ქრისტეშობის დღესასწაულებზე ღმერთმა თავის გამოსვლებში თქვა:
1997 წლის 25 დეკემბერს:
იქ, სადაც სიყვარულია, იქ არ არის სიძულვილი. არავისი არ უნდა შეგშურდეთ. როცა თქვენში მჟღავნდება მსგავსი ცუდი თვისებები, სიყვარული იკარგება. სუფთა გული – ეს არის სიყვარულის საბინადრო. იქ, სადაც არის სისუფთავე, იქ არის ერთობა. ერთობას მიჰყავს ღმრთიურებასთან.
დღეს სისუფთავე არ არის არსად. მაშინ თქვენ როგორ შეძლებთ შეიცნოთ ღმრთიურება? თქვენ უნდა შესთავაზოთ ღმერთს ყველაფერი სანაცვლოდ რაიმეს მიღების სურვილის გარეშე. მიუძღვენით საკუთარი თავი ღმერთს. ამას ასწავლიდა იესო. ის თვლიდა, რომ ყველაფერი არის ღმერთისადმი მისართმევი.
როცა მის სხეულს აჭედებდნენ ჯვარზე, ადამიანები ირგვლივ მოსთქვამდნენ. იმ მომენტში ზეციდან გაისმა ხმა: “ჩემო ძვირფასო შვილო, ყველაფერი ერთიანია! მოექეცი ყველას ერთნაირად”.
იესომ განაცხადა: “სიკვდილი – ეს არის სიცოცხლის სამოსელი”. ჩვენ ვიცვლით სხეულებს იმის მსგავსად, როგორც ჩვენ ვიცვლით ტანსაცმელს. სხეული – ეს არის სამოსელი მასში მობინადრე სულისთვის. ამიტომ სხეულს უნდა მოვექცეთ როგორც ტანსაცმელს. ჩვენ არ უნდა შევწუხდეთ სხეულზე.
რამდენი ადამიანი უთმობს სათანადო ყურადღებას მსგავს გამონათქვამებს? თქვენ უნდა ისწავლოთ ცხოვრება იდეალური ცხოვრებით. ქრისტეს დაბადების დღის ზეიმი ეს არის სწორი წესი. ცოტა ადამიანი მისდევს იდეალებს, რომლებიც დაადგინეს დიდმა მასწავლებლებმა.
ქრისტე გახდა მსხვერპლი შურიანი ადამიანების, რომლებიც მტრულად ეკიდებოდნენ მის მოძღვრებას და ადანაშაულებდნენ მას. ღმერთის ერთგულებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ შურიანი ადამიანების კრიტიკას. ყველა სათნო ადამიანი ეჯახება მსგავს პრობლემებს. მათ უნდა იფიქრონ, რომ ყველაფერი ხდება მათი სიკეთისთვის.
1996 წლის 25 დეკემბერს:
განავითარეთ სიყვარული ღმერთისადმი. სიყვარულის ყველა დანარჩენი ფორმები არ შეიძლება დასახელდეს სიყვარულად, ეს მხოლოდ წარმავალი მიბმულობებია. ადამაინის ყველაზე დიდი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ის ივიწყებს თავისი ღმრთიურების შესახებ. ყველა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ისინი გაჩნდნენ ღმერთისგან. ყველა არის ღმერთის შვილი. თითოეული ადამიანი უნდა ესწრაფოს რომ მიახლოვდეს ღმერთთან. ამაში მდგომარეობს სულიერი პრაქტიკის (სადჰანის) არსი. თქვენ უნდა შეიგრძნობდეთ, რომ ღმერთი ბინადრობს თქვენს გულში. თქვენ უნდა განივითაროთ სიბრალული, იმიტომ რომ მის გარეშე გული ქვის მსგავსია.
იესოს გზავნილი მდგომარეობს სიყვარულში. სიყვარული – ეს არის ღმერთი. იცოცხლეთ სიყვარულში. დაიწყეთ დღე სიყვარულით. გაატარეთ დღე სიყვარულით. დაასრულეთ დღე სიყვარულით. ეს არის გზა ღმერთისკენ. ღმერთისთვის ძვირფასია მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც აღსავსეა სიყვარულით.
