აბდულ რაზაკ ბაბურაო კორბუ
საი სათჰია საკჰა
(სათჰია საი, ჩემი ჭეშმარიტი მეგობარი)
ღვთიური ურთიერთქმედებები, ცდები და გარდაქმნები ჩემს ცხოვრებაში
4. სასწაულის განცდა.
კოლჰაპურის კოლეჯში, რომ დავდექი დირექტორად, 1982 წლის ივლისის მესამე კვირაში მე გავემგზავრე პუტტაპარტში გაკვეთილების ჩასატარებლად. მე ვფიქრობდი, რომ ჩემთვის აუცილებელი იყო მეცნობებინა ბაბასთვის კოლჰაპურის კოლეჯში ჩემი დირექტორობის შესახებ. წინა წელს ბაბამ მე არც ერთჯერ არ შემომხედა. მე კარგად ვიცნობდი ბაბასთვის ყველაზე ძვირფას ერთგულებს _ დოქტორ ვ.კ. გოკაკს, დოქტორ ბჰაგავანტამ შრი კასტურის, პოლკოვნიკ ჰიოგა რაოს, _ და ვხვდებოდი, ბაბას შესახებ წიგნების კარგად ცნობილ მწერლებს, ისეთებს როგორიცაა შრი პ. ბალუ, შრი რ. გავაპატი, გოვარდ მიორფეტი, დოქტორი ჰისლოპი და დოქტორი სამუელ სანდვაისი. მე ჯერ კიდევ შემეძლო შემეძინა ბაბას სათნოება, და უკეთესი იქნებოდა, თუ მე ვიჯდებოდი ხალხში, ვიდრე ვყოფილიყავი მიახლოებული და უყურადღებო.
კოლჰაპურის კოლეჯში, რომ დავდექი დირექტორად, 1982 წლის ივლისის მესამე კვირაში მე გავემგზავრე პუტტაპარტში გაკვეთილების ჩასატარებლად. მე ვფიქრობდი, რომ ჩემთვის აუცილებელი იყო მეცნობებინა ბაბასთვის კოლჰაპურის კოლეჯში ჩემი დირექტორობის შესახებ. წინა წელს ბაბამ მე არც ერთჯერ არ შემომხედა. მე კარგად ვიცნობდი ბაბასთვის ყველაზე ძვირფას ერთგულებს _ დოქტორ ვ.კ. გოკაკს, დოქტორ ბჰაგავანტამ შრი კასტურის, პოლკოვნიკ ჰიოგა რაოს, _ და ვხვდებოდი, ბაბას შესახებ წიგნების კარგად ცნობილ მწერლებს, ისეთებს როგორიცაა შრი პ. ბალუ, შრი რ. გავაპატი, გოვარდ მიორფეტი, დოქტორი ჰისლოპი და დოქტორი სამუელ სანდვაისი. მე ჯერ კიდევ შემეძლო შემეძინა ბაბას სათნოება, და უკეთესი იქნებოდა, თუ მე ვიჯდებოდი ხალხში, ვიდრე ვყოფილიყავი მიახლოებული და უყურადღებო.
მაგრამ დადგა დრო რაღაცა სხვანაირად მომხდარიყო. საღამოს დარშანზე ის მოვიდა პირდაპირ ჩემთან. თვალებზე ცრემლებით მე გავუკეთე მას ნადნამასკარი.
შემდეგ ბაბამ მკითხა მე: “სერ თქვენ როგორ ბრძანდებით?” “მე ყველაფერი წესრიგში მაქვს, ბაბა, მაგრამ ახლა…” და ვიდრე მე დავამთავრე წინადადება, ბაბამ თქვა: “მე ვიცი, მე გნახავ შენ მოგვიანებით” და წავიდა. მან მე გამაბედნიერა.
