საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 1 აგვისტო.
რა არის ღმრთაებრივის მუდმივი მისამართი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ერთხელ ბრძენი ნარადა წარსდგა უფალი ვიშნუს წინაშე და თქვა: “ოჰ უფალო! მე ვმოძრაობ სამ მსოფლიოში და ვიცი წარსული, აწმყო და მომავალი. თუ მე მსურს მოგაწოდო რამე განსაკუთრებული ინფორმაცია, რა მისამართზე უნდა გამომიგზავნო ეს. მე არ მინდა თქვენი დროებითი მისამართი?” ვიშნუმ უპასუხა: “ნარადა! მიიღე ჩემი მუდმივი მისამართი: მად-ბჰაკთაჰ იათრა გაიანთი, თათრა თიშთამი, ნარადა (სადაც ჩემი ერთგულები ჩემს დიდებას მღერიან, მე იქ ვაყენებ ჩემს თავს).” ხალხი მიაწერს უფალს სხვადასხვა საცხოვრებელს: ვაიკუნთა, კაილასა, ბადრინატ, კედარნატ და ა.შ. ეს ყველაფერი არის მხოლოდ “შემოვლითი” მისამართები. პირდაპირი მისამართი არის მხოლოდ ერთგულის გული. როგორც გიტა ამბობს: “უფალი მკვიდრობს ყველა არსების გულის რეგიონში.” ვინაიდან უფალი არის ყველგანმყოფი, ის თანაბრად იმყოფება ყველას გულში. ამიტომ უფალი აღწერილია როგორც ათმა-რამა – ის ვინც აღტაცებს ათმას (გულს) თავისი დასწრებით!
-ღმერთის საუბარი, 1989 წლის 14 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 2 აგვისტო.
რამდენი საათის ძალისხმევაა საჭირო ღმერთის მადლის მოსაპოვებლად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ და შთააგონებს ჩვენ დღეს.
თქვენ უნდა ელოცოთ უფალს მოსაცემათ თქვენზე ძალის რომ გაუძლოთ ყველა უბედურებას და პირისპირ დაუდგეთ ყველა სირთულეს. თუ თქვენ გაქვთ უფლის მადლის თუნდაც ატომი, მწუხარების მთა შეიძლება იყოს დაძლეული. ჩაიტანიამ გამოაცხადა: „თუ დროს ნაწილი რომელიც იხარჯება სიმდიდრეზე, საკვებით მომარაგებაზე, ცოლზე, შვილებზე, მეგობრებზე და ბიზნესზე მიეძღვნება ღმრთიურის ფეხებზე ფიქრს, ადამიანი შეძლებს შიშის გარეშე შეხვდეს სიკვდილის მაცნეებს და გადალახოს სამსარას ოკეანე!” არ არის აუცილებელი მიუძღვნათ ლოცვას ბევრი საათი. საკმარისია თუ ადამიანი ფიქრობს ღმერთზე მთელი თავისი გულით და სთავაზობს თავის თავს თუნდაც რამდენიმე წამით. ერთ ასანთის ღერს გაკვრისას შეუძლია გააფანტოს სიბნელე ოთახში, რომელიც წლების განმავლობაში იყო დახურული. ბამბის მთები შეიძლება დაიწვას ერთი ნაპერწკალით. მსგავსად, რამას სახელის მთელი გულით გალობას თუნდაც ერთხელ შეუძლია ცოდვების მთების განადგურება. მაგრამ გალობა არ უნდა მოხდეს მექანიკურად, მსგავსად გრამოფონის ჩანაწერის. იგი უნდა გამოდიოდეს გულის სიღრმეებიდან.
-ღმერთის საუბარი, 1989 წლის 14 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 3 აგვისტო.
ჩვენ როგორ ვამოწმებთ მუდმივად ჩვენს წინსვლას და ღირსებას სულიერ გზაზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
ისევე, როგორც თერმომეტრი აჩვენებს ტანის სიცხეს, თქვენი საუბარი, ყოფაქცევა და საქციელი მიუთითებს თქვენს გონებრივ აღჭურვილობასა და დამოკიდებულებებზე და აჩვენებს, თუ რამდენად მაღალია მსოფლიურობის სიცხე რაც გულს გტკენთ თქვენ. ესები უნდა იყოს სუფთა, შეუფერადებელი ემოციებით როგორიცაა სიძულვილი ან სიამაყე. ისაუბრეთ მშვიდად, წაახალისეთ მშვიდობა სხვებში. რა სარგებლია ჯაფა და დჰიანა, როცა თქვენი საუბარი და ქცევა ადამიანურიც კი არ არის? როგორ შეიძლება თქვენ იმედოვნოთ ღმრთაებრივს მიახლოვება მაშინ როცა ცოცავთ ცხოველურ ტალახში? გადაწყვიტეთ ამ დღეს ჭკუის გაწმენდა ჭუჭყისაგან, ასე რომ თქვენ შეძლოთ შეთვისება შთაგონების რაც არის განზრახული გადმოსაცემად. ასპირანტებმა გონებრივი სიმშვიდისთვის ასევე უნდა შეამცირონ ბარგი რაზეც მათ აქვთ დაინტერესება; რაც მეტია ბარგი, მით უფრო დიდია შეწუხება. ობიექტური საკუთრება და სუბიექტური სურვილები – ორივე არის წინააღმდეგობა რეალიზებისთვის რბოლაში. სახლი გადაჭედილი უსარგებლო ნივთებით იქნება ბნელი, მტვრიანი და სუფთა ჰაერის თავისუფალი მოძრაობის გარეშე; ეს იქნება დახშული და სულის შემხუთავი. ადამიანის ტანიც აგრეთვე არის სახლი; არ ანებოთ მას გადაიჭედოს იშვიათი ნივთებით, სამშვენისებით, ნაგვით და ზედმეტი მოწყობილობით. დაე სიწმინდის ნიავმა დაუბეროს როგორც მას ნებავს მისი მეშვეობით; დაე უმეცრების ბრმა სიბნელემ არ შებღალოს იგი.
-ღმერთის საუბარი, 1969 წლის 12 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 4 აგვისტო.
ჩვენ როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ცხოვრების თამაში ამ მსოფლიოში, და ჩვენ როგორ მოვიქცეთ მთელ ამ ხმაურთან და არეულ-დარეულობასთან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს შესატყვისი მაგალითებით.
როგორც ყველა მდინარე ჩქარობს ზღვისკენ, ნება მიეცით თქვენს ყველა წარმოსახვას გაემართოს ღმერთისკენ. თამაში მისია; როლი მისი საჩუქარია; სტრიქონები დაწერილია მის მიერ; ის წყვეტს ჩაცმულობას და გაფორმებას, ჟესტსა და ტონს, შესვლასა და გასვლას. თქვენ უნდა ითამაშოთ კარგად თქვენი როლი და მიიღოთ მისი მოწონება როცა ფარდა დაეშვება. მოიპოვეთ თქვენი ეფექტურობითა და ენთუზიაზმით უმაღლესი და უფრო მაღალი როლების შესრულების უფლება – ეს არის ცხოვრების აზრი და მიზანი. არ მიეჯაჭვოთ ზედმეტად მსოფლიოს და არ ჩაერთოთ ზედმეტად მის უწესრიგობაში. დაიჭირეთ თქვენი ემოციები ყოველთვის მფლობელობაში. ტალღები აღელვებს მხოლოდ ზღვის ზედა ფენებს; დაბლა ქვეშ არის სიმშვიდე. ასევე, როდესაც თქვენ იძირებით თქვენს სიღრმეებში, თქვენ უნდა იყოთ თავისუფალი ტალღების ღელვისგან. იცოდეთ, რომ ნივთების უმეტესობა არ არის მუდმივი ღირებულების და, შეიძლება აქედან გამომდინარე იყოს განზე გადავარცხნილი; ჩაეჭიდეთ მხოლოდ მყარ ნივთიერებებზე. გამოიყენეთ თქვენი დისკრიმინაცია აღმოსაჩენად რომელი ნივთები არის ხარახურა და რომელი საგანძური!
-ღმერთის საუბარი, 1970 წლის 9 ივნისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 5 აგვისტო.
