ოქტომბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 1 ოქტომბერი.
როგორ გახდა ერთი უზენაესი მთელი ეს მრავალფეროვნება რასაც ჩვენ აღვიქვამთ? ბჰაგავანი ცხადყოფს ძველმა ბრძენებმა როგორ აწარმოეს თვითდაკვირვება და გაიგეს ეს ჭეშმარიტება.
თავიანთი ეპიტიმიით, მედიტირებით და ინტუიციით, უძველესმა ბრძენებმა აღიარეს ორი რამ: ერთი არის აკშარა (ანბანი) და მეორე – სანკჰია (რიცხვები). ანბანში, პირველადი ასოა “ომ”. ყველა სხვა ასო წარმოიშვა პრანავადან (ომ). “ომ” არის პირველი ასო ყველა ასოს შორის. იგი თავის თავში მოიცავს ანბანის ყველა სხვა ასოს. ბჰაჯანების დროს, როცა გარმონი უკრავს, საბერველი წნეხს და ლერწმები მანიპულირებს, ჩვენ გვაქვს მუსიკალური ნოტები, „სა, რი, გა, მა, პა, და, ნი“. რა არის ამ შვიდი ნოტის წყარო? ეს არის იგივე ჰაერი, რომელიც აწარმოებს ნოტებს. ეს ჰაერი სავსეა ომკარით. და ეს არის “ომ” რომელიც აწარმოებს ცალკეულ ნოტებს. მსგავსად, რიცხვებს შორის, ჩვენ ვიწყებთ ერთით და მივდივართ ცხრაზე, ათზე და ა.შ.. ყველა რიცხვში, “ერთი” არის პირველადი რიცხვი. ყველა სხვა რიცხვი არის ერთის მრავალჯერადი ვარიაცია. თუ თქვენ მოაცილებთ ცხრიდან ერთს თქვენ გაქვთ რვა. თუ თქვენ დაუმატებთ ერთს რვას, იგი ხდება ცხრა. რაც მოდის და მიდის არის ერთი მარტო. რაც რჩება არის ასევე ერთი. აქედან, ბრძენებმა დაასკვნეს რომ დასაწყისი და დასასრული არის ერთი, რაც არის ღმრთაებრივი. მათ განაცხადეს რომ ეს ერთი არის კოსმოსის ბიჯამი (თესლი).
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 2 ოქტომბერი.
რა არის უფრო ლამაზი ვიდრე ფიზიკური სილამაზე და უფრო ღირებული ვიდრე ნებისმიერი მიწიერი ქონება? ბჰაგავანი მტკიცედ და ნათლად გვახსენებს ჩვენ დღეს.
ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩინებული ფიზიკური სილამაზე, შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელი ახალგაზრდობის ბრწყინვალება, შეიძლება ტრაბახობდეს მაღალი კეთილშობილური წარმომავლობით და შესაძლოა იყოს ცნობილი მეცნიერი. მაგრამ თუ ადამიანს აკლია ის სათნოებები რასაც სულიერი დისციპლინა უზრუნველყოფს, ადამიანი უნდა ჩაითვალოს მხოლოდ მშვენიერ ყვავილად სურნელის გარეშე. როცა საკმაოდ პატარა, მოჰანდას კარამაჩანდ განდჰი თავის დედასთან ერთად დაესწრო დრამას სრავანაზე და მის ერთგულებაზე მშობლებისადმი, და მან გადაწყვიტა რომ ის ასევე უნდა გამხდარიყო სრავანა. ის დაესწრო სპექტაკლს ჰარისჩანდრაზე და ამან შთაბეჭდა ის იმდენად ღრმად რომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო ისეთივე გმირულად მიძღვნილი სათნოებაზე, როგორც თავად ჰარისჩანდრა. ამებმა გარდაქმნა ის ისე დიდად რომ ის გახდა დიდი სული (მაჰათმა). განდჰის ჰყავდა მასწავლებელი ვინც მას ასწავლა მცდარი გზები. მაგრამ განდჰიმ არ მიიღო მისი რჩევა. შედეგად, ის იყო ქვეყნისთვის თავისუფლების მოტანის შემძლე. ბჰარათის ამ მიწაზე ათასობით და ათასობით პერსპექტიული დიდი სულია. მაგალითები რაც ჩვენ უნდა წარვადგინოთ მათ წინაშე არიან კაცები და ქალები ვინც ისწავლა და აპრაქტიკა სულიერი განათლება (ათმა-ვიდია).
