მარტი

1.03.17.
შემეცნება რომელიც არის ფიზიკურ სხეულში არის ის რაც საშუალებას აძლევს ადამიანს დატკბეს გრძნობების მეშვეობით განცდილი საგნებიდან მიღებული სიამოვნებით. შემეცნების ღმრთური ბუნება გახდება ნათელი როგორც კი სხეულთან მიბმულობაზე უარის თქმით გაცნობიერდება ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ ადამიანებს აქვთ უნარი მოძებნონ მარადიული,. შემდეგ, ყოველი მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს როგორც ღმერთსადმი შეთავაზება. შემდეგ სამუშაო ტრანსფორმირდება თაყვანისცემაში. როდესაც საკუთარი თავის იდენტიფიცირება სხეულთან მიდის, მოქმედება რომელიც შეიძლება მოგეჩვენოთ შესრულებულად პიროვნული კმაყოფილებისთვის შეიძლება გარდაქმნილი იქნას ღმერთსადმი მიძღვნილ მოქმედებად. მაშინ როდესაც მოქმედებები სრულდება ამ უანგარო სულით, ადამიანს შეუძლია განცადოს გათავისუფლების გრძნობა და დატკბეს ნეტარებით რომელიც არის გაგების ფარგლებს გარეთ. ეს ყველა იწყება გრძნობების კონტროლით, რაც ფაქტიურად არის პირველი საფეხური თვითრეალიზების. ეს მიღებული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის საწყისში. ადამიანმა არ უნდა დაუცადოს სიბერეს ამ სასიცოცხლო ვარჯიშის შესადგომად. როდესაც სიკვდილი დააკაკუნებს კარებზე და ადამიანი გარსშემორტყმულია თავისი მღელვარე ნათესავებითა და ახლობლებით, აქ შეიძლება აღარ იყოს დრო ღმერთზე დასაფიქრებლად. ამ მომენტიდანვე დაიწყეთ მოგზაურობა ღმერთისკენ.
– ღმერთის საუბარი, 19 თებერვალი, 1987.
2.03.17.
თუმცა სიმშვიდისა და ნეტარების წყარო არის შიგნით, ადამიანები ეძებენ მას გარეთ, მსგავსად მირაჟის მდევნელის. მოუსვენარი საქმიანობის, დაუსრულებელი მღელვარების და უსაზღვრო სურვილების  გამო, ჭკუის სიმშვიდე იკარგება და ეს ხდება უკმაყოფილებისა და ტანჯვის მსხვერპლი. დასაწყისში, სიმშვიდე უნდა კულტივირდეს თქვენს შიგნით. და შემდეგ მშვიდობა უნდა გავრცელდეს ოჯახში. სახლიდან ეს უნდა გავრცელდეს ჩვენს სოფელში. ამრიგად, მშვიდობა უნდა დაიწყოს ინდივიდიდან და უნდა გავრცელდეს მთელ საზოგადოებაზე. საის ორგანიზაციებში ძალისხმევა კეთდება ჭეშმარიტების, უბიწოების, სიყვარულის, მშვიდობისა და არაძალადობის ფასეულობათა  გასავრცელებლად. ეს არის მხოლოდ გავრცელება, მაგრამ არა პრაქტიკა (ან დემონსტრირება). უბრალოდ ქადაგებას არ აქვს არავითარი სარგებელი. ყველა სათნოებიდან, სიყვარული არის ყველაზე მთავარი. თუ სიყვარული არის აღზრდილი, ყველა დანარჩენი ხარისხი მოედინება მისგან. ჩვენი დეგრადირება არის ღმერთის დავიწყების შედეგი. როდესაც ჩვენ გავიხსენებთ ღმერთს, ჩვენი ცხოვრება აივსება მშვიდობითა და ბედნიერებით.
– ღმერთის საუბარი, 23 მარტი, 1989.
3.03.17.
ყოველ თქვენგანს გყავთ ხუთი მრჩეველი თქვენს ცხოვრებაში. ეს არის: „ვინ, როდის, სად, რა და როგორ“. ნებისმიერი საქმის წამოწყებამდე, თქვენ უნდა მიიღოთ პასუხები ამ ხუთ კითხვაზე. როდესაც თქვენ იღებთ სწორ პასუხებს მათზე, მოქმედებები დაფუძნებული მათზე, ბუნებრივად იქნება სწორი ქცევა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დღეს მოქმედებს ამ ფაქტორებზე რაიმე ზრუნვის გარეშე. ყოველმა თქვენგანმა უნდა გამოავლინოთ თქვენი საკუთარი განსჯა თქვენი დაკვირვებისა და კეთილგონიერების უნარის გამოყენებით, თქვენზე აღქმისა და მოქმედების ორგანოთა ფორმით ღმერთის ნაჩუქარი ინსტრუმენტების გამოყენებით. თქვენს ყოველ კიდურში არის ღმრთიური ძალა. ამ ღმრთიურ ძალას ეწოდება ‘ანგირასა’. ეს სახელი მომდინარეობს ფაქტიდან რომ ღმერთი არის ყველა კიდურში (ანგაში) როგორც არსება (რასა). მაშასადამე არ არსებობს საჭროება ღმერთის ძებნის თქვენს გარეთ. თქვენ ხართ ღმერთი. ყველა თქვენი უნარი არის თქვენი ღმრთიური ძალა.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1997.
4.03.17.
განივითარეთ ‘კშამას’ (თავმდაბლობისა და მიტევების) ხარისხი და თავი შეიკავეთ უხეშობიდან მეტყველებაში ყოველ დროს. საი არის ამის საუკეთესო მაგალითი. ბევრი ადამიანი ეძლეოდა ცილისწამებასა და კრიტიკას, მაგრამ მე ვრჩებოდი სრულიად შეუხებელი და მყარად ვრჩებოდი ერთგული იმის რასაც მე ვთვლი როგორც კარგს. თქვენც ასევე უნდა გააცნობიეროთ რომ თუ თქვენ უარს იტყვით თავმდაბლობასა და მიტევებაზე, თქვენ არ გექნებათ მშვიდობა. მე ყოველთვის ვარ სიმშვიდეში, იმიტომ რომ, მე ვარ ყოველთვის მომთმენი. თქვენც უნდა დარჩეთ მსგავსი სახით. ვინმემ რაც არ უნდა გაგიკეთოთ თქვენ, არ შეწუხდეთ ამაზე. რა არის ის რასაც თქვენ კარგავთ მათი ქცევის გამო? თქვენ არ გაქვთ წარმოდგენა თქვენს საკუთარ ძალასა ან სისუსტეზე. თუ თქვენ მიმართავთ საპასუხო ზომებს, თქვენ მხოლოდ გააუარესებთ თქვენს საკუთარ მდგომარეობას. ამიტომ მამაცად შეხვდით ასეთ თავდასხმებს და არ მისცეთ თქვენ თავს მათზე აღელვების უფლება. თქვენ უნდა მოუგოთ სხვებს თქვენი თავმდაბლობით. აქციეთ თავმდაბლობა თქვენს სასიცოცხლო სუნთქვად და თქვენს იდეალად.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1997.
