-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა
IX. ჩანდოგია უპანიშადი
ეს უპანიშადი გაერთიანებულია სამავედასთან. მას აქვს 8 ნაწილი, პირველი 5 ეხება სხვადასხვა უპასანას ან იდეალებთან დაახლოების ფორმას და ბოლო 3 ხსნის ჭეშმარიტი ცოდნის შეძენის მეთოდებს. შეგნების სისუფთავე არის აუცილებელი საწინდარი უპასანასთვის. მიზანმიმართული კონცენტრირება არის აუცილებელი ბრაჰმანის შესაცნობად. ესენი შეიძლება შეიძინო კარმით და უპასანით; ამით მოიპოვება ბრაჰმაჯნანა. ამ მიზნით არის რომ სასთრებში პირველი აღწერილია კარმა და შემდეგ უპასანა და ბოლოს ჯნანამ.
ჩანდოგიას პირველ თავში, დეტალიზებულია უპასანები რომლებიც აფორმირებს სამა ვედას ნაწილს. მეორეში, სამას მთელი რიტუალი არის აღწერილი. მესამეში, სურიას უპასანა ცნობილი როგორც მადჰუვიდია, გაიატრი უპასანა, და სანდიტია ვიდია ყველა არის მოცემული. მეოთხეში სამვარგა ვიდია, და თექვსმეტი ფაზირებული ბრაჰმავიდია ისწავლება. მეხუთეში, სამი ვიდია, პრანა, პანჩაგნი და ვისვანარა არის დამუშავებული.
უდალაკა ასწავლიდა თავის ვაჟს, სვეტაკეტუს, რომ ცოდნა თუ ეს იცი, მაშინ ყველაფერი შეიძლება იცოდე. ტალახის და ოქროს ცოდნა იძლევა ყველა ქოთნის და ქვაბის ცოდნას ისევე როგორც ყველა სამაჯურის და ყელსაბამის ცოდნას. ტალახი და ოქრო არის ჭეშმარიტება; მათი მოდიფიცირებები და ტრანსფორმირებები არის დროებითი, უბრალოდ სახელ-ფორმები. სწორედ ასევე მსოფლიო, მსგავსი ქოთნების და სამაჯურების, არის მხოლოდ ეფექტი, მიზეზი არის `სატ~. სატ ნიშნავს `მაცხოვარი~ არის საერთო ყველა ობიექტში; ქოთანი `მაცხოვარია~, სამაჯური `მაცხოვარია~. `მაცხოვარი~ ცხადი ხდება შეერთებით ქოთანთან და ქვაბთან, სამაჯურთან და ყელსაბამთან. `მაცხოვარი~ შეიძლება იყოს უხილავი უხეში გონებისთვის, ვინაიდან მას შესაცნობად სჭირდება სიწმინდე. ვარდის ფერი რომელიც გამომჟღავნებულია ვარდში არსებობს, მაშინაც კი თუ ყვავილი არ ესწრება.
ამის მსგავსად, `მაცხოვარი~, ვინც არის უნივერსალური დამახასიათებელი ყველა ობიექტის, შენარჩუნდება ობიექტების არდასწრებისასაც კი. ქმნილებამდე იყო მხოლოდ ის `მაცხოვარი~. იქ არ იყო სიცარიელე მაშინ; იქ იყო ის `მაცხოვარი~ ყველგან! როდესაც `მაცხოვარი~ აირეკლა მაიაში ან მარტივ მოქმედებაში ეს შედეგად დადგა იშვარაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ მოქმედების როგორც სამყაროს გამომჟღავნებაში სამი ელემენტით: ცეცხლით, მიწით და ქარით. მთელი ქმნილება არის მხოლოდ ცვლილება ამ სამი ელემენტის.
