აპრილი

1.04.2015
ყოველი ასპირანტი რომელიც ეძებს ღმრთიურებას ერთგულების გზის მეშვეობით უნდა ესწრაფოს მოშორებას ამ სამყაროს ალიაქოთიდან, ულმობელობიდან და სიცრუიდან და უნდა აპრაქტიკოს ჭეშმარიტება, უბიწოება, სიყვარული და მშვიდობა. მათ ვინც ეძებენ ერთიანობას ღმერთთან და მსოფლიოს კეთილდღეობას, უნდა მოიშორონ როგორც უსარგებლო ორივე ქება და გაკიცხვა, დაფასება და დაცინვა, კეთილდღეობა და გაჭირვება. მათ მამაცურად უნდა დაიჭირონ ურყევად რწმენა თავიანთ საკუთარ თანდაყოლილ სინამდვილეში და თავი უნდა მიუძღვნან სულიერ ამაღლებას. ვერავინ მაჰა-პურუშას (ავატარის) ჩათვლით ვერ აიცილებს კრიტიკას და გაკიცხვას. მაგრამ ასეთი ადამიანები კი არ უხვევენ ჭეშმარიტებიდან, არამედ მას მაგრად სჭიდებენ ხელს. ისინი ვინც მისდევს კრიტიკას ან გაკიცხვას მოგვიანებით აწყდებიან აუტანელ პრობლემებს და შემდეგ აცნობიერებენ დიდი ადამიანების ნამდვილ ბუნებას და იწყებენ მათ ქებას. მათი სისუსტე და უმეცრება არის ასეთი კრიტიკის ძირითადი მიზეზი. ამიტომ დადექით შორს დაეჭვებული და უმეცარი ადამიანებისგან და თავი დაანებეთ თქვენი რწმენის განხილვას მათთან.
– პრემა ვაჰინი თავი 17.
2.04.2015
ჩვენ ბევრი ვიცით კოსმოსის შესახებ. ფიზიკურმა მეცნიერებებმა აღმოაჩინა ადამიანის ჭკუის და თვალის გამოსაყენებელი ბევრი ინსტრუმენტი. თვალი და ჭკუა აღწერს და აანალიზებს ნივთებს როგორც ესენი არის, როგორც დაინახება იმ მომენტში. რაც არ უნდა იყოს ნივთები რომლებიც დაინახება არის მუდმივი დინებისა და ცვლილებების საგნები. ჩვენ გვაქვს მცირედი გაცნობიერებულობა ჭეშმარიტების შესახებ რომელიც არ იცვლება. ეს უცვლელი პრინციპი არის ბრაჰმანი, მარადიული ღმრთიური პრინციპი, რაზეც გაცხადებული მსოფლიო არის დაფუძნებული. არ იყოყმანოთ ამ ფაქტის მიღებაზე ან არ დაეჭვდეთ უბრალოდ იმიტომ რომ თქვენს თვალებს ან ჭკუას არ შეუძლია მისი აღქმა. ადამიანი რომელიც ხედავს ხის გამხმარ ჯირკს ღამით, ეშინია რომ ეს შეიძლება იყოს მოჩვენება ან უცნაური ადამიანის არსება. ეს არ არის არც ერთი, თუმცა ის აღიქმება როგორც ერთი ან მეორე. ამ მცდარი აღქმის მიზეზი არის ‘სიბნელე’. სიბნელე მოტყუებით აჩეჩებს რაღაცას, რაღაცას რაც არ არსებობს. ამის მსგავსად ყალბი აღქმა (მაია) ფარავს და წარმოსახავს ღმრთიურს (ბრაჰმანს) როგორც არარეალურს.
– ღმრთიური საუბარი, 18 მარტი, 1999.
3.04.2015
სამი ტიპი შეიძლება იყოს აღიარებული მათ შორის ვინც ცდილობს კარგი საქმეების კეთებას და მიაბიჯებს თვითრეალიზების გზაზე – ისინი ვინც არიან ძალიან შეშინებული უსიამოვნებებით, დანაკარგებით და სიძნელეებით თუნდაც დაიწყონ მონდომება; ისინი არიან უმდაბლესი ტიპი. შემდეგი არიან ისინი ვინც აიღო თავის თავზე მოგზაურობა და გაიარა რაღაც მანძილი, არიან დეპრესირებული და დაბრკოლებებით დამარცხებული და იმედგაცრუებულნი და უარს ამბობენ შუა გზაში; ისინი არიან საშუალო ტიპი. ბოლოს, ისინი ვინც ურყევად ერთგულად მისდევენ გზას სიწყნარით და მამაცობით როგორი ბუნებისაც არ უნდა იყოს ტკივილი ან როგორი მძიმეც არ უნდა იყოს გზა; ისინი არიან, რასაკვირველია, უმაღლესი ტიპის. ეს სიმყარე, რწმენა და მუდმივობა არის ერთგულის დახასიათებები. თქვენ შეიძლება იყოთ შემცდარი ამ ილუზორულ წუთისოფელზე მიბმულობით და წარმავალი სიხარულის მიმზიდველობით, მაგრამ არასოდეს მოიშოროთ ბარტერით მუდმივი და სრული ბედნიერების მიღწევის სიმდიდრე. და შეასრულეთ თქვენი სულიერი მოვალეობები სრული ერთგულებით.
– პრემა ვაჰინი.
4.04.2015
სიყვარული შეიძლება დაიხვეწოს ორი მეთოდით: ყოველთვის განხილვით სხვისი ნაკლოვანებების, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ეს, სულ მცირედ და უმნიშვნელოდ. ყოველთვის განხილვით თქვენი საკუთარი ნაკლოვანებების, როგორი მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ეს, დიდად და მწუხარების და მონანიების გრძნობით. ამ გზის მეშვეობით თქვენ თავიდან აირიდებთ უფრო დიდ ნაკლოვანებებს და დეფექტებს და შეიძენთ ძმობის და მოთმინების სათნოებას. შემდეგ, თქვენ რაც არ უნდა აკეთოთ თქვენთვის თუ სხვებისთვის, აკეთეთ იგი იმის გახსენებით რომ ღმერთი არის ყველგან მყოფი. ის ხედავს და ისმენს ყველაფერს და მან იცის ყველაფერი. გახსოვდეთ რომ ღმერთი ისმენს ყველა სიტყვას; გაარჩიეთ ერთმანეთისგან სიმართლე და სიცრუე და ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე. გაარჩიეთ ერთმანეთისგან სამართლიანი და უსამართლო და მოიქეცით მხოლოდ სამართლიანად. ეცადეთ ყოველ წამს რომ იყოთ ღმერთის ყოვლისშემძლეობის შეგნებაში. სხეული არის პიროვნების ტაძარი ამგვარად რაც კი ხდება ამ ტაძარში ეხება პიროვნებას. სწორედ ასე, სამყარო არის უფლის სხეული, და ყველაფერი რაც ხდება მასში, კარგი თუ ცუდი, არის მისი საქმე.
