ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 1 ივლისი.
ჩვენ რატომ უნდა შევასრულოთ ჩვენი სულიერი პრაქტიკა თანმიმდევრულად? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დასამახსოვრებელი და მოთხრობილი მაგალითებით ასე რომ ჩვენ ვიყოთ გულმოდგინე და გულწრფელები ჩვენს პრაქტიკაში.
მე მითხრეს რომ თქვენ ხართ სულიერების ასპირანტები (სადჰაკები), და ამიტომ მე გეტყვით თქვენ სადჰანაზე (სულიერ პრაქტიკაზე). კეთილი. რა არის სადჰანა ფუნდამენტურად? ეს არის “უპავასა”, “უპასანა”.
უპა ნიშნავს ახლოს, ასანა ნიშნავს ჯდომას და ვასამი ნიშნავს ცხოვრებას. ჩვენ ვსხდებით გამაგრილებელთან ასე რომ ჩვენ შევძლოთ სიგრილის შეგრძნება. ჩვენ ვსხედვართ ღმერთთან ახლოს, ასე რომ ჩვენ შევძლოთ რამე ღმრთიური ხარისხების მიღება და უღმრთო მახასიათებლებისგან თავის დაღწევა.
ღმერთი არ არის გარეგანი გამოგონება ან ხელსაყრელი პირობა როგორც ჰაერის გამაგრილებელი. ის არის ანთარიამინი, შინაგანი დირექტორი, შინაგანი რეალობა, უხილავი საფუძველი რომელზეც მთელი ეს თვალხილული მსოფლიო არის აშენებული. ის არის მსგავსი ცეცხლის პრინციპის რომელიც არის დაფარული ხეში, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც ერთი ნაჭერი ენერგიულად ეხახუნება მეორეს.სითბო რომელიც იწარმოება ანადგურებს შეშას ცეცხლში!
სათსანგჰი (კეთილთა და ღმრთიურთა კომპანია) გახვედრებთ თქვენ მსგავსი ბუნების სხვა ინდივიდებს, და ქმნის კონტაქტს რომელიც ცხადად აჩვენებს შინაგან ცეცხლს!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 10 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 2 ივლისი.
სიამოვნებით საცხოვრებლად ენერგიულად მისწრაფებული ყველა ახალგაზრდისთვის, რა არის სულიერი მატონიზირებელი საშუალება რაც რეგულარულად უნდა იქნას მიღებული? ბჰაგავანი სიყვარულით გვიაშკარევებს ჩვენ დღეს.
ასაკობრივი დიაპაზონი, 16-30 წელი, არის მოუმწიფებელი, რადგან ეს არის პერიოდი როცა ცხოვრება მატებს სიტკბოს თვით, როდესაც ნიჭი, უნარები და დამოკიდებულებები გროვდება, სუბლიმირდება და იწმინდება. თუ უანგარო სევას (მსახურების) ტონიკი ეძლევა ჭკუას ამ პერიოდის განმავლობაში, ცხოვრებისეული მისია სრულდება – რადგან სუბლიმაციისა და განწმენდის პროცესი იქნება აჩქარებული ამ ტონიკით.
არ იმსახუროთ ჯილდოს გულისთვის, ყურადღების მისაქცევად ან მადლიერების მოსაპოვებლად, ან სიამაყის გრძნობიდან საკუთარი უპირატესობის გამო უნარებში, სიმდიდრეში, სტატუსში ან ავტორიტეტში. იმსახურეთ იმიტომ რომ თქვენ ხართ მოწადინებული სიყვარულით. როცა თქვენ წარმატდებით, მიაწერეთ წარმატება მადლს ღმერთის, ვინც გიბიძგებთ თქვენ, როგორც სიყვარული თქვენში. როცა თქვენ განიცდით მარცხს, მიაწერეთ მარცხი თქვენი საკუთარი თავის არაადეკვატურობას, არაგულწრფელობას ან უმეცრებას.
შეამოწმეთ მოქმედების წყაროები, დეზინფიცირეთ ესები ეგოს ყოველგვარი კვალისგან. არ გადაისროლოთ დანაშაული სევას მიმღებებზე, ან თქვენს თანამშრომლებზე და მუშაკებზე, ან ღმერთზე.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 19 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 3 ივლისი.
რა ხარისხები უნდა ვეძებოთ ჩვენ ნამდვილ გურუში? ვინაიდან ჩვენ ვზეიმობთ წმინდა გურუ პურნიმას, ბჰაგვანი გვიაშკარავებს და გვიხსნის ჩვენ დღეს.
ჭეშმარიტი გურუ არის ის, ვისაც არ აქვს ეგო ან ეგოიზმი, და ვისაც შეუძლია შიშიას (მოწაფის) აწევა საკუთარ დონეზე. შაფრანის სამოსის ჩაცმა, რამდენიმე მანტრას საზეიმოდ ლაპარაკი და ზოგიერთი ტექსტის ვრცლად გადმოცემა არის დღევანდელობის ბევრი გურუს ნიშანები.
ჭეშმარიტი გურუს ნიშნებია დიდსულოვნება, აბსოლუტური უანგარობა, სიწმინდე ცხოვრებაში, თავისუფლება მომხვეჭველობისგან, შურის არარსებობა და თანასწორობა მის ქცევაში ყველას მიმართ. შურისგან თავისუფლება გურუში და შიშიაში არის ძირითადი ხარისხი, რადგან შური არის მრავალი ბოროტების ძირითადი მიზეზი.
გურუს როლი არის შიშაის წაყვანა ღმერთის გზაზე. მან უნდა ასწავლოს შიშიას ჭეშმარიტი მიზანი, რისთვისაც გამოიყენებული უნდა იყოს მისი გრძნობის თითოეული ორგანო – თვალები, ენა და კიდურები. ყველა გრძნობა უნდა იყოს გამოყენებული ღმრთაებრივის აღმოსაჩენად და განსაცდელად. ეს იყო ის, რასაც თიაგარაჯა და პოტანა აქებდნენ მათ სიმღერებში. ყოველი ქმედება ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იქცეს ღმერთისადმი ერთგულების აქტად.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 4 ივლისი.
ბევრი დოქტრინა იქნა შემოთავაზებული მოსატანად რესურსების თანაბარი განაწილების საზოგადოებაში, მაგრამ რომელია საუკეთესო მეთოდი ყველა მათგან? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს დღეს.
დღეს მთელ მსოფლიოში თქვენ ისმენთ ახალი საზოგადოების აშენების გეგმების შესახებ. ყოველდღიური საჭიროებებისა და სხვადასხვა კეთილმოწყობის საყოველთაო უზრუნველყოფა და სიმდიდრის თანაბარი განაწილება არის ამ მოძრაობის გამოცხადებულ მიზნებს შორის. ეს შეიძლება იყოს სასურველი. მაგრამ არის ეს განხორციელებადი?
შეიძლება შესაძლებელი იყოს ქონების და სამფლობელოების, ხელსაყრელი პირობებისა და კომფორტის თანაბრად განაწილება. მაგრამ შესაძლებელია თანაბრად შეიზღუდოს ყველა ადამიანის სურვილი? თუ სურვილები არ არის შეზღუდული თანაბრად, აუცილებლად იქნება იმედგაცრუება. სოციალისტური დოქტრინა არის მნიშვნელოვანი ცნება. მაგრამ არანაკლებ არსებითია ღმერთის რეალობის აღიარება სამყაროში არსებული ყველაფრის უპირველეს წყაროდ.
