თებერვალი

1.02.2014
როდესაც სიბრძნის ქალღმერთი, დედა სარასვატი შემოდის ჩვენს გულებში, ჩვენი სახეები ნათდება. ის არის სავსე ღმრთიურებით, ბრწყინვალებით და ცოდნით. ამიტომ ყოველი განათლებული ადამიანი, ვინც მიიღო მისი კურთხევა ყოველთვის უნდა იყოს მხიარული. არასდროს დაიდოთ ‘აბუსალათინის ზეთი სახეზე’. იყავით სავსე სიხარულით. თქვენ ასევე უნდა იყოთ განხორციელება მორჩილებისა და თავმდაბლობის, ბრაზის, ეგოს და ეჭვიანობის კვალის გარეშე. ილაპარაკეთ მხოლოდ ჭეშმარიტება და მისდიეთ უბიწოებას. უბიწოების ციხესიმაგრე აშენებულია ჭეშმარიტებაზე. ჩვენ ხშირად ვვარდებით გაჭირვებაში სწორედ სხეულთან ჩვენი მიბმულობის გამო. თქვენი სხეული დროის რაღაც მომენტში გადაიქცევა ჭუჭყიან სახლად, დაავადებებით სავსე კალათად. სხეული და ჭკუა არის ხანმოკლე. ვიდრე თქვენ ცოცხლობთ მყარად ირწმუნეთ რომ თქვენი სხეული არის ღმერთის ტაძარი და შეინახეთ ის სუფთად და წმინდად როგორც შესაძლებელია. როდესაც თქვენ ატარებთ თქვენს სიცოცხლეს ასეთი კეთილშობილი იდეებით, თქვენ არ გექნებათ რაიმე ცუდი აზრები, სიტყვები და მოქმედებები.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 1.
2.02.2014
ბევრი ადამაინი იღებს ჩაის და ყავას ჭარბი რაოდენობით; ეს კლავს სხეულის დაძინების უნარს. მძღოლები, რომლებიც მართავენ ავტომობილებს ღამის განმავლობაში სვამენ ჭარბი რაოდენობის ჩაის და სტუდენტები რომლებიც ემზადებიან გამოცდებისთვის ასევე აკეთებენ იგივეს. არ მოერიდოთ ძილს, ეს არის დიდი შეცდომა. ადამიანს შეუძლია იცოცხლოს საკვების გარეშე, მაგრამ არ შეუძლია სიცოცხლე ძილის გარეშე. ბევრ სტუდენტს აქვს ღამის განმავლობაში სწავლის და დღის განმავლობაში ძილის ჩვევა. ცოცხალი არსებების უმეტესობას, ფრინველებისა და მხეცების ჩათვლით, სძინავს ღამის განმავლობაში. ადამიანი რომელიც კითხულობს ღამით, როგორც ჩვევა, კულტივირებს რაჯასურ და თამასურ ხარისხებს. თანდათანობით შეცვალეთ ეს ჩვევა. თუ თქვენ კითხულობთ მთელი ღამე და გძინავთ დღის განმავლობაში, თქვენს მიერ იმის დამახსოვრება რაც ისწავლეთ არ იქნება ძალიან ძლიერი. თუ თქვენ ბეჯითად უნდა იმუშაოთ, ადექით ადრე დილით, ვთქვათ 3 ან 4 საათზე და იმეცადინეთ. ადრე დილის სწავლის შემდეგ არ წახვიდეთ და არ დაიძინოთ ხელახლა. ეს არის სიცოცხლის სათვიური გზა.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი2.
3.02.2014
ჭეშმარიტება არის ის რაც არ იცვლება დროსთან ერთად. პოლიციელი ატარებს თავის ფორმას და ასრულებს თავის მოვალეობას. როდესაც თქვენ მას ხედავთ, თქვენ ფიქრობთ რომ ეს არის ჭეშმარიტება. თავისი მოვალეობის შემდეგ ის მიდის სახლში და იცვამს ღამის პერანგს. ახლაც ის აგრეთვე არის პოლიციელი! თუმცა ტანსაცმელი რომელსაც ის ატარებს შეიცვალა, მისი სხეული არ შეცვლილა. ამის მსგავსად, ‘დეჰი’ თქვენი ბინადარი, არ განიცდის რაიმე ცვლილებას. თქვენი სხეული დაკავშირებულია სათვიურ, რაჯასურ და თამასურ ხარისხებთან. მოიცილეთ ეს და თქვენ დაინახავთ ღმრთიურს ‘ბრაჰმანს’. ცივ მთაგორიან ადგილზე თქვენ ატარებთ შიდა პერანგს, პერანგს და შემდეგ დამცავ პიჯაკს მათ საფარველად. თუ თქვენ გინდათ დაინახოთ თქვენი გული (მკერდი), თქვენ უნდა გაიხადოთ პიჯაკი, პერანგი და შიდა პერანგი; მხოლოდ შემდეგ შეძლებთ თქვენ თქვენი გულის დანახვას. სწორედ ასევე ადამიანის არსების სხეული დაფარულია მრავალი ხარისხით. როდესაც თქვენ გამოხვალთ ამის გარეთ, თქვენ გექნებათ შემძლეობა ღმრთიურების დანახვის თქვენს გულში.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი1.
