მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 1 მაისი.
რა არის გაუტამა ბუდდჰას არსებითი გზავნილი? ბუდდჰა პურნიმას ხელსაყრელ ზეიმზე, ბჰაგვანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ.
ბუდდჰა ასწავლიდა რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს რისხვა, ჩვენ არ უნდა ვეძებოთ სხვისი ნაკლოვანებები და ჩვენ არ უნდა ვავნოთ სხვებს რადგან ყველა არის ატმას სუფთა, მარადიული პრინციპის ტანმოსილება. გამოიჩინეთ თანაგრძნობა ღარიბების მიმართ და დაეხმარეთ მათ შეძლებისდაგვარად. თქვენ ფიქრობთ რომ ისინი ვისაც არ აქვთ საჭმელი საკვებად არიან ღარიბი ადამიანები. თქვენ არ შეიძლება უწოდოთ ვინმეს ღარიბი მხოლოდ იმიტომ რომ მას არ აქვს ფული ან საჭმელი საკვებად. სიმართლე ვთქვათ, არავინ არის ღარიბი. ყველა არის მდიდარი, არა ღარიბი. მათ ვისაც თქვენ თვლით ღარიბად შეიძლება არ აქვთ ფული, მაგრამ ყველა არის უზრუნველყოფილი ჰრიდაიას (გულის) სიმდიდრით. გაიგეთ და პატივი ეცით ამ ერთიანობისა და ღმრთაებრიობის ფუნდამენტურ პრინციპს ყველაფერში და განიცადეთ ნეტარება. ნუ გექნებათ ისეთი ვიწრო მოსაზრებები როგორც ესა და ეს არის თქვენი მეგობარი, ესა და ეს არის თქვენი მტერი, ასეთი და ასეთი არის თქვენი ურთიერთობა, და ა.შ. ყველა არის ერთი, იყავით ერთნაირი ყველას მიმართ. ეს არის თქვენი მთავარი მოვალეობა. ეს არის ბუდდჰას ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლება.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 13 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 2 მაისი.
რა ფორმით არის ღმრთაებრივი პრინციპი წარმოდგენილი ჩვენგან თითოეულში? ბჰაგავანი ააშკარავებს და ასევე განმარტავს როგორ გამოვხატოთ ეს დაფარული სიტკბო.
ღმერთი არის პრემასვარუპა (სიყვარულის ტანმოსილება); ღმერთი არის ყველა არსებაში; ამიტომ ყოველი სიცოცხლის ნაყოფი სავსეა ამ პრემას სიტკბოთი. როგორც მწარე კანი ხილის, რაც არის ტკბილი, აყალიბებს უმეცრების საფარს ძვირფას წვენზე შიგნით, ასევე შურის, ეგოიზმის, სიძულვილის, ბოროტების, სიხარბის, ვნებისა და პომპეზობის მწარე კანი არ აძლევს საშუალებას სიტკბოს ყველასთვის იყოს აშკარა. ყველა არსება უფლება მინიჭებულია მიიღოს მონაწილეობა ამ პრემაში, ეროვნების, კანის ფერის, სარწმუნოების ან საზოგადოებაში სტატუსის მიუხედავად. როცა ღმერთი და ღმერთის პრემა ააქტიურებს ყველა ატომს, ვის შეუძლია გაბედოს თქმა: „გამოერჩიე“ ვინმეს? ისავასიამიდამ სარვამ – ეს ყველაფერი არის ღმერთი, არის პრემა. სინათლეები, რომლებიც ვიასამ აანთო ამ დიდი რეალობის გამოსავლენად, დაბნელდა; არავინ ასხამს ნავთს ლამპაში; ყველა დაინტერესებულია ცრუ იდეალებისა და წარმავალი სიამოვნებების დევნით. ვიასამ ასწავლა დჰარმა (უბიწოება) მაჰაბჰარატათი, ბჰაკტი (ერთგულება) ბჰაგავატათი, და შანტი და პრემა (მშვიდობა და სიყვარული) 18 პურანით; ის ასწავლიდა „ცოდნის, მცოდნეს და ცნობილის“ ცოდნას ბრაჰმასუტრათი. ის ხაზს უსვამდა რომ სხვების ზიანის მიყენება არის ცოდვის თესლი და სხვების მსახურება დამსახურების თესლი. ეს არის პრემას გაკვეთილი, წმინდა და მარტივი.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 21 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 3 მაისი.
რატომ არის სუფთა აზრები და მყარი ჭკუა ძალიან მნიშვნელოვანი უფლის მისაღწევად? ბჰაგავანი ნათლად გვახსენებს ჩვენ დღეს, ასე რომ ჩვენ შევძლოთ აზრებში სიწმინდის შეგნებული პრაქტიკა, ყოველდღე.
ჭკუით მიღებული გადაწყვეტილება არის როგორც ქვა ჩაგდებული ტბაში. იგი წარმოქმნის ტალღებს რომლებიც მოქმედებს მთელ ზედაპირზე და არღვევს სიმშვიდეს. კარგი სანკალპა (გადაწყვეტილება) ქმნის ამგვარი აზრების სერიას, თითოეულს თავისი წვლილის შემტანს განწმენდისა და გაძლიერების პროცესში. ბჰარატიას კულტურა იჟინებს სანკალპას სიწმინდეზე რადგან, მსგავსად სურნელოვანი ყვავილის ხელში, ის გაავრცელებს თავის სასარგებლო გავლენას სხვებზე და სხვების მეშვეობით, საზოგადოებასა და ერობაზე, რომელშიც ინდივიდუალი მოქმედებს. ცუდი აზრი ბილწავს როგორც ინდივიდუალს ასევე საზოგადოებას. უბედურებაც, აგრეთვე, არის გადამდები; თქვენს უწმინდურობასაც შეუძლია დააბინძუროს. როცა ჭკუა მოქმედებს ინტელექტის ან გამჭრიახი გონების (ბუდჰის) დაქვემდებარებაში, იგი დაეხმარება შინაგანი ჭეშმარიტების რეალიზებას. როცა იგი ემორჩილება გრძნობების ზეწოლას, იგი უფრო უჭერს ბორკილებს. კარგი იდეები უნდა იქნას მიღებული, ცუდი კი თავარიდებული. თითოეული იდეა უნდა იყოს განხილული ვივეკას (სიბრძნის) უზენაეს სასამართლოში. და, გადაწყვეტილება უნდა იყოს მოპყრობილი როგორც ურღვევი.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 30 მარტი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 4 მაისი.
ყველაში ღმრთაებრივი ბუნების ურთიერთგაგება როგორ გარდაქმნის ჩვენს დამოკიდებულებას სხვების მიმართ? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
თუნდაც სხვებმა შეგაწუხონ და პრობლემები შეგიქმნან, აიტანეთ ეს მოთმინებით დაჯერებით რომ ეს მოგიტანთ თქვენ მხოლოდ სიკეთეს. ტანი, რაც აგებულია ხუთი ელემენტისგან, უნდა დაეცეს და დაიღუპოს ამა თუ იმ დღეს. ტანის ბინადარი არის მარადიული, უშობელი და უკვდავი და არ არის შებორკილი მონობის რამე ჯაჭვით. სინამდვილეში, ეს ბინადარი არის ღმერთი თვით! როცა უქონელი ითხოვს საჭმელს, ის წარმოთქვამს: ბჰავატი ბჰიკშამ დეჰი! ის სინამდვილეში ითხოვს დეჰისგან, ბინადრისგან და არა თქვენგან. აღიარეთ ჭეშმარიტება რომ ის ელოცება ღმერთს თქვენში მოწყალებისთვის. ეს არის თქვენი უმეცრება თუ თქვენ ფიქრობთ რომ ის ითხოვს თქვენგან. ეს ითვლება ამპარტავნებად. ღმრთაება ცხოვრობს ყველაში, მიუხედავად იმის ადამიანი არის თავადი თუ ღატაკი. თქვენ უნდა თაყვანი სცეთ ამ ღმრთაებრივ პრინციპს ყველაში და გიყვარდეთ ისინი, მაგრამ სიყვარული უნდა იყოს უანგარო. სიყვარული თავისუფალი ტანზე მიჯაჭვულობისგან მიედინება თანაბრად ყველასაკენ.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 23 ნოემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 5 მაისი.
რატომ არის სულიერი ერთიანობის გრძნობის განვითარება აუცილებელი დღევანდელ მსოფლიოში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს, ასე რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი გზების გამოსწორება.
