ივნისი

1.06.19.
ადამიანები სპეციალიზირებულები არიან ღმერთის თაყვანისცემის სხვადასხვა მეთოდებში; არსებობს მრავალი ცერემონია, ჰიმნი, დღესასწაული, მარხვა, აღთქმა, მლოცვარობა და ა.შ., მაგრამ თაყვანისცემის საუკეთესო ფორმა რომელიც იზიდავს ღმერთის წყალობას საკმარისი ზომით არის მისი მცნებების შესრულება. პირფერობა არის საცოდავი თაყვანისცემა! ღმერთის მოთავსება თქვენგან დიდ მანძლზე და მისი შექება როგორც ყოვლისმცოდნის, ყოვლისშემძლის და ყველგანმყოფის არ ახარებს მას. განივითარეთ ღმერთთან სიახლოვე და ნათესაობა. მიაღწიეთ მას მორჩილებით, ერთგულებით, თავმდაბლობითა და სიწმინდით. გახადეთ თქვენი სიცოცხლე უბრალო; აავსეთ ყოველდღიური ამოცანები სიყვარულითა და ურთიერთ თანამშრომლობით; იყავით მომთმენნი სხვების შეცდომებისა და ნაკლოვანებების მიმართ; შეხედეთ მათ თანაგრძნობითა და გაგებით, და იყავით მშვიდი ნებისმიერ პირობებში. შემდეგ თქვენ და თქვენი ქვეყანა იქნებით უდაოდ ბედნიერი. თქვენი გრძნობები უნდა იყოს უანგარო და თქვენი ემოციები, ნაზი. შურმა, სიძულვილმა და შურისმძიებლობამ ვერ უნდა შეაღწიოს თქვენი ჭკუის სიმაგრეში სადაც გულმოწყალება, გულკეთილობა და შემწყნარებლობა დგას სადარაჯოზე.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 12 მაისი.
2.06.19.
განდჰიჯი ოცნებობდა რამა-რაჯიას; მას უნდოდა რომ ადამიანებს ეცხოვრათ აიოდჰიაში რამას ქვეშევრდომების მსგავსად. დჰარმა უნდა ამოდიოდეს გულიდან როგორც პრემას და შანთის (სიყვარულის და მშვიდობის) ცივი გამამხნევებელი წყალი. თქვენ შეგიძლიათ რამაიანადან ისწავლოთ ზუსტად რა არის დჰარმა. რამა არის დჰარმას ნამდვილი განსახიერება; ყოველი სიტყვა და ყოველი საქმე რეზონირებს ამ გზავნილით. ლაკშმანა, რამას ძმა, ვინც მისდევდა მის ნაბიჯებს თავისი მიწიერი კარიერის განმავლობაში, არის დჰარმას ნაბიჯებზე მიმავალი ჭკუის სიმბოლო; ის არასოდეს კარგავდა თავის გზას და იზეიმა გამარჯვება გამარჯვების მუხლებზე. რამაიანა არის სასწავლო სახელმძღვანელო დჰარმისთვის საცხოვრებლად ყველა სახლში, მამით, დედით, ძით, ძმით, ერთიანი ოჯახის წევრებით – კაცით და ქალით. ძმობა რომელიც უნდა კულტივირდეს არის მზადყოფნა სიყვარულის გასაცემად სიყვარულისთვის, გულის გულისთვის, სიცოცხლის სიცოცხლისთვის!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 12 მაისი.
3.06.19.
დაე შესრულდეს ან არ შესრულდეს მცირე სურვილები რომლებითაც თქვენ ახლა უახლოვდებით ღმერთს; დაე გეგმები დაწინაურებისა და პროგრესის რომლებსაც თქვენ დებთ ღმერთის წინაშე შესრულდეს ან არ შესრულდეს – ესენი არ არის მნიშვნელოვანი! თქვენი ძრითადი მიზანი უნდა იყოს თქვენი თავის დაპატრონება, დაჭერა მჭიდრო და მუდმივი კავშირის უფალთან ვინც არის თქვენში და სამყაროში. მიემშვიდობეთ იმედგაცრუებებს, ვინაიდან ეს გამაგრებთ თქვენ და გცდით თქვენ სიმაგრეზე. არასოდეს უარჰყოთ ღმერთი და არ დააკისროთ მას პასუხისმგებლობა თქვენს უკეთურობებზე. დაიჯერეთ რომ სირთულეები გაახლოვებთ თქვენ, გაიძულებთ მოუწოდოთ მას ყოველთვის როდესაც თქვენ ხართ გართულებაში. თქვენ იტანჯებით ტკივილით მუცელში, და ექიმი გაყენებთ ოპერაციის ტკივილს, იმისთვის რომ შეამციროს ეს ტკივილი და მოგცეთ თქვენ შვება. შემდეგ თქვენ ხართ გახარებული. სიხარული არის მხოლოდ ინტერვალი ტკივილის ორ მომენტს შორის, და ტკივილი არის ინტერვალი სიხარულის ორ მომენტს შორის.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 12 მაისი.
4.06.19.
ბჰარათიას კულტურა კიცხავს ძალადობას როგორც მხეცურს და უარესსაც კი. თუმცა ინდოეთის ეპოსი და ძველი ისტორიები ლაპარაკობს დემონებზე, კაცებსა და ღმერთებზე როგორც განსხვავებულებზე, ეს არის სახელები შტრიხებისთვის, რომელსაც ყველა ინაწილებს მეტ ნაკლებად. კაცობრიობა უნდა ეცადოს დემონიზმის ნარჩენების მოცილოებას და თავისი თავის აღჭურვას ღმრთიურების დიდებულებით. ამიტომ იყავით ყოველთვის ფხიზლად რომ თქვენმა საქმიანობებმა არ ჩაგითრიოთ დაბლა დემონურობის სიღრმეებში; დაე მათ აგიყვანონ თქვენ ღმრთიურების სიმაღლეებში. ეს ნამდვილად სანაქებოა რომ ასე ბევრი თქვენგან დაკავებულია ბჰაჯანებით, ნაგარ სანკირტანითა და ნამასმარანით. დაე უფლის სახელი გამოდიოდეს გულიდან, არა ბაგეებიდან. იყავით პრაჰლადები მიწაზე რომელიც დაავადებულია ძალიან ბევრი ჰირანიაკაშიპუთი. უფლის სახელი არის ნარასიმჰა ვინც გადაგარჩენთ და მხარში ამოგიდგებათ! გაასუფთავეთ თქვენი თავი და გაასუფთავეთ ატმოსფერო რომელშიც და რომლითაც თქვენ ცოცხლობთ. ეს არის ჩემი რჩევა და ჩემი კურთხევა.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 12 მაისი.
