1.11.2014
სხეული არის დამზადებული ხუთი ელემენტიდან და არარეალურია ნებისმიერ დროს. სხეული არის წყლის ბუშტის მსგავსი. ბუშტი დაბადებულია წყალში, არსებობს წყალში და ბოლოს ერთდება წყალთან. მსგავსად მე დაბადებულია ღმრთიური ცნობიერებიდან (სატჩიდანანდიდან) და ბოლოს ერთდება ღმრთიურში. დაბადება და სიკვდილი არის სცენები ამ სიცოცხლის დრამაში; არ ჩათვალოთ ის როგორც ჭეშმარიტი. თქვენ ძილში შეიძლება ნახოთ რომ გაქვთ ბევრი დიდი სახლი, მაგრამ როდესაც გაიღვიძებთ, თქვენ ვერ ხედავთ მათგან ვერც ერთს! შენობები რომელსაც თქვენ ხედავთ თქვენი დღის განმავლობაში, თქვენთვის უჩინარია თქვენი ძილის დროს. აქედან გამომდინარე ორივე არის არაჭეშმარტი – დღის-სიზმარი და ღამის-სიზმარი, უკეთეს შემთხვევაში! ფაქტი მხოლოდ ერთია რომ ‘თქვენ’ ხართ დამსწრე ამ ორივე შემთხვევაში. ზუსტად ასევე თუმცა თქვენ გაქვთ ადამიანის ფორმა, სინამდვილეში თქვენ ხართ ღმრთიური. ამიტომ აკურთხეთ ეს დაბადება სუფთა და წმინდა სიცოცხლის გატარებით. არ დაიგროვოთ მიწიერი ცხოვრების ჭუჭყი.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 17, ‘ადი შანკარაჩარია: მისი გზავნილი’
2.11.2014
დღეს ბევრი მშობელი, თუნდაც უაღრესად განათლებული, მოქმედებს გარჩევის რაიმე გრძნობის გარეშე – ეწინააღმდეგება ბავშვებისგან ღმერთის თაყყვანისცემას და ბჰაჯანებში მონაწილეობას. ისინი ეუბნებიან მათ რომ მათ ექნებათ საკმარისი დრო, ღმერთზე ფიქრისთვის პენსიაზე გასვლის შემდეგ. ეს არის სერიოზული შეცდომა. თქვენ მოხუცებულობაში შეძლებთ ღმერთის გახსენებას მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ადრეული წლებიდან გაქვთ მასზე ფიქრის პრაქტიკა. ბავშვობა არის ძალიან წმინდა და ოქროს ხანა ადამიანის სიცოცხლეში – ბოროტად არ გამოიყენოთ ეს! გაიატრი მანტრა არის განხორციელება დედა პრინციპის. აპრაქტიკეთ მისი გალობა ყოველდღე – დილით, ნაშუადღევს და საღამოს. როდესაც თქვენი ზურგი არის მზისკენ მიმართული თქვენი ჩრდილი იქნება თქვენს წინ. ის დარჩება თქვენს უკან როდესაც თქვენ დადგებით სახით მზისკენ. ანალოგიურად ილუზია (მაიია), რომელიც არის თქვენი ჩრდილ;ის მსგავსი, დაგძლევთ თქვენ, როდესაც თქვენ შეატრიალებთ ჭკუას ღმერთიდან დასაშორებლად. თქვენ ადვილად დაძლევთ ილუზიას როდესაც შეატრიალებთ ჭკუას ღმერთისკენ.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 19, 10 თებერვალი, 2000.
3.11.2014
ადი შანკარა მიანიშნებდა თავის მოსწავლეებს რომ ახალგაზრდები არიან უფრო მეტად დაინტერესებული გრძნობით სიამოვნებებზე, ვიდრე სულის (ატმას) შესახებ გაგებაზე. საცოდაობაა, რომ ადამიანები არიან ზედმეტად მიბმულები სხეულზე, რომელიც არის ბევრი ჭუჭყიანი ობიექტის კონტეინერი. ისინი გატაცებული არიან სხეულის გარეგანი ფიზიკური ცდუნებებით მათი ცვალებადობის გაგების გარეშე. რამდენად დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს ახალგაზრდობა? მისი გზავნილი არის სერიოზული გაფრთხილება ახალგაზრდებისთვის რომ იყვნენ ყურადღებით ცხოვრებაში რომელსაც ისინი ატარებენ და ეხმარება მათ სხეულის ცნობიერების მოსაცილებლად. თქვენ უნდა აპრაქტიკოთ შეცნობა ყველა ცოცხალ არსებაში ღმრთიური პრინციპის დასწრების, თუმცა ეს არსებები შეიძლება იწოდებოდნენ სხვადასხვა სახელებით და მოჩანდნენ განსხვავებულნი. ახალგაზრდობა უნდა ჩაეჭიდოს ღმერთს როგორც მათ ჭეშმარიტ მეგობარს და მარჩენალს. მაშინ როდესაც თქვენ გექნებათ მტკიცე რწმენა, ღმრთიურება თავისთავად გაცხადდება და გაგიხსნით თავის თავს თქვენ.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 19, 10 თებერვალი, 2000.