დღეს აქ შეიკრიბნენ ერთგულები გერმანიიდან, იაპონიიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან. თქვენ როგორი ბედნიერებიც არ უნდა იყოთ აქ, თქვენ დაგჭირდებათ დაბრუნება თქვენს ქვეყნებში, როცა თქვენ დაგიმთავრდებათ ფული ან ამოიწურება ვიზის მოქმედების ვადა. თქვენი მიზანი უნდა იყოს სურვილი მუდმივად იმყოფებოდეთ აქ და შეიძინოთ მუდმივი ვიზა. ის შეიძლება მიიღოთ ღმერთის წყალობის მადლით და მხოლოდ სიყვარულის დახმარებით. როცა თქვენ გაქვთ სიყვარული, თქვენ სამუდამოდ უზრუნველყოფილი გაქვთ ღმერთთან სიახლოვე.
სიყვარულის განხორციელებანო! სიყვარული არის თითოეულ თქვენთაგანში. განავითარეთ ეს სიყვარული. გაუნაწილეთ ის სხვა ადამიანებს. თუ თქვენ გაქვთ სიყვარული, მაშინ თქვენ არ გჭირდებათ მისი აშრამებში ძებნა. ზოგიერთი უგუნური ადამიანი დადის ერთი აშრამიდან მეორეში. საჭირო არ არის არსად სიარული. ღმრთიურება იმყოფება თქვენს გულში. მყარად მისდიეთ ერთ სარწმუნოებას. არ შეიცვალოთ რწმენა დღიდან დღემდე. იარეთ ერთი გზით მყარი რწმენით. ამაში მდგომარეობს სიყვარულის პრინციპი.
1995 წლის 25 დეკემბერს:
ქრისტემ განსაზღვრა, რომ მისი სიცოცხლის ძირითადი მიზანი იყო სიყვარულის გაცემა და მისი განაწილება. ასეთი სიყვარული ხვდებოდა მრავალ წინააღმდეგობას და მოჰქონდა დანაკარგები. ქრისტე თვლიდა, რომ ჭეშმარიტი ადამიანი არის ის, ვინც ყველა წინააღმდეგობას ხვდება სიყვარულით. არ წახვიდეთ დანაკარგებისა და ტკივილების დინებაზე. არ ისწრაფოთ სიამოვნებებისკენ. მიიღეთ ყველაფერი თანაბარი დამოკიდებულებით.
ქრისტე ვერ დარჩებოდა გულგრილი, როცა ხედავდა ტანჯულებს. იერუსალიმში ყიდდნენ მტრედებს, რომლებსაც კლავდნენ მისატანების შესრულებისას. ქრისტემ განსაჯა ძალადობა, რომელსაც იდენდნენ უწყინარი არსებების მიმართ. მას უნდოდა შეეჩერებინა ასეთი ძალადობის ჩადენა და გაეთავისუფლებინა გალიებში ჩასმული ფრინველები. რამდენიმე ადამიანმა ცილი დასწამა მას, სახელი გაუტეხა და ცდილობდა რომ დაესაჯათ.
