მაისი

1.05.20.
იცხოვრე მოწესრიგებული და დისციპლინებული სიცოცხლით. რეალურმა განათლებამ უნდა მოამზადოს ადამიანი ამ საზღვრებისა და შეზღუდვების დაცვისთვის. ჩვენ ვიღებთ დიდ ტკივილს და ვითმენთ ტანჯვას ამსოფლიური ცოდნის დასაუფლებლად. ჩვენ ვიცავთ ზოგიერთ რეჟიმს გარკვეული ზრუნვით ტანის განვითარებისთვის. როგორიც გინდა იყოს ჩვენი მიზანი, ჩვენ ვიცავთ დისციპლინის სათანადო კოდექსს. ზუსტად რა არის დისციპლინებული აზროვნებისა და ქცევისგან გამორჩენა? ჯერ წესები და დებულებები არის პირველსაწყისი. შემდეგ, ესები საშუალებას აძლევს ადამიანს გააცნობიეროს რეგიონები გრძნობების მიღწევადობის მიღმა. მოგვიანებით, ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს მისი ჭკუის მიღწევადობის მიღმა და ყველაზე დაშორებული კედლების მიღმაც კი რომლების მიღწევაც შესაძლებელია ყველა ძალით ჩაკეტილით ადამიანის ტანში. ბოლოს, ადამიანი აცნობიერებს და განცდის ჭეშმარიტების ჭეშმარიტებას, კერძოდ, ის არის ერთი ვინც იმანენტია ყველაფერში, ანუ მთელ კოსმოსში. ადამიანი არის სავსე ნეტარებით როდესაც ფიქსირდება ამ რწმენაში და ამ ცნობიერებაში.
– ვიდია ვაჰინი, თავი 7.
2.05.20.
თავისი დედისა და მამის ერთგული მსახურებით, დჰარმავიადჰამ მოიპოვა მარადიული დიდება. ჭეშმარიტებისადმი თანმიმდევრული ერთგულებით, რამამ და ჰარისჩანდრამ აქციეს საკუთარი თავები უკვდავად. სწორი ქცევის საშუალებით, უბრალო კაცები აღიზარდნენ დიდ ბრძენებად (მახა-პურუშებად). ბუდდჰა თავს იკავებდა ცოცხალი არსების დაზიანებისგან. ის ლაპარაკობდა არაძალადობაზე (აჰიმსაზე), როგორც ”უმაღლეს ზნეობაზე (პარამო დჰარმაჰ)”. ამიტომ მას პატივს სცემდნენ როგორც მსოფლიო მასწავლებელს. ჭკუა არის მთავარი კაცში სამი შინაგანი ინსტრუმენტიდან (ტრი-კარანას). ჩვენ უნდა დავიცვათ ჭკუა ასე რომ მიჯაჭვულობა, ვნება და აღელვება არ შევიდეს. ეს უკიდურესობები ბუნებრივია ჭკუისთვის. ტალღები რომლებიც ზვირთდება მასში სიბრაზისას არის კაცის ექვსი შინაგანი მტერი: ვნება, მრისხანება, სიხარბე, მიჯაჭვულობა, სიამაყე და შური. პირველ ორს დანარჩენი ოთხი მიაქვს თავის კვალში. პირველი ორიდან თავის გამოსათავისუფლებლად და ამით სულიერ გზაზე სასვლელად, ჩვენ უნდა ვაპრაქტიკოთ სულიერი დისციპლინა. ჩვენ ვსწავლობთ ამ პრაქტიკას სულიერი სწავლების (ვიდიას) მეშვეობით.
– ვიდია ვაჰინი, თავი 7.
3.05.20.
თქვენ გაქვთ ძვირფასი შესაძლებლობა, მოუსმინოთ ჩემს საუბრებსა და მითითებებს. ესები ჩაბეჭდილია თქვენს გულებში; თქვენი დიალოგები ცენტრირებულია ჩემზე, ჩემს სიტყვებზე, ჩემს ლიილებსა (ღმრთიურ მოქმედებებსა) და ჩემს მაჰიმებზე (დიდებებზე). ჩემი რჩევაა: გამოიყენეთ ეს თაყვანისცემა ცხოვრებაში. აჩვენეთ თქვენს თანამებრძოლებს თქვენს ქალაქებსა და სოფლებში, რამდენად მოწესრიგებული ხართ, რამდენად გულწრფელად ემორჩილებით თქვენს მშობლებს და რამდენად ღრმად აფასებთ თქვენს მასწავლებლებს! იყავით სინათლე, ლამპა, თქვენს ადგილზე გამომსხივებელი სათნოების და თვითკონტროლის. ნუ ჩასრიალდებით უკან უდისციპლინობაში, ცუდ მანერებში, უპასუხისმგებლობასა და ბოროტ ჩვევებში. ნუ იჩივლებთ საკვებზე; ჭამეთ სიამოვნებით, კარგი საკვები რომელსაც თქვენ იღებთ! არ გააპროტესტოთ ნებისმიერი დვალება რომელიც მოდის თქვენს გზაზე. სიხარულით შეასრულეთ იგი. როდესაც თქვენ გჭირდებათ ზრუნვა თქვენს უფროსებზე, მოუარეთ მათ ბედნიერად და გონივრულად, გაიხარეთ რომ თქვენ მოგეცათ შანსი. ასე რომ იცხოვრეთ აქ და ყველგან, ახლა და ყოველთვის, იმ რწმენით რომ მე, ვინც გაკვირდებით თქვენ და ვიცი ყველა თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე, შემიძლია გადმოვასხა ჩემი წყალობა თქვენზე, სულ უფრო და უფრო მეტად.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 22 თებერვალი.
4.05.20.
სამუშაო შესრულებული ზრუნვისა და მოგების სურვილის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულიდან ან მოვალეობის გრძნობიდან, არის ნამდვილი იოგა. ეს იოგა ანგრევს ადამიანის ცხოველურ ბუნებას და ტრანსფორმირებს მას ღმრთიურ არსებად. სხვების მსახურება, მათი ვიზუალიზება როგორც ათმა, დაეხმარება ადამიანს პროგრესში; ეს დაიცავს მას დაბლა ჩასრიალებიდან მიღწეული სულიერი დონიდან. უანგარო მსახურება (სევა) ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე თვით აღთქმა და თაყვანისცემა (პუჯა). მსახურება დაანგრევს თქვენში დაფარულ ეგოურობას; ეს ფართოდ ხსნის და აყვავებს გულს. ასე რომ სამუშაო შესრულებული სურვილის გარეშე არის უზენაესი იდეალი; და როდესაც სიცოცხლის სასახლე აშენებულია ამ საძირკველზე, უანგარო მსახურების ამ საფუძვლის წმინდა გავლენით, სათნოებები იკრიბება პიროვნებასთან. მსახურება უნდა იყოს შინაგანი სიკეთის გარეგანი გამოხატულება. და, როდესაც ადამიანი იწყებს უფრო და უფრო მეტ უანგარო მსახურებას, მისი ცნობიერება ფართოვდება და ღრმავდება, და მისი ჭეშმარიტი (ათმური) რეალობა უფრო ნათლად განიცდება.