ინდოელი წინასწარმხედველების აზრით, წყარო საკვების რასაც ადამიანი მოიხმარს, ძალა რომელიც შველის ყველა ცოცხალ არსებას და ყველა ობიექტის საფუძველი ქმნილებაში არის ღმერთი. იმის გამო რომ ეს ძირითადი ჭეშმარიტება არის დავიწყებული დღეს მსოფლიო გატანჯულია შიმშილობებით, კონფლიქტებით, ომებითა და მღელვარებით.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 5 ივლისი.
რა არის სათ-სანგის მნიშვნელობა? რამდენადაც ისინი კურთხეული არიან სათსანგში ყოფნით, ჩვენ როგორ უნდა ვამოქმედოთ ბერკეტად ეს? ბჰაგავანი დღეს მიგვითითებს სადჰანაში წარმატების მიღწევის გზას.
სატსანგი ნიშნავს შეხვედრას “სატთან”, “სატ”, რომელზეც ლაპარაკობენ იმ დროს როდესაც განადიდებენ ღმერთს როგორც სატ-ჩიტ-ანანდას. “სატ” არის არსებობის პრინციპი, ეს “არის” ის რაც არის სამყაროს ძირითადი ჭეშმარიტება.
შეუერთდით ჭეშმარიტებას, „სატს“ თქვენში, სატიას (რეალობას) რაზეც მიტია (ცრუ) არის ძალად თავს მოხვეული ჭკუებით რომლებიც ვერ ხედავენ სინათლეს. ამ სატში ცხოვრებით, ალი ანთთებულია, სინათლე განთიადდება, სიბნელე გარბის და ჯნანა ბჰასკარა (სიბრძნის მზე) ამოდის.
როცა მაგარი კლდე არის ქვევით, თქვენ უნდა გაბურღოთ უფრო ღრმად მიწისქვეშა მთელი წლის დაუმშრალი სუფთა წყლის მისაღებად. რაც უფრო რბილია მიწისქვეშა ნიადაგი, მით უფრო სწრაფია წარმატება. დაარბილე შენი გული; მაშინ, წარმატება სადჰანაში სწრაფია.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 10 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 6 ივლისი.
რა არის ფასი რის გადასახდელადაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მშვიდობისა და ბედნიერებისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს კრისტალურად სუფთა გამონათქვამებით, ასე რომ ჩვენ შეგვეძლოს ყოველთვის გავიხსენოთ ეს ძვირფასი გაკვეთილი!
ყოველი საგანი ბუნებაში, ყოველი შემთხვევა დროში, ნამდვილად გელაპარაკებათ, გასწავლით თქვენ გაკვეთილს. დაკშინამურთი ერთ დილით ნელი ნაბიჯებით მიდიოდა ზღვის სანაპიროზე. მან შეხედა ტალღებს და გამოიტანა გაკვეთილი იქიდან.
ტალღებს ნელა და სისტემატიურად მიჰქონდა ნაპირისკენ ცოტაოდენი ჩალა, გადასცემდა მას ერთი აზიდვიდან მეორეზე, სანამ ხმელეთზე არ გაიტანდა! ზღვა არის ფართო სივრცე, იგი არის ღრმა და ძლიერი. მაგრამ მაინც, ის მუდმივად დაკავებულია თვით გაწმენდით ყოველგვარი ზედმეტი ნივთისგან. მან იცის რომ, თქვენ არ უნდა უგულვებელყოთ სურვილი, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ეს არის უხეში ჩალა. დააბრუნეთ იგი უკან, ნაპირზე, სადაც იგი ვერ შეძლებს ზიანის მოტანას.
მუდმივი სიფხიზლე არის სიმშვიდისა და ბედნიერების ფასი. დაკშინამურთიმ წამოიძახა: “მშვენიერია! ზღვამ მასწავლა მე დიდი გაკვეთილი”. – გაკვეთილი რომ, საშიშროება საფრდება, როცა სურვილი აღმართავს მის თავს.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 7 ივლისი.
რა არის მოქმედებაში სრულყოფის საიდუმლო? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ დასრულების უზრუნველყოფა ყველაფერში რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
ყოველი ქმედება ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იქცეს ღმერთისადმი ერთგულების აქტად. კაშიში (ბენარესში) მუნიციპალურმა ხელისუფლებამ რამდენიმე პირი დანიშნა ქუჩის განათების ამნთებად.
სადჰაკა (სულიერი ასპირანტი) იყო ერთ-ერთი ასეთი მუშაკი. მას უნდა აევსო ლამპა ზეთით და დაეფიქსირებინა ლამპის შუშა ალის დასაცავად. ის მიჩვეული იყო მისვლას ყველა ლამპასთან რამას დიდების სიმღერით და გასუფთავებას ლამპის შუშის და ლამპის ანთებას მაშინ როდესაც მღეროდა. მუნიციპალურმა ხელისუფლებამ შენიშნა რომ ლამპები ქუჩებში რომლებშიც სადჰაკა ანთებდა ეს ლამპები უფრო კაშკაშად ანათებდა ვიდრე სხვაგან.
მათ აღმოაჩინეს რომ დიდი ერთგული ანთებდა ლამპებს ღმერთისადმი ერთგულებით და ეს აღირიცხებოდა მათ განსაკუთრებულ ბრწყინვალებად. ამ ისტორიის მორალი არის ის რომ როცა თქვენ აკეთებთ რამე მოქმედებას ერთგულების სულით, როგორც შესაწირავს ღმერთისადმი, თქვენ შეგიძლიათ განცადოთ სიხარული და გამოამჟღავნოთ კმაყოფილება.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 ივლისი
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 8 ივლისი.
რა არის დარწმუნება სვამის მიცემული თავის თითოეულ ერთგულზე და რა არის ვალდებულება რასაც ის ელის ჩვენგან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
სვამის პრემას (ღმრთაებრივ სიყვარულს) არ აქვს თავისი ინტერესის რამე კვალი მასში. ეს არის აბსოლუტურად სუფთა. სვამიმ იცის მხოლოდ როგორ გასცეს, არა როგორ მიიღოს. სვამის ხელი აწეულია მაღლა რაღაცის მისანიჭებლად, არა გაწვდილი რამეს საძებნად.
უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც სვამიმ გამოაცხადა, “შენ ხარ ჩემი”, რა არასწორი გზებითაც მათ შეიძლება იარონ, სვამი არ მიატოვებს მათ. შეიძლება იკითხონ ვინმე ვინც სვამიმ მიიღო, როგორც „შენ ხარ ჩემი“ რატომ უნდა დაექვემდებაროს გაჭირვებასა და უბედურებას. ეს უსიამოვნებები არის მათი საკუთარი კარმის შედეგი. ისინი უნდა მიხვდნენ რომ მათი ქცევა არის სწორი.