ჩვენ როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ცხოვრების თამაში ამ მსოფლიოში, და ჩვენ როგორ მოვიქცეთ მთელ ამ ხმაურთან და არეულ-დარეულობასთან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს შესატყვისი მაგალითებით.
ჩვენ შეიძლება ვიკითხოთ, როგორ შეიძლება კაცი ჩაძირული ფარდობით ცოდნაში გახდეს ათმას მცოდნე? მაგრამ არ არსებობს მიზეზი იმედის დასაკარგად ან საკუთარი თავის გასაკიცხად როგორც საშუალო და დაბალი. რადგან, როდესაც პატარა კაცები დიდ გადაწყვეტილებებს იღებენ, ისინი იღებენ გამხნევებას დიდებისგან. როდესაც პაწაწინა ციყვმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ზღვაზე გადასასვლელის მშენებლობაში, განა მას არ მიუღია უფალი რამას კურთხევა? ციყვმა იცოდა, რომ მისი დახმარება მხოლოდ უსაზღვროდ მცირე იყო, მაგრამ მიძღვნამ რამაც უკარნახა მას მოიპოვა ღმერთის მადლი. კაცები, თუმცა, არ იმაღლებენ პატარა სულიერ ძალისხმევას მაღალი მიზნით. ისინი კავდებიან ბჰაჯანში, თაყვანისცემასა და მედიტირებაში, მაგრამ ეს არის ფიზიკური ვარჯიშები! ჭკუა არ ამაღლებს მათ გულწრფელობაში. ჭკუა არ იღვრება ანდა არ ვიბრირებს მათში. ასე რომ, ისინი რჩებიან ადამიანურ დონეზე. ისინი არ იზრდებიან ღმრთაებრივ დონემდე. “შეიძლება ტბის შევსება მაშინ როცა არის წვიმის შხეფი? შეიძლება წყურვილის მოხსნა ნერწყვით? შეიძლება მუცელი იყოს სავსე, თუ სუნთქვა შეჩერდება? შესაძლებელია ცოცხალი ნაღვერდლის შოვნა ბალახის ღერების დაწვით?” კითხულობს პოეტი. მორები უნდა დაიწვას თუ საჭიროა ნახშირი; მარტო წვიმებმა შეიძლება აავსოს ტბა პირამდე; ერთი ჭიქა ცივი წყალი მარტო კურნავს ადამიანის წყურვილს, არა ნაკლები! გული უნდა იყოს შეთავაზებული მთლიანად. ერთგულებამ უნდა აავსოს გული და გადმოდინდეს.
-ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 6 აგვისტო.
რა არის საუკეთესო იოგა ან ბილიკი სულიერ ძიებაში წარმატების მისაღწევად? ბჰაგავანი უდიდესი თანაგრძნობით გვიაშკარავებს ჩვენ დღეს!
არიან ზოგიეთები ვისაც იზიდავს სხვადასხვა სისტემები და მეთოდები როგორიცაა ჰათჰაიოგა, კრიიაიოგა ან რაჯაიოგა, რომლებიც აცხადებს ადამიანების დახმარებას საკუთარი თავის რეალიზებაში. მაგრამ, მე უნდა გითხრათ თქვენ რომ ვერცერთი აქედან ვერ გაგაცნობთ ღმერთს. ამას მე ვამბობ უდიდესი ხაზგასმით. პრემაიოგას, სიყვარულის დისციპლინას, მარტო შეუძლია მიგიყვანოთ თქვენ ღმერთთან. სხვა იოგამ შეიძლება დროებით დაამშვიდოს ჭკუის მღელვარება და გააუმჯობესოს ჯანმრთელობა და გაახანგრძლივოს სიცოცხლე კიდევ რამდენიმე წლით, მაგრამ ეს არის ყველაფერი რის გაკეთებაც მათ შეუძლიათ! რა არის სიკეთე რის მიღწევასაც თქვენ იმედოვნებთ ამ ტანით დამატებით წლებში? თუ სიყვარული არ არის, ეს გამძიმებთ თქვენ დიდი ტვირთივით; თუ სიყვარული არის კულტივირებული, მაშინ ტანი შეიძლება გამოყენებული იყოს სხვების მსახურებაში, ტანის ინტერესების გათვალისწინების გარეშე! ტანი უნდა იყოს დაცული და მხარში ამომდგარი იმ მსახურებისთვის, რაც ადამიანმა შეიძლება ამით სხვებს გაუკეთოს, ან მასში ყოფნისას ათმას გაცნობიერებისთვის. არიან ისეთებიც ვინც მიჰყვებიან ჯაფამის, დჰიანამის და ა.შ. მკაცრ განრიგს. რა თქმა უნდა, ეს კარგი პრაქტიკაა, მაგრამ ნუ მიჰყვებით ამ განრიგს მაშინ როცა თქვენ მოგიწოდებენ წახვიდეთ დასახმარებლად ადამიანის ვისი მსახურების საჭიროებაც არის დიდი და გადაუდებელი. თუ თქვენ უარს იტყვით თქვენს მედიტირებაზე და ემსახურებით მას, თქვენ უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ მსახურებიდან ვიდრე ის რაც თქვენ შეიძლება მიიღოთ მედიტირებიდან!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 7 აგვისტო.
ჩვენ როგორ უნდა გავწვრთნათ ჭკუა მისამაგრებლად კეთილშობილურ აზრებსა და პრაქტიკებზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს დასამახსოვრებელი მაგალითებით!
ჭკუა იტანჯება ფასეულობების ცრუ გრძნობით და ცდილობს უარყოს რაც არის კარგი მისთვის. ბავშვი უნდა იყოს ნასწავლი რომ დააფასოს მაგარი, საღეჭი საკვები რომელსაც ის თავიდანვე არ იღებს ხალისით. ასევე, ჭკუა უნდა იყოს გაწვრთნილი, რათა წარმოიდგინოს უზარმაზარი, უსაზღვრო, აბსოლუტური სიდიადე, რომელიც საფუძვლად უდევს დროს, სივრცეს და მიზეზობრიობას. პირველ რიგში, მან უნდა განავითაროს გემოვნება პიროვნული ღმერთისადმი, შემდეგ კი უპიროვნოსადმი, სახელისა და ფორმის გარეშე. ყველა სახელი და ფორმა უპიროვნო ღმერთზე მიწერილია ჭკუით. ბჰაჯანი, დჰიანა, ნამასმარანა, ნაგარასანკიირტანა – ეს ყველაფერი არის ნაბიჯები ამ აღზრდაში. ნეტარება, რომელიც მოიპოვა ღმრთაებრივში შერწყმით, არის დაგვირგვინება. ავადმყოფმა ადამიანმა უნდა ყლაპოს ხველის სიროფი თავად, სანამ ავადაა, რაოდენ მწარეც შეიძლება იყოს წამალი! ადამიანმა, დაავადებულმა უმეცრებით და ამიტომ გატანჯულმა ეგოიზმითა და უკმაყოფილებით, უნდა მიიღოს ჯაფა-დჰიანას (სახელის ხსენებისა და მედიტირების) წამალი. მიწიერ საგნებთან ზედმეტად მიჯაჭვულობის დაავადება იკურნება მხოლოდ ღმერთზე მიმაგრების წამლით, კულტივირებულით ჯაფითა და დჰიანით.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 8 აგვისტო.
რა არის ჭეშმარიტი მიზანი რელიგიის და პრაქტიკების რასაც ესები ავრცელებს? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ გავხდეთ ჩვენი რელიგიური რწმენის ნამდვილი მპრაქტიკებლები.
