იანვარი

1.01.17. ახალი წელი
შეუხმატკბილდით ღმერთს როგორც თქვენს მეგზურსა და დამცველს, რა სამუშაოსაც კი თქვენ შეასრუილებთ მოგცემთ უეჭველ წარმატებას. ღმერთი არის თქვენი ერთადერთი ნამდვილი მეგობარი. თქვენი მეგობრები შეიძლება იყვნენ თქვენთან მხოლოდ მანამ სანამ თქვენ გაქვთ სიმდიდრე, მაგრამ იმ მომენტში როდესაც თქვენ კარგავთ ყველაფერს, ისინი მიგატოვებენ თქვენ. ღმერთი არის ერთადერთი მეგობარი ვინც ყოველთვის იქნება თქვენთან, თქვენში, თქვენს ახლოს და არასოდეს დაგტოვებთ თქვენ. მაშასადამე, ერთადერთი გზა აყვავების არის უფალთან მეგობრობის განვითარებაში. ადამიანად მყოფმა გახადეთ სხვები ბედნიერი. ეს არის სიყვარული. თქვენი გული სავსეა სიყვარულით. ახალი წლის ამ დღეს, გადაწყვიტეთ რომ თქვენ დაიწყებთ ყოველ დღეს სიყვარულით, გაატარებთ დღეს სიყვარულით, შეავსებთ დღეს სიყვარულით, და დაასრულებთ დღეს სიყვარულით. გაანაწილეთ ეს სულ ცოტა ხუთ ადამიანთან ყოველ დღე. აპრაქტიკეთ, განცადეთ და გაანაწილეთ ღმრთიური სიყვარული ყველასთან, განურჩევლად კასტაში, აღმსარებლობაში, ფერში, რელიგიასა თუ ეროვნებაში. ქვეყნები და მსოფლიო აყვავდება და ყველა იქნება ბედნიერი.
– ღმერთის საუბარი, 1 იანვარი, 1994.
2.01.17
თქვენ ეს-ეს არის გამოემშვიდობეთ გასულ წელს და მიემშვიდობეთ ახალ წელს. არსებობს მჭიდრო კავშირი ამ ორს შორის. ჩვენ ვემშვიდობებით ერთს და მივემშვიდობებით მეორეს. იგივე სულით გამოემშვიდობეთ თქვენს ცუდ ხარისხებს და მიემშვიდობეთ კარგ და ღმრთიურ ხარისხებს. შესთავაზეთ თქვენი ყველა ცუდი ხარისხი ღმერთს; ეს არაფერი ცუდი არ არის. მხოლოდ ღმერთს შეუძლია მიიღოს ეს და მოგცეთ თავისი წყალობა თქვენ კარგი ხარისხების წასახალისებლად. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ დაჭუჭყიანებული, დახეული და გაფუჭებული ას რუპიანი ბანკნოტი, არავინ მიიღებს მას. მაგრამ თუ ნომერი არის მთელი, სარეზერვო ბანკი მიიღებს მას და შეგიცვლით მას იგივე ღირებულების ვარგისი ბანკნოტით. ზუსტად ასევე მხოლოდ ღმერთი მიიღებს ცუდ ხარისხებს, იმ პირობით რომ ეს არის შეთავაზებული გულწრფელი ერთგულებითა და მონანიებით, და შემდეგ გადმოღვრის თავის წყალობას თქვენზე.
– ღმერთის საუბარი, 1 იანვარი, 1994.
3.01.17.
დრო არის ღმერთის განსხეულება. ამიტომ ღმერთის ერთ-ერთი სახელი არის სამვათსარა. იმის გამო რომ დრო არის ღმერთის არსებითი სული, ღმერთი ცნობილია როგორც ქალათმაქა. ღმერთი ასევე იწოდება როგორც ეონების უფალი (იუგადი-კრით) იმიტომ რომ ის ქმნის და შლის კრითს, დვაპარას და ქალი იუგას მსგავს ეონებს. ვინაიდან ის მოიცავს თავისში ყველაფერს და იცავს მათ, ღმერთი ასევე იწოდება ქალაგარბჰად (ის ვინც არის დროის მუცელი). სიყვარულის განსხეულებანო! მყარი რწმენა ღმერთის სახელში აგარიდებთ ახალ წელში პლანეტათა დამთხვევით აღნიშნულ ავბედითობებს. იქ შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის კონფლიქტების, საშიშროებებისა და უბედურებების ნიშნები წლის განმავლობაში, მაგრამ ბევრი სასიხარულო მოვლენა არის ასევე მოსალოდნელი. ღმერთი ყოველთვის იცავს ბრძენებსა და უმანკოებს. მე ვურჩევ ერთგულებს იზრუნონ თავიანთ მოვალეობებზე მიძღვნის სულით, მტკიცე რწმენით ღმერთში.
– ღმერთის საუბარი, 27 მარტი, 1990.
4.01.17.
თქვეენ ყველა აგროვებთ ფულს დიდი მზრუნველობით, ათასობით უარყოფის აქტით; თვით უარყოფთ ამ კომფორტს ან იმას რაც ხელსაყრელია, ზოგავთ ყველა შესაძლო გზით, ხარჯავთ ცოტას და გამოიმუშავებთ ბევრს! მაგრამ მოდის დღე როდესაც თქვენ უნდა დატოვოთ ეს გროვა და წახვიდეთ ცარიელი ხელებით. ფულის დაგროვების და მისი მიწიერ ბანკში შეტანის ნაცვლად, გახსენით ანგარიში ღმერთის ბანკთან. ეს იღებს დეპოზიტებს და იცავს ანგარიშებს მკაცრად და საიდუმლოდ. ყველა პატარა თანხა ითვლება – თქვენი საქმეებისთვის, აზრებისა და სიტყვებისთვის როგორიც გინდა იყოს ეს კარგი, ცუდი თუ განურჩეველი. ვერც ძე და ვერც ასული ვერ დააყენებს მოთხოვნას ამ სიმდიდრისთვის; ვერც ერთი გადასახადების ამკრეფი ვერ დაადებს თავის ხელს მასზე. ვერც ერთი თაღლითი ვერ გადაიტანს მას თავის ქისაში. გახსენით აქ სადეპოზიტო ანგარიში თქვენს საკეთილდღეოდ ახლა და შემდეგში. ეს დეპოზიტი, მზარდი თქვენი სულიერი ძალისხმევით, მოგცემთ თქვენ სიხარულსა და მშვიდობას. იმ დროს როცა თქვენ უნდა განივითაროთ ეკონომიის ჩვევა აქ, სიბერისა და წვიმიანი დღის გულისთვის, აუცილებელია განივითაროთ ‘ეს ეკონომიის ჩვევა’ შემდეგისთვისაც, იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ დახსნა.
