1.03.19.
რწმენა და ერთგულება წინაპირობებია მშვიდობისთვის. გქონდეთ რწმენა ოკეანეში, არა ტალღაში; ირწმუნეთ უფალში, არა პატარა რამეებში. მაგრამ ტრაგედიაა, თქვენ დებთ ნდობას პატარა ადამიანებში, ბოროტ ადამიანებში, მათში, ვინც თქვენ იცით არიან მანკიერი და ხარბი; მაგრამ თქვენ ყოყმანობთ როდესაც გთხოვენ ჩადოთ თქვენი რწმენა უფალში, ვინც არის უფრო მოწყალე ვიდრე ნებისმიერი მამა, უფრო მოსიყვარულე ვიდრე ნებისმიერი დედა, უფრო ძლევამოსილი ვიდრე ნებისმიერი მიწიერი ავტორიტეტი, და უფრო მზრუნველი ვიდრე ნებისმიერი ნათესავი. თქვენ არ ეჭვობთ ერთი მეორეზე, მაგრამ, თქვენ ანვითარებთ ეჭვებს ღმერთის მიმართ. ეჭვი არის ადვილი, რწმენა არის ძნელი. დამკვიდრდით ღმრთიურის სახელზე და მისი სიტკბო გააჯერებს თქვენს ენას და გააუმჯობესებს თქვენს გემოს. არ ითვალოთ რამდენჯერ გაიმეორეთ თქვენ ეს. რადგან, ვისთან მიდიხართ თქვენ შთაბეჭდილების მოსახდენად რაოდენობით? უფალი გიპასუხებთ თქვენ თუნდაც თუ თქვენ მოუხმობთ მას მხოლოდ ერთხელ გრძნობების სიღრმიდან.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 17 დეკემბერი.
2.03.19.
ახლა, ერთადერთი რამ რაც იაფია არის “კაცი”! ყველაფერს სხვას გაეზარდა ღირებულება. ადამიანის არსებები არიან ყველაზე მეტად ნაძაგები და ყველაზე მეტად უგულვებელყოფილი. როდესაც ძვირადღირებული პროექტები იგეგმება და სრულდება, როდესაც არე-მარე ხდება მდიდარი და აყვავებული, გარდაუვალი შედეგია დანაშაულსა და მანკიერების სამწუხარო ზრდა. ეს არის იმიტომ რომ არ არსებობს გეგმა ადამიანთა საზოგადოების ამტანიანობის გასაზრდელად რაზეც ეს პროექტი არის განზრახული! საზოგადოება ნამდვილად იქნება ბედნიერი თუ მას ექნება კარგი ჯანმრთელობა, ჭკუის მყარი მშვიდობა და გონიერება რაც ფასობს და მიმართულია სხვების მსახურებისკენ. აღიარებამ ტანის და ყველა მატერიალური საგნის გაქრობის უნდა იბატონოს სიამაყისა და პომპეზურობის მიდრეკილებაზე, და უნდა აკონტროლოს სიხარბე და ამბიცია.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 31 მარტი.
3.03.19.
ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მაჰა შივარათრი წელიწადში ერთხელ, ჩვენ გვაქვს შივარათრი ყოველთვე მიძღვნილი შივას თაყვანისცემაზე და რატომ არის ეს რათრი (ღამე) ასე მნიშვნელოვანი? ღამე დომინირებს მთვარეზე. მთვარეს აქვს 16 კალა (ღმრთაებრივი დიდების ფრაქცია), და ყოველ დღე ან უფრო ღამე, ბნელი მეოთხედი ღამის განმავლობაში, ერთი ფრაქცია მცირდება, სანამ მთელი მთვარე გადაბრუნდება ახალი მთვარის ღამეზე. მას შემდეგ, ყოველ ღამეს, ემატება ფრაქცია, სანამ მთვარე იქნება სრული წრე სავსე მთვარის ღამით. მთვარე არის თავმჯდომარე ღმრთაება; ჭკუა იზრდება და მცირდება ზუსტად მთვარის მსგავსად. ჩანდრა მანასო ჯატა – პურუშას (უზენაესი არსების) ჭკუისგან, დაიბადა მთვარე. უნდა გავიხსენოთ რომ ყველა სადჰანის მთავარი მიზანია ჭკუის აღმოფხვრა და ამანასკად გახდომა. მხოლოდ შემდეგ შეიძლება გაირღვეს მაია (ილუზია) და გამოაშკარავდეს სინამდვილე.
– ღმერთის საუბარი, შივარათრი, თებერვალი 1969.
4.03.19.
‘შივა’ ნიშნავს ხელსაყრელობას. ‘ღამე’ (რათრი) ნიშნავს სიბნელეს. შივარათრი აღწერს ხელსაყრელობას რაც თანსდევს სიბნელეს. ეს ეხება სიბრძნეს რომელიც არის უმეცრების შუაგულში. უმეცრება და სიბრძნე არ არის ორი სხვადასხვა რამ; ეს არის ერთიდაიგივე ფუძემდებლური პრინციპის საპირისპირო პოლარობები. სტადიას რომელიც აღემატება ორივეს სიბრძნესაც და უმეცრებასაც ეწოდება პარათათვა, სადაც დაბადება და სიკვდილი არ ხდება! ამგვარად შივარათრი გახსენებთ თქვენ ფაქტს რომ იგივე ღმრთიურება რაც არის თქვენში წარმოდგენილია ყველგან. ზოგიერთ ადამიანს სჯერა რომ შივა ცხოვრობს კაილასში. სად არის კაილასა? კაილასა არის თქვენი საკუთარი სიხარული და ნეტარება. თუ თქვენ კულტივირებთ სუფთა სიხარულს და აღტაცებას თქვენს ჭკუაში, თქვენი გული ხდება კაილასა, უფალ შივას საცხოვრებელი ადგილი! თქვენ როგორ შეგიძლიათ განცადოთ წმინდა ნეტარება? ნეტარება შედეგდება როდესაც თქვენ კულტივირებთ სისუფთავეს, სიმტკიცესა და სიწმინდეს. შემდეგ გული თავისთავად ხდება კაილასა, აღსავსე მშვიდობითა და ნეტარებით. შემდეგ უფალი შივა იცხოვრებს თქვენი გულის წმიდათწმიდა ტაძარში, თქვენი სხეულის ტაძარში.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 17 თებერვალი.