– ვიდია ვაჰინი, თავი 7.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 3 ოქტომბერი.
რა არის რეალური მნიშვნელობა დასარა ფესტივალის უკან? როდესაც ჩვენ ვიწყებთ წმინდა “ნავარატრის” ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ თაყვანისცემა ღმრთაების მთელი ჩვენი გულით!
დასარას ფესტივალის აღნიშვნა გულისხმობს დასენდრიით (მოქმედების 5 გრძნობით და აღქმის 5 გრძნობით) შესრულებული მოქმედებების განწმენდას. ამ მსოფლიოში ყველა ადამიანმა უნდა შეასრულოს რამე სახის კარმა (მოქმედება). თავმჯდომარე ქალღმერთ ან მამოძრავებელი ძალა ამ ქმედებების უკან არის დევი (ასევე ეწოდება დურგა), ვინც არის ენერგიის პერსონიფიკაცია. ის არის მიმნიჭებელი ყველა სახის ენერგიის შესასრულებლად სხვადასხვა კარმის ადამიანის მიერ. ქალღმერთი ლაკშმი ანიჭებს სხვადასხვა სახის სიმდიდრეს, როგორიცაა ფული, საკვები მარცვლები, ოქრო, სხვადასხვა სახის საგნები, საზიდი საშუალებები გადაადგილებისთვის და ა.შ., ადამიანებს ასე რომ მათ გაატარონ ბედნიერი ცხოვრება ამ მსოფლიოში. ღმრთაებრივი ქალის პრინციპის მესამე ასპექტი არის სარასვათი, სწავლისა და ინტელექტის ქალღმერთი. ამგვარად, სამება დურგას (ენერგიის ქალღმერთის), ლაკშმის (სიმდიდრის ქალღმერთის) და სარასვათის (სწავლისა და ინტელექტის ქალღმერთის) არის თაყვანცემული დასარას ამ ფესტივალის განმავლობაში. ეს არის დურგას, ლაკშმის და სარასვათის სამების თაყვანისცემის პრინციპი ამ 9 დღიანი (ნავარატრი) ფესტივალის დროს. აუცილებელია რომ ადამიანებმა თაყვანი სცენ ღმრთაებრივი პრინციპის ამ სამივე ასპექტს.
– ღმერთის საუბარი, 2008 წლის 9 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 4 ოქტომბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებისადმი ჩვენი მადლიერების გამოვლენა? ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით დასარას ფესტივალს, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს ამ მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ.
მთები ეხმარება კაცს სახლების აშენებაში მათგან მოპოვებული ქვის ფილების გამოყენებით. ხეები უზრუნველყოფს ხე-ტყეს სახლების ასაშენებლად და ასევე შეშას საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. ცოცხალ არსებათა შორის, ყოველი არსება, ჭიანჭველიდან სპილომდე, ეხმარება კაცს ამა თუ იმ გზით. ძროხები აძლევს კაცს მკვებავ რძეს. ხარები სასარგებლოა მინდვრების ხვნაში და ეხმარება საკვები მოსავლის მოყვანას. ყველა სხვა არსება როგორიცაა ჩიტები, თევზები, ცხვრები და სხვები ემსახურება კაცს სხვადასხვა გზით. ამ კუთხით დანახვით ცხადი ხდება რომ ყველაფერი ქმნილებაში ეხმარება კაცს თავისი ცხოვრების გატარებაში. ასე კაცი იღებს უამრავ ვალს ბუნებისგან. მაგრამ რა არის ის მადლიერება რასაც ის ავლენს ბუნების მიმართ? რა მადლიერებას სთავაზობს ის ღმრთაებას? ის ივიწყებს ღმრთაებას ვინც არის ყველაფრის მომწოდებელი. ეს არის მიზეზი მისი გახდომის სხვადასხვა სიძნელეებისა და უბედურების მსხვერპლად. იმ დროს როცა ის იღებს უთვალავ საჩუქარს განგებისგან, ის არ სთავაზობს სანაცვლოდ რამეს ბუნებას ან ღმერთს. მაშინ როცა ჩვენ გვთხოვენ სიკეთის დაბრუნებას ბოროტებისთვის, რამდენად შეუფერებელია არ დაბრუნება სიკეთის სიკეთისთვისაც კი?