4.02.2014
თქვენ უნდა შეძლოთ ადგომა ისევე ადვილად როგორც თქვენ ჯდებით საჭმელად. თუ თქვენ ჯდებით მსუბუქად და დგებით მძიმედ და ძნელად ჭამის შემდეგ, თქვენ მიიღეთ უფრო მეტი ვიდრე თქვენ გჭირდებათ და საკვებმა განავითარა თამასური ხარისხები. სივრცე თქვენს კუჭში იყოფა ოთხ ნაწილად. მოზარდებმა უნდა შეავსონ თავიანთი კუჭების სამი ნაწილი საკვებით და დარჩენილი ერთი ნაწილი წყლით. დიდებისთვის კუჭის ორი ნაწილი საკვებით, ერთი ნაწილი წყლით და ერთი ჰაერით არის მიზანშეწონილი. თუ თქვენ ავსებთ ოთხივე ნაწილს საკვებით, ადგილის დაუტოვებლად თუნდაც წყლისთვის, თქვენ არღვევთ საჭმლის მონელების წესებს! საუზმობის შემდეგ შეისვენეთ ზუსტად ათი წუთი. ეს დაეხმარება სისხლს თავისუფალ ცირკულირებაში თქვენი თავიდან ქუსლებამდე. ღამით, სადილის შემდეგ, თქვენ უნდა წახვიდეთ სასეირნოდ. ეს არის საიმედო დადგენილი პრაქტიკა კარგი ჯანმრთელობისთვის და სათვიური ბუნების განსავითარებლად.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 2.
5.02.2014
ყოველ თქვენგანს ნანახი გაქვთ მსოფლიოს რუკა, ასე არ არის? როგორი პატარაა ინდოეთი ამ რუკაზე? ინდოეთთან შედარებით ანდრა პრადეში არის პატარა. ანანტაპურის რაიონი არის კიდევ უფრო პატარა, პუტტაპარტი პრაქტიკულად მიკროსკოპული წერტილია რუკაზე. ახლა თქვენ როგორც ადამიანი მცხოვრები პუტტაპარტში პრაქტიკულად ხართ ასე უმნიშვნელო. მაშინ როგორ შეიძლება თქვენ იტანჯოთ ეგოსგან? გახსოვდეთ, ღმერთი არის ყველაფერი თქვენს ირგვლივ. იქ აზრი არ აქვს ეგოისტურ არსებობას საერთოდ. თქვენ შეიძლება გრძნობდეთ სიამაყეს რომ თქვენ ხართ განათლებული; არსებობენ თქვენზე უფრო მეტად განათლებული ადამიანები. თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ თქვენ ხართ ლამაზი; მრავლად არიან თქვენზე უფრო მეტად ლამაზები. შეიძლება თქვენ ხართ კარგი მომღერალი; არსებობს რამდენიმე ვისაც შეუძლია თქვენზე კარგად სიმღერა. მაშინ რატომ გაქვთ თქვენ თქვენი თავის სიამაყე? ეს არის უბრალოდ უმეცრება. არ დაუთმოთ ადგილი ეგოს. გახდით არაეგოური, უარი თქვით პომპეზურობასა და მოჩვენებითობაზე. იყავით უანგარო და ატარეთ ცხოვრება როგორც შეეფერება განათლებულ ადამიანს. ყოველთვის, დაეხმარეთ მუდამ, არასდროს დააზიანოთ.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 1.
6.02.2014
სიტყვა ‘Hეალტჰ’ (ჯანმრთელობა) მოდის ანგლო-საქსონური სიტყვიდან ‘Hელიგ’ რაც ნიშნავს სულის მთლიანობას ან ერთიანობას. თქვენ შედგებით გრძნობის ორგანოებით, ჭკუით, გონებით და მობინადრე სულით. ‘ერთიანობა’ მოიცავს თავისში ყველა ამ ელემენტს. თქვენი ჭკუა უნდა იყოს სავსე მდგომარეობაში; იქ არ უნდა იყოს ადგილი დაბნეულობის ან დეპრესიისთვის. ჭკუის ამ მდგომარეობის მისაღწევად აუცილებელია დაკავშირება ღმრთიურებასთან და ვითარების გაგება. მაგალითად, სტუდენტები არ უნდა ჩავარდნენ დეპრესიაში თუ მათ ვერ მიიღეს ის ნიშანი რასაც ელოდნენ ან როდესაც შესაძლო მარცხი განიცადეს გამოცდაზე. ამის ნაცვლად მათ უნდა შეისწავლონ შედეგების მიზეზები – ისწავლეს თუ არა კარგად ან საგანი გაგებული იყო სწორად თუ არა. თუ დასკვნა იქნება არასათანადო მომზადება, მაშინ გადაწყვეტილება უნდა იყოს უკეთესად გაკეთებაზე შემდეგი შესაძლებლობისას. თქვენ უნდა განავითაროთ თქვენი ზნეობრივი და გონებრივი ძალა სადჰანას პრაქტიკით ჭკუის დისციპლინირებისთვის და მთლიანი კეთილდღეობის მისაღწევად.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 1, 1985 წლის 29 დეკემბერი.
სატია საი ბაბა
7.02.2014
მაჰაბჰარატაში, კაურავებს სწამდათ ‘მე პირველად, მსოფლიო შემდეგ და ღმერთი ბოლოს’. პანდავებს სწამდათ ‘ღმერთი პირველად, მსოფლიო შემდეგ და მე ბოლოს’. კაურავებმა თავი შეაფარეს სიმდიდრესა და კეთილდღეობას და ვერ დაიცვეს თავისი თავი სათანადოდ. ‘მე’-ს ეგო იყო მინიმუმი პანდავებში და ამიტომ მათ მიაღწიეს ამაღლებულ მდგომარეობას და თავი შეაფარეს უფალში. პანდავები მყარად იდგნენ ხუთ ხარისხზე: ჭეშმარიტების, უბიწოების, სიყვარულის, მშვიდობისა და არაძალადობის. აქედან გამომდინარე კრიშნა თვითონ გახდა არჯუნას მეეტლე. თუნდაც აწმყო დროში პანდავებს უკავიათ სიმაღლე როგორც ამაღლებულ ნიმუშებს. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ პანდავების მსგავსად. ჩვენ გვაქვს ბევრი ხარისხი როგორიც არის ცუდი აზრები, ცუდი მოქმედებები და ცუდი მიბმულობა. კურუკშეტრას ბრძოლის ველი დღესაც ხდება ჩვენს გულებში – ეს არის ბრძოლა კარგსა და ცუდს შორის. რომ გამოცხადდეთ გამარჯვებულად პანდავების მსგავსად და რომ მიაღწიოთ მას (უფალს), თქვენ უნდა იმუშაოთ მუყაითად და უარი უნდა თქვათ ეგოურობაზე.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 1.