5.03.19.
ამ ყოვლისმომცველ უნივერსალურ ცნობიერებას ეწოდა ჩიტ-თაფასი. ეს არის ყველაზე მაღალი ცნობიერება რომელიც მოიცავს ცნობიერების ყველა სხვა დონეს და არის მათი ყველას საფუძველი. ეს არის შუდდჰა სათვა (ყოვლის მოქმედი ნება), სუპერ ღმრთაებრივი ცხოვრება. ეს არის საი თათვა (საის პრინციპი). ეს არის ყოვლისშემძლე. არაფერი არსებობს რაც მისი ძალის მიღმაა. ეს არის ყველა ძალის განსახიერება. ყველას მიზანი უნდა იყოს მისწრაფება ამ უზენაესი პრინციპის შესაცნობად. ამ მიზნის მისაღწევად არსებობს ზოგიერთი მკაფიოდ განსაზღვრული მეთოდი. ხედვა, რომელიც ახლა მიბრუნებულია ფენომენალური სამყაროსკენ, უნდა შეტრიალდეს შიგნით მაცხოვარი სულიკენ. ადამიანმა უნდა გამოამჟღავნოს თვით მასში თანდაყოლილი ღმრთიური ცნობიერება. ის თვით უნდა დაემორჩილოს ამ ცნობიერებას როგორც სულიერ დისციპლინას. ამას ეწოდება “შიდა ღმრთაებრივი ცნობიერების რეალიზაცია.”
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 16 თებერვალი.
6.03.19.
აიღეთ ერთი ნატეხი მარილი და ჩააგდეთ ის წყალში. მარილი სწრაფად იხსნება და ქრება, თუმცა ჩვენ ვიცით რომ ეს არის ყოველ წვეთში. ნატეხს ვერ მოვძებნით, მაგრამ ჩვენ ვიცით მისი არსებობა წყალის დაგემოვნებით. ანალოგიურად, ღმერთი იმყოფება ყველგან, თუმცა უხილავია. მაგრამ ის შეიძლება იყოს ცნობილი გემოთი. თქვენ ხართ გემო, ღმრთაებრივი წვეთი. ეს არის ჭეშმარიტება – „ის შენ ხარ შემოქმედება“. ხეს აქვს ტანი დაფარული ქერქით და მირიადი ფესვი მის საკვებად და მყარად დასაჭერად. მას აქვს ტოტები გაშლილი ყველა მიმართულებით, დაწვრილებული პატარა ტოტებით. მას აქვს მილიონობით ფოთოლი, რომელიც სუნთქავს და გადმოაქვს ენერგია მზიდან. იგი თავად იზიდავს ფუტკრებს ყვავილების გასანაყოფიერებლად თესლებში. ყველა ეს სხვადასხვაობა ფერის, სურნელის, გემოს, სუნის და სინაზის, ძალის, სიმაგრის და სათუთობის წარმომავლობს მარტო ერთი თესლიდან. ანალოგიურად, ყველა ქმნილება წარმომავლობს ღმერთისგან. ეს არის რეალობა. იყავით მტკიცე ამ რწმენაში.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 2 იანვარი.
7.03.19.
ლამპის ასანთებად, თქვენ გჭირდებათ ოთხი რამ – კონტეინერი, ზეთი, პატრუქი და ასანთი კოლოფი. თუ რომელიმე მათგან აკლია, თქვენ ვერ შეძლებთ ლამპის ანთებას. ამ ლამპას შეუძლია, მხოლოდ, გარეგანი სიბნელის მოცილება. როგორ მოშორდება სიბნელე გულში? ეს შეიძლება გაიფანტოს მხოლოდ სიბრძნის სინათლით (ჯნანა ჯიოტით). როგორ ინთება ეს სიბრძნის სინათლე, ეს სულიერი სინათლე? მას ასევე სჭირდება ოთხი ელემენტი – განცალკევება (ვაირაგია) არის კონტეინერი, ერთგულება (ბჰაკტი) არის ზეთი, ერთწერტილოვანი კონცენტრაცია (ეკაგრათა) არის პატრუქი და უზენაესი ჭეშმარიტების ცოდნა (ჯნანა) არის ასანთი კოლოფი. ამ ოთხივეს გარეშე, სულიერი სიბრძნის სინათლე ვერ იბრწყინებს. ამათგან ძირითადი აუცილებელი ელემენტი არის ვაირაგიას (უარისთქმის) სული. განცალკევების გარეშე, წერილების ყველა ცოდნა არის უსარგებლო. რა არის განცალკევება? ეს არის ტანთან მიჯაჭვულობის არარსებობა. უარი თქვით ეგოს გრძნობაზე, რაც გაიძულებთ იფიქროთ „მე“-ზე ყოველ დროს.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 9 ნოემბერი.
8.03.19.
ალბათ გსმენიათ ზოგიერთი ადამიანი ამბობს რომ მე გავხდი საი ბაბა როცა მორიელმა დამნესტრა მე! კეთილი, მე გამოვიწვევ ვინმეს თქვენგან მიიღოს მორიელის დანესტვრა და გარდაიქმნას საი ბაბად. არა, მორიელს არაფერი ჰქონდა ამის გაკეთებასთან! სინამდვილეში, არ იმყოფებოდა მორიელი საერთოდ! მე მოვედი დჰარმის აღდგენისთვის ბრძენთა, წმინდანთა და სულიერ მაძიებელთა ლოცვის საპასუხოდ. როდესაც არსებობს პატარა მღელვარება პოლიციელი ჩნდება შემთხვევის ადგილზე. თუ ბრბო იღებს უმართაობას, ინსპექტორი მიიჩქარის; და თუ ის ძალადობრივი ხდება, პოლიციის ზედამხედველი პირადად უნდა წარდგეს შემთხვევის ადგილზე მის დასამშვიდებლად. თუმცა, თუ სიტუაცია იძაბება, გენერალური ინსპექტორი (გი) იძულებული ხდება თავად წარდგეს, ასე არ არის? ეს არის ვითარება, რომელის დროსაც გი იღებს სიტუაციის ყველა ბრალდებას. ბრძენებს, სწავლულებს, წმინდანებს, იოგებსა და ღმრთიურ პიროვნებებს თავიანთ მხრივ ჰქონდათ მცდელობა და ისინი ყველა ითანამშრომლებენ უბიწოების აღდგენისა და მსოფლიოსთვის გზების გაწმენდის საქმეში აბსოლუტური მშვიდობის მისაღწევად.