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 5 ოქტომბერი.
რა არის ჩვენი ერთადერთი მუდმივი ქონება და როგორ შეგვიძლია ჩვენ მისი შენარჩუნება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ იმ მნიშვნელოვან გზავნილს დღეს!
ამ მსოფლიოში ყველაფერი ექვემდებარება ცვლილებას და დაცემას. იქნება ეს ფიზიკური ობიექტები თუ ინდივიდები, ყველა არის წარმავალი და ცვალებადი. არაფერი არის მუდმივი. მხოლოდ შენი სიწმინდეა მუდმივი. სიწმინდე არის კაცის არსებითი ბუნება. მაგრამ თუ კაცი ატარებს დაბინძურებულ ცხოვრებას, ის აუარესებს საკუთარ თავს. კაცის სიწმინდე ცხადდება მაშინ როცა ადამიანური ურთიერთობები ეფუძნება გული-გულზე და სიყვარული-სიყვარულზე. სიყვარულს აქვს სამკუთხედის ფორმა სამი ფერდით. პრემა (ღმრთაებრივი სიყვარული) არ ეძებს რამეს სამაგიეროდ. სადაც ინდივიდი სთავაზობს სიყვარულს სამაგიეროს მოლოდინით, შიში ეუფლება მას. ის, ვისაც უყვარს სამაგიეროს რამე მოლოდინის გარეშე არის სრულიად თავისუფალი შიშისგან. სიყვარულმა იცის მხოლოდ გაცემა, არა მიღება. ასეთი სიყვარული თავისუფალია შიშისგან. ნამდვილი სიყვარულისთვის სიყვარული არის მისი საკუთარი ჯილდო. ასე რომ, სიყვარული არ ეძებს სამაგიეროს, თავისუფალია შიშისგან და არის მისი საკუთარი ჯილდო. ეს არის ნამდვილი სიყვარულის ძირითადი მახასიათებლები. სიყვარული დღეს დაფუძნებულია სამაგიერო სარგებლის სურვილზე. იგი სავსეა შიშითა და შფოთვით. ამგვარად სიყვარული არის მოტივირებული. როცა სიყვარული ფუძნდება წარმავალი და მიწიერი საგნების სურვილზე, ცხოვრება იქნება ამაო. სიყვარული უნდა იყოს მისი საკუთარი ჯილდო.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 6 ოქტომბერი.
რა არის ნამდვილი იაჯნა ან რიტუალური მსხვერპლშეწირვა რაც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ყოველდღე? რადგან ჩვენ ვიწყებთ წლევანდელ ვედაპურუშა საფთაჰა ჯნანა იაჯნას, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ამის შესახებ!
