1.04.2012 რაამა ნავამი
ათასობით წლები გავიდა ტრეტა იუგას (ეპოქის მეორე მეოთხედი, საუკუნე რომელშიც რაამა იყო დაბადებული) დროიდან, მაინც ახლაც კი ყველა ადამიანს, ბავშვებიდან დიდებამდე, ახსოვთ რაამას სახელი. რაამას სახელის დიდება არ შემცირდა ოდნავადაც კი დროის მსვლელობაში. ეს ჭეშმარიტება უნდა იყოს შეცნობილი ყველას მიერ. რაამა არის სახელი მიცემული ფორმაზე, მაგრამ არ არის შემოსაზღვრული ფორმით. რაამა არის არასდროს ცვალებადი ღმრთიური პრინციპი (ათმა). ამიტომ სადაც და როდესაც არ უნდა იყოთ თქვენ გახსოვდეთ რაამას სახელი. ის არის აქ თქვენთან, თქვენში, თქვენს ირგვლივ, რაამა არის უბიწოების განსახიერება. თქვენ ასევე უნდა მისდიოთ დჰარმას (უბიწოებას); არა დჰარმას პრინციპით რომელიც მოდის ჭკუიდან არამედ რომელიც მოდის თქვენი გულიდან.
2.04.2012
მსოფლიო დაფუძნებულია ღმერთზე მაგრამ მას არ ესაჭიროება მსოფლიო როგორც საფუძველი. ქოთანი დამოკიდებულია თიხაზე მაგრამ თიხა არ არის დამოკიდებული ქოთანზე. თიხა არის ბრაჰმანი (ღმრთიურება) და ქოთანი არის პრაკრიტი (ქმნილება). უგულებელყავით მიღებული ფორმა, ფორმა და სახელი – ქოთანი არის სწორედ თიხა. უფრო სწორია ითქვას რომ ყველაფერი არის ბრაჰმანი, ვიდრე ითქვას რომ ‘ბრაჰმსნი არის ყველაფერში’. შესანიშნავია იმის წარმოსახვა რომ ღმრთიურება არის საფუძველი ყველაფრის (სარვა-აადჰარა), მაგიერ იმის რომ წარმოიდგინო ის როგორც შინაგანი სინამდვილე ყველა არსების. (სარვაბჰუთჰა-ანთჰარაათმა). ღმრთიურების გარეშე ვერ იარსებებს ქმნილება; ეს არის ჭეშმარიტება.
3.04.2012
როგორც გული არის სხეულში, ასე არის თაყვანისცემის ადგილი (ტაძარი, მეჩეთი, ეკლესია და ა,შ,) საზოგადოებაში. ღმერთის თაყვანისცემა სხვადასხვა დღესასწაულების მეშვეობით, თაყვანისცემის ნაგებობების აშენება და ა.შ. ყველა არის კარგი საქმეები (სათჰ კარმა). ისინი უზრუნველყოფენ წვრთნას მსახურებაში და ქმნიან ხელსაყრელ პირობებს მსხვერპლისა და გამოცალკევებისთვის. რამენაირად გაიგეთ რომ როცა არსებობს ტანჯული ყვირილი საკვებისა და თავშესაფრისთვის, ფული არ უნდა დაიხარჯოს თაყვანისცემის ახალი ნაგებობების მშენებლობაზე; ეს არ არის წასახალისებელი. იგივე უფალი არის თაყვანცემული ყველგან, და თქვენ არ გჭირდებათ ტაძრის აშენება ყოველი ახალი სახელისა და ფორმისთვის. უთხარით ადამიანებს დაინახონ იგივე ღმერთი ყველა ფორმაში და ყველა სახელის ქვეშ. ეს არის წვრთნა რომელიც მათ სჭირდებათ.
4.04.2012
როდესაც კრიშნამ თქვა, `მოიშორე ნაკლი ხედვაში, მაშინ ამ მსოფლიოს ავტორი შეძლებს დამკვიდრებას~, არჯუნამ დაიწყო ამ მცდარი ხედვის მიზეზის ძებნა. კრიშნამ აუხსნა `ჩემსა და ამ მსოფლიოს შორის მოძრაობს მაია (ილუზია). ეს არის ნამდვილად მძიმე ამოცანა ადამიანისთვის დაინახოს მაიას მიღმა, რადგან მაიაც არის აგრეთვე ჩემი. ის არის იგივე ნივთიერება; ის არის ჩემი ქმნილება და არის ჩემი კონტროლის ქვეშ. ის წამში შეაბრუნებს თავდაყირა თუნდაც ყველაზე ძლევამოსილს კაცებს შორის! არ მიიღოთ მაია რაიმე უშნო საგნის მნიშვნელობით რომელიც ჩამოშვებულია სადღაც გარედან; ეს არის თვისება ჭკუის რომელიც გაიძულებთ თქვენ უარყოთ ჭეშმარიტი და მარადიული პარამათმა (უზენაესი მე) და ამის ნაცვლად დააფასოთ მრავალფეროვანი სიმრავლე სახელებისა და ფორმების. ეს იწვევს შეცდომას სხეულის დაჯერების `მე~-დ მყოფად; ნაცვლად განხორციელებულის (დეჰა ნაცვლად დეჰის). მაიას გადალახვა რასაკვირველია არის ძალიან რთული ამოცანა. მხოლოდ ისინი ვინც გულწრფელად არის მიბმული ჩემთან შეძლებენ გადალახონ ჩემი მაია~.