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 23 თებერვალი.
9.03.19.
დაფიქრდით ოკეანეში მდინარის შერთვაზე. ოკეანის წყალი ადის მაღლა როგორც ორთქლი მაშინ როდესაც ცხელდება მზით და აფორმირებს ღრუბლებს, რაც მოდის დაბლა წვიმის წვეთებად. ყოველ წვეთს თავის შიგნით აქვს ძლიერი სურვილი დაუბრუნდეს ოკეანეს რომლიდანაც იგი გამოძევდა. მაგრამ ინდივიდუალურობის გრძნობა ძლევს სურვილს. წვიმის წვეთები გროვდება და მიედინება როგორც ნაკადულები და ნაკადები რომლებიც ჩადიან მდინარის შენაკადებში, ტბორავენ ვაკე ადგილებს. ბოლოს, მდინარე ერთვის ოკეანეს და კარგავს თავის სახელს, ფორმას და ატრიბუტებს. ოკეანედან ოკეანემდე მოგზაურობაში განცდილი ცვლილებების მიუხედავად, წყალი რჩება როგორც წყალი ორთქლში, ღრუბელში, წვიმაში და მდინარეში. სახელები, ფორმები და ხარისხები იცვლება მაგრამ ბირთვი რჩება უცვლელი. კაციც გამოდის ღმრთიურების ოკეანიდან და მისი ბედი არის მასში შეერთება. ეს არის ჭეშმარიტება. ეს არის სინამდვილე. ეს შენ ხარ. იყავით მყარი ამ რწმენაში.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 2 იანვარი.
10.03.19.
დჰარმის პროპაგანდა არ ნიშნავს ცოდნის გავრცელებას რაიმეს შესახებ რაც ცნობილი არ არის. მისი ძირითადი მიზანია დჰარმის პრაქტიკის წახალისება. მხოლოდ ის, ვინც პრაქტიკებს დჰარმას კვალიფიცირებულია მისი პროპაგანდისთვის. ეს არის იმიტომ რომ დჰარმა და სატია (უბიწოება და ჭეშმარიტება) ვერ გავრცელდება ადამიანების მიერ რომლებიც პრაქტიკებენ იმას რაც მას დაჩრდილავს, როგორიც ეს იყო, და არ იქნება თვალსაჩინო. მათი ნამდვილი ბუნება და ფასეულობა რეალიზდება მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი პრაქტიკდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. პიროვნება განისჯება მისი ქმედების ბუნებით. თუ მისი ქმედებები კარგია, ის აღიწერება როგორც კარგი ადამიანი. თუ მისი ქმედებები ცუდია, ადამიანი აღიწერება როგორც უკეთური. ადამიანის ხარისხები და ქმედებები არის ურთიერთდამოკიდებული. ქმედებები გამოავლენს ხარისხებს და ხარისხები განსაზღვრავს ქმედებებს. აქედან გამომდინარე ყველა უნდა შეეცადოს საკუთარი თავის რეფორმირებას კარგი ხარისხების განვითარებით.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 7 იანვარი.
11.03.19.
თანამედროვე ახალგაზრდა კაცები და ქალები მზად არიან ისმინონ ათასი ტყუილი, მაგრამ მოთმინება არ აქვთ ყურადღების მისაქცევად ცალკეულ სიმართლეზე. ყოველთვის გახსოვდეთ, ერთი პატიოსანი ადამიანი ვინც ლაპარაკობს სიყვარულით არის უკეთესი ვიდრე ასი მლიქვნელი. ახალგაზრდა ადამიანებმა არ უნდა დაამცირონ მნიშვნელობა კარგი ჯანმრთელობისა და ძალის რომლითაც ისინი ტკბებიან თავიანთი ახალგაზრდობის წლებში. თქვენ უნდა გამოიყენოთ იგი სწავლისთვის და მიზანდასახული და უანგარო ცხოვრების გატარებისთვის, და კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ნაცვლად მთელი თქვენი ენერგიის და ტალანტების გაფანტვის გრძნობითი ობიექტების და ბოროტი სურვილების მიდევნაზე. არაკეთილმოსურნე ადამიანი სოფელში უფრო საზიანოა საზოგადოებისთვის ვიდრე დაჭუჭყიანებული წყალსატევი! ყოველთვის გახსოვდეთ, ღმერთის წყალობის მისაღებად უნდა მისდიოთ კარგ ქცევას და უნდა დაიცვათ სისუფთავე აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში. სიკეთე და თანაგრძნობა არის ჭეშმარიტი ადამიანის არსების განმასხვავებელი ნიშანი.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 9 თებერვალი.
12.03.19.