– ვიდია ვაჰინი, თავი 8.
5.05.20.
თქვენ უნდა იყოთ მთლიანად განჯაჭვული პატივისცემასთან რასაც კი თქვენ აკეთებთ. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი სახის სამუშაო; თქვენ შეგიძლიათ, მაგალითად, დაკავდეთ მსახურების საქმიანობით. თუმცა, თქვენ არ უნდა გქონდეთ რაიმე ტიპის მოლოდინები (მათ შორის შედეგის ჩათვლით) და ასევე არ უნდა ეძებოთ რაიმე ჯილდო, დიდება, დაფასება და ა.შ., იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. განსაკუთრებით მსახურების ორგანიზაციებში მუშაობისას, თქვენ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად; თქვენ არ უნდა გქონდეთ რაიმე წყურვილი დიდებისა და სახელისთვის. თქვენ არ უნდა ეძიოთ ქება და პატივისცემა. თქვენ არ უნდა იტიროთ, რომ “მე ძალიან ბევრს ვმუშაობ და ბევრს ვაკეთებ, მაგრამ გაზეთებში არ არის ხსენება ამაზე ასე თუ ისე!” თუ თქვენ აკეთებთ თქვენს საქმეს ასეთი ძლიერი სურვილებითა და მოლოდინებით, მაშინ სიკეთე რომელიც თქვენ შეიძლება გააკეთოთ გაუქმებულია და მუშაობის სიწმინდე განადგურებულია. აქედან გამომდინარე თქვენ უნდა ასრულოთ მსახურების სამუშაო გულწრფელად, მყოფმა შეუვალად წარმატებასა და წარუმატებლობასთან, ასევე ქებასთან და კრიტიკასთან.
– ზაფხულის თავსხმები, 2000 წლის, 24 მაისი.
6.05.20.
თუმცა დედა იეშვარამას არ ჰქონდა ფორმალური განათლება, ის იქცეოდა სამაგალითო მანერაში. ის იყო ღრმა სიბრძნის. ჩვენ არ უნდა ვაკრიტიკოთ სხვები და არ უნდა გავამასხარაოთ ისინი. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა. ეს არის ის რასაც დედა იეშვარამა ასწავლიდა ყველას. ასრულეთ თქვენი მოვალეობა გულწრფელად. მაშინ, თქვენ უდაოდ წინ წაიწევთ ცხოვრებაში. ვინც გინდა იყოს ადამიანი, მან უნდა მისდიოს უხუცესთა წმინდა სწავლებებს. ბევრი სტუდენტი ყურადღებას არ აქცევს თავისი დედის სიტყვებს. ეს მძიმე შეცდომაა. დედები საუბრობენ თავიანთი გულებიდან და სურთ თავისი შვილების კეთილდღეობა. თქვენ უნდა გაიგოთ მათი გრძნობები და სათანადო პატივი უნდა სცეთ მათ სიტყვებს. დაემორჩილეთ თქვენი მშობლების ბრძანებებს. თქვენ უდაოდ იქნებით კურთხეული ყველა სახის განათლებითა და ძალით. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა მათ შესაძენად. არასოდეს უგულვებელჰყოთ თქვენი მშობლების სიტყვები. მისდიეთ მათ სიყვარულით და განწმინდეთ თქვენი ცხოვრება.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 6 მაისი.
7.05.20.
ბუდდჰამ ასწავლა ერთი დიდი ჭეშმარიტება მსოფლიოს. მან განაცხადა, რომ ეს არ არის ის რასაც ვედები და წერილები ამბობს რომ შეადგენს ჭეშმარიტებას. ადამიანებმა უნდა ატარონ ჭკუაში რომ ზიანის არმიყენება არის უზენაესი სათნოება. არ მიაყენოთ ზიანი ვინმეს აზრით, სიტყვითა და საქმით. რას ნიშნავს პუურნიმა (სავსე მთვარე)? ეს ნიშნავს მთლიანობას. როდესაც ჭკუა სიყვარულით არის სავსე, ის აღწევს სისრულეს. მანამ სანამ ჭკუა სავსეა სიბნელით (ბოროტი აზრებით), ბუდდჰა პურნიმას დაკვირვებას აზრი არ აქვს. მოიცილეთ ეს სიბნელე. გულში სიყვარულის შუქის გარეშე, რა სარგებლობა აქვს გარე განათების ფლობას? აანთეთ ღმრთიურების ლამპა თქვენს ჭკუაში. გააძევეთ სიძულვილი და შური თქვენი გულიდან. ადამიანი არის ორი ბოროტი პლანეტის მსხვერპლი: მიჯაჭვულობისა და სიძულვილის (რაგას და დვეშას). მათი მარწუხებისგან თავის დასაღწევად, ერთადერთი გზა არის სიყვარულის კულტივირება.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 15 მაისი.
8.05.20.
სიყვარულის ტანმოსილებო! თუ თქვენ გსურთ გახდეთ ღმერთის სიყვარულის უფლების მქონე, მაშინ თქვენი ქმედებები უნდა იყოს თავსებადი სიყვარულთან. შეუძლებელია ღმერთის სიყვარულის მიღება შესაფერისი და წმინდა მოქმედებების გარეშე. შეუძლია მას ვინც ყოველთვის ესწრაფვის ჯილდოებს იყოს ოდესმე ნამდვილად ბედნიერი? ერთადერთი ანაზღაურება რაც თქვენ უნდა ეძებოთ არის სიამოვნება და სიხარული თქვენი მოვალეობების სწორად შესრულებისგან. მსახურების სიხარული არის ნამდვილი ჯილდო! თუ თქვენ მიდიხართ ღმერთის ბრძანებების წინააღმდეგ, მაშინ ყველაფერი აუცილებლად ასცდება ჭეშმარიტ გზას! როგორც არის გრძნობა, ასეა შედეგიც! აქედან გამომდინარე, ღმერთის სიყვარულის მსურველებმა, უნდა გარანტირონ რომ ისინი იმოქმედებენ სათანადო მანერაში! ღმერთის სიყვარულის მისაღებად, უთხარით საკუთარ თავს, ”მე ამ სამუშაოს ვაკეთებ, როგორც შეთავაზებას მისთვის”. დააყენეთ ეს გრძნობა თქვენს გულში და გააკეთეთ რაც კი გსურთ ან გინდათ. თუმცა ამ კურსის მიღების გამალებამდე, შეჩერდით, დაფიქრდით, და დარწმუნდით რომ ღმერთი ნამდვილად იქნება ნასიამოვნები იმით რის გაკეთებას და შეთავაზებასაც თქვენ ცდილობთ მისთვის!
