1.03.18.
უნდა აუხსნათ ადამიანებს ვინც ჩამოდის პრაშანტი ნილაიამში რომ სიჩუმე არის სულიერი სწრაფვის კიბის ყველაზე პირველი საფეხური და ამ ადგილის განმასხვავებელი ნიშანი! აქედან, მათ უნდა ისწავლონ რომ ყოველი ადგილი, სადაც ისინი იმყოფებიან, გახადონ პრაშანტი ნილაიამად. ხმამაღლა ლაპარაკი მყუდროებას ურღვევს მათ ვინც პრაქტიკებს ნამასმარანას (უფლის სახელის ხსენებას) ან მედიტირებას (დჰიანას) ან წარმოთქმას (ჯაფამ)! ხმაური წარმოშობს შემდგომ ხმაურს. ეს არის სახელოსნო, სადაც დაზიანებული ჭკუები და გულები მოდის აღსადგენად ან კაპიტალურად შესაკეთებლად. სახელოსნოებში იქნება ჩაქუჩის ხმაური, ბორბლის ჩხარუნი, ძრავების ზუზუნი და ჯაჭვების კაკუნი. ამ სახელოსნოში უნდა ისმინებოდეს მხოლოდ ღმერთის სახელის ჩურჩული. ახალი ნაწილების დაყენებით და საღებავის ახალი ფენით დაფარვით, ავტომობილები გამოდის სახელოსნოდან ისე კარგი როგორც ახალი და დარბიან შეუფერხებლად, პრობლემების გარეშე, შორ მანძილზე. ადამიანებმა უნდა ჩათვალონ პრაშანტი ნილაიამი როგორც სახელოსნო პიროვნებების, რომლებიც არიან დაღლილი, მოგზაურობით გატანჯული ან ემზადებიან შორ სამოგზაუროდ.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 თებერვალი.
2.03.18.
ღმერთი არ არის გაცალკევებული თქვენგან. ნუ იქნებით შთაბეჭდილების ქვეშ რომ ღმერთი არის მხოლოდ ტაძრებში. ტანი არის ტაძარი და ბინადარი არის ღმერთი (დეჰო დევალაია პროკთო ჯიივო დევა სანატანაჰა). ამიტომ თქვენ არ გჭირდებათ ღმერთის საძებნელად სადმე სხვაგან წასვლა. შეატრიალეთ თქვენი ხედვა შიგნით. შემდეგ თქვენ იპოვით ღმერთს, ვინც არის ნეტარების განსახიერება. თქვენ იხრჩობით ილუზიაში ტანთან ზედმეტი მიბმულობის გამო. თავიდან მოიცილეთ სხეულთან მიბმულობა და განივითარეთ მიბმულობა ღმერთის მიმართ. შემდეგ თქვენ გახდებით თვით ღმერთი. ღმერთი და ადამიანის არსება არ არის განცალკევებული ერთი მეორესგან. ისინი არიან როგორც გამოსახულება და ანარეკლი. ღმერთი არის ყოველ ადამიანში. ამ ტანის ტაძარს შეუძლია გადაადგილება იმიტომ რომ ღმერთი არის მასში. წმინდა წერილები ამხელს – სატიამ ჯნანამ ანანთამ ბრაჰმა (ღმრთიურება არის ჭეშმარიტება, სიბრძნე და უსასრულობა). თქვენ უნდა იაროთ ჭეშმარიტების და სიბრძნის გზაზე იმისთვის რომ გაიგოთ და განცადოთ ღმრთიური პრინციპი (ბრაჰმანი).
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 19 ნოემბერი.
3.03.18.
მე მინდა გითხრათ თქვენ ზოგიერთი რამ დამოკიდებულების შესახებ რომელიც თქვენ უნდა დანერგოთ როდესაც თქვენ ხართ მოხალისე. მე თვით შეგარჩიეთ თქვენ ამ როლისთვის და ეს თავისთავად არის იშვიათი პრივილეგია. ათასობით ადამიანს შორის არსებობს ბევრი ვინც ივედრება მთელი თავისი გულით შანსის მიცემაზე; მაგრამ მარტო თქვენ იყავით შერჩეული. მე უნდა გითხრათ თქვენ რომ მოხალისეობა არ არის უბრალოდ მომენტალური ნახტომი; ეს კარგად ვერ შესრულდება ღრმა დისციპლინის, ხანგრძლივი წვრთნისა და თავმდაბლობის გარეშე. თქვენ უნდა განავითაროთ სიყვარული (პრემა) ყველასთვის. არ იფიქროთ რომ მოხალისე არის ზემდგომი ადამიანი, მეტად ერთგული ვიდრე დანარჩენები, არ შეხედოთ ზემოდან ქვემოთ დანარჩენებს როგორც არეულობას და უსიამოვნებას. როდესაც თქვენ ეპყრობით ვინმეს უხეშად, თქვენ მეპყრობით მე უხეშად. როდესაც თქვენ შეურაცხყოფთ ვინმეს, თქვენ შეურაცხმყოფთ მე. თუ თქვენ გაქვთ სიყვარული ჩემს მიმართ, იქონიეთ პრემა ყველას მიმართ, რადგან საი არის თითოეულში.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 თებერვალი.
4.03.18.
ჭკუა გახდა მერყევი, რადგან ჩვენ ვკვებეთ იგი ყოფითი ტენდენციებით. როგორ შეგვიძლია ჩვენ გავასტაბილუროთ იგი? მიეცით ისეთი სამუშაო რომელიც ჭკუას დაიჭერს მუდამ დაკავებულად, მაშინ იგი არ შეგვაწუხებს ჩვენ! მაიმუნის ბუნებაა მაღლა ასვლა და დაბლა ჩამოსვლა, და ამიტომ ადამიანები ვისაც დაჭერილი ჰყავს მაიმუნი, დაჰყავთ იგი კარდაკარ და აიძულებენ ავიდეს ბოძზე მაღლა და ჩამოვიდეს დაბლა; ამ ხერხით ისინი იჭერენ მაიმუნს დაკავებულად და ასევე გამოიმუშავებენ მოწყალებას თავისთვის. ჩვენი ჭკუა არის ასევე თავგუნება მაიმუნი, ასე არ არის? და მაიმუნი დაკავებული უნდა იყოს მშთანთქმელი სამუშაოთი მის დასაჭერად შორს მისი მერყეობიდან! მაშასადამე, პირველი და ძირითადია, დაჯდეთ და მისცეთ მაიმუნ ჭკუას დარაჯის მოვალეობა. ასე დასაქმებული მაიმუნი ჭკუა აკვირდება ჩასუნთქვას – ‘სო’ და ამოსუნთქვას – ‘ჰამ’ და იგი იქნება დაჭერილი დაკავებულად. ამ ვარჯიშის ხუთი წუთის შემდეგ თქვენი ჭკუა დაწყნარდება.
