სექტემბერი

01.09.16.
საკვები რომელსაც ჩვენ ვჭამთ განსაზღვრას სუნს რომელიც დაბოყინებას მოსდევს. გემო პურის რომელსაც ჩვენ ვაცხობთ დამოკიდებულია ფქვილის სახეობაზე რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. თუ ჩვენ ვთესავთ თესლს უნაყოფო მიწაზე, ესენი არ ჩაიზრდება და არ მოგვცემს უხვ მოსავალს. ასევეა ადამიანში ვისაც აქვს ჩლუნგი ან ცუდი (რაჯასური) ხარისხები თავის გულში, ვერ აყვავდება სათნოების და ღვთისმოსავობის ისეთი ხარისხები როგორიც არის უფლის თაყვანისცემა ან თანაგრძნობა. ამიტომ აუცილებელია ადამიანებისთვის კეთება ისეთი საქმეების რითაც მათი გულების მინდორი გასუფთავდება და გაიწმინდება. ამიტომ გამაგრდით და იმოძრავეთ წინ კეთილი გზით სიცოცხლის მოგზაურობაში. სამუშაოს სახეობა რომლშიც ჩვენ ვართ დაკავებული განსაზღვრავს ნაყოფების სახეობებს რომელსაც ჩვენ მოვიწევთ. ამიტომ უფალი კრიშნა ასწავლიდა გიტაში რომ სისუფთავე სამუშაოს (კარმას) არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. გახსოვდეთ ღმერთი არასოდეს არ ასწავლის და არ აკეთებს რაიმე ისეთს რასაც არ აქვს ღრმა სულიერი მნიშვნელობა ჩვენი კეთილდღეობისთვის.
– ზაფხულის ვარდები ცისფერ მთებზე, 1976, თავი 10.
02.09.16.
ვინაიდან ადამიანი ჩაძირულია სხეულის მიბმულობაში, მას მოსვენებას არ აძლევს სიძნელეები და ტანჯვები. სხეულს მიბმულობა არის ძირეული მიზეზი აზრების (სანკალპების). ამიტომ უფალი კრიშნა მოუწოდებს ადამიანებს უარი თქვან სხეულს მიბმულობაზე. ამ განცხადებიდან ძირითადად გამომდინარეობს ის რომ ყველა ცოცხალმა არსებამ უნდა განცადოს ერთობა მრავალსახეობაში. ინდივიდის (ვიაშთის) გარეშე ვერ იქნება საზოგადოება (სამაშთი). საზოგადოების გარეშე ვერ იარსებებს ქმნილება (სრიშთი). ამგვარად ეს ყველა არის შეერთებული, და ჩვენ ჯერ ნათლად უნდა შევიცნოთ ინდივიდის (ვიაშთის) როლი. მხოლოდ შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ სამაშთის პრინციპი, რამაც თავის მხრივ უნდა მიგვიყვანოს სრიშთის გაგებასთან. ის ვინც გაიგო სრიშთი ხდება ერთიანი პარამეშთისთან (ღმერთთან). ვიაშთი სიმბოლირებს ინდივიდს, მაშინ როდესაც სამაშთი სიმბოლოა ღმერთის. ვინაიდან ვიაშთი თავის თავს იდენტიფიცირებს სხეულთან, ისინი ატარებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. გადააგდეთ სხეულს მიბმულობა, შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ რომ ინდივიდუალური სული ნამდვილად არის ერთიანი კოსმოსურ სულთან.
– ღმერთის საუბარი, 10 სექტემბერი, 2002.
03.09.16.
თუ ჩვენ შევხედავთ მაჰაბჰარატას ომის დასაწყისს ზედაპირულად, ჩვენ დავინახავთ რომ არჯუნა იყო ჩაგდებული გულგატეხილობასა და შეცბუნებაში, და შესაძლებლობაში რომელიც დასჭირდა კრიშნას წმინდა ბჰაგავად გიტას გადასაცემად. ეს ვითარება არ უნდა აღიწეროს როგორც შინაგანი უთანხმოების პერიოდი. არჯუნას თავის თავში უნდა მოეძებნა სული გადასაწყვეტად ჭეშმარიტსა და არაჭეშმარიტს შორის, წესიერებასა და უწესურებას შორის. ადამიანის არსების სიცოცხლე არის დროებითი. ეს არის წუთიერი, და ბრძოლის ველის ვითარებაში არჯუნამ შეისწავლა მარადიული ჭეშმარიტების შეცნობა. უფალმა კრიშნამ გამოძერწა პანდავები როგორც ნიმუში იმიტომ რომ ჩვენ გავიგოთ ერთგულის წმინდა გული. ზოგჯერ, როგორც სიძნელეების შედეგი, ერთგულთა გულები ჩაძირულია დარდში. ეს არის მათ გულებში მათი ეგოს და სხვა ცუდი ხარისხების გამო რომლებიც ამოდის ზედაპირზე და აღელვებს მათ. ასეთი ეგოს, ეჭვის, და არასასურველი შტრიხების ამოსაღებად ერთგულთა გულებიდან, ღმერთი ერევა და თავზე იღებს მოვალეობებს მათი პროგრესის დასახმარებლად.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 10.
04.09.16.
განათლების ყველა შტოდან, სულიერი განათლება არის ნამდვილი განათლება. შესადარებლად, სულიერი განათლება არის ოკეანე მაშინ როდესაც სხვა დანარჩენი შტოები არის როგორც მდინარეები. როდესაც მდინარეები მოედინება და ერთდება ოკეანეში, ესენი იძენს სიღრმეს და დიდებას მიუწვდომელი ოკეანის. ამის მსგავსად როდესაც განათლების ყველა ფორმა შეერევა და ერთიანდება სულიერ განათლებასთან, ესენი იძენს ფორმას და დიდებას სიბრძნის ოკეანის. როდესაც თქვენი განათლება არის გაერთიანებული ეფიტიმიასთან (თაპასთან), მაშინ თქვენი გულის გაფურჩქვნა და თქვენი იდეების გაკეთილშობილება ხდება ბუნებრივად. თაპასი არ ნიშნავს რომ თქვენ უნდა უარი თქვათ ყველაფერზე და წახვიდეთ ტყეში და დადგეთ იქ მიწაზე თავდაყირა. თაპასი არის ერთადერთი, რის მეშვეობითაც, თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთთან ჰარმონიზება თქვენი აზრების, სიტყვებისა და საქმეების. როდესაც განათლების ასეთი წმინდა ტიპი მოცემულია სათანადო კულტურასთან ერთად, დიდი და კეთილშობილური იდეები გიფურჩქნება თქვენს შიგნიდან.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 11.
