საი შთაგვაგონებს 2023 წლის 1 თებერვალი.
ზოგჯერ ჩვენ რატომ ვერ ვხედავთ ღმრთიურებას საკუთარ თავში ან სხვებში? როგორ შეგვიძლია ჩვენ მთლიანად გავანადგუროთ ჩვენი საკუთარი ეგო? ბჰაგავანი სიყვარულით გვაძლევს საიდუმლო საკაზმს ჩვენ დღეს.
ადამიანები ქმნიან და ანვითარებენ საკუთარ თავში მრავალფეროვან ეგოისტურ ჩვევებსა და დამოკიდებულებებს, იწვევენ დიდ უკმაყოფილებას თავისთვის. ამ ყველაფრის იმპულსი მოდის ძალაუფლების კომპლექსიდან, ავტორიტეტის, ბატონობისა და ძალაუფლების დაგროვების სიხარბიდან; სიხარბიდან ნივთებისთვის რომლებიც არასოდეს შეიძლება იყოს მარადიული და სრული. შეუძლებელია ნებისმიერისთვის მიაღწიოს მათ დაკმაყოფილების დონეზე. ყოვლისშემძლეობა ეკუთვნის მხოლოდ ყოვლის უფალს. ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ აღფრთოვანება გახდომით ხელოვნების ოსტატად, მთელი სიმდიდრის მესაკუთრედ, ცოდნის მფლობელად ან ყველა წმინდა წერილის მატარებლად, მაგრამ ვისგან შეიძინეს მათ ეს ყველაფერი? ვინმემ შეიძლება განაცხადოს კიდეც რომ მან ეს ყველაფერი მოიპოვა თავისი საკუთარი ძალისხმევით და გარჯით. მაგრამ უეჭველია ვიღაცამ მისცა ეს მათ ამა თუ იმ ფორმით. არავის შეუძლია ამის უარყოფა. წყარო რომლიდანაც მთელ ძალასა და ძალაუფლებას ეძლევა დასაბამი არის ყველაფრის უფალი. ამ ყოვლისშემძლეობის იგნორირება, საკუთარი თავის მოტყუება რომ პატარა ძალა რაც ადამიანს აქვს შეძენილი არის მისი საკუთარი, არის ნამდვილად ეგოიზმი, ამპარტავნება და სიამაყე (აჰამკარა). ის, ვინც არის ძალაუფლების ნამდვილი მანქანა შეიძლება ამოცნობილი იყოს ჭეშმარიტების, სიკეთის, სიყვარულის, მოთმინების, შემწყნარებლობისა და მადლიერების მახასიათებლებით. სადაც კი ესები ცხოვრობს, ეგო (აჰამკარა) ვერ შეძლებს ცხოვრებას!
– პრემა ვაჰინი, თავი 15.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 2 თებერვალი.
რა არის ჭკუის ბუნება და რა არის საიდუმლო მის საიძულებლად იმუშაოს ჩვენთვის? ბჰაგავანი ნათლად და სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ჭკუა არის საოცრება, მისი ხუმრობები არის კიდევ უფრო საოცარი. მას არ აქვს ცხადი ფორმა ან გარეგნობა. იგი იღებს იმ ნივთის გარეგნობას ან ფორმას, რომელშიც იგი არის ჩართული. ხეტიალი სურვილიდან სურვილზე, და ერთი სურვილიდან მეორეზე გადაფრენა, არის მისი ბუნება. ასე რომ, ეს არის დაკარგვისა და მწუხარების, აღფრთოვანებისა და დეპრესიის მიზეზი. მისი ეფექტი არის ორივე დადებითიც და უარყოფითიც. ღირებულია კაცმა იცოდეს ჭკუის მახასიათებლები და მისი დაუფლების გზები საკუთარი საბოლოო სარგებლისთვის. ჭკუა არის მიდრეკილების მქონე გამოცდილების დაგროვებასა და მეხსიერებაში შენახვაზე. მან არ იცის თავის დანებების ხელოვნება. არაფერი უკუიგდება ჭკუით. შედეგად, მწუხარება, მღელვარება და უბედურება აგრძელებს დუღლს მასში. თუ მხოლოდ ჭკუას შეიძლება ასწავლოთ თიაგა (მსხვერპლის შეწირვა), თქვენ ასევე შეძლებთ გახდეთ იოგი (სულიერად მშვიდი ადამიანი).
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 3 თებერვალი.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ რომ გვქონდეს ტკბილი, სუფთა და კურთხეული ბოლო მომენტი ჩვენს ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით აზიარებს ჩვენთან ასე რომ ჩვენ შევძლოთ დაწყება მისი პრაქტიკის, ვიდრე ეს არ არის გვიან.
ცხოვრების თანდაყოლილი სურვილებიდან ზოგიერთი დანარჩენებზე ძლიერია და გამოირჩევა ბოლომდე. ცხოვრება ასეთია; ეს უნდა იყოს ნასწავლი. მთელი ამ ცხოვრებისა და შრომის წმინდა შედეგი არის ის რაც მოდის მეხსიერებაში სიცოცხლის ბოლო მომენტში. აქედან გამომდინარე, მიმართეთ ცხოვრების მთელი მიმდინარეობა იმ გონებრივი მიდრეკილების (სამსკარას) შეძენისკენ, რაც თქვენ გსურთ გქონდეთ ბოლო მომენტის განმავლობაში! დააფიქსირეთ თქვენი ყურადღება მასზე, დღედაღამ. გრძნობა რომელიც დომინირებს სიკვდილის მომენტში მუშაობს დიდი ძალით მომავალ ცხოვრებაში. ეს ჭეშმარიტება უნდა მეგზურობდეს ადამიანს ამ ცხოვრების მოგზაურობისთვისაც ასევე, რადგან თანდაყოლილი სურვილები არის კაპიტალი როგორც ამ მოგზაურობისთვის ასევე მოგზაურობისთვის ამის შემდეგ. ამიტომ, ხვალიდან, ყოველთვის დაიჭირეთ სიკვდილი, რაც გარდაუვალია, მეხსიერების თვალწინ და დააკავეთ საკუთარი თავი ცხოვრების გზაზე კეთილი სურვილებით ყველასათვის, ჭეშმარიტების ზედმიწევნით ერთგულებით, მუდამ კეთილთა კომპანიის ძებნით, და ყოველთვის უფალზე დაფიქსირებული ჭკუით.
– პრემა ვაჰინი, თავი 27.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 4 თებერვალი.
