ივნისი

1.06.21.
სიყვარულის ტანმოსილებო! ვისაც თქვენ ხედავთ, ჩათვალეთ ის როგორც ათმური პრინციპის ტანმოსილება. არ შეცდეთ იმით რასაც სხვები ამბობენ. რაც ხალხმა შეიძლება თქვას თქვენზე, ჩათვალეთ რომ ეს არის კარგი თქვენთვის. როდესაც თქვენ განივითარებთ ამგვარ აზროვნებას, ყველაფერი გახდება კარგი თქვენთვის. თუკი ვინმე გაკრიტიკებთ თქვენ, არ შეშინდეთ ამისგან. შეხვდით მას სიმამაცით. შეავსეთ თქვენი გულები გამბედაობით. იარეთ სიმართლისა და სიყვარულის გზაზე მამაცად. სიყვარული არის ყველაზე მეტად წმინდა. ეს არის ღმერთის ფორმა. თუ გძულთ სიყვარული, ეს არის ღმერთის სიძულვილის ტოლფასი. არ არსებობს სხვა სახელი ღმერთისთვის სიყვარულის გარდა. რა საქმიანობასაც კი თქვენ შეუდგებით, აავსეთ იგი სიყვარულით. როდესაც თქვენ აძლევთ საკვებს მათხოვარს, გააკეთეთ ეს სიყვარულით. არ ატაროთ გულით ზიზღი, სიბრაზე ან სიძულვილი ვინმეს მიმართ. თუ თქვენ ასრულებთ ყველა თქვენს მოქმედებას სიყვარულით, ეს არის ნამდვილი ერთგულება.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 21 მაისი.
2.06.21.
როდესაც თქვენ ხართ ჩაძირული უფლის ანანდაში (ნეტარებაში), თქვენ ხართ ყველა მცირე ანანდას მფლობელიც. როდესაც თქვენ ყვინთავთ ზღვაში, თქვენ უნდა ეძებოთ მარგალიტები! როდესაც თქვენ მიდიხართ ნატვრის ასრულების ხესთან (კალპავრიკშასთან) თხოვეთ უმაღლესი ნეტარება. ნუ მოიწყურებთ უფრო მცირეს როდესაც უდიდესი არის მისაწვდომი, უბრალოდ ცოტა მეტი ძალისხმევით! არის ბუნებრივი ლტოლვა კაცში გახდეს უზარმაზარი, უზენაესი, უსაზღვრო, რადგან მისი გულის საცხოვრისში იმყოფება იგივე უზენაესი. ეს არის მსგავსი ძროხაზე ახალგაზრდა ხბოს მიბმულობის. თითოეული ხბო იცნობს თავის დედას. თქვენ შეიძლება გყავდეთ ათასი ხბო და ათასი ძროხა. გაუშვით ხბოები და თითოეული იპოვის თავის დედას. ასევე, თქვენ უნდა იცოდეთ სად მიიღებთ თქვენს მშობლიურ საარსებო წყაროს და დასაყრდენს. ესები მისაწვდომია მხოლოდ ღმერთთან, ვისგანაც თქვენ მოხვედით. თქვენში უნდა იყოს დაჟინებულობის გრძნობა როდესაც სულიერ გზას დაადგებით.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 20 თებერვალი.
3.06.21.
სიყვარული უფლისადმი არ უნდა გადაგვარდეს ფანატიზმში და სხვა სახელებისა და ფორმების სიძულვილში. დღეს ამ ტიპის კიბო ზეგავლენას ახდენს გამოჩენილ კაცებზეც კი. თქვენ უნდა თავი აარიდოთ მას. გწამდეთ რომ ყველა ვინც პატივს სცემს უფალს და დადის ცოდვის შიშით არის თქვენი ძმა, თქვენი უახლოესი მეგობარი და ნათესავი. მათი გარე ჩაცმულობა ან ენა ან კანის ფერი, ან თუნდაც მეთოდები რომლებსაც ისინი ირჩევენ თავიანთი პატივისცემის და შიშის გამოსახატავად არ არის მნიშვნელოვანი საერთოდ. შაქრის თოჯინები ფასეულია შაქრისთვის, არა ფორმებისთვის რაც მათ მიცემული აქვთ მწარმოებლის მიერ. მათი სიტკბო აიძულებს კაცს შეისყიდოს ესები; ამას არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სპილოები, ძაღლები, კატები, ვირთხები, ტურები თუ ლომები. ეს არის ინდივიდუალური ფანტაზიის საკითხი. ყოველი არის ტკბილი, ეს არის არსებითი. სიტკბო იზიდავს მანავას (კაცს) მადჰავასკენ (ღმერთისკენ); პრავრიტი (გარეგანი ქმედება) ნივრიტისკენ (შინაგანი გზისკენ), ანანდა (ბედნიერება) სატ-ჩიტ-ანანდასკენ (ნეტარებისკენ უზენაესი არსების ცნობიერებაში). როდესაც ამის მადა იზრდება, ყველა დაბალი სურვილი და ასეთი შიმშილი წყდება!
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 20 თებერვალი.
4.06.21.
ბევრი თქვენგანი არასწორად იგებს უპავასას მნიშვნელობით “მარხვის შენახვა” და მე ვიცი, თქვენ აჭარბებთ მას. ორშაბათს მარხულობთ შივას სასიამოვნებლად, სამშაბათს ლაკშმის სასიამოვნებლად, ოთხშაბათს სხვა ღმერთის გულის მოსაგებად, ხუთშაბათს ჩემი სახელით, პარასკევს გაურისთვის და შაბათს, შანის შიშისთვის და კვირას, მზის წყალობის მისაღებად. ამ მომენტში, ეს მარხვა არ მიგიყვანთ თქვენ ახლოს ღმერთის წყალობასთან. უპავასა ნიშნავს ყველა თქვენი აზრი, საქმე და სიტყვა იმ წმინდა დღეებში უნდა იყოს ღმერთის გარშემო, თქვენ უნდა გაატაროთ დღე მასთან ახლოს, მასში და მისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჭამა, ძილი და სხვა ფიზიკური ავოკაცია იღებს მეორად როლს, და მედიტირება და ჯაფამ იღებს მთავარ როლს. თუ თქვენი ტანი დაუძლურდება ამ მარხვების შედეგად, ღმერთი იქნება დადანაშაულებული! ასე რომ, თქვენ მხოლოდ იწვევთ ხალხის ბრალდებას ღმერთზე ვისაც თქვენ თაყვანს სცემთ! ისინი მოვლენ თქვენთან და გეტყვიან: ”რა! სანამ თქვენ დაიწყებდით ამ საი ბაბას პუუჯას, თქვენ ბევრად უკეთესი გარეგნობის იყავით; ახლა თქვენ შეიქმენით ასე გამხდარი და სუსტი; თქვენ შეგიძლიათ ძლივს მოძრაობა!“ ნუ გადააჭარბებთ რაიმეს; იყავით ზომიერი და ბრძენი.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 20 თებერვალი.
