ლოცვა,
რომელიც საკვებს სთავაზობს ღმერთს
* ბრაჰმანის პრინციპის გარეშე ვერაფერი ვერ შეძლებს არსებობას – ვერც ეთერი, ვერც ჰაერი, ვერც ცეცხლი, ვერც წყალი, ვერც მიწა, ვერც მცენარეულობა, ვერც ადამიანი. ადამიანი თავის მხრივ ვერ იცოცხლებს საკვების გარეშე. ამის გამო ვედებში ნათქვამია: „ანნამ ბრაჰმა“, საკვები – ეს არის ღმერთი. რა არის საკვები? შედგება ის მხოლოდ მარცვლეულისგან და ბოსტნეულისგან, რომელსაც ჩვენ ვჭამთ? მთელი ქვეყნიერება შექმნილია საკვებისგან. ერთი არსების სხეული – არის საკვები მეორე არსების სხეულისთვის. ის, რაც იჭმება, – ეს არის საკვები, ის, ვინც ჭამს, ასევე საკვებია. ყველაფერი, რაც არსებობს სამყაროში, – ეს არის საკვები. ამიტომ ნათქვამია, რომ საკვები – ეს არის ღმერთი. თქვენ სთავაზობთ საკვებს ღმერთს, ტრაპეზის დასაწყისში შლოკის „ბრაჰმაარპანამ…“ წარმოთქმით. მაგრამ ბრაჰმანი სადღაა? ის თქვენს შიგნითაა. აი ის რატომ პასუხობს თქვენს ლოცვას მაშინვე შიგნიდან: „აჰამ ვაიშვანარა ბჰუტვა…“, რაც ნიშნავს „მე ვიმყოფები თქვენს შიგნით ვაიშვანარის, საჭმლის მომხარშველი ცეცხლის ფორმაში, რომელიც გადახარშავს საჭმელს“ (7, გვ. 19-20).
* ვიდრე ჭამას შეუდგებით, თქვენ უნდა გაწმინდოთ თქვენი ჭკუა. ჩვენმა წინაპრებმა მემკვიდრეობად დაგვიტოვეს ბრძნული წესი: ტრაპეზის დაწყებამდე შევთავაზოთ საჭმელი ღმერთს. ასეთი საკვები ხდება პრასადი – ნაკურთხი საკვები. ლოცვა წმენდს საკვებს სამი დაჭუჭყიანებისგან, რაც გამოწვეულია „პატტრა შუდდჰის“ (ჭურჭლის სისუფთავის), „ნადარტა შუდდჰის“ (საწყისი პროდუქტების სისუფთავის) და „პაკა შუდდჰის“ (თვით საკვების მომზადების პროცესის სისუფთავის) არქონით. სუფთა საკვები ხელს უწყობს ჭკუის გასუფთავებას, ამიტომ აუცილებელია, რომ საჭმელში არ ხვდებოდეს სამი მავნე შენარევი. ჩვენ არ შეიძლება მთლიანად დარწმუნებულნი ვიყოთ საჭმლის მომზადების პროცესის სისუფთავეში, რადგან ჩევნთვის უცნობია, როგორი აზრები დახეტიალობს მზარეულის თავში, რომელიც მას ამზადებს. ჩვენ ასევე არ შეგვიძლია გარანტირება მისი კომპონენტების სისუფთავის, რადგან არ ვიცით, რამდენად სუფთა იყო გამყიდველი, რომელმაც მოგვყიდა ჩვენ საწყისი პროდუქტები. ამიტომ ერთადერთი გზა ეს არის საჭმელის შეთავაზება უფლისთვის ლოცვის ფორმით იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საკვების მავნე კომპონენტების ჭკუაზე ზემოქმედება.
ბრაჰმაარპანამ ბრაჰმაჰავირ,
კვების წეს-ჩვეულება – არის ბრაჰმანი,
თვით საკვები – არის ბრაჰმანი,
ბრაჰმააგნაუ ბპაჰმანანაა ჰუტამ,
შეთავაზებული ბრაჰმანისგან ბრაჰმანის ცეცხლში,
ბრაჰმაივა ტენა განტაიივამ,
ის, ვინც აზრობს ბრაჰმანზე,
ბრაჰმა კარმა სამაადჰინააჰ,
გახსნაში, შეერწყმება ბრაჰმანთან.