– ზაფხულის თავსხმები, 2000 წლის 24 მაისი.
9.05.20.
დედა იეშვარამმამ მრავალი კეთილშობილური სწავლება გადასცა ერთგულებს, როდესაც ისინი მის გარშემო იკრიბებოდნენ. სვამიმ მისცა მას მცირე ზომის ოთახი პრაშანთი ნილაიამში. ბევრი ქალი მიდიოდა იქ და ევედრებოდა მას: “დედა, ჩვენ დიდი ხანია აქ ვართ. გეთაყვა, უთხარით სვამის მოგვცეს ჩვენ ინტერვიუ.” ის ეუბნებოდა მათ: “ჩემო ძვირფასო, სვამი შეიძლება პატარა ჩანდეს ჩვენი თვალებისთვის, მაგრამ ის არავის უსმენს; მას რეკომენდაცია არ სჭირდება. ის მოგცემთ იმას, რასაც თქვენ იმსახურებთ. თქვენ უნდა გაიგოთ და აპრაქტიკოთ სვამის ღმრთიური პრინციპები.” ამ მანერაში, ის აძლევდა სწორ მითითებებს ერთგულებს. ერთ დღეს მან მითხრა მე, “სატია! შენი სახელი და დიდება გავრცელდა შორს და ფართოდ. მთელი მსოფლიო მოდის შენთან. გეთაყვა, მიეცი მშვიდობა მსოფლიოს შენი სანკალპით (ღმრთიური ნებით).” მე ვუპასუხე, “მე არ უნდა გავაკეთო სანკალპა მსოფლიო მშვიდობისთვის. თითოეულმა თავისით უნდა მიაღწიოს მშვიდობას, რადგან ადამიანის არსებები, ბუნებით არიან მშვიდობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ტანმოსილებანი.”
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 6 მაისი.
10.05.20.
უძველესი დროიდან მოყოლებული, ბევრმა კეთილშობილმა დედამ მეგზურობა გაუწია თავის შვილებს სამართლიან გზაზე. ერების მომავალი კეთილშობილური დედების ხელშია. აქედან გამომდინარე, თქვენ უწოდებთ საკუთარ ქვეყანას სამშობლოს. თქვენი უმთავრესი მოვალეობაა გიყვარდეთ დედა და პატივი სცეთ მას. დილით როგორც კი გაიღვიძებთ, პირველი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის თქვენი დედის ტერფების შეხება და თქვენი მიმშვიდობების შეთავაზება. ასეთი კეთილშობილური პრაქტიკა ყოველთვის გიცავთ თქვენ და ბოძებს თქვენზე ყველა სახის სიმდიდრეს. ნამდვილი ადამიანი არის ის ვისაც უყვარს თავისი დედა და იღებს მის სიყვარულს და კურთხევებს. დედები ლაპარაკობენ მათი გულებიდან თავიანთი შვილების კეთილდღეობის მსურველობით. ბევრი ყურადღებას არ აქცევს დედის სიტყვებს. ის ვინც ვერ შეძლებს თავისი დედის სიყვარულის დამსახურებას, ნამდვილად არის დემონი. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი რაოდენობის ხარისხი ან განახორციელოთ მრავალი წმინდა საქმიანობა; მაგრამ ყველა ეს იქნება ფუჭი თუ თქვენ არ გახდით დედას ბედნიერს.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 6 მაისი.
11.05.20.
თქვენ შეიძლება იგრძნოთ სიამაყე თქვენი სიმდიდრისა და მიღწევებისგან, მაგრამ თქვენ თან ვერ წაიღებთ ერთ ღვეზელსაც კი როდესაც თქვენ დატოვებთ ამ მსოფლიოს. ასეთ შემთხვევაში, თქვენ რატომ უნდა იბრძოლოთ სიმდიდრის დასაგროვებლად? თქვენს მიერ დაგროვილი ფული არ გამოგედევნებათ თქვენ. იგი ვისთან წავა საბოლოოდ? არავინ იცის! მაშასადამე უკეთესი არ არის რომ თქვენ ესწრაფოთ ღმრთიურის წყალობის მიღწევას? მილიონერმაც კი უნდა ჭამოს მხოლოდ მარილი და ბრინჯი. ქალიც და კაციც ვერ შეძლებს გადაყლაპოს ოქრო შიმშილის დასაკმაყოფილებლად. ამიერიდან თქვენ უნდა გამოიყენოთ სიმდიდრე უბიწო საქმეების წამოსაწყებად და ღირსების გამოსამუშავებლად ასე რომ დაიმსახუროთ ღმრთიური წყალობა. ზოგი ინდივიდუალი ამაყობს თავისი ახალგაზრდობითა და სილამაზით. მაგრამ ესები არის მომენტური. გაცნობიერებით ამ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების, თქვენ ყველამ უნდა დააგროვოთ ღმრთიური წყალობის სიმდიდრე. როდესაც თქვენ ფიქრობთ ღმერთზე ყოველ დროს განუწყვეტლივ პირუთვნელი ერთგულებით, ღმერთი აიღებს მზრუნველობას ყველა თქვენს საჭიროებაზე.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 6 მაისი.
12.05.20.