შემდეგ მე შევხვდი დოქტორ ვ.კ. გოკაკს კოლეჯში. მან მითხრა მე: ” სვამის თქვენ ძალიან უყვარხართ. თქვენი სტუდენტები ყოველთვის ამბობენ, რომ თქვენ ასწავლით ძალიან კარგად და რომ ისინი თქვენთან ბედნიერები არიან. მე მინდა დავესწრო თქვენს მეცადინეობას თუ შემთხვევა მომეცა.” მე წყნარად ვუპასუხე: “გეთაყვა, ეს არ გააკეთოთ სერ, მე ვერ წარმოვთქვამ ვერც ერთ სიტყვას თქვენი თანდასწრებით.” ამის გაგონებაზე დოქტორმა გოკაკმა გულიანად გაიცინა.
ჩვეულებრივ მე ვბრუნდებოდი კოლჰაპურში კვირა დღეს, მაგრამ ამჯერად მე დავაგვიანე ავტობუსზე და ამის შედეგად დავრჩი და წავედი საღამოს დარშანზე. ბაბას არავინ არ წაუყვანია ინტერვიუზე. დარშანის დასრულების შემდეგ ბაბა მოვიდა პირდაპირ ჩემთან, და ბაბას და ჩემს შორის აივანზე შედგა შემდეგი დიალოგი:
ბაბა: “თქვენ რა გქვიათ სერ?”
(მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი ბაბა რატომ მიწოდებდა მე “სერს”)
მე: “აბდულ რაზაკი”.
ბაბა: “რას ნიშნავს “აბდულ”?
მე: “ერთგულს”
ბაბა: ”რას ნიშნავს “რაზაკი”?
მე დავიწყე დაუკავშირებელი ბოდიალი და ვერ შევძელი უცბადვე გამეცა პასუხი.”
მაშინ ბაბამ თვითონ თქვა
ბაბა: ”რაზაკი” ნიშნავს “ალლაჰ”, რას ნიშნავს “ალლაჰ?”
მე: “ღმერთი”
ბაბა: “ეს მთლად სწორი არ არის. “ალლაჰ” ნიშნავს “ყველაზე მაღალს”, “მაღლა ყველაფერზე”, ეს კი აღნიშვნაა პარამეშვარის _ პარამა _ იშვარის (კიდეგანს გარეთა მფლობელი). მათ შორის არ არის განსხვავება, ალლაჰ და პარამეშვარ _ ერთია, და ის _ მთელი ეს ყოფიერებაა, ეს ვიშვაა (სამყაროა)!”
ბაბა პირველად მელაპარაკებოდა ასე ბევრს აივანზე. ბაბას უსმენდა ყველა ვინც იმყოფებოდა აივანზე – შრი კასტური, გოკაკი, ბჰაგავანტამი და სხვები. მე ვიდექი დაცლილი, თითქმის დაჰიპნოზებული.
შემდეგ ბაბამ თქვა “წავედით” და ნაბიჯები გადადგა. მე ვერ შევძელი გაგება და შევცბუნდი. შრი კასტური იდგა შორიახლოს, მან დაიჭირა ჩემი მმდგომარეობა, მოვიდა ჩემს დასახმარებლად და მითხრა: ”სვამიმ გადაწყვიტა მოგცეს ინდივიდუალური ინტერვიუ. ეს დიდი წარმატებაა. წადი მის ოთახში.”
მე წამოვდექი და წავედი მისი ოთახისაკენ. ის იდგა კარებთან. მე მივედი მასთან სრულიად ახლოს და თავდახრილი, ხელისგულებშეერთებული ვიდექი (მე ვვარაუდობ, რომ ვერავინ, თუნდაც ბაბას კრიტიკოსები, ვერ შეძლებენ პირდაპირ დგომას, მასთან სულ ახლოს ყოფნისას).
შრი გოკაკი იყო იქ და ის ღიმილით გვიყურებდა ჩვენ. ბაბამ შეხედა გოკაკს და ჩემზე მინიშნებით უთხრა მას “ საწყალი კაცია. მე მიყვარს ის.”
შემდეგ ბაბამ, ჩემსკენ სახით შემოტრიალებულმა, თქვა ინდურ ენაზე “შემოდი ოთახში აბდულ”.