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 25 მაისი.
5.03.18.
მინიმუმამდე შეამცირეთ თქვენი სურვილები! უგუნური სურვილი რომ იყო თანამედროვე და მისდიო მოდას, გაიძულებთ თქვენ არასაჭირო ჩვევებისა და ზედმეტი საგნების დაგროვებას. გამოიკვლიეთ თქვენი ოთახი, მაგიდა, კარადა და ა. შ. და გაიგეთ რამდენი ზედმეტი ნივთი გაქვთ თქვენ დაგროვილი. თქვენ შეიძინეთ ეს ნივთები იმიტომ რომ ნახეთ ვიღაცას ესენი აქვს და თქვენ იგრძენით რომ თუ თქვენც არ დაეპატრონებით მათ თქვენ გამოჩნდებით პატარად მათ კომპანიაში. თქვენ ყველას შეგიძლიათ ბედნიერად ყოფნა მეტად ნაკლები აღჭურვილობით ვიდრე თქვენ როგორც ჩანს, თვლით აუცილებლად! როდესაც ნივთი არის თქვენთან რამოდენიმე ხნის შემდეგ თქვენ გრძნობთ რომ ეს არის შეუცვლელი და არ იცით როგორ იცხოვროთ მის გარეშე. აბრეშუმის ჭიის მსგავსად თქვენ ქსოვთ პარკს თქვენთვის, თქვენი ფანტაზიიდან! არ დაანებოთ ძვირფას ჩვევებს გაზრდა; ესენი არის ძვირფასი ფულადი და არა სულიერი თვალსაზრისით. შეხედეთ თქვენს სიმპათიებს და ანტიპათიებს ფხიზელი თვალით და უარი თქვით ნებისმიერ რამეზე რაც ემუქრება თქვენს სულიერ გზას გაძნელებით.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 თებერვალი.
6.03.18.
მსახურება გაწეული ადამიანის მიერ უზრუნველყოფს ნათელ მომავალს როდესაც ეს მსახურება შესრულებულია ეგოს მოკლებულად და მადლიერებაში მისი მიჩნევით ღმერთის მიერ მიცემულ შესაძლებლობად. რასაც კი თქვენ აკეთებთ სხვებისთვის, აკეთეთ ეს გრძნობით რომ თქვენ აკეთებთ თქვენთვის. ჭეშმარიტად მსახურება რომელსაც თქვენ ეწევით გიკეთებთ თქვენ მეტ სიკეთეს! პატარა მაგალითი: მეგობარს თბილად შეხვდნენ, წაიყვანეს ის სადარბაზო ოთახში და შესთავაზეს ფინჯანი ყავა. ეს კარგი ქმედება იბეჭდება ადამიანის გულში და ეს ადამიანი გაიხსენებს თბილ მიღებას და მიაგებს მას სამაგიეროს. თუ თქვენ ზრუნავთ მეგობარზე რომელიც არის ჰოსპიტალიზებული და არავინ აქცევს ყურადღებას, ეს მეგობარი არ გიპასუხებთ თქვენ დახმარებით როდესაც თქვენ ეს დაგჭირდებათ? ამიტომ, გახსოვდეთ მსახურება რომელსაც თქვენ უწევთ სხვებს არის თადარიგი რომელიც დაგეხმარებათ თქვენ თქვენი მომავლის საჭიროებებში. ამის მსგავსად, თუ თქვენ ავრცელებთ ამ იდეას და ფიქრობთ რომ ცუდი საქმეები შესრულებული სხვების მიმართ არის ჭეშმარიტად საქმეები რომლებიც სრულდება თქვენთვის, თქვენ არასოდეს არ ჩაიდენთ ცუდ მოქმედებებს.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 27 მაისი.
7.03.18.
როგორც მიძღვნილ სევაკებს (მსახურებს), თქვენი ბენეფიციარები თქვენ გემადლიერებიან თუ ავად გახსენებენ თქვენ სიხარულით ასრულეთ თქვენზე გამოყოფილი დავალებები. ამ დროს თქვენ ემსახურებით თქვენ თავს, არა მათ, გახსოვდეთ! თაიგულები და აგურების ნამტვრევები მიიღეთ თანაბარი სიმშვიდით. მხოლოდ ისინი ვინც თავიანთ თავს აიგივებენ ტანთან, ხარობენ ან იტანჯებიან! გახსოვდეთ, თქვენ ხართ დეჰი (მაცხოვარი), არა დეჰა (ტანი) – ეს მოგცემთ თქვენ კარგად მსახურების ძალას. სევას შესრულების დროს არ ამტკიცოთ რომ ეს კონკრეტული ამოცანა არის თქვენი და ის არ არის; არ იკამათოთ საზღვრებსა და ჩარჩოებზე. მხარში ამოუდექით ერთი მეორეს სასიხარულო თანამშრომლობით. იმოქმედეთ როგორც იდეალურმა სათსანგმა (კეთილმა კომპანიამ), გადაუსხით ენერგია და ენთუზიაზმი ყველას. არ ატაროთ დიდი ტვირთი ვიდრე რაც არის გამოყოფილი თქვენზე და არ ჩაეკვეხოთ იმაში რასაც სხვები აკეთებენ და არ გააკრიტიკოთ სხვები. ბოროტებას, შურს და მეტოქეობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი თქვენს გულში. არ იჩქაროთ შეცდომების აღმოჩენა იქ სადაც ესენი არ არის. ეს არის მცდარად მიმართული ენთუზიაზმი. ამის ნაცვლად გაავრცელეთ მშვიდობა და სიხარული!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 თებერვალი.
8.03.18.
ადამიანები ვისაც სურთ ოქროს ხარისხის შემოწმება, ატარებენ ხაზს მისი გასმით ქვის ნაჭერზე და აფასებენ მის ხარისხს კვალის კამოკვლევით. გამოცდა რომელიც აჩვენებს თქვენი რწმენის ხარისხს არის ის თუ რამდენად გულწრფელად პრაქტიკებთ თქვენ ღმერთის მიერ დადგენილ მიწერილობებს. თქვენი დარწმუნებები და მოქმედებები უნდა იყოს რწმენის გამოხატვა. მათ უნდა ჰქონდეს სიწმინდე როგორც მათი არსი. ესენი იმდენად უნდა იყოს სავსე სიყვარულით და თანაგრძნობით რომ მათ მოიზიდონ თქვენსკენ ღმერთის წყალობა. ასეთი კარმა (მოქმედება) არის ის რაც დაცულია ვედური წერილების კარმა კანდით. ეს არის ადამიანების პროგრესის ღერძული ფესვი, ადამიანის ბედნიერი არსებობის თვით სუნთქვა, საკვები მარტო რასაც შეუძლია დააოკოს ადამიანების შიმშილი და სიცოცხლის შემნარჩუნებელი წყალი რასაც შეუძლია მათი წყურვილის წამლობა. ამიტომ პირველი და მუდმივი მოვალეობაა საკუთარი თავის დაკავება მოქმედებებში რომლებიც არის გადმოცემული ან მოწონებული ვედებში. სამი სახის საქმიანობა აღწევს ღმერთს და გამოიმუშავებს მის წყალობას: 1. მოქმედება რომელიც გამოწვეული არ არის პირადი სურვილით, 2. მოქმედება გამოსული უანგარო სიყვარულიდან და 3. ლოცვა ამომავალი სუფთა გულიდან.
