ივლისი

01.07.19.
სინამდვილეში, კაცობრიობის ყველა ტანჯვა გამოწვეულია თვით კაცობრიობის მიერ, არა რაიმე გარე მოქმედებით. თავის განკარგულებაში სიხარულისა და კმაყოფილების ყველა ინსტრუმენტის მქონე, თუ ადამიანი არის საწყალი, ეს არის მხოლოდ მისი უზნეობისა და მისი სიბრიყვის გამო. მას აფრთხილებენ, საუკუნეების განმავლობაში, წერილებით ყველა ენაზე რომ მან უარი უნდა თქვას სიხარბესა და ლტოლვაზე, უარი უნდა თქვას გრძნობების კვებაზე და, უარი უნდა თქვას რწმენაზე რომ ის არის მხოლოდ ეს ტანი და მეტი არაფერი. აქამდე მან არ იცის დაავადება რაც მას აწამებს. დაავადება გამოწვეულია ‘ვიტამინების დეფიციტით’, როგორც ისინი ამბობენ; ვიტამინები არის სატია, დჰარმა, შანთი და პრემა (ჭეშმარიტება, უბიწოება, მშვიდობა და ღმრთიური სიყვარული). მიიღეთ ესენი და თქვენ გამოჯანმრთელდებით; შეითვისეთ ეს თქვენს ხასიათსა და ქცევაში, და თქვენ იბრწყინებთ შესანიშნავი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობით.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 16 დეკემბერი.
02.07.19.
ღმერთი ითხოვს გულს, სავსე გულს და არაფერს გულის გარდა. თუ გულს აქვს ბევრი გადინება, სიტკბო დაიცლება და თქვენ ვერ შეძლებთ შესთავაზოთ ღმერთს სავსე გული. ეგოიზმი, სიამაყე, დიდების წყურვილი – ეს ყველა არის გადინება. თესლები ჩაიზრდება მხოლოდ მაშინ როდესაც ესენი არის კარგად ნიადაგში, არა მაშინ როდესაც ესენი არის ზედაპირზე. თუ თქვენ სწირავთ რაიმეს კარგი მიზნით, იმედი გაქვთ რომ თქვენი სახელი გამოჩნდება გაზეთში, გაიხარებთ როდესაც მას იქ ნახავენ, დამწუხრდებით როდესაც მას ვერ იპოვიან, მაშინ ეს ქველმოქმედება იწვევს გადინებას. ასეთი მსხვერპლი არის ზედაპირული და ეგოისტური. კარნამ დაკარგა თავისი სიცოცხლე როდესაც მან იმედგაცრუებაში გაიხსენა ასეთი მსხვერპლები რომელიც მან გააკეთა; ესენი არ უნდა ითვლებოდეს მეხსიერებაში. ვაჭრობა და ანგარიშები უსარგებლოა სულიერ სფეროში. თქვენ ვერ ივაჭრებთ უფალთან და ვერ თხოვთ პროპორციულ ჯილდოს. თხოვეთ პროპორციული ჯილდო და თქვენ დაკარგავთ ყველაფერს. მას აქვს მისი საკუთარი არითმეტიკა.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 17 დეკემბერი.
03.07.19,
ეძებეთ ჯნანამ (სულიერი სიბრძნე), რაც არის სიტკბოს ადგილსამყოფელი. მოიცილეთ სურვილი გრძნობითი სიამოვნების, რაც მსგავსია კმაყოფილების რასაც თქვენ იღებთ იმ დროს როდესაც იფხანთ ეგზემას, მხოლოდ აწარმოებთ უარეს ავადმყოფობას. თქვენ ვერ განკურნავთ მას მიცემით ფხანის ცდუნებაზე. თქვენ რაც უფრო მეტად იფხანთ, მით უფრო მეტად თქვენ ცდუნდებით გაგრძელებაზე, იქამდე ვიდრე არ ჩაერევა სისხლდენა. ამიტომ თავი შეიკავეთ ამ ამაო დევნიდან და კონცენტრირდით სულიერ საკითხებზე, ან უკიდურეს შემთხვევაში, იმოძრავეთ მსოფლიოში მუდმივად არსებული ცნობიერებით რომ ეს არის ჭაობი, ბადე, ხაფანგი რომელშიც მიჯაჭვულობა და სურვილი მიგაჩქარებთ თქვენ. იყავით ჭეშმარიტი ერთგული და გახდით ისეთი პატარა რომ თქვენ გამოაღწიოთ გრძნობების ბორკილებიდან ან იყავით ჭეშმარიტი ჯნანი და გახდით ისეთი უზარმაზარი, რომ თქვენ გაიქცეთ ბორკილების დაწყვეტით.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 16 დეკემბერი.
04.07.19.
ვინმემ შეიძლება შეისწავლოს ყველა წერილი და სულიერი პრაქტიკის სახელმძღვანელო და შეიძლება ლექციებიც კი იკითხოს მათზე საათობით; მაგრამ ისინი ჩასრიალდებიან ცოდვაში როდესაც მათ მოპირდაპირედ დადგება ცდუნება. იყავით ფრთხილად! მსგავსად მიწის რომელიც გამოშრა, გული შეიძლება სჩანდეს თავისუფალი ბოროტების ნებისმიერი მარცვლისგან; მაგრამ როგორც კი პირველი თავსხმა დაეცემა თესლები და ფესვები ნიადაგის ქვეშ ცვლის უდაბნოს მწვანე ხალიჩად. ადამიანის მიდრეკილებებისა და ხასიათის რეფორმირება ეს არის ძნელი მაგრამ ღირებული ამოცანა. თქვენ შეიძლება გქონდეთ საუკეთესო ბოსტნეული, თქვენ შეიძლება იყოთ ყველაზე უფრო უნარიანი მზარეული, მაგრამ თუ სპილენძის ჭურჭელი რომელშიც თქვენ ამზადებთ ბოსტნეულის სუპს არ არის მოკალული, დელიკატესი რომელსაც თქვენ ამზადებთ იქნება ძალიან შხამიანი! ამიტომ ‘მოკალეთ’ თქვენი გული ჭეშმარიტებით, უბიწოებით, მშვიდობითა და ღმრთიური სიყვარულით (სატია, დჰარმა, შანთი და პრემით), ამით მისი ტრანსფორმირებით ჭურჭლად ვარგისად წმინდა სახელის გამეორებისთვის, მედიტირებისთვის, რელიგიური აღთქმებისთვის, მლოცვარობისთვის, რიტუალური თაყვანისცემისთვის და სხვა კერძებისთვის რასაც თქვენ ამზადებთ მასში.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 13 იანვარი.
05.07.19.