05.09.16. განეშ ჩათურტი
დღეს არის წმინდა განეშ ჩათურტის დღესასწაული. გა სიმბოლირებს ინტელექტს (ბუდჰის), ნა დგას სიბრძნისთვის (ვიჯნანასთვის). ამგვარად განაპატი არის ბუდჰის და ვიჯნანას მეპატრონე. ის გაკურთხებთ თქვენ კარგი ინტელექტით და გაჩუქებთ სიბრძნეს. ვინაიაკას ასევე უწოდებენ ‘ვიგჰნეშვარას’ (დაბრკოლებების მომხსნელს). არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვდება გზაში ვინც ლოცულობს ვინაიაკაზე. ვინაიაკას თაყვანისცემა ჩუქნის წარმატებას როგორც სულიერ ასევე მიწიერ მცდელობებში. განაპატის ასევე უწოდებენ ‘მუშიკა ვაჰანას’ (ის ვისაც ჰყავს თაგვი როგორც მისი ტრანსპორტი). თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ პატარა თაგვი როგორ შეძლებს მისი ზურგით ისეთი მძიმე პიროვნების გადაადგილებას როგორიც ვინაიაკაა. აქ მუშიკა არ ნიშნავს უბრალო თაგვს. ეს სიმბოლირებს უმეცრების სიბნელეს იმიტომ რომ სიბნელე არის იქ სადაც თაგვი დადის. აქედან გამომდინარე სახელი ‘მუშიკა ვაჰანა’ ეკუთვნის მას ვინც იქვემდებარებს უმეცრებას და ფანტავს სიბნელეს. ინვესტირეთ დრო გასაგებად განაპატის პრინციპის შინაგანი მნიშვნელობის და თაყვანი ეცით ვინაიაკას ამ ხელსაყრელ დღეს და მიიღეთ მისი კურთხევა.
– ღმერთის საუბარი, 10 სექტემბერი, 2002.
06.09.16.
დღეს ადამიანები სწორად არ სარგებლობენ თავიანთი ჭკუით, ძალისხმევით, მდგომარეობითა და სიმდიდრით (მათით, გათით, სტითითა და სამპათთით). როგორც შედეგი ისინი კარგავენ წმინდა ენერგიას რომელიც ღმერთმა მისცა და კიდევ სურვილის, სიბრაზის და სიხარბის (კამას, კროდჰასა და ლობჰას) მსგავსი ცუდი შტრიხების გამო დაქვემდებარებული არიან სიღარიბესა და დარდს. თქვენ აბსოლუტურად არ გაქვთ კონტროლი თქვენს სურვილებზე. როდესაც ერთი სურვილი შესრულდება, თქვენ გწყურდებათ მეორე! რისხვა არის მეორე შტრიხი რომელიც ღუპავს ადამიანს. „ადამიანი რისხვით ვერ იქნება წარმატებული ნებისმიერ საქმეში. ისინი ჩაიდენენ ცოდვას და მათ მასხარად აიგდებს ყველა როგორც ერთი,“ ამბობს ლექსი ტელუგუზე. სიძულვილი არის უფრო საშიში ვიდრე რისხვა. ეს ზრდას აძლევს ბევრ ცუდ ხარისხს რომლებიც მოდის ღმრთიურების გამოცდის გასავლელ გზაზე. არ გადაიქცეთ მხეცად, ნების დართვით ამ ბოროტ ხარისხებზე რომ გაიმარჯვონ თქვენზე. მუდმივად შეახსენეთ თქვენს თავს რომ თქვენ ხართ ადამიანის არსება და იქონიეთ კონტროლი თქვენს მხეცურ ხარისხებზე.
– ღმერთის საუბარი, 10 სექტემბერი, 2002.
07.09.16.
დღეს ადამიანთა უმეტესობა, განსაკუთრებით სტუდენტები და ახალგაზრდობა, სპობს თავის სიცოცხლეს იმის გამო რომ მათ არ აქვთ ბრაჰმაჩარიას (უქორწინობის) მყარი ფუნდამენტი. როდესაც უფროსები ურჩევენ დაჯდნენ სალოცავად სულ მცირე ხუთი წუთი მაინც, ისინი ამბობენ რომ მათ არ აქვთ დრო, მაგრამ მათ აქვთ მთელი დრო მსოფლიოში დასატკბობად ცუდი ხარისხებით და ცუდი ჩვევებით. გამოიყენეთ ყველა ძალისხმევა ბრაჰმაჩარიას მყარი ფუნდამენტის ასაშენებლად. დარჩენა უქორწინოდ არ არის ბრაჰმაჩარია; მუდმივი ფიქრი ღმერთზე (ბრაჰმაზე) არის ჭეშმარიტი ბრაჰმაჩარია. იფიქრეთ ღმერთზე და იგალობეთ მისი სახელი ყველა ვითარებაში. ატარეთ სუფთა ცხოვრება. მიუძღვენით თქვენი სიცოცხლე სიყვარულის პრინციპს. თქვენი სიცოცხლე იქნება უსაფრთხო და ბედნიერი. დიდ სახლში თქვენ ხედავთ ლამაზად გაფორმებულ კედლებს, სახურავსა და მთელ უზარმაზარ შენობას, მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ ფუნდამენტს. ეს არის დაფარული მათ ქვეშ. გახსოვდეთ, გარეგნულად ხილული უზარმაზარი მიმზიდველი სახლის უსაფრთხოება ემყარება უხილავ ფუნდამენტზე.
– ღმერთის საუბარი, 10 სექტემბერი, 2002.