სატია საი ბაბა
8.02.2014
ყველა საკვები გამოსხივდება ღმერთიდან. რადგან იგი მოდის ღმრთიურიდან (ბრაჰმანიდან), იგი უნდა შესთავაზოთ ღმერთს და მხოლოდ შემდეგ უნდა მიიღოთ. მაშინ იგი ხდება სათვიური საკვები. არსებობს ბევრი ჭუჭყი დაკავშირებული მარცვლეულთან და ბოსტნეულთან რომელიც თქვენ შეიძინეთ. ეს ჭუჭყი შედის თქვენში შიგნით. საკვებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დეფექტების მოსაცილებლად, შესთავაზეთ საკვები უფალს და შემდეგ მიიღეთ იგი როგორც პრასადამ. როდესაც საკვები შეთავაზებულია ღმერთისთვის (ნაივედიამ), ვეღარ იქნება რაიმე დეფექტი მასში. მიირა იყო უფალ კრიშნას დიდი ერთგული. ის ყოველთვის ყველაფერს დაგემოვნებამდე სთავაზობდა უფალს. როდესაც მაჰარანამ თხოვა მის ახლობლებს მიეცათ მისთვის ძალიან ძლიერ შხამიანი რძე, მიირამ არ იცოდა ეს. როგორც იყო მისი ჩვევა, მან შესთავაზა რძე უფალ კრიშნას და დალია იგი, და დარჩა უვნებელი. ამგვარად საკვების ნებისმიერი ტიპი, როდესაც შეეთავაზება უფალს გადაიქცევა ნექტრად, თუნდაც იგი იყოს შხამიანი.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 2.
სატია საი ბაბა
9.02.2014
თუ თქვენ 24 საათის განმავლობაში მუშაობთ ჰაერის კონდიცირებიან ადგილზე თქვენ იღებთ ამას წყალობად და არ აცნობიერებთ მის ფასეულობას. მაგრამ თუ თქვენ მუშაობთ ოთხი საათის განმავლობაში მზეზე და შემდეგ ჯდებით ჰაერის კონდიცირებიან ოთახში, თქვენ აღიარებთ მის ღირებულებას. სიცხის გარეშე არ არსებობს ჰაერის კონდიცირების ფასეულობა. სწორედ ასევე სირთულეების გარეშე ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ კეთილდღეობის ფასეულობას. მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ ვიტანჯებით, ჩვენ ვაცნობიერებთ რა არის სიხარული! თქვენი სხეულის რომელიმე ნაწილში ტკივილის დროს ტანჯვის შესამსუბუქებლად ექიმმა შეიძლება შეასრულოს ოპერაცია. ქირურგია არის მტკივნეული პროცედურა. თუმცა, ხანმოკლე ტკივილის განცდის გარეშე თქვენ ვერ მოიცილებთ ხანგრძლივ ტანჯვას. სწორედ ამიტომ მოუწოდებს წერილები ნათლად რომ ბედნიერება არ შეიძლება მიღებული იყოს ბედნიერებიდან. სიკეთის გარეშე ცხოვრებას არ აქვს აზრი. მწუხარების გარეშე არ არსებობს ბედნიერების ფასეულობა.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 2.
სატია საი ბაბა
10.02.2014
საჭიროა რომ ოთახი სადაც თქვენ ცხოვრობთ ან სწავლობთ შეავსოთ სათვიური ატმოსფეროთი. სურათები ან საგნები რასაც თქვენ ხედავთ უნდა იყოს სავსე სიმშვიდისა და სიყვარულის აზრებით. იმ საგნებს რაც იწვევს მღელვარებასა და ცუდ აზრებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს თქვენ საცხოვრებელ ადგილში. ოთახი უნდა იყოს თავისუფალი ყველაფრისგან რაც არის უსუფთაო. სუფთა ოთახთან ერთად, თქვენი აზრები და გრძნობებიც უნდა იყოს სუფთა. მხოლოდ შემდეგ თქვენ შეძლებთ სრული სარგებლობის მიღებას სუფთა ოთახიდან და კარგი ოჯახიდან. თუ თქვენ გინდათ განავითაროთ სათვიური გრძნობები თქვენი ხედვა უნდა იყოს სუფთა. მთელი ქმნილება (სრიშტი) დაფუძნებულია თქვენ ხედვაზე (დრიშტიზე). როდესაც თქვენ გაქვთ არასწორი ხედვა ამით თქვენ ანვითარებთ არასწორ აზრებს. კარგ აზებთან ერთად თქვენ ბუნებრივად გექნებათ კარგი გრძნობები. არასდროს ჩაიდინოთ რაიმე შეცდომა ან დანაშაული რასაც თქვენ ვერ მოითმენდით თუ სხვები ამას თქვენ გაგიკეთებდნენ.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 3.
სატია საი ბაბა
11.02.2014
როდესაც თქვენ ხვდებით სირთულეებს განვითარდება მამაცობა თქვენში. არ იფიქროთ `რატომ უნდა ვიყო მე შეწუხებული ამგვარად?~ განივითარეთ ფართოთვალთახედვა. მყარად ირწმუნეთ რომ რაც კი ხდება ყველაფერი არის მხოლოდ თქვენი სიკეთისთვის. არასდროს დაივიწყოთ რომ გაჭირვება, დანაკარგი, ავადმყოფობა და ა.შ. მოდის მხოლოდ თქვენი სიკეთისთვის. არ დაინახოთ ცუდი კარგში. ყოველთვის ხედეთ კარგი ცუდში. სინათლეს აქვს ყოველთვის უფრო დიდი ფასი როდესაც არსებობს სიბნელე ირგვლივ. სიხარულის ფასი გაცნობიერდება როდესაც არსებობს გაჭირვება. წვიმების და ზამთრის სეზონის განმავლობაში ჩვენ გვინდა სითბო. გაზაფხულის დროს ჩვენ ვეძებთ სიგრილეს. თქვენ გჭირდებათ ორივე სითბოც და სიცივეც, დამოკიდებულად ვითარებაზე. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რა მდგომარეობაში ხართ, თქვენ უნდა განავითაროთ კარგი გრძნობები. თქვენ უნდა დაიწყოთ ეს ჩვევა ყოველთვის კეთილშობილური აზრების ქონის მთლად ახალგაზრდა წლებიდან. როგორ აზრებს და გრძნობებსაც განავითარებთ შემდეგ ის გაგყვებათ მუდმივად. განივითარეთ კარგი აზრები და უარი თქვით ცუდ კომპანიაზე.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 1.