5.03.17.
სულიერი პრაქტიკის (სადჰანას) ყველა ფორმაში სიყვარულს უკავია პირველი ადგილი. სიყვარული არის ადამიანურობის უმაღლესი ნიშანი. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვრეთ სიყვარულში. დაიწყეთ თქვენი დღე სიყვარულით, შეავსეთ თქვენი დღე სიყვარულით, და დაასრულეთ დღე სიყვარულით; ეს არის გზა ღმერთისკენ. თქვენ ასევე უნდა დააკავოთ თქვენი თავი მსახურებაში (სევაში), თავის არიდებით პატივმოყვარეობის (აჰამკარას) ყოველგვარ კვალზე. მსახურების შესრულებაში, უნდა აღიარებული იყოს ღმერთის ყველგანმყოფობა ყველა ადამიანის არსებაში. ბევრ ადამიანს განვითარებული არ აქვს მსხვეპლის (თიაგას) სული ან უარყოფა გრძნობით სიამოვნებებზე (ბჰოგაზე). ჭეშმარიტი მსახურება მოუწოდებს შეწირვის სულისკენ. მსხვერპლი არის ერთადერთი საშუალება უკვდავების მისაღწევად. თქვენ რა სამუშაოსაც შეიძლება აკეთებდეთ, გვით იატაკს თუ ამზადებთ სადილს, გარდაქმენით ეს სულიერ ვარჯიშში. ჩაატარეთ თქვენი ყველა მოქმედება სიყვარულით ღმერთისადმი და მიუძღვენით ეს მას.
– ღმერთის საუბარი, 23 მარტი, 1989.
6.03.17
ხედავს რა წყალით ნახევრად სავსე ჭიქას, ოპტიმისტი არის გახარებული რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, იმ დროს როცა პესიმისტი არის ნაღვლიანი რომ ეს არის ნახევრად ცარიელი. თუმცა ეს ორივე მტკიცება არის სწორი ოპტიმისტს იმედი აქვს რომ მეორე ნახევარიც ასევე შეივსება, იმ დროს როდესაც პესიმისტი ვარდება სასოწარკვეთაში. ოპტიმისტს აქვს რწმენა, პესიმისტს არ აქვს რწმენა მის გადასატანად – ეს არის ძირითადი განსხვავება. რწმენა არის ძალა. განივითარეთ რწმენა მყარი ძალისხმევით. თქვენ ყველას გაქვთ რწმენა ხვალინდელ დღეში დღევანდელის მომდევნოდ და აქედან გამომდინარე თქვენ მოქმედებთ და გეგმავთ, რაც სცილდება ამ დღეს! ადამიანები რწმენის გარეშე ვერ დაგეგმავენ, ისინი იტანჯებიან თავიანთი რწმენის უქონლობის გამო! რწმენამ უნდა მიგიყვანოთ ძალისხმევასთან. განათლებით, რწმენით და ძალისხმევით შეიძლება სიბრძნის მიღწევა. ამით აღჭურვილი, თქვენ შეიძლება ახვიდეთ მაღალ საფეხურზე და გამოხვიდეთ გამარჯვებული. არ დანერგოთ ძალიან დიდი რწმენა ნივთებში რომლებიც არის უბრალოდ ნივთიერება. განივითარეთ ღრმა რწმენა მუდმივ დასაბუთებულ ჭეშმარიტებაში – ღმერთში!
– ღმერთის საუბარი, 27 იანვარი, 1981.
7.03.17.
ყველა თქვენგანს გაქვთ ძალების უზარმაზარი რესურსი. თუ თქვენ არ იყენებთ მათ როდესაც ასრულებთ მოვალეობებს თქვენთვის და საზოგადოებისთვის, რომელიც მხარში გიდგათ თქვენ, თქვენ ხდებით მხოლოდ დაცინვის სამიზნე. როდესაც თქვენ ხართ რკინიგზის პლატფორმაზე, მომლოდინედ სათანადო მატარებლის და თქვენ ისმენთ განცხადებას რომ ეს მოვა ხუთი საათის დაგვიანებით, თქვენ თავს როგორ გრძნობთ? თქვენ არ ისვრით შეურაცხმყოფელ სიტყვებს მატარებელზე? თუ უბრალო სამგზავრო ვაგონი იღებს თქვენგან ასეთ მკურნალობას, რამდენად უარეს მკურნალობას დაიმსახურებთ თქვენ თუ თქვენ არ ასრულებთ თქვენს მოვალეობებს და თქვენს ვალდებულებებს საზოგადოების მიმართ? გამოიყენეთ თქვენი უნარ-ჩვევები და სწავლულობა თანმიმდევრულად და ქმედითად როგორც მოვალეობა ითხოვს. თუ არ გამოიყენება, საათიც კი ჟანგდება, რა შეიძლება ითქვას ამის გამო გამოუყენებელ უნარ-ჩვევებზე? სხეული არ იყო მოცემული ღმერთის მიერ გამოსაკვებად, კარგად ჩასაცმელად და სიამაყით გამოსაფენად. სხეული უნდა გავარჯიშდეს მის შესანარჩუნებლად ინსტრუმენტად სხვების მსახურებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 27 ივნისი, 1981.
8.03.17.
უარის თქმა პატარა „მე“-ზე არის უარის თქმის (თიაგას) ჭეშმარიტი მნიშვნელობა. თიაგა არ ნიშნავს გაქცევას კერიდან და სახლიდან შორს ჯუნგლებში. ეს ნიშნავს ამაღლებას ყველა აზრის, სიტყვის და საქმის ღმერთისადმი შეთავაზებად და ყველა მოქმედების გაჟღენთას ღმრთიური განზრახვით. ეს არის საუკეთესო სულიერი პრაქტიკა უანგარო სიყვარულის კულტივირებისთვის. სიყვარული აძლევს მუდამ, ეს არასოდეს თხოვს სხვას რომ მისცეს. დააპკურეთ ეს და თქვენ იქნებით დაპკურებული საპასუხოდ. უანგარო სიყვარული ხარობს უარის თქმაზე, ესენი არის განუყოფელი. ადამიანის არსების არსებითი სინამდვილე უარყოფს ეგოს როგორც ნაკლს. როცა თქვენ გულწრფელად გამოიძიებთ კითხვას, „ვინ ვარ მე“, თქვენ ნახავთ რომ ყველა არის „მე“-ში, და თქვენი სიყვარული გაფართოვდება საზღვარდაუდებლად. ეგოს არ უნდა მიეცეს ნება გამოიხატოს თავისუფლად, რადგან ეს ახშობს სიყვარულის წყაროს. ღმერთი არის სიყვარული, ამიტომ ყველა ნივთი შექმნილი ღმერთის მიერ შევსებულია სიყვარულით.
