დეკემბერი

1.12.16.
ადამიანის გული არის ძალიან რბილი როდესაც იგი არის ახალგაზრდა. იგი პასუხობს ახლობელი ადამიანების დარდსა და ტკივილზე. უფროსთა მაგალითი, გაკვეთილები რომელიც მათ მიიღეს მშობლებისგან, კომპანია რომელშიც ისინი შევიდნენ და სწავლება რომელიც მათ გაიარეს სკოლასა და საზოგადოებაში ეს აქვავებს ამ გულებს! შეინაეჩუნეთ გულები რბილად. გაინაწილეთ სხვებთან მათი დარდები და მათი სიხარული. არ შეგშურდეთ როდესაც სხვები არიან ბედნიერი ან დაფასებული ან დაჯილდოებული პრიზებით. შეეჯიბრეთ მათ შრომისმოყვარე ბუნებას, ილოცეთ გონიერების მაღალი წილისთვის ან მახვილი მეხსიერებისთვის, მაგრამ თქვენს გულებში არასოდეს დაუთმოთ ადგილი შურსა და ბოროტებას. შური არის მომაკვდინებელი შხამი, ეს წაბილწავს თქვენს ხასიათს, გაანადგურებს თქვენს ჯანმრთელობას და წაგართმევთ მშვიდობას. მსგავსად მავნებლის რომელიც სპობს მოზარდ მარცვლეულს, შური შედის მზაკვრულად, ვრცელდება სწრაფად და იწვევს ყოვლისმომცველ დაზიანებას. ამიტომ თუნდაც პატარა საკითხებში, იყავით ფხიზლად რომ დარწმუნდეთ რომ თქვენ არ გახდებით შურის მსხვერპლი. იყავით შეუხებელი შურისგან (ანასუია) და თქვენ შეძლებთ ღმერთის გახარებას.
– ღმერთის საუბარი, 18 აპრილი, 1966.
2.12.16.
ადამიანს განსჯის ქმედებები. კარგი ქმედებები აჩვენებს კარგ ადამიანს და ცუდი ქმედებები აჩვენებს ბოროტ ადამიანს. თქვენი ხარისხები და ქმედებები არის ურთიერთდამოკიდებული, რადგან ქმედებები აჩვენებს თქვენს შინაგან ხარისხებს და შინაგანი ხარისხები მართავს თქვენს ქმედებებს. ეცადეთ თქვენს გარდაქმნას კარგი ხარისხების განვითარებით. უბრალო მოსმენა სულიერი საუბრების ან ცხოვრება წმინდა ადგილებში ან ყოფნა წმინდა კომპანიაში არის უსარგებლო თუ არ გაკეთდება ძალისხმევა კეთილშობილურ სწავლებათა ცოტა პრაქტიკაზე. ხარისხები როგორიც არის მომთმენობა (კშამა), სიბრალული, სიმართლე, სიყვარული და თანაგრძნობა შეზღუდული არ არის რომელიმე ერისთვის, რასისთვის ან აღმსარებლობისთვის. ეს არის სულიერი ხარისხები და არის არსებითი ადამიანებისთვის ყველგან, ყოველ დროში. უბიწოების (დჰარმას) გავრცელება არ ნიშნავს რაიმეს შესახებ იმ ცოდნის გავრცელებას რაც უცნობია. დჰარმას ცოდნა შეიძინება მხოლოდ მისი პრაქტიკის ასამაღლებლად და მხოლოდ ისინი ვინც აპრაქტიკებს უბიწოებას არიან კვალიფიციურნი მის გასავრცელებლად. მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკით სწავლობთ თქვენ მის ჭეშმარიტ ბუნებას და აცნობიერებთ მის მთელ ფასეულობას.
– ღმერთის საუბარი, 7 იანვარი, 1988.
3.12.16.
ყველას უპირველესი მოვალეობაა გარდაქმნას თავისი ცხოვრების ყველა საქმიანობა ერთ ძალასა და სილამაზეში. საუბედუროდ, განათლების სისტემა დღეს ვერ კვებავს სიჯანსაღის, ერთობისა და სიყვარულის ხარისხებს, რომლებიც არის ჭეშმარიტი განათლების ნიშნები. ყოველმა თქვენგანმა უნდა გააცნობიეროთ რომ თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა სწრაფად დნება ყინულის მსგავსად, დამოუკიდებლად იმისგან ზრუნავთ თუ არა თქვენ რომ გაუმჯობესდეთ. ბევრი ადამიანი თვლის რომ შეძენა საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრის, სიმდიდრის, ხელსაყრელი პირობების და მყუდროების შეადგენს თვით სიცოცხლის მიზანს. სიცოცხლე რჩება ტრაგედიად მანამ სანამ ადამიანები მუშაობენ თავიანთი ილუზიის ქვეშ. ბევრი დაბრმავებულია სიცოცხლის მიზანზე, ზოგიერთი ტკივილსაც კი ვერ გრძნობს ამის არცოდნის გამო. მილიონიდან მხოლოდ ერთი ესწრაფის ამის გაცნობიერებას. ეს სწრაფვა არის საფეხური სიცოცხლის მიზნის გაცნობიერებისთვის. იმ დღეს როდესაც ადამიანები აცნობიერებენ სიცოცხლის მიზანს, ისინი განიცდიან სრულ ტრანსფორმირებას, აგონიიდან (ვედანადან) თავისუფლებამდე ტკივილისგან (ნირვედანამდე).
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1966, თავი 1.
4.12.16.
ხარისხებს შორის რომლებიც თქვენ გჭირდებათ თქვენი ღმრთიურების გასაცნობიერებლად, უპირველესი არის ‘კშამა’, მოთმინება ან შენდობა. ეს არის აუცილებელი ყოველი ადამიანის არსებისთვის. ეს არის სათნოებებს შორის უმაღლესი. მოთმინება არის ჭეშმარიტება, უბიწოება, თანაგრძნობა და არაძალადობა; კშამა მოიცავს ყველა სხვა ხარისხს. რომ მიაღწიოთ კშამას უნდა აპრაქტიკოთ ჭკუის სისუფთავე. ჭკუის სისუფთავე მოითხოვს ჭკუიდან მიბმულობისა და არაკეთილგანწყობის სრულ აღმოფხვრას. სიძულვილსა და შურს არ უნდა ჰქონდეს ადგილი. დღეს ადამიანები ვერ იტანენ სხვისი ბედნიერების ან წარმატების დანახვას; ეს არის ჭუჭყიანი ჭკუის ნიშანი. რომ იყოთ ჭეშმარიტი ადამიანები, თქვენ უნდა გქონდეთ სუფთა და შეუბღალავი ჭკუა. თქვენ უნდა განივითაროთ დიდი გულკეთილობა რომ უპასუხოთ სიკეთით ბოროტებაზე და არ მიაყენოთ ტკივილი ნებისმიერ ვინმეს ნებისმიერ ვითარებაში. ეს არის სუფთა ჭკუის ნიშანი. აღიარეთ რომ იგივე ღმრთიურება – იგივე სუფთა სული რომელიც ცხოვრობს თქვენში და ძალა რომელიც გაცოცხლებთ თქვენ – არის წარმოდგენილი ერთნაირად ყველა ადამიანის არსებაში.