აჰამ ვაიშვანაარო ბჰუტვაა,
მე ვარ ვაიშვანაარო –
ყველგანშემღწევი კოსმიური ენერგია,
პაანინაამ დეჰამააშტრიტააჰ
მყოფი ცოცხალი არსებების სხეულებში
პრაანააპაანა სამაა იუკტაჰა
მყოფი სიცოცხლის სუნთქვის
(ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა) გამოხატულებად
პაჩაამი ანნამ ჩატურ ვიდჰამ.
მე ვშთანთქავ ოთხი სახის საკვებს.
24 ლექსი ბჰაგავად გიტას მე-4 თავიდან და
14 ლექსი გიტას მე-15 თავიდან
ამ სახით შეთავაზებული საკვები ხვდება ვაიშვანარის საჭმლის მომნელებელ სისტემაში და იქვე აითვისება. რამდენადაც ღმერთი იმყოფება ვაიშვანარას ცეცხლის ფორმაში, ის შთანთქავს საკვებს ყველა მავნე მინარევებით, და ეს მინარევები უკვე აღარ ახდენს დამღუპველ მოქმედებას ადამიანზე. ამ მიზეზის გამო სატია საის ყველა აშრამებსა და საერთო საცხოვრებლებში დაცულია წესი: ტრაპეზის დაწყებამდე კითხულობენ ლოცვას „ბრაჰმაარპაანამ“.
მაგრამ ბევრი მშობელი არ აღზრდის თავიანთ შვილებს ჩვენი ძველების წმინდა აღთქმების პატივისცემის სულით. ამის მაგივრად ისინი ანებივრებენ მათ, თეფშით საკვების მირთმევით პირდაპირ ტელევიზორის ეკრანთან, რომელთანაც ბავშვები ატარებენ თავიანთ თავისუფალ დროს. მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ ძველი ტრადიციები არ ჩაქრეს და შენარჩუნებული იყოს პატივისცემითა და რწმენით. ეს წეს-ჩვეულებები შეიძლება ჩანდეს არაარსებითად, მაგრამ სინამდვილეში აქვთ უზარმაზარი მნიშვნელობა. თუ ხეში შეაღწიეს ტერმიტებმა, დაზიანებული უბანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მათგან, სხვა შემთხვევაში მთელ ხეს ელოდება სიკვდილი. ეს ყველაფერი უნდა მოისპოს ძირფესვიანად, სხვაგვარად მას შეუძლია მიგვიყვანოს დამანგრეველ შედეგებთან (11, გვ. 127-128).
საკვების შეთავაზება ღმერთისთვის. ძველად ბევრი ადამიანი, რომლიც იცავდა ტრადიციულ პრაქტიკას, ჩვევით წარმოთქვამდა ზოგიერთ მანტრას (და ლოცვას) საკვების მიღების წინ. „ანნამ ბრაჰმა“ (საკვები არის ღმერთი), „რასამ ვიშნუ“ (სასმელი არის ვიშნუ), „ბრაჰმა დევო მაჰეშვარა“ (მე ვიყოფ საჭმელს უფალ მაჰეშვარასთან). ამ მანტრების წარმოთქმის შემდეგ ისინი იწყებდნენ ჭამას. ამ ლოცვის მიზანი მდგომარეობდა შემდეგში: „დაე საკვები, რომელსაც ჩვენ ვჭამთ, გადაიქცეს სასიცოცხლო ნაკადში, რომელიც ცირკულირებს მთელს სხეულში და აწვდის მას ყველა აუცილებელ ძალას. მიეცი ჩვენს ჭკუას უნარი სწორად გამოიყენოს ეს ძალები. გაწმინდე ჩვენი მეტყველება ჭკუის ბუნების შესაბამისად.“ ფიზიკური მდგენელი საკვებისა, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, ემსახურება უხეში სხეულის საჭიროებებს. მისი წმინდა ელემენტი გადადის ჭკუაში. კიდევ უფრო წმინდა ელემენტი აღწევს ვაკში (მეტყველებაში). მაშასადამე, ბუდჰი (ინტელექტი) დაკავშირებულია სხეულის, მისი ორგანოების მუშაობასთან და ჭკუასთან. ესენი წარმოდგენილნი არის ბრაჰმით, ვიშნუთი და მაჰეშვარით. პრანა (სასიცოცხლო ძალა) ბრაჰმას მონათესავეა. ჭკუა ეკუთვნის ვიშნუს, და ვაკ (მეტყველება) – შივას. ეს სამი უნარი არ უნდა გაიფლანგოს. მათით სარგებლობა საჭიროა სათანადო სახით. მეტყველების უნარი გამოყენებული უნდა იყოს ჭეშმარიტების წარმოთქმისთვის. ჭკუა მიმართული უნდა იყოს წმინდა მიზნებზე. სხეული მიცემული ადამიანზე გამოყენებული უნდა იყოს უბიწოების (დჰარმას) დასაცავად. „შარირამ ადჰიიამ კჰალუ დჰარმადჰანამ“ – (სხეული არის პირველი აუცილებლობის საგანი უბიწოების რეალიზებისთვის). მაშასადამე, ჭკუა, მეტყველება და სხეული არის ბრაჰმას, ვიშნუს და შივას გამომჟღავნება (94, გვ. 209).