“მე შევედი შიგნით, შემდეგ შემოვიდა ბაბა. მან ჩართო ვენტილიატორი და ჩაჯდა თავის სავარძელში. მე ჩამოვჯექი მის ფეხებთან და ძლიერ ავქვითინდი.
ბაბა: “დაჯექი ნორმალურად და ნუ ქმნი ხმაურს შენი ქვითინით. რისთვის გაქვს შიში როცა მე აქ ვარ? შენ აბდულა ხარ, ჩემი აბდულა და მე შენი რაზაკი ვარ, შენ ხომ იცი ეს, განა ასე არ არის?”
ამ დროისათვის ჩემი სველი ცხვირსახოცი უკვე უსასრგებლო იყო. მე იქვე მოვიწმინდე თვალები და ცხვირი ჩემი ნერუ-პერანგის კიდით და შევეცადე თავის დაჭერას. რამდენიმე წუთის შემდეგ ბაბამ მითხრა: “აბდულ ამოიხედე მაღლა,” და მე ცოტათი წამოვწიე თავი. ბაბამ გააკეთა მოძრაობა მარჯვენა ხელის დაბლა მიმართული ხელისგულით, ჩემი თავის გარშემო და მე შევამჩნიე თეთრი ვიბჰუტი (წმინდა ფერფლი), წარმოქმნილი მისი ხელისგულის ცენტრში. თავისი ხელის მოძრაობის გაუჩერებლად მან ასწია ის მაღლა, მოაბრუნა ხელისგულით ჩემსკენ, ე.ი. დაიჭირა ის აბჰაია-მუდრაში – ჟესტში, რომელიც აღნიშნავს დაცვას და აჩვენებს, რომ არ არის საჭირო შიში. მე დავინახე ვიბჰუტის თეთრი ლაქა მისი ხელისგულის ცენტრში.
ბაბა: “შეჭამე ის მთლიანად. შენ იგრძნობ შვებას.’’ მე შევჭამე ვიბჰუტი, ბაბამ მიბრძანა და დავწყნარდი.
ბაბა: “როგორ არის თქვენი ახალი დირექტორობა სერ?’’ მე: “(ოჰ, ბაბამ იცის ყველაფერი!) ბაბა მე ბედნიერი ვარ ჩემი ახალი თანამდებობის გამო.”
ბაბა: “ნუ იქნები ზედმეტად ბედნიერი. ამის შემდეგ ნაღველი და დარდი მოდის.”
(მე სიტყვაც კი არ წარმომითქვამს და ვაგრძელებდი ბაბას შეხედვას.)
ბაბა: “მე ვიცი რომ შენ კანონს ასწავლი. რა არის კანონი?”
მე: ”(როგორც იურისპრუდენციის მასწავლებელი, ამ მოულოდნელი კითხვით დასაწყისშივე ამოცანის ქვეშ დავდექი) კანონი ნიშნავს წესებს ქცევის დისციპლინისა, წინასწარდაწერილს ხელისუფლებისაგან მთლიანად საზოგადოების გასაუმჯობესებლად. ბაბამ ფართოდ გაიღიმა და მე ცოტა მოვდუნდი.
ბაბა: “წიგნის პასუხი! აბდულ მითხარი, სტუდენტებს რატომ უკითხავ ლექციებს შენი უბის წიგნაკიდან კარნახით?“
მე: “აქ რა არის არასწორი ბაბა?”
ბაბა: “ძალიან არასწორია. რატომ არ უნდა კარნახობდე შენი მეხსიერებიდან და არა უბის წიგნაკიდან?”
მე: “ბაბა ძალიან ძნელია დაიმახსოვრო იურიდიული თემები შემდეგი კარნახისთვის.”
