იანვარი

1.01.2015 ახალი წელი 2015
ახალმა წელმა უნდა მიგვიყვანოს სულიერი დისციპლინის ახალ ნაბიჯთან. ძველმა ზარი უნდა ჩამოკრას; ახალი უნდა შემოიყვანოს! თქვენ როგორ ზეიმობთ ახალი წლის დღეს? ზოგი ასუფთავებს თავის სახლს აბლაბუდების მოცილებით, ან რთავს მას გირლიანდების ჩამოკიდებით და ფოთლების ან გირლიანდის ყვავილების მოთავსებით. ზოგი ატარებს ახალ კაბას და სხვები ქეიფობენ ახალი ტიპის თეფშებზე. ერთი დღის განმავლობაში ყველა გრძნობს განახლებას და აღდგენას. განახლების ამ დღესასწაულზე ადამიანთა უმეტესობა ზეიმობს გარეგნულად და აგრძელებს თავიანთ ძველ წინასწარ ცუდ განწყობას და მიდრეკილებას, დრომოჭმულ ჩვევებსა და ჩრჩილით შეჭმულ პრინციპებს. ისინი არ უნდა ეცადნენ თავიანთი ჭკუიდან აბლაბუდების ჯაგრისით გაწმენდას? არ უნდა მოიცილონ მათ შეხედულებები და მოტივები რომლებიც ალაქავებს და ამცირებს? ნამასმარანა, ღმერთის სახელის გამეორება, არის სულიერი დისციპლინა მოწერილი წერილებით აწმყო, კალი იუგას ხანისთვის. ეს მოიცავს უარყოფას ყველა ჩვეულების რომელიც ხელს უშლის ღმერთის მუდმივ ხსოვნას. ამიტომ ახალი წლის დღეს, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ მიიღოთ ის და აპრაქტიკოთ ყველაზე მეტად.
– ღმრთიური საუბარი, 27 მარტი, 1971.
2.01.2015
მოსპეთ სურვილების ყველა შტო და ყლორტი; მაშინ თქვენი მანასა საროვარამი (თქვენი შინაგანი ცნობიერების ტბა) ამაღლდება კშევა საგარამში (რძის სუფთა ოკეანეში სადაც უფალი წამოწოლილია გველ საწოლზე). თქვენი ნამდვილი მე უნდა იყოს ციური ჰამსა (გედი), მოლხენილი ამ გრილი ტბის გარდამქმნელ წყნარ წყალში და უნდა აღმოაჩინოს უსასრულო სიამოვნება. ღმერთის სასწაულების (ლიილების) ყველა მოთხრობა არის სუფთა ნექტარი; თითოეულს შეუძლია შესვას თავისი სამყოფი რაოდენობა ამ ნექტრის ოკეანის ნებისმიერი ადგილიდან. ერთიდაიგივე სიტკბო არის ყოველ ნაწილაკში. ღმრთაების სიყვარული და ღმრთაებისადმი სიყვარული ორივე არის მუდმივად ტკბილი და სუფთა, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი არჩევანი თაყვანისცემის, მის სწორად შესაცნობად და მისაღწევად. შაქარი ტკიბილია როდესაც თქვენ ჭამთ დღისით თუ ღამით! ადამიანისთვის რომელიც ჭამს განსხვავებულია დრო – ღამე ან დღე, მაგრამ არა შაქრისთვის. შაქარი არის ტკბილი და თანმიმდევრული გემოში ყოველთვის! ამგვარად არის ღმრთიური სიყვარული, წმინდა და შთამაგონებელი მუდამ!
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’
3.01.2015
ღმერთი შეაღწევს მთელ სამყაროში. ღმერთი არის ადამიანის ყოველ არსებაში, უფრო მეტიც ყოველ ცოცხალ არსებაში. მთელი ქმნილება არის ღმრთიურების გამომჟღავნება. საკმარისი არ არის მხოლოდ ადამიანის სხეულის ქონა. რამდენადაც ღმერთი არის ყველგან, ყველა არსებაში, პრაქტიკა ადამიანური ფასეულობების ითვლება იმდენადვე წმინდად და მნიშვნელოვნად. აქედან გამომდინარე თქვენ უნდა დანერგოთ ადამიანური ფასეულობები ჭეშმარიტების, (სატიას), უბიწოების (დჰარმას), მშვიდობის (შანტის), სიყვარულის (პრემას) და არაძალადობის (აჰიმსას). არასოდეს თქვათ ტყუილი არანაირ ვითარებაში. თუ თქვენ რჩებით ერთგული ჭეშმარიტების, მას მოჰყვება უბიწოება. სადაც ჭეშმარიტება და უბიწოება დადის ერთად, იქ იქნება მშვიდობა. სადაც არის მშვიდობა იქ იქნება სიყვარულიც. არ იარსებებს ადგილი ძალადობისთვის მაშინ როდესაც არსებობს სიყვარული. პირველი და ყველაზე მთავარია ადამიანმა განივითაროს სიყვარული. `სიყვარული არის ღმერთი, ღმერთი არის სიყვარული. ჭეშმარიტება არის ღმერთი, ღმერთი არის ჭეშმარიტება.~ ჭეშმარიტება და სიყვარული არის ღმრთიურების ნამდვილი განხორციელება.
– ღმრთიური საუბარი, 25 დეკემბერი, 2009.
