01.10.16.
ბედნიერებას და მშვიდობას ვერ იპოვით სიმდიდრეში, მდგომარეობასა და ძალაუფლებაში. ეს ყველა წარმოშობს მხოლოდ შიშს და მოუსვენრობას და არა მშვიდობას და ბედნიერებას. დღეს თუნდაც უმაღლესი განათლების მქონე პიროვნებები ვერ აცნობიერებენ ჭეშმარიტებას, მაგრამ წარმოდგებიან როგორც ერთგულები. ჰირანიაკაშიპუ ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობდა თავისი ვაჟის, პრაჰლადას შემოტრიალებას ღმერთის ერთგულებიდან. ბავშვი იყო დაქვემდებარებული ყველა წამებას და წვალებას რაც ადამიანმა შეიძლება მოიფიქროს. უშიშარი, ყურადღების მიუქცევლად მის ჭირვეულ მამაზე, პრაჰლადა სწრაფად ეჭიდებოდა უფალზე, და მისი ერთგულება უფლისადმი იცავდა მას. პრაჰლადამ განაცხადა, „მარტო ის არის ჭეშმარიტი მამა ვისაც მიჰყავს შვილი ღმერთის გაცნობიერებისკენ.“ არ არსებობს არაფერი დიდი მამად ყოფნაში. არც ერთი მამა არ უნდა ხარობდეს როდესაც შვილი იბადება. მხოლოდ მაშინ როდესაც ხალხი აქებს მისი შვილის სათნოებას შეუძლია მამას იხაროს მისი შვილის დაბადებით. უბიწო შვილი გამოისყიდის თავის თავს და ოჯახს. ჭეშმარიტად, მხოლოდ ისინი არიან კარგი მშობლები ვინც ზრდიან სათნო შვილებს.
– ღმერთის საუბარი, 6 მაისი, 1992.
2.10.16.
განდჰიმ, რომელიც იყო ჩვეულებრივი ადამიანი, შეძლო მსოფლიოში ცნობილობისა და სიდიადის მიღწევა, კარგ ქცევაში გაკვეთილის გამო რომელიც მან ისწავლა თავისი დედისგან. დედა ასრულებდა აღთქმას: ის იღებდა თავის საკვებს მხოლოდ მას შემდეგ რაც გუგული კუკუს დაიძახებდა დილით. ერთხელ როდესაც განდჰი იყო ბიჭი, დედა ელოდებოდა სანგრძლივად გუგულის ძახილის მოსმენას. ამის დამნახველი განდჰი გავიდა სახლიდან, მიბაძვით გაიმეორა გუგულის ძახილი და შევიდა შიგნით და უთხრა მის დედას რომ გუგულმა იმღერა და რომ მას უნდა მიეღო მისი საკვები. დედამ, რომელიც მიხვდა მისი შვილის ეშმაკობას, ხელი შემოულაწუნა მას ლოყაზე და უთხრა, „შენ ხარ ბოროტი ახლობელი ადამიანი! როგორი ცოდვა უნდა მქონდეს მე ჩადენილი რომ დავბადე ისეთი შვილი როგორიც შენ ხარ?“ ის ძალიან დადარდიანდა. მისმა მწუხარებამ ააღელვა განდჰის გული. ამ მომენტიდან განდჰიმ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება არასოდეს ეთქვა ტყუილი კვლავ.
– ღმერთის საუბარი, 6 მაისი, 1992.
3.10.16.
ამბობენ, იგივე ღმერთი ბინადრობს ყველა არსებაში (ეკათმა სარვა ბჰუთანთარათმა). ახლა ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს ეჭვი, „თუ ეს არის ასე, მაშინ მე რატომ არ უნდა მქონდეს მეგობრობა ასეთ თუ ისეთ პიროვნებასთან?“ როდესაც ზოგიერთის ასაკი, ქცევა და აზრები ხელს არ უწყობს თქვენს ზნეობრივ და სულიერ განვითარებას, თქვენ არ უნდა იმეგობროთ ასეთ პიროვნებასთან. თუ თქვენ ამას გააკეთებთ თქვენც გახდებით მისი მსგავსი. ‘მითხარი შენი კომპანია, მე გეტყვი შენ ვინ ხარ’, ასეა ნათქვამი. აქედან გამომდინარე იყავით მორწმუნე, კარგ და კეთილშობილ ადამიანთა კომპანიაში. ბრძენმა ადი შანკარამ თავის ცნობილ ტრაქტატ ბჰაჯა გოვინდამში განაცხადა სათსანგათვე ნისსანგათვამ. კარგ კომპანიას მიჰყავს მიუბმელობისკენ, მიუბმელობა გათავისუფლებთ თქვენ ილუზიიდან, ილუზიიდან გათავისუფლება იწვევს ჭკუის სიმყარეს, და ჭკუის მდგრადობა ჩუქნის თავისუფლებას. აქედან გამომდინარე გადაწყვიტეთ ყოფნა კარგ კომპანიაში, ილაპარაკეთ კარგი სიტყვები, ხედეთ კარგი ნივთები და გახდით კარგი პიროვნება.
– ღმერთის საუბარი, 29 სექტემბერი, 2006.
4.10.16.
ნავარათრი ნიშნავს ცხრა ღამეს. სიბნელე ასოცირდება ღამესთან. რა არის ეს სიბნელე ადამიანის არსებაში? ეს არის უმეცრების სიბნელე. ნავარათრის ზეიმის მიზანი არის იმაში რომ თქვენ გახდეთ სიბნელეზე უარის თქმის შემძლე. როდესაც მინიშნება კეთდება დევიზე, ეს ნიშნავს ერთიან ფორმას დურგას, ლაკშმისა და სარასვატის. ეს სამი ქალღმერთი ერთად წარმოადგენს ენერგიას ან შაკტის. შაკტი არის ენერგია რომელიც წარმოადგენს ბუნებას (პრაკრითის). ბუნება შედგენილია სამი ხარისხიდან, სათვადან, რაჯასიდან და თამასიდან. სარასვატი წარმოადგენს სათვა გუნას (სისუფთავეს), ლაკშმი წარმოადგენს რაჯო გუნას (ენერგიას და მოქმედებას) და დურგა წარმოადგენს თამო გუნას (სიჩლუნგეს ან ინერციას). რადგან ბუნება არის შედგენილი ამ სამი ხარისხით (რაჯასით, თამასით და სათვით), თავის შინაგან ბუნებაზე კონტროლის დასამყარებლად, ადამიანები თაყვანს სცემენ დურგას, ლაკშმის და სარასვატის რადგან ისინი წარმოადგენენ ამ სამ ხარისხს. რომ მოიპოვოთ ქალღმერთ შაკტის წყალობა, თქვენ უნდა გქონდეთ სამმაგი სისუფთავე – გულის სისუფთავე, სისუფთავე ლაპარაკში და სისუფთავე ქმედებებში.