რა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ მარტივი ხერხები რაც ჩვენ უნდა ვაპრაქტიკოთ ჩვენი ჭკუისთვის ზრუნვასა და ჩვენს დამოკიდებულებაში ცხოვრების მიმართ, დღის ყოველ წამს? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
საათი, ყველასთვის, განუწყვეტლივ ტიკტიკებს. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არ არის უწყვეტი, რადგან, ვინმემ შეიძლება შეამჩნიოს ხანმოკლე პაუზა ერთ ტიკსა და მეორეს შორის. ეს არის დასვენების ინტერვალი. მაგრამ თქვენს ჭკუას არ აქვს თუნდაც ეს მოკლე ინტერვალი ერთ აზრსა და შემდეგს შორის. და აზრების უწყვეტ თანმიმდევრობაში არ არის წესრიგი და კავშირი! ეს უმატებს დაბნეულობასა და შეშფოთებას. ეს არის ცუდი ჯანმრთელობის მთავარი წყარო ადამიანში! ჩვენ ვგეგმავთ და ვემზადებით ფიზიკური დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის და ჩვენ ვიცით რომ მანქანებსაც კი სჭირდებათ დასვენების საათები! მაგრამ, ჩვენ გვაქვს უგულვებელყოფილი ჭკუისთვის დასვენების უზრუნველყოფის მოვალეობა! დჰიანა (მედიტირება) არის დასვენების პერიოდის სახელი, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ დაკავებული და თავქეიფა ჭკუისთვის! გული დაკავებულია საათის ტიკტიკის მსგავსად, ცემაში მაგრამ, ენერგიის ახალი პულსი წარმოიქმნება ერთ და მეორე ცემას შორის. ეს უზრუნველყოფს ცხოვრების დინებას, წარსული თუ მომავალი მომენტების განურჩევლად.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 5 თებერვალი.
რა არის ყველაზე სწორი გზა მშვიდობის სიამოვნების მისაღებად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ძლიერ ტექნიკას დასამახსოვრებელი მაგალითით.
გულისა და სისხლძარღვების მეშვეობით, სცემს ადამიანის სიცოცხლის ნაკადი. ეს ცემა ოდესღაც დასრულდება. ჭეშმარიტად დაბადებას სიკვდილი მოსდევს, სიკვდილს ისევ დაბადება და ა.შ. ჩვენ უნდა ვეცადოთ და გავიგოთ ამ ცხოვრების საიდუმლო. ისევე როგორც კაცმა ვინც ცურავს და წინ მიიწევს მდინარეში, ჩვენც უნდა დავივიწყოთ გამოცდილება რაც ჩვენ გვქონდა წარსულში და ვიცუროთ წინ. მხოლოდ თუ მოცურავე უკან გადააგდებს წყალს რაც არის მის წინ ის წავა წინ. თუ ის არ გადააგდებს უკან წყალს რaც არის მის წინ, ის იდგება იქ სადაც ის არის. როგორც ამ ანალოგიაში, მხოლოდ თუ ადამიანი შეეცდება უკან მოიტოვოს ის გამოცდილება რომლითაც მან იცხოვრა, ის იქნება წინსვლის შემძლე. თუ ადამიანი ამ გზას გაუყვება, ის აღმოაჩენს რომ კაცის ცხოვრებაში არ არის ადგილი ბრაზისთვის, არც ადგილი ეჭვიანობისთვის და მისი ცხოვრება ჩაივლის სასიამოვნოდ.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1977, თავი 17.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 6 თებერვალი.
თუ ჩვენ ვართ დაღლილები წარუმატებლობისგან, იმედგაცრუებისგან ან ვართ უბრალოდ დაღლილები, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვაძლევს ჩვენ დღეს ძვირფას წინადადებებს.
შეიძლება მოვიდეს დრო როცა ადამიანი იღლება და სუსტდება, მაგრამ მან მაშინ უნდა ილოცოს ასე: „უფალო, საქმეები წავიდა ჩემი შესაძლებლობების მიღმა. მე ვგრძნობ შემდგომი ძალისხმევა არის ძალიან დიდი დაძაბვა. მომეცი მე ძალა, ოჰ უფალო!” ჯერ, ღმერთი დგას მანძილზე და უთვალთვალებს ადამიანის ძალისხმევას, მსგავსად მასწავლებლის ვინც დგას გვერდზე როცა მოსწავლე წერს პასუხებს კითხვებზე. შემდეგ, როდესაც ადამიანი აგდებს მიჯაჭვულობას გრძნობით სიამოვნებაზე (ბჰოგაზე) და იწყებს კეთილ საქმეებსა და უანგარო მსახურებას, ღმერთი მოდის გამამხნევებლად ახლოს. მსგავსად მზეღმერთის (სურია-ნარაიანას), ის ელოდება დახურულ კარს გარეთ. მსგავსად მსახურის, რომელმაც იცის თავისი ბატონის უფლებები და საკუთარი შეზღუდვები, ის არ აცხადებს თავის ყოფნას და არ აკაკუნებს კარზე, არამედ უბრალოდ ელოდება. და როცა ბატონი აღებს კარს ოდნავ, მზე შევარდება და უმალ გამოდევნის სიბნელეს შიგნიდან. როდესაც მისი დახმარება არის საჭირო, ის იმყოფება ადამიანის გვერდით, ხელებგაშლილი დახმარების გასაწევად. ასე რომ რაც სასურველია არის მხოლოდ დისკრიმინაცია (ვივეკა) ლოცვა უფლისადმი და სულიერი სიბრძნე (ჯნანა) მის გასახსენებლად.
– პრემა ვაჰინი, თავი 11.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 7 თებერვალი.
როცა დღეს ინდოეთში ბევრი ზეიმობს გაზაფხულის დღესასწაულს და თაყვანს სცემს მზე-ღმერთს, რა გაკვეთილები შეგვიძლია ჩვენ წავიღოთ სახლში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
მზე, მის ჩრდილოეთისკენ მოგზაურობაზე შესვლით, მიესალმა ჰიმალაის ჩრდილოეთში, როგორც უფალ შივას მშვენიერ ადგილსამყოფს. გული უნდა განიხილებოდეს როგორც უფლის ადგილსამყოფელი და ხედვა უნდა იყოს შეტრიალებული ღმრთაებრივის განსაცდელად. ადამიანის გული თავისთავად სიმბოლირებს ჰიმალაის როგორც სიწმინდისა და მშვიდობის ადგილსამყოფს. მზის ჩრდილოეთის მოგზაურობა არის ის მანიშნებელი გზა რაც ადამიანმა უნდა აიღოს ღმერთის შესაცნობად. მზე არის უანგარო და დაუღლელი მსახურების უმაღლესი მაგალითი. მსოფლიო ვერ გადარჩება მზის გარეშე. სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლებელია მხოლოდ მზისგან. მზე ასწავლის ადამიანს მოვალეობისადმი თავმდაბალი ერთგულების გაკვეთილს, რამე ამპარტავნების გარეშე. მზე არის უზენაესი მაგალითი ყველასთვის რომ ადამიანმა მისი მოვალეობა უნდა შეასრულოს ერთგულებითა და მიძღვნით. საკუთარი მოვალეობის შესრულება არის უდიდესი იოგა, როგორც კრიშნას მიერ აღინიშნა გიტაში. დაე, თქვენი მოქმედებები და აზრები იყოს კარგი. შემდეგ თქვენ განცდით ღმრთაებრივ ნეტარებას.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 15 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 8 თებერვალი.