– სატია საი ვაჰინი, თავი 19.
9.03.18.
ოდესღაც ერთ ბრძენს ჰყავდა კატა თავისი განდეგილობის საცხოვრებელში. როცა კი ის ასრულებდა ჰომას (მსხვერპლის შეთავაზებას ღმერთებზე მიძღვნილ ცეცხლში), კატა დახტოდა ცეცხლის ირგვლივ და აყენებდა მას ბევრ უსიამოვნებას. ამიტომ ის იჭერდა მას წინასწარ და სვამდა გადაბრუნებული კალათის ქვეშ ჰომას ხანგრძლივობაში. მისი ვაჟი რომელიც ხედავდა ამ ოპერაციას მრავალი წლის განმავლობაში ფიქრობდა რომ ეს კატის დაჭერა და კატის დაპატიმრება იყო არსებითი ნაწილი თვით რიტუალის. ამიტომ ის ძალიან წუხდა კატის მოძებნაზე ყოველი ჰომას წინ და თავს გრძნობდა ბედნიერად როდესაც იღებდა მას რომელიც შეეძლო ჰყოლოდა გადმობრუნებული კალათის ქვეშ იმავე ოთახში. ეს არის მექნიკური გამეორების უაზრობის მაგალითი. სულიერი ძალისხმევა არ უნდა იქცეს დადგენილი ფორმულების მექანიკურ გამეორებად ან მშრალი ფორმალობების შესრულებად! გახსოვდეთ, თქვენი სულიერი მცდელობა უნდა იყოს ღმერთის წყალობის თქვენსკენ მიზიდვაზე. თქვენი სულიერი პრაქტიკები თანხლებული უნდა იყოს წრფელი ლოცვით გულიდან!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 14 იანვარი.
10.03.18.
სიტყვა შასთრა, გამოყენებული აღსანიშნად წმინდა წერილების ნიშნავს, ‘მას რაც ბრძანებს, აწესრიგებს და მართავს ძალაუფლებით’. შასთრებს არ სჭირდება შემცველობა წესების როგორიც არის „საკვების მიღებამდე, მოამზადეთ იგი კარგად; თესლის დათესვამდე, მოამზადეთ ნიადაგი მოხვნით.“ ვინ უბრძანა ახალშობილ ხბოს ეძებოს საკვები დედა ძროხის ცურში? დაბადება ხდება საზრდოსთან ერთად მათთვის ვინც იბადება. ნამდვილად, საზრდო არის ჯერ და დაბადება ადამიანის ვინც უნდა იყოს ხანგრძლივი ხდება მოგვიანებით. ინდივიდის საკვები და ცხოვრების დონე დამოკიდებულია ღირსებაზე ან ნაკლზე დაგროვილზე წინა ცხოვრებებში იმ დროს როდესაც იბრძოდა ამ ორისთვის. მაგრამ სინამდვილეში ფასეული სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანის წინსვლისთვის არის ადამიანების გაგების და მათი გონიერების ფარგლებს გარეთ. მეცნიერებმა უნდა გაიგონ რომ წმინდა წერილებით რეკომენდებული მოქმედებები ეხმარება ადამიანების საუკეთესო ინტერესებს აქ და მიჰყავთ მშვიდობისა და ჰარმონიისკენ შემდგომში.
– სატია საი ვაჰინი, თავი 19.
11.03.18.
ჩოლას იმპერატორმა სცადა მონახულება სრირანგამ გოპულა ტაძრის, რომლის შესახებაც მას ბევრი სმენოდა. მან მოამზადა მისი ეტლი და მომდევნო ექვს თვეს ბევრჯერ ცდილობდა ამ მოგზაურობას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში განდეგილი ყვითელი ფერის სამოსში კრიალოსნით თავის კისერზე და შარავანდედით მისი თავის გარშემო ხელში იგდებდა სატრანსპორტო საშუალებას. როდესაც იმპერატორი ჩამოდიოდა მის თაყვანსაცემად, ის აიძულებდა მას ლაპარაკში ჩაბმას რომელიც იყო იმდენად მომხიბლავი რომ ის ივიწყებდა მის მოგზაურობას და მის მიზანს. ერთ დღეს, როდესაც ის კვნესოდა მის წარუმატებლობაზე რომ აევსო თავისი თვალები სრირანგამის დიდებულებით, უფალი გაცხადდა მის წინ და უთხრა, „შენ რატომ კვნესი? მე ვარ მეპატრონე რომელიც მოდის შენთან ასე ხშირად როგორც შენ ადგები სრირანგის გზას; მაღიარე მე ყველაფერში, რაც არის ნამდვილი მლოცვარეობა სრირანგამისკენ“. ჩათვალე ყველა ვისაც შენ ხვდები როგორც სრირანგამის უფალი, შენი მეპატრონე. აჩვენე უმანკო სიყვარული ყველას მიმართ ვინც მოდის შენთან.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 14 იანვარი.
12.03.18.
დიდი ხნის უკან, არსებობდა პიროვნება რომელსაც ჰყავდა სამი მეგობარი. სრულიად შემთხვევით, მას ბრალი დასდეს რაღაც დანაშაულში და ორდერი იყო გამოწერილი მის საწინააღმდეგოდ სასამართლოს მიერ. ის მივიდა ერთ მეგობართან და თხოვა მისი უდანაშაულობის დამოწმება. მან უთხრა, „მე ვერ გამოვალ ამ სახლიდან გარეთ; მე შემიძლია დაგეხმარო შენ მხოლოდ მის შიგნიდან.“ მეორე მეგობარმა უთხრა, „მე შემიძლია მოვიდე მხოლოდ სასამართლოს კარებამდე. მე არ შევალ მოწმეთა ყუთში.“ მესამე მეგობარმა უთხრა, „მე ვილაპარაკებ შენთვის სადაც კი შენ გენდომება.“ პირველი მეგობარი არის ‘ქონება და საკუთრება’ რასაც შეუძლია მოწმობა მხოლოდ სახლის შიგნიდან. მეორე მეგობარი არის ‘ნათესავები და ოჯახის წევრები’ ვინც მიაცილებენ ადამიანს სასაფლაომდე მაგრამ არ გაჰყვებიან განსასჯელ ადგილამდე. მესამე მეგობარი არის პატიოსანი სახელი გამომუშავებული ადამიანის სათნოებითა და მსახურებით. ეს რჩება სიკვდილისა და დამარხვის შემდეგაც; ესენი დგანან მოწმეებად საუკუნეების განმავლობაში და აცხადებენ პიროვნების უდანაშაულობასა და სიდიადეს. ესენი განსაზღვრავს შემდეგი დაბადების ბუნებას აგრეთვე.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 24 მაისი.