როცა ჩვენი ტანსაცმელი ჭუჭყიანდება, ჩვენ გვრცხვენია ჭუჭყიანი ტანისამოსით გამოჩენა და ამიტომ ჩვენ ვიცვლით მას. ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს სახლებს რეგულარულად და ვაცილებთ ყველა ჭუჭყს მის სუფთად შესანახად ოჯახისა და მეგობრებისთვის. მაგრამ როდესაც ჩვენი ჭკუები და გულები ჭუჭყიანდება, ჩვენ არ გვრცხვენია! საკვირველი არ არის რომ ჩვენ ასე დიდად ვზრუნავთ ჩვენი ტანსაცმლისა და სახლების სისუფთავეზე, მაგრამ არ ვზრუნავთ ჩვენი გულებისა და ჭკუების სისუფთავეზე რაც მოქმედებს მთელს ჩვენს ცხოვრებაზე? ჩვენი გულებისა და ჭკუების გასასუფთავებლად, პირველი რამ რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ცხოვრების უბიწოდ გატარება. ჩვენი მოქმედებები დაფუძნებული უნდა იყოს ზნეობაზე. გატაცება სხვათა შეურაცხყოფით ან მათზე ზიანის მიყენებით არ არის ადამიანური ბუნების ნიშანი. სიავე რასაც ჩვენ ვაკეთებთ სხვების მიმართ ბოლოს შედეგდება ჩვენზე. ხელსაყრელი დღეები როგორიც არის დღესასწაულები გამოყენებული უნდა იყოს გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენი ცხოვრების წესის შეცვლაზე და ჩვენი ქცევების გასუფთავებაზე ყველა ცუდ ხარისხებზე უარის თქმით.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 2 აპრილი.
13.03.19.
კავშირი კარმასა და კარმა-იოგას შორის უნდა იყოს სწორად გაგებული. ჩვეულებრივი კარმა (მოქმედება) შესრულებული მიჯაჭვულობით ან სურვილებით იწვევს მონობას. მაგრამ იგივე ქმედება, როდესაც სრულდება უსურვილებოდ, უანგაროდ, ხდება კარმა-იოგა. ჩვენი ცხოვრება უნდა გახდეს იოგა (ღმრთიური ურთიერთობა) და არა ‘როგა’ (დაავადება). დღეს ბევრი ჩვენი მოქმედება შედეგდება როგაში იმიტომ რომ ესენი დაკავშირებულია გრძნობით სიამოვნებებთან. თავისუფლება ამ დაავადებიდან შეიძლება მიღწეული იყოს სულიერი გზის მიდევნით. სულიერი გზა არ შედგება მხოლოდ ბჰაჯანების გალობაში ან ჰიმნების გადმოცემაში. ესენი არის კეთილი საქმეები. მხოლოდ მოქმედებები შესრულებული როგორც სრული შეთავაზება ღმრთიურზე შეიძლება განხილული იყოს როგორც სულიერი. ინდივიდი რომელიც არის თავის შესახებ უმეცრების მდგომარეობაში მსგავსია ყვავილის კვირტის რომელიც ჯერ კიდევ არ გაყვავებულა. როდესაც ყვავილი ყვავდება იგი ავრცელებს თავის სურნელებას ყოველ მხარეს. ამის მსგავსად ადამიანი ვისაც აქვს გაცნობიერებული ღმრთიურება თავის შიგნით ხდება სინათლისა და ძალის წყარო.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
14.03.19.
ქვის ტაძრები არის ღმერთის არსებობის შეხსენებები. როდესაც თქვენ ხედავთ იურისტს თქვენ იხსენებთ თქვენს სამართლებრივ პრობლემებს. როდესაც თქვენ ხედავთ ექიმს, ფიქრობთ თქვენი ავადმყოფობის შესახებ. მსგავსად, როცა თქვენ ხედავთ ტაძარს, თქვენ იხსენებთ ღმერთს. თუმცა რაც მსიამოვნებს მე უფრო მეტად არის მუდმივი ტაძრები აშენებული თქვენს გულებში. ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღმერთისადმი შედგება გულწრფელ ერთგულებაში თითეულსა და ყველაში წარმოდგენილი ღმერთის მიმართ. გაწმინდეთ ტაძარი თქვენს გულში და მიუძღვენით თქვენი ცხოვრება მსახურებას. ეს არის ისეთი მიძღვნილი მსახურება, რომელიც შესრულებულია სადჰანის სულისკვეთებით, რაც განასხვავებს სატია საის ორგანიზაციებს სხვა სულიერი ორგანიზაციებისგან. ხალხი საუბრობს სვამის ვიბჰუთის (წმინდა ფერფლის) და სვამის სასწაულების შესახებ. მაგრამ სვამის ნამდვილი სასწაული მისი უსაზღვრო სიყვარულია, რომელიც უბიძგებს საის უამრავ ერთგულს – კაცს და ქალს, ახალგაზრდას და ხანდაზმულს შეასრულოს უანგარო მსახურება სხვადასხვა ფორმით საისთვის მათი სიყვარულის გამოსახატად. მკაცრად აპრაქტიკეთ სიწმინდე, სიყვარული და უარის თქმა, და აღმოაჩინეთ თქვენთვის მტკიცე მშვიდობისა და ნეტარების საიდუმლო!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
15.03.19.
შეხედეთ თანაბარი განწყობით კარგ ბედსა და უბედურებას, ბედნიერებასა და მწუხარებას, დანაკარგსა და მოგებას. ეს არის ბუნების პროდუქტები, მსგავსი სითბოს და სიცივის, ზაფხულის და ზამთარის. მათ აქვთ თავიანთი მსახურების დანიშნულება. ამის მსგავსად ცხოვრების აწევებსა და დაშვებებს აქვს გაკვეთილი ჩვენს სასწავლებლად. სინამდვილეში, ცხოვრებაში ცვლილებების გარეშე, ჩვენ ვერ ვიქნებით ღმრთიურების განცდის შემძლე. სიბნელის გარეშე, ჩვენ ვერ დავაფასებთ სინათლეს. სიძნელეების განცდის გარეშე, ჩვენ ვერ დავტკბებით სიკეთით. ჭკუის სიმშვიდის ნაკლებობაა ის რაც გვაიძულებს ჩვენ მტკიცე მშვიდობის მიღების საშუალებების ძებნას. უპანიშადები აცხადებს რომ მარტო უარის თქმით შეიძლება მიღწეული იყოს უკვდავება. თქვენ უნდა ისწავლოთ უარის თქმის პრაქტიკა იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ მყარი მშვიდობისა და ნეტარების საიდუმლოს აღმოჩენა.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
16.03.19.
