1.04.2014
ამ სამყაროში ერთი ნივთის მისაღებად თქვენ გჭირდებათ უარის თქმა მეორეზე. როდესაც თქვენ გინდათ უბრალო ხელსახოცი, თქვენ გჭირდებათ ათი რუპიიის გადახდა, მხოლოდ შემდეგ გამყიდველი მოგყიდით მას თქვენ. ღმერთი არის ძალიან კეთილი ვაჭარი. თუ თქვენ სთავაზობთ თუნდაც მცირე ოდენობის ერთგულებას, მოწყალე უფალი, სანაცვლოდ, გადმოღვრის უსასრულო ოდენობის წყალობას თქვენზე. ღარიბმა ერთგულმა, კუჩელამ შესთავაზა ერთი პეშვი გარჩეული ბრინჯი უფალ კრიშნას და მიიღო მისი კურთხევა სიუხვით. დედოფალი დრაუპადი მძიმე გაჭირვების მომენტის დროს ლოცულობდა სუფთა გულით. პატარა მსხვერპლის გამო რომელიც მან გაიღო ადრე, უფალმა კრიშნამ სასწრაფოდ უპასუხა მის ძახილს და გადმოღვარა თავისი უსასრულო წყალობა მის დასაცავად. მოქმედების ნაყოფი გარდუვალია და ვერავინ გაექცევა მას. ამის მიუხედავად თქვენ შეგიძლიათ გაანულოთ ან გარდაქმნათ შედეგები გარკვეულწილად, თუ თქვენ გახდებით ღირსეული და დაიმსახურებთ მის წყალობას.
სათჰია საი ბაბა
– ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 3, 30 ივნისი, 1996.
2.04.2014
დაბადების შემდეგ, როცა ადამიანი იზრდება ის ანვითარებს ურთიერთობებს ნათესავებთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და სხვებთან. ამ კავშირების მეშვეობით ის ინვითარებს ადამიანურ ხარისხებს და ყვავის. თქვენ უნდა აჩვენოთ თქვენი მადლიერება ყველას მიმართ მათი კეთილდღეობისთვის სწრაფვით. ამ ურთიერთობების გარეშე მარტოხელა ადამიანი დარჩება ცხოველის დონეზე. თუ თქვენ შეზღუდავთ თქვენს ინტერესებს რამოდენიმე საგნით ის შედეგად მოგიტანთ გონებაშეზღუდულობას. თქვენ არ უნდა იყოთ შემაკავებელი უნარების შეძენის რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ საარსებო საშუალებების გამომუშავებაში. სინამდვილეში თქვენ უნდა შეისწავლოთ თვით ცხოვრება, ის როგორ უნდა იყოს ნაცხოვრები და ცხოვრების ძირითადი მიზანი. იმის სწავლა თუ როგორ უნდა მიიღოთ შემოსავალი არ არის დიდი რამე; ყველა ბოროტება რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელ მსოფლიოში მოდის განათლების გაუკუღმართებული სისტემიდან. განათლებულმა ადამიანმა უნდა აკონტროლოს თავისი გრძნობები. განათლება რომელიც ეხმარება ადამიანს აღმოაჩინოს თავისი სულიერი არსი, არის ნამდვილი განათლება. ისწავლეთ როგორ უნდა იცხოვროთ როგორც ღირსეულმა ადამიანმა.
სათჰია საი ბაბა
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’ ტომი 2, თავი 8, 15 ივნისი, 1989.
3.04.2014
როდესაც კრიშნა განთავსდა სასწორზე, რუკმინიმ დადო ერთი ფოთოლი ტულასის (რეჰნის) და თქვა, `ვინმემ შეიძლება შესთავაზოს ღმერთს ფოთოლი, ყვავილი, ხილი, ან კიდევ უბრალოდ წყალი. მე შემოგთავაზე ეს ტულასის ფოთოლი შენ. თუ სიმართლეა რომ შენ ეხმარები შენდამი ერთგულ ადამიანს, მე გევედრები, დაე ამ ტულასის ფოთოლმა დააბალანსოს შენი წონა.~ წმინდა აზრების და მოქმედებების სიწმინდეს ბევრი ვერ იგებს. რუკმინის შეთავაზება იყო სავსე ღმრთიური გრძნობებით, ამიტომ ეს გაუთანაბრდა თვით იმ უფალ კრიშნას წონას, ვინც არის სამყაროს ნამდვილი მეუფე. რუკმინიმ ჩაიდინა ეს გმირობა თავისი უანგარო ერთგულების მეშვეობით. რა არის ფოთოლის შეთავაზების მნიშვნელობა? სხეული (დეჰა) არის ფოთოლი (პატრამ) სამი ატრიბუტით სათვის, რაჯასის და თამასის. გული (ჰრიდაიამ) არის ყვავილი (პუშპამ). გულის ყვავილი არის სუფთა და წმინდა. ამ ყვავილიდან მოდის ნაყოფი, ჭკუა მის ტკბილ წვენთან ერთად. თქვენ უნდა შესთავაზოთ ეს ღმერთს.
სათჰია საი ბაბა
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 3, 30 ივნისი, 1996.
4.04.2014
სიმძიმის ძალით საგნები ვარდება. გრავიტაციული ძალა არის უხილავი ჩვენი თვალისთვის. ანალოგიურად არსებობს ურიცხვი ღმრთიური ძალა მოქმედი ამ სამყაროში. თქვენ არ უნდა უარყოთ ეს უბრალოდ იმიტომ რომ თქვენ არ შეგიძლიათ მათი დანახვა. მხოლოდ ღმრთიურების ძალა გაძლევთ ლაპარაკის, ხედვის, სიარულის და ფიქრის შესაძლებლობას. გრძნობის ორგანოების მთელი ძალა წარმოშობილია ღმრთიურებიდან. პატივმოყვარეობაში თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ რომ თქვენ ხართ მკეთებელი. ეს არის უმეცრების და უგუნურების შედეგი. დასვით შეკითხვა, რა არის პასუხისმგებელი არსებობაზე? პასუხი არის ღმრთიურება. ღმრთიურებაში რწმენის გარეშე, ვერაფერი ვერ იქნება მიღწეული. არ არსებობს საჭიროება რომ ეძებო რეზონი ამ რწმენისთვის – რწმენას არ აქვს არც სეზონი და არც რეზონი, ეს არის დედისადმი ბავშვის სიყვარულის მსგავსი. ბავშვს უყვარს მისი დედა მხოლოდ იმ ერთი რეზონით რომ ის არის მისი დედა. განივითარეთ ასეთი დაჯერება და მყარი რწმენა, თქვენ შეძლებთ ღმერთის შეცნობას.
