უკან: ნაწილი VII
“ახლა მე თქვენ მოგცემთ პრაქტიკის ყველაზე უფრო უნივერსალურ და ყველაზე უფრო ეფექტურ ფორმას, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს კონტროლს ჭკუაზე. ეს არის სულიერი დისციპლინის ყველაზე პირველი საფეხური.
პირველ ხანებში აკეთეთ ის დღეში რამდენიმე წუთი. მისი შესრულება უმჯობესია განთიადამდე რამდენიმე საათით ადრე, იმიტომ რომ სხეული გაახლებულია ძილით და თქვენ ჯერ არ დაგწოლიათ დღის საზრუნავები.
ასწავლეთ თქვენს თავს გაიღვიძოს, როცა იწყება ბრაჰმას საათი – დილის 3.00 საათი. პირველ ხანებში თქვენ შეგიძლიათ წამოდგეთ მაღვიძარას ზარზე, მაგრამ მალე მედიტირებაში მძაფრი მოთხოვნილება თვითონ წამოგაყენებთ თქვენ. მედიტირებისთვის საუკეთესო დრო არის დილის 3.00-დან 5.00-მდე.
მედიტირების პროცესი წარმატებული რომ გახდეს მედიტირებამდე არ უნდა მიიღოთ აბაზანა, იმიტომ რომ განბანვის რიტუალი აღვიძებს გრძნობებს, და ეს დაიწყებს თქვენს მიზიდვას სხვადასხვა მიმართულებით.
აიღეთ ანთებული სანთელი და დაჯექით ლოტოსის ან თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ პოზაში, ხელში თქვენს წინ გეჭიროთ სანთელი.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ მედიტირების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. მაგრამ დედამიწაში გადის ძალიან ძლიერი დენები, რომლებიც ახდენს განსაკუთრებულად მძლავრ ზემოქმედებას. ამიტომ მედიტირების დროს სასურველია თქვენ იზოლირდეთ ამ დენებისგან: მმედიტირებელი უნდა დაჯდეს სქელ ფიცარზე და დაიფაროს მხრები მატყლის შალით”.
მედიტირების დაწყების წინ აზრი აქვს ოთახის შემოვლას ორი ურთიერთ პერპენდიკულარული მიმართულებით – ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ყურადღებით უსმინეთ თქვენს შეგრძნებებს, რათა განსაზღვროთ, როგორ განლაგდება მიწის დენების ბადე და ჯვარედინების შიგნით რა ადგილია თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი. ეს ყველაფერი კეთდება სულიერი პრაქტიკის სრულიად საწყის ეტაპზე.
“მაშინ როცა ადამიანი ღრმად აითვისებს მედიტირების ხერხს, ის შეძლებს ჯდომას, სადაც ინებეს, და ამით არანაირად არ დაზიანდება.
დასაწყისში არაპრაქტიკულია ეცადო კონცენტრირებას იმაზე, რასაც არ აქვს ფორმა: ადვილი არ არის ჭკუა დააფიქსირო აბსტრაქტულზე. კონცენტრირების ობიექტი უნდა იყოს კონკრეტული. ეს შეიძლება იყოს ხმა, ფორმა, სინათლე და ა.შ. ამიტომაც ამორჩეულია სანთლის ალი.
დახურეთ კარები, იჯექით წყნარად და მოაწესრიგეთ სუნთქვა ისეთნაირად, რომ ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის ხანგრძლივობა იყოს ერთნაირი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
(კომპ. ჰისლოპი)
მედიტირების პრაქტიკის ათვისების შესაბამისად საჭიროა თანდათანობით შეამციროთ სუნთქვის რიცხვი ორამდე ან ერთამდე წუთში. თქვენ თვითონ უნდა აირჩიოთ ჩასუნთქვა ამოსუნთქვის რიცხვის შემცირების პროცესის ხანგრძლივობა.
ასეთი ხერხით რომ აკონტროლოთ სუნთქვა, უნდა მისდიოთ ძალიან ეფექტურ დისციპლინას: ენის წვერი რბილად უნდა ეხებოდეს კბილების უკანა კედელს. თუ თქვენ ყურადღებას აქცევთ, რომ ის იყოს ამ მდგომარეობაში, აზრები სულ უფრო ცოტავდება, და თქვენ გამოეყოფით გარემომცველ სამყაროს”.
თვალჩაციებით უმზირეთ სანთლის ალს, რამოდენიმე ხნის შემდეგ კი დახუჭეთ თვალები.
შეეცადეთ შეიგრძნოთ ალი თქვენს შიგნით, წარბებს შორის. დაე ის ჩამოსრიალდეს ძირს, თქვენი გულის ლოტოსში, თავისი გზის განათებით. როცა ის შევა გულში, წარმოიდგინეთ, რომ ლოტოსის ფურცლები იხსნება ერთი მეორის მიყოლებით, ყოველი აზრის, გრძნობის და ემოციის სინათლის გარსშემოკვრით და ამით მისგან სიბნელის გამოდევნით, ისე რომ სიბნელე ვერსად ვეღარ იმალება.
ალის სინათლე ხდება ფართო და კაშკაშა. დაე მან მოიცვას თქვენი ყველა ორგანო და კიდური, რომ თითეული ამ დროიდან ვეღარ მონაწილეობდეს საეჭვო და ბნელ საქმეებში, და გახდეს სინათლისა და სიყვარულის ინსტრუმენტი.
დაე სინათლემ მიაღწიოს ენას, და მისგან გაფრინდება სიცრუე.
დაე ის აიწიოს თვალებთან და ყურებთან და მოსპოს ყველა ბნელი სურვილი, რითაც ესენი არის გადავსებული, გითრევთ თქვენ ბავშვურ ლაყბობებში და თავს გახვევთ ნაკლოვან შეხედულებებს.
ნება მიეცით თქვენს თავს აღივსოს სინათლით, და მისგან გადაიყრება ყველა უკეთური აზრი.
წარმოიდგინეთ, რომ სინათლე თქვენს შიგნით ხდება სულ უფრო და უფრო ინტენსიური. დაე მან გაანათოს გარშემო ყველაფერი, შექმნას სულ უფრო გაფართოებადი წრე, მიიტაცოს ყველა, ვინც თქვენ გიყვართ, თქვენი ნათესავები და ახლობლები, მეგობრები და მეურვეები, უცნობი მამაკაცები და ქალები, ყველა ადამიანი, ყველა ცოცხალი არსება, მთელი მსოფლიო.
რამდენადაც სინათლე დღის განმავლობაში ღრმად და სისტემატიურად ანათებს ყველა თქვენს გრძნობას, მალე დადგება დრო, როცა თქვენ უკვე ვეღარ შეძლებთ იპოვოთ გემო ბნელ, უკეთურ შეხედულებებში; დატკბეთ ბნელი, უბოროტესი მოთხრობებით; ისურვოთ მავნე, არაცოცხალი საკვები და ტოქსიკური სასმელები; ხელებით შეეხოთ ჭუჭყიან, საძაგელ ნივთებს; მოინახულოთ ადგილები ცუდი დიდებით; ავნოთ ვინმეს და ატაროთ ბნელი ჩანაფიქრები ვის საწინააღმდეგოდაც არ უნდა იყოს.
დაიჭირეთ თქვენში ეს მთრთოლვარე სინათლე, რომელიც არის ყველაფრის მოწმე.
მოძრავი სინათლის იდეა მის უნივერსალურ ფაზაში ეყრდნობა იმაზე, რომ ერთი და იგივე ღმერთის სინათლე არის ყველგან და ყველაში.
მკაცრად თქმით, სულიერ პრაქტიკაში არსებობს
3 სტადია
კონცენტრირება, გააზრება და მედიტირება.
“ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კონცენტრირება – ეს არის იგივე, რაც მედიტირება, და მოძრაობს არასწორი მიმართულებით. სინამდვილეში კი კონცენტრირებასა და მედიტირებას შორის არ არის კავშირი.
კონცენტრირება – ეს რაღაც თქვენს გრძნობებზე დაბლაა, ის, რითაც თქვენ უნებლიედ სარგებლობთ თქვენს ყოველდღიურ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში.
დავუშვათ, მე ვკითხულობ გაზეთს: ჩემი თვალები უმზერს ასოებს, ჩემს ხელებს უჭირავთ ქაღალდი, ჩემი ჭკუა აზროვნებს. მაშასადამე, როცა თვალები, ხელები და ჭკუა კოორდინირებულად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, ეს მე საშუალებას მაძლევს გავიგო გაზეთის შინაარსი. სხვაგვარად თქმით, ჩემი ყველა უთვალავი გრძნობა კონცენტრირდება, აკოორდინირებს თავის სამუშაოს, და შრომობს გაზეთზე.
ყველა ჩვეულებრივი რუტინული მოქმედება: სიარული, ლაპარაკი, კითხვა, წერა, ჭამა – ყველა ეს არის კონცენტრირების, ყურადღებაგამახვილების შედეგი.
ჩვენს პრაქტიკაში ჩვენ უნდა ავმაღლდეთ პლანიდან, რომელიც არის გრძნობებზე დაბლა, კონცენტრირებიდან, საშუალედო მდგომარეობაში – გრძნობების დონეზე, რომელსაც ეწოდება გააზრება, ან გაცისკროვნება, და იქიდან – პლანზე, რომელიც არის გრძნობებზე მაღლა, გრძნობებზე ზემოთ – და ის იწოდება მედიტირებად.
მაშასადამე, კონცენტრირებასა და მედიტირებას შორის არის სასაზღვრო ოლქი, რომელიც ფარავს ერთსაც, და მეორესაც, და ეს არის გააზრების ოლქი. რომ მოხვდეთ ამ სფეროში, საჭიროა გათავისუფლდეთ ყოფითი მიბმულობებისგან, ჩვეულებრივი ყოველდღიური მიბმულობებისგან.