ეკონომიკურ სფეროში, როცა ადამიანის სურვილებს მართავენ უბიწოებით, ღმრთაებრივი იმპულსი აღმოცენდება კაცში. როცა ძიება სიმდიდრისთვის და ზრუნვა გრძნობადი სიამოვნებებისთვის დაფუძნებულია დჰარმაზე (უბიწოებაზე), ჭკუა სპონტანურად ტრიალდება ღმერთისკენ. უზარმაზარ კოსმოსში, კაცი არის როგორც ნაწილაკი. არსებითად, არ არსებობს კონფლიქტი კაცსა და ქმნილებას შორის. ისევე როგორც ბავშვს აქვს უფლება ისიამოვნოს დედის რძით და ფუტკარს აქვს უფლება დატკბეს თაფლით ყვავილებიდან, არ შეიძლება არსებობდეს შედავება კაცზე ბუნებრივი რესურსების სიამოვნებით გამოყენებაზე. მაგრამ, როგორც უკონტროლო სურვილების და ბუნებრივი რესურსების უპასუხისმგებლო ექსპლუატაციის შედეგს, ბუნება აჩვენებს შემაშფოთებელ დარღვევებს. სტიქიური უბედურებები, როგორიცაა მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები, გვალვები და წყალდიდობები არის ბუნების ბალანსის დარღვევის შედეგი. კაცობრიობა, დღეს, შეიძლება იყოს მიმსგავსებული სულელ კაცს ვინც ცულით ჭრის ხის იმ ტოტს რომელზეც ის ზის. კაცებმა უნდა განივითარონ სულიერი ერთიანობის გრძნობა. ერთიანობის ამ გრძნობიდან, სიყვარული გაიზრდება. სიყვარულს მარტო შეუძლია მთელი კაცობრიობის ერთ ერთეულად შეკავშირება.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 13 თებერვალი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 6 მაისი.
იეშვარამას დღის გამო, როცა ჩვენ ვიხსენებთ ავატარის დედას სიყვარულით, რა შეგვიძლია ჩვენ ვისწავლოთ და რისკენ ვისწრაფოთ მისი კურთხეული ცხოვრების ხილვით? ბჰაგავანი შთაგვაგონებს ჩვენ დღეს ღრმა გახსენებით.
ნამდვილი ერთგულება დადასტურდა ბოლო წუთებში. მე აღვნიშნავ პატარა შემთხვევას იეშვარამას სიკეთის შესახებ. ზაფხულის კლასები მიმდინარეობდა ბანგალორში. დილის 7 ზე, საუზმე უნდა მიეტანათ სტუდენტებთან. ისინი დადიოდნენ ნაგარასანკიირტანის კეთებით და დაბრუნდებოდნენ 6 ზე. ბოლოს მე მივეცი მათ დარშანი. შემდეგ, მე წავედი ჩემი აბაზანის მისაღებად. ამასობაში, იეშვარამამ დაასრულა თავისი აბაზანა; მან დალია თავისი ყავა როგორც ყოველთვის კმაყოფილმა და დაჯდა თავის ადგილზე შიდა ვერანდაზე. უცებ, აბაზანისკენ სვლისას, მან იყვირა: „სვამი, სვამი, სვამი“, სამჯერ. ამაზე მე ვუპასუხე: „მოვდივარ, მოვდივარ“. ამ ხნის განმავლობაში, მან უკანასკნელად ამოისუნთქა. რა არის სიკეთის უფრო დიდი ნიშანი საჭირო? მას არ სჭირდებოდა მომსახურება და მასზე ზრუნვა. სვამი იმ დროს მხოლოდ ძალიან ცოტას გაახსენდება. პირველი სართულიდან მან დაიძახა: „სვამი! სვამი!“ მე ვუპასუხე: „მოვდივარ, მოვდივარ,“ და ის წავიდა. ეს სპილოს ძახილს ჰგავდა და უფალი მივიდა მის საკურთხევლად – ორი მავთული შეერთდა, განთავისუფლება მოხდა მყისიერად. ეს არის ნამდვილი აღსრულება რისკენაც ცხოვრება უნდა ისწრაფოდეს.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 7 მაისი.
ჩვენ რატომ და როგორ უნდა დავამშვიდოთ ჭკუა? ბჰაგავანი განმარტავს დღეს ნათელი მაგალითით.
ჭკუა მიდრეკილია გამოცდილების დაგროვებისა და მათი შენახვისკენ მეხსიერებაში. მან არ იცის დანებების ხელოვნება. ჭკუა არაფერს აგდებს. შედეგად, მწუხარება, შფოთვა და უბედურება აგრძელებს დუღილს მასში. თუ მხოლოდ შეძლებს ჭკუას ასწავლოს ტიაგა (მსხვერპლშეწირვა), ადამიანი შეძლებს გახდეს იოგი (სულიერად მშვიდი ადამიანი). საათი, როგორც ჩანს, განუწყვეტლივ აგრძელებს წიკწიკს. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ის არ არის უწყვეტი, რადგან არსებობს, რაც ადამიანმა შეიძლება შეამჩნიოს, მოკლე პაუზა ერთ წიკსა და მეორეს შორის. ეს არის დასვენების ინტერვალი. მაგრამ ჭკუას არ აქვს ეს მოკლე ინტერვალი ერთ აზრსა და მეორეს შორის. და აზრების უწყვეტ თანმიმდევრობაში არ არსებობს წესრიგი ან კავშირი. ეს ზრდის დაბნეულობასა და შეშფოთებას. ეს არის ჯანმრთელობის გაუარესების მთავარი წყარო კაცში. ამჟამად ჩვენ ვგეგმავთ და ვემზადებით ფიზიკური დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის, და ჩვენ ვიცით რომ მანქანებსაც კი სჭირდებათ დასვენების საათები! მაგრამ ჩვენ უგულებელვყავით ჭკუისთვის დასვენების უზრუნველყოფის მოვალეობა. დჰიანა (მედიტება) არის სახელი დასვენების პერიოდისთვის რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ დასაქმებული და გზააბნეული ჭკუისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 8 მაისი.
ჩვენ შეიძლება გვიყვარდეს და პატივი ვცეთ ბევრ ადამიანს ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ვინ არის ის პერსონა ვინც ნამდვილად იმსახურებს მუდმივ ადგილს ჩვენს გულებში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
დედისადმი სიყვარული და მამისადმი პატივისცემა არის აუცილებელი. მაგრამ მშობლები და მოძღვრები არიან წარმავალნი. მეგობრებიც კი არიან არამუდმივნი. ღმერთი მარტო არის მუდმივი და უცვლელი, და ღმერთს მარტო უნდა ჰქონდეს მუდმივი ადგილი გულში. ადამიანის ტანი იძენს თავის სიწმინდეს ფაქტიდან რომ იგი არის ღმრთაების ადგილსამყოფი. გიტა ახსენებს ტანს როგორც კშეტრას (წმინდა ველს) და ღმრთაება ბინადარს როგორც ქშეტრაჯნას. ტანის სიწმინდის გამო, იგი სწორად უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ღმრთაების ინსტრუმენტი. კაცმა უნდა განივითაროს რწმენა ღმერთში. რწმენის გარეშე, ცხოვრება იქნება უაზრო. კაცს არ შეიძლება ჰქონდეს ბედნიერება და კმაყოფილება ცხოვრებაში ღმერთის მადლის გარეშე. კაცები დღეს ზედმეტად არიან ჩაძირულნი მსოფლიო საქმეებში და არ აქვთ სიმშვიდე. მათ შეუძლიათ მშვიდობა ჰქონდეთ მხოლოდ მშვიდობის უზენაესი ტანმოსილებისგან, ღმერთისგან. ის არის უსაზღვრო სიყვარულისა და მტკიცე მშვიდობის სამყოფელი. ღმერთის სიყვარული უნდა იყოს უზრუნველყოფილი უფლის სახელის გალობით. თქვენ უნდა იყოთ მადლიერნი თქვენი დედის რომ უზრუნველგყოთ ტანით რაც საშუალებას გაძლევთ თქვენ იგალობოთ უფლის სახელი.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 6 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 9 მაისი.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ სულიერ მოგზაურობაში წინსვლის გასაგრძელებლად? ბჰაგავანი განმარტავს მარტივი მაგალითით და გვენთუზებს ჩვენ დღეს.