– ღმერთის საუბარი, 14 ივლისი, 1966.
5.01.17.
სურვილებს მიწიერი საგნებისთვის შეუძლია ჩაგძიროთ თქვენ უსასრულო ტანჯვაში. სურვილები არის როგორც მწვანე გოგრა რომელიც იძირება წყალში. სირვილებს მოკლებული ადამიანი არის როგორც გამხმარი გოგრა რომელიც ტივტივებს წყალზე; ასეთი ადამიანები შემძლე იქნებიან გადალახონ მიწიერი მსოფლიოს წევის ძალა და ასევე ესწრაფონ ღმრთიურ სიცოცხლეს. ისინი შეიძლება არ იყვნენ განსაკუთრებით გათავისუფლებაზე, მაგრამ ისინი არასოდეს იტყვიან უარს ერთგულებაზე. ღმერთი ზრუნავს ასეთი ადამიანების პროგრესსა და კეთილდღეობაზე, აქ ამ მსოფლიოში და ამის შემდეგ, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი არიან უსურვილებო და მიუბმელნი, ყველა თავიანთი აზრებით კონცენტრირებულნი ღმერთზე. ამ გზით ღმერთის წყალობის მიღება არის ნამდვილად საუკეთესო სულიერი პრაქტიკა (იოგა). ასეთი მძიმედ მოპოვებული წყალობის შენარჩუნება არის საუკეთესო გზა თქვენი კეთილდღეობის (კშემამ) უზრუნველსაყოფად. ეს შეიძლება მიიღოთ მხოლოდ წყალობით სავსე ადამიანის ძალისხმევის მეშვეობით. ზოგიერთი სულიერი ვარჯიში არის ნამდვილად საჭირო ამ მიზნისთვის.
– ღმერთის საუბარი, 8 იანვარი, 1988.
6.01.17.
ამ ბანკში ანგარიშთან ერთად (სვამი ხსნიდა ბანკის განყოფილებას პუტტაპარტში), თქვენ უნდა იზრუნოთ ანგარიშის ქონაზე ღმერთის ბანკში ასევე. ეს ბანკი არ მოგცემთ კრედიტებს ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე; მისი დახმარება არის მხოლოდ მათთვის ვინც არის ნდობის ღირსი, ვინც არიან შთამბეჭდავი თავიანთი მუყაითობით და პირიანობით რომ ისინი კარგად გამოიყენებენ ფულს და არ გატეხენ თავიანთ სიტყვას. მეორე ბანკიც ასევე დაიცავს მათ მწუხარებისა და დარდისგან ვისაც აქვს ჭეშმარიტება, უბიწოება, მშვიდობა და სიყვარული. ბანკი დაეხმარება მხოლოდ იმ დეპოზიტის პროპორციულად რომელიც დგას თქვენს სახელზე; ის ბანკიც ასევე იქცევა ამის მსგავსად. წინა დაბადებების სანაქებო მოქმედებების შედეგები შეიძლება იყოს გამოწერილი ამჟამად; მაგრამ მათი უქონლობისას ვერავითარი ჩეკი ვერ იქნება დამსახურებული. უფრო მეტიც, თითოეულს უნდა ჰქონდეს ცალკე ანგარიში მის საკუთარ სახელზე; ერთი ძმა ვერ შეძლებს გამოწერას მეორე ძმის ანგარიშზე ან ცოლი ვერ შეძლებს გამოწერას ქმრის ანგარიშზე.
– ღმერთის საუბარი, 14 ივლისი, 1966.
7.01.17.
რადგან სამყარო არის შედგენილი სამი ატრიბუტით ან გუნით (სათვა, რაჯასი და თამასი) და არის გაჟღენთილი მათით, პირველი ეტაპი სულიერ პრაქტიკაში არის თამო გუნისთვის ბოლოს მოღება, რომლის დახასიათება არის სულელური ჯიუტობა (მურკათვა). მაშინ როდესაც ამ გუნის ინერციით არის შევსებული, ადამიანი ავლენს ბლაგვ გონებას და არის მიდრეკილი მიეცეს უაზრო კითხვებსა და არგუმენტირებებს. ამის ნაცვლად, შეისწავლეთ ყველა საკითხი ღრმად და შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები. მხოლოდ შემდეგ თქვენი განცდა იქნება ღირსეული. თამასური ადამიანი არის ჭეშმარიტების აღქმის უუნარო და არ შეუძლია ღმერთის გაცნობიერება. ასეთი პიროვნება დაჭერილი იქნება დაბადება-სიკვდილის უსასრულო ციკლში. თავი აარიდეთ უსასრულო დებატებს ყოველ უმნიშვნელო საკითხზე. ასეთი კამათები მთავრდება მხოლოდ პროვოკაციური სიმწარით, ნაცვლად ჰარმონიის. ეს ვერ დაგეხმარებათ თქვენ ჭეშმარიტების შეცნობაში.
– ღმერთის საუბარი, 8 იანვარი, 1988.
8.01.17.
ბევრ ბანკს ამ მსოფლიოში აქვს დეპოზიტების უსაფრთხო საცავები სადაც კლიენტებს შეუძლიათ შეინახონ თავიანთი ძვირფასი ნივთები, თვლები ლეგალური დოკუმენტები და ა.შ. მათ დასაცავად ქურდებისგან; შემდეგ ისინი შეიძლება იყვნენ თავისუფალი დარდისგან და დაიძინონ მშვიდად. ბანკს რომელიც საქმიანობს სულიერი ანგარიშით აქვს აგრეთვე ანაბრების უსაფრთხო საცავი. მიაბარეთ ამ საცავს, უფლის მზრუნველობაში, თქვენი ძვირფასეულობა გონების, ნიჭიერების, მსახურების უნარიანობის, და ძვირფასი ქვა რომელსაც თქვენ ყველაზე მეტად აფასებთ, სახელდობრ თქვენი ეგო. შემდეგ თქვენ იქნებით ბედნიერი. გიტაში, უფალი კრიშნა მოგვიწოდებს, „დამნებდით მარტო მე (მაამ ეკა შარანამ ვრაჯა)“. თუ თქვენ ასე გააკეთებთ, ის გარწმუნებთ თქვენ, „თქვენ არ იდარდებთ საერთოდ (მა შუჩაჰ)“. ნორმალურ ბანკებს საქმე აქვს დჰანამთან (ფულთან) რომელიც შეიძლება გამომუშავებული იყოს ნებისმიერის მიერ; თუნდაც შავ მოვაჭრეებს და შეიარაღებულ ბანდიტებს, თაღლითებს და პირატებს შეუძლიათ დააგროვონ ეს სიმდიდრე. მაგრამ დჰამა რომელიც მიიღება სულიერ ბანკში მოდის მხოლოდ მათთვის ვინც იბრძვის რომ იყოს სათნო და მიუბმელი, მორჩილი და წმინდა.
