილი ქმედებები იწოდება კარმად, მაგრამ თქვენი ჭეშმარიტი სუნთქვა არის კარმა. კარმა არსებობს ფიზიკური, გონებრივი და სულიერი, და ამ თითოეულის კეთება უზენაესი მე-ს სიკეთისთვის იწოდება მიძღვნად. არ დაკარგოთ ფუჭად თქვენი ცხოვრების არც ერთი წუთი რადგან დრო არის ღმერთის სხეული. ის არის ცნობილი როგორც კაალასვარუპა (დროის ფორმა). დროის არასწორად გამოყენება ან მისი ფუჭად ხარჯვა უსაქმურობაში არის ბოროტმოქმედება. როგორც გრავიტაციის ძალა, რომელიც იზიდავს ყველაფერს დაბლა, ისე სიზარმაცის ძალაც (თჰამოშაკთჰი) წაგათრევთ თქვენ შეუბრალებლად დაბლა. ამიტომ თქვენ უნდა იყოთ მუდამ ყურადღებით, მუდამ აქტიურად.
8.05.2013
ბევრი საზოგადოებრივი მუშაკი მოინახულებს საავადმყოფოებს მსახურების გასაწევად. სამუშაოს ბევრი ნაწილი, მსგავსი პაციენტებისთვის მარაოთი დანიავების, მათთვის წერილების დაწერის და ბჰაჯანების სიმღერის მოჩანს რომ სრულდება მექანიკურად, ეს სრულდება როგორც ის რაც არის მითითებული როგორც მსახურება და სრულდება იმაზე ყურადღების მიქცევის გარეშე რაც პაციენტს ნამდვილად სჭირდება! ეს არის არასწორი. მსახურება უნდა შესრულდეს ზრუნვის, სიხარულის, გონიერებისა და მოწიწების სრული თანამშრომლობით. პაციენტმა არ უნდა იგრძნოს ზიზღი საზოგადოებრივი მუშაკის აფორიაქებულობის გამო, არამედ წინასწარ უნდა მოელოდეს დახმარებას მისი მოსვლიდან, როგორც ვინმე ახლობლისა და ძვირფასისგან! თუ თქვენ არ მოგწონთ მსახურების რომელიმე ტიპი არ ჩაერთოთ მასში. არ დატვირთოთ თქვენი ჭკუა არამიმზიდველი დავალებით. სამუშაო შესრულებული მექანიკურად არის უზეთო პატრუქის ალის მსგავსი. თქვენი გონებრივი ენთუზიაზმი არის ზეთი, ჩაასხით ის და ლამპა აენთება ნათლად და ხანგრძლივად.
9.05.2013
ყოფითი სიკეთეების წყურვილი არასოდეს შეიძლება იყოს დაოკებული, მისი დაკმაყოფილების მცდელობა მხოლოდ ამძაფრებს მას. წყურვილი არასოდეს იქნება დაოკებული დალევით მარილიანი წყლის, რომელიც არის საგნობრივი სამყარო. ადამიანის სურვილები არის უსაზღვრო, დასასრულის გარეშე. ის გხდით თქვენ მირაჟის მდევნელად უდაბნოში, ის გაიძულებთ თქვენ ააშენოთ ციხეები ჰაერში, ის ბადებს უკმაყოფილებასა და იმედგაცრუებას როგორც კი თქვენ დაუთმობთ მას. ამიტომ განივითარეთ წყურვილი (თჰრიშნა) კრიშნასთვის და თქვენ აღმოაჩენთ ნეტარების ცივ წყაროს თქვენს შიგნით. კრიშნას სახელი გაგცევთ თქვენ ძლიერად და მყარად, ის არის ტკბილი და მხარში მდგომი. ვისაც არ უნდა ჰქონდეს წყურვილი კრიშნა დაუოკებს მას; ვინც არ უნდა დაუძახოს მას ამ წყურვილის ტანჯვაში, კრიშნა, წვიმა-ღრუბელი, უპასუხებს ამ ძახილზე და გამოჩნდება.