თქვენ უნდა მოახდინოთ კიდევ ერთი იაჯნა ყოველდღე. ჩაასხით ეგოისტური სურვილები და ემოციები, ვნებები, იმპულსები და მოქმედებები მიძღვნისა და ერთგულების ცეცხლში. სინამდვილეში, ეს არის ნამდვილი იაჯნა, რისგანაც არის ანარეკლები და კარნახები, სახელმძღვანელოები და პროტოტიპები. ეს იაჯნა არის მხოლოდ საფუძვლად დებული აბსტრაქტული ჭეშმარიტების კონკრეტული სიმბოლური წარმოდგენა. ისევე, როგორც ბავშვს ასწავლიან წარმოთქმას სიტყვების – თავი, ბადე, ტალღა, გირლანდა და ა.შ., მათი კავშირის გაკეთებით ბგერებითა და ასოფორმებით ასე დასახელებულ საგნების სურათებთან, ამ კშარა (დროებითი) სიმბოლოს მეშვეობით აკშარა თათვა (მარადიული პრინციპი) მოიტანება ცნობიერების წინაშე. ეს პუჯა, ეს იაჯნა და ეს ჰომა მოწყობილია ყოველ დასარაში თქვენს დასახმარებლად გაიგოთ ის სხვა, მარადიული, აბსტრაქტული იაჯნა, რაც თქვენგან თითოეულმა უნდა გააკეთოს შიშის, მწუხარებისა და შფოთვისგან თავის გადასარჩენად.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 11 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 7 ოქტომბერი.
დასარას განმავლობაში, ბევრი იაჯნა სრულდება რწმენითა და ბეჯითობით. რა არის შინაგანი მნიშვნელობა? ბჰაგავანი სიყვარულით ნათელყოფს რეალურ მიზანს და შთაგვაგონებს ჩვენ ვაპრაქტიკოთ ბაჯითად, და განვცადოთ უმაღლესი სიხარული!
არ იფიქროთ, რომ იაჯნა არის მხოლოდ ცერემონია შესრულებული ამ შემოღობილ ადგილში, გამორჩეულად როგორც განსაკუთრებულად წმინდა, თანხლებული წაკითხვებით და თხრობით წმინდა ტექსტებიდან და ვედური საგალობლების გალობით, და სხვა არაფერი ვიდრე ეს. არა. იაჯნა არის უწყვეტი პროცესი; ყველა, ვინც ცხოვრობს ღმერთის მუდმივ თანდასწრებაში და აკეთებს ყველა მოქმედებას როგორც მიძღვნილს ღმერთისადმი დაკავებულია იაჯნით. სამი პროცესი მიდის ერთად სულიერი დისციპლინით, როგორც ჩამოყალიბებულია ბრძენთა მიერ: იაჯნა, დანა და თაპასი (მსხვერპლშეწირვა, ქველმოქმედება და თვითკონტროლი). ესები არ შეიძლება დაიყოს და დანაწილდეს ამგვარად. ქველმოქმედება და თვითკონტროლი არის იაჯნას განუყოფელი ნაწილები. ამიტომ იაჯნა ახსნილია როგორც მსხვერპლშეწირვა, რადგან, ქველმოქმედების პროცესი ანუ დანა არსებითია იაჯნაში. ასეა თაპასიც, ანუ ემოციებისა და აზროვნების პროცესების მკაცრი რეგულირება, მშვიდობისა და რწმენის უზრუნველსაყოფად.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 11 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 8 ოქტომბერი.
თუ ჩვენ ვისწრაფვით მშვიდობისკენ, ჩვენ როგორ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე? როცა ჩვენ ვაკვირდებით წმინდა ნავარატრის ფესტივალს, ბჰაგავანი მტკიცედ და სიყვარულით გვირჩევს ჩვენ დღეს.
გადაწყვიტეთ ამ დღეს გაასუფთაოთ ჭკუა ჭუჭყისაგან ასე რომ თქვენ შეძლოთ შეთვისება შთაგონებების! გონებრივი სიმშვიდის მსურველებმა უნდა შეამცირონ მათი საზრუნელი ბარგი; მეტი ბარგი, დიდი წუხილი. ობიექტური საკუთრება და სუბიექტური სურვილები, ორივე არის წინააღმდეგობა რეალიზებისთვის მოძრაობაში. სახლი გადაჭედილი უსარგებლო ნივთებით იქნება ბნელი და მტვრიანი, და სუფთა ჰაერის თავისუფლად გადაადგილების გარეშე, იქნება დახუთული და სულის შემხუთველი. ადამიანის ტანიც არის სახლი; არ ანებოთ მას იყოს გადატვირთული იშვიათი ნივთებით, სამშვენისებით, ნაგვით და ზედმეტი მოწყობილობით. დაე სიწმინდის ნიავმა დაუბეროს როგორც მას ნებავს მისი გავლით; დაე არ შეურაცხყოს ის ბრმა უმეცრების სიბნელემ. ცხოვრება ხიდია ცვლილებების ზღვაზე; გაიარეთ მასზე, მაგრამ არ ააშენოთ სახლი მასზე. აღმართეთ პრასანტის დროშა ტაძარზე, რომელიც არის თქვენი გული. მიჰყევით მიწერილობას რასაც იგი ასწავლის – დაიმორჩილეთ ექვსი მტერი, რომლებიც ძირს უთხრის ბუნებრივ ნეტარებას კაცში, ადით იოგას სტადიაზე როცა მღელვარება დამშვიდდება და ანებეთ ღმრთაებრიობის ბრწყინვალებას მასში გამოანათოს, მოიცვას ყველაფერი, ყოველ დროს!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 12 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 9 ოქტომბერი.