ლოცვა და საკვების სატვიური სისუფთავე. გიტა ხაზს უსვამს აუცილებლობას განსაკუთრებით გულდასმით აირჩეს საკვები, რომელსაც თქვენ ჭამთ, სატტვიური საჭმელის მნიშვნელობის მუდმივად ჭკუაში დაჭერით, რომელიც გეხმარებათ თქვენ შეინარჩუნოთ სიმშვიდე ყველა სიტუაციაში, რომ თქვენ არ აფრინდეთ, როცა თქვენ ქებას გაყრიან და არ დაემორჩილოთ დეპრესიას, როცა თქვენ თავს გატყდებათ კრიტიკა. გიტა ასევე აცხადებს იმის შესახებ, რომ დაცული უნდა იყოს სისუფთავე ჭურჭლისა და სამზარეულოს ხელსაწყოების, რომლებიც გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად. გამოყენებული ჭურჭელი უნდა იყოს აბსოლიტურად სუფთა. სისუფთავე ეხება არა მარტო ფიზიკურ სისუფთავეს, არამედ იმასაც, როგორი სახით იყო მიღებული ჭურჭელი და საკვები. თქვენ უნდა გაერკვიოთ მიღებულია კი ეს ყველაფერი სათანადო სახით და პატიოსანი შრომით თუ უპატიოსნო გზით. საგნები მიღებული უპატიოსნო გზით და გამოყენებული საჭმლის მოსამზადებლად, არა მარტო ხელს შეუწყობენ ცუდ აზრებს, არამედ გაიძულებთ თქვენც დაეშვათ მცდარ გზაზე.
შემდეგი ნაბიჯი – ეს არის თვით საკვების მომზადების პროცესის სისუფთავის გარკვევა: იმ ადამიანის აზრებისა და გრძნობების, რომელმაც მოამზადა საჭმელი. ნახსენები იყო სამი რამე, რომლებსაც ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი, მათი მუდმივი კონტროლით. ჩვეულებრივ თქვენ ყურადღებას აქცევთ მხოლოდ ჭურჭლის სისუფთავეს, და არა სხვა ორ მხარეს, სახელდობრ კი: სისუფთავეს ადამიანის, ვინც მოამზადა საჭმელი და სისუფთავეს თვით საჭმელის. თქვენ არ იცით გრძნობები მზარეულის სულში, და თქვენ არ იცით, პატიოსანი გზით კი მიიღო გამყიდველმა პროდუქტები, რომლებსაც თქვენ ყიდულობთ ბაზარზე.
ამიტომ უწინარეს, ვიდრე შეუდგებით ჭამას, საჭიროა ილოცოთ და შესთავაზოთ მთელი საჭმელი ღმერთს, რათა შეასრულოთ მისი გაწმენდის წესი. ლოცვა, შეთავაზებული ჭამის წინ, წარმოითქმება არა ღმერთისთვის, არამედ თქვენივე საკუთარი სიკეთისთვის: ის წმენდს საჭმელს ღმერთის კურთხევის დახმარებით (18, გვ. 69-70).