საი შთაგვაგონებს 2022 წლის 1 ოქტომბერი.
ჩვენ როგორ უნდა ამოვიცნოთ შეგნებულად ჩვენი მაიძულებელი ფაქტები და ვისწავლოთ როგორ დავიცვათ თავი? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
განთავისუფლების (მოკშას) და თვითრეალიზების (საკშათკარას) კარიბჭეებთან, სამი მცველია დაყენებული თქვენი რწმუნებათა სიგელების დასამტკიცებლად. ესები არის მშვიდობა ან გონებრივი წონასწორობა, სიხარული ან კმაყოფილება, და გამოკვლევა ან დისკრიმინირება (შანთი, სანტოშა და ვიჩარა). თუ მცველთაგან ერთი მაინც გახდება მეგობრული, დანარჩენები გააადვილებენ თქვენს შესვლას. სერიაში პირველი არის მშვიდობა. თუ თქვენ მშვიდობას გახდით თქვენად, კმაყოფილება არის თქვენი! კმაყოფილება არის სიხარულის უმაღლესი წყარო და ძალიან ძვირფასი ქონება. იგი არის ისე დიდი როგორც იმპერია. კმაყოფილების გარეშე, სურვილი (კამა) და სიხარბე (ლობჰა) სახიფათო პროპორციებს მიაღწევს და წალეკავს თვით დისკრიმინირების ძალას. სურვილი ადვილად იქცევა სიხარბედ, სიხარბე კი გადაგვარდება სიძუნწედ და ვნებად, რაც გაიძულებთ თქვენ იფლირტოთ საგნიდან საგანზე ქრობადი გრძნობითი სიხარულის შეშლილად დევნაში. როგორ შეიძლება ადამიანებმა ასეთი ხარისხებით განავითარონ კონცენტრირების უნარი? და კონცენტრირების უნარის გარეშე, როგორ შეუძლიათ მათ დაკავდნენ მედიტირებით? და მედიტირების (დჰიანას) გარეშე ვერავინ მიიღებს ღმრთეებას (დაივამს).
– დჰიანა ვაჰინი, თავი 14.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 2 ოქტომბერი.
რა არის მთავარი შთაგონება რაც ჩვენ უნდა მივიღოთ და ვაპრაქტიკოთ, როცა ჩვენ ვიღებთ სადჰანას ნავარათრის განმავლობაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს!
ათმა ჯნანა შეიძლება იყოს მიღებული მხოლოდ რწმენით. განავითარეთ რწმენა საკუთარ თავში და რწმენა ღმერთში. დღეს თავდაჯერებულობა ვლინდება მხოლოდ საკითხებში დაკავშირებულში ამსოფლიურ მიღწევებთან და ეგოცენტრულ სწრაფვებთან. რწმენა და ნდობა არ შეიმჩნევა სულიერ სფეროში. ურყევი რწმენის გარეშე ღმრთაებრივი ვერ იქნება განცდილი. მტკიცე რწმენის არარსებობის გამო სულიერი პრაქტიკის ფორმალურ შესრულებას არ მოაქვს შედეგი. უპირველესი რეკვიზიტი არის უკვალიფიციო და ურყევი რწმენა ღმერთში. ერთმიმართული ერთგულება ხელს უწყობს სულიერ სერიოზულობას. წრფელი მაძიებელი იღებს ცოდნას საკუთარი თავის შესახებ. წრფელ ერთგულს არ სჭირდება სხვა კვალიფიკაცია, გარდა ღრმა რწმენის. მას არ სჭირდება სხვა ცოდნა, გვარის ტიტული ან სიმდიდრე. ის შეიძლება მიეკუთვნებოდეს ნებისმიერ კასტას ან საზოგადოებას. ის შეიძლება იყოს ბავშვი ან თუნდაც ცხოველი როგორც გაჯენდრა. ვალმიკი, ნანდა, კუჩელა, დრუვა, გაჯენდრა, საბარი, ვიდურა და ჰანუმანი არიან ერთგულების მაგალითები ვინც მიიღო ღმერთის წყალობა თავიანთი ღრმა ერთგულებით, სხვა განსაკუთრებული კვალიფიკაციის გარეშე.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 6 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 3 ოქტომბერი.
რა გაკვეთილი უნდა ისწავლოს ყველა ასპირანტმა დასარა ფესტივალის დროს? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ეს პუჯა, იაჯნა და ჰომა არანჟირებულია ყოველ დასარაში თქვენს დასახმარებლად ისწავლოთ ის სხვა, მარადიული, აბსტრაქტული იაჯნა (მსხვერპლშეწირვა), რაც თქვენგან თითოეულმა უნდა აკეთოს, რომ დაიცვას თავი შიშისგან, მწუხარებისა და შფოთვისგან. თქვენ შემჩნეული უნდა გქონდეთ, რომ პანდიტები ყოველი დღის იაჯნას ხურავენ ლოცვით, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო მშვიდობას – მშვიდობას და ბედნიერებას მთელი კაცობრიობისთვის, რადგან არ შეიძლება იყოს მშვიდობა ბედნიერების გარეშე და ბედნიერება მშვიდობის გარეშე. ლოკაჰ სამასთაჰ სუკჰინო ბჰავანთუ, ისინი ლოცულობენ, რაც ნიშნავს: “დაე ყველა სამყაროს ჰქონდეს ბედნიერება და მშვიდობა”. სიმშვიდე ვერ მოიპოვება სიმდიდრით, დიდებით, სწავლულობით ან უნარით. ამისათვის, თქვენ უნდა გაისუფთაოთ ჭკუა, განიწმინდოთ გული და მოიწყუროთ მსახურება ღმრთაებრივი ფორმების, რომლებიც თქვენს ირგვლივ მოძრაობენ. გააკეთეთ ყოველი საქმე როგორც თაყვანისცემის აქტი; აქციეთ ყოველი აზრი მისკენ ლტოლვად; შეცვალეთ ყოველი სიტყვა რაც მოდის თქვენი ენიდან მის სადიდებელ ჰიმნად. ეს არის გაკვეთილი რაც თქვენ უნდა ისწავლოთ პრასანტი ნილაიამიდან.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 11 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 4 ოქტომბერი.
რა არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ ნავარატრის დღესასწაულებიდან, განსაკუთრებით ცეცხლის მსხვერპლიდან? ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ ლამაზ რჩევებს დასამახსოვრებლად, დასაფიქრებლად და საკუთარი თავის გარდასაქმნელად.
ყოველდღე, როცა თქვენ იღებთ საჭმელს, თქვენ სთავაზობთ საჭმელს ცეცხლს, რომელიც ღმერთმა აანთო თქვენში საჭმლის მოსანელებლად. თქვენ უნდა ჭამოთ ლოცვის რეჟიმში, ღრმა მადლიერებით. გიტა ამბობს, რომ ცეცხლი რომელიც ამზადებს საჭმელს არის ღმერთი, საჭმელი არის ღმერთი, მჭამელი არის ღმერთი, ჭამის მიზანია ზრუნვა სამუშაოზე მონდობილზე ღმერთის მიერ ან მასზე რაც ღმერთს სიამოვნებს და რომ ამ საქმის ნაყოფი არის პროგრესი ღმერთისკენ. თქვენ უნდა შეასრულოთ კიდევ სხვა იაჯნა ყოველდღე. ჩაასხით ეგოისტური სურვილები და ემოციები, ვნებები, იმპულსები და მოქმედებები მიძღვნისა და ერთგულების ცეცხლში. ფაქტიურად, ეს არის ნამდვილი იაჯნა, რომლისგან ესები არის ანარეკლები და მოკარნახეები, მეგზურები და პროტოტიპები. ეს იაჯნა არის მხოლოდ აბსტრაქტული საბაზისო ჭეშმარიტების კონკრეტული სიმბოლური წარმოდგენა. ისევე, როგორც ბავშვს ასწავლიან სიტყვების – „თავი“, „ბადე“, „ტალღა“, „გირლანდა!“ გამოთქმას ბგერებისა და ასოფორმების საგნების სურათებთან ასოცირების გზით, ამ კშარას (დროებითი) სიმბოლოს მეშვეობით, მარადიული პრინციპი (აკშარა თათვა) წარმოდგენილია ცნობიერების წინაშე.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 11 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 5 ოქტომბერი.