თუ, სავარაუდოდ, უფალი აკურთხებს კაცს სიცოცხლის ასი წლით, ის არ გახდება გაბერილი სიამაყით და არ უნდა დაიწყებს ხიდან ხტომას გამბედაობით რომ ის იცოცხლებს საუკუნის განმავლობაში. მან შეიძლება იცოცხლოს ასი წლის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს მისი ფეხი მოტეხილი დაცემით. ასე რომ, ღმერთის კურთხევის მიღების შიგნით, ადამიანი ასევე უნდა ეცადოს ცხოვრების უბიწოდ გატარებას.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 9 ივლისი.
რა არის ღმერთის ჭეშმარიტი მდგომარეობა და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ ამ მდგომარეობას? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ამას ჩვენ დღეს.
თითოეული რელიგია ხაზს უსვამს ღმერთის ერთ სახელს და ერთ ფორმას და ურჩევს მათ მისაღებად. ზოგი კიდევ ამტკიცებს რომ ღმერთს არ აქვს სხვა სახელი ან ფორმა. მაგრამ, რეალობა არის სახელისა და ფორმის მიღმა, მას აქვს აკშარა (ურღვევი, მარადიული) როგორც მახასიათებელი და ომ როგორც ფორმა.
თქვენ მიაღწევთ აკშარას მდგომარეობას, ატრიბუტიანი ერთიანობის მდგომარეობას სადჰანას სამ საფეხურზე: (i) მე ვარ შენი, (ii) შენ ხარ ჩემი და (iii) შენ ხარ მე თვით.
სადჰანას მეშვეობით, ადამიანმა უნდა გადალახოს მე და შენ-ის დუალობა. მე არის მხოლოდ შენი ანარეკლი ამ ტანში. სრულყოფილება მიიღწევა როცა ორმაგობა შეიცვლება. აი ამიტომ გამოცხადდა: „კარგია დაიბადო ეკლესიაში; მაგრამ, არ არის კარგი მოკვდე მასში“. ანუ სიცოცხლის დასრულებამდე ადამიანი უნდა გასცდეს დაწესებული რელიგიის მიერ დადგენილ საზღვრებს და მიაღწიოს აატმანის უზარმაზარ უსაზღვრო სივრცეს, რომელიც ავსებს ყველაფერს.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 10 ივლისი.
ბჰაგავანმა განაცხადა, რომ მისი ხელები ყოველთვის გაწვდილია გასაცემად და არასოდეს მისაღებად და ეს იყო მისი პირველი ავატარული გადაწყვეტილება. რა არის ბჰაგავანის მეორე და მესამე გადაწყვეტილება? ის სიყვარულით გვარწმუნებს ჩვენ.
როცა მე მიცემული მაქვს სიტყვა ვინმეზე, თუნდაც ის ჩემს წინააღმდეგ შებრუნდეს, მე არ ვატარებ მათ მიმართ რამე ბოროტებას. მაშინაც კი თუ ისინი შეურაცხმყოფენ მე, მე გავაგრძელებ მათ სიყვარულს. მე ვიდგები ჩემს პირობაზე და ვიბრძოლებ ბოლომდე. რომელიღაც დღეს ისინი დაუბრუნდებიან სწორ გზას.
გარემოებების იძულების მიზეზით, რამე ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ესები არ არის მუდმივი. მე არ შევცვლი ჩემს კურსს ასეთი შემთხვევების გამო. ეს არის ჩემი მეორე გადაწყვეტილება.
ჩემი მესამე გადაწყვეტილება: როცა მე წამოვიწყებ რამეს ყველას კეთილდღეობისთვის და რომ ეს კარგია საზოგადოებისთვის მთლიანად, მე არ დავთმობ მას, რაც გინდა მოხდეს. თუნდაც მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყოს, მე უკან არ დავიხევ; მე მხოლოდ წინ წავალ.
ეს არის ჩემი სამი გადაწყვეტილება: წინ გადადგმული ფეხი უკან არ დაიხევს. მე ჩემს მიერ მიცემულ სიტყვას უკან არ დავიბრუნებ. მე მხოლოდ ვაძლევ და არ ვიღებ!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 11 ივლისი.
რა არის წმინდა პასუხისმგებლობა რითაც მასწავლებელი არის მინდობილი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს დღევანდელ დღეს, ასე რომ ჩვენგან ისინი მოთამაშე ამ როლის შეიძლება იყვნენ შთაგონებული და დამუხტული.
მშობლები თავიანთ საყვარელ შვილებს ანდობენ მასწავლებლებს სკოლებში, რწმენით რომ მათ შეუძლიათ და სურთ უხელმძღვანელონ ბავშვებს და ჩანერგონ მათში უნარები და ჩვევები რომლებიც მოგვიანებით დაეხმარება მათ წინ აღუდგნენ მსოფლიოს მძიმე განსაცდელებსა და ცდუნებებს. მასწავლებლები არიან ამიტომ დატვირთული დიდი პასუხისმგებლობით.
როცა ბავშვს სჭირდება დახმარება, ის მირბის დედასთან; როდესაც დედას სჭირდება დახმარება ბავშვის ცოდნითა და ხასიათის სიძლიერით აღჭურვაში, ის მიიჩქარის მასწავლებლისკენ. ამიტომ, მასწავლებლები უნდა იყვნენ დედაზე მეტი ბავშვებისთვის!
მასწავლებლების წუხილი ბავშვის ფიზიკურ, აზრობრივ და მორალურ ჯანმრთელობაზე მათ ფხიზელ ყურადღებასა და მზრუნველობაზე უფრო მუდმივი და მრავლისმცოდნე უნდა იყოს ვიდრე დედის. მასწავლებლები უნდა ესაუბრონ ერთმანეთს მხოლოდ მოსიყვარულე გამოთქმებით. ისინი არ უნდა ჩაერთონ ორმხრივ ბრალდებებში, რადგან ბავშვების ნაზი ჭკუები გაფერმკრთალდება სიძულვილის ოდნავი ელფერით რაც აბინძურებს სიყვარულის ატმოსფეროს.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 4 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 12 ივლისი.
რა არის ასპირანტის არსებითი კვალიფიკაცია? რა არის უფლისთვის ყველაზე ძვირფასი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
კაცს აქვს წინსვლა ყოველ წამს; ცხოვრების სტაგნანთი სტილი არ ასარგებლებს მას. ჩვენ რამდენ ხანს შეგვიძლია შევიწყნაროთ ბიჭი დარჩენილი იგივე კლასში სკოლაში? ის უნდა გადავიდეს ერთი კლასიდან მეორე უფრო მაღალში ყოველწლიურად.
სულიერი ასპირანტიც არ უნდა იყოს უმოქმედოდ ერთ სადჰანაში. ღმერთთან ბატონ-მსახურის ურთიერთობიდან, ის უნდა წავიდეს წინ ტანი-ასოს ურთიერთობისკენ და მიაღწიოს ყოვლისმომცველ ერთში შერწყმის საფეხურს – მაშასადამე, დუალიზმიდან, პირობითი არადუალიზმის გავლით მონიზმამდე ან არადუალიზმამდე.
საწყის ეტაპზე, ადამიანი თაყვანს სცემს ღმერთის პორტრეტებს ან კერპებს პატივისცემის თექვსმეტივე ფორმით როგორიცაა წინასწარი კონცენტრირება (დჰიანამ), მოწოდება (ავაჰანამ), და ა.შ. კარგი ხასიათი, კარგი ქცევა და სათნო ცხოვრება არის აუცილებელი კვალიფიკაციები ასპირანტისთვის. რა თქმა უნდა, ყვავილების შეთავაზება არის საქები. თექვსმეტი ელემენტი კარგია. მაგრამ, ადამიანი უნდა პროგრესდეს ამ ეტაპიდან ათმას ცნობიერებამდე.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 13 ივლისი.