4.01.2015
ადამიანები მიმართავენ აღთქმებსა და რიტუალებს იმ იმედით რომ თავიდან აიცილონ ბოროტება რომელიც შეიძლება ვარსკვლავებმა გამოუხმოს. მაგრამ არ აკეთებენ ძალისხმევას ღმერთის წყალობის მოსაპოვებლად. დაე პომპეზურობა და პირადი თაყვანისცემის ქონა არ იყოს უბრალოდ ზედაპირული, თუ ეს არის, ეს ვერ მოგიტანთ ხანგრძლივ სიკეთეს; უკეთეს შემთხვევაში ეს აგარიდებთ თქვენ ბევრი დროის და ფულის გამოყენებას მავნე მიზნებში! რასაც ამ რიტუალებში მნიშვნელობა აქვს ეს არის `რისთვის?~, არა იმდემად ~როგორ?~. ამ `რისთვისით~ უნდა გაცნობიერდეს ინდივიდის სინამდვილე, რაც ასევე არის სინამდვილე უნივერსალურის! ამიტომ იყავით ერთგული უნივერსალურის; იყავით ძლიერ მოსურნე რომ გახდეთ `ის~. როდესაც თქვენ ელოცებით ღმერთს სამუშაოსთვის ან ვაჟიშვილისთვის ან პრიზისთვის, თქვენ `ხართ ერთგული არა ღმერთის, არამედ სამუშაოს, ვაჟიშვილის ან პრიზის. ელოცეთ ღმერთს ღმერთისთვის; გიყვარდეთ, იმიტომ რომ თქვენი ბუნება არის სიყვარული. გააფართოვეთ თქვენი მე, ჩააბით ყველაში! გაიზარდეთ სიყვარულში.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’
5.01.2015
ყოველი ცოცხალი არსებისთვის სიცოცხლე არის სერია მიღების და უარყოფის, სიხარულის და დარდის, ხეირის და დანაკარგის. მიიღეთ ყველაფერი რაც თქვენ გხდებათ როგორც წყალობის საჩუქარი. რასაკვირველია თქვენ უნდა იმოქმედოთ მთელი ოსტატობით და ერთგულებით თქვენი უნარის შესაბამისად. და თქვენ უნდა ასრულოთ თქვენი მოვალეობები ისე დიდი გულწრფელობით როგორც თქვენ ეთაყვანებით ღმერთს. შემდეგ დაუტოვეთ შედეგები ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, ყოვლადმოწყალე უფალს. რატომ იჭერთ თქვენ თავს პასუხისმგებლად შედეგებზე? ის გკარნახობთ მას, ის აკეთებს მას თქვენი მეშვეობით; ის მოგცემთ ყოველგვარ შედეგს რასაც ის გრძნობს რომ უნდა მოგცეთ! შეგიძლიათ თქვენ მოაგროვოთ ოქრო ოქროს ყუთში? არა! თქვენ აგროვებთ მას ფოლადის ან ალმირაჰის რკინის სეიფში, ასე არ არის? ზუსტად ასევე, გაიგეთ რომ სიხარულის საჩუქარი მოდის შეფუთული მწუხარების ქერქში. არ ელოცოთ ღმერთს რომ მოგცეთ თქვენ მხოლოდ სიხარული, ეს იქნება სულელური. ელოცეთ სულის სიმტკიცისთვის იმის გასაცნობიერებლად რომ მწუხარება და სიხარული არის მხოლოდ ორი მხარე იგივე მონეტის.
– ღმრთიური საუბარი, 27 მარტი, 1971.
6.01.2015
ძველ დროს, ბრძენები რომლებიც ასრულებდნენ მკაცრ ეპიტიმიას საბოლოო სინამდვილის გასაცნობიერებლად, განცდიდნენ მას და აცხადებდნენ რომ უზენაესი უფალი არის თამასის მიღმა. ეს ნიშნავს, უფლის განსაცდელად ჩვენ უნდა მოვცილდეთ თამო-გუნისგან (უმეცრების სიბნელიდან). უფალი არის თამასის ფარდის იქით. როდესაც საფარველი მოსცილდება, უფალი შეიძლება გახდეს ხილული. თუ ადამიანი სავსეა თამო-გუნით თავიდან ფეხებამდე, როგორ შეძლებს ის ღმერთის განცდას? თქვენ გაქვთ სურვილების მთები თქვენს გულში; თქვენ სთავაზობთ პატარა ქოქოსს უფალს! არის ეს სიყვარული? არის ეს ერთგულება? არა! ეს არ არის გზა ღმერთის სალოცად. წყალობის ძებნა არ არის ლოცვა საერთოდ. ამის საწინააღმდეგოდ, ადამიანი სავსე უანგარო სიყვარულით აღწევს ყველაფერს ცხოვრებაში და არის მუდამ მზად რაიმეს მსხვერპლად შესაწირად. თქვენ ხართ ღმერთი. მოცილდით თქვენი სხეულის ცნობიერებისგან, და თქვენ გააცნობიერებთ თქვენს ღმრთიურებას. განივითარეთ სიყვარულის და მსხვერპლის ხარისხები.
– ღმრთიური საუბარი, 1 ივნისი, 1970.
7.01.2015
ღმრთიური სიყვარულის განხორციელებანო! ღმერთი ავსებს მთელ კოსმოსს თავისი ურიცხვი ფეხებით, ხელებით, თვალებით, სახეებით და ყურებით. მაგრამ ამ ფაქტის გაუცნობიერებლად, ადამიანები წარმოიდგენენ თავის თავს მკეთებლად და ნებივრობენ ყველა სახის სპეკულირებასა და საკუთარი თავის ქებაში. უფალი ხედავს ყველაფერს. ვერავინ დამალავს მისგან რაიმეს. ის ბინადრობს ყველა ცოცხალი არსების შიგნით და გარეთ. აქედან გამომდინარე შეუძლებელია დაფარული იყოს რაიმე მისგან. ღმერთი ესწრება ყველაში ერთი და იგივე ფორმაში. თუმცა ცოცხალი არსებები განსხვავდებიან შესახედაობით ერთი მეორისგან, ღმერთის დასწრება არის შეთავსებული. მზე ანათებს წყალზე ტბაში, ჭაში, ჭურჭელში, მდინარეში ან ოკეანეში – ეს არის არეკლილი სხვადასხვა სახით მაგრამ მზე არის ერთი. სწორედ ასე ღმერთი არის ერთი და იგივე ყველა არსებაში. ამ მსოფლიოში შენთვის არ არსებობს არავინ უფრო ახლობელი ვიდრე არის ღმერთი.
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი, 1991.