– ღმერთის საუბარი, 17 ივლისი, 1981.
9.03.17.
მე მოვედი თქვენს გარდასაქმნელად. მე არ დაგტოვებთ თქვენ მანამ სანამ ამას არ გავაკეთებ. მაშინაც კი თუ თქვენ გაიქცევით, იქამდე სანამ მე ამას გავაკეთებ, არ იფიქროთ რომ თქვენ შეძლებთ ჩემგან გაქცევას, მე დაგიჭერთ თქვენ. მე არ ვღელავ თუ თქვენ ტოვებთ საის, რადგან მე არ ვიჟინებ რომ უნდა არსებობდეს დიდი შეკრება აქ და დიდი მიმდევრები ჩემს ირგვლივ. ვინ მოგიწვიათ თქვენ ყველა აქ? ბეჭდვითი შეტყობინების გარეშე, ათასობით მოდიან საისთან. მაგრამ ერთ რამეში, იყავით დარწმუნებული. თქვენ მოხვალთ თუ არ მოხვალთ ჩემთან, თქვენ ყველა ხართ ჩემი. ამ საი მატას (ყველაფრის დედას) აქვს ათასობით დედის სიყვარული თავისი შვილების მიმართ, ამიტომ არის რომ მე ვაკეთებ ასე ბევრ ლალანას (მოფერებას) და ასე ბევრ პალანას (დაცვას). თუ მე გეჩვენებით გაბრაზებული, გახსოვდეთ, ეს არის მხოლოდ სიყვარული სხვა ფორმაში რომელსაც მე ვიყენებ ჩემი იმედგაცრუების გამოსაჩენად როდესაც თქვენ არ ღებულობთ ფორმას ჩემი მითითების შესაბამისად.
– ღმერთის საუბარი, 11 თებერვალი, 1964.
10.03.17.
ჭკუა არის ქარი რასაც მსოფლიოდან ჩვენსკენ მოაქვს სუნი – მყრალი ან სურნელოვნი. როდესაც ჭკუა ტრიალდება მყრალისკენ, ეს იწვევს თქვენს ზიზღს. როდესაც ეს ტრიალდება სურნელოვანისკენ, თქვენ ხდებით ბედნიერი. ქარი აგროვებს ღრუბლებს ოთხი მიმართულებიდან, ამის მსგავსად თქვენს ჭკუას მოაქვს თქვენს შემეცნებაში ბევრი იმედგაცრუება. იგივე თქვენი ჭკუა არის ის რაც ფანტავს ღრუბლებს რომლებიც აბნელებს მას ან აიძულებს დაიკაროგს ეჭვების ღამეში. აკონტროლეთ ჭკუა და თქვენ დარჩებით მშვიდი ყველა დროში. ეს არის საიდუმლო ურღვევი მშვიდობის – შანთი, და ეს არის განათლება რომელიც ყოველმა თქვენგანმა დასაწყისში უნდა მიიღოს მყარად. ამ სიმშვიდის მოსაპოვებლად, თქვენ გჭირდებათ არა მაღალი ხარისხები, არამედ სისტემატიური სულიერი ძალისხმევა (სადჰანა). შემდეგ თქვენ ყოველთვის იქნებით ბედნიერი, თქვენ რაც გინდა იყოთ ღარიბი თუ მდიდარი, დაფასებული თუ გაკრიტიკებული, აყვავებული თუ უიღბლო. ეს არის შეიარაღება რომლის გარეშეც უგუნურებაა სიცოცხლის არენაზე შესვლა.
– ღმერთის საუბარი, 20 დეკემბერი, 1958.
11.03.17.
გსმენიათ თქვენ მოთხრობა კურდღლზე დედამიწისგან რომ ისესხა ოთხი პაისა? ის ფიქრობდა რომ თუ ის გადავიდოდა ახალ ადგილში ან ქვეყანაში ის იქნებოდა თავისუფალი ვალიდან. ასე ერთ დღეს, ის გაიქცა ისე სწრაფად, როგორც მის კიდურებს შეეძლო მისი ტარება და მოსცილდა ძალიან შორს იმ ადგილიდან სადაც მან აიღო თანხა დედამიწისგან. გახარებული თავისი ძალისხმევით, ის შემსუბუქებული დაჯდა და თავისთვის თქვა, „ახლა ვერავინ მომთხოვს მე გადახდას!“ მის სრულ თავზარდასაცემად, პირდაპირ ქვეშიდან სადაც ის იჯდა, ქვემოთ მიწიდან, მას მოესმა ხმა, „დედამიწა არის პირდაპირ შენი ფეხების ქვეშ, სწორედ აქ. შენ ვერ წამიხვალ მე, როგორ შორსაც გინდა გაიქცე!“ ასევე თქვენც ვერ შეძლებთ ჩემგან გაქცევას. ყველაფერი რასაც მე ვითხოვ ეს არის კარგი ქცევა, კარგი ჩვევები, კარგი აზრები და კარგი კომპანია, თქვენ სადაც გინდა იყოთ. გამოიყენეთ ეს ძვირფასი შესაძლებლობა სერიოზული მისწრაფებისთვის თქვენი მიზნის მისაღწევად, უფრო მეტად ვიდრე აქამდე.
– ღმერთის საუბარი, 11 თებერვალი, 1964.
12.03.17.