10.05.2013
თუ თქვენ გაქვთ ყური, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ‘ომ’ უფლის არსებობის თქვენთვის გამომცხადებელ ყველა ხმაში. ზარი ტაძარში განზრახულია რომ გამოსცეს ხმა ‘ომ’ როგორც ღმერთის ყველგან მყოფობის სიმბოლო. როდესაც ზარი ირეკება, ღმრთიურება თქვენში იღვიძებს და თქვენ შეიგნებთ მის არსებობას. ჯიივი (ინდივიდუალური სული) მოდის სამოსელით (სხეული), მსგავსად მომლოცველის წმინდა ადგილის მონახულებაზე. ჯიივის უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი რომელიც აჩვენებს წმინდა ადგილებს და დაეხმარება მომლოცველობის შესრულებაში. ეს ხელმძღვანელი არის უფალი თავისთავად და სახელმძღვანელო წიგნები არის ვედები, უპანიშადები და სხვა წერილები. წერილების არსი დევს ამ ერთ წესში: იმეორეთ უფლის სახელი, იქონიეთ მისი ნათება ჭკუის წინ ყოველთვის.
11.05.2013
უფალი არის კალპათჰარუ (ნატვრის ხე) ვინც იძლევა ყველაფერს რასაც კი თხოვენ. მაგრამ თქვენ უნდა მიხვიდეთ ახლოს ხესთან და ინატროთ ის რაც თქვენ გსურთ. ათეისტი არის პიროვნება რომელიც არის შორს ხიდან. თიესტი არის ადამიანი ვინც არის ახლოს მისული. ხე არ აკეთებს რაიმე განსხვავებას – ის ჩუქნის სიკეთეს ყველას. უფალი არ სჯის ან შურს არ იძიებს თუ თქვენ არ შეიცნობთ მას ან პატივს არ სცემთ მას. დაიმსახურეთ უფლება უფალთან შიშის გარეშე მიახლოების და უფლება თქვენი მემკვიდრეობის თხოვნის. თქვენ უნდა გახდეთ ისე თავისუფალი რომ ქებამ არ გამოასხივოს თქვენგან როდესაც თქვენ მიუახლოვდებით უფალს. ქება არის სიშორისა და შიშის ნიშანი.
12.05.2013
თქვენ შეძლებთ გაიგოთ რადჰა მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ შეძლებთ ჩაწვდეთ კრიშნასთვის მისი წყურვილის სიღრმეს. რადჰა დარწმუნებული იყო რომ კრიშნა არის აადჰარ (ბაზისი). მან გარდაქმნა არაადჰ (თაყვანისცემა) უწყვეტ დჰარაში (ნაკადში). სინამდვილეში ის არის პრაკრიტი (ბუნება), თვით უფლის მეორე ფორმა. როგორ შეძლებენ ისინი ვინც არიან სავსე ცუდი მიდრეკილებებითა და იმპულსებით გაიგონ ეს დამოკიდებულება? უფლის სახელის წარმოთქმა არის საუკეთესო მეთოდი ჭკუის გასაწმენდად ყველა ამ ცუდი იმპულსებიდან. თუ თქვენ გაქვთ სუფთა და მყარი რწმენა უფალში, ის უზრუნველგყოფთ თქვენ არა მხოლოდ საკვებით არამედ თვით უკვდავების ნექტარითაც. თქვენ გაქვთ ძალა თქვენში რომ იძულებული გახადოთ ის გაჩუქოთ თქვენ ეს სიკეთე.
13.05.2013
პოეტმა კალიდასამ ერთხელ თქვა, “მე მინდა მივიღო გათავისუფლება ისე სწრაფად როგორც მე მივდივარ”, გულისხმობდა, რომ გათავისუფლება მიიღწევა როგორც კი ეგო გაქრება. ვინაიდან ამის შემდეგ კაშკაშებს ადამიანი მასზე დაბადებიდან თანდაყოლილ ბრწყინვალებაში, როგორც ურღვევი ატმა. ‘მე’ (‘I’) როდესაც გადაჯვარედინდება ხდება ჯვრის სიმბოლო. ამიტომ რაც ჯვარს ეცმევა ეს არის ეგო. როგორც კი ეს მოხდება, ღმრთიური ბუნება გამოამჟღავნებს თავის თავს სპონტანურად შეფერხების გარეშე. ეგო ძალიან ადვილად შეიძლება მოისპოს ერთგულებით, ბინადრობით უფლის გაცხადებაზე. თქვენ შეგიძლიათ მოუხმოთ მას ნებისმიერი სახელით ვინაიდან ყველა სახელი არის მისი. შეარჩიეთ სახელი და ფორმა რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენ. სწორედ ამიტომ არის საჰასრანამა (უფლის ათასი სახელი) შედგენილი ღმერთის სხვადასხვა ფორმებისთვის; თქვენ გაქვთ თავისუფლება და უფლება ამოირჩიოთ ერთი ნებისმიერი ათასიდან.