და როცა მთლიანად გადაყრით ყველა თქვენს მიბმულობას, თქვენ გადაახტებით გააზრების ოლქს და მოხვდებით მედიტირების სფეროში.
მედიტირება, თუ ის სწორად პრაქტიკდება, უნდა ტარდებოდეს ერთ და იმავე ადგილზე და ერთ და იმავე დროს. მხოლოდ მაშინ იქნება ის წარმატებული. თუ ადამიანი მიემგზავრება სახლიდან მოგზაურობაში, მას შეუძლია აზრობრივად გადაადგილდეს ჩვეულ ადგილში, დამოუკიდებლად იმისგან, ის თვითონ სად იმყოფება.
თუ მედიტირების დროს მთელი დროის განმავლობაში თავს აქანავებენ და ქანაობენ მთელი ტანით, ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ კონცენტრირების უნარი. თუ სხეულის ნაწილი ქანაობს, მაშინ მასში “მყოფი”, ჭკუაც იქანავებს. სახელდობრ ამიტომ მედიტირების დროს გამოწერილია გარკვეული პოზის მიღება და მთელი დროის განმავლობაში ამ მდგომარეობაში ყოფნა.
მაშინ, როცა ზიხართ მედიტირებაში, თუ თქვენ იფხანთ თავს ან ზურგს, თქვენ ვერ შეძლებთ სწორად ატაროთ ეს პრაქტიკა.
ზოგიერთი ადამიანი ჯდება, რომ აკეთოს მედიტირება, მაგრამ ისინი უბრალოდ სხედან, შემდეგ კი ინტერესდებიან, რამდენად მალე შეძლებენ ისინი პოზის შეცვლას – ეს ყველაფერი არ არის ნამდვილი პრაქტიკა.
მეორეს მხრივ, ვიდრე ადამიანი ფიქრობს “მე ვმედიტირებ”, ეს არ არის მედიტირება, ეს არის ჭკუის მუშაობა. ვიდრე მან იცის, რომ მედიტირებს, სინამდვილეში ის არ მედიტირებს.
როცა სულიერი პრაქტიკის დაწყების შემდეგ, ადამიანი მთლიანად ამახვილებს ყურადღებას ფორმაზე, ჭკუის ყურადღება სრულად გადაიტანება სხეულიდან და მთლიანად კონცენტრირდება ფორმაზე, არჩეულზე მედიტირების ობიექტად, ამას მპრაქტიკებელი გადაჰყავს მედიტირების მდგომარეობაში.
მაგრამ როცა თქვენ მედიტირებთ, ჭკუა შეიძლება გადავიდეს რაიმე გარეშეზე. მაშინ, რათა აიძულოთ ის “იმუშაოს ბეჯითად”, დაიწყეთ ღმერთის სახელის ხოტბის შესხმა და თვალყური ადევნეთ, რომ აზრების ნაკადი მიემართებოდეს ღმერთისკენ, ისე რომ არ წყდებოდეს. არ მისცეთ მას ნება დაარღვიოს დისციპლინა.
თუ თქვენი ჭკუა კვლავ დაიწყებს ხეტიალს, სახოტბო სახელიდან ყურადღების გადატანით, მიმართეთ ის ფორმაზე. თუ ის გადაიხრება ფორმის მზერისგან, მიმართეთ ის კვლავ სიმღერაზე. ასე თანდათანობით თქვენ ისწავლით თქვენი ჭკუის გაკონტროლებას.
მედიტირება ეფექტური რომ იყოს, საჭიროა მუდმივი პრაქტიკა, აჩქარებისა და საზრუნავის გარეშე. მაშინ ადამიანი ხდება მშვიდი და ბუნებრივია ის დაეუფლება მედიტირების მდგომარეობას.
იყავით დარწმუნებული წარმატებაში. მოიხმეთ ღმერთი – ის თქვენ დაგეხმარებათ. ის გამოგეხმაურებათ დაძახებაზე და თვითონ გახდება თქვენი გურუ. ის გიხელმძღვანელებთ თქვენ, იმიტომ რომ ის ყოველთვის თქვენს გვერდითაა. იფიქრეთ ღმერთზე, ჩაიძირეთ ღმერთში, ჭამეთ ღმერთი, სვით ღმერთი, გიყვარდეთ ღმერთი. ეს არის ადვილი გზა, სამეფო გზა თქვენი მიზნისაკენ – უმეცრების მოსპობისა და თქვენი ნამდვილი ღმრთიური ბუნების შეცნობისაკენ.
მედიტირება – ეს არის ღმერთთან შეერთება”.
ბაბა
თავის გამოსვლაში თამილის ახალი წლის ზეიმზე
(1995 წლის აპრილში)
სვამიმ თქვა:
“წინა გამომსვლელმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ, თუ თქვენ გააკეთებთ ათ ნაბიჯს, ბჰაგავანი გააკეთებს ას ნაბიჯს თქვენს შემხვედრად”.
და გააგრძელა გაბრწყინებული ღიმილით: “ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ მხარეს მიმართავთ თქვენს ნაბიჯებს. თუ თქვენ გააკეთებთ ათ ნაბიჯს ბოროტების, სიცრუის, უსამართლობისა და უზნეობის შემხვედრად, განა მე დავიწყებ ასი ნაბიჯის გაკეთებას თქვენს შესახვედრად? არა არასოდეს.
თქვენმა ნაბიჯებმა თქვენ უნდა წაგიყვანოთ სულ უფრო მაღლა და მაღლა, სულიერებისკენ. თუ თქვენ ადიხართ ათ კიბეზე, მე დაგეხმარებით თქვენ გადალახოთ მეასე.
თქვენ უნდა იმოძრაოთ სწორი მიმართულებით და არ უნდა ასცდეთ გზას.
ღმერთის მნიშვნელობის შესახებ თქვენ არა გაქვთ გაგება. თქვენი აზრები გამახვილებულია თჰამასზე (სიზარმაცეზე, ინერტულობაზე), ამ დროს ღმერთის აზრებია თჰაპასზე (მიტევებაზე)”, – დაამთავრა მან საერთო სიცილში.
თქვენ მედიტირებაში ზიხართ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში.
როცა თქვენ დგებით და გამოდიხართ,
თქვენ ნათლად ხედავთ კი, რომ თითოეული დაჯილდოებულია ღმრთიურებით? თუ არა, მაშასადამე, თქვენი მედიტირება – დროის ფუჭი კარგვაა.
გიყვართ კი თქვენ ძლიერად, საუბრობთ კი ნაკლებად, ემსახურებით კი სხვებს უფრო ერთგულად?
ეს ყველაფერი არის მედიტირებაში წარმატების ნიშნები. თქვენი პროგრესი უნდა იყოს დაკმაყოფილებული თქვენი ხასიათისა და ქცევის გაუმჯობესებით. მედიტირებამ უნდა გარდაქმნას თქვენი დამოკიდებულება სხვა არსებებისა და საგნების მიმართ.
თუნდაც ყველაზე მაგარი გულიც კი შეიძლება დაარბილო ისე, რომ მასში აღმოცენდეს ღმრთიურების ნერგები.
შეეცადეთ თქვენთვის აზრობრივად წარმოიდგინოთ ღმერთის ფორმა ყველგანშემღწევი სინათლის სახით. იმიტომ რომ სინათლე – ეს არის ღმერთი, და ღმერთი – ეს არის სინათლე. როცა სინათლე ხვდება სინათლეს, ყველაფერი ხდება სინათლე. როცა ადამიანი ხვდება მსოფლიოსას, ყველაფერი ხდება მსოფლიოსი.
საის დარშანი
მე ამოვტვიფრე თქვენს ჭკუაში ჩემი სახელი.
თქვენი ბაგეები იმეორებს ჩემს სახელს.
მე დავაყენე ჩემი ფორმა თქვენი თვალების წინ.
მე გამოვხაზე ჩემი სახელი თქვენს გულში.
“სიყვარულითა და კურთხევით”, – ნათქვამია იქ.
ჩემი სიყვარული – მე გაძლევთ მას თქვენ,
რათა ვიყო თქვენთან მთელი თქვენი სიცოცხლე.
ჩემი კურხევა – მე გადმოვღვრი მას თქვენზე,
რათა აგაცილოთ თქვენი შეცდომები და დაცემები.
თქვენ გამოიხედებით გაკვირვებულები,
როცა თქვენი თვალთახედვის წინ ენთება
ღმერთის ნაპერწკალი.
ეს ნაპერწკალი რომ ჩაუქრობელ ალად გადაიქცეს,
საჭიროა საწვავის მუდმივი მიწოდება.
მე უზრუნველგყავით თქვენ საწვავით და ლამპადით,
მე ჩემს ხელში მიჭირავს ასანთი.
გაჰკარით ასანთი კოლოფზე,
დაამყარეთ ჩემთან კონტაქტი.
ხახუნი მოგცემთ თქვენ სინათლეს –
აანთეთ თქვენი ლამპადა.
და თქვენ გაიგებთ, რომ ეს ილუმინირება
სხვა არაფერია, თუ არა გადასვლა
მბჟუტავი ადამიანურობიდან
მოციალე ღმრთიურებისკენ.
სვამის მონათხრობებიდან
ერთხელ ბრიგუ, ვარუნას ვაჟი, მივიდა თავის მამასთან და ჰკითხა მას: “მამა, არ შეგიძლია მე განმანათლო ბრაჰმანთან მიმართებაში?”
ბრძენმა ვარუნამ სიყვარულით უთხრა: “შვილო, არავის არ შეუძლია განგანათლოს ბრაჰმანთან მიმართებაში. ეს თვითონ უნდა განცადო მედიტირების დახმარებით. წადი იმედიტირე და თვითონ ჩაატარე გამოკვლევა. მე გლოცავ შენ”.
ბრიგუ წავიდა ტყეში, დაჯდა და დაიწყო მედიტირება. და, როგორც ჩვეულებრივ, დასაქმდა გამოკვლევით. როგორც წესი, ის ფიქრობდა რამდენიმე საკითხზე, რომელიც ეხება სულიერ სამყაროს.