5.06.19.
ერთგულება არ უნდა იყოს შეზღუდული სალოცავი ოთახის ოთხი კედლით და თქვენი შესრულებული მედიტირების რამდენიმე წუთით. ეს არის სულიერი დისციპლინა რომელიც სრულ დროს იკავებს. თქვენი ერთგულება გამოხატული უნდა იყოს როგორც თაყვანისცემა ყველას მიმართ, მათი განხილვით ღმრთიურების ცოცხალ განსახიერებებად. ხედეთ ღმერთი ყველაში, იმ ადამიანებშიც კი რომლებსაც თქვენ თვლით როგორც თქვენს მტრებს. აპრაქტიკეთ ეს ფართო, ყოვლისმომცველი სიყვარულის ტიპი. როგორ შეძლებთ თქვენ ბედნიერების მიღებას სიყვარულისა და თაყვანისცემის ჩვენებით ქვის კერპზე, რომელიც არ გპასუხობთ და არ ირეკლავს გრძნობებს? გაიგეთ სიძნელეები და უსიამოვნებები რომლებიც ტვირთავს სხვებს და დაეხმარეთ მათ რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ მათზე დახმარება. ისწავლეთ ცხოვრება სხვებთან, და გაუნაწილეთ მათ თქვენი სიხარული და მწუხარება; იყავით მომთმენი, არა მბრძანებლური. ცოცხალი არსებები დაგიბრუნებენ გაგებასა და მადლიერებას და გისურვებენ თქვენ სიკეთეს. თქვენ შეიძლება დაინახოთ სიხარული, მზარდი მათ სახეებზე. ეს გაჩუქებთ თქვენ კმაყოფილებას. თუ თქვენ არ შეგიძლიათ გიყვარდეთ თქვენი ახლობელი ადამიანი, როგორ იქნებით თქვენ ღმერთის ერთგული?
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 16 მარტი.
6.06.19.
ოცდაოთხი საათიდან რომელიც არსებულია თქვენთვის, ნება მიბოძეთ გირჩიოთ თქვენ მიუძღვნათ მცირე ნაწილი მედიტირებას ან ლოცვას ან კითხვას წერილების ან საუბრების მოსმენას უფლის ლიილების (ღმრთიური თამაშების) შესახებ. იფიქრეთ ღმერთზე, და მადლიერებაზე რომლის ვალდებულიც ხართ ადამიანური სიცოცხლისთვის რომელიც მან გაჩუქათ თქვენ და სხვადასხვა მატერუალური, მორალური და ინტელექტუალური ტალანტებისთვის რითაც თქვენ დაგაჯილდოვათ; გააკეთეთ ეს ვიდრე თქვენ შეუდგებით რაიმე ამოცანას ან სამუშაოს ნაწილს. თქვენ უსათუოდ განცდით დიდ სარგებელს, და თქვენ ღმრთიური წყალობის მეშვეობით გექნებათ მშვიდობა, სიხარული და წარმატება თქვენს მცდელობაში. გული არ გაიტეხოთ თუ თქვენ არ პროგრესირებთ მედიტირებაში. წარმოთქვით უფლის სახელი, იბინადრეთ დიდებასა და წყალობაზე; ეს არის თანასწორად ეფექტური. არც ერთი განსაკუთრებული სახელი არ არის აუცილებელი; ყველა სახელი აღნიშნავს მხოლოდ ერთს. სიმყარე, რწმენა, სიყვარული რომელსაც თქვენ კულტივირებთ გულში და გამოხატავთ თქვენი სიტყვებით, საქმეებითა და აზრებით არის არსებითი პირობები ღმერთის წყალობის გამოსამუშავებლად.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 16 მარტი.
7.06.19.
შეხედეთ კარგ ბედზე და ცუდ ბედზე, ბედნიერებასა და დარდზე, წაგებასა და მოგებაზე თანაბარი ჭკუით. ესენი არის ბუნების პროდუქტები როგორც სითბო და სიცივე, ზაფხული და ზამთარი. მათ აქვთ მსახურების თავისი მიზნები. ამის მსგავსად ცხოვრების აწევებს და დაწევებს აქვს გაკვეთილები ჩვენს სასწავლებლად. სინამდვილეში, ცხოვრებაში ცვლილებების გარეშე, ჩვენ არ შეგვეძლება ღმრთიურების განცდა. სიბნელის გარეშე ჩვენ ვერ დავაფასებთ სინათლეს. სიძნელეების განცდის გარეშე, ჩვენ ვერ დავტკბებით უპირატესობით. ეს არის ჭკუის სიმშვიდის ნაკლებობა რაც გვაიძულებს ჩვენ მოვძებნოთ მყარი მშვიდობის რეალიზების საშუალებები. უპანიშადები აცხადებს რომ უკვდავება შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ განდეგილობის მეშვეობით. თქვენ უნდა ისწავლოთ ამ სათნოების პრაქტიკა ამგვარად რომ მათ შეძლონ მყარი მშვიდობისა და ნეტარების საიდუმლოს აღმოჩენა.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
8.06.19.
უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა აჩვენოთ მადლიერება თქვენი მშობლების მიმართ, უნდა გიყვარდეთ ისინი და პატივისცეთ მათ. თქვენი სისხლი, საკვები, თავი და ფული – ეს ყველა არის თქვენი მშობლების ნაჩუქარი. თქვენ არ იღებთ ამ საჩუქრებს პირდაპირ ღმერთისგან. ეს ყვალაფერი დაკავშირებული ღმერთთან არის მხოლოდ ირიბი გამოცდილება. მხოლოდ მშობლები არიან ისინი ვისი უშუალო დანახვა და სიყვარულის განცდა თქვენ შეგიძლიათ. ბავშვებს შეუძლიათ მნიშვნელობის გაგება სიტყვების ‘მელა’ ან ‘ძაღლი’ მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი ხედავენ მათ სურათებს. ამის მსგავსად, მხოლოდ მშობლების დანახვის შემდეგ შეიძლება ღმერთის არსებობის გაგება. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გიყვართ და პატივსცემთ თქვენს მშობლებს, თქვენ შეიძლება გაიგოთ ჯაგათმათას და ჯაგათპითას (ღმრთური მშობლების) სიყვარული. ეს არის ის რასაც მე გეუბნებით ხშირად: თუ თქვენ იცით ‘მე’ პრინციპი თქვენში, თქვენ გაიგებთ ‘მე’-ს ყველაში. ვიაშთი (ინდივიდი) წარმოიქმნა სამაშთიდან (საზოგადოებიდან), სამაშთი სრუშთიდან (ქმნილებიდან), და სრუშთი პარამეშთიდან (შემქმნელიდან). მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ იცით ქმნილების პრინციპი, თქვენ შეძლებთ გაიგოთ შემქმნელი.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 6 მაისი.