4.11.2014
კაცი იხდიდა ქორწილს სოფელში. სამზარეულო ჭურჭლის უკმარისობის გამო, ეს კაცი წავიდა მდიდარ კაცთან მის სესხად ასაღებად ამ შემთხვევისთვის. მდიდარმა კაცმა გულუხვად ასესხა მას და ჭურჭლები გამოყენებული იყო საჭმლის მოსამზადებლად ქორწილზე მისული სტუმრების გამასპინძლებისთვის. ხმარების შემდეგ შეიძლება ჭურჭელი ჭუჭყიანი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს? არა! ჭურჭელი ბოლომდე უნდა გასუფთავდეს შიგნიდან და გარედან და შემდეგ უნდა დაუბრუნდეს პატრონს. ეს ჭეშმარიტია ასევე თქვენში წარმოდგენილი, ღმერთის მიერ ნასესხები ჭურჭლის – თქვენი გულისთვისაც! ყველა თქვენგანი არის მომლოცველი სიცოცხლის მოგზაურობაში. როგორც თქვენ არ შეგიძლიათ ბოროტად გამოიყენოთ ნასესხები ჭურჭელი ან დააბრუნოთ ის გაუსუფთავებელი, თქვენი გულიც აგრეთვე უნდა იყოს შენარჩუნებული და დაბრუნებული სუფთა და გაწმენდილ მდგომარეობაში. არ გამოიყენოთ ღმერთის ნაჩუქარი გული და ორგანოები უწმინდური საქმეების წამოსაწყებად და ჩასართველად არასაჭირო ურთიერთობებში, რომლებიც უფრო მეტად ზრდის მონობას. ატარეთ სუფთა ცხოვრება.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 17, ‘ადი შანკარაჩარია: მისი გზავნილი’
5.11.2014
დღეს მსოფლიო პირისპირ ხვდება ბევრ პრობლემას იმიტომ რომ ადამიანები არ აკეთებენ საკმარის ნაამასმარანას. დაე თითოეულ და ყოველ ქუჩაზე გაისმოდეს ღმრთიურების დიდების გალობა. დაე თითოეული და ყოველი უჯრედი თქვენი სხეულის იყოს სავსე ღმრთიური სახელით. სხვას არაფერს შეუძლია მოგცეთ თქვენ ნეტარება, სიმამაცე და ძალა რომელსაც თქვენ მიიღებთ ნაამასმარანიდან. მაშინაც კი თუ სხვები დაგცინიან თქვენ, ყურადღება არ მიაქციოთ მათ, დაივიწყეთ ეს! ყველამ, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა, მდიდარმა თუ ღარიბმა, უნდა აკეთოს ნაამასმარანა. აკეთეთ ეს მთელი თქვენი ჭკუით და სრული მიძღვნით. უგალობეთ უფალს რაიმე აკრძალვების გარეშე; მხოლოდ შემდეგ შეძლებთ თქვენ ღმრთიური ნეტარების განცდას. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი – საკმარისია თუ თქვენ დაუძახებთ მას თქვენი გულის ბირთვიდან. იზრუნეთ რომ თქვენ არ გქონდეთ ბოროტი აზრები რადგან ეს აწარმოებს შეუფერებელ ტონებს. მაშინ თქვენ მიიღებთ ღმრთიურ წყალობას და ენერგიას.
– ღმრთიური საუბარი, 14 აპრილი, 2002
6.11.2014
ყოველთვის იზრუნეთ თქვენს მოვალეობებზე სასიამოვნო და მომღიმარი სახით. არ არსებობს სარგებელი ‘კამფორის ზეთიანი სახის’ მიღებიდან. ბედნიერება არის ღმერთთან ერთიანობა. ეს არის ნამდვილი ღმრთიურება. როდესაც თქვენ პირისპირ დგებით რთულ ვითარებებთან არ გამოხვიდეთ წონასწორობიდან და გამუდმებით არ შეწუხდეთ ფიქრით, `ოჰ, ღმერთო ჩემო! როგორ გადავლახო ეს ვითარება?~ ასეთი შეშფოთება მხოლოდ გააუარესებს ვითარებას. მოასვენეთ თქვენი რწმენა ღმერთში. იფიქრეთ რომ სირთულეები არის ხელსაყრელი შემთხვევები თქვენს წინწასაწევად. თუ თქვენ განივითარებთ ამ დამოკიდებულებას, თქვენი სიცოცხლე იქნება კურთხეული. ყველა ვინც კი აკეთებს ნაამასმარანას, რომელი სახელიც არ უნდა აიღონ მათ და სადაც არ უნდა იყვნენ, მათი სიცოცხლე იქნება კურთხეული. ისინი იქნებიან თავისუფალი ცოდვისგან. არ შეწუხდეთ ძალიან დიდად ან არ ჩაეფლოთ ჭაობში დაბლა რაგით და ტალით (მელოდიიით და რიტმით). არსებობს მხოლოდ ერთი რაგა, ეს არის ჰრიდაიარაგა (მელოდია თქვენი საკუთარი გულის). ეს არის ‘სო… ჰამ’ (მე ვარ მე). ააწყვეთ თქვენი სიცოცხლე მასზე. მაშინ რა საქმეც არ უნდა წამოიწყოთ თქვენ, ეს გახდება წარმატებული.
– ღმრთიური საუბარი, 13 ნოემბერი, 2007.
7.11.2014
უფალი კრიშნა გიტაში ამბობს `თქვენ ყველა ხართ ჩემი ღმრთიურების ნაწილი. ამიტომ თქვენ უნდა იყოთ ჩემი მიმდევარი. ჩემი სიყვარული არის ღმრთიური და წმინდა. ასე არის თქვენიც~! (მამაივამსო ჯიივალოკე ჯიივაბჰუტაჰ სანათანაჰ). თუ თქვენ ჭეშმარიტად მისდევთ ამ პრინციპს, თქვენ ავტომატურად მიაღწევთ სისუფთავეს. იქ სადაც არის სისუფთავე იქ არის ღმრთიურება. უხსოვარი დროიდან, თითოეული და ყოველი თქვენგანი ხართ ჩემი ნაწილი; თქვენ ხართ ჩემი საკუთრება. არასოდეს დაივიწყოთ ეს ჭეშმარიტება. თუ თქვენ განივითარებთ რწმენას ამ ჭეშმარიტებაში ეს გაუტოლდება ყველა წერილების წაკითხვას. ადამიანის ყოველი არსება მისდევს დჰარმას (უბიწოებას). ეს დჰარმა საიდან მოვიდა? ის მოვიდა გრძნობიდან (ბჰავადან), რომელიც თავის მხრივ წარმოიშვა რწმენიდან (ვიშვადან). სადაც არის რწმენა, იქ არის დჰარმა! ეს რწმენა არის ჭეშმარიტება. დჰარმა არის ჭეშმარიტად ღმრთიურების განხორციელება. ჭეშმარიტება არის ღმერთი; რწმენა არის ღმერთი; სიყვარული არის ღმერთი; იცხოვრეთ სიყვარულში. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ განივითარებთ ჭეშმარიტებას, რწმენას და სიყვარულს, თქვენ შეძლებთ ყველაფრის მიღწევას.
– ღმრთიური საუბარი, 13 ნოემბერი 2007.