5.06.21.
სურვილები, როდესაც სრულდება, ამრავლებს შემდგომ სურვილებს; შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ მიჰყავთ დედამიწაზე სიცოცხლის შემდგომ ნაწილებამდე, იმიტომ რომ დაიოკონ ძლიერი სურვილები! ერთადერთი მეთოდი, რომლითაც სურვილის ოცნება შეიძლება განადგურდეს, არის ყველა საქმის მიძღვნა ღმერთისთვის. დაკავდით საქმეებით მიძღვნის სულით; დაუტოვეთ შედეგები მას და შეწყვიტეთ თქვენი თავის მიჯაჭვა მათთან! შეხედეთ ყველას როგორც ღმრთიურის ტანმოსილებას და თაყვანი ეცით თითოეულს როგორც ასეთს, სიყვარულის, გაგებისა და მსახურების შეთავაზებით. მხოლოდ ბრმა იქნება გულგრილი სხვისი სავალალო მდგომარეობის მიმართ და მხოლოდ ყრუ იქნება გავლენაგანუცდელი სხვისი ქვითინით. სინამდვილეში, ‘სხვები’ არ არსებობენ! თქვენ ხართ ყველანი ‘ცოცხალი უჯრედები’ ღმერთის ტანში, რომელთაგან თითოეული ასრულებთ თქვენს ინდივიდუალურ ფუნქციას მისი ნების წინწასაწევად. სიხარული რასაც ადამიანი იღებს სხვისი სიხარულის წახალისებისას არის შეუდარებელი. თქვენი გული თანაგრძნობით უნდა გადნეს როცა თვალი ხედს სხვა ადამიანის ტანჯვას. ეს არის სუფთა ან კეთილშობილი (სათვური) ინდივიდის ნიშანი!
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 1 აპრილი.
6.06.21.
იმ დროს როდესაც თქვენ ხართ სტუდენტები, თქვენ უნდა იგრძნოთ რომ სწავლა არის თქვენი პირველი და ერთადერთი მოვალეობა. იყავით მოწმე მასზე რაც ხდება საკლასო ოთახის გარეთ; არ გაქანდეთ გარეთ და არ გადაიტანოთ ყურადღება. შეეცადეთ გააიგივოთ ერთი მრავალში; გახდით ძლიერნი, ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად; შეითვისეთ იმდენად რამდენადაც შესაძლებელია სიბრძნე დაგროვებული წარსულში, და კულტივირეთ უნარები, რომლითაც თქვენ შეიძლება ემსახუროთ საზოგადოებას. გული გაჟღენთილი თანაგრძნობით ნამდვილად არის ღმერთის საკურთხეველი. თუ თქვენ ივიწყებთ ამ იდეალებს და ანებებთ სიხარბეს, ამპარტავნებასა და სიძულვილს დაბინავდეს თქვენს გულში, თქვენ მხოლოდ ამცირებთ თქვენს თავს მხეცის დონემდე. როგორც პირველი ნაბიჯი საგანმანათლებლო წინსვლაში, თქვენ პატივი უნდა სცეთ თქვენს მშობლებს და გქონდეთ მადლიერება და სიყვარული მათ მიმართ. სწორედ მათი მეშვეობით არის რომ თქვენ გაქვთ დედამიწაზე ცხოვრების ეს შესანიშნავი შანსი. ისინი არიან კულტურის მეურვეები, ყველაზე ადრეული მასწავლებლები, ვინც ჩანერგა სათნოება თქვენში.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 23 მარტი.
7.06.21.
იმპერატორმა შივაჯიმ ერთხელ გაგზავნა რამდენიმე ადამიანი თავისი სამეფო კარიდან სამარტა რამდასთან, მის მოძღვართან, დიდი რაოდენობით სურსათით, მარცვლეულით, ტანსაცმლით, ტკბილეულითა და ჭურჭლებით. მან იკითხა: “ვისთვის მოიტანეთ თქვენ ეს და რატომ?” მათ უპასუხეს: “შენთვის. შენ არავინ გყავს ვინც შეძლებს შენს უზრუნველყოფას, და ასე რომ, შივაჯი მაჰარაჯამ გამოგზავნა ესები.” რამდასმა გაიცინა და თქვა: “მე მაქვს განგება ჩემს უზრუნველყოფად; მარტო ღმერთს არ ჰყავს არავინ მის უზრუნველსაყოფად. სთხოვეთ შივაჯის ეს ღმერთს გაუგზავნოს!” ახლა, არსებობს წუხილის ღელვა გავრცელებული მთელს მსოფლიოზე როგორც ფასების ზრდის შედეგი, და მცდელობები არის გააფთრებული მათ დაბლა დასაწევად. ფუნდამენტური მიზეზი ფასების ზრდისთვის არის დაცემა კაცის ფასში! კაცმა უნდა გააცნობიეროს თავისი ფასდაუდებლობა; მან არ უნდა მიიჩნიოს თავი იაფ თხილად ან ჭანჭიკად, რასაც არ აქვს უმაღლესი მიზანი ცხოვრებაში. მან უნდა იცოდეს რომ ის არის ურღვევი და უძლეველი ათმა (სული) და ტანისამოსი არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება მისთვის!
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 1 აპრილი.
8.06.21.