13.03.18.
როცა ადი შანკარაჩარია ბინადრობდა ვარანასში თავის მოწაფეებთან ერთად, ის შეხვდა მეცნიერს რომელიც ჩაძირული იყო გრამატიკის რთულ წესებში. როდესაც ჰკითხეს ის რისთვის ირჯება ამ ინტენსიური სწავლით, მან უპასუხა რომ, ეს ადვილად მოუტანს მას რამოდენიმე ვერცხლის მონეტას. „თუ მე შექმნილი ვარ პანდიტად, მე შემიძლია წავიდე ზოგიერთი დიდი ზამინდარის (მემამულის) სახლში და იმედი მქონდეს მათგან მოწყალების და შემოთავაზების მიღების ჩემი დიდი ოჯახის შესანახად,“ უთხრა მან. შანკარამ შემდეგ დაარიგა ის შესაფერისად და დამუხტა თავდაჯერებულობით და მამაცობით. თავისი განდეგილობის საბინადროში დაბრუნების შემდეგ, შანკარამ დაწერა ლექსი შემაჯამებელი რჩევის რაც მან მისცა გაჭირვებულ მეცნიერს ასე: ბჰაჯა გოვინდამ, ბჰაჯა გოვინდამ, ბჰაჯა გოვინდამ, მუუდჰა მათე. სამპრაპთე სანნიჰიტე კალე, ნაჰი ნაჰი რაკშათი დუკრუნ კარანე (ადიდე ღმერთი, ადიდე ღმერთი, ადიდე ღმერთი, შენ უგუნურო ჭკუავ! როდესაც სიკვდილი მოგიახლოვდება, გრამატიკის წესები ვერ შეძლებს შენს დაცვას). ამ ლექსების და მათგან მიღებული შთაგონებების სწავლა დაგეხმარებათ გარჩევასა და განჯაჭვულობაში, და ამგვარად, მოამზადებს ჭკუას უზენაესის ხედვისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 21 მაისი.
14.03.18.
იმ დროს როდესაც ამ წარმავალ მსოფლიოში თქვენ გაქვთ ტკივილი გჭირდებათ თქვენი რომელიმე ახლობლი ვისთანაც თქვენ შეძლებთ თქვენი გრძნობების გაზიარებას, თქვენი აღმოჩენების, დეპრესიების, ნეტარების და დარდების მომენტების განაწილებას. ვინმე, ვისაც შეუძლია იყოს თქვენს გვერდით როდესაც მიდიხართ ჭეშმარიტებისა და მშვიდობისკენ რთული გზით, მიზნისკენ თქვენი გამმხნევებელი და მაენთუზიებელი. მეგობრები რომლებსაც შეუძლიათ დაგასაჩუქრონ რეალური რჩევით, მყუდროებითა და ნუგეშით არიან ძვირფასი საჩუქრები, რომლებსაც იშვიათად იპოვით დღეს. მეგობრობამ უნდა დააკავშიროს ორი გული და ამოქმედოს ორივე სასარგებლოდ რაც კი შეიძლება მოხდეს – წაგება თუ მოგება, ტკივილი თუ სიამოვნება. თითოეულმა უნდა შეასწოროს მეორე, ვინაიდან თითოეულმა იცის რომ ისინი მოდიან სიმპატიიდან და სიყვარულიდან. თითოეული უნდა იყოს ფხიზლად რომ მეორე არ დასრიალდეს იდეალებიდან, კულტივირებით ჩვევების რომლებიც არის მავნებელი, ან ფარავს აზრებს და გეგმებს რაც არის ბოროტი. თითოეულის ღირსება არის მეორეს უსაფრთხოება. თითოეული ენდობა მეორეს და იმედს ამყარებს მეორეს თვალხმიერ სიყვარულზე. მხოლოდ ისინი იმსახურებენ სახელს ‘მეგობარი’, ვინც ეხმარება ცხოვრების ამაღლებაში, იდეალების გაწმენდაში, ემოციების ამაღლებასა და გადაწყვეტილებათა გაძლიერებაში.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 24 მაისი.
15.03.18.
მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია სევასთვის (მსახურებისთვის) არის სუფთა გული, დაუჭუჭყიანებელი მედიდურობით, სიხარბით, შურით, სიძულვილით ან გაჯიბრებით. ამასთან ერთად ჩვენ გვჭირდება რწმენა ღმერთში როგორც წყარო სასიცოცხლო ძალის, სათნოების და სამართლიანობის. სევა არის თაყვანისცემა რასაც თქვენ სთავაზობთ ღმერთს ყველას გულში. არ ჰკითხოთ სხვას რომელ ქვეყნას ან შტატს მიეკუთვნები შენ, ან რომელ კასტას ან სარწმუნოებას აღიარებ შენ. ხედეთ თქვენი საყვარელი ღმერთის ფორმა ამ ‘სხვა ადამიანში’; სინამდვილეში ის კაცი თუ ქალი არ არის ‘სხვა’ საერთოდ – ეს არის უფლის სახე, ისევე როგორც შენ ხარ. შენ არ ეხმარები ‘ერთ ინდივიდს’, შენ მეთაყვანები მე, მათში ღმერთი არის შენს წინ ამ ფორმაში; ამიტომ რა ადგილი არის ეგოსთვის შენში რომ წამოსწიოს თავისი კაპიშონი? მოვალეობა არის ღმერთი; მუშაობა არის თაყვანისცემა. თუნდაც სულ მცირე სამუშაო არის ყვავილი დადებული ღმერთის ტერფებთან. მიუდექი ყველას ვისაც შენ ემსახურები სიყვარულის განძით სავსე გულით!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 4 მარტი.
16.03.18.
