ივლისი

1.07.2015
სულიერმა მაძიებელმა უნდა მიანიშნოს განსხვავება ჩვეულებრივი (საჰაჯა) ადამიანის და სულიერი მაძიებლის ქცევას შორის. ბრინჯი მის ბუნებრივ მდგომარეობაში და მოხარშული ბრინჯი – შეიძლება ეს ორი იყოს ერთნაირი? ბუნებრივი ბრინჯის სიმაგრე არ არის მოხარშულში. მოხარშული მარცვალი არის რბილი, უვნებელი და ტკბილი. მოუხარშავი მარცვალი არის მაგარი, თავმომწონე და სავსე მცდარობით. ამის მსგავსად ინდივიდების ორივე ტიპი არის სული (ჯივი) და ადამიანი, ეჭვი არ არის, მაგრამ ისინი ვინც ჩაძირულია გარეგანში ან მრავლობითობის საყრდენ ილუზიაში (ავიდია-მაიაში) არიან ადამიანები, მაშინ როდესაც ჩაძირულები შინაგანში ან ცოდნის საყრდენ ილუზიაში (ვიდია-მაიაში) არიან ‘სულიერი მაძიებლები’. თუმცა უფალი არის ყველას გულში, სულიერი პრაქტიკა არის აუცილებელი იმისთვის რომ მათ შეძლონ მისი აღმოჩენა თავისთვის, სწორია? ჩვენთვის შეუძლებელია ჩვენი საკუთარი სახის დანახვა! ჩვენ გვჭირდება სარკე! ასევე, ძირითადი გზა, სულიერი პრაქტიკა, არის აუცილებელი.
– პრემა ვაჰინი, თავი 59.
2.07.2015
თქვენ მოდიხართ პუტტაპარტში ღმერთთან თქვენი ნათესაობის გასაძლიერებლად. მაგრად ჩაეჭიდეთ მას. ჩადეთ პრაქტიკაში თუნდაც ერთი რამ რაც აქ გაიგეთ. საკმარისი არ არის ღმერთის სახელის გალობა. ღმერთი უნდა დააყენოთ გულში. გახადეთ თქვენი სინდისი თქვენს გიდად და მოძღვრად. ეს ხელს შეუწყობს ჭეშმარიტ ერთგულებას. ვერცერთი გარეგანი ატრიბუტი ვერ დაგეხმარებათ თქვენ. არსებობს ოთხი დევიზი რომელსაც ყოველმა ერთგულმა უნდა მისდიოს: 1. თავის არიდება ცუდი კომპანიისგან, 2. მიმშვიდობება კარგი ადამიანების საზოგადოებაზე, 3. ყოველთვის ხსოვნა წარმავალის და მარადიულის, და 4. საკუთარი თავის დასაქმება განუწყვეტლივ ღირსეულ მოქმედებებში. სწორედ ამის საშუალებით თქვენ გახდებით კარგი. გახსოვდეთ, ყველა წერილების არსი არის: ‘დაეხმარეთ ყოველთვის, არ დააზიანოთ არასოდეს’. თუ აღნიშნული წესი სრულდება, ყველა ქვეყანა იქნება ბედნიერი და მშვიდობიანი. როგორც ინდოეთი, ისე ყოველი ქვეყანა არის პლანეტა დედამიწის დიდი სახლის ნაწილი. როდესაც ჩვენ გვექნება ეს ფართო ხედვა, კაცობრიობა იქნება სულით ერთი.
– ღმერთის საუბარი, 23 ნოემბერი, 1997.
3.07.2015
ამ მსოფლიოში, არ არსებობს არავითარი მონანიება უფრო მაღალი ვიდრე სულის სიმტკიცე, არავითარი ბედნიერება უფრო დიდი ვიდრე კმაყოფილება, არავითარი უფრო წმინდა საქმე ვიდრე მიტევება, და არავითარი იარაღი უფრო ეფექტური ვიდრე მოთმინება. ერთგულებმა უნდა განიხილონ სხეული როგორც მინდორი და კარგი საქმეები როგორც თესლები. შემდეგ გულის, როგორც ფერმერის, დახმარებით უნდა დანერგონ უფლის სახელი რომ მოსავლად მოიწიონ – უფალი თვით. როგორც ნაღები რძეში და ცეცხლი საწვავში, უფალი არის ყველაფერში. გქონდეთ სრული რწმენა ამაში. როგორიც არის რძე, ისეთი არის ნაღები; როგორიც არის სულიერი დისციპლინა, ისეთი არის უშუალო განცდა (საკშათკარა) უფლის! როგორც შედეგი უფლის სახელის დაუფლების, ოთხი სხვადასხვა ნაყოფი იქნება განცდილი. ეს არის:Pკეთილშობილთა კომპანია, ჭეშმარიტება, კმაყოფილება და გრძნობების კონტროლი. ამ ოთხიდან რომელი კარითაც არ უნდა შევიდეს ადამიანი, იქნება ის ოჯახის უფროსი, განდეგილი, თუ სხვა რომელიმე კლასის წევრი, მას შეუძლია მიაღწიოს უფალს ეჭვს გარეშე. ეს არის უდაო.
– პრემა ვაჰინი, თავი 60.
4.07.2015
მე მინდა რომ თქვენ განახორციელოთ კონტროლი ხუთ მნიშვნელოვან ნივთზე ცხოვრებაში. 1. ‘არ გაფლანგოთ ფული. გააცნობიერეთ რომ ფულის არასწორად გამოყენება არის ბოროტება. თუ თქვენ გსურთ ბჰაგავანის ფოტოს შენახვა, გქონდეთ მხოლოდ ერთი. რატომ უნდა დახარჯოთ ფული ძალიან ბევრის შეძენაზე?’ 2. ‘არ გაფლანგოთ საკვები’. გააცნობიერეთ რომ ‘საკვები არის ღმერთი’. 3. ‘არ გაფლანგოთ დრო’. დრო არის ღმერთი. დროის გაფლანგვა არის სიცოცხლის გაფლანგვა. 4. ‘არ გაფლანგოთ ენერგია’. გაიგეთ რომ როდესაც თქვენ იხედებით, ლაპარაკობთ, ისმენთ, მოქმედებთ ან ფიქრობთ ენერგია იხარჯება. ამ ყველა საქმიანობაში არ გაფლანგოთ თქვენი ენერგია უსარგებლოდ. 5. ‘არ დაივიწყოთ ღმერთი’, ნებისმიერ წამს თქვენ რასაც არ უნდა აკეთებდეთ. ღმერთი არის ყველგან თქვენ სადაც შეიძლება წახვიდეთ. ის არის თქვენთან, თქვენს გვერდში და თქვენს ირგვლივ ყოველთვის. ამიტომ არ არსებობს საჭიროება თქვენთვის წასვლის ზოგიერთ ტაძარში ღმერთის სალოცავად. თქვენი გული არის თქვენი ტაძარი. შეატრიალეთ თქვენი ხედვა შიგნით და გაიგეთ ატმიური პრინციპი.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1997.
