აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 1 აპრილი.
რატომ ვართ ჩვენ წარუმატებელნი ღმრთაებრიობის აღიარებაზე მსოფლიოში მისი მუდმივად აღქმის მიუხედავად? – ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ, კლასიკური მაგალითის გახსენებით დღეს.
პაშიანაპიჩა ნა პაშიატი მუდჰო (ის სულელია ვინც ხედს, ჯერ ვერ აღიარებს რეალობას). შეხედეთ ყველაფერზე ღმრთაებრივი გრძნობებით. შემდეგ მხოლოდ თქვენ დაინახავთ ღმრთაებრივს ყველაში. მაგრამ თქვენ ხედთ ყველაფერს მიწიერი ხედით. თქვენ ხედთ თოკს და გეშლებათ იგი გველად. ამიტომ, თქვენში არის შიში. თქვენთვის აუცილებელია გამოიყენოთ თქვენი გარჩევა გასაგებათ ეს არის თოკი თუ გველი. თქვენ შეცდომით გეჩვენებათ თოკი გველად თქვენი ილუზიის გამო. როგორც კი ილუზია ჩნდება, წარმოიშობა შიში. შიშის გამო, თქვენ გარბიხართ. როცა თქვენ შეხედთ გარჩევის ჩირაღდნით, თქვენ გეცოდინებათ, ეს არის არა გველი, არამედ თოკი. როცა თქვენ გაიგებთ ეს არის თოკი, აღარ არსებობს შიში. შემდეგ თქვენ მიდიხართ ახლოს თოკთან. როდის გაქრა შიში? როგორც კი გაიგეთ რომ ეს იყო თოკი, აღარ იყო შიში. როცა ილუზია ქრება, თქვენ გაქვთ გამბედაობა. გამბედაობა არის უშიშრობა. შემდეგ თქვენ განიცდით ნეტარებას. მსგავსად, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ და გაიგოთ მსოფლიოს რეალობა. ეს არის ამქვეყნიური თუ ღმრთიური? ამას ეწოდება მიმამსა (კრიტიკული კვლევა).
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 8 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 2 აპრილი.
რა არის რიტუალური მსხვერპლშეწირვის შინაგანი მნიშვნელობა? ყველას შეუძლია მსხვერპლშეწირვის შესრულება? ჩვენი მოსიყვარულე უფალი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ამის პრაქტიკა.
შეთავაზებული წმინდა და სურნელოვანი ნივთები და ძვირფასი თვლები რაც მოთავსდება სამსხვერპლო ცეცხლში არის სიმბოლური შესაწირავები რაც კაცმა უნდა გააკეთოს ცხოვრებაში. მან უნდა შესთავაზოს ღმრთაებრივს თავისი სუფთა გული და კარგი ხარისხები როგორიცაა სატია, დჰარმა, შანტი და პრემა (ჭეშმარიტება, სათნოება, მშვიდობა და სიყვარული). ნამდვილი სული საზოგადოებისა და თემისადმი მიცემის იმ სიმდიდრის, ცოდნისა, და უნარების რაც ადამიანს გააჩნია არის ჭეშმარიტი იაჯნა (მსხვერპლშეწირვის რიტუალი). მსხვერპლის სულის გარეშე, გარეგანი რიტუალების შესრულებას არ აქვს აზრი. თვით სიცოცხლე არის იაჯნა. ადამიანის სიცოცხლის გადაქცევა წირვად მოვალეობებისა და მოქმედებების წმინდა ცეცხლში თავის თავად არის იაჯნა. თავის დაღწევა ადამიანის ცუდი ხარისხებისგან არის იაჯნა. ყველა ინდივიდუალმა ვინც ცდილობს იდეალური ცხოვრების გატარებას, ნეტარების მიღწევას და თვითრეალიზებას უნდა განავითაროს მსხვერპლის სული. იაჯნა არის საშუალება ადამიანს წასაყვანად მწუხარებიდან ბედნიერებისკენ, უბედურებიდან კეთილდღეობისკენ, სიბნელიდან სინათლისკენ. ადამიანის სიცოცხლე შეიძლება იყოს სასარგებლო მხოლოდ მაშინ როცა იგი დაფუძნებულია მსხვერპლზე ან უარყოფის ხარისხზე. შემდეგ, ცხოვრება ხდება აზრიანი, და ღმრთაებრიობაც შეიძლება ასევე იყოს განცდილი.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 16 ოქტომბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 3 აპრილი.
რა არის იესოს მიერ გაღებული ჭეშმარიტი მსხვერპლები, რაც ჩვენ უნდა მივიჩნიოთ მაგალითებად ჩვენთვის? როცა ჩვენ აღვნიშნავთ დიდი პარასკევის მოქცეულ დღეს, ბჰაგავანი ამახვილებს ჩვენს ყურადღებას ღრმა გაკვეთილებზე ქრისტეს ცხოვრებიდან.
იესო მოუწოდებდა ადამიანებს მცნებითა და მაგალითით სათნოების, ქველმოქმედების, თანაგრძნობის, მოთმინების, სიყვარულისა და რწმენის კულტივებაზე. ესები არ არის გაცალკევეული და განსხვავებული ხარისხები; ეს არის მხოლოდ ღმრთაებრივის ბევრი მხარე კაცში, რაც მან უნდა შეიცნოს და განავითაროს. ხალხი საუბრობს ქრისტეს მსხვერპლზე რაც დასტურდება მისი ჯვარცმით. მაგრამ, ის იყო გარშემორტყმული და შეკრული, და გვირგვინდადგმული ბრბოს მიერ ვინც აწამა ის ეკლის გვირგვინით, და მოგვიანებით, ჯვარზე გაკრული მისი დამტყვევებლების მიერ. პიროვნება შებორკილი და ნაცემი პოლიციის მიერ ვერ იტყვის, რომ მან შესწირა რამე, რადგან ის არ არის თავისუფალი კაცი. მოდით, ყურადღება მივაქციოთ მსხვერპლს რაც იესომ გააკეთა თავისუფლებაში, მისი საკუთარი ნებით. მან შესწირა თავისი ბედნიერება, კეთილდღეობა, კომფორტი, უსაფრთხოება და პოზიცია. მან გაბედულად გაუძლო ძლიერთა მტრობას. მან უარი თქვა დათმობაზე ან კომპრომისზე. მან უარყო „ეგო“, რაც არის ყველაზე რთულად მოსაშორებელი. პატივი ეცით მას ამისთვის. მან ნებით შესწირა ის სურვილები რითაც ტანი აწამებს ადამიანს; ეს მსხვერპლი არის უფრო დიდი ვიდრე ტანის შეწირვა ძალადობის ქცეშ.

– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 24 დეკემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 4 აპრილი.
რატომ და როგორ უნდა შეიტანოს წვლილი განათლებულმა ადამიანმა საზოგადოების კეთილდღეობაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებას ჩვენ დღეს.
განათლება არ არის დანიშნული გასაყიდად ან სამუშაოების სათხოვნელად გამოსაყენებლად. იგი დანიშნულია გასაზიარებლად. იგი იზრდება, როცა იგი ზიარდება. რა ფასი აქვს უმაღლესი განათლების ქონას სათნოების ნაკლებობით? რა არის ასეთი განათლების ღირებულება? ხასიათი არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე განათლება. სტუდენტებო! არ არსებობს რამე ცუდი სამსახურის მიღებასთან განათლების დასრულების შემდეგ. მაგრამ ამავდროულად, თქვენ უნდა იზრუნოთ იმაზე რომ თქვენი განათლება ჩადოთ გამოსაყენებლად საზოგადოების კეთილდღეობისთვის. თქვენ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ საზოგადოების კეთილდღეობა. მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოების მსახურებაში. რას ნიშნავს სინამდვილეში საზოგადოებისთვის მსახურება? არ ჩათვალოთ ეს თქვენს ღირსებაზე დაბლა სევას (მსახურების) გაწევა, ფიქრით რომ თქვენ ხართ მაღალკვალიფიციური. ამავდროულად, არ არის აუცილებელი თქვენთვის რომ სევას სახელით წმინდოთ გზები. რა სამუშაოც კი თქვენ გექნებათ, თუ თქვენ ასრულებთ მას თქვენი სინდისის დაკმაყოფილებით, ეს თავისთავად არის სევა. წარმოიდგინეთ თქვენ აკეთებთ ბიზნესს, არ მიმართოთ უსამართლო და არაპატიოსან საშუალებებს მხოლოდ ფულის საშოვნელად. პირიქით, თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი შემოსავალი წმინდა საქმეების შესასრულებლად.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 28 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 5 აპრილი.