8.01.2015
თქვენ ჭკუას შეუძლია გამოიწვიოს მონობა; მას შეუძლია აგრეთვე გათავისუფლების მონიჭება. ეს არის ვნებიან (რაჯასურ) და უმეცრებიან (ტამასურ) დამოკიდებულებათა ნარევი. ეს არის ადვილად დაჭუჭყიანებული. ეს ტკბება საგნების ნამდვილი ბუნების დამალვაში და ასხამს მათზე ფორმას და აძლევს მნიშვნელობას რასაც ეს ისურვებს. ამიტომ ჭკუის მოქმედება უნდა დარეგულირდეს. ჭკუას აქვს ორი დახასიათება. პირველი, ის მირბის უმწეოდ გრძნობების შემდეგ. ჭკუამ რომელ გრძნობასაც არ უნდა მისდიოს ეს არის უბედურების მიპატიჟება. როდესაც წყლის ქოთანი ცარიელდება, ჩვენ არ გვჭირდება დასკვნის გაკეთება რომ მისგან გაჟონვა მოხდა ათი ნახვრეტის მეშვეობით; ერთი ნახვრეტი საკმარისია მის დასაცლელად. ზუსტად ასევე, თუ ერთი გრძნობაც კი არ კონტროლირდება, თქვენ ჩავარდებით მონობაში. ამიტომ დაეპატრონეთ ყველა გრძნობას. მეორე, ჭკუის ძალა შეიძლება ხელშეწყობილი იყოს ისეთი კარგი პრაქტიკებით როგორიც არის მედიტირება, სახელის გამეორება, ღმრთისმოსავი გალობა, და თაყვანისცემა. ძალით და სიმარჯვით ამგვარად გაძლიერებული ჭკუა შეიძლება აეწყოს სულიერი წინსვლის დახმარებაზე.
– სუტრა ვაჰინი, თავი 1.
9.01.2015
პატარა ბავშვი (პარიკშიტი) მოთავსებული იყო ოქროს თასზე მისი სახელდარქმევის ცერემონიაზე. ბავშვმა დაუყოვნებლივ დაიწყო მოძრაობა თითქოს ეძებდა ვინმეს სასოწარკვეთილად და მალე მკვირცხლად შეტრიალდა უფალ კრიშნასკენ. მან ხელი ჩასჭიდა კრიშნას ფეხებს და სთხოვა მას თავისი მზერით აეყვანა და მოფერებოდა! უფალმა უპასუხა მის ძლიერ სურვილს, მომცინარმა, მოწყალედ მოხრილმა აიყვანა ბავშვი თავის კალთაზე. უფლისწული მიაშტერდა უფლის სახეს თვალის დაუხამხამებლად; მან არ შეატრიალა თავი ამ თუ იმ სახით, და არ მიეწოდა რაიმეს თავისი ხელებით და არ გამოსცა რაიმე ხმა. ყველა, მათ შორის უფალი კრიშნაც იყო გაოცებული ამ საქციელით, ეს იყო ასე უჩვეულო ყველა ბავშვისთვის. შემდეგ უფალი ცდილობდა ბავშვის ყურადღების გადატანას თავისგან მის წინ მრავალი სათამაშოს მოთავსებით, და თითონ იმალებოდა თვალთახედვიდან, ელოდებოდა რომ ბავშვი დაივიწყებდა მას. მაგრამ ბავშვის ყურადღება არ იყო გადატანილი რაიმე თამაშსა თუ საგანზე. ის ეძებდა თვით უფალს და არავის სხვას. ასეთი უნდა იყოს ადამიანის მოქცევა.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 3.
10.01.2015
ადამიანებს გაქვთ სამი მთავარი ინსტრუმენტი თავის ასამაღლებლად: გონება, ჭკუა და გრძნობები. როდესაც ჭკუა არის დამონებული გრძნობებით, თქვენ იხლართებით და იზღუდებით. იგივე ჭკუას, როდესაც რეგულირებულია გონებით, შეუძლია ადამიანს გააცნობიერებინოს თავისი სინამდვილე (ატმა). მენტალური ძალა მიღებული სულიერი პრაქტიკით მიმართული უნდა იყოს ჭკუის მოსაშორებლად მცდარი გზებიდან. მართეთ თქვენი გრძნობები ინტელექტის (ბუდჰის) პრინციპის გამოყენებით და გაათავისუფლეთ ეს გრძნობები მფლობელობიდან რომელიც ჭკუას აქვს მათზე. ჭკუა (მანასი) არის კონა აზრების, ერთობლიობა სურვილების და წადილების. როგორც კი აზრები, სურვილები ან წადილები წამოსწევს თავის თავს, გონებამ (ბუდჰიმ) უნდა გამოიკვლიოს მათი მნიშვნელობა და ნამდვილობა: არის ეს კარგი თუ ცუდი, დამხმარე თუ ხელის შემშლელი, სად მიგვიყვანს ეს ან სად დასრულდება. თუ ჭკუა არ ემორჩილება ამ გამოკვლევას, ის ჩააგდებს თავის თავს ღრმა მწუხარებაში. თუ ჭკუა ემორჩილება თქვენს გონებას, თქვენი სულიერი წინსვლა დაჩქარდება.
– სუტრა ვაჰინი. თავი 1.
11.01.2015
ეს უნდა იყოს აღიარებული რომ სპორტი და მუსიკა განზრახულია ადამიანისთვის ჯანმრთელობისა და ბედნიერების მისანიჭებლად. ფიზიკური მომზადება და ფსიქიური ჯანმრთელობა არის ერთნაირად მნიშვნელოვანი. უხეშ ფიზიკურ სხეულთან ერთად ყველას აქვს წმინდა სხეული (სუკშმა სარირა). კარგად იზრუნეთ თქვენს წმინდა სხეულზე სულიერი ვარჯიშების შესრულებით რაც დაგეხმარებათ თქვენ ღმრთიურის გაცნობიერებაში. ნამდვილი განათლება გამოიხატება კარგი ხარისხების შეძენაში, კარგი აზრების კულტივირებაში, ალალმართლობაში, ერთგულებაში, დისციპლინასა და მოვალეობაზე მიძღვნაში. სპორტი და თამაშები მოგცემთ თქვენ ამ ხარისხების შეძენის შესაძლებლობას, და ეს ანიჭებს სხეულს ჯანმრთელობას, ჭკუას, და სიხარულს. სამი განსაკუთრებული უპირატესობა შეიძლება მივიღოთ სპორტიდან და თამაშებიდან: გუნდად ჩამოყალიბების სული, საერთო თანხმობა და სიხარული. მაშინაც კი, თუ ადამიანები საუბრობენ სხვადასხვა ენაზე და განსხვავდება მათი ჩვევები და კულტურა, სპორტული ასპარეზის მეშვეობით თქვენ ადვილად შეგიძლიათ შექმნათ საერთო კავშირი და გაიზიაროთ მეგობრული სულისკვეთება. აქედან გამომდინარე სპორტი და თამაშები უნდა წახალისდეს.
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი, 1991.
