გურუს დარიგება ღმერთისკენ გზისა და ლოცვის შესახებ. არსებობს მხოლოდ ერთი გზა ღმერთისკენ, რომელიც პასუხობს ჯივა – ტატტვას (ინდივიდუალური ცოცხალი არსების ჭეშმარიტი ბუნების) მოთხოვნებს. ეს არის ერთგულების გზა (ბჰაქტი მარგა) – მთელი შენი მოღვაწეობის მიძღვნა ღმერთისადმი და საკუთარი თავის გადაცემა მისი ნებისთვის. მაგრამ ბჰაქტი (ერთგულება) აგებული უნდა იყოს დარწმუნებაზე და არა ბრმა უაზრო რწმენაზე. ამიტომ მე მუდამ ხაზს უსვამ ინტელექტის როლს. ინტელექტი ან სულიერი გონება, – ღმერთის განსაკუთრებული ძღვენია ადამიანისთვის: იგი ანიჭებს განსხვავების ძალას სწორსა და არასწორს შორის. სიმშვიდე და ბედნიერება დამოკიდებულია სწორი მეთოდების არჩევაზე, ეს საკითხი კი წყდება ინტელექტით. აყვავება ასევე დამოკიდებულია იმაზე რამდენად გონივრულად გამოიყენება მისაწვდომი რესურსები – როგორც ადამიანური, ასევე სხვა დანარჩენი. მერყევი ინტელექტი რომელმაც დაკარგა მიზანსწრაფვა და სისუფთავე – მიზეზია ყველა კონფლიქტების და ჩხუბების, რომლებიც დღეს ასე გავრცელებულია. ამიტომ მე მინდოდა მეთხოვა თქვენთვის: ელოცეთ ღმერთს იმის შესახებ, რომ მან ძირსჩამოგიგზავნოთ თქვენ უნარი რომ იაზროვნოთ პირდაპირ და სუფთად, და მყარად მიჰყვეთ ამორჩეულ სწორ გადაწყვეტილებას, არ დაემორჩილოთ ეგოურობის, სიხარბისა და სიძულვილის შეტევას. ილოცეთ ჰარმონიულ ჭკუაზე ხელშეუხებელზე წინასწარ არასწორი აზრებისა და ვნებებისგან.
ეცადეთ შეიძინოთ ცოდნა თქვენი საკუთარი თავის შესახებ. ბედნიერების საკუთარი ძებნისას ადამიანმა საჭიროა ყურადღება მიაპყროს სამ ძირითად მომენტზე. პირველი: მან უნდა დაივიწყოს ის რაც დასავიწყებელია, სახელდობრ გარესამყარო მისი გამაღიზიანებელი ცდუნებებით. მეორე: ის უნდა მოხვდეს იქ სადაც მას ეკუთვნის მოხვედრა, სახელდობრ კი ყოვლისშემძლის დასწრებით, თავის ღმრთიურ მიზანთან. მესამე: მან უარი უნდა თქვას იმაზე რისგანაც მართებს უარის თქმა, სახელდობრ მატერიალური სურვილებისა და სასოებისგან. ვედური ლოცვა „ასატო მა სატ გამაია, ტამასო მა ჯიოტირ გამაია, მრუტიორ მა ამრიტამ გამაია“ (არაჭეშმარიტებიდან ჭეშმარი-ტებისაკენ წამიყვანე, სიბნელიდან სინათლისკენ მატარე, სიკვდილიდან უკვდავებისკენ წამიყვანე მე) აკეთებს ამ მიწერილობების ამომწურავ შეჯამებას.
ეცადეთ გაემიჯნოთ სიცრუეს და იმოძრაოთ ჭეშმარიტებისაკენ, ეცადეთ შეიძინოთ ცოდნა თქვენი „მე“-ს შესახებ და ყველა „მე“-ს წყაროზე. ამგვარად გაფანტეთ თქვენი ფუნდამენტური უმეცრება. განშორდით აზრებს და ზრუნვას მოკვდავი და ხრწნადი სხეულის შესახებ, და შეიცანით უკვდავი სული, რომელიც თქვენ ხართ სინამდვილეში.
