მანთჰრა და ჯაფა
კ: არსებობს რაიმე მანთჰრა ან ჯაფა, რომელიც ჩვენ მოქვცემს სანთჰის მდგომარეობას, რომლის შესახებაც შენ ახლახანს ლაპარაკობდი? თუ არსებობს რაიმე ერთი რომელიც არის მნიშვნელოვანი?
პ: მანთჰრა და ჯაფა საჭიროა ყველა ტიპის ადამიანისთვის. რა არის მანთჰრა? ‘მა’ ნიშნავს ‘მანანას’ და ‘თჰრა’ ნიშნავს ‘გადარჩენას’; ამრიგად ‘მანთჰრა’ ნიშნავს `მას, რითაც შეიძლება თქვენ გადარჩეთ, თუ თქვენ მედიტირებთ მასზე”. მანთჰრა გადაგარჩენს შენ სიცოცხლის დამჭერი მიწიერი ცხოვრების ხვიებიდან, რომელიც სავსეა სიკვდილით, დარდით და ტკივილით. ყველა მანთჰრებიდან პრანავა არის ყველაზე მაღალი და ყველაზე უკეთესი. ის არის მათ ყველას ნამდვილი თავი და გვირგვინი.
კ: დავუშვათ, ყოველი ადამიანი აკეთებს იშთადევათჰის სახელის ჯაფას თავისი საკუთარი სინათლის შესაბამისად. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის მცდარი. თუ ის არის მცდარი?
პ: შენ მხედველობაში გაქვს, რომ როგორი ველური და უგუნურიც არ უნდა იყოს ადამიანი, ამის მიუხედავად მას არ შეუძლია არ შესძახოს უფალზე! კარგი, თუ სახელი იკითხება პრანავასთან ერთად, იგი ვალდებულია იყოს სასარგებლო. ისევე, როგორც ოკეანის წყალი აიტანება ცაში მზის სხივებით და შემდეგ მოდის წვიმის სახით, ქმნის ნაკადულებს და მდინარეებს და მიიჩქარის ოკეანის მიმართულებით, რომ კიდევ ერთხელ გახდეს ოკეანის წყალი, ასევე ყველა ხმები და მანთჰრები, რომლებიც ერთხელ იყო მხოლოდ პრანავა, აღწევენ პრანავას ჯაფის და სხვა დისციპლინებისა და რიტუალების მეშვეობით. ისინი ყველა შეირწყმება პრანავაში, მათ წყაროში.
კ: სვამი! ზოგიერთ უხუცესებს ნათქვამი აქვთ, რომ რაც მეტი ბიჯა-აკშარა აქვს მანთჰრას, ის მით უფრო ეფექტურია. არის ასეთი მანთჰრები სხვებზე უმჯობესი, რომლებსაც აქვთ მხოლოდ რამდენიმე ბიჯა-აკშარა?
პ: მე არ ვეთანხმები აზრს, რომ როდესაც ბიჯა-აკშარების რაოდენობა მცირდება იქ ნაკლებია შანსი დჰიიანაში კონცენტრირებისთვის. სადჰაკები უნდა იყვნენ ბედნიერები მეტად, თუ ისინი გაიმეორებენ პანჩაკშარის ან აშთაკშარის პრანავას მიმატებით დასაწყისში. როცა მათ გავლილი აქვთ რაღაცა მანძილი ამგვარად, მათ შეუძლიათ უარი თქვან სიტყვებზეც კი და კონცენტრირება გააკეთონ ფორმაზე, აღწერილზე ხმის საშუალებით, და მანთჰრა გარდაქმნან თავად დევათჰაში. ეს არის ის რატომაც სრუთჰი ამბობს ‘ნისსაბდო ბრაჰმა უჩიიატე’ – `ბრაჰმა არის სიჩუმე, ხმის არარსებობა”
კ: ჩვენ როგორ უნდა შევქმნათ ხმის სიცარიელე? როგორ შეიძლება ის იყოს ბრაჰმანი?
პ: სრუთჰები აცხადებენ, რომ ეს ობიექტური სამყარო, ეს პრაკრიტი არის მაია; ისინი ასევე ამბობენ ვისაც უჭირავს ეს მაია თავისი კონტროლის ქვეშ, არის ისვარა. ამიტომ, ეცადე აიყვანო კონტროლში მთელი ქმნილება და გახდები ისვარა თავისთავად. სტადია როცა, რამდენადაც თქვენ ხართ დაინტერესებული, ობიექტური სამყარო ხდება არარაობა, არის ის სტადია როდესაც შენ აღწევ ბრაჰმანს. მის არარაობის მდგომარეობაში მოყვანამდე, შენ ვერ შეძლებ ბრაჰმანის მიღწევას; ეს არის ნათელი. ისევე როგორც გველი აგდებს თავის კანს და იღებს ახალ კანს, სადჰაკა აგდებს ძველ კანს დებს კანზე ღმრთაებას და უჩვენებს მანთჰრით რომ ის კონცენტრირდება მასზე.