12.01.2015
თავი აარიდეთ ძვირფასი დროის ხარჯვას უსარგებლო საქმიანობაში და იყავით ყოველთვის ფხიზლად. დააკავეთ აღქმისა და მოქმედების ორგანოები, და სხეული ხელსაყრელ მაგრამ კეთილშობილურ დავალებებში, მათ დასაჭერად დასაქმებულად. არ უნდა არსებობდეს შანსი სიზარმაცისთვის (თამასისთვის), მასში საცოცად. და ყოველმა მოქმედებამ უნდა შეუწყოს ხელი სხვების სიკეთეს. ხანდახან შეზღუდვისას თვით მოქმედებებით რომლებიც აირეკლავს ადამიანის ბუნებრივ მოვალეობებს (სვა-დჰარმას), შესაძლებელია მათი ამაღლება სულიერ პრაქტიკებში სხეულისა და გრძნობებისთვის. თქვენ ასევე უნდა დაშორდეთ გრძნობითი ობიექტებიდან. ეს ნიშნავს რომ გქონდეთ ჭკუის მდგომარეობა რომელიც არის მიღმა ყველა ორობითობის, რაც აღელვებს და ზეგავლენას ახდენს, როგორიც არის სიხარული და დარდი, მოწონება და დაწუნება, კარგი და ცუდი, შექება და გაკიცხვა. ასეთი საერთო განცდები რომელსაც ადამიანი ხვდება შეიძლება გადაილახოს ან იყოს უარყოფილი სულიერი ვარჯიშების ან ინტელექტუალური გამოკვლევების მეშვეობით. ეცადეთ თავის დაღწევას საპირისპიროებებისა და ორობითობისგან და მიაღწიეთ გაწონასწორებასა და სტაბილურობას.
– სუტრა ვაჰინი, თავი 1.
13.01.2015
ყველამ შეაფასა ჩინებული ხერხი რომლითაც პარიკშიტი ეძებდა უფლის კალთას და შეაქო მყარი რწმენა რომელსაც მან უკვე მიაღწია. იუდჰიშტირა საგონებელში იყო ჩავარდნილი ბავშვის ყოფაქცევით და სთხოვა ვიასას, დიდ ბრძენს, ახსნა. ვიასამ უთხრა, `იუდჰიშტირა! როდესაც ეს ბავშვი იყო საშვილოსნოში, სასიკვდილო ისარი რომელიც მას დაუმიზნა აშვათჰამამ მოსასპობად იყო ახლოს თავის მიზანზე დასარტყმელად. უფალი კრიშნა შევიდა ჩანასახის სახლში და გადაარჩინა ის განგმირვისგან. ამ ბავშვს სწყურია გაიგოს ვინ გადაარჩინა ის ამისგან საშვილოსნოში. მან დაიწყო ყველას დათვალიერება, რომ მოძებნოს ვინმე ის ვისაც აქვს იგივე ბრწყინვალება რომელიც მან ნახა ჩანასახად ყოფნისას საშვილოსნოში. დღეს როდესაც მან ნახა ღმრთიური ფორმა მთელი მისი ბრწყინვალებით, ის წავიდა პირდაპირ მისკენ და ლოცულობდა რომ დამჯდარიყო მის კალთაზე. უფალმაც, დაუყოვნებლივ დაუთმო მის ლოცვას~ იუდჰიშტირამ შემდეგ დაღვარა სიხარულის და უფლის უსაზღვრო წყალობის მადლიერების ცრემლები.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 3.
14.01.2015
როდსაც პანდავები იყვნენ ტყეში, კრიშნამ მოინახულა ისინი. ძმებმა უთხრეს უფალ კრიშნას, რომ ისინი მორიგეობით ფხიზლობენ ღამის განმავლობაში და კონტროლს უწევენ ბოროტი სულების და დემონების საქმიანობას. იუდჰისთრამ სცადა გადაეთქმევინებინა კრიშნასთვის მონაწილეობის მიღება გუშაგის მოვალეობის შესრულებაზე, მაგრამ კრიშნა მტკიცედ მოითხოვდა. უფლის მორიგეობის დროს, არავითარი ბოროტი სული არ გამოჩნდა. შემდეგ მოვიდა არჯუნა, და კრიშნა უთვალთვალებდა მას შორიდან. არჯუნას გასაკვირად, არცერთი ბოროტი სული არ გამოჩნდა როდესაც კრიშნა იყო იქ. კრიშნამ მოგვიანებით აუხსნა რომ ბოროტი სულები იყო მხოლოდ ანარეკლი ადამიანის სიძულვილისა და შიშის, და როდესაც ადამიანი არის თავისუფალი ამისგან, ვერავითარი ბოროტი სული ვერ გამოჩნდება და ვერ გააკეთებს რაიმე საზიანოს. კრიშნამ გამოააშკარავა რომ ღმრთიური არსებობს ეგრეთწოდებულ ბოროტ სულებშიც კი, და რომ თუ ადამიანი იშორებს მასში არსებულ ცუდ ხარისხებს, ბოროტი სულები ვერ გააკეთებენ რაიმე საზიანოს. თქვენი რისხვა იღებს დემონის ფორმას. თუ თქვენ განივითარებთ სიყვარულს, ყველაფერს რასაც შეხვდებით ექნება სიყვარულის ფორმა.
15.01.2015
დღეს მზე-ღმერთი იწყებს თავის ჩრდილოეთის მოგზაურობას, ხელსაყრელ უთთარაიანას. დაე ამ სანკრანტიმ მოიტანოს ცვლილება თქვენს დამოკიდებულებაში, იმგვარად რომ თქვენ განწმინდოთ თქვენი სიცოცხლე. ცვლილების (კრაანტის) და მშვიდობის (შანტის) უნარი ორივე არის თქვენს გულში. არ დაუწყოთ მათ ძებნა გარე სამყაროში. აღმოაჩინეთ ეს თქვენში. დღეს არის ღმერთის შეცნობის გზის სხვა მაჩვენებელიც. მზე არის უანგარო და დაუღალავი მსახურების უმაღლესი მაგალითი. სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლებელია მხოლოდ მზის გამო. მზე ასწავლის ყველას მოვალეობისადმი, რაიმე პატივმოყვარეობის გარეშე, თავმდაბალი ერთგულების გაკვეთილს. მზე ღმერთი არის ბრწყინვალე მაგალითი და შეხსენება თითოეულისთვის რომ მან უნდა ასრულოს თავისი მოვალეობა ერთგულებითა და მიძღვნით. ადამიანის მოვალეობების უანგარო შესრულება არის უმაღლესი იოგა, ამბობს უფალი კრიშნა გიტაში. ემსახურეთ თქვენს მშობლებს და საზოგადოებას, და ატარეთ ღვთისმოსავი ცხოვრება! აქედან დაე თქვენი მოქმედებები და აზრები იყოს კარგი. თქვენ უეჭველად განცდით ღმრთიურ ნეტარებას.