რა არის ერთგულებისა და სიბრძნის როლი ამ მოგზაურობაში ღმერთისკენ? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
ერთგულება და სიბრძნე მსგავსია ურმის წყვილი ხარის. ორივემ უნდა გასწიოს უნისონში. თითოეული უნდა ვლიდეს ფეხშეწყობით მეორესთან და ეხმარებოდეს მეორეს ტვირთის უფრო სწრაფად ზიდვაში. სიბრძნე უნდა დაეხმაროს ერთგულების გაზრდას; ერთგულება უნდა დაეხმაროს სიბრძნის მომატებას. სწორედ ამ ურთიერთდახმარების, ამ თანამშრომლობის გამო ბრინდავანის მწყემსმა ქალიშვილებმა შეძლეს განთავისუფლების მიღწევა. მათმა ერთგულებამ უფალ კრიშნასადმი ასევე დააჯილდოვა ისინი უმაღლესი სიბრძნით. ახლა, არსი ერთგულების ისევე როგორც სიბრძნის არის მშვიდობა, მშვიდობის უმაღლესი ტიპი, უზენაესი მშვიდობა. უზენაეს მშვიდობას (პრასანტის) მიჰყავს ადამიანი სულიერი ბრწყინვალების (პრაკანთის) დიდებამდე და იქიდან უმაღლესი გამომჟღავნების სუპერ ნათებამდე (პარამ-ჯიოთიმდე). სიბრძნე არის ერთგულების თანმხლები, მისი შემადგენელი ნაწილი. ღმერთზე ფიქსირებული სიყვარული არის დიდად სასიკეთო. იგი აწარმოებს უდიდეს სიკეთეს. იგი არ აბამს ადამიანებს დედამიწაზე. იგი წაიყვანს მათ ხელით განთავისუფლების გზაზე.
– პრემა ვაჰინი, თავი 27.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 9 თებერვალი.
მშობლებმა როგორ უნდა დისციპლინონ თავიანთი შვილები ფულთან დაკავშირებით? ბჰაგავანი ნათლად და სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ჩვენ არასდროს უნდა მივიჩნიოთ სიმდიდრე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ცხოვრებაში. ამით ჩვენ უნდა დავიმსახუროთ ღმერთის წყალობა. თქვენ უნდა გქონდეთ ფული რაც საკმარისია თქვენი არსებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რამე მეტი ვიდრე ეს უნდა იყოს გამოყენებული ქველმოქმედებისა და სხვა ასეთი კეთილი საქმეებისთვის. დღეს, ჩვენ ვხედავთ ბევრ სიტუაციას სტუდენტებს შორის რითაც ისინი ფუჭდებიან ჭარბი ფულის დაუფლებით. თავდაპირველად, შეიძლება ძალიან რთული ჩანდეს ფულის მინიმალური თანხის შეგუება; მაგრამ თუ ისინი შეძლებენ ფულისთვის თავიანთი სურვილის გაკონტროლებას, ისინი იქნებიან ძალიან ბედნიერები და მშვიდები შემდეგ. როდესაც სტუდენტებს ნამდვილად სჭირდებათ ათი რუპია, ისინი ემზადებიან ოცი რუპიის სათხოვნელად. როცა ბავშვები ოც რუპიას ითხოვენ, მშობლებმა მხოლოდ ათი რუპია უნდა მისცენ. ეს არის ძალიან აუცილებელი. თუნდაც ვაჟი მომენტალურად იგრძნობს ტკივილსაც კი, ის მოგვიანებით მიიღებს ძალას. თუ მას მიეცა ოცი რუპია როცა მას რეალურად სჭირდება მხოლოდ ათი, ის შეიძენს ცუდ მეგობრებს და ამ ფულს დახარჯავს მათზე.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1973, თავი 17.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 10 თებერვალი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ ავავსოთ გული ღმრთიურით და მივაღწიოთ ცხოვრების საბოლოო მიზანს? ბჰაგავანი სიყვარულით აღწერს მოგზაურობას ჩვენთვის დღეს
.
იაშოდა აკვლევს კრიშნას იმ ადგილას სადაც ის იმალება, ფეხის ანაბეჭდებით მან რომ დატოვა როცა მან გატეხა აჭრილი რძის ქოთანი რომელსაც ის (იაშოდა) დღვებდა. ეს არის სიმბოლური ამბავი საილუსტროდ უფალი როგორ არღვევს ჩვენს იდენტიფიკაციას ტანთან და მივყავართ თავისკენ ნიშნებითა და სიგნალებით, რასაც ის გვაწვდის მთლიანად ჩვენს ირგვლივ. ეს ნიშნები მუდმივად არის წარმოდგენილი ბუნებაში ჩვენგან თითოეულის ირგვლივ, მზის ამოსვლის სილამაზეში, ცისარტყელას ექსტაზში, ჩიტების მელოდიაში, ლოტოსით გაწყობილი ტბების ზედაპირებში, თოვლით დაგვირგვინებული მწვერვალების სიჩუმეში – ფაქტობრივად, მას შემდეგ რაც ღმერთი არის რასა (სიტკბო, არსი), მთელი ბუნება რომელიც არის მხოლოდ თვით ის მოქმედებაში, არის ტკბილი და ექსთათური. ფორმით თუ უფორმოდ, ის არის ანანდა ან ნეტარება. მიესალმეთ მას გულში, როგორც რამას (მას ვინც არის სიხარული და ჩუქნის სიხარულს) ან როგორც კრიშნას (მას ვინც გიზიდავთ თქვენ იმ სიხარულის მეშვეობით, რასაც ის ანიჭებს) და იცხოვრეთ ყველა თქვენი მომენტი მასთან ერთად, შეთავაზებით მისთვის თქვენი მედიტირების თაყვანისცემისა და ჭვრეტის. ეს გახსნის სიბრძნისა და განთავისუფლების კარებს.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 16 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 11 თებერვალი.