თითოეულმა რელიგიურმა სექტამ შეიმუშავა თავისი საკუთარი რიტუალები და თაყვანისცემის მეთოდები, საკუთარი პრიორიტეტები სულიერ მიღწევაში და საკუთარი ხორცშესხმა ინდივიდის, ობიექტური სამყაროსა და ღმერთის შესახებ. ამ კოდექსებისა და მეთოდების მიზანი იყო, ყველა შემთხვევაში, ჭკუის განწმენდა და დაჟინება მაღალი ზნეობრივი სათნოების პრაქტიკაზე. მაგრამ ეს მალე იგნორირდა და მნიშვნელობა მიენიჭა ზედაპირულ შესატყვისობას და გარეგნულ სიწმინდეს. პირადი განდიდებისა და ძალაუფლებისადმი ლტოლვამ ყოველი სექტა, რწმენა და რელიგია გახადა ხისტი და მშრალი. დღეს დიდი მოთხოვნილებაა აღმოვაჩინოთ ყველა სარწმუნოების შინაგანი წყარო, წყარო რომელიც ანაყოფიერებს გარე რიტუალებსა და ცერემონიებს. პატარა მშვიდი შესწავლა გამოავლენს რომ არსებობს მორალური ენთუზიაზმისა და სულიერი თავგადასავლების ქვედინება. რელიგიისთვის ზოგადად გამოყენებული სიტყვა არის მატა; ჭკუის აღმნიშვნელი სიტყვა არის მატი. ამ ორის ერთად დადებით შეიძლება ითქვას, რომ მატა უპირველეს ყოვლისა არის დაკავებული ან უნდა იყოს დაკავებული მატის გასმოწორებითა და გაძლიერებით.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 1 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 9 აგვისტო.
ჩვენ რატომ არ უნდა შევადაროთ თავი ერთიმეორეს? როდესაც ეჭვიანობის ან სიამაყის გრძნობა ჩნდება ჩვენში, ჩვენ როგორ უნდა გამოვასწოროთ იგი? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეეტლეობს ჩვენ დღეს.
საკუთარი თავის სხვებთან შედარების ტენდენცია არის ძალიან არასწორი. არც ორი რამ ან არც ორი კაცი არ არის იდენტური. იდენტური ტყუპებიც კი იზრდებიან განსხვავებული ცხოვრების წესით. არცერთი მილიონობით ფოთლიდან ხეებზე არ არის ზუსტად იგივე, როგორც სხვა. ბოტანისტებმა იციან ეს თვისება. მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე, მაგრამ რომელია პრესა რომელმაც მისცა თითოეულს რომანის ანაბეჭდი? ეს არის ღმერთის დიდება! მილიონობით ყუთს აწარმოებს კომპანია; ყველა არის იდენტური; ყველას დაკეტვვა და გახსნა შესაძლებელია გასაღებების ერთიდაიგივე კომპლექტით. კაცი შექმნილია ღმერთის მიერ, თითოეული თავისი განსხვავებული ბუნებით, ხარისხით, შესაძლებლობებითა და დანიშნულებით. მაშ, როგორ შეიძლება ვინმემ საკუთარი თავი შეადაროს სხვასთან და ან აღტაცდეს ან სასოწარკვეთილდეს? ჩვენ ვამბობთ, რომ ის მაღალია და ვგრძნობთ თავს დათრგუნულად რადგან ვართ დაბალი. ჩვენ ვართ ამაყი რომ ჩვენ ვართ სხვებზე უკეთესები. ეს ყველაფერი არის ნამდვილი სისულელე როცა ჩვენ ვფიქრდებით ამაზე!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 10 აგვისტო.
რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ლოცვა რომელიც გაგვაღვიძებს ჩვენ სხეული-ჭკუის კომპლექსიდან და დაგვეხმარება ჩვენ ვიცხოვროთ სიყვარულში? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ლოცვის მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი უმეტესობა გალობს.
უარი თქვით იმაზე რაც უნდა გადააგდოთ, იცოდეთ რა უნდა იყოს მიღწეული, და შემდეგ, ნეტარება გახდება თქვენი აუღელვებელი ბუნება! უარი თქვით მსოფლიოს მოქმედების იდეაზე; იცოდეთ უზენაესი მე-ს რეალობა და მიაღწიეთ წყაროს, ბრაჰმანს! ეს არის მნიშვნელობა უპანიშადიკ ლოცვის რომელსაც თქვენ კითხულობთ ყოველ დღე ინსტიტუტში გაკვეთილების დაწყებამდე: „ასატო მა სატ გამაია: წამიყვანე მე არარეალურიდან რეალურისკენ; თამასო მა ჯიოტირ გამაია: წამიყვანე მე სიბნელიდან სინათლისკენ; მრითიორ მა ამრუთამ გამაია: წამიყვანე მე სიკვდილიდან უკვდავებისკენ.” ეს ლოცვა ითხოვს წაყვანას მიწიერი მსოფლიოდან, მუდმივად მყოფიდან შენებასა და აღდგენაში, გახრწნასა და დაშლაში, ღმრთაებრივში რომლის არსებაც არ განიცდის ცვლილებას! სიბნელე განასახიერებს უმეცრებას რაც იწვევს იდენტიფიცირებას ტანი-გრძნობა-ჭკუა-გონება კომპლექსთან. სინათლე ამჟღავნებს ღმრთაებრივ ბირთვს, რომელზედაც ყველა დანარჩენი არის დადებული მცდარი ხედვის ნისლით. სიკვდილი მოქმედებს მხოლოდ ტანი-ჭკუის კომპლექსზე. როდესაც ჩვენ ვართ მიყვანილი ნათელში, ჩვენ ვცნობიერდებით რომ ჩვენ ვართ უკვდავი ათმა და ასე ჩვენ ვხდებით უკვდავები.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 11 აგვისტო.
როგორ შეიძლება ადამიანის გაღვიძება ამ “უძილო სიზმრიდან”, რომელსაც განიცდის? ბჰაგავანი ლამაზად ხსნის ჩვენთვის დღეს.
როგორ შეგიძლიათ თქვენ იყოთ კმაყოფილი, იცხოვროთ ამ მოჩვენებით სამყაროში, დაგროვებით და დაყრდნობით ილუზორულ ცოდნაზე? გააცნობიერეთ პიროვნება ყოველგვარი ილუზიის მიღმა, ვინც არის ამ ილუზიის შემოქმედი, ვინც ვლინდება ამ ილუზიაში და მისი მეშვეობით. მიწიერი ცოდნა არის დროებითი, კონკრეტული, სასრული, ინდივიდუალური; როგორ შეუძლია მას გამოავლინოს მარადიული, უნივერსალური, უსასრულო, აბსოლუტი? ვედას აქვს პასუხი. ის გვთხოვს ჩვენ გავაანალიზოთ ჩვენი სიზმარი-განცდა. სიზმრები არის არარეალური, ესები არის ილუზორი. მაგრამ მაინც, სანამ ჩვენ გვძინავს, გამოცდილება არის რეალური და მოქმედი. ხშირად სიზმარში, თავად ილუზორული გამოცდილების შედეგად, ცნობიერება იქმნება შიშით ან საშინელებით ან ტკივილით ან მღელვარებით, ისეთით რომ ადამიანი მძინარე იღვიძებს და სიზმარი ნადგურდება. რამ გამოიწვია გამოღვიძება? თავად სიზმარი დაეხმარა სიზმრის განადგურებაში. ასევე ამ „უძილო სიზმარში“ – ილუზორულ მსოფლიოში სადაც ყოველი უძილო გამოცდილება ითვლება ჭეშმარიტად და მოქმედად – რაღაც გამოცდილება ან ვედების გრუხუნი მაჰავაკიებში (ღმრთაებრივ აქსიომებში, რომლებიც ჟღერს წმინდა ტექსტებით) აღვიძებს კაცს უმაღლეს. გაცნობიერებულობაში.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 12 აგვისტო.
რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ ლოტოსისგან და რის მიბაძვას უნდა ვეცადოთ? ბჰაგავანი სიყვარულით და ტკბილად გვახსენებს ჩვენ დღეს.