რა შეთავაზება უყვარს ყველაზე მეტად ღმერთს შენგან და ჩემგან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ კრისტალურად სუფთა გამოთქმებით დღეს.
სიყვარული სიყვარულის გულისთვის; არ გამოავლინოთ იგი მატერიალური საგნების ან ამსოფლიური სურვილების ასრულებისთვის. სურვილი წარმოშობს რისხვას, რისხვა იწვევს ცოდვას, რადგან მისი გავლენის ქვეშ, მეგობრები დაინახებიან მტრებად. რისხვა არის ყოველგვარი უბედურების მიზეზი. ამიტომ ნუ დაეცემით მის ნადავლად.
მოექეცით ყველას – ვინც კი ის შეიძლება იყოს – სიყვარულის ყოვლისმომცველი თანაგრძნობით. ეს კონსტრუქციული სიმპათია უნდა იქცეს მთელი კაცობრიობის სპონტანურ რეაქციად. გააჯერეთ სუნთქვა – იმ დროს როდესაც თქვენ ჩაისუნთქავთ და იმ დროს როდესაც თქვენ ამოისუნთქავთ – სიყვარულით. გააჯერეთ ყოველი წამი სიყვარულით. სიყვარულმა არ იცის შიში. სიყვარული გაურბის სიცრუეს. შიში ადამიანს ითრევს მატყუარობაში, უსამართლობასა და ზიანის მიყენებაში. სიყვარულს არ სწყურია ქება; ეს არის მისი ძალა.
მხოლოდ ისინი ვისაც არ აქვთ სიყვარული თავისში იქექებიან ჯილდოსა და რეპუტაციისთვის. სიყვარულის ჯილდო არის თავად სიყვარული.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 14 ივლისი.
რა საიდუმლო არის ნამდვილი ერთგულის განცდილი სიმშვიდისა და სიხარულის უკან? ბჰაგავანი მომხიბვლელად აცხადებს დასამახსოვრებელი მაგალითით.
ჭეშმარიტი ერთგული ყოველთვის ცხოვრობს ღმერთში და არ აქვს დრო იცოდეს ან იგრძნოს კეთილდღეობა ან წუხილი. უფლის მიღწევა არის ერთადერთი იდეა ჭკუაში. ძნელია ამ ბუნების გაგება, თუ არა მაგალითებით.
პატარა ბავშვი დარბის ირგვლივ შიშის ყვირილით, „დედა, დედა!“, ეძებს დაკარგულ დედას. დედა იყვანს ბავშვს თავის ხელებით და ათავსებს მას თავის კალთაზე. ბავშვი წყვეტს ტირილს და თავისუფლდება ყოველგვარი შიშისგან. მაგრამ შეუძლია თუ არა ბავშვს გამოთვალოს და გაარკვიოს განსხვავება მის წინა მდგომარეობასა და ახლანდელ შვებას შორის? არა. არც არის ასეთი საჭიროება.
ასევე, ვინც ცდილობს ყოველთვის ემსახუროს უფალს ჩაიძირება ღმერთში როდესაც დიდებული შანსი მოვა. ამ ყოფნაში, ვერავითარი შფოთვა ან უბედურება ვერ შეძლებს ადამიანის შეწუხებას. შფოთვა და უბედურება ადამიანს აწუხებს მხოლოდ მიღწევის მომენტამდე; შემდეგ, მთელი ყურადღება გადატანილი აქვს გამოცდილებაზე. წარსული ბრძოლა და ტანჯვა ავიწყდება.
მაშასადამე, ასპირანტებმა და ერთგულებმა უნდა იგნორირონ და დაივიწყონ ყველა ათასი უბედურება რომლებიც უწინ მოვიდა და ისინი უნდა დაკავდნენ ფიქრებით მხოლოდ უფლის შესახებ.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 8.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 15 ივლისი.
თუმცაღა ჩვენ ვართ არსებითად ღმრთაებრივი, რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი აზრებისა და გრძნობების სიწმინდის უზრუნველყოფა? ბჰაგავანი განმარტავს რატომ და ასევე გვაჩვენებს ჩვენ როგორ.
სანამ თქვენ არ შეიცნობთ საკუთარ ღმრთაებრიობას (დევა-ტატვას), ვიდრე თქვენ ხართ მცოდნე თქვენი განსხვავებული ინდივიდუალობის (ჯივა-ტატვას), სანამ თქვენ გრძნობთ თქვენ ხართ თქვენ და ღმერთი არის ღმერთი, თქვენ არ შეგიძლიათ გარეთ შეებრძოლოთ გარკვეულ დამოკიდებულებებსა და რეალობებს. ეს არის სადჰაკას სტადია.
ამ სტადიაზე, თქვენ უნდა ეცადოთ აღჭურვას საკუთარი თავის სიყვარულის, სიმპათიისა და თანაგრძნობის ხარისხებით. რადგან, მათ გარეშე იოგა და ჯნანა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. სიყვარული არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სიყვარული არის ღმრთაებრივი. შესრულებული მოქმედება რომ იყოს შესაფერისი შესათავაზებლად ღმერთისთვის და საკმარისად სუფთა მისი წყალობის მოსაპოვებლად, ეს უნდა იყოს სიყვარულის გამოვლინება. რაც უფრო მკაფიოა გამოვლინება, მით უფრო ახლოს ხართ თქვენ ღმერთთან.
სიყვარული არ არის ზეგავლენილი ან სახეშეცვლილი კასტის, სარწმუნოების, ან რელიგიის განხილვებით; იგი შეუძლებელია გაფერმკრთალდეს შურით, ბოროტებით ან სიძულვილით. დაიცავით სიყვარული ამ ბოროტებებით მოწამვლისგან; შეეცადეთ კულტივიროთ სიძულვილსა და განსხვავებებს მოკლებული გრძნობები.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 16 ივლისი.
რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ბედნიერად სამყოფად, ცხოვრებისთვის მშვიდობიანად და ასევე წვლილის შესატანად მსოფლიო მშვიდობაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
თუ ადამიანი გარბის მხოლოდ საზოგადოებაში ცხოვრების პასუხისმგებლობიდან, სიმშვიდით ვერ ისიამოვნებს; იგი არასოდეს მოვა. მაგრამ, თუ სურვილები (ვასანები) კონტროლდება და გამოირიცხება, საერთოდ არ არის საჭირო გაქცევა.
დაკმაყოფილებით იმით რაც ადამიანს აქვს, უარის თქმით დარდზე იმ ნივთებზე რაც მას არ აქვს, და მცდილობით შეძლებისდაგვარად შეამციროს და გამორიცხოს სურვილები და ვნებები და სიძულვილი, ის უნდა ეცადოს ჭეშმარიტების, უბიწოების, სიყვარულის და მოთმინების (საჰანას) კულტივირებას. კულტივირეთ ესები, და ამავდროულად, აპრაქტიკეთ ესები სისტემატურად. ეს არის კაცობრიობის ნამდვილი მოვალეობა, ადამიანის დაბადების ნამდვილი მიზანი.
