ოქტომბერი

01.10.19.
დასარას ზეიმი პატივსცემს დევათა (ღმერთების) გამარჯვებას ასურებზე (დემონებზე) – უბიწოების ძალების ბოროტ ძალებზე. მათ გაიმარჯვეს იმიტომ რომ პარაშაკტი (ღმრთურების დინამიური ასპექტი), ძალა რომელიც საგულდაგულოდ შემუშავებული ჰქონდა ღმერთს მთელ ამ ნაირსახეობასა და სილამაზეში, მოვიდა რომ ეშველა მათთვის და ებრძოლა მათი სახელით. წმინდა კომპანია როგორიც ეს არის ეხმარება სურვილის აღძვრას საკუთარი თავის შესაცნობად, საცოდნელად გარემომცველი მსოფლიოს ნამდვილი ბუნების და საცოდნელად როგორ აღმოვაჩნოთ და განვცადოთ ორივეს ერთობა, გამოხატული როგორც ვედური ნათქვამი, ‘ეს შენ ხარ’. სწორედ წმინდა გავლენის მეშვეობით კომპანიის რომელშიც ის იყო გაწევრიანებული ეს ნარადა, მოახლის ვაჟი, ტრანსფორმირდა ბჰაკთი-მარგას (ერთგულების გზის) ძირითად პრაქტიკის მქონედ და წარმომდგენად; რომ ვალმიკი, შარაგზის მძარცველი, გარდაიქმნა დიდ ბრძენად და მოწინავედ პოეტებს შორის; და რომ ბევრ ცოდვილსთვის ნაჩვენები იყო მონანიებისა და ხსნის გზა.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 26 სექტემბერი.
2.10.19.
ყველა ბავშვის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს მშობლების ხარისხები. დედა ჯიჯაბაის მოსიყვარულე ზრუნვამ შივაჯი დიდ მეომრად აქცია. განდჰი გახდა მაჰათმა მისი ღვთისმოსავი დედა პუთლიბაის გამო. პუთლიბაი იცავდა მკაცრ აღთქმას, რომელშიც მას არ უნდა მიეღო საკვები იქამდე ვიდრე არ მოისმენდა გუგულის გუ-გუს. ერთ დღეს ის ელოდა ძალიან დიდხანს გუგულის ძახილს საჭმლის მიღების გარეშე. ახალგაზრდა განდიმ ვერ აიტანა დედის დანახვა მარხვულად ასე დიდი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ის სახლიდან გავიდა და მიბაძა გუგულის გუ-გუს. შემდეგ შემოვიდა შიგნით და თქვა: “დედა, გეთაყვა ახლავე მიიღე შენი საჭმელი, რადგან ჩვენ გუ-გუს ხმა გავიგეთ.” უძლურმა შეეკავებინა თავისი მწუხარება რომ მისმა შვილმა მოატყუა, მან გაუსლაპუნა განდჰის და დაიყვირა, “რა ცოდვა ჩავიდინე, რომ მე მატყუარა უნდა დამებადნა!” განდჰიმ დაუყოვნებლივ მოინანია და ილოცა მისი შენდობისთვის. მან პირობა მისცა რომ არასოდეს იტყვის ტყუილს, და ცხოვრობდა ჭეშმარიტებისთვის დასასრულამდე.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 23 ნოემბერი.
3.10.19.
როდესაც უსამართლობის, უზნეობისა და არაჭეშმარიტების ძალები იზრდება უზარმაზარი პროპორციით და ნებივრობს სიკვდილის ცეკვაში, როდესაც თავკერძობა და თვითდაინტერესება მძაფრდება, როდესაც კაცს და ქალს დაკარგული აქვთ სიკეთისა და თანაგრძნობის ყველა გრძნობა, ათმური პრინციპი, იღებს ღმრთიურ ფორმას, ჩნდება ბოროტი ელემენტების გასანადგურებლად. ეს არის დასარას ფესტივალის შინაგანი მნიშვნელობა. თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი თავისთვის, არის ის რავანა თუ რამა იმ ხარისხების მიხედვით რასაც ის ამჟღავნებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვინ არის რავანა და რა არის მისი ათი თავი? კამა (ვნება), კროდჰა (რისხვა), მოჰა (უმეცრება), ლობჰა (სიხარბე), მადა (სიამაყე), მათსარია (შური), მანასი (ჭკუა), ბუდჰი (გონება), ჩითთა (ნება) და აჰამკარა (ეგო) – ეს ათი შეადგენს ათ თავს. ქედმაღლობა არის დემონი. ცუდი აზრები არის დემონები. რამა არის ცუდი ხარისხების გამანადგურებელი. დასარას ათი დღის განმავლობაში თქვენ უნდა ელოცოთ ღმერთს რომ გაანადგუროს თქვენში არსებული ყველა ბოროტი შტრიხი.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 18 ოქტომბერი.
4.10.19.
ღმრთიური სიყვარულის ტანმოსილებო! არ მისცეთ ადგილი ეჭვებს რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საკვებისგან რომელსაც თქვენ მოიხმართ, კომპანიისგან რომელსაც თქვენ იღებთ ან გარემოდან რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. შეხვდით ეჭვებს მამაცობითა და რწმენით. დასაწყისისთვის, მოიცილეთ ნაკლები თქვენში, გააძლიერეთ თქვენი ერთგულება და გახადეთ იგი მტკიცე და ურყევი. ეს არის ძალისხმევა რაც ყველამ უნდა გააკეთოს (პურუშა პრაიანტა). შემდეგ თქვენ ავტომატურად მიიღებთ ღვთის მადლს (დაივა ანუგრაჰა). არ ელოცოთ ბაბას თქვენი ჭკუის შეცვლისთვის. თქვენი მოვალეობაა შეცვალოთ საკუთარი ჭკუა და იყოთ ფოკუსირებული. თუ თქვენ ელით ბაბამ გააკეთოს ყველაფერი, რა არის თქვენი წვლილი? აკეთეთ თქვენი სადჰანა მყარი რწმენით რეგულარულად და ინტენსიურად. ღმერთის დახმარება მოვა ავტომატურად როდესაც თქვენ გააკეთებთ თქვენს ნაწილს. ასრულეთ თქვენი მოვალეობა და დაუტოვეთ შედეგები ღმერთს. ჭეშმარიტების ამ გზაზე სვლისას, ჯნანას (სულიერი სიბრძნის) გზის გადაკვეთსას, თქვენ არ უნდა შეჩერდეთ მანამ სანამ თქვენ არ გააერთიანებთ საკუთარ თავს ღმრთურში.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 5 ოქტომბერი.