თქვენ დაქვემდებარებული ხართ მძიმე განსაცდელებს იმიტომ რომ თქვენ დავიწყებული გაქვთ თქვენი წარმოშობის წყარო. თევზი დაბადებულია წყალში. იგი ვერ დარჩება ცოცხალი თუნდაც რამოდენიმე ხნის განმავლობაში წყალის გარეშე. იგი არის ბედნიერი როდესაც წყალშია, სადაც იგი წარმოიშვა. რა არის კაცის წყარო? უფალმა კრიშნამ გასცა პასუხი ბჰაგავად გიტაში, „მამაივამშო ჯიივალოკე ჯიივაბჰუთა სანატანაჰა“ (მარადიული ათმა ყველა არსებაში არის ჩემი არსების ნაწილი). ამდენათ ნათელია რომ ყველა ადამიანი არის ღმრთიურის ნაპერწკალი. თითოეული წარმოშობილია ღმრთურიდან. დაბადებულმა ათმადან, თქვენ ყოველთვის უნდა იფიქროთ უზენაეს მეზე. თქვენ გახდებით მოუსვენარი და პირისპირ დადგებით სიძნელეებთან თუ თქვენ დაივიწყებთ ათმას. ასე რომ არასოდეს დაივიწყოთ თქვენი წარმოშობა. გქონდეთ რწმენა უზენაეს მეში; ეცით პატივი და თაყვანი მას; დაე ის იყოს თქვენი სიცოცხლის საფუძველი. დჰარმა (მოვალეობა) არის ის რაც თქვენ უნდა დაიცვათ. თქვენ შეიძლება გეკავოთ ხელისუფლების თანამდებობა, გქონდეთ სიმდიდრე და აყვავება, მაგრამ მხოლოდ რწმენა უზენაეს მეში დაგიცავთ თქვენ.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 22 თებერვალი.
06.07.19.
დედა მიდის მდინარესთან წყალის მოსატანად, ტოვებს მის ჩვილ ბავშვს აკვანში. თავის უკან გზაზე, ის შეიძლება საუბრობს სხვა ქალბატონებთან იმ დროს როდესაც მიაქვს მის თავზე დადგმული წყალით სავსე ქოთანი – მაგრამ მისი ჭკუა იქნება მუდმივად ფოკუსირებული თავის შვილზე და მას უნდა რომ დაბრუნდეს უკან სახლში ისე სწრაფად როგორც შესაძლებელია, რომ მისმა შვილმა არ გაიღვიძოს და არ დაიწყოს ტირილი. ზუსტად ასევე თქვენი ჭკუა უნდა ყოველთვის ყველა საქმიანობისას ფოკუსირებული იყოს ათმაზე. გახადეთ ეს თქვენს მიზნად. როდესაც ასრულებთ ბჰაჯანებს, თქვენ შეიძლება იგალობოთ სხვადასხვა საგალობელი სხვადასხვა მელოდიით, მაგრამ თქვენი ჭკუა მუდმივად დაფიქსირებული უნდა იყოს ღმრთიურზე! არჯუნამ ჰკითხა უფალ კრიშნას რანაირად შეძლებს ის ბრძოლას ომში თუ ის მუდმივად იფიქრებს ღმერთის შესახებ. კრიშნამ უპასუხა, „ოჰ გულუბრყვილოვ, ეს არის შენი სხეული და გრძნობები ჩართული ომში. ასეთი ყოფნის შემთხვევაში, შენ ყოველთვის შეგიძლია ჭკუის ფოკუსირება ღმერთზე“. ასრულეთ თქვენი ყველა მოქმედება ღმერთის სიამოვნების ერთადერთი მიზნით.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 22 თებერვალი.
07.07.19.
ილაპარაკეთ რბილად და ტკბილად, და კულტივირეთ კარგი ჭკუა. მხოლოდ შემდეგ დაიმსახურებთ თქვენ სხვების პატივისცემას. თქვენ შეიძლება ყოველთვის არ იყოთ ვალდებული, მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ილაპარაკოთ თავაზიანად. არ ისმინოთ ცუდი ლაპარაკი. კაიკეიამ ყურადღება მიაქცია მანთჰარის ცუდ სიტყვებს, რამაც ბოლოს გააძევებინა რამა, რომელიც მას უყვარდა თავის საკუთარ შვილ ბჰარატაზე უფრო მეტად. დღეს თქვენ იპოვით ქალს სახელით კაიკეია ან მანთჰარა? არა. საზოგადოება პატივს არ სცემს მათ ვინც დაკავებულია ცუდი ლაპარაკით და ვინც ისმენს ცუდს. ამიტომ თქვენ ყოველთვის უნდა ილაპარაკოთ და ისმინოთ კარგი სიტყვები. თუ თქვენ გიხდებათ რაიმე ცუდის მოსმენა არ გააზიაროთ ეს სხვებთან. რა არის მიზანი სხვების შეშფოთების მათთვის რაიმე ისეთის თქმით, რამაც გამოიწვია თქვენი შეშფოთება. დღეს არსებობენ ადამიანები ვინც არა მარტო აძლევენ თავიანთ ყურებს ცუდის მოსმენას არამედ ავრცელებენ იგივეს დანარჩენ საზოგადოებაში, იწვევენ დიდ მღელვარებას. დაე თქვენმა ენამ წარმოთქვას ისეთი სიტყვები, რომლებიც მისცემს სიხარულს სხვებს.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 22 თებერვალი.
08.07.19.
თქვენ უნდა გახადოთ თქვენი დედა ბედნიერი. მაშინ როდესაც თქვენ არ შეგიძლიათ გახადოთ თქვენი დედა ბედნიერი, თქვენ როგორ იქნებით მშვიდი? აზრი არ აქვს ღმერთის თაყვანისცემას საკუთარი მშობლების პატივისცემის გარეშე. ამიტომ ჯერ შესთავაზეთ თაყვანისცემა საკუთარ დედას რადგან სწორედ მან დაგბადათ თქვენ. მხოლოდ თუ დედის გული არის ნექტრისებრი მთელი მსოფლიოც იქნება ნექტრისებრი. უფალ რამას ღმრთურება აყვავდა კაუსალიას მოსიყვარულე მზრუნველობაში. რადგან ის დაბადებული იყო კაუსალიას მუცლიდან, მან მიიღო კაუსალიას ხარისხები. აი ამიტომ სცემენ მას თაყვანს როგორც ღმერთს. შივაჯიმ შეძლო ასე ბევრი მსხვერპლის გაღება ქვეყნისთვის იმიტომ რომ ის დაბადა სუფთა ქალბატონმა, ჯიჯაბაიმ. დედის კეთილშობილების გამო არის რომ შვილები აღწევენ კარგ წარმატებას. ამგვარად, სიყვარულის განსახიერებანო! არ არსებობს რაიმე სიყვარულის მიღმა. მხოლოდ სიყვარული არის თქვენი ყველა კარგი წარმატების ძირითადი მამოძრავებელი ძალა. აქედან გამომდინარე თქვენ თაყვანი და პატივი უნდა სცეთ დედას ვინც არის სიყვარულის ტანმოსილება.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 1 ივნისი.