5.04.2012
ინდივიდუალური გარდაქმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება დღეს. გაამრავლეთ სათნოება, არა შენობები. ასრულეთ პრაქტიკა რასაც ქადაგებთ, ეს არის ნამდვილი მომლოცველობა. გაასუფთავეთ თქვენი ჭკუა შურისა და ბოროტებისგან; ეს არის ნამდვილი განბანვა წმინდა წყალში. რა ხეირია თუ უფლის სახელი არის ენაზე როცა გული შიგნით არის ჭუჭყიანი? უსამართლობა და უკმაყოფილება არის ყველგან, ეს არის განპირობებული მარტო ერთი ნაკლით ადამიანებში – თქვან ერთი რამ და აკეთონ საპირისპირო. თქვენ უნდა მოიყვანოთ თქვენი თავი სწორ მდგომარეობაში და შეასწოროთ თქვენი საკვები, დასვენების და თქვენი თავისუფალი დროს გატარების მეთოდი და თქვენი აზრები და ჩვევები. მოიცილეთ ნაკლები ვნებიანი სურვილის და სიძულვილის, და ჩააქრეთ რისხვისა და სიხარბის მძვინვარე ალები. შემდეგ, თანდაყოლილი სიმშვიდე და ბედნიერება (შანთჰამ და სოუკჰიამ) თქვენს შიგნით, აუცილებლად გაცხადდება შეუფერხებლად. თქვენ ხართ სიმშვიდის განხორციელება; ბედნიერება არის თქვენი ჭეშმარიტი ბუნება.
6.04.2012
ტალღები წარმოიქმნებიან ზღვის ზედა ფენებში. ისინი გამოწვეული არის ქარით, ამიტომ შეიძლება ითქვას ქარს აქვს ეს ძალა. ამგვარადვე გონიერი ადამიანის ჭკუა სავსეა აზრებითა და შახედულებებით. როდესაც სათანადო ატმოსფერო არსებობს ის ამოდის მაღლა და თავს იჩენს იქიდან ყველა მიმართულებით. იმავე წესით უფალი ცხადდება იმ სურათში ან გამოსახულებაში რომელსაც ადამიანი ეთაყვანება, მაგრამ არის ეს ჯეროვანი სურათის ან გამოსახულების რაიმე განსაკუთრებული ხელოვნების? არა. სურათი ან გამოსახულება რჩება ისეთი როგორიც ის არის. სინამდვილე ის არის რომ ერთგულთა ერთგულების ინტენსივობის გამო უფალს არ შეუძლია შეწყვიტოს თავისთავის გაცხადება მათთვის. ამ მიზნისთვის, ის გამოისახება – ქვაში, ხეში, ან ქაღალდზე – ფორმაში რომელზეც ერთგული განჭვრეტს და მედიტირებს და თაყვანს სცემს. იმისთვის რომ აასრულოს ერთგულის ძლიერი სურვილი მსოფლიოს მუდმივი ძირითადი პიროვნება, მოვა ნებისმიერ ფორმაში, ყველაფერში და ნებისმიერ ადგილზე.
7.04.2012
თქვენი მოვალეობები უნდა იყოს შესრულებული. თითოეულს აქვს მისთვის გამოყოფილი დავალებები, სტატუსის, გემოვნების, მიდრეკილებისა და გამომუშავებული დამსახურების შესაბამისად. ასრულეთ ის ღმერთის და ცოდვის ღრმა შიშით თქვენს გულში. მიესალმეთ ტკივილს და მწუხარებას იმიტომ რომ თქვენ იღებთ წარმატებას და წარუმატებლობას როგორც ჩაქუჩის დარტყმებს რომლებიც გაყალიბებენ თქვენ მტკიცე მაძიებლად. შინაგანი არსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გარეთა კეთილდღეობა. დჰარმა არის მორალური კოდექსი, ბრძენთა გამოცდილება, კონტროლის დისციპლინა რომელიც ამოწმებს ჭკუას და გრძნობებს. დჰარმას კოდექსი მოქმედებს როგორც მუხრუჭი რომელიც აკონტროლებს და ასწორებს ადამიანის ცხოვრებას. ის გეხმარებათ თქვენ განვითარდეთ თითოეული თქვენი საკუთარი გზით. მწყობრად იარეათ მოქმედების (კარმის) და უბიწოების (დჰარმის) პირდაპირ გზაზე ღმერთისკენ. ეს არის თქვენი ბედი.
8.04.2012
შინაგანი კარნახი რომ დაიპყრო ილუზია (მაია), უფალზე დანებებით, მოდის როგორც მრავალი დაბადებიდან დაგროვილი დამსახურების შედეგი. ისინი ვისაც აქვთ ნაკლოვანებები როგორც მათი შემოსავლი განცდიან გრძნობების სწრაფწარმავალ სიამოვნებებს. ჩიტებისა და მხეცების მსგავსად ისინი ტკბებიან საკვებით და მხიარულობენ როგორც სიცოცხლის მიზნით, და არ ითვალისწინებენ რაიმე აზრებს ღმერთის შესახებ. მათ არ უყვართ სათნოთა და კეთილთა კომპანია და უხვევენ შორს კარგი საქმეებიდან და ხდებიან კანონგარეშე ღმერთის სფეროში. მეორე მხრივ ვისაც მიღებული აქვს დამსახურება ისწრაფვის ზრდისკენ სათნოებაში, ანვითარებს ამამაღლებელ აზრებს, და განჭვრეტას და მისწრაფებას ღმრთიურებისკენ. ასეთი მაძიებლები შეიძლება მიზიდული იყვნენ ღმერთისკენ ტანჯვის ან სურვილის ან ცოდნის წყურვილის ან სიბრძნის შეძენით დაინტერესების მეშვეობით. მაგრამ ის ფაქტი რომ ისინი მიემართებიან უფლისკენ დახმარებისთვის უჩვენებს რომ ისინი გაიზარდნენ ამ უმაღლეს გზაზე მრავალი დაბადების მეშვეობით.