– ღმერთის საუბარი, 27 სექტემბერი, 1992.
5.10.16.
ძველი დროიდან ადამიანები თვალს ადევნებენ თაყვანისცემის გარეგან ფორმებს დღესასწაულების შინაგანი მნიშვნელობის გაგების გარეშე. ბუნება (პრაკრიტი) გვასწავლის სულიერ ჭეშმარიტებას ნავარათრის შესახებ. მთელი კოსმოსი არის ტაძარი. უფალი ავსებს მთელ კოსმოსს. გააცნობიერეთ საის სიყვარული სულიერი პრაქტიკის (სადჰანას) საშუალებით. სადჰანა არ ნიშნავს ღმერთის თაყვანისცემას გარკვეულ ადგილსა და გარკვეულ ფორმაში. ეს ნიშნავს ღმერთზე ფიქრს ყველაფერში რასაც თქვენ აკეთებთ იმის მიუხედავად თქვენ სად იქნებით. თქვენ შეიძლება იკითხოთ ეს შესაძლებელია? პასუხი არის რომ ეს არის შესაძლებელი ყველა მოქმედების ღმერთზე მიძღვნით. ნავარათრის განმავლობაში არსებობს თაყვანისცემის ფორმა რასაც ეწოდება ანგაარპანა პუჯა. თაყვანისცემის ამ ფორმაში სხეულის ყველა ნაწილი (ანგა) არის შეთავაზებული ღმერთისთვის დანებების სულით (სარანაგატით). დანებება ნიშნავს ყველაფრის შეთავაზებას ღმერთზე და უარის თქმას გაცალკევებულობაზე საკუთარ თავსა და ღმერთს შორის. დარწმუნებული იყავით რომ ის არის ერთი და იგივე ღმერთი რომელიც ბინადრობს თქვენში და ყოველ ცოცხალ არსებაში – ეკო ვასი სარვაბჰუთა-ანანთარათმა.
– ღმერთის საუბარი, 6 ოქტომბერი, 1992.
6.10.16.
უფლის წყალობის მისაღებად, თქვენ უნდა გქონდეთ გულის სისუფთავე, სისუფთავე ლაპარაკში და სისუფთავე მოქმედებაში. ეს სამმაგი სისუფთავე აღწერილია ვედანთურ გამოთქამში როგორც თრიპურასუნდარი. ლაკშმი, ვინც არის ყოველი კეთილდღეობის განსხეულება, წარმოდგენილია გულით. პირი წარმოადგენს სარასვატის. სისუფთავე მოქმედებებში (კრია შუდდჰი) წარმოდგენილია დურგათი. ნავარათრის დღესასწაულის ზეიმით, თქვენ უნდა უარი თქვათ სიბნელეზე შიგნით ამ სამმაგი სისუფთავის ჩანერგვით. თქვენ ასევე უნდა გამოიყენოთ ნავარათრის დღესასწაული ბუნების პატივსაცემად და გასააზრებლად ბუნებრივი რესურსები როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული სათანადოდ კაცობრიობის საუკეთესო ინტერესებში. რესურსები როგორიც არის წყალი, ჰაერი, ენერგია და მინერალები გამოყენებული უნდა იყოს ბრძნულად და არა არასწორად ან ფუჭად. ეკონომია ყოველი ბუნებრივი რესურსის გამოყენებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მნიშვნელობა რიტუალების შესრულების როგორიც არის ნაგარასანკირთანი და ბჰაჯანები არის ის რომ – შეავსოს ათმოსფერო სულიერი რხევებით და წმინდა აზრებით.
– ღმერთის საუბარი, 27 სექტემბერი, 1992.
7.10.16.
ამჟამად ეგოიზმი ძალიან გავრცელებულია ერთგულებს შორის, და მათ უყვართ ღმერთი არა ღმერთის გულისთვის არამედ მხოლოდ თავიანთი ეგოური სურვილების შესრულების მისაღებად. მანამ სანამ ეგოიზმი ჭარბობს, ღმერთი ვერ იქნება გაგებული. ნავარათრი ადამიანმა უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა საკუთარი ბუნების გამოსაკვლევად, როგორი არის ეს ადამიანური, ცხოველური თუ დემონური, და უნდა ესწრაფოს ცხოველური ბუნების ტრანსფორმირებას ადამიანურში და შემდეგ გააღმერთოს ადამიანი. ნავარათრის ლოცვების განმავლობაში, თქვენ კითხულობთ „ნეთრამ სამარპაიამის“, აცხადებთ მე ვთავაზობ ჩემს თვალებს უფალს. ნიშნავს კი ეს იმას რომ თქვენ უნდა შესთავაზოთ თქვენი თვალები? არა! მანტრას ნამდვილი მნიშვნელობა ის არის რომ თქვენ ფიქრობთ ღმერთის შესახებ საითაც არ უნდა იხედებოდეთ ან რასაც არ უნდა აკეთებდეთ. ლოცვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა თქვენი ნაწილების შეთავაზებაზე უფლისადმი (ანგაარპანა პუჯა) არის განცხადება რომ თქვენ სთავაზობთ თქვენს თავს უფლის მსახურებაში ყოველ დროს. აქედან გამომდინარე დღეიდანვე, ყოველი სამუშაო რომელსაც თქვენ აკეთებთ, აკეთეთ ეს როგორც შეთავაზება მხოლოდ ღმერთისადმი.
– ღმერთის საუბარი, 6 ოქტომბერი, 1992.
8.10.16.