8.11.2014 საერთო აკჰანდა ბჰაჯანი
აკჰანდა ბჰაჯანი მოიცავს ღმერთის მუდმივ განჭვრეტას დილას, საღამოს და ღამის განმავლობაშიც. ეჭვსგარეშეა ბევრი ადამიანი დღეს იმეორებს წმინდა სახელს; მაგრამ არა სიყვარულით და მყარი რწმენით. ზოგიერთი წუხს იმაზე სხვები როგორ მღერიან, არის თუ არა მათი მელოდია წესიერი და ა.შ. ეს შეესაბამება ნამასანკირტანას კეთებას მერყევი ჭკუით; არავითარი გარდაქმნა არ ხდება ასეთი ნამასანკირტანით, საათობით მისი ერთად შესრულების მიუხედავად. ტრანსფორმირების მისაღწევად ის უნდა შესრულდეს აბსოლუტური კონცენტრირებით და მყარი რწმენით. სისუფთავის მისაღწევად რომელიც ანადგურებს მთელ ნეგატიურობას, ღმრთიური სახელის გალობა არ იქნება საკმარისი თუ ეს შემოიფარგლება გარკვეული დროით. ამიტომ საერთო აკჰანდა ბჰაჯანი ტარდება 24 საათის განმავლობაში, ყოველ წელს. ჩათვალეთ თქვენი თავი ძალიან ბედნიერად აკჰანდა ბჰაჯანში მონაწილეობის მიღებისას. თუკი თქვენ კარგად გამოიყენებთ ამას თქვენი სიცოცხლე იქნება კურთხეული. აპრაქტიკეთ ნაამასმარანა და გახადეთ ის უწყვეტ სულიერ სავარჯიშოდ თქვენი სიცოცხლის განმავლობაში.
– ღმრთიური საუბარი, 13 ნოემბერი 2007.
9.11.2014
ადამიანის სიცოცხლე არის უაღრესად წმინდა, კეთილშობილური და ღმრთიური. ის არ უნდა გაიფლანგოს უღირს საქმიანობაში. აიღეთ წმინდა გზა და აკურთხეთ თქვენი დრო ღმრთიური სახელის გალობით. არ არსებობს ნაამასმარანასთვის სპეციალური დროის ან ადგილის გამოყოფის საჭიროება. თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ. ადამიანი იხდის საფასურს წყლ.ისთვის, ელექტროენერგიისთვის და ა.შ., მაგრამ არ არსებობს გადასახდელი ნაამასმარანასთვის. ვერავინ შეძლებს თქვენს შეჩერებას მისი კეთებისგან. ეს არის ძალიან ადვილი, თუმცა ყველაზე მეტად ეფექტური. ბევრი ადამიანი ვერ იგებს მის მნიშვნელობას რადგან ეს არის ასე ადვილი საპრაქტიკოდ. ისინი ფიქრობენ არასწორად რომ ღმერთის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ასკეზით. იგალობეთ ღმრთიური სახელი თქვენთვის გართულების გარეშე და სხვებისთვის სირთულეების წარმოუქმნელად. განივითარეთ ღმერთისადმი სიყვარული. არ გააკრიტიკოთ ვინმე და არ დასცინოთ არავის. მიანიჭეთ ბედნიერება ყველას თქვენი სიყვარულის უანგარო განაწილებით. ეს არის ჭე3შმარიტი სულიერი პრაქტიკა. მისდიეთ ამ ადვილ გზას, განცადეთ ანანდა და აკურთხეთ თქვენი სიცოცხლე.
– ღმრთიური საუბარი, 24 თებერვალი, 2002.
10.11.2014
იმ დროს როდესაც ასრულებთ თქვენს მოვალეობებს სახლში თუ გარეთ მუდმივად შეახსენეთ თქვენ თავს `რასაც მე ვაკეთებ, ვფიქრობ ან ვლაპარაკობ ყველაფერი ეკუთვნის ღმერთს~. სწორი დამოკიდებულება უნდა იყოს, ‘სარვა კარმა ბჰაგავატ პრიიტიარტამ’. ავიღოთ მაგალითად სადილის მომზადების პროცესი. თქვენ ამატებთ სხავდასხვა ინგრადიენტებს სხვადასხვა პროპორციით სადილს რომელსაც ამზადებთ და ცდილობთ ის გახადოთ გემრიელი. მაგრამ ნამდვილი გემო მოდის მხოლოდ მაშინ როდესაც მომზადების სამუშაო სრულდება როგორც ღმერთისადმი მისართმევი. სადილი ხდება ღმრთიური როდესაც ის არის შეთავაზებული ღმერთისთვის. მეორე მხრივ თუ სხვადასხვა ელემენტები მზადდება დამოკიდებულებით, `მე ვაკეთებ ამ სამუშაოს როგორც რუტინას; მე ვამზადებ ამ ელემენტებს ჩემი ოჯახის წევრებისთვის, საჭმელად~, ის ვერ აღწევს ღმერთს. ამიტომ თქვენი სიცოცხლის ყოველი მოქმედება შეასრულეთ როგორც ღმერთისთვის მისართმევი, მისი სახელის გალობით. რასაც კი თქვენ ფიქრობთ, ლაპარაკობთ ან აკეთებთ ჩათვალეთ ის როგორც ღმერთის ნაბრძანები, როგორც ღმერთის სამუშაო.
– ღმრთიური საუბარი. 13 ნოემბერი, 2007.
11.11.2014
თქვენ შეიძლება ცხოვრებაში მოულოდნელად შეხვდეთ ნებისმიერი რაოდენობის დანაკარგსა და სირთულეს. თქვენ შეიძლება გადაიტანოთ ბევრი ტანჯვა. მაგრამ, თქვენ არასოდეს არ უნდა უარყოთ ჭეშმარიტება, რწმენა და სიყვარული. დანაკარგი, ტანჯვა და სირთულეები არის როგორც ტალღები ცხოვრების ოკეანეში. ეს ტალღები უბრალოდ მოდის და მიდის. მაგრამ წყალი ოკეანეში არის მუდმივი. ამიტომ განივითარეთ რწმენა ‘წყლის’, ე.ი., ღმრთიურების. უფლის სახელის ძალა არის უბადლო. არ მიიღოთ ეს არასერიოზულად. ღმერთის სახელი არის ნამდვილი ბრილიანტი. დაიჭირეთ ის მყარად და უსაფრთხოდ. არასდროს შეწუხდეთ ტკივილით ან ტანჯვით, დანაკარგით ან სირთულეებით. თქვენი აზრები არის როგორც წარმავალი ღრუბლები. ერთხელაც თქვენ იპოვით თავშესაფარს უფლის ლოტოსის ტერფებთან, არასოდეს თქვათ უარი მასზე. თქვენ სადაც არ უნდა წახვიდეთ ღმრთიური ტერფები დაგიცავთ თქვენ. თუ თქვენ მყარად დააყენებთ ღმრთიურ სახელს თქვენს გულში, თქვენი სიცოცხლე გახდება კურთხეული. ეს არის ერთგულება (ბჰაკტი). ეს არის თქვენი ძალა (შაკტი). ეს არის გათავისუფლება (მუკტი).