ყველა რელიგია არის ერთსულოვანი გულის მიჩნევაში ღმრთაებრივის სამკვიდროდ. ჰინდუს წერილები აცხადებს რომ გული არის ღმერთის ტაძარი. წმინდა უპანიშადები გულს მოიხსენიებს როგორც მღვიმეს რომელშიც ღმრთაებრივი ბინადრობს. ბიბლიაში განცხადებულია რომ კაცს სუფთა გულით შეუძლია ღმერთის დანახვა. მუსლიმები თვლიან გულს როგორც მდებარეს ღმერთის ორ თითს შორის. სიკჰების გურუმ, ნანაკმა განაცხადა რომ მხოლოდ სუფთა გულის მქონე ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ სიკჰად. ამ გზით, სხვადასხვა სარწმუნოება ადასტურებს რომ გული არის ღმერთის სამყოფელი. ბევრმა დიდმა სულმა განიცადა გული, როგორც ლოტოსი. მიუხედავად იმისა, რომ ფესვიანდება ტალახში, იზრდება ტალახიან წყალში, ლოტოსი ანათებს სიწმინდით. როცა ლოტოსი ხსნის მის ფურცლებს და იმზირება ზევით, თითქოს ამბობს: „ოჰ უფალო, გეთაყვა მოდი და დასახლდი ჩემში“. თუმცა დაბადებულია ტალახში იგი მასში არ გორაობს. გარშემორტყმული დაბინძურებული წყლით იგი არ არის მისით დაბინძურებული. ეს არის დიდი გაკვეთილი რასაც ლოტოსი ასწავლის კაცს: „მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცხოვრობთ კორუმპირებულ მსოფლიოში და დაიბადეთ ბიწიერი საზოგადოების სქელ ტალახში, თქვენ უნდა მიმართოთ თქვენი ჭკუა ღმერთისკენ და გახადოთ თქვენი გული ღმერთის სალოცავად“.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 14 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 13 აგვისტო.
რა არის წარმატების ბარომეტრი სადჰანას გზაზე, განსაკუთრებით მომლოცველობამ პრასანტი ნილაიამში რა უნდა გაგვიკეთოს ჩვენ? ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს.
გიყვარს შენ უფრო მეტად, ლაპარაკობ შენ ნაკლებს, ემსახურები შენ სხვებს უფრო მეტად სერიოზულად? ეს არის დჰიანაში (მედიტირებაში) წარმატების ნიშნები. თქვენი პროგრესი უნდა დადასტურდეს თქვენი ხასიათითა და ქცევით. დჰიანამ უნდა გარდაქმნას თქვენი დამოკიდებულება არსებებისა და საგნების მიმართ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის გამასხარავეება. ლოდიც კი, მზისა და წვიმის, სიცხისა და სიცივის მოქმედებით, იშლება ტალახად და ხდება საკვები ხისთვის. უმაგრესი გულიც კი შეიძლება დარბილდეს ასე რომ ღმრთაებრივი გაღივდეს მასში. თქვენ მოდიხართ პრასანტი ნილაიამში, როგორც მანქანა მიდის სახელოსნოში. თქვენ უნდა გახვიდეთ ახალი საღებავით, ყველა დაზიანებული და მოშვებული ჭანჭიკისა და წვრილი ნახშირის შეცვლით, გაწმენდილი და შემონტებული ძრავით, ყველა განახლებული ნაწილით, ლამაზი, უპრობლემო, იდეალურ მორთვაში, მზად სიჩქარისთვის მოგზაურობაზე რომელიც წინ დევს! ყოველი ცუდი ჩვევა უნდა შეიცვალოს კარგით, მანკიერების არავითარ კვალს არ უნდა მიეცეს დარჩენის ნება, და თქვენი გული უნდა იყოს დაცლილი ყოველგვარი ეგოიზმისგან. ეს არის ამ პილიგრიმობის ნაყოფი რასაც თქვენ უნდა მიაღწიოთ. დაე, ეს იყოს თქვენი გადაწყვეტილება!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 13 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 14 აგვისტო.
რა არის განათლების როლი ჩვენს დასახმარებლად გავატაროთ ღირსეული ჰუმანური ცხოვრება? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
ადამიანური ფასეულობები შეუძლებელია პრაქტიკდეს წიგნების შესწავლით ან ლექციების მოსმენით. ესები უნდა კულტივირდეს ინდივიდუალური ძალისხმევით. სტუდენტებო! ჭეშმარიტი განათლება შედგება კურთხევაში ყველაფერი თქვენი წარმოთქმულის, ისევე როგორც განწმენდაში თქვენი ყოველი აზრისა და მოქმედების. თავმდაბლობა არის ძირითადი პრინციპი. კულტივირეთ თავმდაბლობა, როგორც პირველი ნაბიჯი. მოხარეთ ტანი. გაასწორეთ გრძნობები. დაასრულეთ ჭკუა. ეს არის უკვდავების გასაღები. ადამიანური ფასეულობები არ არის არსებითი მხოლოდ სტუდენტებისთვის. ყველამ უნდა აპრაქტიკოს ადამიანური ფასეულობები როგორც ნამდვილი ადამიანის ნიშანი. როცა ადამიანი აცხადებს რომ ის არის კაცი, ეს არის მხოლოდ ნახევრი სიმართლე. მან ასევე უნდა განაცხადოს რომ ის არ არის ცხოველი. ცხოველურ ხარისხებზე უარის თქმა და ადამიანური ფასეულობების პრაქტიკა გახდის კაცს სრულ ადამიანად. დღეს ჩვენ მივაღწიეთ საოცარ პროგრესს ცოდნის სხვადასხვა სფეროში – მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიომეცნიერებებში და ა.შ. მაგრამ არავითარი მცდელობა არ არის გაკეთებული სულიერი სწავლის შესადგომად. მთელი ჩვენი ცოდნა მთავრდება მატერიის, მცენარეებისა და ცოცხალი არსებების შესწავლით. განათლება უნდა გავიდეს ამ საზღვრებს მიღმა ღმრთაებრივის გასაგებად. მხოლოდ ეს არის ნამდვილი განათლება. განათლების ამოცანა არის კაცის ჩამოყალიბება იდეალურ და სამაგალითო ადამიანად.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 24 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 15 აგვისტო.
ჩვენს ერებს და მსოფლიოს მთლიანად რა სჭირდება დღეს წინსვლისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით და ხაზგასმით გვახსენებს ჩვენ დღეს როცა ჩვენ ვაკვირდებით ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს!
მოდი ჩვენ ვიმოძრაოთ ერთად, გავიზარდოთ ერთად, და გავამდიდროთ ცოდნა რაც ჩვენ მოვიპოვეთ ერთად. მოდი ჩვენ ვიცხოვროთ ერთად ჰარმონიაში. ბჰარათ ყოველთვის აჩენდა შესანიშნავ ადამიანებს უხვად – გონიერებს, გულადებს, ქველებს, თავდადებულებს, ძლიერებს და სათნოებს. მაინც ჩვენ ვიყავით დაპყრობილი უცხოელების მიერ. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობდა ერთიანობა. ამ მიზეზის გამო, ბჰარათმა გადაიტანა მონობა და უთქმელი უსამართლობა დამპყრობლების ხელში. მოსწავლეებმა უნდა კულტივირონ ერთიანობა. ერის რეპუტაცია და მომავალი კეთილდღეობა დაკიდებულია სტუდენტების ქცევაზე. დაადასტურეთ რომ თქვენი ქცევა არის სწორი. ბჰარათის ყველა მომავალი ლიდერი არის დღევანდელ სტუდენტებს შორის. “დაიწყეთ ადრე, იარეთ ნელა, მიაღწიეთ უსაფრთხოდ.” ჩაბეჭდეთ ერის კეთილდღეობა როგორც უპირველესი მიზანი თქვენს გულში, დაწყებული სტუდენტობის დღეებიდან. სტუდენტები უნდა შევიდნენ საზოგადოებაში როგორც საქმის კაცები. თქვენ უნდა მოიპოვოთ გამარჯვება უანგარო მცდელობებში თავდაჯერებულობით. ეს არის ის რაც დედა ინდოეთს სჭირდება უსათუოდ. დღეს ადამიანები მხარს უჭერენ საზოგადოების ახალ ფორმებს ბაზირებულს სხვადასხვა კრიტერიუმებზე. ჩვენ არ გვჭირდება ახალი სოციალური წესრიგი ან სანიმუშო საზოგადოება. სათნო ბიჭები და გოგოები არის საკმარისი მარტო. ერს შეუძლია პროგრესი მხოლოდ სათნო ახალგაზრდებით.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 20 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 16 აგვისტო.
რის გაკეთება გვჭირდება ჩვენ ამ სულიერი ძებნის დასაწყებად? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს მარტივი მაგალითით.