სულიერი სწავლა (ვიდია) აგულიანებს ადამიანს ვიწრო ეგო ჩაასხას მსხვერპლშეწირვის ცეცხლში და მის ადგილზე გაამყაროს საყოველთაო სიყვარული, რაც არის ძირითადი საფუძველი სულიერი გამარჯვების სუპერ სტრუქტურისთვის. სიყვარული რომელმაც არ იცის შეზღუდვები ასუფთავებს და განწმენდს ჭკუას. დაე აზრები კონცენტრირდეს ღმერთის გარშემო, დაე გრძნობები და ემოციები იყოს წმინდა და საქმიანობა იყოს უანგარო მსახურების გამოხატულება. დაე ჭკუა, გული და ხელი ამგვარად იყოს გაჯერებული სიკეთით. სულიერმა განათლებამ თავისზე უნდა აიღოს სუბლიმირების ეს ამოცანა. მან ჯერ უნდა ჩააგონოს მსახურების საიდუმლო. სხვისთვის გაწეულმა მსახურებამ უნდა მიანიჭოს სრული სიხარული ყველა შემთხვევაში. სულიერმა განათლებამ ხაზი უნდა გაუსვას ამას მსახურების (სევას) მეშვეობით; ზიანი, ტკივილი და მწუხარება არ უნდა მიადგეს სხვას. მსახურების შესრულებისას, მათი საკუთარი კმაყოფილებისთვის შესრულების დამოკიდებულებამ არ უნდა გაამკრთალოს იგი. მსახურება უნდა განხორციელდეს, როგორც თვით ცხოვრების პროცესის განუყოფელი ნაწილი.
– თავი 8, ვიდია ვაჰინი.
13.05.20.
საქმიანობა (კარმა) რომელიც ეკისრება არის უზარმაზარი სწრაფად მზარდი ხე. ცული რომელსაც შეუძლია მისი ფესვების მოჭრა ეს არის: გააკეთე ყოველი მოქმედება როგორც უფლის სადიდებელი თაყვანისცემის ქმედება. ეს არის ნამდვილი მსხვერპლი (იაჯნა), ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი რიტუალი. ეს მსხვერპლი ამაღლებს და ანიჭებს ცოდნას ბრაჰმანის შესახებ (ბრაჰმა-ვიდიას). ყურადღება მიაქციეთ რომ უანგარო მსახურების შესრულების წყურვილი უნდა მიედინებოდეს ტანის ყველა ნერვში, აღწევდეს ყოველ ძვალს და აააქტიურებდეს ყველა უჯრედს. მას ვინც აკავებს თავის თავს სულიერი დისციპლინით (სადჰანით) დაუფლებული უნდა ჰქონდეს ეს დამოკიდებულება მსახურების მიმართ. იქ სადაც არ არის უხეშობა, სიწმინდე გაიზრდება და სათნოება აყვავდება. სადაც სიხარბე არსებობს, ნაკლი უღრანად მრავლდება! უანგარო მსახურება (სევა) არის სიყვარულის (პრემას)ყვავილი, ეს ყვავილი ავსებს ჭკუას აღტაცებით. უწყინარობა არის ამ ყვავილის სურნელი. გასწიეთ სხვათა მსახურება რაიმე სამაგიეროს მოლოდინის გარეშე. დაე თქვენი პაწია საქციელიც კი თანაგრძნობითა და პატივისცემით იყოს სავსე; დარწმუნებული იყავით, რომ ამით თქვენი ხასიათი დიდად იბრწყინებს!
– თავი 8, ვიდია ვაჰინი.
14.05.20.
ადამიანი მცხოვრები სიყვარულის გარეშე ისევე კარგია როგორც მკვდარი. თქვენ გაქვთ სიყვარული მამის, დედის, ცოლის, შვილების და სხვათა მიმართ. არ არის რაიმე მცდარი ამაში. მაგრამ თქვენ უნდა ხედოთ ღმერთი ყველა მათგანში. ეს არის არსი კარგად ცნობილი ლოცვის: თვამენა მათა ჩა პითა თვამენა… უზენაესი არსებისკენ მიმართული ეს ლოცვა ნიშნავს – “ოჰ ჩემო უფალო, შენ ხარ მამა, დედა, მეგობარი და ნათესავი. შენ ხარ ცოდნა და სიმდიდრე. შენ ხარ ყველაფერი!” ჩვენ უნდა დავინახოთ ღმერთი ყველა არსებაში. მთელი სამყარო არის ბრაჰმანის (ღმრთაებრიობის) გამოვლინება. თქვენ ხართ ღმრთიურები, მაგრამ ამას არ აცნობიერებთ. როდესაც ნამასკარამს აკეთებთ შეერთებული ხელებით თაყვანისცემაში, ეს ნიშნავს რომ თქვენ სთავაზობთ ხუთ კარმენდრიას (მოქმედების ორგანოს) და ხუთ ჯნანენდრიას (აღქმის ორგანოს) ღმრთიურს. ნამასკარამის შეთავაზება თავისთავად ხაზს უსვამს ერთიანობას. თუ თქვენ გაქვთ ერთიანობა და სიწმინდე, იქ ღმრთიურება აყვავდება.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 11 აპრილი.
15.05.20.
როდესაც ვინმე იტანჯება კუჭის ტკივილისგან, საუკეთესო მკურნალობა იქნება მარილები ან ცხელი წყალის ტომარა გამოყენებული კუჭზე, და არა საფენი წამალი თვალისთვის. ტანჯვა უმეცრების გამო უნდა მოცილდეს ღმერთის უნივერსალობის აღიარებით და თქვენი ინდივიდუალობის უნივერსალში გაერთიანებით. ეს პირველი ნაბიჯი არც ისე ადვილია როგორც ეს ჩანს. აპრაქტიკეთ დამოკიდებულება „მე ვარ შენი“. დაე ტალღამ აღმოაჩინოს და აღიაროს რომ ის ეკუთვნის ზღვას. ტალღას მიაქვს დიდი დრო იმის შესაცნობად რომ მართლაც უზარმაზარი ზღვა მის ქვეშ აძლევს მას მის არსებობას. მისი ეგო იმდენად ძლიერია რომ ის არ აძლევს მას ნებას იყოს ასე თავმდაბალი, და მოიხაროს ზღვის წინაშე. „მე ვარ შენი; შენ ხარ ბატონი. მე ვარ მსახური; შენ ხარ სუვერენული. მე ვარ შებორკილი“. ამ გონებრივმა დამოკიდებულებამ უნდა მოათვინიეროს ეგო. ეს არის რელიგიური მსოფლმხედველობა, სახელწოდებით მარჯალა-კიშორა – კნუტის დამოკიდებულება მისი დედისადმი, გულსაკლავად კნავილი დახმარებისა და კვებისთვის, ეგოს ყველა კვალის მოცილებით.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 8 სექტემბერი.
16.05.20.