ადამიანები მუდმივად ზრუნავენ სიმდიდრეზე, ოჯახზე და შვილებზე, და ოდნავ ფიქრობენ ღმერთზე. არსებობს ერთგულების ხანმოკლე მომენტები, მაგრამ ეს არის უფრო საჩვენებელი ვიდრე ნამდვილი გამოხატვა. თუ არ არის ღმერთში რწმენა თვით ღმრთიურ ცხოვრებაში, ეს არის მტკნარი თვალთმაქცობა. მე არ მინდა იმის ცოდნა რომ თქვენ მოსმენილი გაქვთ ბევრი საუბარი. მე მინდა ვიცოდე რომ თქვენ საფუძვლიანად გარდაქმენით თქვენი თავი. ასეთი ტრანსფორმირება არის ჭეშმარიტი ერთგულების ნიშანი. თუ ნიადაგი არ არის სველი, რა სარგებლობა არის თქმაში აქ იყო წვიმა? ‘საი რამ’ სიტყვებში და უპატიოსნება აზრებში არის უსირცხვილო ტყუილი. მიმშვიდობება ‘საი რამ’ უნდა მოდიოდეს ადამიანის არსების სიღრმიდან. განივითარეთ ძმობის გრძნობა ყველას მიმართ. განსხვავება აზრებში უნდა გადაწყდეს კომპრომისით. თუ თქვენ უარს იტყვით ეგოისტურ სიამაყეზე თქვენ შეძლებთ ყველა სირთულის გადალახვას. ამ წუთიდანვე, დაანთეთ თქვენი უმეცრებისა და ეგოიზმის კოცონი, და განივითარეთ სიყვარული თქვენს გულებში. იცხოვრეთ სვამის მოძღვრებით და გამოისყიდეთ თქვენი სიცოცხლეები.
– ღმერთის საუბარი, 2 ოქტომბერი, 1987.
9.10.16.
დასარას დღესასწაული არის კეთილი ძალების ბოროტ ენერგიებზე გამარჯვების ზეიმი. ღმერთს გამოხატული აქვს თავისი თავი როგორც ხუთი ბუნებრივი ელემენტი. მთელი ქმნილება არის მხოლოდ მათი კომბინაცია სხვადასხვა პროპორციებით. თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს მდიდარი რესურსები მოწიწებით, თავმდაბლობითა და მადლიერებით. თქვენ იცით გამოცდილებიდან რომ უზომო რაოდენობა ქარის, ცეცხლის და წყალის არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენ სვამთ უფრო მეტ წყალს ვიდრე საჭიროა, ეს არის წამება. როდესაც თქვენ ჩაისუნთქავთ უფრო მეტ ჰაერს თქვენ სული გეხუთებათ და ზედმეტი სიცხე გწვავთ. ძლიერი ხმაური საზღვრების გადაჭარბებით არის სიმშვიდის დამრღვევი. ამიტომ გაიგეთ რომ ბუნებრივი რესურსების ნაყოფიერი გამოყენება არის თაყვანისცემის ფორმა. ბუნება (პრაკრიტი) არის, არსში, თვით ღმრთიურება. სამყარო არის ღმერთი. ამიტომ დააბიჯეთ ნაზად და მოწიწებით. გამოიყენეთ ეს გონივრულად თქვენი კეთილდღეობის ხელშესაწყობად და ამით სხვებისაც. გამოიყენეთ ბუნებრივი რესურსები ზომიერად და შესთავაზეთ მოსიყვარულე და გონივრული მსახურება საზოგადოებას რომელშიც თქვენ ცხოვრობთ.
– ღმერთის საუბარი, 15 ოქტომბერი, 1966.
10.10.16.
დასრულება (სამაპთამ) იაჯნის (მსხვერპლის რიტუალის) აღინიშნება საბოლოო შეთავაზებით სარიტუალო ცეცხლში, რასაც ეწოდება პურნაჰუთი. შეთავაზება რაც ყოველმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს იაჯნაში ეს არის თქვენი ცუდი აზრები, სურვილები და მოქმედებები. ეს არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე სხვა ყველაფერი. თქვენი სურვილები სჩანს ყოველთვის მზარდად! ეს ნათლად აჩვენებს რომ განდეგილობის (თიაგას) სული არ განვითარდა მცირედაც კი. უკიდურეს შემთხვევაში, თქვენ არ უნდა ეცადოთ მოთოკვას თქვენი სურვილების რაიმე ხარისხით? თუ არ არსებობს ტრანსფორმირება თქვენი ცხოვრების წესში წლების განმავლობაში, თქვენ იქნებით დამნაშავე თქვენი ენერგიების, დროსა და შესაძლებლობების დაკარგვაში! ადრე თუ გვიან ყველა უარს იტყვის თავის მატერიალურ ქონებაზე. გმირი არის ის ვინც იხსნის თავის თავს ქონებიდან თავის წასვლამდე! ჭეშმარიტი მნიშვნელობა იაჯნა სამპთამის არის თვით შეცნობა, შესაცნობად ომნი-მეს რომელიც არის წარმოდგენილი მასში და ყველა არსებაში.
– ღმერთის საუბარი, 2 ოქტომბერი, 1987.
11.10.16. ვიჯაიადასამი
სიყვარულის განსხეულებანო! ვიჯაია დასამი აღნიშნავს დასრულებას (სამაფთის) წმინდა ნავარათრის ზეიმის. სამაფთი იძლევა ფაფთის (დამსახურებას) ყველა შესაძლო ხერხით. დღეს მე გაკურთხებთ თქვენ დამსახურებით უანგარო სიყვარულის განვითარებისკენ. სიყვარული შეიცავს ყველა დანარჩენ ადამიანურ ფასეულობას როგორიც არის ჭეშმარიტება, უბიწოება, არაძალადობა და მშვიდობა. რასაც კი თქვენ აკეთებთ, აკეთეთ ეს სიყვარულით. თქვენი გული არის დიდი ავზის მსგავსი და გრძნობები არის როგორც ონკანები. შეავსეთ თქვენი გული სიყვარულის წყალით. შემდეგ თქვენ განცდით ღმერთის სიყვარულს ყველა თქვენი გრძნობის მეშვეობით. ამ მომენტიდანვე წამოიწყეთ კარგი საქმეები. დაე ყველა იყოს ბედნიერი. ყველა წერილების არსი არის, “დაეხმარე ყოველთვის, არ დააზიანო არასოდეს.” არ დააზიანოთ თუნდაც მწერი, რადგან ღმერთი არის ყოველ არსებაში. დანებდით ღმერთს და თქვით, „მე ვარ შენი“, და იცხოვრეთ მტკიცე რწმენით. ღმერთი დაგიცავთ თქვენ ყოველ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. მე გაკურთხებთ თქვენ კეთილშობილურ გრძნობებზე, კარგ კომპანიაში გაერთიანებაზე, მანკიერებებზე უარის თქმასა და ღმრთიურების მიღწევაზე.