ბჰარათიას კულტურა არის ნამდვილი საფუძველი კაცობრიობის პროგრესის. ეს აამაღლებს კაცობრიობას ძმობის წახალისებით, უბიწოების დაცვით და ყველა აზრის, სიტყვის და მოქმედების პატივისცემითა და თავმდაბლობით გაჯერებით. ეს კულტურა იქნება ურყევად მანამ სანამ იდენს განგი; არც ერთი მცდელობა მისი შესუსტების ან მოსპობის არ იქნება წარმატებული. ბჰარატის ისტორია და ტრადიციები არის ისე სუფთა, წმინდა, კურთხეული, სამკურნალო და ძვირფასი როგორც განგის. ორივეს წყარო არის ცივი, მანუგეშებელი, და სუფთა თოვლი! როდესაც ახალგაზრდა კაცი და ქალი არ არიან მომზადებული საცხოვრებლად კეთილი და ღმრთისმოსავი ცხოვრებით, მათთვის სხვადასხვა ჩვევებისა და ხერხების სწავლება, გახდის მათ მხოლოდ საშიშს თავისთვის და სხვებისთვის. ლოცვის ჩვევა ჩაუნერგავს მამაცობას და რწმენას; ეს მისცემს სტუდენტს ენერგიის ახალ უზარმაზარ წყაროს. ყველა ძალისხმევა უნდა გაკეთდეს სტუდენტების შესაყვანად მედიტირებისა და იოგას სასიამოვნო განცდაში, ან თავის საკუთარ სინამდვილეში კვლევის სიხარულში.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 13 მაისი.
17.03.18.
არსებობენ ადამიანები ვინც საწოლიდან დგებიან შეწუხებული და მღელვარე ჭკუით. არ გააკეთოთ ეს! აღსდექით თქვენი ძილიდან მშვიდი ჭკუით. იფიქრეთ ღმერთის შესახებ. თუ მშობლები აკრიტიკებენ ერთი მეორეს მაშინვე როგორც კი ისინი დგებიან საწოლიდან, უეჭველად, შვილებიც ასევე დაიწყებენ დავას და ჩხუბს ერთმანეთთან! შვილები ყოველთვის ცდილობენ მიჰბაძონ თავიანთ მშობლებს და ამიტომ მშობლებმა უნდა მისცენ მაგალითი თავიანთ შვილებს. თქვენ უნდა ასწავლოთ მათ პრაქტიკით, არა უბრალოდ დარიგებით. ნებისმიერ ვითარებაში, არ დატოვოთ ადგილი რისხვის ან სიძლვილისთვის. არასდროს შეიძულოთ ვინმე. სიძულვილი თქვენში დაბრუნდება უკან თქვენსკენ როგორც ანარეკლი და დაგტანჯავთ. თქვენ შეიძლება შეეჯახოთ ზოგიერთ სირთულესა და დარდს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. იყავით მშვიდი და თავშეკავებული. ჩათვალეთ ყველა როგორც ღმრთიურების განსახიერება. თქვენი მიმშვიდობება და დაცინვა ვისკენაც გინდა იყოს მიმართული აღწევს ღმერთს. შესთავაზეთ თქვენი პატივისცემა ყველას. გაანაწილეთ თქვენი სიყვარული თითოეულთან და ყველასთან.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 2 აპრილი.
18.03.18.
ზოგიერთ ადამიანს უკავია კრიალოსანი მბრუნავი მის ხელებში მაგრამ მისი ჭკუა დახეტიალობს ბაზარში. შეიძლება ამას ეწოდოს ჯაფა (გალობა)? მედიტირების დროს, თქვენი სხეულიც და ჭკუაც უნდა იყოს მყარი! სხეული შედგება ხუთი ელემენტისგან. თქვენ არ უნდა იყოთ მათით გატანჯული. ეს არის ნამდვილი სადჰანა (სულიერი ვარჯიში). ყველა სხვა სადჰანა აღმოჩნდება უშედეგო თუ თქვენ უარს არ იტყვით სხეულთან მიჯაჭვულობაზე. დღეს აღინიშნება ძალიან წმინდა წლის დაწყება. არა მხოლოდ ამ წელში, არამედ მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში, თქვენ უნდა კულტივიროთ წმინდა აზრები. სიყვარულის ტანმოსილებო, განავითარეთ უფრო და უფრო მეტი სიყვარული თქვენში. განცადეთ სიყვარული და გაანაწილეთ ეს სხვებთან. თქვენ არ ხართ უბრალოდ მოკვდავები. თქვენ ხართ ღმრთიურის ნაპერწკლები. გაატარეთ თქვენი სიცოცხლე ამ მანერაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ამ ახალი წლისთვის! როდესაც თქვენ გაიგებთ და შეითვისებთ თქვენს ღმრთიურ წარმოშობას, თქვენი აზრები, სიტყვები და საქმეები გახდება წმინდა!
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 2 აპრილი.
19.03.18.
როდესაც თქვენ გალობთ ბჰაჯანებს, შეინარჩუნეთ სწორი რიტმი თქვენი ხელების ტაშიტუშით. ტაში უნდა დაუკრათ ბჰაჯანის შესაბამისად. და ბჰაჯანი უნდა იგალობოთ სწორი მელოდიით და მთელი გულით. სამი მარცვალი სახელში ბჰა-რა-თა ჩადებულია ბჰავასთვის (გრძნობა), რაგასთვის (მელოდია) და ტალასთვის (დარტყმა). ეს ნიშნავს ჭეშმარიტი ბჰართიელები არიან ისინი ვინც გალობენ ღმერთის დიდებას ბჰავით, რაგით და თალით. თქვენ უნდა შეაერთოთ ორივე ხელი და დაატყლაშუნოთ. ხუთი თითი ერთი ხელის სიმბოლირებს კარმენდრიებს (მოქმედების გრძნობებს) და ესენი მეორე ხელზე გამოხატავს ჯნანენდრიებს (აღქმის გრძნობებს). როდესაც თქვენ გალობთ ღმერთის დიდებას, უნდა არსებობდეს ჰარმონია ამ ორს შორის. დაე ყველა თქვენი მოქმედება იყოს ღმერთის სასიამოვნო. თქვენ შეიძლება უწოდოთ მას რამა, კრიშნა, ან გოვინდა, მაგრამ ღმერთი არის ერთი. განივითარეთ ერთობის გრძნობა და მიაღწიეთ ღმრთიური მეს (ათმას) ხედვას.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 2 აპრილი.
20.03.18.