– ღმრთიური საუბარი, 13 ნოემბერი, 2007.
12.11.2014
გულმოდგინედ მომუშავე გლეხს არ აქვს შიმშილობის შიში. მას ვინც გალობს უფლის სახელს არ აქვს მიწიერი საწუხრების შიში. პიროვნება რამდენიმე სიტყვით თავისუფლდება მტრობისგან. ზედმეტი საუბრებისგან ადამიანები ეცემიან ჩხუბის მსხვერპლად. თითოეულმა ადამიანმა უნდა ჩაინერგოს ზომიერება საუბარში. თავშეკავებულობა საუბარში არის მეგობრული გრძნობების ხელშემწყობი. ის ვინც ფრთხილია ქცევაში და აკეთებს ყველა მოქმედებას სათანადო მოფიქრების შემდეგ, არ ექნება საფრთხის შიში. ჭეშმარიტი განათლება მდგომარეობს ცოდნაში როგორ გატარდეს მშვიდი ცხოვრება. რომ შეუდგეთ ან გქონდეთ წარმატებული კარიერა, თქვენ უნდა ისწრაფოთ მსოფლიოს მშვიდობისთვის. რადგან თქვენ ხართ მსოფლიოს ნაწილი და თქვენი კეთილდღეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მსოფლიოს ბედთან. უარი თქვით ყველა ვიწრო გრძნობაზე და შეიძინეთ ერთობა და მეგობრობა.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 14, 14 იანვარი, 1996.
13.11.2014
სურვილი და იმედგაცრუება არის დღის წესრიგი. ადამიანის სიცოცხლე ბევრი ადამიანისთვის ჩანს რომ სავსეა შიშით. სხვადასხვა ტიპის შიში თან სდევს ადამიანს, ის სადაც არ უნდა იმყოფებოდეს და რასაც არ უნდა აკეთებდეს. როგორ შეუძლია ადამიანს შიშისგან თავის დაღწევა? თუნდაც ბედნიერების პატარა საგნები რომლებიც ადამიანს ეჩვენება ცხოვრებიდან მოსულად დაკავშირებულია მალე მათი დაკარგვის შიშთან! ცოდვა და დამსახურება, სიხარული და დარდი, მოგება და წაგება, სინათლე და სიბნელე არის საპირისპირო წყვილები რომლებსაც ყოველი არსება განცდის თავისი სიცოცხლის განმავლობაში. სიმართლე რომ ითქვას არდასწრება ერთის (მწუხარების), მიანიშნებს მეორის (სიხარულის) დასწრებაზე! წმინდა ადი შანკარამ დამატებით ნათელყო, `სადაც არ არის მიბმულობა, იქ ვერ იქნება შიში!~ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ამ მდგომარეობას? ღმრთიურთან ახლოს ყოფნის მიღწევით! მისი დამატებითი მოწოდებაა, `განდევნეთ შიში გამოყოფის (ვაირაგიას) დანერგვით და `მე~-სკენ გამგზავრებით~. სწორედ თვითშეცნობა არის ის რითაც თქვენ შეძლებთ შიშის ჭეშმარიტი ბუნების გაგებას და მის დაძლევას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 17.
14.11.2014
თქვენ გაქვთ უზარმაზარი ძალა თქვენში. როგორც სინათლე რომელიც ანათებს, თქვენი ხედვა უნდა იყოს სუფთა, წმინდა და სასიამოვნო. არ გააფუჭოთ ან არ დააჭუჭყიანოთ კურთხეული ხედვა არასასურველ საგნებზე შეხედვით, ან ცუდი აზრებით ხედვით. მაგნიტური ენერგია ცირკულირებს თქვენში. თუმცა ეს ენერგია დამსწრეა მთელ სხეულში, მისი არსებობა შესამჩნევია ხელში. ამიტომ ხელები გამოყენებული უნდა იყოს კარგი მიზნებით. ეს არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად. ყურები ისმენს ჭორებს, ცილისწამებას და ბოროტ საუბრებს. შედეგი არის ის რომ სმენის ძალა ჭუჭყიანდება. აგრეთვე ლაპარაკის ძალაც. ეს ძალა პოულობს თავის გამოხატულებას ხმოვან ტალღებში და ის უნდა იყოს გამოყენებული დიდი სიფრთხილით. სიტყვები რომლებსაც ადამიანი წარმოთქვამს უნდა დათვალიერდეს იმის დასანახად რომ სიტყვებმა არ აღაგზნოს, გააღიზიანოს ან გააბრაზოს სხვები. ცუდი სიტყვები უკან უბრუნდება წარმომთქმელს ორმაგი ძალით. აქედან გამომდინარე მეტყველება უნდა იყოს ნაზი და ტკბილი.
– ჩემო ძვირფაო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 14, 14 იანვარი 1996.
15.11.2014
ყვავილს აქვს ბევრი ფურცელი. ყველა ეს ფურცელი გარეგნულად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ ყველა ფურცელი გამოსულია ერთი და იგივე ღეროდან. ღერო არის ბინადრობის ადგილი ატმას, რომლიდანაც ფურცლები გამოსხივდა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ყვავილს როგორც ცალკე ობიექტს. ყვავილი არის ერთი, მაგრამ ფურცლები არის ბევრი. იგივე ანალოგია გამოიყენება ოკეანეში წარმოქმნილი უსასრულო რაოდენობის ტალღის მიმართ. ტალღები არის ბევრი და განსხვავებული. მაგრამ ეს ტალღები არის იგივე ნივთიერების რისაც ოკეანეა. ტალღებისგან წარმოიქმნება ქაფი, რომელსაც აქვს იგივე თვისებები რაც ტალღას და ოკეანეს, თუმცა განსხვავებაა ფორმაში და სახელში. სამივე არის დაფუძნებული ოკეანეზე. ეს არის ლოგიკური ბაზისი ადვაიტასთვის (არადუალობის ფილოსოფიისთვის). ატმა არის ბაზისი ყველაფრისთვის. ამ ჭეშმარიტების იგნორირებით ადამიანები მიედევნებიან ფენომენალური მსოფლიოს მირიად ობიექტს, მაგრამ საბოლოოდ ყველა მიდის ატმას პრინციპის რეალიზებასთან.