09.07.19.
აღმოაჩინეთ თქვენი სიწმინდე, თქვენი ღმრთიურება, ნამდვილი ჭეშმარიტება! ზოგჯერ შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ იმაზე თუ რომელი ქმედება არის უბიწო (დჰარმული), რა არის ჭეშმარიტება (სატია), რა არის ღმრთიური სიყვარული (პრემა), და ა.შ. მე მესმის; მაგრამ არავის აქვს რაიმე ეჭვი თავის შესახებ, ასე არ არის? ამიტომ, გაიგეთ ვინ ხართ თქვენ და დარჩით ერთგული და ყურადღებაგამახვილებული ამ ძიებაში ჭეშმარიტებისთვის. მარტო ეს არის საკმარისი თქვენს გადასარჩენად, თქვენთვის მუდმივი სიხარულის მოსაცემად! ეს არის სწავლებების არსი ვედებიდან და უპანიშადებიდან, ეს განცდილი იყო ჩვენი ბრძენებისა და წმინდანების მიერ და გადმოცემული მეცნიერების მიერ თავიანთ საუბრებში. გახსოვდეთ ღმერთი რომელშიც თქვენ მოძრაობთ, ღმერთი რომელიც გაიძულებთ მოძრაობას, ღმერთი რომელიც არის მთელი ეს უზარმაზარი სამყარო, ყოველი ატომი და ყოველი უზარმაზარი ვარსკვლავი. შეარჩიეთ ნებისმიერი სახელი და ფორმა ამ ყოვლისგამსჭვალავი და იმანენტური ღმერთსთვის რომელიც გიზიდავთ თქვენ და დაიჭირეთ ეს თქვენს ენაზე და თქვენი გონებრივი თვალის წინ. ამ მოქმედებას ეწოდება ჯაფა-საჰითა დჰიანამ (მედიტირება, სახელის გამეორება-წარმოსახვა).
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 13 აგვისტო.
10.07.19.
ადამიანის ტანი დანიშნულია სხვების მსახურებისთვის, არა ეგოისტურ საქმეებში გასანებივრებლად. რადგან ეგოისტურობა გახდა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, თქვენ ნებივრობთ ბევრ ცოდვილ საქმიანობაში. თავი აარიდეთ ეგოისტურობას, აიღეთ უანგარო მსახურება. უარი თქვით ტანთან მიჯაჭვულობაზე. გახდით მიბმული უზენაეს მეზე. გაიგეთ რომ იგივე უზენაესი მე (ათმა) არსებობს ყველაში. თუმცა თქვენ აქ იპოვით დიდი რაოდენობით გაბრწყინებულ ნათურას, დენი რომელიც მათში გადის არის იგივე. ტანები არის როგორც ნათურები; ათმას პრინციპი არის დენი რაც წარმოდგენილია მათში. ერთობის ასეთი გრძნობით, გააკეთეთ ძალისხმევა თქვენი თანამოძმეების ტანჯვის შესამსუბუქებლად. ბრძენმა ვიასამ გადმოსცა თვრამეტი პურანის არსი შემდეგი გამონათქვამით – „პაროპაკარაია პუნიაია, პაპაია პარაპიდანამ“ (ადამიანი აღწევს ღირსებას სხვების მსახურებით და იდენს ცოდვას მათზე ზიანის მიყენებით). ამიტომ დაეხმარეთ ყოველთვის, არ დააზიანო არასდროს. არ არსებობს უფრო დიდი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) ვიდრე ეს. ეს არის საფუძველი თვითრეალიზებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 14 აპრილი.
11.07.19.
უპირველეს ყოვლისა, გაასუფთავეთ თქვენი გული. მხოლოდ სისუფთავეა ის რაც იზიდავს ღმრთურებას. თუ რკინის ნაქლიბი არის დაჟანგებული, თუნდაც ძალიან ძლიერი მაგნიტი ვერ მიიზიდავს მას. რკინის ნაქლიბმა შეიძლება დაადანაშაულოს მაგნიტი, თქვას რომ მას არ აქვს ძალა. მაგრამ მაგნიტი ეტყვის მას, „თქვენ შეიძლება იფიქროთ როგორც თქვენ მოგწონთ, მე არ ვწუხდები. მოიცილეთ ჟანგი და გახდით სუფთა. მხოლოდ შემდეგ მიგიზიდავთ მე თქვენ.“ იგივენაირად, თქვენ როგორ ელოდებით რომ ღმერთი მიიზიდავს თქვენს ჭკუას, რომელიც დაჟანგებულია ცუდი აზრებით? ხედეთ კარგი, უსმინეთ კარგ რამეებს, ილაპარაკეთ კარგი და სასიამოვნო სიტყვები, და წამოიწყეთ წმინდა საქმეები. თუ თქვენ იმოქმედებთ ასეთნაირად, თქვენი თხოვნის გარეშე ღმერთი თვით უეჭველად დაგაჯილდოვებთ თქვენ თავისი წყალობით. ფიქრი ღმერთზე არის მხოლოდ საშუალება გრძნობების სუფთად შესანახად. ყველა სულიერი პრაქტიკა დანიშნულია გრძნობებზე კონტროლის განსახორციელებლად.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 22 თებერვალი.
12.07.19.
მაძიებელი უნდა იყოს ძალიან ფხიზლად თავის მოსაზრებაზე, ნივთებზე რომლის ვიზუალიზირებასაც ცდილობს, და მგზნებარედ სურს დაადგას თავისი თვალი მათზე, ვინაიდან ეს არის დრიშთი (ხედვა) რაც განსაზღვრავს მიბმულობას, დარდს, ვნებას და ა.შ. თქვენ ხართ უკეთილშობილესი არსება აქამდე შექმნილი, და ამიტომ, თქვენ უნდა განივითაროთ ხედვა რომელიც ხედავს არც მაღალს არც დაბალს, რომელიც ხედავს ყველაფერს შევსებულს ღმრთიურებით, და აქედან გამომდინარე, განუსხვავებელს ერთისგან. შანკარამ განაცხადა, „დამუხტეთ თქვენი დრიშთი ჯნანით (სიბრძნით); შემდეგ დანახული გამოჩნდება მის ჭეშმარიტ სინათლეში როგორც ბრაჰმანი.“ ასეთ ხედვას ეწოდება ღმრთიური, ზებუნებრივი, ზეგრძნობითი და ხელსაყრელი. ყოველი ტანი რომელსაც თქვენ ხედავთ თქვენს წინ არის სარკე რომელშიც, მხოლოდ თუ თქვენ გაახელთ თვალებს თქვენ დაინახავთ ღმერთის გამოსახულებას. ღმერთი თქვენში არის მათში თითეულშიც აგრეთვე. არ წარმოიდგინოთ სხვები გაცალკევებულად, ისინი მხოლოდ თქვენ ხართ, ასე მრავალ სარკეში.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
13.07.19.