ვედებში ნათქვამია: “მიემშვიდობეთ ნებისმიერ ცოცხალ არსებას, რომელიც მიდის გზით, მიმავალით ღმერთისკენ” (სარვა ბჰუტამ ნამასკარამ: კეშავამ პრატი გაჩატე). ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის აზრი იმაში, რომ მივესალმოთ მას, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს. მისი მისალმება, ვინც გვაქებს – ბუნებრივია, მაგრამ რისთვის უნდა მივესალმოთ მას, ვინც განგვსჯის ჩვენ? ჩვენ უნდა მივესალმოთ ბრალდებებს, რადგან მათ გარეშე ჩვენ ვერ შევაფასებთ შექებათა სილამაზეს. თუ არ იქნება განსჯები, აღიარება დაკარგავს თავის მნიშვნელობას. აი ყოველი სიტყვა, ყოველი აზრი რატომ ხვდება რაღაც წინააღმდეგობას. სიკეთის ჩრდილი არის ბოროტება. სიამოვნების ჩრდილი არის სიძნელე. ყველა საპირისპირო წყვილები ურთიერთდამოკიდებული არის. სიამოვნება და ტკივილი, მოგება და დანაკარგი არსებობს ერთად. ქრისტე მიდიოდა ცხოვრებაში მედგრად და მამაცურად ხვდებოდა მრავალ წინააღმდეგობას. მან მისცა თავისი სიცოცხლე ადამიანების მსახურებისთვის, სიყვარულის პრინციპის გატარებისთვის და სიყვარულის გავრცელებისთვის.
შობა ასოცირდება შობის პაპასთან ანუ სანტა კლაუსთან. მისი ნამდვილი სახელი არის ტოკოვანი. ეს ადამიანი დაიბადა თურქეთში. ის იყო წმინდანი და თანდათანობით მიაღწია სულიერ სიმაღლეებს. მან ეს როგორ მოახერხა? მსხვერპლის მადლით. როცა ის ხვდებოდა ბავშვებს, მაშინ ის ჩვეულებრივ ურიგებდა მათ შოკოლადს თოჯინების ფორმაში ან საჩუქრებს. ის ამას როგორ აკეთებდა? ის ამბობდა: “ეს არის ღმერთის სიყვარულის ნიშანი. ეს არის ღმერთის სიყვარულის ნიშანი”, – და არიგებდა საჩუქრებს. ბოლოს და ბოლოს, მას უწოდეს შობის პაპა, და მისი ნამდვილი სახელი დავიწყებულ იქნა.
მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მე მინდა გადმოგცეთ თქვენ დღეს, და რომელსაც ასევე ატარებდა იესო – ეს არის გზავნილი სიყვარულისა და სიბრალულის შესახებ. ამიტომ ჭაბუკები და ქალიშვილები, ამ წმინდა და უწმინდეს დღეს, როცა ჩვენ ვზეიმობთ ამ წმინდა პიროვნების დაბადების დღეს, ჩვენ უნდა მოვიქცეთ მისი გზავნილის შესაბამისად. იზეიმო დაბადების დღეები მარტივია. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს იმ ადამიანის სისუფთავისა და გზავნილის შესახებ, რომლის დაბადების დღესაც ჩვენ ვზეიმობთ.
როგორი იდეები აქვს საის? გაინაწილეთ სიყვარული, იყავით ერთიანი, ჩათვალეთ ყველა ადამიანი ღმერთის შვილად. ყოველთვის გახსოვდეთ ადამიანთა ძმობისა და ღმერთის მამობის შესახებ. როცა ჩვენ მივიღებთ ამას და ვივლით ამ გზით, მაშინ შევძლებთ უწოდოთ საკუთარ თავებს საის ერთგულები.
1994 წლის 25 დეკემბერს:
დღეს ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს დაბადების დღეს. ამბობენ, რომ როცა იესო დაიბადა, მისი დაბადების ადგილთან სამი მეფე მიიყვანა ვარსკვლავმა. სინამდვილეში ისინი იყვნენ არა მეფეები, არამედ სამი მწყემსი. როცა ერთ-ერთმა მათგანმა დაინახა ჩვილი იესო, მან შენიშნა: “ეს ბავშვი იქნება ღმერთზე შეყვარებული”. მეორემ თქვა: “არა. ღმერთს ეყვარება იგი”. მესამემ კი დაამატა: “ის ჭეშმარიტად თვით ღმერთია”.
ჭეშმარიტი მნიშვნელობა ამ სამი მტკიცებისა ასეთია: გიყვარდეს ღმერთი ნიშნავს იყო მისი მოციქული. უყვარდე ღმერთს ნიშნავს იყო ღმერთის ძე. ბოლო მტკიცება ლაპარაკობს ღმერთთან ერთიანობაზე.