ვიჯაიადასამის წმინდა დღეს, ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ როგორ შეგვიძლია ჩვენ განვწმინდოთ ჩვენი ცხოვრება.
სიყვარულის ტანმოსილებო! ვიჯაიადასამის ამ წმინდა დღეს, დადეთ ფიცი უარის თქმის მანკიერებებზე, მათში მოწევის, სმის და არავეგეტარიანული საკვების მიღების ჩათვლით. ბევრი ვერ აცნობიერებს ცუდი ჩვევების მავნე ეფექტებს. თუ მწეველი შეუბერავს ჰაერს თეთრ ცხვირსახოცზე, მასზე ყვითელ ლაქებს აღმოაჩენს. ეს არის დაავადების ნიშანი. მოწევა იწვევს კიბოს. სმა არის დემონური ხარისხი. იგი გათრობთ თქვენ და გაიძულებთ თქვენ დაივიწყოთ საკუთარი თავი. არავეგეტარიანული საკვების მიღება არის ასევე ცუდი. როცა ადამიანის ტანი გაკეთებულია ხორცისგან, სად არის ფრინველებისა და ცხოველების ხორცის მოხმარების საჭიროება? თქვენ უნდა მიირთვათ მხოლოდ წმინდა საკვები. მხოლოდ მაშინ გექნებათ თქვენ წმინდა გრძნობები. წმინდა აზრებისა და წმინდა საქმეებისთვის წმინდა საკვები არის აუცილებელი. კეთილშობილი სული როგორც თვით ბჰიშმა იყო იტანჯებოდა არაწმინდა საკვების გამო. შედეგად, მას მოუწია ისრების საწოლზე წოლა 56 დღის განმავლობაში. რომ გქონდეთ წმინდა გრძნობები, გარდა წმინდა საკვების მიღებისა, თქვენ უნდა გქონდეთ წმინდა ხედვა. არ ტყორცნოთ ცუდი მზერა ვინმეზე. არ ილაპარაკოთ ცუდი სხვებზე. არ ისმინოთ რამე რაც არის ცუდი. არ უმასპინძლოთ ცუდ აზრებს. არ დაკავდეთ ცუდი საქმეებით. არ დააზიანოთ ვინმე.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 1 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 6 ოქტომბერი.
რატომ უნდა ვისწავლოთ ჩვენ ბედნიერად ყოფნა იმ გარემოში, რომელშიც ღმერთმა ჩვენ განგვათავსა? ბჰაგავანი გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს!
კონცენტრირების უნარი არის ძალიან სასარგებლო კვალიფიკაცია. თქვენ უნდა თვალყური ადევნოთ საკუთარი ჭკუის უცნაურობებს — იგი როგორ მოგზაურობს, იგი რა საგნებზე გარბის კვალდაკვალ, და, ნელ-ნელა, მედიტირების გზით, ასწავლეთ მას მშვიდად დარჩენა და სასიკეთოდ მოქცევა. არ შეწუხდეთ არადამაკმაყოფილებელ გარემოზე რაც თქვენ შეიძლება გქონდეთ. რა თქმა უნდა, ადგილს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნაკლები და შეიძლება არ იყოს იდეალური. მაგრამ სარგებელი არ აქვს ამ ყველაფრისგან გაქცევის მცდელობას. თქვენ შეიძლება გადალახოთ ნაკლოვანებები თქვენი საკუთარი ჭკუის წვრთნით. დარჩით თქვენს გარემოში და ელოცეთ უფალს, რომ მან აგავსოთ თქვენ თავისი აზრებითა და ხედვით, განგქმნათ თქვენ უგულვებელყოთ გარემოს ნაკლოვანებები! არ ეძებოთ კომფორტი, რადგან კომფორტი შეიძლება არ იყოს ხელშემწყობი მედიტირებისთვის. ისწავლეთ კომფორტულად ყოფნა ნებისმიერ ადგილას; ეს არის უკეთესი. იცხოვრეთ სიხარულით სადაც კი თქვენ ხართ; ეს არის წესი. იმხიარულეთ თქვენი ჭკუის სამყაროში; თაყვანი ეცით ჭკუაში თქვენს მიზნად არჩეულ უფალს და იყავით თავისუფალი ბუნებრივი თუ ადამიანური გარემოს ყველა ნაკლისგან! შემდეგ, არც ერთი ადგილი არ შეიძლება იყოს თქვენთვის მოსაწყენი და არც რომელიმე ადგილი მოგეჩვენებათ საზიზღარი.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 14.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 7 ოქტომბერი.
ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სახლში, სამსახურში თუ საზოგადოებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
განვიხილოთ ეს მაგალითი: თქვენ ააშენეთ სახლი მთავარი კარით და მრავალი ფანჯრით სათანადო ვენტილირებისთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ არის შესასვლელი, თქვენ არ შეუშვებთ ყველა ქუჩის ძაღლს და ღორს თქვენს სახლში. თქვენ კარს აღებთ მხოლოდ თქვენი ოჯახისთვის, მეგობრებისა და ახლობლებისთვის. მსგავსად, ჭკუა არის მთავარი კარი და გრძნობები ჰგავს ფანჯრებს ტანში, რაც არის ღმერთის ტაძარი. თქვენ უნდა გამოიკვლიოთ რაც შეეხება იმას რომ ვინ არის იყოს ნებადრთული ამ ტაძარში და ვინ არ არის იყოს ნებადართული. მაგრამ დღეს, არავინ აკეთებს ამ გამოკვლევას. შედეგად, ყველა სახის ბოროტი გრძნობა და ბოროტი აზრი ნებადართულია შესვლაზე ჭკუაში. ნა შრეიო ნიიამამ ვინა (დისციპლინის გარეშე არ შეიძლება იყოს კეთილდღეობა). არ განავითაროთ მეგობრობა ყველასთან. გამოიკვლიეთ, ადამიანი არის კარგი თუ არა. მაინც, არ გძულდეთ არავინ – ადჰვეშთა სარვაბჰუთანამ. ამავე დროს, არ გადალახოთ თქვენი საზღვრები სხვებთან ურთიერთობისას. იქონიეთ შეზღუდული კავშირები და კონტაქტები.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 1 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 8 ოქტომბერი.
რა კავშირია ღმრთაებრივ სიყვარულსა და ჭეშმარიტებას შორის? ბჰაგავანი გვაწვდის ჩვენ ღრმა გზავნილს დღეს!