მოცურავემ მდინარეში წინ მყოფი წყლები უნდა გასწიოს გვერდზე და უკუსცეს ასე რომ მან შეძლოს მოძრაობა წინ პირდაპირ და სწრაფად. წყლის იძულებით უკუცემა არის ის ქმედება რასაც ის წინ მიჰყავს. ნათქვამია, ნუ მიანიჭებთ მას მნიშვნელობას, უკუაგდეთ, დათმეთ, უარყავით; მარტო ეს შეიძლება დაგეხმაროთ წინსვლაში, თუნდაც ერთი დუიმით. ნაცვლად, კაცი კრებს და ინახავს, ​​აგროვებს და ამაყობს იმით რასაც ის მტკიცედ ფლობს, ადამიანის უარის თქმის თვისების ძვირფასობის მიუხედავად. ამგვარად, ჩვენ ვიძირებით მატერიალურ საკუთრებაში, გამარჯვებებსა და უცნაურობებში. ჩვენ არ ვტივტივებთ ან არ ვცურავთ ცდუნებების გადალახვაზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ აღმოვაჩინოთ და ვისწავლოთ პროგრესის საშუალებები. ჩვენ შეიძლება ვიკითხოთ, როგორ შეუძლია კაცს ჩაძირულს ფარდობით ცოდნაში გახდეს ატმას გაცნობიერებული? მაგრამ არ არსებობს სასოწარკვეთის ან საკუთარი თავის ბოროტად და დამცირებულად განსჯის მიზეზი. რადგან როცა პატარა კაცები იღებენ დიდ გადაწყვეტილებებს, ისინი იმსახურებენ წახალისებას დიდებისგან. როცა პაწაწინა ციყვმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ზღვაზე გადასასვლელის მშენებლობაში, განა არ მიიღო მან უფალი რამას კურთხევა? ციყვმა იცოდა, რომ მისი დახმარება მხოლოდ უსასრულოდ მცირე იქნებოდა, მაგრამ მიძღვნის გრძნობამ რამაც ის აღძრა დაუმსახურა ღმერთის წყალობა.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 10 მაისი.
რა არის ძვირფასი გზავნილი რაც ბჰარატს ერგო გასაზიარებლად მსოფლიოსთან? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს და შთაგვაგონებს ჩვენ თავის მისაძღვნელად ამ წმინდა მიწის დიდების აღდგენაზე.
უფლის დიდება და სიდიადე გარდაუვალია სამყაროში, როგორც სურნელი ჰაერში, როგორც სითბო ცეცხლში ან როგორც კარაქი რძეში. ის არის ძაფი რომელიც გადის ყველა მძივში და ერთად იჭერს ყველა მარცვალს. მისი ასეთად ცოდნა, გაცნობიერება რომ ის არის მთელი ამ ქმნილების წყარო, საზრდო და უმაღლესი სიკეთე არის ადამიანის სიცოცხლის მიზანი და განზრახვა. ეს არის ყველა წმინდა წერილის სწავლების ჯამი და არსი რაც კაცმა მიიღო მემკვიდრეობით წარსულიდან, ყველა ენაზე და ყველა ქვეყანაში. ყველა რელიგია არის მხოლოდ ესეები ამ სრულყოფილებისკენ მიმავალი გზის გამიჯვნის შესახებ. ყველა მორალური კოდექსი არეგულირებს ადამიანის მეტყველებას, მოქმედებას და გრძნობას კაცისთვის შესაძლებლობის მისაცემად გზის უფრო ნათლად დასანახად და მისი ნაბიჯების უფრო გასამყარებლად მასზე. ინდოეთი არის ქვეყანა, სადაც ეს ძვირფასი ცოდნა მოიპოვეს და გაავრცელეს მგზნებარე მაძიებლებმა და ბრძენებმა. მაგრამ დღეს, ჩვენ უნდა დავიტიროთ ამ იდეალების დაცემა და ინდოელების დაკნინება ვინც დაეშვნენ სულიერი ნეტარების იმ სიმაღლეების დაცინვის დონემდე რასაც ამ ბრძენებმა მიაღწიეს. ახლა მოვიდა დრო პატივის მისაგებად კულტურაზე რამაც აჩუქა მათ ეს ხედვა და გამარჯვება, ჩვენი თავის ხელახლა მისაძღვნელად მლოცვარებაზე ჭეშმარიტებისკენ, აღმოსაჩენად მრავალფეროვნების ჯუნგლებში ძირითადი ერთობის, რაც არის რეალობა.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 15 თებერვალი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 11 მაისი.
რა არის ადამიანის ტანჯვისა და მონობის რეალური წყარო? ბჰაგავანი სიყვარულით და ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
ჩვენს ცხოვრებას თავისი ფესვები აქვს ატმაში, და იგი იზრდება სიცოცხლის მღელვარე ტალღებით. იგი ვერასოდეს შეძლებს თვით ამოძირკვას მისი ატმური წყაროდან. კაცი, საუკუნეების განმავლობაში, ეძებდა განთავისუფლებას და იბრძოდა ტყვეობისგან თავისუფლებისთვის. მაგრამ მას არ აქვს სწორი შეფასება იმისა რისგან უნდა გაითავისუფლოს თავისი თავი, რა არის ეს ტყვეობა საიდანაც ის უნდა გათავისუფლდეს. ბევრმა არც კი იცის რომ ისინი არიან დატყვევებულნი და შებოჭილნი. ამიტომ, ისინი არც კი ცდილობენ საკუთარი თავის გათავისუფლებას. არის ოჯახი, ცოლი და შვილები ციხე? არის სიმდიდრე, ქონება და საკუთრება ბორკილები? არის ცდუნებანი და ანტიპათიები კავშირები რაც მას ლაგმავს? არა. არცერთი ეს არ ბორკავს მას. ყველაზე მჭიდრო ბორკილი რაც ზღუდავს მის გრძნობებსა და საქმეებს არის მისი უმეცრება იმაზე ვინ არის ის სინამდვილეში. სანამ ადამიანი არ გააცნობიერებს ატმას (ღმრთაებრივ სულს), ის აუცილებლად იქნება მბორგავი მწუხარებიდან მწუხარებაში, სიხარულის ინტერვალებით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 12 მაისი.
რა არის ყველაზე ძლიერი იარაღი ბოროტი ძალების წინააღმდეგ რაც ხელმისაწვდომია ჩვენგან თითოეულისთვის? ბჰაგავანი ხაზგასმით აცხადებს დღეს.
გული სიყვარულის გარეშე არის სასაფლაო. სიყვარული აჩვენებს ღმრთაების არსებობას. ეს არის ყოვლისმომცველი. ეს არის ადამიანური ერთობის საფუძველი. მხოლოდ როცა ეგოიზმი გაქრება, და რწმენა ღმრთაებაში გაიზრდება, ადამიანური ერთობა იქნება მიღწეული. ამიტომ, ყველა ადამიანმა უნდა აავსოს თავისი გული სიყვარულით. ღმერთი არის სიყვარული; სიყვარული არის ღმერთი. სიყვარული შეერთებულია სიყვარულთან. როცა ადამიანი სავსე არის სიყვარულით, ის არის შესაფერისი არადუალიზმის ანუ ღმერთთან ერთიანობის მდგომარეობისთვის (პოემა). თითოეულისთვის უმნიშვნელოვანესია ამ სიყვარულის პრინციპის ამოცნობა და პრაქტიკა. ეს სიყვარული არსებობს კარგსა და ცუდში, ტყესა და სასახლეში, მიჯაჭვულობასა და განცალკევებაში, როგორც ადამიანის ქცევაში ასევე მეტყველებაში, როგორც ჭკუაში ასევე მოქმედებაში. იგი არის ყოვლისმომცველი. ყველაზე ძლიერი იარაღი დღეს მსოფლიოში გაბატონებული ბოროტების ძალების გასანადგურებლად არის სიყვარული. საუბედუროდ, კაცები არ მისდევენ სწორ გზას ამ წმინდა სიყვარულის მოსაპოვებლად. სიყვარული არის სიყვარულის თესლი. იგი არის ასევე ტოტი, ყვავილი და ნაყოფი! სიყვარულის ნაყოფით ტკბობისთვის, ადამიანმა უნდა აპრაქტიკოს სიყვარული!
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 23 ნოემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 13 მაისი.
განათლებულთა და ბრძენთაგან მიღებული ძვირფასი გზავნილები როგორ უნდა იყოს დაცული? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს დასამახსოვრებელი მაგალითით.