განათლებულ ადამიანებს არ სჩანს რომ აქვთ რაიმე პატივისცემა ზნეობრივი ფასეულობებისთვის. მათ არ აქვთ მადლიერება მათთვის ვინც მათ დაეხმარა აუცილებლობის ჟამს. ისინი არ ზრუნავენ თავიანთი ნათესავების და ახლობლებისთვის და არ ყოყმანობენ მათზე ზიანის მიყენებაზე. სტუდენტები რომლებმაც გაიარეს უმაღლესი განათლების წლები შეტყობინებული არიან რომ იმოქმედეს უღირსად. ბევრი ატარებს საცოდავ ცხოვრებას. რა ფასი აქვს განათლებას რომელიც არ იძლევა საშუალებას ადამიანმა შეასრულოს თავისი ვალდებულება მეუღლისა და შვილების მიმართ? პირველი მოთხოვნა არის განათლებულ პირებს შორის გაბატონებული ცუდი ხარისხების აღმოფხვრა. ისინი უნდა დაუბრუნდნენ ზნეობისა და სწორი ქცევის გზას. ბევრ განათლებულ ადამიანს არ აქვს ცოდვის შიში და ღმერთის სიყვარული. მათ ვინც მოსჩანან ღმრთისმოსავებად ასევე არ აქვთ ნამდვილად კარგი ხარისხები. ეს ფარისევლური ქცევა აფუჭებს ატმოსფეროს ყველგან და ახალისებს უწესრიგობასა და დაბნეულობას. ამიტომ თითოეულმა უნდა დაიწყოს ცუდი თვისებების მოცილება და ღმრთაებრივი ხარისხების დანერგვა.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 2 აპრილი.
17.03.19.
თქვენი მოვალეობაა თვალყური ადევნოთ რომ თქვენი ქცევა სწორია და რომ თქვენ ატარებთ უბიწო ცხოვრაბას, ვითარებების მიუხედავად! გარდაქმენით თქვენი გული მისი გასუფთავებით და განწმენდით. სიწმინდე არის ჭეშმარიტი დამახასიათებელი ნებისმიერი ადამიანის არსების. სიწმინდე უნდა გამომჟღავნდეს ყველაფერში რასაც აკეთებთ: თქვენს აზრებში, მასში რასაც თქვენ ხედავთ ან ამბობთ, და ყველაფერში რასაც თქვენ აკეთებთ. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ წარმოადგენთ ასეთ სიწმინდეს თქვენ შეიძლება ნამდვილად გახდეთ ტანმოსილება ღმრთიური ათმას, რაც თქვენ სინამდვილეში ხართ! შემდეგ განსხვავება ღმრთიურსა და ამქვეყნიურს შორის გაქრება და ყველაფერი გაღმრთიურდება. განსხვავება ობიექტსა და სუბიექტს შორის ასევე წავა. ყველაფერი შემდეგ ხდება მთელი (პურნამ). გადაწყვიტეთ დღეს შეატრიალოთ თქვენი აზრები ღმერთისკენ, ესწრაფვოთ თქვენი გულისა და გრძნობების გასუფთავებას, იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ თვითრეალიზების მიღწევა.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 ივლისი.
18.03.19.
არ იწყინოთ რომ უფალი გცდით თქვენ და გატარებთ მძიმე გასაცდელების გამოცდით, ვინაიდან მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ შეგამოწმებენ თქვენ შეძლებთ დარწმუნდეთ წარმატებაში ან გაიგოთ თქვენი შეზღუდულობა. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ კონცენტრირდეთ საგნებზე რომლებზეც თქვენ ხართ უკმარი და მიაქციოთ უფრო მეტი ინტენსიური ყურადღება, იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ მათი გავლა ხელახალი გამოცდისას. არ ემზადოთ გამოცდებისთვის ბოლო მომენტში; ისწავლეთ კარგად წინასწარ და იყავით მზად საჭირო ცოდნითა და სიმამაცით და დარწმუნებით წარმოშობილით ამ ცოდნიდან და სიმარჯვიდან. რაც თქვენ გაქვთ ნასწავლი წინასწარ გამეორებული უნდა იყოს კვლავ და კვლავ ჭკუაში, ზუსტად გამოცდის წინ; ეს არის ყველაფერი რაც უნდა შესრულდეს. თქვენ უეჭველად გამოხვალთ გამარჯვებული – ეს არის გზა გამარჯვებისკენ.
– შივარათრის საუბარი, 1963 წლის მარტი.
19.03.19.
თქვენ შეიძლება გასცეთ ანანდა (ნეტარება) თქვენი მეტყველებით, მხოლოდ თუ თქვენ თვით გაქვთ მიღწეული ანანდას მდგომარეობა. ლამპა ანთებული ხუთნახვრეტიანი ქოთნის ქვეშ: ეს არის სიმბოლო ადამიანის რომელსაც აქვს სიბრძნის ალი მოკაშკაშე ხუთი გრძნობის მეშვეობით. დაფარეთ ქოთანი სქელი ქსოვილით და არავითარი სინათლე არ გამოვა. ქსოვილი არის აჯნანას (უმეცრების), თამასის (სიზარმაცისა და გონებაჩლუნგობის) საფარველი. მოაცილეთ ეს; იგი ანათებს სუსტად გრძნობების მეშვეობით – ეს არის რაჯასის (ვნებისა და საქმიანობის) სიმბოლო. მოაცილეთ თვით ქოთანი, ე. ი. მოაცილეთ იდენტიფიცირება ტანთან (დეჰათმა-ბუდჰი), შემდეგ ათმა ჯიოთი (მეს სინათლე) ანათებს სრულად და კაშკაშად. ღმრთიური სინათლე ან ღმრთიური ნეტარება არსებობს ყოველთვის მაგრამ, იგი დახურულია ქოთნით და ქსოვილით. ანანდა არის თქვენი ბუნებრივი ხასიათი, თქვენი ნამდვილი ბეჭედი, თქვენი სინამდვილე.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 29 ივლისი.
20.03.19.