შემდეგი ნაბიჯი (ინდივიდუალობის უმეცრების მოსაცილებლად, სადაც პირველი არის პრაქტიკა დამოკიდებულების, „მე ვარ შენი“) არის: „შენ ხარ ჩემი,“ სადაც ტალღა მოითხოვს ზღვისგან დასაყრდენს როგორც მის უფლებას. უფალმა უნდა აიღოს ინდივიდის დაცვისა და ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა. ინდივიდი არის მნიშვნელოვანი, ღირსია იყოს დახსნილი, და უფალი ვალდებულია შეასრულოს ერთგულის მოთხოვნა. სურდასმა თქვა: ”შენ ხარ ჩემი; მე არ დაგტოვებ შენ; მე დაგაპატიმრებ შენ ჩემს გულში; შენ ვერ გაიქცევი.” შემდეგი ეტაპია: ”შენ ხარ მე” – მე ვარ მხოლოდ გამოსახულება და შენ ხარ რეალობა. მე არ მაქვს ცალკე ინდივიდუალობა; არ არსებობს დუალობა. ყველა არის ერთი. დუალობა არის მხოლოდ მოჩვენება.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 8 სექტემბერი.
17.05.20.
რამდენიმე წუთიანი დაფიქრება დაარწმუნებს ყველას მიწიერი სიმდიდრის, დიდების ან ბედნიერების წარმავლობაში. როდესაც თქვენ ხართ მდიდარი, ყველა გაფასებთ თქვენ; როდესაც წყალსატევი სავსეა ასობით ბაყაყი ყიყინებს ირგვლივ. როდესაც წყალსატევი დაშრება ერთიც აღარ არის გარშემო. ანდაზა ამბობს, რომ თუ ცხედარს რამდენიმე სამკაული აქვს მასზე, ბევრი გააცხადებს ნათესაობას გარდაცვლილთან; თუ მას თავისზე ძვირფასეულობა არა აქვს, არცერთი ადამიანი არ იტირებს მისთვის! როდესაც თქვენ ამატებთ თქვენს საბანკო ანგარიშზე სულ უფრო და უფრო მეტს, იაზრებთ თუ არა რომ თქვენ აგროვებთ სატანჯველს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, უფრო ართულებთ თქვენი შვილებისთვის სუფთა, კომფორტული და ღირსეული ცხოვრების გატარებას. იფიქრეთ და აღმოაჩენთ, რომ ყველგან დამსახურებულები არიან მხოლოდ ისინი, ვინც უარი თქვა, და ეძებდა ღმერთის რეალიზაციის უფრო რთულ გზას, ვიდრე მსოფლიო რეალიზაციის უადვილეს გზას! თქვენი განჯაჭვულობა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს თქვენთვის გრძნობების ბორკილების გადასაგდებად.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 8 სექტემბერი.
18.05.20.
როგორც დედამიწის შვილებმა, ადამიანებმა უნდა ისწავლოთ თიაგას (უანგარო მოქმედების) გაკვეთილი დედა-მიწიდან. მსხვერპლის გარეშე, ძნელია თვით სიცოცხლის შენარჩუნება. ზოგი ამბობს ცოდნა არის ძვირფასი. მაგრამ ხასიათი ცოდნაზე უფრო ძვირფასია. ვინმე შეიძლება იყოს სწავლული მეცნიერი, ვინმეს შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობები, ვინმე შეიძლება იყოს ძალიან მდიდარი ან იყოს გამოჩენილი მეცნიერი, მაგრამ თუ მას არ აქვს ხასიათი, ყველა სხვა შენაძენი საერთოდ ურგებია. მსხვერპლი, სიყვარული, თანაგრძნობა და მოთმინება არის წონასწორული ადამიანური ხარისხები, რომლებიც უნდა წახალისდეს, მოსავარდნია ეჭვიანობა, სიძულვილი, ეგო და რისხვა, რაც ცხოველური ხარისხებია. სარგებელია კაცად დაიბადო და ფრინველებისა და მხეცების სიცოცხლე გაატარო? თქვენ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე სიამოვნებასა და ტკივილში, წაგებაში ან მოგებაში. ტკივილის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ სიამოვნებით დატკბობას. მწუხარება არის ჭეშმარიტად სამეფო გზა სიხარულისკენ. ტანჯვა არის დასაბიჯებელი ქვები, რომლებსაც ადამიანი სათნო ქცევისკენ მიჰყავს. ვინმე არც სიამოვნებით უნდა აღტაცდეს არც ტკივილით დაითრგუნოს.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 11 აპრილი.
19.05.20.
თუმცა სამი მუდმივი ორნამენტი ყველასთვის მისაწვდომია ქველმოქმედების ფორმაში ხელისთვის, ღმერთის დიდების მოსმენაში ყურებისთვის და ჭეშმარიტების ლაპარაკში ენისთვის, ადამიანები თავდაკავებული არიან ყველა წარმავალი და უსარგებლო ამქვეყნიური ნივთების ძებნით. თქვენ უნდა ესწრაფოთ მიაღწიოთ მას რის მიღებითაც ყველაფერი მიიღწევა. პირველი ნაბიჯი არის გაგება კავშირის რომელიც აერთებს ნებისმიერ ორ პიროვნებას. ეს არაფერია სიყვარულის გარდა. ეს არის სიყვარულის საფუძველზე რომ მთელი საზოგადოება მჭიდროდ არის შეკავშირებული. რა არის ქვეყანა? ეს არის არა მიწა არამედ საზოგადოება რომელიც ქმნის ქვეყანას ან ერს. როდესაც ერი აყვავებულია და პროგრესირებს ჯანსაღი ზრდით, ინდივიდუალთა მოთხოვნებიც სრულდება. ინდივიდი დამოკიდებულია საზოგადოებაზე; ადამიანი იბადება, აღიზრდება და შენარჩუნდება საზოგადოების მიერ. ამრიგად, ყოველი ინდივიდის მოვალეობაა გასწიოს უანგარო მსახურება საზოგადოების საერთო კეთილდღეობის სტიმულირებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 11 აპრილი.
20.05.20.
გულის ბაღში, ადამიანმა უნდა დარგოს და გულით ატაროს ღმრთიური ვარდი, თავმდაბლობის ჟასმინი და დიდსულოვნების ჩამპაკი. თითეული სტუდენტის სამედიცინო ყუთში უნდა ინახებოდეს დისკრიმინაციის მზა ტაბლეტები, თვითკონტროლის წვეთები და სამი ფხვნილი: რწმენა, ერთგულება და მოთმინება. ამ წამლების გამოყენებით ადამიანს შეუძლია თავი დააღწიოს უმეცრებად (აჯნანად) წოდებულ სერიოზულ დაავადებას. მსოფლიოში არსებობს ბევრი დესტრუქციული ძალა, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ასევე კონსტრუქციული ძალები. სულიერი სწავლების მოწაფეები არ უნდა იქცნენ ბომბებისა და მექანიკური მოწყობილობების (იანტრების) თაყვანისმცემლებლად. ისინი თვით უნდა ტრანსფორმირდნენ ღმერთის (მადჰავას) და მანტრების თაყვანისმელ აქტიურ პიროვნებებად. ავტორიტეტი და ძალაუფლება არის ძლიერი ინტოქსიკანტები. ესები აბინძურებს და შხამავს ხალხს და მიჰყავს ის განადგურებამდე. ესები ამრავლებს უბედურებას. მაგრამ სულიერი ცოდნა მიანიჭებს მათ მთლიანობასა და კარგ ბედს.