– ღმერთის საუბარი, 7 იანვარი, 1988.
5.12.16.
კულტურა არის მრავალფეროვნებაში ერთიანობის განჭვრეტა, რწმენით, დანერგილით სიცოცხლის ერთიანობაში. კვებეთ რწმენა კაცობრიობის კასტის და სიყვარულის კულტურის გრძნობით. აქ სიყვარული არ ეხება სხეულთან მიბმულობას რომელიც აღნიშნავს ურთირთობას ცოლსა და ქმარს შორის, შვილებსა და მშობლებს შორის, ან მეგობრებს შორის. ვაჟს, თუმცა უყვარს თავისი დედა მთელი გულით, მისი სიკვდილის შემდეგ აგდებს მის სხეულს მწველ სამგლოვიარო კოცონზე და გადასცემს მას ალებს რაიმე შებრალების გარეშე. როგორ შეიძლება ასეთ სიყვარულს ეწოდოს ჭეშმარიტი სიყვარული? ყველა ასეთი ურთიერთობა შეიძლება უკეთეს შემთხვევაში დავასახელოთ ‘მიბმულობად’! მიბმულობები, მსგავსი გამვლელი ღრუბლების, რომლებიც მიცურავს შორს, შუაში მოდის და თანდათან მიდის. მაგრამ სიყვარული არსებობდა დაბადების წინ და გაგრძელდება სიკვდილის შემდეგ. არ არსებობს სიყვარული ქმარსა და ცოლს შორის მათ ქორწინებამდე ან დედასა და შვილს შორის მის დაბადებამდე. მხოლოდ ღმერთის სიყვარული არსებობს დაბადებამდე და გრძელდება სიკვდილის შემდეგ.
– თავი 1, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1996.
6.12.16.
კშამას (მოთმინების) განსავითარებლად, თქვენ უნდა აპრაქტიკოთ სისუფთავის ოთხი ტიპი – 1. დრავია სოუჩამ (მასალების სისუფთავე); 2. მანასიკა სოუჩამ (ჭკუის სისუფთავე); 3. ვაკ სოუჩამ (მეტყველების სისუფთავე); 4. კრიია სოუჩამ (სისუფთავე მოქმედებაში ან სხეულის სისუფთავე). მასალების სისუფთავე მოიცავს ყველა ნივთს რომელსაც ადამიანი იყენებს, დაწყებული ტანსაცმლიდან, საკვები და სახლის საჭმლის მოსამზადებელი აღჭურვილობა და ყველა სხვადასხვა ნივთი გამოყენებული ადამიანის მიერ. ეს ყველაფერი რაც არის ყოველდღიურ სარგებლობაში უნდა იყოს სრულიად სუფთა. ჭკუის სისუფთავე მოწოდებულია ჭკუიდან მიბმულობებისა და სიძულვილის მთლიანი აღმოფხვრისთვის. სისუფთავე მეტყველებაში გულისხმობს სიცრუის გვერდის ავლას, და თავის არიდებას შეურაცხმყოფელ გამოთქმებზე, ცილისმწამებლურ ჭორებსა და საუბარზე რომელიც იწვევს სხვების ტკივილს. ფლიდი ენა აჭუჭყიანებს ჭკუას და ადამიანურობას აკარგვინებს ადამიანს. სხეული უნდა გასუფთავდეს წყალით აჩამანას შესრულებით (ეს რიტუალი მოიცავს უფლის სახელების წარმოთქმას სამჯერ და სამი პეშვი წყალის დალევას ხელის გულიდან).
– ღმერთის საუბარი, 7 იანვარი, 1988.
7.12.16.
კულტურა არის საერთო თავის მასშტაბსა და მნიშვნელობაში. ჩვენ არ უნდა განვაცხადოთ პრეტენზია და არ უნდა ვამტკიცოთ რომ ინდური კულტურა არის აღმატებული მსოფლიოს ყველა სხვა კულტურაზე. ამის სანაცვლოდ, ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი რწმენა მიწერილობებში როგორიც არის: ა) „ყველა არის ერთი. იყავით ყველასთან ერთნაირად.“ ბ) „ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ. ჩვენ ერთად ვიმოძრავებთ. ჩვენ ერთად გავიზრდებით ბრწყინვალებაში. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ მეგობრობასა და თანხმობაში, კონფლიქტისა და შეტაკების გარეშე.“ ჩვენ უნდა წავახალისოთ კეთილშობილური გრძნობები გამოხატული ამ ტიპის ვედურ განცხადებებში. საუბედუროდ, საგანმანათლებლო დაწესებულებები დღეს არ კვებავს ამ კეთილშობილურ გრძნობებს მოწაფეებში. ესენი არის სუფთა აკადემიური მიმართულების და არაფრად აგდებენ სიცოცხლის წმინდა ფასეულობებს. საერო განათლება უნდა იყოს დაწყვილებული სულიერთან. მხოლოდ ასეთი ჰარმონიული ნაზავი საეროს და სულიერის არის ის რაც მისცემს სილამაზეს და გააბრწყინებს სიცოცხლეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ არა უბრალოდ ჩვენი მუცლის ამოსავსებად, არამედ ასევე ჩვენი გულის ნეტარებით შესავსებად. შეჭმული საკვები ავსებს მხოლოდ კუჭს მაგრამ არ ავსებს ჭკუას, სულიერი საკვები კი ავსებს ჭკუას და იძლევა მარადიულ ნეტარებას.
– თავი 1. ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1996.
8.12.16.
თქვენ სადაც გინდა ცხოვრობდეთ, თქვენი სიცოცხლე უნდა გამოირჩეოდეს დისციპლინითა და ზნეობრიობით. ატარეთ თქვენი სიცოცხლე თანხმობაში თქვენი სინდისის ბრძანებებთან. თქვენი ქმედებები უნდა იყოს ერთი და იგივე, აკვირდებიან მას თუ არა, შენიშნავენ მას თუ არა. იმის მიუხედავად რომ ძნელია თქვენი ჭკუის შეკავება, მას შეიძლება შეეცვალოს მიმართულება. როდესაც ჭკუა ჩაძირული საერისკაცო სამყაროში შეტრიალდება ღმრთიურებისკენ ეს გაიზრდება ზნეობრივ ძალაში. ჭკუა ჩაძირული ყოფით საქმეებში გაქცევთ თქვენ სამყაროს პატიმრად, მაშინ როდესაც ჭკუა ჩაძირული ღმერთში გათავისუფლებთ თქვენ. თქვენი გული არის კლიტე და თქვენი ჭკუა არის გასაღები. გასაღების მარცხნივ გადატრიალებით, ეს იკეტება. მაგრამ თუ თქვენ ატრიალებთ მას მარჯვნივ, ეს იხსნება. გასაღების გადატრიალება აკეთებს განსხვავებას. აქედან გამომდინარე თქვენი ჭკუა არის მიზეზი თქვენი გათავისუფლების ან მონობის. მაშინ რაღა არის გათავისუფლება (მოკშა)? ეს არის არა ჰაერკონდიციონერიანი სასახლე, არამედ მდგომარეობა, რომელიც მოკლებულია ილუზიას (მოჰას).