რა არის სამი განცხადება გაკეთებული ქრისტეს მიერ და რა არის მათი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებებში? როცა ჩვენ აღვნიშნავთ აღდგომას, ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ.
მთვარე (არეკლილი) მდინარეში არის გატეხილი და ფრაგმენტული; იგი მიედინება სწრაფად, როგორც ჩანს, წყალდიდობებთან ერთად. მთვარე ტბაში არის მშვიდი, უძრავი და გაუფანტავი. ეს ორი არის მხოლოდ ცაში რეალური მთვარის ანარეკლი. მთვარე არეკლილი წყალდიდობაში არის ინდივიდუალური სული, ჩართული აქტივობაში, ჩაფლული მაიაში, მიზეზსა და შედეგში. ტბის მშვიდ სახეზე არეკლილი მთვარე არის იოგი, ვისაც მიღწეული აქვს ბალანსი, წონასწორობა, სიმშვიდე, ცხოვრობს ერთში. ნამდვილი მთვარე ცაში არის მარადიული მოწმე, აბსოლუტი, პირველადი პრინციპი. ქრისტემ ამ სამზე ისაუბრა როცა მან გააკეთა სამი განცხადება. ინდივიდუალურ სულზე მინიშნებით მან თქვა: „მე ვარ ღმერთის მაცნე“; მინიშნებით საკუთარ თავზე როგორც იოგზე მან თქვა: „მე ვარ ღმერთის ძე“. გააცნობიერა რომ ეს ორი არის მხოლოდ ანარეკლი, და რომ რეალური მთვარე არის მოწმე ცაში, რომ ისიც არის უფორმო, უსახელო აბსოლუტი, მან განაცხადა თავისი ცხოვრების ბოლოსკენ: „მე და ჩემი მამა ვართ ერთი“. ყველა არსება არის უნივერსალური ატმას გამოსახულება, სახელებითა და ფორმებით რომლებიც, როგორც ჩანს, მათ აქვთ მიღებული. ეს არის ჭეშმარიტება, ჩასმული, დამუშავებული და ნაჩვენები ინდოეთის სულიერ ტექსტებში, რომლებიც ქმნის ბჰარატიას კულტურის საფუძველს. ყველა რწმენის არსი და ყველა სულიერი ძალისხმევის მიზანი არის ეს: შერწყმა ამ ერთიანობაში. ყველა ძიების მიზანი არის ეს: ამ ერთიანობის შეცნობა.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 24 დეკემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 6 აპრილი.
რატომ არის პრაქტიკა და დისციპლინა მნიშვნელოვანი სულიერი მაძიებლისთვის? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს და გვმოტივატებს ჩვენ.
ჩვენ ვიძენთ ყველაფერს პრაქტიკით. თუნდაც სიარული, საუბარი, კითხვა და ჭამა არის შესაძენი პრაქტიკით. მათი უმეტესობა ხდება ჩვენი ცხოვრებების ნაწილი, თუნდაც ჩვენი ცოდნის გარეშე, უბრალოდ პრაქტიკით. ამის მცირე მაგალითი. ზოგიერთი მოხუცი წლების განმავლობაში ატრიალებს ჯაფამალას (კრიალოსანს). ეს ჩვევა გახდა იმდენად მექანიკური რომ ისინი აკეთებენ ამას სხვებთან საუბრის დროსაც კი. ჩვევების ძირითადი მიზეზი არის პრაქტიკა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვპრაქტიკოთ კარგი ჩვევები. უბრალოდ როგორც ცუდი ჩვევები ასრულებს თავის სამუშაოს, თუნდაც არაცნობიერად, კარგი ჩვევებიც ასრულებს თავის სამუშაოს, ამგვარად გვაიძულებს ჩვენ ვიფიქროთ პოზიტიურად. ჩვენ უნდა ვპრაქტიკოთ ნამდვილი ცხოვრების გატარება ჩვენს საზოგადოებრივ საქმიანობაში. დისციპლინა და ჩვეულება არის აუცილებელი. მანერები არის კაცის სასიცოცხლო ძალა. ჩვენ დღეს დაკარგული გვაქვს სამივე. ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები კაცში არის: ჩვენ არ გვაქვს არავითარი პატივისცემა უფროსების მიმართ, არავითარი სიყვარული მშობლების მიმართ და არავითარი შესაფერისი ადგილი მეგობრებისთვის. ამიტომ, ამ ყველაფრის აღსადგენად, ჩვენ უნდა განვავითაროთ კარგი ჩვევები და რწმენები.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 28 მარტი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 7 აპრილი.
რა არის ყველა რელიგიისა და სულიერი მოძღვრის არსებითი მცნება? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი, გულშიჩამწვდომად და დამაჯერებლად გვახსენებს ჩვენ დღეს.
ყველა კეთილშობილმა სულმა ასწავლა წმინდა რამეები. ისინი ამბობდნენ: „გიყვარდეთ ყველა“. ისინი არ ქადაგებდნენ სიძულვილს. ღმერთი არასდროს არავის ეუბნება სხვების მოკვლას. არავის აქვს რამე უფლება მოკლას მეორე რადგან იგივე ათმა არის წარმოდგენილი ყველაში. ღმერთის სახელით, ადამიანები სჩადიან საზარელ დანაშაულებს. ეს არ არის კარგი. გიყვარდეთ ყველა, ემსახურეთ ყველას. თქვენ შეიძლება ყოველთვის არ ხართ ვალდებულნი მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ისაუბროთ თავაზიანად. არ არსებობს უფრო დიდი ღმერთი ვიდრე სიყვარული. სიყვარული არის ღმერთი, ღმერთი არის სიყვარული. იცხოვრეთ სიყვარულში. გაანადგურეთ ბოროტი ხარისხები. ბოროტი ჭკუის ადამიანები ცდილობენ მიაწერონ თავიანთი სიბოროტე ღმერთს. ეს არის უმეცრების ნიშანი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ასეთ ადამიანებს. გქონდეთ რწმენა თქვენს საკუთარ თავში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ სიყვარული ღმერთის მიმართ. დეფექტების გამო თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში, სიყვარული კაცში მცირდება დღითიდღე. სიძულვილი იზრდება. კაცი ივიწყებს იათჰართჰას (ჭეშმარიტებას) და ამით უქვემდებარებს საკუთარ თავს ანართჰას (საფრთხეს). მან დაივიწყა მანავატვა (ადამიანობა) პაშუტვას (ცხოველური მიდრეკილებების) განვითარებით. ჭეშმარიტი სულიერება დევს პაშუტვას განადგურებასა და მანავატვას ტრანსფორმში დაივატვაში (ღმრთაებრიობაში). ღმრთაებრიობის მიღწევა შეუძლებელია ცხოველურობისგან თავის დაღწევის გარეშე.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 25 დეკემბერი.

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 8 აპრილი.
ჩვენ როგორ შეგვიძლია განვივითაროთ სიყვარული, მოთმინება, თავშეკავება და მიტევება საკუთარ თავში და როგორ გავიგოთ ჩვენ რომ ჩვენ გვაქვს ეს ჩვენში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ბარომეტრებით.