სათჰია საი ბაბა
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 8, 15 ივნისი, 1989.
5.04.2014
თქვენ შეიძლება გაიაროთ წმინდა ტექსტები, შესთავაზოთ ყველა სახის ლოცვა ყველა ღმერთს და შესაძლოა იყოთ უღრან ტყეში ან უსაფრთხო ადგილზე მაგრამ თქვენ ვერ გაიქცევით თქვენი ბედისგან. ასევე თქვენ შეიძლება ჩაყოთ კონტეინერი პატარა ტბაში ან დიდ ოკეანეში, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ იმაზე მეტი წყლის დაგროვებას რასაც კონტეინერი დაიტევს. სათნოების ძალის გარეშე, ფიზიკური და ინტელექტუალური ძალა არის უსარგებლო. განიხილეთ თქვენთვის – რა შეემთხვა ძლიერ კარნას (ეპოსში მაჰაბჰარატა)? თუმცა მას ჰქონდა ინტელექტი და ფიზიკური მამაცობა, ის შეუერთდა დურიოდჰანას, დუშასანას და შაკუნის ცუდ კომპანიას და აქედან გამომდინარე ცნობილი გახდა როგორც მეოთხე ბიწიერი პიროვნება. ამიტომ არასდროს იყოთ ცუდ კომპანიაში რომელიც მიგიყვანთ ცუდი აზრებით გართობასთან და შეუფერებელი მოქმედებებით ნებივრობასთან. ღმერთის განსაკუთრებული წყალობის გამოსამუშავებლად თქვენ უნდა იყოთ კარგ კომპანიაში და უნდა აკეთოთ კარგი საქმეები. მაშინ ღმერთი გაადიდებს თქვენს კონტეინერს მისი წყალობის მოსავლის დასაგროვებლად.
სათჰია საი ბაბა
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’ ტომი 3, თავი 3, 30 ივნისი, 1996.
6.04.2014
ყოველ მოქმედებას თანახლავს მისი სადარი რეაქცია. ყოველი მოქმედება არის თესლი, და ეს თესლები იზრდება დიდ ხეებად, ამიტომ ყოველთვის ხელი მოჰკიდეთ მხოლოდ წმინდა საქმეებს. ზოგჯერ, ჩვენ ხელს ვკიდებთ საქმეებს სრული ენთუზიაზმით და სიხარულით. როდესაც ჩვენ ბოლოს ვიტანჯებით მოქმედებათა შედეგებისგან, ჩვენ ვღვრით ცრემლებს და ვტირით. აქედან გამომდინარე რაიმეს კეთების დაწყებამდე, თქვენ ჯერ უნდა გაიაზროთ; გაარჩიეთ კარგი და ცუდი მოქმედებები ურთიერთშორის, და მოიქეცით შესაბამისად. თქვენ ასევე უნდა მისცეთ მნიშვნელობა ლაპარაკის წესიერებას რაც მოედინება მოქმედებათა მეშვეობით. არასდროს გააკეთოთ რაიმე რაც გამოიწვევს სხვების შეწუხებას. შეიძლება მოჩანდეს შეუძლებლად თქვენი მოვალეობების გაგრძელება სხეულის ცნობიერებისა და მასთან მიბმულობის გარეშე. მაგრამ მუდმივი ფიქრით ღმერთზე, თქვენ უნდა შეამციროთ ეს შეგრძნებები. მაშინ არ იქნება არავითარი ტანჯვა; ტკივილი და სიამოვნება ვერ აგაღელვებთ თქვენ.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 3, 30 ივნისი, 1996.
7.04.2014
სიღრმისეული უწყება რასაც იძლევა ღმრთიური რამაიანა არის ის რომ: ადამიანმა უნდა იცხოვროს ადამიანურად და უნდა ეძებოს ერთიანობა ღმერთთან. ადამიანის ყოველ არსებაში სამივე ბუნება – ადამიანურობა, ღმრთიურება, და დემონურობა – არის წარმოდგენილი. მაგრამ დღეს ადამიანების უმეტესობა იგნორირებს თავის ადამიანურობას და ღმრთიურებას და ახალისებს თავის დემონურ ბუნებას. სინამდვილეში, ადამიანი უნდა ესწრაფოს ღმრთიურების გამოვლენას და არა თავისი სისუსტის ან არასასიამოვნო ხარისხების ჩვენებას. ყოველ მოქმედებაში რამა იძლეოდა მაგალითს, იქნებოდა ეს ინდივიდუალური ქცევა, ოჯახური მოვალეობების შესრულება, თუ საზოგადოების წინაშე ვალდებულებების შესრულება. რამა აჩვენებდა იდეალებს რომლებსაც უნდა მივდიოთ. ყველამ უნდა დაიწყოს თავისი ინდივიდუალური ვალდებულებების შესრულებით. ინდივიდის მოვალეობაა გამოავლინოს ღმრთიურება მის შიგნით. როგორც ინდივიდი რამა ააშკარავებდა ღმრთიურებას მასში მისი იდეალური ყოფაქცევით.
– ღმრთიური საუბარი, 5 აპრილი, 1998.
