დეკემბერი

1.12.2015
ალმანახი შეიძლება აჩვენებდეს რომ ათი ერთეული წვიმა დაეცემა, მაგრამ თუ თქვენ დაკეცავთ ამ ცნობის ფურცელს ათჯერ და გაწურავთ კიდეც, წვიმის არც ერთი წვეთი არ გადმოიღვრება. ალმანახის მიზანი არის ინფორმაციის გადმოცემა წვიმის შესახებ. წვიმა არის ღრუბლებში მაღლა. წმინდა წერილების შესახებ მოსმენის შემდეგ, თუ თქვენ ჩაიძირებით სულიერ პრაქტიკაში, მაშინ მსოფლიო და მისი საწუხრები ვერ იმოქმედებს თქვენზე. თქვენ იტანჯებით და გრძნობთ ტკივილს მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ შორს ხართ პრაქტიკიდან. რამდენადაც თქვენ უახლოვდებით ბაზარს, თქვენ გესმით გაურკვეველი უზარმაზარი ხმაური. მაგრამ როდესაც თქვენ შეხვალთ მასში, თქვენ შეგიძლიათ მკაფიოდ გაარჩიოთ ყოველი საუბარი. სწორედ ასევე იქამდე სანამ უზენაესის (პარამათმას) სინამდვილე ცნობილი გახდება თქვენთვის, თქვენ ხართ დაძლეული და გაბრუებული მსოფლიოს ხმაურით! მაგრამ როდესაც თქვენ აპრაქტიკებთ გულწრფელობას ყველაფერი ხდება ნათელი და ღმრთიური სინამდვილე იღვიძებს თქვენში. ამ დრომდე კი თქვენ იქნებით დაჭერილი არგუმენტირების, დისპუტების და ეგზიბიციონისტის უაზრო ხმაურში.
– პრემა ვაჰინი, თავი 16.
2.12.2015
მე ხშირად ვამბობ, `ჩემი ცხოვრება არის ჩემი გზავნილი~. ავატარები აკეთებენ ასეთ განცხადებას მხოლოდ თავიანთი ღმრთიურების საჩვენებლად. ისინი არიან ბავშვები ბავშვებს შორის, კაცები კაცებს შორის და ქალები ქალებს შორის, ამიტომ მათ შეუძლიათ გამოპასუხება ყველას სიხარულსა და დარდზე, ნუგეშის მიცემა მათთვის და გამბედაობის და სიმამაცის ჩანერგვა მათ გამჭკნარ გულებში. ავატარები ჩნდებიან ადამიანთა შორის ვინაიდან ფრინველები, მხეცები, ხეები და ა.შ. არ სრიალდებიან არაბუნებრივ გზაზე. მხოლოდ ადამიანის არსებები, რომლებმაც დაივიწყეს ამოცანა რისთვისაც ისინი მოვიდნენ დედამიწაზე, მიედევნებიან მიწიერი ბედნიერების და გრძნობითი სიამოვნებების მირაჟს. ღმერთი იღებს ადამიანის ფორმას მხოლოდ დჰარმას აღსადგენად და თქვენს უკან დასაბრუნებლად სათნოებისა და სიბრძნის გზაზე! აქედან გამომდინარე ღმერთი კმაყოფილია დჰარმას მკაცრი დაცვით. აპრაქტიკეთ უბიწოება, ის შეავსებს თქვენი სიცოცხლის ყოველ მომენტს თვითრეალიზების სიხარულითა და ნეტარებით. ღმერთი არის ყველგან. ის არის ყოვლისშემძლე. ის ხედავს ყველაფერს. ის ბინადრობს ყოველ გულში და ისმენს ყოველ ტანჯვას და ლოცვას. გქონდეთ რწმენა ღმერთში.
– ღმრთიური საუბარი, ნოემბერი, 1970.
3.12.2015
უფალი მიიღწევა მხოლოდ უმაღლესი ერთგულებით (პარა-ბჰაკტით). უზენაესი ერთგულების შეძენა შეიძლება მხოლოდ სულიერი სიბრძნის (ჯნანას) მეშვეობით. სულიერი სიბრძნე შეიძლება კულტივირდეს მხოლოდ რწმენის (სადდჰას) მეშვეობით, და რწმენა მოდის მხოლოდ სიყვარულით. მაშ როგორ გამოვზარდოთ სიყვარული? ორი მეთოდით: 1. ყოველთვის ჩათვალეთ შეცდომები სხვებში მცირედ და უმნიშვნელოდ, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ეს. ყოველთვის განიხილეთ თქვენი საკუთარი შეცდომები როგორი მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ეს, როგორც დიდი და ინანეთ და მოინანიეთ. ამის საშუალებით თქვენ თავიდან აირიდებთ დიდი შეცდომების და დეფექტების განვითარებას, და შეიძენთ ძმობის და მომთმენობის ხარისხებს. 2. რასაც კი თქვენ აკეთებთ, თქვენთვის ან სხვებისთვის, გააკეთეთ ეს ხსოვნით რომ ღმერთი ყველგანარს. ის ხედავს, ისმენს ყველაფერს და მან იცის ყველაფერი. გაარჩიეთ სიმართლე და სიცრუე და ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე. გაარჩიეთ კარგი და ცუდი და აკეთეთ მხოლოდ კარგი. ეცადეთ რომ იყოთ ყოველ წამს ღმერთის ყოვლისშემძლეობის მცოდნედ.
– პრემა ვაჰინი, თავი 19.
4.12.2015
ინდივიდუალური `მე~ მიიჩნევს რომ ის არის შეზღუდული; მაგრამ ეს არის ილუზია. ეს იგივე უნივერსალური სულია, რომელიც წარმოიდგენს შეზღუდულად მყოფობას. ეს ცნობიერება შეიძლება მოვიდეს თქვენში ან ინტელექტუალური ანალიზის გაბრწყინებით ან უნივერსალური სიყვარულის გაბრწყინებით. გაცნობიერება არის იდენტიფიცირების აქტი რომელიც მოითხოვს სიყვარულს. სიყვარული არის ღმერთი; სიყვარული არის საშუალება და მიზანი. რადგან არ არსებობს არსება ამა თუ იმ სახის სიყვარულის გარეშე ამის გამო არ არსებობენ ათეისტები. და სიყვარული ნებისმიერი სახის, ნებისმიერი ზომის არის მხოლოდ ნაპერწკალი ღმრთიურის. სიყვარულმა არ იცის შიში, იგი ამაღლებს ჭეშმარიტებას, იგი პოულობს სიმშვიდეს, იგი აშენებს რწმენას და ეშველება თანხმობას. სიყვარულის განსავითარებლად, უადვილესი, უმაღლესი და ყველაზე ნაყოფიანი მსხვერპლი ეს არის ეგოს მსხვერპლი. ჯვარს აცვით იგი და გათავისუფლდით. მიუძღვენით ის ღმერთს, და იყავით მდიდარი და ბედნიერი აღმატებულად ყველა თქვენს წარმოსახვაზე.