– ღმერთის საუბარი, 1 ოქტომბერი,1998.
12.10.16.
დიდი უბედურების მომენტებში, პანდავები იყვნენ მხოლოდ კრიშნაზე ფიქრებში, ეს გვასწავლის ჩვენ პანდავებსა და კრიშნას შორის მჭიდრო კავშირისა და მეგობრობის გაკვეთილს. კრიშნა, მისდამი პანდავების წმინდა სიყვარულის გამო, იცავდა მათ ისე როგორც ქუთუთოები იცავს თვალებს. ის იდგა მათთან როგორც მათი კომპანიონი ყოველ დროს, ძნელ დროს და კარგ იღბალში, მაშინაც კი როდესაც ისინი ცხოვრობდნენ ტყეში ამოუცნობად წლების განმავლობაში. ეს არის ჭეშმარიტი მეგობრობის არსი. თუ ჩვენ შევხედავთ მეგობრობის ხარისხს აწმყოში, არ არსებობს მეგობრობის რაიმე მტკიცებულება. როდესაც ტბა არის სავსე წყალით ბაყაყები გროვდებიან ირგვლივ; და როდესაც ტბა არის ცარიელი, ყველა ბაყაყი იკარგება. ზუსტად ასე, მაშინ როდესაც თქვენ ხართ შეძლებული და მდიდარი, ყველა არის თქვენი მეგობარი, მაგრამ როდესაც თქვენი სიმდიდრე ქრება, არავინ არის ირგვლივ. გახსოვდეთ, ჭეშმარიტი მეგობარი ვინც გააგრძელებს თქვენთან ყოფნას ყოველ დროს არის მხოლოდ ღმერთი.
– ღმერთის საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი12.
13.10.16.
იცით თქვენ დედამიწაზე თქვენი მომლოცველობის გრანდიოზული მიზანი? არ გადაუხვიოთ შესახვევებსა და არასწორ გზებზე, ეს მიგიყვანთ თქვენ მხოლოდ უბედურებასთან. თქვენ დებთ დიდ რწმენას ნივთებზე თქვენს გარეთ და გეგმავთ სიხარულის მიღებას მათგან და მათი მეშვეობით. თქვენ არ იცით რომ ყველა სიხარული მოდის მხოლოდ თქვენი შინაგანი წყაროდან? თქვენ უბრალოდ ახვევთ გარეგან ნივთებს თქვენი საკუთარი სიხარულით, და შემდეგ, თქვენ განცდით მას თითქოს ეს არის იმ ‘სხვა ნივთებიდან!’ აღიარება თქვენი შინაგანი ღმრთიურების და რეგულირება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ამ ჭეშმარიტების შესაბამისად არის გზამკვლევი ვარსკვლავი ყოველი ადამიანისთვის რომელიც დაჭერილია კამათებისა და ბრძოლების დინებებსა და უკუდინებებში. ამ გზამკვლევი ღმრთიური სინათლის (ათმაჯნანას) გარეშე, სიცოცხლე გადაიქცეოდა უაზრო ფარსად, დაცინვად, სულელების თამაშად. ამ თვით შეცნობის აღქმა არის ის რამაც უნდა გახადოს თქვენი სიცოცხლე სერიოზული და ნაყოფიერი.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი, 1966.
14.10,16,
პერიოდი თექვსმეტსა და ოცდათორმეტ წლებს შორის არის ოქროს ხანა. ყოველი ახალგაზრდის მოვალეობაა ამოიცნოს ყოველი ცუდი იდეა ან აზრი რომლებიც ჩაზრდილია მის ჭკუაში და მოსპოს ეს მთლიანად. ჭკუა არის როგორც ცოფიანი მაიმუნი და თქვენ არ უნდა დანებდეთ მას. როგორც კი აზრი მოდის თქვენს ჭკუაში, თქვენ უნდა შეამოწმოთ როგორი არის ეს კარგი თუ ცუდი. თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი ჭკუა და უნდა დაიჭიროთ ეს თქვენს მართვაში. თქვენ არ უნდა იყოთ მზად თქვენი ყველა სურვილის მორჩილებაზე რომელიც ჩაიზრდება თქვენს ჭკუაში. ახალგაზრდობა არის სტადია როდესაც თქვენ გაქვთ ყველა ძალა წინააღმდეგობების გადასალახად რომლებიც გხვდებათ თქვენ გზაზე და საკონტროლებლად თქვენი მოქმედებების და აზრების. ამ სტადიაზე თუ თქვენ გრძნობთ რისხვას, ეჭვს, ან აღელვებას, გამოიყენეთ მთელი ძალა ამ მიდრეკილებების საკონტროლოდ. თუ თქვენ არჩევთ ახლა თქვენი ემოციების უკონტროლობას, მიიღებთ თქვენ ძალას ამის გასაკეთებლად მოგვიანებით?
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 13.
15.10.16.
სიცოცხლე არ არის უბრალო საქმე! თქვენ ვერ მიაღწვთ ბედნიერებას (სუკჰამს) კომფორტის (სუკჰამის) მეშვეობით. გათავისუფლების სიხარულის მოპოვება შეიძლება მხოლოდ ტკივილითა და ფათერაკებით. დარდი არის ის რაც აქცევს სიხარულს ღირებულ და ძვირფას სამფლობელოდ! ტკივილის გავლით ქალი აღწევს დედობას. მძიმე მუშაობით გლეხი იღებს სასურველ მარცვალს მინდვრიდან. ხანგრძლივი დღეებისა და ღამეების განმავლობაში სწავლის შედეგად სტუდენტი გადის გამოცდას და იღებს ხარისხს. კუპრივით სიბნელე არის რაც კარნახობს სინათლის მძებნელს; სიკვდილი აძლევს სიცოცხლეს ეშხს. ჩამოართვით თქვენს თავს ფუფუნება და კომფორტი, ახსენით თქვენი თავი იქიდან რასაც ეჭიდებით როგორც ახლობელს და ძვირფასს თქვენი ჭკუის აშკარა უმეცრებით. ტანჯვა, ბრძოლა, შეუჩერებელი სწრაფვა და შემდეგ თქვენ ხართ ნაკურთხი ინდივიდუალის უნივერსალთან შერწყმის აღუწერელი ნეტარებით; თქვენ იღებთ ღმერთთან ერთიანობის (საკშატკარას) საჩუქარს.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი, 1966.