– ღმერთის საუბარი, 14 ივლისი, 1966.
9.01.17.
ადამიანი რაჯო გუნით (ვნების ხარისხით), არის ის ვინც არის უზომოდ ბედნიერი როდესაც იღებს რასაც ისურვებს. ეგო ამის გამო მთლიანად იბერება. თუ მათი სურვილები არ სრულდება, ისინი ტენდენციურად ინვითარებენ სიძულვილს. ამრიგად, რაჯასური ხარისხებით წალეკილი ადამიანებისთვის, მათი სურვილები სრულდება თუ არ სრულდება, შედეგები არ არის კარგი. ასეთი ადამიანები ხშირად არიან განადგურებული რისხვითა და სიმწარით. რაჯასური ხარისხები აქცევს ადამიანს მგზნებარედ და გულფიცხად. როდესაც რაჯო გუნა არის ძლიერი, ეს იწვევს რისხვას და სიძულვილს ადამიანში, აღაგზნებს მათ სისხლს და აწითლებს მათ თვალებს. როდესაც სათვო გუნა სავსეა ადამიანებში, ისინი ხდებიან სუფთა. როდესაც ისინი ასრულებენ ღირსეულ მოქმედებებს სუფთა გულით, და აკეთებენ ამას როგორც შეთავაზებას ღმერთისადმი ეს ხდება გამომსყიდველი ხარისხი. დაბადებისას თქვენ შეიძლება იყოთ უმეცარი, მაგრამ მაშინ როცა თქვენ ტოვებთ ამ მსოფლიოს, თქვენ უნდა იმუშაოთ მძიმედ რომ დატოვოთ ეს როგორც გაცნობიერებულმა სულმა (ჯნანიმ).
– ღმერთის საუბარი, 8 იანვარი, 1988.
10.01.17.
ყველა არის ღმერთის შვილი. ის არის კაცობრიობის ერთადერთი უფალი. ადამიანები შეიძლება ჩანდნენ განსხვავებულნი მათ სახელებსა და ფორმებში, და მათ რწმენასა და პრაქტიკებში. მაგრამ მშობელი არის მარტო ერთი. ერთობის ამ ძირითადი ჭეშმარიტების აღიარება არის ბრაჰმაჯნანა (აბსოლუტის ცოდნა). ეს ცოდნა არ მოიპოვება წერილების შესწავლით და მეტაფიზიკური დისკუსიების გამართვით. რაც უნდა იყოს აღიარებული ეს არის ჭეშმარიტება რომ ყოველი არსება სამყაროში არის უზენაესის განსხეულება. იმის ერთობის გაგება რაც მიეკუთვნება მრავალსახეობის კატეგორიას, არის უმაღლესი ცოდნა. უბრალოდ წიგნიერი ცოდნა არ არის სასარგებლო. ყველა რელიგია ასწავლის იმას რაც კარგია, და ყველამ უნდა ატაროს უბიწო ცხოვრება დაფუძნებული ამ ცოდნაზე. თუ ჭკუა არის სუფთა, როგორ შეიძლება რომელიმე რელიგია იყოს ცუდი? ყოველი რელიგია არის ცალკე გზა, რომელსაც მიჰყავს ერთიდაიგივე დანიშნულების ადგილისკენ. ყველა ერთგულმა უნდა გააცნობიეროს ეს ჭეშმარიტება და უნდა იცხოვროს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში მაგალითის მიცემით დანარჩენი მსოფლიოსთვის. მათი ერთგულება არ უნდა იყოს ხელოვნური. მათ უნდა მისდიონ სწორ გზას, უნდა ატარონ უბიწო ცხოვრება და ამით განცადონ ხანგრძლივი ნეტარება. მხოლოდ მაშინ იქნება მათი სულიერი ძალისხმევა ნაყოფიანი.
– ღმერთის საუბარი, 8 იანვარი, 1988.
11.01.17
ნათელია რომ თავდაპირველად სპორტული ღონისძიებები წახალისებული იყო ჯანმრთელობისა და ძალ-ღონის ინტერესებით. ადამიანები მგზნებარედ იღებდნენ მონაწილეობას თამაშებში თავიანთი აღნაგობის გასაუმჯობესებლად და სანახაობის წარმოსადგენად ხალხისთვის. სპორტის სახეობები არის განუყოფელი ნაწილი სწავლების სქემის ყველა ჩვენს უნივერსიტეტში, სხვადასხვა აკადემიურ საგნებთან ერთად, როგორიც არის მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. იქ უნდა იყოს არა მხოლოდ მონაწილეობა, არამედ იქ უნდა იყოს ასევე ღრმა გაცნობიერება და გაგება სპორტის და თამაშების ფილოსოფიის და მმართველობის პრინციპების. მიზანი სპორტში არ უნდა იყოს გამარჯვება ნებისმიერი საშუალებით, სამართლიანი ან უხეში თამაშით. ვინც გინდა გაიმარჯვოს, სხვები უნდა შეხვდნენ ამას ძმური გრძნობებით. თამაშის წესები უნდა იყოს მკაცრად დაცული. პრიზებს არ აქვს მნიშვნელობა. რაც მნიშვნელოვანია ეს არის თვითკმაყოფილების გრძნობა მიღებული თამაშის კარგად თამაშისგან.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1994.
12.01.17.