ბაბა: “არაფერი ძნელი არ არის. ნუთუ შენ შენს ტანსაცმელს ადგილობრივ მრეცხავ ქალს არ აბარებ ყოველ დილით? ათასობით ერთგული აბარებს თავის ჭუჭყიან ტანსაცმელს მრეცხავ ქალს ყოველდღე. გარეცხილი და გაუთოვებული ტანსაცმელი კორექტულად მიაქვთ თვითოეულ ოჯახში ყოველ დილით. ნუთუ გაუნათლებელი მრეცხავი ქალი როდესმე აკეთებს ტანსაცმელზე და მათ მფლობელებზე ჩანაწერებს? ის რა სახით იმახსოვრებს სწორად? გულითადობა – ჭეშმარიტია, სერიოზულობა-არაჭეშმარიტი. ამ მომენტიდან დაწყებული იყავი გულითადი ყოველთვის, და მე ვნახავ, რომ შენ უკარნახებ უკეთესად, მეხსიერებით. არაფერი არ არის ძნელი კეთილღირსებიანი და გულითადი პიროვნებისთვის. ერთგულება მოკლებულია სიძნელეებს. ადამიანი ქმნის კანონს ადამიანისთვის. მაშინ ეს როგორ უნდა იყოს ძნელი? კანონი (იურისპრუდენცია) დარდია, მაგრამ მარტივია. კანონის დასწრება ნიშნავს სიყვარულის არ დასწრებას. ისუნთქე სიყვარულით და კანონი მოკვდება.“
ოჰ, ასეთი უბრალო და დიდი აზრები! მე რატომ არ დავფიქრდი ამაზე მთელი ეს წლები? ჩემი “მე”-ს ეგო-ს გამო. ბაბა კი ყველაფრის წამყვანი – თვით ცოდნაა! ამგვარმა დაუოკებელმა აზრებმა მომიცვეს მე. მე არ გამოვცემდი არავითარ ხმას. ბაბამ ამოიღო ბღუჯად პარკები ვიბჰუტით, მომცა ისინი მე და თქვა: “შენი ოჯახის წევრებისთვის. მე შეგხვდები შენ ხელახლა ხვალ დილით და ხვალ შენ არ დააგვიანებ ავტობუსზე ბანგალორამდე.”
იმ ღამით მე ვერ ვიძინებდი და განვიცდიდი დიდ სიხარულს. აზრი არ ჰქონდა ავტობუსის გამოცანის ამოხსნის მცდელობას _ დავაგვიანე მასზე მე თვითონ, თუ გაკეთებული იყო ისე, რომ მე დამეგვიანა! მე შევიგნე ბაბას ერთი გამოთქმის მნიშვნელობა, რომელიც მან გააკეთა ადამიანის ცხოვრებაში მოვლენებთან და შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ჰგვანან ჩვეულებრივ მოვლენებს. მე ასევე ბედნიერი ვიყავი იმის გამო, რომ ბაბამ მითხრა: “მე შეგხვდები ხვალ დილით.”
ორშაბათს დილით დარშანის შემდეგ, მე შევნიშნე უცხოელთა ჯგუფი – ხუთი ქალი და ოთხი მამაკაცი – მიმავალი ბაბასთან ერთად ინტერვიუზე და დავიწყე განცდა იმის გამო, რომ შევძლებ კი მე გამგზავრებას 10 საათიან ავტობუსზე. ბაბამ უბრძანა ჯგუფს გაეგრძელებინათ გზა, მობრუნდა უკან და დამიძახა მე. გარეთა ოთახში ბაბამ ზოგიერთ მათგანს მისცა რამდენიმე შეკითხვა, მისცა რჩევა ყველას. მატერიალიზება გააკეთა ვიბჰუტის და დაურიგა ის, ყველა იქ მყოფს. შემდეგ ის იძახებდა თითოეულს ინდივიდუალურ ინტერვიუზე შიდა ოთახში. (ზოგიერთ შემთხვევაში ინდივიდუალურ ინტერვიუზე შეიძლება მიწვეული იყოს 40 კაცამდე. მხოლოდ მაშინ, როცა ეს ინტერვიუები დასრულებულია და ბაბა მიდის, ყველა დანარჩენი ვინც გარეთა ოთახში იმყოფებოდა, გამოდიან იქიდან)
მე შევედი შიგნით, შემდეგ შემოვიდა ბაბა და ჩაჯდა თავის სავარძელში. მე დავვარდი მის ფეხებთან. ბაბას ფეხების წინ თაყვანისცემა – ბაბას ერთგულთა დაუოკებელი სურვილია.