ერთხელ მან გაიფიქრა: “რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი ყველა ცოცხალი არსების და კერძოდ ადამიანის არსებობისათვის? ეს უნდა იყოს საკვები”, – გადაწყვიტა მან.
“ადამიანი ცოცხლობს, იზრდება და მუშაობს მხოლოდ საკვების მადლით. საკვები – ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია სიცოცხლის, ამიტომ ბრაჰმანი – ეს არის საკვები”.
ის გაიქცა მამასთან და უთხრა: “მამა, მე ვიცი, რა არის ბრაჰმანი – ეს არის საკვები”.
ვარუნა ღიმილით გამოეხმაურა: ”არა, შვილო, საკვები – ეს არ არის ბრაჰმანი. წადი და იმედიტირე”.
ბრიგუ კვლავ წავიდა ტყეში და გააგრძელა თავისი მონანიება, თჰაპასი. ერთხელ მან გაიფიქრა: “საკვები, შეიძლება, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ არის ენერგია, შეუძლებელი იქნება მისი გადახარშვა. და რა არის ენერგია? ეს, ალბათ, პრანა, სასიცოცხლო ძალაა. ასე რომ სწორედ პრანა არის ბრაჰმანი”.
ის დაბრუნდა მამასთან და უთხრა: “მამა, მე ვიცი, რა არის ბრაჰმანი – ეს არის პრანა”.
ვარუნამ უპასუხა: “არა, შვილო. წადი და კიდევ რამდენიმე დღე იმედიტირე”.
ბრიგუ დაემორჩილა. მან გააგრძელა თავისი მედიტირება. და ერთხელ მას თავში მოუვიდა აზრი: “საკვები არსებითია, ენერგიაც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ რა არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი? თუ ადამიანი არ განიცდის სურვილს იცხოვროს და ჭამოს, მაშინ რისთვის სჭირდება საკვები და პრანა? სურვილების ადგილსამყოფელი არის – ჭკუა. ამიტომ ბრაჰმანი – ეს არის მანასა, ჭკუა”.
ბრიგუმ შეატყობინა მამას თავისი აღმოჩენის შესახებ, მაგრამ მან გაიღიმა და თავი გააქნია: “არა, შვილო, მანასა – ეს არ არის ბრაჰმანი. წადი და კიდევ რამდენიმე დღეს გააგრძელე თჰაპასის შესრულება”.
ბრიგუმ გააგრძელა თავისი მედიტირება.
ერთხელ მას თავში მოუვიდა: “საკვები მნიშვნელოვანია, პრანა და ჭკუაც – ასევე არსებითია, მაგრამ რა არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი? თუ ადამიანი უუნაროა შეიცნოს და გაარჩიოს, რა არის სიკეთე, და რა კიდევ – ბოროტება, რა სარგებელია ამ სიცოცხლისგან? რა არის ამ გარჩევის უნარის წყარო? ეს არის ინტელექტი, ვიჯნანა. მაშასადამე სწორედ ვიჯნანა არის ბრაჰმანი”.
ის წავიდა მამასთან და უთხრა: “მამა, ბრაჰმანი – ეს არის ვიჯნანა”.
მაგრამ ვარუნამ კვლავ უპასუხა: “არა, შვილო, ინტელექტი – ეს არ არის ბრაჰმანი. წადი და კიდევ რამდენიმე დღე მიუძღვენი თჰაპასს”.
და ბრიგუ კვლავ მიეცა მედიტირებას.
ერთხელ მას თავში კვლავ მოუვიდა აზრი: “საკვები იძლევა ძალას, პრანა – ენერგიას, ჭკუა იწვევს სურვილებს, ინტელექტი კი ადამიანს ანიჭებს გარჩევის უნარს, ვივეკას.
მაგრამ მე უნდა აღმოვაჩინო, რა არის ადამიანის სიცოცხლის საბოლოო მიზანი. ეს მე უნდა შევიცნო საკუთარ განცდაზე”. ასე გადაწყვეტის შემდეგ, ის კვლავ ჩაიძირა ღრმა მედიტირებაში.
ერთხელ მან განიცადა წარმოუთქმელი სიხარული და იჯდა, და სრულიად არ შეიცნობდა გარე სამყაროს.
იმ დღეს ვარუნა თავისი შვილის საძებნელად თვითონ გაემართა ტყეში. ის იყო ბედნიერი, როცა დაინახა, რომ მისი შვილი იმყოფება სამადჰის მდგომარეობაში. ბრიგუს სახე ციალებდა მოკაშკაშე სინათლით. და მამამ გაიგო, რომ მისი შვილი, ბოლოს, ჩაწვდა, რომ
“ბრაჰმანი – ეს არის ნეტარება”.
უპანიშადების დროს მშობლები და დამრიგებლები ჩვეულებრივ აღძრავდნენ თავის მოწაფეებს მიეცათ კითხვები, მაგრამ ისინი თვითონ არ აძლევდნენ მათ დაუყოვნებელ პასუხებს. ისინი ურჩევდნენ მათ ჩაეტარებინათ დამოუკიდებელი გამოკვლევა და თვითონ ეპოვათ პასუხები ყველა კითხვებზე.
განცდა – საუკეთესო მასწავლებელია.
ამიტომ წადი, დაისვენე და მოდუნდი.
რელაკსირება –
ეს იოგას ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი და ჭკუისთვის ლაგამის ამოდების ძლიერი ხერხია.
დაწექით ზურგზე, ხელები სხეულის გასწვრივ, ფეხები გასწორებულია. აზრობრივად გაიარეთ ფეხის თითებიდან თავის კინკრიხომდე – ისეთნაირად, რომ აზრის კვალდაკვალ მიედინებოდეს დაბურული სხეული, თან ქმნიდეს კუნთების მოდუნებას.
და აი თქვენ, მოდუნებული, თითქოს წევხართ სასიამოვნო თბილ აბაზანაში. თქვენ თავზე არის ნათელი ლურჯი ცა. თქვენი ჭვრეტა სრიალებს მასზე, თეთრ ღრუბლებზე შეჩერებით. და თქვენ, ისევ მწოლიარე, ნელა იწყებთ აწევას მზისკენ და ნათელი ცისკენ. თქვენ იძირებით უსაზღვრო ცისფერ სივრცეში და განიცდით ღრმა სიმშვიდისა და სრული თავისუფლების გრძნობას. გაქრა ყოველდღიური საზრუნავები, გაფრინდა ყველა განგაში. თქვენ იწევით მზისკენ და იხსნებით ამ ღმრთიურ სინათლეში. თქვენი სული, თქვენი გული ივსება სიხარულით და ნეტარებით. ეს არის სინათლის სამეფო – თქვენი ნამდვილი სახლი.
ქრება შენი თავის შეგრძნება – სული ბანაობს სინათლეში,
რომელიც არის სიყვარული.
რომელიც არის ჭეშმარიტება და ღმერთი.
თქვენ არ არსებობთ – არის მხოლოდ ის – და ეს არის სიხარული და თავისუფლება.
ახლა კი დაიწყეთ ნელა დაშვება, ვიდრე თქვენს ქვემოთ არ შეიგრძნობთ მყარ ნიადაგს. დაიმახსოვრეთ ბედნიერებისა და თავისუფლების ეს გრძნობა, მანამდე ვიდრე მისცემთ ნებას, რომ თქვენს ნაწილებს დაუბრუნდეთ მიწიერი ძალა.
ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ, თქვენ არასოდეს აღარ გახდებით ისეთი როგორც ადრე იყავით.
და თუ დღის ორომტრიალისას, გაელვებაზე გაგზავნით თქვენს ჭკუას მაღლა, თქვენს მზის სახლში, ის წაიბორძიკებს სირბილისას – და ასე თანდათან გახდება თქვენი დამჯერი მსახური.
თქვენ კი – მისი ბატონი.
იმ დალოცვილ დროში, როცა ღმერთმა გადაწყვიტა ადამიანის შექმნა. მან გააგზავნა დედამიწაზე შვიდი მხედრობა, შვიდი მფლობელი, და მათ შემოსეს ადამიანის ღმრთიური მონადები ასტრალურ სხეულებში – სხეულებში, შექმნილში მათ მიერ მათი აზრის ძლიერებით
და შემოქმედებისთვის მისწრაფებული სურვილის ძალით.
ამ დიდმა წინაპართა მშობლებმა ემანირეს
ბუნების ექვსი პირველადი ძალა,
რომელთა სახელწოდებაა შაკტი.
ეს ძალები დგას შემდეგი თანმიმდევრობით:
I. პარაშაკტი – უზენაესი ძალა და ძლიერება, თავისში სინათლისა და სითბოს ძალის მომცველი.
II. ჯნანა შაკტი – ეს განსჯის, ჭეშმარიტი სიბრძნისა და ცოდნის ძლიერებაა.
მას აქვს ორი ასპექტი:
• როცა ის იმყოფება მატერიალური პირობების კონტროლისა და გავლენის ქვეშ, მაშინ ის გამომჟღავნდება როგორც:
– ჩვენი ჭკუის ძლიერება ჩვენი გრძნობების განმარტებაში,
– ძლიერება გამომწვევი ძველი წარმოდგენების – ესე იგი მეხსიერება და მომავალი მოლოდინები,
– ძლიერება ასოცირების, რომელიც საშუალებას იძლევა დამყარდეს მუდმივი კავშირი შეგრძნებათა სხვადასხვა ჯგუფებს შორის,
– ძლიერება ჩვენი წარმოდგენების შეთანწყობის ჩვენი თავადობის მეშვეობით.
• როცა ის თავისუფლდება მატერიის ბორკილებისგან, მაშინ მჟღავნდება როგორც:
– ნათელხილვა,
– ფსიქომეტრია – უნარი ერთი დეტალით აღადგინო მთელის სახე, რადგან ყოველი ნაწილი ასახავს მთელს, რომელსაც ის ეკუთვნოდა.