რა სწავლებებსაც კი თქვენ ისმენთ და კითხულობთ, თქვენ უნდა ჩაინერგოთ ესები თქვენს გულში. ერთხელ გურუმ თავის მოწაფეებს დაუძახა და უთხრა მათ: „ჩემო ძვირფასებო! მე გაძლევთ თქვენგან ყველას ტკბილეულს. ხედეთ რომ არ გააფუჭონ ჭიანჭველებმა, ბუზებმა, კოღოებმა, კატებმა ან ვირთხებმა“. სტუდენტების უმეტესობამ სცადა მისი დაცვა მრავალი გზით. მაგრამ მხოლოდ ერთმა სტუდენტმა მიირთვა, დააგემოვნა და მიიღო ძალა მისგან. რა არის ამის შინაგანი მნიშვნელობა? ეს არ არის საკმარისი თუ თქვენ შეინახავთ ღმრთაებრივ სწავლებებს წიგნებში; თქვენ უნდა შეითვისოთ ეს ნექტარიანი სწავლებები თქვენს გულში, დააგემოვნოთ და განიცადოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თქვენ მიიღოთ პუშთი და სანთჰუსთჰი (ძალა და ბედნიერება). თქვენ უნდა შეინახოთ თქვენს გულში ყველა წმინდა სწავლება რასაც თქვენ ისმენთ, კითხულობთ და იგებთ. რაც კი თქვენ გაქვთ დაცული თქვენს გულში, თქვენ უნდა ჩადოთ იგი თქვენი ცხოვრების პრაქტიკაში. მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ სრულყოფილება. მხოლოდ ჭამა არ არის საკმარისი; თქვენ უნდა დააგემოვნოთ რასაც თქვენ ჭამთ. მსგავსად, მხოლოდ მოსმენა და კითხვა არ არის საკმარისი; თქვენ უნდა ჩადოთ იგი პრაქტიკაში და განიცადოთ იგი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 27 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 14 მაისი.
რა არის სიყვარულის ბუნება რაც არის უზენაესი და მარადიული? ბჰაგავანი, ამ უზენაესი სიყვარულის ტანმოსილება, გვიხსნის ჩვენ დღეს.
ყველამ უნდა მოინდომოს სიყვარულის ამ წმინდა პრინციპის გაცნობიერება. სიყვარული არ გულისხმობს ბუნებას; იგი არის ბუნების მიღმა. სიყვარული არ არის მოცული ბუნებით; იგი მოცულია თვით სიყვარულით! მსგავსად, ეს არ არის სიყვარული მოცული სამყაროთი; ეს სამყარო არის მოცული სიყვარულით. როცა მე მიჭირავს ეს ხელსახოცი ჩემს ხელში, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ჩემი ხელი არის უფრო დიდი ვიდრე ხელსახოცი. მაგრამ თუ თქვენ იტყვით, რომ სიყვარული არის მოცული ამ სამყაროთი, ეს ნიშნავს რომ სამყარო არის სიყვარულზე დიდი. მაგრამ, ეს არ არის ასე. რეალობა ის არის რომ სიყვარული არის უფრო დიდი ვიდრე სამყარო. სიყვარული არ ემორჩილება ამ ხილულ მსოფლიოს; ეს მსოფლიო თვით არის სიყვარულის კონტროლის ქვეშ. შექმნა, არსებობა და დაშლა, დრო, მიზეზი და შედეგი – ყველაფერი მოცულია სიყვარულით. სიყვარულის გარდა, ყველაფერი დანარჩენი ამ მსოფლიოში არის ფიზიკური და წარმავალი. რამდენ ხანს გაძლებს ეს ტანი? ეს არის დროებითი. სიყვარული, რომელიც დაკავშირებულია ამ წარმავალ ტანთან არის ასევე წამიერი და წარმავალი. მხოლოდ ატმას, ბრაჰმას ან ჰრიდაიას პრინციპია ჭეშმარიტი და მარადიული. ეს არის კაცის უპირველესი მოვალეობა აღიაროს სიყვარულის ეს ჭეშმარიტი და მარადიული პრინციპი.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 27 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 15 მაისი.
რატომ არის თანამედროვე კაცი მოუსვენარი ყველა ძირითადი კომფორტის მიუხედავად და რა არის ამ მოუსვენრობის სულიერი გადაწყვეტა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
სურვილები არის საერთო ყველასთვის, იქნება ადამიანი ახალგაზრდა თუ მოხუცი, კაცი თუ ქალი, ჩვეულებრივი კაცი თუ წმინდანი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სურვილების ქონა, როგორიცაა მაღალი თანამდებობის მიღწევის სურვილი, კეთილშობილური ცხოვრების გატარების სურვილი, კარგ სტუდენტად ყოფნის სურვილი ან ღმრთაებრივი გზის გავლის სურვილი. კაცისთვის სავსებით ბუნებრივია სურვილების ქონა, რადგან ის ცხოვრობს ამ მსოფლიოში. მაგრამ უნდა იყოს ზღვარი მის სურვილებზე. რადგან მისმა სურვილებმა გადალახა ყველა ზღვარი კალი იუგას ეფექტების გამო, მან დაკარგა თავისი სიმშვიდე და განიცდის მოუსვენრობას. კაცის შეუზღუდავი სურვილები არის როგორც ჯაჭვები რომლებიც მას ბორკავს და აპატიმრებს. ის კარგავს თავის თავისუფლებას, რადგან ის არის შებორკილი სურვილებით. ცხოველებსაც აქვთ სურვილები, მაგრამ ესები არ არის შეუზღუდავი კაცის ამ სურვილების მსგავსად. ცხოველებს აქვთ რეზონი და სეზონი, მაგრამ კაცს არ აქვს არც რეზონი და არც სეზონი. სწორედ ამიტომ კაცი დღეს აწყდება ამდენ სირთულესა და პრობლემას. კაცს არ აკლია საკვები, სამოსი და თავშესაფარი. მაშინ, რა არის მისი მოუსვენრობის მიზეზი? ეს არის მხოლოდ გადაჭარბებული სურვილები რაც ხდის მას მოუსვენარს. ამიტომ, მან უნდა დააწესოს ზღვარი თავის სურვილებზე. ნაკლები ბარგი, მეტი კომფორტი ხდის მოგზაურობას სასიამოვნოს. ცხოვრება არის გრძელი მოგზაურობა. ცხოვრების ამ გრძელ მოგზაურობაში, თქვენ არ უნდა გქონდეთ ზედმეტი ბარგი. ეს, ვედანტურ ტერმინოლოგიაში, წოდებულია უარყოფად (ვაირაგიად).
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 4 აპრილი

რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, და როგორ არის იგი განსხვავებული ჩვენგან მსოფლიოში განცდილი ჩვეულებრივი სიყვარულისგან? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
რაც კი ქრება ან კვდება არ შეიძლება იწოდოს ჭეშმარიტად. ჭეშმარიტი სიყვარული არის ის რაც არ ქრება, რაც წარმოდგენილია შინაგან არსებაში და ასუფთავებს შინაგან გრძნობებს. ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ გასცემს და არ იღებს. გიპოვიათ თქვენ ვინმე ამ მსოფლიოში ვინც ყოველთვის გასცემს? მამაც კი არ არის მზად მისცეს თავისი ქონება საკუთარ ვაჟიშვილს. ასეთ შემთხვევაში, თქვენ როგორ შეგიძლიათ ელოდოთ ადამიანებს გამზიარებლად სხვებთან რაც მათ აქვთ? მხოლოდ ღმერთს აქვს გაცემის ეს ხარისხი. ასეთი უპირობო სიყვარული ასოცირებულია მხოლოდ ღმრთაებრივთან. სინამდვილეში, ეს ღმრთაებრივი სიყვარული გადმოდინდება ყოველი გულიდან და ძირავს მთელ არსებას თავიდან ფეხის თითამდე. კაცს შეუძლია განიცადოს ეს სიყვარული თავისი ტანის ყველა უჯრედსა და ყველა ატომში. მაგრამ, საუბედუროდ, რადგან კაცის გული დაბინძურებულია, ის ვერ პოულობს სიყვარულის წყაროს გამომავალს მისგან. ის მუდმივად გატაცებულია ფიზიკური და მიწიერი სურვილების დევნით. ამიტომ, მისთვის საჭიროა მიწიერი სურვილებისგან გათავისუფლება.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 27 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 17 მაისი.
ბევრი იყო ვედანტას სტუდენტი წლების განმავლობაში. მაგრამ როგორ შეგვიძლია ჩვენ გავხდეთ ნამდვილი ვედანტინები? ბჰაგავანი გვიხსნის ჩვენ დღეს და გვაძლევს რამდენიმე მარტივ მაგალითს გაკვეთილის გასამართად!