ღმერთის სიყვარული არის სპონტანური, ეგოიზმისგან თავისუფალი, ურყევი, და სავსე ყოველთვის. ჩვეულებრივი ადამიანური სიყვარული მოტივირებულია ეგოისტური მოსაზრებებით; ექვემდებარება ცვლილებას დროს და ვითარების ცვლილებების გამო. ასეთ სიყვარულში ჩაძირული ადამიანებისთვის ძნელია ღმრთაებრივი სიყვარულის სიდიადის აღქმა ან გაცნობიერება. ინგლისელ ფილოსოფოს ბეკონს აღნიშნული აქვს როგორ არის ღმერთის სიყვარული ყოვლისმომცველი და უცვლელი და როგორ შეიძლება ის გადაიზარდოს უნივერსალურ სიყვარულში. სიყვარული ატარებს ჭეშმარიტების მანტიას. და ადამიანი შეუღლებული ჭეშმარიტებასთან არის ყოველთვის ახალგაზრდა და ენერგიული. უპანიშადები აცხადებს რომ ჭეშმარიტების მოტრფიალეს არ ეცოდინება სიბერე. ბიბლია ასევე აცხადებს, რომ ტანი მაგრდება ჭეშმარიტების მიმდევრობით. ჭეშმარიტება არ უნდა იყოს შემოფარგლული სიტყვით. იგი უნდა გამოიხატოს მოქმედებაში. მხოლოდ ის ვინც არის ალალი სიტყვით და საქმით, შეიძლება შეფასდეს ნამდვილ ადამიანად, წინასწარმეტყველ მუჰამედის თანახმად. ბუდიზმი ასევე ადგენს რომ ყველამ, განურჩევლად სქესის თუ ქვეყნის, უნდა იცხოვროს ჭეშმარიტებაზე.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 9 ოქტომბერი.
რა არის დღეს მთავარი საჭიროება მშვიდობისა და ჰარმონიისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ ძლიერი გზავნილით.
ეს არის უბედურება რომ კაცი, ვინც არის არსებითად ღმრთაებრივი თავისი წარმოშობით და ვისშიც ათმა ბინადრობს როგორც მკვიდრი მოწმე, დღეს არის დაჭერილი უსამართლო და ბოროტი ქმედებებით და დისკრედითებს ადამიანთა სახეობას. ბნელ საუკუნეებში, როცა კაცები ბოროტი და სასტიკი ქმედებებით იყვნენ დაკავებულნი და დემონების ან ველური მხეცების მსგავსად იქცეოდნენ, შესაძლოა არსებობდეს რამე პატიება. მაგრამ ახლანდელ ეპოქაში, როდესაც ასეთი დიდი წინწაწევა არის გაკეთებულ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში და როდესაც ადამიანები საკუთარ თავს ცივილიზებულს უწოდებენ, თუ არაადამიანური პრაქტიკა დომინირებს და ბოროტება და უმადურობა არის წესი, ადამიანი იძულებულია იკითხოს, ეს პიროვნებები არიან ადამიანები თუ დემონები! დღევანდელი სიტუაციის ირონია ისაა რომ, ერთის მხრივ, მთავრობები აგროვებენ საზარელ მომაკვდინებელ იარაღს, ეშვებიან დემონურ ქმედებებში და ახალისებენ კონფლიქტებს ერებს შორის, იმ დროს როცა საერთაშორისო შეკრებებზე ისინი აცხადებენ თავიანთ სურვილს მშვიდობისთვის. არის ამაში რამე აზრი? დღეს უპირველესი საჭიროებაა ყველამ გააცნობიეროს რომ ღმერთი არის ერთი. ეს არის რაც იესოს და მუჰამედს აქვთ ნაუწყები. სიტყვა “ალაჰი” ნამდვილად ნიშნავს ერთ უზენაესს რომელიც შეიცავს ყველაფერს სამყაროში.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 10 ოქტომბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ სამართლიანობის აღსრულება ამ ადამიანურ ცხოვრებაში რომლითაც ჩვენ დაგვასაჩუქრეს? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი პოტენციალის პრინციპების თანახმად ცხოვრება.
რა სარგებელია ადამიანად დაბადება თუ თქვენ არ ატარებთ ადამიანურ ფასეულობებს როგორიცაა სატია, დჰარმა, შანტი, პრემა და აჰიმსა? ყველა ადამიანური ფასეულობისთვის სიყვარული არის ბაზისი. დღეს, ადამიანის არსებები არიან ფორმით ადამიანურები, მაგრამ არ არიან ადამიანურები პრაქტიკით. ზოგან ადამიანი იპოვის ადამიანებს გამომფენთ ადამიანური ფასეულობების გარეგნულად და მათ არ მპრაქტიკებლებს მთელი გულით. ადამიანური ფასეულობები არ არის დანიშნული პრადარშანასთვის (გამოფენისთვის), არამედ განკუთვნილია ნიდარშანასთვის (მაგალითისთვის). ადამიანური ფასეულობები უნდა აისახოს თქვენს ყველა აზრში, სიტყვასა და საქმეში. მაგრამ დღეს, არსებობს მხოლოდ ეგოიზმი და თვითდაინტერესება იმაში რასაც კაცი ფიქრობს, ლაპარაკობს და აკეთებს. ეგოიზმისა და პირადი ინტერესების გამო ადამიანური ფასეულობები არის მთლიანად დაკარგული. პატარა მაგალითი: აქ თქვენ ნახავთ ბევრ ვარვარების ნათურას. ეს არ არის საკმარისი გქონდეს მხოლოდ ნათურები, თქვენ ასევე გესაჭიროებათ გქონდეთ მავთულები და დენი. როდესაც დენი მიედინება მავთულებში და შედის ნათურებში, ესები იწყებს ვარვარებას. მსგავსად, სიყვარულის სინათლე რომ განიცადო, ჭეშმარიტების დენმა უნდა გაიაროს უბიწოების მავთულებით და შევიდეს მშვიდობის ნათურაში.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 1 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 11 ოქტომბერი.
ნათქვამია, ჩვენ ყველა ვართ ჩვენი ბუნების გავლენის ქვეშ. ჩვენ როგორ შეგვიძლია მისი გავლენის დაძლევა? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ.
როდესაც სულიერი ძალა დომინირებს, ბუნების ძალა დაჭერილია კონტროლს ქვეშ. როდესაც სულიერი ძალა სუსტია, ბუნების ძალა ხდება გაბატონებული. ეს ილუსტრირებულია კვამლისა და ცეცხლის მაგალითით. როდესაც კვამლი არის გაბატონებული, ცეცხლი ითრგუნება. როცა ცეცხლი აინთება, კვამლი ქრება. მაშასადამე, სულის ძალაუფლების გასაძლიერებლად და ბუნების ძალის შესაზღუდად, ადამიანმა უნდა კულტივიროს ვაირაგია (განჯაჭვულობა). მაგალითად, თუ ადამიანს აქვს სურვილი სხვადასხვა სასმელისთვის, მას შეუძლია მოიყვანოს სურვილები კონტროლს ქვეშ მათგან ზოგიერთ სურვილზე უარის თქმით. ამით ვითარდება ნებისძალა და თავის დროზე უფრო ადვილი ხდება სხვა სურვილებზე უარის თქმა. ვედანტურ ენაზე ეს აღწერილია, როგორც ვაირაგია. ვაირაგია არ არის კერისა და სახლის მიტოვება და ტყეში განმარტოება. ეს ნიშნავს ღმრთიური აზრების განვითარებას და ამსოფლიური გრძნობების შემცირებას. მაშინ როდესაც წარმოიქმნება ეს დაბალანსებული განვითარება, ადამიანი იძენს პრაკრუტი-შაკთის (ბუნება-ძალას). როდესაც ადამიანი იღებს ასეთ ძალებს, მისი გონებრივი ძალა იზრდება.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 4 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 12 ოქტომბერი.
ჩვენ რატომ უნდა ვწმინდოთ საკუთარი თავი მარდად და მუდმივად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს მიზნითა და მძლავრი იარაღით.