08.09.16
თუ ჩვენ ავიღებთ ბურთს და ვისვრით მას მაგარ მიწაზე, ეს ასხლტება იმ განსაზღვრული ხარისხით რამდენად მაგრადაც ჩვენ დავარტყით ბურთი მიწაზე. თუ ჩვენ ვისვრით ბურთს რბილ ტალახიან მიწაზე მყარი ზედაპირის ნაცვლად, ეს არ ასხლტება, არამედ მოხვდება ხაფანგში და ჩაერჭობა ტალახში. ამის მსგავსად, თუ სუფთა ღმრთიურება მოხვდება წმინდა გულს, ეს აისხლიტება. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ გვაქვს ტალახიანი და უსუფთაო გული, მაშინაც კი როდესაც ღმრთიურება ხვდება ამ გულზე, ეს ერჭობა და იხლართება. მაშასადამე, ადამიანის ჭკუის სისუფთავე და სამაგალითო ცხოვრება არის არსებითი. სიმართლესა და პატიოსნებაზე უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენს ორ თვალზე. ნაცვლად, თუ ეს ორი თვალი დაზიანდება ეგოიზმის დაავადებით, მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ რომ გვქონდეს სუფთა და წმინდა გული. ახალგაზრდა ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ჭკუის სისუფთავე. მათ დიდად უნდა იზრუნონ სიმართლისა და პატიოსნების დაცვაზე.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 11.
09.09.16.
ღმრთიური სიყვარულის განსაცდელად საჭირო არ არის პრაქტიკა რაიმე სახის მედიტირების, თაყვანისცემის ან რიტუალის. უანგარო სიყვარული (პრემა) შეიძლება მიიღო მხოლოდ სრული შთანთქმით სულიერებაში. აი ამ მიზეზით განაცხადა შრი კრიშნამ ბჰაგავად გიტაში: „დამნებდით მე ყველა წესების საზღვარს გადაბიჯებით (სარვა დჰარმან პარიტიაჯია)“. მსგავსი სახით, იესომ აგრეთვე განაცხადა „მე ვარ გზა“. ბუდდჰამ, მოგვაწოდა იგივე აზრი, განცხადებით, „დამანებეთ ყველაფერი (სარვამ შარანამ გაჩჩამი)“. ეს განცხადებები ნათლად გადმოგვცემს რომ არსი ყველა რელიგიის, ფესვი ყველა წერილის, მიზანი ყველა სათნოების, არის განცდა სულიერი ერთობისა და ერთიანობის (სარვათმიკა ბრაჰმამ). გოპიკები (მწყემსი ქალები) აჩვენებდნენ დანებებისა და ერთობის ასეთ სულს. გოპიკები სიმბოლირებენ აზრებს. რადჰა სიმბოლირებს ყველა აზრის კომბინირებას ჭკუაში. ამგვარად, ყველა ჩვენი აზრი, სურვილი და მისწრაფება და ჩვენი ჭკუა უნდა შეერთდეს კრიშნაში, პრაჯნით წარმოდგენილში ადამიანის არსებაში. მუდმივად გაერთიანებული ღმრთურის ცოდნა (პრაჯნა) არის ვედანტური განცხადების, ‘პრაჯნანამ ბრაჰმას’ მნიშვნელობა.
– ღმერთის საუბარი, 21 აგვისტო, 1992.
10.09.16.
ვედები გვასწავლის ჩვენ რომ ჩვენი გული არის როგორც ცა და ჩვენი გულის ცაზე, ჭკუა არის მთვარე, თვალები და გონება არის როგორც მზე. თქვენი გულის ცაზე განიხილეთ თქვენი აზრები როგორც მიმავალი ღრუბლები. თუ ჩვენი გულის ცაზე არსებობს უფლის მილიონობით სახელი როგორც ვარსკვლავები და თქვენი ჭკუა ანათებს როგორც მთვარე, მაშინ თქვენ ხართ ბედნიერების მიღწევის კარგ მდგომარეობაში. ბედნიერება არის გაერთიანება ღმერთთან. ავარჯიშეთ თქვენი ჭკუა რომ იყოს სავსე მთვარის მსგავსი და გაასუფთავეთ თქვენი გულები. უფალ კრიშნას სურს რომ თქვენ თქვენი გული დაიჭიროთ სუფთად და მიიღოთ ჭეშმარიტება და პატიოსნება როგორც თქვენი ფუძემდებლური სასიცოცხლო პრინციპი. ჩვენი საკუთარი ქცევა არის პასუხისმგებელი ჩვენი სხეულის დაკნინებაზე ან მოხუცებაზე. ჩვენი სურვილები მართავენ ჩვენს ქცევას. არ იცხოვროთ მსოფლიოში უბრალოდ თქვენი სურვილების შესასრულებად. ტკივილი და სიამოვნება არის როგორც მიმავალი ღრუბლები რომლებიც მოძრაობს ჩვენს გულში. ამიტომ ჩათვალეთ ესენი როგორც ასეთად და არა მეტად.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1976, თავი 11.
11.09.16
ტკივილის ცოდნის გარეშე, სიამოვნება არ იქნება საამო. დარდის გარეშე, თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ბედნიერების მნიშვნელობას. მიუხედავად ყოველთვის არსებული ორი ასპექტის, ჩვენ უნდა ვეცადოთ ბედნიერების წინწამოწევას. ჩვენს სხეულში როდესაც კარგი სისხლი მიედინება ერთ მხარეს, თანადროულად მეორე მხარეს არსებობს უსუფთაო სისხლი. თუნდაც ჩვენ სახლში, ჩვენ ვხედავთ რომ სუფთა სასმელი წყალი მოდის მილსადენიდან ერთის მხრივ, ცუდი და ჭუჭყიანი წყალი დრენირდება სხვა მილსადენით. ორივე არის ერთიდაიგივე სახლში. ამის მსგავსად სოფელში თუ ქალაქში იმ დროს როდესაც სასმელი წყალი მიეწოდება გარკვეული მილსადენით, ამასთან ერთად არსებობს მილსადენი რომელიც უზრუნველყოფს დრენირებას; გარეგნულად ესენი ჩანს ერთნაირად. ასევე ჩვენს ჭკუაში ყოველთვის არსებობს ორი ნაკადის მოძრაობა. ერთი არის კარგი იდეების, იმ დროს როდესაც მეორე ნაკადული არის უწმინდური აზრების, ორივე მიედინება ერთად. თქვენ უდა გააკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რომ მიიღოთ კარგი და ურყოთ ცუდი.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1976, თავი 11.