– ღმრთიური საუბარი, 15, იანვარი, 1992.
16.01.2015
თქვენი ცხოვრება შეიძლება შედარდეს შაქრის ლერწმის ღეროსთან. მსგავსად ლერწმის რომელიც არის მყარი და აქვს ბევრი კვანძი, სიცოცხლე არის სავსე სირთულეებით. მაგრამ ეს სირთულეები უნდა გადაილახოს ღმრთიური ნეტარებით დასატკბობად, ისევე როგორც შაქრის ლერწამი უნდა დაიჭეჭყოს და მისი წვენი უნდა გარდაიქმნას ლერწმის შაქრად (ჯაგგერად) მიღებული სიტკბოთი სარგებლობისთვის. მტკიცე ნეტარება შეიძლება მიღებული იქნეს განსაცდელების და მწუხარებათა დაძლევით. ოქრო ვერ გახდება მიმზიდველი ძვირფასეულობა თუ ის არ დაექვემდებარება დნობის და საჭირო ფორმაში გამოჭედვის მძიმე განსაცდელ პროცესს. როდესაც მე მივმართავ ერთგულებს, როგორც ‘ოქროს ადამიანო (ბანგარუ)’ ან სიყვარულის ღმრთიურო განხორციელებანო! მე სინამდვილეში ამას ვფიქრობ! თქვენ უნდა გაიაროთ ცხოვრების უკუღმართობები მოთმინებით და უნდა გახდეთ მიმზიდველი ძვირფასეულობა. თქვენ არ უნდა მისცეთ თქვენ თავს სირთულეებით შემუსვრის უფლება. განივითარეთ თავდაჯერებულობა და გქონდეთ მტკიცე რწმენა ღმერთში.
– ღმრთიური საუბარი, 15 იანვარი, 1992.
17.01.2015
ჩვენ ვხედავთ გარეგან ვითარებებს რომლებიც შედეგდება საბოლოო მოვლენებში, და ჩვენს უმეცრებაში ჩვენ განვსჯით რომ ამ მიზეზების კრებულმა აწარმოა ეს ეფექტები. ჩვენ ვხვდებით ემოციების და გრძნობების ბუნებას იქიდან რასაც ჩვენ ვზომავთ მოვლენებიდან. მაგრამ ვითარებები, მოვლენები, ემოციები, და გრძნობები არის უბრალო ‘ინსტრუმენტები’ მის ხელებში, ემსახურება მის ნებას და მის მიზანს. როდესაც მოდის მომენტი, ის იყენებს მათ თავისი გეგმისთვის და მოაქვს ირგვლივ შედეგი რომელიც მან ინება. ის არის განხორციელება დროის (ქალის); ის მოდის როგორც დროს პატრონი. ატმას რწმენის ძალა არის ხიდი რომელიც აერთებს ღრმა ნაპრალის ნაპირებს და მათ ვისაც განვითარებული აქვს ეს ძალა და რწმენა წყალდიდობები არ ეხება. მყარი რწმენით როგორც მათ უსაფრთხო საყრდენზე, ისინი შეძლებენ მეორე ნაპირის მიღწევას, ყველა საფრთხის გაბედულად შეხვედრით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ დიდი თოჯინის წარმოდგენა შემქმნელით, პატრონი დირექტორით!
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 9.
18.01.2015
სუფთა და უანგარო სიყვარული ყველა ცოცხალი არსების მიმართ მათი, როგორც ღმრთიურების განხორციელების განხილვით, ჯილდოს მოლოდინის გარეშე, არის ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარული. სიყვარული უნდა იყოს ანტიპათიიდან თავისუფალი, მეგობრული და შემბრალებელი ყველა არსების მიმართ (ადვეშთა სარვაბჰუუტაანაამ მაითრაჰ კარუნაივაჩა)! როგორიც არ უნდა იყოს უკუღმართობები რომელსაც ადამიანი შეიძლება შეხვდეს იქნება ეს პირადი დარდი თუ გაჭირვება რომელიც შესაძლოა ადამიანმა გადაიტანოს, ჭეშმარიტი სიყვარული უნდა დარჩეს ხელშეუხებელი. დღეს როდესაც რაიმე სირთულეები წარმოიქმნება ან როდესაც ზოგიერთი პრობლემა ამოტივტივდება, სიყვარული გადადის სიძულვილში. სიყვარული არის ტკბილი ხილი რომელიც იზრდება კეთილი საქმეების სურნელოვანი ყვავილიდან. სიყვარული მართავს მახვილის დახმარების გარეშე. ეს ავალებს კანონის გარეშე. მსგავსად ლოტოსის რომელიც ყვავის როდესაც მზე ამოდის, ადამიანის გული ყვავდება როდესაც სიყვარული შედის მასში. მსგავსად ცეცხლის ალის ნათების, მსგავსად მზის სხივების, ღმრთიური სიყვარული არის ბუნებრივი ხარისხი წარმოდგენილი ადამიანის ყოველ არსებაში.
– ღმრთიური საუბარი, 6 მაისი, 1985.
19.01.2015
ღმრთიურების განსაცდელად თქვენი ყველა მოქმედება დამიზნებული უნდა იყოს თქვენი ჭკუის და გულის გასუფთავებაზე. როდესაც გული არის სუფთა, სიბრძნის სინათლე ბრწყინავს. განათებული გული ხდება სუფთა სიყვარულის სათავსი. ადამიანი სიყვარულის გარეშე არის ცოცხალი გვამი. სიყვარული არ არის ურთიერთობა კაცსა და ქალს შორის, ან კაცსა და სხვა ობიექტებს შორის. ეს არის ყველა ცოცხალი არსების თანდაყოლილი სასიცოცხლო ძალა. `მე ვარ სული მუდმივი ყველა ცოცხალ არსებაში (მამაატმა სარვაბჰუუტაატმა)~. ღმრთიური მე არის ყველა ცოცხალ არსებაში და არ აქვს ფორმა. ის განიცდება როგორც სიყვარული. სიყვარული არის სასიცოცხლო სუნთქვა, ჩვენი სული! ახალგაზრდამ და ხნოვანმა ერთნაირად უნდა განივითაროს მყარი, არაცვალებადი, და ურყევი სიყვარული. ყველა თქვენგანი სავსე უნდა იყოს უანგარო მიძღვნის გრძნობით, რომელიც წარმოიქმნება სხვების მსახურებიდან (სევადან) რომელშიც არ არის ეგოისტური სიამაყე. იმხიარულეთ გაღებით უპირატესად ვიდრე აღებით.