– ვიდია ვაჰინი, თავი 8.
21.05.20.
ამ დღეებში ლექციების და დისკურსების მოსმენა გახდა მხოლოდ მგზნებარე სურვილი, გატაცება. ერთხელ მათი მოსმენის შემდეგ, ხალხი წარმოიდგენს მათ იცოდნენ ყველაფერი. არა მხოლოდ უსმინოთ, აპრაქტიკეთ და განცადეთ. არ დაისვენოთ კმაყოფილმა მხოლოდ რჩევების მოსმენით. რაც თქვენ მოისმინეთ, მოგვიანებით უნდა აირეკლოს, და რაც ამით შთაიბეჭდა ჭკუაზე მოგვიანებით უნდა განიცადოს და გამოიხატოს აზრში, სიტყვასა და საქმეში. მხოლოდ ამგვარად შეიძლება ჭეშმარიტება იყოს განძად გულში; მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მან იდინოს ვენებში და სრული ბრწყინვალებით გამოვლინდეს შენი მეშვეობით. ჭეშმარიტების ძიების რეალური მიზანი არის საკუთარი თავის გათავისუფლება. წყურვილი უნდა იყოს ღრმა და მუდმივი. ჭეშმარიტების ცოდნის და განცდის დიდი სურვილი შემდეგ გახდება იოგა, გაერთიანების პროცესი.
– ვიდია ვაჰინი, თავი 9.
22.05.20.
სულიერი სწავლება (ვიდია) გასწავლით თქვენ ჯერ საკუთარი თავის გახსენებას. საკუთარი თავის გარდაქმნის შემდეგ, ეცადეთ შეცვალოთ სხვები: ეს არის რჩევა შემოთავაზებული სულიერი ცოდნით. ობიექტური სამყაროსადმი მაცდუნებელი მიჯაჭვულობა შეიძლება აღმოიფხვრას უფლისადმი თაყვანისცემის სახით შესრულებული უანგარო მსახურების საშუალებით. სამშობლოსადმი ერთგულება, სამშობლოს სიყვარული – ეს უნდა ჩაითვალოს როგორც ბევრად ნაკლები ვიდრე სიყვარული და ერთგულება მთელი კაცობრიობის მიმართ. ნამდვილი სულიერი ერთგულება (ბჰაკთი) ხასიათდება სიყვარულით ყველასთვის, ყოველ დროს, ყველგან. ბუნების დახასიათებაა „გაცხადება მრავალფეროვნად“; ღმრთიურის დახასიათებაა „ერთიანობაში შთანთქმა“. ასე რომ, ისინი ვისაც არ მოსწონთ ან ეზიზღებათ სხვა, ან ამცირებენ და აშავებენ სხვას არიან ნამდვილად სულელები, რადგან მათ ამგვარად არ მოსწონთ, ეზიზღებათ, ამცირებენ ან აშავებენ მხოლოდ საკუთარ თავს! მაგრამ მათ არ იციან ეს ჭეშმარიტება. სულიერი ცოდნა ასწავლის ადამიანს დამკვიდრდეს ამ ჭეშმარიტებაში და გამოამჟღავნოს ფუძედდებული ღმრთიურება.
– ვიდია ვაჰინი, თავი 8.
23.05.20.
რამზანის თვე ეძღვნება ხაზრატ მუჰამედის სწავლების დამახსოვრებისა და გამოყენების წმინდა ამოცანებს ერთიანობისა და სიწმინდის იმ ეტაპის მისაღწევად რომელიც არის ნამდვილად ღმრთაებრივი. ისლამი მნიშვნელობას ანიჭებს მთვარეს რომელიც არეგულირებს თვეებს. ახალი მთვარის დარშანით (დანახვით), რამზანის მარხვა იწყება და როდესაც ახალი მთვარე კვლავ გამოჩნდება, მარხვა მთავრდება. ‘მარხვა’ არ არის მხოლოდ თავის შეკავება საკვებისა და სასმელისგან, ეს არის ტანის, გრძნობებსა და გონების მკაცრ დისციპლინაზე დაქვემდებარება. მარხვა იწყება მზის ამოსვლისას და ტყდება მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ. ადრე ოთხ საათზე გაღვიძებისას, ლოცვა იწყება და დღის განმავლობაში, ღმერთის მუდმივი დასწრება იძებნება განსაცდელად. ეს არის უპავასას (მარხვის) მნიშვნელობა. რამზანის თვის განმავლობაში მეტოქეობა არის თავიდან აცილებული, სიძულვილი შეჩერებული და ყველა მისდევს ერთსა და იმავე სულიერ რეჟიმს ძმობის ატმოსფეროში. ყურანი ხაზს უსვამს რომ ყველამ უნდა კულტივიროს ერთიანობის, ურთერთდამოკიდებულების, უანგარო სიყვარულისა და ღმრთიურთან იმანენტურობის გრძნობა.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ივლისი.
24.05.20.
ისლამი ნიშნავს ღმერთისადმი დანებებას. ისლამი ასწავლის რომ ღმერთის წყალობის მიღება შეიძლება სამართლიანობითა და უბიწო ცხოვრებით; სიმდიდრე, სწავლულობა და ძალაუფლება ვერ გამოიმუშავებს მას. სუფთა სიყვარული მხოლოდ სიამოვნებს უფალს. ისლამი მოითხოვს აზრს, სიტყვასა და საქმეს შორის სრულ კოორდინირებას. სინამდვილეში, ყველა ის ვინც ცხოვრობს დანებებისა და მიძღვნის სულით და მშვიდობასა და ჰარმონიაში, მისდევს ისლამს. მუსლიმმა წმინდა ბრძენებმა ხაზგასმით აღნიშნეს რომ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ნამდვილობა “მე”-ს, რომელიც გრძნობს რომ ის არის ტანი, და ”მე”-ს რომელიც გრძნობს, რომ ის არის ჭკუა და მივიდეთ დასკვნამდე რომ ნამდვილი ”მე” არის უზენაესი მე, ყოველი მეს თანაგრძნობა, ღმერთი. რამზანის თვე, მარხვა და ლოცვები მიზნად ისახავს ამ რეალიზაციის გაღვიძებას და გამომჟღავნებას. ყველა რელიგია ხაზს უსვამს ერთიანობას, ჰარმონიასა და თანასწორობას. ამიტომ კულტივირეთ სიყვარული, შემწყნარებლობა და თანაგრძნობა და აჩვენეთ ეს ჭეშმარიტება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის გზავნილი რომელსაც მე გაძლევთ თქვენ ჩემი კურთხევით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ივლისი.