ჩაიძირეთ ღმრთაებრიობაში. რა სიკეთეა ეს თქვათ „ღმერთი“ ზედიზედ? დღეს ბევრი ადამიანი იმახსოვრებს მთელ ბჰაგავად გიტას. მათ იციან ყველა ლექსი (სლოკა), მაგრამ ისინი ვერ ხედავენ დასასრულს თავიანთი მწუხარების (სოკას). რატომ? თუ თქვენ პრაქტიკებთ მხოლოდ ერთ ლექსს, ეს არის საკმარისი. ასანთის კოლოფში არის ორმოცდაათი ასანთის ღერი. მაგრამ თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ერთი ასანთის ღერი ნებისმიერი ზომის ხანძრის გასაჩენად. თქვენ არ გჭირდებათ ორმოცდაათივე. მსგავსად, თქვენ გაქვთ ხუთი ადამიანური ფასეულობა – სატია, დჰარმა, შანტი, პრემა და აჰიმსა. აპრაქტიკეთ მათგან ერთი. ეს არის საკმარისი. პრემა (სიყვარული) არის საფუძველი. ილაპარაკეთ სიყვარულით – ეს არის ჭეშმარიტება (სატია). შეასრულეთ მოქმედებები სიყვარულით – ეს არის უბიწო მოქმედებები (დჰარმა). იფიქრეთ სიყვარულით და თქვენ განცდით სიმშვიდეს (შანტის). მოიკითხეთ სიყვარულით. ეს გარდაიქმნება არაძალადობაში (აჰიმსაში). არ არის ადგილი სიძულვილისთვის სადაც სიყვარულია. სიბნელეს არ აქვს ადგილი სადაც სინათლეა.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 20 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 17 აგვისტო.
რა არის ის პროგრესი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბედნიერების ამ ძებნაში, ეს ცხოვრება არის? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და გვამხნევებს ჩვენ დღეს.
კაცი ჯერ კიდევ იჯერებს რომ ანანდა შესაძლებელია იყოს მიღებული გარე მსოფლიოდან. ის იხვეჭს სიმდიდრეს, ავტორიტეტს, დიდებასა და სწავლულობას ბედნიერების მოსაპოვებლად. მაგრამ ის აღმოაჩენს რომ ესები არის სავსე შიშით, შფოთვითა და ტკივილით. მილიონერი გარსმორტყმულია გადასახადების ამკრეფით, თაღლითით, შემოწირულობის მონადირით, სახლის გამტეხით, და მისი ვაჟებით და ნათესავებით ვინც ხმაურით ითხოვენ თავიანთ წილს. მატერიალური წარმოშობის ბედნიერება არის ხანმოკლე და აქვს უბედურება როგორც მისი წინაპირი. იბრძოლეთ ათმას გასაცნობირებლად, ღმერთის სავიზუალიზებოდ; თუნდაც წარუმატებლობა ამ ბრძოლაში არის უფრო კეთილშობილური ვიდრე წარმატება სხვა მიწიერ მცდელობებში. კამეჩს აქვს რქები; სპილოს აქვს ეშვები. მაგრამ რა არის განსხვავება. ცხოვრება ტანში, ტანით, ტანისთვის არის ჭიის სიცოცხლე; ცხოვრება ტანში, ღმერთთან, ღმერთისთვის, არის კაცის სიცოცხლე. ჩლუნგი, აქტიურობის მოძულე თამასიკი პიროვნებები მიჯაჭვულნი არიან ეგოსა და ნაცნობებსა და ნათესავებზე; მათი სიყვარული ამით არის შემოფარგლული. რაჯასიკი (აქტიური, ვნებიანი) პიროვნებები ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება და პრესტიჟი და უყვართ მხოლოდ ისინი ვინც ამაში ხელს გაუწოდებს. მაგრამ სატვიკებს (სუფთათ, კეთილთ, სიმშვიდით სავსეთ) უყვართ ყველაფერი, როგორც ღმერთის ტანმოსილება და ასაქმებენ საკუთარ თავს თავმდაბლურ მსახურებაში.
-ღმერთის საუბარი, 1967 წლის 24 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 18 აგვისტო.
ჩვენ როგორ უნდა წავიწიოთ წინ სიყვარულისა და მსახურების პრაქტიკის გზაზე? რა უნდა გაგვიკეთოს ჩვენ სიყვარულში ცხოვრებამ? ბჰაგავანი, უზენაესი სიყვარულის ტანმოსილება, გვიხსნის ჩვენ დღეს!
თქვენ უნდა გადახვიდეთ ცნობილიდან იდუმალში. შემდეგ სიყვარული გაფართოვდება მუდმივ გაფართოებად წრეებში, სანამ იგი არ მოიცავს მთელ ბუნებას, სანამ თუნდაც ხიდან ფოთლის მოწყვეტა იმოქმედებს თქვენზე ისე მტკივნეულად რომ თქვენ არ გარისკოთ მისი დაზიანება. ხის მწვანე სიცოცხლისუნარიანობა არის ღმრთაებრივი ნების ნიშანი, რომელიც აგზავნის მის ფესვებს ღრმად ნიადაგში. ფესვები იცავს ხეს ქარიშხლებისგან, იცავს მას ქარის ძალადობრივი ჭიმვისგან. ასევე, თუ სიყვარულის ფესვები კაცში ჩადის ღმრთაებრივის წყაროში მასში, ვერავითარი ტანჯვის ქარიშხალი ვერ შეძლებს მის შერყევას და გრუხუნით მის დაცემას ურწმუნოებაში. როგორც შაქრის ნატეხი ატკბობს თასში წყლის ყოველ წვეთს, სიყვარულის თვალი ხდის ყველა ადამიანს მსოფლიოში მეგობრულს და მიმზიდველს. გოკულის უბრალო მწველავები ხედავდნენ ერთიმეორეს როგორც კრიშნას; ასეთი იყო მათი უზომო სიყვარული ღმრთაებრივი ინკარნირებისადმი.
-ღმერთის საუბარი, 1967 წლის 24 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 19 აგვისტო.
რაკშა ბანდჰანის ხელსაყრელ გარემოებაში, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ კავშირს ძმებსა და დებს შორის, ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ, როგორ უნდა გავაფართოვოთ ჩვენ ეს სიყვარული.
საზოგადოებამ უზრუნველგყოთ თქვენ ძალის ყველა ტიპით. თქვენ იბადებით და იზრდებით საზოგადოებაში და თქვენ ატარებთ თქვენს ცხოვრებას საზოგადოებაში. არ უნდა გქონდეთ მადლიერება საზოგადოების მიმართ, რომელმაც გააკეთა ამდენი რამ თქვენთვის? სამწუხაროდ, დღეს სტუდენტებს აკლიათ ასეთი ფართო გრძნობები. ისინი ეწევიან ეგოისტურ ცხოვრებას და ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახზე. თუ თქვენ ატარებთ ასეთ ეგოისტურ ცხოვრებას, ვინ იზრუნებს მასებზე? ყველა არის ღმერთის შვილი. ყველა არის ძმა და და. ამიტომ, იბრძოლეთ ყველას წინსვლისთვის. იმუშავეთ საზოგადოების განვითარებისთვის ურთიერთთანამშრომლობით და შემწყნარებლობით ყოველგვარი კონფლიქტისთვის ადგილის მიცემის გარეშე. განავითარეთ მოთმინებისა და თანაგრძნობის ხარისხები. ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ უნდა ჩადოთ ერთიანობის პრინციპი პრაქტიკაში. მხოლოდ შემდეგ შეიძლება იგი გაიზარდოს. ერთიანობა არ ნიშნავს უბრალოდ ერთი მეორის მისალმებას „გამარჯობა, გამარჯობა“, ეს უნდა აისახოს პრაქტიკაში. თქვენ უნდა იმუშაოთ ერთობლივად. ერთობაში არის დიდი ღირსება. ამიტომ, სტუდენტებმა უნდა განივითარონ ფართო გრძნობები და ფართო აზროვნება. განივითარეთ ჰრიდაიას (გულის) გაფართოება.
-ღმერთის საუბარი, 1996 წლის 15 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 20 აგვისტო.
რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი ქცევისა და სულიერი სიბრძნის შეძენა ჩვენი ცხოვრებების მშვიდად გასატარებლად? ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს.
