ერთობაზე

ლოცვა ერთობისა და
საყოველთაო კეთილდღეობის შესახებ

* სიყვარულის განხორციელებანო! თქვენ თვლით ამ დღეს წმინდად. იად ბჰავამ ტად ბჰავატი (თქვენ რის შესახებაც ფიქრობთ, თქვენ ის ხდებით). ნებისმიერ შემთხვევაში 2000 წელი – კარგი მოვლენაა. გაგრძელდება მაღალი იდეალების გამტკიცება და ღმრთიური პრინციპების გავრცელება. გაიზრდება ერთობა. დარჩა ძალიან ცოტა დრო, როცა მთელი მსოფლიოს ადამიანები გაერთიანდებიან. დღეს თქვენ თვლით, რომ ამერიკა, რუსეთი, იაპონია, ჩინეთი, პაკისტანი და ინდოეთი განცალკევებული არიან ერთმანეთისგან. ძალიან მალე ამ ქვეყნებს შორის იქნება ერთობა. ისინიც კი, ვისაც თქვენ თვლით უგააფთრებულეს მტრებად, გახდებიან საუკეთესო მეგობრები. არავის მიმართ არ განიცადოთ სიძულვილი. თქვენ ყველა ძმები და დები ხართ. სულ მალე თქვენ ნახავთ როგორ დადგება „ადამიანთა ძმობა და ღმერთის მამობა“. თქვენ უნდა ილოცოთ მთელი გულით, რათა ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე.

ბევრი ადამიანები იმყოფება გაჭირვებულ მდგომარეობაში. ისინი, ვინც იმყოფებოდა ახლახანს გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე, გადაიტანეს მძიმე გამოცდა. ლოცვა ერთადერთი საშუალებაა დარდისგან თავის დასაღწევად. ლოცვის საშუალებით შეიძლება ყველაფრის მიღწევა. ლოცვა არბილებს ყველაზე გაქვავებულ გულებს, ილოცეთ მთელი გულით: „ლოკა სამასტა სუკჰინო ბჰავანტუ“ (დაე ბედნიერები იყვნენ ყველა არსებები ყველა სამყაროებში!). არ ილოცოთ მხოლოდ თქვენი ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების კეთილდღეობისთვის. მსგავსი შეზღუდული ლოცვები უსარგებლოა. თქვენ უნდა ილოცოთ მსოფლიოს ყველა ქვეყნებში ყველა ადამიანების კეთილდღეობის შესახებ (7, გვ. 13-14).

ლოცვა ერთიანობისა და საყოველთაო ბედნიერების შესახებ. ჭეშმარიტება ყოვლისმომცველია, ღმერთი აერთიანებს და თავისში განითავსებს ყველაფერს. ძველ ბრძენებს არ აკმაყოფილებდა ჭეშმარიტების ერთი მხარე, ერთი შეხედულება ან ერთი ღმერთი. მათ აინტერესებდათ  „ის, რასთანაც შეირწყმება ყველა ნაკადები“. როგორც აი ახლა ლაპარაკობდა ბაირაგი შასტრი, სიყვარული გამოხატული ღმერთის მიერ, აღწევს კეშავას. „სარვა დევა ნამასკარამ კეშავამ პრატიგაჩჩატი“ (თქვენ რომელ ღმერთსაც არ უნდა ეთაყვანებოდეთ, ეს ყველაფერი აღწევს ერთიან ღმერთს). არ შეუძლია ერთ სახლს წარმოქმნას სოფელი, ერთ ადამიანს – საზოგადოება, ხოლო ერთ ხეს – ტყეები! მარტოდ მდგარი ხის ქვეშ ცუცქით ჯდომით, ადამიანი ვერ შეძლებს ტყის დიდებულებისა და აღმაფრთოვანებელი მთლიანობის გაგებას. ამაში მდგომარეობს შინაგანი მიზეზი, რომელსაც მიჰყავს ჭეშმარიტების სულიერი მაძიებლები ჰიმალაების ტყეების სიღრმეებში. სურვილი ქალაქის ხმაურისგან მოსაშორებლად – ეს არის მხოლოდ საბაბი. განდეგილის ქოხში ლოცვა იაჯურ ვედადან: „დაე ყველა მიესწრაფნენ ერთი მიზნისაკენ, დაე მათ მხარში ედგეთ ერთი ძალა, დაე ყველა იყვნენ ერთიანი გრძნობებში და აზრებში“ იძენს უფრო ღრმა მნიშვნელობას და ხდება უფრო ეფექტური. სოციალისტური საზოგადოების თანამედროვე იდეა კაცობრიობის გაერთიანების შესახებ აღებულია ვედებიდან. სინამდვილეში, იდეალები, დამტკიცებული ვედებით, მეტად ყოვლისმომცველია. „დაე ყველა არსებებმა ყველა სამყაროებში იცხოვრონ ბედნიერად, დაე ისინი აყვავდნენ“. ვედები ახმოვანებენ, რომ მთელი მსოფლიო ერთიანი ოჯახია (26).