9.04.2012
უპირველესი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ რომ შთაბეჭდოთ თქვენს ჭკუაზე სინამდვილე არის ღმერთის სახელის გამეორება და ჭკუაში მის დიდებაზე დამკვიდრება. ეს უზრუნველყოფს რომ ენა არ ხეტიალობდეს უგზოუკვლოდ მომცრო თემებზე და ჭკუა არ ჩაერთოს დაბალ საქმეებში. გახსოვდეთ, თითოეული ადამიანის მოგზაურობა არის სასაფლაოს მიმართულებით. ყოველი დღე გაახლოებთ თქვენ თქვენს ბოლო წამთან. ამიტომ არ გადადოთ თქვენი მოვალეობა რომელიც თქვენ უნდა ატაროთ თქვენი საკუთარი ხანგრძლივი სიკეთისთვის. პატივი ეცით კაცს; ეს არის პირველი ნაბიჯი ღმერთის პატივიხცემისკენ, რადგან კაცი არის პრათჰიაკშა (შეცნობადი) ხოლო ღმერთი კი პაროკშა (შეუცნობადი). ეცადეთ დაინახოთ უფალი ყველა ცოცხალი არსების გულში. ეს უეჭველად მიგიყვანთ თქვენ მარადისობასთან და დაგიხსნით თქვენ დაბადებისა და სიკვდილისგან.
10.04.2012
სულიერი მაძიებლები თავიანთი ძალისხმევის შუაში ზოგჯერ წარმოიდგენენ რომ ღმერთი არის ნაკლებად დიდებული ვიდრე ის არის სინამდვილეში! ისინი გრძნობენ რომ უფალი ანსხვავებს ცოდვილებს და წმინდანებს ან უმეცრებს და ბრძენებს; ეს არის არაჯანსაღი დასკვნები. უფალი არ ყოფს კაცებს ასეთნაირად. თუ ის სინამდვილეში გააკეთებს ასე, დედამიწაზე ვერც ერთი ცოდვილი ვერ შეძლებს მისი რისხვის გაძლებას თუნდაც ერთი წუთით. ეს ჭეშმარიტება იციან მხოლოდ ბრძენებმა. ჩვეულებრივმა ადამიანებმა ეს არ იციან და იტანჯებიან ცრუ რწმენაში თითქოს უფალი არის სადღაც შორს მათგან. ცეცხლის ბუნებაა გაგათბოს შენ როდესაც შენ სიცივისგან კანკალებ. მაგრამ როგორ შეძლებს ის დაგეხმაროთ მიიღოთ თქვენ სითბო თუ თქვენ დადგებით შორ მანძილზე! ამგვარადვე მათ ვისაც სერიოზულად სურს თავის დაღწევა მიწიერი ავადმყოფობების სიცივიდან უნდა მოძებნონ სიბრძნის (ჯნანის) ცეცხლი, რომელიც მოიპოვება ღმერთის წყალობით. და აი ამოტომ არის ბრძენი კაცი (ჯნანი) აღიარებული როგორც ძვირფასი ღმერთისთვის.
11.04.2012
ყველა ისწრაფვის ბედნიერებისკენ. სად არის ბედნიერება? მძიმე მუშაობის გარეშე თქვენ ვერ მიიღებთ ბედნიერებას. ძველ დროს ადამიანები სთავაზობდნენ მისალმებას მოქმედებას (კარმას) მის დაწყებამდე; ისინი მღეროდნენ თჰასმაი ნამაჰ კარმანე (სალამი მოქმედებას). ინდოეთში ზოგიერთი ადამიანი მისდევს ამ წმინდა ტრადიციას დღესაც კი. მოცეკვავე ესალმება ბრასლეტებს მათ ფეხებზე შეკვრამდე. თუნდაც გაუნათლებელი მძღოლი სთავაზობს თავის მოკრძალებულ სალამს საჭის ბორბალს მანქანის მართვის დაწყებამდე და კრიკეტის ზოგიერთი მოთამაშეც აგრეთვე აძლევს თავის პატივისცემას ბურთს ბურთის თამაშის დაწყებამდე. თავიდან და პირველად შესთავაზეთ კარმას პატივისცემა და გამოთქვით მადლიერება მის დაწყებამდე. გააკეთეთ ის ყოველდღიურ პრაქტიკაში. მაშინ ის მოგცემთ კარგ შედეგს. გაიგეთ თქვენი ვალდებულება და შეასრულეთ ის საუკეთესოდ თქვენი შესაძლებლობებიდან. მაშინ თქვენ მიიღებთ დამსახურებულად ბედნიერების განცდას. – ღმრთიური საუბარი 15 აპრილი 2003 წელი.