16.10.16.
შეხედეთ ქსოვილის ნაჭერს. ნამდვილად ეს არის ძაფების წნული; და თუ თქვენ გამოიკვლევთ უფრო ყურადღებით, თქვენ იტყვით რომ ეს არის უბრალოდ ბამბა. პირველი მდგომარეობა არის ბამბა, მეორე მდგომარეობა არის ძაფი, და საბოლოო მდგომარეობა არის ქსოვილი. თქვენ რას გააკეთებთ თუ თქვენ არ მოგწონთ ქსოვილი? თქვენ გამოაცლით ძაფებს ერთი მეორეს მიყოლებით და ქსოვილი გაქრება! ასეთნაირადვე, თქვენს ჭკუას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული ფორმა. ეს არის უბრალოდ სურვილების წნული. ეს სურვილები თავისთავად მოდის თქვენი ჭკუის აზრებიდან რაც შეიძლება შედარდეს ბამბას. მაშასადამე ამ ანალოგიაში სამი მდგომარეობა არის ბამბა ან აზრები, ძაფები ან სურვილები და საბოლოოდ სურვილები შეადგენს ჭკუას, რაც არის ქსოვილი. ამიტომ თქვენ უნდა ეცადოთ ამ სურვილების შემცირებას იმდენად რამდენადაც შესაძლებელია. სურვილები არის მძიმე ბარგის მსგავსი თქვენი სიცოცხლის მოგზაურობაში. რაც ნაკლებია ბარგი, მით მეტია კომფორტი თქვენთვის!
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 13.
17.10.16.
თითოეულ თქვენგანს გაქვთ თქვენი საკუთარი ძალები და სისუსტეები, ნაკლოვანებები და შიშები, შესაძლებლობები და წინააღმდეგობები, ამიტომ, არავის შეუძლია შეთავაზება რეცეპტის ყველასთვის. თქვენ უნდა იმოქმედოთ იქიდან სადაც ახლა თქვენ ხართ, თქვენი საკუთარი ტემპით, თქვენი საკუთარი შინაგანი სინათლის შესაბამისად. მაგრამ, იმის მიხედვით ადამიანი როდის დაიჭერს თვალმოკვრით ათმურ რეალობას, წყაროს რომლიდანაც ადამიანი არის წარმოქმნილი და მიზანს რომელშიც ადამიანი უნდა გაერთიანდეს, მოგზაურობის მიზანი მიღწეული იქნება ან ადრე ან გვიან. მომხიბვლელობა სხეულის და გრძნობების რომლებიც ამაღლებს მას, და მსოფლიო რომელიც კვებავს გრძნობებს, ისევე როგორც დიდებისა და სიმდიდრის ძებნაში სატრაბახო თავგადასავლების მომხიბვლელობა – ეს ყველა გახდება უაზრობა და გაქრება როგორც კი თქვენ თვალს მოკრავთ ამ ათმურ რეალობას ან წყალობის, ან გურუს ან სხვა რაიმე საშუალებით. ადამიანს მაშინ დეჰა-ბჰრანთის (სხეულთან მიბმულობის) ნაცვლად რომელიც ტანჯავს მას ამჟამად, ექნება ძლიერი სურვილი ცოდნის და დაარსების დეჰიში, ღმრთიურ მაცხოვარში.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი, 1966.
18.10.16.
ბევრი არ არის მზად მშობლების პატივსაცემად. თქვენ შეიძლება დაგებადოთ კითხვა ადამიანმა რატომ უნდა სცეს პატივი მის მშობლებს. ეს არის თქვენი მოვალეობა პატივი სცეთ თქვენს მშობლებს ყველაფრისთვის რაც თქვენმა მშობლებმა გააკეთეს თქვენთვის. თუ თქვენ დღეს აჩვენებთ თქვენი მშობლების პატივისცემას, მაშინ თქვენი შვილებიც პატივს გცემენ თქვენ როდესაც თქვენ გაიზრდებით. თუ თქვენ დატანჯავთ თქვენს მშობლებს ახლა, თქვენი შვილები გააკეთებენ იგივეს საპასუხოდ თქვენს მიმართ და ცრემლები იდენს თქვენი თვალებიდან. თუ სტუდენტს სურს გაატაროს ცხოვრება უსაფრთხოდ და ბედნიერად მომავალში, მან ახლა უნდა დაიწყოს კარგი ცხოვრება. თქვენი გულის სილამაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხეულის გარეგან სილამაზეს არ აქვს მნიშვნელობა საერთოდ. როდესაც თქვენ გაქვთ სუფთა და წმინდა გული, თქვენ გექნებათ ძალა მსოფლიოს განსაწმენდად.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 13.
19.10,16.
მე მოგიტანეთ თქვენ გზავნილი რომელიც მოგანიჭებთ ძალას, მშვიდობას, იმედს და შესრულებას. ეს შეიძლება არ იყოს სასიამოვნო (პრიია), მაგრამ ეს უეჭველად იქნება სასარგებლო (ჰიტა)! პაციენტმა უნდა მიიღოს წამალი და თავისი თავი უნდა ჩააყენოს რეჟიმში რაც არის სასარგებლო, მას არ შეუძლია ითხოვოს მხოლოდ ტკბილი წამალი ან კომფორტული რეჟიმი რომელიც მას მოსწონს. ექიმმა იცის რა არის უკეთესი პაციენტისთვის! მართალი რომ ვთქვა, მოექეცით თქვენს სხეულს როგორც ჭრილობას, რომელსაც ესაჭიროება გარეცხვა, გადახვევა და მკურნალობა წამლებით სამჯერ ან ოთხჯერ დღეში. ეს არის ნამდვილი მიზანი ჭამის და სმის. წყურვილის ავადმყოფობის სამკურნალოდ წამალი არის წყალი. საჭმელი არის წამალი შიმშილის განსაკურნად. ახსნა მიბმულობიდან არის წამალი სიამოვნების ჟინის დაავადების განსაკურნად. ღმერთისკენ სუფთა სწრაფვისთვის და ამით ასამოძრავებლად, პირველი საჭირო ნაბიჯი არის მკაცრი თვითანალიზი ცუდი ჩვევების, მიდრეკილებების და ხარისხების შიგნიდან ამოსაძირკვად.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი, 1966.