– ღმრთიური საუბარი, 10 სექტემბერი, 1996.
16.11.2014
უზენასი სათნოება ადამიანის ყოველ არსებაში არის მათი ინდივიდუალური განსხვავებულობის დასავიწყებლად და ყველასთან სასვლელად ჰარმონიულობისა და თანასწორობის სულით. ეს ერთობის სული არის ის რაც აძლევს სპორტს და თამაშებს მშვენიერებას. საუბედუროდ ბევრი ადამიანი დღეს იღებს მხოლოდ ფიზიკურ ვარგისობას და ძალას სპორტიდან და თამაშებიდან და არა სიყვარულის და ერთობის სულს! სრულყოფილება სიცოცხლეში ვერ იქნება მიღწეული მარტო ფიზიკური ჯანმრთელობით და ძალით. მაშინაც კი თუ თქვენი კუჭი არის სავსე, თქვენ იქნებით ბედნიერი მხოლოდ მაშინ როდესაც ორივე, თქვენი სხეულიც და ჭკუაც იქნება ჯანმრთელი. ახალგაზრდა ადამიანებმა უნდა გაიგონ ეს ჭეშმარიტება და არ უნდა იყვნენ ფოკუსირებული სხეულის აგებულებასა და სიმშვენიერეზე. ღმრთიურებამ ყველა დააჯილდოვა ფიზიკური, გონებრივი და სულიერი ბევრი სახის ძლევამოსილებით. თქვენი ჭკუა არის წყარო უსასრულო ძალების. დამორჩილებული ჭკუა დაგეხმარებათ თქვენ ღმრთიურების შეცნობაში. აღიარეთ თქვენი შინაგანი ძალების სიდიდე და გამოიყენეთ ის მიზნის მისაღწევ საშუალებად თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 14, 14 იანვარი 1996.
17.11.2014
არსებობს ნობელის ბევრი ლაურეატი. რამდენს ახსოვს ისინი? მაგრამ კაცობრიობის დიდი ქველმოქმედები, კეთილშობილური ხარისხების კაცები, არიან სათუთი მთელი კაცობრიობისთვის. მაგალითად, კალკუტამ წარმოშვა ბევრი დიდი ინტელექტუალი, რომლებიც დროთა განმავლობაში აღარ იხსენიებიან საერთოდ. მაგრამ რამაკრიშნა პარამაჰამსა, დიდი სული ამ ქალაქიდან, თუნდაც ის იყო უწიგნური, ჩაბეჭდილია მილიონების გულში მთელ მსოფლიოში. არის განათლება ამაზე პასუხისმგებელი? ანალოგიურად თუ ბევრი კეთილშობილი პიროვნება არის წვეთებად ჩასხმული ადამიანთა გულებში, რა არის მიზეზი? მათ დაიმსახურეს კარგი სახელი თავიანთი რწმენით ღმერთში, თავიანთი ხასიათით, სულგრძელობით და მსხვერპლგაღების სულით. ეს ნიშნავს რომ მიწიერ რამეებთან ერთად, უნდა იყოს ერთგულება ღმერთისადმი როგორც ნება. განათლებასთან ერთად სამსკარა არის აუცილებელი. რა არის კულტურის (სამსკარის) მნიშვნელობა? მოქმედების დახვეწილობა არის ჭეშმარიტი კულტურა – სამიაკ კრიტი ეს არის სამსკარა.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 14, 14 იანვარი 1996.
18.11.2014
ადამიანები დღეს ლაპარაკობენ იმის შესახებ რომ ღმერთმა დაივიწყა ისინი. ეს არ არის სიმართლე. ყველაზე ხშირად, ეს არის ერთგული ვინც უარს ამბობს ღმერთზე. ეს არის ერთგული ვინც ივიწყებს მას. ეს არის მათი საკუთარი გრძნობები რომლებიც არეკლილია მათ გამონათქვამებში. ადამიანებმა დაივიწყეს ღმერთი და გათამამდნენ მსოფლიოში და ერთ დღეს მოულოდნელად აცხადებენ რომ ღმერთმა დაივიწყა და მიატოვა ისინი. ღმერთიდან გაცალკევება არის ძირითადი მიზეზი ადამიანებისთვის რომლებიც გორაობენ გრძნობით სიამოვნებებში. ჭკუა არის მიზეზი ადამიანის კმაყოფილებისა და ტკივილისთვის. ის მიმართული უნდა იყოს ღმერთისკენ კმაყოფილებისა და ტკივილსგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად. თქვენ ჩამოშორდით ღმერთიდან და ფიქრობთ რომ ღმერთი წავიდა შორს თქვენგან. ღმერთს არ შეუძლია და არასოდეს დაივიწყებს თავის ერთგულებს. ღმერთი არასოდეს არ არის თქვენგან შორს. ის ყოველთვის თქვენთან არის, ზრუნავს თქვენზე და გელოდებათ თქვენ რომ შებრუნდეთ მისკენ.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 14, 14 იანვარი 1996.
19.11.2014
ქალებმა უნდა იზრუნონ თავიანთ სახლზე ბეჯითად და უნდა მოიქცნენ სასიამოვნო მანერაში. მოექეცით თქვენს სტუმრებს გულითადად და შეძლებისდაგვარად ზომიერად. გულისხმიერად იყავით მათ მიმართ ვინც არის სირთულეებში, დაამშვიდეთ და ანუგეშეთ ისინი დამამშვიდებელი სიტყვებით. ისინი, ვინც ლაპარაკობენ უხეშ სიტყვებს, ჭეშმარიტად არიან დემონები. თუ თქვენ ტკივილს აყენებთ სხვის გრძნობებს, თქვენ გეტკინებათ ორჯერ უფრო მეტად, და თქვენ ვერ გაექცევით თქვენი მოქმედების შედეგებს. სიყვარულის განხორციელებანო! ეს მოძღვრება არის ადვილი პრაქტიკისთვის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ არ მიიღოთ ეს არასერიოზულად – მას შეუძლია მოგანიჭოთ თქვენ გათავისუფლება. ეს არის თქვენი კარგი ბედი (ადრიშტამ), თქვენ რომ ეს იცით! რა არის კარგი ბედი? ა-დრიშტამ არის ის რისი დანახვაც შეუძლებელია. თქვენ შეიძლება არ იყოთ შემძლე რომ დაინახოთ თქვენი კეთილი ქცევების და სანაქებო საქმეების შედეგები, მაგრამ ეს მოგანიჭებთ სრულ ბედნიერებასა და კეთილდღეობას სათანადო დროს.