9.06.2019.
ბჰადრაჩალამის რამადასი ჩაგდებული იყო ციხეში; ის იყო გამათრახებული უმოწყალოდ. მაგრამ ის არასოდეს კარგავდა რწმენას რამაში. ის საბრალოდ ითხოვდა წყალობას, და მან შეძლო ღმერთის ჩარევა საკუთარი თავის დასაცავად წამებიდან. ურყევი რწმენა არის სულიერი წარმატების ნიშანი. ეს არის საკუთარი შინაგანი რეალობის გაცნობიერების შედეგი, ბირთვის, ადამიანში ღმრთიურის დასტაბილიზება. აპრაქტიკეთ შინაგანი მშვიდობისა და საყოველთაო სიყვარულის ეს იდეალი. გადმოღვარეთ სიყვარული ათ სხვაზე და მიიყვანეთ ერთხელ კიდევ რამა რაჯიასთან (უფალ რამას უბიწო მმართველობასთან). ‘რამა’ ნიშნავს ‘ის ვინც ხარობს’. იყავით თავაზიანი ყველასთვის; დაე ყველა იყოს კმაყოფილი თქვენით. არ აწყენინოთ ან არ დააზიანოთ, აზრებით, სიტყვებითა და საქმეებით. გაასუფთავეთ თქვენი გული; გაწმინდეთ იგი ვიწრო ეგოურობისგან. შესთავაზეთ თქვენი სათნოებები როგორც ყვავილები, რომლებიც ავრცელებს სილამაზესა და სურნელებას. შესთავაზეთ უფალს თქვენი გულის ლოტოსი გათავისუფლებული მავნებლებისგან როგორიც არის გულისთქმა, რისხვა და სიძულვილი და ის იქნება კმაყოფილი თქვენით!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 21 აპრილი.
10.06.19.
ღმრთიური თესლი უნდა წახალისდეს ადამიანური ძალისხმევით და მუდმივი ზრუნვით ასაყვავებლად და ნაყოფის გამოსაღებად. ამოიღეთ თქვენი გულიდან აზრებით, სიტყვებითა და საქმეებით სხვებზე ზიანის მიყენების ყველა კვალი. სხვებზე ზიანის მიყენების ასეთი დროებითი დაკმაყოფილების ჩვევის შედეგი არის კატასტროფული. ყოველი ასეთი აზრი არის თესლი, ველური სარეველა დარგული თქვენს საკუთარ ჭკუაში. ეს გაიზრდება და დაანგრევს თქვენს საკუთარ სიმშვიდესა და სიხარულს. ამიტომ იყავით ფხიზლად ასეთი მიდრეკულებების წინააღმდეგ. გაწმინდეთ თქვენი აზრები, სიტყვები და საქმეები ისე რომ შეესატყვისებოდეს ღმრთიურისკენ მმარშირებელს. ეგოურობა არის წყლული რომელიც ანგრევს ქველმოქმედებას. თუმცა თქვენ იცით რომ ეს არის არასწორი, ეგოურობა არ დაგანებებთ უარის თქმას. თქვენ შეგიძლიათ ამის გადალახვა მყარი გადაწყვეტილებით. სიხარულით გაანაწილეთ სხვებთან ცოდნა, ჩვევები და სიმდიდრე რომელიც თქვენ გამოიმუშავეთ, იდეები და იდეალები რომლებიდანაც თქვენ ისარგებლეთ, და დისციპლინისა და ერთგულების პრაქტიკის სიხარული. განაწილება არ დაამცირებს ან არ გააუფასურებს მათ, არამედ გახდის მათ ნათებას მეტად დიდებულს.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 21 აპრილი.
11.06.19.
მიჯაჭვულობა ტანის კომპლექსთან ნიშნავს დაგროვებას და შეძენას ნივთების რომლებიც ემსახურება მის საჭიროებასა და სიხარბეს. დაგროვება ამაღლებს ექსპლოატაციას, ეს ვერ მოიპოვებს წყალობას. მას არ აქვს საზღვარი! შეიძლება ტბა შეივსოს წამოწინწკვლით? შეიძლება გაღვივებული ნაღვერდლების გარანტირება ბალახის ღეროების დაწვით? წყურვილი იზრდება ყოველ ყლუპთან ერთად. იგი ყოველთვის ითხოვს უფრო მეტს. ნივთების დაგროვება ან სწავლულობა ან დიდება ვერ მოიტანს სიკეთეს, თუ რაც არის შეძენილი არ ჩაიდება პრაქტიკულ სარგებლობაში საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის. სიბრძნე შესაცნობის რომ ტანი რომელშიც თქვენ გჯერათ, სინამდვილეში არის მხოლოდ ინსტრუმენტი დაუფლებული თქვენს მიერ, უნდა გაჩნდეს თქვენში. ეს არის პირველი ნაბიჯი უმაღლესი სულიერი გონებისკენ. ვინმემ შეიძლება იკითხოს, განდგომას და არამიჯაჭვულობას როგორ შეუძლია დაშედეგდეს სიხარულში. უარი თქვით ეგოთიზმის გრძნობაზე როდესაც დაკავებული ხართ საქმიანობით; უარი თქვით იმ დროს როდესაც განცდით რაიმე ემოციას ან რეაქციას, გრძნობისგან მონაწილედ ყოფნაზე – შემდეგ, შეიძლება იყოთ მუდამ სიხარულში. მაშინ ბჰოგი (სიამოვნების მიმღები) გარდაიქმნება იოგად (სულიერად განვითარებულ ადამიანად).
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 21 აპრილი.
12.06.19.