5.07.2015
ადამიანებს ძლიერ სწადიათ მიწიერი ბედნიერება; ეს წადილი თავისთავად არის ავადმყოფობა და  წამალი რომელიც ჩვენ უნდა მოვიღოთ სამკურნალოდ არის მხოლოდ ტანჯვა. ამის შუაგულში, ადამიანი იშვიათად თუ იჩენს უფლის მიღწევის სურვილს. როგორც არ უნდა იყოს, ეს არის საჭირო ანალიზისა და გარჩევისთვის, რადგან უარის თქმის სული იბადება ასეთი ანალიზისგან. გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია განმარტოებულობის მიღება. სიძუნწე არის ძაღლის ყოფაქცევის მსგავსი; ეს უნდა ტრანსფორმირდეს. რისხვა არის პირველი მტერი სულიერი მაძიებლის. სიცრუე არის კიდევ უარესი – ეს სპობს ყველა სასიცოცხლო ძალას. ქურდობა ანგრევს ცხოვრებას; ეს ხდის ადამიანის უძვირფასეს სიცოცხლეს დამპალ საკვებზე ნაკლებფასეულად. ზომიერი საკვები, ზომიერი ძილი, უანგარო სიყვარული, და სულის სიმტკიცე დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში სხეულისაც და ჭკუისაც. თქვენ ვინც არ უნდა იყოთ, რა მდგომარეობაშიც თქვენ არ უნდა აღმოჩნდეთ, არ დაუთმოთ ადგილი გულდამძიმებას! იყავით უშიშარი და გახსოვდეთ უფალი ურყევი რწმენით და ყოველგვარი ფარული განზრახვების გარეშე, ყველა ტანჯვა და დარდი მიგატოვებთ.
– პრემა ვაჰინი, თავი 61.
6.07.2015
თავი აარიდეთ უსარგებლო და მეტისმეტად მაღალ საზოგადოებებს ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე. ადამიანები სტუმრობენ პუტტაპარტს ამერიკიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და ა.შ., ტოვებენ თავის მშობლებს ნათესავებს და ახლობლებს. მაშინ თქვენ რისთვის უნდა განივითაროთ ახალი კავშირები? შეინარჩუნეთ თქვენი კავშირი ნებისმიერ ვინმესთან მინიმალურად გახსნილად. შეინახეთ თქვენი ჭკუა სუფთად. საჭირო არ არის ხასიათში აყოლა. ილაპარაკეთ ნაკლები, იფიქრეთ და იშრომეთ უფრო მეტი. ჩაინერგეთ ეს ჩვევა. არასაჭირო კავშირებს უცნობებთან შეიძლება ჰქონდეს არასასურველი შედეგები. ცუდ კომპანიასთან შეერთება და მწუხარების მოსვლა არის თქვენით გამოჭედილი უბედურება. ნამდვილი სულიერი მაძიებლები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილი ცუდ კომპანიასთან. მათ უნდა შექმნან თავისი სულიერი პროგრესის და გონებრივი სიმშვიდის ხელშემწყობი გარემო. ეს ნივთი არის მხოლოდ ის რაც სვამის უნდა. არ გაფლანგოთ დრო, არ დაუთმოთ ადგილი უსარგებლო აზრებს.
– ღმრთიური გამოსვლა, 23 ნოემბერი, 1997
7.07.2015
თქვენ შეიძლება იკითხოთ: `მე როგორ უნდა განვაცხადო, აჰამ ბრაჰმასმი (მე ვარ ღმრთიური)?~ დიახ თქვენ ეს შეგიძლიათ. მაგრამ ჯერ გაიგეთ აჰამ, ‘მე;, ღმრთიური პრინციპი. წერილები აცხადებს – ეკამ ევა ადჰვიტეიამ ბრაჰმა – აბსოლუტი არის ერთი მეორეს გარეშე. თუმცა ადამიანები თაყვანსცემენ აბსოლუტს სხვადასხვა სახელით და ფორმით, უზენაესი სინამდვილე არის მხოლოდ ერთი. როგორც იგივე პიროვნება წოდებულია სხვადასხვა სახელებით სხვადასხვა ადამიანების მიერ სხვადასხვა დროს, ასევე ღმერთს აქვს ბევრი სახელი და ფორმა – ყველა ეს შექმნილია ადამიანის ჭკუით. წერილები ხაზგასმით აცხადებს რომ უფალი არის სახელსა და ატრიბუტებს მოკლებული მარადიული სინამდვილე. სწორად გაიგეთ აჰამის (‘მე’-ს) ჭეშმარიტი და ღმრთიური ბუნება. ‘მე’ არის თქვენი სხეულის, გრძნობების და გონების პატრონი, და არის ძალა რომელიც აღწევს მთელ კოსმოსს.
– პრემა ვაჰინი, თავი 59.
8.07.2015 ყველა ექვემდებარება შეცდომის დაშვებას ამის შეგნების გარეშე. სადაც იქნება კაშკაშა ცეცხლი იქ იქნება კვამლი ამომავალი მისგან. ასევე, როგორ სიკეთესაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, იქ იქნება ცუდის უმცირესი კვალი. გააკეთეთ ყველა ძალისხმევა ცუდის თუ ბოროტის შემცირების და კარგის მაქსიმალურად გაზრდის უზრუნველსაყოფად. თქვენ შეიძლება ვერ მიაღწიოთ წარმატებას პირველ მცდელობაზე. გულმოდგინედ დაფიქრდით იმის შედეგებზე რასაც კი თქვენ აკეთებთ ან ლაპარაკობთ. როგორი ხერხითაც თქვენ გსურთ სხვებისგან თქვენი პატივისცემა, თქვენი სიყვარული, ან მოქცევა თქვენთან, იგივე ხერხით უნდა მოიქცეთ თქვენ სხვებთან, უნდა გიყვარდეთ ისინი და პატივი უნდა სცეთ მათ. მაშინ ისინიც მოგიზღავენ სამაგიეროს. ამის ნაცვლად, სხვების თქვენგან პატივისცემისა და სიყვარულის გარეშე, თუ თქვენ ჩივით რომ ისინი არ გეპყრობიან თქვენ წესიერად, რასაკვირველია ეს არის მცდარი დასკვნა. ისინი, ვინც რჩევას აძლევენ სხვებს ჭეშმარიტი და კარგი ქცევის თაობაზე, თვით უნდა მისდევდნენ ამ რჩევას. მაშინ არ იარსებებს რჩევის მიცემის საჭიროება, სხვები მარტივად შეისწავლიან გაკვეთილს მაგალითით.