– პრემა ვაჰინი, თავი 19.
5.04.2015
ყოველი ობიექტი ბუნებაში და ყოველი ინდივიდი თქვენს გარშემო მუდმივად გასწავლით თქვენ სხვადასხვა სახის გაკვეთილებს, თქვენი სიცოცხლის ყოველ მომენტში. აღიარეთ ეს ჭე3შმარიტება. სასწაულებრივი, წმინდა და მშვენიერი არის ბუნება. ადამიანის არსებები ღრმად ჩახლართულნი აქვეყნიურ საზრუნავებში და თავიანთ გიჟურ პატივმოყვარეობაში, უმზერენ თავის თავს როგორც ბუნების მეპატრონეს. ბუნება არის თქვენი საუკეთესო მასწავლებელი. ბუნება არის ის რაც თავმჯდომარეობს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე და უზრუნველგყოფთ თქვენ ყველა საკვებით. მას შეუძლია გაკურთხოთ ან დაგსაჯოთ თქვენ, მისი გავლენა არის ძალიან ფართო. ღმერთი ყველა ნივთს ქმნილებაში თვლის თანაბრად და ის არის მუდმივად ყველა მათში. აქედან გამომდინარე არ მიიჩნიოთ ღმერთი და ბუნება როგორც ცალკე მყოფები. ისინი არიან განუყოფლად დაკავშირებულნი მსგავსად საგნის და მისი გამოსახულიბის. ძველი ინდური წერილები თვლიდა და ეთაყვანებოდა ყველა საგანს ბუნებაში როგორც ღმრთიურ გაცხადებას. ქვიდან ალმასამდე, ჭიანჭველიდან სპილომდე, უბრალო ადამიანიდან ბრძენამდე, ყველაფერი და ყოველი ცოცხალი არსება ითვლებოდა თაყვანისცემის ღირსად.
– ღმრთიური საუბარი, 3 სექტემბერი, 1988.
6.04.2015
რადგან ბუნება არის ღმრთიურების ანარეკლი, მისი კანონები არ შეიძლება დაარღვიოს ვინმემ. ადამიანების არსებები დაჯილდოებული არიან ამ დაბადებით მათი საკუთარი ბუნების შესაცნობად. კოსმოსის შესახებ ჭეშმარიტების გაგების ძებნის ნაცვლად ადამიანები კარგავენ მას მატერიალური კეთილდღეობის დევნაში. ისინი ვერ აცნობიერებენ რომ ადამიანის სხეული გაკეთებული ხუთი საბაზისო ელემენტიდან, განსაზღვრულია დასაღუპად. ეს წარმავალი და ხრწნადი სხეული უნდა განხილული იყოს მხოლოდ როგორც დანიშნული არის მარადიული სინამდვილის შესაცნობად. სხეული განხილული უნდა იყოს როგორც რკინის სეიფი, რომელშიც ინახება ფასეული თვლები კარგი ხარისხების და კარგი მოქმედებების. ეს არის ხარისხები რომლებიც სასურველია იყოს. თუ დღეს მსოფლიოს მდგომარეობა გვევლინება სავალალოდ, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანების მოქმედება და ქცევა არ არის კარგი. ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ უბიწოების გზას და უნდა ატარონ კარგი და ღმრთისმოსავი ცხოვრება.
– ღმრთიური საუბარი, 3 სექტემბერი 1988.
7.04.2015
სიძნელეები, უსიამოვნებები და საწუხრები მოდის ბუნებრივი დინებით როგორც შედეგი წარსული მოქმედებების. ადამინის დაბადება არის კარმას (წარსული მოქმედებების) შედეგი; არ არსებობს არავითარი ხსნა მისი შედეგებიდან. როგორიც არის თქვენი მოქმედება ისეთი არის რეაქცია. როდესაც თქვენ დგეხართ სარკის წინ და სთავაზობთ მიმშვიდობებას, თქვენი მიმშვიდობება აირეკლება თქვენზე. თუ თქვენ მიმართავთ უხეში სიტყვებით სარკეში, უხეშობა მოდის ისევ უკან იგივე მანერაში. ცხადია, ჩვენი მოქმედებების ნაყოფი არის განსაზღვრული ჩვენი მოქმედებების ბუნებით. ადამიანი არის ღმერთის ხატი. `ღმერთი ჩნდება ადამიანის ფორმაში (დაივამ მაანუშა რუპენა)~ აცხადებს წერილები. ღმერთი არ ჩამოდის ქვემოთ როგორც ავატარი, რომ შვება მოგვაროს გარკვეულ ინდივიდებს მათი წუხილსა და დარდისგან და მიანიჭოს მათზე სიხარული და ბედნიერება. ღმერთი იღებს ადამიანის ფორმას დრო და დრო რომ აჩვენოს კაცობრიობას როგორ შეიძლება გაღმრთიურდეს ადამიანთა სიცოცხლე.
– ღმრთიური საუბარი, 3 სექტემბერი, 1988.