12.04.2012
გიიტა აღწერს ღმრთისმოსავთა ოთხ ტიპს – ჯნანი (ვინც დაამარცხა უმეცრება და მიაღწია სიბრძნეს), ჯიჯნასუ (ღმრთისმოსავი რომელიც არის სიბრძნის მაძიებელი), აართჰა და ართჰ-ართჰი (ისინი ვინც მიმართა უფალს ამა თუ იმ ფორმის ტანჯვის შესამსუბუქებლად). ეს კლასიფიკაცია გაგებული უნდა იყოს მაგალითით: ჯნანა (სიბრძნე) არის მსგავსი ‘გამჭოლი მატარებლის’, მგზავრს არ სჭირდება მატარებლიდან ჩამოსვლა და ჩაჯდომა სხვა მატარებელში დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. ჯნანასუ არის მგზავრი რომელიც შევიდა ‘გამჭოლ ვაგონში’, ვინც ასევე არ ჩამოდის მატარებლიდან სხვა მატარებელში გადასაჯდომად; მაგრამ ვაგონი უნდა ჩაიხსნას და ჩაებას სხვა მატარებელს გზად. აართჰები და ართჰ-ართჰები ჯდებიან ჩვეულებრივ მატარებელში და მათ მოუწევთ ჩამოსვლა გზად რამდენიმე ადგილზე და მოცდა იქამდე ვიდრე სხვა მატარებელი მოვა; ისინი აღწევენ მიზანს ეტაპებით. ეს არის ხანგრძლივი და დამქანცველი მოგზაურობა. მაგრამ ის მაინც შეიძლება დასრულდეს თუ ღმრთისმოსავი გამოიჩენს უდრეკობას. ასე რომ მიზანი მიიღწევა ყველას მიერ; მხოლოდ პროცესი და ტემპი არის განსხვავებული. ყველა ეძებს იგივე უმაღლეს მიზანს. არ შემოსაზღვროთ თქვენი სურვილები მცირედით. ისინი ვინც ისწრაფიან უფლისკენ არიან გულუხვი და დიდსულოვნები.
13.04.2012 თამილის ახალი წელი
სწორედ ადრეული ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ჩვენი უძველესი კულტურის დიდება. მათ უნდა განივითარონ თავმდაბლობა, სიყვარული, და პატივისცემა უფროსების მიმართ და მოწიწება ყველას მიმართ. ბავშვები და მოზარდები უნდა ჩამოყალიბდნენ იდეალურ მოქალაქეებად. ადამიანმა შეიძლება დაიმსახუროს სხვების პატივისცემა მხოლოდ მაშინ როცა ის პირველი სცემს პატივს სხვებს. პატივისცემა არ ნიშნავს უბრალოდ თავის დაკვრით თქმას ‘სალამი’. ადამიანმა უნდა შესთავაზოს თავისი პატივისცემა (ნამასკარა) სხვებს თავმდაბლობით და პატივისცემით. ნა-მასკარა ნიშნავს შესთავაზო შენი პატივისცემა ეგოს და მიბმულობის (აჰამკარას და მამამკარას) გარეშე. პრაქტიკა ყველაფრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს და მასწავლებლებს რომ გახადონ ბავშვები და მოზარდები ჩვენი ძველი ტრადიციების მიმდევრებად. მაშინ რასაკვირველია საზოგადოება წინ წავა და განცდის მშვიდობასა და აყვავებას. თუ თქვენ აპრაქტიკებთ ჩვენს ძველ ფასეულობებს, საზოგადოება მიაღწევს კშემამს (კეთილდღეობას), წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება დამარცხებული კშამამით (შიმშილით). წმინდა კულტურის პრაქტიკა არის ადამიანის განათლების ნამდვილი ნიშანი.
14.04.2012 ვიშნუ-კერალა ახალი წელი
მხოლოდ გარეგანი სისუფთავე არ არის საკმარისი, თქვენ უნდა გაასუფთაოთ თქვენი ჭკუა და განივითაროთ შინაგანი სისუფთავე. ყველაფრის მომცველი ღმერთი არის წარმოდგენილი თითოეულ ადამიანში. თქვენ უნდა ისწრაფოთ და იმუშაოთ ყველას ბედნიერებისთვის. ნამდვილი დღესასწაული მდგომარეობს თითოეულის ბედნიერების სხვებისთვის განაწილებაში. აჩუქეთ ადამიანებს ბედნიერება. მხოლოდ მაშინ გექნებათ თქვენ უფლება მიიღოთ ის სხვებისგან. ყოველთვის გქონდეთ `გაცემა და მიღება~. ისწრაფეთ კეთილდღეობისთვის ყოველი ადამიანის, არა მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის.