სინამდვილეში, ყოველი ობიექტი ბუნებაში, ყოველი შემთხვევა დროში, გასწავლით თქვენ გაკვეთილს. ერთ დილით, დაშკინამურტი მიდიოდა ნელი ნაბიჯებით ზღვის სანაპიროზე. მან ტალღებზე შემხედვარემ გამოიტანა მათგან გაკვეთილი. ნელა მაგრამ სისტემატურად ტალღებს მოჰქონდა ნაპირისკენ მცირე რაოდენობის ჩალა მისი გარდამავლობით ერთი ზვირთიდან მეორეზე, მის გამორიყვამდე ხმელეთზე! ზღვა არის ვრცელი, ღრმა და ძლიერი. მიუხედავად ამისა, იგი მუდმივად დაკავებულია თავის გაწმენდით ყველა გარეშე საგნისგან. მან იცის რომ, თქვენ არ უნდა უგულებელყოთ სურვილი, საფუძველზე რომ იგი არის ჩალა. დააბრუნეთ იგი ნაპირზე, სადაც იგი ვერ შეძლებს ზიანის მოყენებას. დაშკინამურტიმ წამოიძახა, „შესანიშნავია! ზღვამ მასწავლა მე დიდი გაკვეთილი“ – გაკვეთილი რომ საფრთხე ჩასაფრებულია მაშინ როდესაც სურვილი რომელიც წარმოიშობა გრძნობებისა და ჭკუისგან, ეწევა მის თავს! მშვიდობისა და ბედნიერების ფასეულობა არის მარადიული სიფხიზლე.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
14.07.19.
გაიათრი მანთრა არის სამეფო გზა ღმრთურებისკენ. არ არსებობს ფიქსირებული დრო ან წესი მისი გამეორებისთვის. მაინც, ახალგაზრდა ბრაჰმაჩარები (ქორწინებაზე თავშეკავებულები) კარგს გააკეთებენ მისი გამეორებით დილის და საღამოს სანდჰიას (აისის და დაისის ბინდის საათების) განმავლობაში ყველაზე დიდი სარგებლის მისაღებად. თუმცა ვინაიდან ღმრთიური არის დროსა და სივრცის მიღმა, ნებისმიერი დრო და ნებისმიერი ადგილი არის ხელსაყრელი ღმერთის სახელის გასამეორებლად. ბჰაგავათა აცხადებს: სარვადა, სარვათრა, სარვაკალეშუ ჰარი ჩინთანამ – იფიქრეთ ღმერთზე ყოველთვის, ყოველ ადგილსზე და ყველა დროს. თქვენ უნდა ისწავლოთ ღმერთის წარმოდგენა ყველაფერში რასაც თქვენ ხედავთ, რასაც თქვენ აკეთებთ და რასაც თქვენ ეხებით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ რომ თქვენ თამაშობთ დროებით როლებს კოსმიურ სცენაზე. თქვენ უნდა დაუბრუნდეთ თქვენს ჭეშმარიტ ღმრთიურ მეს როდესაც თამაში დამთავრდება. გაიათრის რეგულარული გამეორებით თქვენ უნდა გაწმინდოთ თქვენი სიცოცხლე და უნდა იყოთ მაგალითი მსოფლიოსთვის უბიწო ცხოვრებაში. ეს არის ჩემი ლოცვა-კურთხევა თქვენთვის.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 17 მარტი.
15.07.19.
იყავით უბრალო და გულწრფელი. თქვენი ერთგულების საჩვენებლად თქვენს ტაძრებსა და თქვენი სახლების საკურთხევლებში სურათების და კერპების დატვირთვა მძიმე გირლიანდებით, და ძვირფასი აღჭურვილობების, ჭურჭლის და შეთავაზებების გამოფენა, ეს არის ფულის ფუჭი ხარჯვა. ეს არის ტყუილი; ეს ამცირებს ღმრთიურებას, შერაცხავს მასზე პომპეზურობისა და სახალხოობის სურვილს. წყალობის გადმოსაღვრელად, მე ვითხოვ მხოლოდ გულის სისუფთავეს. არ იანგარიშოთ მანძილი თქვენსა და ჩემს შორის; არ ჩართოთ ჩემსა და თქვენს შორის გურუ-სიშია (მოძღვარი-მოწაფე) კავშირის, ან თუნდაც ღმერთი-ერთგულის კავშირის დონის განსხვავების ფორმალობები. მე ვარ არც გურუ არც ღმერთი; მე ვარ შენ; შენ ხარ მე – ეს არის ჭეშმარიტება. არ არსებობს განსხვავება. ის რაც ასე სჩანს არის ილუზია. თქვენ ხართ ტალღები; მე ვარ ოკეანე. იცოდეთ ეს და იყავით თავისუფალი, და გაატარეთ ღმრთიური სიცოცხლე!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 ივლისი.
16.07.19. გურუ პურნიმა
გურუ პურნიმა არის წმინდა მრავალი მიზეზის გამო: მაძიებელი, რომელიც იტანჯება ილუზიიდან რომ ობიექტური სამყარო არის ისეთივე რეალური როგორც თვით ისინი არიან მეგზურობა გაწეულნი ჭეშმარიტებაში. ამ დღეს, ისინი ვინც არასოდეს გრძნობდა რეალობის გამოკვლევის სურვილს შთაგონდებიან ნეტარების მოძებნაზე თავის შიგნით. ამ დღეს მლოცვარები ღმერთის ლოტოსის ტერფებთან, სწავლობენ ცხოვრების მეგზურ წიგნებს. ამ დღეს, მოწაფეები სთავაზობენ მადლიერებას მოძღვრის ტერფებს სინათლის საჩუქრისთვის. როდესაც მზე ამოდის, მსოფლიო ნაკურთხია სითბოთი და სინათლით. როდესაც გურუ ლოცავს, მოსწავლე იღებს მშვიდობასა და სიხარულს! გახსოვდეთ, გურუ პურნიმა არ არის თარიღი აღნიშნული კალენდარში რომელიც დასრულდება როდესაც დღე დამთავრდება! იცოდეთ რომ ყოველთვის როცა თქვენი ჭკუა, მთვარის ღმრთაების თავმჯდომარეობით, არის სრული (პურნა), იგი იღებს გურუს წყალობის ცივ გამაცოცხლებელ სხივებს! ავარჯიშეთ თქვენი ჭკუა განათების მიღებაზე გონებიდან, და არა გრძნობების მაცდუნებელი ძალებიდან.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 18 ივლისი.