უდალაკას ხაზი ჩაშვებულია ვედების სწავლაში და ამიტომ ეს არის ცნობილი როგორც კეთილშობილურად მაღლად დაბადებული გვარის. მაგრამ სვეტაკეტუ, ვაჟი, კარგავდა ძვირფას წლებს უდანაიანას შემდეგ ზარმაცობაში, არ იყენებდა მათ ვედების შესწავლისთვის. ეს იწვევდა უდალაკას შეშფოთებას, იმიტომ რომ ვინც უგულებელყოფს ვედების შესწავლას, დაბადებული როგორც ბრაჰმანი, არ იმსახურებს ამ წოდებას. მას შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ბრაჰმანაბანდჰუ, ის ვისაც ჰყავს ბრაჰმანები როგორც მისი ნათესავები! ამიტომ უდალაკამ დაავალდებულა და აიძულა ის წასულიყო მასწავლებელთან. იქ, თავისი უმაღლესი გონების გაწაფვით, მან შეისწავლა ვიდრე გაიზრდებოდა 24 წლამდე ოთხი ვედა მათი მნიშვნელობით. ის დაბრუნდა, ამაყი და პომპეზური, გაბერილი ეგოურობით, აცხადებდა რომ არ არსებობდა არავინ მისი თანასწორი მეცნიერებასა და უბიწოებაში.
იმისთვის რომ გაეპო მისი სიამაყე, უდალაკამ ჰკითხა მას ერთ დღეს, `შენ გახდი ქედმაღალი რომ შენ არ გყავს თანასწორი სწავლასა და სათნოებაში. კარგი, მიაღწიე შენ შენი მასწავლებლიდან შეტყობინებას რომელიც ააშკარავებს აბსოლუტს, გაკვეთილს რომ მხოლოდ სასთრების პრაქტიკას შეუძლია მოგცეს შეტყობინება რომელიც როდესაც ფიქრობ გაიძულებს შენ წარმოიდგინო ყველა ნივთი წარმოსახვითად? ისწავლე შენ ეს? ეს შეტყობინება გაჩვენებდა შენ ატმას რაც არის შესრულება ყველა სწავლისა და სწავლულობის.
ატმა არის ფუძე სვეტაკეტუს მსგავსი ადამიანების. სუფთა შეგნება ხდება თვალნათელი შემოფარგლული ადამიანთა მრავალფეროვნებაში. ღრმა ძილში მრავალფეროვნება ქრება და ყოველი ადამიანი ვარდება უკან ამ `არს-ებაში~. მაშინ ყველა მრავალფეროვანი საქმიანობა, და განცდა, მსგავსი, `მე ვარ რანგა~, `მე ვარ განგა~, `მე ვარ მამა~, `მე ვარ ვაჟიშვილი~ და ა.შ., ისპობა.. მრავალი ყვავილის სიტკბო და სურნელება არის შეგროვილი და დამდნარი ერთ ერთიან ტკბილ თაფლში, სადაც ყველა მრავალფეროვნება ინდივიდუალობის არის მოსპობილი. სახელები განგა, კრიშნა, ინდი ყველა იკარგება მაშინ როდესაც ესენი შედის ზღვაში.
ამის შემდეგ ესენი იწოდება `ზღვად~. ჯივი რომელიც არის მუდმივი და უკვდავი იბადება კვლავ და კვლავ როგორც წარმავალი მოკვდავი; ის აგრძელებს დაგროვებას საქმიანობის, განპირობებულის მემკვიდრეობითი იმპულსებით და საქმიანობა აწარმოებს შედეგებს, რომელიც მან უნდა აიღოს თავის თავზე და უნდა იტანჯოს. სხეული არის ის რაც ეცემა და კვდება, არა ჯივი ან ინდივიდუალური სული. ბანიანის თესლი ღივდება მაშინაც კი თუ ის არის გათელილი. მარილი ჩაგდებული წყალში, თუმცა მიუწვდომელია ხელის წასავლებად, შეცნობადია გემოთი!