25.05.20.
თქვენი ბუნება ვლინდება თქვენი მოქმედებებით, ჟესტებით, შესახედაობით, მეტყველებით, კვების ჩვევებით, ჩაცმულობით და სიარულით. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი მეტყველება, მოძრაობები, აზრები და საქციელი ყველა არის სწორი – სავსე სიყვარულით, სუფთა (სათვური) და მოკლებული ველურობასა და თავნებობას. საკვების ჭამა არის წმინდა რიტუალი (იაჯნა). ეს არ უნდა შესრულდეს შფოთვის ან ემოციური დაძაბულობის მომენტების განმავლობაში. საკვები უნდა განიხილებოდეს როგორც წამალი შიმშილის დაავადებისთვის და სიცოცხლის საარსებო საშუალება. თქვენ უნდა განივითაროთ თავმდაბლობა დასაჯერებლად რომ თქვენ გაქვთ ბევრი სიკეთე სასწავლებლად სხვებისგან. თქვენი ენთუზიაზმი, თქვენი ძლიერი ამბიცია, თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი მუშაობის უნარი, თქვენი ცოდნის მარაგი, თქვენი სიბრძნე – ეს ყველაფერი სხვა ადამიანებთან უნდა იყოს დაკავშირებული და არა გამოყენებული თქვენთვის მარტო. თქვენმა გულმა უნდა მიიღოს შიგნით ყველა დანარჩენი ადამიანი. თქვენი აზრები ფართო ხაზებზე უნდა იყოს გაკეთებული ნიმუშის მიხედვით. განიხილეთ თითოეული უბედურება რომელსაც შეეჯახებით როგორც საბედნიერო ხელსაყრელი შემთხვევა თქვენი ჭკუის ძალის განვითარებისთვის და თქვენს გასამაგრებლად უფრო დიდი ძალით.
– ვიდია ვაჰინი, თავი 8.
26.05.20.
სარგებელი რაც ჩვენ შეგვიძლია მივიღთ რამესგან არის პირდაპირ პროპორციული რწმენის რომელსაც ჩვენ ვდებთ მასში. ღმერთების თაყვანისცემიდან, მლოცვარებიდან, მანტრების გალობიდან ან ექიმებზე მიმართვიდან, ჩვენ სარგებელს ვიღებთ მხოლოდ ჩვენი რწმენის ზომის შესაბამისად. რწმენის განვითარებისათვის და გაგების გასაზრდელად აუცილებელი მოთხოვნაა გულის, აზრის ნამდვილი საფუძვლის (კშეთრას), და ცნობიერების დონის (ჩითტას) სისუფთავე. ამ სისუფთავის გარეშე, თვითგამოკვლევის უეცარი მცდელობა ან ძიება თვითარსებულ ათმაში, მრავალფეროვან ამქვეყნიურ და მატერიალურ შუაგულში დახლართულობის დროს, აღმოჩნდება უნაყოფო, რამდენადაც ეს არ იქნება წარმოშობილი ძლიერ მოსურნე ნებით. ცნობიერება (ჩითტა) პირველ რიგში უნდა გამოყვანილ იქნეს ობიექტური სამყაროდან (პრაპანჩადან) და შეტრიალდეს შიგნით ათმას ცნობიერებისკენ. თესლი შეიძლება სწრაფად ჩაიზარდოს მხოლოდ მაშინ, როდესაც დარგულია კარგად მოხნულ მიწაში. ამგვარადვე, ათმური სიბრძნის თესლი შეიძლება სწრაფად განვითარდეს გულის მინდორში (ჰრიდაია კშეთრაში) მხოლოდ მაშინ როცა ამ მინდორს გავლილი აქვს აუცილებელი გაწმენდის პროცესი.
– ვიდია ვაჰინი, თავი 9.
27.05.20.
კავშირი იოგაში არის დჰარმას (სიმართლეს) და ღმრთიურობას შორის. პიროვნებაში რაც უფრო მეტად მრავლდება ისეთი ბოროტებები როგორიც არის ვნება და ბრაზი, უფრო მეტად მცირდება ღმრთიურება. ასე ვთქვათ, რწმენა ათმაში იკლებს სწრაფად, როგორც ბოროტებები ვითარდება. რწმენა არის ყოვლად მნიშვნელოვანი, რწმენა საკუთარ სინამდვილეში რაც არის ათმა – ეს არის ნამდვილი სულიერი ცოდნა (ვიდია). როდესაც ჟინი, რისხვა და ა.შ., მცირდება და ქრება, რწმენა ათმასა და სულიერი მოკვლევის სისწორეში, იზრდება და დასტურდება. მიუჯაჭველობა არის ნამდვილი საფუძველი ბრაჰმანის (ბრაჰმა-ჯნანას), უნივერსალური აბსოლუტის ცნობიერების მიღწევისთვის. მცირე ნაგებობისთვისაც კი, საძირკველი უნდა იყოს სტაბილური და ძლიერი, ან კიდევ იგი მალე ჩამოცვივდება გროვად. როდესაც გირლანდა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ გვჭირდება ბაწარი, ნემსი და ყვავილები, არა? ასევე, როდესაც სულიერი სიბრძნე უნდა მოიპოვო, აუცილებელია ერთგულება (სიმი), მიუჯაჭველობა (ნემსი) და მყარი ერთმიზნობა (ყვავილები).
– ვიდია ვაჰინი, თავი 9.
28.05.20.
