1.06.2015
სტუდენტები დღეს დაბრმავებული არიან სიცოცხლის მიზანის დასანახად. ზოგიერთი სტუდენტი ვერ გრძნობს ტკივილს იმის გამო რომ არ იცის სიცოცხლის მიზანი. მხოლოდ ერთი ვინმე მილიონში ან ათ მილიონში ისწრაფის სიცოცხლის არსის გასაცნობიერებლად. ეს სწრაფვა არის დასაბიჯებელი ქვა სიცოცხლის მიზნის გასაცნობიერებლად. ბევრი ადამიანი თვლის რომ საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სიმდიდრის, ხელსაყრელი პირობების ან კომფორტის შეძენა შეადგენს სიცოცხლის ძირითად მიზანს. სიცოცხლე რჩება ტრაგედიად იმდენ ხანს რამდენ ხანსაც ადამიანი მუშაობს ამ სახის ილუზიაში. იმ დღეს როდესაც ადამიანი აცნობიერებს სიცოცხლის მიზანს, ის განიცდის სრულ ტრანსფორმირებას, ვედანადან (აგონიიდან) ნირვედანასკენ (ტკივილიდან გათავისუფლებისკენ). როდესაც ადამიანი შეიგნებს სინათლეს, იძენს სიბრძნეს და აცნობიერებს არსებობის მნიშვნელობას, ის ტრანსპორტირდება აგონიიდან ექსტაზში. სწავლების ყოველი პატარა ნაწილი დაფუძნებული უნდა იყოს ეთიკურ, უბიწო და სულიერი პრინციპის საყრდენზე. განათლება რომელიც არ ეყრდნობა ამათზე იფართხალებს მიწაზე და გახდება უსარგებლო.
– სუტრა ვაჰინი, თავი 5.
2.06.2015
იმ გადმოსახედიდან რასაც ადამიანი აღწევს მოგზაურობის ბოლოს, არ არსებობს განსხვავება გათავისუფლებულ სულს (ჯივანმუკთას) და ერთგულს შორის; ორივე არის ეგოს (აჰამკარას), ბუნების (პრაკრიტის) მისი ატრიბუტებით ან გუნებით, წესების და რეგულირების (დჰარმას), რომლებიც მმართველობს სიცოცხლის კასტა-სტადიას (ვარნა-აშრამას), ფარგლებს მიღმა. ასეთი ადამიანების გულები ივსება თანაგრძნობით და სავსეა მსოფლიოსთვის კარგის კეთების სურვილით. მათი ღმრთიური ნეტარება დაბადებული ერთობიდან უბიძგებს მათ იმოქმედონ ამგვარად. მათ არ აქვთ სურვილები, რადგან სურვილები არის პროდუქტი გრძნობების ‘მე’ და ‘ჩემი’. მხოლოდ ამ სურვილების ამოძირკვის შემდეგ ადამიანები ხდებიან ჭეშმარიტი ერთგულები, სწორია? ამიტომ მათში არ შეიძლება იყოს ადგილი სურვილებისთვის. ისინი სწორედ რომ ვთქვათ არიან უკვდავების განხორციელება (ამრიტა-სვარუპა). ამ უკვდავი ბუნების მქონეთათვის არ არსებობს მადა სულიერი ნეტარების (ანანდას) სიტკბოს მიღების მადის გარდა.
– პრემა ვაჰინი, თავი 39.
3.06.2015
იამა (სიკვდილის ღმერთი) არის ისევე ყველგანმყოფი როგორც სივა! იამა დაკავშირებულია სხეულთან (დეჰასთან); ის ვერ ეხება ინდივიდუალურ სულს (ჯივას). სხეული არის მნიშვნელოვანი საშუალება ინდივიდუალური სულისთვის მისი ნამდვილი ბუნების გასაგებად. მაინც ვინ იცის როდის გახდება ეს სხეულის პატრონის იამას ყურადღების სამიზნე? ვინ იცის ეს სხეული როდის გაეხვევა იამას თოკის რგოლებში? ამ ადვილად დაშლადი სხეულით დამძიმებულმა ინდივიდუალურმა სულმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ფაქტს და უნდა იყოს ყოველთვის მოწყურებული სივასთან შესარწყმელად. მაგრამ სულიერი დისციპლინის ამოცანები არ არის ასეთი ბუნების. წუთი რომელიც გავიდა არის თქვენი მიწვდომის ფარგლებს გარეთ; სწორედ ასევე, მოახლოებული წუთიც არ არის თქვენი! მხოლოდ იმ ინდივიდუალურ სულს რომელსაც აქვს ამის გაგება ამოტვიფრული მის გულში შეუძლია სივაში შერწყმა.
– პრემა ვაჰინი, თავი 39.
4.06.2015
ვედების შესაბამისად არსებობს ოთხი მდგომარეობა – მღვიძარება, ძილი, ღრმა ძილი და გათავისუფლებული მდგომარეობა (თურია). პირველ ეტაპზე, ადამიანი არის გაღვიძებული საგნობრივ სამყაროში და მიმართულია გარეგანზე. ვინაიდან ადამიანი იდენტიფიცირებს თავის თავს უხეში სხეულის კომპლექსთან ამ ეტაპზე, განცდებიც არის უხეში. ძილში მე მიმართულია შინაგანზე. რეაქცია, პასუხი და განცდა არის ყველა თვითკმარი. ესენი არ მიეკუთვნება თვით გარეგან სფეროს. შემდეგი მოდის ღრმა ძილი (სუშუპთი). ეს მდგომარეობა არის თავისუფალი სიზმრებიდანაც კი. იქ არ არის შეგრძნება არც გაცალკევების არც იდენტურობის, განსაკუთრებულის ან უნივერსალურის, განმცდელის ან განსაცდელის. აქ არის მხოლოდ ათმა, რომელშიც ადამიანი დროებით არის გაერთიანებული. მეოთხე მდგომარეობაში (თურიაში), ინდივიდი როგორც ასეთი აღარ არსებობს. ის ჩაწვდომილია სიცოცხლის და ქმნილების ძირითად ჭეშმარიტებას. ისინი, ვინც მიაღწია ამ მდგომარეობას მეტად აღარ ზრუნავენ ინდივიდუალურ მეზე. ეს არის ოთხი მდგომარეობა რომელსაც ადამიანი განცდის, მაგრამ ეს არის კიდევ მდგომარეობები რომლებიც ადამიანმა უნდა გაიაროს თვითშეცნობის ძიებაში.