რა არის ყველა სულიერი პრაქტიკის ან სადჰანას არსი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ბრწყინვალე მოთხრობით.
არსებობს მოთხრობა რომ ლაკშმიმ ჰკითხა უფალ ვიშნუს ერთ დღეს თუ მიბრუნდება კაცობრიობა ოდესმე ღმერთისკენ ვინაიდან მან უზრუნველყო ისინი კომფორტული ცხოვრებისათვის საჭირო უნარებითა და მასალებით. ვიშნუმ უპასუხა: „მე ისინი უზრუნველვყავი ორი ხარისხით, რაც მათ მოიზიდავს ჩემსკენ: სიხარბე და უკმაყოფილება“. როდესაც კაცი მიბრუნდება ღმერთისკენ, განჯაჭვით საკუთარი თავის მსოფლიოზე დამონებისგან, ის მეტად აღარ დაიტანჯება სიხარბისა და უკმაყოფილებისგან. ორ სანაპიროს შორის, „ღმრთაებრივთან მიბმის“ და „მიწიერისგან განცალკევების“, სიცოცხლის ნაკადი შეძლებს დინებას შეუნელებელად სისწრაფეში და მიმართულებით, ღმრთაებრივი წყალობის ოკეანისკენ. ხედეთ საკუთარი თავი როგორც ღმრთაებრივი; ხედეთ სხვები როგორც ღმრთაებრივი. მოერიდეთ კიდევ ყველაფრისგან თქვენში და სხვებში. ეს არის სადჰანას (სულიერი პრაქტიკის) არსი.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 16 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 12 თებერვალი.
როგორ შეიძლება ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიყვარულისა და ურყევი მშვიდობის მოპოვების ღირსი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ადამიანმა უნდა მიაღწიოს ბევრ ობიექტს ცხოვრების განმავლობაში. მათგან ყველაზე მაღალი და ყველაზე ღირებული არის ღმერთის წყალობის, ღმერთის სიყვარულის მოპოვება. ღმერთის სიყვარული მოგცემთ დიდ სიბრძნეს რაც ადამიანს სჭირდება ურყევი შინაგანი მშვიდობის მისაღწევად. ყველა უნდა ეცადოს ღმრთაებრივის ჭეშმარიტი ბუნების გაგებას. რა თქმა უნდა, ადამიანი, თავიდანვე, ვერ შეძლებს ჩაწვდეს არამანიფესტურ აბსოლუტურ ფენომენს. ჯერ, მან უნდა მოიწონოს ფორმა და გარკვეული ატრიბუტები მის მისატანად მისაწვდომობაში. შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ის უნდა ეცადოს ჩაითავისოს იგი, როგორც ღმრთაებრივი ენერგიის ჩამოსვლა. ამ მცდელობაში მხოლოდ წარმატებისკენ სწრაფვა არ აძლევს ინდივიდუალურ მაძიებელს უფლებამოსილებას. ადამიანმა ასევე უნდა კულტივიროს მსახურების სული და დაკავდეს კარგი საქმეებით, რომლებიც ხალხის მადლიერებას იმსახურებს. მხოლოდ ამით შეძლებს ადამიანი ცნობიერების (ჩითთას) დონეების გაწმენდის ამოცანის შესრულებას და სულიერი გამარჯვებისთვის ვარგის კანდიდატად გახდომას.
– ვიდია ვაჰინი, თავი 11.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 13 თებერვალი.
რატომ არის ენისა და სხვა გრძნობების კონტროლი კრიტიკული სულიერი ასპირანტისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ და გვიხსნის როგორ გავაკეთოთ ეს.
გრძნობების კონტროლის გარეშე სადჰანა არ არის ეფექტური; როდესაც გრძნობებს მიცემული აქვს სრული მმართველობა, ეს ჰგავს წყლის შენახვას მჟონავ ქოთანში. როცა ენას სწყურია რამე დელიკატესი, ამტკიცეთ რომ თქვენ არ დააკმაყოფილებთ მის კაპრიზებს. თუ თქვენ იჩენთ უდრეკობას საკუთარი თავისთვის უბრალო საკვების მიცემაში, რომელიც არის არა ცხარე ან ცხელი, მაგრამ საკმარისად მარჩენალი, ენა შეიძლება დაიკლაკნოს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ის მალე კეთილად მიიღებს მას. ეს არის გზა მის დასამორჩილებლად და მისი თქვენს ბატონად ყოფნის ბოროტი შედეგების დასაძლევად. ვინაიდან ენა თანაბრად იჟინებს სკანდალსა და ავხორცულ ლაპარაკზე, თქვენ უნდა ალაგმოთ ეს მიდრეკილებაც ასევე. ილაპარაკეთ ცოტა, ილაპარაკეთ ტკბილად, ილაპარაკეთ მხოლოდ მაშინ როცა არის გადაუდებელი საჭიროება, ესაუბრეთ მხოლოდ მათ, ვისთანაც ვალდებული ხართ და არ იყვიროთ ან აუწიოთ ხმას, რისხვით ან აღელვებით. ასეთი კონტროლი გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და გონებრივ სიმშვიდეს. ეს გაგიძღვებათ უკეთესი სახალხო ურთიერთობებისკენ და ნაკლები მონაწილეობიკენ სხვებთან კონტაქტებსა და კონფლიქტებში.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 14 თებერვალი.
რა არის მათი მახასიათებლები ვინც ძვირფასია უფლისთვის? ვინ არის ნამდვილი ერთგული? ბჰაგავანი სიყვარულით გვავედრებს ჩვენ დღეს.
ყველა ობიექტი ამ ხილულ სამყაროში არის უაღრესად ლამაზი, მიმზიდველი და სასიამოვნო. ღმრთაებრივი იმანენტურია მთელ კოსმოსში. კოსმოსი სავსეა სიყვარულით. უზენაესი მე არის სიყვარულის ტანმოსილება. ამიტომ თუ სიყვარული ხვდება სიყვარულს, ისინი ერწყმება. ამგვარად თუ თქვენ განავითარებთ თქვენს სიყვარულს თქვენ გახდებით უფლების მქონე მიაღწიოთ ერთიანობას ღმრთაებრივთან. სიყვარული არსებობს სიყვარულისთვის და სხვა არაფრისთვის. იგი არის სპონტანური და ანიჭებს აღტაცებას. ყველაფერი გაჟღენთილია სიყვარულით. სიყვარული ხედავს გულით და არა თვალებით. იგი ისმენს არა ყურებით, არამედ გულის სიმშვიდით. იგი ლაპარაკობს არა ენით, არამედ თანაგრძნობიდან. თანაგრძნობა, სიკეთე და სიყვარული ცალკე სიტყვებია რომლებიც ნიშნავს ერთსა და იმავე რამეს. სიყვარულს აქვს ბევრი სინონიმი. სიყვარული შეიძლება გამოსხივდეს მხოლოდ გულიდან და არა სხვა რომელიმე წყაროდან. სიყვარული არის უკვდავი, ნექტარული, ნეტარი და უსასრულო. სიყვარულით სავსე გული არის უსაზღვრო. ზუსტად როგორც მდინარეები სხვადასხვა სახელებითა და ფორმებით ერწყმის ოკეანეში და ხდება მასთან ერთიანი, სიყვარული მრავალი ფორმით შედის გულის ოკეანეში და იღებს იდენტიფირებას მასთან. სიყვარულს შეუძლია ყველაფრის დაპყრობა. უანგარო, წმინდა და სუფთა სიყვარულს მიჰყავს კაცი ღმერთამდე.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 15 თებერვალი.