ამ გირლიანდას შეუძლია მოგცეთ თქვენ დიდი სულიერი გაკვეთილი. მხოლოდ ერთად-ერთი ძაფი აერთებს ყველა ამ სხვადასხვა ყვავილს ერთ მთლიანში, ლამაზში და ჰარმონიულში. სანსკრიტზე ამას ჰქვია სუტრამ (შემაკავშირებელი ძაფი). ამის მზგავსად არსებობს ბრაჰმა-სუტრა, ბრაჰმანის საყოველთაო პრინციპი, გამმსჭვალავი შიგნიდან ინდივიდუალებისა (ჯივებისა) და მათი ყველას მიმმაგრებელი სულიერი (ატმიური) კავშირით. ამ დედამიწის ყველა შვილები, ყველა ბიჭი და გოგო ამ ქვეყნისა, მყოფი შინაგანად დამოუკიდებლებად, შეკრულია ერთ მთელად ღმრთიური ძაფით, რომელიც გადის მათ შიგნით.
ღმრთიური ატმას განხახიერებანო – თქვენ სწორედ ასეთები ხართ! – ნუ შეუშინდებით უბედურებებსა და დანაკარგებს, რომლებიც შეუსაძლებელია შეგვხდეთ თქვენ გზაზე. ფორთოხალი დაფარულია მწარე ქერქით. თქვენ უნდა გააცალოთ ქერქი, რომელიც აქამდე ესახურებოდა ნაყოფს დასაცავად და შეჭამოთ ტკბილი რბილობი. ტკბილი ნაყოფი – ეს კი არის თქვენი ცხოვრება – მოქცეული გულისთქმის, რისხვის, სიხარბის, ქედმაღლობის, მიბმულობის, და ეჭვიანობის მწარე კანში. გააცალეთ კანი და გადააგდეთ იგი შორს – ისე, რომ სრულად იგემოთ სიტკბო.
ღმერთი იმყოფება მხოლოდ იქ, სადაც ჭარბობს სიკეთე. ყოველთვის გადაიხარეთ კეთილი და უანგარო მოქმედებისაკენ. თვალი ადევნეთ, იმას რომ არ მიაყენოთ სხვებს არც, ფიზიკური, არც მორალური ტრავმა – თქვენი აზრებით, სიტყვებით, ქმედებებით. თუ თქვენ ამჩნევთ, რომ სხვები არიან უსამართლონი ან უზნეონი, უპირველეს ყოვლისა მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ხასიათს, თქვენს ქცევას, რადგან ის, რასაც თქვენ ხედავთ სხვებში, შეიძლება იყოს შედეგი იმის, რაც არის თვით თქვენს შიგნით. ატარეთ სიყვარულის (პრემას) სათვალე, მაშინ მთელი სამყარო თქვენთვის აღივსება პრემით. ღმერთი არის მხოლოდ იქ, სადაც ჭარბობს სიკეთე, სადაც ყველაფერი გაჯერებულია სიკეთით. თუ თქვენ დააკვირდებით თანამედროვე ადამიანის ქცევას, მაშინ გაიგებთ, რომ მისი მხედველობა დამახინჯებულია, სმენა მოშლილია, აზრები უსუფთაოა – ისე რომ ადამიანური ბუნება მასში შებღალულია და გადაქცეულია ცხოველურში, თუ უფრო უარესში არა. როცა ღმერთი შიგნით აღწევს თქვენს მხედველობაში, იმაში რასაც ისმენს თქვენი ყურები, თქვენი გააზრების ობიექტებში, თქვენი ცხოვრება ხდება ბედნიერი და სასარგებლო.
აკონტროლეთ საკუთარი ჭკუა, მართეთ მისგან გამომავალი იმპულსები გასუფთავებული ინტელექტის დახმარებით. ეს არის ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი პირობა. დაე სახელი ღმერთის არასოდეს არ მოსცილდეს თქვენი ენიდან, ყოველთვის გახსოვდეთ მისი დიდების შესახებ, ეძებეთ საზოგადოება კეთილი, პატიოსანი ხალხისა. თუ თქვენ გაჰყვებით ამ რჩევა-დარიგებებს, მაშინ შეძლებთ მოუსვენრობის, შიშისა და სიცრუისგან გათავისუფლებას (3, გვ. 30-32).
* მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ავატარის (ღმერთის გარდმოსახვის) შემთხვევაში ნაკლიანი ადამიანები არ იქნებიან მოსპობილნი. მათ გამოასწორებენ, შეცვლიან, ასწავლიან და მათ დააყენებენ გზაზე, რომელსაც ისინი ასცდნენ. ჭიანჭველებისაგან დაჭმული ხეც კი არ მოიჭრება, ის იქნება გადარჩენილი. გარდა ამისა, ეს ავატარი არ გამოიცვლის თავისი მოსვლის ადგილს. მისი ღმრთიური თამაშები (ლიილები), სასწაულმოქმედებრივი გამოვლინებები (მაჰიმები) და ღმრთიური შეგონებები (უპადეშები) მოხდებიან ერთ და იმავე ადგილზე. ეს ხე არ იქნება გადარგული, იგი გაიზრდება იქ, სადაც პირველად გაჩნდა მიწაზე.
ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი, ამ ავატარს არ აქვს მიბმულობა მის მიერ წარმოებულ საქმიანობასთან, არ აქვს მიბმულობა წევრებთან ოჯახის, რომელშიც იგი გაჩნდა. განსხვავებით რაამასგან, კრიშნასგან და სხვებისგან, რომელთა ცხოვრებაც მიდიოდა უმთავრესად ოჯახებში და მათი წერვების სასიკეთოდ, ეს ავატარი მოვიდა მხოლოდ ერთგულების, ბრძენებისა და მოღვაწეებისთვის (ბჰაქტების, სადჰუთა და სადჰაკებისთვის), მხოლოდ მათი გულისთვის. ის არ მისდევს არც ჯაფას (ღმერთის სახელის გამეორებას), არც დჰიანას (მედიტირებას), არც იოგას (ღმერთთან ერთიანობის პრაქტიკას). ის არ აღმსარებლობს რომელიმე რელიგიას. ის არ ელოცება არავის, იმიტომ რომ ის თვითონ არის – უმაღლესი. ის მხოლოდ ასწავლის ლოცვას და თაყვანისცემას (1. გვ. 28-29).
* თქვენ გაოცებული ხართ, იმით რომ მე შემიძლია ვიყო ორ სხეულში ერთდროულად, ან ათას სხვადასხვა ადგილში. როცა მე საჩუქრად გაძლევთ ბეჭედს ან რომელიმე სხვა ობიექტს მატერიალიზებულს ჩემს მიერ, ის მე მყისიერად მაუწყებს ყოველთვის, როგორც კი ხვდებით საშიშროებაში. მე შემიძლია აღმოვჩნდე მაშინვე იქ თქვენს გვერდით და აღმოგიჩინოთ საჭირო დახმარება. მაგრამ, თუ თქვენზე არც კი არის არაფერი ჩემგან ნაჩუქარი, და თქვენში არის ჭეშმარიტი სიყვარული და ერთგულება ჩემდამი, პასუხი ჩემი იქნება ასეთივე დაუყოვნებელი.
მე ვპასუხობ ნებისმიერ გულითად ლოცვაზე, დამოუკიდებლად იმისგან, რომელ ღმრთიურ სახეს და რომელ ღმრთიურ სახელს ეთაყვანებით თქვენ (23, გვ. 135).
* ღმერთს შეუძლია გააკეთოს რაც ნებავს, შეასრულოს ნებისმიერი შეუძლებელი ამოცანა. მაგრამ ადამიანებს არ ესმით ეს ჭეშმარიტება. მათთვის აუცილებელია მიეცეთ გაკვეთილი. ზოგიერთმა ადამიანმა დააგროვა უზარმაზარი სიმდიდრე, მაგრამ ისინი თეთრსაც კი არ მისცემენ მათხოვარს. მე უთხარი იქ დამსწრე ადამიანებს: “თქვენ არ გჭირდებათ დამოკიდებული იყოთ სხვების სათნოებაზე. ღმერთს, მსოფლიოს შემოქმედს, შეუძლია თვითონ მოგცეთ თქვენ ყველაფერი! ამიტომ ელოცეთ მას ყველა თქვენი საჭიროების შესახებ (25).
ღმერთის წყალობა, ლოცვები და სულიერი პრაქტიკა. ჩემი გული რბილია როგორც სანთელი და დნება თქვენი ლოცვების სიცხით. მაგრამ სულიერი პრაქტიკის კეთების გარეშე, თქვენ ვერ შეძლებთ მოიხვეჭოთ უფლის წყალობა. ღმერთის შეცნობის წყურვილი და ამ წყურვილის მოკვლის შეუძლებლობა – აი რას შეუძლია გაადნოს ჩემი გული. ასეთი სახის ტანჯვები მუდამ იზიდავეს ჩემს წყალობას. თუმცა იგი პროპორციულია თქვენს მიერ დახარჯული ძალისხმევის. თუ თქვენ შრომობთ სულიერ ყანაში არასრულ სამუშაო დღეს, მაშინ ჩემი წყალობა იქნება არასრული (22, გვ. 189).