ნაწილი IV

                                                                                             უკან: ნაწილი III

დვაპარა იუგაში ადამიანის ზომა თანდათან შემცირდა, დაპატარავდა დაახლოებით 3 მეტრამდე.
ამერიკაში და ევროპაში ზოგიერთი სამარხებისა და მღვიმეების გათხრებმა აღმოაჩინა 9-12 ფუტის (2,7-3,6მ) სიმაღლის ჩონჩხების ჯგუფები. რაც უფრო ძველი იყო ამოთხრილი ჩონჩხები, მით მეტად მაღალიც, და ძლიერიც იყო მათი აღნაგობა.
მოსე ლაპარაკობს ოგე-მეფის შესახებ, რომლის საწოლსაც ჰქონდა  სიგრძე 9 და სიგანე 4 იდაყვი (5X2მ). გოლიათი კი სიმაღლით იყო 6 იდაყვი და 1 მტკაველი (3 მეტრზე მეტი). ჰომერას გმირებიც კი, რომლებიც რასების ისტორიაში მიეკუთვნებოდნენ გაცილებით უფრო გვიან პერიოდს, მოიხმარდნენ იარაღს და ატარებდნენ აბჯარს ისეთი ზომისას და წონისას, რომ მათი აწევა თანამედროვე ეპოქის ყველაზე ძლიერ ადამიანებსაც კი არ ძალუძთ.
სპილენძის საუკუნის გიგანტური ადამიანები ჯერ კიდევ აშენებდნენ თავიანთ ციკლოპის ქალაქებს და აგებდნენ სამყაროს ცნობილ შვიდ საოცრებას, მაგრამ ციკლის ბორბალი მოუხელთებლად ტრიალდებოდა და უკვე მოჰქონდა მეხუთე რასა მისი შავი საუკუნის, ქალი იუგასკენ.

როცა არიული რასა მიუახლოვდა ქალის დროს, მაღალმა დამრიგებლებმა დატოვეს ის. მათი მემკვიდრეობა მიიღეს სუფთად ადამიანური მეფეების დინასტიებმა, რომლებიც თავის თავს თვლიდნენ ღმერთის წარმომადგენლებად დედამიწაზე და ღმერთისგან ცხებულებად.

ძველი ეგვიპტელი მეფეების უძველესი დინასტიები იყვნენ ნაზიარები და იყვნენ დაუფლებულები ატლანტების მთელ ცოდნას. მაგრამ გვიანდელი საუკუნეების მეფეებმა დაკარგეს ეს დიდი ცოდნა, და ყოველგვარი ცოდნა მათ შესახებ.

“როცა ვიშნუს დიდებულება, რომელსაც ასახელებდნენ კრიშნად, განშორდა ცაზე, მაშინ ქალის საუკუნე, რომლის დროსაც ადამიანები ტკბებიან ცოდვებით, დაეუფლა სამყაროს”.

 

და მაშინ დაიწყო ახდენა ვიშნუ  პურანმა, უძველესმა წინასწარმეტყველებამ:

“იქნებიან თანამედროვე მონარქები, გამეფებული დედამიწაზე, მეფეებად უხეში სულისა, სასტიკი ზნეობისა და ერთგულები სიცრუისა და ბოროტებისა.
ისინი დახოცავენ ქალებსაც, ბავშვებსაც, ისინი მიიტაცებენ თავიანთი ქვეშევრდომების ავლა დიდებას და სხვის ცოლებს; მათი ხელისუფლება იქნება შეზღუდული, სიცოცხლე ხანმოკლე, სურვილები გაუმაძღარი.
ადამიანები სხვადასხვა ქვეყნისა, გაჰყვებიან მათ მაგალითს. ადამიანები დაიხოცებიან. სიმდიდრე და ღვთისმოსაოაბა შემცირდება, ვიდრე მთელი მსოფლიო არ იქნება გარყვნილი.
მხოლოდ
ქონება მისცემს მდგომარეობას;
სიმდიდრე იქნება ერთგულებისა და პატივისცემის ერთიანი წყარო;
ვნება იქნება ერთიანი კავშირი სქესებს შორის;
ტყუილი იქნება წვალებაში წარმატების ერთიანი საშუალება;
ქალები იქნებიან მხოლოდ საგანი სქესობრივი კმაყოფილების.

გარე სახე იქნება ერთიანი განმასხვავებელი სიცოცხლის სხვადასხვა საფეხურების;
უპატიოსნება იქნება არსებობის საერთო საშუალება;
სისუსტე – საბაბი დამოკიდებულებისთვის;
მუქარა და თავის თავზე დიდი წარმოდგენა შეცვლის ცოდნას;
ორმხრივი თანხმობა შეცვლის ქორწინებას;
გამჭვირვალე ტანსაცმელი იქნება ღირსება;
უძლიერესი იხელისუფლებს.

ასე ქალი იუგაში გახრწნა უცილობლად იქნება დინებაში, ვიდრე ადამიანთა რასა არ მიუახლოვდება თავის განადგურებას”.

არიულმა რასამ დრო მოჭამა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერადაც, და თავის შავ საუკუნეში ჩაძირული, მიეცა უკანონობას.

“შორეულ წარსულთან შედარებით თანამედროვე ადამიანმა თავისში განივითარა სისასტიკე განსაკუთრებულ ზომებამდე. თუ თქვენ გაიაზრებთ და შეხედავთ ამის მიზეზებს, მაშინ დაინახავთ, რომ ყველა პრობლემის მთავარი მიზეზი – არის ადამიანის ცხოველური ბუნება. თქვენ კიდევ სხვა რით ახსნით, რომ უკანასკნელი 5000 წლის განმავლობაში დედამიწაზე მოხდა 15000 ომი?
მხოლოდ თქვენთვის წარმოიდგინეთ! კაცობრიობის 5000 წლის ისტორიის ფურცლები წითლად შეიღება 15000 ომის სისხლით!
აი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ცხოველურობის საზომი.
ჩევნ დღესაც კი ვერ გავთავისუფლდით მისი ახალი შიშისგან. სწორედ ამ შიშის გამო ადამიანი დღითი-დღე სულ უფრო კარგავს მენტალურ სიმშვიდეს. მან, შინაგანად და გარეგანად შიშით აღვსილმა, დიდხანს სიცოცხლის ინტერესიც კი დაკარგა.
როცა თქვენ შეისწავლით ნივთების არსებულ მდგომარეობას, მაშინ აღმოაჩენთ, რომ ადამიანის ჭკუა დაჭუჭყიანებულია, გული სავსეა სიმწარით, მეტყველება კი გამოირჩევა უხეშობით. ეს არის სასტიკი, არაადამიანური ბუნების ნიშანი.

ბაბა

ბაბას მონათხრობებიდან
ერთხელ იესო მიდიოდა ქალაქის ქუჩაზე – ეს იყო ჯურღმულების რაიონი – და დაინახა მთვრალი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ეგდო ტალახში ცხედარივით. ის მივიდა მასთან, მიუჯდა გვერდით და დაუწყო გაღვიძება. როცა ახალგაზრდა ადამიანმა გაახილა თვალები, იესომ ჰკითხა მას: “შვილო ჩემო, შენ რატომ აფუქსავატებ შენს ახალგაზრდობას ლოთობით?”
“უფალო!” – უპასუხა ჭაბუკმა. “მე ვიყავი კეთროვანი. შენ განმკურნე მე კეთრისგან. მაშ მე კიდევ რა შემიძლია გავაკეთო?”
იესომ ამოიოხრა და გაშორდა. მეორე ქუჩაზე მან დაინახა მამაკაცი, რომელიც კვალდაკვალ მიჰყვებოდა ლამაზ ქალს. იესომ დაიჭირა ის სახელოთი და ჰკითხა: “შვილო ჩემო, შენ რატომ შეურაცხყოფ შენს სხეულს, ასეთი ცოდვიანი საქმიანობით?”
მამაკაცმა უპასუხა:
“უფალო! მე ვიყავი ბრმა, შენ კი მე დამიბრუნე მხედველობა. მე კიდევ რა შემიძლია გავაკეთო?”
იესომ  გზა გააგრძელა. შემდეგ ქუჩაზე მან დაინახა მტირალი მოხუცი ადამიანი. იესო მივიდა მასთან და რბილად შეეხო მის მხარს. “მოხუცო, შენ რატომ ტირი?”
მოხუცმა მოიწმინდა ცრემლები და შეხედა მას.
“უფალო! მე თითქმის მოვკვდი, მაგრამ შენ მაჩუქე მე სიცოცხლე. მე მოხუცს კიდევ რა მრჩება საკეთებელი, იმის გარდა რომ ვტიროდე?”
გაჭირვებისა და უბედურებისას ჩვენ ვევედრებით ღმერთს, ვთხოვთ მას დახმარებას. მაგრამ როცა ყველაზე უზენაესი, თავისი უსაზღვრო სიყვარულის და თანაგრძნობის გამო, გვპასუხობს ჩვენს ლოცვაზე, ჩვენ მას არ ვუფრთხილდებით და კვლავ ვეძლევით არსებობას, რომელშიც შეღწეულია ღრმა ეგოურობა. 