უწყვეტი და თანმიმდევრული სულიერი დისციპლინის მეშვეობით, კაცს შეუძლია გააკონტროლოს ჭკუის კაპრიზები, რომლებიც მათი მრავალფეროვნებითა და ამაოებით იწვევს იმედგაცრუებასა და მწუხარებას! რაც საჭიროა არის ცოდნა იმ მანკიერი თამაშის შესახებ რომელსაც ჭკუა თამაშობს. იგი წარმოადგენს ადამიანის ყურადღების წინაშე, დროებითი სიამოვნების წყაროს სხვა წყაროს შემდეგ. იგი არ გაძლევთ რაიმე ინტერვალს რომ თქვენ აწონოთ სასარგებლო და საწინააღმდეგო. როდესაც შიმშილი მშვიდდება, იგი იჭერს თვალწინ ფილმის მიმზიდველობას, ან ყურს ახსენებს მუსიკის მომხიბვლელობას, ან აიძულოს ენას დასველდეს რაიმე სასიამოვნო გემოსთვის რისთვისაც იგი არის მწყურვალი. სურვილი ძალიან მალე ხდება განზრახვა მოქმედებისთვის; განზრახვა მალე იკრებს ძალას და ლტოლვა ხდება უკონტროლო! სურვილების ტვირთი თანდათან ძალიან მძიმდება და ადამიანი იღებს გულგატეხვას და ნაღვლიანდება. ასწავლეთ ჭკუას შეტრიალება გონიერებისკენ შთაგონებისა და ხელმძღვანელობისთვის, არა გრძნობებისკენ თავგადასავლებისა და მიღწევებისთვის. ეს გადააქცევს მას ინსტრუმენტად თქვენი კაპრიზების შემცირებისთვის და დასაზოგად დროსა და ენერგიის უფრო მეტად სასიცოცხლო საკითხებისთვის!
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 1 აპრილი.
9.06.21.
ერთგულება და რწმენა უნდა იყოს კულტივირებული თითეული სტუდენტის მიერ. იყავით ერთგული და დისციპლინებული ისეთივე როგორც არჯუნა. იყავით გონიერი და ძლიერი ისეთივე როგორც ბჰიიმა. იყავით მტკიცე და გულწრფელი როგორც დჰარმარაჯა. მაშინ, ვერანაირი ზიანი ვერ მოვა თქვენთან; თქვენ მიაღწევთ გამარჯვებას თქვენს ყველა ძალისხმევაში. არსებობს ოთხი F, რომლიც უნდა დააფიქსიროთ თქვენი ყურადღების წინაშე: (1) მიჰყევით (Follow) მბრძანებელს (2) დაუპირისპირდი (Face) სატანას (3) იბრძოლე (Fight) ბოლომდე და (4) დაასრულე (Finish) მიზანზე. “მიჰყევი მბრძანებელს” ნიშნავს, დაიცავი დჰარმა. “დაუპირისპირდი სატანას” ნიშნავს, გადალახეთ ის ცდუნებები, რომლებიც გაწუხებთ, როდესაც ცდილობთ მიიღოთ არტა (სიმდიდრე ან სახსრები კომფორტში საცხოვრებლად). “იბრძოლე ბოლომდე” ნიშნავს, ბრძოლას შეუჩერებლად; წარმოებას ომის ექვსი მტრის წინააღმდეგ რომლებსაც უძღვება კამა (ვნება). დაბოლოს, “დაასრულე მიზანზე” ნიშნავს, ნუ გაჩერდები სანამ მოკშას (უმეცრებისა და ბოდვისგან განთავისუფლების) მიზანი მიიღწევა. F–ები ფუნდამენტურია ოთხი პურუშარტას – დჰარმას, არტას, კამასა და მოკშას მისადევნად.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 6 ივლისი.
10.06.21.
ატი სარვატრა ვარჯაიეტ არის უძველესი აქსიომა; ეს ნიშნავს, ”თავი აარიდეთ გადამეტებას, ყველა ადგილზე”. თქვენ პატივი უნდა სცეთ საზღვრებს დადგენილს გამოცდილი ბრძენების მიერ წმინდა ტექსტებში. ესები მოქმედებს როგორც სანაპირო რომელიც აკავებს წყალდიდობის წყალს; ესები მიმართავს ემოციურად ძლიერ ვნებებს უწყინარი არხებისკენ და გიცავენ თქვენ განადგურებისგან. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს ელემენტარული საჭიროებები – ფიზიკური, აზრობრივი და გონებრივი, ეს რაღაც ზომით უნდა შესრულდეს. მაგრამ, არ არის საჭირო თვითდამძიმება უსარგებლო საკვებით, ზედმეტი ავეჯითა და მრავალბინიანი სასახლეებით. ფუფუნება ადუნებს და ამონებს. ლიდერებმა უნდა მისცენ მაგალითი ამ დამოკიდებულებაში, რადგან ადამიანები ჩვეულებრივ ცდილობენ მიბაძონ და შეეჯიბრონ მათ. მაგალითი არის მეტად ეფექტური ვიდრე მითითება. პრაქტიკის უნცია არის მეტად ფასეული ვიდრე ქადაგების ტონა. აი ამიტომ მე ვაცხადებ, რომ “ჩემი ცხოვრება არის ჩემი მესიჯი”. თქვენ უნდა ტრანსფორმიროთ თქვენი ცხოვრება იმ იდეალის მაგალითებად რომელსაც თქვენ ქადაგებთ. მშობლებმა უნდა მისცენ კარგი მაგალითი შვილებს, და მასწავლებლებმა მოსწავლეებს.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 1 აპრილი.
11.06.21.
კაცმა უნდა თაყვანი სცეს ღმერთს კაცის ფორმაში; ღმერთი ჩნდება მის წინაშე როგორც ბრმა მათხოვარი, იდიოტი, კეთროვანი, ბავშვი, დაჩაჩანაკებული მოხუცი, ბოროტმოქმედი ან გიჟი. თქვენ უნდა ხედოთ თუნდაც ამ ფარდების უკან სიყვარულის, ძალაუფლებისა და სიბრძნის ღმრთიური ტანმოსილება, საი, და თაყვანი სცეთ მას უანგარო მსახურებით. ღმერთი არ შეიძლება იდენტიფირდეს ერთი სახელითა და ერთი ფორმით. ის არის ყველა სახელი და ფორმა. თქვენი სახელებიც მისია, თქვენ მისი ფორმები ხართ! თქვენ ცხადდებით როგორც ინდივიდუალური ტანმოსილებები რადგან თვალი რომელიც ხედავს მათ ეძებს მხოლოდ ტანმოსილებას, გარე შემოსვას! როდესაც თქვენ განწმენდთ თქვენს ხედვას და შეხედავთ მათ ათმური თვალით, თვალით რომელიც აღწევს ფიზიკურის უკან მთელს მის ატრიბუტებსა და მოწყობილობებთან, მაშინ, თქვენ დაინახავთ სხვებს როგორც ტალღებს აბსოლუტის ოკეანეზე, როგორც “ათას თავს, თვალს და ფეხს“ უზენაესი არსების როგორც ეს არის ხოტბაშესხმული რიგ ვედაში. ესწრაფეთ მოიპოვოთ ეს ხედვა და გააჯეროთ თავი ამ ნეტარებით!