– სუტრა ვაჰინი, თავი 6.
5.06.2015
ამ დღეებში ხალხი კმაყოფილია ქრობადი ამქვეყნიური სიხარულის ხილვით და განცდით. ადამიანებს არ აქვთ სიმშვიდე. ატარებენ რა ღამეებს ძილში და დღეებს ჭამასა და სმაში, ისინი იზრდებიან და იზრდებიან, იმ ძველი დროიდანვე სიკვდილი თან სდევს მათ. შემდეგ ისინი ვერ წყვეტენ საით წავიდნენ ან რა გააკეთონ; ყველა გრძნობა არის დასუსტებული. ვერავინ და ვერაფერი გადაარჩენს მათ თუკი ისინი დასრულდებიან როგორც მორჩილი ხორცი სიკვდილის ყბებში! რა სამწუხაროა რომ ეს ადამიანური სიცოცხლე ძვირფასი როგორც ფასდაუდებელი ბრილიანტი რომელიც სრულებითაც ვერ იქნება შეფასებული, გაიაფებულია სტანდარტული გაცვეთილი უვარგისი მონეტასავით. სარგებლობა არ აქვს მონანიებას მოგვიანებით ღმერთზე მედიტირების გარეშე ან პრაქტიკას რაიმე სულიერი დისციპლინის მის შესაცნობად ახლა. ასპირანტის (სადჰაკას) უფლებაა ჰქონდეს ღმერთის ხედვა და არა სიკვდილის ხილვა (იამა-დარშანი)!
– პრემა ვაჰინი, თავი 41.
6.06.2015
რა სარგებლობა აქვს ჭის დაგეგმარებას როდესაც სახლი არის ცეცხლში? სად არის დრო ახლა ამოსათხრელად? როდის იქნება ჭის წყალი ხელმისაწვდომი? როდის იქნება ჩაქრობილი ცეცხლი? ეს არის შეუსრულებელი ამოცანა! თუ სულ თავიდან ჭა იყო ამოთხრილი, როგორი სასარგებლო იქნებოდა ასეთ კრიტიკულ შემთხვევაში! ფიქრი ღმერთზე ბოლო წუთების განმავლობაში არის მსგავსი ჭის ამოთხრის დაწყების მაშინ როდესაც სახლი არის ცეცხლში. ამიტომ აღჭურვეთ თქვენი თავი სწორედ აქედანვე, დროდადრო ღმერთზე გაფიქრებით იმიტომ რომ ამან სამსახური გაგიწიოთ თქვენ როდესაც დასასრული მოახლოვდება. დაიწყეთ დღეს სულიერი დისციპლინა რომელიც უნდა შესრულდეს ხვალ! დაიწყეთ ახლა რაც უნდა გაკეთდეს დღეს! არავინ იცის რა ელოდება შემდეგ წუთში; ამიტომ არ უნდა გადაიდოს სულიერ პრაქტიკაში ჩაბმა. ამისთვის ფიზიკური გამძლეობაც არის ასევე არსებითი, ამიტომ სხეული უნდა იყოს ზრუნვის ქვეშ, თუმცა ზედმეტი ზრუნვა იწვევს დაზიანებას. იმ ხარისხში რომელიც აუცილებელია სხეული უნდა იყოს ყურადღების ქვეშ დიდი სიფრთხილით.
– პრემა ვაჰინი, თავი 41,
7.06.2015
საათის წუთების ისარი არის ინდივიდუალური სული. ის დადის წრეზე და წრეზე – საათის ისარი დადის წყნარად და ნელა, ღირსებით. საათის მაჩვენებელი ისარი არის უზენაესი სული. საათში ერთხელ ეს ორი ხვდება ერთმანეთს, მაგრამ ინდივიდუალური სული ვერ აღწევს რომ დაასრულოს ბრუნვა სამუდამო დაფიქსირებით. ეს კარგავს ძვირფას შანსს, და ამიტომ კვლავ და კვლავ მიდის წრეზე. გათავისუფლება ხდება მაშინ როდესაც ეს ორი ერთიანდება და არსებობს მხოლოდ ერთი. მსგავსად აბრეშუმის ჭიის რომელიც რთავს თავისგან პარკს რომელიც აღმოჩნდება მის საფლავად, ადამიანები რთავენ თავის საკუთარი ჭკუიდან გალიას რომელშიც ისინი არიან შეტყუებული. დაუკავშირეთ თქვენი ჭკუა უფლის მსახურებას და ის გაიზრდება დამჯერად. მიეცით თქვენი ჭკუა უფალს. დაივიწყეთ წარსული და არ იდარდოთ შეცდომებზე მომავალში. გააჩერეთ მეხსიერებაში მხოლოდ ის რაც ღირს გასახსენებლად და ბეჯითად მისდიეთ თქვენს სულიერ პრაქტიკებს. თქვენ მიაღწევთ სულიერ პროგრესს.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი, 1964.
8.06.2015
მიდრეკილებები (ვასანები) არ ქრება იქამდე სანამ ადამიანის გული სავსე იქნება ეგოურობის ილუზიით, თუნდაც ადამიანი ჩაძირული იყოს გულის გასუფთავების ბევრ სულიერ პრაქტიკაში. ასეთმა ადამიანებმა თუ მათ უნდათ თავის არიდება გრძნობებიდან ‘მე’ და ‘ჩემი’, თაყვანი უნდა სცენ უფალს. ადამიანს ვისი გულიც იმართება ექვსი ვნების ჯგუფით შეუძლია ჰყავდეს მხოლოდ ეგო, როგორც მრჩეველი! ისინი ვისაც ჰყავთ ასეთი მრჩეველი არიან უარესი ვიდრე სულელი, როგორ დიდობაზეც არ უნდა აცხადებდნენ პრეტენზიას, იქნებიან ისინი მეცნიერები, ასპირანტები თუ განდეგილები. ადამიანები განცდიან სიხარულს და ტანჯვას ყურების მეშვეობით. ამიტომ თავი აარიდეთ არასასიამოვნო სიტყვების ხისტ ისრებს, ადამიანმა უნდა გამოიყენოს ტკბილი, სასიამოვნო და რბილი სიტყვები – და ამ ურბილესობით, შემატოს ჭეშმარიტების სიტკბო. რბილი სიტყვების შექმნა სიცრუის დამატებით ასუფთავებს მხოლოდ გზას მეტი უბედურებისკენ. ადამიანი რომელიც გახდა სულიერი ასპირანტი უნდა გამოიყენოს ძალიან რბილი, ტკბილი, მართალი და სასიამოვნო სიტყვები. ასეთი პიროვნება შეიძლება გამოიცნო მისი კარგი ხარისხებით.