ადამიანად დაბადება არის 840 000 სახეობის ცოცხალი არსების ევოლუციის ბოლო სტადია. წინა ცხოვრებებში, ვინმე შეიძლება იყო მწერი, ჭია, ფრინველი ან ცხოველი და ახლა შეიძლება აჩვენებს ამ შტრიხებს ღმრთიური ხარისხების დასწრების მიუხედავად. მაგალითად, სიამაყე არ არის ადამიანის თანდაყოლილი ხარისხი; ეს არის კამეჩის ბუნებრივი შტრიხი. თუ თქვენ იჩენთ სიამაყეს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, იყავით თქვენ კამეჩი წინა ცხოვრებაში და უძლური ხართ დაკარგოთ ეს მემკვიდრეობით მიღებული ხარისხი? ზოგიერთი ექსპონირებს ჩლუნგ სიჯიუტეს, რაც არის ცხვრების ხარისხი, არა ადამიანის შტრიხი. ზოგჯერ ზოგიერთი ერთობა წვრილმანი ქურდობებით, კატის მსგავსად. ამის მსგავსად, ნაჩვენები მერყევი და ცვალებადი ბუნება გვახსენებს წინა ცხოვრებას მაიმუნად. ზოგიერთი არის განუკურნებლად არამადლიერი; თავს აძლევს მათი დაზიანების ნებასაც კი ვინც მას ეხმარება. გველი ცნობილია, შხამის გამოყოფით მაშინაც კი როდესაც მას კვებავენ რძით. უკვე დრო არ არის რომ თქვენ გულში წრფელად გააანალიზოთ და წაახალისოთ თქვენში სასარგებლო ადამიანური ფასეულობები?
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 10 ოქტომბერი.
13.06.19.
თქვენ მუდამ უნდა ეცადოთ ბოროტი ტენდენციების მოშორებას. მოძებნეთ, ამოიცანით და უარი თქვით მემკვიდრეობით მიღებულ ჭკუაში ფესვგადგმულ ბოროტ შტრიხებზე. ამ შტრიხებიდან ყველაზე უარესია სიძულვილი და შური. ესენი წარმოიქმნება ძლიერი ეგოიზმიდან. ესენი არის ცხოველური ხარისხები და მათ ვერ უნდა იპოვონ ადგილი ადამიანის არსებაში. რადგან ეს შტრიხები ახდენენ თავიათ გამოჩენას რეგულარულად, თქვენ უნდა გადააგდოთ ესენი დაუყოვნებლივ. ეს მოგიწოდებთ მუდმივ შინაგან იაჯნისთვის, განსხვავებით გარეგანი იაჯნისგან რომელიც ტარდება ერთხელ წელიწადში ერთ კონკრეტულ ადგილზე. შინაგანი იაჯნა უნდა სრულდებოდეს ყოველ დროს, ყველა ადგილსა და ყველა ვითარებაში. ყოველთვის როცა ბოროტი აზრი ან სურვილი მოდის, ეს უნდა უმოწყალოდ ჩაიხშოს. მხოლოდ მუდმივი სიფხიზლითა და მუდმივი ძალისხმევით შეიძლება ღმრთიური წყალობის გამომუშავება. მხოლოდ მაშინ როდესაც ბოროტი შტრიხები განიდევნება ღმრთიურებამ შეიძლება გამოავლინოს თავისი თავი მთელს მის დიდებულებაში.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 10 ოქტომბერი.
14.06.19.
კომპანია რომელიც კვებავს ადამიანს განსაზღვრავს მის ხასიათს, ადამიანი ცდილობს შეუერთდეს კომპანიას სადაც შეიძლება თავისუფლად გამოხატვა მისი შინაგანი ბუნების. კაცი, ბუნებით, არის მიდრეკილების მქონე დაიკმაყოფილოს სურვილები რომლებიც წარმოიქმნება შიგნით ან ბიძგები ნაკარნახევი გარედან. ძალიან ხშირად ესენი არის მავნებელი. ამგვარად ადამიანები ანგრევენ საკუთარ თავს მათთვის თავიანთი დაუფლების შანსის მიცემით. განვიხილოთ ზემოქმედება რომელიც კარგმა კომპანიამ შეიძლება მოახდინოს. სიმის ნაწყვეტი არის გამოუსადეგარი ნაწილი – არავინ აფასებს მას და არ განიხილავს სასასრგებლოდ. მაგრამ როდესაც ეს ასოცირდება რამდენიმე სურნელოვან ყვავილთან, მაშინ ქალი ამკობს თავის თმებს ამ ყვავილებით და ერთგულები ათავსებენ გირლიანდებს ღმრთაებებზე რომლებსაც ისინი აღმერთებენ. ქვის ბლოკი სახალხო მოედანზე მიგდებულია და შეურაცხყოფილი. მაგრამ როდესაც ბლოკს იღებს მოქანდაკის კომპანია, ის გარდაიქმნება ღმერთის მომხიბვლელ ქანდაკებად და დგამენ ტაძარში რომ მიიღოს ათასობით პატივისცემა. ამიტომ სათსანგი (წმინდა კომპანია) არის ძალიან მნიშვნელოვანი მორალურად და სულიერად გასაზრდელად.
– ღმერთის საუბარი, 1977 წლის 17 აგვისტო.
15.06.19.
სიცოცხლის წლები გამოყოფილი კაცზე როგორც შედეგი წარსულში ბევრი სიცოცხლით გამომუშავებული და დაგროვილი უზარმაზარი დამსახურების, გამოყენებული უნდა იყოს ღმრთურებაში ასვლის უმაღლესი მიზნისთვის. სიმდირე მცირდება მხოლოდ მაშინ როდესაც გამოილევა, მაგრამ სიცოცხლე არის, მის საკუთარ პროცესში, წყვეტილად დამოკლდებადი ყოველ მომენტში. თუნდაც როდესაც ჩვენ გვძინავს, უდარდელად, ყოველი წუთი გვაძველებს ჩვენ, გვაახლოებს საფლავთან. იმისთვის რომ მივმართოთ დრო სასარგებლო არხებში, სიცოცხლე უნდა იყოს რეგულირებული და შეზღუდული, ჩვევები უნდა ამაღლდეს, საზიანო მიდრეკილებები უნდა გამოსწორდეს და კონსტრუქციული დამოკიდებულება უნდა წახალისდეს. დისციპლინირებული ცხოვრება არის საუკეთესო შეთავაზება რაც თქვენ შეიძლება გაუკეთოთ ქვეყანას ან ღმრთიურებას თქვენში. ამიტომ ყოველმა თქვენგანმა უნდა მიიღოს იდეალი მისი მნიშვნელობის გაანალიზებისა და მის სისწორეში დარწმუნების შემდეგ. ცხოველური ინსტინქტები და იმპულსები შეუპოვრობას იჩენს ადამიანის ბუნებაში როგორც ნაკვალევი, და მხოლოდ მაშინ როდესაც მათი წამოწევა კონტროლირებული და თანდათანობით მოშორებულია, ღმრთიურების წყაროებმა შეიძლება გამოიაშკარაოს თავი.