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 1 აპრილი.
12.06.21.
სიზარმაცეზე უარის თქმის გარეშე, როგორ შეიძლება ჭეშმარიტება გაცნობიერდეს? ვნებაზე უარის თქმის გარეშე, შეიძლება ერთგულებამ გაიდგას ფესვი? იყავით მშვიდი და წყნარი, დაძაბულობასა და მღელვარებაში, ეს არის სათვური (კეთილი) გზა უფლის, ჭეშმარიტების მოსაპოვებლად. ჭკუა არის საოცრება, მისი მასხრობები არის კიდევ უფრო გასაოცარი. მას არ აქვს გარკვეული ფორმა ან მოხაზულობა. იგი იღებს იმ ნივთის მოხაზულობას ან ფორმას, რომელშიც ის არის ჩართული. ხეტიალი სურვილიდან სურვილზე, კურკური ერთი სურვილიდან მეორეზე არის მისი ბუნება. ასე რომ, ეს არის დანაკარგისა და მწუხარების, აღფრთოვანებისა და გულგატეხვის მიზეზი. მისი მოქმედებები არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ღირს იცოდეთ ჭკუის მახასიათებლები და მისზე დაპატრონების გზები ადამიანის საბოლოო სარგებლისთვის. ჭკუა არის მიდრეკილების მქონე გამოცდილების შეგროვებასა და მათ შენახვაზე მეხსიერებაში. მან არ იცის უარის თქმის ხელოვნება. არაფერია უკუგდებული ჭკუით. შედეგად, მწუხარება, შფოთვა და უბედურება აგრძელებს ადუღებას მასში. თუ შეძლებ ჭკუას ასწავლო მსხვერპლის გაღება, შეიძლება გახდე იოგი (სულიერად მშვიდი ადამიანი)!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
13.06.21.
ხალხი ერთვება ბჰაჯანში, პუჯასა და დჰიანაში (გალობაში, თაყვანისცემასა და მედიტირებაში) – ესები არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშები! ჭკუა არ აწინაურებს მათ გულწრფელობაში. გული არ იღვრება და არ ვიბრირებს მათში. ამგვარად, ესები რჩება ადამიანის დონეზე. ესები არ იზრდება ღმრთიურებისკენ. “შეიძლება ტბა შეივსოს როდესაც არის მხოლოდ წვიმის შხეფები? შესაძლებელია წყურვილის შემსუბუქება როდესაც ნერწყვი ჩადის? შეიძლება მუცელი სავსე იყოს, თუ სუნთქვა შეკავებულია? შესაძლებელია არსებობა ნაღვერდლის იყოს გარანტირებული ბალახის ფოთლების დაწვით?” კითხულობს პოეტი. მორი უნდა დაიწვას თუ ნახშირი გვჭირდება; მხოლოდ წვიმის თავსხმას შეუძლია შეავსოს ტბა კიდემდე; მხოლოდ ჭიქა ცივ წყალს შეუძლია წყურვილის განკურნება, არა ნაკლებს! გული შეთავაზებული უნდა იყოს სისავსით! ერთგულება უნდა გადმოიღვაროს გულიდან. შეხედეთ ლოტოსს; მისი ფესვები არის წყალქვეშა ტალახში. იგი წყლის საშუალებით იზრდება და მასზე ტივტივებს. იგი არ ფერკმრთალდება ტალახით და არ სველდება წყლით! საკვირველია, იგი ვერ გადარჩება ტალახისა და წყლის გარეშე, მაგრამ ამოდის მაღლა ჰაერსა და მზეზე!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
14.06.21.
ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ თუ რა იგულისხმება “მე” -ში. როდესაც მე ვკითხულობ თქვენს სახელს, თქვენ ამბობთ: ”რამანა, ლაკშმაიია, ვენკანნა, კრიშნამურთი” და ა.შ. როდესაც გეკითხებიან ვინ არის ეს რამანა ან ლაკშმაიია, ხელს ასწევ და ეუბნები: ”მე, მე”. მე ვეკითხები მრავალ ადამიანს და ვიყენებ მრავალ სახელს, მაგრამ პასუხი ყოველთვის არის “მე”. საიდან მოდის ეს “მე”? ეს არის ყველაში. აქვს ამ “მე”-ს ფორმა? ეს არის ეს ტანმოსილება ან ჭკუა ან გონება ან ცნობიერება? ეს არ არის მათგან არცერთი. ‘მე’ არ არის ეს ტანმოსილება. როდესაც მე ვამბობ ჩემი თავშალი მე ვგულისხმობ რომ მე ვარ განსხვავებული თავშალიდან. მე ვამბობ ჩემი მაგიდა ან ჩემი სკამი, რადგან მე არ ვარ მაგიდა ან სკამი. ახლა, თუ ჩვენ გვაქვს ეს “მე” ყველაში, ეს უნდა იყოს ყველაში იგივე. ეს არის ერთი მრავალში. 1 + 1 + 1 + 1 ტოლია 4-ის. მაგრამ მე + მე + მე + მე არის მხოლოდ “მე”-ს ტოლი ვინაიდან, “მე” არის იგივე ყველაში. ამის შეცნობა არის ნამდვილი ცოდნა ადამიანის რეალური პიროვნების, ერთის, ათმანის. ამ ცოდნის გარეშე ცხოვრება ფუჭია.
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 25 ივლისი.
15.06.21.
საკუთარი თავის სხვებთან შედარების ტენდენცია არის ძალიან არასწორი. არცერთი ორი ნივთი ან ორი ადამიანი არ არის იდენტური. იდენტური ტყუპებიც კი იზრდებიან ცხოვრების გამორჩეული წესებით. ხეზე მილიონი ფოთოლიდან არცერთი არის ზუსტად ისეთი როგორიც სხვა. ბოტანიკოსებმა იციან ეს განსაკუთრებულება. მილიარდობით ადამიანი იმყოფება დედამიწაზე, მაგრამ სად არის “წნეხი” რომელმაც მისცა თითოეულ მათგანს უჩვეულო ანაბეჭდი? ეს არის ღმერთის დიდებულება! მილიონობით ყუთი არის წარმოებული კომპანიის მიერ; ყველა იდენტურია და ყველა შეიძლება დაიკეტოს და გაიხსნას გასაღებების ერთი და იგივე ნაკრებით. ადამიანი შექმნილია ღმერთის მიერ, თითოეული მათგანი განსხვავებული ბუნებით, ხარისხით, შესაძლებლობითა და ბედით. მაშინ, როგორ, შეუძლია ვინმეს შეადაროს თავისი თავი სხვასთან და აღფრთოვანდეს ან სასოწარკვეთილდეს? ჩვენ ვამბობთ ვიღაც მაღალია და ვითრგუნებით იმიტომ რომ ჩვენ ვართ დაბალი. და სხვა დროს, ჩვენ ვართ ამაყი რომ ჩვენ ვართ უკეთესი ვიდრე სხვები. როდესაც ჩვენ მივდივართ ამაზე ფიქრებში, ეს ყველაფერი ძალიან სულელურია!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
16.06.21.