თითეულს და ყველა თქვენგანს მნიშვნელოვნად გაქვთ კონცენტრირება. თქვენ იცით ხელოვნება, რადგან ყოველი ამოცანა მოითხოვს ამას და ყველა იღებს სარგებლობას კარგი კონცენტრირებიდან. დურგალს, ფეიქარს, მოხელეს, მენავეს – ყველას აქვს ეს დიდი ან მცირე ხარისხით. გამოიყენეთ კონცენტრირების ეს ძალა ჭკუის მიმართვისთის მისი საკუთარი სიკეთისკენ. შეამოწმეთ მისი მუშაობა და განსწავლეთ იგი თვით შემოიფარგლოს კარგი კომპანიით, კარგი აზრებით და კარგი საქმეებით. აპრაქტიკეთ მედიტირება უფლის ნებისმიერ ფორმაზე და იმეორეთ უფლის ნებისმიერი სახელი მისი სიტკბოს გაგებით. ეს ასწავლის თქვენს ჭკუას იყოს მიხვერდილი და აწარმოოს კარგი მუსიკა სიხარულიდან ისევე როგორც დარდებიდან რაც არის სიცოცხლის დამახასიათებელი. თუ სიცოცხლის არენა შეღწეულია მხოლოდ გრძნობითი კმაყოფილებისთვის, თქვენ ხართ მასში ყველა სახის უსიამოვნებისთვის. ეს არის იგივე რაც ძალიან პატარა ნავით ცურვა შტორმით მბორგავ ზღვაში საჭის გარეშე. ასე რომ დადექით სულიერი დისციპლინის გზაზე ახლავე.
– ღმერთის საუბარი, 20 დეკემბერი, 1958.
13.03.17.
გახსოვდეთ, როგორც მიწისქვეშა წყალი, ღმერთი არსებობს ყველაში. უფალი არის მაცხოვარი ყველა არსებაში; ის არის ყოვლისმომცველი. ის არის ყველა არსების სული (ათმა). ის არის თქვენში ამდენად რამდენადაც ყველაში. ის არ არის მეტად მდიდარ ადამიანში ან დიდად გასუქებულ არსებაში; მისი ნაპერწკალი ანათებს ყველას გულის მღვიმეს. მზე ანათებს ყველაზე თანაბრად; მისი წყალობა ეშვება ყველაზე თანაბრად. ეს ხართ მხოლოდ თქვენ რომ აგებთ დაბრკოლებებს რომლებიც არიდებს მისი წყალობის სხივებს თქვენი გათბობიდან. არ დაადანაშაულოთ უფალი თქვენი უმეცრებისთვის, უგუნურებისთვის ან უკუღმართობისთვის. როგორც მიწისქვეშა წყალი ამოდის მაღლა თქრიალა წყაროდ როდესაც ჭაბურღილი ჩადის ძირს ამ სიღრმეზე, ღმერთის სახელის მუდმივი გალობით, შეეხეთ ღმრთიურების წყაროს, ასე რომ ერთ დღეს ეს გადმოიღვაროს უხვად, გაჩუქოთ თქვენ სიგრილე და უსასრულო სიხარული.
– ღმერთის საუბარი, 20 დეკემბერი, 1958.
14.03.17.
თქვენ იცით მხოლოდ აწმყო, რაც ხდება თქვენს თვალწინ; თქვენ არ იცით რომ აწმყო დაკავშირებული არის წარსულთან და ამზადებს მოვლენათა დინებას მომავლისთვის. ყოველი დაბადება სპობს მეხსიერებას რაც ადამიანს უკვე აქვს განცდილი. ადამიანები ვერ აცნობიერებენ რომ დაბადებისა და სიკვდილის ციკლის დასასრული არის მათ საკუთარ ხელებში. ხე მოვიდა თესლიდან და თესლი მოვიდა ხიდან და ა.შ., დროის დასაწყისიდან. თქვენ შეიძლება არ იცოდეთ რომელი მოვიდა პირველი – ხე თუ თესლი, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ რომ, თქვენ ადვილად შეგიძლიათ დასასრული დაუდოთ ციკლს თესლის დახლით. დახლილი თესლი ხელახლა ვეღარ აღმოცენდება კვლავ! თქვენ ამტკიცებთ რომ დაეპატრონეთ თქვენს გრძნობებს და ყველა თქვენს სურვილს, მაგრამ ესენი აღმოცენდება პირველივე შესაძლებლობისას, როგორც ბალახი რომელიც იზრდება ზაფხულის პირველი წვიმის შემდეგ. ისევე როგორც თქვენ ეძებთ ძროხის ცურს რძისთვის რასაც ის იძლევა, ეძებეთ მხოლოდ უფალი და მისი დიდმშვენიერება ბუნებაში. სინამდვილეში, ბუნება არის სასარგებლო მხოლოდ მაშინ როდესაც იგი იწვევს საკვირველებას და შიშის განცდას რომ მას შეუძლია პროვოცირება და მხარდაჭერა.
– ღმერთის საუბარი, 12 თებერვალი, 1964.
15.03.17.
სიცოცხლე არის მლოცვარეობა ღმერთისკენ; წმინდა ადგილი არის აქ, შორს. გზა დევს პირდაპირ თქვენს წინ; მაგრამ თქვენი პირველი ნაბიჯის წინ გადადგმის და ამის შემდეგი ნაბიჯებით მიდევნის გარეშე, თქვენ როგორ შეძლებთ მის მიღწევას? დაიწყეთ მამაცურად, რწმენით, სიხარულითა და სიმტკიცით. თქვენ ხართ მიმართული წარმატებაზე. თქვენი ჭკუა და გონება არის ორი ხარი შებმული თქვენი ‘შინაგანი მეს’ საზიდავის უღელში. ხარები არ ყოფილან გამოყენებული ჭეშმარიტების, უბიწოების, არაძალადობის, მშვიდობისა და სიყვარულის გზაზე, და ასევე ესენი ეწევიან საზიდავს მათთვის ძალიან ჩვეულ, სახელდობრ სიცრუის, უსამართლობის, მღელვარებისა და სიძულვილის გზაზე. როგორც მათმა პატრონმა, თქვენ უნდა გაწვრთნათ ესენი რომ წავიდნენ უკეთეს გზაზე, ასე რომ მათ ვერ შეძლონ კატასტროფის მოტანა თავისთვის, საზიდავისთვის რომლის უღელშიც არიან შებმული და საზიდავის მგზავრებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 12 დეკემბერი, 1958.
16.03.17.
თქვენი შვილი გჩუქნით თქვენ დიდ სიხარულს თავისი თამაშით და ენის ტარტარით, მაგრამ როდესაც ის აფერხებს თქვენს სამუშაოს ან გთხოვთ თქვენ ყურადღებას როდესაც თქვენ მუშაობთ რაიმე მნიშვნელოვანზე, თქვენ ძალიან ბრაზობთ მასზე. თქვენი შვილი იმ დროს ხდება თქვენი წყარო როგორც სიხარულის ასევე დარდის! გახსოვდეთ, არ არსებობს მსოფლიოში რაიმე რასაც შეუძლია მოგცეთ თქვენ აურეველი სიხარული. მაშინაც კი თუ არსებობს ასეთი ნივთი, როდესაც ეს იკარგება, თქვენ ხდებით ძალიან ნაღვლიანი! ეს არის ამ მსოფლიოს ნამდვილი ბუნება. ამიტომ ეცადეთ შეასწოროთ ამ სიხარულის და დარდის ნამდვილი წყარო, ჭკუა. აკონტროლეთ თქვენი ჭკუა და ავარჯიშეთ ეს რომ მიიღოს და დაინახოს ამ ობიექტური მსოფლიოს ნამდვილი ბუნება, რომელიც გიზიდავთ და გაფრთხობთ თქვენ მონაცვლეობით. ეს არის განათლების ნამდვილი ნაყოფი!