20.10.16. ავატარის გამოცხადების დღე
უფლის ავატარი არის ნამდვილი გურუ, ვინც არის გაცილებით უფრო მაღალი და თნაგრძნობიანი ვიდრე ყველა გურუ. მას შეუძლია მისი ნების უბრალო გამოხატვით, გიბოძოთ სულიერი ცხოვრების უმაღლესი სრულყოფილება. ყველაზე უფერული წესითაც კი შესაძლებელია მყის უმაღლესი სიბრძნის მიღწევა. ასეთი არის ყველა გურუთ გურუს ძალა. ნამდვილი გურუ იტაცებს თქვენს გულს, არა თქვეს სიმდიდრეს. როდესაც ღმერთის მთლიანი განსხეულება მოდის დაბლა როგორც ადამიანი, თქვენც აგრეთვე უნდა განავითაროთ ძალა სინათლის მომცემის მისაზიდად მისი წყალობის საჩუქებლად თქვენზე. თქვენ უნდა კონცენტრირდეთ გურუს მსახურებაზე და მისი სწავლების გააზრებაზე. თქვენ უნდა იყოთ მზად რომ გადმოიტანოთ მისი მოძღვრება ყოველდღიურ საქმიანობასა და ქმედით პრაქტიკაში. თქვენ უნდა აავსოთ თქვენი გული ერთგულებით და უნდა მიუძღვნათ მთელი თქვენი ოსტატობა გურუს დარიგების აქტუალიზებას. ასეთი პიროვნება მარტო იმსახურებს მოწაფის (საშიას) ტიტულს.
– სატია საი ვაჰინი, თავი 13.
21.10.16.
ადამიანის არსება არ არის მხოლოდ ქმნილება ხელებით და ფეხებით, თვალებით და ყურებით, თავით და ტანით; თქვენ ხართ გაცილებით უფრო მეტი ვიდრე მთელი ყველა ეს ორგანოები და ნაწილები. ნაწილები სინამდვილეში არის მხოლოდ უხეში წარმონაქმნები ყალიბიდან. თქვენ შემდეგ უნდა გაიხეხოთ, გაიფხიკოთ, გაპრიალდეთ, სრულყოფილდეთ და დარბილდეთ ინტელექტის მეშვეობით. შემდეგ თქვენ შეიძლება გახდეთ იდეალური კანდიდატი ღმრთიურებისთვის, რაც არის თქვენი ნამდვილი ბედი. ეს იმპულსები გასუფთავდება და თქვენი მისწრაფებები აიწევს უფრო მაღალ და კეთილშობილურ დონეზე, მხოლოდ თუ თქვენ აირჩევთ ყველა თქვენი საქმის, სიტყვისა და აზრის უფლისადმი მიძღვნას. ამის მისაღწევად, არსებითია რწმენა ერთ უმაღლეს გონებაში, რომელმაც ჩაიფიქრა ეს სამყარო, რომელიც ინახავს და ანადგურებს მას. შემდეგი არის დარწმუნება თქვენს საკუთარ უმწეობასა და გაჭირვებაში თქვენი საკუთარი მწუხარებისას. მაშინ თქვენ ადვილად მიაღწევთ დანებებას ამ უზენაეს გონებაზე. ამიტომ განივითარეთ რწმენა და დანებება. წყალობა შემდეგ ბუნებრივად დაიწყებს დენას თქვენი გავლით თქვენს ყოველ მოქმედებაში!
– ღმერთის საუბარი, 17 მარტი, 1966.
22,10,16
უფლის წყალობის დამსახურების შესაძლებლობის მისაღებად არსებობს ბევრი განსხვავებული გზა. სიბრძნის (ჯნანას), მოქმედების (კარმას) და იოგას გზა არის უფრო მეტად ძნელი ვიდრე ერთგულების (ბჰაკტის) გზა. ერთგულება დაგვეხმარება ჩვენ მივაღწიოთ ღმერთს, ვიყოთ ღმერთთან ახლოს, და გავიგოთ უფალი და მისი სასწაულები. ყველა სხვა გზას შორის, მოკლე და ადვილი გზა არის სიყვარულის გზა. ღმერთი არის სიყვარულის განსხეულება. ღმერთის მისაღწევად და მისი ღმრთიურების გასაგებად სიყვარულის გზა არის საუკეთესო საშუალება. ღმერთის სიყვარული (პრემა) არ არის რაიმე რაც ფიქსირდება ან ინდივიდში, ან საზოგადოებაში, ან გარკვეულ ობიექტში. ეს არის ძალიან ფართე, უანგარო და მუდამ გავრცობადი. მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს სიყვარულს ამ პრინციპების გამოყენებით, ჩვენ ვხდებით შემძლე გავიგოთ და განვცადოთ წმინდა ღმრთიური სიყვარული ღმერთიდან.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 14.
23.10.16.
როდესაც თქვენ გაზრდით რწმენას და დანებებას, თქვენ არ შეწუხდებით თქვენი მოქმედების შედეგებზე. ყველა თქვენი აზრი და საქმე იქნება სუფთა, გაჯერებული სიყვარულით და ხელსაყრელი მშვიდობისთვის, ვინაიდან თქვენი ქმედებები შემდგომში აღარ არის თქვენი ქმედებები, ეს არის მისი, და თქვენ იქნებით თავისუფალი. ამიტომ გაასუფთავეთ თქვენი გულები და გახადეთ ეს სუფთა სარკედ, ამგვარად რომ უფალმა შეძლოს მასში არეკვლა, მის მთელ სავსე ბრწყინვალებასა და სიდიადეში. სურვილები რომლებიც ებღაუჭება ჭკუას არის დამზიანებელი რაც ალაქავებს ადამიანის შინაგან შეგნებას. აკონტროლეთ თქვენი გრძნობები. არ გაემზადოთ მათი დაჟინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. როდესაც გვამი დევს კოცონზე და ის ანთია, გვამიც და კოცონიც ორივე იფერფლება. ასევე როდესაც გრძნობები არის უარყოფილი, ჭკუაც ქრება. როდესაც ჭკუა ქრება ილუზია კვდება და მიიღწევა გათავისუფლება. გახსოვდეთ, რწმენა ღმერთში არის სულიერი გამარჯვების საუკეთესო განმტკიცება.