12.09.16
შანკარაჩარიამ მეხუთე საუკუნეში ჩ. წ., ფეხით იმოგზაურა კერალას შტატიდან კაშში, ბადრში, კაშმირში, კედამატში, კაილასში, პურში, სინგერში და ა.შ.! და მან იცოცხლა მხოლოდ ოცდათორმეტი წლის ასაკამდე! წარმოიდგინეთ უზარმაზარი სამუშაო რაც მან გააკეთა – დაწერა, განმარტა, გაავრცელა, დაამკვიდრა, ორგანიზება გაუკეთა, შთააგონა, ასწავლა – ყველაფერი დაახლოებით თოთხმეტ თუ თხუთმეტ წელიწადში აქტიური ცხოვრების! აქტივობა არის ძალიან აუცილებელი პირობა სიცოცხლის. იყავით აქტიური, მიემშვიდობეთ აქტივობას – ეს არის გზავნილი რასაც ღმერთი აძლევს ადამიანს დაბადებისას. სუნთქვა გასწავლით თქვენ სოჰამს ყოველთვის, ‘სო’ როდესაც შეისუნთქავთ და ‘ჰამ’ როდესაც ამოისუნთქავთ. აირჩიეთ ეს აქტივობა რომელიც არის ხელშემწყობი თქვენი სულიერი პროგრესის, შეფასებით თქვენთვის იმ მდგომარეობის რომელშიც თქვენ ახლა ხართ. არ არსებობს მაღალი და დაბალი აქტივობაში. თვალებმა უნდა ხედოს, ყურებმა უნდა ისმინოს, და ხელებმა უნდა დაიჭიროს. ეს არის მათი მოვალეობა (დჰარმა). ასევე თითოეული თქვენგანი უნდა მოიქცეს, საკუთარი დჰარმის შესაბამისად და უნდა პროგრესირდეს სულიერად.
– ღმერთის საუბარი, 21 თებერვალი, 1971.
13.09.16. ონამი
ყოველი დღე არის წმინდა როდესაც თქვენ გალობთ ღმერთის სახელს, დარდობთ მის სიახლოვეზე და განცდით მის წყალობას თქვენს შიგნით. იმპერატორმა ბალიმ დაანება თავისი თავი მთლიანად ღმერთს. მისი მმართველობის დროს, ყველა სუბიექტი იყო ბედნიერი და ატარებდა ღმრთისმოსავ ცხოვრებას. დადარდიანებულმა აზრებით რომ ის დაშორდებოდა თავის ხალხს, მან მიმართა მათ, „ძვირფასო ადამიანებო! მე არ შემიძლია ყოფნა თქვენს გარეშე და თქვენ არ შეგიძლიათ ყოფნა ჩემს გარეშე. ყოველ წელს მე უნდა წარმოვდგე თქვენს წინაშე და უნდა მოგცეთ თქვენ სიხარული.“ ონამი არის დღე როდესაც ბალი ასრულებს თავის დანაპირებს. ადამიანები იღვიძებენ ადრე დილით, იღებენ აბაზანას, ატარებენ ახალ კაბებს და თაყვანს სცემენ ღმერთს, და მონაწილეობენ დღესასწაულში ონამის ზეიმის აღსანიშნავად. რა მნიშვნელობა აქვს ახალი ტანსაცმლის (ვასტრას) ტარებას? ვასტრა ასევე ნიშნავს ‘გულს’. ტარება ახალი ტანსაცმლის (ვასტრას) ნიშნავს გულის გასუფთავებას. ღმერთი ბინადრობს სუფთა გულში.
– ღმერთის საუბარი, 5 სექტემბერი, 1995.
14.09.16.
მანამ სანამ ადამიანს აქვს ფორმა, სრულიად ბუნებრივია რომ ისინი ფიქრობენ ამ ფორმაზე; მაგრამ როგორც კი ადამიანი ამ ფორმას დაივიწყებს ამა თუ იმ დღეს, კარგია კონცენტრირება უფორმო უზენაესზე და უარის თქმა ფორმასთან მიბმულობაზე. ვედანტა გვასწავლის ჩვენ მიუბმელობის (ვაირაგიას) ფილოსოფიას ყოველი არსების უკან არსებულ უფორმო უზენაეს ძალაზე კონცენტრირების პროცესში დასახმარებლად. ეს არის გარდაუვალი რომ სული (ჯივა) ტოვებს სხეულს. ეს სხეული არის როგორც წყალის ბუშტი წყალის ზედაპირზე. ეს წყალის ბუშტი დაბადებულია წყალიდან, ცოცხლობს წყალში, და რჩება წყალზე, და ბოლოს იხსნება წყალში. ფიქრი რომ ადამიანი არის სავსე სისუსტით არ არის სწორი. სწორი დამოკიდებულება არის ღმერთის განხილვა როგორც უფორმოდ, ატრიბუტების გარეშე მყოფად. ჩვენ უნდა მივიღოთ ის რომ ღმერთი არის ჩვენში. ეს უნდა იყოს სწორი დამოკიდებულება.
– ღმერთის საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 11.
15.09.16.
დღეს ყველა შეწუხებულია მღელვარებითა და მოუსვენრობით. არ არსებობს მომენტი როდესაც თქვენ ხართ თავისუფალი დარდებისგან. „დაბადება არის ტანჯვა, ცხოვრება დედამიწაზე არის ტანჯვა; მსოფლიო არის ტანჯვის მიზეზი და სიკვდილიც არის ასევე ტანჯვის მიზეზი; მთელი ბავშვობა არის მღელვარება და ასევეა სიბერეც; სიცოცხლე არის ტანჯვა; წარუმატებლობა არის ტანჯვა; ყველა მოქმედება და სიძნელე იწვევს მოუსვენრობას; ბედნიერებაც კი არის იდუმალი მღელვარება“, ამბობს ლექსი ტელუგუზე! სხეულთან მიბმულობა არის უპირველესი მიზეზი ყველა მღელვარების. შეუძლებელია ბედნიერების განცდა სიძნელეებისა და ტანჯვის გამოვლის გარეშე. სიამოვნება არის ინტერვალი ორ ტკივილს შორის. თქვენ ასრულებთ სხვადასხვა მოქმედებას, რომელთაგან ზოგიერთი არის კარგი და ზოგიც ცუდი. თქვენი აზრი (სანკალპა) არის ძირითადი მიზეზი ამ გაორების. კარგი აზრები მიგიყვანთ კარგ მოქმედებებთან და პირიქით. თქვენ ხართ გადაწყვეტილებათა და უარყოფათა (სანკალპების და ვიკალპების) განხორციელება. ჭეშმარიტი სულიერი პრაქტიკა დევს თქვენი აზრებისა და ჭკუასუსტობების კონტროლში.