– ღმრთიური საუბარი, ნოემბერი, 1970.
5.12.2015
სხეული არის ინდივიდის (ჯივას) ტაძარი, ამიტომ რაც რამ ხდება ამ ტაძარში არის ამ ინდივიდის საქმე. ასევე მსოფლიო არის უფლის სხეული, და რაც ხდება მასში, კარგი თუ ცუდი, არის მისი საქმე. ინდივიდსა და სხეულს შორის ურთიერთობის დაკვირვების ფაქტიდან, შეიცანით უფლის და ქმნილების ურთიერთობის ჭეშმარიტება, რომელიც მიუწვდომელია დასაკვირვებლად. ურთიერთობა ინდივიდის (ჯივას) და უფლის, ნათესაობა ორს შორის, შეიძლება გაიგოს ნებისმიერმა, ვინც შეიძენს სამ მთავარ ინსტრუმენტს: 1. ჭკუას შეუბღალავს მიბმულობით და სიძულვილით, 2. მეტყველებას შეუბღალავს სიცრუით და 3. სხეულს შეუბღალავს ძალადობით. სიხარული და სიმშვიდე არ ბინადრობს გარე ობიექტებში; ეს არის თქვენს შიგნით. მაგრამ თქვენს უგუნურებაში, თქვენ ეძებთ მათ თქვენს გარეთ, მსოფლიოში რომლიდანაც თქვენ ვალდებული ხართ წახვიდეთ დღეს თუ ხვალ. აქედან გამომდინარე, გაიღვიძეთ ახლა! ეცადეთ შეიცნოთ მარადიული ჭეშმარიტების არსი. ეცადეთ განცადოთ სიყვარული რაც არის თვით ღმერთი.
– პრემა ვაჰინი, თავი 19.
6.12.2015
უფალი ძირს ჩამოდის ახლა და შემდეგ ჩაგრულთა ასამაღლებლად და უბიწოების (დჰარმას) აღსადგენად. ნათლად გაიგეთ ეს ჭეშმარიტება. ბევრი ვინც წაიკითხა ბჰაგავად გიტა მიიღო ეს რომ უფალი ხორციელდება მაშინ როდესაც დჰარმა არის ‘დანგრეული’ და როდესაც ბიწიერების (ადჰარმას) ძალები იწყებს გაბატონებას. ეს არის არასწორი; გიტა არ ამბობს, არც არსებობს რაიმე საფუძველი დასკვნის გასაკეთებლად რომ დჰარმა ინგრევა. გამოყენებული სიტყვა არის ‘დამცირებული’ (გლაანი); ე.ი. როდესაც არის ნიშნები რომ დჰარმა არის საფრთხეში, `უფალი მოვა დჰარმას დასაცავად დაზიანებისგან~. უფალმა კრიშნამ არ თქვა რომ ის ჩამოვა დაბლა მის დასაცავად და შესანარჩუნებლად მას შემდეგ რაც დჰარმა დაინგრევა! რაში გამოდგება ექიმი სიციცხლის დატოვების შემდეგ? ასე რომ, უფალი მოიჩქარის როდესაც პრაქტიკა მცირდება ან სუსტდება. დჰარმას დაცვა არის უფლის ამოცანა, რადგან დჰარმა არის ყველა სულის (ჯივის) ჭეშმარიტი სუნთქვა.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 6.
7.12.2015
ყველამ, იქნება ის განათლებული თუ გაუნათლებელი, უნდა იგრძნოს ღმერთის შეცნობის სურვილის მოჭარბება. ღმერთს აქვს თანაბარი სიყვარული ყველა თავისი შვილის მიმართ, რადგან ნათება არის სინათლის ბუნება. ამ სინათლეს ზოგი იყენებს კარგი წიგნების წასაკითხად მაშინ როდესაც სხვები ასრულებენ თავიანთ ყოველდღიურ ამოცანებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი! ამის მსგავსად ღმერთის სახელის წარმოთქმით, ერთმა შეიძლება წინ წაიწიოს ღმერთის გაცნობიერებაში, სხვამ შეიძლება აირჩიოს ავი საქმეების კეთება! ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ არჩევთ თქვენ სინათლის გამოყენებას. მაგრამ უფლის სახელი არის ნაკლის გარეშე, ყოველთვის და ყველგან. ღმერთის სახელი უნდა წაიკითხოთ ხმამაღლა და მოისმინოთ. ვინაიდან ზოგიერთი დაავადების წამალი გამოიწერება გარეგანი გამოყენებისთვის მაშინ როდესაც სხვებისთვის ეს არის შინაგანად მოსახმარი. მაგრამ დაბადებისა და სიკვდილის (ბჰავა-როგას) საყოველთაო სენისთვის დაწერილი წამლები არის სულიერი საუბრების მოსმენა (სრავანა), ღმერთის სახელის გალობა (კირტანა) და სხვა მსგავსები.
– პრემა ვაჰინი, თავი 21.
8.12.2015
ძველ დროს ადამიანები არასოდეს ამბობდნენ უარს დჰარმას პრაქტიკაზე, წვეტიან მახვილზე სიკვდილის საშიშროების დროსაც კი. ახლა სხვების მხრიდან მცირე ზეწოლის გარეშეც კი, ადამიანები სრიალდებიან დაბლა და ვარდებიან ბიწიერებაში (ადჰარმაში). დჰარმას პრაქტიკა არ არის ჩვეულებრივი საქმე. ადამიანი რომელიც არ პრაქტიკებს დჰარმას არის ცუდი ისევე როგორც მკვდარი; ადამიანი რომელიც მას პრაქტიკებს არის ღმრთიური ბუნების. აწმყოში უკიდურესად საჭიროა ადამიანთა შემოტრიალება დჰარმას გზაზე კარგი რჩევების კონსულტირების, მათთან გზაზე სვლის მიმზიდველი შედეგების გაზიარების, ვინც არ აკეთებს მათგან გამიჯვნაზე დამუქრების და უკიდურეს შემთხვევაში დასჯის ტრადიციული მეთოდების გამოყენების მეშვეობით. თქვენ უნდა მიიღოთ უდიდესი შესაძლებელი სარგებლობა დჰარმიდან და მისი მიმდევრობიდან, თავი უნდა აარიდოთ რაიმე ზიანის გამოწვევას თქვენთვის და სხვებისთვის. თქვენ უნდა გაავრცელოთ დჰარმას დიდება თქვენი ჩამოყალიბებით ნათელ მაგალითად იმ მშვიდობის და სიხარულის რომელსაც ის იძლევა.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 5.