III. იჩჩჰაშაკტი – ძლიერება ნების. ყველაზე ორდინალური მაგალითი მისი მოქმედების – ის ბადებს ნერვულ დენებს, რომლებსაც მოქმედებაში მოყავს ადამიანის კუნთები.
IV. კრიაშაკტი – საიდუმლო სიძლიერე აზრის, ფიზიკურ სამყაროში მატერიალური შედეგების მწარმოებელი. კრიაშაკტის დაუფლებაში პირველი ნაბიჯი არის წარმოსახვის გამოყენება.
წარმოისახო რაიმე – ნიშნავს ააგო მოდელი იმის, რაც თქვენ გსურთ რომ გქონდეთ. შემდეგ მოქმედებაში მოდის ნება, და ამით ფორმა გადაიტანება ობიექტურ სამყაროში. სწორედ ეს არის შემოქმედება კრიაშაკტის მეშვეობით.
V. კუნდალინი შაკტი – ეს არის სიძლიერე, ან ძალა, მოძრავი გველისებურად, სრულიად მსოფლიო სასიცოცხლო პრინციპი, თავისში განმთავსებელი მიზიდულობის ძალის და უკუგდების ძალის. ელექტრობა და მაგნიტურობა არის მისი გამომჟღავნებები.
VI. მანთჰრიკა შაკტი – სიძლიერე მეტყველების, ასობგერების ან მუსიკის. ყველა ძველი მანთჰრა შასტრები თავისში შეიცავს ამ ძალას. მისი გამომჟღავნებებიდან ერთ-ერთი ჩვეულებრივი არის მუსიკის ზემოქმედება. სასწაულმოქმედი სახელის ძლიერება არის ამ შაკტის გვირგვინი.
ეს ექვსი ძალა თავის ერთობაში არის ასტრალური სინათლე – მეშვიდე ძალა, რომელიც არის ლოგოსის სინათლე. და ისინი, ვინც დგანან ამ ძალების სათავეში, არსში არიან ადამიანის პირველი რასის შემქმნელები, რომლებიც ფლობენ მთელ ძლიერებას ბრამა-შემოქმედისა.
მათ მიერ შექმნილი პირველი ადამიანები იყვნენ “ხორცი ხორცისგან” თავისი მშობლებისა და ფლობდნენ მათი ყოველი ძალის ერთობლიობას. ისინი აგრეთვე აწარმოებდნენ თავის მსგავსებს აზრის ძალით, მაგრამ აკეთებდნენ ამას გაუცნობიერებლად, შთამომავლობის ბუნებრივად წარმოებით, როგორც ამას აკეთებს მცენარეები, თავისი ყლორტების გაშლით.
ევოლუციის მილიონობით წელმა განავითარა ადამიანის ფორმა ასტრალური სხეულის გამკვრივების მეშვეობით. გარე ასტრალური ადამიანი გახდა შიდა, და თავისი მსგავსის აზრის ძალით შემოქმედების სიძლიერემ, ადამიანის მზარდი მატერიალურობის დაწოლის ქვეშ დაიწყო დასუსტება. ასე რომ მესამე რასის შუაში ადამიანმა მთლიანად დაკარგა ეს უნარი – მან დაიწყო თავისი შთამომავლობის დაბადება სქესობრივი ხერხით, როგორც იბადებიან თანამედროვე ადამიანებიც.
მაგრამ სიმძლავრე აზრისა და თავისუფალი ნების, მაგიური ძალების წარმმართველი შემოქმედებისა და განკურნების, ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების მაღალი მიზნებისკენ, იყო ჯერ კიდევ სრულ გაფურჩქვნაში მეოთხე რასაში და ჩვენი მეხუთე კაცობრიობის ადრეულ პერიოდში.
მეოთხე რასის ადამიანები იყვნენ ძლევამოსილნი, როგორც ღმერთები, რადგან ფლობდნენ საიდუმლო ცოდნას. თეთრი მაგები იყვნენ დიდი სისუფთავისა და ძალის ადამიანები, და მათ დიდებას შეეძლო მეტოქეობა მხოლოდ მათ უმწიკვლოებასთან.
მაგრამ, იმის შესაბამისად, თუ მეოთხე კაცობრიობა როგორ მიიწევდა წინ ევოლუციის გზაზე, ის ყოველ თაობასთან ერთად ხდებოდა სულ უფრო მიწიერი, და თავადობა, მათი უმდაბლესი ეგო, იწყებდა თავის თავის სულ უფრო მეტად გამომჟღავნებას.
თავადობა ბადებდა ეგოურობას, თავმოყვარეობას, შურს. ეგო კი ადამიანში გამაგრებით, აიძულებს მას ბოროტად ისარგებლოს თავისი ცოდნით და მასზე მიცემული ძალაუფლებით. რადგან ეგოურობა – ეს ისეთი ადამიანური შენობაა, რომლის ფანჯრები და კარები ყოველთვის ფართოდ არის ღია ყოველნაირი სახის მტრობისთვის და მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულში შეღწევა.
ატლანტებმაც, მეოთხე რასის ადამიანებმა, დამონებულებმა ძლიერი უმდაბლესი ვნებებით, შეურაცხყვეს თავისი ღმრთიური ჯილდო, უმაღლესი ცოდნისა და ძლიერების ბოროტების მსახურებაზე მიმართვით.
“ღმერთის მაგია აკეთებს ღმერთს ადამიანისგან.
ადამიანის მაგია ქმნის ახალ დემონს”.
დიდი ძალები გახდა შავი მაგიის იარაღად, და მარცხენა ხელის მაგებმა იმ დროიდან გამოუცხადეს ომი თეთრი მაგიის ადეპტებს. ატლანტების რასამ დათესა როგორც ღმერთის, ასევე შავი მაგიის თესლები, და ისინი უხვად აღმოცენდნენ ჩვენი, მეხუთე, რასის არსებობის გარიჟრაჟზე.
პაპირუსები – არის ცოცხალი მოწმე იმის, რომ მაგია, როგორც კეთილი, ასევე ბოროტების მომტანი, გამოიყენებოდა ისტორიულ დროში მრავალი ათასი წლის უკან.
მკვდრების წიგნი, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ყოფის წიგნი, სავსეა განუწყვეტელი ლოცვებითა და შელოცვებით შავი მაგიის წინააღმდეგ, მაგალითად, – საწინააღმდეგოდ “თვალის, რომლიდანაც გამოდის უჩინარი ისარი”. ეს ისარი, წამოსული ჯადოქრის თვალიდან და შემდეგ მოცირკულირე მთელს სამყაროზე, არის ცუდი თვალი – კოსმიური თავისი წარმომავლობით და მიწიერი თავისი შედეგებით. “ცუდი თვალი” ამჟამად გამოცხადებულია ცრურწმენად, და ეს მაშინ, როცა “სიბნელეში მოცირკულე ისრის” საწინააღმდეგოდ ეკლესიას აქვს ლოცვა.
საგანძურის სიბრძნის პირველსაწყისმა აზრმა მიიყვანა ადამიანი საიდუმლო შეცნობასთან მაგიური ძალების შესახებ, რაც აღწერილია ძველი ეგვიპტის, საბერძნეთის, რომის, ინდოეთის, იაპონიის – აღმოსავლეთისა და დასავლეთის დოკუმენტებში. მაგიამ წარმოქმნა წმინდა მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილი. მან გამოიკვლია ცხოველებისა და მცენარეების ბუნება, სხვადასხვა ქვები და ბალახები – ძალა და არსება ყველაფრის.
ის ქმნიდა მაგიურ დამაგნიტებულ ქანდაკებებს, გაცოცხლებულ ქანდაკება-მაცნობებლებს, ზომებით და ფორმით ადამიანის ფიგურას მიმსგავსებულებს, რომელთა მეშვეობითაც უმაღლესი დამრიგებლები საუბრობდნენ ნაზიარებლებთან, რომლებისგანაც ადამიანები იღებდნენ წინასწარმეტყველებას და მრავალ სასარგებლო რჩევას.
მაგები ამზადებდნენ სხვადასხვა ნივთებს – თილისმებს, თერაფიმებს, რომლებსაც თანაბრად შეეძლო გამხდარიო როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავადმყოფობის ინსტრუმენტი.
ოდესღაც, მოგვიანებით, როცა ადამიანის ზნეობრივი საფუძვლები იყო საზრუნავი, და შავმა მაგიამ დაიწყო ძველი ცოდნის ბოროტებისთვის გამოყენება, გაჩნდა მიწერილობა: “შენ თაყვანი არ უნდა სცე კერპებს”, ესე იგი ტერაფიმებს.
ჭეშმარიტად –
“არ შექმნა შენთვის კერპი”.
მარჯვენა ხელის მაგები მიმართავდნენ მხოლოდ პლანეტების უმაღლეს ძალებს და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში, და როცა გამომძახებელი თავის თავს გრძნობდა სრულიად სუფთას და უმწიკვლოს.
ასე არ იყო საქმე შავ მაგიაში. დღევანდელ დღემდე ევროპისა და აფრიკის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჯადოქრები იყენებენ ფიგურებსა და ნივთებს, რომლებსაც ხვრეტენ ნემსებით, ამასთან მიყენებული ჭრილობა აისახება ცოცხალ ადამიანზე და ხშირად კლავს მას.
ბევრი რამეა ცნობილი – ცნობილია თითქმის ყველა ჩვენთაგანისთვის – აუხსნელი დაავადებები და საიდუმლო სიკვდილები, რომელთა მიზეზები აგრეთვე რჩება შეუმჩნეველი.
ჩვენი რასის ძველ ხალხებს – აცკეტებს, ეგვიპტელებს, ინდუსებს – შორის მაგია იყო მიყვანილი უმაღლეს ხარისხებამდე, და ძველები განიხილავდნენ მას როგორც ბუნებრივ, და არა როგორც ზებუნებრივ მოვლენას.