რაც სტუდენტებს დღეს სჭირდებათ ეს არის სამი რამ: მსხვერპლის სული, ღმერთისადმი ერთგულება და სამშობლოს სიყვარული. იმის გამო რომ ადამიანები აღვსილნი არიან სიამაყით, ეგოურობით და ანგარებით, ისინი წყვეტენ ადამიანად ყოფნას. ამისთვის პირველი საჭიროება არის ‘ჩემი’ და ‘ჩემები’-ს აღმოფხვრა. თითოეულსა და ყველას შორის უნდა წახალისდეს მზადყოფნა ადამიანის სიამოვნებისა და კეთილდღეობის მსხვერპლის გასაღებად მისი სამშობლოს გულისთვის. როდესაც იარსებებს ბევრი დიდსულოვანი და სულიერად ორიენტირებული ახალგაზრდა და სტუდენტი, ერები მიაღწევენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. თქვენ უნდა განივითაროთ თავდაჯერებულობა და თვითრწმენა. უერთგულეთ ჭეშმარიტების, უბიწოების, მოთმინებისა და თვითმსხვერპლის ძირითად ხარისხებს. ესენი არის საერთო ყველა ადამიანისთვის ეროვნების, აღმსარებლობისა და ენის მიუხედავად. განივითარეთ ფართო თვალთახედვა, დაფუძნებული იმ ფაქტზე რომ ღმერთი წარმოდგენილია ყველა ადამიანში. არ არსებობს არაფერი რის მიღწევასაც თქვენ ვერ შეძლებთ თუ თქვენ გაქვთ მყარი რწმენა ღმერთში და დამსახურებული გაქვთ ღმერთის წყალობა.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1988.
13.01.17.
ეს თვე, ცნობილია როგორც პუშიამაასა, ინდური კალენდრის შესაბამისად ცნობილი მშვიდობისმოყვარულობის, აყვავებისა და სიხარულისთვის რაც მას მოაქვს თავისთან ერთად. აქედან გამომდინარე ეს განიხილება განსაკუთრებული განსხვავებით. თუ ადამიანები უარს არ იტყვიან თავიანთ ცუდ აზრებსა და მოქმედებებზე, თვე, თავისთავად როგორი დიდიც გინდა იყოს, ეს იქნება უსარგებლო. იყავით მოსიყვარულე მათ მიმართაც კი ვისაც თქვენ სძულხართ. აკონტროლეთ თქვენი რისხვა და სხვა ცუდი მიდრეკილებები. უთთარაიანას (მზის მოძრაობა ჩრდილოეთისკენ რაც ითვლება ხელსაყრელად) რიტუალი აღნიშნული უნდა იყოს ადამიანების სულიერი გარდაქმნით და არა გულუხვი მოლხენითა და ქეიფით. თქვენ უნდა მიხვდეთ რამდენი გევალებათ ღმერთისადმი ყველა სარგებლისთვის რითაც ტკბებით ცხოვრებაში, რაც არის ნამდვილად საჩუქრები მისგან, ჩათვლით ჰაერის რომლითაც სუნთქავთ და წყალის რომელსაც სვამთ. არ უნდა იყოთ მადლიერი ღმერთისადმი ამ ყველაფრისთვის? მადლიერების გარეშე ცხოვრება არის აზრს მოკლებული.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1994.
14.01.17. მაკარ სანკრანტი
სანკრანტის დღესასწაული უნდა ჩაითვალოს იმ დღედ რომელ დღესაც ადამიანი ატრიალებს თავის ხედვას ღმერთისკენ. თქვენი ცხოვრება შეიძლება შედარდეს შაქრის ლერწმის ღეროს. მსგავსად ლერწმის, რომელიც არის მაგარი და აქვს ბევრი ნასკვი, ცხოვრება სავსე არის სიძნელეებით. ეს სიძნელეები უნდა გადაილახოს ღმრთიური ნეტარებით დასატკბობად, ისევე როგორც შაქრის ლერწამი უნდა დაიჭეჭყოს და მისი წვენი გამოიწუროს ყავისფერ შაქრად, მისი უცვლელი სიტკბოთი სიამოვნების განსაცდელად. გამძლე ნეტარება მიიღება გამოცდებისა და მწუხარებების გადალახვით. ოქრო ვერ გახდება მიმზიდველი ძვირფასეულობა ტიგელში მისი გადნობისა და ლამაზ ფორმად გარდაქმნის გარეშე. როდესაც მე მოგმართავთ ერთგულებს როგორც ბანგაარუ (ოქროს ადამიანო), მე გთვლით თქვენ ძალიან ძვირფასებად! მხოლოდ ცხოვრების უკუღმართობების მოთმინებით გავლით თქვენ ხდებით ძალიან ძვირფასები. არასოდეს მისცეთ თქვენს თავს ნება რომ წაილეკოს სიძნელეებით. განივითარეთ თვითდაჯერება და მყარი რწმენა ღმერთში. ურყევი რწმენით, მიუძღვენით თქვენი თავი თქვენი ახლობელი ადამიანების მსახურებას და გაატარეთ სამაგალითო ცხოვრებები.
– ღმრთიური საუბარი, 15, იანვარი, 1992.
15.01.17.
სანკრანტიზე მზე-ღმერთი იწყებს უთთარაიანას, თავის მოგზაურობას ჩრდილოეთისკენ. ის მოგზაურობს ჰიმალაისკენ ჩრდილოეთით, უფალ შივას ლამაზ ადგილსამყოფელში. გული განხილული უნდა იყოს როგორც უფლის ადგილსამყოფელი და ხედვა უნდა შეტრიალდეს ღმრთიურების განცდისკენ. ადამიანის გული თავისთავად სიმბოლიზებს ჰიმალაის როგორც სისუფთავისა და მშვიდობის საბინადროს. მზის ჩრდილოეთისკენ მოგზაურობა არის გზის მაჩვენებელი რომელსაც თქვენ უნდა დაადგეთ ღმერთის გასაცნობიერებლად. ამის გარდა, მზე არის უანგარო და დაუღალავი მსახურების უმაღლესი მაგალითი. მსოფლიო ვერ იარსებებს მზის გარეშე. სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლებელია მხოლოდ მზის გამო. ამგვარად მზე ასწავლის ყოველ არსებას მოვალეობისადმი თავმდაბალი, რაიმე პატივმოყვარეობის გარეშე, ერთგულების გაკვეთილს. საკუთარი მოვალეობების შესრულება არის უდიდესი იოგა, ამბობს უფალი კრიშნა გიტაში.
– ღმერთის საუბარი, 15 იანვარი, 1992.
16.01.17.
