გამოსვლები

 

 

ახლოვდება დრო, როდესაც მთელი კაცობრიობა იცხოვრებს ჰარმონიაში. ეს დრო მოვა უფრო სწრაფად, ვიდრე შეიძლება მოელოდეთ. მის დადგომამდე იყავით მზად ყველაფრისთვის რაც საჭირო იქნება, რომ ყოველ ცოცხალ არსებას გაუმხილოთ არსებობის ჭეშმარიტი მიზანი. ეს ის არ არის რაც ყოველ ცოცხალ არსებას შეუძლია თავისთვის წარმოიდგინოს. ეს ის არ არის რასაც ადამიანი შეიძლება ესწრაფოდეს. ეს მაღლაა ყოველგვარ გაგებაზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ მისი სილამაზე ისეთი უდიდებულესია, რომ ის მაღლაა ყოველგვარ ოცნებაზე. და იმის მიხედვით თუ ყოველი თქვენთაგანი როგორ ასრულებს თავის მდუმარე სამუშაოს, მე მიგიღებთ ჩემს გულთან, და მაშინ თქვენი სულები ამაღლდებიან, და თვალები აღმოაჩენენ ჩემს თქვენში ყოფნას. მე ამას ვეუბნები ჩემს ყველა ერთგულებს უფლის მთის მწვერვალიდან, სადაც ყველა მსოფლიოები ხდება ერთი. ასრულეთ ჩემი სამუშაო, ჩემო საყვარელო ერთგულებო. თქვენი სუნთქვა წაიღებს ზეცათა ყვავილების სურნელს. თქვენი მაგალითი იქნება მაგალითი ანგელოზებისა. თქვენი სიხარული იქნება ჩემი სიხარული.

შრი სათჰია საი ბაბა

(1995 წლის თებერვალი)