9.12.2015
ადამიანები აჩვევენ თვალებს, ყურებს, და ენას მუდმივი სიახლის ფუფუნებას. ახლა გააკეთეთ საწინააღმდეგო. შეატრიალეთ თქვენი ჭკუა სიკეთისკენ და შეისწავლეთ მოქმედების ყოველი წუთი. ყოველი მოქმედება არის გამოსაქანდაკებელი დარტყმა რომელიც ფორმას აძლევს ადამიანის პიროვნების ქვას. არასწორ დარტყმას შეუძლია ქვის დამახინჯება. აქედან გამომდინარე თუნდაც უმცირესი მოქმედება უნდა შესრულდეს დიდი სიფრთხილითა და ერთგულებით. ადამიანისთვის რომელიც იხრჩობა, ჩალაც კი არის რაღაც დასაყრდენი. ასევე ადამიანისთვის რომელიც იბრძვის თანდაყოლილი სურვილების ზღვაში (სამსკარაში), რამოდენიმე კეთილი სიტყვა შეიძლება იყოს დიდი დახმარება. არავითარი კეთილი საქმე არ იკარგება; ყოველ ცუდ საქმეს აქვს მისი შედეგი. ამიტომ ეცადეთ თავიდან აირიდოთ ცუდი მოქმედების უმცირესი კვალი. დაიჭირეთ თქვენი თვალები სუფთად. აავსეთ თქვენი ყურები ღმრთიურზე მოთხრობებით; არ დაანებოთ მათ ცილისწამების მოსმენა. გამოიყენეთ თქვენი ენა კარგი, კეთილი და მართალი სიტყვების სალაპარაკოდ. დაე ენამ ყოველთვის შეგახსენოთ თქვენ ღმერთის შესახებ. ასეთი მუდმივი ძალისხმევა გაჩუქებთ თქვენ გამარჯვებას.
– პრემა ვაჰინი თავი 2.
10.12.2015
როგორც ქალმა უნდა განიხილოს ერთი ადამიანი მარტო როგორც მისი პატრონი და ქმარი, ასევე კაციც უნდა იყოს ერთი ქალის და მარტო ერთი ქალის როგორც მისი მეუღლის, მისი ცოლის ერთგული. ქალმა უნდა განიხილოს ქმარი როგორც ღმერთი და უნდა თაყვანისცეს მას და მოემსახუროს და მისდიოს მის სურვილებს ქმრისადმი ლოიალობის (პარივრატას) თავისი მოვალეობის შესასრულებლად; ასევე კაცმა პატივი უნდა სცეს თავის ცოლს როგორც ოჯახის დიასახლისს და იმოქმედოს მისი სურვილების შესაბამისად, ვინაიდან ის არის გრიჰალაკშმი (ოჯახის აყვავების ქალღმერთი). მხოლოდ შემდეგ შეიძლება მან დაიმსახუროს სტატუსი `კაცი~. სახელი და დიდება, პატიოსნება და უპატიოსნება, წუნი და ნაკლი, კარგი და ცუდი ყველაფერი არის თანაბარძალიანი და არის თანაბარად ორივეს ქალის და კაცის მიმართ. არ არსებობს ასეთი რამ რომ მარტო ქალი არის ვალდებული და კაცი არის თავისუფალი; ორივე არის თანაბრად შეკრული დჰარმას წესებით. ორივე ჩავარდება ადჰარმაში თუ ისინი მოიქცევიან ზემოთ ნახსენები ატრიბუტების არა შესაბამისად.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 6.
11.12.2015
ყველა ამ სიცოცხლის და შრომის ბოლო შედეგი არის ის რაც მოდის მეხსიერებაში სიცოცხლის უკანასკნელ მომენტში. ამიტომ მიმართეთ სიცოცხლის მთელი დინება შესაძენად გონების მიდრეკილების (სამსკარას) რომელიც თქვენ გინდათ რომ გქონდეთ ბოლო მომენტის განმავლობაში. გრძნობა რომელიც დომინირებს სიკვდილის მომენტში მუშაობს დიდი ძალით მომავალ სიცოცხლეში. ამ ჭეშმარიტებამ უნდა უმეგზუროს ადამიანს ამ ცხოვრებაში მოგზაურობისთვის აგრეთვე, რადგან თანდაყოლილი სურვილები არის აუცილებელი საშუალება ამ მოგზაურობისთვის ისევე როგორც მოგზაურობისთვის ამის შემდეგ. ამიტომ ხვალიდანვე, ყოველთვის დაიჭირეთ სიკვდილი, რაც არის გარდაუვალი, მეხსიერების თვალის წინ და დააკავეთ თქვენი თავი სიცოცხლის მოგზაურობაში კეთილი სურვილებით ყველასთვის, ჭეშმარიტების მკაცრი დაცვით, ყოველთვის კეთილთა კომპანიის ძებნით და ყოველთვის უფალზე დაფიქსირებული ჭკუით. თავი აარიდეთ ავ საქმეებს, საძულველ და საზიანო აზრებს, და არ მიებათ მსოფლიოს. თუ თქვენ ცხოვრობთ ასე, თქვენი ბოლო მომენტი იქნება სუფთა, ტკბილი და კურთხეული.
– პრემა ვაჰინი, თავი 27.
12.12.2015
გყავდეთ უფალი თქვენში და ასრულეთ თქვენი მოვალეობა (სვადჰარმა) გარეთ. მაშინაც კი როდესაც თქვენ დაკავებული ხართ უანგარო მსახურებით, დაე თქვენმა ჭკუამ იმეოროს უფლის სახელი. როდესაც წვიმა იღვრება მთების მწვერვალებზე და წყალი მიიჩქარის ქვემოთ ყველა მხარეს, არავითარი მდინარე არ წარმოიქმნება აქედან. მაშინ როდესაც წყალი მიედინება ერთი მიმართულებით, თავიდან ნაკადული, შემდეგ დინება, შემდეგ ნიაღვარი და ბოლოს მდინარე ფორმირდება, და წვიმა აღწევს ზღვას. წყალი რომელიც მირბის ერთი მიმართულებით აღწევს ზღვას; წყალი რომელიც მიდის ოთხ მხარეს შეიწოვება მიწაში და იკარგება. გონებრივი მიდრეკილებები (სამსკარები) არის ამის მსგავსი. რა სარგებლობა არის მათი მოსვლით და წასვლით დღეს ამ გზით და ხვალ იმ გზით? წმინდა ნაკადი კარგი თანდაყოლილი სურვილების უნდა მიედინებოდეს სრულად და მყარად წმინდა აზრების ველზე და დასასრულს შევიდეს ნეტარების დიდ ოკეანეში სიკვდილის მომენტში.