5.10.19.
ნავარატრი აღინიშნება იმ გამარჯვების პატივსაცემად, რასაც პარაშაკთიმ (ღმრთიური ძალის ქალღმერთმა) მიაღწია ბოროტ ძალებზე, როგორც ეს აღწერილია დევი მაჰათმიამსა და დევი ბჰაგავათამში. ეს პირველყოფილი ღმრთიური ენერგია, როდესაც იგი გამოიხატება მისი სათვური (სუფთა და ნაზი) ასპექტით აღწერილია როგორც დიდი მოძღვარი და ზეშთამგონებელი, მაჰა-სარასვათი; როდესაც ეს არის რაჯასური (აქტიური და ძლიერი), ის არის დიდი მომმარაგებელი და დამხმარე, მაჰა ლაკშმი; როდესაც ეს არის თამასური (ბუნდოვანი და არააქტიური), მაგრამ ლატენტური როგორც დიდი სიბნელე გამანადგურებელი და შეცდომაში შემყვანი, ის არის მაჰა-კალი. სისტემატური სადჰანას საშუალებით შესაძლებელია იპოვოთ შინაგანი რესურსები რომლითაც ღმერთმა დაგაჯილდოვათ თქვენ და აამაღლოთ საკუთარი თავი რეალობის უფრო სუფთა და ბედნიერ სამეფოში. ეს პარაშაკთი არის ყველში როგორც კუნდალინი შაკთი (მძინარე სულიერი ენერგია), რომელსაც შეუძლია ბოროტი ტენდენციების განადგურება ჭკუაში როცა გაიღვიძებს. ამიტომ მიუძღვენით ეს ნავარატრი გულის მოლბობას ყოვლისშემძლე დედა ქალღმერთის, და იცხოვრეთ მშვიდობითა და სიხარულით.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 4 ოქტომბერი.
6.10.19.
ნავარატრის ფესტივალი ტარდება მთელ მსოფლიოში ქალღმერთების ძალის გამოსაცხადებლად. უზენაესი შაკტი (ენერგია) ვლინდება დურგას, ლაკშმისა და სარასვატის ფორმით. დურგა გვჩუქნის ენერგიას – ფიზიკურს, გონებრივს და სულიერს. ლაკშმი ბოძებს ჩვენზე მრავალი სახის სიმდიდრეს; არა მხოლოდ ფულს, ხასიათის სიმდიდრეს და ბევრ სხვას. ჯანმრთელობაც კი სიმდიდრეა. სარასვატი ბოძებს ჩვენზე გონებას, უნარს გონებრივი გამოკვლევისთვის და დისკრიმინაციის ძალას. საკუთარი დედა არის ყველა ამ ღმრთიური არსების ერთობლიობა. ის გვაძლევს ენერგიას, სიმდიდრეს და გონებას. მას მუდმივად სურს ჩვენი წინსვლა ცხოვრებაში. ამიტომ ის წარმოადგენს სამივე ქალღმერთს რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ ნავარატრის ფესტივალის განმავლობაში. საზიზღარია იმ ადამიანის ცხოვრება ვისაც არ შეუძლია პატივი სცეს თავის დედას და უყვარდეს ის. დედის როგორც ყველა ღმრთიური ძალის ტანმოსილების აღიარებით, უნდა გამოავლინოთ მის მიმართ პატივისცემა და უნდა მოეპყროთ მას სიყვარულით. ეს არის მნიშვნელობანი მესიჯი რასაც ნავარათრი, ცხრა ღამის ფესტივალი ჩვენ გვაძლევს.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 14 ოქტომბერი.
7.10.19.
არ არსებობს ძალდატანება რომ თქვენ უნდა გქონდეთ გარეთა საკურთხეველი (იაჯნასთვის) როგორც აქ. მხოლოდ, უნდა იყოთ ფხიზელი სიტყვებისთვის რომელსაც თქვენ ამბობთ ან ისმენთ და საქმეებისთვის რომლებშიც თქვენ ხართ დაკავებული. მართალი რომ ვთქვათ, თქვენი გული არის საზეიმო საკურთხეველი; თქვენი ტანი, საცეცხლე; თქვენი თმა, წმინდა ბალახი (დარბჰა); თქვენი წადილები, საცეცხლე ჯოხები რომლებიც კვებავს ცეცხლს; სურვილი, ერბო რომელიც იღვრება ცეცხლში რომ იგი აალდეს; რისხვა არის მსხვერპლად შესაწირი ცხოველი; და ცეცხლი არის თაპასი (ეპიტიმია) რასაც ჩვენ ვასრულებთ. ადამიანები ზოგჯერ განმარტავენ თაპასს როგორც ერთ ფეხზე ან თავზე დგომის მსგავს ასკეტურ პრაქტიკას. არა, თაპასი არ არის ფიზიკური გამრუდება. ეს არის აზრის, სიტყვისა და საქმის სრული და სწორი კოორდინაცია. როდესაც ეს მიიღწევა, ცეცხლის ბრწყინვალება თვალნათლივია.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 02 ოქტომბერი.
8.10.19. ვიჯაიადაშამი
შეიძლება თქვენ შეისწავლეთ მრავალი წმინდა ტექსტი და მოუსმინეთ ბევრ ლექციას. თქვენ შეიძლება ასევე გქონოდათ მიღებული წმიდა და ღმრთისმოსავი სულების დარშანი. რა არის სარგებელი? უწმინდური საკვების და ცუდი კომპანიის ეფექტის გამო, ყველა თქვენი კარგი აზრი დასუსტებულია. კარგი აზრები შეიძლება თვითგამოიხატოს მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მოიშორებთ ცუდ აზრებს. თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს შეგნებული ძალისხმევა ცუდი აზრების გასარეკად. ისევე როგორც თქვენ აღებთ თქვენი სახლის კარებს მხოლოდ თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, და არა მაწანწალა ძაღლებისთვის, თქვენ არ უნდა დაუშვათ ბოროტი გრძნობების და ბოროტი აზრების შესვლა თქვენს ჭკუაში. დღეს არის ხელსაყრელი ვიჯაიადაშამი. ეს არის დასასრული (სამაპთი) წმინდა ნავარათრის ზეიმის. სამაპთი არის ის რაც ანიჭებს დამსახურებულობას (პრაპათის) ყველა შესაძლო ხერხით. სიყვარულის ტანმოსილებო! ამ საღმრთო და წმინდა ზეიმის გამო მე მსურს რომ ყოველმა თქვენგანმა დაიფიცოს რომ გამოაჩენს და მოიშორებს ყველა ნაკლს რომელიც თქვენ იცით რომ არის თქვენში!