ბევრი ამ მსოფლიოში, თუნდაც სწავლულთა შორის, არ ხარჯავს თავის განკუთვნებულ სიცოცხლის დროს გარკვეული არჩეული იდეალების დევნაში. ამიტომ, მათი მიწიერი კარიერა წააგავს ქარიშხლით მოტაცებული გემის მოგზაურობას რომელსაც დაკარგული აქვს თავისი ღუზაც და კომპასიც, და დაჭერილია შუა ოკეანეში. ისინი დაჭერილი არიან საპირისპირო იდეალებსა და მიზნებს შორის; ისინი უსმენენ მრავალფეროვან მოწოდებებს, და მათი ცხოვრებები ფუჭად და წარუმატებლად მთავრდება, რადგან ისინი ამბობენ ერთ რამეს და აკეთებენ მეორეს თავიანთი უმეცრებითა და შიშით. მედიტირება აძლევს მათ მიზნის სიმტკიცეს, მამაცობას და ასევე სიბრძნეს. გრძნობები რაც წარმოიშვება ჭკუაში, რომლებიც კლასიფიცირებული არის როგორც მშვიდი, მოუსვენარი და უმეცარი (სათთვიკი, რაჯასიკი და თამასიკი), ასევე უნდა იყოს ნათვალთვალევი და განწმენდილი. მოუსვენრობა და უმეცრება უნდა აღმოიფხვრას. მედიტირება არის იარაღი ამ ამოცანისთვის. მედიტირების გზა (დჰიანა-მარგა) მოსპობს უმეცრებას (აჯნანას) და აჩუქებს ინდივიდუალურ კავშირს ღმრთეებასთან (ბრაჰმაიკიათას).
– დჰიანა ვაჰინი, თავი 14.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 13 ოქტომბერი.
რა არის ნამდვილი ერთგულება? ჩვენ როგორ უნდა დავხვეწოთ ჩვენი სადჰანა მის მისაღწევად? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
თუ თქვენი ერთგულება თქვენთან არ დგას როცა თქვენ ცდილობთ პატივი სცეთ ღმერთის ანარეკლს ტან-სარკეებში რომლებიც მოძრაობს თქვენს გარშემო, როცა თქვენ ჩასცქერით და განირთხმებით ღმერთის ამ გამოსახულებების წინაშე, რომლებიც გამოფენილია თქვენს წინ სადაც კი თქვენ გაიხედავთ, როგორ შეიძლება თქვენ განაცხადოთ ყოფნა ღმერთის ერთგულად? ამ სადჰანაში მყარი რწმენისა და მისი გულწრფელი პრაქტიკის გარეშე, თუ თქვენ უბრალოდ იკრიბებით, ამზადებთ და აზიარებთ პრასადამებს ყოველ მისაწვდომ შემთხვევაზე, ან თუნდაც უმღერით და განადიდებთ ღმერთს, მე უნდა ვთქვა რომ თქვენი ძალისხმევა არის სრულიად ამაო! გააფართოვეთ თქვენი გულები. გაადიდეთ თქვენი ხედვა. გაადიდეთ ნათესაობის წრე და შეიყვანეთ უფრო და უფრო მეტი თქვენი თანამემამულე თქვენი გულების კარვებში. და თაყვანი ეცით მათ მოსიყვარულე თაყვანისცემით. სიბრძნე არის მხოლოდ თანაგრძნობა მის უმაღლეს დონეზე; რადგან, თანაგრძნობის მეშვეობით თქვენ შედიხართ სხვის გულში და უგებთ მას ყველა ასპექტში. ერთიანობის პოვნა როლების ამ მრავალფეროვნებაში არის ნამდვილი სიბრძნე!
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 23 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 14 ოქტომბერი.
ჩვენ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სულიერი პოტენციალის კულტივირება მოგზაურობაში მე-დან ჩვენ-ამდე ღმერთამდე? ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს.
საზოგადოებისადმი მსახურება არის ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა. ღმრთიური ძალა აღწევს ყველაფერს. ჩვენი მოგზაურობა არის ინდივიდიდან უნივერსალამდე, “სვამი”-დან (ჩემიდან) “სო-ჰამამდე” (ღმერთთან ერთიანობამდე), “მე”-დან “ჩვენამდე”. კაშკაშა მზის დანახვა შეიძლება მხოლოდ მისი საკუთარი შუქით. მსგავსად, მხოლოდ ღმრთიური წყალობით შეიძლება მიიღოს ადამიანმა ღმრთაებრივის ხედვა. არანაირი უნარი, ინტელექტური ძალისხმევა ან სწავლულობა არ არის საჭირო ღმრთაებრივის განსაცდელად. ისევე როგორც ღრუბლებმა შეიძლება დაფაროს მზე, ეგოიზმის, მიჯაჭვულობისა და სიძულვილის ღრუბლები აცილებს ადამიანს ღვთაებრივის დანახვიდან. ლოცვა და სადჰანა არის საშუალებები რითაც ეს ღრუბლები იფანტება. სადჰანა არის სამეფო გზა ღმრთაებრივამდე მისაღწევად. ადამიანის შემადგენელი არის კარგი და ცუდი თვისებების ნაზავი. ის ვისშიც კარგი თვისებები ბატონობს მიდრეკილია სხვებში მხოლოდ კარგის დანახვაზე. ისინი ვისაც აქვთ თანაბარჭკუიანობა ხედავენ კარგ და ცუდ ხარისხებს მიუდგომლად. ამიტომ აუცილებელია კარგი ხარისხების კულტივირება.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 11 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 15 ოქტომბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ ავაყვავოთ ჩვენი დაფარული ღმრთაებრივი ბუნება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს მაგალითით.
არსებობს ოთხი განსხვავებული ხარისხი კაცში: ადამიანობა, ცხოველური ბუნება, დემონური ბუნება და ღმრთაებრივი ბუნება. როდესაც ადამიანი მიჰყვება ტანის კარნახს, ის არის მისი ცხოველური ბუნების მსხვერპლი. როდესაც ის ექვემდებარება ჭკუის კაპრიზებს, ის ხდება დემონური. როდესაც ის მიჰყვება ათმას, ის ავლენს თავის ღმრთაებრიობას. როდესაც მას მართავს სამივე – ტანი, ჭკუა და ათმა – ის არის ადამიანი. როდესაც რავანა გახდა მისი ჭკუის კარნახის მსხვერპლი, მისი დემონური ბუნება გაბატონდა მის სხვა კარგ ხარისხებზე, როგორც შივას თაყვანისმცემელსა და მრავალი მეცნიერების ოსტატზე. როდესაც სურვილი წარმოიქმნება ჭკუაში, ადამიანმა უნდა გამოიყენოს დისკრიმინაციის ძალა და გადაწყვიტოს ეს კარგია თუ ცუდი. ეს არის სულიერ გზაზე მოგზაურობის ხერხი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისთვის ის რომელ მდგომარეობაშია განთავსებული.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 4 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 16 ოქტომბერი.
როგორი უნდა იყოს ჩვენი სიყვარული და ვისკენ უნდა იყოს იგი მიმართული? ბჰაგავანი, სიყვარულის ტანმოსილება, სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს!