– ღმერთის საუბარი, 1977 წლის17 აგვისტო.
16.06.19.
თუ ვინმე ამბობს საი ბაბას ძალები მიეცა ასე და ასე, თქვენ მირბიხართ ამ ადამიანთან. საი ბაბას ძალები არის ისეთი რომ ეს არ აქვს მიცემული კიდევ ვინმეს. არავის აქვს უნარო აიღოს ძალები საი ბაბასგან, არც შესაძლებლობა მისცეს ეს კიდევ ვინმეს. საი ბაბას ძალები არ გაიცემა ამ სახით, და თქვენ ასეთი განცხადებებით არ უნდა ასცდეთ გზას. ყოველი ქალის ან კაცის ძალები არის თვით მასში, შეუძლებელია ამ ძალების გადაცემა სხვა ადამიანზე. ამგვარად, სუსტი ჭკუისთვის ნების მიცემა აგვიყვანოს ჩვენ კონტროლზე, თუ ჩვენ ვიწყებთ სირბილს ადგილიდან ადგილზე, მაშინ ჩვენ როდის წავალთ ჭკუის ძალის მისაღებად, და ჩვენი საკუთარი ჭკუის გასაკონტროლებლად? თქვენ უნდა შეგეძლოთ მიდევნა ერთ აზრსა და ერთ გზაზე. არ არის საჭირო მსოფლიოს გარსშემოვლა და ბევრი ფულის ხარჯვა სულიერი ძალების ძებნაზე. იყავით თქვენს სახლში, განივითარეთ ეს თქვენში, ასეთი სულიერი ძალა არის თქვენში! თქვენ არ უნდა ირბინოთ მისთვის აქეთ და იქით. ღმერთი არ არის გარეგანი, ღმერთი არ არის თქვენს გარეთ – ღმერთი არის თქვენს შიგნით.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 28 მარტი.
17,06,19.
უნარიან მონარქს კონტროლს ქვეშ ეყოლება თავისი მინისტრები; ის მიმართავს თავის მინისტრებს სწორ ხაზებზე და შეინარჩუნებს სამეფოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მეორე მხრივ, მონარქი ვინც ნებას რთავს თავის თავს იყოს კონტროლირებული მინისტრებისგან არ იმსახურებს სამეფო ტახტს; ის არის აგდებულად უარყოფილი და სახელგატეხილი. მის სამეფოს არ ექნება მშვიდობა და უსაფრთხოება. ჭკუა თქვენში არის მონარქი, გრძნობები არის მინისტრები. იგი არის მისი მსახურების მონა და ამიტომ, სამეფოს არ აქვს მშვიდობა. ყოველმა სადჰაკამ (სულიერმა მაძიებელმა) ვინც ესწრაფის თავისში ღმრთიურის გამოსახვას და გაფართოვებას უნდა გამოიმუშავოს ბატონობა გრძნობებზე. ეს არის პირველი ნაბიჯი. მომდევნო არის ჭკუის დაპყრობა. მესამე არის ვასანების (თანდაყოლილი მიდრეკილებების) ამოძრკვა, და მეოთხე არის ჯნანას (სულიერი სიბრძნის) მიღწევა. ტოტები არის გრძნობები, ჭკუა არის შტამბი და ფესვები არის თანდაყოლილი მიდრეკილებები. სამივე უნდა დაიძლიოს და განადგურდეს, იმიტომ რომ შესაძლებელ;ი იყოს ათმიური სინამდვილის გაცნობიერების მიღება.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 მაისი.
18.06.19.
ბევრი ფიქრობს რომ კონცენტრირება არის იგივე რაც მედიტირება და იღებს მცდარ გზას. კონცენტრირება არის თქვენი გრძნობების დაბლა, მაშინ როდესაც მედიტირება არის თქვენი გრძნობების მაღლა. ჩვენ ვიყენებთ კონცენტრირებას უნებლიედ ჩვენს ყოველდღიურ, ნორმალურ ჩვეულებრივ ცხოვრებაში. მაშინ როდესაც კონცენტრირება არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, მაშ ჩვენ რატომ გვჭირდება მისი პრაქტიკება? რაც ჩვენ უნდა ვაპრაქტიკოთ არის ის რაც არის ამ ნორმალური გრძნობების მიღმა. ჩვენ უნდა ავიწიოთ გრძნობებს დაბლა მყოფობიდან (რაც არის კონცენტრირების მდგომარეობა) გრძნობებამდე (საშუალო მდგომარეობამდე რასაც ეწოდება განჭვრეტა); და აქედან ჩვენ უნდა ავიდეთ გრძნობებზე მაღლა, რასაც ეწოდება მედიტირება. კონცენტრირებასა და მედიტირებას შორის არის არე რომელიც მოიცავს ორივეს და ეს არის განჭვრეტა. განჭვრეტის ამ არეში ყოფნა არის თავის გათავისუფლება მსოფლიოზე მიჯაჭვულობის რუტინისგან. როდესაც თქვენ გაქვთ მთლიანად გაწყვეტილი ყველა თქვენი მიჯაჭვულობა, თქვენ არღვევთ ამ განჭვრეტის არეს და თქვენ შედიხართ მედიტირების არეში.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 28 მარტი.
19.06.19.
დაიწყეთ თავდაჯერებით, მიდით თვითკმაყოფილებამდე და შემდეგ, თავგანწირვამდე, და ბოლოს, თვითრეალიზებამდე. თვითრეალიზების ბოლო ნაბიჯი იწყება თავდაჯერებულობით როგორც საფუძვლით. აქედან გამომდინარე თქვენ უნდა განივითაროთ დაჯერება თქვენს საკუთარ მეში. თავდაჯერებულობის განვითარების გარეშე, თუ თქვენ ყოველ დროს ფიქრობთ რაღაც ძალაზე რომელიც არის კიდევ ვინმეში, მაშინ ‘თქვენ’ როდის მიდიხართ აუცილებელი ძალის და დაჯერების შესაძენად თქვენი მიზნის მიღწევისთვის? მშვიდობა და ნეტარება არის თქვენში – ესენი არ არის რაიმე გარეგანი თქვენთვის. თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ წასვლა ჰიმალაებში მოგცემთ თქვენ მშვიდობას. დიახ, თქვენი ტანი შეიძლება წავიდეს ჰიმალაებში; მაგრამ რა ხდება თქვენი ჭკუის ირგვლივ? თუ ეს უკან გრჩებათ ქალაქში, როგორ მიდიხართ მშვიდობის მისაღებად? ამის მსგავსად, თქვენ შეიძლება ჩამოიტანოთ თქვენი ტანი პუთთაპარტში, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ კვლავ იგივე ჩვევები რასაც თქვენ იყენებდით წარსულში, რა არის სარგებელი? ტანი არ არის არსებითი რამ. ტრანსფორმირება, ცვლილება უნდა მოხდეს თქვენს ჭკუაში.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 28 მარტი.