ჭეშმარიტი და უანგარო სიყვარული ვლინდება როგორც მსხვერპლი. ასეთმა სიყვარულმა არ იცის სიძულვილი. იგი მოიცავს მთელ სამყაროს და შეუძლია მიუახლოვდეს მათაც კი ვინც როგორც ჩანს არიან შორს. სწორედ სიყვარული გარდაქმნის ადამიანს ღმრთაებრივად. მას შეუძლია ტრანსფორმოს პაშუ (მხეცური ადამიანი) პაშუპატიდ (ღმრთიურობად). ფენომენალ მსოფლიოში თქვენ წააწყდებით ამ პირველადი სიყვარულის მრავალ ელფერსა და წარმოებულს. თქვენ გიყვართ თქვენი მამა, დედა, ძმა, და, მეგობრები და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაში, სადღაც ყოველთვის არის ეგოიზმის ელფერი. ღმრთაებრივი სიყვარული, მეორეს მხრივ, სრულიად თავისუფალია ეგოიზმის უმცირესი კვალისგანაც კი. თქვენ უნდა დანებდეთ ასეთ სიყვარულს, გახდეთ მთლიანად ჩაძირული მისით, და განცადოთ მისი ნაჩუქარი ნეტარება. ასეთი სიყვარულის მისაღებად, კშამას ან მოთმინების ხარისხი არის სასიცოცხლო აუცილებლობა. ყველა ინდივიდუალმა უნდა კულტივიროს ეს კეთილი ხარისხი. კშამა არ მიიღწევა წიგნების კითხვით ან ნასწავლით ინსტრუქტორისგან. არც შეიძლება იგი იყოს მიღებული საჩუქრად კიდევ ვინმე სხვისგან. ეს მთავარი სათნოება – კშამა, შეიძლება მიღწეული იქნას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, სხვადასხვა პრობლემების, სხვადასხვა სახის სირთულეების, შფოთვის, ტანჯვისა და მწუხარების წრფელი დაპირისპირებით.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 25 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 9 აპრილი.
რით განსხვავდება ღმრთაებრივი სიყვარული მიწიერი ურთიერთობებისგან, და რა არის მისი არსებითი მახასიათებლები? ჩვენი მოსიყვარულე უფალი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
პრემა (სიყვარული) არის კაცის პრანა (სასიცოცხლო ძალა), და პრანა თვით არის პრემა. ადამიანი სიყვარულის გარეშე არის როგორც უსიცოცხლო გვამი. სიყვარული არის ნაჩვენები მხოლოდ ცოცხალ ადამიანებზე. არავინ შეიყვარებს გვამს. ამიტომ სიყვარული და სიცოცხლე არის ურთიერთდაკავშირებული და სარწმუნოდ დაკავშირებული. ამ მიწიერ ცხოვრებაში, სიყვარული ვლინდება რამდენიმე ფორმით, როგორიცაა სიყვარული დედასა და შვილს, ცოლსა და ქმარს და ნათესავებს შორის. ეს სიყვარული დაფუძნებული ფიზიკურ ურთიერთობებზე წარმოიშობა ეგოისტური მოტივებიდან და პირადი ინტერესებიდან. მაგრამ ღმრთაებრივის სიყვარული მოკლებულია პირადი ინტერესების ყოველგვარ კვალს. ეს არის სიყვარული სიყვარულის გულისთვის მარტო. ამას ეწოდება ბჰაკტი (ერთგულება). ამ სიყვარულის ერთ-ერთი მახასიათებელია გაცემა და არა მიღება. მეორე, სიყვარულს არ აქვს შიში. მესამე, იგი არის მარტო სიყვარულის გულისთვის და არა ეგოისტური მოტივისთვის. სიყვარულის ეს სამივე კუთხე ერთად აღნიშნავს პრაპატტის (დანებებას). როცა ადამიანი ხარობს პრაპატტის ამ მდგომარეობით, ის განიცდის ღმრთაებრივის ნეტარებას. ამისათვის, მთავარი მოთხოვნა არის კშამა (მიტევება).
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 1 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 10 აპრილი.
ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ეჭვიანობისა და სიძულვილის მავნებლების მიმართ? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს დასამახსოვრებელი მაგალითით.
დააკვირდით გრძნობის ორგანოთა ფუნქციებს. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ რომ მაშინაც კი თუ ერთი ორგანო წყვეტს ფუნქციონებას ჰარმონიაში, ცხოვრება რთულდება. როცა ჭკუა წარმოშობს აზრს, ყველა ორგანო კოორდინირებს აზრის აღსასრულებლად. თუ გრძნობები არ გაჰყვება აზრებს, ცხოვრება გახდება უბედური. როცა არსებობს მოთმინება, ყველა ორგანო კოორდინირებს ჰარმონიულად და მუშაობს ერთსულოვნად. იმ დროს როცა ტანის ორგანოები, როგორიცაა თვალები, ყურები, კიდურები, ხდება შურიანი ენის მიმართ, ამბობენ რომ ესები აკეთებენ ყველა ძალისხმევას საკვების მოსაპოვებლად, მაგრამ ენა ტკბება ამით. ენა უბრალოდ აგემოვნებს საკვებს და გადასცემს მხოლოდ საკვების გემრიელ ნაწილს შიგნით, რაც გარდაიქმნება შინაგანი ორგანოებით ენერგიის მიმცემ სისხლად. ენა არ ინახავს მას. თუ არა ენით ამ სასიცოცხლო როლის შესრულება, სხვა ორგანოები ვერ შეძლებს ფუნქციებას საერთოდ. როცა სხვა ორგანოებს შურთ ენის და წყვეტენ საკვების გაგზავნას მისთვის ზიანის მიყენების მიზნით, ესები იწვევს საკუთარ განადგურებას ასეთი მოქმედებით, რადგან ესები ვერ იფუნქციებს როცა არ იქნება საკვები და შედეგად ენერგიის მარაგი ამ ორგანოების საფუნქციოდ. მსგავსად, ეჭვიანობა ადამიანის მხრივ საბოლოოდ იწვევს მის საკუთარ განადგურებას!
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 1 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 11 აპრილი.
რა არის ის ერთადერთი ხარისხი, რის არარსებობასაც მიჰყავს ადამიანური სიცოცხლის სრულ დეგრადაციამდე? ბჰაგავანი მტკიცედ აცხადებს და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
კშამა (შემწყნარებლობა) არის ყველაზე დიდებული და კეთილშობილი სათნოებებს შორის. იგი არის ყოვლისმომცველი. მაჰაბჰარატა და შრიმად ბჰაგავატამი ორივე შეიცავს მრავალ ეპიზოდს რაც ასახავს საბედისწერო მოვლენებს რასაც ადგილი აქვს კშამას დაკარგვისას. შური არის პირველი ცუდი ხარისხი რაც შედის, როცა კშამა გადის. მაჰაბჰარატა გვთავაზობს მკაფიო აღწერას იმის თუ ცხოვრება რაც სხვაგვარად არის ნაზი, როგორ შეიძლება მთლიანად დაიმსხვრეს შურით. ოქროს კუნძული, ლანკა, იყო ნამდვილი ცათა მსგავსი, მაგრამ რავანას შურმა იგი აქცია ნანგრევებად. მაშინ როცა კშამას შეუძლია სრული დაცვა, მის არარსებობას შეუძლია ჩააგდოს ადამიანი გაჭირვებასა და კატასტროფაში. მოუთმენლობა წარმოშობს ეგოიზმს და ხელს უწყობს შურს, რაც ერთად იწვევს შინაგან დაპირისპირებას და სხვადასხვა სახის განხეთქილების ტენდენციებს. სირთულეები ქვეყნების რასაც ამჟამად გადიან დიდწილად არის კშამას ამ კეთილშობილი ხარისხის არარსებობის გამო. მოუთმენლობამ გაანადგურა ძალიან დიდი სულიერი მაძიებლებიც კი. მეფეები გადაიქცნენ მათხოვრებად. კშამას არარსებობამ შეიძლება იოგი აქციოს როგიდ (ავადმყოფად)! კშამას გარეშე, კაცობრიობა დეგრადირდება და იწყებს დაცემას, მაგრამ თუ მას აქვს ეს ხარისხი, მაშინ მას შეუძლია დიდი ნახტომებით და საზღვრებით პროგრესი.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 25 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 12 აპრილი.
როგორ ზეგავლენს ოჯახის გარემო მომავალი თაობების ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე? ბჰაგავანი გვიხსნის და გვაფრთხილებს ჩვენ ყველას დღეს.