8.04.2015
ერთგულთა გრძნობები განსაზღვრავს მათ კონცეფციას ღმერთზე. როდესაც ერთგული ლოცულობს, `ოჰ უფალო! მე ვიტანჯები ძლიერად. შენ ვერ ხედავ სიძნელეებს რომლებსაც მე გავდივარ თავიდან ბოლომდე?~ უფალი ეჩვენება მას მხოლოდ როგორც წყვილი თვალი. დღეს ადამიანთა უმეტესობა მედიტირებს და მედიტირების განმავლობაში, ისინი ჩანან როგორც იოგები. მედიტირების შემდეგ დამთავრდა, ისინი უბრუნდებიან თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას, იძირებიან ამქვეყნიურ სიამოვნებებში. ეს არ არის გზა რომელსაც უფალი ქადაგებს. უფალმა კრიშნამ განაცხადა: სატატამ იოგინაჰ (იყავი იოგი ყოველ დროს). იფიქრე ღმრთიურზე ყოველ დროს, ყოველ სიტუაციაში, ყველაფერში რასაც შენ ხედავ, აკეთებ, ლაპარაკობ და განცდი. ლოცვა ღმერთის როდესაც თქვენ ხართ კომფორტულად და მისი დადანაშაულება როდესაც თქვენ ხართ სიძნელეებში ასახავს ეგოურობას და ვიწრო მსოფლმხედველობას. რაც განსაზღვრულია მოსახდენად ვერ იქნება აღკვეთილი. მიიჩნიეთ ყველაფერი რაც ხდება როგორც ღმერთის საჩუქარი. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ განივითარებთ ასეთ რწმენას და სიყვარულს ღმერთისადმი ეს ჭეშმარიტი სულიერება შეძლებს ზრდას.
– ღმრთიური საუბარი, 3 სექტემბერი, 1988.
9.04.2015
ადამიანებს უნდათ მიიღონ ყველაფერი რაც მათ სურთ და იღებენ გულგატეხილობას ან იმედგაცრუებას როდესაც მათი სურვილები არ მატერიალურდება. თქვენ არ შეგიძლიათ ყოველთვის გქონდეთ სიამოვნება. სიამოვნება არის ინტერვალი ორ ტკივილს შორის. ესენი არის როგორც მზის სინათლე და ჩრდილი. მიიღეთ ორივე აღუშფოთებლად. სანდალოზის ხე იძლევა სულ უფრო და უფრო მეტ სურნელებას მაშინ როდესაც მას სულ უფრო და უფრო მეტად ფქვავენ. შაქრის ლერწამი იძლევა გემრიელ წვენს როდესაც ის კარგად დაიჭეჭყება. ოქრო სუფთავდება და იწმინდება მაშინ როდესაც ის გამოიწვება და გადნება ცეცხლში. ასევე ჭეშმარიტი ერთგული არასოდეს არ უნდა იყოს მერყევი თავის სიყვარულში ღმერთისადმი, მაშინაც კი როდესაც ხვდება უსიამოვნებებს და წინააღმდეგობებს თავის ცხოვრებაში. ღმერთი ცდის თავის ერთგულებს მხოლოდ მათ ასაწევად სულიერი კიბის მაღალ დონეზე. ჭეშმარიტი ერთგულები ატარებენ წმინდა ცხოვრებას, რომელიც იწმინდება როდესაც ისინი პირისპირ ხვდებიან დაბრკოლებებს და პრობლემებს სრული რწმენით ღმრთიურებაში.
– ღმრთიური საუბარი, 14 აპრილი, 1993.
10.04.2015
ადამიანი ავსებული სიხარბით, შიშით და რისხვით ვერ შეძლებს რაიმეს მიღწევას ამ წუთისოფელში. უზომო სურვილები აკნინებს ადამიანს. თქვენ ვერ იტყვით უარს სურვილებზე მთლიანად. მაგრამ უნდა არსებობდეს მათი ზღვარი. როდესაც ესენი აჭარბებს ზღვარს თქვენ აცდებით გზას. სურვილები არის შემაძრწუნებლად საშიში. დღევანდელი მტერი ხვალ შეიძლება გახდეს მეგობარი და პირიქით. მაგრამ სურვილი და სიხარბე არის თქვენი მუდმივი მტერი. ესენი მოგინახულებენ დაუღალავად. გიტა ნათლად აცხადებს სურვილებს როგორც ადამიანის ნიტია შატრუს (მუდმივ მტრებს). ამიტომ დაიჭირეთ სურვილები კონტროლს ქვეშ. ღმრთიური სიყვარულის განხორციელებანო! ყოველთვის გახსოვდეთ, ადამიანი ეგოური სიამაყის გარეშე იქნება ყველას მოსაწონი (მაანამ ჰიტვაა ბჰავატი). დარდისგან თავისუფლად ყოფნის საიდუმლო არის სიძულვილის გარეშე ყოფნა (კროდჰამ ჰიტვაა ნა სოჩატი). ის ვინც უარი თქვა სურვილებზე არის თავისუფალი დარდისგან (კაამამ ჰიტვაა აარტონა ბჰავატი). თუ თქვენ დაძლევთ სიხარბეს თქვენ გახდებით ბედნიერი (ლობჰამ ჰიტვაა სუკჰიი ბჰავატი).
– ღმრთიური საუბარი, 1 აპრილი, 1995.
11.04.2015
ხდებით რა სიმშვიდეს მოკლებული, თქვენ ეძებთ ღმრთიურებას სხვადასხვა საშუალებით. რა არის თქვენი დარდის მიზეზი? ეს არის შეუსრულებელი სურვილები თუ თქვენი ძალისხმევის წარუმატებლობა? თქვენ ხართ უბედური იმიტომ რომ ვერ მიიღეთ სხვადასხვა ნივთები, ან რომ ვერ მოიგეთ ლატარიაში? თქვენ კვნესით წვრილმანებზე და ივიწყებთ თქვენს ღმრთიურებას. ეს საერთოდ არ არის ნამდვილი სიძნელეები. ნამდვილი მიზეზი დარდის არის მიბმულობა სხეულზე, საკუთარი თავის იდენტიფიცირებით სხეულთან. ყველა დარდი წარმოიქმნება გრძნობებიდან ‘მე’ და ‘ჩემი’. ძალიან მნიშვნელოვანია რომ შემცირდეს დეჰა-აბჰიიმანამ (სხეულთან მიბმულობა). სურვილები არის სიამოვნების წყარო, მაგრამ ესენი არის ასევე თქვენი მწუხარების მიზეზი. თქვენ უნდა მოიყვანოთ თქვენი ჭკუა კონტროლში. თუნდაც ათასი ადამიანი ვერ დაიჭერს სწრაფად მიმავალ მატარებელს. მაგრამ მატარებელი სრულად ჩერდება მუხრუჭების გამოყენების შემთხვევაში. თქვენი ჭკუის ახირებები არის ზუსტად ამის მსგავსი. როდესაც თქვენ გააკონტროლებთ თქვენს ჭკუას, ყველა საწუხრები შეწყდება.
– ღმრთიური საუბარი, 3 სექტემბერი, 1988.