იესომ თქვა: “მე და ჩემი მამა ერთი ვართ”. ყველა ადამიანი არის ღმერთის მოციქული. ეს ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ ღმრთიურების გახსნა თავისში. ადამიანები როდის შეძლებენ თავიანთ თავს უწოდონ ღმერთის შვილები? შეხედეთ როგორ უანგარო მოქმედებებს ასრულებს უფალი ყველა ადამიანის გულისთვის. მას არ აქვს პირადი ინტერესი. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, ამბობს ან ფიქრობს – ეს ყველაფერი არის საერთო კეთილდღეობისთვის. მეორე მხრივ, ყველაფერი, რასაც ადამინები აკეთებენ, ამბობენ ან ფიქრობენ – ეს ყველაფერი არის ეგოური. ადამიანები გახდნენ ეგოს მარიონეტები. ადამიანებმა თავიანთ თავებს შეიძლება უწოდონ ღმერთის ძეები მხოლოდ მაშინ, როცა ისინი მთლიანად გათავისუფლდებიან ეგოურობისგან და გახსნიან ღმრთიურობას თავისში. იმისთვის რომ თქვენ თავებს უწოდოთ ღმერთის ძეეები, თქვენ თქვენში უნდა განივითაროთ მამის თვისებები.
იესოს ცხოვრება არის საზოგადოებისთვის მსახურების ნიმუში. ის ამაზე შთააგონა თავისმა დედამ მარიამმა. ბავშვობიდან მარიამი ანვითარებდა მასში ისეთ კარგ თვისებებს, როგორიც არის ჭეშმარიტების, სიკეთის, სიბრალულისა და სამართლიანობის ერთგულება. იესო სწავლობდა თავის დედასთან და განივითარა სულიერი რწმენა. იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ იესომ იგრძნო, რომ მშობლების მსახურება არის მისი უპირველესი ვალი, იმიტომ რომ ის დავალებულია მათგან ყველაფრით. ამიტომ იესო ეხმარებოდა თავის მამას, როცა ის ასრულებდა სადურგლო სამუშაოებს. იოსები მოკვდა, როცა იესო იყო ოცდაათი წლის. იესომ თხოვა დედას ნებართვა იმაზე, რომ მას თავისი სიცოცხლე მიეძღვნა გაჭირვებული და გაღატაკებული ადამიანების მსახურებისთვის. იესომ დატოვა სახლი, რის შემდეგაც იოანემ მონათლა ის. შემდგომში ორმოცი დღის განმავლობაში იესო გადიოდა მკაცრ ასკეზას, არ იღებდა საჭმელს და წყალს. თავიდან ის თვლიდა თავის თავს ღმერთის მოციქულად. ასკეზის გავლის შემდეგ, მან გაიგო, რომ იყო ძე მამისა. მან დაიწყო სულიერი მუშაობა, შეკრიბა ჯგუფი მეთევზეების, რომლებიც გახდნენ მისი პირველი მოწაფეები. იესო მათ ასწავლიდა იმას, რომ მათ შემდგომში უნდა ეძებონ ცათა სასუფეველი. იმისთვის, რომ შევიდნენ ამ სასუფეველში, მათ უნდა აავსონ თავიანთი გულები სიყვარულით. მაშინ მათი გულები გადაიქცევა ცათა სასუფევლად. შემდეგ იესომ უთხრა მათ: “მე და ჩემი მამა ერთიანი ვართ”.