15.04.2012
ჯნანის (სიბრძნის) ერთგულება არის პირდაპირ უფლის ერთგულება (ბჰაკტი), ვინაიდან ბრძენი შეიცნობს უფალს ისე როგორც თავისი საკუთარი მე (ათმა); ეს სტადია მიიღწევა როგორც შედეგი რომელიც დაგროვილია დამსახურებებით მრავალი სიცოცხლის განმავლობაში. ეს ერთგულება არ არის სტადია მისაწვდომი დეზის კვრის მომენტზე; არც ხელმისაწვდომია მზად მაღაზიაში საფასურით. ეს არის კულმინაცია მრავალი სიცოცხლის სულიერი მცდელობის. ასევე, თუ ვინმე გახდა ჯნანი დღეს, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სადჰანის (სულიერი ძალისხმევის) წლები რომლებმაც მოიპოვეს პიროვნებისთვის ეს სტადია. მიზანი მიიღწევა ეტაპობრივად. მაშასადამე, მაძიებლები და ერთგულები უნდა იყვნენ მუდამ ფხიზლად, და შორს იქონიონ არასასურველი თვისებები; ისინი უნდა ცდილობდნენ გაზრდას ღმერთის დიდების განჭვრეტაში, და ზნეობრიობის პრაქტიკაში, ენთუზიაზმით უნდა ცდილობდნენ მიღწევის ნამდვილი ნეტარების განცდას. ეს ნეტარება შემდეგ უნდა განაწილდეს მსოფლიოსთან. ამით იზეიმებს მსოფლიო მშვიდობა და მსოფლიო აყვავება.
16.04.2012
სიკვდილის ღმერთს იამას ასევე უწოდებენ კაალას, რაც ნიშნავს დროს. დრო არის ჭეშმარიტად სიკვდილის ღმერთი. დრომ იცის უმოწყალობა; თქვენ წახვალთ როდესაც დრო ამოიწურება. თითოეულ დღეს, თქვენი მანძილი მოკლდება ოცდაოთხი საათით. სიკვდილის ღმერთზე ნათქვამია რომ ატარებს თოკს. ის არ ამუშავებს თოკის ქარხანას რომ მიათრიოს თავის სახლში ყველა, ვინც კვდება. მომაკვდავმა მილიონმა პიროვნებამ უკვე დაწნა და კისერზე შემოიხვია თოკი. თითოეული პიროვნება წნავს ამ თოკს ყოველი წარმოდგენილი ქმედებით შესრულებულით ადამიანის ცხოვრების წლების განმავლობაში, აწმყოში თუ წარსულში. ქმედებები შესრულებული ეგოიზმით, პირადი ინტერესით ან ისე, როდესაც თვალი გიჭირავს სასიკეთო შედეგებზე თოკს აგრძელებს და უფრო ძლიერ ახვევს. კარგი საქმეები, შესრულებული მიძღვნის სულით არ უმატებს სიგძეს ან სიძლიერეს თოკს. ის იძლევა სიმშვიდეს და ბედნიერებას უხვად. გადაწყვიტეთ დღეიდან რომ დაინახოთ მხოლოდ კარგი სხვებში და განავითაროთ კარგი საკუთარ თავში. ეს არის საუკეთესო სადჰანა (სულიერი პრაქტიკა).
17.04.2012
ყველა ტიპის დარდის წყარო არის უმეცრება (აჯნანა). უმეცრების წყარო არის იდენტიფიცირება სხეულთან – ილუზია რომ შენ ხარ სხეული. ეს შეიძლება მოცილებული იქნეს მხოლოდ სათანადო ცოდნის შეძენით. სიბნელის მოსაცილებლად სინათლე არის საჭირო; სიბნელე არ შეიძლება შეშინებული იყოს ვინმესგან, ვერც შეძლებთ თქვენ ნაყოფის მიღებას ლოცვით ან პეტიციით ან პროტესტით. ის არ გაქრება თუ სინათლე არ მოვა მასში. როდესაც უმეცრება მიდის, დარდი აგრეთვე ქრება. ეს არის ის რატომაც გიიტაში უფალი კრიშნა ეუბნება არჯუნას `მომაბი შენი თავი მე და გამოიმუშავე ჭეშმარიტი ცოდნის სინათლე და იარე ‘არა მწუხარების’ გზით~.
18.04.2012
ყური ავსებს თავს. თავი წარმართავს ხელს და ხელი მოქმედებს. ამიტომ ისმინეთ კარგი რამეები; აკეთეთ კარგი საქმეები და გაანაწილეთ კარგი საგნები. ეს იძლევა სიხარულს და კმაყოფილებას. ილაპარაკეთ რბილად, მოფერებით და მოსიყვარულედ; ეს არის დჰარმა (უბიწოება). გაეცით უხვად და ბრძნულად. მოიწმინდეთ ცრემლები და დააშოშმინეთ ოხვრა და კვნესა. უბრალოდ არ გადაუყაროთ ფული გაჭირვებულებს – მიეცით წყალობით და თავმდაბლობით, მოწიწებით და პატივისცემით. ეცადეთ იცხოვროთ სხვებთან ჰარმონიით. არ იმსჯელოთ სხვებზე მათი ტანსაცმელით და გარეგნობით. თქვენს გულში რისხვის და სიძულვილის გაზრდა არის მსგავსი მრავალნახვრეტიანი ქოთნის ტარების წყლის მოსატანად. დაყარეთ რისხვა, სიძულვილი, შური და სიხარბე. ამის მისაღწევად დაბინავდით უფლის სახელზე; ეს უეჭველად დაგეხმარებათ თქვენ.