როდესაც სიყვარული მიმართულია საგნებისკენ რომლებიც ემსახურება გრძნობებს ან ტანის ბედნიერებას, იგი შრება როდესაც ესები წარუმატებლობს ან იმედს აცრუებს. როდესაც მოგება არის საყვარელი, ზიანი ძირს უთხრის მას. უკმაყოფილება გაანადგურებს მის წყაროებს როცა თქვენ გიყვართ ამქვეყნიური კმაყოფილების მოტივით. მაშინაც კი როცა ათი მილიონი იმედგაცრუება ერთიანდება თქვენს შემაწუხებლად, არასოდეს უარყოთ სიყვარული; დააფიქსირეთ იგი სიყვარულის სათავეზე, სიყვარულის წყაროზე, სიყვარულის უზენაეს მიზანზე, სახელდობრ, ღმერთზე. როგორიც არ გინდა იყოს წინააღმდეგობა, როგორიც არ გინდა გქონდეს ცდუნება შეასუსტო ჩაჭიდება, ჩაეჭიდეთ ღმერთზე; ყოველთვის არის სიმშვიდე, ქარიშხლის შემდეგ. ცხელი ამინდის შეტევას უცვლელად მოაქვს მისასალმებელი წვიმა. სიყვარული აჯერებს ყველა საქმიანობას სიხარულითა და სიმშვიდით. სიყვარული აკეთილშობილებს ყველაზე უცირესს და ყველაზე დაბალს. შეიყვარეთ საკუთარი თავი ღმერთისთვის რასაც ის განასახიერებს; გიყვარდეთ სხვები, ღმერთის გამო, რომელიც მათშია ჩასმული, რომელიც ლაპარაკობს და მოქმედებს მათი მეშვეობით. ეს არის ძირითადი პრინციპი რაზეც თქვენ შეგიძლიათ ააშენოთ ბედნიერების სასახლე, ეს ღმრთიურის აღიარება, რომელიც გმოტივირებთ თქვენ შიგნიდან.
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 23 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 17 ოქტომბერი.
შეიძლება კმაყოფილების მიღწევა შეძენით იმის რაც ჩვენ გვსურს? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და გვმეგზურობს ჩვენ იმისკენ რასაც შეუძლია გვაჩუქოს ჩვენ ჭეშმარიტი კმაყოფილება!
კმაყოფილება ჭკუაში არ არის ადვილად მისაღწევი. როგორც კი ერთი სურვილი დაკმაყოფილდება, მეორე წამოიჭრება მოულოდნელად. არ არსებობს სურვილების ზღვარი. მოკშასკენ (განთავისუფლებისკენ) სწრაფვაც კი არის სურვილი. სანამ სურვილები რჩება, კაცი დაკავშირებულია ამქვეყნიურთან. მოკშა ნიშნავს მოჰას (მიჯაჭვულობის) გაქრობას. განთავისუფლება ნიშნავს თავისუფლებას წარმავალი სიამოვნებისგან. ჩვენ რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ? არსებობს ღმრთიურება, რომელიც არის მუდმივი და უცვლელი. ეს ცნობილია როგორც პრემა (ღმრთაებრივი სიყვარული). ეს პრემა არ არის დაკავშირებული ფიზიკურთან. კაცი განცდის სიყვარულს მისი ამსოფლიური ფორმით, როგორც სიყვარულს ან მიჯაჭვულობას. ყველა სიყვარული ადამიანურ ურთიერთობებში დღეს არ არის პრემა, ეს არის მიჯაჭვულობა. ეს არის წარმავალი ბუნების თანდაყოლილი – ინტერლუდიები ადამიანის მოგზაურობაში. ყველა მიჯაჭვულობა წარმოიქმნება ერთ ეტაპზე (დედასა და შვილს, ცოლსა და ქმარს შორის და ა.შ.), ხოლო მეორეში ქრება. ამ წარმავალი მიჯაჭვულობის საპირისპიროდ, ღმერთის სიყვარული (პრემა) არის რაღაც სულ სხვა! ღმერთი არის მარადიული – არსებობს ადამიანის დაბადებამდე და გრძელდება მისი სიკვდილის შემდეგ, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავს ღმერთის სიყვარულს!
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 4 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 18 ოქტომბერი.
ჩვენგან ზოგი მიისწრაფვის, ან უკვე მუშაობს თვითრეალიზებაზე. როგორი მოსაწონი იქნებოდა ეს გამოცდილება? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ.
შეკითხვები შეიძლება იყოს დასმული და ეჭვები გამოხატული ბევრის მიერ პიროვნების მდგომარეობის შესახებ სრულყოფილების, ცნობიერების სისავსის მიღწევის შემდეგ. ადამიანის ცხოვრება იქნება გაჯერებული ღმრთაებრივი ნეტარებით (ანანდით). ადამიანი განცდის აზროვნების, ემოციების და ცოდნის ერთიანობას ყველასთან. ადამიანი იქნება ექსტაზში, ჩაძირული ერთში და ერთადერთში, მარადიულ ღმრთაებრივ პრინციპში, რადგან მხოლოდ მას შეუძლია სიხარულის ბოძება ცხოვრების პროცესში. ნამდვილი სიხარული არის ეს და არა სხვა. ღმერთი არის მარადიული მუდამ-სავსე სიხარულის ტანმოსილება. ინდური (ბჰარათიას) კულტურის ერთგულები, ისინი რა სექტისა თუ რწმენის პრეტენზიასაც გინდა აცხადებდნენ თავიანთ განსაკუთრებულ ფორმად, აღიარებენ ამ აქსიომას: ღმერთი არის სიხარულის უმაღლესი წყარო. ამ დასკვნას (მათჰას) ისინი იღებენ როგორც ყველაზე ძვირფასს და ყველაზე სასიამოვნოს (აბჰიმათჰას).
– სატია საი ვაჰინი, თავი 2.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 19 ოქტომბერი.
ჩვენ სად უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ ღმერთი? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
ღმერთი არის მიუწვდომელი. ის არ შეიძლება იყოს რეალიზებული გარე ობიექტურ მსოფლიოში; ის არის ყველა არსების თვით გულში. ძვირფასი ქვები უნდა ვეძებოთ ღრმად მიწისქვეშ; ესები არ ცურავს შუაგულ ჰაერში. ეძებეთ ღმერთი საკუთარი თავის სიღრმეში, არა მომხიბვლელ, კალეიდოსკოპიურ ბუნებაში. ტანი გებოძათ თქვენ ამ მაღალი მიზნისთვის; თქვენ ახლა არასწორად იყენებთ მას, ისევე როგორც ადამიანი ვინც ამზადებდა თავის ყოველდღიურ საკვებს ძვირფასი ქვით მოჭედილ ოქროს ვაზაში, რომელიც მოვიდა საგვარეულო ნივთად. კაცი ადიდებს ღმერთს, როგორც ყველგანმყოფს, ყოვლისმცოდნეს და ყოვლისშემძლეს, მაგრამ უგულვებელყოფს მის ყოფნას თავისში! რა თქმა უნდა, ბევრი ბედავს აღწეროს ღმერთის თვისებები და გამოაცხადოს ის ასეთად და ისეთად; ეს არის მხოლოდ მათი საკუთარი ვარაუდები და მათი მიდრეკილებებისა და პრეფერენციების არეკვლა. ვის შეუძლია დაადასტუროს რომ ღმერთი არის ეს თუ ის? ვის შეუძლია დაადასტუროს რომ ღმერთი არ არის ამ ფორმის ან ამ ატრიბუტით? თითოეული ადამიანი იძენს ოკეანის უკიდეგანო სივრციდან მხოლოდ იმდენს, რამდენსაც შეიძლება იტევდეს ჭურჭელი, რომელსაც ის ნაპირზე ატარებს. ამ რაოდენობიდან, მათ შეუძლიათ ამ უკიდეგანობის მხოლოდ მცირე ნაწილის აღება.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 19 ივნისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 20 ოქტომბერი.
.
ვინ არის საი ბაბა? რა არის მისი მოსვლის მიზანი? და ჩვენ როგორ მივაღწიოთ მას? ავატარის გამოცხადების დღის ყველაზე ხელსაყრელ შემთხვევაზე, ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ.