12.04.2015
არ არსებობს სპეციალური წევრობა რაც მოგცემთ თქვენ ღმრთიური ცხოვრების უფლებას. ყოველი ბრძოლა ერთობის გასაცნობიერებლად ყველა მრავალფეროვნების უკან არის ნაბიჯი ღმრთიური ცხოვრების გზაზე. თქვენ უნდა შედღვიბოთ რძე თუ გინდათ რომ გამოაცალკევოთ და ამოიცნოთ კარაქი რომელიც განუყოფლად არის მასში. სწორედ ასევე თქვენ უნდა შეასრულოთ აზრისა და მოქმედების გარკვეული პროცესები შესასვლელად მტკიცე რწმენის ბირთვში რომ ეს წუთისოფელი არის ცრუ; ეს არის საოცარი ნარევი ჭეშმარიტის და არაჭეშმარიტის (სატიამ და ა-სატიამ). ღმრთიური სიცოცხლის გასატარებლად თქვენ არ შეიძლება დაუშვათ უმნიშვნელო ხინჯი ხასიათში ან სიცრუე გონებაში. ამისკენ მიძღნილი ადამიანები უნდა იყვნენ მაგალითი დარიგებით და პრაქტიკით. გაწმინდეთ ძირითადი მიზეზები მღელვარების, შიშის და უმეცრების. ამის შემდეგ თქვენი ჭეშმარიტი პიროვნება გამოანათებს. მღელვარება მოიხსნება რწმენით უფალში; რწმენით რომელიც გეტყვით თქვენ რომ რაც კი ხდება არის უკეთესობისთვის და რომ უფლის ნება სრულდება.
– ღმრთიური საუბარი, აპრილი, 1957, ვენკატაგირი.
13.04.2015
დარდი მოდის ეგოურობიდან, გრძნობიდან რომ თქვენ არ იმსახურებთ ასე ცუდად მოპყრობას და რომ თქვენ ხართ უმწეოდ მიტოვებული. როდესაც ეგოურობა მიდის, დარდი ქრება. უმეცრება არის უბრალოდ შეცდომა, შეცდომა გაიგივების სხეულთან როგორც მესთან! სინამდვილეში თქვენ უნდა თითოეული ეცადოთ გახდეთ ეგოს მოკლებული, მაშინ უფალი მიგიღებთ თქვენ როგორც თავის საკუთარ ფლეიტას. მე მოგიწოდებთ თქვენ გახდეთ მისი ფლეიტა (მურალი), მაშინ უფალი მოვა თქვენთან აგიყვანთ თქვენ, მიგიყვანთ თავის ტუჩებთან და ისუნთქებს თქვენი მეშვეობით და, თქვენი გულის ღრმულიდან, ეგოურობის სრული არქონით რომელიც თქვენ განავითარეთ, ის შექმნის მომაჯადოებელ მუსიკას მთელი ქმნილებისთვის სიამოვნების მისაღებად. იყავით პირდაპირი რაიმე თქვენი საკუთარი ნების გარეშე, შეუერთეთ თქვენი ნება ღმერთის ნებას. შეისუნთქეთ ღმერთის სუნთქვა. ეს არის ღმრთიური ცხოვრება! ეს არის ის რასაც მე მინდა რომ თქვენ ყველა ესწრაფოთ და მიაღწიოთ.
– ღმრთიური საუბარი, აპრილი 1957, ვენკატაგირი.
14.04.2015
არ არსებობს საჭიროება ახალი რელიგიის ან ახალი კულტურის ან ახალი ფილოსოფიის, საჭირო არის მხოლოდ სუფთა გული. თქვენ არ უნდა მისცეთ ადგილი უსუფთაობას ან ჭუჭყს გულში. თქვენ შეგიძლიათ გახადოთ თქვენი სიცოცხლე წმინდად ოქროს წესის მიდევნით: ‘დაეხმარე ყოველთვის, არ ატკინო არასდროს’. ილაპარაკეთ რბილად, ტკბილად და მართლად. არსებობს ორი თვალი დასანახად სხვადასხვა ნივთების, ორი ყური მოსასმენად კარგის და ცუდის, არსებობს ორი ხელი კარგის და ცუდის გასაკეთებლად, მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი ენა მხოლოდ ჭეშმარიტების სალაპარაკოდ. ღმრთიური ათმას განხორციელებანო! გაატარეთ თქვენი ცხოვრება წმინდა აზრების სათუთად მოვლაში, კარგი ამბების მოსმენაში, კარგი სიტყვების ლაპარაკში, და კარგი საქმეების კეთებაში. თუ თქვენ ყველა მიიღებთ ამ გზას ბედნიერება და აყვავება გამეფდება მსოფლიოში.
– ღმრთიური საუბარი, 14 აპრილი, 1993.
15.04.2015
ღმრთიურება მოდის როგორც ავატარი მხოლოდ სიყვარულის შესახებ კაცობრიობისთვის ჭეშმარიტების სასწავლებლად. მარტო სიყვარული არის სიყვარულის ნაყოფი. ჭეშმარიტ სიყვარულს არ აქვს რაიმე ანგარების კვალი და არ იცის შიში. მსოფლიო აჩვენებს მრავალფეროვნებას რომელიც გამოსხივდება ერთიდან. ღმრთიურება აჩვენებს ერთობას რომელსაც აკუთვნებს სხვადასხვაგვარობის კატეგორიას. ამ ‘მრავალფეროვნებაში ერთობის’ შეცნობა შეიძლება ისწავლო მხოლოდ ღმრთიურიდან. თქვენ სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენ რაც არ უნდა აკეთოთ ან ნახოთ, ჩაინერგეთ წმინდა გრძნობა რომ თქვენ აკეთებთ მხოლოდ იმ მოქმედებებს რომლებიც ღმერთს მოსწონს. გიიტა აცხადებს: არ იქონიოთ არაკეთილმოსურნეობა რომელიმე ცოცხალი არსების მიმართ (ადვეშთაა სარვა ბჰუტაანაამ). სიძულვილი ვინმეს მიმართ არის სიძულვილი ღმერთის მიმართ. წერილებს ასევე ნათლად აქვს გაცხადებული: მიმშვიდობება რომელსაც თქვენ სთავაზობთ ვინმეს აღწევს ღმრთიურს. როდესაც თქვენ აავსებთ თქვენს გულებს სიყვარულით თქვენ არ გექნებათ არავითარი სიძულვილი ვინმეს მიმართ. ჩაინერგეთ რწმენა რომ ღმრთიურება არის თითოეულში და მიენდვეთ მას ჭეშმარიტი მიძღვნის სულით.