ტანი უნდა იყოს შენარჩუნებული კარგ მდგომარეობაში, რადგან მხოლოდ როცა ტანმოსილია ამ ადამიანური კონტეინერით კაცს შეუძლია გააცნობიეროს ღმერთი. ტანი არის ძლიერი ან სუსტი, ეფექტური ან არაეფექტური ინსტრუმენტი, შესაბამისად ადამიანის მშობლების საკვების, გართობების და ჩვევების. მაშინ როცა უფროსები არ აქცევენ ყურადღებას ამეებზე, ბავშვების ჯანმრთელობა ზიანდება; ჩვენ გვაქვს საავადმყოფოები, ამბულატორიები და კლინიკები ყველა ქუჩაზე ახლა, რადგან დაავადებას გავლენა აქვს ყველა ოჯახზე, ყოველ სახლში. პატარა ბავშვებიც კი ატარებენ სათვალეს; ახალგაზრდები ღებავენ თავიანთ თმას და ბევრი ატარებს პროთეზს. მიზეზი არის, ატმოსფერო თანამედროვე სახლში სავსეა ხელოვნურობით, შფოთვით, შურით, უკმაყოფილებით, ცარიელი ტრაბახით, ამაო დიდებულებით, ფუფუნებით, სიცრუითა და თვალთმაქცობით. როგორ შეიძლება ვინმე გაზრდილი ამ კოროზიულ ატმოსფეროში იყოს თავისუფალი ავადმყოფობისგან? თუ სახლი სავსეა კმაყოფილებისა და სიმშვიდის სუფთა სურნელით, ყველა მისი მცხოვრები იქნება ბედნიერი და ჯანმრთელი. უფროსებს აქვთ, ამიტომ, დიდი პასუხისმგებლობა თაობის მიმართ რომელიც მოდის.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 5 ოქტომბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 13 აპრილი.
რა დამოკიდებულება უნდა ვკულტივიროთ ჩვენ ცდებისა და გასაჭირების მიმართ, და რატომ? ბჰაგავანი იმეორებს და განმარტავს ამას როგორ მიჰავს კრიტიკული სათნოების განვითარებამდე.
სათნოება კშამა (მოთმინება) საუკეთესოდ კულტივირდება სირთულეების გარემოში, და ამიტომ ადამიანმა სიხარულით უნდა მიიღოს სირთულეები ნაცვლად მათი მიჩნევის არასასურველად. სირთულეები ეხმარება ადამიანს მოთმინების უნარის გაზრდასა და განვითარებაში, როგორც პანდავების მაგალითი ნათლად აჩვენებს. როცა ისინი იყვნენ ძალაუფლებასა და ავტორიტეტში, პანდავებს ცოტათი აკლდათ კშამა, მაგრამ როგორც კი ისინი გადასახლებაში წავიდნენ და დადგნენ მრავალი გაჭირვების წინაშე, კშამამ ავტომატურად დაიწყო განვითარება მათში. ამრიგად, გაჭირვების დროები იძლევა იდეალურ შესაძლებლობას მოთმინებისა და გაძლების უნარის განვითარებისთვის. სინამდვილეში, ტკივილი და კშამა დადის ერთად რადგან კშამა საუკეთესოდ იზრდება მწუხარებისა და უბედურების გარემოში. თუმცა, როგორც გონებრივი სისუსტის ასევე უმეცრების გამო, ჩვენ ყოველთვის ვერიდებით მტკივნეულ გამოცდილებასა და სტრესს. თქვენ არ უნდა იყოთ სუსტი; იყავით მამაცი და კეთილად მიიღეთ სირთულეები. ანებეთ მათ მოსვლა, რაც მეტს მით უფრო სიხარულით. მხოლოდ ასეთი მამაცი დამოკიდებულებით შეძლებთ თქვენ თქვენში დამალული კშამას გამოტანას.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 25 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 14 აპრილი.
რადგან ბევრი ადამიანი აღნიშნავს თავის ახალ წელს მთელ ინდოეთში, რა არის ახალი წლის ღირსეული გადაწყვეტილება რის გათვალისწინებაც ჩვენ შეგვეძლო? ბჰაგავანი გვლოცავს ჩვენ თავისი კურთხევით დღეს.
თქვენ არ გჭირდებათ ყელსაბამი კისრისთვის. ილაპარაკეთ სიმართლე; ეს არის ნამდვილი სამკაული. სამკაულები ხელისთვის არ არის ბრასლეტები; ქველმოქმედება არის ნამდვილი სამკაული. ნუ გამოიყენებთ ბოროტად თქვენს ყურებს მიწიერი ჭორების მოსასმენად. საყურეები არ არის ნამდვილი სამკაულები ყურებისთვის, კარგი სიტყვების მოსმენა არის ნამდვილი მორთულობა. რა სხვა ორნამენტები გჭირდებათ თქვენ ამის გარდა? ეს არის ნამდვილი სამკაული. ეს არის ერთადერთი სილამაზე. როცა თქვენ გაქვთ ეს ნამდვილი სილამაზე, თქვენ შეიძლება მიაღწიოთ ნეტარებას. სილამაზე და ნეტარება არ არის გაცალკევებული. ანდამე ანანდამუ (სილამაზე არის ნეტარება). ნეტარება არის სიცოცხლის ნექტარი. გაიგეთ და განიცადეთ ნეტარების სიტკბო. ღმრთაებრივი ატმას ტანმოსილებო! ახალი წელი დაიწყო. დღეიდან შემდგომში, უსმინეთ მხოლოდ კარგ რამეებს, ილაპარაკეთ მხოლოდ კარგი სიტყვები და აკეთეთ მხოლოდ კარგი საქმეები. მათი მეშვეობით, ჩვენ უნდა გვქონდეს გულის სიწმინდე. გახადეთ თქვენი ცხოვრება წმინდა ყოველთვის ღმერთზე ფიქრით. თუ ადამიანები აირჩევენ ამ წმინდა გზას, იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა მსოფლიოში.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 14 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 15 აპრილი.
რა არის ის მანტრა რაც დაგვეხმარება ჩვენ კარგი ადამიანური ცხოვრების გატარებაში და ასევე მარშში ჩვენი თანდაყოლილი ღმრთაებრიობის რეალიზებისკენ? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ვიშუს ხელსაყრელ ზეიმზე.
თქვენი თვალები არის ძალიან პატარა ზომით, არც კი ნახევარი დუიმი. მაგრამ თქვენ ხართ შემძლე დაინახოთ ხმელეთის უზარმაზარი ადგილები და ვარსკვლავებიც კი, რომლებიც არის მილიონობით მილის დაშორებით. საიდან იღებს თვალები ასეთ ძალას? ეს არის მხოლოდ ღმრთაებრივი ძალა. თქვენ გაქვთ ახალი ფანარი ახალი ნათურით და ახალი ჩამრთველით. მაგრამ თქვენ ვერ მიიღებთ სინათლეს, თუ არ ჩადებთ უჯრედებს შიგნით. თქვენი ტანი არის ფანარი. თვალი არის ნათურა. ინტელექტი არის ჩამრთველი. მხოლოდ თუ თქვენ ჩადებთ ახალი აზრების უჯრედებს გექნებათ კარგი გრძნობების განათებადი გამოცდილება. ამ ტამილურ ახალ წელსა და ვიშუში, თქვენ უნდა გაამრავლოთ კარგი აზრები. იფიქრეთ ღმერთზე ვინც არის თქვენში, თქვენს გარშემო, თქვენს ზემოთ და თქვენს ქვემოთ. ღმრთაებრიობა იქ არის თქვენს გარშემო და თქვენში. თქვენ ვერ დარჩებით ცოცხალი წამითაც კი ღმრთაებრიობის გარეშე. თქვენ ყოველთვის უნდა უთხრათ საკუთარ თავს: „მე ვარ კაცი, მე არ ვარ ცხოველი“. თუ იტყვით: „მე ვარ კაცი“, ეს არის მხოლოდ ნახევარი სიმართლე. ადამიანის ფორმით თქვენ ამრავლებთ ცხოველურ ხარისხებს. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ: „მე არ ვარ ცხოველი“. ორის კომბინაცია გაიძულებთ თქვენ თავი შეიკავოთ ცხოველურ ბუნებაში განებივრებისგან. ამ ორის გაერთიანება გაგაცნობიერებინებთ თქვენს ღმრთაებრიობას, რაც არის ჭეშმარიტება. წმინდა აზრები არის აუცილებელი. ესები არის ნამდვილი რიტუალები რაც თქვენ უნდა შეასრულოთ.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 14 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 16 აპრილი.