“სადაც სულის სინათლე არ არის,
იქ მეფობს უზომო ბოროტება.”

სიბნელემ მოიცვა სამყარო, და ძველი ცოდნის ყოველი ნათელი ფურცელი ბნელდებოდა უმეცრებისა და პატივმოყვარეობის ხელით, და ყოველი ნათელი სულის გადასაყლაპად მზად იყო სულიერი დოგმატურობის უკუნეთი, რომელმაც მოუხაზა ადამიანს ვიწრო გზა დაბადების კარებიდან სიკვდილის კარიბჭემდე – გზა მომავალზე იმედის გარეშე, სადაც სუსტ ადამიანს ელოდებოდა მარადიული ჯოჯოხეთი.

   მაგრამ ნათქვამია:
“ისინი, ვისაც სწამს სიკვდილის ჟამს თავისი განადგურება, ჩაიდენენ ნებისმიერ ცოდვას, რომელსაც ამოირჩევენ. და ჩაიდენენ მას მომავალზე თავისი ურწმუნოების შედეგად”.

ასე ჩვენი რასის ქალის საუკუნემ “შეარჩია” ისეთი მასშტაბის ცოდვები და დანაშაულები, რომ მათ დააბნელეს მეოთხე კაცობრიობის კაინების დაწყევლილი რასის ბოროტმოქმედება.
ციკლების კანონი დაუნდობელია. ყოველი რასა გარდაუვლად განიცდის დაბადების, გაფურჩქვნისა და ჩაქრობის ეპოქას. მაგრამ აუცილებლი არ არის,  რომ მისი ბოლო აღინიშნოს სისხლის ზღვებითა და გვამების ჰეკატომბებით.
არჩევანი ადამიანის ხელთაა.
ყველაფერზე არის მისი კეთილი, ან ბოროტი ნება.
შავ საუკუნეში კვლავ მიიღეს თავისი დაბადება ლემურებმა და ატლანტებმა, რომლებმაც ოდესღაც გახრწნეს თავიანთი სულები ცხოველურობის ცოდვით. ახალი დაბადება მათ მიეცათ, როგორც შანსი ადრინდელი ნაცოდვილარის გამოსასყიდად და თავისი უკვდავი სულის გადასარჩენად. მაგრამ ბევრმა მათგანმა გააკეთა თავისი ცოდვის არჩევანი, და ახლა მიზღვის დაუნდობელი კანონი ელოდება უმცირესობას ავიჩის (ჯოჯოხეთის) ზღურბლთან.

“თქვენ გაქვთ უფლება გააკეთოთ არჩევანი მოქმედების ორ ალტერნატიულ ხერხს შორის.
თქვენ არჩევანზე გახსნილი გაქვთ გზები, რომლებსაც მიჰყავს მოქმედებისკენ.
თავისთავად თვით მოქმედება წინასწარ განსაზღვრულია და ფიქსირებული, მაგრამ ხერხები, რომლითაც ის იქნება წარმოებული, მიცემული აქვს თქვენს არჩევანს ანუ უპირატესობას.

ინტელექტისა და გარჩევის უნარის გამოყენებით, თქვენ ირჩევთ თქვენს მოქმედებათა განსაზღვრულ მიმართულებას და ახორციელებთ მათ. და აქ თქვენი უფლებები მთავრდება. როგორც კი თქვენ გააკეთეთ გარკვეული მოქმედება, მისი შედეგი სხლტება თქვენი ხელებიდან.

მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ჯდება ავტომობილში, რომელიც მიჰყავს მძღოლს. ბატონი უბრძანებს მძღოლს წაიყვანოს დანიშნულების გარკვეულ პუნქტში, მაგრამ მასზე ტოვებს სავალი გზის არჩევანის გაკეთებას. მძღოლს შეუძლია აირჩიოს ყველაზე მოკლე და ადვილი გზა.

თქვენ ყველა ფლობთ იმ არჩევანის უფლებას, რომელსაც თქვენი ჭკუა აკეთებს. ის მოცემული გაქვთ ყოველ თქვენთაგანს. მაგრამ როცა ქმედება მოხდენილია, მოქმედებაში შედის კარმას კანონი და გამოაქვს გადაწყვეტილება მისი შედეგების შესახებ”.

ბაბა

საის დარშანი
ჭკუა ერთია – აზრები სხავადსხვა.
ენა ერთია – კილოები სხვადასხვა.
ხელები ერთი წყვილია – მოქმედებები სხვადასხვა.
თვალები ერთი წყვილია –
სიზმრები მრავალია.  ყურები ერთი წყვილია – მუსიკა
სხვადასხვა.
ფეხები ერთი წყვილია – გზები სხვადასხვა.
გული ერთია – სიყვარულის
ფორმები სხვადასხვა.
ერთი ღმერთი იმყოფება ყველაში და
ყველაფერში.

კაცობრიობა არის – ციკლების ბედის პირმშო. მას წინასწარმოხაზული აქვს რასიდან რასამდე მოახდინოს თავისი დანიშნული ციკლური არსებობა.
მთელი ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი მოხაზულია ზეციურ სკრიჟალებზე. ღირს კი გაიკვირვო, რომ სულ რაღაც 5000 წლის წინათ ბრძენნი და წმინდანები წინასწარხედავდნენ ამჟამინდელი საუკუნის მოვლენებს?

სვამი მოგვითხრობს:
“მაჰარიშმა მარკანდეიამ მოუთხრო ძმებ პანდავებს (კრიშნას ეპოქა) თავისი საუბრის შესახებ უფალ ვიშნუსთან, რომელმაც გაუხსნა მას, როგორ ჩამოვა სინათლე დედამიწაზე, როცა ქალი იუგას ბოროტმოქმედებები მიაღწევს ისეთ დონეს, რომ საჭირო იქნება ღმერთის უშუალო ჩარევა.
“როცა ბოროტება გავრცელდება მთელს დედამიწაზე,
მე მივიღებ დაბადებას სათნო ადამიანის ოჯახში,
და შევიმოსები ადამიანის სხეულით,
რათა დედამიწაზე აღვადგინო სიმშვიდე.
ქალის ცოდვიან საუკუნეში მე ვიქნები ავატარად მუქი კანით, დაბადებული ინდოეთის სამხრეთში.  

ნებისმიერი მატერიალური ობიექტი, რომლებიც დასჭირდება ამ ავატარს მისი მისიის განსახორციელებლად,
აღმოჩნდება მის განკარგულებაში,
როგორც კი ის მათ შესახებ გაიფიქრებს.
ეს ავატარი გახსნის ჭეშმარიტების ახალ ერას და იქნება გარსშემორტყმული სულიერი ადამიანებით. მას თყვანისცემას დაუწყებს მთელი მსოფლიოს ყველა სულიერი ადამიანი. კვლავ აღორძინდება ბრაჰმას შესახებ ცოდნის მომტანი განათლების ცენტრები. ქვეყანის მართვას დაიწყებენ მაღალი სათნოებით აღსავსე ადამიანები”.
ვიშნუს მეათე ავატარის, ავატარ საის, მისია,
 დაიწყო 1835 წლის 28 სექტემბერს.
ეს იყო ღმერთის ძირსჩამოსვლა დედამიწაზე
ღმერთის სამმაგი ინკარნაციის –
ადამიანის პირველ ფორმაში,
შირდი საი ბაბას ფორმაში.