– ღმრთიური საუბარი, 3 სექტემბერი, 1988.
16.04.2015
ჯერ კიდევ თქვენ გაქვთ მიწიერი სურვილები, ამის გამო თქვენ არ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ დარდს. სიხარული და მშვიდობა არ არის გარეთა ობიექტებში; ეს არის თქვენს შიგნით. მაგრამ თქვენი უგუნურების გამო თქვენ ეძებთ მას თქვენს გარეთ გარე სამყაროში. რასაკვირველია თქვენ ვალდებული ხართ გახვიდეთ ამ ეფემერული სამყაროდან – შესაძლებელია დღეს ან ხვალ. ამიტომ გააცნობიერეთ მისი არამუდმივობა, ეცადეთ გაიგოთ მარადიული ჭეშმარიტების არსი. ეცადეთ განცადოთ სიყვარული რომელიც არის ღმერთი (პარამატმა) თავისთავად. განასხვავეთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მიიღეთ ის რაც არის ჭეშმარიტი და გადაყარეთ დანარჩენი. ნებისმიერს და თითოეულს შეგიძლიათ გაიგოთ ადვილად კავშირი რომელიც თქვენ (ჯივას) გაქვთ თქვენს შემქმნელთან, თუ თქვენ დაეუფლებით ამ სამ მთავარ ინსტრუმენტს: 1. ჭკუას დაულაქავებელს მიბმულობით და სიძულვილით, 2. საუბარს დაულაქავებელს სიცრუით და 3. სხეულს დაულაქავებელს ძალადობით. ადექით და გააღვიძეთ საკუთარი თავი აქ და ახლა!
– პრემა ვაჰინი, თავი 19.
17.04.2015
ერთგულებთან ურთიერთობაში უფალი ინარჩუნებს ბალანსს. აი რამაკრიშნა პარამაჰამსას მაგალითი. ძველ დროს და ახლაც ყოველთვის არის ზოგიერთი ადამიანი ვინც სიამოვნებას იღებს ცილისწამებით კარგი ადამიანების წინააღმდეგ. ერთხელ მისმა ორმა მოწაფემ განცადა რამდენიმე სოფლელისგან კეთილშობილ ბრძენზე შეურაცხყოფის მიყენება ორ სხვადასხვა შემთხვევაში. საპასუხოდ, ბრაჰმანანდამ, ახალგაზრდა ზრდილმა ერთგულმა დაღვარა ცრემლები. ვივეკანანდა შეეპასუხა და დაემუქრა სოფლელებს. ბრძენი რამაკრიშნა არ დაეთანხმა არც ერთს მათ ქმედებებში! ახსნით მან ასწავლა, `არსებობს ოთხი საბურავი ავტომობილისთვის. წნევა წინა საბურავებში და უკანა საბურავებში უნდა იყოს როგორც დანიშნულია. თუ არის ჭარბი წნევა რომელიმე საბურავში, ის უნდა შემცირდეს. თუ რომელიმე საბურავს აქვს დაბალი წნევა ის უნდა გაიბეროს. მხოლოდ მაშინ იმოძრავებს ავტომობილი შეუფერხებლად. ვივეკანანდა იტანჯება ჭარბი წნევისგან; მას სჭირდება დაშვება. ბრაჰმანანდა არის ძალიან სუსტი, ამიტომ ის უნდა გაიბეროს.~
– ღმრთიური საუბარი, ტრაიიი ბრინდავანი, ივლისი, 1988.
18.04.2015
თქვენ არ უნდა ელოცოთ ღმერთს ამა თუ იმ წყალობისთვის. მიზეზი ის არის რომ არავინ იცის რა უზომოდ ძვირფასი ღმრთიურება და საუცხოო განძეული ინახება ღმრთიური წყალობის განძსაცავში. თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ღმერთი რას აპირებს ან სურს რომ მოგცეთ თქვენ, მის ერთგულს. ასეთი ვითარების ქვეშ, ტრივიალური და წვრილმანი ნივთების თხოვნით თქვენ ამცირებთ მისი ქონების სიდიდეს. აქედან გამომდინარე არ ეძიოთ ღმერთისგან, არც ნატვრის საგანი, არც ელოცოთ წვრილმანი ნივთებისთვის. ყველაზე ძვირფასი და სასურველი ვიდრე კიდევ სხვა რამ არის ღმერთის სიყვარული. ამიტომ დედა მიირა მღეროდა: `ოჰ გულო, შესვი ღმრთიური სიყვარულის ნექტარი~. თუ თქვენ უნდა ითხოვოთ რაიმე ღმერთისგან, მაშინ ელოცეთ მას ასე: `ოჰ უფალო! დაე მე მყავდე მარტო შენ.~ როგორც კი თქვენ გეყოლებათ უფალი, თქვენ მიიღებთ ყველაფერს რასაც კი მოისურვებთ. მაშინ როდესაც თქვენ შეგიძლიათ ძვირფასი ღმრთიური სიყვარულის მიღება, რატომ გწყურიათ რაიმე კიდევ?
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 1989.
19.04.2015
კალი იუგას ცუდი ნიშანი არის ის რომ ყველა მიდის ტაძარში ან თაყვანისცემის ადგილზე მხოლოდ ტრივიალური უპირატესობის მისაღებად. თუ თქვენ შეძლებთ თვით უმაღლესი უფლის მიღებას, რა იქნება თქვენგან მიღწევადის მიღმა? ბრძენმა ტიაგარაჯამ ნათლად განაცხადა, `რამა, თუ მე მექნება მხოლოდ შენი წყალობა (ანუგრაჰა) ვერცერთი პლანეტა (ნავაგრაჰა) ვერ შეძლებს რაიმე ზიანის მოყენებას.~ სულის სიმტკიცე რომელიც მოდის უფლის სიყვარულიდან, განიჭებთ თქვენ თავდაჯერებულობას. თავდაჯერებულობა წარმოშობს უზარმაზარ შინაგან ძალას. ყველამ უნდა განივითაროს ეს ძალა. განივითარეთ ეს თავდაჯერებულობა იმგვარედ რომ თქვენ შეძლოთ ათმა-ანანდას (მეს ნეტარების) განცდა. უფლის სიყვარულით სავსე ადამიანს აქვს ჭკუის დიდი სიმშვიდე, არის სუფთა გულით და არის მშვიდი ნებისმიერ არახელსაყრელ ვითარებაში, წარუმატებლობის ან დანაკარგისას. სიყვარული უნდა იყოს თავისუფალი მოლოდინის გრძნობისგან. სიყვარული რომელიც წარმოიქმნება რაიმეს სანაცვლოდ მიღების სურვილიდან არ არის ჭეშმარიტი სიყვარული. განივითარეთ მთლიანად უანგარო და არამოტივირებული სიყვარული.