არ არსებობს უფრო დიდი ხარისხი კაცში ვიდრე უანგარო სიყვარული რაც თვითგამოიხატება მსახურებაში სხვების მიმართ. ურთიერთობა კარმასა და კარმა იოგას შორის უნდა გავიგოთ. ჩვეულებრივი კარმა შესრულებული მიჯაჭვულობით ან სურვილებით იწვევს მონობას. მაგრამ უსურვილო, უანგარო მოქმედება ხდება კარმაიოგა. ჩვენი ცხოვრება უნდა გახდეს იოგა (ღმრთიური ზიარება) უფრო ვიდრე “როგა” (ავადმყოფობა). დღეს ჩვენი მოქმედებების უმეტესობა შედეგდება “როგაში”, რადგან ესები დაკავშირებულია გრძნობით სიამოვნებასთან. დაავადებისგან თავისუფლების მმოპოვება შესაძლებელია სულიერი გზის მიდევნით. ეს არ შედგება მხოლოდ ბაჰაჯანების გალობაში ან ჰიმნების კითხვაში. ესები კარგი საქმეებია. მხოლოდ ქმედებები შესრულებული როგორც სრული შეთავაზება ღმერთისადმი შეიძლება ჩაითვალოს სულიერად. ადამიანი ვინც არის უმეცრების მდგომარეობაში მე-ს შესახებ არის როგორც ყვავილის კვირტი რომელიც ჯერ არ არის გაფურჩქნილი. როდესაც ყვავილი ყვავის, ის ღვრის სურნელს ყოველმხრივ. აგრეთვე, ის ვინც შეიცნობს ღმრთიურებას შიგნით, ხდება სინათლისა და ძალის წყარო!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
17.06.21.
როდესაც თქვენ ხედავთ იურისტს, თქვენ იხსენებთ თქვენს სამართლებრივ პრობლემებს. როდესაც თქვენ ხედავთ ექიმს თქვენ ფიქრობთ თქვენს ავადმყოფობაზე. ამის მსგავსად, როდესაც თქვენ ხედავთ ტაძარს თქვენ გახსენდებათ ღმერთი. ტაძრები სასარგებლოა მხოლოდ როგორც შემხსენებლები. ჭეშმარიტი თაყვანისცემა არის გულწრფელ ერთგულებაში ღმერთისადმი თითოეულში. თქვენი გულის ტაძრის განწმენდით, თქვენ უნდა მიუძღვნათ თქვენი სიცოცხლე მსახურებას. ასეთი მიძვნილი მსახურება, შესრულებული სადჰანის სულით, არის ის რაც განასხვავებს შრი სატია საის ორგანიზაციებს. საის უთვალავი ერთგული – კაცი და ქალი, ახალგაზრდა და მოხუცი ასრულებს მსახურებას სხვადასხვა ფორმით, საის სიყვარულის გამო. ხალხი საუბრობს სვამის ვიბჰუტზე (წმინდა ფერფლზე) და სვამის სასწაულებზე. მაგრამ ნამდვილი სასწაული არის სვამის უსაზღვრო სიყვარული. ეს არის ის სიყვარული, რომელიც შთააგონებს უამრავ ერთგულს დააკავოს საკუთარი თავი უანგარო მსახურებით. არ არსებობს რაიმე ამ სიყვარულზე უფრო დიდი. თქვენ ყველა მოეზიდეთ ჩემსკენ ამ სიყვარულით. სიყვარულის გაცემა და სიყვარულის მიღება არის ჩემი მუდმივი საქმიანობა.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
18.06.21.
არ არსებობს საზღვარი ჩემი ანანდისთვის (ღმრთიური ნეტარებისთვის). მე ვარ ყოველთვის ჩაძირული ნეტარებაში. ეს არის იმიტომ რომ ჩემი ნეტარება ასოცირებულია სუფთა სიყვარულთან და არა მატერიალურ საგნებთან. თუ თქვენ მისდევთ სიყვარულის ამ გზას, თქვენ მიიღებთ ენით გამოუთქმელ ანანდას და განცდით მშვიდობას. თანაბარი ჭკუით მიიღეთ იღბალი და უიღბლობა, ბედნიერება და მწუხარება, დანაკარგი და მოგება. ესები არის ბუნების პროდუქტები, ისეთივე როგორც სიცხე და სიცივე, ზაფხული და ზამთარი. მათ აქვთ თავისი მიზნები სამსახურისთვის. მსგავსად, ცხოვრების აღმავლობას და დაღმავლობას აქვს გაკვეთილები ჩვენს სასწავლებლად. სინამდვილეში, ცხოვრებაში წარუმატებლობის გარეშე, ჩვენ არ ვიქნებით შემძლე განვცადოთ ღმთიურება. სიბნელის გარეშე, ჩვენ ვერ დავაფასებთ სინათლეს. სიძნელეების განცდის გარეშე, ჩვენ ვერ დავტკბებით სარგებელთა მიღებით. ჭკუის სიმშვიდის ნაკლებობა არის ის რაც გვაიძულებს ჩვენ ვეძებოთ საშუალებები მედეგი მშვიდობის მისაღწევად! წმინდა წერილები აცხადებს რომ მხოლოდ თვითაღკვეთით, უკვდავება შეიძლება იყოს მიღწეული. კაცებმა უნდა ისწავლონ თვითაღკვეთის პრაქტიკა იმიტომ რომ მათ აღმოაჩინონ მედეგი მშვიდობისა და ნეტარების საიდუმლო!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
19.06.21.