სატია საი ბაბა
12.02.2014
მსახურებასთან დაკავშირებით, თქვენ უნდა იყოთ გარკვეული იმაში თუ რა არის ‘რაჯასური’ მსახურება და რა არის ‘სათვიური’ მსახურება. თქვენ შეიძლება წახვიდეთ ქუჩების დასასუფთავებლად, გზების ასაშენებლად, ჭების ამოსათხრელად ან სახლების ასაშენებლად, და აკეთოთ ეს ყველაფერი როგორც საზოგადოებისთვის მსახურება. თქვენ ასევე შეიძლება წახვიდეთ საავადმყოფოში და მოინახულოთ პაციენტები. მსახურების კეთება ‘სოციალური სამუშაოს შესასრულების მიზნით’ არ არის ნამდვილი მსახურება. სათვიური მსახურება არის ის რაც იძლევა ნამდვილ ბედნიერებას. ეს მოითხოვს რომ თქვენ ემსახურებოდეთ ნებისმიერ და ყოველ ადამიანს როგორც ღმრთიურების განხორციელებას. ღმრთიურება (ნარაიანა) წარმოდგენილია ყველა ადამიანს შორის ორ ფორმაში, სიმდიდრის (ლაკშმი ნარაიანა) ან სიღარიბის და გაჭირვების (დარიდრა ნარაიანა). მდიდარ ადამიანებს შეიძლება ყავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი მათზე ყურადღების მისაქცევად ან მათთვის მსახურების გასაწევად. მაგრამ იქ შეიძლება არ იყოს არც ერთი ადამიანი მსახურების გასაწევად უმწეო, სუსტი და გაჭირვებული ადამიანებისთვის. მოპყრობა ღარიბ და გაჭირვებულ ადამიანებზე როგორც ღმრთიურების განხორციელებაზე და მათთვის მსახურების სიყვარულით გაწევა არის სათვიური მსახურება.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 3.
სატია საი ბაბა
13.02.2014
თუ ავტობუსში მგზავრების რაოდენობა არის დასაშვებ ფარგლებში მგზავრობა არის უსაფრთხო. თუ ავტობუსი არის გადატვირთული ხალხით ან ბარგით, მისმა მფლობელმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა რომელსაც მას დაადებს საგზაო ტრანსპორტის ოფიცერი. სწორედ ასე თუ თქვენ გადატვირთავთ თქვენ თავს საკვებით და სურვილებით, სათნოების მმართველი, თქვენ დაგადებთ დარდის და ცუდი ჯანმრთელობის ჯარიმას; თქვენ შეიძლება დასჯილიც იყოთ წვრთნის ინსპექტორის მიერ გრძნობებსა და სიჩქარეზე კონტროლის უქონლობის გამო. ამიტომ ზომიერება არის ძალიან აუცილებელი ბედნიერი ცხოვრებისთვის – იქნება ეს საკვებსა თუ სურვილებში. გადატვირთული სატვირთოს მძღოლისთვის ძნელი იქნება მისი მართვა ციცაბო გორაკზე და ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს დამღუპველი. თუ თქვენ გინდათ წინსვლა და კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება მუდმივად, ბრძანებითი მოთხოვნაა რომ თქვენ არ გადატვირთოთ თქვენი თავი. თქვენ არ გექნებათ ამაღლებული მდგომარეობის მიღწევის შემძლეობა, თუ თქვენ ჭამთ უფრო მეტს ვიდრე თქვენ სხეულს სჭირდება.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 2.
სატია საი ბაბა
14.02.2014
ვინ არის ცუდი ადამიანი? ნებისმიერი ვინც ხედავს ცუდს კარგში არის ცუდი ადამიანი. დადექით შორს მათგან. თუ თქვენ შეუერთდებით ცუდ კომპანიას შეგნებულად თუ შეუგნებლად, თქვენ დაკარგავთ კარგ ხარისხებს. ბევრმა მოიმკა ცუდი ბედი ცუდი კომპანიის გამო. ვინ არის კარგი ადამიანი? ნებისმიერი ვინც ხედავს კარგს თუნდაც ცუდ ადამაინში არის კარგი ადამიანი. თქვენ უნდა განავითაროთ მეგობრობა კარგ ადამიანებთან. შეიძლება არსებობდეს ზოგიერთი ცუდი ხარისხი თქვენში. არ აღელდეთ და არ გახდეთ სუსტი ამის გამო. განივითარეთ უფრო და უფრო მეტი კარგი ხარისხი. ღმერთი ყოველთვის იქნება თქვენში, თქვენთან, თქვენს ირგვლივ და აიღებს მზრუნველობას თქვენზე. რა საქმეც არ უნდა წამოიწყოთ თქვენ, გაარჩიეთ ფრთხილად., მისდიეთ კეთილშობილურ გზას და ყოველთვის აკეთეთ კარგი მოქმედებები. შეინახეთ თქვენი გული წმინდად და სუფთად. არასდროს შეავსოთ თქვენი გული ცუდი აზრებითა და გრძნობებით. თქვენ უნდა დაიწყოთ ადრე, იმოძრაოთ ნელა და მიაღწიოთ უსაფრთხოდ. როდესაც თქვენ განავითარებთ კარგ ხარისხებს, თქვენ იმოგზაურებთ შეუფერხებლად მომავალში.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 1.