როგორ უნდა იყოს ღმრთიურის ჩვენი თაყვანისცემა მოსაწონი? ჩვენ რა შეგვიძლია და უნდა შევთავაზოთ უფალს? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ თავისი სიტყვებით დღეს.
უფალი აცხადებს ისეთ წყალობას რომ თქვენგან თითოეულს ჰყავს უფალი მთლიანად თავისთვის; თქვენ არ გჭირდებათ დანაღვლიანება რომ თქვენ არ გეყოლებათ ის როდესაც სხვები მიიღებენ მას, არც უნდა იამაყოთ რომ თქვენ გყავთ ის და არავის შეუძლია მისი ყოლა ამავდროულად! უფალი დაყენებულია თქვენი გულების საკურთხევლებში. შესთავაზეთ მთელი თქვენი მე, მთელი თქვენი ცხოვრება, მას; მაშინ თქვენი თაყვანისცემა გარდაგქმნით და გადაგაქცევთ თქვენ ისე სწრაფად და მთლიანად, რომ თქვენ და ის შეძლებთ შერწყმას ერთში. ის ფიქრობს, გრძნობს და მოქმედებს ისე, როგორც შენ აკეთებ; შენ ფიქრობ, გრძნობ და იქცევი ისე, როგორც ის აკეთებს. თქვენ გარდაიქმნებით როგორც ქვა გარდაიქმნება მოქანდაკის მიერ კერპად, გულწრფელი კაცების თაობის თაყვანისცემის ღირსად. ამ პროცესში თქვენ ასატანი გექნებათ ჩაქუჩის მრავალი დარტყმა, ბევრი სატეხ-ჭრილობა, რადგან ის არის მოქანდაკე. ის მხოლოდ გიხსნით გაქვავებიდან! შესთავაზეთ უფალს თქვენი გულები, სავსე მისდამი წმინდა სიყვარულით!
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 16 თებერვალი.
ჩვენ რატომ არ უნდა დავცინოთ კერპის თაყვანისცემას? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს მიზანს მის უკან.
თითოეული ადამიანი თაყვანს სცემს კონკრეტულ ფორმას თავისი მოწონების მიხედვით. ზოგი ადამიანები თაყვანს სცემენ რამას რადგან ისინი მოხიბლული არიან რამას სახელითა და ფორმით. ეს არის თითი რაც მიანიშნებს ყვავილზე. მსგავსად, კერპები მიუთითებს ღმრთაებრიობაზე. ასე რომ, კერპთა თაყვანისცემა არ შეიძლება ჩაითვალოს სისულელედ. არასოდეს უგულვებელყოთ კერპები, იმიტომ რომ ესები არის ინერტული. ინერტულ ობიექტებშიც კი არის ჩაიტანია (ცნობიერება). ანორანიან მაჰათო მაჰიიან (ბრაჰმანი არის პატარა ვიდრე ყველაზე პატარა და დიდი ვიდრე ყველაზე დიდი). ეს ცნობიერება წარმოდგენილია ყველაზე პატარადან ყველაზე დიდამდე. თქვენი თვალსაზრისით, ობიექტი შეიძლება ჩანდეს ინერტული, მაგრამ ვედური თვალსაზრისით, ყველაფერი არის ჩაიტანია. სიბრიყვეა ჩაიტანიას არსებობის ვერ შემჩნევა. ვინმემ შეიძლება იკითხოს: თუ ჩაიტანია ყოვლისმომცველია, რატომ არ არის იგი ხილვადი შეუიარაღებელი თვალით? თქვენ ყველამ კარგად იცით ფაქტი რომ კარაქი არის რძის ყოველ წვეთში. შეგიძლიათ უარყოთ მისი არსებობა უბრალოდ იმიტომ რომ იგი არ არის ხილვადი შეუიარაღებელი თვალით? კარაქის მიღების პროცესი ჩაირთავს რძის აჭრას და შემდეგ მის შედღვებას.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 12 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 17 თებერვალი.
როცა ჩვენ ვემზადებით შივარატრის ხელსაყრელი და ყველაზე მეტად წმინდა ღამისთვის, ჩვენ რა უნდა გვახსოვდეს? ბჰაგავანი ნათლად და სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
შივარატრის რიტუალი არის გულის გასასუფთავებლად ღმერთზე ჭვრეტით. როდესაც გული სუფთავდება, მთელი ცხოვრება ხდება ნაკურთხი. არ იქნება საჭირო სოციალური რეკონსტრუქციის გულმოდგინედ გაკეთება თუ ადამიანები ინვითარებენ კარგ ხარისხებს და მოქმედებენ სამართლიანად. ახალგაზრდა ადამიანებმა თავი უნდა დააღწიონ ცუდ აზრებსა და მავნე ჩვევებს. სულიერი ძიება არ შეიძლება იყოს გადადებული სიბერეზე. დრო ღმრთაებრივის ძებნის დასაწყებად არის ახლა. დაიმახსოვრე, ამ მსოფლიოში არ არის რამე ისეთი ძლიერი როგორც უფლის სახელი მის დასაცავად. ეს არ არის იარაღი და ბომბები რაც გადაარჩენს მსოფლიოს. მხოლოდ ღმერთის წყალობა იცავს მსოფლიოს. ადამიანის უპირველესი მოვალეობაა ილოცოს ღმერთის წყალობისთვის. ლოცვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მელოდიასა და რიტმთან ერთად, თქვენ უნდა გადასცეთ გრძნობა თქვენს სიმღერას ბჰაჯანის გასაკეთებლად წმინდა შესაწირად ღმრთაებრივისთვის. რაგამი (მელოდია) ბჰავამის (გრძნობის) გარეშე არის როგამი (ტანჯვა). უარის თქმით ამპარტავნებასა და ექსჰიბითიონიზმზე, თქვენ უნდა იმღეროთ ბჰაჯანები თავმდაბლობისა და ერთგულების სულით. ეს არის ბჰაჯანების შესრულების სწორი წესი.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 13 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 19 თებერვალი.