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 1 ოქტომბერი.
9.10.19.
მრავალი ადამიანი თაყვანისმცემლობის ყველა მოქმედებას განიხილავს როგორც „მისი“ და ყველა გამომუშავებას და ხარჯვას, როგორც „ჩემი“. მაგრამ ეს არის შეცდომა! არ არსებობს ასეთი განსხვავება მოქმედებებს შორის; მთელ კარმას ან მიჰყავხართ ღმერთისკენ (მადჰავასკენ) ან გაშორებთ მისგან! ყველა მოქმედება არის მისი! როდესაც ამბობთ, რომ ცუდად ხართ, ატარებთ კარგ ჯანმრთელობას და ა.შ., თქვენ გრძნობთ, რომ ტანი ეს ხართ “თქვენ”, მაშინ როდესაც თქვენ ნამდვილად მხოლოდ ათმა ხართ, მასზე დადებული ხუთი გარსით. რა არის თანამედროვე ცივილიზაციის სარგებლობა, რომელიც თავის ხალხს უბიძგებს იცუროს იმ დინებით, რომელიც კაცობრიობას შიშში, შეშფოთებასა და სასოწარკვეთილებაში აგდებს? თანამედროვე განათლება მხოლოდ იმას ასწავლის, რომ ნეტარება (ანანდა) არის ის, რაც წარმოიშობა გრძნობებიდან. არ არსებობს არავითარი სწავლება გონებრივი სიმშვიდის მოპოვების ხელოვნებაში. დრო არ არის თქვენ დაიწყოთ იმის სწავლა რომ ნეტარების მარადიული წყარო იმყოფება საკუთარ თავში?
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 18 ოქტომბერი.
10.10.19.
მოთხრობა რუკმინი კალიანას შესახებ არ არის უბრალოდ ქორწინების ისტორია. ეს არის პურუშას (უზენაესი სულის) კავშირი პრაკრიტისთან (ქმნილებასთან, ობიექტურ მსოფლიოსთან). რუკმინი არის ინდივიდუალური მე (ჯივა), და კრიშნა არის უზენაესი მე (პარამათმა). რუკმინი იტანჯებოდა ობიექტური მსოფლიოს მიერ თავსმოხვეული წესებითა და შეზღუდვებით; ეგოიზმი არის მისი ძმა და მიწიერება არის მისი მამა. დაფიქრდით ამ ფაქტზე: რუკმინი არასდროს შეხვედრია კრიშნას ადრე – მის სულს სწყუროდა უფალი ინტენსიურად. გულწრფელი ქცევით, ის ცდილობდა თავის შეფარებას ღმერთში. მისი მშობლები, ძმა და ყველა ნათესავი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ყოველი ადამიანი იბადება თავისი ბედის გამოსამუშავებლად, არა კიდევ ვინმე სხვისი როლის სათამაშოდ დრამაში. თითოეული იბადება რომ მოიხადოს საკუთარი სასჯელი და დასასრულს, ისინი არიან თავისუფალი. არავინ რჩება ციხეში იმ მიზეზით რომ ძვირფასი ამხანაგი ჯერ კიდევ იქ იმყოფება! რუკმინის ლოცვები, მონანიება, ლტოლვა და სიმტკიცე უხვად დააჯილდოვა და უფალი მიქროდა მის მისაღებად!
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 28 ოქტომბერი.
11.10.19.
რწმენა – ეს არის გამარჯვების სუნთქვა! რწმენა საკუთარ თავში, რწმენა წამოწყებულ კარგ საქმეებში, და რწმენა მათ წარმატებაში წარუმატებლობის ნიშნების მიუხედავად. იყავით კარგი, იყავით სასარგებლო, იყავით კეთილი, იყავით ღმრთისმოშიში – მაშინ თქვენ მოიპოვებთ ყველას ნდობას! მიჯაჭვულობა და სიძულვილი არის პროგრესის უდიდესი მტრები სამუშაოს ნებისმიერ სქემაში. თუ ვინმე შემცდარია რწმენაში რომ ისინი იხსნიან სხვებს, მაშინ ვაი მათ, რადგან სხვა არ არსებობს საერთოდ! ყველა არის ერთი, ერთი ადამიანის მწუხარება არის ყველას მწუხარება. კაცობრიობის უმეცრება არის ძირითადი ხარვეზი. თუკი თქვენ ბრძენი ხართ, იცოდეთ, რომ ყველა ადამიანი ტალღაა თვითიგივე ოკეანის ზედაპირზე. თავდაუზოგავი მოქმედება არის იდეალი, რომლისკენაც თქვენ უნდა ესწრაფოთ. მოგების სურვილი არის როგორც შხამიანი კბილები; როდესაც მათ ამოაძრობთ, კარმას გველი წარმოდგება უვნებელი და თქვენი მოქმედებები ხდება ღირსეული შეთავაზება (ნიშკამა კარმა)!
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 15 სექტემბერი.
12.10.19.
სიკვდილი მოდის დაცხრომით როგორც შევარდენი წიწილებზე რომლებიც კენკავენ საკვებს მიწაზე. როგორ შემიძლია მე მიგიღოთ თქვენ ჩემთან. მე არ ვიცი თქვენი წარსული და აწმყო, დანაშაული და სასჯელი, მიღწევები და ჯილდოები? მე ვარ შეუხებელი რაიმე გზით ვინმეს მოსვლით მსოფლიოში ან აქედან ვინმე სხვის გასვლით. მე ბოლომდე მიმყავს ის რაც არის სამართლიანი და უბიწო, ზოგჯერ შეცვლილი ჩემი წყალობით. იცხოვრეთ საკუთარი მეს (ათმა ტატვას) ნამდვილ ბუნებაში; ეს უზრუნველყოფს მშვიდობას (შანთის). მიჯაჭვულობისა და სიძულვილის შხამით თქვენს შიგნით, თქვენ როგორ იქნებით ჯანმრთელი? თუ თქვენ განცდით მეს ჭეშმარიტ ბუნებას, თქვენ გახდებით თვით ბჰაგავანი (ღმრთიური). სწორედ ამიტომ მე მოგმართავთ თქვენ, როგორც დივიათმა სვარუპულარა. თითოეულმა თქვენგანმა უნდა გარდაქმნას თავისი თავი ბჰაგავანად გასახდომად თქვენი გაცალკევებული ინდივიდუალური სულის (ჯივას) უნივერსალური ათმას ოკეანეში გაერთიანებით. ჩემი ბუნება არის მარადიული ნეტარება. თქვენ უნდა განცადოთ ნეტარება ჩემი მითითებების მიდევნით და ჩემი სწავლებების პრაქტიკით.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 18 ოქტომბერი.