ჯივი, აჯნანას ნისლით დაფარული, უძლურია გაიგოს მისი სინამდვილე. დისკრიმინირება გამოამჟღავნებს ჭეშმარიტებას. მილიონერი მოტაცებული და დატოვებულია მარტო ჯუნგლებში მაგრამ ის აღმოაჩენს გზას იქიდან და ბრუნდება უკან თავის სახლში. ასევე, ჯივი აღდგება თავის მილიონებში! როგორც კი ჯივი მიაღწევს მის ნამდვილ მდგომარეობას, ის თავისუფალია ყველა ცვალებადობისა და შემთხვევითობისგან რომლებიც ჩახლართულია სამსარაში ან დროს და სივრცის, სახელების და ფორმების დინებაში. თუ ის ვერ აღწევს ამ მდგომარეობას, მაშინ, მსგავსად ბედნიერი მძინარის რომელიც იღვიძებს დღის არეულობაში, ის დაიბადება ხრწნისა და სიკვდილის სამყაროში.
ბრაჰმანი არის აღწერილი როგორც ეკამევა-ადვიტიამ; მთელი ეს ხილული სამყარო აღინიშნება როგორც ტატ სვარუპა ან ბრაჰმანის ფორმა; ის შეიძლება შეცნობილ იქნეს საგუნოპასანით, ან კონკრეტულად განსაზღვრული ღმრთიურების თაყვანისცემით, როგორც ამას აკეთებდნენ სატიაკამა და სხვები. ბრაჰმოპასანას გზა იწოდება სუშუმნა მარგად ასევე. ყველგან მყოფი ბრაჰმანი შეიძლება გარშემორტყმული და აღმოჩენილი იყოს გულის ცის თაღზე! ეს არის ამ რაჯას სატახტო ქალაქი. იმ დროიდან რაც ის ზის აქ, გული იწოდება ბრაჰმავესმად ან ბრაჰმანის სახლად. ეს ცის თაღი რასაკვირველია ვერ შეზღუდავს ან შემოსაზღვრავს შეუზღუდავ ბრაჰმანს!
იოგებს რომლებიც შეტრიალდნენ საგნობრივი სამყაროდან შეუძლიათ მიაღწიონ პარაბრაჰმანს თავიანთი რეალიზებული ცოდნის ბრწყინვალებით, მათი გულის სუფთა ნათელ ცაზე. ბრაჰმანის მორგვში როგორც ბორბლის მანები დამაგრებული არის სამყაროები. დაცემა, ხრწნა და სიკვდილი გავლენას ვერ ახდენს მასზე. ამის შემდეგ უზენაეს ყოფიერებას შეუძლია მიაღწიოს ყველაფერს რასაც ის გადაწყვეტს, ამას ეწოდება სატიაკაამა და სატიასანკალპა. ახლა, სახელდობრ რა არის პარაბრაჰმანი? ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ ის ერთი გამოკვლევით. ის რაც რჩება მას შემდეგ რაც ყველაფერი არის უარყოფილი როგორც `არა ეს~, `არა ის~ – ეს არის ბრაჰმანი.
ეს არის ჭეშმარიტება რომელსაც ეძებს ყველა მაძიებელი. მისი მიღწევისას ისინი იღებენ იმპერატორის სტატუსს და შეუძლიათ იმოგზაურონ ყველგან სადაც კი მოეწონებათ. ჯნანი რომელიც დამკვიდრდა სუფთა სინამდვილეში ხედავს ყველა სურვილს რომელიც ჩნდება მის გულში როგორც მხოლოდ ამ ჭეშმარიტების გამოხატვას.