8.04.2014
რაამას სახელი არის მაცოცხლებელი არსი ეზოთერული მნიშვნელობით. ის შედგება სამი მარცვლით: რა+აა+მა. კომბინაცია ამ სამი ნაწერის წარმოქმნის სახელს ‘რაამა’. რა წარმოადგენს აგნის (ცეცხლ ღმერთს), წვავს მთლიანად ყველა ცოდვას; აა წარმოადგენს სურიას (მზე ღმერთს), ფანტავს უმეცრების სიბნელეს; და მა წარმოადგენს ჩანდრას (მთვარე ღმერთს), აგრილებს ადამიანის ხასიათს და აწარმოებს სიმშვიდეს. სახელ რაამას აქვს სამმაგი ძალა ადამიანის ცოდვების ჩამორეცხვის, ადამიანის უმეცრების მოცილების და ადამიანის ჭკუის დამშვიდების. როგორ შეიძლება სახელ რაამას ეს ღრმა მნიშვნელობა მინიჭებული იყოს კაცობრიობაზე? ეს შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ღმრთიურების მოსვლით ადამიანის ფორმაში და ღმრთიურების ძალის დემონსტრირებით კაცობრიობისთვის. რაამა იყო ის ვინც იმ დროს ამჟღავნებდა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას, ღმრთიური ცხოვრების გატარებით. ის დემონსტრირებდა სულიერად რეალიზებული ადამიანის იდეალურ სიცოცხლეს.
– ღმრთიური საუბარი, 5 აპრილი, 1998.
9.04.2014
ვედები ასწავლის დჰარმას (უბიწოების) ორ სახეს. ერთს ეწოდება პრავრიტი (გარეგანი) და მეორეს ეწოდება ნივრიტი (შინაგანი). პრავრიტი დაკავშირებულია მიწიერ საქმიანობასთან; იგი ადგენს ხარისხებს რომელიც საჭიროა მატერიალურ სამყაროში სიცოცხლის გასატარებლად. ნივრიტი ასწავლის მე-ს ცოდნას (ატმა ჯნანას). ის ვინც იცის განსხვავება ამ ორს შორის არის უშიშარი. მაგალითად, როდესაც ადამიანი არის მშიერი, პრავრიტი ეუბნება მას რომ ჭამოს საჭმელი და დაიოკოს შიმშილი. ნივრიტი ახსენებს რა სახის საკვები უნდა ჭამოს ადამიანმა, რა არის კარგი მისი ჯანმრთელობისთვის და რა არის მავნე, და ეს როგორ უნდა იყოს მოხმარებული. ყველა კონფლიქტი იწყება თქვენი ჭკუიდან; ეს არის პრავრიტი რაც წარმოქმნის კონფლიქტს, იწვევს გაერთიანებას და გაცალკევებას. აიოდჰია (ა-იოდჰია) ნიშნავს ადგილს თავისუფალს ბრძოლისა და უთანხმოებისგან; მტერი ვერ შეძლებს შესვლას მასში. ადამიანის გული არის აიოდჰიას სიმბოლო.
– ღმრთიური საუბარი, 5 აპრილი, 1998.
10.04.2014
რაამამ გადაწყვიტა ტყეში წასვლა რათა შეესრულებინა თავისი მამის დაპირება. შეიძლება დაისვას კითხვა: ის წავიდა ტყეში რაიმე იძულებით თუ თავისი საკუთარი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ან უკმაყოფილების გრძნობით? არა. რაამა გაეშურა ტყისკენ ისეთივე სიმშვიდითა და სიხარულით როგორც ის ელოდებოდა თავის მეფედ კურთხევას. რაამა დემონსტრირებდა აღუშფოთებლობის სულს. ის აჩვენებდა რომ ტკივილი და სიამოვნება, მოგება და წაგება, გამარჯვება და დამარცხება იყო მისთვის ერთიდაიგივე. ადამიანის სიცოცხლეში, სიამოვნება და ტკივილი, ბედნიერება და მწუხარება ყოველთვის მონაცვლეობენ. კარგი ხარისხი არ არის სიამოვნების სიხარულით მიღება და ტკივილის უკან გაბრუნება. თქვენ უნდა მიესალმოთ მწუხარებას იგივე სიხარულის სულით რომლითაც თქვენ ესალმებით ბედნიერებას. ბედნიერებას არ ექნება ფასი თუ არ იარსებებს მწუხარება. ამიტომ არის ნათქვამი, `სიამოვნება არ მოდის სიამოვნებიდან.~ ტკივილი არის საჭირო სიამოვნების მისაღებად. რაამა აჩვენებდა მსოფლიოს ამ გაგების ჭეშმარიტებას.
– ღმრთიური საუბარი, 5 აპრილი, 1998.
11.04.2014
ადამიანები დღეს დამოკიდებული არიან თავიანთ ინტელექტზე, ფიზიკურ ძალასა და ფულზე, მაგრამ არ აქვთ ასევე დიდი ნდობა თავის საკუთარ მეში. როდესაც თქვენ გაქვთ თვითდაჯერება თქვენ შეძლებთ ყველაფრის მიღწევას. თქვენ შეიძლება გქონდეთ სიმდიდრე ან ფული (დჰანა ბალა), მაგრამ რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს? ეს არის წარმავალი ღრუბელის მსგავსი; ეს მოდის და მიდის. როდემდე მოიხმობს ეს სიმდიდრე ხალხს (ჯან ბალა) – ოჯახს და მეგობრებს, ბოლოს და ბოლოს? იქამდე ვიდრე თქვენ გაქვთ ძალაუფლება, მდგომარეობა და სიმდიდრე, ადამიანები გარსგეხვევიან თქვენ. მაშასადამე ეს ყველაფერი არის წარმავალი. თქვენ მიიღებთ ჭეშმარიტ პატივისცემას ამ მსოფლიოში, როდესაც თქვენ გექნებათ სულის ძალა. აქედან გამომდინარე, გაატარეთ თქვენი ცხოვრება ღმრთიურების ძალით ღმრთიურების მისაღწევად. რწმენით ღმერთში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კარგ მოქმედებებს. როგორიც არის მოქმედებები ისეთი არის შედეგები. ყოველმა ნაბიჯმა რომელსაც თქვენ გააკეთებთ უნდა წაგიყვანოთ თქვენ მის სიახლოვისკენ. გამოიყენეთ ყველა ძალისხმევა რომ მიხვიდეთ ახლოს ღმერთთან. მაშინ თქვენ იქნებით გამარჯვებული ცხოვრებაში.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 3, 30 ივნისი, 1996.