დჰარმა და ჯნანა (სწორი ქცევა და სულიერი სიბრძნე) არის ორი თვალი მიცემული კაცისთვის მისი უნიკობისა და მისი ღმრთაებრიობის აღმოსაჩენად. დჰარმა მიუთითებს სწორ გზას რომელსაც ყველა ინდივიდი, ჯგუფი თუ საზოგადოება უნდა მიჰყვეს. დჰარმა ანადგურებს მას, ვინც მას ბილწავს. დჰარმა იცავს მას, ვინც მას იცავს. წმინდა წერილებში ნათქვამია: “სადაც არის დჰარმა, იქ არის გამარჯვება”. არ არსებობს დჰარმა უფრო დიდი ვიდრე ჭეშმარიტება. დჰარმას შენობა აღმართულია ჭეშმარიტების საძირკველზე. ნიაია (სამართლიანობა) არის დჰარმას არსებითი ატრიბუტი. საზოგადოება ან ერი ან ინდივიდი ანათებს დიდებით მხოლოდ მაშინ როცა ის ერთგულებს სამართლიანობას. ისევე, როგორც ადამიანი იძენს სიმდიდრეს სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ან პროფესიის მიდევნით, მან უნდა შეიძინოს ღირსება და ღმრთაებრივი მადლი ნიიტის (ზნეობის) და დჰარმას ერთგულებით. მაინც, მარტო დჰარმა არ არის საკმარისი. იმ დროს როცა დჰარმას მივყავართ სწორი მოქმედებისკენ, აუცილებელია სიბრძნის (ჯნანას) შეძენაც. ჭეშმარიტი ცოდნა შედგება გაგებაში ერთობის რომელიც საფუძვლად უდევს კოსმოსს. ყველა ტანჯვა და პრობლემა ცხოვრებაში მოდის ორმაგობის გრძნობიდან. როგორც კი „მე“ და „ჩემი“ განცდა მოიხსნება, ყოვლისმომცველი ღმრთაებრიობის შეგნება იქნება რეალიზებული!
-ღმერთის საუბარი, 1984 წლის 19 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 21 აგვისტო.
ჩვენ როგორ უნდა გავწმინდოთ ჩვენი ჭკუა ასე რომ გავხადოთ ჩვენი სადჰანა ნაყოფიანი? ბჰაგავანი სიყვარულით მიგვითითებს და გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
რა სარგებელია უზარმაზარი სიმდიდრის ქონა თუ ადამიანს არ შეუძლია მიიღოს რამე დამშვიდება და ხელსაყრელი პირობები მისგან? მაშინაც კი, თუ ტბაში არის ბევრი წყალი, ძაღლს შეუძლია მხოლოდ ალოკოს წყალი და არა დალევა იქიდან. ასეთივეა ძუნწის ბედი. დღეს ადამიანები დაჯილდოებული არიან ყველა სახის ცოდნით, სიმდიდრითა და ძალაუფლებით, მაგრამ რა არის სარგებელი? სიხარბის ბოროტი ხარისხი ხდის ამ ყველაფერს უსარგებლოდ მათთვის. სიხარბე დღეს არის უსაზღვრო კალი იუგას (ეპოქის რომელშიც ჩვენ ვართ) გავლენის გამო. ადამიანი არც თავისთვის იყენებს სიმდიდრეს და არც აზიარებს მას სხვებთან. ეს არ არის მნიშვნელოვანი თუ ადამიანი არ აზიარებს თავის სიმდიდრეს სხვებთან, მაგრამ მას არ შეუძლია ასევე აიტანოს სხვების ბედნიერად ყოფნა. ცხოველებსაც კი არ აქვთ დამალვის სისულელე და ძარცვის ბოროტი ხარისხი. მაგრამ ეს დეფექტები გახდა შეუკავებელი კაცში. ამ დეფექტებისგან თავის დაღწევის გარეშე სულიერი პრაქტიკები როგორიცაა ჯაფა, დჰიანა და პუჯა (გალობა, მედიტირება და თაყვანისცემა) ხდება უსარგებლო. თაყვანისცემა სიყვარულის გარეშე, ერთგულება რწმენის გარეშე არის უსარგებლო. ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს რამე სახის ცოდნა, მას შეიძლება არ მოესმინოს წმინდა ტექსტების სწავლება, ან ის შეიძლება ვერ იგებდეს მათ შინაგან მნიშვნელობას, ეს არის საკმარისი თუ მას აქვს სიყვარული და რწმენა.
-ღმერთის საუბარი, 1996 წლის 15 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 22 აგვისტო.
ჩვენ რატომ უნდა გამოვიჩინოთ სწორი ქცევა სიტუაციისა და ვითარებათა მიუხედავად? ბჰაგავანი სიყვარულით და ხაზგასმით გვასწავლის ჩვენ დღეს!
როდესაც ჩვენ ვპრაქტიკებთ დჰარმას, ღმრთაებრიობა ჩვენში გამოვლინდება სპონტანურად. ადამიანმა არ უნდა შემოსაზღვროს დჰარმა მხოლოდ სიტყვებით. კაცი გათვალისწინებულია როგორც უბიწოების განსახიერება. მაგრამ ის არ იქნება ამ სახელწოდების ღირსი, თუ არ წარმართავს დჰარმას ცხოვრებას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ღვთაებრივთან ერთიანობის მიღწევა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი. აქედან გამომდინარე, თითოეულის მოვალეობაა განავითაროს რწმენა ღმრთიურში. რწმენის ზრდასთან ერთად, თუ ადამიანი ატარებს ცხოვრებას მიძღვნილს დჰარმაზე, სატიაზე და ნიიტიზე (უბიწოებაზე, ჭეშმარიტებასა და სამართლიანობაზე), ის მიაღწევს ცხოვრების მიზანს. კაცი ვინც არ მიჰყვება დჰარმას არის ტვირთი დედამიწაზე. მთელი სიმდიდრე, რაც მან შეიძლება დააგროვოს არ გაჰყვება მას როცა ის დატოვებს მსოფლიოს. უფრო მნიშვნელოვანია ღმერთის მადლის მოპოვება ვიდრე მთელი სიმდიდრის მოპოვება მსოფლიოში. განავითარეთ ღმერთის სიყვარული და გააცნობიერეთ ნეტარება რომელიც არის ყველა სიტყვის მიღმა.
-ღმერთის საუბარი, 1984 წლის 19 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 23 აგვისტო.
რა არის მნიშვნელობა სიტყვების სათიამ შივამ სუნდარამ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი გაგება და გაცხადება? ბჰაგავანი გვიაშკარავებს ჩვენ დღეს.
ყველა ცოცხალი და უსისოცხლო ფორმა რასაც ჩვენ ვხედავთ ამ მსოფლიოში, არის მშვიდობის განსახიერება. ფიზიკური ფორმა ყველა ცოცხალი არსების არის სილამაზის ტანმოსილება. ღმრთაებრიობა, რომელიც არის სატიამის, შივამის და სუნდარამის (ჭეშმარიტების, სიკეთის და სილამაზის) ტანმოსილება, წარმოდგენილია ყველა ელემენტში და ყველა ცოცხალ არსებაში როგორც ერთიანობის პრინციპი. იგივე იყო გაცხადებული პლატოს, არისტოტელეს მოძღვრის მიერ, ქრისტეშობამდე ასეული წლით ადრე. მან თქვა, რომ ჭეშმარიტება, სიკეთე და სილამაზე ფორმირებს სამყაროს საფუძველს. ჭეშმარიტება არის ყველაფრის საფუძველი. თრიკალაბადჰიამ სათიამ (ჭეშმარიტება რჩება უცვლელი დროს სამ პერიოდში – წარსულში, აწმყოსა და მომავალში). სიკეთე არის ნამდვილი ღმრთაებრიობა. სინამდვილეში, სიკეთე არის ღმრთისმოსაობა. თუმცა ადამიანები დაჯილდოებულნი არიან სატიამ შივამ სუნდარამის პრინციპით, ისინი უძლური არიან გააცნობიერონ საკუთარი ჭეშმარიტება, სილამაზე და სიკეთე. მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი გააცნობიერებს ჭეშმარიტების, სიკეთისა და სილამაზის პრინციპებს, ის შეძლებს ადამიანობის ნამდვილი მნიშვნელობის გაგებას.
-ღმერთის საუბარი 1996 წლის 15 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 24 აგვისტო.
რა არის ჩვენი მემკვიდრეობა რაც ჩვენ უნდა ვეძებოთ და მოვითხოვოთ? ბჰაგავანი სიყვარულით ააშკარავებს და ნათლად ხსნის როგორ.