როდესაც რაც სინამდვილეში არსებობს არის მხოლოდ ერთი, მაშინ ადგილი არ არის რაიმე განსხვავებისთვის დამოკიდებულებებში. იგივე სასიცოცხლო ძალა რომელიც წარმოდგენილია სპილოში, ასევე წარმოდგენილია ძაღლში ან ძროხაში. ვინაიდან ეს სასიცოცხლო ძალა წარმოდგენილი ყველა ჯივაში არის ერთი და იგივე, ჩვენ ვხედავთ რომ ყველაფერი არის ღმრთიურის ასპექტი. მანამ სანამ თქვენ გაქვთ საკუთრების გრძნობა ან ამბობთ: „ჩემი, ჩემი, ჩემი“, თქვენ აღარ გექნებათ შანსი შეხედოთ ნივთებს სხვაგვარად თუ არა თქვენსას. მანამ სანამ თქვენ გაქვთ ამგვარი დამოკიდებულება, ვერასოდეს იქნებით შემძლე გაიგოთ რა არ არის თქვენი. იმ დღეს როდესაც თქვენ უარს იტყვით ამ იდეაზე, თქვენ ნამდვილად გაიგებთ სიმშვიდის ამ ასპექტს. თქვენ უნდა შეამციროთ თქვენი მიჯაჭვულობა საგნებთან. მანამ სანამ ეჭვიანობა და ეგო გაბატონებულია თქვენს ჭკუაში, ღმერთი იქნება შორს თქვენგან. როდესაც თქვენ შეძლებთ ამ ხარისხების თავიდან მოცილებას, ღმერთი მოახლოვდება თქვენსკენ.
– თავი 21 ზაფხულის თავსხმები 1978.
29.05.20.
ქება და გაკიცხვა აღიქმება ერთმანეთთან წინააღმდეგობრივად, მაგრამ ესები ასე არ არის! ის რომელიც მიგიღებთ საპატივცემულო თანამდებობაზე ასევე ჩამოგაგდებთ თქვენ! როცა თქვენ გაქებენ, გაკიცხვაც იზრდება მასთან ერთად. როდესაც ჩვენ ვთხრით ჭას, გვერდით ტალახის გროვაც იზრდება. რაც უფრო ღრმად მივდივართ ჭაში, მით უფრო მაღალი იქნება დაგროვილი ბორცვი. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ხვრელი, რომელიც შეესაბამება ღრმა ჭას, არის გაკიცხვა მაშინ როდესაც გროვა შეესაბამება ქებას. მაგრამ როდესაც ჩვენ ვყრით ტალახის გროვას ჭაში, იგი იხურება. ტალახი ჭიდან და ტალახი გროვაში არის იგივე. მას შემდეგ რაც ჩვენ გავაცნობიერებთ რომ ეს ასეა, ჩვენ აღარ შეგვეშინდება კრიტიკის ან გაკიცხვის. ჩვენ განვივითარებთ თანაბარ განწყობას ქებასა და გაკიცხვაზე. ზოგიერთი ადამიანი უმზერს ჭის სიღრმეს მაშინ როდესაც სხვები უმზერენ გროვის სიმაღლეს. სწორი დამოკიდებულება იქნება შეხედვა ორივეზე იგივე აზრით. მხოლოდ შემდეგ იქნება ადამიანი წმინდა გზაზე წინწაწევის შემძლე.
– თავი 21 ზაფხულის თავსხმები 1978.
30.05.20.
როდესაც თქვენ დასდევთ გამარჯვებასა და სიმდიდრეს შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ჩრდილები, არა არსებითი ნივთები. როდესაც მზე არის თქვენს უკან, შეგიძლიათ ოდესმე მიაღწიოთ თქვენს ჩრდილს თუნდაც თქვენ სდიოთ მას მილიონობით წლის განმავლობაში? ვერასოდეს, თქვენი ჩრდილი გარბის სწრაფად და ყოველთვის იქნება თქვენი მიღწევის საზღვრებს გარეთ. ამის ნაცვლად, შეტრიალდით მზისკენ და განაგრძეთ გზა! შემდეგ, დააკვირდით რა ხდება. ჩრდილი უკან რჩება და მიჰყვება თქვენს ნაბიჯებს როგორც მონა! გახსოვდეთ, ჩრდილი არის ამსოფლიური ილუზიის სიმბოლო (მაია)! მანამ სანამ მიჰყვებით ამსოფლიურ ილუზიას, მადჰავა (ღმერთი) არის უგულვებელყოფილი და არის მხედველობის გარეთ. თქვენ ვერ მოიპოვებთ მის ხილვასა და წყალობას და მუდამ დარჩებით მონობაში, დაჭერილი დაბადებისა და სიკვდილის სპირალურ ხვიებში. დამოკიდებულების ამ ატმოსფეროდან, გულწრფელად შეეცადეთ გაათავისუფლოთ საკუთარი თავი. თქვენი მონობის გაცნობიერების გარეშე, თუ ყველა თქვენი ძალისხმევა მიმართულია გრძნობადი სიამოვნების მიღებაზე, ეს არის უმეცრების ჩინის უტყუარი ნიშანი. ამის ნაცვლად გამოიყენეთ თქვენი ყველა უნარი და ენერგია საკუთარი თავის გასათავისუფლებლად.
– ვიდია ვაჰინი, თავი 9.
31.05.20.
ჩვენი პირველი ამოცანაა ჩვენი მოვალეობის შეცნობა. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ეს წაგვიყვანს გამარჯვებასთან თუ წარუმატებლობასთან. ადამიანის მოვალეობაა გააკეთოს მცდელობა; მცდელობის წარმატება ან წარუმატებლობა უნდა დავუტოვოთ ღმერთს. თუ ჩვენ განვივითარებთ ამ დამოკიდებულებას ჩვენ არ ვიქნებით აღელვებული წარმატებით ან წარუმატებლობით. ყველა სტუდენტს სურს წარმატებას მიაღწიოს თავის გამოცდებში. მათ უნდა შეიცნონ რომ ძალისხმევა (სადჰანა) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით წარმატება. უფრო მეტად ვიდრე ოცნება რომ თქვენ იყოთ წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის ჩადოთ მასში თქვენი ძალისხმევა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: თქვენ გსურთ დიდი შედეგები, მაგრამ დებთ თქვენ სათანადო ძალისხმევას? თუ თქვენ დებთ სათანადო ძალისხმევას, მაშინ, თქვენ არ გჭირდებათ შეწუხება შედეგზე. მაშინაც კი თუ რაიმე ცუდი ბედით ვერ იღებთ რაც თქვენ გსურთ, თქვენ არ უნდა ინანოთ ამის გამო, იმიტომ რომ თქვენ ჩადეთ მასში თქვენი ძალისხმევები! განივითარეთ ეს გონებრივი სტაბილურობა და თანაბარგანწყობა რის მეშვეობითაც თქვენ არ იგრძნობთ არც აღფრთოვანებას არც დათრგუნვას.
– თავი 21, ზაფხულის თავსხმები 1978.

ბაბა