“მიზანი
პირველი მოსვლისა იყო მსოფლიოში ღმერთის მოვლინება.
მეორემ უნდა გამოაღვიძოს ღმრთიურება ადამიანთა არსებებში.
შემდეგი მოემსახურება ღმრთიურების პრინციპის გავრცელებას მთელს დედამიწაზე.

ეს არის სამი საი-


შირდი საი,                სატია საი
და პრემა საი.

“როგორც შირდი საი მე ვიყავი თქვენთვის, როგორც დედა, რომელიც სამზარეულოში ამზადებს საჭმელს და არ უნდა, რომ ბავშვები მას ხელს უშლიდნენ.

როგორც სატია საი მე უზრუნველგყოფთ საკვებით ყველას და თითოეულს.

როგორც პრემა საი ჩვენ დავტკბებით ამ ღმრთიური სადილის ნაყოფით.

სხეულის ეს სამოსელი მე მივიღე მხოლოდ ერთგულების სასიხარულოდ. რადგან ვიდრე ღმერთი არ ჩამოვა ადამიანებთან ადამიანის ფორმაში, ვერავინ ვერ შეძლებს დაჯერებას ღმერთში, რომელსაც ფორმა არ გააჩნია.

უფლის გამოჩენა ადამიანის ფორმაში არის მოსამზადებელი სტადია ფორმას მოკლებული აბსოლუტის ჩასაწვდომად”.

“როცა კი მე თქვენ არ უნდა დაგჭირდეთ, გაიხსენეთ ჩემს შესახებ, და მე ვიქნები თქვენთან”, – ეუბნებოდა შირდი საი თავის ერთგულებს. და ასრულებდა თავის სიტყვას.
ტარქადას ჰყავდა ოთხი შვილი. ერთხელ ყველა ისინი მაღალი ტემპერატურით ლოგინად ჩააგდო ყვავილმა. შუა ღამისას ძილში მასთან მივიდა ბაბა და უთხრა: “გაიღვიძე, შენს მეოთხე შვილს ეწყება კრუნჩხვები”. ტარქადამ მიიღო პირველი დახმარების ზომები და მან შეძლო ვაჟიშვილის გადარჩენა.
ბაბამ აკურთხა შთამომავლობით ბევრი უშვილო წყვილი. ყველას გაუჩნდა ბავშვები, და ისინი იყვნენ ბედნიერები.
დამოდარი იყო ერთ-ერთი მათგანი. ის ორჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ მას შვილები არ ჰყავდა. ერთხელ სოფელ შირდიში ბომბეიდან გამოგზავნეს მანგო კალათით. ბაბამ თითქმის სულ დაარიგა და დაიტოვა მხოლოდ ორი ცალი. მან ისინი მისცა დამოდარს, თხოვნით გადაეცა მანგოები თავისი მეორე ცოლისთვის.
“უბრძანე მას შეჭამოს ორივე”,  – უთხრა მან, – “და ის დაბადებს რვა შვილს”. ყველაფერი ასეც მოხდა.
ერთხელ, როცა მასჯიდი (ძველი მეჩეთი, სადაც ცხოვრობდა შირდი საი) გადავსებული იყო ერთგულებით, ცაზე შეიკრიბა ღრუბლები და წამოვიდა ძლიერი წვიმა.
ვიდრე ადამიანები გაერკვეოდნენ იმაში თუ რა ხდებოდა, ქუჩები წყალით დაიტბორა. გლეხები მიხვდნენ, რომ საჭიროა სახლში გაქცევა ავლადიდების გადასარჩენად. მაგრამ მაღლა აწეული წყალი არ აძლევდა მათ დვარკამაის დატოვების საშუალებას.
მაშინ ბაბა წამოდგა, კარებიდან გარეთ გავიდა და, ხმაურის გადაფარვით დაიყვირა, ზეცათ მიმართვით: “სდექ! სდექ! შეაჩერე წვიმა! ჩემ ბავშვებს სჭირდებათ სახლში წასვლა.”
და წვიმამ გადაიღო.
ერთხელ მადჰავა რაოს უკბინა გველმა. ის მიიტანეს ბაბასთან. შირდი საიმ ნაწყენი ხმით დაიწყო ყვირილი: “ჩამოდი, ჩამოდი! მე მინდა ვნახო შენ როგორ გაბედავ მაღლა ასვლას!” 
ყველა იყო გაოცებული. მაგრამ, ბაბა მიმართავდა არა მამაკაცს, არამედ შხამს, რომელიც მაშინვე გამოჩნდა ჭრილობიდან.
ყველა უნდა ემორჩილებოდეს საის ბრძანებებს.
მაჰადევ რაო გადარჩა.

ბაბას ჰქონდა არა მხოლოდ ადამიანების გაგების და ელემენტებისა და სტიქიებისთვის მბრძანებლობის უნარი, არამედ ზიარებდა ცხოველებთან და საჭიროების შემთხვევაში კურნავდა მათ.

საი ეხმარებოდა თავის ერთგულებს რჩევებით ბიზნესში, მწუხარებაში და ავადმყოფობაში, სახლში და მოგზაურობაში – ასეთი ისტორიებისგან შეიძლება მთელი ტომების შედგენა. მათ შესახებ მოთხრობები ურიცხვია.

ის თავისკენ იზიდავდა ადამიანებს თავისი ძლევამოსილი პიროვნებით და მაგნიტური ქარიზმით. სკეპტიკოსები განიცდიდნენ შერყევას, საკმარისი იყო მათ მზერა მიეპყროთ საიზე.

თავისი გამორჩეული პიროვნების წყალობით, მიუხედავად დახეული ძველი ტანსაცმლისა, ის შესახედაობით იყო, როგორც მონარქი! ექვსზე ცოტა მეტი ფუტის (დაახლოებით 185 სმ) სიმაღლის საი, როგორც ანძა ამაღლებული იყო ყველაზე თავისი სულიერი ძლიერების აღნაგობით.
მასთან მოედინებოდა ასობით ათასი ერთგული.
ის ხედავდა თითოეულის წარსულს, აწმყოს და მომავალს.

“მომეცი მე შენი სიყვარული”,  – ამბობდა ის, – “მე კი ვიზრუნებ შენზე”.
და ის აკეთებდა ამას.
“ტრეტა იუგაში სიცოცხლე რჩებოდა სხეულში, ვიდრე მთელი იყო კუნთები და ძვლები.
დვაპარა იუგაში სიცოცხლე შენარჩუნდებოდა სხეულში, ვიდრე მასში ცირკულირებდა სისხლი.
ქალი იუგაში სიცოცხლე არ ტოვებს სხეულს, ვიდრე მას აქვს საკვები. საკვების გარეშე ქალი იუგას ადამიანს სიცოცხლე არ შეუძლია.