თქვენ კითხულობდით უარის თქმაზე დიდი ხანის განმავლობაში. თქვენ მოისმინეთ ბევრი დისკურსი. მაგრამ თქვენ რამდენად შეძელით პრაქტიკა? თუ თქვენ კითხავთ საკუთარ თავს, თქვენ აღმოაჩენთ რომ თქვენ არ წასულხართ წინ ერთი ნაბიჯითაც კი; თქვენ ხართ იქ, სადაც იყავით. ვედანტური ტექსტების მოსმენისა და კითხვის, ჯაფას (გალობის) და მედიტების, წმინდა ტექსტების ცოდნის მიუხედავად, თქვენი პოზიცია არის იგივე რაც იყო. როგორ შეგიძლიათ თქვენ პროგრესის მიღწევა? თქვენ მიაღწევთ კეთილშობილურ სიმაღლეებს მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ჩადებთ თქვენს ცოდნას პრაქტიკაში. მაგრამ დღეს სტუდენტები პრაქტიკაში არიან “ზერო” ნული და წიგნიერ ცოდნაში “ჰერო” გმირი. თქვენ შეიძლება მოისმინოთ და ისწავლოთ ამდენად ბევრი რამ. მაგრამ თქვენი პოზიცია არის იგივე რაც იყო. ასი რამის სწავლის ნაცვლად, ძალიან მნიშვნელოვანია სულ ცოტა ერთის პრაქტიკა. ამიტომ, თქვენ უნდა დაიწყოთ პრაქტიკა. თქვენ იძენთ გამოცდილებას მხოლოდ პრაქტიკით. თქვენი შიმშილი არ კმაყოფილდება უბრალოდ გემრიელი კერძების სახელების მოსმენით. თქვენ გჭირდებათ ძალისხმევა ჭამაზე. უქონელი ვერასდროს გაიუმჯობესებს თავის პირობებს უბრალოდ ეკონომიკის სიდიადეზე მოსმენით. კუპრი სიბნელე ვერასდროს გაიფანტება სინათლის ძალაზე მოსმენით. მსგავსად, თქვენ ვერასდროს გახდებით ვედანტინი სწავლით ვედანტის შესახებ.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 4 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 18 მაისი.
როგორ გავლენას ახდენს ადამიანის შინაგანი ბუნება მანერაზე რითაც ისინი აღიქვამენ სხვებს? ბჰაგავანი გვიხსნის ჩვენ დღეს ლამაზი ისტორიით.
ერთხელ, კრიშნამ გადაწყვიტა იუდჰიშთჰირასა და დურიოდჰანას ბუნების გამოცდა. ჯერ, მან დაუძახა იუდჰიშთჰირას და უთხრა: „მე მაქვს დავალება შესასრულებლად. ამისთვის, მე მჭირდება ძალიან ბოროტი ჭკუის ადამიანი ვინც მიდრეკილია სიცრუესა და ბოროტებაზე. შეგიძლიათ ასეთი ადამიანის მოყვანა?“ შემდეგ კრიშნამ დაუძახა დურიოდჰანას და უთხრა: „დურიოდჰანა! დიდი დავალებაა შესასრულებელი. ამისთვის, საჭიროა კეთილშობილი ადამიანი, ვინც არის სუფთა, კეთილი და სათნო“. მათგან ორივე დათანხმდა კრიშნას მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას. იუდჰიშთჰირა ერთი მიმართულებით წავიდა, დურიოდჰანა კი მეორე მიმართულებით კრიშნას მიერ მოთხოვნილი ადამიანების საძებნელად. გარკვეული დროს შემდეგ, იუდჰიშთჰირა დაბრუნდა და უდიდესი თავმდაბლობით უთხრა კრიშნას: „ოჰ უფალო! ჩვენს სამეფოში ბოროტი ადამიანი არ არის. მხოლოდ მე ვარ ვისაც აქვს რაღაც ბოროტება. გთხოვ, მე გამომიყენე“. გარკვეული დროს შემდეგ, დურიოდჰანაც დაბრუნდა და უთხრა კრიშნას: „კრიშნა! ამ სამეფოში არსად ჩანს სრულიად კეთილშობილი ადამიანი. მე მგონი მე ვარ ასეთი ერთადერთი ადამიანი. თუ შენ მეტყვი დავალებას, მე აუცილებლად შევასრულებ მას“. დურიოდჰანას ეგოისტურ მსოფლმხედველობაში, ყველაფერი ჩანდა ბოროტებად. იუდჰიშთჰირას თავმდაბალ ბუნებაში, ყველაფერი ჩანდა კარგად. ამიტომ, რა ფერისაც კი არის სათვალე რასაც თქვენ ატარებთ თქვენთვის ყველაფერი იმ ფერში გამოჩნდება.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 4 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 19 მაისი.
რა განსაკუთრებული საჩუქრებით არის დაჯილდოებული თითოეული ადამიანის სიცოცხლე და რა არის დაგვირგვინება რისთვისაც ესები უნდა იყოს გამოყენებული? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ამ ძვირფასი სიცოცხლის არ დაკარგვა.
კაცების უმეტესობა მათთვის გამოყოფილ ან მათ მიერ დამსახურებულ სიცოცხლეს ატარებს მდიდარი მაგრამ მავნე საკვებისა და სასმელის მიღებაში და ნებივრობს მომხიბვლელ მაგრამ უფრო მავნე დროსტარებაში. ძვირფასი ქონების რა სავალალო ფლანგვაა! თუმცა მიეკუთვნება ცხოველთა გვარს, კაცს აქვს გაცილებით მეტი ვიდრე მის თანამოძმეებს ფიზიკურ, გონებრივ და მორალურ აღჭურვილობაში. მას აქვს მეხსიერება, ენა, სინდისი, პატივისცემა, მოწიწება, გაოცება და უკმაყოფილების აუხსნელი გრძნობა, განშორების წინამორბედი. მას აქვს დიდებული შანსი, წარმოიდგინოს თავისი იდენტობა საიდუმლოსთან რაც გამოვლენილია ამ სამყაროდ. მაგრამ ის იმდენად არის ჩაძირული უმეცრებაში რომ ის იქცევა ისე თითქოს ის არის ცხოველი როგორც დანარჩენები და ეფლობა მწუხარებასა და მანკში. ეს ისე არის თითქოს ცეცხლმა დაივიწყა თავისი წვის უნარი ან წყალმა თავისი სველების ბუნება; კაცმა დაივიწყა თავისი ბუნება მიაღწიოს ღმერთობას, თავისი უნარი ძებნოს და იშოვოს იმ სამყაროს ჭეშმარიტება რისაც ის არის ნაწილი, თავისი უნარი წვრთნას საკუთარი თავი სათნოებით, სამართლიანობით, სიყვარულითა და თანაგრძნობით გასაქცეად კონკრეტულიდან უნივერსალურისკენ. კაცს ნამდვილად შეუძლია მიაღწიოს სრულყოფილებას და შერწყმის კულმინაციას უცვლელთან რაც არის ყველა ამ ცვლილების უკან.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 2 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 20 მაისი.
როგორ უნდა დავძლიოთ ჩვენ დაბრკოლებები სულიერ გზაზე? რას მიგვანიშნებს ესები ჩვენ? ბჰაგავანი სიყვარულით პასუხობს ამ მნიშვნელოვან კითხვას დღეს ჩვენთვის.
სადჰანას პრაქტიკის დროს, ადამიანმა უნდა დაიცვას წმინდა წერილებში მოცემული წესები ან გურუს ან ღმერთის მცნებები. ამ წესების ან მცნებების შესრულებისას, მან არ უნდა ინერვიულოს რა დაბრკოლებებიც კი მოდის. განაგრძეთ დანიშნული სადჰანით და მიაღწიეთ წარმატებას, თუნდაც სიცოცხლის ფასად. ზოგიერთი ადამიანი ამბობს რომ ისინი მისდევენ სვამის მცნებებს, მაგრამ ისინი აწყდებიან ბევრ დაბრკოლებას თავიანთ სადჰანაში. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. სინამდვილეში, თუ ადამიანი მიჰყვება სვამის ინსტრუქციებს გულმოდგინედ და სწორად, არანაირი დაბრკოლება არ მოვა. თუ დაბრკოლებები მოვა, ეს ნიშნავს ადამიანი ვერ მიჰყვა მცნებებს სწორად! სადჰანას დაწყებამდე არის გარკვეული რამ რაც ადამიანმა უნდა იცოდეს. სადჰანა მიიჩნევა საქმიანობად წამოწყებულად ადამიანის მიზნის ან დანიშნულების მისაღწევად ცხოვრებაში. სადჰაკამ უნდა გადაწყვიტოს რა სურს მას მისაღწევად, რა არის მისი მიზანი. შემდეგ სადჰანა უნდა გაგრძელდეს სანამ ადამიანი არ მიაღწევს ამ მიზანს. თუ ადამიანი შეასრულებს სადჰანას ამ ასპექტების ცოდნის გარეშე, ის წაიბორძიკებს და წააწყდება დაბრკოლებებსა და პრობლემებს. შემდეგ მან შეიძლება დაკარგოს რწმენა გურუში, რაც შეიძლება დაშედეგდეს სრულ დაცემასა და საკუთარი თავის განადგურებაში. ასე რომ, ადამიანი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად სადჰანას შესრულების დროს.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 7 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 21 მაისი.