ჩვენ რატომ უნდა ვეცადოთ და შევაკავოთ ჩვენი ბრაზი და სხვების მიმართ კრიტიკის ან ნაჩქარევად მოქმედების ტენდენცია? ბჰაგავანი სიყვარულით გვანათლებს ჩვენ დღეს.
კაცი ეცემა რისხვის მსხვერპლად. ვინ არის გატანჯული ამ რისხვით? ეს არიან არა სხვები არამედ ის თვით. ნათქვამია: “რისხვა არის ადამიანის საკუთარი მტერი, მშვიდობა არის დამცავი ფარი, თანაგრძნობა არის ჭეშმარიტი ურთიერთობა, ბედნიერება არის ნამდვილად სამოთხე, და უბედურება არის ჯოჯოხეთი”. ამიტომ, გააკეთეთ ძალისხმევა თქვენი ბრაზის გასაკონტროლებლად. არ ჩათვალოთ საკუთარი თავი სხვებზე მაღლა მყოფად. სად არის ღმერთი? ის დამსწრეა ყველა ადამიანში და ყველა ცოცხალ არსებაში. ამიტომ არის ნათქვამი, ესვარა სარვა ბჰუტანამ (ღმერთი არის ყველა არსების ბინადარი). დაივამ მანუშა რუპენა (ღმერთი იღებს კაცის ფორმას). როცა თქვენ ყველაფერს განიხილავთ როგორც ღმრთაებრივს, თქვენ არასოდეს დაკავდებით კრიტიკით. ღმერთი განსჯის ადამიანებს მათი გრძნობებით არა მათი მოქმედებებით. ღმერთი არის ბჰავაპრიია (განცდების მოყვარული), არა ბაჰიაპრიია (ის, ვისაც უყვარს გარე სანახაობები). ასე რომ, გააკეთეთ ძალისხმევა თქვენი ხედვის შესატრიალებლად შიგნით. ნამდვილი ადამიანი არის ის ვინც იხედება შიგნით.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 12 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 20 თებერვალი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ სიმშვიდისა და ნეტარების მოსაპოვებლად და საზოგადოების უკეთურობათა აღმოსაფხვრელად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
კაცი იმსახურებს სიმშვიდითა და ნეტარებით ტკბობას, მაგრამ არ აკეთებს საჭირო ძალისხმევას მათ მისაღებად. თუ ის კულტივირებს სიყვარულსა და რწმენას, ის შეიძენს სიმშვიდესა და ნეტარებას. ამ ორის გარეშე მისი ძალისხმევა ისეთივე უნაყოფოა, როგორც წერილი, რომელსაც არც ბეჭედი აქვს და არც შესაბამისი მისამართი. სიყვარულითა და რწმენით სვამიში, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერი ამოცანა რასაც თქვენ წამოიწყებთ. დაიცავით სამი პრინციპი: „ღმერთის სიყვარული, ცოდვის შიში და ზნეობა საზოგადოებაში“. ღმერთის სიყვარულის განსავითარებლად თქვენ უნდა შეაფასოთ თქვენი ყოველი ქმედება მოსწონს ღმერთს თუ არა. როცა თქვენ ანიჭებთ სიამოვნებას ღმერთს, თქვენ გექნებათ ცოდვის შიში. როდესაც ეს ორი წარმოდგენილია, საზოგადოებაში ზნეობა მოჰყვება ბუნებრივად. დღეს მსოფლიოს ყველა უკეთურება გამოწვეულია ცოდვის შიშის არარსებობით და ღმერთისადმი სიყვარულის უკუგდებით. ადამიანური ფასეულობებისადმი პატივისცემის შემცირებამ ძირი გამოუთხარა მსოფლიო მშვიდობას.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 25 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 21 თებერვალი.
რა არის უმაღლესი სიმდიდრე რაც ჩვენ, როგორც სულიერმა ასპირანტებმა, უნდა შევიძინოთ ბეჯითად? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ადამიანები უძლურნი არიან ყველგან აღიქვან ღმრთიურება ორი დეფექტის გამო: (1) ისინი უგულვებელყოფენ თავიანთ მრავალრიცხოვან შეცდომას, (2) ისინი ადიდებენ სხვის უმცირეს შეცდომას. ადამიანს შეუძლია ღმრთაებრიობის მიღწევა მხოლოდ როცა ის შეწყვეტს საკუთარი შეცდომების დამალვას და სხვების შეცდომების წინწამოწევას. სხვების შეცდომების ძებნა ეს არის დიდი ცოდვა. ნაცვლად, ეძებეთ საკუთარი. განიხილეთ თქვენი ყველაზე პატარა დეფექტი უხეშ შეცდომად და შეეცადეთ გამოასწოროთ ამგვარი. იგნორეთ შეცდომები სხვებში როგორი დიდებიც ესები შეიძლება იყოს. არ აკრიტიკოთ სხვები; ნაცვლად, აკრიტიკეთ საკუთარი თავი და დაუსვით შეკითხვა – ადამიანად დაბადებულისთვის, არის ეს ის წესი რომლითაც მე რომ უნდა მოვიქცე? ჭეშმარიტი სულიერი პრაქტიკა მდგომარეობს საკუთარი შეცდომების გამოვლენაში და მათ გასწორებაში. ეს გულისხმობს ბოროტი მიდრეკილებების უკუგდებას და კეთილშობილური თვისებების განვითარებას. ეს არის “სა-დჰანა” (სულიერი პრაქტიკა). “სა” სიმბოლიერბს ღმრთაებრივს, რომელიც არის სიმდიდრის ყველა ფორმის (დჰანას) განსახიერება.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 12 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 22 თებერვალი.
შეიძლება ვინმემ იკითხოს: „თუმცა მე მაქვს ნაგალობები უფლის სახელი მილიონჯერ, მე რატომ ვერ წარვმატდი უფლის გაცნობიერებაში“? ბჰაგავანი აზიარებს ჩვენთან პასუხს რომელსაც ის გასცემდა როდესაც მას ამ კითხვას დაუსვამდნენ.