სატია საი ბაბა
15.02.2014
არ იფიქროთ რომ ღმერთი არის რაიმე დაშორებულ ადგილში. ის არის თქვენთან, უფრო ახლოს ვიდრე თქვენი ოჯახის ყველაზე საყვარელი წევრი. განივითარეთ კარგი ხარისხები. იყავით საზოგადოების ნაწილი კარგი საქმეების წარმოებით. ღმერთი (ბჰაგავანი) არ ელოდება რაიმეს თქვენგან, არც სჭირდება არაფერი. ყველაფერი რისთვისაც ის ზრუნავს არის თქვენი კარგი რეპუტაცია. სხეული განწირულია სასიკდილოდ. ვერავინ გაექცევა სიკვდილს თუნდაც ის დაიმალოს ტყეში. არ იდარდოთ ამაზე. განივითარეთ კარგი ხარისხები უფრო და უფრო მეტად რადგან ეს დარჩება თქვენთან და დაგიცავთ თქვენ ყოველთვის. გამოიყენეთ თქვენი გარჩევის უნარი. თქვენი გარჩევა არ უნდა იყოს ინდივიდუალური გარჩევა, არამედ უნდა იყოს საზოგადო და საყოველთაო დონეზე. მხოლოდ შემდეგ გაიმარჯვებს ჭეშმარიტება და კარგი ქცევა. ეს უნდა იყოს ბარომეტრი თქვენი ქცევისთვის.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 1.
სატია საი ბაბა
16.02.2014
ღმერთი ბინადრობს თითოეულ და ყოველ ჩვენგანში. არ გააკრიტიკოთ ვინმე, თქვენ დააგროვებთ ცოდვას. არ გძულდეთ არავინ. არასდორს დასცინოთ ვინმეს მოქმედებას ან მასხარად არ აიგდოთ ვინმე კასტაზე, რასაზე, სქესზე, რელიგიაზე ან საზოგადოებაზე მიკუთვნებულობის გამო. არსებობს მხოლოდ ერთი კასტა – კაცობრიობის კასტა. არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია – სიყვარულის რელიგია. არსებობს მხოლოდ ერთი ენა – სიყვარულის ენა. თითოეულმა თქვენგანმა ეს უნდა გაიგოს და შეითვისოს. გახდით იდეალური ადამიანი დღეიდან. განივითარეთ რწმენა ‘ადამიანთა ძმობაში და ღმერთის მამობაში’ არ იდარდოთ წარსულზე, დაივიწყეთ იგი. ეს მიგიყვანთ თქვენ ნამდვილ ნეტარებასთან. მე გაკურთხებთ თქვენ ამით!
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 1.
სატია საი ბაბა
17.02.2014
ყოველთვის დაეხმარე ღარიბებს, ტანჯულებს და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფთ. უწინ თამილ ნადუში ცხოვრობდა წმინდანი პოეტი რომელიც ჩამოჯდა თავისი ქოხის პატარა აივანზე და უფალს უგალობდა შესანიშნავ საგალობლებს. ერთ დღეს ძლიერად წვიმდა. მეორე კაცი მოვიდა და ჰხითხა თუ შეეძლო მას მიეღო აქ თავშესაფარი. ერთგულმა უპასუხა, `აქ იყო ადგილი მხოლოდ ჩემთვის წამოსაწოლად, მაგრამ ახლა რადგან შენ აქ ხარ ჩვენ ორივე შეიძლება დავჯდეთ~. მოგვიანებით კიდევ ერთი კაცი შეჩერდა და ითხოვა თავშესაფარი. ერთგულმა ისევ თანხმობით თქვა, `აქ იყო ადგილი ჩვენ ორისთვის დასაჯდომად. ახლა რადგან შენც შემოგვიერთდი, დაე ჩვენ ყველა დავდგეთ~. ამგვარად მან ასწავლა ყველას დახმარების და ვინმეს შორს არ გაგზავნის პრინციპი როდესაც დახმარება სჭირდება, თუნდაც შესაძლებლობა იყოს შეზღუდული. განივითარეთ დამოკიდებულება სხვებთან განაწილების კარგი რამეების რაც თქვენ გაგაჩნიათ. ამით თქვენ შეძლებთ ყოველდღიურად აპრაქტიკოთ ყოველ არსებაში ღმერთის დანახვის დიდი პრინციპი.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1972, თავი 21.
სატია საი ბაბა
18.02.2014
ბევრი ადამიანი ცდილობს ჰათა იოგას კეთებას ან კუნდალინი შაკთჰის განვითარებას და ა.შ. ზოგიერთი უხმობს ბოროტ სულებს სხვების დასაზიანებლად. სულიერი პრაქტიკის ასეთი ფორმები არ არის სათვიური. ღმერთი არის მარადიული აბსოლუტი (სათ) და ინდივიდუალი არის შემეცნება (ჩით). როდესაც ეს ორი სათ და ჩით შეირწყმება თქვენ გაქვთ ნეტარება (ანანდა). თქვენი სულიერი პრაქტიკა უნდა დაგეხმაროთ თქვენ ამ ნეტარების (სათ-ჩით-ანანდას) გაცნობიერებაში. მხოლოდ ასეთი პრაქტიკა შეიძლება იწოდებოდეს სადჰანად. სად არის ღმერთი (სათ)? ღმერთი არის ყველაში. ამიტომ ყოველთვის იყავით მზად რომ ემსახუროთ ყველას, რომ განიხილოთ ისინი როგორც ღმრთიურები. თქვენი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) უნდა დაგეხმაროთ თქვენ რომ განავითაროთ საყოველთაო სიყვარულის გრძნობა და თაყვანისცეთ ღმრთიურებას რომელიც მოიცავს ყოველ ადამიანს. არ არსებობს უფრო მაღალი სულიერი პრაქტიკა ვიდრე არის სიყვარულის განვითარება. ამიტომ, გააძლიერეთ თქვენი სულიერი პრაქტიკა იმ სულით რომ ერთი ღმერთი ავსებს მრავალ ფორმას სამყაროში.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 3.