– ღმრთიური საუბარი, 6 მაისი,, 1985.
21.01.2015
`როდესაც უფალი იღებს თავისზე ილუზორულ ადამიანის ფორმას, ის დადის ჩვენთან ერთად, გვიერთდება და სადილობს ჩვენთან ერთად, იქცევა როგორც ჩვენი საკუთარი ნათესავი, კეთილის მსურველი, მეგობარი, და მასწავლებელი; და ასევე გვიცავს ჩვენ მრავალი უბედურებისგან რომელიც ჩვენ გვემუქრება წალეკვით. ღვრის ჩვენზე ღმრთიურ წყალობას და განსაცვიფრებელი მარტივი ხერხებით წყვეტს ყველაზე რთულ პრობლემებს რომლებიც გვხვდება გადასაწყვეტად. როდესაც ის იყო ახლობელი და ძვირფასი ჩვენთვის, ჩვენ ვიყავით გატაცებული სიამაყით რომ ჩვენ გვქონდა მისი წყალობა და არ ვცდილობდით ჩვენს შევსებას ამ უზენაესი სიხარულით, ღრმად ჩაყვინთვას მისი წყალობის ზღვაში. ჩვენ ვეძებდით მისგან უბრალოდ გარეგან გამარჯვებას და წარმავალ უპირატესობებს, ვიგნორირებდით უზარმაზარ განძს, რომლითაც შეიძლებოდა ჩვენი გულების ავსება. ჩვენ არასოდეს არ ვფიქრდებოდით მის სინამდვილეზე. ჩვენ შეიძლება დავიბადოთ მრავალჯერ, მაგრამ შევძლებთ ჩვენ როდისმე კვლავ გვყავდეს ასეთი მეგობარი და ახლობელი?~, შენიშნა არჯუნამ როდესაც ყვებოდა იმ დროზე რომელიც მან გაატარა კრიშნასთან.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 10.
22.01.2015
`სისხლის ყოველი წვეთი რომელიც მიედინება ძარღვებში არის მხოლოდ წვეთი გადმოღვრილი მისი წყალობიდან. შეძლებს ხუთი ელემენტისგან შედგენილი ეს მატერიალური სხეული მოძრაობას ან მოქმედებას მისი კარნახის გარეშე? ყოველი კუნთი არის მხოლოდ მისი სიყვარულის გუნდა. ყოველი ძვალი და ხრტილი არის მხოლოდ ნაწილი მისი წყალობის. ამის გაგების უუნარო ჩვენ გაბღენძილი დავდივართ და ვტრაბახობთ, ‘მე მივაღწიე ამას; მე შევასრულე ეს’. ადამიანთა უმეტესობა ივიწყებს რომ ყოვლის მმართველი, ყოვლის მცოდნე უფალი არის მარიონეტების მმართველი (სუტრადჰარი), ვისაც უჭირავს მარიონეტების მამოძრავებელი ბაწრები და ვინც ასრულებინებს მათ მათი როლების მოქმედებებს. ხასიათი ვერ გადაიხრება ერთი ბეწოდაც მისი მიმართულებიდან; მისი ნება ხელმძღვანელობს და განსაზღვრავს ყოველ ცალკეულ მოქმედებას და ჟესტს. ეს მართლაც სამწუხაროა რომ უმეტესობა მოქმედი პირების ამტკიცებს რომ ისინი არიან ნამდვილი მკეთებლები და სიამოვნების განმცდელები, ჩაფლული ძირითადი ჭეშმარიტების უცოდინრობაში. როდის ინებებნ ადამიანები ოდესმე გაცნობიერებას, რომ ისინი არიან, მხოლოდ კანის ჩანთები, სიკვდილმისჯილი მისი ნებით?~ წუხდა არჯუნა.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 10.
23.01.2015
თქვენ შეიძლება დაქვემდებარებული იყოთ ცილისწამებას, შეურაცხყოფას და სახელის გატეხვას; თქვენ შეიძლება ჩაყვინთული იყოთ სიღარიბესა და ტანჯვაში; მაგრამ ადამიანი რომელიც ჩაბარდა ღმერთის ნებას მიემშვიდობება ამ ყველაფერს სიხარულით და გადაიტას მას აღუშფოთებლად. უფალი არასოდეს იტყვის უარს თავის შვილებზე. ეს ღმერთის ერთგულები უნდა იყვნენ მომთმენი და მშვიდი, ყველაზე მწარე პროვოკაციისას. ფაქტია, ღვთისმოსავი და ღვთისმოშინში არიან ისინი ვისაც სტუმრობს ტკივილები და უსიამოვნებები: იმისთვის რომ ესწავლებინა კაცობრიობისთვის ეს დიდი ჭეშმარიტებები, კრიშნამ წარმოადგინა ეს დრამა პანდავებით როგორც კასტით. ყოველი შემთხვევა მათი ცხოვრების არის მხოლოდ სცენა მის პიესაში. მსოფლიოსთვის გაცხადება მათი ძლიერი ერთგულების და მათი ქმედითობის და კიდევ მათ ასაღებად მაგალითად ქალის ეპოქისთვის რომელიც უნდა მოსულიყო, უფალმა გამოიგონა ეს ამაღელვებელი დრამა. აქ არ არის არაფერი უფრო მეტი ვიდრე უფლის ეს მიზანი.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 19.