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1996, თავი 1.
9.12.16.
ფეხბურთის თამაში ტარდება ორი გუნდის მიერ, მათგან თითოეული ცდილობს გოლის გატანას ბურთის სროლით სამიზნე ძელებში. სიცოცხლეც არის თამაში ორ, საერისკაცო და სულიერი განათლების სამიზნე კარებს შორის. როდესაც თამაშობენ ფეხბურთს, ადამიანები ფეხს ურტყამენ ბურთს მანამ სანამ ეს არის სავსე ჰაერით. მას შემდეგ რაც ბურთი დაიფუკება, არავინ ურტყამს ფეხს მას. ჰაერი ფეხისბურთში აღნიშნავს ეგოს არსებობას. ეგოს გავლენაში მყოფი ადამიანები მიიღებენ დარტყმებს მანამ სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან ეგოსგან. მხოლოდ დაფუკულ ბურთს იღებენ ხელში, მაშინ როდესაც გაბერილ ბურთს ფეხს ურტყამენ შეუბრალებლად. ამის მსგავსად, ადამიანი რომელმაც მოსპო ეგო არის პატივცემული, მაშინ როდესაც ადამიანი ვინც ნებას რთავს ეგოს თავისუფალ მართვას ხდება ყველა სახის შეტევის სამიზნე. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გათავისუფლდებით ეგოსგან თქვენ შეძლებთ თქვენს ტრანსფორმირებას იდეალურ ადამიანში. საერო ნივთები მოდის და მიდის, მაშინ როდესაც სულიერი მიღწევები რჩება სამუდამოდ.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1996, თავი 1.
10.12.16.
დჰარმა (უბიწოება) არ არის შემთხვევითი სიტყვა ყველგან გასავრცელებლად. გამეორება ხშირად ციტირებული ფრაზების როგორიც არის „უბიწოება არის ის რაც მხარში უდგას“ (დჰარაიათითი დჰარმაჰა) ან უბიწოება იცავს მის დამცველებს (დჰარმო რაკშათი რაკშითაჰა) არის ძალიან გავრცელებული პრაქტიკა, მაგრამ არის არასაკმარისი. საჭიროა უბიწოების პრაქტიკა. მარტო უბიწო ქცევა წარმოადგენს დჰარმას. ადამიანი რომელიც ატარებს უბიწო ცხოვრებას აუცილებლად იპოვის სიმშვიდეს. ვინც კი მიდის ქალაქებსა და სოფლებში უბიწოების საქადაგებლად უნდა ახსოვდეს და უნდა აპრაქტიკოს ეს ოთხი მნიშვნელოვანი მიწერილობა, „არ მიაყენოთ ზიანი ვინმეს“, „არ შეურცხყოთ არავინ“, „შეასრულეთ თქვენი მოვალეობა მოსიყვარულე ერთგულებით“ და „გაისუფთავეთ თქვენი გული“. თუმცა ჩვენი მოქმედებების უმეტესობა დაკავშირებულია ყოფით საზრუნავებთან, მიზანი არის ღმერთის გაცნობიერება. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დროს ჩვენი ყველა მოქმედების განწმენდის ერთადერთი მეთოდი არის ყველა მოქმედების შესრულება როგორც თაყვანისცემის მოქმედების, როგორც შეთავაზების ღმერთისადმი. ამით მთელი თქვენი სიცოცხლე გადაიქცევა წმინდა არსებობად.
– ღმერთის საუბარი, 7 იანვარი 1988.
11.12.16.
როგორც ადამიანის სხეული დიღუპება ხერხემლის გარეშე, ადამიანის სიცოცხლე ასევე დაიღუპება ზნეობრიობისა და სულიერების გარეშე. თქვენი ხერხემალი შედგება ოცდაცამეტი მალისგან, და ეს იყრდნობს მთელ ადამიანის სხეულს. ამის მსგავსად მორალური და სულიერი პრინციპები წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის ხერხემლის რგოლებს. რა არის უკვდავება? უზნეობის მოცილება არის უკვდავება (The removal of immorality is immortality). ადამიანის სიცოცხლე რომელიც არის მოკვდავი, აუცილებლად მოკვდება ამა თუ იმ დღეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვესწრაფოთ მორალურობისკენ რაც არის საუკუნო. ეს მორალური ბრწყინვალება არის ბოლო ჟამის საჭირო. ჩემი გულწრფელი სურვილია რომ ახალგაზრდებმა უნდა დაინერგონ მორალური ბრწყინვალება და ესწრაფონ ქვეყნის კეთილდღეობისა და ამაღლებისთვის განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეგოიზმი და ანგარების მოყვარულობა ასე ძალიან არის გავრცელებული. სტუდენტებმა და ახალგაზრდობამ უნდა გამოიჩინოს ძლიერი ინტერესი რამაიანას მორალურ და სულიერ პრინციპებში და მთლიანად უნდა ისარგებლონ იქიდან. უფროსებმაც უნდა ჩამოაყალიბონ თავიანთი სიცოცხლე ჰარმონიაში ზნეობასა და სულიერებასთან.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1996, თავი 1.
12.12.16.
გახსოვდეთ, თუ თქვენ ელოცებით ღმერთს სუფთა გულით, ღმერთი გამოიყენებს ვინმეს თქვენს ლოცვაზე პასუხის გასაცემად. სინამდვილეში დაბნეულობაა ის რომ დასვა შეკითხვა როგორიც არის, „სად არის ღმერთი?“ „ის როგორ დამეხმარება მე?“ და ა.შ. ასეთი უადგილო შეკითხვების წამოწევით, მხოლოდ თქვენი რწმენა სუსტდება. ამ მიზეზის გამო თქვა დიდმა ბრძენმა რამაკრიშნა პარამაჰამსამ, „თუ თქვენ გინდათ ელოცოთ ღმერთს გულწრფელად, თქვენ უნდა იყოთ უმანკო ბავშვივით“. უფალმა იესომაც მოგვცა იგივე გზავნილი. ის იყენებდა გამოთქმას: „თუკი მეც ვიქნები ბავშვი დღის მოკლე მომენტში, მე როგორი სუფთა შეიძლება გავხდე!“ აი ასეთი უმანკოება და სისუფთავე უნდა გვქონდეს ჩვენ ჩვენს გულში. სარგებლობა არ აქვს სხვებისკენ მიმართულ ქადაგებას, თუ შენი საკუთარი აზრები და ქცევა არ შეიცვლება. დაკავდით თქვენ სადჰანაში თქვენი გულის და ჭკუის გასაწმენდად, მათ შესავსებად სუფთა აზრებითა და მოსიყვარულე გრძნობებით.