– პრემა ვაჰინი, თავი 41.
9.06.2015
პატრონი მოდის გადასარჩენად არა ერთი კარგი ადამიანის, არამედ მთელი კაცობრიობის. ის კისრულობს ფორმას რომლის შეყვარებას, დაფასებასა და თაყვანისცემას შეძლებენ ადამიანები. ის იძლევა სიხარულს და მამაცობას ლაპარაკით თქვენს ენაზე. ერთადერთი ხარვეზი რომელიც მოდის თქვენს ჭკუას და მეპატრონეს შორის არის ილუზია. ილუზია არის როგორც მკაცრი ძაღლი, რომელიც არ უშვებს არავის პატრონთან მისაახლოვებლად. თქვენ შეგიძლიათ მოახერხოთ მისი გვერდის ავლა პატრონის დაძახებით ხმამაღლა რომ ის თვით ჩამოვიდეს დაბლა და თავისი თანხლებით მიგიყვანოთ თავის სახლში. ე.ი. თქვენ უნდა მოიპოვოთ უფლის წყალობა მისი სიახლოვის (საამიიპიამის) მისაღწევად. ილუზია არის უფლის საყვარელი ცხოველი, ამიტომ ის არ დაგაზიანებთ თქვენ თუ უფალი უბრძანებს მას თავი დაანებოს თქვენს დაზიანებას. ზუსტად ისე როგორც თქვენ აძლევთ ოქრომჭედელს გაფუჭებულ ან დამტვრეულ სამკაულს და უკან იბრუნებთ დახვეწილ ძვირფასეულობას, მიანდვეთ თქვენი ჭკუა უფალს. მას უეჭველად სჭირდება შეკეთება, თუ სრული გადაკეთება არა.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი, 1964.
10.06.2015
სანდალოზის ხის კონის გადატანით შეიძლება ვირი გახდეს სპილო? ვირმა შეიძლება იგრძნოს განსხვავება წონაში მაგრამ არა სურნელებაში! მეორე მხრივ სპილო მხედველობაში არ იღებს წონას და ჩაისუნთქავს სასიამოვნო სურნელებას. სწორედ ასე სულიერმა მაძიებელმა, ან ერთგულმა უნდა მიიღოს მხოლოდ სუფთა ჭეშმარიტება, სუფთა სურნელება კარგი საქმიანობის, ღვთისმოსაობის და წერილების. მეორე მხრივ, მას ვინც მიდის მტკიცებაზე უბრალოდ განსწავლულობის, სწავლულობის და კამათის გულისთვის ეცოდინება მხოლოდ სიმძიმე ლოგიკის, რომელსაც აკლია ჭეშმარიტების სურნელი! სიყვარული (პრემა) არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უფლის მუდმივი გახსენებისთვის. დაეუფლეთ ამ საიმედო ინსტრუმენტს და გარჩევის (ვივეკას) ძალიან საჭირო ძალას. ბევრი მსოფლიოში იყენებს თავის დიდ სწავლულობას დისპუტებში თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად, ეს არის დიდი შეცდომა. თუ ისინი ნამდვილად იქნებოდნენ ასე სწავლულები, ისინი მდუმარედ განცდიდნენ ბირთვს, სუფთა ღმრთიურებას.
– პრემა ვაჰინი, თავი 44.
11.06.2015
თქვენ ყოველთვის უნდა იაროთ ძალის (ბალას) მიმართულებით; თქვენ არ უნდა გასწიოთ სიცრუის, სიბოროტისა და სიმრუდისკენ – რომელთაგან ნებისმიერი აღნიშნავს სიმხდალისა და სისუსტის (ბალაჰიინას) ფუნდამენტალურ მომაკვდინებელ შტრიხს. სისუსტე იბადება იმაზე დაბალი წარმოდგენიდან საკუთარ თავზე ვიდრე თქვენ სინამდვილეში ხართ. თქვენ გჯერათ რომ თქვენ ხართ ჩენჩო, მაგრამ სინამდვილეში ხართ მარცვალი. ეს არის გასაღები ფაქტი. ყველა თქვენი სულიერი პრაქტიკა მიმართული უნდა იყოს ჩენჩოს მოცილებასა და მარცვლის გახსნაზე. რამდენ ხანსაც თქვენ იტყვით `მე ვარ~ იმდენ ხანს წინ წამოწეული იქნება შიში, მაგრამ როდესაც თქვენ იტყვით და იგრძნობთ `აჰამ ბრაჰმაასმი~ (მე ვარ ღმრთიური), თქვენ მიიღებთ უსასრულო ძალას. ღმრთიურის გავლენა არის ისე წმინდა და ძლიერი რომ როდესაც თქვენ ჭვრეტთ მასზე, ყველა კვალი შურის და სიხარბის ქრება თქვენი ჭკუიდან. სუფთა სიყვარული რომელიც ჰქონდათ მწყემსებს (გოპებს) უფალ კრიშნასთვის არის დიდი მაგალითი. ეს არის ღმრთიურ განხორციელებათა დახასიათება ნებისმიერ დროში.
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი, 1964.
12.06.2015
სიმშვიდე არის ადამიანის ჭკუის დახასიათება; ეს არის მისი თანდაყოლილი ხარისხი. არ არსებობს საჭიროება წასვლის სადმე კიდევ მშვიდობის საძებნელად. როგორც ოქრო და ვერცხლი დევს დაფარულად მიწაში, და მარგალიტი და მარჯანი ზღვის ქვეშ, ასევე სიმშვიდე და სიხარული დევს დაფარულად ჭკუის საქმიანობაში. ამ დაფარული საგანძურის შეძენის სურვილით, თუ ადამიანი ყვინთავს და ატრიალებს გონებრივ საქმიანობას შიგნით, ადამიანი ივსება სიყვარულით. მხოლოდ ის ვინც ავსებულია სიყვარულით და ვინც ცხოვრობს ამ სიყვარულის სინათლეში შეიძლება იწოდებოდეს ადამიანად. ისინი, ვინც მოკლებულია სიყვარულს არიან დემონები, მონსტრები და არაადამიანები. სიყვარულის ეს წმინდა ხარისხი არასდროს იქნება მერყევი მის ყოფნაში; ეს იქნება მუდამ მყოფი, ცვლილების გარეშე. ეს არის ერთი და განუყოფელი. მათ, ვინც გაჯერებულია სიყვარულით არ შეუძლიათ ბოროტება, ეგოურობა, უსამართლობა, მატყუარობა და ცუდი ყოფაქცევა.