24.01.2015
აზრი არ აქვს ტკბილად საუბარს თუ არ არსებობს სიტკბო თქვენს გულში. სიტკბო ლაპარაკში და სიმწარე გულში არ არის არის ადამიანის არსების ხარისხი. უნდა არსებობდეს სიტკბო თქვენს აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში. ეს არის ადამიანის არსების ჭეშმარიტი ნიშანი. ადამიანის არსებები ითვლებიან ყველაზე უფრო წმინდად რადგან მათ აქვთ სიყვარულის უნიკალური ხარისხი. ღმერთი ინკარნირებს ადამიანის ფორმაში მხოლოდ სიყვარულის გზავნილის გასავრცელებლად. როგორც კი თქვენ გექნებათ სიყვარული თქვენს გულში, თქვენ შეგეძლებათ მთელი მსოფლიოს დაპყრობა. არსებობს სიყვარული თქვენში მაგრამ თქვენ უძლური ხართ მის გამოსახატად სწორი გზით. განივითარეთ ძმობის სული. მაშინაც კი როდესაც თქვენ ხვდებით თქვენს სასტიკ მეტოქეს, მიმართეთ მას როგორც ძმას და ისაუბრეთ მასთან სიყვარულით. როდესაც თქვენ მიმართავთ მას როგორც ძმას, მისი გული დნება და სიძულვილი ქრება მაშინვე. ამიტომ შეავსეთ თქვენი გული სიყვარულით. ამ მსოფლიოში არაფერი არ არის სიყვარულზე უმაღლესი.
– ღმრთიური საუბარი, 17 ოქტომბერი 2003.
25.01.2015
პიროვნების დიდობა დამოკიდებულია მიღწეულ კულტურულ სრულყოფილებაზე. კულტურა’არ ნიშნავს უბრალოდ ბეჯითობას. ის ნიშნავს ცუდი აზრების და მიდრეკილებების მოცილებას და კარგი აზრებისა და ხარისხების წინწამოწევას. მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდა მოწაფეებმა იცხოვრონ ცხოვრებით რომელსაც ახასიეთებს მშვიდობა და თვითკონტროლი, იმიტომ რომ შემდეგ მათ როგორც მოქალაქეებს ჰქონდეთ მშვიდობიანი და დაკმაყოფილებული ცხოვრება. ადამიანის ცხოვრება შეიძლება შევადაროთ ხეს და პიროვნების ნათესავები მის ტოტებს. ამ ტოტებზე ყვავის აზრებისა და გრძნობების ყვავილები. ეს ყვავილები თანდათანობით ვითარდება კარგი ხარისხების და სათნოების ნაყოფებად. ნექტრის წვენი ამ ნაყოფებში არის ხასიათი. ფესვებისა და ნაყოფის გარეშე ხე არის უბრალოდ შეშა. თავდაჯერებულობა არის ცხოვრების ხის ფესვი და ხასიათი არის ნაყოფი. იმედით რომ თქვენ გახდებით სანიმუშო მოქალაქეები, განწმენდთ თქვენს გულებს და გარდაქმნით საზოგადოებას, მე გლოცავთ თქვენ ყველას.
– ზაფხულის თავსხმები, იანვარი, 1979, თავი 1.
26.01.2015
არსებობს ოთხი კომპონენტი გამოთქმაში ‘სურვილების ჭერი’. ეს არის – ალაგმვა მეტისმეტი ლაპარაკის, ალაგმვა მეტისმეტი სურვილების და ხარჯის, და კონტროლი საჭმლის მოხმარებასა და ენერგიის ხარჯვაზე. თქვენ გჭირდებათ ზოგიერთი არსებითი ფართო მოხმარების საქონელი საზრდოდ. თქვენ არ უნდა გაისარჯოთ უფრო მეტად. ისწავლეთ გაკვეთილი ამ მხრივ ბუნებიდან. მხოლოდ თუ ჰაერი მოდის საჭირო რაოდენობით ის იქნება კომფორტული და კარგი. თუ ის არის უზომო და არის ქარიშხალი თქვენ იგრძნობთ არაკომფორტულობას. როდესაც თქვენ გწყურიათ, თქვენ შეგიძლიათ მოიხმაროთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის წყალი. თქვენ არ შეგიძლიათ შესვათ მთელი განგა! ექიმებმა იციან რომ სხეულის ტემპერატურა ნორმალური არის 98,4 (კელვინით). თუ ეს მიდის 99-ს ზემოთ ისინი ამბობენ რომ ეს არის სხეულში რაიმე არეულობის გამო. ამგვარად თქვენ აღმოაჩენთ რომ თუ თქვენ გადაკვეთთ ზღვარს მცირე მანძილზეც კი ეს არის საშიში ან საზიანო.
– ღმრთიური საუბარი, 19 იანვარი, 1983.
27.01.2015
ღმერთს უნდა მხოლოდ ყვავილი თქვენი გულის რომელიც სავსეა თავმდაბლობით და ერთგულებით. რვა სახის ყვავილი შეიძლება შესთავაზოთ ღმერთს, სახელდობრ, 1. არაძალადობა (აჰიმსა), 2. გრძნობების კონტროლი (ინდრია ნიგრაჰა), 3. თანაგრძნობა ყველა ცოცხალი ასრების მიმართ (სარვა ბჰუტა დჰაია), 4. ჭეშმარიტება (სატიამ), 5. მედიტირება (დჰიანამ), 6. მშვიდობა (შანთი), 7. თავმდაბლობა (ვინაია) და 8. ერთგულება (ბჰაკტი). ბჰაგავად გიტაში კრიშნამ ახსენა `პატრამ, ფალამ, პუშპამ, ტოიამ~ (ფოთოლი, ნაყოფი, ყვავილი და წყალი), ეს შეიძლება იყოს შეთავაზებული ღმერთისთვის. `პატრამ~ ნიშნავს საკუთარი თავის შეთავაზებას როგორც ფოთოლის. ყვავილი არის თქვენი გული, `ჰრიდაია პუშპამ~. `ფალამ~ არის ნაყოფი თქვენი ჭკუის. `ტოიამ~ ეხება სიხარულის ცრემლებს წამოსულს თქვენში წრფელი და ლოცვით აღვსილი გულიდან. ღმერთი კმაყოფილია როდესაც აქედან რაიმე ერთი შეთავაზებულია წრფელი ერთგულებით.
– ღმრთიური საუბარი, 19 იანვარი, 1983.