– პრემა ვაჰინი, თავი 63.
9.07.2015
სულიერი მაძიებლის ბუნება არ არის სხვებში ხარვეზების მოძებნა და საკუთარის დამალვა. თუ თქვენი ხარვეზები შენიშნულია თქვენზე ვინმეს მიერ, არ იკამათოთ და არ ეცადოთ თქვენი სისწორის მტკიცებას და არ ატაროთ წყენა მათ საწინააღმდეგოდ ამისთვის. დაფიქრდით თქვენში რატომ არის ხარვეზი და გაასწორეთ თქვენი საკუთარი საქციელი. მისი ჩათვლა ჭკვიანურად თქვენი საკუთარი დაკმაყოფილებისთვის ან შურისძიების ნებაზე მიშვება პიროვნებაზე, ვინც ეს მიგანიშნათ – ეს არ არის თვისებები სულიერი მაძიებლის ან ერთგულის. დეპრესია, ეჭვი, პატივმოყვარეობა – ეს ზიანს მოუტანს ადამიანის პრაქტიკებს და არის მონათესავე რაჰუს და კეტუს (პლანეტების რომლებსაც მოაქვთ უბედურება). როდესაც თქვენი ერთგულება არის კარგად დანერგილი, ეს ხარისხები შეიძლება ადვილად დაიყაროს. ეძებეთ ყოველთვის სიმართლე და სიხარული, და თავი აარიდეთ ყველა აზრს რომელიც არის არასწორი, სამწუხარო და დამთრგუნველი. იყავით ყოველთვის მხიარული, მომღიმარი და ენთუზიაზმიანი ყოველგვარ ვითარებაში. ეს სუფთა დამოკიდებულება არის ძალიან სასურველი. არასოდეს გაიბეროთ როდესაც გაქებენ და არასოდეს ჩაიფუშოთ როდესაც გკიცხავენ – იყავით ყოველთვის სულიერი ლომი.
– პრემა ვაჰინი, თავი 63.
10.07.2015
ექიმი ჯერ სვამს დაავადების დიაგნოზს და შემდეგ ნიშნავს მკურნალობის კურსს. ასევე, თქვენ უნდა დაუსვათ დიაგნოზი თქვენს დაავადებებს, სახელდობრ სიღარიბეს, ტანჯვას და ტკივილს თვითგამოკვლევის საშუალებით. გამოიკვლიეთ უშიშრად და დაკვირვებით, და თქვენ აღმოაჩენთ რომ თქვენი ბუნება არის ნეტარება (ანანდა)! თქვენ გაქვთ თქვენი თავის დროებითთან, არასერიოზულთან და უმნიშვნელოსთან მცდარი იდენტიფიცირება და ამ მიბმულობას მოაქვს დარდი. შეიგნეთ რომ ორივე სიხარულიც და დარდიც არის წარმავალი ფაზები, მსგავსად ლურჯ ცაზე გადამრბენი ღრუბლების. ვისწავლოთ კეთილდღეობის და გაჭირვების მკურნალობა სიმშვიდით. როგორც თევზი ცოცხლობს მხოლოდ მაშინ როდესაც ჩაძირულია წყალში, სწორედ ასევე ადამიანის არსება ცოცხლობს მხოლოდ მაშინ როდესაც ჩაძირულია ნეტარებაში. თქვენ უნდა გქონდეთ ნეტარება სახლში, საზოგადოებაში, და მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად, თქვენს გულში. თქვენი გული არის სიხარულის წყარო. ამ წყაროს უნდა მიეკაროთ მუდმივი წარმოთქმით უფლის სახელის და მის დიდებაზე ცხოვრებით. არასოდეს დაუთმოთ ადგილი დაეჭვებას და იმედგაცრუებას.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1961.
11.07.2015
ადამიანები მართავენ ავტომობილს კონცენტრირებით გზაზე, რადგან ისინი არიან მოწადინებული რომ დაიცვან თავისი თავი და სხვები უბედური შემთხვევისგან. შიში არის ის რაც იწვევს მიზანმიმართულობას აქ. მაგრამ სიყვარული არის უდიდესი ძალა კონცენტრირების მიღწევისთვის. თუ თქვენ გაქვთ მყარი და მტკიცე სიყვარული, კონცენტრირება ხდება ინტენსიური და ურყევი. რწმენა გადაიზრდება სიყვარულში და სიყვარული შედეგდება კონცენტირებაში. და ამ პირობებში ლოცვა იწყებს ნაყოფის მოცემას. ლოცვა იჭერს ჭკუის ყველა ტალღას უმოძრაოდ. ილოცეთ, როგორც მოვალეობის შესრულება თქვენი ნამდვილი არსებობისთვის, როგორც მხოლოდ გამართლება სამყაროში ადამიანად თქვენი მოსვლისთვის. ნარაიანა არის წყლის უფალი (ნაარამ ნიშნავს წყალს). მაგრამ რა არის წყალი რის უფალიც ის არის? ის ბინადრობს გულში, და მისი დასწრება როდესაც შეცნობილია ადნობს გაქვავებულ გულსაც კი, და წყალი მოდის თვალებიდან როგორც ცრემლები სიხარულის, მადლიერების და სისრულის! ფუნქცია თქვენი ცრემლების არის არა სატირლად მსგავსად სულელის ან მხდალის, არამედ გადმოსაცემად შინაგანი სიხარულის.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1961.
12.07.2015
‘ჩემი’ და ‘შენი’ – ეს დამოკიდებულება არის მხოლოდ იდენტიფიცირებისთვის, ესენი არ არის რეალური, ესენი არის წარმავალი. ‘მისი’ (ყველაფერი ეკუთვნის უფალს) ეს არის ჭეშმარიტება, მარადიული. ეს ისეა როგორც სკოლის დირექტორს აქვს დროებითი მეთვალყურეობა სკოლის ავეჯის. მან უნდა გადასცეს ნივთები როდესაც გადაიყვანენ ან გადადგება. მოეპყარით ყველა ნივთს, რომლებითაც თქვენ ხართ უზრუნველყოფილი, როგორც დირექტორი ეპყრობა ავეჯს. ყოველთვის იცოდეთ რომ საბოლოო შემოწმება ზემოთ გარდაუვალია. დაელოდეთ ამ მომენტს სიხარულით. იყავით მზად ამ დასასრულისთვის. იქონიეთ თქვენი ანგარიში ვადამდე და ბალანსიც უკვე დათვლილი გადასაცემად. მოეპყარით თქვენზე მონდობილ ყველა ნივთს მზრუნველობით და გულმოდგინედ.