13.10.19.
ბჰაჯანები ყოველთვის იძლევა ნეტარებასა და მშვიდობას. იზრუნეთ, რომ ეს არ გამოიყენოთ თქვენი ეგოიზმის გასაზრდელად, ან ურთიერთ ბრალდებისთვის, ან შურისთვის ან სიამაყისთვის, როგორც ხშირად ხდება. იყავით თავმდაბალი, იყავით მშვიდი, იყავით შემწყნარებელი. ითანამშრომლეთ ყველასთან და ყველას მოეპყრეთ თავაზიანობითა და სიკეთით. ერთგულება არ არის უნიფორმა რომელიც უნდა ატაროთ ხუთშაბათის საღამოს, როდესაც თქვენ იკრიბებით ბჰაჯანებისთვის და ჩაალაგოთ როდესაც ბაჯანები დასრულდება. ეს უნდა ნიშნავდეს თავმდაბლობის, მშობლების, მასწავლებლების, უხუცესების და სხვათა მიმართ პატივისცემის დამოკიდებულების განვითარებას; ეს არის გონებრივი მსოფლმხედველობა, ყველგანმსუფევი დამოკიდებულება. ეს არის გულის საარსებო საშუალება, ისევე როგორც საკვები არის საარსებო საშუალება ტანისთვის. ისევე, როგორც კომპასის ისარი ყოველთვის მიუთითებს ჩრდილოეთს, არასოდეს იხრება ამ მიმართულებიდან, და უბრუნდება მას, ადვილად, სიამოვნებით, სწრაფად, როდესაც იგი შეირყევს ამ ხაზს, ასევე ერთგულიც უნდა იდგეს უფლის პირისპირ მუდამ, უნდა იყოს ბედნიერი მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არის ფოკუსირებული მასზე.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 15 დეკემბერი.
14.10.19.
ადამიანებს შორის ნამდვილი თანასწორობა მიიღწეული უნდა იქნეს არა მატერიალური მოგების თანაბარი განაწილებით, არამედ კულტივირებით უანგარო სიყვარულის, რომელიც ამაღლბს ღმრთიურების გრძნობას, რაც თანდაყოლილია ყველა არსებაში. გაიხედეთ მატერიალიზმის მიღმა უზენაეს არასებაზე ვინც არის ყველაფრის უზრუნველმყოფელი. როდესაც თქვენ აღიარებთ ერთს როგორც წარმოდგენილს ყველა არსებაში და ყველას პატივს სცემთ როგორც ღმერთის გამოვლინებას, თქვენ აღწევთ თანასწორობას ჭეშმარიტი გაგებით. გაითავისეთ ფაქტი რომ ეს ტანი მოცემულია თქვენზე უანგარო მსახურების შესასრულებლად. ასევე გაიგეთ რომ ქმნილობაში არაფერია განკუთვნილი ვინმე ერთი ადამიანისთვის ექსკლუზიურად გამოსაყენებლად. ამრიგად ჩვენ უნდა უკუვაგდოთ გრძნობა: „ეს ყველაფერი მოცემულია ჩემი განსაკუთრებული გამოყენებისთვის. ესენი არის ჩემი საკუთარი.” ძველმა ბრძენებმა ხაზი გაუსვეს კარმა იოგას მნიშვნელობას, ანუ ცხოვრებაში მოვალეობების შესრულებას მიძღვნის სულისკვეთებით. კარმა იოგას მეშვეობით თქვენ უნდა მიაღწიოთ გრძნობების კონტროლს და უნდა განივითაროთ უნივერსალური სიყვარულის, მოთმინებისა და თანაგრძნობის ხარისხები.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 11 დეკემბერი.
15.10.19.
შეიძლება ვინმე თავის თავს დიდ ერთგულს ან მეცნიერს უწოდებდეს მაგრამ მსხვერპლის სულის გარეშე არ არსებობს რაიმე სიდიდე. მსახურება (სევა) არის მარილი რომელიც გემოს აძლევს სიცოცხლეს. მსხვერპლის სული სურნელებას ანიჭებს სიცოცხლეს. ვინმემ შეიძლება იცხოვროს 60, 70 ან 80 წელი მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მათი ცხოვრება არ მიეძღვნა მათი ხასიათის გაკეთილშობილებას და სხვებისთვის ერთგული მსახურების გაწევას. ის, რისკენაც თქვენ უნდა ესწრაფოთ, არ არის შენობები, თანამდებობები და მრეწველობა. კარგი ხასიათი არის უდიდესი სიმდიდრე რომლიც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ. უფრო სასიცოცხლო ვიდრე ხუთი პრანა არის სატია, დჰარმა, სანტი, პრემა და აჰიმსა. ესენი არის სასიცოცხლო სუნთქვა ყველასთვის. აქედან ყველაზე დიდია პრემა (სიყვარული). აივსეთ სიყვარულით. სიყვარულმა უნდა გამოიხატოს თავი როგორც მსახურებამ საზოგადოებისთვის. გაითვალისწინეთ რომ ჩვენ ვარსებობთ საზოგადოებისთვის და საზოგადოება არსებობს ყველას სასიკეთოდ. განწმინდეთ თქვენი ცხოვრება მსახურების გაწევით და სიხარულისა და კომფორტის გავრცელებით.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 11 დეკემბერი.
16.10.19.
იმის მიუხედავად რომ ღმერთი ბინადრობს ყოველ ადამიანში, ეს ფაქტი რჩება ლატენტური მსგავსად ზეთის მდოგვის თესლში. თქვენს შიგნით ღმერთის გამოსავლენად, თქვენ უნდა გაიაროთ განსაზღვრული გამოცდები და მძიმე განსაცდელები. ღმერთისადმი სიყვარული უნდა გაიზარდოს უბედურების გამოცდილებათა შედეგად. ისევე, როგორც ოქრო იუმჯობესებს ბრწყინვალებას რაც უფრო მეტად თბება ტიგელში, თქვენმა ერთგულებამ უნდა გაიაროს მუდმივი გამწმენდი პროცესი. დღეს ყველა აზრი და მოქმედება დაბინძურებულია ამა თუ იმ გზით. თქვენი აზრები, ხედვა და სიტყვები წაბილწულია. ახალგაზრდებმა მიზნად უნდა დაისახონ მსოფლიოში იდეალურ მაგალითად გახდომა. ამ მიზნით მათ უნდა განავითარონ კარგი კომპანია, ანუ ღმრთიური სიყვარულით სავსე პირთა კომპანია. წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, დღეს ადამიანები პრეტენდირებენ იყვნენ ის რაც ისინი არ არიან. მათ უნდა მოიშორონ ცხოველური ინსტინქტები და ისინი უნდა პროგრესირდნენ ადამიანიდან ღმერთისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 21 აგვისტო.