– პრემა ვაჰინი, თავი 47.
13.06.2015
თუ თქვენ ატარებთ ლურჯ სათვალეს, მაშინ თქვენ დაინახავთ მხოლოდ ლურჯს, იმის მიუხედავად რომ ბუნება წარმოდგენილია ბევრი ფერით. თუ თქვენ მსოფლიო გეჩვენებათ განსხვავებებით სავსე, ეს ხდება შეცდომის გამო რომელიც თქვენშია. თუ ყველაფერი მოჩანს როგორც ერთი სიყვარული, ესეც არის მხოლოდ თქვენი სიყვარული. შინაგანი გრძნობა არის ძირითადი მიზეზი. როდესაც თქვენ გაქვთ შინაგანი ნაკლოვანებები, მსოფლიო გეჩვენებათ წამხდარად. როდესაც არ არსებობს ცოდნა ნაკლოვანებებზე საკუთარ თავში, ვერავითარ ნაკლს ვერ იპოვით თუნდაც ძებნით, რადგან თქვენთვის ცნობილი არ იქნება რანაირი არის ნაკლი. ახლა შეიძლება წამოიწიოს კითხვამ, თვით უფალს აქვს ნაკლოვანებები რადგან ასევე ეძებს ნაკლოვანებებს? არა, უფალი ეძებს მხოლოდ სიკეთეს. ის არ განიხილავს სიმდიდრეს, გვარიშვილობას, კასტას, მდგომარეობას და სქესს. ის ხედავს მხოლოდ უზენაესის ბუნების გაგებას (სადბჰავას). ის განიხილავს მათ ვისაც გააჩნია ამ უზენაესის ბუნების გაგების უნარი როგორც მისი წყალობის ღირსად, ისინი სადაც არ უნდა იყვნენ და ვინც არ უნდა იყვნენ. ამიტომ, განივითარეთ გულკეთილობა. იცხოვრეთ და იმოქმედეთ სიხარულსა და სიყვარულში. ეს ორი არის საკმარისი; მათით ხსნა შეიძლება იყოს მიღწეული უსათუოდ.
– პრემა ვაჰინი, თავი 47.
14.06.2015
ისინი უფლის ერთგულები სავსე არიან სიყვარულით; ისინი ყოველთვის ეყრდნობიან უბიწოებაზე (დჰარმაზე); ისინი ლაპარაკობენ სიმართლეს; მათი გული დნება მოწყალებით; ისინი თავისუფალი არიან სიცრუისგან; ისინი გაურბიან ცოდვას; მათი ბუნება არის გამყარებული; ისინი უარს ამბობენ ყველაფერზე სიხარულით; ისინი ჭამენ ზომიერად; ისინი დაკავებული არიან სხვებისთვის კარგის კეთებით; მათ არ აქვთ ეგოურობა; ისინი არ წუხდებიან ეჭვებით. ისინი ყურს არ უგდებენ ფარისევლობას, მაგრამ მოწყურებული არიან სხვების კარგი ბუნების ქების მოსასმენად. მათ აქვთ ლამაზი, ძლიერი და წმინდა ხასიათი. ჭეშმარიტი სულიერი მაძიებლები ეცდებიან ზემოაღნიშნული ხარისხების შეძენას და კარგი ხასიათის დაუფლებას. ნებისმიერი ვინც დაკავებულია სახელის გამეორებით (ჯაფით), მონანიებით (თაპასით) და წმინდა აღთქმებით (ვრათა-თი), ნებისმიერი ვისაც აქვს თვითკონტროლი (სამიამა) და დისციპლინა (ნიიამა), ნებისმიერი ვისაც აქვს რწმენა, მოთმინება, ამხანაგობა, გულკეთილობა და სიხარული, ისევე როგორც სუფთა სიყვარული (პრემა) უფლის მიმართ – ასეთი ადამიანი არის ძალიან ძვირფასი ჩემთვის.
– პრემა ვაჰინი, თავი 48.
15.06.2015
ეგოურობა არის ძალიან საშიში ილუზია რომელიც უნდა აფეთქდეს და დაინგრეს. არჯუნასაც კი ჰქონდა ეს! ერთ დღეს ბრძოლის შემდეგ როდესაც კრიშნამ მოიტანა ეტლი უკან ბანაკში, მას უნდოდა რომ ყველა მეეტლეს მსგავსად, კრიშნა ჩამოსულიყო პირველი! პატრონი ჩამოვიდოდა მოგვიანებით, მეეტლეს მიერ მისთვის კარის გაღების შემდეგ, ასე არ არის? კრიშნამ უარი თქვა, და დაიჟინა არჯუნა ჩასულიყო იქამდე ვიდრე ის თვითონ გააკეთებდა ამას. ბოლოს კრიშნამ გაიმარჯვა. არჯუნა ჩავიდა დაბლა და შემდეგ მაშინვე როგორც კი კრიშნამ დატოვა თავისი ადგილი და შეეხო მიწას, ეტლი გაეხვა ცეცხლის ალში!@კრიშნა რომ ჩამოსულიყო დაბლა პირველი! საქმე ის იყო რომ ეტლის დაწვის ძალის მქონე სხვადასხვა ცეცხლოვანი ისარი მოხვდა მიზანში, მაგრამ კრიშნას იქ დასწრების გამო, მათმა ძალამ ვერ გამოამჟღავნა თავი. ამის მნახველი არჯუნა იყო დამცირებული, მისმა ეგოურობამ მიიღო ძლიერი შოკი. მან გააცნობიერა რომ უფლის ყოველი მოქმედება სავსე იყო მნიშვნელობით.
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი, 1964.