თანამედროვე ადამიანი იტანჯება ფლობის გრძნობისგან. ეს არის უარყოფითი დამოკიდებულება. ის გატაცებულია იდეით “ჩემი” და “საკუთარი”. ის აძლევს ზედმეტ მნიშვნელობას ტანმოსილებას, დავიწყებით ყველაზე ძვირფასი ათმური პრინციპის, რაც არის მასში, რამაც მას უნდა მისცეს მედეგი ნეტარება. ამ მიჯაჭვულობის მიზეზი არის გრძნობების არასწორად გამოყენება და გრძნობებით გამოწვეული სურვილების მონად გახდომა. თვალები, ყურები და გრძნობის სხვა ორგანოები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ წმინდა საგნების აღსაქმელად. ესები არ უნდა იყოს გამოყენებული განურჩევლად დასატკბობად იმით რაც კი მათ სიამოვნებას ანიჭებს. ეს არის მიზეზი რის გამოც სვამი ურჩევს ადამიანებს არ ხედონ ბოროტება, არ ილაპარაკონ ბოროტი ან ისმინონ რაც არის ბოროტი და ხედონ რაც არის კარგი, ისმინონ რაც არის წმინდა და ილაპარაკონ რაც არის კარგი! ეს შეიძლება ჩანდეს მარტივი წესები, მაგრამ სავსეა ღრმა მნიშვნელობით! ადამიანებმა მუდმივად უნდა განასხვაონ ნეგატიური და პოზიტიური ქმედებები. ყველა ცუდი და ამორალური ქმედება უარყოფითია ხასიათში და თავიდან უნდა აიცილოთ!
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 15 თებერვალი.
20.06.21.
როდესაც რამა სიტასთან ერთად ტყეში წავიდა, ერთ დღეს მან უთხრა მას: “ბჰუჯატა! ამ მსოფლიოში არ არსებობს დედაზე და მამაზე უფრო მეტად სათაყვანებელი ღმრთაებები. როდესაც ადამიანს ჰყავს თავისთან მისი საყვარელი დედა, ვინც მუდმივად ზრუნავს მასზე და ახალისებს მის კეთილდღეობას, მისი როგორც ღმრთურის თაყვანისცემის გარეშე, როგორ შეიძლება კაცი დაფიქრდეს არსებაზე, რომელიც არის წმინდა და მისი ყოველდღიური გამოცდილების მიღმა? ღმრთიური აღემატება მთელ ადამიანურ გაგებას. როგორ შეიძლება ეს იყოს შეცნობილი? ადამიანები ვისაც არ შეუძლიათ ჩაწვდნენ მშობლების გულებს ვინც არიან ახლოს მათთან, ვის სიყვარულსაც ისინი განიცდიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ შეუძლიათ მათ ჩაწვდნენ აბსოლუტს, რომელსაც უპანიშადები აცხადებს, რომ არის სიტყვისა და ჭკუის მიღწევის მიღმა? აქედან გამომდინარე, ბრძანება – “დედა და მამა უნდა იყვნენ თაყვანცემულნი როგორც ღმრთიური”. ჩემი მთავარი მოვალეობა იყო მამაჩემის ნების შესრულება.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 26 აპრილი.
21.06.21.
განთავისუფლება არ არის რაღაც მისაღწევი სიცოცხლის შემდეგში. სწრაფვა განთავისუფლებისთვის უნდა დაიწყოს ადრეულად ცხოვრებაში და უნდა გაგრძელდეს განუწყვეტლივ. სხვა ტერმინი განთავისუფლებისთვის არის “ემანსიპაცია”. ეს არის ნამდვილი თავისუფლება – თავისუფლება გრძნობების მონობისგან. ეს ნიშნავს რომ თქვენ უნდა გაუძღვეთ ყველა მოვალეობას მიჯაჭვულობის გარეშე ნაყოფებზე იქიდან. დღეს ყველა მოქმედება სრულდება შედეგებთან მიჯაჭვულობით. მაგალითად, სტუდენტები სწავლობენ ბიომეცნიერებას ექიმებად გახდომის მიზნით. თავისთავად ამაში არაფერია ცუდი. მაგრამ როდესაც ისინი ხდებიან ექიმები, ისინი პირველ რიგში უნდა იყვნენ დაინტერესებული თავიანთი პაციენტების დახმარებით და არა თავიანთი შემოსავლით! სოციალური მსახურების გაწევის დროსაც კი, ხშირად არსებობს პირადი ინტერესის ელემენტი, რომელიც აფუჭებს თქვენი მსახურების ხარისხს. ნაცვლად უანგარო სიყვარულის პოზიტიურ მოქმედებად ყოფნის, მსახურება ხდება ნეგატიური ქმედება მტარებელი პირადი ინტერესის სენის. ვერავითარი მუდმივი სიხარული ვერ მიიღება ასეთი ნეგატიური საქმიანობიდან.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 15 თებერვალი.
22.06.21.
ადამიანის ტანი არის მრავალი დაავადების მსხვერპლი. ადამიანი ყველა მათგანს განიხილავს როგორც ტანის დაავადებას. მაგრამ ყველა არ არის მთლიანად დაკავშირებული ტანთან. ტანის დაავადებები შეიძლება განიკურნოს წამლებით. მაგრამ დაავადებების უმეტესობას მსოფლიოში დღეს თავისი საწყისი აქვს ჭკუაში. ჭკუასუსტობები სხლეტს რეაქციებს ტანში და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. მრავალი დაავადების მთავარი მიზეზი ფესვგადგმულია ჭკუაში. ჭკუა და ტანი არის ურთიერთდაკავშირებული. ჭკუის გავლენა ტანზე არის უარყოფითი ხასიათის. ეს უარყოფითობა არის ნეტარების განცდის ანტაგონისტური. ცუდი აზრები და ცუდი გრძნობები წარმოიშობა ჭკუაში. ამავე დროს, არსებობს კარგი აზრები და კარგი გრძნობებიც. მხოლოდ მაშინ როდესაც ცუდი აზრები და გრძნობები ამოიმარგლება, თქვენ შეიძლება გქონდეთ კარგი ჯანმრთელობა. ბევრ დაავადებას თავისი წარმოშობა აქვს აზრებში რომლებიც ავსებს ჭკუას. ცუდი აზრები იწვევს მოუნელებლობას, მოქმედებს გულზე და მოაქვს ცვლილებები სისხლის წნევაში! დარდები არის მრავალი გონებრივი დაავადების მიზეზი. დიაბეტი და ფილტვების დაავადებები არის აშკარად გონებრივი მიზეზების.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 25 თებერვალი.
23.06.21.