– ღმერთის საუბარი, 7 იანვარი, 1988.
13.12.15.
ნამდვილი ადამიანის არსება არის ის ვინც მისდევს და პრაქტიკებს უბიწოების (დჰარმას) პრინციპს. წვა არის ბუნება (დჰარმა) ცეცხლის. სიცივე არის ყინულის დჰარმა. ცეცხლი არ არის ცეცხლი წვის გარეშე. ყინული არ არის ყინული სიცივის გარეშე. ამის მსგავსად ადამიანის არსების დჰარმა დევს სხეულით მოქმედებების შესრულებასა და გულის ბრძანებების მიდევნაში. ყოველი მოქმედება შესრულებული აზრის, სიტყვისა და საქმის ჰარმონიაში არის უბიწოების (დჰარმას) ქმედება. უბიწო (დჰარმული) ცხოვრება არის ღმრთიური ცხოვრება. ჩვენ ვამბობთ სიტყვა დჰარმას მისი ჭეშმარიტი ბუნებისა და სიდიადის ცოდნის გარეშე. დჰარმა არის სხვადასხვა სახის: ოჯახის უფროსის, უქორწინობის აღმთქმელის, განდეგილის და უარმყოფლის. მაგრამ გულის დჰარმა არის უზენაესი დჰარმა. ეს გულის დჰარმა არის ნამდვილი სიცოცხლის დჰარმა ასევე. რამაიანა ინახავს თავისში ინდივიდის, ოჯახის და საზოგადოების დჰარმის ნამდვილ არსს. სინამდვილეში ყოველი ადამიანი, რომელიც ანსახიერებს თავისში რამას იდეალებს, ამ მიმართებაში, არის თვით რამა. აქედან გამომდინარე, გზაზე ყოველი ინდივიდისთვის უკიდურესად საჭიროა რამას იდეალების დანერგვა.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1996, თავი 2.
14.12.16.
ინდივიდი, ძველი წერილების შესაბამისად არ არის უბრალოდ კიდურების, გრძნობებისა და შეგრძნებების კოორდინირებული ნაკრები. ის არის ეს ყველაფერი და იმართება გონებით რომელიც არის გალესილი მეთოდებითა და გახსენებებით გამომუშავებულით ბევრი დაბადების განმავლობაში. ეს გონიერება თავისთავად არის ინსტრუმენტი ეფექტიანობის შეზღუდული დიაპაზონით; არსებობს ბევრი მიზანი რის მიღწევაც მას არ შეუძლია. ეს ძვირფასი მიზნები შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ ღმერთის წყალობის და ძალის ზემოდან გადმოსვლით. ეგოს სრული დანებება ღმერთის ძალაზე მოგიპოვებთ თქვენ წყალობას უხვად. ვიბჰიშანა იყო ამ დანებების შემძლე და ამიტომ ის იყო დაუყოვნებლივ მიღებული და მან მიიღო უფლის წყალობა. სუგრივას დასჭირდა გაცილებით დიდი ხანი ამ მდგომარეობის მისაღწევად, რადგან მისი რწმენა უფალ რამას მიმართ იყო დაჭუჭყიანებული ეჭვებით. ის ფიქრობდა ‘აქვს კი რამას უნარი რასაც აცხადებს რომ გააჩნია? შეუძლია მას მოკლას ისეთი შესანიშნავი მოწინააღმდეგე როგორიც არის ვალი? ის ჩაბარდა მხოლოდ მაშინ როდესაც მისი ეჭვები გაიწმინდა.
– ღმერთის საუბარი, 17 მარტი, 1966.
15.12.16.
ბედნიერებისა და მშვიდობის მისაღებად, თქვენ უნდა განივითაროთ სუფთა და შეუბღალები ჭკუა, თავისუფალი ეგოიზმისა და მისი შთამომავლების – გულისთქმის, სიხარბის, რისხვის, სიძულვილის, შურისა და დანარჩენი მსგავსებისგან. ამისთვის თქვენ უნდა ეძებოთ კეთილშობილური კომპანია (სათსანგი), უნდა შეასრულოთ კარგი საქმეები (სატკარმა), უნდა მიიღოთ მხოლოდ კარგი აზრები (სატ ალოჩანა) და უნდა იკითხოთ მხოლოდ კეთილშობილური და ამამაღლებელი წიგნები (სატ განტჰას). თქვენ შეიძლება ნახოთ ათასი კარგი რამ ან მოუსმინოთ ათასობით შთამაგონებელ საუბარს ან წაიკითხოთ ათასობით კარგი წიგნი, მაგრამ თუ თქვენ პრაქტიკაში არ ჩადებთ უკიდურეს შემთხვევაში ერთს მაინც მათი სწავლებათაგან, თქვენი გულის სარკის ლაქები ვერ მოიწმინდება! უფალი ვერ აირეკლება თუ გულის სარკე არ არის სუფთა. გახსოვდეთ, თქვენ ხართ მხოლოდ ტალღა ზღვის. გაიგეთ ეს და თქვენ გათავისუფლდებით. მუდმივი პრაქტიკა სრული რწმენით გარდაქმნის ადამიანს (ნარას) ღმერთში (ნარაიანაში) რადგან ღმრთიურება არის თქვენი ნამდვილი ბუნება, თქვენი ნამდვილი არსი!
– ღმერთის საუბარი, 17 მარტი, 1966.
16.12.16.