– ღმრთიური საუბარი, 19 ნოემბერი, 2002.
20.11.2014
არ ეძებოთ ნაკლოვანებები სხვებში. თუ თქვენ თითის გაშვერით ადანაშაულებთ ვინმეს, გახსოვდეთ სამი თითი მიანიშნებს თქვენზე. ატარეთ ჭეშმარიტების სამკაული თქვენი კისრის დასამშვენებლად (სატიამ კანტასია ბჰუშანამ). ქველმოქმედება არის ჭეშმარიტი სამკაული რაც ამშვენიერებს და აელეგანტურებს თქვენს ხელებს (ჰასტასია ბჰუშანამ დჰანამ). ამგვარად თქვენ უნდა განწმინდოთ თქვენი სხეულის ყოველი კიდური, დასაქმებით წმინდა საქმიანობაში. თქვენმა თვალებმა უნდა იმზიროს მხოლოდ წმინდა საგნებზე. იცით თქვენ რომ განუზომელი ძალა არის დაფარული თქვენს თვალებში? არსებობს ათი მილიონი სინათლის სხივი მასში. ძველად ადამიანები იყენებდნენ ვედრებას მზის ღმერთის წყალობაზე კარგი ხედვის მისაღებად. როდესაც თქვენ ასრულებთ სურია-ნამასკარს (მზის ღმერთის თაყვანისცემას) და ევედრებით მას წყალობას, სინათლის სხივები თქვენს თვალებში ხდება უფრო მეტად ბრწყინვალე და შთაგაგონებთ თქვენ. ადამიანები ისწრაფიან გათავისუფლების მიღწევას. რა არის გათავისუფლება? დაეხმარეთ ყოველთვის, არ დააზიანოთ არასოდეს – ეს არის გათავისუფლება. მიბმულობისგან (მოჰასგან) მოცილება არის ჭეშმარიტი გათავისუფლება (მოკშა).
– ღმრთიური საუბარი, 19 ნოემბერი, 2002.
21.11.14
თანამედროვე განათლება არის უბრალოდ წიგნიერი ცოდნა, შეზღუდული იმით რასაც მოიცავს ტექსტები. დღეს ბევრი მისდევს მხოლოდ ასეთ საერო განათლებას (ე.ი. ნეიტრალურ ფასეულობას). მარტო საერო განათლება არ არის საკმარისი. ის უნდა შეივსოს სულიერი განათლებით. სულიერი განათლება გავლენას ახდენს ადამინის გულზე და იწოდება აღზრდად. აღზრდა ნიშნავს გარეთ გამოტანას დაფარული ღმრთიურების, რომელიც არის დაფარულად ადამიანის არსების გულში და მის, როგორც იდეალის დაარსებას მთელ მსოფლიოში. აღზრდის მეშვეობით, თქვენ უნდა განივითაროთ სიყვარულის პრინციპი და სტუდენტებმა უნდა მისდიოთ ჭეშმარიტების გზას. ჭეშმარიტი განათლება არის ის რაც აღსავსეა ჭეშმარიტებით და სიყვარულით. საერო განათლება არის საარსებოდ გამოსამუშავებლად, მაშინ როდესაც სულიერი განათლება არის სიცოცხლის მიზნის მისაღწევად. სტუდენტების და ასევე განმანათლებლების მოვალეობა არის საერო განათლების ჰარმონიზება სულიერ განათლებასთან. ეს არის დღეს პირველი აუცილებლობა.
– ღმრთიური საუბარი, 20 ნოემბერი 2002.
22.11.2014
ნამდვილი სტუდენტი არის ის ვინც ხედავს და იგებს მიღებული ცოდნის ფასეულობას. უმაღლესი განათლება (ვიჯნანა) და უზენაესი სიბრძნე (პრაჯნანა) არ არის უბრალოდ განათლების პროდუქტები რომლებიც შეიძლება შეიძონოთ შესწავლით ან მოსმენით. ყოველ ადამიანს შეუძლია ამ წმინდა უნარების განვითარება კულტურის მეშვეობით და განწმენდის მოხვეჭით განათლების და მუდმივი პრაქტიკის მეშვეობით. რა არის კულტურა? კულტურა არის შეგნებული ძალისხმევა ჩადებული ყოველი არსების მიერ ტრანსფორმირების მისაღწევად თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში არაჭეშმარიტიდან ჭეშმარიტისკენ, წერილებთან შეუსაბამობიდან, წერილების გავლენის შესაბამისობისკენ და გაქრობიდან მარადისობისკენ. ეს არის სულიერი მოძრაობა ღმრთიურებისკენ. ადამიანის არსებები არიან ჭეშმარიტების განსხეულება. ყოველმა ადამიანმა უნდა გამოამჟღავნოს შეუპოვრობა ჭეშმარიტების (სატიას) და უბიწოების (დჰარმას) პრაქტიკის დასაცავად, რაც თავის მხრივ დაიცავს სამყაროს. თუ თქვენ მოახერხებთ ასე გაკეთებას, მთელი მსოფლიო გაიხარებს მშვიდობითა და აყვავებით.
– ღმრთიური საუბარი, 21 ნოემბერი, 2002.