– ღმრთიური გამოსვლა, 23 ნოემბერი 1961.
13.07.2015
თქვენ უნდა იყოთ ფრთხილი იმ საკითხებშიც კი რომლებიც ეხება ღმერთის რელიზებას. როგორი უხერხულობაც არ უნდა შეხვდეს მოულოდნელად ადამიანს, ის უნდა ეცადოს რომ ატაროს სულიერი პრაქტიკები რაიმე შესვენების ან დისციპლინაში რაიმე მოდიფიცირების გარეშე. ადამიანმა არ უნდა შეცვალოს სახელი რომელიც მან შეიყვარა, სათუთად მოუარა და ამოირჩია სახსენებლად (სმარანად). კონცენტრირება შეუძლებელია თუ სახელი იცვალება რმადენიმე დღეში ერთჯერ. ჭკუა ვერ აღწევს ერთწერტილოვნებას. ყველა სულიერ დისციპლინას აქვს ეს ერთწერტილოვნება როგორც მისი საბოლოო მიზანი. მაშასადამე, თავიდან აიცილეთ მუდმივი მიღება და უკუგდება უფლის სახელისა და ფორმის. მარტო ერთი სახელი უნდა იყოს გამოყენებული სახელის გასამეორებლად (ჯაფად) და მედიტირებისთვის. ადამიანმა ასევე უნდა მიიღოს მყარი დარწმუნება რომ უფლის ყველა სახელი და ფორმა არის მხოლოდ ის სახელი და ფორმა რომელსაც ადამიანი წარმოთქვამს. თქვენმა არჩეულმა სახელმა და ფორმამ არ უნდა მოგცეთ ათვალისწუნების ან უკმაყოფილების უმცირესი გრძნობაც კი.
– პრემა ვაჰინი, თავი 64.
14.07.2015
ყოველმა ადამიანმა ისე უნდა გაატაროს სიცოცხლე რომ არ გამოიწვიოს არცერთი ცოცხალი არსების ტკივილი. ეს არის ადამიანთა უმაღლესი მოვალეობა. ასევე, უპირველესი მოვალეობა თითოეულის, ვისაც აქვს მიცემული შანსი ამ ადამიანად დაბადების, არის ის რომ არგუნოს თავისი ენერგიის ნაწილი დროდადრო ლოცვას, უფლის სახელის გამეორებას, მედიტირებას და ა.შ. ყოველმა ადამიანმა უნდა გაათანაბროს სიცოცხლე ჭეშმარიტებასთან, უბიწოებასთან, მშვიდობის მოყვარეობასთან და კარგ მუშაობასთან რაც არის სხვებისთვის მსახურება. ადამიანს უნდა ეშინოდეს ისეთი მოქმედებების კეთების რომლებიც არის სხვების საზიანო ან საქმეების რომლებიც არის ცოდვილი, როგორც ახლა ეშინია ადამიანს ცეცხლთან მიკარების ან კობრას სიმყუდროვის დარღვევის. ადამიანს უნდა ჰქონდეს ამასთანავე ბევრი სიყვარული და უნდა ატაროს კარგი სამუშაოები სხვების გაბედნიერებისა, და უფლის თაყვანისცემისთვის ისე როგორც ადამიანს ახლა ეს აქვს ოქროს და სიმდიდრის დაგროვებისთვის. ეს არის ყველა ადამიანის არსების ქცევის კოდექსი (დჰარმა).
– პრემა ვაჰინი, თავი 65.
15.07.2015
მათ ვისაც სწყურია საკუთარი თავის განმტკიცება ღმრთიურების განჭვრეტაში, უნდა ეძებონ განმარტოება, აპრაქტიკონ მედიტირება და იმეორონ უფლის სახელი ზუსტად განსაზღვრულ დროს, და შეიძინონ ერთწერტილოვნება სულიერი ვარჯიშების მეშვეობით. ისინი უნდა იყვნენ მოწადინებული ყველა ცოცხალი არსებისთვის კეთილდღეობის მომტან საქმეთა კეთაბაზე. ისინი ყოველთვის დაკავებული უნდა იყვნენ სამუშაოს შესრულებით იქიდან რაიმე ნაყოფის მიღების მოლოდინის გარეშე. მსხვერპლად გაიღეთ თქვენი ეგოური მოთხოვნები. თქვენი სურვილი უნდა იყოს მსოფლიოში კეთილდღეობის შექმნა. დაე არსებობდეს მუდმივი ძალისხმევა სხვებისთვის სიკეთის საკეთებლად. ყველა ამ გრძნობებით შეავსეთ გული, იმედიტირეთ უფალზე. ეს არის სწორი გზა. თუ თითოეული იქნება ასე დაკავებული კაცობრიობის მსახურებაში და მსოფლიოს კეთილდღეობის ხელშეწყობაში, ქურდები ვნების, სიძულვილის, სიამაყის, შურის და პატივმოყვარეობის ვერ შეიჭრებიან ადამიანთა ჭკუებში და ღმრთიური საკუთრება როგორიც არის დჰარმა, მოწყალება, ჭეშმარიტება, სიყვარული, ცოდნა და სიბრძნე, დაცული იქნება დაზიანებისგან.
– პრემა ვაჰინი, თავი 68.
16.07.2015
ყველა ამაყობს თავისი სხეულით, ჭკუით და გონებით, ივიწყებს მაცხოვარ ათმას, რომელიც არის ნამდვილი ბაზისი. ათმას არ აქვს დაბადება ან სიკვდილი. ის არის მონათესავე ხის ფესვის, რომელიც მხარში უდგას მის ტოტებს, ფოთლებს, ყვავილებს და ნაყოფებს. ათმა არის ბაზისი რომელზეც ზედნაშენი ეყრდნობა. ადამიანის სიცოცხლე არის დიდებული, წმინდა და ძვირფასი. ყოველი ადამიანის სხეული შედგება ხუთი ელემენტით (პანჩა ბჰუტით) და თქვენ ხართ გარსშემორტყმული ხუთი გარსით (პანჩა კოსათი) – საკვების (ანნამაიას), სასიცოხლო ძალის (პრანამაიას), ჭკუის (მანომაიას), გონების (ვიჯნანამაიას) და ნეტარების (ანანდამაიას) გარსით. მაშინ როდესაც სხვა ცოცხალ სახეობებს აქვთ პირველი სამი გარსი, მარტო ადამიანის არსებას აქვს ყველა ხუთი. აქედან გამომდინარე, ღმრთიურების განხორციელებანო, თითოეულის უპირველესი მოვალეობაა ესწრაფოს ღმრთიური სინამდვილისკენ და განცადოს ეს. ყველაზე საიმედო და ადვილი გზა არის ყოველი დღის დაწყება გრძნობით რომ თქვენ დიდად ხართ ღმერთის ნაწილი.