– ღმერთის საუბარი, 10 სექტემბერი, 2002.
16.09.16
მრავალძარღვა ხეს აქვს მრავალმხრივი გამოყენება: მრავალძარღვას ფოთლები გამოიყენება საკვებად მოსახმარად, მისი ყვავილები საჭმლის მომზადებაში, და შტამპი სასარგებლოა შესაკვრელად და შესაფუთად ნივთების როგორც კარგი რბილი ქსოვილი ზონარი, მაგრამ მისი მთავარი გამოყენება არის ბანანების მტევნებში! თქვენ იღებთ ყველა სირთულეს ხის დასარგველად და გასაზრდელად ბანანების და არა მისი ფოთლების, ზონარების, შინაგანი რბილი გულის, ან ყვავილების გულისთვის. ასევე ადამიანის ამ სხეულის მთავარი გამოყენება არის ღმერთის რეალიზება, დანარჩენი ყველაფერი არის თანმდევი. თქვენ შეიძლება თქვათ, ‘ოჰ ხელები აკეთებს ასე ბევრს!’ თუმცა ეს გაქვთ თქვენ ყველა დანიშნულებისთვის, მათი მთავარი დანიშნულება არის ლოცვისთვის, ღმერთის თაყვანისცემისა, მის ფეხებზე მოჭიდებისთვის! ყურები დანიშნულია ღმერთის დიდების მოსასმენად, და თვალები მისი გამომჟღავნებების მოწმეობისთვის! ენა არის ხშირად არასწორად გამოყენებული ჭორების, ან სამლიქვნელოს სათქმელად. გამოიყენეთ ეს როგორც ღმერთმა ანება მას რომ იგალობოს ღმერთის დიდების ჰიმნები.
– ღმერთის საუბარი, 21 თებერვალი, 1971.
17.09.16
სიყვარულის განსახიერებანო! სიტყვის ძალის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაიმორჩილოთ სახელმწიფო. სიტყვის მეშვეობით თქვენ ასევე შეიძლება დაკარგოთ მთელი თქვენი სიმდიდრე. ადამიანები იძენენ ახლობლებსა და მეგობრებს მეტყველების მეშვეობით და კარგავენ მათ ასევე თავიანთი სიტყვებით. სიტყვების მეშვეობით ერთხელ კიდევ, თქვენ შეიძლება დაკარგოთ თქვენი სიცოცხლე. სიტყვები არის მიზეზი ყველა ამ ვითარების. გახსოვდეთ, მეტყველება არის თქვენი მნიშვნელოვანი ჯავშანი ყველაფერში რასაც თქვენ განცდით, დანაკარგს თუ მოგებას, კეთილდღეობასა თუ გაჭირვებას, ტკივილსა თუ სიამოვნებას. თქვენ დასაჩუქრებული ხართ ბევრი საჩუქრით. თქვენი სიცოცხლე არის განსაკუთრებით ძვირფასი. დრო არის უმაღლესად ფასეული. თქვენი გული არის ძალიან რბილი. თქვენი ჭკუა არის დიდი სამფლობელო. დაჯილდოებული ყველა ამ ფასეული ნივთებით, რატომ იქცევით თქვენ როგორც ძუნწი, უმეცარი და საცოდავი არსება? არ დაივიწყოთ თქვენი ღმრთიური ბუნება, ჩაძირვით თქვენი თავის ყოფით სიამოვნებებსა და მიწიერ სურვილებში. არ გაამყაროთ ქვად ბუნებით რბილი და თანაგრძნობიანი თქვენი გული. ადამიანურობამ სპონტანურად უნდა გამოავლინოს თავისი თავი თქვენი გულის შიგნიდან და თანაგრძნობით სისავსიდან.
– ღმერთის საუბარი, 31 მარტი, 1996.
18.09.16.
ადამიანებმა ვინც არიან ახალგაზრდები უნდა გაიარონ გრძელი გზა იმ მატარებლით რომელსაც ეწოდება საზოგადოება. ხნოვანი ადამიანები ამ მატარებლიდან ჩამოვლენ გზის სადგურებზე. ამიტომ ახალგაზრდა ადამიანები მზად უნდა იყვნენ ამ მატარებელში დეფექტების გასასწორებლად საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის. თქვენ ასევე უნდა გამოასწოროთ ნაკლოვანებები თქვენს სამშობლოში და უნდა ჩაიბეჭდოთ კარგი და კეთილშობილური იდეები თქვენს ჭკუაში. დღეს თუ თქვენ ფიქრობთ რომ თქვენი უხუცესების კონკრეტული მოქმედებები არ არის შესრულებული სწორად, თქვენ თავადაც არ უნდა გააკეთოთ იგივე როდესაც თქვენ გაიზრდებით. როდესაც თქვენ მოხუცდებით, თქვენ უნდა ჩადოთ მოქმედებაში რასაც ახლა ფიქრობთ რომ არის თქვენი მოხუცების კარგი მოქმედება. რასაც თქვენ თვლით როგორც ცოდვას უნდა დაიჭიროთ შორს და თქვენ არასოდეს არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა მათში. ჰარმონია სიტყვებში რომლებსაც ამბობთ, საქმეებში რასაც აკეთებთ და აზრებში რომლებსაც იღებთ არის თქვენი ნამდვილი ეპიტიმია (თაფასი) ყოველდღიურ ცხოვრებაში.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1976, თავი 11.
19.09.16.
დღეს არსებობს სიძულვილი და რისხვა ყველგან. საითაც გაიხედავთ, იქ არის სურვილი, მტრობა და შიში. თქვენ როგორ ელოდებით რომ იქნებით მშვიდობაში? აანთეთ სიყვარულის ლამპა თქვენში. მაშინ შიში და ილუზია გაქრება და თქვენ გექნებათ საკუთარი მეს ხედვა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ განწირული ხართ ტანჯვაზე. ბევრი ადამიანი დღეს განსაკუთრებით ცდილობს რომ იყოს ბედნიერი და ნეტარი. საიდან მიიღებთ თქვენ ნეტარებას? ეს არის მატერიალურ ნივთებში, ინდივიდებში, თუ წიგნებში? არა, სრულიადაც არა! ნეტარება არის ადამიანის საკუთარ მეში. თქვენ დაივიწყეთ თქვენი ჭეშმარიტი მე რომელიც არის ნეტარების წყარო და მტკიცედ იბრძვით ხელოვნური ბედნიერებისთვის გარეთ, გამოიღვიძეთ რეალობაში რომელიც დევს თქვენს გულში, სადაც არის ადგილსამყოფელი ყველა ნეტარების. სიყვარულის პრინციპი წარმოიქმნება თქვენი გულის შიგნითგან, არა სიტყვებიდან. განივითარეთ უანგარო სიყვარული სულ უფრო მეტად და მეტად, და დააყენეთ თქვენი სურვილების ჭერი. თქვენ შეძლებთ იყოთ ბედნიერი მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენი სურვილები მოექცევა კონტროლში.