თუ ზემოთ ნახსენები ოთხი ხარისხი კულტივირდება და პრაქტიკდება თითოეულის მიერ, არ იარსებებს შური ადამიანებს შორის, ეგოისტური მიტაცება შეწყდება, სხვისი ინტერესები იქნება პატივნაცემი და მსოფლიო მშვიდობა შეიძლება დამყარდეს!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 15.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 17 ივლისი.
რა არის ის მადლი ჩვენ რაც უნდა უზრუნველვყოთ დაბადებისა და სიკვდილის ციკლისგან თავის დასაღწევად? ბჰაგავანი საყვარლად აცხადებს ჩვენთვის დღეს.
ვედები და პურანები იმსახურებს წაკითხვას და მოსმენას. ღმერთის სახელი უნდა იყოს წაკითხულიც და მოსმენილიც. ზოგიერთი დაავადებისთვის, მედიკამენტები ინიშნება გარეგანი გამოყენებისთვის იმ დროს როდესაც, სხვებისთვის ესები მიცემულია შინაგანი გამოყენებისთვის.
მაგრამ დაბადებისა და სიკვდილის ციკლის ამ უნივერსალური დაავადებისთვის (ბჰავა-როგასთვის), სულიერი საუბრების მოსმენა (სრავანა), ღმერთის სახელის გალობა (კირტანა) და სხვა მედიკამენტები ინიშნება გარეგანი და შინაგანი გამოყენებისთვის. ადამიანმა უნდა წარმოთქვას და ისმინოს კიდევაც უფლის სახელი.
მსურველმა შეიძლება მოიპოვოს ღმერთის მადლი, გურუს მადლი და უფლის ერთგულთა მადლი, მაგრამ მთელი ეს მადლი უსარგებლოა თუ სხვა მადლი არ არის უზრუნველყოფილი, მათი საკუთარი შინაგანი ცნობიერების მადლი (ანტაჰ-კარანა). ამ მადლის გარეშე, მსურველი ეცემა წარწყმენდაში, რადგან ყველა დანარჩენს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა.
– პრემა ვაჰინი, თავი 21.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 18 ივლისი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ გამოვხატოთ ღმრთაებრივი ძალა რომელიც ფარულია ჩვენში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს სამახსოვრო საუკუნო მაგალითით.
მიუხედავად იმისა რომ დენი არის ყოველგვარი ფორმის გარეშე, ნათურას, ვენტილატორს ან ელექტრო ღუმელს აქვს გარკვეული ფორმა. თითოეულ მოწყობილობაში, მას აქვს განსხვავებული ფუნქცია. თუ თქვენ იტყვით, „ოჰ დენო, შენ როგორი მარგებელი ხარ ჩემი!“ და შეეხეთ მას, თქვენ მიიღებთ შოკს.
დენს აქვს ეს ენერგია და ამიტომ ის არის კოსმიური ღმრთაების ფორმა. ეს ასევე ილუსტრირებულია ბჰასმასურას ისტორიაში ვისაც შეეძლო ფერფლად ექცია ყველაფერი ძალით რომელიც მან შეიძინა ღმრთიურისგან მონანიებით. ეს შინაგანი ენერგია თვით გამოიხატება ცოდნის სახით. ცოდნა უნდა გარდაიქმნას უნარში ცხოვრებაში წონასწორობის მისაღწევად. მაგრამ დღეს ადამიანები კლავენ ამ ცოდნას, რითაც კარგავენ წონასწორობას. ცხოვრებაში წონასწორობის დაკარგვით ისინი იძენენ მხოლოდ გარეგნულ ხედვას და არ კულტივირებენ შინაგან ხედვას ან გამჭრიახობას. როდესაც თქვენი მსოფლმხედველობა არის პროექტირებული გარეთ, თქვენი ჭკუა იწყებს მერყეობას.
თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ბალანსი ცხოვრებაში. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როცა თქვენ გარდაქმნით თქვენს ცოდნას უნარში.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 19 ივლისი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ ავირიდოთ ცუდი გრძნობები გულში შესვლიდან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ადამიანმა უნდა გაიგოს ადამიანის სიცოცხლის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც აღემატება ყველა სხვა მოდგმას. ტანის ცნობიერების გამო, კაცს ავიწყდება თავისი თანდაყოლილი ღმრთიურება.
თქვენ ბევრს სწავლობთ პრაკრიტის (ბუნების) და მიწიერი საგნების შესახებ და ატარებთ ხელოვნურ ცხოვრებას, გაუცნობიერებლად რომ გული არის ღმრთიურების ადგილი. თუ თქვენ ანებებთ ცუდ გრძნობებს შესვლას გულში, იგი დაბინძურდება და ღმრთაებრივს არ ექნება ადგილი მასში.
დღეს მთელი მსოფლიო გადავსებულია არა მხოლოდ ინდივიდუალური გრძნობების არამედ ხუთი ელემენტის დაბინძურებით. ჰაერი ჭუჭყიანია; წყალი დაბინძურებულია და ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ ან გესმით ან ეხებით არის დაბინძურებული. თქვენ როგორ შეიძლება ელოდოთ მშვიდობას მსოფლიოში? ვედანტა გვასწავლის რომ ჩვენ უნდა გავიდეთ ჭკუის მიღმა და გავაცნობიეროთ შინაგანი ხედვა ცუდი გრძნობების გულში შესვლის და ღმერთის ადგილსამყოფელის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 20 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 20 ივლისი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ დაძლევა ვიწრო ხედვის და განცდა უნივერსალური შეგნების? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ჩვენ უნდა ვცნოთ ის ფაქტი რომ ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია ჭკუის ფუნქციონირებაზე. სანამ ადამიანი იმართაება ჭკუით ის აგრძელებს ადამიანად ყოფნას. როგორც კი ადამიანი გავა ჭკუის გაღღმა, მას შეუძლია დატკბეს კოსმიური ცნობიერების უსაზღვრო სივრცით.
აქ არის მაგალითი: დავუშვათ თქვენ აშენებთ ფართო სახლს რამდენიმე საძინებლით, მისაღები ოთახით, სასადილო ოთახით და აბანოთი. ფართო სახლი სჩანს იყოფა რამდენიმე პატარა ოთახად. ეს არის იმის გამო, რომ კედლები აღმართულია ოთახებად დაყოფისთვის. თუ კედლები დაინგრევა, სახლი იქნება ერთი დიდი სასახლე.
მსგავსად, ტანი არის კედელი რომელიც ზღუდავს ადამიანის აღქმას ტანის ვიწრო საზღვრებით. როგორც კი თქვენ მოიშორებთ ამ ტანის ცნობიერებას, თქვენ განცდით უნივერსალური კოსმიური შეგნების უზარმაზარ სივრცეს რომელიც არის ყოვლისმომცველი.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 20 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 21 ივლისი.
რა არის ჩვენში ილუზიის წყარო და როგორ შეგვიძლია ჩვენ მოვერიოთ მას? ბჰაგავანი ხსნის ლამაზი მაგალითით.