– ღმერთის საუბარი, 20 დეკემბერი, 1958.
17.03.17.
თქვენ ბევრი გულს გიცრუებთ სულიერი პრაქტიკის მიღებაზე და გეუბნებათ რომ ეს შეიძლება მიიღოთ სიბერის მოსვლისას, თითქოს ესენი არის პრეროგატივა, ან სპეციალური სასჯელი ხანდაზმულთათვის! დავტკბეთ მსოფლიოთი მანამ სანამ შეგვიძლია და შემდეგ გამოვსახოთ მომავალი – ეს სჩანს არის ბევრის დამოკიდებულება! ბავშვი დგამს თავის პირველ რამდენიმე ნაბიჯს თავისი სახლის უსაფრთხოებაში; ის სწავლობს სიარულს შიგნით, მანამ სანამ მისი ნაბიჯები გახდება მყარი, მანამ სანამ მისი წონასწორობა არ იქნება სრულყოფილი, და შემდეგ როცა ის იზრდება მუდმივად, ის ნელ-ნელა გამოდის ქუჩაში და მთელს მსოფლიოში. ასე აგრეთვე, ყველა არსება ჯერ უნდა დაეუფლოს შინაგან სამყაროს და გახდეს ცდუნებებისთვის შეუღწევადი. თქვენ უნდა ისწავლოთ არდაცემა როდესაც გრძნობები აბორძიკებენ თქვენს ნაბიჯებს, თქვენ უნდა ისწავლოთ ჭკუის გაწონასწორება, რომელმაც არ უნდა გაიძულოთ თქვენ ერთ მხარეს უფრო მეტად გადახრა, ვიდრე მეორე მხარეს. ამ დისკრიმინაციული სიბრძნის დაუფლების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თავდაჯერებულად გამოხვიდეთ გარე სამყაროში, თქვენს პიროვნებაზე შემთხვევების შიშის გარეშე.
– ღმერთის საუბარი, 7 თებერვალი, 1959.
18.03.17.
ადამიანი დაცულია ვედანტით, რაც ჰგავს ლომის ღრიალს; ეს იძლევა გულადობას და ინიციატივას; ეს ხდის ადამიანს გმირად. ეს არ არის ღმუილი ან მოთქმა ან ტირილი. ეს არის თავდაჯერებულობის უმაღლესი ტიპი. ეს არის ყველაზე ძლიერი ჯავშანი ბედის ისრების წინააღმდეგ, წყალგაუმტარი გრძნობით სიამოვნებათა თავსხმის წინააღმდეგ. ეს არის ფარდა დამჭერი შემაწუხებელი კოღოების, რომლებიც სხვარიგად წაგართმევდნენ ძილს. ვედანტით გაჯერებული გულით, თქვენ ხართ კლდე სანაპიროზე, შეუხებელი ცდუნების ტალღებით. ვედანტა გამოწვევას აძლევს თქვენს თავგადასავლების სულს, თქვენს საკუთარ სინამდვილეს. ადით სულიერი დისციპლინის მატარებელში ახლა და თქვენ მიაღწევთ საბოლოო მიზანს რაც არის ჯნანა (აბსოლუტური ცოდნა შენს და ამ ყველაფრის შესახებ). მატარებლით მოგზაურობაში თქვენ არ ჩამოხვიდეთ შუაში როდესაც რომელიღაც სადგური მიგიზიდავთ თქვენ. ზუსტად ასე, სულიერ მოგზაურობაში არის სადგურები კარმა (მოქმედება), უპასანა (განჭვრეტა), და ა.შ. თქვენ უნდა გაიაროთ ეს სადგურები, მაგრამ გახსოვდეთ ესენი არ არის ბოლო სადგურები. მიზანი არის შეცნობა.
– ღმერთის საუბარი, 3 თებერვალი, 1964.
19.03.17.
როგორც თითბერის ჭურჭელი რომელიც უნდა იყოს გახეხილი თამარინდით, გარეცხილი და გამშრალი რომ იბრწყინოს როგორც ახალმა, თქვენი ჭკუაც ასევე უნდა იყოს დამუშავებული სიკეთითა და მსახურებით, უფლის სახელის გამეორებით, სასარგებლო საქმეების შესრულებით, და ყველას კეთილდღეობის აზრებით. მზე არის აქ ცაზე, ყოველდღე. გამავალი ღრუბლები ფარავს ზოგჯერ მას თქვენი ხედვიდან. ამის მსგავსად, გრძნობიერი სამყარო არის ღრუბელი რაც ფარავს ღმრთაებრივ სულს (ათმას) ვინც არის მუდამ მოციალე თქვენი გულის ცის თაღზე. იგივე ჭკუას რომელიც აგროვებს ღრუბლებს შეუძლია ასევე გაფანტოს ესენი შემთხვევით! რადგან სწორედ ქარი აგროვებს მათ ყოველი მხრიდან და აბნელებს ცას. და მომდევნო მომენტში, ესენი იცვლის მიმართულებას და აგზავნის მათ იქ საიდანაც მოვიდნენ! ასევე თქვენი ჭკუა არის ძლევამოსილი. ავარჯიშეთ ის არ შეაგროვოს, გაფანტოს ილუზიის ღრუბლები.
– ღმერთის საუბარი, 12 აპრილი, 1959.
20.03.17.
ღმერთი არ იხიბლება სწავლით ან სწავლულობით, რომელსაც არ მიჰყავს არსაით ეგოიზმისა და სიამაყისკენ მიმართულების გარდა. ღმერთი გამოიხატება სუფთა ერთგულებით. მომიტანეთ მე საწუხრები, რაც კი თქვენ გაქვთ, მე ავიღებ ამას და მოგცემთ თქვენ ნეტარებას! თქვენ მიიჩქარით ტაძრისკენ ან პრაშანტი ნილაიამისკენ და გწყურიათ დარშანის მიღება! რა უფრო დიდი ერთგულების ნიშანი არის საჭირო ვიდრე ეს წყურვილია? მაგრამ ეს სიყვარული არ არის საკმარისი! სინამდვილეში ეს ბევრს არაფერს ნიშნავს საერთოდ! რაც საჭიროა ეს არის ამ სიყვარულის რეგულირება, სიკეთის და მსახურების ფორმით. თუ თქვენ ხართ წარმატებული ამაში, თქვენ ნამდვილად მიაღწევთ რაიმეს. განდეგილობამ და ღმერთის სიყვარულმა უნდა აირეკლოს ატმოსფერო, და სიჩუმემ როგორც დისციპლინამ უნდა შეავსოს ადგილი. იქონიეთ უფლის სახელი თქვენს ენაზე და თქვენი არჩეული უფლის ფორმა თქვენი თვალების წინ. თუ თქვენ დაფორმირდებით ამ წესით, ადგილი სადაც თქვენ დგეხართ გახდება კაში და თქვენი სახლი გახდება ბადრი.