გიიტას ასლი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ოცდახუთ პაისად; საბავშვო მოთხრობა შეიძლება ღირდეს ათი რუპია. რომელია უფრო ღირებული? გახსოვდეთ, სევა (მსახურება) არის უფრო ნაყოფიერი ვიდრე ჯაფა, დჰიანა, იაჯნა ან იაგა (ხსენება, მედიტირება, მსხვერპლი და რიტუალები) ჩვეულებრივ რეკომენდირებული სულიერი მაძიებლებისთვის. ვინაიდან ეს ემსახურება ორ მიზანს: ეგოს განადგურებას, და ანანდას (ნეტარების) მიღწევას. როდესაც ვინმე ზის თქვენთან ახლოს ჩაძირული დარდში, შეიძლება თქვენ იყოთ ბედნიერი? არა. როდესაც ბავშვი ტირის პათეტიკურად სმენადობაში, ცრემლები მოდის თქვენი თვალებიდან თანაგრძნობით. რატომ? არსებობს უხილავი კავშირი ორს შორის. მხოლოდ ადამიანის არსებას აქვს ეს ემპატის ხარისხი; მხოლოდ მათ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერი როდესაც სხვები არიან ბედნიერები, და ბედკრული როდესაც სხვები არიან ბედკრულები. ამიტომ არიან ადამიანები მთელი ქმნილების სრულყოფილების ნიმუში. მხოლოდ ადამიანები არიან სევას შემძლე; ეს არის თქვენი განსაკუთრებული და ერთადერთი ხელოვნება. სრულად გამოიყენეთ ეს ძვირფასი დაბადება!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 4 მარტი.
21.03.18.
სტუდენტებო! თქვენ ხართ ღმერთის ტანმოსილება! არსებობს ორი ასპექტი ვიდიას ან განათლების რაც თქვენ უნდა შეისწავლოთ. ვიჯნანა – გაგება ჩვენი გარემომცველი მსოფლიოს ან მეცნიერება, და ასევე პრაჯნანა – უმაღლესი სწავლება, შინაგანი გრძნობების და ცნობიერების მრავალი ფენის კონტროლის ხელოვნება. განათლების სფეროს მწყალობლებო და ბენეფიციარებო, ისმინეთ ეს: ყოველ სტუდენტს აქვს საათი მაჯაზე. და თქვენ უმზერთ საათს სულ მცირე ასჯერ დღეში. კეთილი, ისწავლეთ საათიდან ეს დიდი გაკვეთილი. როდესაც თქვენ შეხედავთ საათს გაიხსენეთ სიტყვა საათის (WATCH) ხუთი ასო; თითოეული გაძლევთ თქვენ მშვენიერ მაგალითს ცხოვრებისთვის: ‘W’ გეუბნებათ თქვენ, “Watch your Words” დაუკვირდით თქვენს სიტყვებს; ‘A’ გაფრთხილებთ თქვენ, “Watch your Action” დაუკვირდით თქვენს მოქმედებებს; ‘T’ მიგითითებთ, “Watch your Thoughts” დაუკვირდით თქვენს აზრებს; ‘C’ გირჩევთ, “Watch your Character” დაუკვირდით თქვენს ხასიათს; და ‘H’ აცხადებს, “Watch your Heart” დაუკვირდით თქვენს გულს. როდესაც თქვენ უმზერთ თქვენს საათს, აითვისეთ ეს გაკვეთილი რასაც საათი გაძლევთ!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 13 მაისი.
22.03.18.
ადამიანის თანდაყოლილი ღმრთიურების აღიარება და ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რეგულირება შესაბამისად ამ ჭეშმარიტებასთან არის გზამკვლევი ვარსკვლავები მათთვის ვინც დაჭერილია დავებისა და ბრძოლების დინებებსა და შემხვედრ დინებებში! ათმაჯნანას გარეშე (თქვენი საკუთარი სინამდვილის გაცნობიერების გარეშე რომ თქვენ ხართ უბრალოდ ტალღა ღმრთიურების ოკეანეზე) სიცოცხლე ხდება უაზრო ფარსი, დასაცინი და სულელების თამაში. სწორედ ამ შეცნობის შეძენა აქცევს სიცოცხლეს სერიოზულად, ტკბილად და ნაყოფიერად. როდესაც თქვენ ცდილობთ მოამზადოთ საჭმელი, თქვენ შეიძლება გქონდეთ ყველა მასალა რაც თქვენ გჭირდებათ: ბრინჯი, ოსპი, მარილი, ლაიმი, სუნელები, ბოსტნეული და ა.შ. მაგრამ თუ თქვენ არ გაქვთ ცეცხლი კერაში, თქვენ ვერ მიიღებთ საკვებად ვარგის საჭმელს. ასევეა ცხოვრებაშიც, ათმაჯნანა არის ცეცხლი რომელიც ქმნის მატერიალურ მსოფლიოს და გარეგან მოქმედებებს და განცდებს, საკვებად ვარგისს და გემრიელს, ადვილად მოსანელებელს, ჯანმრთელობით დამსაჩუქრებელს და სიხარულის მომცემს. ამ სიხარულს ეწოდება ანანდამ; ეს არის ზეაღმტაცი, გამნათებელი და შემმოქმედებელი.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 16 მარტი.
23.03.18.
რავანას მინისტრები ლაპარაკობდნენ მხოლოდ იმას რაც მას სიამოვნებდა; მათ ეშნოდათ და ამიტომ, ისინი აღმოჩნდნენ საშიში მრჩევლები. მისი ძმა ვიბჰიიშანა მარტო აძლევდა მას სასარგებლო წამლებს რაც განკურნავდა მას; მაგრამ რამდენადაც ეს არ იყო პრიია ან სასიამოვნო, რავანა უკუაგდებდა მას და დაიღუპა თავი. ეს არის გზავნილი რაც მე მომაქვს – გზავნილი რომელიც მოგცემთ ძალას, მშვიდობას, იმედს და კმაყოფილებას. ეს გზავნილი უეჭველად არის ჰიტა (სასარგებლო), თუმცა ეს შეიძლება არ იყოს პრიია (სასიამოვნო). პაციენტმა უნდა მიიღოს წამალი და ჩაიყენოს თავი სასარგებლო რეჟიმში, ადამიანს არ შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ტკბილი წამალი და კომფორტული რეჟიმი რომელიც მას მოსწონს. ექიმმა იცის უკეთესად და უნდა დაემორჩილოს გამოჯანმრთელების მიზანს. ვედები და წერილები არის ჰიტას უდიდესი საცავები, რადგან ესენი მოპოვებულია მხოლოდ კაცობრიობის კეთილდღეობასა და ადამიანთა განთავისუფლებაში დაინტერესებული ბრძენებისა და წინასწარმეტყველების ეფიტიმიითა და მძიმე შრომით.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 16 მარტი.
24.03.18.