16.06.2015
უხსნიდა რა ერთგულის დახასიათებას, რამამ უთხრა ნარადას, `ვინც კი არის გარჩევით და განდეგილობით (ვივეკით და ვაირაგიით), მოთმინებით და სიბრძნით (ვინაიით და ვიჯნანით), არის მცოდნე სინამდვილის, ვინც კი არის ყოველთვის ჩაძირული ჩემი თამაშების (ლიილების) განჭვრეტაში, ვინც კი ბინადრობს ჩემს სახელზე ყოველ დროს და ნებისმიერ პირობებში, და ვინც კი დაღვრის სიყვარულის ცრემლებს როდესაც უფლის სახელს გაიგონებს ნებისმიერი ბაგიდან – ისინი არიან ჩემი ნამდვილი ერთგულები.~ როდესაც ბავშვი იზრდება მოზრდილში, დედა აღარ უთმობს ასე დიდ ყურადღებას მის უსაფრთხოებას. უფალი არ უთმობს დიდ ყურადღებას ბრძენ ადამიანს (ჯნანის). რადგან ბრძენი კაცისთვის მისი საკუთარი ძალა არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, მანამ სანამ ადამიანი შეძლებს მინდობას თავის საკუთარ ძალაზე, ის უნდა იყოს ბავშვი უფლის ხელებში, როგორც ფორმის ერთგული, სწორია? ვერავინ შეძლებს გახდეს უფორმო ყოვლადუზენაესის ერთგული (ნირგუნა ბჰაკტა), თუ არ ექნება ფორმის ერთგულება (საგუნა ბჰაკტა).
– პრემა ვაჰინი, თავი 48.
17.06.2015
უფალი კრიშნა განხორციელდა ერთი მუჭა ინდივიდთა ბოროტების მოსასპობად. მაგრამ ახლა, ბოროტი ხარისხები არ ამოიცნობა ადამიანთა პატარა ჯგუფში. ეს არის ფართოდ გავრცელებული ყველგან. მორიელს აქვს შხამი მხოლოდ მის კუდში; კობრას მხოლოდ მის კბილში; მაგრამ ადამიანებს აქვთ შხამი მთლიანად თავისში! მათ აქვთ ეს თავიანთ თვალებში, თავიანთ აზრებში, თავიანთ ჭკუაში, თავიანთ გონებაში, თავიანთ მიხვრა მოხვრაში, თავიანთ ტვინში – ყველგან. თქვენ შეიძლება იკითხოთ, `ოჰ! როდის იქნება ეს შხამი წინააღმდეგობაგაწეული და მოსპობილი?~ მაშინ როდესაც უფალი შემოდის თქვენს გულში, ეს არის ნამდვილი მიზანი რომელსაც ის ასრულებს. შესთავაზეთ უფალს, ‘თქვენი გულის ყვავილები’ (ჰრიდაია პუშპამ), მისი გასუფთავების შემდეგ მტვრისგან და მავნებლებისგან (სურვილი, რისხვა, შური, ეჭვი და ა.შ.) რომლებიც აავადებს მას. ნებისმიერ სფეროში იქნება გამარჯვება ძალისხმევის გარეშე? შეძლებთ თქვენ გახდეთ მაღალი თანამდებობის პირი სწავლულობის კვალიფიკაციის, ტალანტის, გამოცდილების და სიბრძნის გარეშე? ამიტომ გამოამჟღავნეთ შეუპოვრობა და მიაღწიეთ წარმატებას!
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი, 1964.
18.06.2015
ახალგაზრდობაში მაიმუნის ტიპის ერთგული, ბავშვი უნდა მიენდოს მის საკუთარ ძალას თავისთავის დასაცავად – დედა საითაც არ უნდა დახტოდეს, ბავშვმა უნდა მიაკრას თავისი თავი მისი დედის მუცელს და ჩაეჭიდოს მასზე, თუნდაც ეწეოდნენ მოსაშორებლად! სწორედ ასე ერთგულმა უნდა გაუძლოს უფლის გამოცდას და უნდა ჩაეჭიდოს მის სახელს ყველა პირობებში, დაუღალავად, ანტიპათიის და ზიზღის უმნიშვნელო კვალის გარეშე, მსოფლიოს კრიტიკის და დაცინვის ზიდვით და სირცხვილის და მარცხის გრძნობების დაპყრობით. ამ ტიპის ერთგულის სანიმუშო მაგალითი არის პრაჰლადა. მეორე გზით, როგორც კნუტი უბრალოდ ათავსებს ყველა მის ტვირთს დედა კატაზე, სწორედ ასე, ერთგული სრულიად ენდობა უფალს და ნებდება მას. დედა კატა იჭერს კნუტს თავის პირით და გადაადგილებს ის უსაფრთხოდ ძალიან ვიწრო გასასვლელებშიც კი. ლაკშმანა არის ამ გზის მაგალითი. ამ ორს ზოგჯერ მიმართავენ როგორც ერთგულებას ძალისხმევით (ბჰაკტი) და თვითდანებებით (პრაპათთი). პირველი არის ძნელი გზა, მაშინ როდესაც მეორე არის უბრალო და უსაფრთხო გზა.
– პრემა ვაჰინი, თავი 51.
19.06.2015
ღმერთი არის ყველაფრის შემვსები (სარვავიაპი). მას უყვარს მისი ერთგულები (ბჰაკტა-ვასალები). აქციეთ თქვენი გული უფლის საბინადრო ადგილად. მიწა რომელსაც აქვს ქარსის ძარღვები არის ფასეული, მაგრამ რომელსაც აქვს ოქროს ძარღვები არის უფრო ძალიან ფასეული. მიწა ფასდება მასში არსებული მეტალის ფასეულობის შესაბამისად. სწორედ ასე, გული ფასდება მისი შემადგენლობით. დაიჭირეთ ღმერთი თქვენს გულებში; მაშინ ესენი გახდება ძვირფასი სამფლობელოები. თუ ღმერთი არის დანერგილი გულში, თქვენ დაინახავთ ღმერთს ყველგან. ვინაიდან, სარვამ ბრაჰმამაიამ (ყველაფერი ღმრთიურია) არის ფაქტი. გადაწყვიტეთ ამ დღეს დაკავება მხოლოდ სათნო საქმეებით, კარდი აზრებით და კარგი კომპანიით. დაე თქვენმა ჭკუამ იბინადროს ამაღლებულ აზრებზე. არ დაკარგოთ არცერთი წამი თქვენი მღვიძარების დროის ამაო კვეხნაში ან უსაქმო ჭორაობაში ან დამამცირებელ გართობაში. მანამ სანამ, ინარჩუნებთ სიცოცხლეს, აკეთეთ გარგი საქმეები, ილაპარაკეთ რბილად და ტკბილად, არასოდეს ატკინოთ სხვას და არ შეურაცხყოთ ვინმე, ემსახურეთ მათ ვინც გაჭირვებაშია და დაიჭირეთ ღმერთის სახე ყოველთვის ჭკუის და თვალების წინ.