ღმერთის შეყვარება არის ერთგულება. ერთგულება არ არის რაიმე ობიექტური და კონკრეტული – ეს არის შინაგანი განცდა რომელიც მოედინება გულიდან. როგორც თქვენ ფიქრობთ, თქვენ ამგვარიც ხდებით. ამიტომ თქვენი გული სავსე უნდა იყოს კარგი გრძნობებით. თქვენი გრძნობები დაკავებული უნდა იყოს კარგ მოქმედებებში. როდესაც თქვენი თვალები მიტრიალებულია ღმერთისკენ, მთელი ქმნილება ჩანს როგორც ღმერთის განსხეულება. როდესაც თქვენს თვალებს აქვს პრობლემა, თქვენ გაქვთ დამახინჯებული ან არამკაფიო ხედვა. როდესაც ეს შესწორდება და თქვენ ატარებთ ზუსტ სათვალეს თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის დანახვა ნათლად. ყველაფერი სამყაროში აცხადებს უფლის დიდებას. ისწავლეთ ყოველი განსაცდელის ჩათვლა ღმერთის საჩუქრად. როდესაც თქვენი გულები სავსეა ღმერთის სიყვარულით, ყველა თქვენი გრძნობა განიწმინდება სიყვარულით, სხვა არასასურველი აზრი ავტომატურად ამოვარდება. ხშირად ერთგულები ევედრებიან უფალს რომ მოვიდეს და იცხოვროს მათ სუფთა და მშვიდ გულებში. როდესაც გული არის უსუფთაო მაშინ ადგილი არ არის ღმერთისთვის.
– ღმერთის საუბარი, 9 იანვარი, 1988.
17.01.17.
ყველა დაავადება რომელიც აზიანებს ადამიანს არის ჭკუაში მღელვარების შედეგი. დღეს მსოფლიოში დაავადებათა უზარმაზარი ზრდა არის გამოწვეული ჭკუის სიმშვიდის დაკარგვით. ჭკუა შესაძლებელია იყოს სამი სახის. ერთი არის ანეკაგრათა (მოხეტიალე ჭკუა). მეორე არის სუნიათა (ვაკანსია, სიცარიელე) და მესამე არის ეკაგრათა (ერთმიზნიანი კონცენტრირება). სუნიათა არის მდგომარეობა რომელშიც ჭკუა მიდის დასაძინებლად როდესაც რაიმე დარიგებას აძლევენ. ჭკუა არ პასუხობს რა არის კარგი და სასარგებლო. ჭკუის ასეთ მდგომარეობას ეწოდება თამასური (ინერტული). ეს არის უმეცრების სიბრმავე. ანეკაგრათა არის იგივენაირად არასასურველი ფსიქიური მდგომარეობა. ესეც არის დეგრადირებული; ჭკუა არის ტურბულენტური განგას მსგავსი. ეს უნდა შეკავდეს მუხრუჭების გამოყენებით, როგორც სწრაფად მოძრავი ავტომობილი. დჰიანა (მედიტირება) არის მუხრუჭი გამოგონილი ჭკუის კონტროლისთვის. ერთმიზნიანი კონცენტრირებისთვის, მშვიდობა არის ძალიან აუცილებელი.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1988.
18.01.17.
თუ მიატოვებთ მორალური და სულიერი რესურსების განვითარებას, გახსოვდეთ, თქვენ ირჩევთ მშვიდობისა და ბედნიერების იგნორირებას. ბედნიერება და მშვიდობა ავტომატურად არ მოსდევს როდესაც ადამიანი არის კარგად გამოკვებილი, კარგად ჩაცმული, კარგად დაბინავებული და თუნდაც ნასწავლი უმაღლესი სტანდარტებით და აქვს სამუშაო ჯანმრთელობის არადამაზიანებელი ან უსაფრთხოების კომფორტული პირობებით. არიან მილიონობით ვისაც აქვთ ეს საკმარისად და არიან მაინც შეწუხებული ტკივილით ან არიან ძალიან უკმაყოფილონი. ბედნიერება და მშვიდობა დამოკიდებულია ადამიანების შინაგან მოწყობილობაზე, არა მათ გარეგან უნარებზე ან სიმდიდრეზე. თქვენ ხართ საფუძველში ღმრთიური, და ამიტომ ბუნებრივია, თქვენ რაც უფრო მეტს გამოავლენთ სიყვარულის, სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და მშვიდობის ღმრთიურ ატრიბუტებს, თქვენ იქნებით მით მეტი სიხარულის გაცემისა და საკუთარი თავის მეტად დატკბობის შემძლე! თუ თქვენ აირჩევთ ნაკლები ღმრთიური ატრიბუტის გამოვლენას, თქვენ მეტად დარცხვენილი უნდა იყოთ, რადგან თქვენ ცხოვრობთ თქვენი საკუთარი მემკვიდრეობის საწინააღმდეგოდ.
– ღმერთის საუბარი, 3 აგვისტო, 1966.
19.01.17.
ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ახალგაზრდების ცოდნასა და სიწრფელეზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელი ენთუზიაზმი და მხარდაჭერა უნდა წარმოიშვას ახალგაზრდებს შორის. ყველა ჩემი იმედი დაფუძნებულია სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე. ისინი არიან ძალიან ძვირფასი ჩემთვის. ისინი არიან უმწიკვლონი; ეს მშობლები და სკოლა არის დამნაშავე ყველა ახირებისა და ძალადობისთვის. მათ მიჰყავთ ისინი მცდარი მიმართულებით. სიყვარულის განსხეულებანო, ნაცვლად თქვენი თავების შევსების ფაქტებითა და ციფრებით, შეავსეთ თქვენი გული სიყვარულითა და სინათლით. გქონდეთ რწმენა უზარმაზარ ძალაში სულის (ათმას), რაც არის თქვენი სინამდვილე. გქონდეთ რწმენა ღმერთის წყალობაში, რაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ლოცვით. ურთიერთ პატივისცემა შეიძლება აშენდეს რწმენაზე რომ ყველა არის ღმერთის შვილი და ყველა არის ღმერთი. ამ საფუძვლით თქვენ მიიღებთ თანამშრომლობას და ენთუზიაზმს სამუშაოზე. ყველა თქვენგანმა უნდა გააკეთოთ ყველაფერი თქვენი შესაძლებელი, სრულად მცოდნეობით თქვენი მოვალეობის და პასუხისმგებლობის.
– ღმერთის საუბარი, 5 იანვარი, 1975.
20.01.17.