ღმრთიური სახელი არჩენს და ათავისუფლებს! ეს არის სიამაყის და საკუთარი თავის სიბრალულის თავდასხმის საწინააღმდეგო აბჯარ-ჯავშანი. როდესაც თქვენ იწყებთ წმინდა სახელის ან წმინდა ფორმულის ღმრთისმოსავ გამეორებას სისტემატიურად და აფიქსირებთ თქვენს შნაგან თვალს ფორმაზე რომელიც ილუსტრირებს სახელს, თქვენ ხვდებით ბევრ დაბრკოლებას, ამაღელვებელ აზრსა და საცდუნებელს. ესენი უნდა იყოს იგნორირებული, გვერდავლილი და ადვილად მოპყრობილი. გააძლიერეთ თქვენი ჩვევები, შეუპოვრობა გამოიჩნეთ თქვენი დისციპლინის მიმართ, და გააუმჯობესეთ თქვენი შინაგანი მართვა. შეუერთდით უფრო მეტად კეთილთა და მორწმუნეთა კომპანიას. უმართავი ხარი უნდა იყოს თოკით დაბმული და მოთვინიერებული, მისი ცხვირი უნდა გაიხვრიტოს და გაეყაროს რგოლი; იგი უნდა შეაბათ უღელში და ასწავლოთ მძიმე ტვირთის გაწევა და თავისი პატრონის მორჩილი მსახურება. ზოგიერთი ადამიანი ამხელს ექვს ვნებას როგორც საშინელ მტერს და გირჩევთ თქვენ მათ პირდაპირ გაგდებას. მაგრამ მე უნდა გირჩიოთ თქვენ დაიჭიროთ ისინი თქვენთან როგორც მორჩლი მსახურები, და მიმართოთ ესენი თქვენი კეთილშობილური მიზნების სასარგებლოდ.
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 21 ნოემბერი.
21.03.19.
უფლის სახელს აქვს დიდი ქმედითობა. უფლის სახელის განმეორებით, მისი ატრიბუტები შეიძლება იყოს ადვილად გახსენებული. აკურთხე შენი ენა მისი სახელის გამეორებით. მან ასევე უნდა გამოიყენოს ტკბილი გამოთქმები, რომელიც კმაყოფილებას და სიხარულს გაავრცელებს. იყავით ძალიან ფრთხილი თქვენს მეტყველებაზე. ცხოველებს აქვთ რქები, მწერებს აქვთ ნესტარი, მხეცებს აქვთ ბრჭყალები და ეშვები, მაგრამ თქვენი თავდასხმის ყველაზე დიდი იარაღი არის თქვენი ენა. ჭრილობები, რომლებსაც თქვენი ენა აყენებს, შეიძლება ძლივსღა განიკურნოს; ესენი გულში დიდი ხნის განმავლობაში ჩირქდება. მათ შეუძლიათ უფრო მეტი ზიანის მიყენება, ვიდრე თუნდაც ატომურ ბომბს. ილაპარაკეთ ისე, რომ თქვენი ენა იყოს ისეთივე ტკბილი, როგორიც თქვენი გრძნობებია. გახადეთ სიტყვები ჭეშმარიტი და სასიამოვნო (სათიამ ბრუიათ; პრიიამ ბრუიათ). მაგრამ სხვების სიამოვნების გულისთვის, არ ილაპარაკოთ სიცრუე ან გადამეტებით. ცინიზმი, რომელსაც მიჰყავხართ თქვენ ნივთებზე ლაპარაკთან შარის მოდების მანერაში რომ მას მოუტანოთ ცუდი სახელი ეს არის როგორც ცუდი, ასევე ფარისევლობა, რომელიც გაიძულებთ თქვენ გაზვიადებას და სიმართლის საზღვრების გადაკვეთას.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 29 ივლისი.
22.03.19.
სთხოვეთ უფალს თქვენი მიწიერი უსიამოვნებების მოცილება; ამაში არ არის შეცდომა. ეს არის უფრო მეტად უკეთესი ვიდრე თხოვნა სხვა კაცსა ან ქალზე, და საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების დაკარგვა. ხმების გულისთვის, ადამიანები ფეხებზე ეჭიდებიან ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე; თუ ისინი დაეცემიან უფლის ტერფებთან, ეს მოუტანს მათ მეტ ხმას, იმიტომ რომ ადამიანები შეევედრებიან მას რომ გაძღოლილი იყვნენ უფლის მსახურის მიერ. თქვენ შეიძლება დამირეკოთ მე ტელეფონზე, მაგრამ მე არ ვარ მისაწვდომი ყველა მათთვის ვისაც არ სწყურია უფალი გულწრფელად და მყარად. მათთვის ვინც ამბობს „არა! შენ არ ხარ ჩემი უფალი,“ მე ვამბობ „არა“. მათთვის ვინც ამბობს, „დიახ“, მეც ასევე ვამბობ „დიახ.“ თუ მე ვარ მისაწვდომი თქვენს გულში, მე ვიქნები მისაწვდომი ტელეფონზე. მაგრამ გახსოვდეთ მე მაქვს ჩემი სპეციალური საფოსტო და სატელეფონო სისტემები. ესენი მოქმედებს გულიდან, პირდაპირ გულში. ამ სისტემების სამოქმედოდ არსებობს წესები და ნორმები რასაც წერილები აცხადებს. მათი პოვნა თქვენ იქ შეგიძლიათ.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 29 ივლისი.
23.03.19.