სატია საი ბაბა
19.02.2014
ასრებობდა ოდესღაც მოხუცი ქალი პარიზში. იყო ზამთარი და დეკემბერში იყო მძიმე მდგომარეობა. ბევრი ღარიბი ადამიანი იძინებდა ქუჩაში და და ძაგძაგებდა სიცივისგან. ის წავიდა ქუჩებში და დააფარა მათ საბნები. მან დაასრულა სამუშაო რაიმე ფაციფუცისა და ხმაურის ატეხვის გარეშე. დროთა განმავლობაში ადამიანებმა გაიგეს ამის შესახებ. ისინი იყვნენ გაოცებულნი რატომ იყო რომ ეს თავმდაბალი მოხუცი ქალი რომელიც თვითონ იბრძოდა თავისი დასასრულის შესახვედრად გამოდიოდა სახლიდან სხვების დასახმარებლად! როდესაც ბავშვი გამოიყენეს კითხვის დასასმელად, `ბებია რატომ დადიხარ თავდახრილი? შენ ხარ დიდი ადამიანი!~ მან თავმდაბლად უპასუხა, `ღმერთი გვაძლევს ყველაფერს ბევრი ხელით და მე ვაძლევ ერთი ხელით. განა ეს ჩემთვის სასირცხვილო არ არის?~ ბევრმა დიდმა ადამინმა მთელ მსოფლიოში დადო ჩვენს წინაშე გულმოწყალების მაღალი იდეალები.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 4.
სატია საი ბაბა
20.02.2014
მიიჩნიეთ თქვენი ფიზიკური სხეული ეტლად. ისევე როგორც ცხენი არის მნიშვნელოვანი ეტლისთვის, თქვენი ჭკუა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვენი სხეულისთვის. რა აზრი აქვს თუ ეტლი არის დიდად გემოვნებით მორთული და ცხენი არის შიმშილით მკვდარი? დღეს ბევრი თქვენგანი ძალიან დიდად ზრუნავს სხეულზე და მთლიანად უგულებელყოფს ჭკუას. ბევრს აქვს ძალიან კარგი რბილი საწოლი და იმყოფება ჰაერის კონდიცირებიან ოთახში, მაგრამ მათი სხეულები გრძნობს სითბოს და ჭკუა განიცდის მოუსვენრობას, ჭკუის მშვიდობის არქონის გამო. თქვენ რატომ ზრუნავთ სხეულზე ასე დიდად და უგულებელყოფთ ჭკუას? კარგად მოუარეთ ჭკუას. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, თუნდაც თქვენ დაადიოდეთ ტყეში, ეს იქნება დასვენება! ყველაზე შესაფერისი საკვები თქვენი ჭკუისთვის არის სათნოება, კარგი გრძნობები, კარგი ქცევა და კარგი აზრი. გამოკვებეთ ცხენი კარგად, ეტლი სწრაფად ივლის! ზუსტად ასევე კარგად იზრუნეთ თქვენ ჭკუაზე, თქვენ იქნებით ბედნიერი და მშვიდი.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 2.
სატია საი ბაბა
21.02.14
უფალ კრიშნას მეგობარი უდდჰავა იყო გამოცდილი ცოდნის გზაში. მან მიმართა კრიშნას ასე რომ მას შეუძლია ასწავლოს ეს მის მწყემსებს. კრიშნამ გაიღიმა და თქვა, `ერთგულება და სისუფთავე არის ძირითადი გოპებისთვის – ისინი არიან ჩემში, მე ყოველთვის სათუთად მოვლილი ვარ მათ გულებში, შენ შეიძლება ვერ გაიგო ეს!~ უდჰავა არ იყო დარწმუნებული, ამიტომ უფალმა კრიშნამ გაგზავნა ის გოკულში. უდჰავამ უთხრა მათ, `ნება მომეცით მე გასწავლოთ თქვენ სიბრძნის გზა ღმრთიურის შესაცნობად~. გოპებმა დაარწმუნეს უდდჰავა, `ჩვენ არ გვინდა დროის დაკარგვა იოგაზე ან წერილებზე. კრიშნა არის ყველაფერი ჩვენთვის, მოგვეცი ჩვენ ერთი უბრალო შესაძლებლობა.~ შეცბუნებულმა უდდჰავამ ჰკითხა მათ, `თქვენ როგორ შეგიძლიათ გახდეთ ერთიანი კრიშნასთან?~ გოპებმა უპასუხეს, `თუ კრიშნა იქნება ყვავილი, მე ვიქნები ფუტკარი მის ირგვლივ მბრუნავი. თუ კრიშნა იქნება მთა, მე გავხდები მდინარე. თუ ის არის ღრმა ოკეანე, მე ვიქნები პატარა ნაკადული, შევუერთდები მას~. მაშინ უდდჰავამ გაიგო რომ გოპები ყოველთვის განაწყობდნენ თავის თავს უფლის თაყვანსაცემად ნებისმიერ ადგილზე და ყველგან.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 3.