როდესაც თქვენ ამბობთ რომ უფალი კრიშნა დაიბადა გოკულში, გაიზარდა ბრინდავანში, მართავდა მადჰურას და მოგვიანებით დვარაკას, ეს რას ნიშნავს? ჭკუა არის გოკული სადაც ის დაიბადა. ის დაბადებულია ყველასთვის, მათთვისაც, ვინც დღეს აიღო სულიერი გზა. გული არის ბრინდავანი, სადაც ის იზრდება. ის იზრდება ყოველ გულში, სადაც ღმრთიური სიყვარული ვითარდება და ფართოვდება. თქვენი ინტელექტი (ჩითჰა) არის სადაც ის იწყებს თავის მმართველობას, და ნირვიკალპა ეტაპი (აბსოლუტური ერთობის მდგომარეობა) არის დვარაკა სადაც ის მყარად ამკვიდრებს თავის თავს როგორც მმართველ მონარქს. გააკეთეთ ისე რომ თქვენი წყურვილი და ერთგულება უფლისთვის გაიზარდოს ამ ეტაპების გავლით და თქვენ დაიხსნით თქვენს თავს.
15.05.2013
მსგავსად როგორც თქვენ ყურადღებას უთმობთ სხეულის საჭიროებებს, კვებავთ მას სამჯერ დღეში რომ შეინარჩუნოთ ის კარგ მუშა მდგომარეობაში, სწორედ ასევე დახარჯეთ გარკვეული დრო რეგულარულად იმისთვის რომ იქონიოთ თქვენი შინაგანი შეგნება კარგ ფორმაში. დახარჯეთ ერთი საათი დილას, მეორე ღამე და მესამე განთიადის გარიჟრაჟზე (ბრაჰმა მაჰურთჰაზე) ჯაფისთვის (სახელის გამეორებისთვის) და მედიტირებისთვის უფალზე. თქვენ იპოვით თქვენზე დამავალ დიდ მშვიდობას და შიგნით ძალის ახალი წყაროების ამოჩქეფას, როგორც კი თქვენ წინ წაიწევთ ამ სულიერ პრაქტიკაში (სადჰანაში). რამდენიმე ხნის შემდეგ ჭკუა იბინადრებს სახელზე, თქვენ სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ. მშვიდობა და სიხარული გახდება თქვენი განუყოფელი თანამგზავრი.
16.05.2013
ჭკუა უნდა გახდეს ბჰაკთჰიმაია (გაჯერებული ღმერთის ერთგულებით). გონიერება უნდა ტრანსფორმირდეს ჯნანაში (ღმრთიურ ცოდნაში). სხეული უნდა იყოს მზადმყოფი და ქმედითი უბიწოების პრაქტიკისთვის. ასეთი სიცოცხლე არის ნამდვილად გვირგვინი და დიდება ადამიანურობის. დანარჩენი არის უბრალოდ დასნებოვნებული, შემცველი და გალიაში მყოფი სიცოცხლეები! ამგვარად მხოლოდ სადჰანა (სულიერი მისწრაფება) ხდის სიცოცხლეს ღირებულად; დანარჩენი არის მსგავსი ქაფის რომელიც არის ყალბი და წუთიერი. შეუერთდით კეთილ, მისწრაფებულ და სულიერებას მოწყურებულ მაძიებელთა კომპანიას და თქვენ მალე მიაღწევთ შიგნით მშვიდობისა და გარეთ ჰარმონიის სტადიას.