ატმა აღემატება ყველა სამყაროს. ის არის წაუბილწავი. ის ვინც იცის მხოლოდ ატმა არის მუდამ ნეტარი. ბრაჰმაჩარიას სტადია არის მნიშვნელოვანი საფეხური ატმას სიბრძნის მისაღწევად. იაჯნები, მარხვები და სხვა აღთქმები არის ასევე თანაბრად სასარგებლო. მზის ენერგია ზვირთდება ტანის უთვალავ ნერვში; გრძნობები შეირწყმება ჭკუაში სიკვდილის მომენტში; ჯივი რომელმაც წარმოიდგინა რომ ეს იყო ყველაფერი, იმ დროს როცა ჭკუით იყო შეზღუდული, შემდეგ გარბის ჰრიდაიაკასაში ნერვების მეშვეობით. ბოლოს სიკვდილის მომენტზე ჯივი გამოდის სუშუმნადან მზის სხივებში და აქედან მიდის თვით სურიალოკაზე. მოგზაურობა აქ არ მთავრდება. ის აქედან აღწევს ბრაჰმალოკაშიც აგრეთვე.
მაგრამ ჯივი რომელიც დაჭერილია უმეცრების ჭაობში, ვინც გაიგივებულია ჭკუასთან და მის ახირებებთან, გარბის ყურების ან თვალების ან გრძნობის სხვა ორგანოების მეშვეობით და მოდის ლოკებში სადაც მმართველობს კარმა. გრძნობები კმაყოფილების და სიხარულის რომელსაც ადამიანი განცდის ღრმა ძილში არის შედეგი აჯნანას რაც შეუპოვრობს ინდივიდში.
ჩიტტა არის წყარო და საყრდენი გადაწყვეტილების. ყველა გადაწყვეტილება, დასკვნა და გეგმა არის ჩიტტას პროდუქტი; ეს არის მისი ფორმა; ეს იქ წარმოიშობა; ამიტომაც ეს არის რეგისტრირებული იქ. როდესაც სიკვდილი ეუფლება ყველა სასთრის მეცნიერს, ის ხდება თანაბარი ჩვეულებრივი ადამიანის და მისი ბედი არის იგივე რაც აჯნანის. ჩიტტა გაჯერებული უნდა იყოს ბრაჰმური მცდელობით; მხოლოდ შემდეგ გახდება ის გათავისუფლების ინსტრუმენტი, გათავისუფლებული სანკალპას ბორკილებიდან. ჭკუას და ა.შ., არ შეუძლია თვითგათავისუფლება როგორც ჩიტტას შეუძლია. ჩიტტა არჩევს გადაწყვეტილებებს შორის; ის ამოწმებს მათ როგორც ვალდებულებას და არავალდებულებას და ამართლებს სათანადო მიზეზებით კლასიფიცირებას რომელიც გააკეთა. როგორც კი არჩევანი გაკეთდება, სიტყვა ამბობს მას, სახელი ნიშნავს მას. სპეციალური ხმოვანი ფორმები ან მანტრები აერთიანებს გადაწყვეტილებებს, როგორც გასუფთავებული ჩიტტით მიღებულ მოვალეობას; რიტუალები ხდება ერთიანი მანტრებთან. ვერ იარსებებს სათანადო კარმა ჩიტტას გარეშე.
შემდეგ დჰიანას შესახებ, რაც აღმატებულიც კი არის ჩიტტაზე. დჰიანა არის ბუდჰის დაფიქსირება ღმრთიურზე, მაშინ როდესაც ის აბიჯებს ისეთი ქვემდგომი დახმარებების საზღვარს, როგორიც არის ხატები, კერპები ან სალიგრამები. დჰიანაში ყველა მღელვარება წყდება და მოდიფიკაციები არის შეუმჩნეველი. ტამოგუნის, და თუნდაც რაჯოგუნის მოქმედების შედეგად, ყველა შექმნილი ნივთები როგორიცაა წყალი, ფერდობები და მთები, ვარსკვლავები და პლანეტები, ადამიანი ღმრთიური ნაპერწკლით თავისში, ყველა არის მღელვარე ტალღები, ცვლილებებით მიმავალი.
ვიჯნანა არის უკეთესი ვიდრე დჰიანა. ჯნანა დაფუძნებული სასთრებში ჩაფლულ მეცნიერებაზე მოიხსენიება როგორც ვიჯნანა. იგი მიიღწევა დჰიანით და ამიტომ ეს არის უფრო ღირებული ვიდრე დჰიანა.