– ღმრთიური საუბარი, 5 ივნისი, 1994.
17.07.2015
პოლიციას და კანონმდებლებს შეუძლიათ მხოლოდ გარეგანი მტრების დამარცხება, მათ არ გააჩნიათ არავითარი ძალა შინაგანი მტრების დასამარცხებლად. ისინი თვლიან ამოცანას შეუძლებლად, რადგან ისინი არ არიან ავტორიტეტები ამისთვის. შინაგანი მტრები, ექვსი მტერი (არიშანდვარგა) რომლებიც მოქმედებს ადამიანის შიგნით შეიძლება ამოიძირკოს მხოლოდ დიდი წმინდანების სწავლებით, ღმერთისადმი სიყვარულით და კეთილშობილი და წმინდა ადამიანების კომპანიით. მსოფლიოს ტანჯავს ზიანი ბოროტი ადამიანების ხელში, როდესაც კანონშემოქმედები, პასუხისმგებელი ქურდების დაპატიმრებაზე ხდებიან გახლართული მათში. იგივენაირად, მსოფლიო ხდება შეფუთული უბნელესი უმეცრებით როდესაც უბიწოება (დჰარმა) არის მოშლილი და ისინი, განმჭვრეტები ბრაჰმანინცესსანტიზე და ‘დიდი’ სულიერი მაძიებლები უარს ამბობენ მსოფლიოს კეთილდღეობის გზაზე და ხდებიან მსხვერპლი გრძნობითი სიამოვნებების ან ამბიციების სახელის და დიდების გამოსამუშავებლად. მაშინ ტანჯვა იზრდება ყოველდღე. მთელი მსოფლიო დაბრუნდება მშვიდობასა და სიხარულში მხოლოდ მაშინ როდესაც ყველა – ქვეყნების ლიდერები და მსგავსი სულიერი მაძიებლები – გააცნობიერებენ უბიწო გზას და ჩაუფიქრდებიან უფლის ყოველშემძლეობას.
– პრემა ვაჰინი, თავი 69.
18.07.2015
უაზროა დაბადებული იყო ადამიანის არსებად და იცხოვრო ცხოველურად. ყოველმა ადამიანმა უნდა იცხოვროს დევიზით – `დაეხმარე ყოველთვის – არ დააზიანო არასდროს~. ყოველი განათლებული ადამიანი უნდა დაკავდეს საზოგადოების სამსახურში თავდაუზოგავად, თავმდაბლობით და სუფთა გულით. ყველა აკადემიურ განსხვავებას ან თუნდაც სულიერ პრაქტიკას აქვს მცირე სარგებლობა თუ არ არსებობს სიყვარული გულში. გულს ეწოდება `ჰრიდაია~ სანსკრიტზე. ეს ტერმინი შექმნილია ორი სიტყვიდან, ‘ჰრი’ და ‘დაია’ (თანაგრძნობა). უფალი არის აღწერილი როგორც ჰრიდიავასი (გულში მაცხოვარი). სიყვარული და თანაგრძნობა ნიშანდობლივია ყველა ადამიანში. ყოველმა ადამიანმა უნდა გაუნაწილოს თავისი სიყვარული სხვებს. ადამიანის სიყვარულის გაუნაწილებლობა არის დიდი უმადურება საზოგადოების მიმართ რომლის მოვალეა ადამიანი ყველაფერში. ადამიანმა თავისუფლად უნდა მისცეს თავისი სიყვარული სხვებს და უნდა მიიღოს პასუხად სიყვარული. ეს არის ღრმა მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლის.
– ღმრთიური საუბარი, 5 ივნისი 1994.
19.07.2015
როდესაც ადამიანებს სჭირდებათ რაიმე კეთილმოწყობა ან დახმარება ისინი მიდიან მათთან ვინც ხელისუფლებაშია და გადასცემენ თავიანთ თხოვნას. ასევე, შინაგან მდგომარეობაში, მაშინ როდესაც არ არსებობს ერთგულების, გულმოწყალების, მშვიდობის, და ჭეშმარიტების მიღწევის ან შეძენის შესაძლებლობა ნორმალური ადამიანების მიერ, დიდები და კეთილშობილები, ვისაც სურს ამის მიღწევა, ელოცებიან უფალს თავის შიგნით. ისმენს რა ამ ლოცვებს, ის მოდის მსოფლიოში და ღვრის თავის წყალობას ყველა ადამიანზე. მაგალითად, უფალი რამა და უფალი კრიშნა განხორციელდა ბრძენთა ლოცვების პასუხად. ამის მსგავსად წმინდა რამაკრიშნა ელოცებოდა ქალღმერთ კალის განხორციელებას და უბიწოების (დჰარმას) დამკვიდრებას რომ აღმოფხვრილიყო უსამართლობა და ეგოურობა. ასე რომ ლოცვა უნდა იყოს შეთავაზებული კვლავ და კვლავ ამ კეთილშობილური მიზნის რეალიზებისთვის. არავინ უნდა გახდეს სასოწარკვეთილი და არ უნდა მიატოვოს ლოცვა თუ ეს არ წარმოშობს უფლის დაუყოვნებლივ ჩამოსვლას. გახსოვდეთ რომ ძველი დროიდანვე, უფალი ყოველთვის პასუხობდა წმინდა და გულწრფელ ლოცვას მისი ჩამოსვლით.
– პრემა ვაჰინი, თავი 70.