თუ ყოველ ოჯახში გახორციელდება რამაიანაში ილუსტრირებული სათნოებები, სამყარო იბრწყინებს სიხარულითა და მშვიდობით! ყველა თქვენგანმა იცის, დასარატა მართავდა აიოდჰიას და ჰყავდა ოთხი ვაჟიშვილი: რამა, ლაკშმანა, ბჰარათა და შათრუგჰნა. კეთილი, თუ აიოდჰიად წოდებულ რომელიღაც ქალაქში არსებობდა მმართველი სახელად დაშარატა და ჰყავდა ვაჟი სახელად რამა, ჩვენ რატომ უნდა ვიზეიმოთ რამას დაბადება ამ დროს და ამ საუკუნეში? წადით ცოტა ღრმად მოთხრობაში და თქვენ გაიგებთ რომ დაშარატა არ არის შორეული ქვეყნის მმართველი! აიოდჰია ნიშნავს ქალაქს რომელიც არის უძლეველი, რომელშიც მტერი ვერ აღწევს, შეუვალი ციხე-სიმაგრე. ეს წარმოადგენს ათმას, გულს სადაც უფალი ბინადრობს, რომელიც არის ცდუნების, ვნების ცბიერი მტრების და ემოციების, იმპულსებისა და ინსტინქტების მიღმა. და დაშარატა? ადამიანი რომელიც მთლიანად აკონტროლებდა თავის რატას (ეტლს) – ათი არსება, სახელდობრ, ტანი მოქმედების ხუთი გრძნობით და შეცნობის ხუთი გრძნობით.
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 4 აპრილი.
25.03.18.
სიყვარულის ტანმოსილნო! რამას ისტორია არ არის ძველი რამ. ეს არის მარადიული და მუდამ ახალი. ეს არის მთლიანად დაბრძნილი. როდესაც თქვენ ფიქრობთ რამაზე განუწყვეტლივ, თქვენ იღებთ დიდ სიხარულსა და აღფრთოვანებას! რამაიანა ყოველ ადამიანს ასწავლის უბიწოების (დჰარმას) პრინციპებს და მოვალეობის გზას! რამაიანა ადგენს მშობლების, ძმების, და დების იდეალს ყოველ ოჯახსა და კაცობრიობაში! რამაიანას პრინციპების გასაგებად და შესათვისებლად არის რომ ჩვენ ვზეიმობთ დღეს რამა ნავამის დღესასწაულს. საკმარისი არ არის თუ ზეიმი შემოფარგლულია მხოლოდ ტკბილი პუდინგებისა და სხვა დელიკატური ნივთების მოწილადეობით. თქვენ შეგიძლიათ აღავსოთ თქვენი გული რამაიანას წმინდა იდეალებით! დაემორჩილეთ უფალ რამას მბრძანებლობას. ტკივილი და სიამოვნება დასდევს ერთი მეორეს. ადამიანმა უნდა უმასპინძლოს მათ სიმშვიდით. შეგიძლიათ თქვენ უარი თქვათ სიძულვილზე და განსხვავებებზე. შეგიძლიათ თქვენ იცხოვროთ მშვიდობასა და ჰარმონიაში!
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 11 აპრილი.
26.03.18.
ყველას გასავლელი აქვს სიცოცხლის უბედურებები. ეს არის პრავრითთის (გარეგანი გზის) ბუნება. არსებობს სიცოცხლის მეორე ასპექტი – ნივრითთი (შინაგანი გზა). შვილი მიდის თავის დედასთან და ეუბნება, „მე მშიერი ვარ“. დედა რომელიც მისდევს მხოლოდ გარეგან გზას ეუბნენბა, „შვილო წადი და შეჭამე საკვები. შენი შიმშლი გაძღება“. ეს არის პრავრითთი დჰარმა. მაგრამ დედა რომელიც მიაბიჯებს შინაგან გზაზე უბრალოდ არ იტყვის ამგვარად. ის ურჩევს შვილს რა ტიპის საკვები ჭამოს, როდის და როგორ ჭამოს. დედა რომელიც მისდევს შინაგან გზას გირჩევთ თქვენ ჭამოთ ისეთი საკვები რომელიც მოგცემთ კარგ ჯანმრთელობას. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სურვილები, მაგრამ ეს უნდა იყოს შეზღუდული. ეს დაფუძნებული უნდა იყოს ჭეშმარიტებასა და უბიწოებაზე. არ ჭამოთ ყველაფერი რაც თქვენ მოგეპოვებათ. არ ილაპარაკოთ ყველაფერი რაც მოდის თქვენს ჭკუაში. ილაპარაკეთ მხოლოდ სათანადო გამოკვლევის შემდეგ. რამაიანა გასწავლით სიცოცხლის პრავრითთი და ნივრითთი ასპექტებს ლამაზ მანერაში. არ არსებობს მორალი უფრო მაღალი ვიდრე ასახულია რამაიანაში. რამაიანა უნდა იყოს ჩვენი პარაიანას (თაყვანისცემის) საგანი.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 11 აპრილი.
27.03.18.
თანამედროვეობაში ყველა კვნესის რომ დაკარგა მშვიდობა, უსაფრთხოება და ბედნიერება. ყველა წრიდან არის ხმამაღალი ხმაური. მაგრამ ვინმე ეძებს იმის აღმოჩენას თუ რატომ არის მომხდარი ეს ტრაგედია? მიზეზი არის ის, რომ ‘არ არის კოორდინაცია ნათქვამსა და გაკეთებულს შორის’. უპატივცემულობა არის ოჯახებში, სოფლებში, ოფისებსა და ერის საკრებულოებში. ზოგიერთი ვინც ატრიალებს კრიალოსანს ღმერთის სახელით თავის ბაგეებზე ასევე დაკავებულია ურწმუნო საქმიანობით. თავის ხელებში ბჰაგავად გიტათი, ისინი ლაპარაკობენ სკანდალებს და გულში დიდხანს ატარებენ ბოროტ გეგმებს. კრიალოსნით თავიანთ თითებზე, ისინი ახრჩოლებენ მსახურებს, კარგავენ განწყობილებას უმცირეს მიზეზზე. ეს არ არის აღთქმა ან სულის დისციპლინა! ჭეშმარიტმა ერთგულმა ვინც პოზირებს რომ იყოს გულწრფელი უნდა გამოავლინოს მუდმივი სიფხიზლე და უნდა აპრაქტიკოს მუდამ ღმერთის დასწრებაში ყოფნის დისციპლინა. ღმერთი, ვინც ახლა მძინარეა თქვენს შეგნებაში, უნდა აღიაროთ და ააღორძინოთ, რათა ყოველმა თქვენმა მოქმედებამ არეკლოს ღმრთიური დიდებულება.
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 4 აპრილი.
28.03.18.