ადამიანმა უნდა ჯერ გაითავისუფლოს საკუთარი თავი ჭკუის კაპრიზებისგან. თავისუფლება ავადმყოფობისგან არის განთავისუფლების ერთი სახე. ადამიანი კარგავს ჭკუის სიმშვიდეს სხვადასხვა პრობლემების გამო. ამ მდგომარეობისგან თავის დაღწევა და მყარი მშვიდობა არის განთავისუფლების სხვა სახე (მუკთი). საჭმლის მოხმარება შიმშილის ტკივილებისგან თავის დასაღწევად არის გათავისუფლების სხვა სახე. მოშორებით ყოფნა ყოველდღიური მწუხარებების გამოცდებისგან არის გათავისუფლების სხვა ასპექტი. ყველა ამ ტიპის განთავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ დროს როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. არასწორია იმის წარმოდგენა რომ განთავისუფლება არის მდგომარეობა რომლიც მისაღწევია სიკვდილის შემდეგ. განთავისუფლების უზრუნველსაყოფ სხვადასხვა სახეობას დღეს კავშირი აქვს ფიზიკურთან. ეს უსიამოვნებები იარსებებს მანამ სანამ ადამიანი მიჯაჭვულია ტანსამოსზე. მათგან ყველა წარმოიქმნება “ნეგატიური” აზრებისგან ადამიანში. განთავისუფლება კაცმა უნდა ეძებოს ჭკუის სიმშვიდეში. თუ მშვიდობა ნაშოვნია, ყველა დანარჩენი შეიძლება იყოს მიღწეული ადვილად. როგორ განვცადოთ მშვიდობა? ღმრთსმოსავი ცხოვრებით.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 25 თებერვალი.
24.06.21.
არსებობს მხოლოდ ერთი რამ რასაც მე მოვითხოვ ყველა თქვენგანისგან. შეავსეთ თქვენი გულები სიყვარულით. შემომთავაზეთ ეს სიყვარული მე. მე არ ვითხოვ რაიმე ნივთს ვინმესგან. საკმარისია თუ თქვენ განივითარებთ სიყვარულს და გააზიარებთ მას სხვებთან. ეს ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ხართ ბედნიერი რომ თქვენ შეგიძლიათ გააბედნიეროთ სხვები. რა არის ბედნიერება? ეს არის ღმერთთან კავშირი. ღმერთის სახელის გალობით, თქვენ განიცდით ბედნიერებას. კარგი და წმინდა მოქმედებები, როგორიცაა თაყვანისცემა, ჯაფა და მედიტირება, სასარგებლოა დროს კურთხევისთვის. მაგრამ ესები არ არის მიზნები თავისთავად. ესები არის მიწიერი საზრუნავების შეფერილობის. მაგრამ რაც საჭიროა ეს არის პოზიტიური მოქმედება, მიძღვნილი ღმრთიურისადმი. მაშინ თქვენ იქნებით თავისუფალი დაავადებისგან. მხოლოდ სუფთა აზრების ქონით შეიძლება თქვენ იყოთ ჯანმრთელი და გულწრფელი. არ გქონდეთ მტრული განწყობილება ვინმეს მიმართ. მე არ მაქვს სიძულვილი ვინმესთვის. ამიტომ არავის ვძულვარ მე; ყველა არის სიყვარულით სავსე არსება ჩემთვის! მე მსურს რომ თქვენგან ყველა იყოს ნეტარი!
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 25 თებერვალი.
25.06.21.
ადამიანებმა უნდა გააცნობიეროთ რომ მსახურება არის ხელმძღვანელობის პასპორტი. ამის გამო, მსახურების ორგანიზაციებში, არ უნდა იყოს დასაშვები მაღლის ან დაბლის განსხვავება და ყველა უნდა იყოს მიწვეული მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად. სინამდვილეში, ადამიანის დაბადება განკუთვნილია მსახურისთვის. რა სხვა მიღწევებიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ესები ტოლი არ არის უანგარო მსახურების შედეგად მიღებული სიხარულის. ჰანუმანმა, ვინც მრავალი თვალსაზრისით იყო ძლიერი, გაბედული და დიდი, კმაყოფილებით წარადგინა თავისი თავი რამას მსახურად როდესაც მას ლანკაში ჰკითხეს ვინ იყო ის. თქვენ შეიძლება გააცნობიეროთ მისი მაგალითიდან რა დიდი რამე არის ღმერთის მსახური. ყველა მსოფლიოს მბრძანებელი, შრი კრიშნა, იყო მოსურნე ემსახურა არჯუნას მეეტლედ. მსახურების დამოკიდებულება ყოველთვის ძვირფასი იყო უფლისთვის. საის ყველა სევაკი თავიდანვე უნდა კულტივირებდეს გრძნობას რომ ისინი ყველა არიან ღმრთიური ნაპერწკლები. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებიან ისინი შემძლე გასწიონ მსახურება გულწრფელად.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 24 ნოემბერი.
26.06.21.
როდესაც სამუშაო სრულდება ეგოისტური დამოკიდებულებით, წამოწყებულია თავკერძა მოტივებით და შთაგონებულია კარიერის ზრდის იმედით, იგი კვებავს სიხარბეს, სიამაყეს, შურს და სიძულვილს. შემდეგ, ის კრავს ბორკილს და ზრდის მიჯაჭვულობის განწყობას სულ უფრო და უფრო მეტად მომგებიან სამუშაოზე. ეს ახალისებს უმადურებას მათ მიმართ ვინც აძლევს თავის ხელებს და ტვინს და თვით ღმერთის მიმართ ვინც უზრუნველყო ადამიანი განზრახვითა და უნარით. ”მე გავაკეთე ეს”, – ამბობს ადამიანი როდესაც საქმე წარმატებულია; ან “სხვებმა გააფუჭეს ჩემი წარმატება”, როდესაც ეს ვერ მოხერხდა. უკმაყოფილება, დეპრესია და სასოწარკვეთა მოსდევს როდესაც სამუშაო შედეგდება წარუმატებლობაში. რაც უფრო ღრმად არის მიჯაჭვული ადამიანი ნაყოფზე, მით უფრო მძაფრი და მტკივნეულია მისი მწუხარება როდესაც ის იმედგაცრუებულია. ერთადერთი საშუალება, აქედან გამომდინარე, სიამაყისა და ტკივილისგან თავის დასაღწევად არის შედეგის დატოვება ღმერთის ნებაზე, იმ დროს როდესაც ადამიანი ბედნიერია იმ აზრით რომ მან შეასრულა თავისი მოვალეობა მთელი მიძღვნითა და ზრუნვით რის შემძლეც ის არის!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 10 სექტემბერი.