12.04.2014
ახალგაზრდა მოწაფეები არიან უდანაშაულო. მათი გულები და ჭკუა არის სუფთა, და ისინი არიან უანგარო. დაწყებით სკოლაში, თქვენ ნახავთ რომ ბევრი მათგანი იცავს სრულ დისციპლინას და იქცევა კარგად. იმ დროისთვის როდესაც ისინი არიან საშუალო სკოლაში სისუფთავე და დისციპლინა თანდათანობით მცირდება. როდესაც ისინი აღწევენ კოლეჯს ან უნივერსიტეტს, ყველაფერი დგება თავდაყირა! რა ხდება სინამდვილეში მათ შორის? რამდენადაც ისინი იზრდებიან წლებში, მათი გონებრივი ბალანსი ირღვევა; ისინი კარგავენ ჭკუის სიმყარეს და თვითკონტროლს. ისინი განიცდიან არასასურველ ზემოქმედებას. ამ სტადიაზე, მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა აპრაქტიკონ სამაგალითო ყოფაქცევა და უნდა დარწმუნდნენ რომ ბავშვები დგანან სწორ გზაზე მუდმივად. მოწაფეებს ასევე უნდა ჰქონდეთ მხედველობაში რომ ყველა წესი და დისციპლინა არის მათი უმაღლესი სიკეთისთვის და მათი საკუთარი ინტერესებისთვის.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’ ტომი 2, თავი 8, 15 ივნისი, 1989.
13.04.2014
დავუშვათ თქვენ გესიზმრებათ რომ თქვენ გიკბინათ გველმა, და ებრძვით ტკივილს, ყვირით და გაგიჟებით ეძებთ წამალს. ახლა, მაშინაც კი თუ თქვენ გიკბინათ გველმა, მიიღებთ თქვენ წამალს შხამის მოსაცილებლად? არა, თქვენ ვერ გააკეთებთ ამას, იმიტომ რომ ეს ხდება თქვენს სიზმარში. თქვენ ალბათ დაივიწყებთ ტკივილს როგორც კი გაიღვიძებთ, ეს ასე არ არის? ანალოგიურად დღეს თქვენ ხართ უმეცრებისა და მიწიერი მიბმულობების ღრმა ძილში და აქედან გამომდინარე განცდით მრავალ ტკივილს. მსოფლიო არის ეფემერული და ტანჯვით სავსე. თქვენ იტანჯებით მხოლოდ უმეცრებისა და სხეულზე მიბმულობის მიზეზით. იმ მომენტში როდესაც თქვენ გაიღვიძებთ ძილიდან თქვენი პრობლემები შეწყდება. ნებისმიერმა და ყოველმა ადამიანმა ვინც ესწრაფის ბედნიერი ცხოვრების გატარებას უნდა შეამციროს სხეულთან მიბმულობა. თქვენ ინვითარებთ ეგოს თქვენი მდგომარეობის, ურთიერთობების, ფიზიკური ძალის ან სიმდიდრის გამო. თუ თქვენ გინდათ რომ დატკბეთ ნეტარებით, არასოდეს მისცეთ გასაქანი ეგოს.
– ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 3, 30 ივნისი, 1996.
14.04.2014
ყოველი და თითოეული თქვენგანი არის ღმრთიურების ნაპერწკალი. უფალი კრიშნა აცხადებს ბჰაგავად გიიტაში, `თქვენ ყველა ხართ არსებით ღმრთიური, თქვენ ხართ მარადფიული და უძველესი. არ მოიქცეთ როგორც ადამიანის არსება არც მხეცურად თქვენს ურთიერთობასა და ყოფაქცევაში~. ყოველი თქვენგანი დაჯილდოებულია ჭეშმარიტების, უბიწოების, სიყვარულის, მშვიდობისა და არაძალადობის წმინდა ხარისხებით. ამიტომ ყოველი თქვენგანი უნდა მოიქცეს ამ კეთილშობილი სათნოებების შესაბამისად. არასდროს მიეცეთ ცუდ ხარისხებს ისეთებს როგორიც არის გულისთქმა, სიხარბე, რისხვა, ეჭვიანობა, სიძულვილი და სიძუნწე. ეს არ მიესადაგება არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს. დროდადრო ადგილის ან კვების ჩვეულებების ცვლილება იწვევს სხვა წესჩვეულებით მიდრეკილებებს. ამიტომ, იყავით ფხიზლად და მიიღეთ სუფთა საკვები და სუფთა წყალი რეგულარულად და თავისდროულად. ატარეთ ბედნიერი ცხოვრება, როგორც ჭეშმარიტმა ადამიანის არსებამ, დაიცავით ყველა წესები და ნორმები.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’. ტომი 2, თავი 7, 2007.
15.04.2014.
როდესაც ხე ირხევა ქარით, მისი ტოტები იხრება და ქანაობს მაღლა და დაბლა. მაგრამ მასზე მჯდომი პატარა ჩიტი არ არის შეშინებული; რატომ? იმიტომ რომ ჩიტი ენდობა თავის ფრთებს. მაშინაც კი თუ ტოტი ეცემა ძირს, იქამდე ვიდრე მისი ფრთები არის შნოიანი, ის არის უშიშრად. ამის გაცნობიერებით ჩიტი ზის გულადად მოქანავე ტოტზე. თუმცა ადამიანებს არ აქვთ ამგვარი დიდი რწმენა. თუნდაც მცირე პრობლემებით სიცოცხლის ხეზე, ადამიანები ძალიან წუხდებიან, რატომ? ეს ხდება იმიტომ რომ მათ დაკარგეს თავისი თავდაჯერება. მცირე ტანჯვისასაც კი, ადამიანები არიან იმედგაცრუებული, დეპრესირებული და დაუძლურებული. თქვენს გონებაზე, ფიზიკურ ძალაზე ან სიმდიდრეზე დამოკიდებულად ყოფნის ნაცვლად ენდეთ თქვენს თავდაჯერებულობას. აკეთეთ კარგი საქმეები; დაე ყოველი ნაბიჯი და მთელი თქვენი ძალისხმევა იყოს მიმართული მისი წყალობისა და სიახლოვის მოსაგებად. მაშინ თქვენ უსათუოდ გაიმარჯვებთ!
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 3, 30 ივნისი, 1996.