17.05.2013
ყოველი არსება არის ღმრთიური, მიიღეთ ეს ჩემგან! ყველა თქვენგანი ხართ აქ წმინდა მისიაზე, ღმრთიური მიზნით. საკუთარი თავის მიჩნევა სუსტად ან ცოდვილად არის თავისთავად ცოდვა! თქვენ უნდა გამოიმუშაოთ დაბადებით მონიჭEბული უფლება, რომელიც არის მშვიდობა (შანთჰი). მოუსვენრობა (აშანთჰი) არის არაბუნებრივი მდგომარეობა. მშვიდობის ამ მემკვიდრეობის აღსადგენად ადამიანები ცდიან ბევრ მეთოდებს, როგორიც არის სიმდიდრის დაგროვება, კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება, ცოდნის დაუფლება, ხელოვნების განვითარება და ა.შ. ყველა ეს არ არის ფუნდამენტური. სამი ძირითადი საჭიროება დარჩება ყველა ამ მეთოდების ამოწურვის შემდეგაც – საჭიროება ჭეშმარიტების, სინათლისა და უკვდავების. მხოლოდ მაშინ როდესაც ეს სამი იქნება მოპოვებული ასეთი მშვიდობა დაარსდება მუდმივად.
18.05.2013
ერთგულება არის მსგავსი მეფის ვისაც ჰყავს ორი ადიუტანტი რომლებსაც ეწოდებათ სიბრძნე (ჯნანა) და განდეგილობა (ვაირაგიამ). ამ მცველების გარეშე ერთგულება არასდროს არის უსაფრთხო ან დაცული. ერთგულება უნდა დაემყაროს სიბრძნის საფუძველს და უნდა გაყვავდეს მსოფლიოდან განდეგილობით. ბრძენკაცი (ჯნანი) არის გულცივი გრძნობებსა და ემოციებზე და არ ირყევა კარგი და ცუდი ბედის (სთჰრითჰაპრაჯნას) ქარიშხლისგან. ადამიანი, ვინც არის განდეგილი (ვაირაგი) არის ის ვინც გაითავისუფლა თავი სამი გუნისგან (ან ჭკუის ხარისხისგან). ერთგული არის ის ადამიანი ვისაც აქვს სიყვარული ყველა ცოცხალი არსების მიმართ. ბჰაკტი, ჯნანა და ვაირაგია არის სამი მწვერვალი იგივე ჰიმალაის ქედის. სიყვარული ქმნის დაიას (თანაგრძნობას), ვაირაგია იწვევს დჰამას (შემწყნარებლობას); და ჯნანა (სიბრძნე) გატარებთ თქვენ დჰარმას (უბიწოების) გზით.
19.05.2013
აპრაქტიკეთ ზომიერება მეტყველებაში – ეს დაგეხმარებათ თქვენ მრავალმხრივ. როდესაც ფეხი დასხლტება ჭრილობა იკურნება რამდენიმე თვის შემდეგ; როდესაც ენა სხლტება ჭრილობა რომელსაც ის იწვევს სხვის გულში წყლულდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ენა არის პასუხისმგებელი ოთხ დიდ შეცდომაზე – ტყუილის თქმაზე, სხვებისთვის ბრალის დადებაზე, უკიდურესად დანაწევრებულ წარმოთქმასა და სკანდალების აყოლაზე. ის უნდა იყოს მკაცრად თავარიდებული თუ გვინდა რომ იყოს მშვიდობა პიროვნებებსა და საზოგადოებაში. სიყვარულის და ძმობის კავშირები იქნება უფრო ძლიერი თუ ადამიანები ილაპარაკებენ ნაკლებს და ილაპარაკებენ ტკბილად. სიჩუმე (მოუნამ) მიწერილი იყო როგორც სულიერი პრაქტიკა სწორედ ამ მიზეზით. თქვენ ყველა ხართ სულიერი მაძიებლები მგზავრობის სხვადასხვა ეტაპზე და ამიტომ ეს დისციპლინა ძვირფასია თქვენთვისაც ასევე.
20.05.2013
როდესაც სახლს ცეცხლი მოედება თქვენ სასოწარკვეთილი მირბიხართ სწრაფად რომ მიიღოთ დახმარება და ჩააქროთ ცეცხლი. მაგრამ თქვენ ვერ შეიცნობთ რომ თქვენს შიგნით მძვინვარებს ცეცხლი გაცილებით გამანადგურებელი და მშთანთქმელი. თქვენ უნდა აიღოთ თქვენს თავზე ცეცხლქრობის ვალდებულება ძალიან სერიოზულად და არასდროს არ უნდა დამშვიდდეთ სანამ ეს ალი ანთია. დაიწყეთ ქრობა ახლავე. ეს არის სადჰანა, სულიერი ძალისხმევა. დაიწყეთ მსახურება თქვენი მშობლების, მასწავლებლების, მოხუცების, გაჭირვებულების, სნეულებისა და ტანჯულების. არასდროს წაახალისოთ ფრაქციულობა და გამიჯვნა. ხელი შეუწყვეთ სიყვარულს, თანხმობას, თანამშრომლობასა და ძმობას. თქვენ ყველა ხართ გრძნობებისა და საგნობრივი სამყაროს მონობის მდგომარეობაში. გაერთიანდით კარგი, მისწრაფებული და მოწყურებული მაძიებლების კომპანიაში და თქვენ მალე მიაღწევთ შიგნით მშვიდობისა და გარეთ ჰარმონიის მდგომარეობას.