ინდოეთის კულტურა ფესვს იდგამს დედებისა და მათ მუხლებზე აღზრდილი შვილების მეშვეობით. ქალები იყვნენ ამის დარაჯები და მფარველები; კაცს აქვს მეორეხარისხოვანი როლი. და ქალებს შორის, მოწაფე გოგონებმა, ვინც მომავალ დღეებში იქნებიან ლიდერი ქალები, უნდა გაიგონ და უნდა აპრაქტიკონ ეს კულტურა, ამგვარად რომ ეს იყოს შემონახული და შეძლოს აყვავება. გამახვილება ცოდნის შეძენაზე ახლა არის სრულიად აშკარა ერის ასულებს შორის და ამიტომ, დიდი იმედები უნდა დამყარდეს მათზე გარდაქმნის ამ სფეროში. განათლება უნდა იყოს სიცოცხლისთვის, არა ცხოვრებისთვის. ქალებმა ინდოეთის ისტორიაში დაამტკიცეს საუკუნეთა განმავლობაში რომ მათ აქვთ სიმამაცე, ხედვა და გონიერება რომელიც საჭიროა ჩასაღრმავებლად სულიერი მეცნიერებისა და პრაქტიკის სიღრმეებში. მიირა, აანდალი, მაიტრეი, გარგი, სულაბჰა, ჩუდალა და მაჰადევი არიან სარწმუნო მაგალითები ვეებერთელა გმირების რომლებმაც თავისზე აიღეს ღმერთის რეალიზების სულიერი თავგადასავლები.
– ღმერთის საუბარი, 26 ივლისი, 1966.
17.12.16.
ადამიანის არსება არ არის უბრალოდ ცოცხალი არსება ხელებით, ფეხებით, თვალებით, ყურებით, თავით და ტანით. ის არის ბევრად უფრო მეტი ვიდრე მთლიანად ეს ყველა ორგანო და ნაწილი. ეს არის როგორც უხეში სახე რომელიც გამოდის ყალიბიდან. მოგვიანებით ესენი უნდა დაიგრუნტოს, გაიფხიკოს, გაპრიალდეს, სრულყოფილდეს, ხელი გადაესვას და დარბილდეს გონების უმაღლესი იმპულსებით, და სუფთა მიზანდასახულობებითა და იდეალებით. შემდეგ ადამიანი ხდება იდეალური კანდიდატი ღმრთიურებისთვის, რაც არის ადამიანის ჭეშმარიტი ბედი. იმპულსები გასუფთავდება და მიზანდასახულობა გაიზრდება უმაღლესი დონისკენ, თუ ადამიანი გადაწყვეტს და როდესაც გადაწყვეტს მიუძღვნას ყველა საქმე, სიტყვა და აზრი უფალს. ამისთვის, რწმენა ერთ უმაღლეს გონებაში, რომელმაც ჩაიფიქრა, ინარჩუნებს და ანადგურებს ამ სამყაროს, არის აუცილებელი! შემდეგი ნაბიჯი არის დარწმუნება ადამიანის საკუთარ უმწეობაში და ადამიანის საკუთარი დარდით ტკივილის მიღებაში. შემდეგ ამ გონიერებაზე დანებება არის ადვილად მისაღწევი.
– ღმერთის საუბარი, 17 მარტი, 1996.
18.12.16.
ბევრი განათლებული ქალი გარდაქმნის თავის სახლს სასტუმროდ, მზარეულით, მებაღით, და მოახლეებით, რომლებიც გადატვირთავენ სახლს! ის აქცევს თავის თავს მბრწყინავ თოჯინად, სწრაფად შედის და დადის ოთახებში და არის ხშირად წისქვილის ქვა ქმრის კისერზე, ვისაც ის ხელმძღვანელობს ყველგან და უბოძებს მას ლორდის ტიტულს, თავისი გეგმების ჩაშლაში. ის აკავებს თავის თავს ფულის ხარჯვაში, დადის მაღაზიებში მოსაწონი მოდური ნივთებისთვის და უსაქმურობს მოშორებით დროს გატარებით სიზარმაცეში მოკალათებით და მკურნალობს თავის თავს მოჩვენებითი ავადმყოფობისგან. ფრთხილად! დედებმა უნდა ადევნონ თვალი თავიანთ შვილებს მათი ადრეული წლების განმავლობაში; თუ შვილი გადაცემულია მსახურებზე, ისინი ასწავლიან თავიანთ ჩვევებს ცხოვრების და მეტყველების და ბავშვები იტირებენ მაშინ როდესაც ისინი მოკვდებიან, არა მაშინ როდესაც დედა მოკვდება! რადგან, ბავშვი იწყებს დედაზე უფრო მეტად მსახურის სიყვარულს რომელიც ზრუნავს მასზე! დედამ თვით უნდა მოამზადოს საჭმელი სახლში; რადგან, საჭმელი მომზადებული სიყვარულით და მიწოდებული ღიმილით არის გაცილებით მეტად დამხმარე და გამაძლიერებელი ვიდრე საკვები ნაყიდი სადმე სხვა ადგილზე!
– ღმერთის საუბარი, 26 ივლისი 1969.
19.12.16.
საკმარისი არ არის თუ თქვენი ოჯახის ბიუჯეტი არის ბალანსირებული; თქვენ უნდა შეისწავლოთ ცხოვრების ბალანსირებული სახის დაუფლების ხელოვნება, რომელიც არ უნდა იყოს ზემოქმედებული ზეიმებითა და უსიამოვნებებით, მოგებითა და დანაკარგით, გამარჯვებით ან დამარცხებით. ეს ბალანსი შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ღმერთზე დაყრდნობით და რწმენით მაცხოვარ ღმერთში. თქვენ უნდა ისწავლოთ შორსდგომა სიძულვილისგან, სიავისგან, სიხარბისგან, რისხვისგან, მღელვარებისგან, სიამაყისა და სხვა დაბრკოლებათგან რომლებიც მოდის თქვენი შინაგანი სიმშვიდის გზაზე. განათლება უნდა დაგეხმაროთ თქვენ თქვენი უნარების და თქვენი ინსტრუმენტების მონარქობის ცოდნის შესაძენად. თვალები, ყურები, ენა, და ა.შ. არის ველური ცხენების მსგავსი რომლებსაც არ აქვთ ლაგამი კბილებს შორის; ისწავლეთ ხელოვნება მედიტირების (დჰიანას) რომლის მეშვეობითაც შეიძლება გრძნობების კონტროლი და მიმართვა შიგნით გრძნობებისა და ემოციების დაუფლებისკენ. თქვენ უნდა უსმინოთ ერთ დისციპლინას – თქვენი გრძნობების კონტროლის; თუ თქვენ აძლევთ მათ სრულ თავისუფლებას, ეს ჩაგითრევთ თქვენ დიდ უბედურებაში.
– ღმერთის საუბარი, 26 ივლისი, 1969.
20.12.16.