სიცოცხლის ხე უნდა მოირწყას ფესვებში. ამის ნაცვლად, თანამედროვეობაში, ისინი ვინც გეგმავენ ცხოვრების დონის ამაღლებას რწყავენ ტოტებს, ფოთლებს და ყვავილებს! სათნოებები არის თქვენი ფესვები. თქვენ უნდა აღზარდოთ ესენი, ასე რომ ქმედებების, სიტყვებისა და აზრების ყვავილებმა შეძლოს აყვავება სურნელებით და მოიტანოს მსახურების (სევას) ნაყოფი სავსე სიხარულისა და ნეტარების (ანანდას) ტკბილი წვენით. კვების, ჩაცმისა და თავშესაფრისთვის დაგეგმვა არის მხოლოდ მაზიდას კეთილდღეობის მხარდასაჭერად; თქვენ უნდა დაგეგმოთ ასევე ცხენისთვისაც, კაცის ჭკუისთვის, რომელმაც უნდა მოიხმაროს ყველა ძვირფასი საკვები, ლამაზი სამოსელი და ჩინებული თავშესაფარი და სხვა მატერიალური სიკეთეები რომელსაც თქვენ იძენთ. ავარჯიშეთ თქვენი ჭკუა ეგოდან საყოველთაოში გაქცევის უმაღლესი და კეთილშობილური მიზნისთვის. წესები უნდა მოვიდეს შიგნიდან, არა გარეგანი წყაროებიდან. თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი თავი თქვენი თანდაყოლილი ძალის მეშვეობით.
– ღმერთის საუბარი, 3 აგვისტო, 1966.
21.01.17.
თვით სამყარო არის უნივერსიტეტი რომელშიც ყოველი ადამიანის არსება არის სტუდენტი. აქ ყველა სტუდენტი მისდევს ერთ საგანს და იძენს ხარისხს. ყოველ მათგანს შეუძლია აირჩიოს საგანი თავისი გემოვნებით. მაგრამ როგორ განსხვავებულ საგნებსაც შეიძლება ისინი სწავლობდნენ, არსებობს ერთი საერთო საგანი მათთვის ყველასთვის, ერთი საერთო მისწრაფება და მიზანი: ღმერთის სიყვარულის ხარისხის მიღება. კოსმიურ უნივერსიტეტში, თუმცა არსებობს სამეცნიერო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სწავლებები, რაც მათი ყველას საფუძველია, ეს არის სულიერი ცოდნა. სულიერ სფეროშიც კი არსებობს სპეციალური საგნები. არსებობს ერთი ჯგუფი რომელიც შეიძლება აღიწეროს როგორც ხუთი ‘დ’: (Dedication) მიძღვნა, (Devotion) ერთგულება, (Discipline) დისციპლინა, (Discrimination) გარჩევა და (Determination) გადაწყვეტა. ისინი ვინც დაპატრონებულია ხუთ ‘დ’-ს არიან კვალიფიცირებული რომ მიიღონ ღმერთის სიყვარული.
– ღმერთის საუბარი, 16 იანვარი, 1988.
22.01.17.
მსგავსად ვენტილატორის სამი ფრთის რომლებიც უნდა ამოქმედდეს დენით სატრიალებლად როგორც ერთი, სამი – კაბინეტი (საკანონმდებლო), მოხელეები (აღმასრულებელი) და ხალხი უნდა მოქმედებდნენ მსახურების სულით, და უნდა მუშაობდნენ სიხარულით უნისონში, ადამიანთა კეთილდღეობისთვის. ეს სამი არ უნდა აირ-დაირიოს ერთმანეთის შურით, სიხარბით, სიძულვილით ან ბოროტებით; მათ უნდა იმოქმედონ სიყვარულითა და თანაგრძნობით. საჰანა (სულგრძელობა) არის საჭირო საცხები. არ არსებობს სიყვარული და თანაგრძნობა თუნდაც საოჯახო მეურნეობის წევრებს შორის. ქალი იუგა გადაიქცა ქალაჰა იუგად, დაპირისპირებათა და ომების ეპოქად. იმ დროსაც კი როდესაც მტრები გარს ახვევიან ამ ქვეყანას, არსებობს ველური სიძულვილი შტატებს შორის, რომლებიც აცხადებენ ‘ეს მიწის ნაჭერი ჩემია“, ‘ეს ნაჭერი არ შეიძლება იყოს თქვენი“, ავიწყდებათ რომ ორივე არიან იგივე სხეულის ნაწილები. იგივენაირია ერების ბედიც. გულების ინტეგრაცია შეიძლება მოვიდეს მხოლოდ აღიარებით ყველას ერთობის, და უარის თქმით გრძნობათა მიდევნაზე.
– ღმერთის საუბარი, 3 აგვისტო, 1966.
23.01.17.
თქვენი ხედვა რომელიც ახლა გადატრიალებულია გარეთ ფენომენალური სამყაროსკენ, უნდა შეტრიალდეს შიგნით მკვიდრი სულისკენ. თქვენ უნდა გამოავლინოთ თქვენში თანდაყოლილი ღმრთიური შეგნება. თქვენ თვით უნდა დაემორჩილოთ ამ შეგნებას როგორც სულიერ დისციპლინას. ამას ეწოდება “შეგნებული გაცნობიერება შინაგანი ღმერთის“. პირველი ამოცანაა თქვენში ღმრთიურების გაგების განვითარება. მომდევნო ეტაპი არის იმ ჭეშმარიტების გაცნობიერება რომ ღმრთიურება რომელიც თქვენშია თანაბრად არის წარმოდგენილი ყველა სხვაშიც. თქვენ უნდა აღიაროთ რომ ფარდა ან ბარიერი რომელიც ჩნდება თქვენს გამოსაყოფად სხვებისგან წარმოშობილია ილუზიით და ყველა ძალისხმევა უნდა გაკეთდეს მის მოსაცილებლად. მხოლოდ შემდეგ გახდება შესაძლებელი ყველა ცოცხალი არსების ერთიანობის განცდა. თანდათანობით გაცნობიერება, „მე ვარ ნამდვილად ღმერთი და ეს მსოფლიო არის ჩემში (აჰამ ევა იდამ სარვა)“ გადმოვა თქვენზე.
– ღმერთის საუბარი, 16 თებერვალი, 1988.
24.01.17.