16.04.2014
ჩვენ ვფიქრობთ ან წარსულზე ან მომავალზე და ვანგრევთ აწმყოს. წარსული არის წასული დაივიწყეთ ის. წარსული რაც არის მკვდარი და წასული არის უსარგებლო. იმუშავეთ თქვენი ცხოვრების წინსვლისთვის აწმყოში, და ამ მომენტში. მომავალს ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება. და რამდენადაც წარსულთან გქონდათ კავშირი რამდენი ბედნიერება განცადეთ მასში? ამიტომ იცხოვრეთ ბედნიერად აწმყოში. თქვენ რა უნდა გააკეთოთ აწმყოში? მისდიეთ ამ წესს: ნაკლები ბარგი მეტი კომფორტი აქცევს მოგზაურობას სასიამოვნოდ. თქვენ არასოდეს არ უნდა შეწუხდეთ წარსულზე.. წარსულზე ფიქრი არ აკეთებს რაიმე კარგს ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი სიცოცხლე აწმყოში და უნდა მივაღწიოთ ყოველმხრივ პროგრესს.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 14, 22 აგვისტო, 2007.
17.04.2014
აღზრდას მიყავს ადამიანი თავმდაბლობისკენ, ის ჩუქნის სიბრძნით უზრუნველყოფილ გარჩევის გრძნობას. რატომ უნდა ამაყობდეს ვინმე განათლებულად მყოფობით? ბოლოს და ბოლოს რასაც კაცმა ან ქალმა მიაღწია ეს არ არის სრული ცოდნის ნაწილი? არასოდეს იყოთ ეგოური ცოდნის რომელიც თქვენ შეიძინეთ. განათლება არის ჭეშმარიტი მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მიმართავთ მას საზოგადოებისთვის სამსახურის გასაწევად. თავმდაბლობა უნდა იყოს ძვირფასი თვალი განათლებული ადამიანის სამკაულად; ეს არის განათლების ნამდვილი არსი. ეს უნდა აისახოს ჩვენს ყოველდღიურ ქცევასა და ჩვეულებაში და არ უნდა იყოს შემოფარგლული უბრალოდ იშვიათი სიტყვიერი გამონათქვამებით. ადამიანები თავმდაბლობით და თავიანთი მშობლების და უფროსების დამჯერობით მიაღწევენ დიდ წარმატებას თავიანთ ცხოვრებაში. თქვენი საკუთარი სიტყვებისა და მოქმედებების მეშვეობით, თქვენ უნდა გამოამჟღავნოთ დაფარული ფასეულობები საკუთარი თავის დაკავებით შესაფერისი საქმეებით.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 9, 16 იანვარი, 1988.
18.04.2014
არსებობდა რამდენიმე ადამიანი რომლებიც გალობენ უფლის სახელს რამდენიმე საათს, დღეს და თვეს ერთად, საერთოდ არ გარდაქმნეს თავისი თავი თუნდაც ერთი ნამცეცით. რავანას, ბრაჰმასუტრას და კარნას დემონური ბუნება ოდნავადაც კი არ შემცირდა, მათ მიერ უფლის სახელის გალობის მიუხედავად. რა არის ამის მიზეზი? მათი გრძნობის ყველა ორგანო ფუნქციონირებდა განცდით: `მე ვარ სხეული (აჰამ დეჰოსმი).~ ისინი ვინც წარმოთქვამენ უფლის სახელს მაშინ როდესაც არსება ჩაძირული არის სხეულის შეგნებაში ვერ გააცნობიერებენ ღმრთიურებას რამდენად დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს მათი ეპიტიმია. თქვენ ხართ ღმრთიური შეგნების განხორციელება. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ხართ სუფთა, თქვენ შეძლებთ ამ შეგნების განცდას. მიწიერ სიამოვნებებზე მიბმულობით ადამიანი იზღუდება ფიზიკურად და ხდება გულმავიწყი თავისი არსებითი ღმრთიურების.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 4, 21 ივნისი, 1989.
19.04.2014
სულიერი ცხოვრების გასატარებლად პირველი წინაპირობა არის რწმენა. თქვენმა რწმენამ უნდა აიტანოს მასხარად აგდება უმეცრების, შარის მოდება მიწიერთა, და სიცილი დაბალგონიერთა. როდესაც ვინმე მასხარად გიგდებთ, ჰკითხეთ თქვენ თავს, ‘ისინი მასხარად იგდებენ ჩემ სხეულს? კეთილი, ეს არის კარგი, რადგან, მე უნდა გავექცე ამ სხეულის მიბმულობას ნებისმიერი ხერხით. მასხარად იგდებენ ისინი ატმას? ეს არის შეუძლებელი, რადგან ატმა არის სიტყვებისა და აზრების მიღმა, შეუხებელი ქებით ან გაკიცხვით.’ მეორე: არ აღელდეთ აწევებსა და დაშვებებზე, წაგებაზე ან მოგებაზე ან სიხარულზე ან მწუხარებაზე. თქვენ თვითონ ქმნით აწევებსა და დაშვებებს, აქედან გამომდინარე თქვენვე შეგიძლიათ მათი გასწორება. მოკვეთეთ მგზნებარე სურვილი და აღარ იარსებებს ქანაობა სიხარულიდან დარდისკენ. მესამე: შეიგონეთ და დარწმუნებული იყავით ჭეშმარიტებაში რომ ყველაფერი არის ღმრთიური (სარვამ ბრაჰმამაიამ). მეოთხე და ბოლო: იყავით ყოველთვის მყარი სულიერ პრაქტიკაში ვიდრე თქვენ მიაღწევთ მიზანს.
– ღმრთიური საუბარი, 16 მაისი, 1964.