27.06.21.
მსხვერპლის სული არის სევაკის (მსახურების გამწევი პირის) ძირითადი აღჭურვილობა. მსხვერპლის გრძნობის შთაგონების გარეშე, თქვენი სევა (მსახურება) იქნება ფარისევლობა, ცარიელი რიტუალი. დაწერეთ ეს თქვენს გულზე. დაწერეთ ეს ღრმად და მკაფიოდ. არსებობს ნაწერის ოთხი ნიმუში, დამოკიდებული მასალაზე რომელზეც ტექსტი იწერება. პირველი არის წერა წყალზე; იგი წაიერეცხება სწორედ იმ დროს როდესაც თითი მოძრაობს. შემდეგია, წერა ქვიშაზე. იგი ადვილად იკითხება, სანამ ქარი გაფანტავს მას სადა სიბრტყედ. მესამე არის, წარწერა კლდეებზე; იგი საუკუნეების განმავლობაში გრძელდება, მაგრამ იგი ასევე გადაიფხიკება დროს ბრჭყალებით. წარწერა ფოლადზე გაუძლებს დროს გამანადგურებელ შეხებას. გქონდეთ დაწერილი ეს აქსიომა თქვენს გულზე – „სხვებისთვის მსახურება არის საქებარი, სხვებისთვის ზიანის მიყენება ან დარჩენა უგავლენოდ და უმოქმედოდ იმ დროს როცა სხვები იტანჯებიან, არის ცოდვა”.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივნისი.
28.06.21.
ბჰაგავანის ტერფებთან თავის დახრის იდეა ის არის, რომ ამით წმინდა აზრები შედის ერთგულის ჭკუაში. ეს ნიშნავს რომ როდესაც ადამიანი შედის კონტაქტში უფლის ტერფებთან, წმინდა იმპულსები ტერფებიდან მიედინება ერთგულისკენ. როდესაც ერთგულის თავი ეხება უფლის ტერფებს, უფლის ღმრთიური ენერგია მიედინება მისკენ. ეს გულისხმობს რომ თქვენ კონტაქტი უნდა გქონდეთ მხოლოდ სუფთა საგნებთან და იყოთ შორს უწმინდურებიდან! თქვენზე მოქმედებს რასაც კი ეხებით. მაგალითად, თუ ცეცხლს ეხებით, ის გფუფქავთ. ცეცხლმა შეიძლება დაწვას რკინაც კი. იგი ისეთი ძლიერია. მაგრამ როდესაც ცეცხლი ჩაქრება რჩება მხოლოდ ნახშირი. როდესაც თქვენ ეხებით ნახშირს, თქვენი ხელი ხდება შავი. ამრიგად, ორივე შემთხვევაში კონტაქტი არ არის სასარგებლო! მაგრამ, რა ხდება, როდესაც თქვენ უკავშირდით ღმრთიურ ცეცხლს? თქვენი ყველა ცუდი აზრი და ცუდი მოქმედება იქცევა ფერფლად. ეს არის სიწმინდე თანდართული პადა-ნამასკარის (უფლის ტერფებზე თაყვანისცემის) შესრულებაზე.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 15 მარტი.
29.06.21.
ატარეთ ღმერთის მოხალისის უხილავი ნიშანი ყველა დროსა და ყველა ადგილში. დაე ცხოვრების ყველა დღე იყოს სიყვარულის უწყვეტი შთავაზება, როგორც ზეთის ლამპა თვით ცარიელდება მიდამოების განათებაში. მოხარეთ ტანი, გაასწორეთ გრძნობები და დაასრულეთ ჭკუა – ეს არის “უკვდავების შვილების” სტატუსის მიღწევის პროცესი, რაც უპანიშადებს აქვს შემონახული კაცისთვის. ღმერთი არის სიტკბოს ტანმოსილება. მიაღწიე მას შეთავაზებით მასზე, ვინც არის ყველაში, სიტკბოს რომელიც მან გადმოღვარა შენზე. დაჭეჭყეთ ლერწამი სევას ქარხანაში, აადუღეთ მონანიების ქვაბში, მოაცილეთ მას ყველა გრძნობითი ჟინის შეფერილობა, და შესთავაზეთ თანაგრძნობის სიყვარულით კრისტალიზებული შაქარი მას. ადამიანი არის უკეთილშობილესი ცხოველებიდან, პროგრესული ევოლუციის უთვალავი საუკუნეების საბოლოო პროდუქტი; მაგრამ, ის შეგნებულად არ ცდილობს იცხოვროს თავის მემკვიდრეობაზე!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივნისი.
30.06.21.
გიტა არ ახალისებს ინერტულობას, გულგრილობას ან სიზარმაცეს. იგი რეკომენდირებს მოქმედებას (კარმას), როგორც იოგას (ღმრთიურ კავშირს), როგორც საქმიანობას აწყობილს ღმრთაებრივ ნებასთან, მიმართულს ადამიანის სულიერი დასრულების სტიმულირებაზე. კარმა უნდა იყოს შესრულების, თაყვანისცემისა და ადამიანის საკუთარი თავისა და სხვების წინაშე მოვალეობის ქმედება. გიტა ნიშანდებს ნაბიჯებსა და გზას ამ მიზნის რეალიზებისკენ. იგი იღებს ყველა დამოკიდებულებას ძვირფასად და ამაღლებს თითოეულს სულიერ ძალისხმევაში (სადჰანაში). ეს არის სურვილების ამსრულებელი ხე (კალპა-ვრიკშა), რომელიც უძღვნის სიკეთეს ვალდებულების ყველა დონის ასპირანტს. ეს არის სულიერი სიბრძნის ოკეანე რომლიდანაც თითოეულს შეუძლია წაიღოს იმდენი რამდენის დატევაც შეუძლია ჭურჭელს რასაც ადამიანი ატარებს. რაციონალი მაძიებელი, მოქმედებაზე ორიენტირებული ასპირანტი და ერთგული ასპირანტი – ყველა იღებს თანაბრ ყურადღებას და ზრუნვას უფლისგან. სინამდვილეში, გიტა ყოველდღიური ცხოვრების ყველა მოქმედებაში შთააგონებს ვედანტას დიდებულებას და ღმრთიური პრინციპის იმანენტურობასა და ტრანსენდენსობას.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 10 სექტემბერი.

ბაბა