20.07.2015
ადამიანები დაკავებული არიან კოსმოსის გამოკვლევით მაგრამ არ აკეთებენ უმცირეს მცდელობას თავიანთში ღმრთიურების გამოსაკვლევად. რა სარგებლობა აქვს ექსპერიმენტებს კოსმოსში მაშინ როდესაც არ არის ნამდვილი დანერგვა ადამიანური ხარისხების და პრაქტიკა ძირითადი სათნოებების როგორიც არის პატივისცემა დედის, მამის და მოძღვრის? დღეს ხალხი ცხოვრობს ადამიანის ფორმაში მაგრამ აღსავსე არიან მხეცური ხარისხებით! წერილები აცხადებს რომ ადამიანებმა შეიძლება მიაღწიონ უკვდავებას მხოლოდ განდგომით (ტიაგით) და არა მოქმედებებით, სიმდიდრით ან შთამომავლობით. რისგან უნდა განდგეთ? განუდექით თქვენს ცუდ ხარისხებს. თქვენი დამახასიათებელი ღმრთიური ბუნების გამოსამჟღავნებლად, დანერგეთ სიყვარული ღმერთის და შიში ცოდვის და ერთგულება სწორი ქცევის (სანღა ნითი). როდესაც თქვენ გეშინიათ ცოდვის და გიყვართ ღმერთი, თქვენ ვერ აყვებით უზნეო მოქმედებებს. ავტომატურად უზრუნველყოფთ ზნეობრიობას საზოგადოებაში. ღმერთი შეიძლება იცნო მხოლოდ განცდით და არა ცდებით. ამიტომ მისდიეთ თქვენს მიერ არჩეულ სულიერ პრაქტიკებს ბეჯითად და გულწრფელად.
– ღმრთიური საუბარი, 5 ივნისი, 1994.
21.07.15
მშვენიერი მინდვრები და ტყეები ველურდება უყურადღებობით და მალე გადაიქცევა ძნელად საცნობ ბუჩქნარებად და ეკლიან ჯუნგლებად; ლამაზი ხეები იჩეხება გაუმაძღარი კაცების მიერ და ლანდშაფტის ფორმა იცვლება. დროის მსვლელობასთან ერთად ადამიანები ეჩვევიან ნივთების ახალ მდგომარეობას. ეს მოხდა დჰარმაშიც ასევე. არაკომპეტენტური ინტელექტით არასწორად გაგებით, აღვირახსნილი გრძნობებით და ჭუჭყიანი განსჯით, წერილები იყო უხეშად აზრშეცვლილი და მათი დიდება მძიმედ დაშავდა. როგორც წვიმის წვეთები სუფთა ლურჯი ციდან იღებს ფერს და ჭუჭყიანდება როდესაც ესენი ეცემა ნიადაგზე, დაუჭუჭყიანებელი გზავნილი ძველი ბრძენების, მათი ბრწყინვალე საქმეების მაგალითი, და ნათელი განზრახვები მათი საქმეების უკან, უკულტურო თარჯიმნებისა და მეცნიერების მიერ მთლიანად შეტრიალებულია ორიგინალური სიდიადის უგვანო კარიკატურულ გამოსახვაში. აქედან გამომდინარე ყოველი თქვენგანი თავად უნდა გაეცნოს დჰარმას კონტურებს ვრცლად გადმოცემულს ვედებში, სასთრებსა და პურანებში.
– პრემა ვაჰინი, თავი 70.
22.07.2015
მაშინ როდესაც უფლის ნება, სულიერი მაძიებლების მოთხოვნები და დიდი ადამიანების სწავლებები აწარმოებს თავის ერთობლივ მოქმედებას, მსოფლიოს ბედნიერება არის უზრუნველყოფილი და შეუმცირებელი. თუ მთელი კაცობრიობა ილოცებს ერთობლივად, მთლიანად მღელვარების, უსამართლობის, უწესრიგობის და სიცრუის გარდაქმნისთვის მშვიდობაში, ჭეშმარიტებაში, სიყვარულსა და ურთიერთ მსახურებაში, ყველაფერი, უეჭველად გახდება უკეთესი. შეწუხება არის უნაყოფო. არ არსებობს სხვა გამოსავალი. ეს არ არის საბაბი იმედგაცრუებისთვის. ადამიანების ძირითადი ბუნების საწინააღმდეგოა თავის დადანაშაულება სისუსტესა და ძალის უკმარისობაში. ამიტომ, სხვა საშუალებების ძებნაზე უარის თქმით, ადამიანები უნდა ეცადონ ლოცვას, სხვებისთვის მსახურებას, და ურთიერთ სიყვარულსა და პატივისცემას. მათ აღარ უნდა გადადონ, ისინი მალე მიაღწევენ კმაყოფილებას და სიხარულს.
– პრემა ვაჰინი, თავი 70.
23.07.2015
ხალხი ამბობს რომ კაცობრიობისთვის მსახურება (მანავა სევა) არის ღმერთისადმი მსახურება (მადჰავა სევა). ეს არის სიმართლე. მაგრამ მიუხედავად იმის რომ კაცობრიობისთვის მსახურება არის წმინდა, მისი გაერთიანების გარეშე დიდ იდეალებთან, ადამიანები ვერ ისარგებლებენ როგორი უზარმაზარიც არ უნდა იყოს მსახურება. სლოგანის უბრალო გამეორება არის უსარგებლო თუ მსახურება სრულდება ღმრთიურებაში ადამიანების რწმენის გარეშე და ხედვით ადამიანის სახელსა და დიდებაზე და მოქმედების ნაყოფზე. რომელ საქმესაც კი ადამიანი იწყებს, თუ მას მუდმივად ჰყავს კომპანიონად უფლის განჭვრეტა და აქვს რწმენა ადამიანის ღმრთიურების არსებობაში, მაშინ განცხადება იმის შესახებ რომ კაცობრიობისთვის მსახურება და ღმერთისადმი მსახურება არის იგივე, სამართლიანია. ფიქრების გარეშე ღმერთზე (მადჰავა), როგორ შეიძლება ღმერთისადმი მსახურება წარმოიშვას? სამაგიეროდ, რაც კი სრულდება უფლით ჭკუაში, ჭეშმარიტების გზით და დჰარმას ასპექტების შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს როგორც უფლისადმი უანგარო მსახურება (სევა).
– პრემა ვაჰინი, თავი 71.