20.04.2014
გულმავიწყობით ღმრთიურების შიგნით ყოფნაზე ადამიანები იტვირთებიან ღმერთის ძებნით. ისინი იქცევიან ადამიანის მსგავსად რომელიც მიდის რძის სასესხებლად მეზობელიდან, არ ახსოვს რომ მის ეზოში არის სურვილების შემსრულებელი ძროხა (კამადჰენუ). ავატარები არიან ორი სახის: ამსავატარი და პურნავატარი. ყოველი ადამიანის არსება არის ამსავატარი (ღმრთიურების ნაწილობრივი განხორციელება); გიიტაში უფალი კრიშნა ამბობს, ‘ღმრთიური სულის ნაწილი გახდა ინდივიდუალური სული ცოცხალ ადამიანთა მსოფლიოში (მამაივაამსო ჯიივალოკე ჯიივაბჰუთაჰ-სანაატანაჰ)’. ბევრი ნაწილობრივი ინკარნირება ვარდება მაიას (მიწიერი ილუზიის) მახეში, ინვითარებს ეგოურობას და მესაკუთრეობას, და ატარებს ყოფით ცხოვრებას. პურნავატარები (ღმრთიურების სრული განხორციელებანი) შეიძლება მოიქცნენ ვითარების შესაბამსად, თითქოს ისინი დაქვემდებარებული არიან მაიაზე, მაგრამ ისინი ყოველთვის თავისუფალი არიან მაიასგან. ისინი იმორჩილებენ მაიას და გადიან მის გარეთ და უმჟღავნებენ მსოფლიოს თავიანთ სრულ ღმრთიურებას მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში.
– ღმრთიური საუბარი, 14 აგვისტო, 1990.
21.04.14
კაცი, რომელსაც ჰყავდა ოთხი ცოლი წავიდა მუმბაიში რაიმეზე სამუშაოდ. იქიდამ მან მისწერა ყველას რომ ის იყო მომზადებული მიეტანა სახლში ყველაფერი რაც მათ თითოეულს სურდა. პირველმა ცოლმა სთხოვა რაიმე კარგი ტონიკები მისი ჯანმრთელობისთვის, ისევე როგორც პლედი და შალის ტანსაცმელი მოსახმარებლად როცა ის ავად გახდებოდა. მეორე ცოლმა მოინდომა რაიმე სარი ბოლო მოდის, სამკაულები მუმბაის ტიპის და სხვა ამგვარი სხვადასხვა მოსართავი ნივთები. მესამე ცოლმა სთხოვა მას რომ მისთვის შეერჩია რაიმე რელიგიური წიგნები როგორიც არის ჯნანეშვანი, აბჰანგები და ა.შ. რისი შესაძლებლობაც იქნებოდა მუმბაის წიგნების მაღაზიაში, აგრეთვე პანდჰარინათჰის, ბჰავანის და საი ბაბას სურათები. მეოთხე ცოლს არ ჩამოუწერია სია საერთოდ; მან უბრალოდ მისწერა, `თუ შენ დაბრუნდები მალე და უსაფრთხოდ, ეს საკმარისია ჩემთვის.~ სხვებმა მიიღეს დიდი პაკეტები შიგთავსით რასაც ისინი მას სთხოვდნენ, მაგრამ ბოლო ცოლმა მიიღო მისი სიყვარული.. ღმერთI გაძლევთ თქვენ იმას რისთვისაც თქვენ ლოცულობთ; ამიტომ გაიაზრეთ კარგად და გაარჩიეთ ნათლად ლოცვის და თხოვნის დაწყებამდე.
– ღმრთიური საუბარი, 16 მაისი, 1964.
22.04.2013
გიიტა გატყობინებთ რომ საზოგადოებისთვის მსახურება (სანგჰა) არის უმაღლესი მსახურება (სევა), ისევე როგორც ყველაზე უფრო სასარგებლო სულიერი დისციპლინა (სადჰანა). ვერავინ გაექცევა ამ ვალდებულებას; თქვენ უნდა გამოიყენოთ საზოგადოება რომელშიც თქვენ დაიბადეთ თქვენი ეგოს სუბლიმირებისთვის და თქვენს გადასარჩენად. მსახურება გაწეული როგორც სადჰანა გვასწავლის სიმტკიცეს (საჰანას). აი ამიტომ კრიშნა მიმართავდა არჯუნას რომ ჩართულიყო ბრძოლაში თავისი წილი სამეფოს დასაბრუნებლად, და ადამიანებისთვის უბიწო ადმინისტრირებისა და ისეთი ატმოსფეროს უზრუნველსაყოფად სადაც ისინი შეძლებდნენ მისწრაფებას გადარჩენის წარმატებით მისაღწევად. ეს მას უნდა შეესრულებინა მიძღვნისა და ღმერთის ნებაზე დანებების სულით, დამოუკიდებლად მისი საკუთარი სიმპათიისა და ანტიპათიისგან, და შედეგებისგან რაც შეიძლება წამოსულიყო მისი უანგარო საქმიანობიდან. ავატარებიც (ღმრთურების განხორსიელებანიც) კი თავიანთ ცხოვრებაში აჩვენებენ სევას უდიდეს მნიშვნელობას.
– ღმრთიური საუბარი, 11 იანვარი, 1968.
23.04.2014
ერთხელ მეგობარმა ჰკითხა ცნობილ იტალიელ მოქანდაკე მიქელანჯელოს, `შენ რატომ მუშაობ ასე მძიმედ ქვის ამ დიდი ლოდის გამოქანდაკებაზე? რატომ არ მიდიხარ შენ სახლში დასასვენებლად?~ მიქელანჯელომ უპასუხა: `მე ვცდილობ გამოვაჩინო ღმრთიურება რომელიც არის ლოდში. მე მინდა გამოვავლინო ამ უსიცოცხლო ქვიდან ცოცხალი ღმრთიურება რომელიც ჩამაგრებულია მასში.~ თუ მოქანდაკეს შეეძლო შეექმნა უსიცოცხლო ქვიდან ცოცხალი ღმერთის სახე, ადამიანის არსებებს არ შეუძლიათ ვიბრირებადი სიცოცხლით გამოამჟღავნონ ცოცხალი ღმრთიურება რომელიც ცხოვრობს მათ შიგნით? რა არის მიზეზი მათში ღმრთიურების გაცნობიერების ამ უუნარობის? ეს არის იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ჭუჭყიან საფარველს რომელშიც ის არის შეხვეული. თუ ჩვენი ტანსაცმელი ჭუჭყიანდება ჩვენ ვიცვლით მას იმიტომ რომ ჩვენ გვრცხვენია გამოჩენა ჭუჭყიანი ტანსაცმლით. თუ ჩვენი სახლი არის მოუვლელი ჩვენ ვცდილობთ მის გაწმენდას. მაგრამ როდესაც ჩვენი ჭკუა და გული არის დაბინძურებული ჩვენ არ ვგრძნობთ სირცხვილს! ჩვენი გულისა და ჭკუის გასასუფთავებლად პირველი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს არის უბიწოდ ცხოვრება. ჩვენი მოქმედებები დაფუძნებული უნდა იყოს ზნეობაზე.