ბაბა: “მე ვიცი, რომ შენ გაქვს რწმენა ჩემში, მაგრამ შენ არ გწამს ჩემი ძალის, რომლითაც მე ვამატერიალებ საგნებს, ეს განა ასე არ არის?”
ამ შეკითხვით ბაბამ დამთრგუნა. ვერცერთმა აზრმა ვერ შეძლო მოსულიყო თავში პასუხის გასაცემად. რამდენად გახარებული ვიყავი მე, რომ ბოლოს და ბოლოს კითხვამ თავი ამოყო ზედაპირზე, რამდენადაც მე ჯერ კიდევ არ ვიყავი კმაყოფილი ამასთან მიმართებაში. მე მინდოდა მენახა და გამომეცადა პირადად. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მე ვახსენებდი ბაბას და ვსაუბრობდი მის შესახებ მეცნიერებთან, დოქტორებთან და სხვა განათლებულ პიროვნებებთან. მე არ შემეძლო პასუხის გაცემა საგნების შემოქმედებაზე (გამატერიალებაზე) ჰაერიდან. მე მეგონა რომ ეს შეიძლება ყოფილიყო იმის გამო, რომ მე არ მქონდა ასეთი განცდა ან ადეკვატური ცოდნა ამზე ჩემი მოდუნებული ძალისხმევის გამო.
თითოეულმა მშვენივრად იცის ერთი კარგი ფაქტის შესახებ – რომ ამ სამყაროში შექმნა (გამატერიალება) – მისტერიაა. თვით მეცნიერული სამყაროს დასაბამიდან ახლანდელ მოწინავე მეცნიერებამდე არც ერთ მეცნიერს არ ძალუძს ჭეშმარიტი ახსნა მისცეს ქმნილებას, ე.ი. ახსნას – როგორი სახით და რატომ? მას შეუძლია, მხოლოდ მოგვცეს აღწერა. მაგალითად, ბავშვის ჩასახვა ხორციელდება მამაკაცის და დედაკაცის მიერ. შესაძლებელია ეს საკითხი ახსნილი იყოს უფრო დაწვრილებით მეცნიერების დახმარებით. მაგრამ არავის შეუძლია გვიპასუხოს კითხვაზე “რატომ?” მოდი განვიხილოთ მეორე მაგალითი. წყალი იქმნება წყალბადის ორი და ჟანგბადის ერთი ატომის შეერთების შედეგად – H2O. მაგრამ ამ პროცესისათვის აუცილებელია კატალიზატორი. შეუძლებელია ვაწარმოოთ წყალი, ორი ნაწილი წყალბადისა და ერთი ნაწილი ჟანგბადის უბრალოდ ბოთლში მოქცევით. ის, როგორი სახითაც მოქმედებს კატალიზატორი – არის ბუნების მისტერია. სუნთქვის პროცესში, ჩასუნთქვის შემდეგ ჩვენ ვშთანთქავთ ჟანგბადს და ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს, მცენარეებს და ხეებს ეს პროცესი აქვთ უკუმიმართული, ასეთნაირად შენარჩუნდება ბალანსი ატმოსფეროში. ვინ მართავს ამ ბალანსს, უზრუნველყოფს და ინარჩუნებს მას?
მეცნიერება თვლის რომ ცოდნა შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად: ერთი ნაწილი-შეცნობილი, მეორე-შეუცნობელი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მეცნიერების პროგრესით შეუცნობელი შემცირდება.