-ღმერთის საუბარი, 17 მარტი, 1966.
24.10.16.
როდესაც მთვარე ანათებს ცაზე თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ მას უშუალოდ. თქვენ არ გჭირდებათ დახმარება ჩირაღდნის ან ლამპის ან სხვა რაიმე ხელოვნური სინათლის. მიზეზი არის ის რომ ჩვენთვის შესაძლებელია მთვარის დანახვა მთვარის სინათლით. იგივენაირად თუ თქვენ გინდათ რომ იყოთ უფრო ახლოს და ძვირფასად ღმერთთან ან გაიგოთ ღმერთი, ვინც არის სიყვარულის განსხეულება, ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სიყვარულის საშუალებით რაც არის მისი ნამდვილი ბუნება. ღმერთი, ვინც არის სიყვარულის განსხეულება, არ არის შეზღუდული რომელიმე ადგილით ან ქვეყნით. ის ესწრება ყველგან, მსოფლიოს ყოველ კუთხესა და კუნჭულში. აქედან გამომდინარე, ყველას ახალგაზრდების ჩათვლით უნდა გიყვარდეთ ყველა და უნდა შეხედოთ მოსიყვარულედ ყოველ არსებას როგორც მოსიყვარულე ღმერთს, რადგან ღმერთი არის წარმოდგენილი ყველა ცოცხალ არსებაში. რამდენადაც ღმერთი არის უანგარო, თქვენც ასევე უნდა აპრაქტიკოთ მსახურება უანგაროდ.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 14.
25.10.16.
როდესაც თქვენ ტკბებით უფლის სიდიადის განჭვრეტაში, ვერაფერი მატერიალური ვერ მიგიზიდავთ თქვენ. ყველაფერი რაც ამ მსოფლიოს შეუძლია შემოგთავაზოთ მოგეჩვენებათ მცირედ. მარტო ღმრთიური და თავმდაბალი კომპანია იქნება მიმზიდველი. დიდმა ბრძენებმა ვინც უმღერდნენ უფლის წყალობას გააცნობიერეს ის თავიანთი საკუთარი გულების ალტარზე. შეუბღალავი სიყვარული და ერთგულება რასაც ისინი გადმოსცემდნენ თავიანთი სიმღერებით განოყიერებული იყო მილიონობით ერთგულთა გამომწვარი გულებით. უფლის სახელის გამეორებამ და მათი არჩეული სულიერი პრაქტიკის დაკვირვებამ ბევრ მაძიებელს შესაძლებლობა მისცა მოეპოვებინა გამარჯვება უფალზე სწრაფად და იდუმალად. ისე ძლიერი და ღრმა იყო მათი სიყვარული და ერთგულება რომ არავითარ გულგატეხილობას არ შეეძლო მათი რწმენის შერყევა. რამდასი, თუკარამი, მიირა, და მრავალი სხვა არიან შესანიშნავი მაგალითები სიმაღლის და მათ მთელი კაცობრიობისთვის ააშენეს ერთგულების სამეფო გზა. თქვენი მოვალეობაა ახლა იცხოვროთ თქვენს განსავითარებლად თქვენი ღვთისმოსავი წინაპრებისგან გადმოცემული მემკვიდრეობით.
– ღმერთის საუბარი, 17 მარტი, 1966.
26.10.16.
თუ თქვენ დაუკავშირებთ თქვენს თავს უფალს სიყვარულის (პრემას) გზის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება მისი გაცნობიერება. ღმერთის სიყვარული არის უსაზღვრო და უსასრულო ოკეანის მსგავსი. უბრალოდ იმიტომ რომ ღმერთის სიყვარული არის უსაზღვრო და უსასრულო თქვენ არ შეგიძლიათ ატაროთ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად. რაც თქვენ შეგიძლიათ ატაროთ თქვენთან ერთად დამოკიდებულია თასის ზომაზე რომელსაც თქვენ იღებთ. ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის თქვენი თასის ზომის გაზრდა, და ეს შეიძლება შესრულდეს სულიერი პრაქტიკის (სადჰანას) მეშვეობით. სულიერ პრაქტიკაში პირველი ნაბიჯი არის თქვენი დედის პატივისცემა. დედის მიმართ ერთგულება უნდა იყოს ისეთი რომ თქვენ შეიცნოთ დიდი სიყვარული და მღელვარება რომლითაც თქვენმა დედამ აღგზარდათ. თქვენ უნდა დაუბრუნოთ მადლიერება თქვენს დედას სიყვარულის ან ბჰაკთის ფორმით. დედამაც აგრეთვე უნდა აჩვენოს ბჰაკთი ვათსალიას (დედის შვილისადმი სიყვარულის) ფორმით, შვილის სიყვარულის პასუხად.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 14.
27.10.16.
სანათის ასანთებად, თქვენ გჭირდებათ ოთხი ელემენტი – კონტეინერი, ზეთი, პატრუქი და კოლოფი ასანთი. თუ აქედან ნებისმიერი ერთი აკლია, თქვენ ვერ აანთებთ სანათს. ამ ანთებულ სანათს შეუძლია, თუმცა, მოცილება მხოლოდ გარეგანი სიბნელის. თქვენ როგორ უნდა მოიცილოთ სიბნელე გულის შიგნით? ეს შეიძლება მოიცილოთ მხოლოდ სიბრძნის სინათლით (ჯნანა ჯოტით). როგორ ინთება სულიერი სინათლე, სინათლე სიბრძნის? მას სჭირდება ოთხი ელემენტი ასევე. განცალკევება (ვაირაგია) არის კონტეინერი. ერთგულება (ბჰაკთი) არის ზეთი. ერთწერტილოვანი კონცენტრირება (ეკაგრაღა) არის პატრუქი. უზენაესი ჭეშმარიტების ცოდნა (ჯნანა) არის ასანთი კოლოფი. ამ ოთხივეს გარეშე სულიერი სიბრძნე ვერ მიიღწევა. ამ ოთხიდან ძირითადი წინაპირობაა განდეგილობა (ვაირაგია). განცალკევება არის სხეულზე მიბმულობის არ არსებობა. ეგოს გრძნობა, რაც ადამიანს აიძულებს გაიფიქროს ‘მე’ ყოველჯერ, უნდა იყოს უართქმული. ამ განცალკევების გარეშე, წერილების ცოდნას არ აქვს არავითარი სარგებლობა.