19.04.2012
თქვენ უნდა იაროთ მიზნის მიღწევაზე შეუჩერებელი სწრაფვის სულიერი გზით, და უნდა განივითაროთ გათავისუფლების ძლიერი სურვილი. თქვენ უნდა იცხოვროთ სახლში, აშენებულში ოთხ ძლიერ სვეტზე – უბიწოებაზე, სიმდიდრეზე, სურვილსა და გათავისუფლებაზე (დჰარმა, ართჰა, კამა და მოკშა). ანუ უბიწოება უნდა იყოს საშუალება სიმდიდრის შესაძენად და გათავისუფლება უნდა იყოს სურვილი მხოლოდ. რამდენიც არ უნდა იშოვნოთ თქვენ სიმდიდრე ან მოიმარაგოთ ძალა, თუ თქვენ არ იპოვით ნეტარების წყაროს თქვენს შიგნით, თქვენ არ გექნებათ სიმშვიდე და ხანგრძლივი კმაყოფილება. სახელი მანავა (კაცი) თავისთავად ნიშნავს ადამიანს ვისაც არ აქვს უმეცრების კვალი. ამ სახელის დამსახურებისთვის, თქვენ უნდა მოიცილოთ თქვენი უმეცრება კარგი იმპულსებით მოტივირებული უწყვეტი მოქმედებით.
20.04.2012
ჭეშმარიტი ცოდნა არის ის რომელიც გადაგალახვინებთ თქვენ ამ დაბადებისა და სიკვდილის ნაკადის ზღვას. ცოდნა არის ორი სახის – პირველი არის მიზნობრივი ცოდნა ან რომელიც ყოფას ასახავს; მეორე არის მთლიანი ცოდნა, გაგება რომ ღმრთიური მე და ინდივიდუალური სული არის ერთი. მთლიანი ცოდნა ანგრევს ამ მუდმივი ნაკადის რეალობად მიჩნევის ცდომილებას, ის ხსნის შიშს გულიდან და ამჟღავნებს ერთს რომ ყველა არსება არის ჭეშმარიტად ღმრთიური. არსებობს ორი გზა რომლითაც ადამიანს შეუძლია მიახლოება ამ ცოდნასთან – შინაგანი და გარეგანი. გარეგანი გზა არის თავდაუზოგავი მოქმედებების და შინაგანი გზა არის ღრმა მედიტირების და გულგრილობის.
21.04.12
იცოდეთ თქვენი მოვალეობა და ასრულეთ ის საუკეთესოდ ისე როგორც თქვენ შეგიძლიათ, მუდმივად. იზრუნეთ თქვენს მშობლებზე სიყვარულით, ილაპარაკეთ სიმართლე და მოიქეცით სათნოდ. როდესაც თქვენ გაქვთ თავისუფალი დრო, იმეორეთ უფლის სახელი, იმ ფორმით რომელიც თქვენ უფრო მოგწონთ თქვენს ჭკუაში. არასდორს აყვეთ სხვებზე ავად ლაპარაკს ან არ ეცადოთ ვინმეს ნაკლის აღმოჩენას. არ გამოიწვიოთ ტკივილი სხვებში რაიმე ფორმით. იყავით ლოტოსის მსგავსი, მიუბმელი ტალახზე რომელშიც ის არის დაბადებული და წყალზე რომელშიც ის იზრდება. ღირსებები და ნაკლოვანებები მიღებული წარსულ დაბადებებში არის ტალახი რომელშიც პიროვნება დაიბადა; მაცდუნებელი ილუზია წოდებული მსოფლიოდ არის წყალი რომელიც არჩენს. არ დაანებოთ ამ მაცდუნებელს ზეგავლენის მოხდენა თქვენზე. იყავით მიწიერი მიბმულობიდან მაღლა და გარეთ, როგორც ლოტოსი. თუმცა თქვენ შეიძლება იყოთ მასში, თქვენ არ უნდა დართოთ ნება მსოფლიოს შემოვიდეს თქვენში და ზეგავლენა იქონიოს ღირებულებების თქვენს გრძნობაზე.
22.04.2012
წმინდა დღეები ‘Hოლყ დაყს’ ახლა გახდა არდადეგები ‘ჰოლიდაყს’ როდესაც თქვენ მხიარულად ჭამთ თქვენი საკმარი რაოდენობით, მიდიხართ გარეთ პიკნიკებსა და ექსკურსიებზე და ჩვეულებრივ ნებივრობთ გრძნობით სიამოვნებებში. ესენი ტიპიურად მთავრდება დარდით, ავადმყოფობით და უთანხმოებით. წმინდა ადგილებს აქვს დახვეწილი და ძლიერი ზეგავლენა ადამიანის არსებაზე. მიაბით თქვენი თავი უზენაესს, დაუძახეთ მას ნებისმიერი სახელი და წარმოიდგინეთ ის ნებისმიერ ფორმაში. მაგრამ გახსოვდეთ დჰარმას (უბიწოების) გარეშე თქვენ ვერ მიაღწევთ მას. თუ თქვენ დანებდებით ალპაბუდჰის (დაბალ აზრებს), თქვენ დაკარაგვთ აკჰანდა-თჰათჰვას (უნივერსალის პრინციპს). არ წახვიდეთ ბილიკებით; იარეთ გზატკეცილით.