17.10.19.
წმინდა წერილების შესწავლამ შეიძლება გააძლიეროს უკვე თქვენში არსებული სულიერი მოთხოვნილებები და სტიმული მოგცეთ მოძღვრებათა პრაქტიკაზე. ნუ მოექცევი მათგან მიღებულ სწავლებას როგორც ძალიან დიდ საკვებს ტვინისთვის. ეს უნდა აქროლდეს ნეტარებაში (ანანდაში) ინდივიდისთვის. შური, პომპეზურობა, ეგოიზმი – ასეთი ბოროტი შტრიხები უნდა გამოიდევნოს ინდივიდიდან. სიბრძნის წყარო არის გურუ, სული (პურუშა) დაფარული თქვენში. ეს სულიერი განძი შეიძლება მიიღოთ სხვებისგანაც აგრეთვე. თუმცა, გამცემს უნდა ფლობდეს უმაღლეს მიღწევას, ხოლო მიმღებს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ღირსება რაც იმსახურებს მიღწევას. შეიძლება თესლს ჰქონდეს სიცოცხლე თავისში, მაგრამ ნიადაგი უნდა მოიხნას და გახდეს ვარგისი მის გასააქტიურებლად. როდესაც ორივე პირობა დაკმაყოფილებულია, სულიერი წარმატების მოსავალი უზრუნველყოფილია. გახსოვდეთ, ნამდვილი გურუ იპარავს თქვენს გულს და არა თქვენს სიმდიდრეს!
– სატია საი ვაჰინი, თავი 13.
18.10.19.
თითეულმა ისე უნდა წარმართოს ცხოვრება რომ არ გამოიწვიოს ნებისმიერი ცოცხალი რაიმეს ტკივილი. ეს არის მათი უმაღლესი მოვალეობა. ასევე, ყველასთვის მთავარი მოვალეობაა, ვისაც აქვს ეს ადამიანად დაბადების შანსი, გამოუყოს თავისი ენერგიების ნაწილი დროდადრო ლოცვას, უფლის სახელის გამეორებას, მედიტირებას და ა.შ. თითოეულმა უნდა გაათანაბროს ცხოვრება ჭეშმარიტებასთან, უბიწოებასთან, სიმშვიდესთან და კეთილ საქმეებთან რაც არის სხვებისთვის მსახურება. ადამიანი უნდა იყო შეშინებული ისეთი მოქმედებების შესრულებით რომელიც საზიანოა სხვებისთვის ან საქმეებით რომლებიც არის ცოდვილი როგორც ახლა გეშინია ცეცხლის შეხების ან კობრას შეწუხების. ადამიანს უნდა ჰქონდეს იმდენივე მიჯაჭვულობა და სიმყარე კარგი საქმეების შესრულებაში, სხვების გაბედნიერებასა და უფლის თაყვანისცემაში, როგორც ახლა აქვს ოქროს და სიმდიდრის დაგროვებაში. ეს არის ყველა ადამიანის არსების დჰარმა (მოვალეობა).
– პრემა ვაჰინი, თავი 65.
19.10,19.
კაცობრიობის გარდაქმნა მორალურ საფუძვლებზე დღეს არის საყოველთაო პრობლემა. ყველა ქვეყანაში აქცენტი კეთდება ცხოვრების სტანდარტზე, არა ცხოვრების წესზე. როგორც კი თქვენ მიბრუნდებით ამქვეყნიური ბედნიერების გზისკენ, თქვენ მიხვალთ კიდეც უფრო მეტ უკმაყოფილებასთან, კონკურენციასთან, სიამაყესთან და ეჭვიანობასთან. უბრალოდ შეჩერდით ერთი წუთით და შეამოწმეთ თქვენი საკუთარი გამოცდილება; ბედნიერი ხართ თუ არა როცა უფრო მდიდარი ხდებით და იღებთ თუ არა უფრო მეტ მშვიდობას როცა და როდესაც თქვენი სურვილები დაკმაყოფილებულია. მაშინ თქვენ დაამოწმებთ ჭეშმარიტებას რომ გაუმჯობესებული ცხოვრების დონე ბედნიერების გარანტი არ არის. გახსოვდეთ, განათლება ან ინფორმაციის სრულყოფილი დაუფლება და უნარ-ჩვევების შეძენა არ არის გონებრივი სიმშვიდის გარანტი. სინამდვილეში, თქვენ ხედავთ განათლებულებს ყველგან უფრო უკმაყოფილოებს და მეტად კონკურენტუნარიანებს ვიდრე არა განათლებულებს. ასე რომ აღდგენა უბიწოების (დჰარმას), რაც ავატარის ამოცანაა, ისეთივე გადაუდებელია მსოფლიოს სხვა ნაწილებში, როგორც ეს არის ინდოეთში.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 23 აპრილი.
20.10.19. ავატარის გაცხადების დღე
შეუძლებელია არსებობდეს გირლიანდა უსიმოდ რომელიც გადის ყვავილებში. შეუძლებელია იყოს ადამიანი, შინაგანი ნათესაობის გარეშე რასაც ღმერთი უზრუნველყოფს თითოეულისთვის. ის არის ბრაჰმასუთრა (ბრაჰმანი სიმი), უხილავი, მაგრამ უცვლელი. როდესაც ბუშტი დაიბერება, ის სკდება და მის შიგნით არსებული ჰაერი უერთდება უზარმაზარ უსაზღვრო სივრცეს გარეთ. გაფართოება არის განათლების გული. თქვენი სიყვარული უნდა გაფართოვდეს და შეავსოს თქვენი სახლები, საზოგადოება, და ბოლოს, უნდა ააფეთქოს ეს ბორკილები და შეერთდეს მთელს მსოფლიოზე. ხელის გულში დაჭერილი წაყლის წვეთი მალე აორთქლდება; იგი მთლად მარტოა. მაგრამ გადააგდეთ იგი ზღვაში და იგი გადარჩება როგორც ზღვის ნაწილი. იგი იღებს ზღვის სახელსა და გემოს, სიდიადეს და ძალას! კულტივირეთ სიყვარული; დათესეთ სიყვარულის თესლი ყველა გულში. კოკისპირულად დააწვიმეთ სიყვარული უდაბნოების ქვიშაზე, დაე გაიშალოს სიმწვანე, მშვენიერი ყვავილები, სიხარულის ნექტარის, მშვიდობისა და ნეტარების მოსავალი მიიღოს ყველა არსებამ. ეს არის ჩემი სურვილი, ჩემი მისია, ჩემი აღთქმა.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 25 ივლისი.