ბაბა

შირდი საი თვლიდა: “ანნა ჰე პუურნა ბრაჰმა” – “სწორედ საკვები (ანნა) აქცევს სიცოცხლისუნარიანად სხეულს, იმ სხეულს, რომელიც არის სულის (ათმას) სახლი”.
ხშირად, თავის სხეულზე შეხებით ბაბა ამბობდა: “ეს ჩემი სახლია”, და უბრალო ხერხით ხსნიდა, რომ “თქვენ” – ხართ სული, და არა სხეული.
არ არის საჭირო ლაპარაკი, რომ აშენებული სახლი უნდა შევინახოთ წესრიგში. ამიტომ ასე მნიშვნელოვანია საკვები.
თავის ახალგაზრდობაში შირდი საი ხანდახან ამზადებდა საჭმელს სამზარეულოს ქურაზე დვარკამაიში, კვებავდა თავის ერთგულებს და აშკარად ტკბებოდა ამით. ის დიდი ენთუზიაზმით ადგენდა მენიუს, ყიდულობდა ყველაფერ აუცილებელს, ვაჭრობდა ფასებზე და იქვე იხდიდა საფასურს.
შემდეგ ციებ-ცხელებით იწყებოდა გადასატანი სამზარეულოს მომზადება. ზოგ ერთგულებს უნდა დაეჭრათ ბოსტნეული, საი აქუცმაცებდა საჭირო საკმაზებს. მისი ენთუზიაზმი იყო იმდენად გადამდები, რომ ყოველ ჯერზე იკრიბებოდა სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი – მათ არავინ არ პატიჟებდა, მაგრამ ყველას სიხარულით ხვდებოდნენ. ამბობენ, რომ რამდენიც არ უნდა მოსულიყო სტუმარი, საის არასდროს არ ჰქონდა საკვების ნაკლებობა.
სტუმრები ჯდებოდნენ რიგად მეჩეთის ეზოში, და საი პირადად ემსახურებოდა ყველას. კორტებზე გვერდიგვერდ ისხდნენ ინდუსები და მუსულმანები, პერსიელები, ქრისტიანები და სიკჰები. საისთვის ყველა იყო თანასწორი – მდიდრები, ჩამოსულები ცხენების ეკიპაჟებით, და ღარიბები, რომლებსაც არ ჰქონდათ ფეხსაცმელიც კი; მეცნიერები და გაუნათლებლები, ტიტულიანები და უბრალოები, ბრამინები და შუდრები (უმდაბლესი კასტა). და თითოეული, ვინც იქ იჯდა და ჭამდა, თვლიდა თავის თავს ბედნიერად. აბა გავიფიქროთ – საი საკუთარი ხელით ამზადებს და აძლევს საკვებს, ისინი კი ჭამენ მას!
საი თავის ერთგულებისთვის ამზადებდა სხვადასხვაგვარ და გემრიელ კერძებს, ხანდახან ის აკეთებდა ფლავსაც კი ცხვრის ხორცით. მაგრამ არასდროს არ სთავაზობდა მას ვეგეტარიანებს.
ერთხელ ბაბა ქოთანში ამზადებდა ტკბილ ბრინჯს. როცა მოვიდა ნანა ჩანდაკლარა, ბაბამ სთხოვა მას: “ნანა, მოურიე ქვაბში” ნანამ მიმოიხედა, იმის მოსაძებნად, რითაც მოურევდა. ბაბამ გაიღიმა, აიწია სახელო და პირდაპირ ხელით დაიწყო მდუღარე ბრინჯის გადარევა. მორევის შემდეგ, ამოიღო ხელი, ის დარჩა სრულიად უვნებელი.
ბაბა ყურადღებას არ აქცევდა კარგი საკვებისადმი უბრალო ადამიანურ სისუსტეს და თითოეულს აძლევდა ასეთით ტკბობის საშუალებას. ის არ ცნობდა აკრძალვის გზას. მისი ფილოსოფია იყო კონტროლირებული ტკბობა.
ერთხელ შირდი საისთან ჩამოვიდა ძველი ერთგული რადჰაბაი. მან გადაწყვიტა, ვიდრე წავიდოდა ბაბასთან, შეენახა მძიმე მარხვა.
გავიდა ორი თუ სამი დღე, და საიმ ის მიიხმო თავისთან.
“დედილო”, – უთხრა მან, “მე ვვარაუდობ, შენ მარხულობდი უკანასკნელი ორი თუ სამი დღე?”
“დიახ”, – დაეთანხმა ხნოვანი ქალბატონი.
“და ეს, დარწმუნებული ვარ, შენ გაძლევდა გასაჭირს. მითხარი არის კი ღმერთი ადამიანების არსებებში?”
         ”დიახ, ბაბა”, – დაუდასტურა მან.
“მაშინ, დედილო, შენ რატომღა აძლევ გასაჭირს უფალს, რომელიც შენს შიგნით არის?”
ქალბატონმა გაიგო მისი ნააზრები.
“დაივიწყე მარხვის შესახებ და ჭამე”,  – საიმ გაუფცქვნა მას ფორთოხალი. მან ბედნიერმა შეჭამა ის.
“აი ეს კარგია დედილო. ახლა ღმერთი შენს შიგნით ბედნიერია”.
განა ვინმე შეიძლებოდა წასულიყო ამ საკვირველი ლოგიკის წინააღმდეგ?
“არასოდეს არ იშიმშილოთ”, – რჩევას აძლევდა შირდი საი თავის ირგვლივ შეკრებილ ერთგულებს, “იმიტომ, რომ შიმშილი თქვენ გღლით, გასუსტებთ და მოსვენებას გაკარგვინებთ. ერთი დღის მარხვის შემდეგ თქვენ უკვე თქვენს საუკეთესო ფორმაში აღარ ხართ. თქვენ კი უნდა იყოთ სრული ძალის თუ რაიმეს მიღწევას ცდილობთ, ღმერთის ჩათვლით!”
“საკვები სხეულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”
, ამბობს სატია საი. “რომ დაიბადო, ასევე საკვებია საჭირო. დედა და მამა, გამოკვებილი საკვებით, დაბადებას აძლევენ ბავშვს”.
სვამი დასაწყისისთვის არ აძალებს ვეგეტარიანობას, მაგრამ დაჟინებით რეკომენდირებს კვებაში ზომიერებას, მზარეულის, ჭურჭლისა და საკვების სისუფთავის დაცვას.

“ერთ-ერთ სახელმწიფო საპყრობილეში, მოგვითხრობს სვამი, ოდესღაც მოხვდა ძალიან სუფთა სული, რომელიც ღრმად ერთგული იყო სულიერი იდეალების და დაბეჯითებით პრაქტიკებდა სადჰანას. ამ ადამიანმა შორს წაიწია მიზანმიმართულ მედიტირებაში.
მაგრამ ერთხელ, როცა ის დაჯდა მედიტირებისთვის, მაშინ მან დაიწყო სრულიად ველური ემოციებისა და სასტიკი გრძნობების განცდა, რომლებიც ადიოდა მასში, და იყო განცვიფრებული, რომ მიუხედავად საშინელი შინაგანი ბრძოლისა, არ შეუძლია ჩაახშოს სიძულვილითა და მკვლელობის წყურვილით სავსე აზრები.
მათ უბრალოდ შეარყიეს მისი სხეული, და მისი მოძღვარიც იყო ძალიან აღელვებული საქმის ასეთი შემობრუნებით. გურუ შეეცადა მოწაფის ისტორიის უფრო ღრმა ზონდირებას, მაგრამ ვერაფრით ვერ აღმოაჩინა ასეთი ტრაგედიის რაიმე მიზეზი. ბოლოს მან შეძლო იმის დადგენა, რომ კატასტროფამდე ერთი დღით ადრე, ერთი სრულიად ფანატური მკვლელი მუშაობდა მზარეულად საპყრობილის სამზარეულოში, და მისი, სიძულვილით სავსე, სიკვდილმტარებელმა აზრებმა გაჟღინთეს მისი მომზადებული საკვები, სწორედ ის რომელიც სადჰაკმა შეჭამა.
არსებობს წმინდა უხილავი აზრი-ფორმები, რომლებსაც შეუძლია ერთი ადამიანიდან მეორეზე ასეთი საკვებით გადასვლა. ამიტომ საჭიროა ვიყოთ ყურადღებით ჭამის მიმართ, განსაკუთრებით თუ ადამიანი ღმერთისკენ მიისწრაფის იოგას ციცაბო გზით”.

ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა მკვლელი მზარეული – ეს არის უკიდურესი შემთხვევა.
მაგრამ ცხოვრებაში მხოლოდ მზარეულები აჭუჭყიანებენ ჩვენს საკვებს?
“ამჟამად ცოლი და ქმარი ომობენ სასადილო მაგიდასთან.
შედეგად ამოძრავებული ვნებები აჭუჭყიანებს მათ საკვებს.
და თუ ჭამისას თქვენ გაწუხებთ უკეთური აზრები, მაშინ ესენი ზემოქმედებს საკვებზე, რომელსაც ღებულობთ, და შედეგად თქვენს ჭკუაზეც (და მათ ჭკუაზეც, ვინც თქვენთან ერთად ჭამს).
საკვები გადამწყვეტი სახით ახდენს გავლენას თქვენი ჭკუის ბუნებაზე. ჭკუა იბადება თქვენს მიერ მიღებული საკვებიდან.
როგორიც არის საკვები, ისეთივეა ჭკუაც.
სწორედ ამიტომ ჩვენი წინაპრები მოიხმარდნენ სათვიურ საკვებს.
და ჩვენც გვმართებს საკვების მიღება (მიაქციეთ ყურადღება) სათვიური განწყობის ჭკუით, მშვიდით და ჰარმონიულით”.