დღეს შობას ზეიმობენ ბევრ ქვეყანაში. ყოველ ქვეყანაში ადამიანები მიდიან ეკლესიებში, ისმენენ ქადაგებებს და ბრუნდებიან სახლში. ზოგიერთი ადამიანი ზეიმობს ამ დღეს, აწყობს დიდ ნადიმებს და სვამს სპირტიან სასმელებს. მაგრამ მსოფლიოში არსად შობას არ ზეიმობენ ისე საგანგებოდ და წმინდად, როგორც პრაშანტი ნილაიამში. აქ იკრიბებიან მამაკაცები და ქალები მსოფლიოს ყველა ქვეყნებიდან. ქრისტიანობაში არსებობს ბევრი კონფესია, და ყოველ მათგანში შობას ზეიმობენ სხვადასხვანაირად. მხოლოდ პრაშანტი ნილაიამში ყველა კონფესიის ქრისტიანები, აგრეთვე სხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთიანდებიან ერთად იმისთვის, რათა იზეიმონ შობა. ყველა ისინი მუშაობენ ჰარმონიაში. მათი საქმიანობა არის ადამიანთა ძმობისა და ღმერთის მამობის ცოცხალი ხორცშესხმა.
1988 წლის 25 დეკემბერს:
იესო ასწავლიდა იმას, რომ ღმერთი – ეს არის სიყვარული. იმის მაგივრად რომ შეიცნონ ეს ფუძემდებლური პრინციპი, ადამიანები ნებას აძლევენ სიძულვილს, შურს და სხვა ცუდ თვისებებს შეურაცხყონ სიყვარული, რომელიც არის მათში. ადამიანს ნაბოძები აქვს სიყვარული არა იმისთვის, რომ მან ის მიმართოს ეგოურ მიზნებზე, არამედ იმისთვის, რომ მან ის მიმართოს ღმერთისკენ. იესო აცხადებდა, რომ არ არის არაფერი დიდი იმაში, რომ უპასუხო სიკეთით სიკეთეზე. ადამიანებმა სიკეთით უნდა უპასუხონ იმათაც კი, ვინც მათ ზიანს აყენებს.
სწორი არ არის იზეიმო ქრისტეს შობა დიდი ნადიმების მოწყობით, სპირტიანი სასმელების მიღებით, და მხიარულებით, სიმღერების დამღერებით. აუცილებელია გამოიყენო პრაქტიკაზე იდეალები, რომლებსაც ასწავლიდა იესო. ეს არის სწორი წესი მისი დაბადების დღის ზეიმის. თუ თქვენ ვინმე გიყვართ, მაშინ თქვენ უნდა ესწრაფოთ ცხოვრებას იმის შესაბამისად, რასაც ასწავლის ეს ადამიანი. რა აზრია ერთგულებაში, თუ ერთგული არ იყენებს პრაქტიკაზე იმას, რის შესახებაც ის ლაპარაკობს? ეს არის ფსევდო-ერთგულება.
1985 წლის 25 დეკემბერს:
იესოს ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი მდგომარეობს მშვიდობის დამყარებაში დედამიწაზე და ადამიანების კეთილი ნების განმტკიცებაში. მშვიდობის გარეშე კაცობრიობა ვერ შეძლებს წარმატებულ განვითარებას ვერც მატერიალურ, ვერც სულიერ, ვერც ზნეობრივ სფეროში.
ტრეტა იუგაში შრი რაამა მოვიდა იმისთვის, რათა დაემკვიდრებინა ჭეშმარიტება და უბიწოება (სატია და დჰარმა). დვაპარა იუგაში შრი კრიშნას მისია მგდომარეობდა იმაში, რომ განევითარებინა სიყვარული და სიმშვიდე (პრემა და შანტი). ქალი იუგაში (თანამედროვეობაში) ჭეშმარიტების დამკვიდრება, უბიწოების შენარჩუნება, სიმშვიდისა და სიყვარულის განვითარება არის ღმერთის მისიის მიზნები. ამიტომ თქვენ ცხოვრებაში უნდა იხელმძღვანელოთ ამ პრინციპებით. როცა თქვენ გაყვებით ამ ოთხ პრინციპს, არაძალადობა (აჰიმსა) გახდება ბუნებრივი თქვენთვის. იესოს სახელის გამეორება და ლოცვა მისდამი არ მოგიტანთ სარგებელს, თუ თქვენ ყურადღებას არ დაუთმობთ მის ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილს: “ღმერთი იმყოფება ყოველ ადამიანში. არ შეურაცხყოთ არავინ. არავის არ მიაყენოთ ზიანი”. ასეთი იყო იესოს ყველაზე დიდი გზავნილი.