რა საერთო დაბრკოლებები არის ასპირანტებისთვის მედიტების გზაში და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ? ბჰაგავანი სიყვარულით გვარიგებს ჩვენ დღეს.
სიამაყე, ამპარტავნება, საკუთარი უპირატესობის ვნებიანი (რაჯასიკი) დემონსტრება, ბრაზი, სხვების ძლიერი და სუსტი მხარეების დაუდასტურებელი დეტალების შეცნობის სურვილი, ცბიერება – ეს ყველა არის დაბრკოლება მედიტების (დჰიანამის) გზაზე. მაშინაც კი, თუ ეს აშკარად არ არის ნაჩვენები, ადამიანის ამ არასწორი მიმართულებით მბიძგებელი შინაგანი იმპულსები (ვასანები) ფარულად არის ჭკუაში. როგორც დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილ ოთახში გახსნისას აღმოძჩნდება მტვერი და უსიამოვნო სუნი და როგორც იგი ხდება სუფთა და საცხოვრებლად ვარგისი საგულდაგულო დამუშავებისა და მტვრის წმენდის შემდეგ, ასევე ჭკუაც მთლიანად უნდა გაიწმინდოს მის უსუფთაოებათგან (მალინია) მედიტების ძალით. სულიერმა მაძიებელმა უნდა, შინაგანი დაკვირვებით, გამოიკვლიოს ჭკუა, მისი შიგთავსები და მდგომარეობა. სათანადო დისციპლინარი ჩვევებით, დაგროვილი უსუფთაოებები უნდა ამოიძირკოს ცოტა ცოტად, სისტემატურად. ამპარტავნება არის ღრმად ფესვგადგმული და უდრეკი. რაჯასიკ (ვნებიან) ჭკუაში, მას გამოაქვს მრავალი ტოტი ყველა მიმართულებით და ვრცელდება ყველგან. იგი შეიძლება ჩანდეს გამხმარად და მკვდრად გარკვეული დროს განმავლობაში, მაგრამ იგი აღმოცენდება კვლავ ადვილად. როგორც კი გაჩნდება შანსი მისი გამოფენისთვის, იგი ასწევს მის კაპიუშონს.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 14

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 22 მაისი.
რატომ არის ეჭვების უარყოფა და რწმენის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ლამაზი ანალოგით დღეს.
მდინარეს აქვს ორი ნაპირი. თუ არა ეს, მდინარეს შეუძლია ყველა მიმართულებით იდინოს, დატბოროს მინდვრები და სოფლები და გამოიწვიოს ენით აუწერელი გაჭირვება და კატასტროფა. თუ მას აქვს ნაპირები დინების სარეგულებლად, ის სასარგებლო იქნება მორწყვისთვის. მსგავსი გზით, სიცოცხლის მდინარე უნდა იყოს მოქცეული რვაასოიანი აქსიომების ორ ნაპირს შორის. ერთი არის, შრადჰავან ლაბჰატე ჯნანამ და მეორე, სამსაიათმა ვინაშიატი. ორივე ეს განცხადება გააკეთა უფალმა კრიშნამ ბჰაგავად გიტაში. პირველის მნიშვნელობა არის – „მხოლოდ რწმენით აღწევს ადამიანი სიბრძნეს“, და მეორე ნიშნავს – „ადამიანი ვინც ეჭვობს ყველაფერს დაიღუპება“. სანამ ადამიანს აქვს ეჭვი, ის ვერ მიაღწევს რამეს. თუ ადამიანს არ აქვს ეჭვი და აქვს სრული რწმენა, მას შეუძლია მიღაწიოს ნებისმიერ რამეს. ადამიანის სიცოცხლის მდინარე მდენი ამ ორ ნაპირს შორის წარმატებით აღწევს მადლის მიზანს. ხეს რომელსაც სჭირდება წყალი, წყალი მიეწოდება მხოლოდ ფესვთან. თუმცა ფესვი არ არის ხილული თქვენი თვალისთვის რადგან იგი მიწის ქვეშაა დამარხული, იგი არის საფუძველი ხის განსავითარებლად. თუ ფესვი გამხმარია, ხე კვდება. ამიტომ, თქვენ უნდა დაიცვათ ფესვი. მსგავსად, თქვენ უნდა დაიცვათ სიცოცხლის ფესვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გაქრება. სიცოცხლის ფესვი არის ეჭვის მოკვლა. ამიტომ, ეს ორი რვაასოიანი მანტრა არის სიცოცხლის ძირითადი საჭიროება.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 23 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 23 მაისი.
ბრაზი არის ჩვეულებრივი ემოცია რასაც ჩვენი უმეტესობა განიცდის. ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ფხიზლად მის დასაფიქსად სისტემატურად და სრულად? როგორ? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხელმძღვანელებს ჩვენ დღეს.
ბრაზზე, სულიერი მაძიებელი უნდა იყოს ფხიზლად ყველაზე უმნიშვნელო საკითხებზეც კი რამაც შეიძლება გამოიწვიოს იგი, რადგან თუ ის არის უყურადღებო, ის ვერ შეძლებს მცირე პროგრესსაც კი. ასეთმა ადამიანებმა უნდა კულტივირონ საუმია პრემა ბჰავამ (თვინიერი მოსიყვარულე სული). შემდეგ, ცუდი თვისებები შემცირდება. ზოგიერთი მაძიებელი კიდევ უფრო ბრაზდება როცა ვინმე აღმოუჩენს და განუცხადებს მათ ცუდ თვისებებს რაც მათ აქვთ. ეს მდგომარეობას უფრო აუარესებს! სადჰაკას (სულიერ მაძიებელს) ყოველთვის უნდა ჰქონდეს შინაგანი მზერა; თუ ის ანებებს თავის ჭკუას გარეთ ხეტიალს, ის ვერასდროს შეძლებს თავისი საკუთარი ნაკლოვანებების იდენტიფებას. სიამაყე ხელს უშლის შინაგან მზერას და აბნევს ჭკუას. როცა მაძიებელი არის წარმატების მიღწევის მოსურნე, მან სიხარულით უნდა მიიღოს როცა ვინმე მიუთითებს მის ნაკლოვანებებზე, და ის უნდა ეცადოს გამოასწოროს თავისი ნაკლოვანებები და აღარ გაიმეოროს ესები შემდეგ. ეს არის მედიტების გზაზე სწრაფი და ჩქარი წინსვლისა, და ანანდას (ნეტარების) განცდის საშუალება.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 14

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 24 მაისი.
რა არის წმინდა ჭეშმარიტებები რაც გადმოცემულია ღმრთაებრივი ვაჰანების ან გამოთქმების საშუალებებით ინდურ კულტურაში? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
სულიერების ჭეშმარიტების დასამკვიდრებლად, თქვენ შეგიძლიათ მაგალითად აიღოთ ცხოველები, რომლებიც იძენენ სიწმინდეს და ხდებიან თაყვანისცემის ობიექტებად როცა არიან ღმრთაებრივის კომპანიაში. გველი, როცა იგი არის უფალ შივას კისერზე, თაყვანცემულია ყველას მიერ. როცა მას სხვაგან აწყდებიან, ადამიანები არ აყოვნებენ მის მოკვლასაც კი. მსგავსად, თაგვი, რომელიც არის ვინაიაკას ტრანპორტი, არის თაყვანისცემის ობიექტი ვინაიაკასთან ერთად, მაგრამ როცა თქვენ ხედთ მას თქვენს სახლში, თქვენ იჭერთ მას ხაფანგით და ცდილობთ მის მოშორებას. ეს გვასწავლის გაკვეთილს რომ როცა ჩვენ ვართ ღმერთის კომპანიაში, ჩვენ ვართ დიდ პატივისცემაში. ისევე როგორც კიდურები არის ჩვენი ტანის ნაწილები, ჩვენ ყველა ვართ კოსმიკ ფორმის ტანის კიდურები. კოსმიკ ფორმა არის ათასობით თავის, ფეხის, ხელისა და თვალის. არსებათა ყველა ტანი არის მისი. თუ ჩვენ განვავითარებთ მტკიცე რწმენას ამაში, ჩვენ შევძლებთ გავიგოთ ღმრთაებრიობა მისი ჭეშმარიტი სულით. როცა ჩვენ ვხედთ ხარს ქვისგან აგებულ შივას ტაძარში, ჩვენ თაყვანს ვცემთ მას. როცა ჩვენ ვხედთ ხარს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ არ ვერიდებით მის დარტყმასაც კი. ეს გამოწვეულია უმეცრებით კაცის ვინც ვერ ხედს ღმერთს ყველა არსებაში. ღმერთი არის ყველა არსებაში, ჭიანჭველიდან სპილომდე!