პრაშანტი ნილაიამში დასარას დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არის სამსხვერპლო იაჯნა ჩატარებული შვიდი დღის განმავლობაში. რატომ არის ასეთი რიტუალური მსხვერპლშეწირვები მნიშვნელოვანი და შეგვიძლია ჩვენ გავზომოთ მათი სარგებელი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
სიტყვები „იაჯნა“ და „იაგა“ ორივე ითარგმნება როგორც მსხვერპლშეწირვა; ეს არის მათი მთავარი მიზანი! თქვენ სწირავთ სიმდიდრეს, კომფორტს და ძალას (ყველაფერს, რაც ეხმარება ეგოს) და ერწყმებით უსასრულობაში. ეს არის მიღწევა და დასრულება. იაჯნები არის სასარგებლო იმიტომ რომ ესები ეხმარება მსხვერპლის იდეალს და გმობს შეძენას. ესები ხაზს უსვამს დისციპლინას, ვიდრე ყურადღების გაფანტვას. ესები დაჟინებით მოითხოვს ჭკუის, ენისა და ხელების კონცენტრირებას ღმერთობაზე. ცინიკოსები ითვლიან მარცვლეულის ტომრებს, ერბოს კილოგრამებს და საწვავის ცენტნერებს და ითხოვენ მეტ ტომარას და კილოგრამს და ცენტნერს კმაყოფილებისა და ბედნიერების სანაცვლოდ! იაჯნას ზემოქმედება ხასიათსა და ცნობიერებაზე არ შეიძლება გაიზომოს მეტრებით ან აიწონოს გრამებით. ეს არის რაღაც განუზომელი, თუმცა აქტუალური და განცდადი. უფრო მეტიც, ცინიკოსები არ ითვლიან ერბოს, მარცვლეულს და საწვავს რაც მათ აქვთ მოხმარებული, სიხარულით ანაზღაურების გარეშე! მარცვლეული და ერბო შეთავაზებული წმინდა ცეცხლში ვედური ფორმულების თანხლებით აბრუნებს სამაგიეროებს ათასჯერ მეტად; ესები გაასუფთავებს და გააძლიერებს ატმოსფეროს მთელ მსოფლიოში! წინააღმდეგ შემთხვევაში, ავატარი არ წაახალისებს და არ ააღორძინებს ამ იაჯნებს!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 7 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 10 ოქტომბერი.
ნავარატრის ბედნიერ დღეს, ჩვენ რატომ უნდა დავიწყოთ პატივისცემა და თაყვანისცემა ჯერ სახლში? ბჰაგავანი სიყვარულით და ნათლად გვანათლებს ჩვენ დღეს.