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 1989.
20.04.2015
თქვენი სიყვარული ღმერთის მიმართ უნდა იყოს მყარი და უცვლელი, დაუზიანებელი გამოცდებით და მწუხარებებით და უკუღმართობებით. პანდავები არიან კრიშნასადმი ურყევი სიყვარულის უმაღლესი მაგალითი. როდესაც დრაუპადი იყო დამცირებული დურიოდჰანას საკრებულო დარბაზში, როდესაც აბჰიმანიუს თავს დაესხნენ კაურავები და მოკლეს ის, როდესაც აშჰადჰანამ ხოცვა-ჟლეტა მოუწყო უპა-პანდავებს (პანდავების შვილებს), ან როდესაც ისინი ასრულებდნენ დიდებულ რაჯასუია მსხვერპლშეწირვას თავიანთი ძალაუფლების პიკზე, ან როდესაც ისინი გაძევებული იყვნენ ტყეში, არ ნებებოდნენ უსიამოვნებებსა და სირთულეებზე რომლებსაც მათ უქვემდებარებდნენ, ისინი მყარად რჩებოდნენ კრიშნას სახელის ერთგული, ურყევი რწმენით მასში. მათ ჰქონდათ მხოლოდ კრიშნას სიყვარულის იმედი. სირთულეები და პრობლემები არის წარმავალი ღრუბლები რომლებიც მოდის და მიდის. გახსოვთ თქვენ ყველა ნათესავი და ახლობელი თქვენი წინა სიცოცხლეებიდან? მხოლოდ კავშირი რაც რჩება უცვლელად არის ერთი ღმერთთან. მიაკარით თქვენი თავი მასზე.
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 1989.
21.04.15
გოპები არ ინტერესდებოდნენ საკითხით ღმრთიურება იყო ატრიბუტების არმქონე თუ სავსე ატრიბუტებით. ისინი უპირატესობას აძლევდნენ ღმრთიურების თაყვანისცემას კრიშნას ფორმაში და მათ უნდოდათ თავიანთი ფორმების შერწყმა ღმრთიურში. `მაშასადამე ჩვენ უნდა ვიყოთ ფორმის არმქონე~ აცხადებდნენ ისინი. მაშინ როდესაც ჩვენ ვივიწყებთ ჩვენს ფორმას ამით ჩვენ შეგვიძლია ფორმის არმქონესთან შერწყმა. ღმრთიურება შეუძლებელია განცდილი იყოს დჰიანას (მედიტირების) ან ჯაფას (გამეორების) მეშვეობით; ეს არის ილუზია. ამ პრაქტიკებს შეუძლია მოგცეთ ჭკუის წუთიერი სიმშვიდე. მუდმივი სიხარულის განსაცდელად, განივითარეთ თქვენი ღმრთიური ბუნება. ამისთვის თქვენი გარემო უნდა იყოს ხელსაყრელი და სუფთა და უნდა ჰქონდეს სუფთა და ღმრთიური ვიბრირებები. საჭირო არ არის ტყეში წასვლა ღმრთიურ ათმაზე კონცენტრირებისთვის რომელიც ცხოვრობს თქვენს გულში. შინაგანი სიმშვიდის გასაღები არის თქვენს შიგნით და არა გარეთ. წმინდა ღმრთიური დასწრების ატმოსფეროში თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ თქვენს მიერ მშვიდობის ძებნას უფრო ეფექტურად.
– ღმრთიური საუბარი, 14 აგვისტო, 1990.
22.04.2015
ბევრი უწოდებს თავის თავს ერთგულს, მაგრამ ეს მტკიცება არ ნიშნავს არაფერს თავისთავად. როდესაც თქვენ წერთ წერილს, თუ ის არ არის აღიარებული მიმღებისგან თქვენ არ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ თქვენს პოზიციაზე. ამის მსგავსად, ვინმე არის თუ არ არის ერთგული გაცხადებული უნდა იყოს თვით უფლის მიერ. არჯუნამ არ უთხრა კრიშნას: `მე ვარ შენი ერთგული.~ არც უფალი კრიშნა დაკმაყოფილებულა განცხადებით: `არჯუნა შენ ხარ ჩემი ერთგული.~ რატომ აირჩია უფალმა კრიშნამ ეთქვა; `შენ ხარ ჩემი მეგობარი და ერთგული~, იმის ნაცვლად რომ ეწოდებინა არჯუნასთვის ერთ-ერთი ‘მეგობარი’ ან ‘ერთგული’? არსებობს ღრმა სულიერი მნიშვნელობა ამ განცხადებაში, რომელიც ნათელი ხდება მაშინ როდესაც თქვენ აპრაქტიკებთ სულიერ ცხოვრებას. თუ კრიშნა ეტყოდა არჯუნას, `შენ ხარ ჩემი მეგობარი~, არჯუნას ეგო გაიბერებოდა და ის აიღებდა ზედმეტ თავისუფლებას კრიშნასთან. თუ ის ეტყოდა, `არჯუნა შენ ხარ ჩემი ერთგული~, არჯუნა გახდებოდა უკიდურესად მორჩილი. აქედან გამომდინარე უფალმა კრიშნამ განუცხადა, `არჯუნა შენ ხარ ჩემი ერთგული და მეგობარი.~
– ღმრთიური საუბარი, ტრაიეე, ივლისი 1988.