21.05.13
პრემა (სიყვარული) არის ის რაც ინდივიდმა და ერმა უნდა გამოზარდოს ახლა პროგრესის გულისთვის. თქვენმა სიყვარულმა უნდა გადაქმნას ყველა კავშირები – პიროვნული, სოციალური, ეკონომიკური, ოჯახური, რელიგიური, უფლებრივი და ა.შ. მამას უნდა უყვარდეს შვილი ცოტა უფრო ინტენსიურად და გონივრულად. დედამ უნდა გაავრცელოს სიყვარული ყველას მიმართ ვინც მოდის მის გავლენაში. ბავშვს უნდა უყვარდეს მსახურები. თანასწორობის გრძნობამ რომ ყველა არის ღმრთიურების მატარებელი უნდა გარდასახოს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ყოფაქცევა. უფლის წყალობა ყოველთვის მიედინება ელექტრული დენის მსგავსად სადენის მეშვეობით. დაამაგრეთ ნათურა და დენი, სიმძლავრის ზომით, გაანათებს თქვენს სახლს. ნათურა არის სადჰანა თქვენს მიერ შესრულებული, სახლი არის თქვენი გული.
22.05.2013
უბიწოება (დჰარმა) არის ფეხები და სულის გათავისუფლება გარდაცვალებიდან (მოკშა) არის ადამიანის ყოველი არსების თავი. სიმდიდრე და სურვილი (ართჰა და კამა) არის ტანი და კიდურები. აწმყო დროში ტრაგედია არის ის რომ თავი და ფეხები არის უარყოფილი იმ დროს როდესაც ტანი და კიდურები ჩათვლილია როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. საკმარისი გაფრთხილება ამ მიდგომის ტრაგედიის შესახებ შეიძლება მოვიტანოთ უძველეს ტექსტებში გადმოცემული მაგალითით. სანათჰანა დჰარმა საფუძვლად უდევს სიცოცხლის შესაძლოდ საუკეთესო გამოყენების წესებსა და დებულებებს, მაგრამ სწავლების, გადმოცემის და მაგალითის უქონლობის გამო მათ სამწუხაროდ უგულვებელყოფენ. უგულვებელყოფა ამ წესების რომლებიც იძლევა ნამდვილ ბედნიერებას და მშვიდობას, არის ისე როგორც საკუთარ სხეულზე დაზიანებების მიყენება. მიწა შეიძლება იყოს მდიდარი მაგრამ თუ სიცოცხლე არის უფერული ეს არის სამწუხარო. მნიშვნელობა არ აქვს ცხოვრების დაბალ დონეს იმ შემთხვევაში თუ ცხოვრების წესი არის სუფთა, სავსე სიყვარულით და მორჩილებით და არის ნახელმძღვანელები ცოდვის შიშით და უფროსების მიმართ პატივისცემით.
23.05.2013
ყველაფერი რაც მე შემიძლია გითხრათ სულიერი დისციპლინების შესახებ მითქვამს ხშირად უწინაც; ადამიანის უნარიანობა, ბუნება და ტალანტები არის ძველთაძველ მფლობელობაში და ამიტომ რჩევა თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გამოყენება არის ასევე ძველი. ახალი რამ არის მხოლოდ მიმართულება რომელშიც ეს ტალანტები არის დაკარგული ფუჭად, და ყოფაქცევა რომლითაც ადამიანი თამაშობს მცდარია მის საკუთარ ბუნებასთან. ადამიანი არსებითად არის ცხოველი უზრუნველყოფილი ვივეკით (გარჩევით). ეს არის მიზეზი რატომაც ადამიანი ვერ კმაყოფილდება უბრალო ცხოველურ საჭიროებათა ვალდებულების შესრულებით. ადამიანი გრძნობს რაღაც სიცარიელეს, რაღაც ღრმა უკმაყოფილებას და რაღაც წყურვილის დაუოკებლობას, რადგან ადამიანი არის უკვდავების შვილი და ამიტომ გრძნობს რომ სიკვდილი არ არის და არ უნდა იყოს დასასრული. ეს ვივეკა უბიძგებს ადამიანს იპოვოს პასუხები პრობლემებზე რომლებიც ხშირად სტუმრობენ მას: “სად მოვედი მე საიდან, მე საით მივემგზავრები, როგორი არის მოგზაურობის დასასრული?” ამ კითხვებზე პასუხების საპოვნელად, ინტელექტი (ბუდჰი, გონება) უნდა იყოს მახვილი და ნათელი.