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი, 1964.
20.06.2015
დეჰო დევალა – სხეული არის უფლის ტაძარი. თქვენ დადიხართ ყველგან ყოველდღიურ მოგზაურობაში ტაძრით რომელშიც ღმერთი ესწრება თქვენს წმინდათა წმინდა ტაძარში. სხეული არ არის ძვლების და ხორცის მასა. ეს არის გარემო წმინდა ვიბრირებისთვის (მანტრებისთვის) რომლებიც გიცავთ თქვენ როდესაც ესენი არის ნაფიქრალი თქვენზე. სხეული არის წმინდა ინსტრუმენტი გამომუშავებული დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ. იგი აღჭურვილია გონებით და ემოციით და არის უნარიანი რომ გამოყენებული იყოს დარდისგან და ბოროტებისგან გასათავისუფლებად. პატივი ეცით მას როგორც ასეთს; შეინახეთ ის კარგ მდგომარეობაში იმგვარად რომ ეს მოემსახუროს ამ მაღალ მიზანს. გაუფრთხილდით მას უფრო მეტად ვიდრე აგურის ან კირდუღაბის სახლს რომელშიც თქვენ ცხოვრობთ და მუდამ შეინახეთ რწმენა რომ ის არის ღმრთიური ინსტრუმენტი და მეტი არაფერი. გამოიყენეთ იგი ამ სუფთა მიზნისთვის რომლისთვისაც ის იყო განზრახული და ჯილდოდ მოცემული თქვენზე.
– ღმრთიური საუბარი, 3 თებერვალი, 1964.
21.06.15
თუ ადამიანი ავად არის ან თუ მისი ჭკუა ჩაძირულია კიდევ რაიმეში, საჭმლის გემო ვერ იქნება გაგებული. ასევე, თუ გული სავსეა უმეცრებით (თამასით) ან არის ჟინიანი, ვერავითარი სიხარული ვერ იქნება განცდილი, თუნდაც ადამიანი დაკავებული იყოს უფლის სახელის ხსენებით, ერთგულების გალობით, სახელის გამეორებით, ან მედიტირებით. ენა იქნება ტკბილი მანამ სანამ შაქარი იარსებებს მასზე. ამის მსგავსად, თუ სინათლის ბოძი რომელსაც ეწოდება ერთგულება გააგრძელებს გულის დერეფნის განათებას იქ არ იქნება არავითარი სიბნელე. სიმწარე ენაზე ამწარებს მთელ ენას. ამის მსგავსად როდესაც სიხარბე და რისხვა შედის გულში სიკაშკაშე ქრება, სიბნელე ბატონდება სცენაზე, და ადამიანი ხდება ურიცხვი მწუხარების და დანაკარგის სამიზნე. მაშასადამე, მათ ვინც ცდილობენ უფლის წმინდა დასწრების მიღწევას უნდა შეიძინონ გარკვეული ჩვევები, დისციპლინა, და ხარისხები. ცხოვრების ჩვეულებრივი ხერხები ვერ მიგიყვანთ ღმერთთან. ეს რამდენადმე უნდა შეიცვალოს სულიერი დისციპლინის საშუალებით.
– ღმრთიური საუბარი, 3 თებერვალი, 1964.
22.06.2015
როგორც სხეული არის სახლი რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, მსოფლიო არის ღმერთის სხეული. ჭიანჭველა კბენს თქვენი ფეხის ნეკა თითს და შეუძლია მიიპროს თქვენი ყურადღება იმ ადგილზე და თქვენ რეაგირებთ ტკივილზე და იჩენთ ძალისხმევას პაწაწინა მტრის მოსაშორებლად. თქვენ უნდა იგრძნოთ ასევე ტკივილი, მწუხარება ან სიხარული ან აღტაცება როდესაც ეს გამოვლინდება მთელ მიწაზე; თქვენ უნდა გამოიჩინოთ ძალისხმევა მიწის დასაცავად მტრებისგან, რომელი ადგილიც არ უნდა იყოს სადაც მტერი გამოაჩენს თავის თავს. იყავით ყველა თქვენი ნათესავის მოკეთე. გააფართოვეთ თქვენი სიმპატიები, ემსახურეთ სხვებს ვისაც სჭირდება თქვენი ხარისხი და სახსრები. არ გაფლანგოთ თქვენი ტალანტი უსარგებლო არხებში. პატივი ეცით მშობლებს, ვინც დასაბამი მოგცათ სიცოცხლეში და მოგიყვანათ ამ მსოფლიოში, ვინც გაგხადათ შემძლე შეგეგროვებინათ ასეთი დიდი და სხვადასხვა გამოცდილების საგანძური, არის პირველი გაკვეთილი რასაც დჰარმა ასწავლის. მადლიერება არის წყარო რომელიც კვებავს ამ პატივისცემას.
– ღმრთიური საუბარი, 3 თებერვალი, 1964.
23.06.2015
შეხედეთ წეროს; ის დადის წყალში საკმაოდ სწრაფად. მაგრამ იმ დროს როდესაც დადის მას არ შეუძლია თევზის დაჭერა. როდესაც მას უნდა თევზის დაჭერა, იგივე წერო ხდება წყნარი და დგება უძრავად. ასევე, თუ თქვენ იქცევით სიხარბით, რისხვით და მსგავსი ხარისხებით, თქვენ ვერასოდეს დაიჭერთ ჭეშმარიტების (სატიას), უბიწოების (დჰარმას) და მშვიდობის (შანთის) თევზს. ნებისმიერ სულიერ პრაქტიკას რომელსაც თქვენ ასრულებთ დაამატეთ უფლის ძვირფასი სახელის უწყვეტად გახსენების (ნაამასმარანას) პრაქტიკა. მხოლოდ მაშინ შეისწავლით ბუნებრივ ატრიბუტებს სიხარბის, რისხვის და ა.შ. ყველა წერილები (სასტრები) ასწავლის მხოლოდ ამ ერთ გასაღებ გაკვეთილს! შემდეგ უფალი არის უნივერსალური მიზანი და ამ სიცოცხლის მოგზაურობას აქვს ის როგორც დანიშნულების ადგილი თითოეული და ყოველი თქვენგანისთვის, დაიჭირეთ ის მუდმივად თქვენს მხედველობის არეში და დაიმორჩილეთ ჭკუა, რომელიც გაცდენთ თქვენ გზიდან.