განვიხილოთ მნიშვნელობა სახელის, “საი ბაბა”. “სა” ნიშნავს “ღვთაებრივს”; “აი” ან “აიი” ნიშნავს “დედას” და “ბაბა” ნიშნავს მამას. სახელი მიუთითებს ღმრთაებრივ დედასა და მამაზე, ისევე როგორც სამბა-შივა, რაც ასევე ნიშნავს ღმრთაებრივ დედას და მამას. თქვენი ფიზიკური მშობლები გამოხატავენ სიყვარულს ეგოიზმის დოზით; მაგრამ, ეს საი, „დედა და მამა“ ღვრის სიყვარულს ან საყვედურს, მხოლოდ თქვენს წასაყვანად გამარჯვებისკენ თვითსარეალიზებო ბრძოლაში. რადგან, ეს საი მოვიდა მთელი კაცობრიობის ერთ ოჯახად ძმობის კავშირის მეშვეობით გაერთიანების უზენაესი ამოცანის მისაღწევად; დასადასტურებლად და გასანათებლად ყოველი არსების ათმური რეალობის გამოვლინებისთვის ღმრთიურის რომელიც არის საფუძველი რაზეც მთელი კოსმოსი ეყრდნობა. და ყველას ასწავლის შეიცნონ საერთო ღმრთაებრივი მემკვიდრეობა, რომელიც აკავშირებს კაცს კაცთან, ასე რომ კაცმა შეძლოს თავის დაღწვა ცხოველისგან და ავიდეს ღმრთაებრივში, რაც არის მისი მიზანი.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 19 ივნისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 21 ოქტომბერი.
ჩვენ როგორ უნდა ვხედოთ სხვადასხვა რელიგიები და მათი მრწამსები რომელიც შეიძლება ჩანდეს ურთიერთგამომრიცხავი დროდადრო? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ გავრცელება ჰარმონიის ჩვენს ცხოვრებებში და საზოგადოებაში.
თითოეული რელიგია საზღვრავს ღმერთს იმ საზღვრებში რასაც ის ადგენს და შემდეგ აცხადებს დაეუფლა მას. მსგავსად შვიდი ბრმა კაცის ვინც ლაპარაკობდნენ სპილოზე, როგორც სვეტზე, ვენტილატორზე, თოკზე ან კედელზე, რადგან ისინი ეხებოდნენ მხოლოდ ნაწილს და ვერ გაიგეს მთელი ცხოველი, ასევე, რელიგიები საუბრობენ ნაწილზე და ამტკიცებენ რომ მათი ხედვა არის სრული და მთელი. თითოეულ რელიგიას ავიწყდება რომ ღმერთი არის ყველა ფორმა და ყველა სახელი, ყველა ატრიბუტი და ყველა მტკიცება. კაცობრიობის რელიგია არის ყველა ამ ნაწილობრივი რწმენისა და სუბსტანციის ჯამი; რადგან, არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია და ეს არის “სიყვარულის რელიგია”. სპილოს სხვადასხვა ნაწილები რომლებიც მოჩვენდა განცალკევებით და გამორჩეულად მისი ჭეშმარიტების უსინათლო მაძიებლებისთვის ყველა იყო აღზრდილი და ამოქმედებული სისხლის ერთადერთი ნაკადით; სხვადასხვა რელიგიები და სარწმუნოებები რომლებიც ეხება განცალკევებასა და განსხვავებას ყველა არის აღზრდილი სიყვარულის ერთი ნაკადით
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 19 ივნისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 22 ოქტომბერი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიშოვოთ ღმერთის წყალობა? ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს.
როცა ღმერთის თაყვანისცემას იწყებ სალოცავ ოთახში, შენი პირველი მოქმედება არის “ლამპის ანთება”, არა? ანთებული ლამპის გარეშე, არც ერთი ხელსაყრელი ცერემონია არ არის მიღებული. როცა სიყვარულის ლამპა ანათებს, ღმერთი ცხადდება! იქონიეთ იგი აალებული ნათლად და სუფთად, ღმერთი იჩენს შეუპოვრობას! ანებეთ ყველას აანთონ თავიანთი ლამპები მისგან, თქვენ განცდით ღმერთს წყალობის მღვრელს! ღმერთი, პირველ რიგში; მსოფლიო, შემდეგ, მე თავად ბოლოს! ეს არის ლეგიტიმური თანმიმდევრობა სადჰაკასთვის (სულიერი ასპირანტისთვის); და, ვინ არის არასადჰაკა? თქვენ უნდა იყოთ ის, ახლა თუ გვიან, ასე რომ თქვენ შეძლოთ განთავისუფლება ამ დაბადება-სიკვდილის ციკლისგან! ახლა, კაცმა, საკუთარი კეთილდღეობისადმი უგულობის გამო, იგი გადაატრიალა პირუკუღმა! ეს არის „პირველი მე თავად, შემდეგ მსოფლიო და ბოლოს ღმერთი“. ამის გამო, ღმერთიც დაკარგულია! დაეუფლეთ ღმერთს სწრაფად, მაშინ თქვენ იქნებით უსაფრთხო. თქვენ შეგიძლიათ სწრაფად დაეუფლოთ მას ერთ-ერთის: ჯნანა, ბჰაკტი ან კარმა მარგას (ცოდნის, თაყვანისცემის ან მუშაობის გზის) მეშვეობით.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 29 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 23 ოქტომბერი.
როცა ჩვენ ვიწყებთ სინათლეების ფესტივალის (დიპავალის) დღესასწაულს, რა უნდა იყოს უპირველესი ჩვენს ჭკუებსა და გულებში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ კრისტალურად მკაფიო ტერმინებით!
ადამიანის არსება არის კაცის და მხეცის და ღმერთის ნაერთი და ამ სამს შორის გარდაუვალ ბრძოლაში აღმავლობისთვის, თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ღმერთმა გაიმარჯვოს, დათრგუნოს უბრალოდ ადამიანი და მდაბალი მხეცი. დიპავალის ეს ფესტივალი არის მადლიერების გამოხატვა კაცში ნარაკას (დემონური) ტენდენციების დამარცხებისთვის, რომლებიც მას ყურით მიათრევენ ღმრთაებრიობიდან. ნარაკა არის ჯოჯოხეთის სახელი, და ასურას ვისი კრშნას ხელით სიკვდილიც დღეს აღინიშნება ეწოდება ნარაკასურა, პერსონიფიცირება ხასიათის ყველა შტრიხის, რომლებიც ეღობება კაცის აღმავალ იმპულსებს. ის, ნათქვამია, არის ბჰუმის (დედამიწის) შვილი და მას ასევე უწოდებენ ბჰაუმას. ეს არის ძალიან შესაფერისი, რადგან დედამიწას და ყველა მიჯაჭვულობას მიწიერი საგნების მიმართ, მივყავართ ჩვენ ტკივილისა და მწუხარების რეგიონებში. მიწიერი სამფლობელო და მიწიერი სიმდიდრე უძლურია გრძნობებზე სულიერი სამფლობელოს წინაშე, და თვითშემეცნებისა და თავდაჯერებულობის სულიერი სიმდიდრის წინაშე!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 24 ოქტომბერი.
ჩვენ როგორ უნდა დავაკვირდეთ დიიპავალის დღესასწაულს? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს და გვაძლიერებს დღეს.