– ღმერთის საუბარი, 14 მარტი, 1999.
20.09.16
ვინმესთვის ვინც დაბრმავებული არის ეგოთი და არის უძლური დაინახოს რაიმე კარგი თავის ირგვლივ, ცხოვრება იძლევა მათთვის რაიმე სიტკბოს საერთოდ? ადამიანისთვის, ვინც არასოდეს აკეთებს რაიმე კარგს, ცხოვრება იქნება ადვილი საკე-ვალკი? ადამიანისთვის ვინც ატარებს ცოდვილ ცხოვრებას, მოვა რაიმე სასიამოვნო მათ სავალ გზაზე მომავალში? ვინ არის ღმერთი და ვინ არის ერთგული? ვინ არის მასწავლებელი და ვინ არის მოწაფე? ვინ არის მწერალი და ვინ არის მსახიობი? თუ თქვენ ირჩევთ არ მიიღოთ თქვენი „უზენაესი ლიდერი“ გონიერება ამ პასუხების გასაგებად, ვინ არის დამნაშავე? თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თქვენ ხართ ამდენად დაკავებული კონტაქტების დამყარებით ასე ბევრ ადამიანთან. მათ შორის, თქვენ ფიქრობთ ზოგი არის თქვენი მეგობარი, ზოგიერთ სხვას თქვენ განიხილავთ მტრებად, და ატარებთ დროს მათთან ვინც ‘მოგწონთ’. გახსოვდეთ, ყოველ ადამიანს, შენი საკუთარი მე არის შენი საუკეთესო მეგობარი ან შენი უბოროტესი მტერი.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 12.
21.09.16.
სიცოცხლის ამ ძალიან ხანგრძლივ მოგზაურობაში, თქვენ უნდა იმოგზაუროთ ნაკლები ბაგაჟით (სურვილებით). მაშასადამე ციტატა, „რაც ნაკლებია ბაგაჟი მით მეტია კომფორტი, გახადეთ მოგზაურობა სასიამოვნო“. ამიტომ დღეიდან, აპრაქტიკეთ და მიიღეთ კეთლშობილური ანდაზა სურვილების ჭერზე. ესწრაფეთ შეამციროთ თქვენი სურვილები დღითიდღე. თქვენ ხართ მცდარ გაგებაში რომ ბედნიერება დევს სურვილების შესრულებაში. მაგრამ სინამდვილეში, ბედნიერება იწყებს გამონათებას მაშინ როდესაც სურვილები არის მთლიანად ამოძირკული. როდესაც თქვენ ამცირებთ თქვენს სურვილებს, თქვენ მიიწევთ უარყოფის მდგომარეობისკენ. თქვენ გაქვთ ბევრი სურვილი. რას იღებთ თქვენ ამ სურვილებიდან? თქვენ ხართ იძულებული შეხვდეთ შედეგებს მაშინ როდესაც თქვენ ფიქრობთ რაიმეზე როგორც თქვენსაზე. როდესაც თქვენ აცხადებთ მიწის ნაკვეთს როგორც თქვენსას, შემდეგ თქვენ უნდა აიღოთ მოსავალი. ეგოს და მიბმულობის ეს ინსტინქტი ჩაგაგდებთ თქვენ ტანჯვაში. თქვენ იქნებით ნეტარი იმ მომენტში როდესაც თქვენ უარეს იტყვით ეგოსა და მიბმულობაზე.
– ღმერთის საუბარი, 14 მარტი, 1999.
22.09.16.
როდესაც თქვენ ყვინთავთ ზღვაში, თქვენ უნდა მოძებნოთ მარგალიტები; როდესაც თქვენ მიდიხართ კალპავრიკშასთან (სურვილების შემსრულებელ ხესთან) თხოვეთ უმაღლესი ნეტარება. არ მოიწყუროთ მცირე როდესაც უზარმაზარი მისაწვდომია ოდნავ უფრო მეტი ძალისხმევით. არსებობს ბუნებრივი წადილი ყველაში რომ გახდნენ ერთიანი უზარმაზართან, უზენაესსა და უსაზღვროსთან, ვინაიდან ყოველი გულის მღვიმეში, იმ ადგილში ბინადრობს თვით იგივე უზენაესი. როდესაც თქვენ ჩაძირული ხართ უფლის ნეტარებაში (ანანდაში) თქვენ ხართ აგრეთვე ყველა პატარა ანანდას მფლობელიც. მაგრამ ეს ანანდა უდა იყოს მიმართული სასარგებლო საქმიანობის არხებში. წყალის ფასი შეიძლება იყოს ცნობილი როდესაც არსებობს დეფიციტი და არა მაშინ როდესაც ყველა ონკანი ღვრის უხვად ვედროებში. როდესაც რეზერვუარები და ჭები შრება, კაცები ივედრებიან ფინჯან წყალს. სწორედ ასე არის ამ ანანდას შემთხვევაშიც. ამიტომ დააგროვეთ, შეინახეთ, გამოავლინეთ ეს და მორწყეთ გადამხმარი გული ამით, მანამ სანამ თქვენ შეგიძლიათ.
– ღმერთის საუბარი, 20 თებერვალი, 1966.