23.04.2012
პატარა თესლი ნელა იზრდება უზარმაზარი გავრცელების ხედ. ასე აგრეთვე პატარა მოქმედებების, ნაზი სიტყვების და კეთილი საქმეების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ აამაღლოთ თქვენი თავი ღმრთიურ არსებაში. ყველაზე ცუდი მოქმედება არის იმის საწინააღმდეგოს კეთება რასაც თქვენ ქადაგებთ – უარყოფთ ხელით რასაც თქვენ გადასცემთ თქვენი ბაგიდან. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მოიქცეთ თქვენი სიტყვების შესაფერისად, იყავით ჩუმად. არ წახვიდეთ სხვებთან რჩევის მისაცემად სათნოებაზე და არ გაუკეთოთ რეკლამა საკუთარ თავს როგორც ფარისეველმა. არ იქადაგოთ დჰარმა (უბიწოება) მაშინ როდესაც საჯაროდ გმობთ მას საქმით. დჰარმა არის მყარი, უცვლელი და არასდროს მცირდება; ის ვინც არ მისდევს მას ამცირებს არა დჰარმას არამედ თავის თავს. ადამიანზე აზრი ყალიბდება პრაქტიკით და არა მოძღვრებით რომელსაც ის ღვრის გარეთ.
24.04.2012 შრი სათჰია საი არადჰანა მაჰოთსავამი
ღმერთი ხორცსისხამს კაცობრიობის გამოსყიდვის გულისთვის და არა თავის გულისთვის. ის მოდის დაბლა რომ უთხრას კაცობრიობას მისი ღმრთიური წარმოშობა და მოუწოდოს ადამიანებს დაბრუნდნენ ღმერთთან სიყვარულის პრინციპის მიმდევრობით. სიყვარულის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს. ეს არის ის გზავნილი რომელიც უნდა იყოს გაგებული დღეს – ავატარის როლი არის სიყვარულის მეშვეობით კაცობრიობის წაყვანა ღვთისმოსავი ცხოვრებისკენ. ადამიანის ყველა არსება არის ღმრთიურების ინკარნირება. ღმრთიურება ბინადრობს ყოველ არსებაში. ყოველი მომენტი აღნიშნავს უფლის მოსვლას რადგან ადამიანის არსებები იბადებიან განუწყვეტლივ. ამიტომ მიუძღვენით ყოველი წამი ღმერთზე ფიქრს. როდესაც თქვენ აკეთებთ ამას, თავის დროზე თქვენ განცდით ღმღთიურებას. თქვენ იქნებით თავისუფალი ილუზიისგან და იქნებით ღვთისმეტყველი. ადამიანი დაბადებულია ღმრთიურ მადლთან შესარწყმელად და არა ყოფით სიამოვნებებში ჩასაძირად. აავსეთ თქვენი სიცოცხლე სიყვარულით და შემოფარგლეთ ის სიყვარულით.
25.04.2012
სხეული არის მხოლოდ ინსტრუმენტი უმაღლესი მიზნისთვის – შეცნობისთვის ღმრთიური დიდმშვენიერების რომელიც ავსებს მთელ მსოფლიოს, რომლის თქვენ ხართ ნაწილი. გამოიყენეთ თქვენი გრძნობების, გონიერების და მეხსიერების ყველა ტალანტი ამ მიზნისთვის. გარდაქმენით თქვენი თავი და აამაღლეთ თქვენი სურვილები. დაე მაღალმა და კეთილშობილმა სურვილებმა ყოველთვის დაძლიოს უფრო დაბალი. როგორც ვირმა რომელსაც მიაქვს სანდალოზის ხე არაფერი არ იცის მეტი ვიდრე ხის წონაა, თქვენც ასევე ატარებთ მძიმე ტვირთს ყოფითი საზრუნავების იმ სურნელების არსებობის გაცნობიერების გარეშე რომელიც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენს ზურგზე წამოკიდებული ნამდვილად მძიმე ტვირთიდან. გრძნობები მიგათრევენ თქვენ შორს მაღალი სურვილებიდან, მაგრამ დაიჭირეთ ისინი მკაცრი კონტროლის ქვეშ სწორი ვარჯიშით. გრძნობების დამორჩილების გარეშე, ყველა რთული რიტუალები თაყვანისცემის, საათები ინტენსიური მედიტირების და აღთქმების მიცემა რომელსაც თქვენ აკეთებთ არ მოგცემთ ნაყოფს.
26.04.2012
ყოველი სიცოცხლის მიზანი არის შეგნება უზენაესის, ეს არის, გათავისუფლების მიღწევა; არ შეიძლება იყოს მეორე მიზანი. თქვენ ხართ დაჯილდოებული სიცოცხლით არა ბუნგალოების ასაშენებლად, მამულების შესაძენად, ქონების დასაგროვებლად, შთამომავლობის გასაზრდელად, ტიტულების გამოსამუშავებლად ან ასასვლელად საზოგადოებრივი ცხოვრების უმაღლეს რანგში. ადამიანის დიდება არ არის დამოკიდებული ამაზე. უტკბილესი წარმატება სიცოცხლეში მდგომარეობს მუდმივი ნეტარების მოპოვებასა და სამუდამოდ თავის დახსნაში დარდისგან და მღელვარებისგან. თქვენ ხართ უკვდავების შვილები. უკვდავების მემკვიდრეობა უნდა იყოს აღიარებული და განცდილი; ის უნდა იყოს მოგებით უკანდაბრუნებული. სახელისა და ფორმის ბორკილები არის წარმავალი და უნდა იყოს მოცილებული. ის არ არის ნამდვილი დამახასიათებელი ინდივიდუალური სულისთვის. გაქცევა დარდისგან და სიხარულისგან დროის მცირე პერიოდში არ არის ნამდვილი გათავისუფლების ნიშანი. ნამდვილი სიბრძნე შედგება აღიარებაში რომ თქვენ ხართ სუფთა ნეტერება; ნეტარება რომელიც წარსულიდან შენარჩუნდება აწმყოსა და მომავალში.