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 23 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 25 მაისი.
როგორც სულიერმა მაძიებლებმა, ჩვენ რა გონებრივ დამოკიდებულებას უნდა ვეცადოთ და განვავითაროთ, უპირველეს ყოვლისა? ბჰაგავანი სიყვარულით მიგვანიშნებს ჩვენ დღეს ამ მნიშვნელოვან გაკვეთილზე სადჰანაში.
ინდივიდუალს სავსეს აჰამით (მე-ობით) უყვარს ძალაუფლების გამოყენება სხვებზე. მას არ მოსწონს სხვების მოსმენა. თუნდაც მაშინ როცა სხვების რჩევა მისთვის კარგია, მისი სიჯიუტის გამო, მას არ მოეწონება იგი. ასეთი ინდივიდუალები ხედენ ყველაფერს „ეჭვის თვალით“, შეფერილით თვითკმაყოფილების კვამლით. „ჩემი სიტყვები არის ჭეშმარიტი“, „ჩემი აზრი არის სწორი“, „ჩემი საქმეები არის სწორი“, – გრძნობენ ისინი, და ამგვარად ატარებენ თავიანთ დღეებს ასეთ სიჯიუტეში! ასეთი საქციელი არის ძალიან საზიანო სადჰაკებისთვის (სულიერი მაძიებლებისთვის). სადჰაკა უნდა მოუთმენლად ელოდებოდეს ნებისმიერ სასარგებლო კრიტიკას ან წინადადებას ან რჩევას ნებისმიერი მხრიდან. როცა ის უშვებს რამე შეცდომას, არ უნდა ეცადოს თავის მართლებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს არაგარანტირებული მოსაზრებები და თუ ის მოსაზრებებში არ არის წარმატებული, ეს წაიყვანს შურისმაძიებელი ბრძოლისკენ. ნუ იბრძოლებთ მსოფლიოს პატივისცემის დასამსახურებლად. ნუ იგრძნობთ თავს დამცირებულად ან გაბრაზებულად როცა მსოფლიო არ გაღიარებთ თქვენ ან არ აღიარებს თქვენს დამსახურებებს. ისწავლეთ ეს უპირველეს ყოვლისა, თუ თქვენ ხართ მაძიებელი და ჩადეთ იგი პრაქტიკაში. თქვენ არ უნდა ჩაეფლოთ სიხარულში, როცა გაქებენ; ამაში წევს სასიკვდილო ხაფანგი, რამაც შეიძლება გზასაც კი აგაცდინოთ და თქვენი პროგრესი ჩააგდოს საფრთხეში. ეცადეთ ისწავლოთ და აითვისოთ ის რაც თქვენთვის კარგია სხვების რჩევებიდან და მოიქცეთ შესაბამისად. გაწვრთნეთ საკუთარი თავი შეურაცხყოფისა და კრიტიკის მისაღებად გადახრებად და გადახვევებად.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 14

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 26 მაისი.
რატომ არასდროს უნდა იყოს მიჩნეული მსახურების აქტები დაბლად ან უღირსად? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს და შთაგვაგონებს ჩვენგან ყველას!
ბევრი უღირსად თვლის ქმედებებს როგორიცაა ქუჩების დასუფთავება, დახმარება ავადმყოფებზე, მშივრების გამოკვება და ღარიბთა და გაჭირვებულთათვის მსახურება. ეს არის მძიმე შეცდომა. სამი სამყაროს უზენაესი მბრძანებელი, თვით შრი კრიშნა, როცა ის ჩამოვიდა კაცის ღმრთაებრივი დანიშნულების გამოსაცხადებლად, ემსახურებოდა ნადირებსა და ფრინველებს. ის უვლიდა ცხენებს და ძროხებს სიყვარულით. დიდ კურუკშეტრას ომში, სურვილის არმქონე ხმლის დაჭერაზე, ის კმაყოფილი იყო უბრალო მეეტლის როლის შესრულებით. ამით მან გამოავლინა უანგარო მსახურების იდეალი. კარმა იოგას ძირითადი ჭეშმარიტება არის ერთობის დემონსტრება რაც მოიცავს მრავალფეროვნებას სამყაროში. ნიშკამა კარმა (სურვილებს მოკლებული მოქმედება) აჩვენებს და ხელს უწყობს სიყვარულის პრინციპს. არ არსებობს უფრო დიდი სულიერი სადჰანა ვიდრე მსახურება. მიდრეკილება განსხვავების ერთმანეთისგან სულიერი გზის, მსახურების გზის და ცოდნის გზის და მათი მიჩნევა განცალკევებულად არის არასწორი. სამი არ არის განსხვავებული; ესები არის ერთი. სევა (მსახურება) არის სულიერი ცოდნა. სევა არის მთავარი საშუალება ღმრთაებრივი მადლის მოსაპოვებლად. ერთგულად მიდევნის გარეშე, თქვენ ვერ გახდებით ღირსეული ლიდერი. კინკარად (იმად ვინც მზად არის შეასრულოს ნებისმიერი სამუშაო) მყოფობის გარეშე, თქვენ ვერ გახდებით შანკარა (ღმრთაებრივი). ყველამ უნდა გააცნობიეროს ეს ჭეშმარიტება. საზოგადოებისთვის მსახურება არის უმაღლესი სიკეთე.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 17 ნოემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 27 მაისი.
რა მიდგომაა ჩვენი მოვალეობებისა და ცხოვრებისადმი ძირითადში რაც წარმოადგენს მსხვერპლის სათნოებას? როცა ჩვენ აღვნიშნავთ ბაქრიდის დღესასწაულს, ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ.
თუ ჭკუა აკავშირებს თავის თავს მიწიერ საკითხებთან, მაშინ ის გამოყოფილია ატმას სინათლიდან და ეს გამოყოფა იწვევს გონებრივ აშლილობას. ღმერთის ხილვისთვის თქვენ უნდა გაწმინდოთ შინაგანი ინსტრუმენტები და ატაროთ სათნო ცხოვრება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი გონიერება დახსნილად მიწიერი საკითხებიდან. გონიერება არ უნდა გახდეს ინსტრუმენტი ფიზიკურ და აზრობრივ აკვიატებათა დასაკმაყოფილებლად. მეორეს მხრივ, იგი უნდა იყოს გამოყენებული ატმას გამოსაჩენად. იგი უნდა იყოს მხოლოდ მოწმე და დარჩეს შეუხებელი არემარით. შემდეგ იგი არის ნივრიტის (უარყოფის შინაგანი გზის) მდგომარეობაში. ამ კონტექსტში, შრომის მსხვერპლი არ შეიძლება იყოს რამე დაკავშირებული ნივრიტთან. ადამიანის სურვილების მსხვერპლი მარტო შეიძლება ასოცირდეს ნივრიტთან. ადამიანები ზოგჯერ მიუთითებენ კარმა-ფალა-ტიაგას (მოქმედების ნაყოფზე უარის თქმას) და ამბობენ ადამიანმა უნდა მსხვერპლად შესწიროს ნებისმიერი სამუშაოს შედეგები რასაც ის ასრულებს. თუ ეს ასეა, ისინი ამტკიცებენ არავითარი სამუშაოს შესრულება არ არის საჭირო საერთოდ და ისინი აცხადებენ ეს არის რასაც გვასწავლის ბჰაგავად გიტა. სხვა რამ არ შეიძლება იყოს უფრო შორს სიმართლისგან. არავის შეუძლია ყველა სამუშაოს მსხვერპლშეწირვა და მაინც ცხოვრება! ტანი შექმნილია სამუშაოს შესასრულებლად. ამიტომ ყველამ უნდა ასრულოს სამუშაო. მაგრამ ასეთი სამუშაოს შესრულებისას, თუ თქვენი აზრები არის წმინდა, თქვენ გააკეთებთ კარგ საქმეს იქიდან ნაყოფის მიღების მოლოდინის გარეშე.
– ზაფხულის თავსხმები, 1973 წლის 11 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 28 მაისი.
ინდივიდუალის რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით ჩვენ? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ საკუთარი თავის შესწავლა და გაუმჯობესება, დღეს და ყოველდღე.