ბაბა

ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ ჭამა – ეს არის ძალიან ინტიმური პროცესი, და ამიტომ არ მივუჯდებით მაგიდას იმასთან ერთად, ვინც ჩვენთვის არაკეთილმოსურნეა;
არ გავტეხთ პურს იმასთან, ვინც ჩვენს მიმართ შურიანია, ხარბია და უკეთურია;
არ მივიღებთ ჭიქა წყალს ვნებებითა და საზიზღრობებით მოცული ხელებიდან:
მათი ყველა აზრი-ფორმა ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე საკვების საშუალებით და მისწრაფებული იქნება ჩვენი სათვიური არსის გაუკუღმართებაზე.

სვამი შეგვახსენებს:
 “იმის აღიარებით, რომ ადამიანების ზენობრივი ძალა ეცემა მათ მიერ გამოყენებული ცუდი საკვების გამო, ჩვენი მამის წინაპარმა მამებმა გამოიგონეს უბრალო, მაგრამ ეფექტური საშუალებები ჭამის წინ საკვების გასაწმენდად. ჩვეულებრივ ისინი საჭმელზე წყალს აპკურებდნენ, ამასთან წაამღერებდნენ: “ანნამ ბრაჰმა, პასო ვიშნუ, ბჰოკტა დევო მაჰეშვარა” – “მყარი საკვები არის ბრაჰმა, სასმელი წყალი და საკვების თხევადი ნაწილი არის ვიშნუ, ხოლო ვინც საჭმლით ტკბება არის მაჰეშვარა.
ისინი რჩევას იძლეოდნენ, საკვების მიღების წინ, ის შეეთავაზებინათ ღმერთისთვის. ასეთი სახით საკვები იქცეოდა პრასადად – გაწმინდავებულ საკვებად. ამის შემდეგ შეიძლება საჭმელის სისუფთავის გარანტირება, რადგანაც ის ტრანსფორმირდება”.

ლოცვა ჭამის წინ
ძვირფასო უფალო!
შენ ხარ საკვები, შენ ხარ საკვების შემქმნელიც.
შენ ხარ ის, ვინც გვამარაგებს საკვებით, და ვინც მოიხმარს მას.
ამიტომ ჩვენ ვდებთ შენს ლოტოსის ტერფებთან ყველაფერს, რასაც ჩვენ ვჭამთ, გთხოვთ შენ აკურთხო საკვებიც და გვაკურთხო ჩვენც.
ყევლაფერი, რაც ჩვენ გვსურს ამ სამყაროში, – ეს არის შენი ნების შესრულება, შენი მსახურება.
და ამგვარად თვითშეცნობის მიღწევა.

  საის დარშანი
ილოცეთ გულითადად,
როცა თქვენ გარსგერტყმით უკუნეთი,
უკუნეთი უმეცრებისა,
რომელიც გართმევთ თქვენ სიმშვიდეს.

თხოვეთ ღმერთს დაგეხმაროთ თქვენ,
გაჩვენოთ თქვენ გზა.
მაშინ ერთხელაც თქვენ დაინახავთ სინათლეს,
გაიგონებთ ნაბიჯების ხმაურს მოსახვევში
და დაბალ ხმას, რომელიც იძლევა რჩევებს.

და რამდენადაც თქვენ ლოცულობთ სულ უფრო და უფრო გულმოდგინედ, იმდენადვე ხმა ხდება სულ უფრო და უფრო გასაგები.
თქვენ კი გეუფლებათ დაცულობის გრძნობა.

და ხმა განაცხადებს: “მოვიდა მასწავლებელი!”

“თავისი 82-ზე მეტი წლის სიცოცხლეში ბაბას თავისი ერთგულების თანდასწრებით არასდროს არ ჩამოვარდნია ცრემლი. და მხოლოდ მაშინ, როცა მოკვდა შიიამი, მისი ერთადერთი მოწაფე, მას ჩამოვარდა სამი კურცხალი.
ამის დამსწრე ერთგულებმა შესძახეს:
“სვამი! შენ რატომ დარდობ? ყველაფერი ხომ შენს ხელშია!”
რაზეც ბაბამ უპასუხა: “ჩემო ძვირფასებო! მე სრულიად არ ვდარდობ. მისი ყველა ცოდვები თითქმის გამოსყიდულია. ამ სამი პატარა ცრემლით მე ჩამოვბანე მისი დარჩენილი ცოდვები”.
  

 სოფელ შირდის მცხოვრებნი საის თვლიდნენ დიდ წმინდანად. ვიღაც ფიქრობდა, რომ ის არის კრიშნა ღმერთის ინკარნაცია. ზოგიერთებს სჯეროდათ, რომ ის არის უფალ დათატრეის ხორცშესხმა, სხვები მასში ხედავდნენ შივა ღმერთის ინკარნაციას.   

მაგრამ ყველა აღიარებდა საის ღმერთობას.
მათთვის ის იყო ღმერთის ინკარნირება.

სწორედ მისი აღსასრულის წინ (1918 წლის ოქტომბერში) შირდი ბაბასთან მივიდა აბდულ ბაბა.
საიმ მას უთხრა:
“მე კვლავ მოვალ სატიას სახელით და შენ მოგცემ დარშანს”.
“ეს როდის იქნება?” – ჰკითხა აბდულმა.
და ბაბამ უპასუხა:
“რვა წლის შემდეგ”,
ყველაფერი ასეც მოხდა.
1926 წლის 23 ნოემბერს დედამიწაზე ძირს ჩამოვიდა
სატია საი.
საი ავატარის მეორე ფორმა.
        ღმერთის თანამედროვე ინკარნირება.

“რაამა, კრიშნა და ბაბა მოდიოდნენ სხვადასხვა ჩაცმულობით,
მაგრამ ისინი ყველა ერთი არსებაა,
დამიჯერეთ მე.
მე ყოველთვის ახალგაზრდა და ყოველთვის ძველი ვარ.
მე მოვვლინდები კვლავ და კვლავ, რათა
აღვადგინო უბიწოება,
ვიზრუნო მაღალი ზნეობის ადამიანებზე,
უზრუნველვყო პროგრესის ხელშემწყობი პირობები,
და გავანათლო “ბრმები”,
რომლებმაც დაკარგეს გზა და დაიკარგნენ ველურ ადგილას”. 

ბაბა 

ბჰაგავანი ბაბა არის უმაღლესი ძალის უნიკალური ინკარნირება, ვისი მიზანიც, არის ადამიანის ფორმის მიღებით, აიძულოს კაცობრიობა შეიცნოს თავისი უმაღლესი მე, რომელიც არის მარადიული რეალობა.
დაუჯერებელია,
მაგრამ მარადიული რეალობა – არ არის აბსტრაქცია.
ის ცოცხალია, მოაზროვნეა და დამცინავია. 

იმ მიზეზის ჩამოყალიბებისას, რომლის გამოც მან მიიღო ჩვეულებრივი ადამიანის ფორმა, ბჰაგავანი, თავის საკუთარ მიუმსგავსებელ მანერაში თავის ახსნაშიც ურევს იუმორისტულ შტრიხებს. 

ის ამბობს:
”თუ მე მოვიდოდი ვიშნუს ფორმაში სრული სახიერებით, ესე იგი ნიჟარით, დისკოთი, პოლიცეთი და ლოტოსით ოთხ ხელში, ადამიანები ჩამსვამდნენ გართობების პარკის გალიაში, როგორც არაჩვეულებრივი ქმნილების ნიმუშს, და აკრეფდნენ ფულს იმ ცნობისმოყვარეებისგან, რომლებსაც მოუნდებოდათ ჩემი დანახვა.
მხოლოდ როცა მე ვგავარ სხვა ადამიანურ არსებებს, მე შემიძლია ვიყო ურთიერთობაში ადამიანებთან, ეფექტურად გადავცე ჩემი გზავნილი და გარდავქმნა ადამიანები, რომლებისთვისაც მე ჩამოვედი დედამიწაზე”.
ბაბა თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად იყენებს ისტორიებს, რათა ადამიანებამდე მიიტანოს თავისი მოძღვრება და აამაღლოს კაცობრიობა ცხოველურობიდან ღმრთიურებისაკენ. ის განსაკუთრებით უსვამს ხაზს ჭეშმარიტებისა და უბიწოების, როგორც ყველა აზრის, სიტყვის და ქმედების საფუძვლის, მნიშვნელობას, რათა ადამიანმა შეძლოს თავისი თავის, როგორც ადამიანის არსების შეცნობა.
“მე გამიზნული მაქვს,
კლასებთან, კასტებთან, კანის ფერთან და რასასთან დაკავშირებული ყოველგვარი ბარიერების, გამაღიზიანებლების, უსიამოვნებების წყაროების მოშორება, სიძულვილისა და ძალადობის სიყვარულითა და არაძალადობით შეცვლა – ამ ყველაფრის დახმარებით მე ვაპირებ, სიკვდილის არსებული ესკალაციის სანაცვლოდ უზრუნველვყო კაცობრიობის სახარებისეული მშვიდობა და თანამშრომლობა “. 