20.06.19.
მშობლები, მასწავლებლები და ხელმძღვანელები აალებენ ახალგაზრდების ჭკუების ვნებებს და უბიძგებენ მათ მიეცნენ ძალადობის აზრებსა და საქმეებს. იგივე ადამიანები ვინც ქადაგებენ მშვიდობის, ბავშვების აღზრდის და არფაზე სიყვარულზე დაკვრის, ჰარმონიის და ურთიერთ თანამშრომლობის გზავნილებსს, და ამუშავებენ სოციალური პროგრესისა და ეროვნული აღმავლობის პრინციპებს ძირს უთხრიან ამ იმედებეს თავიანთი ცხოვრების მაგალითებით! ბავშვები არ ამბობენ ერთ რამეს და არ აკეთებენ საწინააღმდეგოს. უფროსებმა უნდა შეითვისონ ეს ბუნება ახლა მათგან, რადგან ბევრი გადაკარგულია ამ იდეალებიდან! ჩვენი კულტურა ხაზს უსვამს თავდაჭერილობას, გულწრფელობას და ერთობას როგორც საუკეთესო წამალს ემოციური შეცდომებისთვის. მეტად ვიდრე ფუფუნებით ცხოვრების ან კონკურენტული კომფორტის მიდევნა, სიმდიდრის ან ძალაუფლების შეძენა, რაც ექვემდებარება სწრაფ დაცემას, უბრალო ცხოვრების და მაღალი აზროვნების იდეალი საფუძვლად დადებული ინდოეთის ბრძენების მიერ მიგიყვანთ ბედნიერ ცხოვრებასთან და დიდ სოციალურ მშვიდობასთან
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 31 მარტი.
21.06.19.
სიყვარულის ტანმოსილებო! დისციპლინა არის ძალიან სასიცოცხლო, ეს არის ისევე მნიშვნელოვანი როგორც ხერხემლის სვეტი ადამიანის-არსებითვის. დისციპლინა ნიშნავს გარკვეული მკაფიოდ განსაზღვრული წესების და დებულებების დაცვას. ასეთი რეგულირების გარეშე, შეუძლებელია ადამიანურობის შენარჩუნება; კაცობრიობა განადგურდება. დისციპლინის შეძენა შეუძლებელია წიგნებიდან. ეს არ შეიძლება შესწავლილი იყოს მასწავლებლებიდან. ეს უნდა გახდეს ბუნებრივი შემადგენელი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების თქვენი მოვალეობების შესრულებაში. დისციპლინა არის აუცილებელი გაღვიძების მომენტიდან დასაძინებლად წასვლის დრომდე. ეს არის არსებითი ყოველი ჯგუფისთვის, ყოველი საზოგადოებისთვის და ყოველი დაწესებულებისთვის. ეს არის ძირითადი ნიშანი სოციალური ცხოვრების. თქვენ უნდა დაიცვათ დისციპლინა ლაპარაკში, სპორტში და ყოველი სახის ურთიერთობაში. თქვენ ვინც გინდა იყოთ, თქვენ არ გექნებათ შესაძლებლობა იყოთ თავისუფალი თქვენი ენით. ლაპარაკის და წერის დროს, თქვენ უნდა იფიქროთ თქვენი სიტყვების მომავალ შედეგებზე და უნდა დაიცვათ შეზღუდვა. თქვენი დისციპლინა დაგიცავთ თქვენ ყველაფერში რასაც თქვენ აკეთებთ.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 19 ივნისი.
22.06.19.
მმართველები ვინც ქმნის და ხელს უწყობს ქვეყნის განათლების სისტემებს პასუხისმგებლები არიან მოსწავლეების უკმაყოფილოებაზე, გულგატეხილობაზე და აქედან გამომდინარე სამართალდარღვევებსა და არეულობებზე. ისინი ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდების მხოლოდ ფიზიკურ და აზრობრივ მომზადებას; მათ ავიწყდებათ რომ ყურადღება უნდა მიექცეს ასევე გონებრივ, ზნეობრივ და სულიერ განვითარებას, იმიტომ რომ გაჩნდეს ინტეგრირებული პიროვნება. ახლა, ბავშვს უშვებენ სკოლაში იმიტომ რომ წლების შემდგომ მან შეძლოს სასიამოვნო სამუშაოს მიღება! სწავლება არის ცხოვრებისთვის გამომუშავების მოსაზრებით, არა ცხოვრებაში საბოლოოს მისაღებად. არსად ახალგაზრდობა არ არის ნასწვლი შანთის (აღუშფოთველობის, მშვიდობის) გამოსამუშავებლად; ყველგან, მიზანი არის კომფორტული ცხოვრება. ძიება კომფორტის, სიმდიდრის, დიდების, სხვებზე ძალაუფლებისთვის – ესენი ხდის ადამიანს იმდენად ეგოისტურს რომ ის არის საშიში თავისთვის და სხვებისთვის. ერთადერთი უსაფრთხო გზა არის ნეტარების ძებნა საკუთარ თავში, არა სხვებში ან სხვების მეშვეობით. დიდი სიხარული ელოდება ადამიანს ვინც ასხივებს თანაგრძნობას, ჭეშმარიტებას, მოთმინებას, მორჩილებას, მოკრძალებასა და ღმრთისმოსაობას.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 30 იანვარი.
23.06.19.