ღმერთი არის სარვაბჰუთა ანთარათმა – ბინადარი ყველა არსებაში, მაგრამ ათმაში არ არსებობს ცვლილება. ადამიანის სიცოცხლე გაგრძელდება გენერირებულად ოკეანის ტალღების მსგავსად. მაგრამ კოსმიური ცნობიერების ოკეანე რჩება უცვლელი.
როცა თქვენ აკეთებთ კრიშნას კერპს ვერცხლით, კერპის ყველა ნაწილი არის ვერცხლი. როცა თქვენ ხედთ კრიშნას ფორმას კერპში, თქვენ ვერ შეიგნებთ ვერცხლს. როცა თქვენ გინდათ ხედოთ მხოლოდ ვერცხლი რომლიდანაც კერპია დამზადებული, ფორმა არის თქვენი ხედვის მიღმა.
მსგავსად, როცა თქვენ მიმართავთ თქვენს ჭკუას ღმერთისკენ, ვინც მოიცავს მთელ სამყაროს, ჭკუა ივსება მთლიანად ღმერთით და თქვენ ვერ ხედავთ არსებული საგნების სხვადასხვა ფორმებს მსოფლიოში. თუ ჭკუა მიმართულია მიწიერი საგნებისკენ, თქვენ ვერ ხედავთ ღმრთაებას რომელიც ავსებს ყველა საგანს.
ვიშვამ ვიშნუ სვარუპამ – სამყარო არის ღმერთის ფორმა. ღმერთი არის მიზეზი და სამყარო არის შედეგი. წარუმატებლობა მიზეზისა და შედეგის გაგებაში შედეგდება ილუზიაში.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 20 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 22 ივლისი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ განვავითაროთ სიმშვიდე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვაძლევს ჩვენ რჩევა-დარიგებას რაც ჩვენ ყველამ შეიძლება შევითვისოთ და ვისარგებლოთ მისგან.
გაგება ხდება ადვილი როცა თქვენ ხართ ერთგულების უმაღლესი წერტილი და თქვენი ერთგულება არის ღრმად ფესვგადგმული. ერთგულების ფორმა წოდებული მშვიდობიან ერთგულებად (შანტა-ბჰაკტიდ) არის საუკეთესო გზა საუკუნო, მარადიული ნეტარების მისაღწევად.
გახდით მაცნე მშვიდობის რასაც არ აქვს დასაწყისი ან დასასრული. შემოიტანეთ მშვიდობის შუქის წინადადება კაცობრიობისთვის. იცხოვრეთ იდეალური ცხოვრებით, მუდამ კმაყოფილით, მუდამ მხიარულით, მუდამ ბედნიერით. ძველი დროს სულიერი ასპირანტები და ერთგულები თავიანთ მიზანს აღწევდნენ მხოლოდ მშვიდობით.
მშვიდობამ მისცა რამდასს, ტუკარამს, კაბირს, ტიაგარაჯას, ნანდანარს და ა.შ. სიმტკიცე საჭირო ყველა ცილისწამების, წვალებისა და ტკივილის ასატანად. ასპირანტი ვინც ძალისხმევას აფუძნებს ამ მაგალითებზე თავისუფალი იქნება სიბრაზისგან, სასოწარკვეთისაგან და ეჭვისგან. მათი ბრძოლისა და წარმატებების ანგარიშები, თუ განიჭვრიტება, უფრო სასარგებლოა ასპირანტებისთვის ვიდრე ჭვრეტა უფლის ძალაუფლებასა და მიღწევებზე.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 5.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 23 ივლისი.
ჩვენ რატომ არასასოდეს უნდა ჩავთვალოთ თავი ბედკრულად? ბჰაგავანი ხსნის ორი განდიდებული არსების მაგალითების გამოყენებით.
მათხოვარი უწოდებს საკუთარ თავს ანათჰას (ადამიანს პატრონის ან ვინმე დასაყრდენის გარეშე), იმ დროს როცა მიმართავს მოწყალებისთვის. ეს არ არის სწორი. ყველასთვის ღმერთი არის ნათჰა (დასაყრდენი ან ბატონი). ეს არის მხოლოდ ღმერთი ვინც არის ანათჰა, რადგან არ არსებობს არავინ მასზე მაღლა.
ტიაგარაჯა თვლიდა რამას თავის მხსნელად და მფარველად და არ ზრუნავდა მსოფლიოს სიმდიდრისთვის. ის თვლიდა რამას ფეხებთან მსახურებას უდიდეს საგანძურად. კაბირი იყო ღარიბი მქსოველი და ის აზიარებდა თავის საჭმელს სხვებთან. როდესაც მეფემ ოქრო და საკვები გაუგზავნა მას თავისი ჩინოვნიკების მეშვეობით, კაბირმა წამოიძახა: “მეფემ ვისთვის გამოგზავნა ეს ყველაფერი?”.
მათ თქვეს: “მეფემ გამოგიგზავნა ეს ყველაფერი, რადგან ანათჰა (უმწეო) ხარ”. მან უპასუხა: “მე არ ვარ დასაყრდენის გარეშე. რამა არის ჩემი ნათჰა (პატრონი). თქვენ ვერ იტყვით მე არ მყავს არავინ დასაყრდენად. ეს არის მხოლოდ რამა ვისაც არ ჰყავს არავინ მის დასაყრდენად. მიეცით ეს მას.” კაბირმა თქვა, ანათჰა ნიშნავს ღმერთს. ჩვენ უნდა გავიგოთ სიტყვების სწორი მნიშვნელობა.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 20 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 24 ივლისი.
რა არის საბოლოო დასრულება რისკენ მისწრაფებაც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ? როგორ არის ეს დაკავშირებული ჩვენგან პრაქტიკებულ ყოველდღიურ ჩვევებთან? ბჰაგავანი განმარტავს დღეს.
პირველადი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) არის ძებნა ხარვეზებისა და სისუსტეების საკუთარ თავში და სწრაფვა მათ გასასწორებლად და სრულყოფილად გასახდომად.
ყოველი მომდევნო დღის განუწყვეტელ შრომას აქვს თავის მიზნად და გამართლებად ეს დასრულება: გახადოს ადამიანის ბოლო დღეები ტკბილი და სასიამოვნო. მაგრამ ყოველ დღეს ასევე აქვს თავისი საღამო. თუ დღე კეთილ საქმეებშია გატარებული, მაშინ საღამო გვაკურთხებს ჩვენ ღრმა, ძალის მომნიჭებელი და გამაცოცხლებელი ძილით, ძილით რომელიც ახლობელია სამადჰის. ადამიანს აქვს მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა დედამიწაზე. ამ ხანმოკლე სიცოცხლეშიც კი, შეიძლება ღმრთაებრივი ნეტარების მიღწევა, ბრძნულად და გულმოდგინედ დროს გამოყენებით.
ორი ადამიანი, ერთი და იგივე გარეგნობით, აშკარად ერთი და იგივე ფორმის, იზრდება ერთსა და იმავე პირობებში, მაგრამ ერთი გარდაიქმნება ანგელოზად იმ დროს როცა მეორე რჩება მის ცხოველურ ბუნებაში. რა არის ამ დიფერენციალური განვითარების მიზეზი? Ჩვევები! ქცევა ჩამოყალიბებული ჩვევებისგან და ხასიათი რომელშიც ეს ქცევა გამკვრივდა. ადამიანები არიან ხასიათის ქმნილებები!