თქვენ დაჯილდოებული ხართ უზარმაზარი განუზომელი ტალანტებით, უნარებითა და ძალებით. მაგრამ თქვენ იყენებთ ამ ყველას სამოგზაუროდ დედამიწის საცოდავ თანამგზავრად, იმის ნაცვლად რომ გამოიყენოთ ეს სამოგზაუროდ თქვენი საკუთარი შინაგანი სამეფოს სიმშვენიერეში, სადაც თქვენ პირისპირ შეიძლება შეხვდეთ ღმერთს, ვინც არის თქვენი შინაგანი სინამდვილე, შინაგანი სინამდვილე ნამდვილად მთელი ამ მსოფლიოს, რომლითაც ასე იხიბლებით. თქვენი სხეული არის მხოლოდ ნავი, ცვლილებათა ზღვის გადასაკვეთი ინსტრუმენტი, რომელიც თქვენ გაქვთ გამომუშავეული ბევრი თაობის დამსახურებით. როდესაც თქვენ გადაკვეთთ ზღვას, თქვენ შეიცნობთ ბინადარს საბინადროში. ეს არის სხეულის დანიშნულება. ამიტომ ზუსტად მაშინ როდესაც სხეული არის ძლიერი და უნარიანი, იმ დროს როდესაც გონება არის მახვილი, თქვენ უნდა გააკეთოთ ყველა ძალისხმევა ბინადრის (დეჰის) მოსაძებნად თქვენს საკუთარ ადამიანის სხეულში (დეჰაში).
– ღმერთის საუბარი, 3 აგვისტო, 1966.
25.01.17.
რა სარგებელი არის უპანიშადებისა და გიტას სწავლა, თუ არ არსებობს ტრანსფორმირება ჩვენს აზრებსა და ცხოვრების წესში? უნდა არსებობდეს მისწრაფება შეცვლისა და წინსვლისკენ შემეცნების უმაღლესი მდგომარეობის მიმართულებით. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ჩვენ გავიგოთ, რაღაც ზომამდე, ურთიერთობა ფენომენალურ სამყაროსა და ღმერთს შორის. თქვენ უნდა გამოიკვლიოთ თქვენს სულიერ პრაქტიკას სად მიჰყავხართ თქვენ. თქვენ უნდა გადახვიდეთ სუფთა გონებრივი მდგომარეობიდან ზეჭკუის უმაღლეს მდგომარეობაზე და უნდა განცადოთ ერთიანობა უნივერსალურ გონებასთან. თქვენ შეიძლება ჩათვალოთ ეს ძალიან ძნელად. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მიძღვნა და შეუპოვრობა, ეს არის სრულიად ადვილი. მსოფლიოში არ არსებობს არაფერი სულიერ გზაზე უფრო ადვილი. მაგრამ როდესაც აქ არ არის სერიოზულობა, ეს მოჩანს ძნელად. აი რატომ აცხადებს გიტა: „შრადდჰავან ლაბჰათე ჯნანამ“ (სერიოზული მაძიებელი იძენს უმაღლეს სიბრძნეს). თუ თქვენ ღრმად ხართ დაინტერესებული რაიმეში, თქვენ მიაღწევთ მას.
– ღმერთის საუბარი, 16 თებერვალი, 1988.
26.01.17.
კვირტში არის ძალიან მცირე სურნელება. ამის მიუხედავად როდესაც ეს იზრდება, ეს ავტომატურად იძენს ძალიან მაღალი ხარისხის სურნელებას. ზუსტად ასევე, მაშინ როდესაც ადამიანის ცნობიერება გაფართოვდება, ეს ჰპოვებს სისავსეს ამ სატ-ჩიტ-ანანადას (ჭეშმარიტება-შემეცნება-ნეტარების) მდგომარეობაში. დაწყებული ჩვეულებრივი ჭკუიდან ცნობიერება ადის სუპერ ჭკუის დონემდე. შემდეგ ის მიდის ზემოთ უმაღლესი ჭკუის მდგომარეობამდე. მომდევნო უმაღლესი ეტაპი არის განათებული ჭკუა. ყველა ამ მდგომარეობაში მოქმედი პირი რჩება იგივე, როგორც სხეულის ცვლილებისას ჩვილობიდან მოხუცებამდე. ის რაც წარმოდგენილია ყოველ ადამიანში არის უნივერსალური შეგნება – ერთი მრავალში. უნივერსალური შეგნება არის ჭეშმარიტება (სატიამ). ეს არის უმაღლესი სიბრძნე (ჯნანამ). ეს არის უსასრულობა (ანანტამ). ყოველთვის ატარეთ ჭკუაში ღმერთის ეს სამმაგი დახასიათება, ესწრაფეთ ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი მიზნის მიღწევას.
– ღმერთის საუბარი, 16 თებერვალი, 1988.
27.01.17.
ღმერთი ხორციელდება სადჰუთა (კეთილშობილი ან წმინდა ადამიანების) წასახალისებლად, ასეა ნათქვამი. სიტყვით სადჰუ, წერილები არ აღნიშნავს ბინადრებს ჰიმალაების განმარტოებულ ადგილას; ესენი აღნიშნავს სათნო პიროვნებას ვინც აფორმირებს ყველა თქვენგანის შინაგან სინამდვილეს, გარეგანი შესახედაობა არის მხოლოდ ნიღაბი რომელიც თვალს ატყუებს თავის პატივსაცემად. ყოველი თქვენგანი არის სადჰუ, რადგან თქვენ ხართ პრემა სვარუპა, შანტი სვარუპა და ამრიტა სვარუპა (სიყვარულის, მშვიდობისა და უკვდავების განსხეულება). მაგრამ ეგოზე ნების მიცემით გაზრდაზე მსუქნად და სწრაფად, ნამდვილი ბუნება გაფერმკრთალებულია. სათსანგის (ღმერთისკენ მისწრაფებულთა კომპანიის) მოქმედებით, სისტემატიური ყურადღების მიქცევით თვითკონტროლსა და თვითსრულყოფილებაზე ადამიანს შეუძლია გადალახოს ილუზია რომელიც აიძულებს მას იდენტიფიცირდეს სხეულთან და მის მოთხოვნებთან და ჟინიან სურვილებთან. იამას (სიკვდილის ღმერთს) შეიძლება წინააღმდეგობა გაეწიოს სამიამით ან გრძნობების კონტროლით. როდესაც კაცი ივიწყებს ამ ფაქტს და იწყებს ცხოვრებას როგორც გრძნობების მონა, ღმერთი, მისი უსასრულო წყალობიდან, მოდის და მეგზურობს არამიწიერ გზაზე თავისკენ.
– ღმერთის საუბარი, 7 სექტემბერი, 1966.
28.01.17.