21.10.19.
დაფიქრდით ამაზე ერთი წუთით: როგორ და რატომ დაივიწყა კაცმა თუ ქალმა თავისი თანდაყოლილი ღმრთიურობა? როგორ ჩავარდნენ ისინი პატარაობის ამ მცდარობაში? გამოიკვლიეთ ასეთნაირად – მაშინ გაიგებთ, რომ ეს უნდა იყოს მომენტალურ სიამოვნებებზე ჭკუის დევნის შედეგი. მაშ რა არის წამალი? ინფორმაციის მთებზე დაუფლება მიღწეულია ადამიანების მიერ ახლა; მაგრამ სიბრძნე ჩამორჩა უკან! აქედან გამომდინარე, უნდა განვითადეს უნივერსალისა და აბსოლუტის სამყაროში გამოძიების და პროგრესირების თქვენი უნარები. ამ მოგზაურობაში წარმატების საიდუმლო მხოლოდ ერთი სიტყვაა: თაყვანისცემა! გააკეთეთ ყველაფერი როგორც თაყვანისცემა. „თქვენ გახდებით ის, რასაც გრძნობთ (იათ ბჰავამ თათ ბჰავათი).” თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ღმრთიურის გრძნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაგემოვნებული გაქვთ ღმრთაებრივის სიყვარული. ღმრთიური ხორცს ისხამს როგორც ადამიანი (ავატარი) ამ ტკბილი სიყვარულის გემოს მოსაცემად თქვენთვის იმიტომ რომ უფლისადმი ლტოლვა მყარად ჩაინერგოს თქვენს გულში.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 24 ნოემბერი.
22.10.19.
თუ ერთი წამით მზეს შეხედავთ და შემდეგ მიაქცევთ თვალს სხვა ნივთებზე ირგვლივ, მიხვდებით რომ მათზე მუქი ბუჩქი დგას და ვერ ცნობთ მათ. ანალოგიურად, ღმერთის ხედვის მიღების შემდეგ, ვინც არის უფრო მეტად სხივმოსილი ვიდრე ათასი მზე, თქვენ ვეღარ შეძლებთ აღიაროთ მრავალფეროვნება რომელსაც ჰქვია ბუნება (პრაკრიტი). მსოფლიო არის შავი, ეს არის ბლოკირებული; მართლაც, თქვენ ვეღარ შეძლებთ აღიაროთ ან საქმე გქონდეთ მრავალფეროვნებასთან მას შემდეგ რაც გექნებათ ძირითადი ერთიანობის ხედვა. აიღეთ ეკრანი კინოთეატრში. როდესაც ფილმია მასზე, თქვენ ვერ ხედავთ ეკრანს, ხედავთ მხოლოდ თამაშს. როდესაც ჩვენება დასრულდება, თქვენ ხედავთ მხოლოდ ეკრანს, ეკრანს რომელსაც არ აქვს შეტყობინება – არც ხმა, არც სახელი, არც ფორმა, არც ფერი და არც კრედო. მთელი ეკრანი დაკარგული იყო სურათში. ეკრანი არის ბრაჰმანი. ბრაჰმანი არის ჭეშმარიტება (სატიამ); სამყარო არის ბრაჰმანი. ეს არის (სათ); ეს არის ცნობიერება (ჩით). ამის ცოდნა და ორივესთან ურთიერთობა არის ნეტარება (ანანდამ).
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 22 ოქტომბერი.
23.10.19.
არსებობს ადამიანების სამი ტიპი: (1) არა მორწმუნენი, რომლებიც განიხილავენ ამქვეყნიურ საგნებს როგორც რეალურს; (2) ისინი, ვისაც რწმენა აქვს ნებაში ყველაფრის უკან, რასაც ხედავენ და განცდიან და ემორჩილებიან ამ ნებას. ისინი ცდილობენ გაიგონ ეს ნება, მისდიონ მას და არ ირბინონ მის წინააღმდეგ; და (3) ისინი, ვინც მიხვდა, რომ ობიექტურ სამყაროს აქვს მხოლოდ ფარდობითი მნიშვნელობა. ეს უკანასკნელი ორი არავის ადანაშაულებს, მათ შორის უფალსაც, მათ ზიანებსა და ტკივილებში. სანამ ვაჟი ან ქალიშვილი არასრულწლოვანია, მათ არ ექნებათ უფლება მშობლების საკუთრების თავიანთ წილზე. როდესაც თქვენი სულიერი პრაქტიკა არ არის საკმარისად ძლიერი საკუთარი ბედის მოსახაზად, თქვენ იტანჯებით და იბრძვით. როდესაც თქვენ ამბობთ, “მე, მე, მე”, თქვენ ხართ საკუთარ თავზე, თქვენ შეიძლება წაიბორძკოთ და დაეცეთ. თქვით, “არა მე, არამედ შენ”, მაშინ ყველაფერი გემატებათ თქვენ! წარსული მოქმედებების შედეგები მზის წინაშე ნისლის მსგავსად დნება, როდესაც თქვენ უხმობთ უფალს!
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 24 ნოემბერი.
24.10.19.