– ღმრთიური საუბარი, 3 თებერვალი, 1964.
24.06.2015
ისინი ვინც ცდილობენ ადამიანთა საზოგადოების აშენებას სიმდიდრის (დჰანას) საძირკველზე, არიან მშენებლები ქვიშაზე; ისინი ვინც ესწრაფიან მის აშენებას უბიწოების (დჰარმას) ქვაზე არიან ბრძენები. ყოველი ადამიანი მოიხმარს გარკვეული რაოდენობის საკვებს და ბევრი ანგარიშობს მოხმარებულ და დამწვარ კალორიებს. უბრალოდ დაფიქრდით ერთი წამით. დაგითვლიათ თქვენ როდისმე თქვენ რა დაუბრუნეთ უკან საზოგადოებას რომელიც გეხმარებათ თქვენ რომ იცხოვროთ და დატკბეთ მსოფლიოში? თქვენ უნდა გარდაქმნათ საკვები მსახურებაში, ან მსახურებაში თქვენი საუკეთესო ინტერესების ან საზოგადოების კეთილდღეობისთვის. უბრალოდ სხეულის კვება და მოვლა არის უსარგებლო, რადგან სხეული არის უბრალოდ კონტეინერი. როდესაც ღმრთიურების ნაპერწკალი ტოვებს სხეულს, ეს ხდება გვამი. არავინ შეინახავს გვამს რამდენიმე საათზე მეტ ხანს. ადამიანები თავს აარიდებენ შეხედვას და სუნს მკვდარი სხეულის; ეს არის საზიზღარი. არასოდეს იყოთ თქვენი საკუთარი მტერი არც იყოთ ტვირთი ვინმეზე.
– ღმრთიური საუბარი, 3 თებერვალი, 1964.
25.06.2015
ჩვენს ქვეყანაში არსებობს თავისებური მეთოდი მაიმუნის ხაფანგის დასაგებად. ეს პროცესი შედგება პატარა პირიანი დიდი ქოთნის მოტანით და ქოთნის შიგნით ჩადებით ისეთი ნივთის რომელიც მიმზიდველია მაიმუნისთვის. მაიმუნი ცნობისმოყვარეობიდან ყოფს თავის ხელს შიგნით ქოთანში და იღებს მთელ ხელში ამ ნივთს. ის დაჭერილია ხაფანგში, უძლური გასწიოს მისი ხელი გარეთ! მაიმუნი წარმოიდგენს რომ ვიღაც ქოთნის შიგნით იჭერს მის ხელს. მაშინ ის ცდილობს გაქცევას ქოთანთან ერთად! არავინ იჭერს მაიმუნს. მაიმუნი აბამს ხაფანგში თავის თავს, მისი საკუთარი მიბმულობის გამო. მომენტი, როდესაც ის გაუშვებს ნივთს, ის იქნება თავისუფალი. ამის მსგავსად ამ მსოფლიოს დიდ ქოთანში დროებითი სიამოვნებების ვიწრო ყელით, ადამიანები არიან მახეში! როდესაც ისინი არიან გზა დაკარგულები ჩახლართვით ამ სიამოვნებებში, ისინი ფიქრობენ რომ ვინმე ან რაღაც აბამს მათ ქვემოთ. არავინ არ არის პასუხისმგებელი ამ მონობაზე. იმ მომენტში როდესაც თქვენ უარს ამბობთ სიამოვნებებზე და აუშვებთ თქვენს თავს, თქვენ თავისუფლფებით!
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში 1972, თავი 12.
26.06.2015
ეს ადამიანის დაბადება არის შედეგი ბევრი კარგი საქმის, და ეს არ უნდა იყოს გვერდზე მიგდებული; შანსი უნდა იყოს გამოყენებული მთლიანად. როგორც კენოპანიშადი ამბობს, `აწმყო ძვირფასი სიცოცხლე არ უნდა იყოს გადაგდებული (ნა ჩატ იჰა ავედჰინ მაჰატიი ვინაშთიჰ)~. როდესაც არსებობს ბევრი შანსი თავის დახსნის, დიდი დანაკარგი არ არის თუ არც ერთი აზრი არ არის გატარებული თავის დაღწევის გზაზე? კატოპანიშადი შეაგონებს, `ადექი, გაიღვიძე! (უთთიშტათა ჯაგრატა!).~ მათ ვინც არიან შეშფოთებული ეჭვებით იმის შესახებ რა მიიღონ და რა უარყონ, მათ ვინც დაბრმავებული არიან ილუზიით, და მათ ვისაც არ შეუძლიათ სიბნელის და სინათლის, სიკვდილის და უკვდავების გარჩევა – მათ ყველამ უნდა მიმართონ დიდ ადამიანებს ვისაც შეუძლია გზის ჩვენება მარადიული ჭეშმარიტების, ქმნილების თვითმანათობელი ბაზისის გაგებისკენ. მაშინ ორივე მსოფლიოც და ზეცაც შეირწყმება იგივე ციალში! ამის რეალიზების გულისთვის, თქვენ უნდა გქონდეთ ღრმა მისწრაფება და მყარი, დისციპლინირებული პრაქტიკა.
– პრემა ვაჰინი, თავი 57.