თქვენ უნდა კულტივიროთ სიყვარული ყველას მიმართ, როგორი განსხვავებულიც გინდა იყოს თითოეულის ხასიათი და უნარები. თუმცა იგივე სისხლი მიედინება მთელ ტანში, თვალებს არ შეუძლია ყნოსვა, ყურებს არ შეუძლია გემოს შეგრძნება, და ცხვირს არ შეუძლია ხედვა; ზედმეტად ნუ გაუსვამთ ხაზს განსხვავებებს და ნუ იჩხუბებთ. ხაზი გაუსვით ძირითად ძმობასა და სიყვარულს. როგორც შაქარი რომელიც გახსნილია ფინჯან წყალში არის უხილავი, მაგრამ შეიძლება შეიგრძნოთ ენით ყოველ წვეთში, ასევე ღმრთიურება არის უხილავი და იმანენტური; შესაძლებელია იყოს განცდილი, ყველა ადამიანში, სადაც გინდა იყოს ის ძირში თუ მწვერვალზე. აკეთეთ ნამასმარანა (უფლის სახელის ხსენება) და დააგემოვნეთ სიტკბო რომელიც არის თითოეულის გულში; იცხოვრეთ მის დიდებასა და მის თანაგრძნობაზე, რასაც ეს სახელები ნიშნავს. შემდეგ თქვენთვის ადვილი იქნება მისი ვიზუალირება ყველაში, მისი სიყვარული ყველაში, და მისი გაღმერთება ყველაში.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 31 ივლისი.
24.06.19.
ბჰაჯანების განმავლობაში, ყველამ ვინც გალობს გუნდში უნდა დაიჭიროს ერთი და იგივე მელოდია. შეუთანხმებელი გალობა გააღიზიანებს ყურებს. გალობა უნისონით ბჰაჯანებში არის დისციპლინის ფორმა. ამის მსგავსად სპორტში და თამაშებში, თქვენ გყავთ მსაჯი თამაშის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ყოველმა მოთამაშემ მკაცრად უნდა დაიცვას წესები. ზოგჯერ თამაშის დროს, თავიანთი ენთუზიაზმით, მოთამაშეები უარს ამბობენ წესების დაცვაზე. მსაჯი, თუმცა, თვალყურს ადევნებს მათ რომ წესების დაცვა იყოს უზრუნველყოფილი და მოთამაშეები ემორჩილებოდნენ მას უსიტყვოდ. ნებისმიერი მოთამაშე ვინც არ ემორჩლება დაარღვევს თამაშის წესებს. დღეს იმიტომ რომ ადამიანები არ იცავენ წესებს სპორტში თუ სადმე სხვაგან, სიცოცხლე გახდა აუტანელი. ზოგიერთ ადამიანს აქვს ძალაუფლების თანამდებობა ბიზნესში, ადმინისტრაციაში ან სხვა დაწესებულებაში. აქ ასევე დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი! მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ძალაუფლების ან უფლებამოსილების სამსახური, თქვენ არ უნდა მოიქცეთ ისე როგორც თქვენ გსურთ, წესების უპატივცემლოდ!
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 19 ივნისი.
25.06.19.
თქვენ უნდა წაიკიხოთ გაზეთი იმისთვის რომ გაიგოთ რამდენად შეშლილი და სულელურია მსოფლიო; რამდენად ამაოა გმირობა და რამდენად წამიერია დიდება. და ინფორმაციის მიმოხილვის შემდეგ რომელსაც იგი გადმოსცემს, თქვენ დებთ მას გვერდზე; ახლა ეს არის მტკნარად ფუჭი. ზუსტად ასე თქვენ უნდა იცხოვროთ მხოლოდ ერთხელ; იცხოვრეთ ასე რომ თქვენ დაიბადეთ მხოლოდ ერთჯერ. არ ჩავარდეთ ამ მსოფლიოს სიყვარულში ისე დიდად რომ თქვენმა ცრუ მოხიბვლამ მიგიყვანოთ თქვენ კვლავ და კვლავ სიხარულისა და მწუხარების ამ ილუზორულ ნარევში. თუ თქვენ არ დაიხევთ ცოტა უკან, შორს მსოფლიოსთან დახლართულობიდან, ცოდნით რომ ეს არის მთლიანად თამაში რომლის დირექტორია ღმერთი, თქვენ ხართ მჭიდროდ ჩახლართვის საფრთხეში. გამოიყენეთ მსოფლიო როგორც საწვრთნელი პოლიგონი მსხვერპლისთვის, მსახურებისთვის, გულის გაფართოებისთვის, და ემოციების გასუფთავებისთვის. ეს არის ერთადერთი ფასეულობა რაც მას აქვს.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 28 მარტი.
26.06.19.
თქვენი გრძნობების კონტროლის გარეშე, თქვენი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) არაეფექტური იქნება; ეს იგივეა რაც წყლის შენახვა მჟონავ ქოთანში! როდესაც ენას სწყურია რაიმე დელიკატესი, დაამტკიცეთ რომ თქვენ არ მოამარაგებთ მის ახირებას. თუ თქვენ დაიჟინებთ თქვენი თავისთვის უბრალო საკვების მიცემას რაც არის არა ცხარე ან ცხელი, არამედ უბრალოდ სასარგებლო, ენა შეიძლება დაიკრუნჩხოს რამდენიმე დღე, მაგრამ იგი მალე მიემშვიდობება მას. ეს არის მისი დამორჩილებისა და მისი თქვენს ბატონად ყოფნის გადალახვის ხერხი. რამდენადაც ენა არის თანაბარხარისხოვნად დაჟინებული სკანდალებსა და ავხორცულ ლაპარაკზე, თქვენ უნდა ალაგმოთ ეს მიდრეკილებები აგრეთვე. ილაპარაკეთ ცოტა, ილაპარაკეთ ტკბილად, და ილაპარაკეთ მხოლოდ მაშინ როდესაც არის გადაუდებელი საჭიროება. ასევე ილაპარაკეთ მხოლოდ მათთან, ვისთანაც თქვენ უნდა ილაპარაკოთ, და არ იყვიროთ ან აუწიოთ ხმას რისხვაში ან მღელვარებაში. ასეთი კონტროლი გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და გონებრივ სიმშვიდეს. ეს მიგიყვანთ საზოგადოებრივი კავშირების გაუმჯობესებასთან და ნაკლებ მონაწილეობასთან სხვებთან კონტაქტებსა და კონფლიქტებში.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 23 ნოემბერი.
27.06.19.