– პრემა ვაჰინი, თავი 28.
13.12.15
თქვენი ჭკუის ღმერთზე დასაფიქსირებლად, მოქმედებები უნდა გაკონტროლდეს. წარმატებით მათ სამართავად თქვენ უნდა გადალახოთ გუნების წინააღმდეგობები – სატვა, რაჯასი და თამასი. როდესაც ბუნებრივი იმპულსების ეს ძალები ჭარბობს და ცდილობს თავის კალაპოტში ჩაყენებას, თქვენ უნდა ელოცოთ ღმერთს მათი წევის უკუსაგდებად. ეს არის პირველი მოვალეობა კარგი ერთგულის. ბუნების წესები არის რომ დილა არის სუფთა (სატვური) ხარისხის, შუადღე ვნების (რაჯასის) ხარისხის, და საღამოს საათები ბინდის გამკრთალების (თამასური) ხარისხის პერიოდი. განთიადზე ჭკუა არის ნათელი და სუფთა როდესაც ძილის კომფორტიდან იღვიძებს გათავისუფლებული მღელვარებისა და დეპრესიებისგან. ამ გონებრივ მდგომარეობაში, მედიტირება უფალზე არის ძალიან ნაყოფიერი. ეს არის მიზანი დილის ლოცვების (პრათაჰ-სანდია). მაგრამ მნიშვნელობის იგნორირებით, ადამიანები ასრულებენ რიტუალებს ბრმა მექნიკური წესით. ამიერიდან შეასრულეთ განთიადის თაყვანისცემა მისი შინაგანი და ღრმა მნიშვნელობის გაცნობიერებით.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 7.
14.12.2015
ჩაქუჩის ოცმა დარტყმამ შეიძლება ვერ მოიტანოს წარმატება ქვის გატეხვაში, მაგრამ ოცდამეერთემ შეიძლება გატეხოს. ნიშნავს ეს რომ 20 დარტყმა იყო არაფრის მომცემი? არა! ყოველ დარტყმას შეაქვს თავისი წვლილი საბოლოო წარმატებაში რომელიც იყო დაგროვებული ეფექტი 21 დარტყმის. ამგვარადვე, თქვენი ჭკუა დაკავებულია ბრძოლით შიდა და გარე სამყაროსთან. ზედმეტია ამის თქმა, რომ, თქვენ შეიძლება ყოველთვის არ იყოთ წარმატებული. თქვენ შეიძლება მიაღწიოთ მუდმივ ნეტარებას საკუთარი თავის ჩაძირვით კარგ სამუშაოებში და თქვენი ჭკუის გაჯერებით ღმერთის სიყვარულით. დააყენეთ სიცოცხლის ყოველი მომენტი სიყვარულით. შემდეგ ცუდი მიდრეკილებები ვერ გადაგეღობებიან თქვენ. როდესაც თქვენი ჭკუა ბინადრობს ყოველთვის უფალთან, თქვენ ავტომატურად გაიწევთ მხოლოდ კარგი საქმეებისკენ. ყველა სულიერი პრაქტიკის მიზანი არის ჭკუის მოსპობა, და რომელიმე დღეს, ერთი კარგი საქმე იქნება წარმატებული მის დანგრევაში, ისევე როგორც 21-ე დარტყმა. აქედან გამომდინარე არც ერთი კარგი საქმე არ იკარგება – ყოველი პატარა მოქმედება ითვლება!
– პრემა ვაჰინი, თავი 28.
15.12.2015
როგორც თქვენი დღე პროგრესირებს, როგორც ადამიანი შედიხართ ყოველდღიური საქმიანობის და შრომის ველში, თქვენ ხართ შთაგონებული ვნებიანი ხარისხით (რაჯოგუნით). მანამ სანამ თქვენ მიიღებთ თქვენს სადილს, იმედიტირეთ უფალზე ხელახლა და მიუძღვენით სამუშაო და მისგან მიღებული ნაყოფი თვით უფალს. დაიწყეთ ჭამა მხოლოდ ერთგულების და მადლიერი მოგონების ამ აქტის შემდეგ. ეს არის შუადღის (მაადჰიანნიკას) თაყვანისცემის მნიშვნელობა. ამ რიტუალის დაკვირვებით, ვნება არის დაჭერილი ლაგამით და დაძლეულია სატვური ბუნებით. დღის განმავლობაში ადამიანები შეპყრობილი არიან მესამე ბუნებით, თამასით ან მოწყენილობით. როდესაც მოსაღამოვდება, ადამიანი მიიჩქარის სახლისკენ, ჭამს გაძღომამდე, და არის დაძლეული ძილით. მაგრამ მოვალეობა კვლავ რჩება. ჭამა და ძილი არის უქნარების და უსაქმურების ბედი. როდესაც ხარისხებიდან უარესი, თამასი იმუქრება მმართველობით, ადამიანმა უნდა მიიღოს სპეციალური ძალისხმევა გასაქცევად მისი ხვიებისგან დახმარებისთვის იმ კომპანიაში ლოცვაზე მიმართვით რომელიც ქებას ასხამს უფალს, კითხულობს ღმერთის დიდებაზე, კარგი თვისებების კულტივირებაზე, და ქცევის კარგი წესების მიზანმიმართულ გაზრდაზე. ეს არის დანიშნული საღამოს თაყვანისცემა (სანდჰიავანდანა).
– დჰარმა ვაჰინი, თავი 7.
16.12.2015
იმ დროს როდესაც იბრძვით სულიერ ველზე, თვით უფალი მიიღეთ როგორც თქვენი დამცველი. ბავშვში სითამამის ჩასაწვეთებლად, დედა არწმუნებს მას გადადგას რამდენიმე ნაბიჯი და შემობრუნდეს, მაგრამ ის არასოდეს დაანებებს მას დაცემას. თუ ბავშვი ბარბაცებს და არის წონასწორობის დაკარგვის ახლოს, ის მიიჩქარის უკნიდან და იჭერს მას დაცემამდე. უფალს აქვს აგრეთვე მისი თვალები დაფიქსირებული ინდივიდზე (ჯივიზე). მას აქვს თავის ხელში ბაწარი ფრანის რაც არის კაცობრიობა. ზოგჯერ მან შეიძლება ის მოსწიოს ან ხელი ჰკრას დაჭერის მისაშვებად; მაგრამ რასაც კი ის აკეთებს, იყავით დარწმუნებული და უდარდელი, ვინაიდან მას უჭირავს ეს ბაწარი. ეს რწმენა გამყარდება თანდაყოლილ სურვილში (სამსკარაში) და აგავსებთ თქვენ სიყვარულის არსით (პრემა-რასით). ბაწარი არის სიყვარულის და წყალობის კავშირი. თქვენ ხართ ფრანი, მიბმული უფალზე. გამოიმუშავეთ სასიკეთო დამსახურება ასე რომ სიყვარულის და წყალობის კავშირი გამყარდეს და გაიზარდოს.