23.04.2015
დაბადებისა და სიკვდილის (ბჰავა-როგას) ამ უნივერსალური ავადმყოფობისთვის, სულიერი საუბრების მოსმენა (სრავანამ) და ღმერთის სახელის გალობა (კირტანამ) არის სავალდებულო რეცეპტი. ღმერთის სახელი, ვედები და პურანები უნდა მოყვეთ და მოისმინოთ. ამ ყველაფრის შესრულებისას, თუ თქვენ არ გააღვიძებთ თქვენს საკუთარ შინაგან შეგნებას (ანთაჰ-კარანას) თქვენ დაიღუპებით. აქედან გამომდინარე ღმერთის წყალობის მისაღწევად ‘მე-ობა’ (აჰამკარა), რომელიც გაიძულებთ თქვენ თქვათ ~მე ვარ მკეთებელი~, უნდა ამოითხაროს ძირფესვიანად თქვენი გულიდან. ყველა სწავლული ან უწიგნური უნდა გრძნობდეს მოზღვავებულ სურვილს ღმერთის შესაცნობად. ღმერთს აქვს თანაბარი სიყვარული ყველა თავისი შვილების მიმართ, რადგან შუქის მოფენა არის სინათლის თვისება. ასევე ღმერთის სახელის წარმოთქმით ერთ ადამიანს შეუძლია პროგრესი ღმერთის შეცნობაში, მეორემ შეიძლება აკეთოს ბოროტი საქმეები! ეს დამოკიდებულია თქვენს მიერ სინათლის გამოყენებაზე. გახსოვდეთ – უფლის სახელი არის უნაკლო მუდამ და საუკუნოდ.
– პრემა ვაჰინი, თავი 21.
24.04.2015
ღმერთი ყველგან არს და არს თქვენში. მის მოსაძებნად თქვენში ძირითადი საჭიროება არის სუფთა და უანგარო სიყვარულის ქონა. იგალობეთ მისი სახელი სიყვარულით. ყველა ცოცხალი არსება ამ წუთისოფელში შებოჭილია კარმით. ღმერთს უყვარს ადამიანის ფორმა. აქედან გამომდინარე ავატარები მოდიან ადამიანის ფორმით. თქვენ შეგიძლიათ განცადოთ მისი ხილვა თქვენი მოვალეობების (კარმა მარგას) მიმდევრობით, როგორც გაცხადებულია ბჰაგავად გიტაში. ღმრთიურება არის პატივცემული როგორც მორთული კერპი ან ხატი, ხელოვნური ფორმით. თქვენ უნდა განცადოთ ღმერთი მისი ბუნებრივი ფორმით, ბუნებრივი მანერით. ყველა მოკაზმულობა რომელსაც ერთგული მიმართავს სიამოვნებას არ ჰგვრის ღმერთს. ამან შეიძლება გაახაროს სხვა ერთგულთა გულები, მაგრამ ღმერთის გული არ ამოძრავდება ამით. მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით შეიძლება ღმერთის გულის ამოძრავება და მოლბობა. ყოველ ერთგულს აქვს ეს ძალა. ღმერთის ექსტრავაგანტული პირფერობით მიმართვის და წვრილმანი წყალობის თხოვნის ნაცვლად მოინდომეთ მხოლოდ ღმერთი და თქვენ მიიღებთ ყველაფერს. ეცადეთ გახადოთ ღმერთი თქვენს უახლოეს მეგობრად.
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 1989.
25.04.2015
ბევრი ადამიანი ავად ახსენებს ხატის თაყვანისცემას, მაგრამ მის საფუძველში მართლაც არის ადამიანის უნარიანობა დაინახოს მაკროკოსმი მიკროკოსმში. მნიშვნელობა ხატის თაყვანისცემის გამოიხატება განცდით; ის დამოკიდებული არ არის ადამიანის წარმოსახვის უნარზე. რის პოვნაც შეიძლება უფლის ფორმაში (ვირატ-სვარუპაში) ის იძებნება ასევე შეუმცირებლად და უმინარევებოდ, ხატის ფორმაშიც (სვარუპაშიც). ხატები ემსახურება იგივე მიზანს რასაც მეტაფორა და შედარება პოეზიაში. ესენი ილუსტრირებს გაძლიერებას და განწმენდას. სიხარული მოდის არა ნივთების ფორმის მეშვეობით არამედ დამყარებული ურთიერთობის მეშვეობით. არა ნებისმიერი ბავშვი არამედ საკუთარი შვილი აბედნიერებს დედას. ეს ამგვარად არის თითოეულ ადამიანთან და ყოველ ნივთთან! თითოეულ და ყოველ ნივთთან სამყაროში, თუ ადამიანი დაამყარებს ამ ახლობლობას, ამ ღმრთიურ სიყვარულს (ისვარა პრემას), მაშინ ნამდვილი ჭარბი სიხარული შეიძლება იყოს განცდილი! მხოლოდ მათ ვინც ეს შეიგრძნო შეუძლიათ მისი გაგება.
– პრემა ვაჰინი, თავი 20.
26.04.2015
ადამიანები ნებდებიან ილუზიას და ხდებიან ერთიანი სიბნელესთან, გამოწვეულთან ყალბი ფასეულობებით და მიბმულობით არარეალურზე, ‘მე’ და ‘ჩემი’. მაგრამ წერილები (შასტრები) არის როგორც დედა, ის არასოდეს ჩაიქნევს ხელს. ის შეუპოვრობას იჩენს და იღწვის მიზნისთვის, ის გახსენებთ თქვენ თქვენს მიზანს, იმიტომ რომ თქვენ გადარჩეთ. წერილები განხილული უნდა იყოს როგორც მიზეზი მიუწვდომელი, განუზომელი და აღუწერელი ბრაჰმანის გაცნობიერების. წერილები არის უთვალავი, და სიცოცხლე არის ხანმოკლე. მაძიებლები არიან უამრავი; ეჭვები და ყოყმანი არის მრავალრიცხოვანი; სიმყარე არის სუსტი. როგორც შედეგი, არავის შეუძლია მოითხოვოს სრული ოსტატობა. მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ მთელი ოკეანის შესმა მისი გემოს საცოდნელად; ერთი წვეთი არის საკმარისი. ამის მსგავსად შეუძლებელია გაიგოთ წერილების ყველა შინაარსი. მაგრამ საკმარისია გაიგოთ მნიშვნელოვანი გაკვეთილი რასაც ეს გასწავლით და დანერგოთ ეს პრაქტიკაში. გაკვეთილი არის ღმრთიურების მუდმივი გახსენება.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2
27.04.2015
სწავლულები ამბობენ რომ შეუძლებელია კარმასგან გაქცევა. რასაც ისინი ამბობენ ჭეშმარიტია გარკვეულ ხარისხში. ახლა თქვენ შეიძლება გაოცდეთ რომ არსებობს გზა კარმას შედეგებიდან გასაქცევად. დიახ ეს შესაძლებელია თითოეულისთვის, თუ ის ‘გამოიმუშავებს’ ღმერთის წყალობას. მას შემდეგ რაც თქვენ დაიმსახურებთ ღმერთის წყალობას თქვენ არ შეგეხებათ კარმაფჰალა (კარმას შედეგები). მაშასადამე ეცადეთ გამოიმუშავოთ ღმრთიური წყალობა. როდესაც თქვენ გამოიმუშავებთ ღმერთის წყალობას, თუნდაც თქვენ განიცადოთ კარმას შედეგები, თქვენ ვერ იგრძნობთ ტკივილს. განვიხილოთ წამლის ბოთლის მაგალითი. წამალს აქვს ვადის გასვლის თარიღი. ვადის გასვლის თარიღის შემდეგ, წამალი კარგავს მის ძალას. იგივენაირად ღმერთის წყალობა აიძულებს კარმაფჰალას ‘ვადის გასვლას’, და ანულებს კარმას მოქმედებას. ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი აქ არის მისი წყალობის ‘დამსახურებაში’. თქვენ უნდა განივითაროთ საჭირო ძალა და ნებისყოფა რომ დაიმსახუროთ ღმრთიური წყალობა და იყოთ თავისუფალი კარმას ბორკილებიდან.