მიზანს არ ემსახურება თუ თქვენ უბრალოდ აღიარებთ რომ უფალი მოვიდა მაგრამ არ ესწრაფით სარგებლობას მოსვლით. შესთავაზეთ მთელი თქვენი მე, მთელი თქვენი სიცოცხლე, მას; შემდეგ თქვენი გაღმერთება ტრანსგფორმირებთ და გარდაგქმნით თქვენ ისე სწრაფად და სრულად რომ თქვენ და ის შეძლებთ შერწყმას ერთში. ის ფიქრობს, გრძნობს და მოქმედებს როგორც თქვენ აკეთებთ; თქვენ ფიქრობთ, გრძნობთ და აკეთებთ როგორც ის. თქვენ გარდაიქმნებით როგორც ქვის ლოდი ტრანსფორმირდება მოქანდაკის მიერ კერპად, რომელიც ემსახურება გულწრფელ ადამიანთა მოდგმას თაყვანისცემისთვის. ამ პროცესში თქვენ უნდა აიტანოთ ჩაქუჩის ბევრი დარტყმა, გამოქანდაკების ბევრი ჭრილობა, რადგან ის არის მოქანდაკე. ის გათავისუფლებთ თქვენ გაქვავებულობისგან! შესთავაზეთ თქვენი გული უფალს, დაე დანარჩენმა თქვენგან განიცადოს ტრანსფორმირება მის ხელებში. არ წაბილწოთ დრო, ან ფიზიკური გარსი, ან ამ სიცოცხლის შანსი, მისი გამოყენებით უმნიშვნელო მიზნებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 23 ნოემბერი.
28.06.19.
ჭეშმარიტი მეს ცოდნა (ათმა ჯნანა) ნათდება მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გაქვთ გულის სისუფთავე (ჩიტა შუდდჰი). ეს სისუფთავე შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ ყველა თქვენი დანიშნული მოვალეობების (კარმების) უბიწო შესრულების მეშვეობით. ტანი, ჭკუა და ათმა – ყველა არის განუყრელად ურთიერთდამოკიდებული. როდესაც ესენი არის გაცალკევებული, სიცოცხლე კარგავს თავის აზრს. როდესაც ტანი არის ჭკუის მორჩილი და ჭკუა კონტროლდება ათმით, სიცოცხლე იძენს დასრულებას. როდესაც მარტო ტანია გაბატონებული, ადამიანი ჩამოდის ცხოველის დონეზე. როდესაც ჭკუა ბატონობს ტანსა და გრძნობებზე, მიღწეულია ადამიანის დონე. როდესაც ათმა ბატონობს ჭკუასა და ტანზე, ცნობიერდება ღმრთიურება. აქედან გამომდინარე, გიიტა რეკომენდირებს სამსაფეხურიან გზას ღმრთიურებისკენ. ტანის დაკავებას კარგი საქმეებით, ჭკუის გამოყენებას კარგი აზრების განსავითარებლად, და ამით გახდომას ვარგისად დასაფიქრებლად ღმერთზე უპასანას (თაყვანისცემის) მეშვეობით! გააგრძელეთ გზა, მიაღწიეთ სტადიას როდესაც მსგავსად მდინარის ოკეანესთან შეერთების თქვენ შეირწყმებით ღმრთიურებაში.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 28 სექტემბერი.
29.06.19.
როდესაც ზოგიერთი მეგობარი, კეთილმოსურნე ან ნათესავი გადმოგვცემს ხელებში  საჩუქარს, თუმცა ეს ჩვენ არ გვახარებს,  ჩვენ ვიღებთ მას სიხარულით, იმიტომ რომ ჩვენი მოწონება ახარებს მათ. როცა საჩუქარი გვახარებს ჩვენ, ჩვენი რეაქცია არის გულთბილი. ჩვენ დიდად ვაფასებთ მას და აღსავსე ვართ მისით. იცოდეთ რომ ღმერთი ასევე რეაგირებს იგივენაირად იმაზე რასაც ადამიანი სთავაზობს მას. თუ შეთავაზება არის გაფუჭებული, მან შეიძლება მიიღოს ეს იმისთვის რომ დააკმაყოფილოს ერთგულის ძლიერი სურვილი. მაგრამ როდესაც შეთავაზება ახარებს მას მისი სისუფთავით და გულწრფელობით, ის მიემშვიდობება მას და მისი სიხარული თავისთავად გარდაიქმნება უხვ წყალობად. ამიტომ თქვენ უნდა თვითგააანალიზოთ, აღმოაჩინოთ და გადაწყვიტოთ იმის შეთავაზება რაც აძლევს მას კმაყოფილებას! შესთავაზეთ მას თქვენი სიყვარული და სათნოება, სისუფთავითა და გულწრფელობით რომ მიიღოთ მისი კურთხევები და წყალობა სიუხვით. განათლება არის კულტურის პროცესი. დარგეთ ჯანსაღი და ძლიერი თესლი თქვენი გულის შიდა მინდორში, და მოიწიეთ ფასეული ნაყოფის – სათნოების უხვი მოსავალი.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 5 დეკემბერი.
30.06.19.
ადამიანები გადმოსცემენ ბჰაგავად გიტას, იხვეწებიან მის გადმოცემაში, მარგამ არ ცხოვრობენ გზავნილების პრინციპების თანახმად. გიტა განიმარტება მრავალნაირად თითოეულის ახირებისა და ფანტაზიის შესაბამისად. გიტა და სხვა სულიერი ტექსტები არის როგორც კალპავრიკშა (ნატვრის ხე). მათ ეძლევა სხვადასხვა განმარტებები და მნიშვნელობები. მაგრამ მნიშვნელოვანია არა მრავალნაირი განმარტება, არამედ გაგება მიღებული ნამდვილი განცდიდან. გიტას სწავლებების პრაქტიკაში ჩადების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ ნეტარების მიღებას რაც უნდა მივიღოთ მისგან. გიტას გადმოცემა უსასრულოდ ან მისი მოსმენა არ არის სასარგებლო თუ არაფერი კეთდება გულის გასასუფთავებლად და მოსაცილებლად ცუდი ხარისხების როგორიც არის ეგო, ეგოურობა და სიამაყე. უკეთესია გიტას ერთი სტროფის ჩადება პრაქტიკაში ვიდრე 700-ვე ლექსის ზეპირად შესწავლა. ვერავითარი სულიერი სწავლა ან სადჰანა ვერ დაეხმარება ადამიანის გულის გასუფთავებას მისი ძალისხმევის გაკეთების გარეშე. და როდესაც გული გასუფთავებულია, იგი ხდება ღმერთის ღირსეული საბინადრო.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 28 სექტემბერი.

შრი სატია საი ბაბა