სურვილები, რომლებიც ეჭიდება ჭკუას არის ლაქები რომლებიც ბინდავს შინაგან შეგნებას. აკონტროლეთ თქვენი გრძნობები; არ დააკმაყოფილოთ მათი დაჟინებული მოთხოვნები. როდესაც გვამს ათავსებენ კოცონზე და როდესაც ეს იწვის ორივე გვამიც და კოცონიც იფერფლება. ამგვარადვე, როდესაც გრძნობები არის უარყოფილი, ჭკუაც ქრება. როდესაც ჭკუა ქრება, უმეცრება კვდება და თავისუფლება მიიღწევა. რწმენა ღმერთში არის საუკეთესო გამაგრება სულიერი გამარჯვებისთვის. როდესაც თქვენ მხიარულობთ უფლის დიდებულებით, ვერაფერი მატერიალური ვერ მიგიზიდავთ თქვენ. დანარჩენი ყველაფერი დაინახება დაბლა მდგომად, მორწმუნეთა და თავმდაბალთა კომპანია მარტო იქნება გემრიელი. როდესაც თქვენ მოქმედებთ რწმენითა და დანებებით, წყალობა მოედინება თქვენი გავლით ყველა თქვენს მოქმედებაში. მაშინ ეს აღარ არის თქვენი, ეს არის მისი, და თქვენ არ უნდა შეწუხდეთ მათ შედეგებზე. ყველა სიტყვა, აზრი და საქმე წამოსული თქვენიდან იქნება გაჯერებული სიყვარულით და ხელს შეუწყობს მშვიდობას.
– ღმერთის საუბარი, 17 მარტი, 1996.
21.12.16.
ყველა სახლის ცენტრში უნდა იყოს საკურთხეველი ოთახი; აქედან წამოსულმა ყვავილების და საკმეველის სურნელმა უნდა შეავსოს და გაწმინდოს სახლი. დედამ უნდა მისცეს მაგალითი ოჯახის გულის ტაძრის შექმნაში. მან უნდა ცხოვრებაში გაატაროს დისციპლინა ბავშვებზე პირად სიფაქიზეში, მორჩილებასა და სტუმართმოყვარეობაში, კარგ მანერებსა და მსახურების მოქმედებებში. მან უნდა დაარწმუნოს შვილები მაგალითით და მოძღვრებით რომ პატივი სცენ უფროსებს და გამოყონ გარკვეული დრო დილით და საღამოს ლოცვისა და მდუმარე მედიტირებისთვის. სალოცავი ოთახი უნდა იყოს სუფთა და განათებული, სპეციალურ საზეიმო დღეებში უნდა იყოს თვალთახედვაში, იმიტომ რომ მათმა მნიშვნელობამ მოახდინოს შთაბეჭდილება ახალგაზრდა ჭკუებზე. როგორი თვითკონცენტრირებული და ქედმაღალიც არ უნდა იყოს ქმარი, ღმერთის თაყვანსაცემად საშინაო დროის სისტემატიურად როგორც მისი კერის საქმის მოწესრიგებით, ის მალე გააცნობიერებს რომ სახლი რომელიც ღმერთზე არის კონცენტრირებული არის მშვიდობისა და სიხარულის სახლი. ისიც აგრეთვე მალე დაიწყებს მიდევნას და იქნება რწმენის ბურჯი.
– ღმერთის საუბარი, ივლისი 26, 1969.
22.12.16.
რა სარგებლობა აქვს წიგნიერი ცოდნის მთას, თუ თქვენ არ შეგიძლიათ უზრუნველყოფილი იყოთ ნამდვილი ბედნიერებით როგორც ადამიანის არსება? არ იზრუნებს ღმერთი თუ რწმენას მოვათავსებთ ღმერთში? რა არის ეს რასაც აღწევთ საარსებო საშუალებების გამომუშავებაზე განუწყვეტელი ზრუნვით, თუ ყველგანშემღწევი უფალი გავიწყდებათ? ყველა ყვირილით ამბობს მშვიდობაზე, „მე მინდა მშვიდობა.“ მაგრამ შეიძლება იპოვოთ მშვიდობა გარეგან სამყაროში, რომელიც სავსეა მხოლოდ ნაწილებით? მშვიდობა უნდა იპოვოთ თვით თქვენს შიგნით თავის დაღწევით ‘მე“-სა და სურვილებისგან. მშვიდობა ინგრევა ეგოთი და გაუმაძღარი სურვილებით. შეაკავეთ თქვენი სურვილები. თქვენ უნდა შეამციროთ სურვილები და უნდა გაზარდოთ ვაირაგია (მიუბმელობა) ამგვარად რომ თქვენ გქონდეთ ჭკუის ნამდვილი მშვიდობა. ადამიანი შეშინებულია მრავალი სახის უსასრულო საწუხრით. მხოლოდ ჭკუის შეტრიალებით ღმერთისკენ ადამიანს შეუძლია მოიშოროს დარდები. მაშინ როდესაც უფალი არის ყოველთვის ადამიანის გვერდში ის ეძებს ღმერთს მთელს მსოფლიოზე. გარეგანის მოკვლევით, თქვენ ვერასოდეს გაასუფთავებთ შინაგანს.
– ღმერთის საუბარი, 25 დეკემბერი, 1989.
23.12.16.
იესო ასწავლიდა რომ ღმერთი არის სიყვარული. ამ მთავარი ჭეშმარიტების გაცნობიერების ნაცვლად, ადამიანები სიძულვილს, შურს და სხვა ცუდ ხარისხებს აძლევენ მათი სიყვარულის წაბილწვის ნებას. თქვენ ხართ დასაჩუქრებული სიყვარულის ხარისხით, არა მის გამოსახატად ანგარებით მიზნებში არამედ მის მისამართად ღმერთისკენ. იესომ ნათლად განაცხადა რომ არ არის არაფერი დიდი სიკეთისთვის სიკეთის დაბრუნებაში. თქვენ უნდა გააკეთოთ სიკეთე მათთვისაც კი ვინც თქვენ გაზიანებთ. სიყვარული არის საშუალება ერთგულების განვითარებისა და გათავისუფლების მიღწევისთვის, გამოცალკევებით სხვა რამეებიდან. მხოლოდ ღმერთის სიყვარული არის ნამდვილი სიყვარული. სამეფო გზა ადამიანისთვის არის ღმრთიურების გაცნობიერება თავისში და ყველაში. სადაც არის რწმენა იქ არის სიყვარული; სადაც არის სიყვარული იქ არის მშვიდობა; სადაც არის მშვიდობა იქ არის ჭეშმარიტება; სადაც არის ჭეშმარიტება იქ არის ნეტარება; სადაც არის ნეტარება იქ არის ღმერთი. მაშასადამე, რწმენა უნდა გაძლიერდეს.
– ღმერთის საუბარი, 25 დეკემბერი, 1988.