ბაბა

“ჩემო ძვირფასებო!
დადგება დრო, როცა მთელი ეს სიზმარი გაქრება.
თითოეული თქვენთაგანისთვის უნდა დადგეს დრო, როცა გაიხსნება, რომ მთელი სამყარო უბრალოდ სიზმარია, როცა ჩვენ შევიგნებთ, რომ სული უსასრულოდ უკეთესია ყველაფერ იმაზე, რაც მას გარს ეკვრის… 

ამ ბრძოლაში იმასთან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გარემოს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ გარემო – უბრალოდ ნულია სულის ძალასთან შედარებით. ეს ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია, დრო კი უსასრულობაში – არაფერია, უბრალოდ წვეთია ოკეანეში.
ჩვენ შეგვიძლია თავს მივცეთ ლოდინის ნება და შევინარჩუნოთ სიმშვიდე”. 

ბაბა

შევინარჩუნოთ სიმშვიდე ამ სამყაროსა და ადამიანის არასრულყოფილების სახის წინაშე.

სვამის მონათხრობებიდან
ერთ-ერთ პატარა სამეფოში ყველა მცხოვრები, ეს როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, იყო სრულიად ბედნიერი და ჯანმრთელი. დროთა განმავლობაში, როგორც მმართველი, ასევე ქვეშევრდომები აღივსნენ სიამაყით ბედის ასეთი იშვიათი წესრიგისგან და შეაფასეს ის, როგორც ჯილდო თავიანთი პირადი უბიწოებისთვის.
რამდენადაც ყველა იყო ჯანმრთელი, სამეფოში არ იყო ექიმიც კი.
ერთხელ მათ დედაქალაქში მოხვდა ერთი ექიმი და იყო ბედნიერი, როცა აღმოაჩინა, რომ სამეფოში არ არის არც ერთი ექიმი, და რომ ექიმის პროფესიაში მას არ ჰყავს მეტოქეები.
მაგრამ ის სადაც არ უნდა შესულიყო ადამიანებთან სასაუბროდ და გამოეკითხა მათი ჯანმრთელობის შესახებ მას ყველა ეუბნებოდა:
“ოჰ! ჩვენ ვართ – ბრაჰმა ჯნანები (ისინი, ვინც შეიცნო ბრაჰმა), ჩვენ ვერ შეგვეხება ვერც ერთი ავადმყოფობა. ჩვენ ვართ ის უმცირესობა, ვინც არჩეულია ღმერთისგან და კურთხეულია მისგან ჯანმრთელობით და ბედნიერებით. თქვენ არ გარგებთ აქ შეჩერება. უკეთესია გაემართოთ იქითკენ, სადაც შეძლებთ გამოიმუშაოთ თქვენი სიცოცხლისთვის”.
მაგრამ ექიმს არ უნდოდა ამ ქალაქის დატოვება, იმ იმედით, რომ ქალაქელების თვითდაჯერებულობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
ერთხელ მოულოდნელად მეფემ თავი ავად იგრძნო. სამეფო პალატაში გამოიძახეს ექიმი. ის კმაყოფილი იყო, რომ უფალმა მისცა მას საშუალება გამოეჩინა თავისი ტალანტი. და მკურნალობდა მეფეს დიდი ყურადღებით და პატივისცემით.
მეფე ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიდიოდა გამოჯანმრთელებაზე. მიუხედავად ამისა ის იყო უკმაყოფილო და თქვა:
“სერ მე ვარ თქვენი დიდი მადლობელი მკურნალობისთვის, მაგრამ არ შეგიძლიათ თქვენ ჩემი უფრო სწრაფად განკურნება? მე შეჩვეული არ ვარ რამდენიმე დღე წოლას, როგორც ეს ახლა ხდება”.
ექიმმა გადაწყვიტა მეფისა და მისი ერთგულებისთვის მიეცა გაკვეთილი.
და განაცხადა:
“ოჰ, მეფეო, მართლაც არსებობს განკურნების სწრაფი ხერხი, მაგრამ, ვშიშობ, მე ვერ შევძლებ მივიღო ის, რაც მე მჭირდება წამლის მოსამზადებლად”.
“თქვენ ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემი მინისტრებისა და ჩემი ხალხის შესაძლებლობებში”, – განაცხადა მეფემ,“ისინი მზად იქნებიან  იშოვონ ყველაფერი, რასაც თქვენ მოითხოვთ. ისინი ყველა ბრაჰმა ჯნანები არიან. ისინი წავლენ ნებისმიერ მსხვერპლზე თავისი მეფის განკურნებისთვის. გთხოვთ მითხარით მე, რა გინდათ თქვენ “.
ექიმმა უპასუხა: “ჩემო ბატონო! მე მოხარული ვარ, რომ თქვენ გამსჭვალული ხართ ასეთი დაჯერებულობით. მე მჭირდება ბრაჰმა ჯნანას ხორცის მეოთხედი ფუნტი (100გ) – სულ ეს არის”. 
“ოჰ, როგორი მარტივია!” – შესძახა მეფემ, და დაუყოვნებლივ უბრძანა თავის მინისტრს წასულიყო და მოეტანა ქალაქის ნებისმიერი ბრაჰმანის ხორცის მეოთხედი ფუნტი.
მინისტრი დაბრუნდა გვიან საღამოს, დაღლილი და სრულიად დათრგუნული.
“რატომ ასე გვიან?” – მკაცრად ჰკითხა მას მეფემ, “და რატომ ცარიელი ხელებით?”
მინისტრი შეევედრა:
“ოჰ, მეფეო! დამნაშავე ვარ, მაგრამ მე ვერ შევძელი მომეტანა ის, რაც შენ გინდოდა.
როცა მე გავუზიარე ადამიანებს, რაც შენ გჭირდება, თითოეულმა განაცხადა:
“ოჰ, მე ბრაჰმა ჯნანი არ ვარ. განა ბრაჰმა ჯნანა იცხოვრებდა ისეთ ქალაქში, როგორიც ეს არის? და განა ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჩვენ ყველა ვართ – ბრაჰმა ჯნანი?”
ამის გამგონე მეფე იყო გაოგნებული და გაუბედურებული სახით შეხედა ექიმს. 

მან კი უთხრა:

“ოჰ, მეფეო! არ არის საჭირო გამწარება. ასეთია ეს სამყარო. ადამიანს შეუძლია პრეტენდირებდეს ყველაფერ განსაკუთრებულობაზე, მაგრამ სინამდვილეში მაღალი იდეალების შესაბამისობაში ცხოვრება განსაკუთრებულად ძნელია. 

ეს თქვენ დღეს გაგეხსნათ. თქვენ იქნებით სრულიად კარგად. მე არ მჭირდება ადამიანის ხორცი. მე წამოვიწყე ეს პატარა სპექტაკლი, უბრალოდ იმისთვის, რომ თქვენთვის მებოძებინა სიმართლის გაგების ნება. მაპატიეთ მე”.
“ყოველი ადამიანი – ეს არის “სამი ერთში”,
ესე იგი 

ის, რასაც ის ფიქრობს თავის შესახებ;
ის, როგორსაც მას წარმოიდგენენ თავისთვის სხვები; და
ის, რაც ის არის სინამდვილეში.

ახლანდელ შავ საუკუნეში პირველი ნაკარნახევია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით,
მეორე – შურით და არაკეთილმოსურნეობით,
მესამე კი აღნიშნულია ეგოურობით და თავისი თავის სიყვარლულით.
 