ერთხელ კრიშნამ თავი მოაჩვენა რომ იტანჯებოდა აუტანელი თავის ტკივილით. თავის თავზე შემოხვეული თბილი სამოსით და გაწითლებული თვალებით, ის მოუსვენრად ტრიალებდა საწოლში. დედოფალებმა რუკმინიმ და სათიაბჰავამ სცადეს მრავალი საშუალება, რაც არაეფექტური აღმოჩნდა. ნარადასთან ერთად, როდესაც ისინი კონსულტაციებს უტარებდნენ უფალ კრიშნას, მან მიმართა რომ ნამდვილი ერთგულის ფეხების მტვერი მოეტანათ! წამში, ნარადამ თავი გააცხადა ზოგიერთ სახელგანთქმულ ერთგულთა თანდასწრებით, მაგრამ ისინი ძალიან მორიდებულები იყვნენ უფლისთვის წამლად გამოსაყენებლად თავიანთი ფეხების მტვრის შეთავაზებაზე! ნარადა იმედგაცრუებული დაბრუნდა. კრიშნამ ჰკითხა: ”თხოვე შენ გოპებს?” ნარადა გაეჩქარა ურწმუნოებით! გოპებმა რომ გაიგეს ეს, მეორე აზრის გარეშე, მათ ჩამოიბერტყეს თავიანთი ფეხების მტვერი და აავსეს მისი ხელები! ჯერ კიდევ სანამ ნარადა დვარაკამდე მიაღწევდა, კრიშნას თავის ტკივილი გაქრა! უფალმა წარმოადგინა ეს ხუთდღიანი დრამა და ასწავლა რომ თვითგანსჯა ასევე არის ეგოიზმი და როდესაც ეგო მიდის, თქვენ გრძნობთ არც უპირატესობას და არც ქვემდგომობას, და რომ ერთგული უნდა ემორჩილებოდეს უფლის ბრძანებას მერყეობის გარეშე.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 7 ივლისი.
25.10.19.
ასრულე კარმა (მოქმედება) დაფუძნებული სულიერ სიბრძნეზე, რომ ყველაფერი ერთია! დაე ეს აღსავსე იყოს ერთგულებით, თავმდაბლობით, სიყვარულით, თანაგრძნობითა და არაძალადობით. თუ ერთგულება არ არის სავსე სულიერი სიბრძნით, ეს იქნება მსუბუქი, როგორც ბუშტი, რომელიც დრეიფობს ქარის ნებისმიერ ნაკადზე. უბრალო სიბრძნე გამოახმობს თქვენს გულს; ერთგულება ხდის რბილს სიმპატიით, და კარმა აძლევს ხელებს რაიმეს საკეთებლად, რაიმეს რამაც უნდა განწმინდოს თქვენი ყოველი წუთი რომელსაც თქვენ ცხოვრობთ. სწორედ ამიტომ ერთგულებას მოიხსენიებენ როგორც უპასანას, რაც ასევე ნიშნავს “ახლოს ცხოვრებას”, დასწრების შეგრძნებას და ღმრთიურის სიტკბოს გაზიარებას. წადილი უპასანასთვის გიბიძგებთ წასვლას მლოცვარებზე, ტაძრების აშენებასა და განახლებას, ხატების მიძღვნასა და დანიშნული თაყვანისცემის შეთავაზებას. ეს ყველაფერი მაღალი რიგის კარმაა; ესენი უძღვება სულიერი სიბრძნისკენ. თავიდან, თქვენ იწყებთ იდეით, „მე ვარ სინათლე“. შემდეგ თქვენ გრძნობთ, რომ „სინათლე არის ჩემში“, რასაც მიჰყავხართ დარწმუნებასთან, „მე ვარ სინათლე“. ეს არის უზენაესი სიბრძნე!
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 7 ივლისი.
26.10.19.
არცერთი სხვა ელემენტი ამ სამყაროში არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც სინათლე. ეს არის სინათლე რაც გვიჩვენებს გზას სიბნელის გაფანტვით. მხოლოდ სინათლის დახმარებით, თითეული ასრულებს თავის ყოველდღიურ მოვალეობებს. ლამპის ალს აქვს ორი მნიშვნელოვანი ხარისხი. ერთია სიბნელის განდევნა; მეორე არის მისი უწყვეტი აღმავალი მოძრაობა. მაშინაც კი, თუ ლამპა არის ორმოში, ალი მიმართულია ზემოთ. ყველა ინდურ ფესტივალს აქვს წმინდა შინაგანი მნიშვნელობა შეახსენოს ადამიანებს მათი საკუთარი თანდაყოლილი და იმანენტური ღმრთიურება; ალის აღმავალმა მოძრაობამ, როგორც ნათქვამია ძველი ბრძენების მიერ, უნდა შეგახსენოთ სიბრძნისაკენ მიმავალი გზა და ღმრთიურებისკენ მიმავალი გზა! ლამპა ფანტავს გარე სიბნელეს. შიგნით უმეცრების შინაგანი სიბნელის გასაფანტად, თქვენ გჭირდებათ ვაირაგია (უარის თქმა) როგორც კონტეინერი, სიყვარული როგორც ზეთი, მიზანმიმართული კონცენტრირება როგორც პატრუქი, და თათვა ჯნანა (სულიერი სიბრძნე), როგორც ასანთი კოლოფით. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გაქვთ ეს ოთხი, შეგიძლიათ აანთოთ სიბრძნის ლამპა.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 19 ოქტომბერი.
27.10.19. დიპავალი
ნავარატრი იზეიმება დაივათვამის (ღვთაების) დანავათვამზე (დემონებზე) გამარჯვების აღსანიშნავად მაჰაშაქტის, როგორც ჩანდის, დურგასა და კალის ქომაგობის მეშვეობით. დიიპავალი ზეიმობს ზეციურის გამარჯვებას ჯოჯოხეთის გავლენებზე; სათნოების მანკიერებაზე რაც სიმბოლიზებს კრიშნა-სატიაბჰამას გამარჯვებას ნარაკასურაზე; ზეცაში აღმავლობის გამარჯვებას ძირს ჯოჯოხეთში ჩათრევაზე. სატია ან ჭეშმარიტება ყოველთვის დაამარცხებს სიცრუის ძალებს. ეს არის შინაგანი მნიშვნელობა სატიაბჰამას, ინსტრუმენტის რომელიც უფალმა გამოიყენა ნარაკასურის გასანადგურებლად. როდესაც ნარაკასურა განადგურდა, ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც ადამიანის ექვსი მტერი (ვნება, რისხვა, სიხარბე, ბრმა გატაცება, სიამაყე და ეჭვიანობა), რომლებსაც ის დაცემისკენ მიჰყავს, გადალახულია, სიბრძნის ალი იკაშკაშებს ნათლად, მკაფიოდ და ლამაზად. ამ ჭეშმარიტების დემონსტრირებაა ის, რომ დიპავალის დღეს ყველა სახლში ანთებული და მოწყობილია დიიპები ან ლამპები რომლებიც ფანტავს სიბნელეს, რაც არის ბოროტებისა და მანკიერების კერა.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 11 ნოემბერი.
28.10.19.