არ აღფრთოვანდეთ იმ სიმდიდრით, სტატუსით, ავტორიტეტით, ინტელექტით და ა.შ., რაც შეიძლება თქვენ გქონდეთ. ჩათვალეთ რომ ესები იყო მოცემული თქვენზე ნდობით, ასე რომ თქვენ შეძლოთ ასარგებლოთ სხვები. ეს ყველაფერი არის მისი წყალობის ნიშნები, ხელსაყრელი შემთხვევები მსახურებისთვის და პასუხისმგებლობის სიმბოლოები. არასოდეს ეცადოთ გახარებას სხვების შეცდომებით; თანაგრძნობით მოექეცით სხვების შეცდომებსა და შეცდომების დაშვებას. ეძებეთ კარგი სხვებში; ისმინეთ მხოლოდ სასიხარულო ცნობები მათ შესახებ; ყური არ ათხოვოთ სკანდალს. ამ დიპავალის დღეს, გადაწყვიტეთ აანთოთ ნამასმარანას ლამპა და განათავსოთ იგი თქვენს ზღურბლთან, ტუჩებთან. კვებეთ იგი ერთგულების ზეთით და გქონდეთ მდგრადობა როგორც ფითილი. დაე ლამპამ გაანათოს თქვენი ცხოვრების ყოველი წუთი. სახელის ბრწყინვალება განდევნის სიბნელეს თქვენს გარედან, ასევე როგორც თქვენს შიგნიდან. თქვენ უნდა გაავრცელოთ სიხარული და მშვიდობა ყველას შორის ვინც მოვა ახლოს თქვენთან.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 25 ოქტომბერი.
რა არის ნამდვილი თაყვანისცემა? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ ვედების მითითებებს.
რწმენის განვითარება ათმას პრინციპში და მისი გულწრფელად სიყვარული – ეს არის ნამდვილი თაყვანისცემა. ათმა არის ერთადერთი საყვარელი რამ კაცობრიობისთვის. იგრძენი რომ ის არის უფრო საყვარელი ვიდრე ნებისმიერი საგანი აქ ან აქასშემდეგ – ეს არის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ადამიანმა რაც შეიძლება შესთავაზოს ღმერთს. ამას ასწავლის ვედები. ვედები არ ასწავლის მიღებას საშინლად მკაცრი წესებისა და შეზღუდვების კრებულის; მათ არ უჭირავთ საპატიმრო სახლი, სადაც ადამიანი მიზეზისა და შედეგის ურდულით არის ჩაკეტილი. ესები გვასწავლის ჩვენ რომ არის ერთი, ვინც არის სუვერენული ყველა ამ წესისა და შეზღუდვის უკან, ვინც არის ბირთვი თითოეული ობიექტის, თითოეული ნაწილაკისა თუ ატომის და ენერგიის თითოეული ერთეულის, ერთი ვისი ბრძანებითაც მხოლოდ ხუთი ელემენტი – ეთერი, ჰაერი, ცეცხლი, წყალი, მიწა – ასრულებს მოქმედებას. „გიყვარდეთ ის, გააღმერთეთ ის, თაყვანი ეცით მას“ – ამბობს ვედები. ეს არის სიყვარულის გრანდიოზული ფილოსოფია როგორც საგულდაგულოდ შემუშავებულია ვედებში.
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 26 ოქტომბერი.
ჩვენ სად უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ ღმერთი? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს და შთააგონებს ჩვენ დღეს.
გიყვარდეთ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, გიყვარდეთ ისინი უფრო და უფრო ინტენსიურად; ტრანსფორმეთ სიყვარული მსახურებად, ტრანსფორმეთ მსახურება თაყვანისცემად – ეს არის უმაღლესი სადჰანა. არ არსებობს ცოცხალი არსება სიყვარულის ნაპერწკლის გარეშე; შეშლილ კაცსაც კი ძალიან უყვარს რაღაც ან ვინმე. მაგრამ თქვენ უნდა აღიაროთ ეს სიყვარული როგორც პრემასვარუპას (სიყვარულის განსახიერების) ანარეკლი ვინც ბინადრობს თქვენს გულში. სიყვარულის წყაროს გარეშე რაც თქვენს გულში ბუშტებით იფარება, თქვენ არ იქნებით ნაბიძგები სიყვარულზე საერთოდ. შეიცანით ეს წყარო, უფრო და უფრო მეტად დაეყრდნეთ მას, განავითარეთ მისი შესაძლებლობები, ეცადეთ მორწყათ მთელი სამყარო მისით, გაანადგურეთ მისგან საკუთარი თავის ყოველგვარი დაჭერა და ნუ ეძებთ რამეს ამის სანაცვლოდ მათგან ვისთანაც მას ავრცელებთ. თქვენს ყოველდღიურ საქმეებში ნუ შექმნით ფრაქციებს, ან ნუ მოილხენთ სიძულვილში. დაინახეთ კარგი სხვებში და შეცდომები საკუთარ თავში. პატივი ეცით სხვებს, როგორც მფლობელთ მათში დაყენებული ღმერთის; პატივი ეცით საკუთარ თავს, როგორც ღმერთის ადგილსამყოფელს. გაწმინდეთ თქვენი გული ასე რომ მან შეძლოს იქ დასახლება!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 26 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 27 ოქტომბერი.
ერთგულების გზაზე ჩადენილებმა როგორ უნდა გაატარონ თავიანთი ცხოვრება? ღმრთაებრივი სიყვარულის ინკარნირება ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ იუდჰისტირასა და დრაუპადის საუბრით.
როდესაც დჰარმაჯამ დაკარგა თავისი უზარმაზარი იმპერია და მოუწია გამოქვაბულებში ცხოვრება ჰიმალაის ქედებს შორის, დრაუპადიმ ჰკითხა მას: „უფალო! შენ უდავოდ ყველაზე მაღალი ხარ მათ შორის ვინც ურყევად მიჰყვება დჰარმას გზას; როგორ დაგემართა შენ ასეთი საშინელი უბედურება?” დჰარმაჯამ უპასუხა: „დრაუპადი! ნუ დარდობ. შეხედე ამ ჰიმალაის განფენილობას. რა დიდებული, ლამაზი და ამაღლებულია! ეს ისეთი ბრწყინვალე ფენომენია რომ მე მიყვარს იგი უსაზღვროდ. ეს არ მომცემს მე რამეს, მაგრამ ჩემი ბუნებაა, მიყვარდეს ლამაზი, ამაღლებული. ამ ამაღლებული სილამაზის ტანმოსილება არის ღმერთი. ის არის ერთადერთი არსება რომლის სიყვარულიც ღირს. ეს არის გაკვეთილი რაც ჩვენი ბჰარათიების მრავალსაუკუნოვანმა ძიებამ გამოავლინა. ამიტომაც მიყვარს მე ის. მე არ ვისურვებ რამე კეთილგანწყობას მისგან. მე არ ვლოცულობ რამე კეთილდღეობისთვის. დაე მან მამყოფოს მე იქ სადაც მას უყვარს ჩემი ყოფნა. უმაღლესი ჯილდო ჩემი სიყვარულისთვის არის მისი სიყვარული!” დჰარმაჯამ გაიგო რომ სიყვარული არის ღმრთიური ხარისხი და უნდა იყოს მოპყრობილი ასე. მან ასწავლა დრაუპადის რომ სიყვარული არის სპონტანური ბუნება მათთვის ვინც მუდამ არის ათმას გაცნობიერებულობაში.
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 28 ოქტომბერი.
ჩვენ რატომ უნდა ვემსახუროთ? ჩვენ როგორ უნდა ვემსახუროთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს მაგალითის ციტირებით რამაიანადან.