– პრემა ვაჰინი, თავი 29.
17.12.2015
თანდაყოლილი და გონებრივი შთაბეჭდილებები (სამსკარები) აკეთებს ან აფუჭებს ინდივიდს (ჯივის); ეს არის ყველა ინდივიდუალური სულის გადასადგმელი ნაბიჯები მიზნისკენ. სამსკარები აიძულებს ინდივიდს დაძლიოს დანაკარგი და დარდი. მხოლოდ კარგი გონებრივი მიდრეკილებებით შეგიძლიათ თქვენ უფლის მიღწევა. ამიტომ ყოველი ინდივიდი მთლიანად უნდა დაკავდეს კარგი საქმეებით (სატ-კარმებით). კარგი და კეთილი მოქმედებები არის ნამდვილი თაყვანისცემა (პუჯა). ეს არის უფლის ხსოვნის საუკეთესო ფორმა. ეს არის უმაღლესი ერთგულების სიმღერა. ეს ავრცელებს სიყვარულს განსხვავებისა და გარჩევის გარეშე. ეს არის მსახურება შესრულებული როგორც ინდივიდის მოვალეობა. იყავით დაკავებული ასეთ კარგ საქმეებში (კარმებში). დატკბით უწყვეტად უფლის აზრებში. ეს არის სამეფო გზა მიზნისკენ რომელსაც თქვენ უნდა მიაღწიოთ.
– პრემა ვაჰინი, თავი 29.
18.12.2015
სიკვდილის უფალი (იამა) არის ყველგან დამსწრე როგორც უფალი სივა! იამა ასოცირდება სხეულთან (დეჰასთან); მას არ შეუძლია ზემოქმედება ინდივიდუალურ სულზე (ჯივაზე), მაგრამ ის არ დაანებებს სხეულს დიდი ხნის არსებობას. სხეული არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალება ინდივიდუალური სულისთვის მისი ნამდვილი ბუნების გასაგებად. ამის მიუხედავად ვინ იცის სხეული როდის გახდება იამას ყურადღების სამიზნე? ამ დაშლადი სხეულით დატვირთულმა ინდივიდუალურმა სულმა, უნდა გაიგოს ზემოაღნიშნული გაფრთხილება და უნდა იყოს ყოვლად მოწყურებული სივაში შესარწყმელად! ვერც ერთი ცალკეული მომენტი რომელმაც გაიარა ვერ დაბრუნდება უკან. ადამიანები ჩვეულებრივ გადადებენ ზოგიერთ საქმეებს; გუშინდელს დღეისთვის, დღეისას ხვალისთვის. სულიერი დისციპლინის ამოცანებისთვის არ არსებობს არც გუშინ და არც ხვალ. სწორედ ეს მომენტი არის მომენტი! წუთი რომელიც ეს ეს არის გავიდა არის თქვენი მიწვდომის მიღმა; ასევე მომავალი წუთი არ არის თქვენი! მხოლოდ ისინი ვისაც აქვს ეს გაგება ამოტვიფრული თავიანთ გულში შეძლებენ შერწყმას სივაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 40.
19.12.2015
დამოკიდებულება თაყვანისმცემელის და თაყვანცემულის არის თესლი ერთგულების (ბჰაკტის). თავიდან თაყვანისმცემელის ჭკუა არის მოხიბლული თაყვანისცემის ობიექტის სპეციალური ხარისხებით. თაყვანისმცემელი ცდილობს ამ სპეციალური ხარისხების შეძენას. ეს არის სულიერი დისციპლინა (სადჰანა). სულიერი დისციპლინის ადრეულ სტადიაზე, თაყვანისმცემელსა და თაყვანცემულს შორის არის სრული განსხვავება, მაგრამ როგორც სულიერი დისციპლინა პროგრესირებს, ეს გრძნობა მცირდება და როდესაც მისაღწევი მიღწეულია, აღარ არსებობს არავითარი განსხვავება. დამოუკიდებლად თაყვანისცემის ობიექტის ადამიანი რომელიც ეჭიდება, ყვარობს და ეძებს სულიერი დისციპლინით, მას უნდა ჰქონდეს მტკიცე რწმენა რომ ინდივიდუალური მე (ჯივათმა) არის უზენაესი უფალი (პარამათმა). არსებობს მხოლოდ ერთი სურვილი რომელიც სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული სულიერი მაძიებლების მიერ: უფლის (ისვარა საკშათკარას) გაცნობიერება. ჭკუაში არ არსებობს ადგილი ნებისმიერი სხვა სურვილისთვის.
– პრემა ვაჰინი, თავი 39.
20.12.2015
თაყვანისცემის ტაძარი, ბრძენთა კომპანია, უფლის გაღმერთება და მისი სახელის გამეორება ეს არის სინათლის გარეგანი წყაროები. მედიტირება, ასკეტიზმი და გააზრება (დჰიანა, თაპასი და მანანა) – ეს არის შინაგანი განათების წყაროები. ორივეს მოკლებული, როგორ შეძლებთ თქვენ ღმრთიური დიდების ხედვის განცდას? ერთხელ ტულსიდას გოსვამიმ განაცხადა, `გესაჭიროებათ თქვენ სინათლე სახლის შიგნით ისევე როგორც გარეთ? თუ დიახ, მაშინ მოათავსეთ ლამპა ზღურბლზე!~ ამის მსგავსად თუ თქვენ გსურთ სიმშვიდის (შანთის) ნათების განცდა თქვენს შიგნით და ასევე მისი გავრცელება გარეთ, მაშინ დაიდეთ უფლის სახელი ენაზე, რომელიც არის თქვენი პიროვნების ზღურბლი! ლამპა ენაზე არ იციმციმებს, არ გაქრება თუ არ იქნება გატანილი გარეთ რაიმე ქარიშხლით. ის გაჩუქებთ თქვენ მშვიდობას ისევე როგორც მათ ვისაც თქვენ ხვდებით – სინამდვილეში მთელ მსოფლიოს~. აქედან გამომდინარე, თქვენს გადასარჩენად გამოაღვიძეთ ფორმის ხედვა თქვენს ენაზე უფლის სახელის ქონასთან ერთად.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 12.