24.12.16,
ორი ათასი წლის უკან, როდესაც ვიწრო სიამაყემ და სქელმა უმეცრებამ გააჭუჭყიანა კაცობრიობა იესო მოვიდა როგორც სიყვარულისა და თანაგრძნობის განსხეულება და ცხოვრობდა კაცთა შორის, გადმოსცემდა უმაღლეს იდეალებს. თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ გაკვეთილებს რომლებსაც ის გამოიმუშავებდა მისი ცხოვრებით. ‘მე ვარ ღმერთის მოციქული’, მან განაცხადა თავიდან. დიახ. ყველა თქვენგანმა უნდა აღიაროთ მოციქულის ეს როლი და უნდა იცხოვროთ როგორც ღმერთის სიყვარულისა და მოწყალების მაგალითმა. იესომ იცოდა რომ ღმერთი ავლენს ნებას ყველაფრის. ამიტომ, ჯვარზეც კი, როდესაც ის იტანჯებოდა აგონიაში, ის არ ატარებდა არაკეთილმოსურნეობას ვინმეს მიმართ და ის მოუწოდებდა მასთან მყოფებს განეხილათ ყველა ღმერთის ნების ინსტრუმენტებად. „ყველა არის ერთი; იყავით ყველასთან ერთნაირად“ – აპრაქტიკეთ ეს დამოკიდებულება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც თქვენ აღნიშნავთ შობას, შეიტანეთ ჭკუაში მისი წარმოთქმული სიტყვები, მისი შემოთავაზებული რჩევები, მისი მოცემული გაფრთხილებები, და გადაწყვიტეთ მიმართოთ თქვენი ყოველდღური ცხოვრება გზაზე რომელიც მან გაკვალა. მისი სიტყვები უნდა დაიბეჭდოს თქვენს გულებზე და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ პრაქტიკა იმ ყველაფრის რასაც ის გასწავლიდათ.
– ღმერთის საუბარი, 24 დეკემბერი, 1980.
25.12.16. ქრისტეშობა
როდესაც იესო დაიბადა ბაგაში, სამი მეფე იყო ვარსკვლავის ხელმძღვანელობით იესოს დაბადების ადგილზე. ერთმა მათგანმა, შეხედა რა ახალშობილ იესოს აღნიშნა, „ამ ბავშვს ეყვარება ღმერთი.“ მეორემ თქვა: „არა, ღმერთს ეყვარება ის.“ მესამემ თქვა: „ნამდვილად ის არის ღმერთი თვით.“ ამ სამი მტკიცების ნამდვილი მნიშვნელობა არის – „ღმერთის სიყვარული არის მის მოციქულად ყოფნა. ღმერთისგან შეყვარებულად ყოფნა არის ღმერთის შვილად ყოფნა. დასასრული მდგომარეობა არის ღმერთთან ერთიანად ყოფნა.“ და იესომ თქვა, „მე და ჩემი მამა ერთი ვართ.“ ეს სამი მტკიცება არის მისასადაგებელი ყველა თქვენს მიმართ. გაიგეთ, რომ თქვენ ხართ ასევე ღმერთის მოციქულები. როდის შეძლებთ თქვენ თქვენი თავისთვის ნების მიცემას რომ იწოდებოდეთ ‘ღმერთის შვილად’? ღმერთი აკეთებს მხოლოდ სუფთა მოქმედებებს უანგაროდ ყველას გულისთვის მასში ეგოურობის რაიმე კვალის გარეშე. რომ გახდეთ ღმერთის მოციქული და ღმერთის შვილი, და რომ მიაღწიოთ მასთან ერთიანობას, გამოავლინეთ მამის ხარისხები და გაღმრთიურდით.
– ღმერთის საუბარი, 25 დეკემბერი, 1994.
26.12.16.
რა არის ეს რაც ადამიანებმა უნდა შეიძნონ დღეს? ეს არის გულის გაფართოება ამგვარად რომ მას შეეძლოს შევსება ყოვლისმომცველი სიყვარულით. მხოლოდ მაშინ მთელი კაცობრიობის სულიერი ერთობის გრძნობა შეიძლება იყოს განცდილი. ამ ერთობის გრძნობიდან დაიბადება ღმერთისადმი სიყვარული. ეს სიყვარული წარმოშობს გულში სუფთა ნეტარებას რომელიც არის უსაზღვრო, აღუწერელი და მარადიული. ნეტარების ყველა ფორმისთვის სიყვარული არის წყარო. გული სიყვარულის გარეშე არის უნაყოფო მიწის მსგავსი. წაახალისეთ სიყვარული თქვენს გულებში და გამოისყიდეთ თქვენი სიცოცხლე. როგორიც გინდა იყოს თქვენი სწავლულობა ან სიმდიდრე, ეს არის ფასეულობას მოკლებული სიყვარულის გარეშე. ერთგულების გარეშე ყველა დანარჩენი ღირსება არის უსარგებლო ღმერთის გასაცნობიერებლად. ადამიანები ისწრაფიან გათავისუფლებისთვის. ნამდვილი გათავისუფლება არის თავისუფლება სურვილებიდან. დღეს ადამიანს არ შეუძლია წავიდეს ტყეში ეფიტიმიისთვის ან დააკავოს თავისი თავი მედიტირებაში და სხვა სულიერ ვარჯიშებში. უადვილესი სულიერი გზა არის ყველა მოქმედების მიძღვნა ღმერთისადმი.
– ღმერთის საუბარი, 25 დეკემბერი, 1994.
27.12.16.
მსგავსად ლამპის ნათების, ღმერთის წყალობა ვრცელდება ყველგან ირგვლივ ყველაზე ვინც მიუახლოვდება მას და ვისაც უყვარს მასთან ახლოს ყოფნა; მაგრამ თუ თქვენ შუაში დაკიდებთ ფარდას რომელიც ფარავს სინათლეს თქვენგან, და წყალობა არ განათებთ, თქვენ უნდა დაადანაშაულოთ თქვენი თავი. გახსენით თქვენი გულის კარები, ასე რომ მზეს შეეძლოს შეღწევა, მასში ნაკლოვანებების დეზინფიცირება და მისი კუნჭულების განათება. თქვენ უნდა დაიწყოთ ეს მცირე ძალისხმევა, უკიდურეს შემთხვევაში. მზე ვერ გააღებს თქვენს კარებს და ვერ შემოვა. სწორი პროგრამის მისაღებად და დასატკბობად თქვენ უნდა ჩართოთ და ააწყოთ მიმღები. ეს ძალისხმევა ვერ წავა იოლად. რწმენა, მცდელობა და წარმატების მიღწევა – ეს არის წერილების არსი. ღმერთი არის მუდმივად სამყაროში. ის არის ყოველი არსების გული, როგორც კარაქი არის რძის ყოველ წვეთში. თქვენ შეგიძლიათ მისი დანახვა, იმ პირობით თუ აჭრით ამ სამყაროს ვივეკით (გარჩევით) შედღვებთ მას ვაირაგიით (მიუბმელობით) და შეაგროვებთ მას შრადჰით (ჩაფიქრებით).
– ღმერთის საუბარი, 23 მარტი, 1966.
28.12.16.