– ღმრთიური საუბარი, 2 აპრილი, 1984.
24.04.2014
არსებობს ბევრი, ვინც აკვირდება ჩემს მოქმედებებს და იწყებენ ლაპარაკს რომ ჩემი ბუნება არის ასეთი და ისეთი. მათ არ ძალუძთ შეაფასონ სიწმინდე, სიდიადე და მარადიული სინამდვილე რაც მე ვარ. საის ძალა არის უსაზღვრო; ის მჟღავნდება მუდმივად. ‘ძალის’ ყველა ფორმა მუდმივად საის ამ ხელისგულშია. მაგრამ ისინი ვინც აღიარებენ რომ მიმიხვდნენ მე, ბრძენები, იოგები (სულიერად განვითარებული ადამიანები), პანდიტები (მეცნიერები), და ჯნანები (გათავისუფლებული ადამიანები) – ყოველი მათგანი მიხვედრილია ამ ძალის მხოლოდ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, არამუდმივი, უსასრულოდ მცირე ნაწილის გარეგან, კერძოდ ‘სასწაულების’, გაცხადებას! ჩემი ძალა არის განუზომელი; ჩემი ჭეშმარიტება არის აუხსნელი, მიუწვდომელი. რაც მე მინდა მოხდება; რასაც მე დავგეგმავ იქნება წარმატებული. მე ვარ ჭეშმარიტება; და ჭეშმარიტებას არ სჭირდება მერყეობა, ან შიში ან დაკლაკვნა. მე ვაცხადებ ამას ჩემს შესახებ, რადგან, წარმოიშვა საჭიროება.
– ღმრთიური საუბარი, 19 ივნისი, 1968.
25.04.2014
არ ჩაერთოთ კამათებსა და დავებში; ის ვინც ყვირის ხმამაღლა ვერ მიხვედრილა ჭეშმარიტებას, დამიჯერეთ მე! მხოლოდ სიჩუმე არის გაცნობიერების ენა. აპრაქტიკეთ ზომიერება საუბარში; ეს დაგეხმარებათ თქვენ მრავალმხრივ. ეს განავითარებს მზადყოფნას, უდიდესი გაუგებრობებისა და ფრაქციებისთვის რაც წარმოიშობა დაუდევრად ნათქვამი სიტყვებიდან. როდესაც ფეხი დასრიალდება, ჭრილობა შეიძლება განიკურნოს; მაგრამ როდესაც ენა დასრიალდება ეს ჭრილობა იწვევს გულში სხვას რომელიც ტანჯავს ცხოვრებაში. ენა პასუხისმგებელია ოთხ დიდ შეცდომაზე: სიცრუის ლაპარაკზე, სკანდალირებაზე, სხვებში ნაკლის მოძებნაზე და ზედმეტ ლაპარაკზე. ეს უნდა იყოს აცილებული თავიდან რომ იარსებოს მშვიდობამ ინდივიდისა და საზოგადოებისთვის. ძმობის კავშირები გახდება მჭიდრო თუ ადამიანები ილაპარაკებენ ნაკლებს და ტკბილად. აი ამიტომ არის რომ სიჩუმე (მოუნამ) წერილებში იყო მიწერილი როგორც პრაქტიკა სულიერი მაძიებლებისთვის. თქვენთვის, როგორც გზის სხვადასხვა ეტპზე მყოფი სულიერი მაძიებლებისთვის, ეს დისციპლინა იქნება ძალიან ფასეული.
– ღმრთიური საუბარი, 22 ივლისი 1958.
26.04.2014
ვერ იარსებებს სიხარული გამხმარ, უნაყოფო გულში. მარტო ღმრთიურ სიყვარულს შეუძლია აქციოს გამხმარი გული სიხარულის ნერგების აღმოსაცენებელ სავარგულად. ღმრთიური სიყვარული თავისუფალია ეგოური ინტერესებიდან. მარტო ის სიყვარული არის წმინდა და ღმრთიური რომელიც არის დაფუძნებული საკუთარი მეს მთლიანად დავიწყებაზე და აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა მისწრაფებასთან ღმერთისკენ. მხოლოდ მაშინ როდესაც სიყვარულის ასეთი უძვირფასესი ბრილიანტი კაშკაშებს თქვენს გულში, თქვენ გექნებათ წმინდა და ღმრთიური აზრები. წარსულ დღეებში, ბრძენები ცხოვრობდნენ ტყეებში ველური ცხოველების გარემოცვაში და ასრულებდნენ ეპიტიმიას. როგორ იყვნენ ისინი შემძლე ეცხოვრათ მშვიდობაში ამ ცხოველებს შორის? ამას ახერხებდნენ იმიტომ რომ ისინი იყვნენ აღსავსე ღმრთიური სიყვარულით, ისინი ავრცელებდნენ ამ სიყვარულს ველური მხეცებზეც. ისინი ატარებდნენ არა მომაკვდინებელ, არამედ სიყვარულის იარაღს, რითაც გარდაქმნიდნენ თუნდაც ველური ცხოველების ბუნებას. ამიტომ, შეავსეთ თქვენი გული სიყვარულით.
– ღმრთიური საუბარი, 18 ოქტომბერი, 1991.