17.07.19.
1. დუმილი არის პირველი ნაბიჯი სადჰანაში. ეს ახალისებს თვითკონტროლს; ამცირებს ბრაზის, სიძულვილის, ბოროტების, სიხარბის, სიამაყის შანსებს და აადვილებს სხვა ნაბიჯებს. ამის გარდა, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ მისი ნაბიჯები, მხოლოდ მაშინ როდესაც სიჩუმე მეფობს თქვენს ჭკუაში. 2. სისუფთავე: ეს არის შესასვლელი ღმრთსმოსაობაში. შინაგანი და გარეგანი სისუფთავე არის აუცილებელი თქვენს გულში ღმერთის დასაყენებლად. 3. მსახურება: ეს გიხსნით თქვენ აგონიიდან რომელსაც თქვენ იღებთ როდესაც სხვა იტანჯება; აფართოებს თქვენს ხედვას, აფართოებს თქვენს ცნობიერებას და აღრმავებს თქვენს თანაგრძნობას. ყველა ტალღა არის იგივე ოკეანეზე და შეირწყმის იგივე ოკეანეში. სევა ამტკიცებს ამ ცოდნას. 4. სუფთა სიყვარული: არასოდეს ითვლის რეაქციას, შედეგს ან ჯილდოს. სიყვარული უხმობს; სიყვარული პასუხობს. სიყვარული არის ღმერთი, იცხოვრეთ სიყვარულში. 5. უსიძულვილობა: არცერთი არსება არ უნდა იყოს დანახული ზემოდან ქვემოთ როგორც მეორადი, უმცროსი, უმნიშვნელო ან მსხვერპლად გასაღები. თითოეულს აქვს თავისი გამოყოფილი როლი დრამში, რომელიც ჩაფიქრებულია ყოვლისშემძლეს მიერ. არასოდეს შეურაცხყოთ ან დააზიანოთ რომელიმე არსება; ვინაიდან, ღმერთი ცხოვრობს ყოველ არსებაში და თქვენი აბუჩად აგდება ხდება მკრეხელობა!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 ივლისი.
18.07.19.
გურუ ახსენებს მოსწავლეს სიკვდილის გარდუვალობის და დედამიწაზე არსებობის წარმავალი ბუნების შესახებ. როდესაც იაჯნავალკიამ გადაწყვიტა ტყეში წასვლა განდეგილად საცხოვრებლად, მან მოუხმო თავის ორ ცოლს თავის წინ და შესთავაზა მის მიერ გამომუშავებული სიმდიდრის გაყოფა მათ შორის. თავისი წილის მიღებამდე, მაიტრეიამ ჰკითხა თავის ქმარს დაეხმარება თუ არა მას სიმდიდრე ჭეშმარიტების გაცნობიერებაში და უკვდავების მიღწევაში. როდესაც მან მოისმინა ნათქვამი რომ ეს აბრკოლებს კი არ ეხმარება, მან უარი თქვა დამძიმებულად ყოფნაზე. ნაჩიკეტამ უარი თქვა საჩუქარზე იმპერიის, სიუხვის და წლების ჯანმრთელ სიცოცხლეზე. პრაჰლადამ ასწავლა იგივე გაკვეთილი თავის ბავშვობის მეგობრებს. ბუდდჰა ეძებდა ტანჯვის საიდუმლოს ახსნას და საკუთარ თავზე აიღო მიჯაჭვულობაზე უარის თქმა როგორც მისი სადჰანის პირველი ნაბიჯი.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 ივლისი.
19.07.19.
ყოველი რელიგია ხაზს უსვამს ერთ სახელსა და ფორმას და რეკომენდირებს მის მიღებას. ზოგიერთი იჟინებს კიდეც რომ ღმერთს არ აქვს სახელი და ფორმა. მაგრამ სინამდვილეში ღმერთი არის აკშარა (ურღვევი, მუდმივი) ყველა სახელისა და ფორმის მიღმა. ღმერთი არის! თქვენ აღწევთ აკშარა სტადიას – უატრიბუტებო ერთობის სტადიას სადჰანის სამი ნაბიჯით: (i) მე ვარ შენი (ii) შენ ხარ ჩემი, და (iii) შენ არის მე. სადჰანის მეშვეობით თქვენ უნდა გადალახოთ ‘მე’ და ‘ შენ’ დუალობა. ‘მე’ არის მხოლოდ ‘შენ’ არეკლილი ამ სხეულში. დასრულება მიიღწევა მაშინ როდესაც ორობითობა იცვლება. შეინახეთ თქვენი გული ცივად, სუფთად და ნათლად როგორც მთვარის შუქი. თქვენი ჭკუა უნდა გაიწმინდოს მხოლოდ ჭკუით. იმის მსგავსად როგორც თქვენ აფორმირებთ რკინის ნამგალს ან ცულს რკინის ჩაქუჩით, ჭკუა არის მფორმირებელი და ფორმირებული, ორივე. ძალა რომელიც ეხმარება ჭკუას კარგად ფორმირებაში, არის რწმენა ღმერთში. კულტივირეთ ეს რწმენა და ყველაფერი კიდევ დაგემატებათ თქვენ.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
20.07.19.
როგორ შეუძლია ვინმეს გახდეს ღმერთისთვის ‘ძვირფასი’? გიტა ხაზს უსვამს ორ კვალიფიკაციას: სამთუშთაჰ სათათამ (ყოველთვის კმაყოფილი) და დჰრუდა ნისჩაიაჰ (მყარი გადაწყვეტილება). ყველა ფლობს ამ დჰრუდა ნისჩაიაჰის კვალიფიკაციას; ეს არის აქტივი რომელიც უზრუნველყოფს არსებობის ხანგრძლივობას, და უზრუნველყოფს პოპულარობასა და უპირატესობას. ის ვინც ადის ჰიმალაის მწვერვალებზე იღებს უდრეკ გამბედაობას თავისი გადაწყვეტილების სიმყარით არ შეტრიალდნენ უკან. ვიღაც კიდევ გამოფენს გმირობას აღელვებული ოკეანის მარტო გადაცურვით. ზოგიერთი წყვეტს შემზარავი ტყეების გამოკვლევას. გადაწყვეტილების სიმყარე, სიმამაცე და სიმარჯვე გამოიყენება თუნდაც სხვების უმოწყალო წამებისას მათი ქონების მოსაპარად. თავისი შინაგანი ღმრთურების იგნორებით და ადამიანურობის გვერდზე გადადებით, ზოგიერთი ეშვება დემონურ დონემდე. ვალმიკი როდესაც ის იყო რათნაკარა, თავის მამაცობას და სითამამეს იყენებდა ბოროტად. კონტაქტმა შვიდ ბრძენთან და მათ სწავლებებთან აიძულა ის მიემართა იგივე ხარისხები რამასკენ. ის ტრანსფორმირდა ისე სრულყოფილად რომ ის გახდა რამაიანას ავტორი. ჩვენ უნდა დავასკვნათ რომ დჰრუდა ნისჩაიამს შეუძლია ემსახუროს როგორც კეთილ ისე ბოროტ მიზნებს.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 2 აგვისტო.