ყველაზე ფასეული გზავნილი გადმოცემული წერილებით არის შემდეგი: განაგრძეთ თქვენი კანონიერი მოვალეობების შესრულება, შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები და იცხოვრეთ თქვენს უფლებებში; მაგრამ ნება არ მისცეთ მიბმულობას რომ გაიზარდოს. იყავით როგორც მეურვე რამდენადაც ოჯახი, სიმდიდრე, რეპუტაცია, ცოდნა და ჩვევები არის ურთიერთობაში. დატოვეთ ეს კმაყოფილებით გვერდზე, მაშინ როდესაც სიკვდილის მოწოდება მოდის. ზოგიერთი სიკვდილს აღწერს როგორც შიშის მომგვრელ დაკვრას ღმერთის რომელიც დასეირნობს გოლიათი კამეჩით და გეჭიდებათ თქვენ მარყუჟით (უფალი იამა ინდურ წერილებში). არა, მარყუჟი არის საკუთრივ თქვენი შექმნილი. ის არ გესხმით მოულოდნელად; ის გაძლევთ წინასწარ შეტყობინებას მის მოსვლაზე თქვენს მისაღებად – მინიშნების ფორმაში მსგავსი ჭაღარა თმების, დაცვენილი კბილების, სუსტი მხედველობის, სიყრუის, ნაოჭების და ა.შ. ის არ მოგზაურობს რომელიმე მხეცზე; ის არის მხოლოდ დროს სხვა სახელი. დრო არის ეს რაც მოცოცავს მყარად თქვენსკენ და ჭრის სიცოცხლის სიმს. ამიტომ გამოიყენეთ თქვენი უნარები კარმისთვის (მოქმედებისთვის) რომლითაც თქვენ ხართ დაჯილდოებული თქვენს გასათავისუფლებლად დროს ბრჭყალებიდან.
– ღმერთის საუბარი, 23 მარტი, 1966.
29.12.16.
სიმდიდრე (არტა) არის ერთ-ერთი პურუშარტა ან ადამიანის საქმიანობის კანონიერი ობიექტი. ოთხი პურუშარტა არის დჰარმა, არტა, კამა და მოკშა. ესენი ჩამოთვლილია ამ მიმდევრობით გამიზნულად. უბიწოებამ (დჰარმამ) უნდა მართოს და აკონტროლოს სიმდიდრის (არტას) გამომუშავების პროცესი და გათავისუფლება (მოკშა) არის სურვილის (კამას) მარეგულირებელი ფაქტორი. ყველა სიმდიდრეს დაგროვილს გაფუჭებული წყაროდან ბიწიერებით (ადჰარმით) უნდა მოეპყროთ ზიზღით და თქვენთვის უღირსად. ყველა სურვილი რომელიც არ ეხმარება გათავისუფლებისთვის ერთ უმაღლეს საჭიროებას უნდა იყოს უარყოფილი როგორც თქვენს ღირსებაზე დაბლა მდგომი. ამიტომ სულიერი ბაზისი, დჰარმა და მოკშა უნდა იყოს არტას და კამას ფესვი. ამ წესრიგის გარეშე, გამომუშავება გადაგვარდება ძარცვაში, სურვილი დაიშლება სიკვდილში.
– ღმერთის საუბარი, 14 ივლისი, 1966.
30.12.16.
ღმერთის სიყვარული არის ერთადერთ წამალი ყველა თქვენი უბედურებისა და ტანჯვისთვის, რომლებიც წარმოიშობა გაუმაძღარი სურვილებითა და აუხდენელი ამბიციებით. თუ თქვენ ნამდვილად ხართ სავსე ერთგულებით, გამოავლინეთ თქვენი სიყვარული ღმერთისადმი, ვინც არის სიყვარულის განსხეულება. თუ თქვენ ნამდვილად გშიათ და გწყურიათ ღმერთი, მიიღეთ ღმერთის სიყვარული რომ დაიოკოთ თქვენი შიმშილი და მოიკლათ თქვენი წყურვილი. ღმერთის სიყვარული არის როგორც მანათობელი შუქურა. ეს გაჩვენებთ თქვენ სწორ გზას. მიმართეთ თქვენი სიცოცხლის ნავი ღმერთის სიყვარულის შუქურისკენ. შემდეგ თქვენ გარანტირებულად მიიღებთ ნეტარების სანაპიროს. თქვენ არ გჭირდებათ ეფიტიმიის რაიმე სპეციალური ტიპის კეთება. შეავსეთ თქვენი ჭკუა სიყვარულით. იმ დროს როდესაც აკეთებთ თქვენს ყოველდღიურ სამუშაოს, ჩათვალეთ ყველა ეს როგორც შეთავაზება ღმერთისადმი. ღმერთი ყველგან არს. დაინახეთ ღმერთი ყველაფერსა და ყველა არსებაში. დაე მყარი სიყვარული მოთავსებული იყოს თქვენს გულში. როგორც თუკარამამ თქვა, „დილ მი რამ, ჰატ მი კამ“ (რამა თქვენს გულშია და მუშაობს თქვენს ხელებში).
– ღმერთის საუბარი, 23 ნოემბერი, 1996.
31.12.16.
ადამიანები აკეთებენ ყველა ძალისხმევას სიმდიდრის დასაგროვებლად. იგივენაირი ძალისხმევაა საჭირო სიყვარულის სიმდიდრის შესაძენად. ადამიანის არსებები დღეს ინვესტირებენ სიყვარულის თავიანთ აქტივებს საცოდავ სარისკო საწარმოებში. ამის ნაცვლად მათ უნდა ჩადონ თავიანთი სიყვარული ღმერთის ერთგულების ბანკში. ეს დეპოზიტი არის არა მარტო უსაფრთხო არამედ მოგცემთ თქვენ მზარდ შემოსავალს ნეტარების ჰონორარით. თქვენი გული არის ბანკი სადაც უნდა შეიტანოთ ღმერთისადმი თქვენი სიყვარული. სადმე სხვაგან შეტანა არ არის უსაფრთხო. ფულის დეპოზიტი შეიძლება იყოს დაკარგვის საფრთხეში. მაგრამ დეპოზიტი თქვენს გულში არის შეუხებელი ნებისმიერი ძარცვის ან დანაკარგისგან. გახადეთ თქვენი დეპოზიტი უსაფრთხო დაზღვევით თქვენს გულში. ეს სიყვარული დახასიათებული უნდა იყოს როგორც მარადიული ნექტრის ფორმა (ამრიტა სვარუპა). ნექტარი ახარებს მხოლოდ ცას. მაგრამ ღმერთის სიყვარული ჩუქნის მარადიულ ნეტარებას რომელიც არის ნექტარზე უფრო ტკბილი. გადაწყვიტეთ ამ უნექტარესი სიყვარულის შეძენა.
– ღმერთის საუბარი, 23 ნოემბერი, 1996.

ბაბა