დიდ ძველ-ბერძენ ფილოსოფოს-მატერიალისტ დემოკრიტეს არ სჯეროდა არანაირი სასწაულების, მაგრამ დაკავებული იყო იმით, რომ ცდილობდა გამოეაშკარავებინა ხერხი, რომლის საშუალებითაც ტეურგი მათ ახდენდა. და მივიდა დასკვნასთან, რომ მაგია მთლიანად მოთავსებული იყო ბუნებაში არსებული კანონების გამოყენებაში.
ამასთან დამოკიდებულებაში დემოკრიტეს აზრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის, რადგანაც მისი დამრიგებლები იყვნენ აბდორის მაგები. და ამის გარდა, მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში ის სწავლობდა მაგიას ეგვიპტელ ქურუმებთან.
თავისი სიცოცხლის 109 წლიდან 90 წლის განმავლობაში ეს დიდი ფილოსოფოსი ატარებდა ექსპერიმენტებს, და შედეგად დაიწყო მტკიცება, რომ ეგრეთ წოდებული “სასწაულები”, რომელთა უტყუარობა დადასტურებული იყო თვითმხილველებით, მოხდენილი იყო ბუნების დაფარული კანონების გამოყენებით.
ბუნების ეს კანონები იყო გადაშლილი წიგნი ნაზიარებთათვის. მაგრამ გადაჭარბებულმა ძალაუფლებამ, ცოდნის ბოროტად გამოყენებამ და დაუოკებელმა პატივმოყვარეობამ ზოგიერთი ნაზიარები მიიყვანა აღთქმების დავიწყებასთან და შავ მაგიასთან. მაშინ წარმოიქმნა აუცილებლობა ადამიანისთვის ჩამოერთვათ ღმრთიური ცოდნა და ძალები, რომლებიც თანდათანობით გარდაიქმნებოდა ორლესულ საბრძოლო იარაღად, რომლის ბოროტი მხარეც ყოველთვის ემუქრებოდა მეზობელს, ის კი, რომელიც აფრქვევდა სიკეთეს, მთლიანად მიპყრობილი იყო თავის თავზე.
ბევრი წიგნი მაგიაზე იყო საიდუმლოდ დამალული. ხსოვნა ჯადოქარ ადამიანებსა და მაგებზე შეიმოსა ზღაპრებსა და მითებში, და მეხუთე რასის მატერიალურობის სწრაფმა ზრდამ კი მიგვიყვანა იქამდე, რომ აზრისა და ნების შემოქმედი სიმძლავრე გადაიქცა ადამიანის დაფარულ ძალად.
მაგიური ძალები ამჟამად ლატენტური (დაფარული) არის ჩვენში, და ადამიანთა უმრავლესობამ მათი არსებობის შესახებ არც კი იცის. ამიტომ ჩვენს საუკუნეში ბევრი არ არის ისეთი, ვისაც რწმენა აქვს შეტყობინებაში მაგიისა და ჯადოქრობის შესახებ, ისინი იჟინებენ, რომ ყველაფერი ეს არის “საუკუნის ცრურწმენა”.
მეცნიერებისა და რელიგიის ძალისხმევით შავი ლაქა მოცხებული იყო ყველაზე, ვინც ექიმბაშობდა და მკითხაობდა. თაღლითობის სახელი ჰქონდა დარქმეული დარწმუნების ქვეშ მოქმედებას და აზრების წაკითხვას.
ცივილიზებული ადამიანების თვალებში მაგიისგან ჩამორთმეული იყო სახელი და მასთან ერთად უფლება მის ცნობაზე.
მაგრამ
მაგია ისევე ხნოვანია, როგორც ადამიანი.
ის გამოიყენება ყოველდღიურად. და ნამდვილი ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ მაგია, როგორც ადრეც, არის სრულ სვლაში ადამიანთა შორის.
ჰიპნოზური შეხედვა, განსაცვიფრებელი მომხიბვლელობა, მთელი აუდიტორიები ორატორების ჯადოს ძალაუფლების ქვეშ, გადაულახავი ლტოლვა – ყველაფერი ეს არსში არის მაგიური ზემოქმედება, რომლის ბუნება დავიწყებულია ადამიანისგან.
სამყარო სავსეა გაუცნობიერებელი, და ამჟამად კი – გაცნობიერებული, მაგებითაც. საუბედუროდ, მათი უმეტესობა არის ჯადოქარი – ნამდვილი ჯადოქარი, მათი დამახასიათებელი ეგოურობის, შურისმძიებლობის, შურიანობის და პატივმოყვარეობის შედეგად.
ზოგიერთი მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც ჰიპნოზის ქვეშ ნაბრძანები ჰქონდა შემდეგში შეესრულებინა გარკვეული მოქმედებები, ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას კარგავს ყოველგვარ მეხსიერებას შთაგონებული ბრძანების შესახებ.
მიუხედავად ამისა, დანიშნულ მომენტში ის, თვით მათ შიგნით არსებული გადაულახავი ძალისგან, იძულებული ხდება მოახდინოს მოქმედებები, მიწერილი იმათგან, ვისაც უჭირავს ისინი თავისი ძალაუფლების ქვეშ. ეს არის ამოუცნობი, მაგრამ მიუხედავად ამისა მოქმედი და ნამდვილი შავი მაგია.
დუგლა ბუტანამ და სიკკიმამ, როცა მათ სურთ მტრის განადგურება, არ იციან უფრო მოქმედი იარაღი, ვიდრე მათი ნებაა. ეს ნება მოქმედებს მხოლოდ მათთნ არა ხანდახან, როგორც დასავლეთის მდარე თვითნაკეთებთან, არამედ მახვილ-მიმართულად და დამაჯერებლად. და მათი “ფლუიდი” ალბათ გზას გაკვალავს, რადგან მათი ნება განუზომლად უფრო ძლიერაა განვითარებული, ვიდრე ნება ევროპელი ექსპერიმენტატორის – თვითნაკეთი ან სექტანტურად განსწავლული ჯადოქრისა.
ქალი-იუგას ზემოქმედებით დასავლეთშიც იზრდება საზოგადოებათა რიცხვი, რომელთა წევრები ისვრიან თავის გაერთიანებულ ნების ძალას მათ მიერ მსხვერპლად არჩეული პირის მიმართულებით, რათა გაავამპირონ ის, მთლიანად დაუმორჩილონ თავიანთ ძალაუფლებას და მიიყვანონ სიკვდილამდეც კი.
კაცობრიობა კი რჩება ბრმად მაგიის მდუმარე არსებობასთან დამოკიდებულებაში, და მის ზემოქმედებასთან თავის წევრებზე. და მისი უმეცრება – ხელსაყრელია თანამედროვე თვითნაკეთი მაგებისთვის, ვისი ეგოც თვრება სხვებზე თავისი საიდუმლო ძალაუფლებითა და აღმატებულობით.
ის, ვინც ნაუწყებია ჭეშმარიტების შესახებ, ამას უმზერს სინანულით – და დუმს, რადგან ყოველი ღონე, ნახმარი სრულიად საყოველთაო სიბრმავის მოსახსნელად, გამოიწვევს მხოლოდ უმადურებას, ცილისწამებას და ძალიან მალე შეჩვენებას.
ამიტომ შეიძლება მხოლოდ სინანული იმათი უმეცრებისა და ჯიუტობის შესახებ, ვინც არ არის თვალის ახელის მდგომარეობაში და მხოლოდ ზიზღით იღიმებიან ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კი ისმენენ მაგიისა და მისი სიმძლავრის შესახებ.
და ეს იმ დროს, როდესაც მაგიური ძალები – ეს არის ღმრთიური ძალები, რომლებიც არის ბუნებრივად დამახასიათებელი ყველა ადამიანისთვის.
მათ, ვინც ბოლო წლებში ნამყოფია სვამისთან აშრამში, შეიძლება უნახავთ საშუალო წლოვანების მამაკაცი ნაღვლიანი სახით, რომელსაც ატარებდნენ ინვალიდის ეტლით – მას არ უმოქმედებდა ფეხები. ამბობენ ავარიის შემდეგ ექიმები მას აწყობდნენ “ნაწილ-ნაწილ”, მეგობრებს კი ის რამდენჯერმე ჰყავდათ მოყვანილი სვამისთან – მამაკაცს მთელი სულით ჰქონდა იმედი, რომ საი ბაბა მოახდენს სასწაულს. და აი ერთხელ სვამიმ უთხრა:
“ერთი წლის შემდეგ შენ ივლი”.
წელი მიდიოდა დასასრულთან, მამაკაცმა გაიგრძელა თავისი ვიზა, მაგრამ ყველაფერი რჩებოდა ძველებურად.
ერთხელ აშრამში, ეს კი ხდებოდა ბრინდავანში, დაიწყო პატარა აურზაური – ხალხი აქეთ-იქით დადიოდა ბოთლებითა და ფოტოსურათებით და იკრიბებოდა ჯგეფებად, რაღაცას გაცხოველებით განიხილავდნენ.
აღმოჩნდა, რომ სოფელში ჩამოვიდა ბაბას მხურვალე ერთგული, რომლის წყალობითაც მის მიერ მოტანილ ფოტოსურათებზე თითქოს ჩნდებოდა ვიბჰუტი; წყალი ბოთლებში იწყებდა ნელსურნელებას ამრიტით; დახურულ ქილებში ჩნდებოდა კუმ-კუმი მოვარდისფროდან ალუბლისფერამდე, ხანდახან შაქრით; ლაკშმის (ასე ეძახდნენ ერთგულ ქალს) თითებიდან კი ბაბასთვის მისი ლოცვის შემდეგ, ჩამოდენას იწყებდა ამრიტა. ის იძლეოდა რჩევებს მკურნალობის შესახებ.