1972 წლის 24 დეკემბერს:
სიმდიდრე სიბრძნის გარეშე გადაიქცევა ექსპლუატირებისა და დესპოტობის ინსტრუმენტად. სიბრძნე სიმდიდრის გარეშე გადაიქცევა ფანტაზიასა და უსასრულო გეგმების შედგენაში. მათ სწორ გამოყენებას მოაქვს სარგებელი, არასწორს – მიჰყავს სიკვდილთან. ისინი მსგავსი არის დანის: მანიაკის ხელებში, ის ხდება მკვლელობის ინსტრუმენტი; ქირურგის ხელებში, ის გადაარჩენს სიცოცხლეს!
მოგაქვთ კი თქვენ სიკეთე თქვენი სიმდიდრის დახმარებით? მოგაქვთ კი თქვენ ადამიანებისთვის სარგებელი თქვენი სიბრძნით? ეს არის ტესტი. ამ დღეს, როცა თქვენ ზეიმობთ ქრისტეს დაბადების დღეს, მიიღეთ გადაწყვეტილება იცხოვროთ, რათა ემსახუროთ სიყვარულით სუსტ, უმწეო, გაჭირვებულ და უბედურ ადამიანებს. განივითარეთ მომთმენობა და მოთმენა, გამოამჟღავნეთ მოწყალება და იყავით დიდსულოვანი. სათუთად შეინახეთ იდეალები, დადგენილი იესოს მიერ, და გამოიყენეთ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დღეს მე არ შემიძლია არ გავიხსენო აი რის შესახებ. იმ მომენტში, როცა იესო შეერწყმა უმაღლეს ღმრთიურ პრინციპს, მან გადასცა ზოგიერთი გზავნილი თავის მიმდევრებს. შემდგომში ეს გზავნილები სხვადასხვაგვარად იყო ინტერპრეტირებული კომენტატორების მიერ, და დროთა განმავლობაში შეიქმნა დიდი არევ-დარევა.
მისი მტკიცებები გამოიყენებოდა ანგარებით მიზნებში და გადაქცეული იყო თავსატეხში. ქრისტეს მტკიცება მარტივია:
“ის, ვინც გამომგზავნა მე თქვენთან, მოვა!”, – და მან მიუთითა ბატკანზე. ის იყო მხოლოდ სიმბოლო, ნიშანი. ბატკანი ბღავის: “ბა-ბა”. ეს არის ცნობა ბაბას მოსვლის შესახებ.
ქრისტემ განაცხადა:
“ის ეცოდინება ჭეშმარიტებას”.
სატია ნიშნავს ჭეშმარიტს.
“ის ჩაცმული იქნება წითელ ტანსაცმელში, სისხლის ფერის”.
(აქ ბაბამ აჩვენა სამოსელზე, რომელსაც ის ატარებს!)
“ის იქნება პატარა ზომის, და მას ექნება გვირგვინი (თმების)”.
ბატკანი – ეს არის ნიშანი, სიყვარულის სიმბოლო. ქრისტემ არ თქვა, რომ ის მოვა კვლავ.
მან თქვა: “ის, ვინც გამომგზავნა მე, მოვა”.
ბატკანი წარმოთქვამს: “ბა-ბა”. ეს ბღავილი მიუთითებს ამ ბაბაზე. საი მაღალი ზომის არ არის, მას აქვს თმების გვირგვინი, ის ატარებს წითელ სამოსელს. ის მოვიდა. ის იმყოფება არა მარტო ამ ფორმაში, არამედ ყოველ თქვენთაგანში. ის არის თქვენი გულის მაცხოვარი. ის აქ არის, პატარა ზომის. სამოსელში ფერით სისხლისა, რომელიც ავსებს მის სხეულს.