სიცოცხლე კაცის ვისაც არ შეუძლია პატივი სცეს და შეიყვაროს თავისი საკუთარი დედა არის სრულიად უსარგებლო. დედის აღიარებით ყველა ღმრთაებრივი ძალის ტანმოსილებად, ადამიანმა უნდა გამოიჩინოს პატივისცემა მისდამი და უნდა მოეპყროს მას სიყვარულით. ეს არის ნამდვილი გზავნილი, რასაც ნავარატრი, ცხრა ღამის ფესტივალი გვაძლევს ჩვენ. უზენაესი შაკთი ავლენს თავის თავს დურგას, ლაქშმის და სარასვათის სახით. დურგა გვჩუქნის ჩვენ ენერგიას – ფიზიკურს, გონებრივს და სულიერს. ლაქშმი ბოძებს ჩვენზე მრავალგვარ სიმდიდრეს – არა მხოლოდ ფულადს არამედ ინტელექტუალურ სიმდიდრეს, სიმდიდრეს ხასიათის და სხვა. ჯანმრთელობაც კი არის სიმდიდრის ნაირსახეობა. ის გვჩუქნის უთვალავ სიმდიდრეს. და სარასვათი ბოძებს ჩვენზე გონებას, უნარიანობას ინტელექტუალური გამოკვლევისთვის და დისკრიმინაციის ძალას. ნავარატრის ფესტივალი აღინიშნება მსოფლიოზე ქალღმერთების ძალაუფლების გამოცხადების მიზნით. საკუთარი დედა არის ყველა ამ ღმრთაებრივი არსების ერთობლიობა. ის გვაძლევს ენერგიას, სიმდიდრეს და გონებას. მას მუდმივად სურს ჩვენი წინსვლა ცხოვრებაში. ასე რომ, ის წარმოადგენს სამივე ქალღმერთს, რომლებსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ ნავარატრის ფესტივალის განმავლობაში.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 14 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 11 ოქტომბერი.
როდესაც ჩვენ თაყვანს ვცემთ სამ ღმრთაებას დურგა-ლაქშმი-სარასვათის, რა არის ჭეშმარიტება მათ შესახებ რაც ჩვენ მუდამ უნდა ვატაროთ ჩვენი ჭკუით? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ დაფიქრება ამ ჭეშმარიტებაზე როცა ჩვენ თაყვანს ვცემთ მათ!
დურგას, ლაქშმის და სარასვათის მნიშვნელობა სწორად უნდა იყოს გაგებული. ეს სამი წარმოადგენს სამი სახის ძალას კაცში. იჩჩა შაკთი (ნების ძალა), კრია შაკთი (მოქმედების ძალა) და ჯნანა შაკთი (დისკრიმინაციის ძალა). სარასვათი გაცხადებულია კაცში როგორც ვაკის (მეტყველების) ძალა. დურგა წარმოდგენილია დინამიზმის, მოქმედების ძალის ფორმით. ლაქშმი გაცხადებულია ნების ძალის ფორმით. ტანი აჩვენებს კრია შაკთის. ჭკუა არის იჩჩაა შაკთის სათავსი. ათმა არის ჯნანა შაკთი. კრია შაკთი მოდის ტანიდან, რაც არის მატერიალური. ძალა რაც ააქტიურებს ინერტულ ტანს და ხდის მას ვიბრირებადს არის იჩჩაა შაკტი. ძალა რომელიც აღძრავს იჩჩაა შაკთის ვიბრაციებს არის ჯნანა შაკთი, რომელიც იწვევს გამოსხივებას (ენერგიის). ეს სამი ძალა წარმოდგენილია მანტრათ: „ომ ბჰურ-ბჰუვაჰ-სუვაჰ“. ბჰურ წარმოადგენს ბჰულოკას (დედამიწას). ბჰუვა წარმოადგენს სიცოცხლის ძალას (ასევე ცნობილია როგორც სინდისი კაცში), სუვაჰ წარმოადგენს გამოსხივების ძალას. ეს სამივე წარმოდგენილია თქვენში. ამრიგად, დურგა, ლაქშმი და სარასვათი ბინადრობენ თქვენს ადამიანურ გულში!
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 9 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 12 ოქტომბერი.
ვიჯაიადასამის ყველაზე იმედიან და წმინდა დღესასწაულზე, ჩვენ რა უნდა ვილოცოთ და რისთვის ვიდარდოთ? მოდით ჩვენ მივიღოთ კურთხევა ბჰაგავანისგან ამ იმედიან და სასაზეიმო დღეს!