ერთგულების გზით სვლისთვის, საჭირო არ არის სწავლულობა, არც ქონება, არც სიმდიდრე, არც ასკეტური სიმკაცრეები. მითხარით მე, როგორი იყო ვალმიკის წარმომავლობა, კუჩელას სიმდიდრე, საბარის სწავლულობა, პრაჰლადას წლოვანება, გაჯარაჯას სტატუსი, და ვიდურას მიღწევები? სუფთა სიყვარული (პრემა) – ეს იყო ყველაფერი რაც მათ ჰქონდათ, და ეს იყო ყველაფერი რაც მათ სჭირდებოდათ. უფლის წყალობა არის როგორც ოკეანე – უზარმაზარი და უსაზღვრო. თქვენი სულიერი დისციპლინით, თქვენს მიერ ღმერთის სახელის გამეორებით, მედიტირებით, და სათნოების მუდმივი კულტივირებით, ეს წყალობა გარდაიქმნება ჭეშმარიტების ღრუბლებად. ეს ღრუბლები იღვრება კაცობრიობაზე როგორც სიყვარულის წვიმა, რომელიც იკრიბება და მიედინება როგორც ნეტარების (ანანდას) ნაკადი უკანვე კვლავ უფლის წყალობის ოკეანეში. როდესაც პრემა ეხვევა კაცობრიობას, ჩვენ ვუწოდებთ მას თანაგრძნობას, ხარისხს არა სიბრალულის არამედ თანაგრძმობის – თანაგრძმობის რაც ხდის ადამიანს ბედნიერად როდესაც სხვები არიან ბედნიერები და უბედურს როდესაც სხვები არიან არაბედნიერები.
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 24 მარტი.
24.03.19.
ბევრი დარდობს: „ნათქვამია რომ წმინდა ადამიანის ხილვის (დარშანის) შესაძლებლობის მიღება არის ცოდვის მოსპობა (პაპა ნაშანამ). კეთილი, მე მიღებული მაქვს დარშანი არა ერთხელ არამედ ბევრჯერ, და მაინც ჩემმა ავმა ბედმა არ მიმატოვა მე და მე ვიტანჯები უფრო მეტადაც ვიდრე მანამდე.“ მართალია, შეიძლება თქვენ მოხვედით და მიიღეთ დარშანი, და თქვენ დათესეთ ახალი თესლი ამ დროიდან – თესლი სიყვარულის, რწმენის, ერთგულების,კარგი კომპანიის, ღმრთისმოსავი აზრების, ღმერთის სახელის გამეორების და ა.შ. და თქვენ ისწავლეთ ინტენსიური კულტივირებისა და ნიადაგის მომზადების ხელოვნება. ამგვარად ახლა თქვენ დათესილი გაქვთ თესლი გასუფთავებული გულების კარგად მომზადებულ მინდორზე. თქვენ არ უნდა დაელოდოთ მოსავალს? მანამ სანამ ახალი მოსავალი შემოვა, მსგავსად როგორც თქვენ მოიხმართ მარცვალს უკვე მომარაგებულს წინა მოსავლებიდან, უსიამოვნებები და მღელვარებები არის მოსავალი რომელიც თქვენ შეაგროვეთ წინა მოსავლის აღებისას! ამიტომ არ იდარდოთ და არ დაკარგოთ გული. შეუპოვრობა გამოიჩინეთ თქვენს სადჰანაში.
– შივარათრის საუბარი, 1963 წლის 4 მარტი.
25.03.19.
ჭკუის ბუნება არის სუფთა. გრძნობითი შთაბეჭდილებები აფერადებს და ანოყიერებს მას მოსაწონად ან არ მოსაწონად. ცხოველის ჭკუა არის შეუხებელი ბევრი მიჯაჭვულობისა და მომხიბვლელობისგან, არაკეთილგანწყობისა და მოუწონებლობისგან რომლებიც აბრკოლებს და მოსვენებას არ აძლევს ადამიანის ბუნებას. ფარული შთაბეჭდილებები (ვასანები) ამრუდებს ჭკუას რომელიც უკვე გაჟღენთილია უბედურებებისა და დარტყმების გატანჯვით დაბადებისას დაბადების შემდეგ. არ არსებობს არაფერი სასარგებლო ბრალის ჭკუაზე დადებაზე. ეს არის მხოლოდ დარაჯი. შთაბეჭდილება მოახდინე დარაჯზე რომ მხოლოდ უფალი არის შენი ბატონი, შემდეგ ის დაემორჩილება არა მარტო უფალს ვინც არის შენი ბატონი არამედ უფლის მეგობრებსა და კომპანიონებსაც. შეურთდით სათსანგს და ნახეთ ჭკუა თუ აგრძელებს ჯიუტობას. იგი არ გეურჩებათ თქვენ შემდეგ. ეს არის ყველაფერი წვრთნის შესახებ; თუ დარაჯი გაიგებს რომ შენ არ ხარ დაკავშირებული უფალთან, ის არ დაგემორჩლება შენ და მიიღებს მის საკუთარ უბედურებას! თუ შენ ხარ უფლის მხარეს დარაჯი ხდება შენი თანაშემწე!
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 24 ოქტომბერი.
26.03.19.
არწივს თავს აბეზრებენ ყვავები მანამ სანამ მას ნისკარტში აქვს თევზი. ესენი ჩხავიან გვედზე რომ ამგვარად მათ შეძლონ თევზის გატაცება მისი პირიდან, მისდევენ ფრინველს სადაც კი ის დაჯდება მცირე შესვენებისთვის. ბოლოს როცა არწივი თმობს მიჯაჭვულობას თევზთან და აგდებს მას თავის ნისკარტიდან, ყვავები შორდებიან, ტოვებენ არწივს თავისუფალს. ამგვარად დატოვეთ სიამოვნების გრძნობა და სიამაყის, შურის, ბოროტებისა და სიძულვილის ყვავები მოგშორდებიან ვინაიდან მათ სურთ მხოლოდ ლეში. გველი მოძრაობს დაკლაკნილად არა სწორ ხაზოვნად. ინდივიდებიც მოძრაობენ მრუდე გზაზე როდესაც ისინი მისდევენ გრძნობებს. აპრაქტიკეთ უარის თქმა ამიერიდან რომ ასე თქვენ შეძლოთ გამგზავრება მოგზაურობაში როდესაც ზარი დარეკავს; თქვენ არ იცით როდის. კიდევ ამ მომენტში, თქვენ იქნებით ცრემლებში, როდესაც თქვენ იფიქრებთ სახლზე რომელიც ააშენეთ, ქონებაზე რომელიც დააგროვეთ, დიდებაზე რომელიც დაიმსახურეთ, და წვრილმანებზე რაც მოიპოვეთ.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 10 ოქტომბერი.
27.03.19.