– ღმერთის საუბარი, 9 ნოემბერი 1988.
28.10.16
იმ დროს როდესაც კრიშნა იზრდებოდა, ერთი გოპალა მივიდა მასთან და უთხრა, „ძვირფასო კრიშნა, გეთაყვა იმღერე, იმღერე ჩემი გულის დასაკმაყოფილებლად. აიღე ვედების არსი და გადმოღვარე ეს შენი ფლეიტის მეშვეობით და იმღერე მშვენიერი სიმღერა ჩემი გულის დასაჰიპნოზებლად“. გოპალები თვლიდნენ უფალ კრიშნას სიყვარულის ოკეანედ, და თავისთავად წვეთებად წყალის რომელიც მოდის ამ სიყვარულის ოკეანედან. მათი ეული მიზანი იყო აეღოთ თავიანთი სიცოცხლეები და შეეერთებინათ ეს სიყვარულის უსაზღვრებო ოკეანესთან. მანამ სანამ ჩვენ გვიჭირავს წვეთი წყალის ჩვენი ხელის გულში, ეს რჩება წყალის წვეთად, მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ ამ წვეთს და შევურევთ ოკეანეს წვეთი უკვე აღარ არსებობს, რადგან ეს კარგავს თავის ინდივიდუალობას და ერთიანდება ოკეანესთან. უკეთესი რა მიზანი შეიძლება არსებობდეს ამ ცხოვრებაში უფალთან შერწყმის გარდა?
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 14.
29.10.16.
ჩვენს დღესასწაულებს და წმინდა დღეებს უნდა დავაკვირდეთ შესაფერისი სულით, მათი შინაგანი მნიშვნელობის გაგებით. დემონ ნარაკასურას დანგრევა სიმბოლირებს ბოროტების მოსპობას და სიკეთის აღდგენას. ხედეთ დიიპავალი როგორც დღე უარის სათქმელად ყველა ცუდ ხარისხზე ჩვენში. ბევრი გოპიკა რომლებიც დაპატიმრებული ჰყავდა ნარაკასურას გათავისუფლდა უფალ კრიშნას მიერ ამ დღეს. ეს ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენში დაპატიმრებული კარგი ხარისხები და უნდა მივცეთ სხივმოსილად გამოვლენის საშუალება. მანამ სანამ დემონური ხარისხები რჩება ადამიანებში, ისინი ჩაძირულნი იქნებიან სიბნელეში. ცუდი ხარისხები და აზრები უნდა მოიცილოთ მთლიანად. როდესაც თქვენ გააცნობიერებთ სხეულისა და ყველა გრძნობითი განცდების არამუდმივობას, თქვენ შეიძენთ გამოცალკევებას (ვაირაგიას). შეასრულეთ თქვენი მოვალეობები, განიხილეთ თქვენი სხეული როგორც ამ მიზნისთვის ღმერთისგან ნაჩუქარი ინსტრუმენტი.
– ღმერთის საუბარი, 8 ნოემბერი, 1988.
30.10.16. დიიპავალი
სიცოცხლე არის ცეცხლთან თამაში; თქვენ უნდა ამოკრიფოთ სითბო დაწვის გარეშე. ამგვარად თქვენ მუდმივად უნდა იბრძოლოთ შინაგან ბრძოლაში გრძნობებისა და ინტელექტის ბრძნულად გამოყენებისთვის უპირატესად გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და არა მათ პირობებში გასახლართად. დიიპავალი ზეიმობს ზეციურის გამარჯვებას ჯოჯოხეთურ გავლენებზე, სათნოების გამარჯვებას მანკიერებაზე, სიმბოლურად გამოხატულს როგორც კრიშნას გამარჯვებას ნარაკასურაზე. თქვენი სიცოცხლე ამ მსოფლიოში არის დაბლა დამშვები იმპულსებისა და ამამაღლებელი იმპულსების მუდმივი ბრძოლა. ნარაკასურა თქვენს შიგნით შეიძლება დაინგრეს ჭკუის მუდმივი ბინადრობით უფალზე, როგორც ბჰაგავატა გვიყვება. მხოლოდ მაშინ როდესაც ექვსი მოწინააღმდეგე თქვენში (გულისთქმა, გაბრაზება, სიხარბე, სიცრუე, სიამაყე და ეჭვიანობა) რომლებიც გეწევათ თქვენ დაბლა იქნება დაძლეული, სიბრძნის ალი გამოანათებს ნათლად და კაშკაშად. ამის საჩვენებლად დღეს, ლამპებს (დიიპებს) ანთებენ ქუჩაში ყველა სახლზე.
– ღმერთის საუბარი, 11 ნოემბერი, 1966.
31.10.16.
‘გოპიკების’ უფალ კრიშნას გაღმერთება არის მადჰურა ბჰაკტი. გოპიკები ყოველთვის ფიქრობდნენ უფალ კრიშნაზე და მლიანად ანებებდნენ თავიანთ თავს. მათ სჯეროდათ რომ მთელი მათი სიმდიდრე, სხეული, ჭკუა და ყველაფერი რაც მათ ჰქონდათ მთლიანად დანებებული იყო კრიშნაზე. რასაც კი ისინი აკეთებდნენ, ჭამდნენ თუ ლაპარაკობდნენ ყველაფერი იყო კრიშნას სახელით. თუ არსებობდა დროის რაიმე მომენტი, ეს უნდა კუთვნებოდა კრიშნას. თუ კრიშნა არ იყო იქ თუნდაც წამით, ისინი თვლიდნენ თავის თავს უსიცოცხლოდ. როდესაც კრიშნა მიდიოდა მწყემსებთან, ეს გოპიკები ყოველთვის დარდობდნენ მასზე და მის კომფორტზე – ჰქონდა თუ არა მას სათანადო დაცვა, ჰქონდა თუ არა მას ქოშები, ჰქონდა თუ არა მას რაიმე სახის დისკომფორტი, და ა.შ. ისინი ფიქრობდნენ გოპალაზე და მის კეთილდღეობაზე, მაშნაც კი როდესაც ისი ჭამდნენ თავიანთ საკვებს, ისვენებდნენ თუ ეძინათ. იმიტომ რომ ატარებდნენ ასეთ ცხოვრებას, დროთა განმავლობაში ისინი გაერთიანდნენ მასთან.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 14.
ბაბა