აავსეთ თქვენი გული სიამით. ნუ აირიდოთ ისინი ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება, პირიქით, ყოველთვის დაელოდეთ მსახურების შესაძლებლობას. ამ მსხვერპლშეწირვის სულს (თიაგა ბჰავას) შეუძლია მარტო მოგანიჭოთ თქვენ ნამდვილი ბედნიერება (ბჰოგა). დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ვიჯაიადასამის წმინდა დღესასწაულს. ადამიანები ასრულებენ სხვადასხვა რიტუალებს ნავარატრის ფესტივალის ცხრა დღის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ და ვილოცოთ რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე იყოს ისეთივე წმინდა როგორც ეს ცხრა დღე. მოდით ჩვენ ყველამ ვიმოქმედოთ ერთად, დაე ჩვენ ყველა გავიზარდოთ ერთად, დაე ჩვენ ვიყოთ ყველა ერთიანი და გავაზიაროთ ჩვენი ცოდნა, მოდით ჩვენ ვიცხოვროთ ერთად მეგობრობით და დისჰარმონიის გარეშე. იცხოვრეთ ერთიანობაში, სწორად გამოიყენეთ თქვენი ინტელექტი, და გააბედნიერეთ თქვენი მშობლები. როცა თქვენ გაატარებთ თქვენს ცხოვრებას ამ გზით, ყოველი დღე იქნება ზეიმობის და წირვის დღე. მთელი მსოფლიო გაიხარებს. მე მსურს რომ თქვენ ჩადოთ პრაქტიკაში ყველაფერი რაც თქვენ ისწავლეთ ამ ცხრა დღის განმავლობაში.

– ღმერთის საუბარი, 2004 წლის 23 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 13 ოქტომბერი.
სად შეიძლება ჩვენ ვიპოვოთ ღმრთაებრივი დედის გაცხადებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ როცა ჩვენ ვეთაყვანებით მას (დედას) ნავარატრის განმავლობაში!
დედობრივი სიყვარული არის მონათესავე შემოქმედის ვინც აპროექტებს და იცავს ამ უსასრულო კოსმოსს უთვალავი გზით. ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი ღმრთაებრივი ხარისხის რასაც დედობა წარმოადგენს. ძროხა გარდაქმნის მის საკუთარ სისხლს მკვებავ რძედ კაცისთვის მისი ტანის წასაშველებლად. ძროხა არის პირველი მაგალითი ღმრთაებრივის როგორც დედის. ღმრთაებრივის მსგავსად, დედამიწა ატარებს კაცს თავის წიაღში და ზრუნავს მასზე მრავალმხრივ. ამიტომ დედამიწაც არის დედის განსახიერება. ადამიანის ტანში, ღმრთაებრივი მიედინება ყველა ნაწილში, როგორც რასა (დედაარსი) და ეშველება მათ. ამ ღმრთაებრივ პრინციპს ეწოდება რასასვარუპინი (ღმრთაებრივი დედაარსის ტანმოსილება). ეს ღმრთაებრივი პრინციპები, რომლებიც ჟღენთს და ეხმარება ფიზიკურ ტანს ასევე უნდა იყოს თაყვანნაცემი როგორც დედა ქალღმერთები. შემდეგ არიან დიდი ბრძენები ვინც გამოიკვლიეს საკითხები დაკავშირებული სიკეთესა და ბოროტებასთან, სწორსა და ცრუსთან, იმასთან რაც ამაღლებს კაცს ან ამცირებს მას, და როგორც მათი შრომისა და სინანულის შედეგი, მისცეს სახეობა დიდი წერილების, მიმთითებელი სულიერი და მიწიერი გზების და იმის კაცობრიობას როგორ შეუძლია გამოისყიდოს თავისი არსებობა. ეს ბრძენები ასევე უნდა იყვნენ პატივნაცემნი როგორც ღმრთაებრივი დედები.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 14 ოქტომბერი.


















ბაბა