24.07.2015
სიყვარულის განხორციელებანო! შრომისმოყვარე გლეხს არ აქვს შიმშილის შიში. ის ვინც გალობს ღმერთის სახელს არ აქვს მიწიერი საწუხრების შიში. სიტყვაზომიერი კაცი თავისუფლდება მტრობისგან. უზომო ლაპარაკის გამო ადამიანები ხდებიან ჩხუბის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე ყველამ უნდა ჩაინერგოს ზომიერება საუბარში. თავშეკავებულობა მეტყველებაში ხელს უწყობს მეგობრულ გრძნობებს. საფრთხის შიში არ ექნება მას, ვინც ფრთხილია თავის ყოფაქცევაში და აკეთებს ყველა მოქმედებას სათანადო აწონ-დაწონის შემდეგ. ყველა ეს მცნება დაკავშირებულია განათლებასთან. ჭეშმარიტი განათლება შედგება იმის ცოდნაში თუ როგორ უნდა გაატარო მშვიდობიანი ცხოვრება. ეს არის ყოველი განათლებული ადამიანის ნიშანი. დამატებით, თქვენს კარიერაში წინსვლაზე, თქვენ უნდა ესწრაფოთ მსოფლიო მშვიდობისთვის, რადგან თქვენ ყველა ხართ მსოფლიო საზოგადოების ნაწილი. თქვენი კეთილდღეობა მჭიდროდ არის მიბმული მსოფლიოზე. ამიტომ თქვენ უნდა უარი თქვათ ყველა ვიწრო გრძნობაზე და უნდა შეიძინოთ ყველასთან ერთობის გრძნობა და უნდა მოიპოვოთ მეგობრობა ღმერთთან.
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი, 1996.
25.07.2015
თუმცა თქვენი სხეული შეიძლება იყოს უმოქმედო, თქვენი ჭკუა იქნება ძალიან დაკავებული, მისი საკუთარი მოქმედებების შესრულებით. ადამიანები ასეთი ჭკუებით ადვილად ეცემიან ბედის ან კარმიული შედეგების მსხვერპლად! როდესაც ადამიანს ჭკუა დაფიქსირებული აქვს ღმერთის ფიქრებზე და ესწრაფის ჭეშმარიტებას, თუმცა სხეული და გრძნობები ასრულებს ქმედებებს რაც არის მსოფლიოსთვის მსახურება, ეს არ იქნება შეხებული კარმით; თუმცა ისინი აკეთებენ ქმედებებს, ისინი არიან თავისუფალი ქმედებების ნაყოფებიდან. ეს არის გაკვეთილი ბჰაგავად გიტიდან. გული ადამიანის ვინც არ ესწრაფის ჭკუაში წმინდა აზრების დანერგვას არის უეჭველად უბედურებისა და სიბოროტის სამოთხე. ატარეთ ეს თქვენს ჭკუაში: მანამ სანამ თქვენ დაინახავთ ღმრთიურებას ყველაში და ყველგან, გააგრძელეთ მედიტირება და იმეორეთ უფლის სახელი. ასევე, დაუთმეთ თქვენი დრო მსოფლიოს მსახურებას, იქიდან ნაყოფის მიუხედავად. გააგრძელეთ ეს იქამდე, სანამ თქვენი ჭკუა გათავისუფლდება გრძნობების ტალღებისგან და აღივსება ღმრთიურებით. შემდეგ თქვენ იქნებით კურთხეული.
– პრემა ვაჰინი, თავი 72.
26.07.2015
არ არსებობს შეზღუდვა დროის ან სივრცის საკუთარი თავის დასაფიქრელად ყველგანდამსწრე უფალზე. არ არსებობს არაფერი მსგავსი წმინდა ადგილის ან სპეციალური დროის. სადაც ჭკუა ტკბება ღმრთიურზე ფიქრებში, ეს ადგილი არის წმინდა! ყველა შემთხვევაში როდესაც ეს აკეთებს ამას, ეს მომენტი ხდება ხელსაყრელი მომენტი! ძველი ბრძენები და წერილებიც ასევე ააშკარავებს ჩვენთვის რომ ღმერთზე მედიტირებისთვის, არ არსებობს ფიქსირებული დრო ან ადგილი. აქედან გამომდინარე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე როდესაც თქვენი ჭკუა მოისურვებს, იმედიტირეთ უფალზე! მსოფლიო მიაღწევს აყვავებას მხოლოდ დისციპლინირებული სულების მეშვეობით, რომელთა გულები არის სუფთა; ისინი არიან მიწის მარილი. მცდელობაში მსოფლიოს კეთილდღეობის ასამაღლებლად, ამ წუთიდანვე, ყველამ უნდა ილოცოს კეთილშობილებისა და სიწმინდის გამოსაჩენად, და ასევე უნდა ეცადოს დიდის კურთხევის დამსახურებას. ყოველ დღე როდესაც დაწვებით დასაძინებლად, გაიხსენეთ ეს აზრები და შეეცადეთ დაივიწყოთ დღის ტანჯვები.
– პრემა ვაჰინი, თავი 73.
27.07.2015
უფლის საბინადრო აღიწერება სხვადასხვაგვარად როგორც ვაიკუნტა, კაილასა, და ა.შ. ყველა ეს არის უცნაური სახელი. როგორია ღმერთის საბინადრო? უფალმა უთხრა ბრძენ ნარადას `მე ვცხოვრობ იქ სადაც ჩემი ერთგულები გალობენ ჩემს სახელს~. უფალი იმყოფება ერთგულთა გულებში; ეს არის მისი მთავარი მისამართი. ყველა სხვა ადგილი არის `ფილიალი ოფისები!~ ნებისმიერი შეტყობინება გაგზავნილი ღმრთიურთან როგორც თქვენი გულის ბინადართან აუცილებლად მიაღწევს ღმერთამდე. რა იგულისხმება ეკადაშში? ეს არ უნდა ჩაითვალოს როგორც სპეციალური ადგილი ან დრო. ფორმა ეკადასა რუდრა გაკეთებულია აღქმის ხუთი ორგანოთი, მოქმედების ხუთი ორგანოთი და ჭკუით. რუდრა არის ადამიანის სხეულის ბინადარი, რომელიც სავსეა მრავალი ღმრთიური ძალით. შეახსენეთ თქვენს თავს დღეს და ყოველდღე რომ ეს სპეციალური ძალები თვით ღმრთიურების ჩათვლით ბინადრობენ თქვენი გულის სიღრმეში.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი, 1996.