21.12.15
მისდიეთ ერთგულების ცხრა ფორმიდან (სრავანამ, კირტანამ და ა.შ.) უკიდურეს შემთხვევაში ერთს მაინც. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მდიდარი ან სწავლული ხართ თქვენ; ღმერთი ინტერესდება მხოლოდ თქვენი ჭკუის და გულის წრფელობით და სისუფთავით და თქვენი სიყვარულის გულწრფელობის და ნამდვილობის ბუნებით. ვალმიკი იყო მონადირე. ნანდანარი იყო დაბალი კასტის. კუჩელა იყო სუფთა კაცი. დჰრუვა და პრაჰლადა იყვნენ ხუთი წლის ხნოვანების ბიჭუნები. საბარი იყო ტომის ქალი, უწიგნური და არაცივილიზებული. მაგრამ ყოველმა მათგანმა უხვად მოიპოვა ღმერთის წყალობა, მათი გულწრფელი ერთგულების, სიყვარულის და მინდობის გამო. მისდიეთ საბარის მაგალითს, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა შრი რამაზე და მის ბედნიერებაზე, და უძღვნიდა ყოველ თავის აზრს, სიტყვას და საქმეს მარტო მას, ასე რომ ყოველი მისი მოქმედება ტრანსფორმირდებოდა და მაღლდებოდა უმაღლეს ეპიტიმიაში (ტაპასში). მედიტირება არ ნიშნავს უსაქმურად ჯდომას განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ფოტოგრაფირებისთვის პოზირების მსგავსად. საბარის ცხოვრების მსგავსად თქვენი სიცოცხლე უნდა გახდეს უწყვეტი მედიტირება თქვენ სადაც არ უნდა იყოთ, და თქვენ რასაც არ უნდა აკეთებდეთ.
– ზაფხულის თავსხმები 1990, თავი 16.
22.12.2015
რას ნიშნავს როდესაც ამბობთ რომ ღმერთი ჩამოდის როგორც ავატარი? ღმერთი მისი სიყვარულიდან, სითბოდან და თანაგრძნობიდან, მოდის დაბლა ადამიანის არსებების დონეზე და იწვევს ღმრთიურ შემეცნებას კაცობრიობაში. როდესაც ღმერთი აღმოაჩენს რომ ბევრი ადამიანი სასოწარკვეთილად ეძებს ღმერთს თავის გარეთ, ის გაიძულებთ თქვენ შეიცნოთ ღმერთი თქვენს შიგნით. სინამდვილეში ღმერთი არის ბირთვი ყველაფერში. ეს შანსი, შიგნით ღმერთის გასაცნობიერებლად, მოგეცათ თქვენ ჯილდოს სახით დამსახურებისთვის, რომელიც შეიძინეთ თქვენს ბევრ წინა ცხოვრებაში, იმიტომ რომ მიაღწიოთ აბსოლუტთან გაერთიანების უმაღლეს მიზანს. ყოველ ფრინველს სჭირდება ორი ფრთა რომ იფრინოს, საზიდავს სჭირდება ორი ბორბალი რომ წინ წაიწიოს. უმაღლესი მიზნისკენ სამოგზაუროდ, თქვენ გჭირდებათ ორივე რწმენაც და სიმტკიცეც – სულიერი სწავლება (ვიდია) და მონანიება (თაპასი). ბჰაგავად გიტა გვამცნობს, საკუთარი მეს ცოდნა (ათმა ვიდია) არის უწმინდესი ცოდნა (ვიდია) რომელიც გიჩვენებთ გზას, და მონანიება (თაპასი) გხდით თქვენ მიზნის მიმღწევად. ორივე არის საჭირო საბოლოო შედეგის მისაღწევად.
– ღმრთიური საუბარი, 24 დეკემბერი 1980.
23.12.2015
ღმრთიური სიყვარულის განხორციელებანო! სადაც კი თქვენ არ უნდა იყოთ არასოდეს მისცეთ საბინადრო რაიმე განსხვავებას. ყველამ თავი უნდა დააღწიოს ყველა ეგოიზმს, თვითანგარებას და ეგოცენტრიზმს. ურთიერთ პატივისცემა (მამატა), წონასწორობა (სამატა) და მოთმინება (კშამატა) არის ძირითადი ხარისხები, აუცილებელი ადამიანის ყოველი არსებისთვის. ამიტომ განივითარეთ სიყვარული, მოთმინება და თანაგრძნობა. გააცნობიერეთ რომ სიყვარული წარმოდგენილია ყველაში. მოცილდით ყველა განსხვავებიდან და მისდიეთ თქვენს რწმენას და ტრადიციებს. ისწავლეთ ცხოვრება სიყვარულსა და ჰარმონიაში თქვენი საზოგადოების ყველა წევრთან. როდესაც უარს იტყვით ყველა სახის განსხვავებაზე, სიყვარული გაიზრდება თქვენში და თქვენ შეძლებთ ღმერთის პირდაპირ ხედვას. სიყვარულის გარეშე, სიტყვიერი ლოცვები არის უსარგებლო. მხოლოდ ღმრთიური სიყვარული არის გამაერთიანებელი, მოტივატორი და სიხარულის მომასწავებელი ყველასთვის. ღმერთი არის სიყვარული და ღმერთი შეიძლება შეცნობილი იყოს მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით. ყველა წმინდანი და რელიგია ხაზს უსვამს სიყვარულის, ჭეშმარიტების, მსხვერპლის და ერთობის დიდებას. აქედან გამომდინარე გაზარდეთ სიყვარული.
– ღმრთიური საუბარი, 24 დეკემბერი 1980.
24.12.2015
ღმერთი არის უსასრულო ენერგია, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე. ის არის მიზეზი და შედეგი – მექოთნე, თიხა და ქოთანი. ღმერთის გარეშე არ არსებობს სამყარო. ღმერთმა ისურვა და სამყარო წარმოიქმნა როგორც მისი თამაში, მისი ძალის გამოვლინება. ადამიანების არსებები ახორციელებენ მის ნებას, მის ძალას, მის სიბრძნეს. მაგრამ მათ არ იციან ეს დიდება ვინაიდან უმეცრების ღრუბელი ფარავს ჭეშმარიტებას. აქედან გამომდინარე ღმერთი აგზავნის წმინდანებს და წინასწარმეტყველებს, და თუნდაც ჩნდება როგორც მოსული ჭეშმარიტების გასამხელად, და კაცობრიობის გასაღვიძებლად და გასათავისუფლებლად. ორი ათასი წლის წინ როდესაც ვიწრო სიამაყემ და უღრანმა უმეცრებამ წაბილწა კაცობრიობა, იესო მოვიდა როგორც სიყვარულის და თანაგრძნობის განხორციელება, და ცხოვრობდა ადამიანთა შორის, სიცოცხლის ყველაზე უმაღლესი იდეალების განსამტკიცებლად. `ქრისტეშობა~ სინამდვილეში ნიშნავს `მესას, გამართულს ქრისტეს დაბადების დღეზე~. ეს არის ძალიან წმინდა რელიგიური წესჩვეულება. მისი განხილვა როგორც დღესასწაულის სმისა და ცეკვისთვის არის ძალიან არასწორი. გაატარეთ ქრისტეშობა ლოცვაში.