24.05.2013
კამა (სურვილი) არის სამთავიანი დემონი; როდესაც თქვენ მოიგებთ თქვენს სურვილს, თქვენ გინვითარდებათ ლობჰა (სიხარბე) რომ მოგებული შეინახოთ და ნახოთ რომ ის დიდება; როდესაც თქვენ წაგებული ხართ სურვილში თქვენ გინვითარდებათ კროდჰა (აღშფოთება ან რისხვა). კამა, ლობჰა და კროდჰა ყველა არის ფორმა რაჯოგუნის (ვნების და მოქმედების), ეს ციებ-ცხელებიანი მოქმედება იგნორირებს ‘საშუალებებს’ მაშინ როცა კონცენტრირდება ‘დასასრულზე’. რაჯოგუნა მისდევს მიზანს და არ უწევს დაწვრილებით ანგარიშს გზის სისწორეს. ლანკა იყო ქვეყანა სადაც ისმოდა ვედების წაკითხვის ხმა; მისი ჰაერი სავსე იყო სამსხვერპლო კვამლით. თუმცა დემონები რომლებიც იქ ცხოვრობდნენ იყვნენ ცოდვილნი. რიტუალები უნდა შედგეს უბიწოებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში ის არის მხოლოდ ყბედობა. რავანა ეძებდა მიღებას პრაკრიტის და არა პურუშას (გაცხადებულის და არა გამცხადებლის), და ამიტომ მისი ცხოვრება გახდა ამაო.
25.05.2013 ბუდჰა პურნიმა
მსოფლიო დღეს იტანჯება რაჯობუდჰიდან (აღშფოთებული გონებიდან) მეტად ვიდრე თჰამასიდან (ინერციიდან). ადამიანებს ძალიან მოსწონთ ან არმოსწონთ. ისინი გატაცებული არიან ხმაურით, შოუთი და პროპაგანდით. სწორედ ამიტომ გარჩევა გახდა აუცილებელი. მიღწევა მიზნის, სათჰვაბუდჰის (ღმრთისმოსავი გონების) არის აუცილებელი. ეს გონება გაგიძღვებათ თქვენ ჭეშმარიტების წყნარად მოსაძებნად და გაერთგულებთ მასთან, შედეგების დაუდევრად. შეიძლება თქვენ გსმენიათ ადამიანები რომ ლაპარაკობენ სასწაულებზე; ჩემს მიერ გაკეთებულ ‘მატერიალირებებზე’, ჩემს მიერ თქვენი ყველა სურვილის შესრულებაზე, ჩემს მიერ დაავადებების განკურნებაზე. მაგრამ ეს არ არის ისე მნიშვნელოვანი როგორც სათჰვაგუნა (გაწონასწორებული მდგომარეობა) მე ვაფასებ, ხელს ვუწყობ და შთავაგონებ. სინამდვილეში მე ვბოძებ თქვენზე წყალობას ჯანმრთელობის და აყვავების, მხოლოდ ისე რომ თქვენ შეძლოთ დიდი ენთუზიაზმითა და მცირე შესვენებით გაემგზავროთ სულიერი პრაქტიკის გზაზე.