სათჰია საი ბაბა
27.04.2014
ცეცხლი ჩნდება როდესაც ერთი ხის ჯოხი იხეხება მეორეზე. შეუძლია ორ ჯოხს დადებულს ერთი მეორეზე აწარმოოს ცეცხლი? არა. ცეცხლი თუმცა დაფარულია მათში, ჩნდება მხოლოდ ჯოხების ხეხვის მეშვეობით. ეს ჯოხები რას სიმბოლირებს? ჯოხები წარმოადგენს ადამიანის სხეულს. სიბრძნის (ჯნანას) ცეცხლი არის უჩინარ ფორმაში ჩვენში დაბადებიდან და არის ინერტული. სულიერი ძალისხმევა (სადჰანა) არის ჯოხების ხეხვის პროცესი. სად არის წარმოდგენილი კარაქი რძეში? კარაქი ყოველთვის არსებობს რძეში და შეიძლება იყოს მიღებული მხოლოდ მას შემდეგ როცა რძე გარდაიქმნება ხაჭოდ და ხაჭო შეიდღვიბება. მას შემდეგ რაც კარაქი მიიღება შედღვებით, ის რჩება კარაქად და რძედ აღარ გადაიქცევა. ანალოგიურად, ადამიანის სხეულში, ღმრთიური ძალა ავსებს სხეულის ყოველ ნაწილს, რომელიც, საკშათკარის (ღმრთიურების ხედვის) განცდის შემდეგ ვეღარ მიებმება სხეულზე.
– ღმრთიური საუბარი, 18 ოქტომბერი, 1991.
28.04.2014
ძველები ტაძრებს აშენებდნენ ყველა შენობებზე უფრო მაღალს იმიტომ რომ სოფლებში ადამიანებს ღმერთის შესახებ ფიქრი გახსენებოდათ. ტაძრის კოშკი იყო პირველი რასაც სოფლის მცხოვრებნი ხედავდნენ დილით როდესაც ისინი იღვიძებდნენ. ტაძრის ხედი წვეტით იწვევდა მათში გაღმერთების სპონტანურ გრძნობას. უნდა ვაღიაროთ რომ ეს არ იყო გიჟური გრძნობა რომელიც შთააგონებდა ძველებს უზარმაზარი ტაძრების აშენებას დიდი დანახარჯებით. ეს მრავალსართულიანი ტაძარი კოშკები აშენებულია ისეთნაირად რომ მათ შეძლებოდათ მუდმივად გამოეწვიათ წმინდა აზრები ღმერთის შესახებ ადამიანების ჭკუებში. ნათქვამია რომ: `სხეული (დეჰა) არის როგორც ტაძარი დეჰის (ბინადარი მარადიული სულის).~ როგორც ექიმი გახსენებთ თქვენ ავადმყოფობის შესახებ, და იურისტი გაიძულებთ იფიქროთ სასამართლო გარჩევებზე, იგივენაირად როდესაც თქვენ იხედებით თქვენს სხეულზე უნდა გაიხსენოთ ღმერთი.
– ღმრთიური საუბარი, 18 ოქტომბერი, 1991.
29.04.2014
აწმყოში ადამიანები უარყოფენ ზნეობრივ ფასეულობებს და არ აქვთ მადლიერემა მათ მიმართ ვინც მათ ეხმარება საჭირო დროს. სინამდვილეში ბევრი ახალგაზრდა ატარებს საბრალო ცხოვრებას; მათ არ აქვთ გარჩევა თავიანთი ახლობლებისა და ნათესავების და არ რცხვენიათ მათზე ზიანის მიყენების. განათლებული ახალგაზრდა კაცი და ქალი არ იქცევიან როგოც კულტურული ადამიანის არსებები. რა ფასი აქვს განათლებას რომელიც საშუალებას არ გაძლევთ რომ ასრულოთ თქვენი მოვალეობა თქვენი მეუღლისა და შვილების მიმართ? პირველი აუცილებლობა ამ ბოროტებაზე ყურადღების მისაქცევად არის თქვენში ცუდი ხარისხების აღმოფხვრა. თქვენ უნდა დაბრუნდეთ ზნეობრიობისა და უბიწოების, ცოდვის შიშისა და ღმერთის სიყვარულის გზაზე, ადამიანები რომლებიც აჩვენებენ თავს ღმრთისმოსავად და ღმერთის მოყვარულად ნამდვილი კარგი ხარისხების გარეშე, და გამოფენენ ფარისევლურ მანერებს, აფუჭებენ ატმოსფეროს ყველგან; ეს ხელს უწყობს არეულობასა და დაბნეულობას. ამიტომ ყველა უნდა შეუდგეს ცუდი შტრიხების მოცილებას და ყველამ უნდა ჩაინერგოს ღმრთიური ხარისხები. სიყვარულით როგორც თქვენი გზით შეიცანით ღმრთიურება თქვენში.
– ღმრთიური საუბარი, 2 აპრილი, 1984.
30.04.2014
ადამიანები პრაქტიკებენ თაყვანისცემის და რიტუალების სხვადასხვა ფორმებს მათი ოჯახების ტრადიციისა და კულტურის მიდევნით. თუმცა ისინი არ გარდაიქმნებიან სულ მცირედაც კი თვეების და წლების სულიერი პრაქტიკის მიუხედავად. ისინი იმედგაცრუებულნი, ცვლიან სახელებს რომლებსაც ისინი უმღერიან, იმიტომ რომ ისინი იღლებიან შედეგების ლოდინით. დროთა განმავლობაში, ადამიანები ცვლიან არა მარტო სახელებს რომელსაც ისინი უმღერიან, არამედ ასევე თავიანთ რელიგიას. იცოდეთ ნათლად, რომ თქვენ ვერ მიაღწევთ ღმერთის წყალობას გამოცვლით რელიგიის ან სახელის რომელსაც თქვენ მღერით. თქვენ უნდა გარდაქმნათ თქვენი თავი. ძაღლი სახლში ყოველთვის ცნობს მის პატრონს იმისგან დამოუკიდებლად ის ატარებს სამგზავრო კაბას, საოფისე მუნდირს თუ საზეიმო მორთულობას. ძაღლი არ ეჭვდება თავისი პატრონის შესახებ, მიუხედავად ჩაცმულობის რომელსაც ის ატარებს. ასევე თქვენ ვერ დაარწმუნებთ ღმერთს უბრალოდ გარეგანი სახის შეცვლით. თქვენ უნდა შეიძინოთ სათნოება და უნდა მოიქცეთ უბიწოდ. მხოლოდ ის ვინც გარდაქმნის გონებას ასიამოვნებს უფალს და მიაღწევს ღმრთიურებას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 4, 21 ივნისი, 1989.
სატია საი ბაბა