23.09.16
ისინი, ვინც პატივს სცემენ ჩვენს იდეალებს, და ისინი ვისაც აქვთ ინტერესი ჩვენი კეთილდღეობისთვის განიხილებიან როგორც ჩვენი ნათესავები ან მეგობრები. ისინი ვისაც ვძულვართ ჩვენ, და მიდიან ჩვენი მოლოდინების საწინააღმდეგოდ, და ისინი ვინც გვაყენებს ტკივილსა და დანაკარგს ჩვენ ითვლებიან როგორც მტრები. ერთ შემთხვევაში კაბირმა თქვა რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მათი კომპანია ვინც შეურაცხგვყოფს ჩვენ. ამის მიზეზი არის ის რომ ჩვენ რომც ჩავიდინოთ რაიმე ცოდვები, ადამიანები რომლებიც გამოააშკარავებენ ჩვენს ცოდვებს მოდიან ჩვენი ცოდვების მოსაშორელად თავისი შეურაცხყოფით. სწორედ ამ კონტექსტიშია რომ ჩვენ ვამბობთ, თუ ჩვენ დაგვცინის ვინმე, შემდეგ ეს შედეგდება ჩვენი ცოდვების მოშორებაში. სინამდვილეში, ის ადამიანები ვინც გვეხმარებიან ჩვენ ჩვენი ცოდვებისგან გათავისუფლებაში არიან ჩვენი მეგობრები. ისინი ვინც ახალისებენ ცოდვებს ჩვენში არიან ჩვენი მტრები. მაშასადამე, ისინი ვინც შეურაცხგვყოფენ და დაგვცინიან ჩვენ ისინი განხილული უნდა იყვნენ როგორც ჩვენი მეგობრები რადგან ისინი გვაშორებენ ჩვენს არასრულყოფილებას. იდეები რომლებიც მოდის ჩვენს საკუთარ ჭკუაში არის მიზეზი რაიმეს ჩასათვლელად როგორც კარგი ან როგორც ცუდი.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1976, თავი 12.
24.09.16.
მოიწყურეთ უფალი, როგორც პატარა ხბოს სწყურია მისი დედა! დავუშვათ პატარა ხბო არის იმ ადგილში სადაც არის ათასი ძროხა და დავტოვოთ ეს თავისუფლად, ეს მოძებნის თავის საკუთარ დედას – ყოველი ხბო გააკეთებს ამას სწორად! ზუსტად ასევე, თქვენ უნდა იცოდეთ საიდან მიიღოთ ყველა თქვენი საზრდო და მხარდაჭერა. ყოველი არსება იღებს თავის დახმარებას და შველას, მხოლოდ ღმერთიდან, რომლიდანაც თქვენ ხართ წარმოშობილი. აიღეთ სულიერი გზა, გადაუდებლობის გრძნობით ვინაიდან, სიკვდილი ელოდება თქვენგან სიცოცხლის გამოგლეჯას! დაივიწყეთ ყველა წვრილმანი სურვილი. არ მოილხინოთ და არ გაფლანგოთ ძვირფასი მომენტები ფუჭ სიამოვნებებში. მიზეზი თქვენ რომ ასე აკეთებთ არის მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ იიგივებთ თავს სხეულთან. სხეული არის მხოლოდ საბინადრო ადგილი, სატრანსპორტო საშუალება, და ფუტლიარი. შეხედეთ თქვენ თავს როგორც მცხოვრებს მასში, და თითქმის მაშინვე, თქვენი დარდი გაქრება. თქვენ გახდებით ნაკლებად ეგოცენტრული და იგრძნობთ ახლობლობას სხვებთან, ვინც თქვენს მსგავსად არიან უბრალოდ მცხოვრებნი თავიანთ სხეულებში.
– ღმერთის საუბარი, 20 თებერვალი, 1966.
25.09.16
გრძნობებსა და ჩვენს სხეულზე მონობის ამოძიკრვის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ პროგრესს ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი გრძნობები. ეფექტური შედეგების მისაღებად, ჩვენ უნდა პირველ რიგში შევუდგეთ სიყვარულის, თანაგრძნობისა და მსხვერპლგაღების ამაღლებას. როდესაც ჩვენ შევავსებთ ჩვენს გულებს ამ სამი ხარისხით, ეს აყვავდება მშვენიერ ბაღად გაფურჩქნილი ყვავილებით (ნანდანავანად). მეორეს მხრივ, თუ ჩვენ შევავსებთ ხარისხებით როგორიც არის სიძულვილი, შური და რისხვა მაშინ ეს გახდება მყრალი აუზი. ყოველმა ადამიანმა უნდა გავაანალიზოთ და გადავწყვიტოთ გვინდა ჩვენ ჩვენს გულში იყოს ნანდანავანა თუ უსუფთაო, მყრალი აუზი. ყველა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი შესაძლებელი თქვენი გულის შესავსებად წმინდა ხარისხებით. როდესაც ჩვენ ვხედავთ ბედნიერ ადამიანებს, ჩვენ უნდა ვიბედნიეროთ მათ ბედნიერებაში. როდესაც ჩვენ ვხედავთ ტანჯვას და გაჭირვებას, ჩვენ უნდა ასევე გავინაწილოთ მათი ტკივილი. ამ დამოკიდებულებას უწოდებენ მაიტრი-ბჰავას. ყოველნაირად ეცადეთ თანაგრძნობისა და გულკეთილობის ამაღლებას.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 12.
26.09.16.
თუ ჩვენ განვივითარებთ თანაგრძნობას და სიკეთეს (მაიტრის), ღმერთი გამოჩნდება ჩვენთან ახლოს. ჩვენ როგორაც არ უნდა ვიყოთ ტკივილსა თუ სიამოვნებაში, მწუხარებასა თუ გაჭირვებაში, ყოველ დროს ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი გული იმგვარად რომ ჩვენ ვიყოთ პარამათმას პრემას (ღმერთის სიყვარულის) მიღების შემძლე. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ ვიღებთ ცუდ ხარისხებს როგორიც არის ცოდვის ჩადენის სურვილი, ან მოსმენა ისეთი რამეების რაც ადამიანმა არ უნდა ისმინოს, ან სხვებზე ტკივილის და ზიანის მიყენება, მაშინ სამართლიანობა, სიკეთე და პატიოსნება არასოდეს დარჩება სადმე ჩვენს სიახლოვეს. მაშასადამე ჩვენ უნდა განვივითაროთ წმინდა ხარისხები. პანდავები იყვნენ ასეთი კეთილშობილი ადამიანები, აი ამ უფლებით სარგებლობდნენ ისინი უფლის ახლობლობით. პანდავებისთვის კრიშნა იყო სიცოცხლის მიმცემი სუნთქვა, და კრიშნასთვის, მისი სხეული იყო პანდავები. პანდავებისთვის არ არსებობდა ერთი მომენტიც კი როდესაც კრიშნა არ ესწრებოდა. რასაც კი ისინი ხედავდნენ ან აკეთებდნენ, ეს იყო მხოლოდ კარნახით და ძალით რომელსაც ისინი იღებდნენ კრიშნასგან.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 12.