27.04.2012
რელიგია (სანსკრიტში იწოდება მათჰამ) დაფუძნებული არის ბიძგზე რომლითაც მოძრაობს ‘ჭკუა’ (მათჰი). თუ ბიძგი არის ღმრთიური, ჩვენ გვექნება ღმრთიური რელიგია. თუ ის არის მხეცური მაშინ საქმეებიც ხელმოსაკიდებლად მიმზიდველი და სასურველი იქნება მხეცური აგრეთვე. შეერთება განსაკუთრებულის უნივერსალურთან, განსაზღვრულის განუსაზღვრელთან, მდინარის ოკეანესთან – ეს არის პროცესი რომელსაც ეწოდება იოგა. თქვენ შეგიძლიათ ამის შესრულება ნებისმიერი გზით, ღვთისმოსაობის, სიბრძნის ან მოქმედების. გიიტა, რომელიც ხსნის ამ გზებს თავისთავად იყო არჯუნას დანებების შედეგი. თქვენ უნდა განავითაროთ ეს ურთიერთდამოკიდებულება ღმრთიურებასთან შერწყმის ყველაფრის რასაც აკეთებთ, ეს დამოკიდებულება მიძღვნის და მინდობის მის ნებაზე. ეს არის მისი შეცნობის საუკეთესო საშუალება.
28.04.2012
ყველა არის შეწუხებული რომ თავიდან აიცილოს სიბერე და სიკვდილი; შეწუხებულად ყოფნა ეს არის ადამიანის ბუნება. მაგრამ რა სასარგებლო არის უბრალოდ წუხილი? თქვენი ქცევა და მოქმედება უნდა იყოს შესაბამისობაში თქვენს მიზანთან. თუ თქვენ გაქვთ გულწრფელად ძლიერი სურვილი და მთლიანად მიენდობით და ერთგულად დანებდებით უფალს, ის გახსნის დარდის ნისლს თავისი წყალობის სხივებით. თუ თქვენ მიენდობით ამ მსოფლიოს საგნებზე, შემდგომი დარდი არასდროს დასრულდება და არც შეიძლება ის იყოს დასრულებული უფლის გარდა ვინმე სხვის მიერ. ემსახურეთ მაიას (ილუზიის) პატრონს, მთელი ამ ოცნების სამყაროს დიზაინერს უპირატესად, ვიდრე თვით ოცნებას.
29.04.2012
თქვენ არ გჭირდებათ შეისწავლოთ ყველა შლოკა O(ლექი) და წმინდა წერილების კომენტარები ზეპირად ან ჩაერთოთ კამათში სხვა მეცნიერებთან და გამოამჟღავნოთ თქვენი სწავლულობა. საკმარისია თუ თქვენ აიღებთ ერთ ლექსს რომელიც შეეფერება თქვენს სულიერ სტადიას და აქცევთ თქვენთვის ყველაზე დიდ მოწოდებად პრაქტიკაში. პირველი ნაბიჯი თავისთავად მიგიყვანთ უფრო ახლოს მეორე ნაბიჯთან და მეორე გახდის მესამე ნაბიჯს უფრო ადვილს, და ასე დასასრულამდე. რა სარგებლობა ექნება წამალს თუ ის ჩაისხმება ყურში? ის უნდა იყოს მიღებული შინაგანად იმიტომ რომ მან შეძლოს მოქმედება და გააძლიეროს სისხლის ნაკადი და აღადგინოს ჯანმრთელობა. ამის მსგავსად არ არსებობს სარგებლობა საათობით სულიერი საუბრების მოსმენაში. მიიღეთ გაკვეთილი. მიიღეთ ის გულში და ჩადეთ ის პრაქტიკაში. გამოიყენეთ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიცანით ღმრთიურება თქვენში, ეს არის გაკვეთილი.
30.04.2012
საკუთარი რეალობის ერთხელ ხილვა არის გათავისუფლების კარების გახსნა; ამისთვის გულის სარკე უნდა იყოს მომზადებული გულის უკანა მხრის სათჰიით და დჰარმით (ჭეშმარიტებით და უბიწოებით) დაფარვით. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსახულება არ გამოჩნდება. თქვენს ყოველ მოქმედებაში თუ თქვენ დაიცავთ ჭეშმარიტებას და სამართლიანობას, მაშინ თქვენ შეძლებთ თქვენი საკუთარი სინამდვილის გამოაშკარავებას. თქვენ შეიძლება ამბობთ რომ წარსული მოქმედებების ტვირთი და მათი გარდაუვალი შედეგები უნდა ატაროთ; მაგრამ უფლის წყალობით შეიძლება დაიწვას ეს ტვირთი ერთ წამში; სინამდვილის გამომჟღავნება იმ წამში დაგიხსნით თქვენ ამ ტვირთისგან. თუ თქვენ ხედავთ თქვენს თავს ყველაში და ყველას თქვენში, მაშინ, თქვენ იცით სინამდვილე. მაშასადამე თქვენ განივითარეთ იგივე სიდიდის და ხარისხის სიყვარული ყველა დანარჩენის მიმართ როგორიც გაქვთ ჩემს მიმართ.
ბაბა