21.07.19.
ტრანსფორმირეთ თქვენი გული მისი გასუფთავებითა და განწმენდით. სისუფთავე არის ნამდვილი დახასიათება ადამიანის არსების. ეს სისუფთავე უნდა იყოს ცხადად ნაჩვენები ყველაფერში რასაც თქვენ აკეთებთ: თქვენს აზრებში, მასში რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ, და ყველაფერში რასაც თქვენ აკეთებთ. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ აჩვენებთ ასეთ სისუფთავეს თქვენ შეიძლება გახდეთ ღმრთიური მეს (ათმას) განსახიერება. მაშინ განსხვავება ღმრთიურსა და ამქვეყნიურს შორის ქრება. ყველაფერი არის გაღმრთიურებული. განსხვავება ობიექტსა და მიზეზს შორის ასევე წავა. ყველაფერი შემდეგ ხდება მთელი (პუურნამ). ამ მთლიანობის გაცნობიერება არის ნამდვილი გურუ პუურნიმა, არა პადა პუჯას (გურუს ტერფებთან რიტუალური თაყვანისცემის) შეთავაზება და გურუსგან მანტრის მიღება. გადაწყვიტეთ დღეს სანიმუშო სიცოცხლის გატარება, თქვენი აზრების ღმერთსკენ შეტრიალება, მცდელობა თქვენი გულის გასუფთავებისთვის და თვითრეალიზების მიღწევა თვით ამ დაბადებაში.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 ივლისი.
22.07.19.
სამთუშთი (კმაყოფილება) ავსებს გულს ღმრთიური განცხრომით. ეს აღნიშნავს განჯაჭვულობის მდგომარეობას მსოფლიოდან, ვინაიდან მსოფლიო აკეთებს ერთ დარტყმას ტკივილიდან სიამოვნებისკენ და უკუარტყმას კიდევ. თავი შეიკავეთ სიხარულის გამომუშავებისგან ან დარდის არიდებისგან და იყავით გულგრილი აწევებთან და დაშვებებთან. წარმატებამ არ უნდა გაბეროს თქვენი ეგო, არც მარცხმა უნდა დაგიშვათ მიწაზე დეპრესიაში. პატივისცემამ არ უნდა შეგატრიალებინოთ თავი, არც უპატივისცემლობამ უნდა გაიძულოთ მისი ჩამოშვება. სიმშვიდე და აღუშფოთველობა არის სამთუშთის ნიშნები. ერთგული მადლიერად უნდა მიემშვიდობოს ყველაფერს რაც ხდება როგორც ნაკურთხს ღმრთიური ნებით რომლსაც ის არის დანებებული. ერთგული თავისუფალი უნდა იყოს მღელვარებიდან და შიშიდან, სიამაყიდან და შურიდან. ოთხი მტერი რომლებსაც განზრახული აქვთ თქვენი დანგრევა არის რისხვა, შური, სიძულვილი და სურვილების ურდო. ჩათვალეთ ორივე მაღალიც და დაბალიც როგორც როლები ღმრთიურ თამაშში. ძირითადი ზნეობრივი რეცეპტი ყოველი ერთგულისთვის ვინც ისწრაფვის რომ იყოს ახლობელი და ძვირფასი არის ღმერთის თაყვანისცემა და სიყვარულის შეთავაზება მისთვის ყოველ ცოცხალ არსებაში.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 2 აგვისტო. – ბაბა
23.07.19.
იმისთვის რომ ბავშვებმა გაიგონ რომ სიტყვა „სკამი“ ასახავს ავეჯის ცალკეულ საგანს, თქვენ უნდა დახატოთ სკამის სურათი და ქვეშ უნდა მიუწეროთ ასოები. როდესაც ერთხელ ბავშვი შეისწავლის იდენტიფირებას კშარას (დროებითი ფორმის, სკამის) აკშარით (უფორმო მარადიული – სიტყვით), სურათი თავიდან მოშორდება; სიტყვა რჩება. სიტყვა, ამიერიდან, წარმოადგენს ნივთს, კონკრეტულ მატერიალურ ხილულ ნივთს. თუ არ იქნებოდა სკამი, სიტყვა სკამი ვერ გაჩნდებოდა. სიტყვა ღმერთი გაჩნდა აღსანიშნად არსების რომელიც იყო განცდილი. და ‘არაფერს’, ‘არარსებულ არსებას’ არ სჭირდება სახელი. სახელი არის ნივთის მტკიცებულება. სიტყვა ღმერთი არის მტკიცებულება ღმრთიური ფენომენის. ფორმიდან უფორმომდე, უფორმოდან ფორმამდე ორივე პროცესი არის შესაძლებელი და პროგრესირებადი. თქვენი პერსონალური ღმერთი არის გამოსახვა, სიმბოლო, და წარმოდგენა უპიროვნო ღმერთის. უპიროვნო განსახიერდება და იღებს ფორმას და ატრიბუტებს. ეს არის ღმრთურის ნამდვილი ბუნება.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 2 აგვისტო.
24.07,19.
ყველა, დამოუკიდებლად ქვეყნის, რასის ან დაბადების დროს პერიოდის, დაბადებულია მსოფლიოში დამძიმებული სამი ვალით. ვალი არის ვალდებულება წარმოქმნილი იქიდან რაც ადრე მიიღეთ. პირველი ვალი დავალებულია ღმრთიურის წინაშე. მეორეა ბრძენების (რიშების). მესამეა მშობლების. ჩვენ შეგვიძლია ადვილად ამოვიცნოთ ეს ვალები ადამიანის ტანში როგორც მისი მკვებავი და დამცველი განსხვავებული ღმრთიური ძალები. ღმრთიური ენერგია აღწევს მთელს თქვენს ტანში, მას ეწოდება რასა (ღმრთიური არსი). ჩვენ გვაქვს მადლიერების ვალი ღმერთის წინაშე ვინც არა მხოლოდ დაგვაჯილდოვა ჩვენ ამ ძვირფასი ადამიანის ტანით არამედ აარსებებს კიდეც მას. ჩვენ შეგვიძლია სრულად დავტკბეთ ღმერთის ამ საჩუქრებით მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ ღმერთს დავუფარავთ ჩვენს ვალს. როგორ? უბიწო საქმეების შესრულებით, იგივე ღმრთიურით გაჯერებული სხვა არსებებისადმი მსახურების გაწევით, და ჩვენი მოქმედებების მიძღვნით საზოგადოების მსახურებისთვის. დაუფარეთ ღმერთს თქვენი ვალი ახლა, ან იქნებ მარავალ მომავალ ცხოვრებაში. რაც უფრო ადრე დაფარავთ ამ ვალს, მით მალე გააცნობიერებთ თქვენ ღმრთურებას.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 10 ოქტომბერი.