ალჰიატმა-ჯნანა (სულიერი ცოდნა) ამტკიცებს რომ არსებობს სიღრმისეული ცოდნა, მყოფი მეცნიერების მიღწევადი ცოდნის გარეთ, რომელიც შეიძლება განვიცადოთ შიგნით, როგორც გამომავალი საკუთარი უმაღლესი არსებიდან, და არა ლაბორატორიებში. ამ საკითხის ჩემი გაგება მდგომარეობს იმაში, რომ ნაცვლად ამ თემაზე დისკუტირებისა, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ორივეთი (ორივე ცოდნით) და წავიწიოთ წინ. რომ იცხოვროს შინაარსიანი და ბედნიერი სიცოცხლით კაცობრიობას სჭირდება ცოდნა როგორც სულიერ დარგში ასევე მეცნიერულში. ნამდვილი გარე ბედნიერება შეუძლებელია მთელი სისრულით განიცადო შინაგანი თაყვანისცემის გარეშე. ქმნილება ეს – არის შინაგანი და ყოვლადსაერთო ჭეშმარიტება. როცა ამ განცდას ადგილი აქვს საკუთარი უმაღლესი არსების შიგნით, მაშინ ეს ორივე სისტემა ერთმანეთს ავსებენ და არ ეწინააღმდეგებიან ურთიერთს.
მე არ მაინტერესებდა, სიცარიელისგან მატერიალური ობიექტების შექმნის მეთოდოლოგიის შესწავლა. მე მინდოდა ცხადად მენახა რომ გამეგო, არის ეს ბუნებრივი ფენომენი თუ მაგია. დღეს ბაბა მაძლევს მე ასეთ შესაძლებლობას.
მე: “ბაბა, მე მაპატიე. ეს ასეა.”
ბაბა: “შენი რწმენის არ ქონა, შექმნის ჩემს ძალაში, ნამდვილი და გამომცდელია. მე მომწონს შენი გულახდილობა, და მე შენ მიყვარხარ. ძალიან კარგი, რომ შენ არ ითვისებ არაფერს როგორც თავისთავად ნაგულისხმევს. შენი რწმენა ჩემში არ არის ბრმა. ძალიან კარგი. ახლა კი მე გიბრძანებ შენ მთხოვო რაც გინდა და მე მოგცემ პირდაპირ აქ და ახლა. არ აჩქარდე და მთხოვე რაც გინდა იმათგან რაც შენ გსურს.”
ახლა მე მქონდა შესვენება. მე ვხედავდი ბაბასგან შექმნილი ობიექტების სიმრავლეს, და აგრეთვე მეჭირა ისინი ხელში. მე დარწმუნებული ვიყავი ამ ნივთების ნამდვილობაში, მაგრამ მე არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ისინი ბაბამ პირველად თვითონ შექმნა. რამდენიმე ხანს დავფიქრდი და ძალიან კარგად ვიცოდი ერთი რამ, რომ ბაბას ერთგულთა შორის ძალიან ცოტაა მუსულმანი, მე გადავწყვიტე მეთხოვა შეუძლებელი ნივთი, რომელიც ჯერ არავის უნახავს აქამდე.
მე: “ბაბა, გეთაყვა, მომეცი მე ისეთი ნივთი, რომელიც თავისში განითავსებს მთელ სამყაროს, და რომ მხოლოდ ჩემი საკუთარი რელიგია იყოს ნაჩვენები მასზე.”
ბაბა: “(რბილი ღიმილით) აბდულ, დავიჯერო შენ მართლა ფიქრობ, რომ მომმართე მე შეუსრულებადი თხოვნით?”
მე უბრალოდ თვალის დაუხამხამებლად ვაგრძელებდი ბაბაზე შეხედვას.
ბაბა: “შეხედე ჩემს ხელისგულს. ხედავ შენ მასზე რაიმეს? არც ჩემს ხელისგულზე, არც მის გარეთ არაფერი არ არის. შენ შეგიძლია ეს შეამოწმო.“
ბაბამ შეაბრუნა თავისი ხელი ხელისგულით მაღლა, მისი ტანსაცმლის სახელო იყო მის დაყვის ზემოთ და მე ვერ გავბედე მისთვის ხელი მომეკიდა. მაშინ ბაბამ იძულებით ჩამჭიდა მაჯაში და ჩემი ხელისგული გაატარა თავისი ხელის გარშემო ხელისგულიდან დაყვამდე.