როცა მე ვხედავ ეკლესიაში მიმავალი ხალხის გრძელ რიგებს ყოველ კვირას, მე ვარ გახარებული; მაგრამ, როცა მე ვპოულობ თქვენ საუბრობთ მობოდიშებით ტაძრებში და ბრძენებთან თქვენს ვიზიტებზე, მე არ მომწონს ეს. რატომ არ აცხადებთ რომ თქვენ იყავით ტაძარში ან ბრძენთან, თამამად, თავაწეულები? რატომ ნებდებით წუხილსა და უბედურებას, მუდმივად განცხადებით რომ თქვენ ხართ ღმერთის მორწმუნე? როცა ავტობუსი სწრაფად მოძრაობს, მტვრის ღრუბელი მისდევს მას; როცა იგი ჩერდება, მგზავრები იღებენ მთელ მტვერს თავისზე. მაგრამ რამდენად შორს შეგიძლიათ თქვენ იმგზავროთ ავტობუსის გაჩერების გარეშე? ერთადერთი ნუგეში არის: თქვენ ყოველთვის არ გჭირდებათ თიხიან გზაზე სწრაფად სვლა; უკეთესი გზები გელოდებათ. თიხიანი გზა არის სამიტის გზა (მართული სოფელ პანჩაიატით); მოხრეშილი გზა, რაც შემდგომ მოდის, არის ზილა პარიშადის გზა; საბოლოოდ, თქვენ დგებით ასფალტის გზაზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის გზაზე, სადაც ავტობუსი არ მიიდევნებს მის უკან რამე მტვრის ღრუბელს. თიხის გზა არის კარმა მარგა (საქმიანობის გზა), მოხრეშილი გზა არის უპასანა მარგა (თაყვანისცემისა და ჭვრეტის გზა), ხოლო ასფალტის გზა არის ჯნანა მარგა (ღმრთიური ცოდნისა და სიბრძნის გზა). მალე შეუერთდით ჯნანა მარგას; მაშინ, არ იარსებებს მტვერი. სულიერ საკითხებში, რწმენა არის ძირითადი წინაპირობა პროგრესისთვის. ეს რწმენა გულმოდგინედ უნდა იყოს დაცული. დაემორჩილეთ უფალს, ვინც არის თქვენი უფრო ახლობელი ვიდრე თქვენი საკუთარი მშობლები; არ დაემორჩილოთ სხვას. არ ანებოთ თქვენს რწმენას რყევა ქარის ყოველი ნაკადის დაბერვით.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 23 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 29 მაისი.
რით განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანები სულიერად განვითარებული სულებისგან? ბჰაგავანი შესანიშნავად ხსნის მარტივი მაგალითებით.
ამ შეგრძნებადი საგნების მსოფლიოში, ის ვინც დარდიანობს როცა ის არის სირთულეებში და ხარობს როცა ის არის მხიარულებაში შეიძლება შევადაროთ რკინის ნაჭერს. თუ თქვენ ჩადებთ რკინის ნაჭერს ცეცხლში, იგი ხდება რბილი და წითელი და კარგავს თავის ჩვეულ მახასიათებლებს. როცა თქვენ მას ამოიღებთ, იგი ხდება მაგარი და შავი, და უბრუნდება თავის პირვანდელ ფორმას. ასეთ ადამიანებს შეიძლება ეწოდოს ყველაზე დაბალი ტიპი. მეორეს მხრივ, თუ ადამიანი გრძნობს თავს ბედნიერად მწუხარების შუაგულში, ასეთი ინდივიდუალი შეიძლება შევადაროთ ოქროს. თუ თქვენ აიღებთ ოქროს ნაჭერს და ჩადებთ ცეცხლში, იგი მოიშორებს თავის მინარევებს. იგივენაირად, ის ვინც პოულობს ნეტარებას საკუთარ თავში როცა არის დაქვემდებარებული დარდზე, შეიძლება ითქვას არის როგორც ოქრო. ინდივიდუალი ვინც სიხარულის ან მწუხარების შუაგულში რჩება თანაბარგანწყობილი შეიძლება შევადაროთ ბრილიანტს. ეს ნიშნავს რომ ეს ინდივიდუალი, რა მწუხარება ან სირთულეებიც კი შეიძლება მოვიდეს მასზე, თავის მოვალეობად მიიჩნევს თანაბარგანწყობისა და ნეტარების განვითარებას. ბრილიანტის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მისი დაჭრა მრავალი გზით, მაგრამ თითოეული დაჭრით მისი ღირებულება მხოლოდ იზრდება. მეოთხე ტიპის ინდივიდუალი გაცილებით მაღლა დგას მწუხარებასა და სიამოვნებაზე, სცილდება გუნებს და განიცდის ბრაჰმანანდას როგორც მის ნამდვილ ბუნებას. ამ ოთხი ტიპიდან, მხოლოდ ატმური ბუნებაა ჭეშმარიტი და მარადიული, ხოლო დანარჩენი სამი დაკავშირებულია სამყაროზე და ექვემდებარება ცვლილებას. ინდივიდუალი ვისაც სურს ატმას ამ ბუნების განცდა არ უნდა იყოს შეზღუდული მიწიერი შიშებითა და მიჯაჭვულობებით.
– ზაფხულის თავსხმები, 1973 წლის 11 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 30 მაისი.
რა არის დღეს ყველაზე დიდი მუქარა მშვიდობასა და ჰარმონიაზე მსოფლიოში? ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ მნიშვნელოვან შეხსენებას დღეს რომ ჩვენგან თითოეულს შეუძლია გახდეს მშვიდობის მაცნე.
არანაირი შეღავათი არ უნდა მიეცეს პროპაგანდას რომელიც ერთ რელიგიას განაწყობს მეორის წინააღმდეგ. ყველა მრავალფეროვანი თემი ერში უნდა გაერთიანდეს. კაცობრიობა უნდა იქცეს ერთ ოჯახად. მსოფლიო შემდეგ გახდება სამოთხე. თუ განსხვავებები მიშვებულია ზრდაზე, ერი დაიყოფა ნაწილებად. ამბობენ, რომ ატომური ბომბები მსოფლიოს ფერფლად აქცევს. მაგრამ ისინი ვინც რელიგიურ ფანატიზმსა და სიძულვილს ხელს უწყობენ აყენებენ უარეს ზიანს ვიდრე ატომურმა ბომბებმა შეიძლება მიაყენოს. ისინი ანადგურებენ სიყვარულსა და თანაგრძნობას ადამიანთა გულებში. ისინი ამსხვრევენ კაცობრიობას ფრაგმენტებად. არ არსებობს რამე დიდი ცოდვა ვიდრე ეს. რაც მსოფლიოს სჭირდება დღეს არის სიყვარულის გამომსყიდველი და გამაერთიანებელი ძალა, სიყვარული რაც მუდმივად ფართოვდება და მოიცავს სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს. მიტოვებით ვიწრო იდეების ადამიანის რელიგიის, ერის ან კასტის შესახებ, ფართო ხედვის განვითარებით და სიკეთის საზოგადოების კულტივირებით, თქვენ შეგიძლიათ აამაღლოთ თქვენი ცხოვრება და გახადოთ იგი აზრიანი და სასიამოვნო.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 25 დეკემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 31 მაისი.
რა არის ორი არსებითი თვისება რაც უნდა განვითარდეს წარმატების მისაღწევად მედიტების პრაქტიკაში? ბჰაგავანი გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
დისციპლინა უნდა იყოს თანმდევი დჰიანამის (მედიტების) პრაქტიკის დროს. სინამდვილეში, დისციპლინის თანხლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი რამ მედიტებისთვის. თუ სულიერი მაძიებელი კარგად მისდევს დისციპლინას, მას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას სწრაფად. დჰიანამ (მედიტება) არის პირველი კლასი ბჰავა-როგას (მიწიერი არსებობის დაავადების) განკურნებისთვის. ამასთან ერთად, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა კულტივირდეს; მისი სახელია „ტრუპტი“ (კმაყოფილება). თუ არის კმაყოფილება ჭკუაში, ადამიანი ტკბება დაუსრულებელი ზეიმით. სურვილები ამერყევებს ჭკუას; სურვილი არის მსგავსი ყოვლისმომცველი ცეცხლის ტანში, რაც გაანადგურებს კაცს ნელა და თანმიმდევრულად. სურვილის ანტიდოტი არის კმაყოფილება. კმაყოფილების სიხარული არის სამეფო გზა მედიტებისკენ. როგორც მოგზაური ვინც ძლივს გაიარა კილომეტრები მცხუნვარე მზეზე თავს გრძნობს მშვიდად და გამოცოცხლებულად როცა ის იღებს აბაზანას ტბის გრილ და ჩრდილიან გამჭვირვალე წყალში, ასევე უბედური ინდივიდუალი მიმავალი სურვილების მცხუნვარე სიცხეში გრძნობს თავს ბედნიერად და სრულად შვებამიგვრილად როცა ის ბანაობს კმაყოფილების ტბაში.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 14


ბაბა