28.07.2015
შეატრიალეთ სიყვარული რომელიც ჩნდება თქვენში ღმერთისკენ. მიუძღვენით თქვენი სხეული ღმრთიურს. ეს არის ერთგულების ჭეშმარიტი ნიშანი. არსებობს სამი შემადგენელი ყოველი ადამიანის არსებაში: ჭკუა, სიტყვის ძალა და სხეული. ამ სამს ეწოდება ტრიკარანა – სამი აქტიური აგენტი. როდესაც ეს სამი გამოიყენება წმინდა მიზნებისთვის, თქვენი ცხოვრება არის ნაკურთხი. ყველას სჭირდება ერთგულება. ყველა ადამიანმა უნდა დანერგოს ეს სული მისი რწმენის მიუხედავად. მხოლოდ სულიერებას შეუძლია ადამიანის არსების გულის და ჭკუის გასუფთავება. მეორე მოთხოვნა არის ზნეობა. ზნეობა ეხმარება მეტყველების (ვააკის) გასუფთავებას. მესამეს ეწოდება დჰარმიკამ. ყველა უბიწო საქმე შესრულებული სხეულით ან ხელებით განგწმენდთ თქვენ. სულიერების, ზნეობის და უბიწოების მეშვეობით არის რომ ეს სამი ინსტრუმენტი სუფთავდება. მხოლოდ იმ ადამიანს რომელსაც მიღწეული აქვს ეს სამმაგი სისუფთავე შეუძლია ღმრთიურის რეალიზება. თუ რომელიმე ამ ინსტრუმენტიდან არის უსუფთაო, თქვენ ვერ იქნებით ღმრთიურის რეალიზების შემძლე.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი, 1996.
29.07.2015
მსოფლიოში თქვენ ადვილად ნახავთ მაგალითებს ზოგიერთი ოჯახი როგორ არის აყვავებული ერთიანობის გამო და სხვა როგორ არის ტანჯვაში ოჯახში უთანხმოების გამო. დღეს სამყაროს სასოწარკვეთილად სჭირდება ერთობა. სწორედ რწმენით ღმერთში შეიძლება ერთობის ამაღლება. შეხედეთ მრავალფეროვნებას ადამიანების პუტტაპარტის დარბაზებში! ადამიანები მოდიან სხვადასხვა სარწმუნოებიდან, ეროვნებიდან და კულტურიდან, მაგრამ ყველა არის ერთიანი ბჰაგავანისადმი თავიანთ საერთო ერთგულებაში. ამ ერთადერთი გრძნობით ღმრთიურში, ერთობა არის მიღწეული. ყველა თქვენგანი ხართ ღმრთიურის განხორციელება. თქვენ ხართ განხორციელება სიყვარულის და მშვიდობის, ღმრთიურების; განივითარეთ ეს ძლიერი რწმენა. ღმრთიურის ძალით თქვენი აღზრდით არ იარსებებს არაფერი რისი შესრულებაც თქვენ არ შეგეძლებათ. კარნა და რავანა არიან ძლიერი კაცების მაგალითები, რომლებიც განადგურდნენ იმის გამო რომ მათ არ ჰქონდათ ღმრთიურის ძალა. პანდავები დაცული იყვნენ ღმრთიურში მათი რწმენის და მათი ერთობის გამო.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი 1996.
30.07.2015
ხე, რაც იზრდება ნიადაგიდან ბრუნდება ნიადაგში; ინდივიდი წარმოშობილი ბრაჰმანიდან (ღმრთიურებიდან) ბრუნდება ბრაჰმანში – ეს ჭეშმარიტება არ არის ადვილად აღსაქმელი და ეს არის საიდუმლო ამ სასწაულებრივი ქმნილების. ბრაჰმანის განხორციელებანო! როდესაც თესლი არის დათესილი მიწაში, ის ღივდება როგორც ნორჩი ხე და დროთა განმავლობაში იზრდება დიდ ხედ. ხეზე, ტოტები, ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი ყველა მოჩანს როგორც განსხვავებული ერთი მეორისგან და ამ თითოეულს აქვს სპეციალური დანიშნულება. მაგრამ ეს ყველა არის სხვადასხვა ფორმა ტალახის რისგანაც ესენი წარმოიქმნა. ადამიანი თოკის დანახვისას შორ მანძილზე ეჭვობს რომ ეს შეიძლება იყოს გველი, ადამიანი ანვითარებს შიშს და ყვირის. მალე მოდის ვინმე და არწმუნებს რომ ეს არის არა გველი არამედ თოკი. იმ მომენტში როცა ადამიანი აცნობიერებს ამას, შიში სცილდება მას. ყველა ამ ფაზაში, თოკი იყო მხოლოდ თოკი. თოკი არის ბრაჰმანი, თქვენ შეცდომით ღებულობთ მას გველად ან ამ ქმნილებად ან ბუნებად მყოფად. შემდეგ მოდის ჯნანი (ერთი ბრძენი) ვინც გიმხელთ რომ ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ არის ჭეშმარიტად ბრაჰმანი. ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ სამყაროში არის ბრაჰმანის გამომჟღავნება.
– ღმრთიური საუბარი, 30 ივლისი, 1996.
31.07.2015
გურუს ნამდვილი მნიშვნელობა არის, ის ვინც არის ატრიბუტებისა და ფორმების მიღმა, უზენაესი მე (ბრაჰმანი). როდესაც ეს მე არის თქვენს შიგნით, სად არის საჭიროება გურუს ძებნის? მასწავლებელი რომელიც ასწავლის სხვებს ჰყავდა მასწავლებელი მას თვითონ. ის ვისაც არ ჰყოლია მასწავლებელი მასზე მაღალი არის ჭეშმარიტი გურუ. სანსკრიტის სტროფი რომელიც ასახელებს გურუს როგორც ბრაჰმა, ვიშნუ და მაჰეშვარა და როგორც პარაბრაჰმანს არის არასწორად ახსნილი. სწორი მიდგომა არის ბრაჰმას, ვიშნუს და მაჰეშვარას განხილვა გურუდ. ეს სამი არის სიმბოლირებული სამი გუნით ან ატრიბუტით. ბრაჰმა არის რაჯასი, ვიშნუ არის სათვა და შივა წარმოადგენს თამასს. მთელი კოსმოსი შედგება ამ სამი გუნით და გუნები წარმოდგენილია თქვენში. სამება არის წარმოდგენილი სამი გუნით ყოველი ადამიანის გულში. ამიტომ თქვენ ხართ თქვენი საკუთარი გურუ. თქვენ არ გჭირდებათ მისი ძებნა სადმე სხვაგან. თქვენ უნდა გრძნობდეთ ყოველთვის თქვენს შინაგან ღმრთიურებას, რომელიც არის წარმოდგენილი ასევე ყველაში. როდესაც თქვენ ეხმარებით ან კვებავთ ვინმეს თქვენ უნდა გრძნობდეთ რომ ღმერთი რომელიც არის თქვენში კვებავს ღმერთს სხვებში.
– ღმრთიური საუბარი, 30 ივლისი, 1996.

ბაბა

კომენტარის დატოვება