სვამი ამბობს:
“დღეს სიცრუე, უსამართლობა და უზნეობა გავრცელდა მთელს მსოფლიოში. ადამიანებმა დაივიწყეს ადამიანის ნამდვილი ბუნება და ადამიანური ფასეულობები, და ისე იქცევიან, როგორც ცხოველები ან დემონები.
არის ადამიანის არსებათა ოთხი ტიპი:
ღმერთი ადამიანი, ადამიანური ადამიანი, დემონი ადამიანი და ცხოველი ადამიანი.

ღმრთიური, ადამიანური, დემონური და ცხოველური თვისებები ადამიანებში წარმოდგენილია სხვადასხვა პროპორციით.

1. ის, ვინც ერთგულია ჭეშმარიტების, ასრულებს უბიწო ქმედებებს, ვინც დახმარებას უწევს სხვებს და ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე, ვინც ეძლევა მოწყალებისა და ქველმოქმედების საქმეებს – ის ფლობს ღმრთიურ თვისებებს, მას ეხსნება ბრაჰმას ცოდნა. 

2. ადამიანური ადამიანი ერთგულია ჭეშმარიტებისა და უბიწოების. როცა დაცულია ჭეშმარიტება და უბიწოება, მთელი ხალხი ცხოვრებს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ხალხები დაცული არიან არა არმიებით და ბომბებით, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტებით და უბიწოებით. 

3. დემონური ადამიანი ტკბება მათრობელა სითხეებით. ხორცის ჭამა და სპირტიანი სასმელების მიღება – ეს არის დემონური ნაკლოვანებები. ის ვინც ერთგულებს ლოთობას, კარგავს თავისი ღირსების გრძნობას, მას არ აქვს არც სიყვარული, არც თანაგრძნობა – ის იქცევა დემონად. 

4. ვისაც არ ჰყოფნის სიბრძნე, მსგავსია ცხოველის. ჯნანა, ცოდნა, – ეს არის უნარი შეიცნო, რა არის სწორი და რა – არასწორი, რა არის მარადიული და რა – წარმავალი. ცოდნის უქონლობა მიუთითებს ადამიანის ცხოველურობაზე. 

ნამდვილი ადამიანური არსება ფლობს განსხვავების უნარს. მან უნდა იცოდეს, რა თქვას, როდის და ვისთან, როგორ მოიქცეს უფროსებთან, მეგობრებთან და გარშემო მყოფ ადამიანებთან მიმართებაში.
ის, ვინც ამ მხრივ უმეცარია, არის უბრალოდ ცხოველი. 

     ჯნანა ღრმა აზრში აღნიშნავს უმაღლესი მე-ს ცოდნას. თანამედროვე ადამიანს ეს არ გააჩნია. 

ის, ვინც ეგოურია, ვისაც ამოძრავებს ეგოცენტრულობა, დემონსტრირებს თავის ცხოველურ ბუნებას. მხოლოდ მაშინ, როცა პირადი ინტერესები დაიწყებს შეთავსებას სხვებზე ზრუნვასთან, შესაძლებელი იქნება ვილაპარაკოთ ადამიანურობის შესახებ. ამის გარეშე არავინ არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანად. 

“ღმერთის ავატარები ეონიდან ეონისკენ ჩნდებიან სხვადასხვა ფორმაში. 

კრიტა იუგაში ავატარი ვლინდება, რომ შეინარჩუნოს ვედების ტრადიცია, დაიცვას ვედები დავიწყებისგან. 

დვაპარა იუგაში – რათა განაცხადოს საკუთრების უფლების შესახებ და დაიცვას საკუთრება უკანონობისგან. 

ტრეტა იუგაში ის იცავს ქალებს უნამუსობისგან. 

ახლა მეოთხე ეპოქაში – ქალი იუგაში,  სამივეს ელოდება საშინელი საფრთხის განცდა და ავატარის წინაშე დგას სამმაგი ამოცანა. 

მისი განხორციელების ძირითად მიზნად ავატარმა დააყენა ადამიანის ტრანსფორმირება. 

ბაბა 

როცა შეიცვლება პიროვნება, შეიცვლება მთელი მსოფლიოც. ეს ტრანსფორმირება უნდა მოხდეს ადამიანთა ჭკუაში.
უბიწო აზრებს მიჰყავთ უბიწო მოქმედებებთან.
სწორედ ამიტომ ამტკიცებენ წმინდა წერილები, რომ
ჭკუა არის ადამიანის როგორც მონობის, ასევე თავისუფლების მიზეზი”.

თუ შენ გადაწყვიტე შეიცვალო,
ეუბნებოდა მოწაფეს უხილავი მასწავლებელი,
გახსოვდეს 

უბრალო წესები

    •  საჭიროა მუდმივად და ყურადღებით უთვალთვალო შენს თავს – შენს ქცევას და ქმედებებს;
    •   საჭიროა მიხვიდე შენი აღგზნებების თვით წყაროებამდე, შენი მოტივების სრულ სიღრმეებამდე;
    •   ამ გამოკვლევაში საჭიროა იყო აბსოლუტურად პატიოსანი საკუთარი თავის წინაშე და საკუთარ თავთან შეფარდებით, როგორი უსიამოვნო აღმოჩენებიც არ უნდა გელოდეს;
    •   თუ შენ მოიქეცი კარგად, უფრთხილდი თვითკმაყოფილებას – ნამდვილმა სიკეთემ არ იცის, რომ იგი სიკეთეა;
    •   თუ შენ გააკეთე რაიმე ცუდი, არ დაიწყო საკუთარი თავის დადაღვა და შეზიზღება – უბრალოდ შეიგნე და მოინანიე;
    •   თუნდაც ნებისმიერი ქმედება იყოს შენს წინაშე, როგორც ხელის გულზე – გამოიტანე ის ღმერთის სინათლეზე. მის სხივებში ცუდი გაქრება, შენ კი გასუფთავდები და შეიძენ წონასწორობას;
  •   არ მოიტყუო საკუთარი თავი, არ შეიქო და არ დაიმცირო თავი. გახდი შენი თავის აღუგზნებელი მოწმე.

    საის დარშანი
    მზე ამოდის ყოველდღე
    და არასდროს არ გაურბის თავისი მოვალეობის შესრულებას
    ის არჩენს ყველაფერ ცოცხალს
    და ზრუნავს მათზე.
    ჩვენ ყველა დამოკიდებული ვართ მის სითბოსა და სინათლეზე.  

მე მოვედი, რათა ვიყო შენთან,
გადმოგცე ცოდნა ღმრთიურების,
დაგეხმარო შენ იცნო ღმერთი,
და ბოლოს, მიაღწიო მას.

ნება მომეცი მე გავხდე შენი სიცოცხლის მზე,
რომელიც ამოვიდა და აღარ ჩავა.  

მე მოგცემ შენ ჩემი სიყვარულის სითბოს.
მე გადმოვღვრი შენზე ჩემი ცოდნის სინათლეს.
შენი სიცოცხლე იქნება ერთი ნათელი დღე.
მასში არ დადგება ღამე.  

ის აღივსება შეცნობის სინათლით,
მძინარე შეგნების
ბნელი უმეცრების უკან დატოვებით.  

ამ ენერგიით
შენ სწრაფად გაიზრდები სულიერად.  

იყო ერთი მეფე, რომელიც განსაკუთრებულად ამაყობდა თავისი ქცევით. ის თავის თავს თვლიდა განსაკუთრებულად უბიწოდ, რომელსაც უნარი შესწევდა ზეცათ მიეღწია ყოველგვარი მონანიების გარეშე. მან ყველგან გააგზავნა თავისი გზავნილები, რის შესახებაც აცნობა თავის ხალხს.
მეორე დღეს მეფემ შეამჩნია თავისი კარის მასხარა, რომელიც ძალიან სერიოზულად ეძებდა რაღაცას სასახლის ტერასაზე.
“შენ რას ეძებ?” – ჰკითხა მას მეფემ.
მასხარამ უპასუხა: “სერ, მე ვეძებ აქლემს, რომელიც არ ჩანს გუშინდელი საღამოდან”.
მეფემ გაიცინა და შესძახა: “შენ რამდემად ბრიყვი ხარ – როგორ შეიძლება ეძებო აქლემი შენობის ზედა ტერასაზე? შენ რა, ელოდები, რომ აქლემი აფოფხდება ტერასაზე?
რაზეც მასხარა არ დაეთანხმა:
“თუ თქვენ, თქვენი სიამაყის კუზით და მრუდე რწმენით, შეძლებთ ზეცათ მიღწევას, – და თქვენ გჯერათ, რომ შეძლებთ, – მაშინ ზემოთ აფოფხებული აქლემიც შეძლებს მიაღწიოს ტერასას”. 