რა უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მოვალეობებისა და ჩვენი პროფესიის მიმართ? ჩვენი მოსიყვარულე უფალი გვახსენებს ჩვენ უძველეს ტრადიციას და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
მძიმე შრომის გარეშე, თქვენ ვერ მიიღებთ რამე ჯილდოს. თუმცა დღესდღეობით, კაცი არ არის მზად მძიმე შრომისთვის. უპანიშადიკ დროთა განმავლობაში, ადამიანები სთავაზობდნენ კარმას თავიანთ კეთილგანწყობას მის დაწყებამდე: ტასმაი ნამაჰ კარმანე (კეთილგანწყობა მოქმედებისადმი). ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი კეთილგანწყობა პირველ რიგში კარმას ამგვარად რომ მან მოგვცეს ჩვენ კარგი შედეგი. ბჰარატში ზოგიერთი ადამიანი მისდევს ამ წმინდა ტრადიციას დღესაც კი. კრიკეტის მოთამაშე ბოულინგის დაწყებამდე პატივს სცემს ბურთს. მოცეკვავე ესალმება ფეხსამკაულებს ფეხებზე მიბმამდე. გაუნათლებელი მძღოლიც კი სთავაზობს თავის პატივისცემას საჭის ბორბალს მანქანის მართვის დაწყებამდე. მაგრამ, განათლებულ ადამიანთა უმეტესობამ დაივიწყა ასეთი უძველესი ტრადიცია და კულტურა. სწორედ ამიტომ იზრდება ავარიები. არსებობს შიშისა და დაუცველობის გრძნობა ადამიანებში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა შევთავაზოთ კარმას ჩვენი პატივისცემა და გამოვუხატოთ მადლიერება მის დაწყებამდე. ყველამ უნდა გაიგოს თავისი მოვალეობა და შეასრულოს იგი თავისი საუკეთესო შესაძლებლობით.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 15 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 17 აპრილი.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ თუ ვიმედოვნებთ კარგ და ნათელ მომავლს? – ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
არავინ მაგრამ ღმერთმა იცის მომავლის შესახებ; ამიტომ ნათქვამია რომ ღმერთს მარტო აქვს სამი თვალი (მესამე თვალი გულისხმობს მომავლის ცოდნას), მაშინ როცა კაცს აქვს მხოლოდ ორი. თუმცა, თუ თქვენ გქონდათ სრული კონტროლი საკუთარ თავზე წარსულში და გაქვთ იგი აწმყოშიც, მაშინ თქვენი მომავალი მთლიანად თქვენს ხელში იქნება. კაცი, დღეს მთელ დროს ფიქრობს წარსულზე და წუხს მომავალზე. ყოველთვის ეს არის: წარსული, მომავალი; წარსული, მომავალი; წარსული, მომავალი! ჩაფიქრებული წარსულზე და მწუხარე მომავალზე, კაცი კარგავს აწმყოს კვალს. თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ რომ აწმყო არის წარსულის პროდუქტი; იგი არის ასევე თესლი მომავლისთვის. წარსული და მომავალი ამრიგად ჩამონტაჟებულია ამაწმყოში. ჩანს კაცი არ აფასებს ამ ძირითად ჭეშმარიტებას. თუ თქვენ გსურთ კარგი და ნათელი მომავალი, მაშინ სწორად გამოიყენეთ აწმყო. აწმყო არის ხე რომელიც ამოვიდა თესლიდან წოდებულიდან წარსულად. ამ ხეს აქვს მომავლის თესლიც. ამრიგად, მომავალი უკვე აქ არის! აწმყოზე ზრუნვის საუკეთესო გზაა დარწმუნდეთ რომ თქვენი საუბარი არის ყოველთვის წმინდა. საიდან წარმოიშობა სიტყვები? ჭკუიდან. ამიტომ, კარგი საუბარი ნიშნავს რომ ჭკუაც არის კარგი.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 16 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 18 აპრილი.
ჩვენ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას და ბედნიერებას საზოგადოებასა და ჩვენს პირად ცხოვრებაში? – ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
მშვიდობისა და ბედნიერების მისაღწევად, რა არის ის რაც კაცმა უნდა მოიპოვოს? პირველი რამ რაც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ არის ღმერთისადმი სიყვარული. პურანებს და დიდ ადამიანებს გაცხადებული აქვთ რომ ღმრთაება ინკარნირდება ტანჯვისა და ტკივილის შესამსუბუქებლად, ბოროტთა დასასჯელად და კეთილთა დასაცავად. ეს არ არის სწორი. ღმრთაებრივი ინკარნირდება კაცობრიობის სასწავლად რა არის სიყვარული და როგორ უნდა უყვარდეს. მხოლოდ მაშინ როცა ასეთი სიყვარული განვითარდება, კაცი გათავისუფლდება მწუხარებისა და სირთულეებისგან. ცოდვები გაქრება და შიში შეწყვეტს კაცის დევნას. ამიტომ, პირველი ასპექტი შესასწავლად არის ღმერთისადმი სიყვარული. სადაც არის ღმერთისადმი სიყვარული, ცოდვის შიში მისდევს როგორც ჩრდილი. როცა მათგან ორივე არის წარმოდგენილი, საზოგადოება განიცდის ზნეობას. კაცის მთავარი მოვალეობა არის ამ სამის გამოზრდა: დაივა პრიიტი, პაპა ბჰიიტი და სამაჯა ნიიტი (ღმერთის სიყვარული, ცოდვის შიში და ზნეობა საზოგადოებაში). თუ ჩვენ გვსურს რამე ობიექტი, ჩვენ უნდა შევასრულოთ განსაზღვრული მოქმედებები ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ უნდა ამოვიცნოთ იმ ობიექტის გამორჩეული ხარისხები რაც ჩვენ გვიყვარს და განვავითაროთ რწმენა მასში. სიყვარულის გარეშე, თქვენ არ შეიძლება გქონდეთ რწმენა მასში. ამ ორით აღძრულები, ჩვენ განვახორციელებთ აუცილებელ ქმედებებს სიყვარულის ობიექტის მისაღწევად. სიყვარული არის ბჰაკტი; რწმენა არის ჯნანა; ორივეს განსაცდელად შესრულებული მოქმედება არის კარმა. ამიტომ, ნათქვამია რომ უპასანა (თაყვანისცემა) არის ბჰაკტის, ჯნანასა და კარმას კომბინული შედეგი.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 29 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 19 აპრილი.
რა არის სუფთა სიყვარულის ფასი? როგორ შეგვიძლია ჩვენ ასეთი სუფთა სიყვარულის კულტივება? – ბჰაგავანი ყველაზე საყვარლად გვახსენებს ჩვენ დღეს.
არ არსებობს რამე სუფთა სიყვარულის თანასწორი ამ მსოფლიოში. ნექტარიც კი უგემოა სიყვარულის სიტკბოსთან შედარებით. ეს სიყვარული აცეკვებს ღმრთაებრივსაც კი ექსტაზში, ისევე როგორც ერთგულს. იგი თავს გამოხატავს ცეკვაში. ასეთი სუფთა სიყვარული ვერ პოულობს ადგილს ეგოისტი ადამიანების გულში. იგი ისადგურებს მხოლოდ სუფთა, უანგარო და ღმრთისმოსავი ადამიანების გულში. წმინდა წერილები ადარებს ამ სუფთა სიყვარულს ძვირფას ბრილიანტს. სად შეიძლება ამ ძვირფასი საგანძურის პოვნა? როდესაც ჩვეულებრივი ბრილიანტებიც კი დიდი სიფრთხილით ინახება მტკიცე სეიფში, რამდენად მეტად უსაფრთხოდ უნდა იყოს დაცული სიყვარულის ძვირფასი ბრილიანტი? ვის აქვს უფლება შესთავაზოს ეს ბრილიანტი სხვებს? მხოლოდ პერსონას ვინც სიყვარულით არის სავსე და ვინც თავს ინარჩუნებს ყოველთვის სიყვარულით. მხოლოდ ღმრთაებრივი არის კვალიფიებული შესთავაზოს ასეთი სიყვარული. მხოლოდ ღმრთაებრივმა, ვინც არის სიყვარულის ტანმოსილუბა, იცის სიყვარულის ფასი. ამიტომ, რაც უფრო დიდია თქვენი სიყვარული ღმერთისადმი, მით დიდია ნეტარება რასაც თქვენ განიცდით. თქვენი ნეტარება მცირდება თქვენი სიყვარულის შემცირების ზომით. თქვენი სიყვარულის მასშტაბი განსაზღვრავს თქვენი ნეტარების სიდიდეს.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 30 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 20 აპრილი.