27.06.2015
მაძიებლები დაკავებული არიან უფლის განჭვრეტით (სარვესვარა-ჩინტანით) ისე შეუჩერებლად როგორც არის ტალღები ზღვაში; ისინი აგროვებენ სიმდიდრეს თანასწორობის და თანასწორ სიყვარულს ყველას მიმართ და მოცული არიან აზრებით რომ ყველაფერი არის უფლის და არაფერი არის მათი. ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, სულიერი მაძიებლები ადვილად არ მოიდრიკებიან დარდის ან დანაკარგის, რისხვის ან სიძულვილის ან ეგოურობის, შიმშილის, წყურვილის ან მერყეობის წინაშე. ადამიანმა რაც შეიძლება მეტად უნდა შეისწავლოს ყველაზე ამაღლებული რამეები და უნდა იმოგზაუროს ცხოვრებაში სულის სიმტკიცით, მამაცობით, სიხარულით, მშვიდობით, მოწყალებით და მორჩილებით. გაცნობიერებით რომ სხეულის მიდრეკილებები არ არის ყოვლად მნიშვნელოვანი, ადამიანმა უნდა გადაიტანოს შიმშილიც და წყურვილიც მოთმინებით და დაკავებული უნდა იყოს განუწყვეტლივ უფლის განჭვრეტით. ჩხუბი ყოველ ძალიან პატარა რამეზე, ადამიანის გუნების დაკარგვა, დამწუხრება ოდნავი პროვოკაციით, გაბრაზება უმცირეს შეურაცხყოფაზე, შეწუხება წყურვილზე, შიმშილზე და ძილის დაკარგვა – ეს ვერასოდეს იქნება მაძიებლის დახასიათება.
– პრემა ვაჰინი, თავი 59.
28.06.2015
გარეგანი კონტროლი მრავალმხრივ ეხმარება შინაგან კონტროლს. წარმატების მიღწევა გარეგან კონტროლში არის უფრო რთული ვიდრე წარმატების მიღწევა შინაგან კონტროლში! საჭის ბორბლის ხელით ტრიალი რომელიმე მიმართულებით ავტომობილის ბორბლებს, რომლებიც ხელთ არ არის, გადაადგილებს იგივე მიმართულებით. ბორბლები არ შეტრიალდება ერთი მიმართულებით როდესაც საჭე ტრიალდება მეორე მიმართულებით; ეს არის ბუნებრივი. მაგრამ როდესაც საჭე არის მოტრიალებული ერთ გზაზე, ბორბლებმა შეიძლება გასწიოს მეორე მხარეს, მაგრამ ეს არის გამოწვეული ბუნებრივ ხასიათზე უარის თქმით. გარეთა ბორბლები, თუ მათ არ აქვთ ჰაერი, რაც არის ნამდვილად აუცილებელი, შეიძლება იმოქმედოს ისე თითქოს მათ არ აქვთ კავშირი საჭესთან. მაგრამ ესენი ვერ გავა საჭის შეზღუდვების ფარგლებიდან; საჭე ხელებში არის დაკავშირებული ბორბლებთან დაბლა. თუ არ არსებობს ეს კავშირი, მოგზაურობა ხდება შეუძლებელი. ამიტომ იმ ადამიანისთვის ვინც იბრძოლა და დაიპყრო გარეგანი მიდრეკილებები, შინაგანი მიდრეკილებები ხდება ადვილად კონტროლირებადი.
– პრემა ვაჰინი, თავი 53.
29.06.2015
სიყვარულის განხორციელებანო! სადაც ექვსი ხარისხი გულმოდგინების, სიმტკიცის, გულადობის, გონიერების, ნიჭიერების და გმირობის არის წარმოდგენილი, იქ ღმრთიური დახმარება გამოვლინდება. ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ დროს, წარმატება არის უზრუნველყოფილი ადამიანისთვის რომელიც დაჯილდოებულია ამ ექვსივე ძვირფასი ხარისხით. ესენი გეხმარებათ თქვენ დრო და დრო რომ წინაღუდგეთ სხვადასხვა სირთულეებს დ ხელს უწყობს თქვენს ყოველმხრივ კეთილდღეობას. ისევე როგორც სტუდენტმა უნდა გაიაროს სხვადასხვა ტესტები და გამოცდები ეს ხარისხებიც არის გამოკვლევის საგნები. ეს გამოცდები არის თქვენი დასაბიჯებილი ქვები მაღალი მიღწევებისთვის. ეს გამოცდები მოდის დნაკარგების, სიძნელეების, ტკივილების, ტნჯვების და ცილისწამებების ფორმით. საუბედუროდ ბევრ სტუდენტს და ასაკოვანსაც მსგავსად აკლია თავდაჯერებულობა და ისინი გახდნენ უმშვიდობის მსხვერპლი გრძნობით სიამოვნებებში მათი ჩახლართვის გამო. ახალგაზრდობამ, სტუდენტებმა და ყველამ უნდა განივითაროს თვითდაჯერება. სინამდვილეში, თვითდაჯერება უნდა იყოს სასიცოცხლო სუნთქვა ყოველი ადამიანის. განივითარეთ თვითდაჯერება და იმგზავრეთ სიცოცხლის მოგზაურობის გზაზე რწმენით ღმერთში.
– ღმრთიური საუბარი, 23 იანვარი, 1997.
30.06.2015
გზის უარყოფა და სიცოცხლის დაკარგვა არის შეურაცხყოფა მოდგმის ნამდვილი სახელის! ქრობადის და მცდარის მონობის შოვნის, და მათ დევნაში ძვირფასი დროის კარგვის ნაცვლად, მიუძღვენით ყოველი წუთი ჭეშმარიტების აღმოჩენას და იფიქრეთ მარადიულ, მუდამ ჭეშმარიტ უფალზე. ასეთი მიძღვნა არის სულის ნამდვილი ფუნქცია. მეორე მხრივ, დროსტარება ილუზორულ მიდრეკილებებში არის მსოფლიოს ტვირთი. ადამიანი არ უნდა დაეცეს მიწიერი ფუფუნების ან მაცდუნებელი სილამაზის ეშმაკობების შხამიანი ცდუნებების მსხვერპლად. ერთ დღეს ყველა ეს მომხიბვლელი სცენა გაქრება როგორც ამბავი გახსნილი სიზმარში! სულიერი მაძიებლის დამახასიათებელია ჭეშმარიტების მიღწევა, არა ძებნა არარეალურის ამ ქრობად სამყაროში. ამ ყალბ სამყაროში, არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ცხოვრება (სატია-აჩარა). იქ შეიძლება იყოს მხოლოდ ცრუ ცხოვრება (მიტია-აჩარა). ჭეშმარიტი ცხოვრება შედგება უფლის გაცნობიერებაში. ეს უნდა წარმოიქმნას ჭკუაში ყველას მიერ მათი ცხოვრების ყოველ მომენტში.
– პრემა ვაჰინი, თავი 58.
ბაბა