თქვენ იცით რომ ჯერ მიწა უნდა მოხნათ, გამოკვებოთ იგი წყლით; შემდეგ დათესოთ თესლი, ამოიღეთ სარეველები, დაიცვათ მოსავალი ღობით საქონლისა და თხებისგან და მოთმინებით დაელოდეთ მოსავლის აღების დროს. ასევე, გული უნდა მოიხნას სათნოებით გამოიკვებოს ღმრთაებრივი სიყვარულის წყლით, სანამ ღმრთიური სახელის თესლი დაითესება; მოგვიანებით მინდორს უნდა უთვალთვალოთ და სარეველა უნდა გაანადგუროთ. უმჯობესია თავიდან აიცილოთ არასტაბილურობის პირუტყვი და ეჭვი, დისციპლინის ღობის დაყენებით; მაშინ, უფლის სახელი აყვავდება მედიტირებაში და ცოდნის მდიდარი მოსავალი შეიძლება იყოს მოწეული. ახლა, თქვენ ანებებთ ძვირფას ნაყოფიერ მინდორს, დარჩეს ნასვენი; გულის ველი სავსეა ეკლებითა და სარეველებით; ეს არ აძლევს სიხარულს ნებისმიერს. კულტივირეთ გული და მოიმარაგეთ ათმა-ანანდას მარცვალი. ეს ანანდა (ნეტარება) არის თქვენი მემკვიდრეობა; ეს არის თქვენი მოსათხოვი!
-ღმერთის საუბარი 1965 წლის 29 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 25 აგვისტო.
როგორ შეგვიძლია ჩვენ წარმატებით გავიაროთ გამოცდა დანიშნული ღმერთის მიერ ჩვენთვის? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე მენტორი და მეგზური, გვიხსნის ჩვენ დღეს.
როდესაც სტუდენტებს ეკითხებიან ისინი რას აკეთებენ, ისინი პასუხობენ რომ ისინი კონცენტრირებულნი არიან მათ სწავლაზე. მაგრამ კონცენტრირების რეალური მნიშვნელობა არის ადამიანის ჭკუის დაფიქსირება კონკრეტულ ობიექტზე. ჭვრეტა არის შემდეგი ნაბიჯი. ბოლო ნაბიჯი არის მედიტირება. ამრიგად, კონცენტრირება, ჭვრეტა და მედიტირება არი სამი ნაბიჯი სულიერ პრაქტიკაში. მედიტირება არ არის უბრალოდ ჩუმად ჯდომა და ადამიანის თვალების დახუჭვა. შენარჩუნება ურყევი და სტაბილური ჭკუის არის მედიტირება. ხალხი ფიქრობს, რომ კონცენტრირება არის დიდი ვარჯიში, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი სულიერ პრაქტიკაში, სხვები არის ჭვრეტა და მედიტირება. კონცენტრირება არის როგორც დაწყებითი სკოლის განათლება. ჭვრეტა არის უმაღლესი სასკოლო განათლება და მედიტირება არის კოლეჯის დონის განათლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი მიაღწევს კოლეჯის დონეს ის უფლებიანდება მოიპოვოს ხარისხი. ყველა ჩვენი ძველი ბრძენი ავიდა ამ საფეხურზე და ფიქრობდა ღმრთაებრიობაზე. როდესაც ადამიანი აღწევს მედიტირების სტადიას, არ არსებობს მოქმედების სფერო რამე რყევისთვის და მისი რწმენა ღმრთაებრიობაში ხდება სტაბილური. თქვენ უნდა მიაღწიოთ ამ სტადიას. თქვენ შეიძლება ისწავლოთ რამდენიმე წიგნი და გაიაროთ გამოცდა სკოლაში ან კოლეჯში, მაგრამ მხოლოდ ის ვინც მიაღწევს მედიტირების სტადიას გადის ღმერთის მიერ დანიშნულ გამოცდას.
-ღმერთის საუბარი 2009 წლის 21 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 26 აგვისტო.
რა არის ნებისმიერი ღმრთაებრივი ჩამოსვლის მიზანი? ბჰაგავანი განმარტავს დღეს, შრი კრიშნა ჯანმაშთამის ბედნიერ შემთხვევაზე, ასე რომ ჩვენ შევძლოთ გზავნილის ინტერნალიზება.
დჰარმა სამსტაპანარტაია სამბჰავამი იუგე იუგე (მე ვინკარნირებ დედამიწაზე საუკუნიდან საუკუნემდე დჰარმის დასამკვიდრებლად). ეს არის კრიშნას განცხადება გიტაში. როგორც კი ადამიანები აივსებიან სიყვარულით, მთელი დჰარმა, სამართლიანობა და ჭეშმარიტება დამკვიდრდება მათში. სიყვარულის გარეშე, უბიწოება იქნება მექანიკური რიტუალი. რა სახის უბიწოება შეიძლება იყოს სიყვარულის გარეშე? რა სამართლიანობა შეიძლება არსებობდეს? ეს იქნება უსიცოცხლო გვამი. სიყვარული არის სიცოცხლე. სიყვარულის გარეშე, ვერცერთი კაცი ვერ შეძლებს არსებობას ერთი წამითაც. მაშასადამე, სიყვარული არის უზენაესი უფლის ფორმა. ეს არის სიყვარულის მოძღვრების ქადაგება რისთვისაც კრიშნა ავატარმა და სხვა ღმრთაებრივმა ინკარნაციებმა გააკეთეს თავიანთი გამოჩენა დედამიწაზე. შესაბამისად ადგილის, დროსა და მაშინდელი ვითარების უფალს მიეცა სხვადასხვა სახელი. ეს განსხვავებები არის როგორც შაქრისგან დამზადებული სხვადასხვა დელიკატესები მოსაწონებლად ბავშვების სხვადასხვა პრეფერენციებისთვის. ეს დელიკატესები შეიძლება იყოს ფარშევანგის, ძაღლის ან მელას ფორმის. მაგრამ რაც საერთოა მათგან ყველაში არის შაქარი!
-ღმერთის საუბარი 1991 წლის 2 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 27 აგვისტო.
რა არის სარგებელი ჩვენგან თითოეულსა ფა ყველაზე თუ ჩვენ გვწყურდება ტკბობა უფალი კრიშნას სიყვარულში? ბჰაგავანი სიყვარულით და ტკბილად გვახსენებს ჩვენ დღეს.
წყურვილი კრიშნასთვის, მისი ფლეიტის, მისი ხილვის, მისი მოსმენისთვის, მისი გულში, ჭკუაში დაყენებისთვის, ინტელექტის მეშვეობით მისი რეალობის შეცნობისთვის – ეს წყურვილი არის უჯანსაღესი, ყველაზე ხელიშემწყობი მშვიდობაზე. კრიშნასადმი ერთგულება არის ჯაჭვი რომლითაც მაიმუნი ჭკუა შეიძლება იყოს დაბმული და დამორჩილებული. ყველა ის სურვილი რომლითაც გრძნობები გტანჯავენ თქვენ გარდაქმნეთ წყურვილში კრიშნასთვის და თქვენ გადარჩებით. კრიშნა აშორებს ჭკუას გრძნობიერი სურვილებისგან. ის ეწევა ჭკუას თავისკენ და ამით ესები შორდება სხვა ყველაფრიდან, რადგან ყველაფერი სხვა არის ქვემდგომი, ნაკლებად ღირებული! ის აკმაყოფილებს კაცის უღრმეს წყურვილს მშვიდობის, სიხარულისა და სიბრძნისთვის. როდესაც კრიშნა-თრიშნა ქრება, უმაღლესი ნეტარება არის მიღწეული; აღარ არსებობს მეტი საჭიროება, სურვილი, ზადი ან ნაკლოვანება. სურვილი დალევის დაბალი ხარისხის სასმელების რაც მხოლოდ კვებავს წყურვილს ქრება როგორც კი კრიშნა ნამას და კრიშნა ბჰავას (კრიშნას სახელის და კრიშნაზე ფიქრის) სიტკბო დაგემოვნდება. გრძნობადი საგნები არის როგორც ზღვის წყალი რასაც არასოდეს შეუძლია წყურვილის შესუსტება.