კ: მაპატიე მე, სვამი! მე არ შემიძლია გავიგო ეს ყველაფერი. გახადე ის ნათელი რამდენიმე მაგალითზე.
პ: შენ კვერცხი ხომ გინახია, ასე არ არის? როცა ფრინველი რამდენიმე ხანს აჯდება კვერცხს, წიწილა იზრდება შიგნით საჭირო ტანადობამდე და შემდეგ როცა ტეხს კვერცხის ნაჭუჭს, ის ჩნდება და იღებს თავის ნამდვილ ფორმას. იგივენაირად, როდესაც სადჰაკა განწმენდილი ცნობიერებით ბინავდება მანტრაზე და უწყვეტად იაზრებს მის მნიშვნელობას თავის ჭკუაში, ხედვა იზრდება მის ჭკუაში უწყვეტად, აჯნანას ნაჭუჭი ტყდება და ის ანათებს ღმრთიურების ბრწყინვალებით, რომელიც მან ჩამოაყალიბა თავის შეგნებაში.
კ: ყველა ნივთები წარმოიშობა პრანავადან და, საბოლოო ჯამში, ირწყმება პრანავაში. ამბობენ. მაშინ რატომ არის რომ ძალიან უხუცესები ამბობენ, რომ ზოგიერთს შეუძლია ეს წარმოთქვას და ზოგიერთს არ შეუძლია?
პ: რა არის პრაკრიტი თუ არა ხუთი ელემენტის შერევა? პრანავა არის ნამდვილი სიცოცხლე ყველა ხუთი ელემენტის და, მაშასადამე, თვით პრაკრიტის მაცოცხლებელი სუნთქვა. კლდიდან ძირს ვარდნილი წყლის ხმაური, ნაპირის კონცხზე შეხეთქებული ტალღები ორივე იმეორებს პრანავას მხოლოდ. ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის ხმა ასევე არის პრანავა, ასე არ არის? იციან მათ ეს თუ არა, იმ ადამიანების შეძახილი, რომლებსაც მხრებით მიაქვთ პალანკინი, აწევა მათი, ვინც ეწევა სიმძიმეებს, ხმაური მათი, ვინც რეცხავს თეთრეულს მდინარეზე – ყველა ეს ხმები ჟღერადობაშია პრანავასთან. გაიმეორე მისი შინაგანი აზრის სრული ცოდნით, და მალე მოგეშვება ამ ყოფითი საწუხრების ტვირთი. პრანავა სუნთქვის პროცესი ასევე ამსუბუქებს დარდს. უაზრობაა მტკიცება, რომ ზოგიერთებს აქვთ პრანავას წარმოთქმის უფლება, და ზოგიერთებს არ აქვთ. მათ, ვინც არ სუნთქავს შეიძლება არ ჰქონდეთ ეს უფლება; მაგრამ ვინც სუნთქავს ამბობს უკვე მას პროცესში და ამიტომ აზრი არ აქვს ვინმესთვის ამის უარყოფას. როდესაც არჯუნამ იკითხა, ადამიანმა როგორ უნდა გაიხსენოს ღმერთი სიკვდილის მომენტში, შენ არ იცი რა პასუხი გასცა კრიშნამ? მან უთხრა, რომ მან ჭკუაში უნდა წარმოთქვას პრანავა, რომელიც არის განუსხვავებელი მისგან. ასეთი ბჰაკტები, თქვა მან, მიაღწევენ უმაღლეს მიზანს. ამიტომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება ამ დიდ მანთჰრაზე, პრანავაზე.
კ: როგორ შეიძლება მიაღწიო მიზანს, პრანავას უპასანით? ადამიანი, რომელიც მედიტირებს, როგორ შეიძლება გარდაიქმნას იმ საგანში, რომელზეც მედიტირებს? გეთაყვა, ამიხსენი მე უბრალო ილუსტრირების საშუალებით ეს შეუდარებელი მანთჰრა და ის ჩვენ როგორ გვეხმარება.
პ: ძალიან კარგი. პრანავა არის მშვილდი; ატმა არის ისარი; პარაბრაჰმანი არის სამიზნე. ამიტომ სადჰაკა მშვილდოსნობის პრაქტიკის მსგავსად არ უნდა ეხებოდეს ნივთებს რომლებიც აღელვებენ ჭკუას, არ უნდა მოხვდეს იმის გავლენაში, რაც ჭკუას აღელვებს. მას უნდა ჰქონდეს ერთწერტილოვანი ყურადღება მიზანზე; მაშინ მშვილდოსანი ივსება მიზნით; ის ხდება ნივთი, რომელზეც მედიტირებს. კაივალიოპანიშადში, მუნდაკოპანიშადში და სრუთჰების სხვადასხვა ნაწილებში პრანავა განდიდებულია სხვადასხვა გზით. ამიტომ ეს მანთჰრა რომელსაც მოაქვს გათავისუფლება ადამიანისთვის შეიძლება წარმოითქვას და მედიტირდეს ყველას მიერ. ყველას შეუძლია პრანავა უპასანას პრაქტიკა; შენ არ გჭირდება დაეჭვება ამ თვალსაზრისზე.