25.07.19.
ყოველი წამი არის ახალი მომენტი თქვენს ცხოვრებაში. გამოიყენეთ ეს თქვენი გულის გასასუფთავებლად და მის შესავსებად სიყვარულით. შემდეგ თქვენ გააცნობიერებთ რომ ღმერთი არის თქვენი და თქვენ ხართ საცსე ღმრთიური სიყვარულით. მარტო ჭეშმარიტი ერთგულება არის მეთოდი ღმრთურების გასაცნობიერებლად. ერთგულება ნიშნავს ღმერთის სიყვარულს ჯილდოსთვის რაიმე სურვილის გარეშე. ასეთი ერთგულება შეიძლება განვითარდეს მხოლოდ კარგი ქცევით. ვერ იქნება ვერავითარი ერთგულება უბიწოების გარეშე. ჭკუის სისუფთავე არის აუცილებელი ღმრთიური ნეტარებით დასატკბობად ისევე როგორც ტანის სისუფთავე არის აუცილებელი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ყველაზე უმაღლესი ცოდნა რაც შეიძლება შეიძინო მსოფლიოში არის ათმა ჯნანა (მეს ცოდნა). არ არსებობს რაიმე თანასწორი ნეტერების რომელიც მოდის თვითრეალიზებიდან. ეს მიიღწევა მხოლოდ მაშინ როცა ეგო-გრძნობა ისპობა და არსებობს ღმრთურზე ლოცვითი მორჩილება. ლოცვები, კვლავ, გამოყენებულია მატერიალური სურვილების შესრულების საძებნელად. მილიონებიდან ვინც აღავლენს ლოცვას, ძალიან ცოტა ეძებს სუფთა გულით თვით ღმერთს.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 31 დეკემბერი.
26.07.19.
მემკვიდრეობით მიღებული ჭკუაში ფესვგადგმული ბოროტი შტრიხები უნდა იყოს უარყოფილი. ამ შტრიხებიდან ყველაზე უარესია სიძულვილი და შური. ესენი წარმოიქმნება ძლიერი ეგოიზმიდან. ესენი არის ლეოპარდის ხარისხები და მათ ვერ უნდა იპოვონ ადგილი ადამიანის არსებაში. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს თავის მოჩვენებას რომ მან გადალახა რისხვა, სიძულვილი, ეჭვიანობა და სიამაყე. ეს შტრიხები თავს იჩენს ხანდახან. თქვენ ეს დაუყოვნებლივ უნდა გადააგდოთ. თქვენ უნდა შეასრულოთ განუწყვეტელი შინაგანი იაჯნა, ყოველწლიურად შესრულებილი გარეგანი იაჯნის სანაცვლოდ. შინაგანი იაჯნა უნდა სრულდებოდეს ყოველ დროს, ყველა ადგილსა და ყველა ვითარებაში. სამსხვერპლო საკურთხეველი ამ იაჯნისთვის არის ჩვენგან თითოეულში. ყოველთვის როცა ბოროტი აზრი ან სურვილი მოდის, ეს უნდა უმოწყალოდ ჩაიხშოს. მხოლოდ მუდმივი სიფხიზლითა და უწყვეტი ძალისხმევით შეიძლება ჩვენ გამოვიმუშაოთ ღმრთური წყალობა. მხოლოდ მაშინ როდესაც ბოროტი შტრიხები განიდევნება ღმრთიურება გამოავლენს თავის თავს მთელ მის დიდებულებაში. ეს არის ნამდვილი მიზანი იაჯნების – მოგცეთ თქვენ შესაძლებლობა მიაღწიოთ სისუფთავეს ღმრთურების გასაცნობიერებლად.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 10 ოქტომბერი.
27.07.19.
თანამედროვებაში ერთგულება არის მხოლოდ ‘ღრმა ოკეანე’ სადაც ადამიანები არიან ჩაძირული მიწიერი ცხოვრების ოკეანეში. ადამიანები ლაპარაკობენ თანაგრძნობის შესახებ, მაგრამ დაინტერესებული არიან მხოლოდ ‘მოდით’. ისინი მხოლოდ წარმოთქვამენ სიტყვას ‘თანამშრომლობა’, მაგრამ ნებივრობენ მხოლოდ ‘მუშაობაში’. აწმყოში, ერთგულება გახდა პომპეზური სანახაობა. ღმერთის წყალობის საშოვნელად, საჭირო არ არის ცოდნის, სიმდიდრის, ძალაუფლების ან მდგომარეობის ძებნა. მარტო ჭკუის სისუფთავე არის საკმარისი. ტანის ყველა უჯრედი ივსება ღმრთიურებით როდესაც ღმერთი თაყვანაცემულია სუფთა და პირუთვნელი ერთგულებით. თავგანწირული ერთგულისთვის ღმერთი იქნება ყველგანმყოფი. ჭეშმარიტი ცოდნა მოდის როდესაც ადამიანი უპირისპირდება უკიდურეს მორალურ კრიზისს. ასეთ სიტუაციას პირისპირ შეხვდა არჯუნა როდესაც ის მოხვდა ორ მოწინააღმდეგე არმიას შორის. პარიკშითი პირისპირ იდგა მსგავს კრიზისთან როდესაც მან გაიგო რომ მას ჰქონდა სიცოცხლის მხოლოდ ერთი კვირა. ასეთი კრიზისის განმავლობაში ადამიანი ფიქრობს ღმერთზე და ეძებს ღმრთიურის დახმარებას. უფალი ყოველთვის მზად არის პასუხის გასაცემად ჭეშმარიტი ერთგულების ლოცვებზე.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 31 დეკემბერი.
28.07.19.