თქვენ უნდა იყოთ თავმდაბალი, მაგრამ ძლიერიც რომ წინაღუდგეთ ცდუნებას. არ დანებდეთ როგორც მხდალები გრძნობების ეშმაკურ შეპარვას. თქვენი დრო ამ სიცოცხლეში გამოყენებული უნდა იყოს არა მარტო ინფორმაციის შეგროვების ამოცანებში და გარკვეული ჩვევების გამომუშავებაზე, რაც მოგცემთ თქვენ შემოსავალს რომელზეც შეიძლება იცხოვროთ; ეს ასევე გამოყენებული უნდა იყოს კმაყოფილად და წყნარად, გონებამოკრებილად და მამაცურად ყოფნის ხელოვნების შესაძენად. ახალგაზრდა სტუდენტებმა ასევე უნდა დანერგოთ მსოფლიოსა და თქვენი საკუთარი თავის ცოდნის მგზნებარე წყურვილი. თქვენი სიტყვები უნდა იყოს თაფლივით, თქვენი გულები უნდა იყოს კარაქივით რბილი, თქვენი შესახედაობა უნდა იყოს როგორც ლამპა – მანათობელი, არა დაბნეული. იყავით როგორც მსაჯი ფეხბურთის მოედანზე, დამკვირვებელი თამაშის, განმსჯელი დადგენილი წესების შესაბამისად, და შეუხებელი წარმატებით ან დამარცხებით ამა თუ იმ გუნდის.
– ღმერთის საუბარი, 13 მარტი, 1964.
29.01.17.
ერთ დროს არსებობდა მომაკვდავი კაცი ვინც გაბეზრებული იყო მრავალი ნათესავისგან. მშობლები, ცოლი, შვილები, ძმები, დები – ყველა შემოეხვია მის საწოლს მისი ბოლო წუთების განმავლობაში და დასტიროდნენ. მათ მას ჰკითხეს, „ჩვენ რა შეგვემთხვევა?“ მომაკვდავმა კაცმა ბალიშიდან ოდნავ ასწია თავი და შეუტრიალა კითხვა, „მე რა შემემთხვევა? მე ნამდვილად დაინტერესებული ვარ ამ პრობლემით, ვიდრე შევწუხდე იმაზე თქვენ რა შეგემთხვევათ.“ ისე, უმჯობესია ყველამ დასვათ ეს შეკითხვა სწორედ ახლა და აღჭურვოთ თქვენი თავი პასუხით, უმალ ვიდრე დაელოდოთ იმ დროს როდესაც ეს იქნება ძალიან გვიან. „რა ვარ მე რისთვის?“ „მე რა უნდა გავაკეთო?“ ეს არის კითხვები რომლებსაც თქვენ უნდა მისდიოთ და მიხვიდეთ პასუხებთან. თქვენ ხართ ყველა მომლოცვარე, მოძრავი ამ მოქმედებათა მიწაზე (კარმაკშეტრაზე) მიზნისკენ – უბიწოების მიწისკენ (დჰარმაკშეტრასკენ). მეცნიერები, პოეტები და მასწავლებლები არიან მეგზურები რომლებიც თქვენ გეხმარებიან გზაზე; მაგრამ თქვენ უნდა გაიაროთ გზა, მისი ყოველი გოჯი!
– ღმერთის საუბარი, 13 მარტი, 1964.
30.01.17.
აპრაქტიკეთ გახარება როდესაც სხვები არიან გახარებული და დარდი როდესაც სხვები თქვენს ირგვლივ არიან დაზიანებული. დაე თქვენმა გულმა იმოძრაოს თანაგრძნობაში. მაგრამ სიხარული და დარდი გადატანილი უნდა იყოს დახმარებაში; ესენი არ უნდა იყოს უბრალოდ ემოციები. თქვენს სატარებლად არ არის ‘ბეწვის პალტო’ რასაც ყველა სხვა იცვამს რომლითაც თქვენ უნდა აჩვენოთ თანასწორობის პრინციპი; ეს არის ძალიან ადვილი. ეს არის გარეგანი ერთნაირობა. როგორ არის ყველა ერთნაირი? ყველა არის ერთნაირი, იმიტომ რომ ყველას აქვს იგივე ღმერთის შეგნება (ჩაიტანია), თავიანთში. როდესაც მზე ამოდის, ტბაში ყველა ლოტოსი არ ყვავდება; მხოლოდ გაზრდილი კვირტები შლიან თავიანთ ფურცლებს. დანარჩენები ელოდება თავის დროს. იგივე ხდება ადამიანებთანაც. განსხვავება არსებობს მოუმწიფებლობის გამო, თუმცა ყველა ნაყოფი უნდა მომწიფდეს და ჩამოვარდეს ოდესმე. ყოველმა არსებამ უნდა მიაღწიოს მიზანს, როგორ ნელაც გინდა მიდიოდეს ან როგორი არაპირდაპირიც გინდა იყოს მათი გზა.
– ღმერთის საუბარი, 23 აპრილი, 1961.
31.01.17.
ყველა უბედურების ძირითადი მიზეზი არის უკონტროლო, ცუდადმართული ჭკუა. მსგავსად როგორც მდინარე გოდავარი წყალდიდობისას, ეს გორავს თავიდან ბოლომდე, იწვევს დაცურებებსა და მეწყერებს, და აოხრებს ვრცელ ტერიტორიებს ორივე ნაპირზე. დისკრიმინაციული სიბრძნე (ვივეკა) და მიუბმელობა (ვაირაგია) არის ორი სანაპირო რომელიც მოათვინიერებს წყალდიდობის გაცოფებულ ენერგიას და წაიყვანს ძლიერი ინტენსივობის წყლებს ზღვაში, რომელიც არის, ყველაფრის შემდეგ, დანიშნულების ადგილი რასაც წყალი ეძებს. როგორ შეიძლება ეს იყოს იმპლანტირებული? ეს შესაძლებელია სიცოცხლის სამი უპირველესი მიზნით: უბიწოების, სიმდიდრის და სურვილი-შესრულების (დჰარმა, არტა და კამა). დჰარმას პრაქტიკა არის ცხოვრების ხელოვნება. არც ერთი მცდელობის გაკეთება არ არის საჭირო გასაქცევად ადამიანის მდგომარეობისა და სტატუსის მოვალეობებიდან. გახსოვდეთ ეს მოვალეობები უნდა შესრულდეს როგორც თაყვანისცემა, როგორც ადამიანის ინტელექტის, ოსტატობის, ხარისხების, აზრებისა და გრძნობების შეწირვა უფლის ტერფებთან, მოცემული შანსისთვის მადლიერების სულით, ეგოურობის ან მოქმედებათა ნაყოფებზე მიბმულობის კვალის გარეშე.
– ღმერთის საუბარი, 23 აგვისტო, 1961.

ბაბა