როგორ მოქმედებს ღმერთის პირველ ადგილზე დაყენება ადამიანის ცხოვრებასა და ბედზე? ბჰაგავანი განმარტავს დღეს, მაგალითების ილუსტრებით მაჰაბჰარატადან.
პანდავებმა გადალახეს ყველა თავიანთი განსაცდელი და სირთულე რწმენით ღმერთში. პანდავების უხუცესს, დჰარმარაჯას, ჰქონდა თავისი ჭკუა ყოველთვის ცენტრილი კრიშნაზე. ის იყო ცნობილი თავისი ცალმხრივი, სრულიად გულწრფელი ერთგულებით კრიშნასადმი. ის ყოველთვის ფიქრობდა კრიშნაზე მაშინაც კი როცა განიცდიდა სირთლეების ყველა სახეს გადასახლებაში. მაშინაც კი როცა მისი შვილები, უპაპანდავები, მოკლა აშვატჰაამამ, მან არ დაუთმო გზა მწუხარებას კრიშნაში თავისი რწმენის გამო. როცა ის მეფობდა როგორც ძლევამოსილი იმპერატორი, ის არ გრძნობდა აღფრთოვანებას, და ის არ იყო გატანჯული მძიმე განსაცდელებით. პანდავებისთვის, უფალი იყო პირველი, მსოფლიო შემდეგ და მათი ინტერესები ბოლოს. პირველი ღმერთი, შემდეგ მსოფლიო, ბოლოს „მე“. კაურავებს ჰქონდათ პრიორიტეტების განსხვავებული თანმიმდევრობა. პირველი „მე“, შემდეგ მსოფლიო და ბოლოს ღმერთი, შედეგად მათ დაკარგეს ყველაფერი. იმის გამო რომ პანდავებმა დააყენეს ღმერთი პირველ ადგილზე, მათ საბოლოოდ მიაღწიეს წარმატებას თავიანთ მცდელობებში.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 30 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 21 აპრილი.
როდის შეიძლება ჩვენ გვქონდეს ხედვა რაც ააშკარავებს ღმრთაებრივს ყველაფერში? – ბჰაგავანი გვიმარტავს, გვიაშკარავებს იმ ერთადერთ უნივერსალურ ინსტრუმენტს რაც გვებოძა ჩვენგან ყველას.
რა კეთილი საქმეები ან სულიერი ქმედებებიც კი თქვენ შეიძლება ასრულოთ, თუ ესები არ არის გაჟღენთილი სიყვარულით, ესები არის უსარგებლო. სიყვარული არის როგორც მეზღვაურის კომპასი რაც ყოველთვის მიუთითებს ჩრდილოეთს. სიყვარულმა უნდა მიგმართოთ თქვენ ღმერთობისკენ ყოველ თქვენს ქმედებაში. არ არსებობს უფრო დიდი გზა ან მიზანი ვიდრე ეს. სწავლულობა ან რიტუალური თაყვანისცემა ვერ მოემსახურება თქვენი სულიერების ტრასფორმს. შეავსეთ თქვენი გულები ღმერთის სიყვარულით. მაშინ ერი დატკბება მშვიდობით. თქვენი მსოფლმხედველობა დამოკიდებულია ფერზე სათვალის რასაც თქვენ ატარებთ. როცა თქვენი ხედვა სავსე არის სიყვარულით, მთელი ქმნილება გამოჩნდება როგორც ბრაჰმა მაიამი (სავსე ღმრთაებრივით). ეს არის რაც დღევანდელ ახალგაზრდობას სჭირდება ყველაზე მეტად. ეს სიყვარული არ არის დაკავშირებული ტანთან. იგი დაფუძნებულია გულზე. იგი არის წარმოდგენილი თანაბრად ყველაში. შეიძლება არსებობდეს მრავალფეროვანი ტანისმიერი ურთიერთობა, მაგრამ ნათესაობა დაფუძნებული ატმაზე არის ერთი და იგივე. ეკო ვასი სარვაბჰუტანტარატმა (ერთი ბინადრობს ყველა არსებაში). ეს არის როგორც დენი რაც არის საერთო სხვადასხვა სიმძლავრის ყველა ნათურაზე.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 30 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 22 აპრილი.
როგორ და რატომ უნდა დამწიფდეს ჩვენი ერთგულება დროთა განმავლობაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და გვიძღვება ჩვენ სიყვარულისა და ერთგულების ამ მოგზაურობაზე.
მიიღეთ უფალი თქვენს მამად ან დედად, მაგრამ მხოლოდ როგორც პირველი ნაბიჯი ამ ურთიერთობის გადალახვისა და შერწყმისკენ აბსოლუტში! არ გაჩერდეთ კიბეებზე; შედით იმ სასახლეში, სადაც ესები მიგიყვანთ. ატმა სამბანდჰამ (სულიერი კავშირი) არის მარადიული და უცვლელი სამბანდჰამი. პირველ ნაბიჯად, თქვენ იყენებთ ყვავილს, ლამპას, საკმეველს და ა.შ. საგუნა (ღმერთი ხილვადი ატრიბუტებით) ფორმაზე თაყვანსაცემად. მალე, თქვენი ერთგულება გადადის ერთგულების ახალ ფორმებზე, ახალ შეთავაზებებზე, უფრო სუფთაზე, უფრო ფასეულზე, და თქვენი უფლის უფრო ღირსზე! თქვენ გრძნობთ რომ უფლის წინ თქვენ უნდა დადოთ რაღაც უფრო მუდმივი ვიდრე უბრალოდ ყვავილები და რაღაც უფრო თქვენი ვიდრე საკმეველი! თქვენ მოგწონთ განწმინდოთ თქვენი თავი და აქციოთ მთელი თქვენი ცხოვრება ერთ სურნელოვან ცეცხლად! ეს არის ნამდვილი თაყვანისცემა, ნამდვილი ბჰაკტი. ნუ მობრძანდებით ჩემთან ნაგვით სავსე ხელებით, რადგან მე როგორ შევძლებ ავავსო ხელები მადლით, როცა ესები არის უკვე სავსე? მობრძანდით ცარიელი ხელებით და წაიღეთ ჩემი განძი, ჩემი სიყვარული.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 26 ოქტომბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 23 აპრილი.
რა არის შეთავაზებები რაც ხდის ჩვენს თაყვანისცემას ან არადაჰანას ჭეშმარიტად მნიშვნელოვანს? როცა ჩვენ ვუახლოვდებით არადაჰანა მაჰოთსავამს, ბჰაგავანი ნათლად განმარტავს.