– ღმერთის საუბარი, 3 თებერვალი, 1964.
21.03.17.
გონება ტკბება კამათსა და პაექრობაში. ერთხელ თუ თქვენ დაუთმობთ დიალექტიკის ცდუნებას, შემდეგ ეს წაიღებს ძალიან დიდ დროს თქვენგან რომ გაიქცეთ მისი ბორკილებიდან და დატკბეთ ნეტარებით. აქედან გამომდინარე, შეიგნეთ გონების შეზღუდულობა. ლოგიკამ გზა უნდა დაუთმოს სიყვარულსა და ერთგულებას. ინტელექტს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენ ღმერთისკენ მიმავალი გზის მცირე მანძლზე, დანარჩენი შთაგონებულია და განათებული ინტუიციით. და ხშირად ეგოიზმი იხრება შესაქებად და გასამართლებლად ველურობის, ვინაიდან ადამიანები მიდიან არასწორი გზით თვით თავიანთი მოსაზრებით, თუ ეს არის გზა რომელიც მათ მოსწონთ! თქვენ ძალიან ხშირად მიდიხართ დასკვნამდე რის მიღწევაც თქვენ გსურთ! გონება შეიძლება მოთვინიერდეს მხოლოდ დისციპლინით, თანაგრძნობის, სიმშვიდის, დიდსულოვნებისა და გამძლეობის (დჰაიას, შანთამის, კშამას, საჰანას) ბორკილების სისტემატიური გამოყენებით. ასწავლეთ მას მშვიდად სიარული გზის პატარა მანძილებზე და შემდეგ როდესაც თქვენ იქნებით დარწმუნებული მის დამჯერობაში, თქვენ შეგიძლიათ წაიყვანოთ ეს გულისთქმის, რისხვის, სიხარბის, ილუზიის, სიამაყისა და ეჭვიანობის ექვსჯერადი ცდუნებით დაკლაკნილ გზაზე.
– ღმერთის საუბარი, 12 აპრილი 1959.
22.03.17.
არ მითხრათ მე რომ თქვენ ხართ მთლიანად კმაყოფილი მიწიერ სიამოვნებათა ილუზიით და არ ზრუნავთ ნეტარებასა და მშვიდობაზე! მენდეთ მე, თქვენს ძირითად ბუნებას ეზიზღება ეს მოსაწყენი, ჭამის, სმის და ძილის ნაღვლიანი რუტინა და გულწრფელად ეძებს მას რაც ცნობილია რომ დაკარგა, რაც არის კმაყოფილება (შანტი). თავის გულის გულში, ყველა მოწყურებულია გათავისუფლებისთვის ტრივიალურისა და დროებითის მონობიდან, და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ ერთ საქმიანობაში – უმაღლეს მეზე მედიტირებაში, რომელიც არის წყარო ყველაფრის რაც ხილულია! როგორ მაღლაც არ უნდა აფრინდეს ჩიტი, ადრე თუ გვიან, იგი ეძებს დასაჯდომ ადგილს ხის წვერზე, სიმშვიდით დასატკბობად. ასევე, არის დღე რომელიც მოვა, როდესაც თუნდაც ყველაზე ქედმაღლები, ყველაზე ჯიუტები, ყველაზე ურწმუნონი და თუნდაც ისინი ვინც ამტკიცებენ რომ არ არსებობს სიხარული ან მშვიდობა უფლის განჭვრეტაში, ილოცებენ, „ოჰ უფალო, მაჩუქე მე მშვიდობა, მაჩუქე მე ნუგეში, ძალა და სიხარული!“
– ღმერთის საუბარი, 7 თებერვალი, 1959.
23.03.17.
არ დაკავდეთ სურვილებისა და წადილების კულტივირებით ან წახალისებით. ეს არის თესვისა და მკის დაუსრულებელი პროცესი; თქვენ ვერასდროს მიაღწევთ კმაყოფილებას და ერთი სურვილი როდესაც დაკმაყოფილდება, დაუბერავს ათზე მეტის წყურვილი. არ გამოეკიდოთ გზიდან ამცდენ სურვილებს ან უპატიოსნოდ კმაყოფილების მოპოვებას. ყველა გზა რომელსაც მიჰყავს გრძნობების სფეროში არის დაკლაკნილი და თვალისმომჭრელი, მხოლოდ გზა რომელსაც მიჰყავს უფლის გზისკენ არის სწორი. კულტივირეთ უბიწოება ყველა მოქმედებაში, ეს გაჩვენებთ ღმრთიურ მეს. პირდაპირობა შეგაძლებინებთ თქვენ გადალახვას სამი გუნის (ხარისხის). არც ერთი გუნა არ უნდა დომინირებდეს; ყველა უნდა იყოს გაწვრთნილი ნეტარების ტბის შესავსებად. მნიშვნელობა აქვს თქვენს შინაგან ნეტარებას, არა გარეგანს, გრძნობითს, საგნობრივს და ამქვეყნიურს. თუ შინაგანი სიდინჯე და წონასწორობა არ ირღვევა გარეგანი მაღლა აწევებითა და დაბლა დაშვებებით, ეს არის სულიერი წარმატების სარწმუნო ნიშანი.
– ღმერთის საუბარი, 12 აპრილი, 1959.
24.03.17.