გამოიკვლიეთ თქვენი საკუთარი ძალისხმევა და მიღწევები და განსაჯეთ თქვენი საკუთარი სულიერი პრაქტიკები. მაგალითად, ნაღვლობდი თუ არა შენ, დნებოდი თუ არა შენ, ტიროდი თუ არა შენ უფალისთვის, როგორც ტიაგარაჯა აკეთებდა? გაქვთ თქვენ დაღვრილი სინანულისა და აღტაცების ცრემლები მისი სახელის გამეორებისას, ან სიტკბოთი, სიყვარულითა და სილამაზით ასე სავსე მისი ფორმის ვიზუალიზებისას? თქვენ შეიძლება ტიროდით, მაგრამ ვინ იცის რისთვის? ეს ცრემლები იყო დაღვრილი შიშის, სიხარბის ან სიამაყის გამო – ან იმიტომ, რომ უფალი ახლოს არ იყო? პატარა ბავშვი ზის უპანიშადების წიგნით მის კალთაში და ფურცლავს, დაბეჭდილ ხაზებზე დაკვირვებით და ცნობისმოყვარე ტიპაჟების მოფიქრებულად, ნელა და დიდი მზრუნველობით თვალთვალით. ბერი აკეთებს იგივეს. შეგიძლიათ თქვენ გაიგივება ამ ორის და თქმა ისენი ორივე ერთნაირი საქმით არიან დაკავებული? ბავშვმა არ იცის რა საგანძური უჭირავს მის ხელში; ბერი შედის მყისიერ კონტაქტში იმ სულიერ ძალასთან რასაც ხაზები გადმოსცემს. თქვენთვის გაარკვიეთ იყო თუ არა თქვენი სულიერი პრაქტიკა მიზანმიმართული და გულწრფელი, გაღვიძებული და ღირებული.
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 4 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 23 თებერვალი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ღმრთაებრივ რეალობაზე ჩასაჭიდებლად შიგნით? ბჰაგავანი ნათლად ხსნის ნაბიჯებს ჩასართველს ამ მდგომარეობის მიღწევაში.
შეძლებულ მონარქს ეყოლება თავისი მინისტრები კონტროლს ქვეშ; ის დააყენებს მათ წესიერ გზებზე და შეინარჩუნებს სამეფოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მეორე მხრივ, მონარქი ვინც თავს უფლებას აძლევს გაკონტროლდეს მინისტრების მიერ არ იმსახურებს ტახტს; ის არის აბუჩად აგდებული და შერცხვენილი. მის სამეფოს არ აქვს მშვიდობა და უსაფრთხოება. ჭკუა არის მონარქი ადამიანში; გრძნობები არის მინისტრები. ჭკუა გახდა მისი მსახურების მონა და ამგვარად, სამეფოს არ აქვს სიმშვიდე. ყოველმა სულიერმა ასპირანტმა ვინც ისწრაფვის მიღწევას მასში ღმრთაებრივის გამოხატვისა და გაფართოებისკენ აქედან გამომდინარე უნდა მოიპოვოს ბატონობა გრძნობებზე. ეს არის პირველი ნაბიჯი. შემდეგი არის ჭკუის დაპყრობა, მისი მოშორება. მესამე არის ვასანების (თანდაყოლილი მიდრეკილებების) ამოძირკვა, და მეოთხე, ჯნანას (სულიერი სიბრძნის) მიღწევა. ტოტები არის გრძნობები, შტამბი არის ჭკუა და ფესვები არის თანდაყოლილი მიდრეკილებები. სამივე უნდა დაიძლიოს და განადგურდეს ასე რომ შესაძლებელი იყოს ათმიკური რეალობის ცნობიერების მოპოვება.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 24 თებერვალი.
რატომ უნდა იყოს რელიგიური ფანატიზმი თავიდან აცილებული საერთოდ? ბჰაგავანი ნათლად და მტკიცედ გვახსენებს ჩვენ დღეს.
ღმერთის ყველგანმყოფობის არმცოდნე ადამიანები ანვითარებენ ერთმანეთს შორის ანტაგონიზმს დაფუძნებულს რელიგიაზე, კასტასა და რასაზე. ყველა რელიგიას მიღებული აქვს ღმერთის მარადიულობა და ყველგანმყოფობა. ამგვარად, უცნაურია რომ ისინიც კი ვინც იღებენ ამ ჭეშმარიტებას ამჟღავნებენ ჭკუის ასეთ სივიწროვეს. რადგან, სიძულვილს სხვადასხვა რელიგიის მაღიარებელ ადამიანებს შორის, საბოლოოდ მიჰყავს თვით რელიგიაში რწმენის განადგურებამდე. ისინი ვინც მიდრეკილნი არიან რელიგიის განადგურებისკენ უნდა იყვნენ მეტისმეტად უგუნურები. რაც უნდა განადგურდეს არის რელიგიური ფანატიზმი, არა თვით რელიგია. სხვისი რელიგიის შეზიზღება საკუთარი რელიგიის სიყვარულის გამო არის როგორც საკუთარი დედისადმი სიყვარულის დემონსტრირება სხვათა დედების ძაგებით. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რომ სხვა ადამიანებს ისეთივე პატივისცემა და ერთგულება აქვთ თავიანთი სარწმუნოების მიმართ, როგორც მას აქვს საკუთარი რელიგიისადმი. დღევანდელმა ახალგაზრდებმა საკუთარი რელიგიისადმი მიჯაჭვულობის კულტივირებისას პატივი უნდა სცენ ყველა სხვის რწმენასა და პრაქტიკას.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 24 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 25 თებერვალი.
როგორია გრძნობების, ჭკუის, ინტელექტის და ასე შემდეგ იერარქია და რატომ არის მნიშვნელოვანი ამის გაგება? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ვიყოთ უფრო ცნობიერი ჩვენს სადჰანაში.
განზრახვა ჭკუაში რაც აცოცხლებს გრძნობებს არის უფრო ძლიერი ვიდრე თვით გრძნობის ორგანოები. თვალები არის უბრალოდ ხედვის ინსტრუმენტები, მაგრამ ხედვა თვით არის ძალა რომელიც აღმატებულია მათზე. მსგავსად, სმენის ძალა არის უფრო მაღალი, ვიდრე უბრალო ყური. ჭკუა არის აღემატებული გრძნობის ორგანოებზე და ჭკუაზე უფრო მაღლა დგას გონება (ბუდდჰი), დისკრიმინაციის ძალა. გონების ზემოთ არის მაცოცხლებელი სიცოცხლის პრინციპი (ჯივათმა). ჯივათმას ან ინდივიდუალური სულის ზემოთ არის უზენაესი სული (პარამათმა). ინდივიდსა და ღმრთაებას შორის არის მომხიბვლელი მაცდუნებელი ფარდა, მაია (ილუზორული ძალა). როდესაც ეს ფარდა ვარდება, ინდივიდუალიზებული მე და უნივერსალური ყოვლის-მე ხდება ერთი. როდესაც ჭკუა ტრიალდება შორს გრძნობებიდან ბუდჰისკენ განათლებისთვის, ღმრთაებრივი ნეტარება იწყებს დინებას და ღმრთაებრივი სულის დიდება აშკარავდება. ბუდდჰი ახალისებს შინაგან ძიებას. იმ დროს როცა გრძნობათა ორგანოები ყველა ღიაა გარე ობიექტების მიმართ, ნამდვილი სადჰანა შედგება ხედვის შიგნით შებრუნებაში, და ცურვაში აჩქარებული დინების საწინააღმდეგოდ! ადამიანები იშვიათად აცნობიერებენ რამდენად ახლოსაა თვითრეალიზების მიზანი, როცა გრძნობათა ორგანოები შებრუნებულია შიგნით!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 24 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 26 თებერვალი.