ყველა ობიექტს რასაც ჩვენ ვთავაზობთ ღმერთს თაყვანისცემისას, როგორიცაა ფოთოლი, ყვავილები, წყალი და ყველა სხვა, აქვს ალეგორიული მნიშვნელობა. სიტყვა ფოთოლი არ ეხება რეჰანის ან სხვა რომელიმე ფოთოლს. ჩვენი ტანი არის ფოთოლი. ჩვენი ტანი შეეთავაზება ღმერთს როგორც წმინდა ფოთოლი. რადგან ეს ტანი სავსე არის სამი გუნით, ჩვენ მივიჩნევთ მას ფოთლად და ვთავაზობთ მას ღმერთს. სიტყვა „პუშპა“ დგას გულის ყვავილისთვის. ყვავილები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთის კონტექსტში, არ ეხება მიწიერ ყვავილებს რომლებიც ჭკნება. მსგავსად, სიტყვა ნაყოფი არის ჭკუის ნაყოფი. ეს ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმეები რამე ჯილდოს მოლოდინის გარეშე, და თუ მოქმედება ამ სულით სრულდება, იგი ხდება წმინდა შეწირვა. წყალი არ ნიშნავს იმას რაც იღვრება ონკანიდან. ეს ეხება სიხარულის ცრემლებს რაც თქვენი გულის სიღრმიდან მოედინება. თქვენ უნდა შესთავაზოთ არა ფოთლები შეგროვებული ხეებიდან, რაც არის გარე, ან ყვავილები მცენარეებიდან ბაღში, ან წყალი ამოღებული ჭიდან, ან ნაყოფები კიდევ საიდანმე, არამედ ეს ყველაფერი თქვენი ტანის ხიდან, რაც არის წმინდა ღმერთისთვის. რა შეთავაზებასაც კი თქვენ აკეთებთ, როცა თქვენ სთავაზობთ ამ რამეებს დაბადებულს თქვენი საკუთარი ტანის ხისგან, მაშინ სრული ღირსება მონიჭდება თქვენზე.
– თავი 17, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1972 წელი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 24 აპრილი.
მე-15 შრი სატია საი არადაჰანა მაჰოთსავამის სასიხარულო დღეს რას შევთავაზებთ ჩვენს საყვარელ უფალს? ბჰაგავანი გვიმხელს დღეს რას ითხოვს ის ჩვენგან.
გაასუფთავეთ თქვენი ჭკუა ყველა ცხოველური და პრიმიტიული იმპულსისგან, რომლებმაც ის ჩამოაყალიბა დაბადებიდან დაბადებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც რძე, ჩასხმული ქვაბში გამოყენებულში ნაღების შესანახად, დედდება სწრაფად, ჭეშმარიტების, სილამაზისა და სიკეთის ყველა საუკეთესო გამოცდილება დაბინძურდება აღიარების გარეშე. ნუ გადადებთ ამ მოვალეობას საკუთარი თავის მიმართ, განსაკუთრებით ახლა, როცა თქვენ გაქვთ ჩემთან დაკავშირების შანსი. მე ვერ ვხედავ რომ თქვენ მთავაზობთ მე იმას რასაც მე ვეძებ; თქვენ მოგაქვთ ნივთები რაც არის უღირსი და უწმინდური. მე ვგრძნობ ძალიან ძლიერად როცა მე გხედავთ თქვენ ასე აღელვებულად და დამარცხებულად გაჯანსაღებით ასე ახლოს ხელის გულზე. შეამცირეთ თქვენი სურვილები; მინიმიზეთ თქვენი სურვილები. ყველა ეს მატერიალური წვრილმანი ნივთები არის ხანმოკლე. როცა სიკვდილი გაკარგვინებთ თქვენ წინააღმდეგობას, თქვენი ახლობლები და ნათესავები გაშორებენ ცხვირის სამკაულებს და თავჩქარობაში, მათ შესაძლოა ცხვირიც კი მოგჭრან მის მისაღებად! თუ თქვენ უმატებთ სურვილს სურვილზე, შეუძლებელი იქნება სიხარულით წასვლა როცა ზარი მოვა. პირიქით, გახდით მდიდრდი სათნოებით, მსახურების სულით, უმაღლესი ძალისადმი ერთგულებით. ეს არის რაც მახარებს მე და გარჩენთ თქვენ!
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 26 ოქტომბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 25 აპრილი.
რა როლის შესასრულებლად მოვიდა ბჰაგავანი ჩვენგან თითოეულის ცხოვრებაში? ის გვიხსნის ტკბილი და ღრმა მოთხრობით უფალ კრიშნას ცხოვრებიდან.
ერთხელ, ერთი გოპიკა მივიდა ჭაზე, ორი ფიჩერი წყლის მოსატანად. ერთი ფიჩერის თავზე დადების შემდეგ, მას უნდოდა ვინმეს მოეთავსებინა მეორე წყლით სავსე ფიჩერი პირველზე. ამ დროს კრიშნა მივიდა იქ, და მან სთხოვა მას დაედო წყლით სავსე დოქი პირველზე. კრიშნამ უარი თქვა ამის გაკეთებაზე. მალე, კიდევ ერთი გოპიკა მოვიდა და დაეხმარა პირველ გოპიკას. გოპიკამ ორი ფიჩერის ტარებით მიაღწია თავის სახლამდე. კრიშნამ სდია მას სახლამდე და, თხოვნის დალოდებამდეც კი, აიღო გოპიკას თავიდან ზედა ფიჩერი და დადო დაბლა. ის გაკვირვებული იყო კრიშნას უცნაური საქციელით. მან ჰკითხა მას: „კრიშნა, ჭასთან, შენ უარი თქვი დოქის ჩემს თავზე დადებაზე, როცა მე მოგმართე შენ ჩემს დასახმარებლად. ახლა კი შენ ჩამოდგი თავიდან ჩემი თხოვნის გარეშე. რა არის ამ ქმედების შინაგანი აზრი?“ კრიშნამ უპასუხა: „ოჰ, გოპიკა! მე მინდა მოვიშორო ტვირთი წარმოქმნილი ადამიანების მიერ და არა დავამატო მასზე“. ეს აჩვენებს რომ ღმრთაებრივი მოქმედებს მხოლოდ ადამიანების ტვირთის შესამცირებლად და არა მის გასაზრდელად.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 20 თებერვალი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 26 აპრილი.
როგორ შეიძლება ადამიანი დაუღალავი ძებნიდან გადავიდეს სტაბილურ სულიერ პროგრესზე? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს ჩვენ როგორ და რატომ უნდა ვისწრაფოთ ამ პროგრესისთვის.
არსებობს უფლისკენ მოქცევის სამი ტიპი: არწივის ტიპი, რომელიც სამიზნეზე ხარბი სისწრაფითა და მოულოდნელობით ეცემა, რომელიც, თავისი ძლიერი დარტყმით, ვერ ახერხებს მისთვის სასურველი ობიექტის მოპოვებას; მაიმუნის ტიპი, რომელიც ფრინავს აქეთ-იქით, ერთი ხილიდან მეორეზე, ვერ წყვეტს რაც არის გემრიელი; და ჭიანჭველას ტიპი, რომელიც მოძრაობს სტაბილურად, თუმცა ნელა, ობიექტისკენ, რასაც იგი თვლის სასურველად. ჭიანჭველა არ ურტყამს ნაყოფს ძლიერად და არ აგდებს; იგი არ კრეფს ყველა ნაყოფს, რასაც ხედავს; იგი იღებს იმდენს რამდენის ათვისებაც მას შეუძლია და არა მეტს. არ დახარჯოთ ფუჭად დრო გამოყოფილი თქვენზე დედამიწაზე მცირე დროით ყოფნისთვის უვარგის სიყალბესა და წარმოსახვით სისულელეებში, რაც გამყოფებთ თქვენ ყოველთვის გარეთ. თქვენ როდის შეხვალთ შიგნით თქვენს საკუთარ თბილ და მშვიდ ინტერიერში? ჩაეფლეთ მარტოობასა და სიჩუმეში, ხანდახან; განიცადეთ სიხარული მიღებული მხოლოდ მათგან.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 26 ოქტომბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 27 აპრილი.