“ეს ყველაფერი უაზრობაა”, – დუღდნენ ზოგნი, – “ზღაპრები, იგავები და რაღაც სიცრუეა. და საერთოდ აქ რაღაც სუფთად არ არის”.
“ეს ყველაფერი ბნელია”, – განაცხადეს “მსოფლიო მნიშვნელობის ექსტრასენსებმა”. სხვები კი, უარყოფის გარეშე, მდუმარედ აგრძელებდნენ ლაკშმისთან ფოტოგრაფიებისა და წყლის მიტანას, იმ ანგარიშით, რომ ასეთი რაოდენობის ფალსური ვიბჰუტისა და ამრიტას მისაღებად მას მოუწევდა ჰქონოდა პატარა საამქრო ფერფლისა და ნექტრის საწარმოებლად.
დიდი დრო გავიდა თუ, ცოტა დრო, უცნობია, მაგრამ მოვიდა ხმა, რომ ინვალიდის ეტლში მჯდომი მამაკაციც გაემართა მკურნალი ქალისკენ. და თვითმხილველების ნაამბობის თანახმად, ლაკშმიმ უთხრა, რომ მასზე მოქმედებს ძლიერი გათვალვა. მამაკაცი შეიტანეს ცალკე ოთახში და დატოვეს მარტო. მკურნალი ქალის სიტყვებით, ასეთი გათვალვის მოხსნის უნარიანია მხოლოდ თვით სვამი – და ყველამ განზე გადგომით, გზა მისცა მას – წმინდა სხეულში.
იყო ასე თუ არ იყო, ჰო და მხოლოდ, ლაპარაკობენ, რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ ლაკშმიმ თითქოს გააღო იმ ოთახის კარი, და მოწმეებმა დაინახეს იატაკზე ინვალიდის ეტლის გვერდით რაღაცანაირი გროვა – იქ იყო ძველი თოჯინა, ეკლით გაჩხვლეტილი, კვერცხები მათზე დატანილი ნიშნაკებით და კიდევ რაღაც.
სვამიმ დემატერიალყო მაგიური ტერაფიმები.
“მხოლოდ ჩვენთან არის მცენარეები ასეთი ეკლებით”, – გაოცებული იყო მამაკაცი.
ლაკშმიმ გამოაძრო ეკალი, რომელზეც იყო სისხლი: გათვალვა მიმართული იყო სიკვდილზე.
“სვამიმ ყველაფერი მოხსნა, და ახლა შენ შეძლებ სიარულს, ადექი”, – შესთავაზა ლაკშმიმ, მაგრამ მას ატროფირებული კუნთები არ ემორჩილებოდნენ.
იმ დროს აშრამში გამოჩნდა ქალი ინვალიდის ეტლში, თავის ტვინის დაავადებით. ისიც იყო მკურნალ ქალთან, რომელმაც მას დაუნიშნა რაღაცა მკურნალობა.
ქალი რეგულარულად ესწრებოდა სვამის დარშანებს და მასაც უნდოდა განკურნება მიეღო მისგან.
ის ყოველთვის აქტიური ადამიანი იყო და, როცა მას მოეჩვენა, რომ ლაკშმი მისგან ზედმეტად ბევრ ფულს ითხოვს წამლისთვის, მან იქვე გადაწყვიტა ეძებნა სამართლიანობა – და თქვენ ფიქრობთ, რომ სვამისთან? რა თქმა უნდა არა, – პოლიციაში.
ლაკშმისთან “ისაუბრეს”, და ის, აღიარებული და დიპლომირებული ექსტრასენსების და მათი მოკავშირეების სასიამოვნოდ წავიდა თავის სახლში.
აშრამის ადმინისტრაციამ დაბეჭდა გამომააშკარავებელი ფურცლების კოლოფი.
და ყველაფერი დალაგდა…
ნახევარი წლის შემდეგ ქალი განდგა სხვა სამყაროში.
მამაკაცი კი, ამბობენ, ადგა ეტლიდან და, მადლობა სვამის, უკვე მოძრაობს.
საის დარშანი
გახსოვდეთ, მე არ დავდევ იმას,
რასაც თქვენ დასდევთ.
მაგრამ როცა ერთხელ
თქვენ აღმოჩნდებით ჩემი დაცვის ქვეშ,
მე დავიწყებ თქვენთვის იმის მოცემას,
რაც თქვენ გჭირდებათ.
თქვენ შეიძლება განიცადოთ იმედგაცრუება
და დაკარგოთ მოთმინებაც კი.
თქვენი რწმენა ჩემში შეიძლება შესუსტდეს –
მაგრამ ეს მე არ შემაჩერებს.
მე – თქვენი დედა ვარ
და არ ვაპირებ თქვენი ავხორცობის წაქეზებას.
ბავშვი თავიდან იწყებს ყვირილს,
როცა დედა ეუბნება უარს უყიდოს მას
ძვირფასი სათამაშო,
მაგრამ განა მას აქვს უნარი ამის გამო
მთელი სიცოცხლე ნაწყენი იყოს თავის დედაზე?
თქვენც ვერ შეძლებთ ძალიან დიდხანს
განაწყენდეთ ჩემზე.
ჩემი სიყვარული გაბამთ თქვენ ჩემთან.
და ეს არის ყველაფერი, რაც თქვენ სინამდვილეში გჭირდებათ.
მოწაფემ, მიმავალმა ძველი ცოდნის გზით, უნდა აითვისოს, რომ
მაგია – ეს არის ორთვისება ძალა.
და არაფერი არ არის უფრო ადვილი, ვიდრე მისი გადაქცევა ჯადოქრობად, –
ამისთვის საკმარისია ერთი ბოროტი აზრი.
თუ ადამიანი არ ფლობს განსხვავების უნარს – მენტალურად უძლურია განასხვავოს მარჯვენა გზა მარცხენა გზისგან, მაშინ, მაგიის ექსპერიმენტების კეთებისას, ის აუცილებლად დადგება შავ გზაზე. და მისი ბედი არ იქნება შესაშური.
მძლავრი უმდაბლესი ეგო ბადებს თავადობას.
და მასთან ერთად, თვითდამკვიდრებისთვის მისწრაფებაში, იბადება ძალაუფლების წყურვილი.
იმ ადამიანისკენ, რომელმაც დაინახა სინათლე, ეს წყურვილიც იპოვის გზას, მაგრამ, შეიძლება, უფრო დაკლაკნილს, ნაზად შეათბობს ადამიანებზე აღმატებულობის მთავარ ვნებას შეძენილს დიდი ფსიქიური ძალის მეშვეობით.
მაგრამ თითოეულს უნდა ახსოვდეს –
ფსიქიურობაში არ არის არაფერი, რაც იქნებოდა სულიერი.
ფსიქია – ეს მიწიერია და არის ბოროტებაში. ფსიქიური განვითარება არის მოძრაობა, მოძრაობა მხოლოდ მატერიალურ პლანზე.
ცხოველებს არ აქვთ სული, მაგრამ ისინი ფლობენ ფსიქიურ მხედველობას და ითვისებენ ფსიქიურ ფენომენებს. ძაღლები მახვილად რეაგირებენ მთვრალებზე, ცხენები კი – არაკეთილ ადამიანებზე.
ასეთივე დონეზე რჩება ექსტრასენსიც ფსიქიური ძალის შესაძენად თავის შრომებში. სენსები ხედავენ – მაგრამ სხვა მატერიალური სიმკვრივის პლანზე. ამიტომ ფსიქიური ხედვა არ უნდა ისურვო.
სულიერი ხედვა კი გვეძლევა სინათლის საშუალებით, დაფარულით სხეულის ცხრაკლიტულის ქვეშ. და მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ნათლად და დამოუკიდებლად ყველაფერ გარეგანისგან.
ინდუსი იოგების მაგალითით გატაცებული დასავლეთელი მიმდევრები გაექანნენ ახალი საქმიანობისკენ, ისე, რომ მათ არ ჰქონდათ ცოდნა და ხემძღვანელობა. მათგან ისინი, რომლებიც იყვნენ წარმატებულნი, ვთქვათ, მკურნალობაში, ამით დავალებული იყვნენ დაბადებიდან თანდაყოლილი თავიანთი საკუთარი მკურნალი ძალებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შემოქმედებას მიჰყავდა დიდ ზიანთან -შავ მაგიასთან, იმედგაცრუებასა და უარყოფასთან – თვით ღმერთთან მიმავალი გზის უარყოფასთანაც კი.
ვიდრე, შეუდგებით ასეთ სახიფათო ექსპერიმენტებს, საჭიროა თქვენი საკუთარი უმდაბლესი მე-ს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი ქცევის ანალიზის გულმოდგინედ გაკეთება. უნდა დაისწავლოთ თქვენი ქმედებებისა და აღძვრების მუდმივი რეგისტრირება, რათა, სულ მცირე, შეძლოთ განსხვავების გამოცნობა მაგიის ორ – თეთრ, ან ღმრთიურ, და შავ, ან ეშმაკისეულ ასპექტებს შორის.
და დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი სავარჯიშოებით თქვენ არ ლახავთ ყოველდღე და ყოველსაათს ღმერთის მაგიის საზღვრებს, რითაც შეიძლება ჩავარდეთ სატანისეულ მაგიაში.
რადგან
მარჯვენა და მარცხენა ხელების მაგიებს შორის არის მხოლოდ ობობას ქსელის ძაფი.
სადემარკაციო ხაზი ამ ორ მაგიას შორის ძალიან წვრილია, ძალებს კი, რომლებიც შედეგების მისაღებად მათ მიერ არის მიზიდული, აქვთ ერთი ბუნება. მთავარი განსხვავება თეთრ და შავ მაგიას შორის არის მიზანი, რომლითაც ის გამოიყენება. და მხოლოდ მპრაქტიკებლის ზნეობრივ სიმაღლეს შეუძლია ის დატოვოს სინათლის ძალების მხარეს.