-შრი სატია საი ამბობს, ტომი 6, თავი 24.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 28 აგვისტო.
რა არის საუკეთესო გზა უფლის მოსაზიდად და მის აღმოსაჩენათ როცა ის ჩვენთან მოვა? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ, ციტირებს მაგალითს შრი კრიშნა ავატარიდან.
კრიშნამ იაშოდას აუხსნა მიზეზი მან რატომ ამჯობინა კარაქი გოპიკების სახლებში, კარაქს შეთავაზებულს მის მიერ. გოპიკების გულები იყო სუფთა და სავსე კრშნასადმი უანგარო ერთგულებით. მათი ერთგულება აღემატებოდა იაშოდას დედობრივ სიყვარულს, რაც ატარებდა ეგოურობის ელფერს. კრიშნამ იაშოდას უთხრა: „მე მიზიდავს მათი გულები ვინც არიან სუფთა და უანგარო“. კრიშნა ყოველთვის გაურბოდა გოპიკებს მისი ცელქობის თამაშის შემდეგ. მაგრამ ერთხელ, მათდამი თანაგრძნობის გამო, მას სურდა მიეწოდებინა მინიშნება რითაც ისინი შეძლებდნენ მის კვალდაკვალ მიდევნას. ერთ დღეს ისინი ყველა დადგნენ მომლოდინედ თავიანთი სახლების ირგვლივ კრიშნას დასაჭერად. კრიშნა შევიდა სახლში ფარულად, გატეხა რძის ქოთანი და წყნარად მიმალა თავი. გოპიკებმა ნახეს რომ მან ქოთანი გატეხა და ისინი ცდილობდნენ მის მიკვლევას. რძიანმა თეთრმა ნაფეხურებმა რომლებიც მან დატოვა აჩვენა მათ მისი დამალვა. შემდეგ, კრიშნამ გამოუაშკარავა მათ სულიერი ჭეშმარიტება რომ, თუ ისინი მიეკვრებიან უფლის ფეხებს, ისინი გააცნობიერებენ მას. “მიჰყევით ჩემს ნაკვალევს და თქვენ მიპოვით მე”, – უთხრა კრიშნამ გოპიკებს!
-ღმერთის საუბარი, 1996 წლის 4 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 29 აგვისტო.
ჩვენ ყველა რატომ უნდა ვეცადოთ სიყვარულის კულტივირებას? ბჰაგავანი კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ, დღეს!
სიყვარული არის ძვირფასი ბრილიანტი რომლის შოვნა შეიძლება მხოლოდ სიყვარულის სამეფოში და არსად სხვაგან. სიყვარულის სამეფო მდებარეობს გულში, გულში სავსეში სიყვარულით. სიყვარული შეიძლება იყოს განცადილი მხოლოდ სიყვარულით მდინარე ჭკუით და სიყვარულით სავსე გულით. სიყვარულის ძვირფასი ბრილიანტის მიღება არ შეიძლება მედიტირების, რიტუალების ან წმინდა მოქმედებების საშუალებით. მათ შეიძლება მოგცეთ გონებრივი კმაყოფილება. სიყვარულის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სიყვარულით. ერთგულების სხვადასხვა გზა – მშვიდობა (შანთი), მეგობრობა (საკჰია), დედობრივი სიყვარული (ვათსალია), აღელვება (ანურაგა) და სიტკბო (მადჰურა) – ყველაფერი დაფუძნებულია სიყვარულზე. არსი ყველა სულიერი დისციპლინის არის სიყვარული. რაც უფრო დიდია კაცის სიყვარული ღმერთისადმი, მით უფრო დიდ ნეტარებას განიცდის ის. როდესაც სიყვარული იკლებს კაცში, სიხარული იკლებს ასევე თანაბრად. ის ვისაც უყვარს ღმერთი, ხედავს ღმერთს ყველგან. ამიტომ კაცის გული უნდა იყოს სავსე ღმერთის სიყვარულით. სიყვარული არ შევვა ადამიანის გულში ვინც სავსეა ეგოიზმითა და თავმოყვარეობით. ამიტომ, დაივიწყეთ თქვენი უმნიშვნელო მე და კონცენტრატეთ თქვენი აზრები ღმერთზე.
-ღმერთის საუბარი, 1991 წლის 2 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 30 აგვისტო.
როდესაც ყოვლისშემძლე არის ყოველგვარი გამოცდილების მიღმა რაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს მსოფლიოში, როგორ შეგვიძლია ჩვენ შევიცნოთ ის ამ ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს.
ისეთმა შორეულმა ვარსკვლავმა როგორიც არის დრუვა ნაკშატრა (პოლარული ვარსკვლავი) შეიძლება სადმე მიუთითოს რომელიმე ახლომდებარე ფიზიკური ობიექტი როგორიცაა ხე. მსგავსად, ვედები და წმინდა წერილები, იმ დროს როცა არ აჩვენებს ღმრთაებას, დამხმარეა ღმრთაებრივის რეალიზებისკენ წამყვანი გზის საჩვენებლად. უღრანი ტყის სანახაობა ჩუქნის სიამოვნებას. მაღალი მთის ხილვა აღაგზნებს გაოცებას. ნიაღვარი მდინარეში ახარებს ადამიანს. ეს ყველაფერი არის ღმრთიური ძალის მტკიცებულება. ვარსკვლავები ანათებს. პლანეტები ბრუნავს. მზე ბრწყინვალებს. ქარი უბერავს. ეს ყველაფერი არის ღმრთიურის ნიშნები მუშაობისას. როდესაც თქვენ ხედავთ ცეცხლის ნაპერწკალს, თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ ცეცხლის ბუნების დასკვნა. თუ თქვენ იცით წვეთი წყლის ბუნება, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ განგას ბუნება. მსგავსად, თუ თქვენ იგებთ ატომის ბუნებას, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მთელი კოსმოსის ბუნება. ამ ჭეშმარიტების აღიარებით, უპანიშადებმა გამოაცხადა: “ღმრთაებრივი არის ატომზე უფრო უჩინარი და უდიდესზე უფრო დიდი”.
-ღმერთის საუბარი, 1996 წლის 4 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 31 აგვისტო.
ჩვენ რატომ უნდა მივიღოთ კეთილად გამოცდები და მწუხარებები? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს და გვახალისებს ჩვენ დღეს
ადამიანის ცხოვრება სავსეა აწევებითა და ვარდნებით, სიხარულებითა და მწუხარებებით. ეს გამოცდები განზრახულია კაცისისთვის მოსახურებლად გზის მაჩვენებლებად. ცხოვრება იქნებოდა უხალისო თუ არ იარსებებდა განსაცდელები და სირთულეები. სწორედ ამ სირთულეებს მოაქვს ადამიანური ფასეულობები კაცში. იმის გამო როგორც შეხვდა ჰარისჩანდრა ყველა განსაცდელს მის ცხოვრებაში, მისი ისტორია გახდა დიდებული თავი ადამიანთა მატიანეში. პრაჰლადა თანაბრად გამოირჩევა როგორც დიდი ერთგული ვინც აღუდგა მამის ყველა დევნას. დღეს, ადამიანებს სურთ მყისიერი ხსნა, მცირედი ძალისხმევისა და მსხვერპლის გარეშე მათი მხრიდან. თუ ასეთი მყისიერი ხსნა მიიღწევა, იგი ასევე გაქრება სამჯერ! მხოლოდ ის რაც მიღებულია დიდი ძალისხმევით მოიტანს ხანგრძლივ სარგებელს. ხალხი ელოცება სვამის დაიხსნას ისინი სირთულეებისა და დანაკარგებისგან. ეს არის ლოცვის არასწორი სახეობა. სირთულეები უნდა იყოს მიღებული კეთილად და უნდა გადაილახოს. სირთულეების დაძლევით ღმრთაებრივი უნდა იყოს განცდილი. თქვენ ვერ შეძლებთ შაქრის ლერწმის წვენის მიღებას მისი დაჭეჭყვის გარეშე. თქვენ არ შეგიძლიათ გააძლიეროთ ალმასის ბრწყინვალება მისი დაჭრისა და მასზე მრავალი წახნაგის გაკეთების გარეშე!
-ღმერთის საუბარი, 1991 წლის 2 სექტემბერი.
ბაბა