პრაქტიკა – ეს არის ის ნამდვილი საქმე რასაც მნიშვნელობა აქვს სულიერებაში! სწავლულობა არის ტვირთი, ეს ძალიან ხშრად არის დაბრკოლება. რამდენ ხანსაც ღმერთს ჩათვლით დაშორებით ტაძრებსა და წმინდა ადგილებში მყოფად, თქვენ იგრძნობთ რელიგიას ტვირთად და დაბრკოლებად. მაგრამ ჩანერგეთ ის თქვენს გულში და თქვენ იგრძნობთ სიმსუბუქეს, ტვირთის არქონას და სინამდვილეში, უფრო მეტ სიძლიერეს! ეს არის როგორც კალათი საკვებით – როდესაც თქვენ მიგაქვთ მხარზე დადებული, ეს გეჩვენებათ მძიმე და თქვენ გრძნობთ რომ თქვენ ხართ ძალიან სუსტი მის სატარებლად თუნდაც სეირნობის განმავლობაში. მაგრამ დაჯექით ნაკადულის სიახლოვეს და შეჭამეთ იგი. საერთო წონის არ შემცირების მიუხედავად, საკვების ჭამის შედეგი გაიძულებთ თქვენ იგრძნოთ სიმსუბუქე და სინამდვილეში უფრო მეტი სიძლიერე! ამის მსგავსად, გამოიყენეთ ეს ღმერთის წაემოდგენის მიმართ. არ ატაროთ ის თქვენი მხრებით, მიიღეთ ‘ის’ შიგნით! ნება მიეცით მას აყვავდეს თქვენს შიგნით! გქონდეთ უფლის და მისი დიდების ხსოვნა ყოველთვის თქვენთან ერთად!
– ღმერთის საუბარი, 18 თებერვალი, 1964.
25.03.17.
თქვენ შეიძლება დაეჭვდეთ, ნუთუ შეუძლია ასეთ პატარა სიტყვას როგორიც არის რამა, საი ან კრიშნა გადაგაცურინოთ თქვენ ყოფითი სიცოცხლის უსაზღვრებო ზღვა. ადამიანები გადაცურავენ უზარმაზარ ოკეანეს პაწაწინა ტივით; ისინი შემძლე არიან გაიარონ ბნელი ჯუნგლები პაწაწინა ლამპით თავის ხელებში. სახელს თუნდაც პრანავას (ომ) რომელიც არის უფრო მცირე, აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. ტივი საჭირო არ არის იყოს ისე დიდი როგორც ზღვა. ღმერთის სახელის ზეპირი გამოთქმა არის მიწისქვეშა წყლის ჭის საბურღის ოპერირების მსგავსი, ეს არის როგორც საჭრისზე დარტყმა რამაც უნდა გამოათავისუფლოს ღმერთის გამოსახულება დაპატიმრებული მარმარილოს ციხეში. გაარღვიეთ გარსი და უფალი გამოჩნდება; გახეთქეთ სვეტი, როგორც პრაჰლადამ (უფალ ვიშნუს ერთგულმა) სთხოვა მის მამას ამის გაკეთება და უფალი რომელიც ყოველთვის არის აქ გამოავლენს თავის თავს. დღვიბეთ და თქვენ თვალით დასანახად გამოაჩენთ კარაქს რომელიც რძეში არის დაფარულად.
– ღმერთის საუბარი, 13 იანვარი, 1965.
26.03.17.
როგორც კნუტი მოუხმობს დედას იქ სადაც იგი ზის, უბრალოდ კნავილით, ყველაფერი რაც ჭეშმარიტ ერთგულს სჭირდება რომ გააკეთოს არის უბრალოდ უფლის წყურვილი! უბრალო კნავილი გაცალკევების ტკივილით მოიგებს მის გულს. მინდორზე მოზარდ ნათესებს სწყურია წვიმა. ეს ხედავს სქელი წვიმის ღრუბლები როგორ დაცურავს ცაზე, მაგრამ ეს ვერ გაიზრდება ამ სიმაღლემდე, ვერც ჩამოიტანს ღრუბლებს დაბლა გრუნტზე. კაცობრიობა ასევე იხარშება ცხელი მზის ქვეშ, ეგოსა და სიხარბის აუტანელი სიცხით. მას სჭირდება წყალობის წვიმა; მან იცის რომ მხოლოდ შემდეგ შეძლებს ის აყვავებას მშვიდობასა და სიხარულში. სწორედ როგორც ღრუბლები აფორმირებს წვეთებს და ვარდება მინდვრებზე რომლებსაც ეს ირჩევს ხელშესაწყობად, უფორმო აბსოლუტი ინდივიდუალირებს თავის თავს, იღებს ფორმას, და ეშვება დაბლა კაცობრიობის შუაგულში დასაცავად და მხარდასაჭერად. დაბლა ჩამოსვლა ადამიანად (მანავად) ეს არის ღმერთის (მადჰავას) საიდუმლო. როგორც კი წვიმა მოდის, მზეს აქვს მისი სარგებლობა! სწორედ ასევე, როდესაც უფლის წყალობა მიღებულია, ეგო და სიხარბე შეიძლება გამოყენებული იყოს სასარგებლოდ დინების მოქცევით ვარგის არხებში.
– ღმერთის საუბარი, 25 იანვარი, 1963.
27.03.17.
გრძნობების კონტაქტი ობიექტთან იწვევს სურვილს და მიბმულობას, ამას მიჰყავს ძალისხმევისკენ და შედეგად ორიდან ერთთან, სიხარულთან ან იმედგაცრუებასთან! შემდეგ აქ არის დაკარგვის შიში ან წარუმატებლობის დარდი და რეაქციების მწკრივი გრძელდება. ‘დამნახველმა’ არ უნდა მიაბას თავისი თავი ‘დანახულს’, ეს არის ბედნიერად ცხოვრების საიდუმლო. ბევრი კარითა და ფანჯრით, გახსნილით ყველა ქარისთვის რომელიც უბერავს, როგორ შეძლებს შიგნით ლამპის ალი გადარჩენას? ლამპა არის თქვენი ჭკუა, რომელიც მუდმივად უნდა ენთოს შეუხებლად გარე სამყაროს მოთხოვნებით. მთლიანი დანებება უფალზე (სარანაგატი) არის ერთი ხერხი ფანჯრებისა და კარების დასახურად. რადგან, როდესაც თქვენ მთლიანად ნებდებით უფალს, თქვენ ხართ ‘ეგო’ წართმეული და ამიტომ თქვენ არ იქნებით დაპურებული სიხარულით ან დარდით. სარაგანატი, შეგაძლებინებთ თქვენ გამოიყენოთ უფლის წყალობა ყველა კრიზისის შესახვედრად რომელიც წარმოიქმნება თქვენს სიცოცხლეში და გარდაგსახავთ თქვენ გმირად, უდრეკად და უკეთესად მომზადებულად სიცოცხლის განსაცდელების პირისპირ შესახვედრად.
– ღმერთის საუბარი, 13 იანვარი, 1965.