სევდა იმ თავისი თავის მოყვარეს, რომელიც ცდილობს განივითაროს თავისში ფსიქიური ძალები იმისთვის, რათა მიაღწიოს მიწიერ სიკეთეებს და ძალაუფლებას, შურისძიების გრძნობის დაკმაყოფილებას ან თავის პატივმოყვარეობას. მისი უმაღლესი პრინციპების დაშორება უმდაბლესი პრინციპებისგან და ბუდდჰი-მანასას მოწყვეტა პიროვნებისგან მოვა ძალიან მალე, ისევე როგორც კარმის საშინელი შედეგები მაგიაში დილეტანტისთვის.
მეხუთე რასის კაცობრიობამ თავისი ისტორიის დაკლაკნილ გზებზე დაკარგა თავისი წინაპრების საგანძურის სიბრძნე, დაივიწყა თავისი მეხუთე ბავშვობა და ოქროს ახალგაზრდობა სულის და ქედი მოიხარა მატერიალური ინტერესის ყოვლისშემძლე კერპის წინაშე.
ადამიანი გახდა განსაკუთრებულად მიწიერი და მხედველობიდან დაკარგა თავისი შინაგანი ღმერთი, მიეცა “ღმერთს გარეგანს”. თავისი გაფურჩქვნა მან დაუკავშირა ფიზიკურ სხეულს, დაიკმაყოფილა თავისი შინაგანი სულიერი მოთხოვნები გარეგანი რიტუალებითა და აღთქმებით. სიკვდილი კი მას წარმოუდგენია ყოველგვარი არსებობის დასასრულად.
ამიტომ შავი საუკუნის კაცობრიობა თავშეუკავებლად მიეცა თავის მატერიალურ ვნებებს, რადგან სიცოცხლის აზრს ხედავდა თავის არსებობაში განსაკუთრებულად მატერიაში.
როცა ადამიანი იგნორირებს თავის სულიერ ბუნებას, მთლიანად ეძლევა იდეას, რომ სამყაროს ამოძრავებს მხოლოდ უხეში მატერიალური ძალები, და მათში მოთავსებულია არსებობის მთელი არსი, მაშინ ანთჰაჰკარანა იწყებს დასუსტებას, წვრილდება, ვიდრე სრულიად არ გაქრება.
მაგრამ უმაღლესი მე-ს უმდაბლესთან შემაერთებელის, ანთჰაჰკარანას შუამავლობა, სრულიად აუცილებელია ადამიანის სიცოცხლისთვის.
ამიტომ მისი დანგრევა თანაბარძალოვანია გაუვალ უფსკრულზე გადებული ხიდის დანგრევის. მგზავრი ვერასოდეს ვერ მიაღწევს მიზანს მოპირდაპირე ნაპირზე.
და მაშინ ხდება გარდაუვალი – ყოველი ასეთი სრულიად “მატერიალური” პიროვნება გადაიქცევა მკვდარ ადამიანად, ცოცხალ ავტომატად, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება დაჯილდოებული იყოს ტვინის დიდი ძალით.
“ისინი, ვინც ნამდვილად და მთლიანად
უარყოფენ თავიანთ სულიერ ბუნებას.
მკვდრები არიან სიცოცხლეშივე”.
და ეს სულიერი სიკვდილი ადამიანის, რომელიც არ უშვებს შეგნებულ სიცოცხლეს სულში, და უშვებს მატერიაში, საშინელია ფიზიკურ სიკვდილზე.
სულის ნამდვილი და საშინელი სიკვდილი მისწვდება მას, ვინც შეზღუდულად აღიქვამს სიცოცხლეს, უარს ეუბნება თავის თავს შესაძლებლობაში, იგრძნოს, რა არის შეგნებული არსებობა უხეში მატერიის რომელიმე ნებისმიერი ფორმის გარეთ.
მაშინ მიწიერი სიცოცხლის განმავლობაში ხდება სრული მოწყვეტა და გამოყოფა სულის უკვდავი უმაღლესი მე-სგან. სული კვდება და ადამიანი აგრძელებს სიცოცხლეს დედამიწაზე.
სული შეიძლება გათავისუფლდეს და დატოვოს თავისი საბინადრო შეურაცხადობის, ადამიანის სულიერი და ფიზიკური გახრწნილობის, მისი გაფუჭებულობისა და უზნეობის და ა.შ. გამო. სულის მოსპობის კატასტროფა ხშირად შეიძლება მოხდეს ადამიანის ფიზიკურ სიკვდილამდე ბევრი წლით ადრე – ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვეხეჩებით მამაკაცებს და ქალებს, რომლებსაც სული გამოცლილი აქვთ. ჩვენს გარშემო ბევრი უსულო ადამიანია.
აღმოსავლეთში ასეთი უსულო ადამიანები – ესე იგი ისინი, ვინც დატოვა მათმა უმაღლესმა მე-მ – გვხვდებიან ისევე ხშირად, როგორც დასავლეთში. სახელდობრ შავმა მაგიამ და წინაპართა სიბრძნის დავიწყებამ – აი რამ მიგვიყვანა ასეთ შედეგებთან.
უფრთხილდით! – გვაფრთხილებენ მასწავლებლები. რადგან ჰათჰა-იოგას თჰანთჰრას ხერხების პრაქტიკაში გამოყენება ან სრულიად დაანგრევს მპრაქტიკებლის პიროვნებას, ან გადააგდებს მას ისე შორს უკან, რომ თავისი ადრინდელი მდგომარეობის აღდგენა ამ განხორციელებაში მისთვის იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი.
უფრთხილდით,
რადგან
სატანა და არქანგელოზი უფრო მეტია ვიდრე ტყუპები –
ისინი ერთი სხეული და ერთი ჭკუა არიან.
უსულო ადამიანებში ძაფი, ანთჰაჰკარანა, გაწყვეტილია, სინდისის ხმა ვერ აღწევს მათთან, და გზა უკვდავებისკენ მათთვის დაკეტილია.
მაგრამ თუ ობობას წმინდა ქსელი, დაე მცირედ, მაგრამ მაინც აკავშირებს ცოცხალ ადამიანს მის უმაღლეს მე-სთან, – მას კიდევ აქვს გამოსავალი.
ღრმა და გულითადი მონანიება იძლევა ადამიანის სახიერებაში დაბრუნების იმედს.
“ადამიანს შესწევს უნარი შეიგნოს თავისი შეცდომები და არასწორი მოქმედებები. ის უნდა ინანიებდეს თავის წარსულ დანაშაულებს და შეეცადოს მათ გამოსწორებას. ამ შემთხვევაში მას აქვს შანსი გადაიხადოს მათი გამოსასყიდი თვით იმავე არსებობაში.
მონანიებას, გამოსყიდვას, სულიერ პრაქტიკას –
ყველაფერ ამას შეუძლია შეასუსტოს ან შეამციროს ტანჯვები, განპირობებული წარსულის კარმით. მაგრამ მათ არ აქვთ თქვენი კარმის მოსპობის უნარი, იმიტომ რომ ადამიანს მოუწევს შეჯახება მის შედეგებთან”.
ბაბა
მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ის რიტუალური მონანიება, როცა “ცოდვების მიტევება” მას უქმნის ილუზიას, თითქოს მსახური ადამიანი შემძლეა გააუქმოს კარმას ბრძანება და მიზღვის კანონი.
ასეთი “მონანიება” ათავისუფლებს ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობისგან, მცდარი წარმოდგენის შთაგონებით, რომ ადამიანი, ძლიერი ბოროტებაში, შეძლებს “ცოდვების მიტევების” მეშვეობით უეცრად იყოს მოქცეული და გახდეს ასეთივე ძლიერი სიკეთეში.
ეს არის დამღუპველი ცდუნება. მომნანიებელი მეტისმეტად მაგრად არის დაჭუჭყიანებული. მას შეუძლია უკეთეს შემთხვევაში გაინეიტრალოს მიზეზობრივი ბოროტება, კარმის მიზეზების ბალანსირებით, რომლებიც მან მოიყვანა მოქმედებაში – ყოველ შემთხვევაში ამჟამინდელი განხორციელების განმავლობაში. მაგარმ არა მეტი.
და ეს გასაგებია – თქვენ ვერ შეძლებთ უცბადვე გამოიყენოთ კასრი, რომელშიც იყო ქაშაყი, ჭურჭლად ვარდის ზეთისთვის, რადგან ხე ქაშაყის წვენით ძალზე გაჟღენთილია.
სვამი ამბობს:
“არასწორია იფიქრო, რომ მონანიება გაგათავისუფლებთ თქვენ ყველა ცოდვისგან. ვაი რომ, ის ყოველთვის მოდის ცოდვის ჩადენიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ და ძალიან გვიან, რათა შემოტრიალდეს ჩვენთვის სიკეთედ.
ძალიან დასანანია, რომ ადამიანის სიცოცხლე, უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვენიერი ბრილიანტი, სრულიად არ ფასობს, თითქოს ის გაცვეთილ მონეტაზე უფრო იაფია.
რა აზრი აქვს მონანიებას, თუ სიცოცხლე უკვე ფუჭად დახარჯულია და ყოველგვარი სარგებლის გარეშე, თუ მან გაიარა ღმერთზე მედიტირების გარეშე და სულიერი პრაქტიკის გარეშე, რომელიც ემსახურება უზენაესის შეცნობას?
რა აზრი აქვს ჭის მშენებლობის წამოწყებას, როცა სახლს უკვე მოდებული აქვს ცეცხლი? ის რამდენი უნდა გათხარო? ის კიდევ როდის მოგცემს წყალს? როდის იქნება ჩაქრობილი ხანძარი? ეს შეუსრულებელი ამოცანაა.
მაგრამ თუ ჭა მზად იქნება წინასწარ, ის აღმოჩნდება ძალიან სასარგებლო ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში.