ახლა, დაკავდით სულიერი დისციპლინით, სულიერი აზრებითა და სულიერი კომპანიით. დაივიწყეთ წარსული. უკიდურეს შემთხვევაში ამიერიდან, ეცადეთ საკუთარი თავის გადარჩენას. არასოდეს მიეცეთ ეჭვებსა და მერყეობას. ეს არის უმეცრების ნიშანი. იქონიეთ რწმენა ერთ ნებისმიერ სახელში და ამ სახელით მითითებულ ფორმაში. თუ თქვენ თაყვანს სცემთ შივას და გძულთ ვიშნუ, პლუსი და მინუსი აბათილებს და სუფთა შედეგი არის ნული. მე ვერ მოვითმენ უმცირეს სიძულვილსაც კი ნებისმიერი სახელისა და ფორმის. ცოლმა პატივი უნდა სცეს ქმარს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას უნდა სძულდეს მისი მშობლები, ძმები და დები. თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ უფალს მისი მრავალი სახელიდან და ფორმიდან ერთის ან მეტის სიძულვილის მეშვეობით. თუ თქვენ ზიზღს ესვრით ღმერთს რომელსაც სხვები პატივს სცემენ, ზიზღი დაეცემა თქვენს საკუთარ ღმერთზე. თავი აარიდეთ ფრაქციებს, ჩხუბს, სიძულვილს, ზიზღსა და შეცდომების ძებნას; ესენი უკუარტყამს თქვენზე. გახსოვდეთ, თითოეული არის მლოცვარე იგივე მიზნისკენ; ზოგი მიდის ერთი გზით, ზოგი მეორით.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 10 ოქტომბერი.
28.03.19.
ახლა ყველა ეძებს კომფორტსა და სიამოვნებას; ეს არის ყველა ძალისხმევის დასაწყისი და დაბოლოება. თუ თქვენ ეტყვით ადამიანს რომ მას შეუძლია ჭამოს რაც კი მას მოსწონს და რამდენიც მოეწონება, ის იქნება აღფრთოვანებული; მაგრამ თუ თქვენ დაამატებთ რომ, როგორც შედეგი, მან შეიძლება განივითაროს ესა თუ ის დაავადება, ის მოგეპყრობათ თქვენ როგორც მტერს. კონტროლი და რეჟიმი არასოდეს არის პოპულარული. მაგრამ ძალა მიიღება მხოლოდ კონტროლიდან, თავშეკავებულობიდან, და რეგულირებიდან. თქვენ ხდებით მაგარი და ამტანობის უნარიანი, მხოლოდ თუ თქვენ მიემშვიდობებით სიძნელეებს. იბრძოლეთ და თქვენ მიიღებთ ძალას წარმატებისთვის. ეძებეთ საფუძველი ხილვადისთვის, უხილავში. მაღალ ცათამბრჯენს აქვს ღრმა საფუძველი განთავსებული მიწაში. ამ ხილულ მსოფლიოს აქვს როგორც მისი საფუძველი, უხილავი ღმრთურება (პარამათმა); თქვენი ტანი არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ ეძებოთ, იკვლიოთ და აღმოაჩნოთ ეს საფუძველი!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 23 ნოემბერი.
29.03.19.
კრიშნამ გაჩვენათ რომ თუ თქვენ პრაქტიკებთ ღმერთის მუდმივი დასწრების სადჰანას, თქვენ ხართ გამარჯვების მიღწევის ზღვარზე. მიიღეთ უფალი როგორც თქვენი მეეტლე; ის წაგიყვანთ თქვენ ყველაზე მძიმე შანსებით. მას არ ჰყავს ფავორიტები ან კონკურენტები. ცეცხლის მსგავსად ის ავრცელებს სითბოს ყველაზე ვინც არის მასთან ახლოს. თუ თქვენ არ გრძნობთ სითბოს, არ დაადანაშაულოთ ის: დაადანაშაულეთ საკუთარი თავი რომ თქვენ ხართ შორს მისგან. შეხედეთ ბჰიშმას; ის ელოცებოდა თვით იმ კრიშნას ვისაც აღთქმა ჰქონდა მოეკლა ის რომ ეჩუქებინა მისთვის თავისი ღმრთიური დიდებულების ხილვა! ეს არის ჭეშმარიტი ერთგულება, ნამდვილი ჯნანა ან სიბრძნე! კრიშნამ უპასუხა მის ლოცვას და აკურთხა ის. ჰირანიაკაშიპუმ თქვა, ‘ის არსად არ არის’ და ამიტომ ღმერთი არსად არ იყო მისთვის; პრაჰლადა აცხადებდა ‘ის არის ყველგან’, და უფალი გაჩნდა სვეტიდან და დაამტკიცა თავისი ძალა! ღმერთი არ მიიჩქაროდა, ეპოვა სვეტი და გამოსულიყო იქიდან! ის იყო იქ ყოველთვის, უბრალოდ გახადა თავისი თავი ხილული!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 23 ნოემბერი.
30.03.19.
თქვენ უნდა იგრძნოთ განუყოფელი ნათესაობა უფალთან, ისევე განუყოფელი, როგორც ტალღა და ზღვა. თქვენ უნდა მისდიოთ რადას, მიირას, გოურანგას და ტუკარამის გზას. თქვენ მართლა ხართ იგივე არსი, იგივე გემოვნება, იგივე ხარისხი როგორიც ოკეანე, თუმცა თქვენ გაქვთ ტალღის სახელი და ფორმა. კარაქი, როდესაც რძეშია, იგი არის დაფარული და არ აქვს ცალკე სახელი და ფორმა; მაგრამ ამოიღე იგი და მას აქვს სახელი და ფორმა, რაც გამოარჩევს მას რძისგან. ერბოს ასევე როდესაც თხევადია არ აქვს განსაკუთრბული ფორმა, მაგრამ როდესაც იგი მყარდება, მას აქვს ფორმა. ასევე მადჰავა-ტატვამ (ღმრთაებრივი ჩინებულება) როდესაც ის იღებს ფორმას, ის არის მანავა (კაცი).
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 10 ოქტომბერი.
სატია საი ბაბა