28.03.17. უგადი
ძველი წელი წავიდა და მოვიდა ახალი წელი, და ადამიანები სიხარულით აღნიშნავენ ახალი წლის მოსვლას. იცით თქვენ რამდენი საუკუნე გავიდა კაცობრიობის ისტორიიდან? რა აზრი აქვს უკან დაბრუნებას და თვალის გადავლებას გავლილი გზის – თქვენი მოვალეობაა შეხედოთ გზას წინ და იაროთ მუდმივად თქვენი მიზნისკენ. ეს არის რწმენის ნაკლებობა რაც გაიძულებთ თქვენ დაკარგოთ მოთმინება და ჩაფრინდეთ რისხვის შეტევებში; ეს არის რწმენის ნაკლებობა საკუთარ თავსა და სხვებში. თუ თქვენ ხედავთ თქვენს თავს როგორც ჭეშმარიტ დაუმარცხებელ ღმრთიურ მეს და ყველას თქვენს ირგვლივ როგორც თქვენს ანარეკლს, ისევე როგორც წერილები აცხადებს მათ ყოფნას, თქვენ არასოდეს იქნებით პროვოცირებული, რომ განრისხდეთ. რაც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ დღეს ხელსაყრელ ახალ წელს არის მუდმივად სიარული სულიერ გზაზე თქვენი ღმრთიურების გამოსავლენად. გადაწყვიტეთ ამ ერთი რამის გაკეთება – ჯერ აპრაქტიკეთ და შემდეგ იქადაგეთ!
– ღმერთის საუბარი, 23 მაისი, 1965.
29.03.17.
ადამიანის მიდრეკილებებისა და ხასიათის რეფორმირება ნამდვილად არის ძნელი ამოცანა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შესწავლილი სულიერი პრაქტიკის ყველა სახელმძღვანელო, ასევე წაკითხული ყველა წერილები, და შეიძლება მოსმენილი ჰქონდეს რამოდენიმე საათი ლექცია ამაზე, მაგრამ ადამიანი სრიალდება შეცდომაში როდესაც დაპირისპირებულია ცდუნებით. როგორც მიწა რომელიც არის გადამხმარი, გული შეიძლება მოჩანდეს ცარიელად ბოროტების ნებისმიერი მოსავლიდან, მაგრამ როდესაც პირველი თავსხმა ეცემა, თესლები და ფესვები ნიადაგის ქვეშ ცვლის გადამხმარ მიწას მწვანე ფერის ხალიჩით. თქვენ შეიძლება გქონდეთ საუკეთესო ბოსტნეული, თქვენ შეიძლება გყავდეთ ძალიან უნარიანი მზარეული მსოფლიოში, მაგრამ თუ სპილენძის ქვაბი რომელშიც თქვენ ამზადებთ სუპს არ არის მოკალული, სადილი რომელსაც თქვენ მოამზადებთ იქნება ძალიან შხამიანი. ამის მსგავსად, თქვენ უნდა ‘მოკალოთ’ თქვენი გული ჭეშმარიტებით, უბიწოებით, მშვიდობითა და ღმრთიური სიყვარულით. მხოლოდ შემდეგ შეიძლება ეს გახდეს გემი გამოსადეგი წმინდა სახელების გასამეორებლად, მედიტირების პრაქტიკისთვის, რელიგიური აღთქმების შესასრულებლად, რიტუალური თაყვანისცემის საკეთებლად და ა.შ.
– ღმერთის საუბარი, 13 იანვარი, 1965.
30.03.17.
წარსულში, ღმერთის ინკარნირება ათავისუფლებდა მსოფლიოს ბოროტებისგან, მოსპობით რამოდენიმე ფანატიკის და კაციჭამიის, ვინც იქმოდა ამას. მაგრამ აწმყო დროში ფანატიზმი და სისხლის სამართლის დანაშაული მეფობს ყოველ გულში. ბოროტი ადამიანები არიან ლეგიონი, არც ერთი არ არის თავისუფალი ამ გადამდები სენიდან, და ყველა არის ამა თუ იმ ხარისხით ბოროტი. ამიტომ, ყველას სჭირდება კორექტირება. ყველა უნდა იყოს განათლებული და მეგზურობა გაწეული სწორ გზაზე. ყოველი არსება არის მომლოცვარე დანიშნული ღმერთთან დასაბრუნებლად და მასში შესარწყმელად. მაგრამ ადამიანთა უმეტესობას დავიწყებული აქვს ეს გზა, ისინი დახეტიალობენ დაკარგული ბავშვებივით, კარგავენ ძვირფას დროს მსოფლიოს არაძირითად ბილიკებში. ადამიანის არსებები არიან საუკეთესო ქმნილებებს შორის ვისაც შეუძლია შეგრძნება, ფიქრი და განცდა მათი საკუთარი მოგზაურობისას დროში! შეიარაღებულებმა გარჩევის (ვივეკას) მახვილით და უარყოფის (ვაირაგიას) ფარით, თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს ძვირფასი შესაძლებლობა თქვენი თავის ღმერთად გარდასაქმნელად – ეს არის თქვენი ბედი, გეგმა და მიზანი თქვენი არსების.
– ღმერთის საუბარი, 25 იანვარი, 1963.
31.03.17.
ერთხელ რკინიგზის სადგურის შეკვეთების ოფისში, ერთი ადამიანი დიდი მწუხარებით ხმამაღლა ითხოვდა დაჯავშნას, მაგრამ აქ კლერკი იყო უმწეო რადგან ადამიანმა არ იცოდა სად უნდოდა წასვლა. მას უნდოდა მხოლოდ წასვლა, მას ჰქონდა ჰქონდა ამ ადგილის საკმარისი რაოდენობა. როგორ შეეძლო ნებისმიერ ვინმეს მისი დახმარება? ყველა, ადრე თუ გვიან, მოიქცევა ამის მსგავსად. სიცოცხლე არ არის შეურევლად კარგი. მიწიერ ცხოვრებაში ჩაძირული არც ერთი ადამიანი არ არის ბედნიერი. ყოველი ინდივიდი ბორგავს სიხარულისა და დარდის ტალღებზე; ეხეთქება იღბალს, კარგს ან ცუდს; სამიზნეა აგურების და თაიგულების. ბოროტება ირგვლივ გავლენას ახდენს ადამიანის სიმშვიდესა და ღელვაზე, და ართმევს მას ძილსა და მყუდროებას. ადამიანი აქედან გამომდინარე ცდილობს ამ ყველაფრიდან გაქცევას, მაგრამ ის არ არის დარწმუნებული საით! სულიერ მასწავლებელს (გურუს) შეუძლია გასწავლოთ თქვენ საით წახვიდეთ, სად ეძებოთ; მაგრამ თუნდაც გურუ ვერ გაიძულებთ მის მიღწევას. თქვენ უნდა მომქანცველად იაროთ გზაზე თვითონ.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1965.

სატია საი ბაბა