დაიწყო ღმერთის შესახებ გააზრება სრულიად ბოლო მომენტში – ეს
იგივეა,
რომ დაიწყო ჭის თხრა, როცა სახლი უკვე იწვის.
ამიტომ თუ პირდაპირ დღევანდელი დღიდან ადამიანი დაიწყებს თავის განვითარებას, ღმერთის შესახებ გააზრებით, მაშინ, როცა დადგება მისი დასასრული, ის მისთვის იქნება სრულიად მზად.
დღეს დაიწყეთ მიყოლა სულიერ დისციპლინაზე, რომელიც თქვენ უნდა გამოგადგეთ ხვალ.
მაგრამ ადამიანი არასოდეს არ უნდა დაეცეს სულით.
მაშინაც კი თუ თქვენ სცოდავდით, განა არ არიან გადარჩენილი ცოდვილები? მონანიება სრულიად საკმარისია, რომ ცოდვა გარდასახო მსხვერპლში.
უფალი სათნოდ იღებს გულითად მონანიებას და ღვრის თავის კურთხევას მომნანიებელზე.
თუ მან მტკიცედ გადაწყვიტა დადგეს აღმავლობის გზაზე, ყოველგვარ პირობებში უნდა წავიდეს წინ, თუნდაც ნელი ნაბიჯებით.
წინმავალის სიმტკიცე აუცილებლად იქნება დაჯილდოვებული”.
ბაბა
“ღმერთი ამბობს, რომ თქვენ – ხართ სიმრავლე, იმიტომ რომ
ის ამ სიმრავლედ იქცა.
ამიტომ, რადგან ის – ღმერთია, მაშინ თქვენც ღმერთები ხართ.
მე თქვენში ვარ, და თქვენ – ჩემში ხართ. ჩვენ განუყოფლები ვართ.
მათ, ვინც მე მეთაყვანება, სხვა რაიმე დანარჩენზე გაუფიქრებლად, მე უზრუნველვყოფ მის სრულ უსაფრთხოებას.
მე ყველაფერს ვაკეთებ თქვენი კეთილდღეობისთვის. თქვენ გახდებით მიუწვდომელი, ყოველგვარი, უბედურებისთვის, თუ აღივსებით რწმენით ამ ჭეშმარიტებაში”.
ბაბა
ყოველი არსება თავისთვის თვითონ მოიპოვებს უფლებას გახდეს ღმერთი საკუთარი განცდის საშუალებით – ასეთია შემდეგი თქმულების აზრი:
“სუნთქვა გადაიქცევა ქვად;
ქვა – მცენარედ,
მცენარე – ცხოველად,
ცხოველი – ადამიანად,
ადამიანი – სულად,
და სული კი ღმერთად”.
იწყებს რა თავის გრძელ გზას უმანკოდ, მოგზაური – ადამიანის სული, იძირება ცოდვილ მატერიაში. რათა წაიწიოს მაღლა და მიაღწიოს თავის ჭეშმარიტ სახლს, მოგზაური, შინაგანი ღმერთი, ახლა ადის სიცოცხლის გოლგოთას ციცაბო და მძიმე გზით.
ხდება, რომ, იმის შემდეგ, რაც უსულო ადამიანის მიწიერი სისოცხლე დამთავრდა, ის კვლავ ხორციელდება ახალ, ოღონდ უფრო და უფრო საცოდავ, ვიდრე ადრე, პიროვნებაში. რადგან ცხოველური სიცოცხლის იმპულსი ძალიან ძლიერია და არ შეიძლება დაშრეს ერთ ან ორ სიცოცხლეში.
მაგრამ უფრო იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სხვაც.
თუ უსულო ადამიანი გახდა ძალიან ძლიერი ბოროტებაში, ის ხდება უკვდავი სატანაში. და მაშინ იმედგაცრუებისა და ყოველგვარი იმედის დაკარგვის შემდეგ ასეთი ადამიანი ხდება მსგავსი მითიური ეშმაკის თავის უსასრულო ბოროტებაში, ბოროტება კი არის სულიდან მოწყვეტილი მატერიის თანატოლი.
და მაშინ ჩნდება ზღურბლის მცველი.
მოკლებული ხელმძღვანელ უმაღლეს მე-ს, უმდაბლესი პიროვნება, მატერიალური ელემენტებისგან გაძლიერებით, ხდება დამოუკიდებელი არსება. აძლევს რა ნებას თავის თავს დაეშვას სულ უფრო დაბლა და დაბლა, ის განცდის ჯოჯოხეთის, ან ავიჩის ყველა სატანჯველს.
ავიჩი არის მდგომარეობა, და არა ადგილი.
თუ ეს არსება ჯიუტად მიჰყვება თავის უხეშ-მიწიერ, დანაშაულებრივ და გახრწნილი ცხოვრების წესს, ის გაიგრძელებს თავის ტანჯვებს დაუყოვნებელი განხორციელებების გრძელ რიგში.
მისი მომავალი საშინელია.
მაგრამ ის კიდევ უფრო საშინელია მთელი კაცობრიობისთვის.
სწორედ ამიტომ უმაღლესი დამრიგებლები გამოდიან მათი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, ვინც ჩაიდინა ბოროტმოქმედება, – რათა აიცილონ და გადაავადონ მათი დაუყოვნებელი ხორცშესხმა დედამიწაზე.
როცა ზღურბლის მცველისგან მოწყვეტილი უმაღლესი მე ხელახლა ხორციელდება, გამოყოფს თავის ახალ ანარეკლს, ახალ მიწიერ პიროვნებას, მაშინ განწირული და უარყოფილი უმდაბლესი ეგო, ადამიანი-ეშმაკი, გრძნობს რა მიზიდვას თავისი მამისკენ, ხდება მიწიერი სიცოცხლის “ზღურბლის მცველი”.
ის მიებმება ახალ პიროვნებას, აძლიერებს მასში დაბალ ვნებებს, ანიჭებს მათ სახიფათო სიმძლავრეს. ასეთი შეპყრობა არის ფაქტი ბუნებაში, და არა ფანტაზია ან იგავი.
მაგრამ, რასაკვირველია, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ პიროვნების ზნეობრივი სისუსტის შემთხვევაში, რომელზეც ხდება ასეთი შეპყრობა.
არავის, ვინც მედგარია სათნოებაში და უბიწოებაში და არ რისკავს შეხვედრას ასეთ მოვლენებთან, მისი არ უნდა ეშინოდეს, არამედ მხოლოდ (იმას) ვინც თავის გულში გარყვნილია.
როგორ შეიძლება ასეთ პროცესს ჰქონდეს ადგილი ისე, რომ ადამიანმა არ იცოდეს ამის შესახებ?
შეიძლება ხდება კიდეც. მასწავლებლები ამბობენ, იმ მილიონთა შესახებ, ვინც შვიდი რასის ციკლის განმავლობაში უარს ამბობს დადგეს სიკეთის გზაზე, ამჯობინებს ჯოჯოხეთში ტანჯვას, ვიდრე უარისთქმას “ბოროტებაში” ცხოვრებაზე.
ისინი კი ხდებიან ბუნების თანამშრომლები ნგრევაში. ესენი არიან სრულიად უზნეო, გახრწნილი ადამიანები, მაგრამ ინტელექტუალურად იმდენადვე ძლიერები და ბოროტებაზე მახვილად სულჩადგმულები, როგორც სხვები სულს იდგამენ სიკეთეზე.
მათი უმდაბლესი ეგო ვერ შეძლებს თავი დააღწიოს საბოლოო დანგრევისა და მოსპობის კანონს მომავალ საუკუნეებში.
ადამიანის სასიცოცხლო ამოცანაში შედის, “დაიკავოს თავის წინ უმაღლესის სახე”, და ასე განავითაროს ის ძალა, რომლითაც აღჭურვეს მისმა მაღალმა მშობლებმა.
მე და შენ ერთი არსი ვართ.
ყველაფერი არის მისი სახე და მსგავსება.
და უმდაბლესი სახე, ადამიანი, მიმართულია ამ უზენაეს წყაროსთან ასასვლელად სულში და აზრში.
საის დარშანი
მხოლოდ რწმენა ჩემ ყველგანარსში
დაამოკლებს თქვენს მოგზაურობას.
წიგნების კითხვა, ლექციების და ვიდეოს შესწავლა
მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს ჩემს საზოგადოებას.
ეს მხოლოდ დასაწყისია.
არ დაუშვათ, რომ ეს ყველაფერი
გახდეს ერთადერთი საშუალება ჩემს შესაცნობად.
მე ვესწრები ყველგან,
ნებისმიერ და ყოველ თქვენგანში.
მე გელაპარაკებით თქვენ, გატარებთ და გიცავთ თქვენ.
თქვენ მიაღწევთ მშვიდობას,
მხოლოდ ჩემი ყველგანარსის შეცნობით.
თქვენ განიცდით მოუსვენრობას ჩემთან შეფარდებით,
იმიტომ რომ მათავსებთ მე საზღვრებში.
მაგრამ გახსოვდეთ – მე არ მაქვს საზღვრები.
მე შემიძლია თქვენ მოგაღწიოთ ნებისმიერ დროს
და ნებისმიერ ადგილზე.
თუ მე ვისურვებ – თქვენ შეიძლება მყისიერად აღმოჩნდეთ ჩემს გვერდით.
თუ მე ვისურვებ – თქვენი სიცოცხლე შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს.
თუ მე ვისურვებ – თქვენ შეძლებთ აქვე მიაღწიოთ ღმერთს.
მაგრამ მე რომ ეს მოვისურვო,
თქვენ უნდა გაათბოთ ჩემი გული.
გაათბოთ თქვენი ერთგულებით,
გაათბოთ თქვენი უანგარობითა და უდრეკობით,
გაათბოთ თქვენი ურყევი რწმენით
როცა თქვენ შეეხებით ჩემი გულის ასეთ სიმებს.
მე იქვე გავჩნდები და ჩავსახლდები თქვენს გულში.
წინ: ნაწილი IX