არც ერთი ადამიანი არ არის სრულყოფილი. თითოეულ ჩვენთაგანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ნაკლოვანებების საწინააღმდეგო საშუალება არის – გააზრება, მაგრამ არა შენს სისუსტეებზე, არამედ შენს ძლიერ თვისებებზე.
ასე რეფლექსიის მეშვეობით ჩვენ უნდა გავხსნათ ძლიერი მხარეები ჩვენში და ვეცადოთ განვავითაროთ ესენი.
მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ საკუთარი სისუსტეებიც და ვეცადოთ მათ აღმოფხვრას. და ეს რომ განახორციელოს, თითოეულმა თავისი ჭკუა უნდა ააწყოს ამაზე.
გენია – ეს არის სულისჩადგმის ერთი პროცენტი და ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი არის შრომის ოფლი. ადამიანმა სრულყოფილებას შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ მძიმე შრომით.

განსხვავების განცდა  

ოჰ, შენ იცი, ამ დროის განმავლობაში მე ძალიან შევიცვალე – გავხდი ლმობიერი და ადამიანებს ვექცევი უკეთესად.
აი ხედავ იმ გოგონას? ის მე უცბადვე რაღაცით მომეწონა. მაგრამ მე შევხედე – მას ჯანმრთელობაში ყველაფერი წესრიგში არ აქვს.
ასე რომ მე დავიწყე მასთან მუშაობა.
გააზრება
“ჩემი აზრით, წმინდა პლანზე სხვა ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის “შეხედვა”  შეიძლება მხოლოდ მისი თხოვნით ან მისი თანხმობით.
შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მე ეს “შეხედვა” მეჩვენება ციხის ჭუჭრუტანაში მისი ინტიმური სამყაროს თვალთვალად.
და ვინმესთან “მუშაობაც” მისი ნებართვის გარშე – ეს მე წარმომიდგება პირდაპირ ძალადობად, აქ ხომ ადამიანის წმინდა გარსაცმში შეჭრა ხდება.
რა თქმა უნდა ის ხელმძღვანელობს მოსაზრებით, რომ ყველაფერ ამას აკეთებს იმ გოგონას “კეთილდღეობისთვის”
მაგრამ თუ ეს ყველაფერი ხდება დაფარულად და უნებართვოდ, მაშინ ძალაუნებურად დაფიქრდები, განა ეს არ არის უბრალოდ თავადობის თვითდამკვიდრება, რომელიც გრძნობს თავის ძალას და განცდის სხვებზე ფარული ძალაუფლების ტკბილ გრძნობას.
თუ მე არ ვარ მართალი?  

ვიღაცას, ალაბთ, აღაშფოთებს მსგავსი ვარაუდი.  

მაგრამ განა ეს არ არის მანიპულირება ადამიანზე სიკეთის, მსახურების, სიყვარულის მარკის ქვეშ?  

და, გარდა ამისა, ჩემი აზრით, ის არ ითვალისწინებს, რომ ვინმეს ბედში ყოველ თვითნებურ ჩარევას თავისზე მიაქვს სხვისი კარმა, და მასზე გადასახადი მრავლდება ძალადობის კოეფიციენტზე.  

ეს ყველაფერი მე ასე წარმომიდგება.
თუ ეს არასწორია?.  

– და როცა მე შევდივარ მეტროში, მაშინვე ვიწყებ ყველაზე სიყვარულის მიმართვას.  

ეს ახლა მე გამომდის დიდი ძალით, ვიდრე ადრე. და მე განვიცდი დიდ სიხარულს.
გააზრება
“სიყვარულის მიმართვა”
– რატომღაც ეს წარმოისახება, როგორც სამუშაო
ხომ არ ხარობს ამ შემთხვევაში ეგო, რომ მისი უნარი გაიზარდა. გაძლიერდა მისი ეგო, დაფარული ძალაუფლება და ძლევამოსილება.
როგორღაც ეს ამას ძალიან ჰგავს.
თუ არა?
განა ჩვენ არ გვეჩვენება, რომ თვით მიზანი – გააკეთო სიკეთე – თითქოს ავტომატურად გულისხმობს უანგარობას და არა თვითდამკვიდრებას?  

მაგრამ თუ შენ ხარობ გაკეთებული სიკეთით, მაშინ, ჩემი აზრით, შენ სიკეთეს კი არ ხედავ, არამედ შენს თავს, ამაღლებულს ამ სიტუაციაში.  

სიკეთე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა; ის არ აფასებს და არ ზომავს თავის თავს:  

და კიდევ, მე მეჩვენება, რომ
სიყვარული – არის არა ზემოქმედების ინსტრუმენტი, არამედ მდგომარეობა.  

სიყვარული უბრალოდ და ბუნებრივად სუნთქავს სიკეთით. და ამას ხედავენ სხვები, და არა ის.

შეჯამება
შეიძლება, მე მართალი არ ვარ, მაგრამ რეფლექსიის გარეშე არ არის ტრანსფორმირება. და აქ საჭიროა სრული პატიოსნება, და დელიკატურობას ანალიზთან არ აქვს კავშირი.
როგორც არ აქვს კავშირი აუცილებლობასაც მოამრგვალო კუთხეები – ეს ხომ სასამართლო არ არის, არამედ, რასაც ჰქვია “ფრენების გარჩევაა” უანგაროდ.
რათა მოგვიანებით არ განიცადო მსხვრევა.

.
 მაშ თუ გზა არის – იყოს გზა:
თვითანალიზის, შეცნობის და ტრანსფორმირების შრომის. 

საის დარშანი
თუ თქვენ აღივსეთ გადაწყვეტილებით მიაღწიოთ ღმერთს,
მაშინ უნდა მოიმარაგოთ მოთმინება.
ნუ იჯდებით მისი წყალობის მოლოდინში –
წყალობა ძირსჩამოდის მხოლოდ  მისი ნებით
და მხოლოდ თავის დროზე.  

ერთხელაც ის უხვად დაიღვრება თქვენზე,
მაგრამ მანამდე თქვენ დაუღალავად უნდა იმუშაოთ
მასში ღრმა რწმენით,
მყარი გადაწყვეტილებით, მოთმინებით და ბეჯითად.
და ღმერთისადმი გულითადი სიყვარულით.  

იყო ეს თუ არ იყო, მაგრამ, აბა მომისმინე, თითქოს ერთ ხესთან ცხოვრობდა ორი მეგობარი ბაყაყი. ერთხელ ისინი სეირნობდნენ ტყის პირას და დაინახეს, რომ ქოხის უკანა მხარეს სიცივეში დგას დიდი კოჭობი (ქოთანი). იქ რა შეიძლება იყოს? ცნობისმოყვარე მეგობრები ხტუნვით მივიდნენ სანახავად, და უნებლიეთ ჩაცვივდნენ კოჭობში.
კოჭობში კი იყო არაჟანი.
პირამდე შორსაა, ფსკერამდე ღრმა არის. ისინი ეცადნენ, ეცადნენ, მაგრამ ამოსვლა ვერ შეძლეს.
“ოჰ, მეტი ძალა აღარ მაქვს!” – დაიკვნესა ერთმა ბაყაყმა.
“გამაგრდი, სულით არ დაეცე”, – თხოვდა მას მეორე.
მაგრამ პირველმა იმედგაცრუებულმა მოკეცა თათები და წავიდა ფსკერისკენ. მისი შეუპოვარი მეგობარი კი ურტყამდა და ურტყამდა თათებს და უცებ თათებს ქვეშ შეიგრძნო მყარი ნიადაგი – არაჟანი გადაიქცა კარაქად. ის ამოხტა – და ეს ასეც იყო.

აი ასე, ჩემო ძვირფასებო, – ზღაპარი ნამდვილი არ არის, მაგრამ მასში არის… – თქვენ მართალი ხართ – ჩვენთვის ყველასთვის არის კეთილი გაკვეთილი:

თათები უნდა ურტყათ ბოლომდე.  

    წინ: ნაწილიV