– ღმრთიური საუბარი, 21 ივლისი, 2005.
28.04.2015
თუ წუთისოფელი არის რეალური, იგი უნდა შეიცნობოდეს უსიზმრებო ღრმა ძილშიც, მაგრამ ჩვენ ვერ შევიცნობთ წუთისოფელს ძილის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ხილული მსოფლიო არის ისევე არარეალური როგორც სიზმრის სამყარო. სამყარო არის ღმრთიურის (ბრაჰმანის) ანარეკლი. ცა შეიძლება აირეკლოს პუნშის ქოთანში მაგრამ ეს მას არ აჭუჭყიანებს. ამის მსგავსად ამ ავტომობილში რომელსაც ეწოდება სხეული, ათმა ბინადროს სუფთად და დაუჭუჭყიანებლად. კარგ ან ცუდ მოქმედებათა ნაყოფები ეკვრება ავტომობილზე და არა ბინადარზე. როდესაც ასეთი სიბრძნე მოდის მაშინ ბნელი აჩრდილები კარმას სამი ტიპის გარბის უფრო ადრე. (სამი არსი სანჩიტა – მთელი დაგროვილი კარმა; პრარაბდჰა – კარმა რომლის შედეგებს ჩვენ ვიტანთ აწმყოში და ააგამი – კარმა რასაც ჩვენ ახლა ვასრულებთ რის შედეგებიც შეგრძნობილი იქნება მომავალში). ტანჯვა და ტკივილები ამ წუთისოფელში არის მოჩვენებითი და ხანმოკლე. მყარად დააფიქსირეთ თქვენი ჭკუა ამ დიდ ფაქტზე და მამაცად გაემგზავრეთ სულიერი პრაქტიკის, ერთგულების პრაქტიკის გზაზე.
– პრემა ვაჰინი, თავი 25.
29.04.2015
იგალობეთ ღმერთის სახელი დღისით და ღამით. მარტო ეს დაგიცავთ თქვენ ყოველ დროს. ისევე როგორც ჰაერი არის ყოვლის შემვსები, ღმერთი არის წარმოდგენილი თქვენში, თქვენთან, თქვენს ირგვლივ, თქვენს ქვემოთ, თქვენს ზემოთ. აქედან გამომდინარე იყავით მუდმივ ურთიერთობაში ღმრთიურთან. როდესაც თქვენ განივითარებთ რწმენას ღმრთიურში, თქვენ ბუნებრივად გექნებათ ერთიანობა. მაშასადამე არ იარსებებს მტრობის თვალსაწიერი. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე რიტუალის შესრულება იმისთვის რომ მოიპოვოთ ღმერთის წყალობა. საკმარისია თუ თქვენ აკეთებთ ნაამასმარანას (გალობთ ღმრთიურ სახელს) თქვენი გულის სიღრმიდან. ჰარი ბჰაჯანა ბინა სუკჰა შანტი ნაჰი… (თქვენ ვერ მიაღწევთ მშვიდობას და ბედნიერებას ღმერთის დიდების გალობის გარეშე). თუ თქვენ შეუწყვეტლად გალობთ ღმრთიურ სახელს ‘რამა’, ვერავითარი ზიანი ვერასდროს ვერ შეგემთხვევათ თქვენ. არ გაფლანგოთ ეს შესაძლებლობა არამედ ჩადეთ ის საუკეთესო სარგებლობაში. გახსოვდეთ ღმერთი არის ყოველთვის თქვენთან თქვენ სადაც არ უნდა იყოთ.
– ღმრთიური საუბარი, 21 ივლისი, 2005.
30.04.2015
როდესაც პრაჰლადას მამამ, ჰირანიაკასიპუმ მიიხმო ის ახლოს და სიყვარულით სთხოვა ბიჭს გაემეორებინა ის რაც ისწავლა თავისი მასწავლებლისგან, პრაჰლადამ უპასუხა, `მე ვისწავლე საიდუმლო არსი ყველა სწავლების~ მამა იყო სიხარულით აღსავსე და სთხოვა მას `მითხარი მე ის არსებითი რამ რაც შენ შეითვისე~. პრაჰლადამ უთხრა, `მამა ის ვინც ანათებს ყველაფერს, ის ვინც ბოლოს შთანთქავს ყველაფერს თავისთან, არის ერთი, უფალი ნარაიანა. მისი ყოფნა ყოველთვის ჭკუაში და აქედან ნეტარების განცდა აჯილდოვებს ყველაფრის შესრულებით~. მან ასევე თქვა, `მამა! შენ დაიპყრე მთელი მსოფლიო, მაგრამ შენ ვერ დაიპყრე შენი გრძნობები. როგორ შეძლებ მაშინ შენ ნარაიანას წყალობის მიღებას? ეს მატერიალური ცოდნა და ამქვეყნიური მიღწევები არის ცარიელი სამფლობელოები. ცოდნა და განცდა ერთი ღმრთიურის (ბრაჰმა ვიდია), მარტო ეს არის ღირსი მისადევნად~. განაცხადა სასწაულმა ბავშვმა.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.

ბაბა

კომენტარის დატოვება