სატია საი ბაბა
22.02.2014
გამოცდა არის ღმერთის დაგემოვნება. თუ თქვენ არ ხართ ტესტირებული თქვენი გამბედაობა ვერ გახდება ძლიერი. სტუდენტები ხშირად წერენ სამ ან ოთხ ტესტს წელიწადში. რატომ? გამოცდები არის არა მათ შესაწუხებლად, არამედ შესამოწმებლად და საგნის გაგების განსამტკიცებლად. როდესაც ისინი წარმატებით აბარებენ, ისინი ან გადადიან მაღალ კლასში ან იღებენ დაშვებას კარგ უნივერსიტეტებში. ღმერთიც ასევე აკეთებს იგივეს. აქედან გამომდინარე, მიიღეთ გამოცდები, არა როგორც სასჯელი არამედ როგორც მფარველობა. როგორი აუტანელიც არ უნდა იყოს ეს თქვენ უნდა ნათელყოთ იგი. შემდეგ თქვენ უეჭველად მიაღწევთ უმაღლეს მდგომარეობას. ღმერთმა უკვე იცის ვინ ხართ თქვენ, მაგრამ მან შეიძლება გამოგცადოთ თქვენ იმისთვის რომ იდეალის მაგალითი მისცეს სხვებს. რასაც თქვენ ხედავთ არის ერთი და რასაც ღმერთი ხედავს არის მეორე. ღმერთი გცდით თქვენ იმიტომ რომ თქვენი ყველა ცოდვა და ნაკლი ჩამოირეცხოს. ისევე როგორც ოქრო გამოიცდება და დამოწმდება მისი სისუფთავე, ღმერთის გამოცდებიც არის ყოველთვის გაძლიერებისთვის თქვენი გულადობის, მოთმინების, გამბედაობისა და ერთგულების.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’ ტომი 2, თავი 4, 22 აპრილი 2000.
სატია საი ბაბა
23.02.2014
შეუდექით ნებისმიერ სამუშაოს და შეასრულეთ ის ისე რომ არ არსებობდეს სიცრუე, უსამართლობა ან ბოროტი მოტივი იმ წესში რომლითაც თქვენ მას ასრულებთ. ყურადღება მიაქციეთ იმას რომ სამუშაოს რომელსაც თქვენ აკეთებთ, გაძლევდეთ თქვენ არა მარტო საარსებოდ გამომუშავების შესაძლებლობას, არამედ ასევე მოჰქონდეს სარგებლობა ერისთვის და საზოგადოებისთვის სადაც თქვენ ცხოვრობთ. თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას ეს სისუფთავე თავის ცხოვრებაში. თუ თქვენ ასეთნაირად დასაქმდებით სწორ საქმეებში, თქვენ არ იქნებით შებორკილი მოქმედებების შედეგებით (კარმით). თქვენ ხართ ის ვინც თქვენ ხართ, დაფუძნებული წარსულ კარმაზე. თქვენი ახლანდელი მოქმედებების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ გათავისუფლება დაბადებიდან. სიყვარულის მეშვეობით, განავითარეთ რწმენა და გულწრფელობა. რწმენისა და გულწრფელობის მეშვეობით, თქვენ შეიძენთ ცოდნას, და ცოდნიდან თქვენ განივითარებთ სადჰანას (სულიერ პრაქტიკას) რომლის მეშვეობითაც თქვენ მიაღწევთ თქვენს მიზანს. აქედან გამომდინარე, თქვენი სადჰანის გასაძლიერებლად, ყველა ეს – სიბრძნე, რწმენა და სიყვარული – არის არსებითი. სიყვარულს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თქვენს გრძნობებზე კონტროლის დასამყარებლად.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 3.
სატია საი ბაბა
24.02.2014
დრო და დრო, რომ მიიღოთ მეტი ცილა და ძალა თქვენ შეიძლება რეკომენდირებული იყოთ ისეთი ცხოველური საკვების მიღებაზე როგორიც არის თევზი და ფრინველი. არავეგეტარიანული საკვების მოხმარება არ არის საჭირო და თქვენ თავი უნდა აარიდოთ მას. ჯანსაღი მწვანილის, რძის, ხაჭოს და მარცვლეულის ბალანსირებული დიეტა უზრუნველგყოფთ თქვენ ყველა საჭირო საკვებით. არსებობს მჭიდრო კავშირი თქვენ საკვებს, თავს და ღმერთს შორის. ცხოველური საკვები განებებთ თქვენ ცხოველური ნიშნების განვითარებას. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს, განა მცენარეს არ აქვს სიცოცხლე და არ იტანჯება როდესაც ჩვენ ვჭრით მას და ვამზადებთ საჭმელს? ყველა მცენარეს და ვეგეტარიანულ საკვებს აქვს სიცოცხლე, მაგრამ მათ აკლია გრძნობები, სწორედ ისე როგორც პაციენტს რომელსაც მიცემული აქვს ანესთეზია აკლია გაცნობიერება და ტკივილი ექიმის მიერ გაკეთებული ჭრილობის და ნაკერების გამო. მაგრამ ცხოველებს აქვთ გრძნობები და როდესაც ჩვენ ვჭრით ძალიან იტანჯებიან. რომ აიცილოთ ცუდი აზრები არ მიიღოთ ზედმეტი საკვები, ან საკვები გამომუშავებული ბიწიერი საშუალებებით, ან არავეგეტარიანული საკვები ან საკვები რომელიც არ შეგითავაზებიათ ღმერთისთვის.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’ ტომი 2, თავი 2.
სატია საი ბაბა
25.02.2014
გზა ღმერთისკენ არის რთული მაგრამ თქვენ შეძლებთ დაძლევას. დაე ღმერთმა აკეთოს რაც მას უნდა. დანებდით მას და თქვით, `მე არაფერი მომიტანია ჩემთან ერთად! რაც შენ მომეცი მე, მე გთავაზობ შენ უკან დაიბრუნე ის.~ თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ თქვენმა მშობლებმა მოგცათ თქვენ სხეული. ვინ ჩადო სიცოცხლე თქვენს სხეულში? ვინ აიძულებს თქვენ გულს მუდმივად ძგერას? თქვენ შეიძლება კვებოთ თქვენი სხეული გემრიელი საკვებით მაგრამ ვინ ინელებს მთელ საკვებს რასაც თქვენ ჭამთ? ვინ არის მამოძრავებელი ძალა მდგომი სისხლის ცირკულირების უკან? ღმერთი თვითონ არეგულირებს ყოველ ცალკეულ მოქმედებას ყოველ ცოცხალ არსებაში. არაუმეტეს ერთი დიუმის ზომის თვალებს შეუძლია ნათლად აღიქვას ვარსკვლავები რომლებიც არის შორს ცაში. ვინ მისცა ამ პატარა თვალებს ასეთი ძალა და ძლიერება? მხოლოდ ღმერთმა გაჩუქათ თქვენ ყველაფერი და გჩუქნით ყველაფერს. თქვენი პატარა ეგოს გამო თქვენ ხართ თავგზააბნეული რომ თითქოს თქვენ ხართ მკეთებელი. ეს არის უდიდესი უმეცრება. რასაც ის გაძლევთ, მიიღეთ ის, ეს არის თქვენი უმაღლესი სიკეთისთვის.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’ ტომი2, თავი 4, 22 აპრილი 2000.