მსახურობა არის საუკეთესო წამალი ეგოიზმისთვის; ასე რომ ჩაერთეთ მასში შესამსუბუქებლად ტკივილისა და მწუხარების იმ ზომით რაც თქვენ შეგიძლიათ. რამაიანაში, მაიმუნებმა მოიტანეს უზარმაზარი ქვები და გადაყარეს ესები ზღვაში ასაშენებლად გადასასვლელის რამასა და მისი არმიისთვის; პაწაწინა ციყვიც დაეხმარა, რამდენადაც მას შეეძლო – იგი შეგორდა ზღვის სანაპიროზე ქვიშაზე, გაიქცა გადასასვლელის ნაწილად დახვავებული გროვისკენ, დაიბერტყა ქვიშა მისი ბეწვიდან ძლიერი რხევით და დაამატა მხოლოდ მცირეოდენი მასალა რაოდენობას დაგროვილს გიგანტური მაიმუნების მიერ. რამამ დაინახა ციყვი და დააფასა მისი ერთგულება; მან სიყვარულით აიღო იგი თავის ხელისგულში და აკურთხა იგი ზურგზე ხელის ნაზად გადასმით. ეს იყო სრულიად საკმარისი ჯილდო. ციყვების რასამ მას შემდეგ შეიძინა სამი ხაზი მათ ზურგზე კმაყოფილებისა და შემკობის ამ ნიშნის საჩვენებლად. შეეცადეთ შეამსუბუქოთ, იმდენად რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ, სხვების უბედურება; ეს არის საუკეთესო სადჰანა ასპირანტისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 13 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 29 ოქტომბერი.
რა არის სიყვარულის ყველაზე სუფთა ფორმა და რა არის ის ჯილდო რასაც ის ჩუქნის? ბჰაგავანი სიყვარულით და ნათლად გვახსენებს ჩვენ დღეს.
სიყვარული, რომელსაც აქვს ათმა მის საფუძვლად არის სუფთა და ამაღლებული. ვინაიდან ადამიანები შებორკილი არიან სიყვარულის სხვადასხვა ფსევდოფორმებით, ისინი აჯერებენ საკუთარ თავებს მყოფად ცალკეულ სულებად, იზოლირებულებად და ინდივიდუალიზებულად და ართმევენ თავის თავს ღმრთაებრივი სიყვარულის სისავსესა და გრანდიოზულობას. ასე რომ, ადამიანებმა უნდა მოიპოვონ ღმერთის წყალობა. როდესაც ადამიანი უზრუნველყოფს მას, ინდივიდუალური სული თავისუფლდება ტანთან იდენტიფიკებისგან და შეუძლია თვით იდენტიფიდდეს ათმასთან. ეს დასრულება ვედებში მოიხსენიება, როგორც “ბორკილებისგან განთავისუფლება” (ბანდა-ვიჩედანა), ან “გათავისუფლება” (მოკშა). საბრძოლველად ტანის იდენტიფიკების ტენდენციასთან და ღმერთის წყალობის, როგორც გამარჯვების ერთადერთი საშუალების მოსაპოვებლად, დასახულია სულიერი ვარჯიშები, როგორიცაა ფილოსოფიური გამოკვლევა, გრძნობების კონტროლი (დამა) და ექვსჯერადი სულიერი დისციპლინის სხვა დისციპლინები. მათი პრაქტიკა უზრუნველყოფს ცნობიერების განწმენდას; ეს შემდეგ გახდება სუფთა სარკის მსგავსი რასაც შეუძლია აირეკლოს ობიექტი და ათმა დადგება აშკარად გამოვლენილი.
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 30 ოქტომბერი.
რატომ არის კარგი კომპანიის შენარჩუნება ასე კრიტიკული ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ კრისტალურად სუფთა ტერმინებით.
როდესაც რკინის ნაჭერი ჩაფლული არის მტვერში, იგი აგროვებს ჟანგს. მაგრამ იგივე რკინა, როცა იგი ჩადებულია ცეცხლში, თავს აღწევს მისი ჟანგისაგან და ხდება ნათელი და რბილი. მსგავსად, მტვერი ადის ცაში ქარით, მაგრამ წყალით, იგი მიდის დაბლა ორმოში. მტვერს არ აქვს ფრთები ზევით ცაში ასაფრენად, არც ფეხები აქვს მას ორმოში ჩასასვლელად. ეს არის მხოლოდ მისი კომპანიის ეფექტის გამო რომ იგი ცაში ადის ან ვარდება ორმოში. რაც კი ცუდი ან კარგი გხდება შენ არის მხოლოდ კარგი ან ცუდი კომპანიის გავლენის გამო. ამიტომ ადი სანკარამ თქვა: კარგ კომპანიას მიჰყავს განჯაჭვულობამდე; განჯაჭვულობა ათავისუფლებს ადამიანს ილუზიისგან; ილუზიისგან თავისუფლებას მიჰყავს ჭკუის სიმყარესთან; ჭკუის სიმყარე ჩუქნის განთავისუფლებას. როდესაც თქვენ უერთდებით კარგ კომპანიას, თქვენ აღწევთ სიწმინდესა და ღმრთაებრიობას. მეორეს მხრივ, როცა თქვენ აერთებთ საკუთარ თავს ცუდ კომპანიასთან, თქვენ ინვითარებთ ცუდ აზრებს, ცუდ ზრახვებსა და ცუდ ქცევას, რაც გაქეზებთ თქვენ ცუდი ქმედებების თავებაზე. ამიტომ, ძალიან აუცილებელია ადამიანისთვის განივითაროს ადამიანურობა კარგ კომპანიაში გაერთიანების გზით. ადამიანი შეიძლება ავიდეს ღმრთაებრივ დონემდე თუ მას კავშირი აქვს კარგ კომპანიასთან.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 23 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 31 ოქტომბერი.
ჩვენგან ბევრი არის შრი სატია საის ორგანიზაციების ნაწილი ან ჩართულია აქტივობებში ბჰაგავანის სახელით. მაგრამ რა არის მისი მოლოდინი ამ ორგანიზაციებისა და ინსტიტუტებისგან? ბჰაგავანი ნათლად გვახსენებს ჩვენ!
ჩემი სახელობის ორგანიზაციები არ უნდა იყოს გამოყენებული ჩემი სახელის გასაჯაროებისთვის ან ახალი კულტის შესაქმნელად ჩემი თაყვანისცემის გარშემო. ისინი უნდა ცდილობდნენ გავრცელებას ინტერესის ჯაფამში (ღმერთის სახელის წარმოთქმაში), დჰიანამში (მედიტირებაში) და სხვა სადჰანებში (სულიერ პრაქტიკებში), რასაც მიჰყავს კაცი ღმერთობისკენ; მათ უნდა აჩვენონ სიხარულის მიღების შესაძლებლობა ბჰაჯანიდან (ერთგულთა ჯგუფური სიმღერიდან) და ნამასმარანიდან (ღმერთის სახელის გახსენებიდან), და მშვიდობა რაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს სათსანგიდან (კარგი კომპანიიდან). მათ უნდა მიაგონ მსახურება უმწეოებს, ავადმყოფებს, დაღონებულებს, წერა-კითხვის უცოდინრებს და გაჭირვებულებს. მათი უანგარო მსახურება (სევა) არ უნდა იყოს ექსჰიბითეინისტური; ამან არ უნდა მოითხოვოს ჯილდო, არც მადლიერება ან მადლობები მიმღებებისგან. სევა არის სადჰანა, არა მდიდართა და კარგად მოწყობილთა დროსტარება. თითოეულმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი ჭეშმარიტება. ეს არის მიზანი ყველა სწავლების, ყველა კურნების, ყველა განხილვის, ყველა ორგანიზების და ყველა რჩევის რასაც მე ვაკეთებ.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 23 თებერვალი.
სატია საი ბაბა