რა არის ადამიანის ამ დაბადების მიზანი? ბჰაგავანი სიყვარულით გვევედრება დღეს ჩვენ გამოვიყენოთ ეს ძვირფასი დაბადება და ღმერთის შეცნობის საჩუქრი.
რატნაკარა, ყაჩაღი, უსაფრდებოდა მოგზაურებს და მომლოცველებს და ძარცვავდა მათ მათი ნივთებისგან. როდესაც ზოგიერთი ბრძენები, ვისაც ის თავს დაესხა მოსიყვარულე სიკეთით გამოეხმაურნენ, გააფრთხილეს ის და გამოუაშკარავეს მას ერთგულებისა და მიძღვნის წმინდა გზა, მან მიატოვა თავისი სასტიკი პროფესია და ჩაეფლო მძიმე სულიერ ვარჯიშებში, რამაც ის გარდაქმნა დიდ პოეტ-წმინდანად, ვალმიკიდ. არის გზატკეცილის მძარცველის მაგალითი, ვინც შეაგროვა მათი თითები ვინც გაძარცვა და აკინძა ესები გირლანდად თავისი კისერის ირგვლივ. ის იყო იმდენად ამაყი ამ საშინელი მიღწევით რომ მან საკუთარ თავს უწოდა ანგულიმალა. მაგრამ, როდესაც ის შეხვდა ბუდდჰას და მოისმინა მისი თანამგრძნობი რჩევა, მისი ჭკუა განიწმინდა და ის გახდა ბუდდჰას ერთგული მიმდევარი. კაცი შეიძლება იყოს განათლებული ან აღზრდილი ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე. წმინდა წერილები გვთავაზობს ჭკუის განწმენდის საშუალებებს. სხვა ცოცხალ არსებებს არ აქვთ მათთვის შეთავაზებული ასეთი დახმარება ან წახალისება; მათ უნდა იჩანჩალონ ძველებურად. ეს არის მიზეზი რატომაც ცხოვრება ადამიანის არსებად არის უნიკალური საჩუქარი.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 31 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 27 თებერვალი.
რატომ არის მნიშვნელოვანი სიყვარულით მსახურების პრიორიტიზება ღმერთსადმი ჩვენი ერთგულების გამოსახატად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
სტუდენტებმა უნდა გააცნობიერონ მსახურების მნიშვნელობა ღმრთიურის შესაცნობად. ეს ხდის ადამიანის ცხოვრებას მნიშვნელოვანს და მიზანდასახულს. მსახურებისთვის პირველი აუცილებელი პირობა არის ეგოს აღმოფხვრა. ღმრთაებრივი მადლი და ძალა, რომელიც მას შეუძლია მიანიჭოს, შეიძლება მიღწეულ იქნეს სოციალური მსახურების შესრულებით უანგარო სულით. სტუდენტებო! გარდა ღმერთის მადლისა, სხვა არაფერი დაგიდგებათ გვერდით, დიდხანს. განავითარეთ რწმენა ძალისა და საყრდენის ამ უშრეტი წყაროს მიმართ. ცნობილი მოჭიდავე კინგ კონგი, ვისაც შეეძლო სწრაფად მოძრავი მანქანის გაჩერება, დაიღუპა ავტოკატასტროფაში! ეს ააშკარავებს კუნთების ძალის შეზღუდვებს. რამდენმა მეფემ დატოვა დედამიწა და არ დატოვა თავისი სიმდიდრისა და ძალაუფლების კვალი? არ გადადოთ ღმერთისადმი ერთგულების განვითარება. დაიწყეთ ღმერთის მსახურება თანამოძმეთა მსახურებით. მსახურების ყოველი აქტი, რაც გინდა მცირე იყოს, არის ღმერთისადმი მსახურება.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 24 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 28 თებერვალი.
რატომ არის სათვიკი დიეტა მნიშვნელოვანი სულიერი ასპირანტისთვის? ბჰაგავანი დღეს განმარტავს მაგალითით რამაიანადან.
რავანა და ვიბჰიშანა, ორი ძმა დაბადებული ერთი და იგივე მშობლებისგან, იყო დიამეტრიკულად საპირისპირო ბუნების საკვების გამო რომლითაც ისინი იზრდებოდნენ. რავანა ტკბებოდა რაჯასიკი საჭმლით მაშინ როცა ვიბჰიშანა ჯერდებოდა სატვიკს. თანამოძმეობა რთულია, როცა ერთი და იგივე ხარისხის საკვებს არ ეძლევა უპირატესობა. როდესაც ორივე ცხოვრობს რაჯასული საკვებით, თუმცა მათ შეიძლება ჰქონდეთ იგივე ბუნება, მეგობრობა ვერ გაგრძელდება. შური და სიძულვილი მალე ტეხავს კავშირს. სატვური ბუნება ათავისუფლებს ადამიანს ამ ბოროტებისგან და განწმენდს მის ჭკუას, ამზადებს მას ღმერთისკენ მოგზაურობისთვის. რადგან, ღმერთი არის სატვა (სუფთა). ბევრი სრიალდება სატვის ბუნებიდან რაჯასიკში, სადაც ეგო ბატონობს. ისინი სრიალდებიან შორს ღმერთისგან ასევე, რადგან იქ სადაც ეგო გასიებულია პომპეზურობასა და სიამაყეში, ღმერთი ვერ ცხოვრობს. მათ შეუძლიათ სხვა მიზეზების პარადი ღმერთზე მათი ჩაჭიდების დანაკარგზე მაგრამ ბრალი არის მათ საკუთარ მეში. კონკრეტულად რა არის სატვური საკვები? საკვები რომელიც ანიჭებს ნეტარებას ტანს, ჭკუას და გულს არის სატვური, რაც შველის წმინდა ცხოვრებას; იგი რაც ინარჩუნებს სინათლეს, თუნდაც ჭამის ბოლოს.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 25 ივლისი.
ბაბა