როგორ შეიძლება ადამიანმა გამოისყიდოს თავისი სიცოცხლე სწორი აზრებითა და ქმედებებით? ბჰაგავანი სიყვარულით მიგვითითებს და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
ღმერთმა უზრუნველყო ყველაფერი ადამიანის საკეთილდღეოდ მსოფლიოში. მაგრამ არსებობს ერთი პირობა რაც უნდა იყოს დაცული. თქვენი ქმედებების შედეგი იქნება მათი ბუნების შესაბამისი, იქნება ეს კარგი თუ ცუდი. კაცებს დღეს სურთ კეთილი საქმეების ნაყოფის მოპოვება კეთილი საქმეების შესრულების გარეშე. ეს არის შეუძლებელი. ვერ გაექცევიან ისინი თავიანთი ბოროტი ქმედებების შედეგებსაც. ღმერთი არის მხოლოდ მოწმე. ამიერიდან, განივითარეთ კარგი აზრები, აკეთეთ კარგი საქმეები და გამოისყიდეთ თქვენი სიცოცხლეები. თქვენ უნდა დაიწყოთ კარმა მარგათი (მოქმედების გზით) და დაასრულოთ ჯნანა მარგათი (ცოდნის გზით). მათ შორის, არის უპასანა მარგა (თაყვანისცემის გზა). ეს არის გზა რასაც თქვენ უნდა გაჰყვეთ დღეს. ამისათვის, თქვენ უნდა მიიღოთ რწმენა რომ ღმერთი არის ყველგანმყოფი. როცა თქვენ გაქვთ ეს რწმენა, თქვენ არ ჩაერთვებით სიცრუეში ან მოტყუების პრაქტიკაში, თქვენ არ შეურაცხყოფთ სხვებს ან არ მიაყენებთ ზიანს მათ, თქვენ შეიძენთ ყველა სათნოებას.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 27 თებერვალი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 28 აპრილი.
რა არის ერთი აუცილებელი დამოკიდებულება რაც ჩვენ უნდა განვავითაროთ სიხარულით სავსე ცხოვრების გასატარებლად? ბჰაგავანი განმარტავს მშვენიერი მაგალითებით ჩვენთვის დღეს.
კაცისთვის არსებობს ორი სახის მდგომარეობა ამ მსოფლიოში. ეს არის: ჰიტა (სასიამოვნო) და აჰიტა (უსიამოვნო). ეს მდგომარეობა არის თუ არა სასიამოვნო, დამოკიდებულია თქვენს შინაგან მიდგომაზე ან მსოფლმხედველობაზე. ერთი და იგივე ობიექტი ერთხელ ხდება სასიამოვნო და სხვა შემთხვევაში კი უსიამოვნო! რამე მიღებული დიდი სიყვარულით ერთ დროს ხდება საძულველი სხვა დროს, და არ არსებობს მისი დანახვის სურვილიც კი. ჭკუის მდგომარეობა ამ დროებში არის მიზეზი ასე თავიდან მოცილების. ამიტომ, თითოეულმა უნდა გაწვრთნას თავისი ჭკუა ყოველთვის სასიამოვნოდ მყოფად. მდინარის წყლები გადმოდინდება მთებიდან, ჩადის ველებში და მირბის ხეობებში; გარდა ამისა, შენაკადები უერთდება მას სხვადასხვა ეტაპზე და წყალი ხდება მღვრიე და უწმინდური. ასევე, ადამიანის სიცოცხლის წყალდიდობაში, სიჩქარე და ძალა იზრდება და მცირდება. ეს აღმავლობები და დაღმართები შეიძლება მოხდეს ცხოვრების განმავლობის ნებისმიერ მომენტში. ვერავინ გაექცევა ამას; ესები შეიძლება მოვიდეს ცხოვრების დასაწყისში, ბოლოს ან შუაში. ასე რომ, რაც კაცმა მტკიცედ უნდა ირწმუნოს საკუთარ თავში არის რომ ცხოვრება აუცილებლად სავსეა აღმავლობებითა და დაღმასვლებით, და რომ, შორს მყოფად შიშისა და წუხილისგან ამათზე, ადამიანმა კეთილად უნდა მიიღოს ესები. ადამიანმა არა მხოლოდ უნდა იგრძნოს თავი ასე, არამედ უნდა იყოს ბედნიერი და გახარებული, რაც კი ხდება! შემდეგ, ყველა სირთულე, ნებისმიერი ბუნების, გადის მსუბუქად და სწრაფად!
– თავი 3, დჰიანა ვაჰინი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 29 აპრილი.
ჩვენ რატომ უნდა დავნებდეთ? როგორ გვამზადებს ჩვენ უსიამოვნებები, მწუხარება და ტკივილი დანებებისთვის? ჩვენი მოსიყვარულე უფალი კეთილად გვიხსნის ამ მნიშვნელოვან ასპექტს ჩვენ დღეს.
როცა კაცი აცნობიერებს გრძნობების, ჭკუისა და ინტელექტის არაეფექტურობას რეალობასთან შებმაში და თავისი ჭეშმარიტების შინაგანი ბირთვის შეცნობაში, ის აღმოაჩენს ის არის ატმა, რაც არის სატია, დჰარმა, შანტი, პრემა! ან ის აცნობიერებს არსებობს ღმერთი, ვინც არის ყველა ზედნაშენის საფუძველი, ვინც განიზრახა და გამოიგონა ყველაფერი. შემდეგ ის ანდობს თავის ეგოს მას. „დაე შენი ნება გაბატონდეს“, – აცხადებს ის და მთლიანად უმორჩილებს თავის თავს მის გეგმას. ეს მომენტი არის ანანდას უმაღლესი მომენტი. სირთულეები, უბედურებები, შეზღუდვები, მწუხარება და ტკივილები რაც იყო წვალების მიზეზი, მოულოდნელად იღებს ახალ და დიდებულ როლს: ესები არის „მისი ხელნაკეთი, მისი საჩუქრები, მისი მადლი“. ესები აღარ არის არასასურველი; ესები არის ისეთივე კეთილად მისაღები როგორც წარმატება, სიამოვნება და ბედნიერება! ორივე არის მისი ნება. როცა თქვენ მიდიხართ ახალ ადგილას, თქვენ ეძებთ მეგობარს და გადასცემთ მას მთელ ფულს რაც გაქვთ შესანახად, მაგრამ, თუ თქვენ დაიწყებთ მასზე ეჭვის შეტანას მოგვიანებით, თქვენ არ გექნებათ სიმშვიდე. გქონდეთ რწმენა მასში; თქვენ ხართ თავისუფალი; თქვენ არ გაქვთ წუხილი. ასევე, მიანდეთ ყველა თქვენი სურვილით წარმართული საქმიანობა ღმერთს; გქონდეთ რწმენა მასში და იყავით უდარდელი მარად.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 21 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 30 აპრილი.
რატომ არის მოვალეობების შესრულება მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ მიზანდასახული ცხოვრების გატარება.
სალესი ქვა გამოიყენება სამართებლის გასალესად და არა ქვის გასასწორებლად. მსგავსად, კარგი ხარისხები უნდა აღიზარდოს ადამიანის ბუნების დახვეწისთვის. ეს ხარისხები არის აუცილებელი, როგორც სხვადასხვა ნაწილები ტანში, მისი მთლიანად კეთილდღეობისთვის. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ რომ ადამიანად დაბადება მათ მიეცათ იდეალური ცხოვრებების გასატარებლად. კარგი ხარისხები აძლევს ადამიანს კარგი ცხოვრების გატარების შესაძლებლობას. მაგრამ, კარგი ცხოვრებისთვისაც კი, ფასი უნდა იყოს გადახადილი. ეს ფასი არის კარგი ქცევა. ეს ნიშნავს რომ თქვენ იღებთ ბედნიერებას რაც შედეგდება კარგი ცხოვრებიდან მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობებს. სიამოვნებები არის ორი სახის: დროებითი და ხანგრძლივი. მუდმივი ბედნიერების მიღება შეიძლება მხოლოდ თქვენი მოვალეობების შესრულებით. ჯერ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და შემდეგ ისიამოვნეთ ნაყოფით. დღეს, ადამიანები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს მაგრამ სურთ მისი ნაყოფით ტკბობა. ეს ვერ მისცემს მათ ბედნიერებას. თითოეულმა უნდა გააცნობიეროს რომ ის დაიბადა სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად და არა ჯილდოების მისაღებად გაუწეველი მსახურებისთვის. კაცმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ აქვს მოთხოვნის უფლებები. მისი როლი არის თავისი მოვალეობების შესრულება. როცა ის ასრულებს თავის მოვალეობებს, ის მოიმკის ჯილდოებს თავის დროზე.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 იანვარი

ბაბა