– ღმრთიური საუბარი, 24 დეკემბერი, 1980.
25.12.2015 ქრისტეშობა
ვინაიდან თქვენ აღნიშნავთ დღეს ქრისტეშობას, მიუტანეთ თქვენს ჭკუას სწავლება, რჩევები და გაფრთხილებები რაც იესომ მოგცათ და გადაწყვიტეთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების მიმართვა ამ გზაზე. მისი სიტყვები უნდა აღიბეჭდოს თქვენს გულებზე და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ამ ყველაფრის პრაქტიკა რასაც ის გასწავლით. თქვენ ყურადღება უნდა დაუთმოთ გაკვეთილებს რომლებიც მან საგულდაგულოდ დაამუშავა მისი სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპებზე. `მე ვარ ღმერთის წარმოგზავნილი~, მან განაცხადა პირველად. დიახ. ყოველმა ადამიანმა უნდა მიიღოს ეს როლი და უნდა იცხოვროს როგორც ღმრთიური სიყვარულის და გულმოწყალების მაგალითმა. გურუ უნდა გამოვიდეს როგორც მაღვიძარა საათი; მან უნდა გამოაღვიძოს მძინარე ადამიანი თავისი ვალდებულებებისკენ საკუთარი თავის მიმართ. `უტტიშტა ჯააგრატა~, როგორც უპანიშადები აცხადებს – `ადექით! გაიღვიძეთ.~ და დაადასტურეთ ღმერთის ყოფნა თქვენში, ყოველ აზრში, სიტყვასა და საქმეში. საუკეთესო გზა მოსაგვარებლად არეულობის და კონფლიქტების რომლებიც აბრკოლებს ზნეობრივ, ეთიკურ, მატერიალურ, ტექნოლოგიურ და სულიერ პროგრესს არის ადამიანის ცხოვრება მთლიანად ასე როგორც ადამიანმა უნდა იცხოვროს და ასვლა ღმრთიურების სიმაღლეზე რაც არის რეალობა.
– ღმრთიური საუბარი, 24 დეკემბერი, 1980.
26.12.2015
შეხედეთ თევზს! ცხოვრებით როგორც ის ამას აკეთებს მუდმივად წყალში, იშორებს ის თავის არასასიამოვნო სუნს? არა. მიდრეკილებები (ვასანები) არ გაქრება მანამ სანამ ადამიანის გული სავსე იქნება ეგოიზმის ილუზიით, თუნდაც ის ჩაძირული იყოს გულის გასუფთავების მრავალ სულიერ დისციპლინაში. თუ თქვენ ნამდვილად გინდათ გრძნობების `მე~ და `ჩემი~-ს მოცილება, თქვენ უნდა გარდაქმნათ საკუთარი თავი და თაყვანი უნდა სცეთ უფალს (ჰარის), რაიმე სიმპათიების ან ანტიპათიების გარეშე. ისევე როგორც სინათლე და სიბნელე ვერ თანაიარსებებს ერთდაიგივე ადგილზე, სიყვარული და სიძულვილი ვერ იარსებებს ერთიდაიგივე გულში. თქვენ განცდით სიხარულსა და უბედურებას სმენის მეშვეობით. ამიტომ როგორც სულიერმა მაძიებელმა თავი აარიდეთ ხისტი სიტყვების სასტიკ ისრებს. ამის ნაცვლად გამოიყენეთ, სასიამოვნო სიმართლით გაჟღენთილი ტკბილი სიტყვები. წყნარი ლაპარაკი სიცრუის დამატებით მოგიტანთ თქვენ ტანჯვას. თქვენ შეგიძლიათ ჭეშმარიტი მაძიებელის ცნობა მისი კარგი ხარისხების მეშვეობით.
– პრემა ვაჰინი, თავი 43.
27.12.2015
განივითარეთ სიყვარულის ხარისხი. არ შეიძულოთ არავინ. განივითარეთ რწმენა რომ რაც თქვენ გხდებათ არის კარგი თქვენთვის. ყოველთვის როდესაც თქვენ ხვდებით რაიმე წინააღმდეგობას ან სატანჯველს იფიქრეთ რომ თქვენ ხართ მათზე პასუხისმგებელი. მეორეს მხრივ, თუ თქვენ შეურაცხყოფთ ვინმეს შეგნებულად თუ შეუგნებლად, ვინმემ კიდევ შეიძლება დაგსაჯოთ თქვენ რომელიმე დღეს. სიამოვნება და ტკივილი არის საკუთრივ თქვენს მიერ შექმნილი პროდუქტები. დამსახურება ან ცოდვა რომელსაც თქვენ იდენთ, თან გდევთ თქვენ როგორც ჩრდილი. ბევრი დღეს იძლევა ქადაგებებს სხვებისთვის, ისე რომ თვით არ მისდევენ საკუთარ რჩევებს. რა ფასი ექნება თქვენს რჩევას? თქვენ როგორი კეთილშობილური აზრებიც არ უნდა წაიკითხოთ ან მოისმინოთ, ეს არ არის ფასეული თქვენთვის, მანამ სანამ თქვენ არ პრაქტიკებთ მას ბეჯითად. დაეხმარეთ თქვენს ახლობელ ადამიანის არსებებს უკიდურეს შემთხვევაში მცირე ზომით. თქვენ დაგეხმარებიან საპასუხოდ, როდესაც თქვენ ეს ძალიან დაგჭირდებათ. არასოდეს დაადანაშაულოთ სხვა სირთულეებისთვის რომელსაც თქვენ ხვდებით პირისპირ. არასოდეს შეურაცხყოთ ვინმე. გიყვარდეთ ყველა და მოექეცით ყველას როგორც თქვენს ძმებს და დებს.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი, 2004.