– პრემა ვაჰინი, თავი 5.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 25 ივლისი.
ჩვენ რატომ არ უნდა დავკარგოთ გული როცა სადჰანას გზაზე ვმუშაობთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ და გვაენთუზირებს ჩვენ დღეს.
ნებისმიერი დავალება შეიძლება შესრულდეს პრაქტიკით. პრაქტიკა აუცილებელია ყველაფრისთვის ცხოვრებაში, იქნება ეს სიარული, საუბარი, ჭამა, კითხვა, თუ წერა. როცა ბავშვი ხარ, დედა გასწავლის სიტყვებს, როგორიცაა დედა (ამმა), მამა (აპპა). ეს ყველაფერი მხოლოდ პრაქტიკით მოდის.
თქვენ ამბობთ რომ თქვენ გსურთ მშვიდობა. ამისთვის თქვენ ასევე გჭირდებათ ჩადოთ მასში რამე ძალისხმევა. თქვენგან ყველა ცუცქდებით იატაკზე. პრაქტიკის გარეშე, თქვენ ვერ დაჯდებით თუნდაც ფეხ-გადაჯვარედინებულ პოზაში. თუ პატარა დრამის შესრულება გინდათ, თქვენ იწყებთ პრაქტიკას სულ ცოტა ათი დღით ადრე. მსოფლიო არის სცენის მსგავსი. ყველა არის მსახიობი. ღმერთი არის დირექტორი. თქვენ გჭირდებათ პრაქტიკა ყველაფრისთვის ცხოვრების ამ დრამაში.
ღმრთეება შეიძლება იყოს მიღწეული მხოლოდ სულიერი გზის მიდევნით. სიბრძნის ცეცხლი არის ადამიანის ყველა არსებაში. თუ თქვენ უგულვებელყოფთ სიბრძნის ამ ცეცხლს, იგი იფარება ეგოს, მიჯაჭვულობისა და სიძულვილის ფერფლით. საიდან მოდის ფერფლი? იგი მოდის მხოლოდ ცეცხლიდან და საბოლოოდ ფარავს თვით ცეცხლს. მსგავსად, ღმრთეება არის ყველა ადამიანში. თუ თქვენ გსურთ ვიზუალირება თქვენი თანდაყოლილი ღმრთეების, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა მოიცილოთ ეგოს, მიჯაჭვულობისა და სიძულვილის ფერფლი.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 22 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 26 ივლისი.
რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების მიზნის ინტერნალიზება და მის შესაბამისად მოქმედება? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ზედაპირულ დამკვირვებელს, ცხოვრება ეჩვენება ჭამისა და დალევის, შრომისა და ძილის მონაცვლეობად. მაგრამ ნამდვილ ცხოვრებას აქვს ბევრად უფრო დიდი აზრი, უფრო ღრმა მნიშვნელობა. სიცოცხლე არის მსხვერპლი (იაჯნა). ყოველი პატარა მოქმედება არის შეთავაზება უფლისადმი. თუ დღე გატარებულია საქმეებში შესრულებულში ამ სულით, რა შეიძლება კიდევ იყოს ძილი ღმრთეებაში სრული ჩაძირვის (სამადჰის) გარდა?
ადამიანები იდენენ საკუთარი თავის ტანთან იდენტიფირების დიდ შეცდომას. ადამიანები აგროვებენ სხვადასხვა ნივთს ტანის წესრიგში შენახვისა და კომფორტისთვის. მაშინაც კი როცა ტანი ხდება სუსტი და დაუძლურებული ასაკთან ერთად, ადამიანები ცდილობენ ამა თუ იმ საშუალებით შეინარჩუნონ იგი. მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება გადაიდოს სიკვდილი? როდესაც იამას ორდერი მოვა, თითოეული უნდა წავიდეს. თანამდებობა, სიამაყე და ძალა – ყველაფერი ქრება სიკვდილის წინ.
ამის გაცნობიერებით, ეცადეთ დღე და ღამე, ტანის, ჭკუისა და სულის სისუფთავით, უმაღლესი „მე“-ს რეალიზებას ყველა ცოცხალი არსების მსახურებით. ტანი უნდა იყოს დაცული როგორც მანქანა ამ მსახურებისთვის. გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ ეს ტანი; ეს ტანი არ შეიძლება იყოთ თქვენ!
– პრემა ვაჰინი, თავი 6.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 27 ივლისი.
სად არის ღმერთი და სად შეგვიძლია ჩვენ მისი ძებნა? ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ ღრმა გზავნილს ჩვენს გასანათლებლად.
იმის თქმა რომ მე ვარ ტანი (აჰამ დეჰათმა) არის უმეცრების ნიშანი. ეს არის დუალიზმი (დვაიტა). იმის თქმა რომ მე ვარ ინდივიდუალური სული (აჰამ ჯივათმა) არის კვალიფიური არადუალიზმი (ვისიშთადვაიტა). იმის თქმა რომ მე ვარ უნივერსალური მე (აჰამ პარამათმა) არის არადუალიზმი (ადვაიტა). სამ ტერმინში დეჰათმა, ჯივათმა და პარამათმა, ათმა არის საერთო. ღმრთაებრიობის გასაგებად ადამიანმა უნდა იცოდეს განსხვავება ამ სამ ტერმინს შორის.
ტერმინები ბჰურ, ბჰუვაჰ და სუვაჰ გაიატრი მანტრაში გამოხატავს ამავე მნიშვნელობას. ბჰურ აღნიშნავს ბჰულოკას, რომელიც შედგება ამქვეყნიური მატერიისგან. ეს შეიძლება აღიწეროს როგორც მატერიალიზება, რაც წარმოდგენილია ადამიანის ტანით. ბჰუვა წარმოადგენს ცხოვრების პრინციპს, რომელიც ხდის ტანს მოძრავს. აქედან გამომდინარე, ის შეიძლება აღიწეროს როგორც ვიბრირება. ვიბრირების არსებობის გამო მასში ტანი არის მოძრაობის უნარიანი. ამრიგად, ტანი არის მატერიალიზება, სიცოცხლის პრინციპი არის ვიბრირება, და ათმა არის გამოსხივება.
ეს სამივე დიდად არის წარმოდგენილი თქვენში. მაშინ სად ეძებთ თქვენ ღმრთიურებას? თქვენ რატომ უნდა ეძებოთ ის? როცა თქვენ გაიგებთ ამ ჭეშმარიტებას, თქვენ მიხვდებით რომ თქვენ ხართ ყველაფერი.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 22 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 28 ივლისი.
ჩვენგან ბევრს ჰქონია ბჰაგავანის დარშანის დროს დამსწრედ ყოფნის ბედნიერება. რა არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც ჩვენ უნდა შევითვისოთ ამ ზეციური გამოცდილებიდან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
თქვენში ღმრთაებრიობის ლამპის ასანთებად, თქვენ უნდა განთავისუფლდეთ ეგოსგან, მიჯაჭვულობისა და სიძულვილისგან და განავითაროთ სიყვარული. მე ვარ იდეალური მაგალითი ამ მხრივ. Როგორ?