28.01.2015
დღეს თუმცა გარეგნული შესახედაობით ადამიანები არიან ადამიანური, შინაგანი იმპულსებით ისინი არიან სუბ-ადამიანური და დემონური; ის ვისაც არ აქვს მოწყალება ან მსხვერპლგაღება (დანა) ეწოდება დანავა (დემონი). ღმრთიურება (დევა) და დემონი (დანავა) ორივე არის ადამიანის ბუნებაში, და ახლა ეშმაკი მართავს ფესვებს! ამიტომ ადამიანებმა დაკარგეს თავიანთი ნათება, ძალა და ბრწყინვალება! ყოველი თქვენგანი უნდა ესწრაფოს და მოიპოვოს ეს კვლავ სულიერი პრაქტიკით (სადჰანით). ასე რომ გაასუფთავეთ თქვენი თავი განუწყვეტელი მისწრაფებით. დარჩით დარწმუნებული რომ მსოფლიოს შეუძლია მოგცეთ თქვენ მხოლოდ წარმავალი სიხარული; დარდი არის მხოლოდ წინაპირი სიხარულის. ისწრაფეთ აქედანვე, სწორედ ამ მომენტიდან და განივითარეთ სრული და მუდმივი ბედნიერება. იყავით მართალი თქვენ თავთან. იყავით გამბედავი და ფოკუსირებული თქვენს მიზანზე; იყავით წრფელი თქვენს პრაქტიკებში დღეიდან, რადგან დრო მიქრის ჩქარი ნიაღვრის მსგავსად.
– ღმრთიური საუბარი, 28 დეკემბერი, 1960.
29.01.2015
არსებობს სწავლების სამი მეთოდი, სახელდობრ სრავანა (მოსმენა), მანანა (მუდმივი განჭვრეტა) და ნიდიდჰიასანა (ასიმილირება). სინამდვილეში რასაც თქვენ მოისინეთ არ შეიძლება იყოს ადვილად გაგებული და შეთვისებული მხოლოდ მოსმენით. თქვენ უნდა აკეთოთ ზოგიერთი მანანა ან იფიქროთ მოსმენილზე კვლავ და კვლავ და შემდეგ შეითვისოთ რაც თქვენ მოისმინეთ. ეს არის ნიდიდჰიასანა. თუ თქვენ აკეთებთ სამივეს მხოლოდ მაშინ შეძლებთ დატკბობას იმის ნაყოფით რაც თქვენ გაქვთ მოსმენილი. შეიძლება თქვენი შიმშილის დაოკება უბრალოდ იმაზე მზერით რაც უკვე მომზადებულია? მაშინაც კი თუ თქვენ შეჭამეთ რაც მომზადებულია, იქნებით თქვენ შემძლე მიიღოთ საჭირო ძალა კვებიდან? მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მოინელებთ საჭმელს რომელიც შეჭამეთ, თქვენ შეძლებთ კვების მიღებას. როგორც საკვების მომზადება, ჭამა და შემდეგ მონელება არის სამი აუცილებელი პროცესი საბოლოო შედეგის მისაღებად, სწორედ ასევე სრავანა, მანანა და ნიდიდჰიასანა უნდა მისდევდეს ერთი მეორეს ამ წესით, მხოლოდ მაშინ შეძლებთ თქვენ ატმა ვიდიას ზოგიერთი ასპექტის დაუფლებას.
– ზაფხულის თავსხმები, 1974, თავი 22.
30.01.2015
გიტა გვირჩევს ყველას შევითვისოთ `უწყინარი საუბარი, იმის რაც არის ჭეშმარიტი, სასიამოვნო და სასარგებლო~. ჭეშმარიტების სადჰანის პრაქტიკის განმავლობაში, ზოგჯერ, შეიძლება საჭირო გახდეს უსიამოვნო სიმართლის გამოაშკარავება. ასეთ მომენტებში თქვენ უნდა შეარბილოთ და დაატკბოთ მათი დარტყმა, შეგნებულად მათი დატვირთვით სიყვარულით, თანაგრძნობით, და გაგებით. დაეხმარეთ ყოველთვის, არ დააზიანოთ არასდროს – ეს არის წესი. პატივი ეცით ჭეშმარიტებას როგორც თქვენს სუნთქვას. თქვენი შეპირება არის წმინდა თამასუქი. არასოდეს დაარღვიოთ ჭეშმარიტების აღთქმა. ერთადერთი დაბრკოლება ჭეშმარიტების მპრაქტიკებლებისთვის რასაც ყველა შეხვდება პირისპირ, არის ეგოურობა. უარი თქვით ეგოურობაზე, დარჩით ერთგული ჭეშმარიტების და უანგარო სიყვარულის, დაე თქვენი გული აწყობილი იყოს ჭეშმარიტებაზე და ჭკუა გაჯერებული იყოს სიყვარულით. სიწმინდის სამება – საუბარი თავისუფალი სიცრუით დაჭუჭყიანებისგან, ჭკუა თავისუფალი ვნებიანი სურვილით წახდენისგან, და სხეული თავისუფალი ძალადობის შხამისგან – უნდა იყოს მიღებული ყველას მიერ როგორც იდეალი და ყველამ უნდა იცხოვროს მის შესაბამისად.
– ღმრთიური საუბარი, 5 დეკემბერი, 1985.
31.01.2015
თუ თქვენ დგეხართ იგივე დონეზე რაც აქვს ოკეანეს და უმზერთ მას, ის მოგეჩვენებათ როგორც წყლის უზარმაზარი სივრცე. მეორე მხრივ, თუ თქვენ უმზერთ იგივე ოკეანეს უაღლესი წერტილიდან, ის მოგეჩვენებათ როგორც ტბა. ამის მსგავსად რიშები (ბრძენები) იყვნენ სულიერი ცოდნის უმაღლეს დონეზე და შორს სამყაროდან, მათ შეეძლოთ შეეცნოთ ეს უზარმაზარი მსოფლიო როგორც ძალიან პატარა და უმნიშვნელო ყოფიერება. მაშინ როდესაც უფრო დაბალ დონეზე, ადამიანი ფიქრობს რომ მსოფლიო არის დიდი, მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი. მრავალსახოვნება და განსხვავებები მოჩანს უფრო ნათლად. მაგრამ როდესაც ადამიანი ვითარდება უმაღლეს დონეზე, ყველაფერი დაინახება გლუვად, პატარად და სწორად. როდესაც ჩვენ გვაქვს ვიწრო ხედვა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ენები ყველაფერი მოჩანს როგორც პრობლემების და განსხვავებების სიმრავლე. თუ თქვენ შეძლებთ ასვლას მაღალ ადგილზე და შეხედავთ მსოფლიოს ის გამოჩნდება ერთ გაერთიანებულ ასპექტად და ყველა ადამიანი და ენა გამოჩნდება როგორც ერთი.
– ზაფხულის თავსხმები, 1974, თავი 22.

სატია საი ბაბა

კომენტარის დატოვება