არ არსებობს ჭეშმარიტება (სათიამ) სიკეთის (სივამის) გარეშე; არ არსებობს სიკეთე სილამაზის (სუნდარამის) გარეშე. მარტო ჭეშმარიტებას შეუძლია ხელშეწყობის ბოძება, და მარტო ხელშეწყობა არის ნამდვილი სილამაზე. ჭეშმარიტება არის სილამაზე; სიხარული არის სილამაზე. სიცრუე და დარდი არის მახინჯი იმიტომ რომ ესენი არაბუნებრივია. ჭეშმარიტების ბრწყინვალება გამოაჩენს სიკეთეს; აკეთე კარმა რომელიც მოწონებულია უმაღლესი სიბრძნით და არა კარმა, რომელიც დაბადებულია უმეცრობით. შემდეგ, ყველა კარმა იქნება ხელსაყრელი, სასარგებლო და კურთხეული. ძაღლი დამწყვდეული ოთახში, რომლის კედლებიც სარკისაა ხედავს უამრავ არეკლილ არა საკუთარ თავს არამედ მეტოქეებსა და კონკურენტებს, სხვა ძაღლებს, რომლებსაც უნდა დაყეფოს. ამგვარად, ის თავისით იღლება მიხტომით ამ ანარეკლებზე და როდესაც გამოსახულებები ასევე ახტება, იგი ხდება გაბრაზებით გადარეული! ბრძენი ინდივიდი როცა კი ხედავს საკუთარი თავის ანარეკლს და არის მშვიდობაში: პიროვნება არის ბედნიერი, რომ გარშემო ყველგან არის მისი უამრავი ანარეკლი. ეს არის დამოკიდებულება რომლის დაუფლებაც თქვენ უნდა ისწავლოთ, ეს დაგიცავთ თქვენ არასაჭირო შეწუხებისგან.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 7 ივლისი.
29.10.19.
დანებების გარეშე, არ შეიძლება იყოს გათავისუფლება. მანამ სანამ თქვენ ეკვრებით ვიწრო “მე”-ს, ციხის ოთხი კედელი დაიხურება თქვენზე. ამოშალეთ “მე” და თქვენ თავისუფალი ხართ. როგორ მოვკლოთ ‘მე’? მოათავსეთ იგი უფლის ტერფებთან და თქვით: „შენ, არა მე“, და გათავისუფლდებით იმ ტვირთისაგან, რომელიც თქვენ განადგურებთ. ყოველთვის დაუკავშირდით ნირანჯანას – უზარმაზარს, უსაზღვროს, ღმრთიურს. იოცნებეთ, დაგეგმეთ და იმუშავეთ გასაერთანებლად აბსოლუტთან! გადალახეთ ყველა დაბრკოლება, თქვენი ჭკუის ფიქსირებით თქვენს საკუთარ უსასრულობაზე. არ დაიწუნოთ თქვენი ჭკუა როგორც მაიმუნი; ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი; ეს დაგეხმარებათ თქვენ მოიპოვოთ თავისუფლება ან დარჩეთ შეკრული – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ახდენთ თქვენ მის მანიპულირებას. ის შეასრულებს თქვენს ბრძანებებს მინიმალურ დეტალებამდე და შეუძლია მიგიყვანოთ სამეფო გზით რეალიზების კართან! ან ის წაგიყვანთ დაბნელებულ ხეივნებში! გამოიყენეთ იგი ბრძნულად!
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 24 მაისი.
30.10.19.
ალმასი ჭრის ალმასს. ეკლის გამოყენება შეიძლება ეკლის ამოსაღებად. კარმა კურნავს კარმას. კარმა, დაცინული როგორც გამომწვევი მწუხარება-სიხარულის, ტკივილ–სიამოვნების, დაბადება–სიკვდილის ორმაგობის, ასევე გამოიხმობს ორმაგობის ბორკილებიდან გათავისუფლებას. კარმა იწვევს ორივეს მონობასაც და განთავისუფლებასაც. მზე ამოდის; ეს მოქმედება ხსნის ლოტოსის ყვავილის ფურცლებს, მაგრამ კეცავს კუმუდას (წყლის შროშანას) ყვავილებს! მზე ჩადის; ეს მოქმედება კარგ ადამიანს აჩქარებს სახლში ოჯახის წევრების კომპანიისკენ, მაგრამ ეს ცუდ ადამიანებს აჩქარებს თავიანთი ბუნაგებიდან იმ ადგილებისკენ სადაც ისინი მხიარულობენ. როდესაც ხელის გული ეცემა მრდანგაზე შექმნილი ხმა სასიამოვნოა ყურისთვის. მაგრამ როდესაც ის ცარიელ თუნუქზე ეცემა, ხმა ყურს ჭრის. იცოდეთ, რომ კარმა ანგრევს ან არჩენს იმაზე დაფუძნებით რის გაკეთებასაც აირჩევთ. როგორია კარმას ბუნება რომელიც არჩენს? სწრაფად დაუფლება სივამზე (ღმერთზე), როგორც ეს გააკეთა ბიჭმა მაარკანდეიამ. ამით, თქვენ შეგიძლიათ აიცდინოთ სიკვდილის დარტყმა და მიიღოთ მარადიული სიხარული.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 26 ნოემბერი.
31.10.19.
ისევე, როგორც თქვენ განსაზღვრავთ მინიმალურ კვალიფიკაციას ყველა პროფესიისთვის, მინიმალური კვალიფიკაცია წყალობისთვის არის ეგოიზმის ჩაბარება, გრძნობებზე კონტროლი და რეგულირებული საკვები და დასვენება (ააჰარა და ვიჰარა). ადამიანი გაკეთებული ან გაფუჭებულია კომპანიისგან რომელსაც ის იღებს. ცუდი ბუნების ადამიანი რომელიც ვარდება კარგ კომპანიაში შემძლეა სწრაფად დაიცვენოს თავისი ბოროტება და გაბრწყინდეს ამას იქით სათნოებით. თუმცა, კარგი ადამიანი ცუდ კომპანიაში მოხვედრისას შეპყრობილია მზაკვრული ზეგავლენით და სრიალდება ქვემოთ ბოროტებაში. უფრო პატარა დაძლეულია უფრო დიდით. მჟავე ხაჭოს წვეთი გარდაქმნის რძეს მისი აჭრით, აცალკევებს კარაქს და გადაყავს ის შრატში. წმინდა წიგნები თანაბრად ღირებულია ამ გარდაქმნის პროცესისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის თუ შენ უბრალოდ კითხულობ, იმახსოვრებ ან ზეპირად ამბობ მათ. ესენი უნდა გაიგოთ, იფიქროთ მათზე, და შესწავლილი გაკვეთლები ან გამოტანილი დასკვნები უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურ პრაქტიკაში.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 27 სექტემბერი.

სატია საი ბაბა