ბაბა: “ახლა გარკვეული დროით უყურე ჩემს ხელისგულს ცენტრში.”
შვიდი თუ რვა წამის განმავლობაში მისი ხელისგულის ცენტრში კანი გაიხსნა და მე დავინახე რაღაცნაირი მრგვალი დიდი ზომის საგანი, გამომავალი მისგან, მალე კანი გახდა ნორმალური, როგორც ადრე, და ხელის გულზე იდო მშვენიერი მბრწყინავი ბეჭედი.
ბაბა: “(ინდურ ენაზე) აიღე ის, შემდეგ კი დადე ისევ ჩემს ხელზე. მანამდე კი დაკვირვებით შეხედე მას.”
ბაბას ბრძანებით მე ავიღე ბეჭედი და ძალიან ყურადღებით დავათვალიერე. მასზე იყო ნახევარმთვარე და ვარსკვლავი, ამოტვიფრული ოქროში. შემდეგ დავდე ის კვლავ ბაბას ხელისგულზე.
მე: “ბაბა მე არ შემიძლია გავიგო რამე ამ ბეჭედთან მიმართებაში. გეთაყვა ამიხსენი.”
ბაბა: “შენ მხოლოდ დაბადებული ხარ მუსულმანად. შენ ვერაფერს ვერ იგებ ისლამში.”
ეს იყო სიმართლე. განა ბაბასთან საუბარში მე ვახსენე ჩემი რელიგიის შესახებ მისი შემოწმებისთვის. მე რელიგიური კაცი არ ვარ ამ სიტყვის ჭეშმარიტ გაგებაში.
ბაბა: “მე გავაკეთე ეს ბეჭედი აშტა-კონის (რვაკუთხედის) ფორმით ჩასმული ნავარატნით (ცხრა ძვირფასი ქვა)-ეს ორი ასპექტი ერთად განასახიერებს სამყაროს, ნავარატნის შუაში კი მოვათავსე ისლამის სიმბოლო ვარსკვლავი და ნახევარმთვარე ზურმუხტებში (მწვანე ძვირფას ქვებში.)”
მე: “ბაბა სად არის მუსულმანური რელიგია ამ ბეჭედზე?”
ბაბა: “შეხედე ამ მწვანე ქვებს. ეს შენი რელიგიაა. ახლა კი მე გაგიკეთებ ამ ბეჭედს შენი მარცხენა ხელის უსახელო თითზე, რადგანაც შესაბამისი თითი შენს მარჯვენა ხელზე დამახინჯებულია.”
ამ სიტყვების თქმისას ბაბამ ჩამომაცვა მძიმე ბეჭედი მინიშნებულ თითზე. აჰ, ის თავისი ზომით მოერგო იდეალურად! მე კვლავ დავიხარე მისი ფეხების წინ, ახლა კი მთლიანად ცრემლებში. რამდენიმე ხნის შემდეგ მე ბაბას კვალდაკვალ გავედი გარეთა ოთახში. ბაბა მოუყვა იქ მომლოდინე ცხრა უცხოელს, ბეჭდის და “ჩემს, როგორც ცელქ (გაუგონარ), ნასკვიანი (გზასაცდენილი) ერთგულის” შესახებ.
მე გამოვედი აივანზე. ჩემი მაცხენა ხელის უსახელო თითი დამძიმდა ბეჭდის გამო. ბეჭედი იყო მძიმე, მოელვარე სილამაზით. მან მაშინვე მიიზიდა შრი კასტურის ყურადღება. მან ასწია ჩემი ხელისგული, ზედმიწევნით შეისწავლა ბეჭედი და შესძახა: “მე, აქამდე არასდროს, არ მინახავს სვამის ასეთი მშვენიერი ქმნილება!