გაასუფთავეთ თქვენი ემოციები, ვნებები, იმპულსები, დამოკიდებულებები და რეაქციები – ეს არის სულიერი დისციპლინის არსი ყველა აღმსარებლობიდან. გამოიკვლიეთ თქვენი ჭკუა და აზრები; არ ეძებოთ სხვისი შეცდომები. ხედეთ მხოლოდ კარგი, ცუდი არ თქვათ არაფერზე! თუ თქვენ წამოგცდებათ ცილისწამება, მოინანიეთ და გადაწყვიტეთ აღარ მიუშვათ ეს ჩვევა ნებაზე კვლავ. არ დაამციროთ არავინ; პატივი ეცით ყველას მათში სიკეთისთვის. მათი მწუხარება თქვენი ქცევისგან დაგედევნებათ თქვენ ბოლო წუთებში. დაე თქვენი ყოველი ქმედება დადგეს როგორც თქვენი მოწმე როდესაც თქვენ დატოვებთ მსოფლიოს. დაე არცერთი ქმედება არ იყოს ტვირთი, ან დებიტი. გაჟღინთეთ ყოველი წამი სიყვარულით ღმერთისთვის. რა სარგებელია დახარჯო საათები მედიტირებაში, და შემდეგ გაავრცელო რისხვა და გული ატკინო შენი სიტყვებითა და საქმეებით მეგობრებსა და ნათესავებს? გიტა გრეკომენდირებს შენ იყო სათათამ იოგინამ – ყოველთვის კონტროლირებული და უღელში შებმული ღმრთიურთან. ასე რომ იყავით ფხიზლად, იყავით მყარი, იყავით სერიოზული. მყარი ადამიანი მოიპოვებს სიბრძნეს.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 23 ნოემბერი.
29.07.19.
სიცივე და სითბო ორივე არის ღმერთს გეგმაში! მიიღეთ ეს და მოეპყრეთ ორივეს როგორც ფასეულს. გამოცდები და მწუხარებები არის ეფექტური ინსტრუმენტები ღმერთის ხელსაწყოების ყუთში თქვენს გასასუფთავებლად. სინამდვილეში, დედა კუნთი ელოცებოდა კრიშნას, „მოგვეცი ჩვენ ყოველთვის დარდი, იმიტომ რომ ჩვენ შევძლოთ შენი არდავიწყება“. ტანჯვა და ტკივილი არის დიეტური შეზღუდვები რასაც ექიმი ნიშნავს ღმერთის სახელის გამეორების (ნამასმარანას) წამალთან დამატებით. ეკლიანი მცენარეები და უეკლო მცენარეები ორივე წარმოდგენილია ბუნებაში; ბრძენმა ადამიანმა იცის ორივეს ფასეულობა. ის რგავს უეკლო ნერგებს და ღობავს მათ ეკლიანი ბუჩქებით, იმიტომ რომ რასაც ის ზრდის დარჩეს უვნებლად. აქტივობას შეუძლია გადარჩენა, ისევე როგორც მოკვლა; ეს არის მსგავსად კატის რომელიც კბენს; ის კბენს კნუტს რომ ის გადაიყვანოს თავისი პირით უსაფრთხო ადგილზე მაგრამ ის კბენს თაგვს იმისთვის რომ მოკლას და შეჭამოს. გახდი კნუტი, და მუშაობა გადაგარჩენს შენ მოსიყვარულე დედის მსგავსად. გახდი თაგვი, და შენ დაიღუპები.
– ღმერთის საუბარი, ვიჯაიადასამი 1953.
30.07.19.
ყოველი თქვენგანი ხართ მლოცვარე ამ გზაზე მიმავალი ნაბიჯებით თქვენს საკუთარ ტემპში, თქვენი ძალისხმევების მეშვეობით მიღწეული თქვენი კვალიფიკაციისა და დონის შესაბამისად. რჩევა რომლითაც მოუწოდებენ ან თხოვნით მიმართავენ ერთ თქვენგანს შეიძლება არ იყოს შესაფერისი სხვისთვის, ვინც გაიარა ნაკლები მანძილი ან მიაღწია უფრო შორს წასულ მდგომარეობას ვიდრე თქვენი საკუთარი მდგომარეობაა! როდესაც მე ვეუბნები ერთ ადამიანს მისდიოს სულიერი დისციპლინის (სადჰანის) ერთ ხაზს, ეს არის განსაკუთრებულად ამ პიროვნების სასარგებლოდ! თითოეულ თქვენგანს აქვს სხვადასხვა გონებრივი, ფიზიკური და სულიერი ბუნება. როდესაც ადამიანი დაავადებულია სიმსუქნით, ექიმი ურჩევს გარკვეული ტიპის საკვებს; როდესაც ის არის გამხდარი, ის ურჩევს საკვების სხვა ჯგუფს, ასე არ არის? მაშინ როდესაც ექიმებმა ვინც მკურნალობენ ტანის დაავადებებს უნდა დანიშნონ განსხვავებული წამლები, რამდენად მეტად სპეციფიკური და პირადი უნდა იყოს წამლები რთული და სხვადასხვაგვარი მენტალური მდგომარეობის პირობებისთვის და დროს ხიდის გასავლელად ადამიანების სულიერი ძლიერი სურვილებისა და მისწრაფებებისთვის?
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 3 მარტი.
31.07.19.
თქვენ დაცული უნდა იყოთ სიამაყისგან რომელიც ინფიცირებს სწავლულებს ვინც დაძლია წერილების გარკვეული რაოდენობა. არ განსაჯოთ სხვები როგორც მდაბიოები, იმიტომ რომ ისინი არ მონაწილეობენ ბჰაჯანებში, ან სასწავლო წრეებში. თქვენ შეიძლება იყოთ ძალიან არასწორი თუ თქვენ შეაფასებთ ადამიანის სულიერ განვითარებას უბრალოდ გარეგანად. შინაგანი სისუფთავე თვით ვერ გამოიხატება პომპეზური სანახაობების მეშვეობით. მხოლოდ მან ვინც იხედება ყოველ გულში იცის ვინ იმყოფება იქ: რამა თუ კამა (ღმერთი თუ ეგოური სურვილი). ისწავლეთ გულწრფელად რწმენითა და ერთგულებით. თუ თქვენ სერიოზულად არ გამოიკვლევთ, თქვენ ვერ აღმოაჩენთ წამალს გამოყენებადს თქვენი ტემპერამენტისა და მისი პრობლემებისთვის. ჩაღრმავდით მნიშვნელობასა და აზრში რასაც თქვენ კითხულობთ, და ყოველთვის გქონდეთ თქვენს წინ რაც წაიკითხეთ იმის პრაქტიკაში ჩადების მიზანი. მთელი სამყარო არის უნივერსიტეტი თქვენთვის. თქვენ უნდა შეითვისოთ სიბრძნე ციდან, ღრუბლებიდან, მთებიდან, მდინარეებიდან, მზის ამოსვლისა და ჩასვლის ყოველდღიური მოვლენიდან, წელიწადის დროებიდან, ფრინველებიდან, ხეებიდან, ყვავილებიდან, მწერებიდან და სინამდვილეში, ყველა არსებისგან და ნივთისგან ბუნებაში.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 3 მარტი.

შრი სატია საი ბაბა