27.09.16.
სიყვარულის განსახიერებანო! არ არსებობს საჭიროება ღმერთის სადმე საძებნელად, ამბობს ბიბლია. დღეს ადამიანები არიან ღმერთის ძებნაში. თქვენ რატომ ეძებთ მას როდესაც ის არის ყველგან? შენ ხარ ღმერთი. მთელი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) ჩაივლის ამაოდ თუ თქვენ არ იცით თქვენი ნამდვილი ვინაობა. იმის ნაცვლად რომ ჰკითხოთ სხვას, „ვინ ხარ შენ?“ უკეთესია საკუთარ თავს ჰკითხოთ, „ვინ ვარ მე?“ „ეს არის ჩემი წიგნი“, ვამბობთ ჩვენ. მაშინ ვინ არის ის „მე“? ეს გრძნობა „ჩემი“ არის ილუზია (მაია). იცოდეთ ვინ ხართ თქვენ. ყველაფერი რაც არის მატერია, ეს არის ნეგატივი. თქვენ ხართ ამ მატერიალური მსოფლიოს ბატონ-პატრონი. დაეპატრონეთ ჭკუას და იყავით მისი მმართველი. მიმართეთ ყველა ძალისხმევას თქვენი ჭეშმარიტი ვინაობის გასაგებად. ამის გასაგებად პირველ რიგში თქვენ უნდა უარი თქვათ სხეულთან მიბმულობაზე. ადამიანები არიან გმირები (heroes) ლაბორატორიაში ცდების ჩატარებაში, მაგრამ ნულები (zeroes) გამოცდილებაში. ამის ნაცვლად იყავით გმირები პრაქტიკულ სფეროში.
– ღმერთის საუბარი, 14 მარტი, 1999.
28.09.16.
მთელი მსოფლიოსთვის საფუძველი არის უფლის სიყვარული (პრემა). მაშინაც კი თუ ადამიანს შეუძლია ისწავლოს ზეპირად ყველა წერილების (ვედების) არსი, და შეუძლია შეადგინოს ლექსები ძალიან მიმზიდველი სახით, ამის გარდა მას თუ არ აქვს სუფთა გული ის არის უსარგებლო ადამიანი. სხვა რა დიდი ჭეშმარიტება შემიძლია გადმოგცეთ მე თქვენ დღეს? ამჟამინდელ დღეთა განათლება არ არის ნამდვილი განათლება. ასე ჩანს რომ განათლება დღეს არის უბრალოდ მოწოდება რომ გაგხადოთ თქვენ ცხოვრების შემძლე. ასეთი გზის მიდევნის დროს რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ თქვენ შეივსოთ საცხოვრებელი სახსრები, თქვენ ასევე იმაღლებთ ინდივიდუალურ ეგოურობას. ნამდვილი განათლების მიზანი უნდა იყოს ხასიათის განვითარება. იმ სახის განათლება რომელშიც არ არსებობს სიწმინდე და ზნე არის უსარგებლო. რა სარგებლობა აქვს ასე ბევრი სხვადასხვა სახის განათლების შეძენას? თქვენ უნდა ეცადოთ შესწავლას იმ სიბრძნის, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ გადარჩეთ სიკვდილს.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1976, თავი 13.
29.09.16.
ვინმემ შეიძლება შეიძინა ბევრი ცოდნა და გაატარა მთელი თავისი სიცოცხლე ცოდნის შეძენაში მაგრამ რა არის ამაში სასარგებლო თუ ადამიანის შეძენილი ხარისხები არ გავრცელდა. თქვენ შეიძლება დახარჯოთ დიდი დრო და შეისწავლოთ ბევრი საგანი მაგრამ ეს გაგხდით მხოლოდ კამათის მოყვარულს. ამ ტიპის განათლებით, თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ სრულ სიბრძნეს. დღეს ბევრი ადამიანის მთელი სიცოცხლე ეძღვნება სხვების მიბაძვას. ბევრი სტუდენტი ანგრევს თავის იდეებს და ინდივიდუალობას და მუდმივად შედის სხვათა მიბაძვის პროცესში. დივიათმა სვარუპებო, თუ თქვენ გსურთ უსაფრთხოება, დაცულობა და კეთილდღეობა თქვენი ქვეყნის, მაშინ აუცილებელია თქვენთვის სამი რამის განვითარება! ეს არის ქვეყნისთვის მსახურება, მსხვერპლგაღება ეგოიზმის გარეშე და სულიერების ერთგულება. არსებობს წვრთნის დიდი საჭიროება ახალგაზრდა ადამიანების რომლებსაც აქვთ მტკიცე გადაწყვეტილება ამასთან მიმართებაში.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 13.
30.09.16.
რა არის ადამიანის ყველაზე მთავარი ხარისხი? ეს არის სიმართლის ლაპარაკი. სიცრუის ლაპარაკი და უპასუხისმგებლო ლაპარაკი არ სჭირდება ადამიანს. თუ თქვენ ნებივრობთ უსარგებლო და განურჩეველ საუბარში, ამას როგორ შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტება? სინამდვილეში, ჭეშმარიტება უნდა ცეკვავდეს თქვენს ენაზე. ვიდრე თქვენ იტყვით რაიმეს, თქვენ უნდა გაარკვიოთ არის ეს ჭეშმარიტება თუ არა. ‘ჭეშმარიტება არის ერთი, არა ორი.’ თუ არსებობს დუალობა, ეს არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ ჭეშმარიტება რომელიც ცხადდება ჩვენი გულიდან. მთელი მსოფლიო წარმოშობილია ჭეშმარიტებიდან და ყველაფერი შეირწყმება ჭეშმარიტებაში. ცაზე მოძრავი ღრუბლები ზოგჯერ ფარავს მზეს. ღრუბლების მოშორება არის შეუძლებელი. ესენი უბრალოდ მოდის და მიდის. მას შემდეგ რაც ღრუბლები მოშორდება მზე არის მთლიანად ხილული. ამის მსგავსად მხოლოდ მაშინ როდესაც გაურკვევლობის ბნელი ღრუბლები ჩვენს გულში გადაიწმინდება, ჭეშმარიტება მჟღავნდება.
– ღმერთის საუბარი, 29 სექტემბერი, 2009.

ბაბა