ეს ნავარატნაა. მაგრამ რა არის ბეჭდის შუა მწვანე ნაწილში? ომ ხომ არაა?” დოქტორმა ვ.კ. გოგაკმა, რომელმაც ასევე დაათვალიერა ის, თქვა: “ეს გარკვეულად ომ არ არის. ეს რაც არ უნდა იყოს ეს ბეჭედი დახვეწილად ლამაზია.“ რამდენიმე სხვა ერთგულმაც ნახა ეს ბეჭედი, მიიდეს ის თავის თვალებთან და შუბლთან.
ერთერთი მათგანი იყო წვერებიანი ამერიკელი. ის მოვიდა სულ ახლოს ჩემთან ჩაციებით დააკვირდა ბეჭედს, აიღო ჩემი ბეჭდიანი ხელი, მიიდო ის თავის გულზე და წარმოთქვა “ალლ ჰუმ დო ალლაჰ! (ოჰ, ღმერთო შენი ქმნილება მიუწვდომელია!).”
მე ამით აღტაცებული ვიყავი და ვთხოვე მას ეამბო კიდევ რაიმე. მან მაცნობა: “მე – მუსულმანი ვარ. ეს ბეჭედი აჩვენებს, რომ შენც მუსულმანი ხარ.” მე კვლავ ვკითხე: “თქვენ როგორ გაიგეთ ამის შესახებ?” მან კვლავ მკითხა: “შენ შეგიძლია არაბულის წაკითხვა?”, როცა უარყოფითად უპასუხე, მან ამიხსნა: “ეს წერია ბეჭდის შუაში მწვანე ფერით.” მე კვლავ ვკითხე: “რას ნიშნავს ეს წარწერა?” მან მიპასუხა: “ეს არის სიტყვა ალლაჰ დაწერილი არაბულ ენაზე.”
მხოლოდ ამ მომენტში მივხვდი მე, რომ ბაბამ ჩაბეჭდა ბეჭდის შუაში სიტყვა ალლაჰ მწვანე ზურმუხტებით. მე შევეკითხე ბაბას ჩემი რელიგიის შესახებ და ბაბამ დამლოცა ასეთი შესანიშნავი სახით! მხოლოდ მაშინ ჩემდა გასაკვირად, მე მივხვდი, რომ ბაბა ლაპარაკობდა ჩემს მარჯვენა ხელის უსახელო მახინჯ თითზე ისე, რომ მასზე არც შეუხედავს და არც შეხებია!
მე დავბრუნდი ჩემს ოთახში და მერე გამახსენდა, რომ მე უნდა მიმესწრო ათსაათიანი ავტობუსისთვის, იმ დროს, როცა უკვე თორმეტის ნახევარი იყო. სადილის გარეშე მე აჩქარებით წავედი ავტობუსების სადგურისაკენ, სადაც მაცნობეს, რომ მე შემიძლია მივაღწიო კოლჰაპურამდე მცირეოდენი უხერხულობებით გადაჯდომების გამო მარშრუტზე პუტტაპარტი – ანანტაპური – ბელლარი – ჰუბლი – კოლჰაპური. მე მაშინვე დავჯექი ავტობუსზე, მიმავალზე ანანტაპურში, და მივაღწიე ჩემს სახლამდე მეორე დილით, ცარიელი კუჭით და უძილო ღამის შემდეგ. მე ვერ ვგრძნობდი ვერავითარ დაღლილობას. სად ვიყავი მე? მე მთლიანად დავიკარგე ბეჭედში.
ჩემი თვალები გხედავენ თქვენ მაშინაც როცა თქვენ ეს არ იცით. მნიშვნელობა არ აქვს გიმზერთ მე თქვენ თუ არა. რადგან თქვენ არ შეგიძლიათ შეაფასოთ ჩემი გამოხედვა და მისი მნიშვნელობა. ეს არის ‘ეგო ‘ ასე დაინტერესებული დანახვაზე სურვილით. სიცოცხლე დანახული ღმერთის მიერ, ეს არის ყველაფერი ყველაფრის შესახებ. და ღმერთი ხედავს ყველას და ყველაფერს.
ბ ა ბ ა