სატია საი ბაბა
როდესაც თქვენ ჭრით ბოსტნეულს საჭმლის მოსამზადებლად, გახსოვდეთ რომ თქვენ ჭრით თქვენ სურველებს და ეგოს სიბრძნის დანით. – ბაბა

26.02.2014
გახსოვდეთ კომპანია რომელსაც თქვენ იღებთ. დიდმა წმინდანმა პოეტმა კაბირმა ერთხელ თქვა, `მე მივესალმები ცუდს და ასევე კარგს~. კაბირს ჰკითხეს, ჩვენ გავიგეთ რომ თქვენ სთავაზობთ სალამს კარგს, მაგრამ რატომ ესალმებით ცუდს?~ მან უპასუხა, `როდესაც მე ვესალმები ცუდს, მე ვაკეთებ ამას ლოცვით რომ მოვაცილო ჩემი თავი ჩემი დასწრებიდან; მე მივესალმები კარგს თხოვნით მის დასწრებაზე ჩემ წინაშე.~ ეს არის ბრძნული განცხადება. თქვენ უნდა თავიდან მოიცილოთ ცუდი კომპანია და უნდა დანერგოთ კეთილი ადამიანების კომპანია. როდესაც თქვენ ერთიანდებით კეთილ ადამიანებთან თქვენ ხართ ბედნიერი და თქვენ შეგიძლიათ აჩუქოთ ბედნიერება სხვებს. ეცადეთ თავის დაღწევას ყველა თქვენი ცუდი აზრებიდან. უარი თქვით ყველა თქვენს უარყოფით ხარისხზე. შეასრულეთ თქვენი მოვალეობა თქვენი მშობლების მიმართ. გასწიეთ უანგარო მსახურება საზოგადოებისთვის. გამოისყიდეთ თქვენი სიცოცხლე უფლის წყალობის გამომუშავებით. ეს არის ჩემი კურთხევა ყველა თქვენგანზე.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 3, 29 დეკემბერი, 1985.
სატია საი ბაბა
27.02.2014
მედიტირება არის პროცესი რომელიც ხდება გრძნობების ფარგლებს მიღმა. განვიხილოთ ვარდის ბუჩქი ტოტებით, ფოთლებით, ყვავილებით და ეკლებით. ბაღში გაყვავებული ვარდის ბუჩქების ადგილმდებარეობის განსაზღვრა მოითხოვს კონცენტრირებას. მას შემდეგ რაც ჩვენ ვკონცენტრირდით და ამოვიცანით ყვავილები, შემდეგი ეტაპი არის ყვავილების მოკრეფა ეკლების გარეშე. სიყვარული არის ყვავილი, გულისთქმა არის ეკალი. ჩვენ ფრთხილად უნდა მოვწყვიტოთ ყვავილი ეკლის გარეშე. ეს არის განჭვრეტა. გვაქვს მოწყეტილი ყვავილები, ჩვენ რას ვაკეთებთ ამით? ჩვენ უნდა შევთავაზოთ ის უფალს. ამგვარად, მედიტირება ნიშნავს სიყვარულის ყვავილების შეთავაზებას ღმრთიურებისთვის. თქვენი სხეულის ვარდის მცენარეში არსებობს სუფთა და წმინდა სიყვარულის ვარდი, რომელიც გამოსცემს კარგი ხარისხების სურნელებას. ვარდის ქვეშ, თუმცა, არსებობს ეკლები გრძნობითი სურვილების ფორმაში. სიცოცხლის და მედიტირების მიზანი არის უანგარო სიყვარულის ვარდის გამოცალკევება გრძნობებიდან და მისი შეთავაზება უფლისთვის.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’ ტომი 2, თავი 5, 11 მარტი 1985.
სატია საი ბაბა
28.02.2014
ყველა სადჰანის (სულიერი მისწრაფების) მთავარი მიზანი არის ჭკუის აღმოფხვრა, რომ მოხდეს ა-მანასკა. მაშინ ილუზია გაქრება და სინამდვილე გამომჟღავნდება. თვის ბნელი ნახევრის განმავლობაში სადჰანა უნდა გაკეთდეს ჭკუის აღმოსაფხვრელად ყოველ დღე; რადგან, ყოველ დღე, მთვარის წილი მცირდება. ჩატურდაშზე (მე-14 ღამეზე), შივას ღამეზე, რჩება მთვარის ერთადერთი ნაწილი. თუ რაიმე სპეციალური ძალისხმევა არის გაკეთებული იმ ღამით, უფრო ინტენსიური და ფხიზელი სადჰანა, მსგავსი პუჯის, ჯაფის, დჰიანას (თაყვანისცემის რიტუალი და მედიტირება), წარმატება არის უზრუნველყოფილი. ამიტომ, შივა უნდა მედიტირდეს ამ ღამეს, ყოველ თვე, ისე რომ ჭკუამ არ გადაუხვიოს ძილის ან კვების აზრებისკენ. წელიწადში ერთხელ, მაჰაშივარათრიზე, სულიერი აქტიურობის სპეციალური ნახტომის გაკეთება არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ შავ ემ (გვამი) შეიძლება გახდეს შივამ (ღმერთი) მისი ბინადარი ღმრთიურების გამუდმებული გაცნობიერებით. მიუძღვენით ამ შივარათრი ღამის გათენება თითოეულ თქვენგანში შივას დასწრებას.
– ღმრთიური საუბარი, შივარატრი, 1959.

სატია საი ბაბა