26.05.2013
პირველი ნაბიჯი თვითგამოკვლევაში (ატმა ვიჩარაში) არის პრაქტიკა იმ ჭეშმარიტების რომ ყველაფერი რაც გაყენებთ თქვენ ტკივილს, აყენებს ტკივილს სხვებსაც და ყველაფერი რაც განიჭებთ სიხარულს თქვენ, ანიჭებს სიხარულს სხვებსაც. ამიტომ მოექეცით სხვებს ისე როგორც ისურვებდით რომ თქვენ მოგექცნენ; თავი შეიკავეთ სხვებთან ურთიერთობაში რაიმე მოქმედებებიდან, რომლებიც თუ შესრულებული იქნება მათ მიერ გამოიწვევს თქვენს ტკივილს. ამგვარად კეთილი ნათესაური ურთიერთობები გაიზრდება თქვენსა და სხვებს შორის და თანდათანობით თქვენ მიაღწევთ სტადიას როდესაც თქვენი გული აღელდება სიხარულით როდესაც სხვები იქნებიან გახარებულები და შეკრთება ტკივილით როდესაც სხვები იქნებიან დამწუხრებულები. ეს არ არის ის სიყვარული რომელიც თქვენ გაქვთ მათ მიმართ ვინც არის ძვირფასი თქვენთვის ან მათ მიმართ ვინც არის თქვენი ახლობელი და ნათესავი. ეს განაწილება სიხარულის და დარდის არის ავტომატური, უშუალო და საყოველთაო. ეს არის დიდი სულიერი წინწაწევის ნიშანი, ტალღამ იცის რომ ის არის ოკეანის ნაწილი; ყველა ტალღა არის მხოლოდ წარმავალი გაცხადება ზღვის და იგივე გემოთი რაც აქვს ოკეანეს თავისთავად.
27.05.2013
ჭკუის სამი ხარისხის (გუნას) საზღვარი უნდა გადაილახოს თანმიმდევრობით. მოდუნებულობა (თჰამასი) უნდა გარდაიქმნას მგზნებარე მოქმედებაში (რაჯასში) და რაჯასი უშფოთველობასა და გაწონასწორებულობაში (სათჰვაში) და დასასრულს უთვისებობაში. გუნები თოკავს ადამიანს და ახდენს შთაბეჭდილებებს. თჰამასი არის მსგავსი ჭიის რომელიც დახოხავს და დაცოცავს ნაგავში. რაჯასი არის მსგავსი ბუზის რომელიც ჯდება უსუფთაო და ასევე კარგ ნივთებზე. სათჰვა არის ფუტკრის მსგავსი რომელიც მიდის მხოლოდ სურნელოვან ყვავილებთან. მაგრამ ამის მიუხედავად სამივე მიიზიდება საგნებისკენ. ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს მიბმულობის ყოველგვარი კვალისგან. როდესაც თქვენი გული სავსეა ბუზებით და ჭიებით, დეზინფიცირებისთვის გამოყენებული უნდა იყოს პესტიციდი ნამასმარანა (უფლის სახელის მუდმივი გამეორება).
28.05.2013
სხვები არიან თქვენი ნაწილი. თქვენ არ გჭირდებათ მათზე შეწუხება. საკუთარ თავზე შეწუხება არის საკმარისი. როდესაც თქვენ ხდებით მთლიანად კარგი, ისინიც ხდებიან კარგები, თქვენთვის უკვე აღარ არის უცნობი რომ ისინი განუყოფელი არიან თქვენგან. სხვების კრიტიკა, ნაკლის მოძებნა მათთან და ა.შ. – ეს ყველა მოდის ეგოურობიდან. ამის ნაცვლად მოძებნეთ თქვენი საკუთარი ნაკლები. ნაკლები რომლებსაც თქვენ ხედავთ სხვებში არის მხოლოდ თქვენი საკუთარი პერსონალური შტრიხების ანარეკლი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას პატარა საწუხრებს, მიაბით თქვენი ჭკუა უფალზე. მაშინ თქვენ გაგიძღვებით კეთილი ადამიანების კომპანიაში და თქვენი ტალანტები გარდაიქმნება. განიხილეთ ყველა როგორც უფლის შვილები, როგორც თქვენი საკუთარი ძმები და დები, განივითარეთ სიყვარულის ხარისხი და ეცადეთ ყოველთვის კაცობრიობის კეთილდღეობას. იყავით როგორც ფუტკარი, შესვით ნექტარი ყველა ყვავილის, არ იყოთ კოღოს მსგავსი რომელიც სვამს სისხლს და ავრცელებს დაავადებას სამაგიეროდ. თუ თქვენ განაგრძობთ სიყვარულს თქვენ ეყვარებით საპასუხოდ.