დაიწყეთ ამ პირველი გაკვეთილით, სულიერი ანბანიდან. არა უბრალოდ ტრაბახით რომ თქვენ დაუფლებული ხართ ბჰაგავად გიტას, მისი წაკითხვით ასზე მეტჯერ და ნასწავლი გაქვთ ზეპირად ყველა სლოკა მათზე აქამდე დაწერილი ყველა კომენტარით. ყველა იმ მილიონებს შორის ვისაც ასწავლიდნენ გიტას მხოლოდ არჯუნას ჰქონდა ვიშვარუპა დარშანა, ხილვა რომ ეს სამყარო არის მხოლოდ ნაწილობრივი გამოვლინება უფლის განუზომელი დიდებულების; რატომ არის რომ ამ დიდ პანდიტებს არ ჰქონდათ ასეთი გამოცდილება? ამ სინამდვილის გაცნობიერება შეიძლება მოვიდეს მხოლოდ იმ მაძიებელთან ვინც ამას იმსახურებს. არჯუნამ მიაღწია დანებების უმაღლეს დონეს როდესაც სწავლება დაიწყო და პროცესის განმავლობაში, მას ჰქონდა აღუმატებელი ეკაგრათა ან კონცენტრირება. გასაკვირი არ არის რომ ის იყო მადლცხებული. თუ თქვენ არ ფლობთ დანებების იგივე დონეს, იგივე სწრაფვას და იგივე კონცენტრირებას, როგორ შეგიძლიათ თქვენ ელოდოთ შედეგს რასაც არჯუნამ მიაღწია?
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 16 მაისი.
29.03.18.
იესომ შთანერგა დიდი რწმენა ადამიანებში ვინც ცხოვრობდა მისი სიცოცხლის განმავლობაში. ერთი მათგანი მეთევზე დასახელებული იყო იესოს მიერ პეტრედ. მან განივითარა ძლიერი სიყვარული და რწმენა იესოს მიმართ. მას შემდეგ, ყველა მეთევზეს რეგულარულად მიჰყავდა იესო თავის სათევზაო ექსპედიციაში და მათი დაბრუნების შემდეგ საღამოს, იესო იყენებდა მათზე სულიერი საკითხების გადასაცემად. როდესაც პეტრეს მამა გარდაიცვალა, მისი დედა აღივსო დარდით, მაგრამ იესომ ანუგეშა ის სიტყვებით, „სიკვდილი არის მხოლოდ სიცოცხლის კაბა. შენ რატომ ღვრი ცრემლებს? სიკვდილი არის როგორც გამოსაცვლელი კაბა. ამიტომ შეწყვიტე მწუხარება. ეს ფიზიკური სხეულები მოდის და მიდის; ამიტომ არ დაკარგო ფუჭად შენი აზრები ამ ეფემერულ ნივთებზე. მაცხოვარი (დეჰი) ვინც ცხოვრობს ამ ტანის შიგნით არის ჭეშმარიტი ღმრთიურება! ნებისმიერს ფიზიკური სხეულით არ შეუძლია თავიდან აიცილოს ცხოვრების უკუღმართობები. სიძნელეების გარეშე ვერავინ ვერ იარსებებს. სიკვდილი მოსდევს დაბადებას და იგივე დამაჯერებლობით ტანჯვა მოსდევს ბედნიერებას!“
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 25 დეკემბერი.
30.03.18.
კეთილი გულის მმართველს არ სურდა იესოს სიკვდილით დასჯა. ის კვნესოდა რომ დიდი და კეთილშობილი კაცი ჯვარცმული იყო არა მისი ბრალით. მან უთხრა იესოს, „შენ ხარ დიდი კაცი. ეს გულქვა ადამიანები ცდილობენ შენს მოკვლას რაიმე მიზეზის გარეშე!“ იესომ უპასუხა, „მე ვარ ბედნიერი რომ სულ ცოტა შენ გაიგე ჩემი კეთილობა!“ ბოლოს ჯვარცმის წინ მისი დედა, მარიამი, მივიდა მასთან ახლოს და დაიწყო ცრემლების ღვრა. იესომ ანუგეშა ის სიტყვებით, „რატომ ტირი დედა? ტანი არის წყალის ბუშტის მსგავსი. დაე მათ გაუკეთონ ამ ტანს რაც მათ სურთ. არ იფიქრო რომ ისინი ცდილობენ მომკლან მე. მე არ მაქვს სიკვდილი!“ მარიამმა შემდეგ ჰკითხა, „შენ არ ხარ ჩემი შვილი?“ იესომ უპასუხა, „ნამდვილად! ფიზიკურად მე ვარ დაკავშირებული შენთან როგორც შვილი – მაგრამ ‘მე ვარ მე’ მხოლოდ. თქვენ ყველა ხართ ჩემთვის როგორც შვილები. ყველა თქვენგანი ხართ ღმერთის ტანმოსილება.“ ამრიგად, იესომ მიაღწია სულიერების უმაღლეს დონეს ყველა გამოცდის გავლით. იესო იყო არა უბრალოდ ადამიანის ფორმა. ის იყო ჭეშმარიტად ღმრთიური მეს ტანმოსილება.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 26 დეკემბერი.
31.03.18.
იესომ თავისი დროს განმავლობაში გაიარა ცალკეული განსაცდელები და მწუხარებები. ის გახდა მხსნელი და მესსია ღარიბების და ბედკრულების, ეხმარებოდა მათ სხვადასხვა მეთოდით. ერთხელ როდესაც ლახავდა უდაბნოს მიუახლოვდა ღარიბი ქალი საჭმლის თხოვნით. მან მისცა ქალს პური და უთხრა, „აიღე ეს“. როცა ვიღაცამ ჰკითხა საიდან მოვიდა პური, იესომ უპასუხა რომ ეს იყო ღმერთის ნება. არ არსებობს რაიმე ღმერთის ნებაზე დიდი. ყველაფერი არის ღმერთის ნება. ადამიანის უპირველესი მოვალეობაა ღმერთის ნების გაცნობიერება და თავისი თავის ღმერთის ნებაზე დამორჩილება. ადამიანები დღეს არიან ბრმები, დაკარგული აქვთ რწმენის ორივე თვალი. რწმენა არის საფუძველი მთელი ქმნილებისთვის. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად, განივითარეთ რწმენა. სადაც არსებობს რწმენა და სიყვარული, ყველაფერი კიდევ დაემატება ასეთ ადამიანს. ბევრ ადამიანს აქვს რწმენა, მაგრამ აკლია სიყვარული. სიყვარულს მოკლებულ რწმენას არ აქვს სარგებლობა. სიყვარული და რწმენა უნდა იყოს ერთად როგორც ურთიერთმიმზიდველი მაგნიტური პოლუსები.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 26 დეკემბერი.
სატია საი ბაბა