23.11.2014 ბჰაგავანის დაბადების დღე
ბევრი ალბათ ფიქრობს საჩუქარზე სვამისთვის მისართმევად მის დაბადების დღეზე. ღმერთზე მირთმეული საჩუქარი უნდა იყოს სუფთა, ურყევი და უანგარო სიყვარული. თქვენ შეიძლება გაიხაროთ, რომ თქვენ მიეცით უფალს ნამდვილი საჩუქარი მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ გიყვართ თქვენი თანამოძმეები, იზიარებთ მათ ტანჯვას, და დასაქმებული ხართ მათ მსახურებაში. აირჩიეთ სოფლები და გახადეთ იდეალურ სოფლებად. მდიდარ და ძალაუფლების მქონეთ უხვად ჰყავთ მსახურები. გაჭირვებულებს, ღარიბებს და ავადმყოფებს არ ჰყავთ არავინ რომ ემსახურონ მათ. მიდით მათთან და იყავით მათი მეგობრები და ნათესავები, მათი უახლოესი კეთილმსურველები. დაე ისინი მოგემშვიდობნენ თქვენ როგორც ასეთებს. არ ჩაასხათ სულიერება ყურებში მათ, ვისაც აწუხებს შიმშილი და იტანჯება ტკივილით. ჯერ დააოკეთ მათი შიმშილი. ემსახურეთ მათ როგორც ღმერთს და მიეცით საკვები, ტანსაცმელი, და წამალი და შემდეგ ასწავლეთ სულიერება. მე გაკურთხებთ თქვენ ხანგრძლივი სიცოცხლით, კარგი ჯანმრთელობით, ნეტარებით, მშვიდობით და აყვავებით. თქვენ შეგიძლიათ შესწიროთ თქვენი ფიზიკური, გონებრივი, გონიერი და სულიერი ძალა და ჩვევები მსოფლიოს მსახურებას.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1982.
24.11.2014
სიცოცხლე იქნება შეუსრულებელი უბრალოდ დროის გატარებით. როდესაც თქვენ კითხულობთ სერიოზულად რომელი მოდის პირველი ვალდებულება თუ უფლება მოდის პირველი, ზოგიერთი ადამიანი დაჟინებით მოითხოვს ‘უფლება‘. ჰკითხეთ თქვენს თავს ეს ‘უფლება ან სახელწოდება’ საიდან მოვიდა? როდესაც თქვენ ასრულებთ მოვალეობას, მისი ნაყოფი, უფლების ფორმაში, იზრდება თქვენთვის! როგორ იქნება ბავშვი დედის გარეშე? სწორედ ასე, როდესაც თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობებს გულწრფელად, შედეგი ამ მოქმედებების მოდის როგორც უფლებები. როდესაც თქვენ კითხვას სვამთ იმ ფაქტში წვიმა მოდის პირველი თუ წყლის ნაკადი, ხდება ნათელი რომ წვიმის წყალის ნაკადი მოსდევს წვიმას. წვიმის გარეშე ვერ იარსებებს ნაკადი. ნაკადი შეიძლება შედარდეს ადამიანის ‘უფლებებს’ და წვიმა ‘მოვალეობებს’. აქედან გამომდინარე შეუთავსეთ თქვენი უმაღლესი პრიორიტეტი თქვენს მოვალეობებს!
– ღმრთიური საუბარი, 22 ნოემბერი, 2002.
25.11.2014
თქვენ უნდა გახდეთ გმირები მოქმედებაში. თქვენი საკადრისი არ არის დროის ფლანგვა ფუჭ საუბრებში, საკუთარი თავის დასაქმების გარეშე რაიმე სოლიდურ სამუშაოზე ერის წარმატებისთვის. მოხარეთ თქვენი სხეული და იმუშავეთ მაგრად დიდების მისაღწევად. თესლი რომელიც დათესილია ნიადაგში კარგავს თავის ფორმას და ბოლოს ხდება გიგანტური ხე. ეს ხე იძლევა ტკბილ ხილს. მსგავსი რამ არის მაშინ როდესაც თქვენ ანგრევთ თქვენს ეგოს და კარგავთ თქვენს პიროვნებას, ჩნდება თქვენი მოქმედებების ნამდვილი ნაყოფი. აქედან გამომდინარე თავი დააღწიეთ თქვენს მიბმულობას (დეჰაბჰიმანას) თქვენს სხეულზე და განივითარეთ მიმულობა ქვეყანაზე (დეშაბჰიმანა). სიყვარული არის ხარისხი გავრცელებული ყველა ცოცხალ არსებაში. ჭეშმარიტება არის ნამდვილად ღმრთიურების განსხეულება. ის არის თქვენში, თქვენთან, თქვენს ირგვლივ, ყველგან, გიცავთ თქვენ ყოველთვის, ყველა დროში. თქვენ არ გჭირდებათ ღმერთის ძებნა რომელიმე დაშორებულ ადგილში. ჭეშმარიტება არის თვით ღმერთის განსხეულება. არასოდეს მოშორდეთ ჭეშმარიტებიდან.
– ღმრთიური საუბარი, 22 ნოემბერი, 2002.
26.11.2014
თქვენ ყველას გყავთ თქვენში მთელი ნაკრები ცხოველების: ძაღლი, მელა, ვირი, და მგელი. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი ამ ყველა მხეცზე მიდრეკილების დასათრგუნად და გაბრწყინებამდე უნდა წაახალისოთ სიყვარულის და მეგობრობის ადამიანური ხარისხები. უპირველეს ყოვლისა, დაიწყეთ სათნოების კულტივირება; ეს არის უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო ვიდრე უბრალოდ წიგნიერება. ეს მოგცემთ ნამდვილ ანანდას (ნეტარებას); ეს არის ყველა ცოდნის არსი, ყველა სწავლების კულმინაცია. მოექეცით ყველას როგორც თქვენს საკუთარს და თუ თქვენ არ შეგიძლიათ მათთვის რაიმე კარგის გაკეთება, თავი დაანებეთ მათ რაიმენაირ განაწყენებას. აანთეთ სიყვარულის ლამპა თქვენი გულის ნიშაში და სინათლის ატანის უძლური სიხარბისა და შურის ღამის ფრინველები გაფრინდებიან შორს. უდრეკი ადამიანი დაავადებულია ყველაზე ცუდი ტიპის ეგოურობით; სიყვარული (პრემა) გხდით თქვენ მშვიდს, ეს გღუნავთ თქვენ და ქედს გახრევინებთ როდესაც ხედავთ დიდებულებას და დიდებას. გამოიყენეთ ეს უნარი და მიიღეთ დიდი უპირატესობა მისგან.
– ღმრთიური საუბარი, 3 მარტი, 1958.