29.05.2013
თქვენ არ ტირით რომ ქოთანი რომელიც თქვენს მფლობელობაშია არის ტალახის ქოთანი, თუ თქვენ იცით რომ რაც ქოთანშია არის ნექტარი. ესე არ არის? ქონა ტალახის ქოთანის რომელშიც არის ნექტარი არის გაცილებით კარგი ვიდრე ქონა ოქროს ქოთნის შხამით! არავითარი ფასეულობა არ აქვს მიწაში სიმდიდრეს ან ცალკე სახლს თუ სიცოცხლის ხარისხი არის სავალალო. თუნდაც მაშინ როდესაც ცხოვრების დონე არის არასაკმაო, ამას არ აქვს მნიშვნელობა თუ ცხოვრების წესი არის სუფთა, სავსე სიყვარულით, მორჩილებით, ცოდვის შიშით და უფროსების მიმართ პატივისცემით. ადვილია ცხოვრების ამ გზის აღდგენა იმ შემთხვევაში თუ ვედები იქნება შესწავლილი და გულით ნატარები და მათი სწავლებები გამოყენებული სერიოზულობით. ვედების დედა (ვედამატა) აღზრდის თქვენში სიყვარულს და გულკეთილობას. სწავლება კარგი ქცევისთვის რომელიც დევს ვედებში არის საუკეთესო ჯავშანი თქვენს დასაცავად დარდისგან და სიძნელეებისგან.
30.05.2013
თუ თქვენ გინდათ ღმერთის მიღწევა, განივითარეთ სიყვარული. თუ თქვენ აამაღლებთ სიყვარულს და შეხედავთ ყველას სიყვარულით სიძულვილი აღარ იქნება თქვენი მეტად. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი რომელსაც მე გასწავლით ყოველთვის. მე არ გთხოვთ რომ თქვენ გახდეთ სწავლული ან განდეგილი ან ასკეტი დახელოვნებული წმინდა სახელების კითხვასა და მედიტირებაში (ჯაფასა და დჰიანაში). ღმერთი მხოლოდ იკვლევს, “არის თქვენი გული სიყვარულით სავსე?” მყარად ირწმუნეთ რომ სიყვარული არის ღმერთი. ჭეშმარიტება არის ღმერთი. სიყვარული არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის სიყვარული. რადგან მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გიყვართ თქვენ არ გაქვთ შიში. შიში არის სიცრუის დედა. თუ თქვენ არ გაქვთ შიში, თქვენ დარჩებით ჭეშმარიტების ერთგული. სიყვარულის სარკე აირეკლავს ღმრთიურ მე-ს თქვენში და გაამჟღავნებს თქვენთვის რომ ღმრთიური მე თქვენში არის საყოველთაო და არის იმანენტური ყველა არსებაში.
31.05.2013
უფალი ზრუნავს თქვენს კონცენტრირებასა (ეკაგრათჰასა) და ჭკუის გასუფთავებაზე (ჩითთაშუდდჰიზე). თქვენ არ უნდა შეწუხდეთ თუ თქვენ ხართ ახლოს ან შორს მისგან. ის არ იმყოფება არც ‘ახლოს’ არც ‘შორს’. როდესაც თქვენ აწერთ მისამართს სწორად და გარკვევით თქვენი წერილი ბარდება მიუხედავად იმის ის არის შემდეგ ნაბიჯზე თუ დაშორებულ ქალაქში. ხსენება უფლის (სმარანა) არის მარკა. მისი დიდების გამეორება თქვენს გულში (მანანა) არის მისამართი. შეარჩიეთ ნებისმიერი სახელი რომელიც გიზიდავთ თქვენ სმარანასა და მანანასთვის. იყავით ფრთხილად არ ილაპარაკოთ ცუდი სხვა სახელებსა და ფორმებზე. მოიქეცით ისე როგორც იქცევა ქალი გაერთიანებულ ოჯახში. ის პატივს სცემს უფროსებს ოჯახში (მამამთილს და მაზლებს) მაგრამ მისი გული მიძღვნილი არის მისი ქმრისადმი ვინც მას უყვარს და ვისაც პატივს სცემს განსაკუთრებული წესით. არასდროს ეძებოთ სხვა რწმენის ხარვეზი, ეს აჩვენებს რომ თქვენი ერთგულება არის ყალბი. თუ თქვენ ხართ გულწრფელი თქვენ აღიქვამთ სხვების გულწრფელობას.
სატია საი ბაბა