28.12.2015
შეხედეთ ყვავილებს ბაღში! როდესაც მებაღე წყვეტს ყვავილებს, კვირტები ხარობენ რომ ხვალ იქნება მათი ჯერი მებაღის ხელში შესაგროვებლად, და მათი სახეები არის სავსე სიხარულით როდესაც ესენი იფურჩქნება ამ იმედით. გრძნობს ეს კვირტები რაიმე სევდას? არის მათი სახეები დამჭკნარი? არის ესენი ამის გამო ნაკლებად ცოცხალი? არა. როგორც კი კვირტები იგებენ რომ შემდეგ დღეს არის მათი ჯერი, ესენი ამზადებენ თავის თავს დიდი სიამოვნებით და მღელვარებით. იგივენაირად, თქვენ უნდა ემზადოთ სულიერი პრაქტიკის გზაზე! აღფრთოვანებით ახსენეთ უფლის სახელი ყოველ წუთს, აღელვებისა და ნაღველის გარეშე რომ თქვენი ჯერი არის ხვალ ან იმიტომ რომ ვინმე დღეს მოკვდა. ადამიანისთვის ვინც გარდაქმნა თავისი თავი სულიერ მაძიებლად, მისი ჭკუა (მანასი) არის მადჰურა, უფალ კრიშნას დაბადების ადგილი), მისი გული არის დვარაკა (უფალ კრიშნას სათამაშო მოედანი) და მისი სხეული არის კაში (უფალ შივას წმინდა საბინადრო).
– პრემა ვაჰინი, თავი 43.
29.12.2015
შეიძლება ვირი რომელსაც გადააქვს სუნამო ან სანდალოზის ხის კონა გახდეს სპილო? მას შეუძლია შეაფასოს წონა მაგრამ არა სურნელება! სპილო ყურადღებას არ აქცევს წონას; ის შეისუნთქავს ტკბილ სუნს, სწორია? ასევე სულიერმა მაძიებელმა, ან ერთგულმა უნდა მიიღოს თავისში მხოლოდ სუფთა სიმართლე, სუფთა არსი კარგი საქმიანობის, ღმრთისმოსაობის და წერილების. მეორეს მხრივ, მას ვინც მიდის კამათზე უბრალო სწავლულობის, ცოდნის და დავის გულისთვის ეცოდინება მხოლოდ ლოგიკის წონა, დაეკარგება ჭეშმარიტების სურნელება! ბევრი მსოფლიოში იყენებს თავის დიდ განათლებას დავებში და მათ სჯერათ რომ ისინი არიან აღმატებულნი; ეს არის დიდი შეცდომა. თუ ისინი ნამდვილად იქნებოდნენ ამდენად განათლებულნი, ისინი არჩევდნენ გაჩუმებას როგორც საპატიო მოქცევას. მათთვის ვინც არის არსის ძებნაში, ტვირთი არ არის საყურადღებო. თუ უბრალოდ მიზეზი არის გამოყენებული, ვერაფერი ფასეულობა ვერ მოიპოვება. სიყვარული არის ერთი დიდი ინსტრუმენტი უფლის მუდმივად გასახსენებლად. ამ ინსტრუმენტის უსაფრთხოდ და ძლიერად შენახვას არ სჭირდება არავითარი სხვა მოწყობილობა გარჩევის (ვივეკას) ქარქაშის გარდა.
– პრემა ვაჰინი, თავი 44.
30.12.2015
ადამიანები დღეს ივედრებიან მატერიალური კომფორტისა და ფუფუნებისთვის (ბჰოგასთვის). ბჰოგადან თქვენ მიიღებთ მხოლოდ როგჰას, ავადმყოფობას! გაიგეთ რომ ფული ვერ დაგეხმარებათ კარგი ხარისხების შეძენაში. მხოლოდ მსხვერპლს შეუძლია განავითაროს კეთილშობილური ხარისხები თქვენში. სინამდვილეში მსხვერპლის (ტიაგას) მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნეტარება და მარადიული სიხარული (იოგა). ბევრი ადამიანი გადადის ქალაქებისკენ კომფორტისა და ფუფუნების მიდევნებით, და პოულობს თვისა თავს მრავალ სირთულეებსა და მწუხარებაში. ეს არის მათი საკუთარი ქმნილება. სინამდვილეში, ქალაქის ცხოვრება შეურაცხყოფს ჭეშმარიტ კულტურას ყველა შესაძლებელი ხერხით და თქვენ ვერ შეძლებთ ვერასოდეს ბედნიერების მიღებას ბედნიერებიდან (ნა სუკჰათ, ლაბჰუატე სუკჰამ). მხოლოდ ტანჯვით შეიძლება მოიპოვოთ თქვენ ბედნიერება. რომ გახადოთ თქვენი სიცოცხლე ბედნიერი, თქვენ უნდა შეუდგეთ უანგარო მსახურებას. ძველი კულტურა უფრო მეტად შემონახულია სოფლებში ვიდრე ქალაქებსა და საქალაქო დასახლებებში. ამიტომ, იარეთ სოფლებში, გაარკვიეთ მათი საჭიროებანი და შეამსუბუქეთ მათი ტანჯვა. ხელები რომლებიც მსახურებს არის ყოველთვის უფრო წმინდა ვიდრე ტუჩები რომლებიც ლოცულობს.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი 2004.
31.12.2015
ყოველი სულიერი მაძიებლისთვის არსებობს ორი მთავარი მტერი: საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა (რომ თქვენ იცით ყველაფერი) და ეჭვი (ეს არის თუ არ არის). უბრალოდ გადაწყვიტეთ იყოთ მყარად დაფიქსირებული თქვენს რეალობაში. თუ ეს არის სუფთა, ყველაფერი არის სუფთა. თუ ეს არის ჭეშმარიტი, ყველაფერი არის ჭეშმარიტი. თუ თქვენ ატარებთ ლურჯ სათვალეს, თქვენ ხედავთ მხოლოდ ლურჯ ფერს, თუმცა ბუნება ბრწყინავს მრავალი ფერით. ასევე, თუ მსოფლიო გეჩვენებათ თქვენ როგორც განსხვავებებით სავსე, ეს არის მხოლოდ თქვენი შეცდომით გამოწვეული. თუ ყველაფერი გეჩვენებათ როგორც ერთი სიყვარული, ეს აგრეთვე არის თქვენი სიყვარული. გრძნობები თქვენში არის მიზეზი ორივე ვითარებაში. კითხვა რომელიც შეიძლება წამოიჭრას მომდევნოდ არის განა უფალს აქვს ნაკლოვანებები, რადგან ის აგრეთვე იდენტიფიცირებს ნაკლოვანებებს. უფალი ერთგულში ეძებს მხოლოდ სიკეთეს, არა ნაკლოვანებებს და ცოდვებს. უფლის თქვენეული შეფასება დამოკიდებულია თქვენს გრძნობებზე. უფალი ღვრის წყალობას მათზე ვინც დაჯილდოებულია უბიწოებით, განურჩევლად რასის, სიმდიდრისა და სქესის.
– პრემა ვაჰინი, თავი 46.

ბაბა

კომენტარის დატოვება