27.11.2014
მას ვინც სავსეა სიყვარულით აქვს ჭკუის დიდი სიმშვიდე, არის სუფთა გულით და აღუშფოთებელია ნებისმიერი არახელსაყრელი ვითარებით, წარუმატებლობით ან დანაკარგით. ეს მხნეობა მოდის უფლის სიყვარულიდან, და ეს აძლევს ადამიანს თავდაჯერებას. თავდაჯერება ბადებს უზარმაზარ შინაგან ძალას. თითოეულმა უნდა განივითაროს ეს ძალა რომ განცადოს მეს ნეტარება (ატმა ანანდა). სიყვარული უნდა იყოს თავისუფალი რაიმეს დაბრუნების ან რაიმეთი დაჯილდოების მოლოდინისგან. სიყვარული რომელიც წარმოიშობა რაიმეს დაბრუნების სურვილიდან არ არის ჭეშმარიტი სიყვარული. უნდა განვითარდეს უნაკლო, უანგარო და უმიზეზო სიყვარული. ეს არის წმინდა მოვალეობა. თქვენ არ უნდა ელოცოთ ღმერთს ძებნით ამა თუ იმ წყალობის, რაც თქვენი ხედვისთვის არის შეზღუდული. ვერც ერთი თქვენგანი ვერ ჩაწვდება რა არის განსაკუთრებით ფასეული. ღმრთიური და დიდებული განძი არის მაშინ როდესაც თქვენ კარგად იცავთ ღმრთიური წყალობის საგანძურს.
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 1989.
28.11.2014
ირწმუნეთ რომ ჭეშმარიტება დაგიცავთ თქვენ დიდ ხანს; ჩაეჭიდეთ მას იმის მიუხედავად რაც შეიძლება მოხდეს. რადგან თუ თქვენ იქნებით მართალი დანაშაულის გრძნობა არ დაგრღნით შიგნიდან და არ გამოიწვევს ტკივილს. სიმხდალე არის ის რაც გაიძულებთ თქვენ ჭეშმარიტების დამალვას; სიძულვილი არის ის რაც პირს ულესავს სიცრუეს. იყავით გამბედავი და არ იარსებებს სიცრუის საჭიროება. იყავით სიყვარულით სავსე და არ იარსებებს ხრიკების საჭიროება. ყველაზე ადვილი ჩვეულება არის სიმართლის ლაპარაკი; რადგან თუ თქვენ იწყებთ ტყუილის თქმას, თქვენ უნდა ითვალოთ ეს და დაიმახსოვროთ რამდენი გაქვთ ნათქვამი ვისთან და ყოველთვის უნდა იყოთ დაძაბული, რომ ერთი ტყუილი წინააღმდეგობაში არ მოვიდეს მეორესთან! გიყვარდეთ ადამიანი და თქვენ არ გექნებათ ადამიანის სიცრუით მოტყუების საჭიროება; თქვენ იგრძნობთ რომ საყვარელი ადამიანი იმსახურებს სიმართლეს და არაფერ სხვას სიმართლეზე ნაკლებს. სიყვარული დაგიცავთ მნიშვნელოვნად შეწუხებისგან.
– ღმრთიური საუბარი, 3 მარტი, 1958.
29.11.2014
ღმერთისადმი ლოცვით და ტრივიალური და უმნიშვნელო ნივთების თხოვნით ადამიანები ამცირებენ უფლის ღმრთიურ ქონებას. არავინ აფასებს ფასეულობას, წმინდა და ღმრთიური წყალობის რომელიც ღმერთმა შეიძლება ამოირჩიოს საჩუქრად ღირსეული ერთგულისთვის. აქედან გამომდინარე არასოდეს ეძიოთ ღმერთისგან, არც მოისურვოთ, უმნიშვნელო წვრილმანები, არც ელოცოთ ამისთვის. ყველაფერზე მეტად უფრო ძვირფასი და სასურველი არის ღმერთის სიყვარული. თუ თქვენ გსურთ მიიღოთ რაიმე ღმერთისგან ელოცეთ მას ასე, `ოჰ უფალო! დაე მე მყავდე მარტო შენ~. ვედრება რაიმე სხვაზე ვიდრე ღმრთიურ სიყვარულზე არის მსგავსი ყავის ფქვილის თხოვნის კალპატარუდან (ნატვრის შემსრულებელი ხიდან)! ვინაიდან თუ თქვენ ერთხელ იშოვნით უფალს, თქვენ ბუნებრივად მიიღებთ ყველაფერს რაც თქვენ გსურთ! ღმერთისადმი ლოცვისას მისი წყალობისთვის, არ გატაცდეთ ექსტრავაგანტური ქებით და პირფერობით მისი მოწონების მოსაპოვებლად და მის კეთილგანსაწყობად; ეს ლოცვა მაშინ იძენს კომერციულ ელფერს! ილოცეთ გულწრფელად და დარწმუნებით შიგნიდან.
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 1989.
30.11.2014
არ აჰყვეთ თანამედროვე საუბრებს თანასწორობის შესახებ თითოეული კაცის და ქალის, ან ყველა ადამიანის. თითოეულს აქვს გონებრივი უნარების გარკვეული ფონდი, და თავისებური ფუთა ინსტინქტების, იმპულსების და ვასანების (წარსული შთაბეჭდილებების). რამდენადაც თქვენ ანვითარებთ მათ ან ყურადღება გადაგაქვთ მათზე ან ამცირებთ მათ ძალას, იმდენადვე არსებობს განსხვავება თქვენს უნარებსა და მიღწევაში. გამოიყენეთ ყველა შანსი რომელიც თქვენ გეძლევათ თქვენი ჩვევების, ჯანმრთელობისა და ხასიათის განსავითარებლად. ეს არის თქვენი მოვალეობა ამჟამად. თქვენი რაიმე მოქმედებით არ გამოიწვიოთ სხვების ტკივილი; არ დატანჯოთ ტკივილით თქვენი თავი, სისულელით ან აშკარა ყოყოჩობით. არ შეარცხვინოთ თქვენი უხუცესები; განავითარეთ მსახურების სული და ისწავლეთ როგორ ემსახუროთ ავადმყოფებს და გაჭირვებულებს, და ისარგებლეთ სხვების დახმარების შემთხვევის ყველა შანსით. ან უკიდურეს შემთხვევაში თავი დაანებეთ სხვების გულისტკენის გამოწვევას.
– ღმრთიური საუბარი, 3 მარტი, 1958.
სატია საი ბაბა