დარშანის დროს, თქვენ რჩებით მჯდომარე სადაც თქვენ ხართ და მე თავად მოვდივარ თქვენთან, ვხრი ჩემს ზურგს, ვიწვდი ჩემს ხელს და ვიღებ თქვენს წერილებს. ნაცვლად, ეგოს გამო, მე შემეძლო ვმჯდარიყავი ერთ ადგილზე და მეთქვა თქვენთვის მოდით ჩემთან და მომეცით თქვენი წერილები. თქვენ ამას აუცილებლად გააკეთებდით. მე ასე არ ვიქცევი რადგან მე არ მაქვს ეგოს კვალიც კი.
როგორც მე მოვდივარ თქვენთან და გემსახურებით თქვენ, თქვენც უნდა წახვიდეთ სხვებთან და ემსახუროთ მათ ეგოს გარეშე. ეს არის იდეალი რის დემონსტრირებაც მე მინდა. მე ვმოქმედებ ასეთი ეგოსმოკლებული მანერით თქვენს წინაშე იდეალად დასადგომდ.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 22 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 29 ივლისი.
რა არის ისლამის ჭეშმარიტი სული? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს კრისტალურად სუფთა ტერმინებით.
რელიგიის ყველა დამფუძნებელმა მოისმინა ღმერთის უპიროვნო ხმა გამომვლინებელი ატმას რომელიც ამოქმედებს მთელ ქმნილებას. ისევე როგორც ვედები იყო „მოსმენილი“ და გავრცელდა როგორც „მოსმენილი“ (სრუტი), ასევე ყურანი იყო „მოსმენილი“ ჰაზრატ მუჰამედის მიერ. ყურანს აქვს სალათი და ზაქათი როგორც ორი თვალი. სალათი ნიშნავს ლოცვას; ზაქათი ნიშნავს ქველმოქმედებას. ისინი ვინც თვლიან ქველმოქმედებას უმაღლეს მოვალეობად და ლოცვითა და ღმერთზე უწყვეტი მედიტირებით იმაღლებენ თავიანთ ცნობიერებას არიან მუსლიმები.
ისლამი არის სიტყვა რაც აღნიშნავს არა კონკრეტულ რელიგიას არამედ ჭკუის მდგომარეობას, ღმერთის ნებისადმი სრული დამორჩილების მდგომარეობას. ისლამი ნიშნავს მიძღვნას, დანებებას, მშვიდობას, სიმშვიდეს. ისლამი აღნიშნავს საზოგადოებას რომლის წევრებმა მიაღწიეს უზენაეს მშვიდობას ყოვლადმოწყალე, ყოვლისშემძლე ღმერთისადმი დანებების გზით და ვინც დადო აღთქმა მშვიდობიანად ცხოვრებაზე თანამემამულეებთან. მოგვიანებით, იგი გამოიყენებოდა იმ საზოგადოებებზე რომლებიც თავს თვლიდნენ განცალკევებულად და განსხვავებულად დანარჩენებისგან.
ისლამი ასწავლის რაღაც უფრო მაღალს. იგი მიმართავს ყურადღებას ერთზე მრავალში, ერთიანობაზე მრავალსახოვნებაში და მიუძღვება ხალხს ღმერთისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 30 ივლისი.
როგორ უნდა ვუპასუხოთ სულიერ გზავნილებს რასაც ჩვენ ვკითხულობთ ან ვისმენთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ ტკბილი ჩინნა კათჰას მეშვეობით.
ერთხელ, მოქანდაკემ მიიტანა სამი თოჯინა მეფე ბჰოჯას კარზე. სამივე შესახედად ერთნაირი და ლამაზი. იმპერატორმა დაიბარა პრემიერ მინისტრი და სთხოვა გადაეწყვიტა სამი თოჯინადან რომელი იყო საუკეთესო. პრემიერმა მოიტანა რკინის მავთული და ჩაუსვა ყურში ერთ-ერთ თოჯინას. მავთული გამოვიდა მეორე ყურიდან. მან აღნიშნა: ”ეს არის ყველაზე ცუდი თოჯინა”. როცა მან მეორე თოჯინას ჩაუდო მავთული ყურში, იგი გამოვიდა მისი პირიდან. მან თქვა: ”ამ თოჯინას შეიძლება მიეცეს მეორე პრიზი”. როცა მან მავთული ჩაუდო ყურში მესამე თოჯინას, იგი შევიდა შიგნით და არ გამოვიდა გარეთ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: “ეს იმსახურებს პირველ პრიზს.” რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ვინც ითვისებს იმას რასაც ის ისმენს არის საუკეთესო ადამიანი. ამ თანამედროვე ეპოქაში ზოგიერთი ადამიანი ისმენს წმინდა სწავლებას ერთ ყურში მაგრამ მაშინვე ანებებს მათ გამოსვლას მეორე ყურიდან. ზოგი სხვები იმეორებენ თუთიყუშებივით იმას რასაც კითხულობენ წმინდა წერილებში და რასაც ისმენენ სვამისაგან. მხოლოდ ცოტანი ითვისებენ რასაც ისინი ისმენენ და დებენ მათ პრაქტიკაში.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 22 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 31 ივლისი.
რა არის ჭკუის ყველაზე საერთო ტენდენცია? ჩვენ როგორ შეგვიძლია მოვაწესრიგოთ იგი? ბჰაგავანს საყვარლად მოაქვს დღეს რამდენიმე ლამაზი გაკვეთილი.
ჭკუა ზეგავლენილია ობიექტური სიამოვნებისადმი ვნებით და უმეცრების ილუზიით რომლითაც იგი მისდევს მსოფლიოს წარმავალ საგნებს საოცარი სისწრაფით. ასე რომ, კვლავ და კვლავ იგი გაძღოლილი უნდა იყოს უმაღლესი იდეალებისკენ. რასაკვირველია, ეს არის რთული თავიდან, შეუპოვარი ვარჯიშით ჭკუა შეიძლება მოთვინიერდეს; იგი დადგება „ომ“-ის მუდმივ სიამოვნებაში. ჭკუა შეიძლება გაიწვრთნას მშვიდი დარწმუნების, დაპირების მიმზიდველი მოტივების, გარე მსოფლიოდან გრძნობების გაყვანის პრაქტიკის, ტკივილისა და ტანჯვის გამძლეობის, გულწრფელობისა და მუდმივობის კულტივირების და გონებრივი წონასწორობის შეძენის (სამას, დამას, უპარატის, ტიტიკშას, შრადჰასა და სამა-დანას) მეთოდების მიდევნით. ჭკუა შეიძლება შეტრიალდეს ბრაჰმანისკენ და ბრაჰმანზე მუდმივი ფიქრისკენ უპანიშადების შესწავლით, რეგულარული ლოცვის მიღებით, სხვების მსახურებით, ღმრთიმოსავი გალობის ექსტაზით და ჭეშმარიტებისადმი ერთგულებით. ძალიან ხშირად, მედიტირების პროგრესთან ერთად, ჭკუაში წარმოიშობა ახალი სურვილები და გადაწყვეტილებები. მაგრამ ადამიანს არ სჭირდება იმედის დაკარგვა. ჭკუა შეიძლება დაიმსხვრეს იმ პირობით თუ ადამიანი მიიღებს დავალებას სერიოზულად და მიჰყვება წვრთნის რეგულარულ რუტინას.
– ჯნანა ვაჰინი, თავი 6.

სატია საი ბაბა