ვიჯნანაზე მაღლა არის ბალამ… ძალა, სულის სიმტკიცე, ენერგია. ეს ანათებს ობიექტურ სამყაროს, ეს ლესავს პრატიბჰას ან ილუზიას. პრატიბჰა არის ძალა რომლითაც თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ შეგნება შეცნობის ყველა ობიექტში. ახლა არსებობს ერთი რამ უფრო მაღალი პრატიბჰაზე: ანნამ, საკვები, არსებობის საშუალება. ეს არის სიცოცხლის დასაყრდენი; ამას მოკლებული ადამიანი ათი დღის განმავლობაში ხდება უძლური რამეს გასაგებად. სიცოცხლე არის ის რაც შესაძლებელს ხდის სწავლას, მასწავლებლის მსახურებას, მისი სწავლების მოსმენას, დაფიქრებას იმაზე რასაც ის ასწავლის და ტეჯასის გამომუშავებას.
ტეჯასი ან გაცისკროვნება არის უფრო მაღალი ვიდრე ინტუიცია, პრატიბჰა ან საკვები. ტეჯასი არის ცეცხლი, სითბო და სინათლე. ტეჯასი ქმნის წყალს და წყალი აწარმოებს საკვებს. ტეჯასს შეუძლია ქარიც კი გახადოს მანათობელი. იგი ანათებს როგორც ელვა და გრუხუნებს როგორც ქუხილი.
აკასა არის უმაღლესი ტეჯასზე, გახსოვდეთ. აკასას მეშვეობით გადაიცემა და მოისმინება ხმები. სიყვარული და თამაში არის აკასას პროდუქტი. თესლი ღივდება აკასას ხარჯზე.
ახლა განვიხილოთ ეს. სმარანა, მეხსიერება, არის უმაღლესი აკასაზე. მის გარეშე ყველა განცდა არის აზრს მოკლებული, ყველა ცოდნა არის წახდენილი, ყველა ძალისხმევა არის ფუჭი. ვერაფერი ვერ იქნება განცდილი მეხსიერების დახმარების გარეშე. აკასას მსგავსი ობიექტები აღიარდება მათ არდასწრებაში. შეიძლება ითქვას რომ მეხსიერება ქმნის აკასას და სხვა ობიექტებს.
ამგვარად გაანალიზებით ფასეულობის და შედარებით დიდი მნიშვნელობის ობიექტების და ძალების, ადამიანმა უნდა უარი თქვას თავისი თავის გაიგივებაზე ფიზიკურ ტანთან და უნდა აღიაროს მისი ნამდვილი რეალობა. ასეთი ადამიანი იზრდება მაღლა უთთამაპურუშასკენ, უკეთილშობილესი ადამიანისკენ, იცინის, თამაშობს და მოძრაობს ტანის საჭიროების ან კომფორტის განურჩევლად. ტანით შეზღუდული ადამიანი დაჭერილია სამსარაში; ადამიანისთვის რომელიც თავისუფალია ამ მონობისგან, სვასვარუპა არის საქმიანობის სფერო. ქარს, ელვას და ქუხილს არ აქვს მუდმივი არსებობა. როდესაც წვიმების სეზონი მოდის ესები ჩნდება ცაში და შეერწყმება მას. სწორედ ასე გარკვეული ჯივი ჩნდება როგორც ცალკე რაღაც დროს განმავლობაში ბრაჰმანის ფონზე და შეირწყმება მასში ბოლოს.
ეს აშთაადჰიაიი უპანიშადი ასწავლის სერიებს ევოლირებული ობიექტების ჰირანიაგარბჰადან, კასიაპრაჯაპატიდან, მანუდან და მანუშადან; ეს წარმოშობა და გაკვეთილები მათი მნიშვნელობით არის სასიცოცხლო კაცობრიობისთვის. ეს უნდა იყოს შესწავლილი ვაჟიშვილებისა და სტუდენტების მიერ მამებისა და მასწავლებლებისგან.