მოთხრობილები

პატარა არაკი,
მოთხრობილი საი ბაბას მიერ

ერთხელ შანკარაჩარიას მიუახლოვდა მიუკარება,
 მაგრამ ბრძენმა დაიყვირა:

“არ მოხვიდე ახლოს ჩემთან! დადექი ჩემგან მოშორებით!”
მაგრამ ადამიანმა ჰკითხა: “რა უნდა დადგეს მოშორებით – სხეული?
მაგრამ სხეული ინერტულია. როგორ შეძლებს შენი ინერტული სხეული თხოვოს ჩემს ინერტულ სხეულს დადგეს მოშორებით? ისინი ორივე ინერტულებია.
განა შეძლებს ერთი ინერტული ობიექტი ელაპარაკოს მეორე ინერტულ ობიექტს?
თუ შენ გინდა რომ ატმა ჩემში დადგეს შენგან შორს? მაგრამ ატმა ჩემში და ატმა შენში ერთიდაიგივეა. მაშ შენ რაღა გინდა, რომ იდგეს შენგან მოშორებით?”

აქ შანკარაჩარიამ შეიცნო, რომ მის წინაშე არის თვით ღმერთი და გაერთხა მის წინაშე მიწაზე. 

მაშინ ღმერთი წარდგა მის წინ
შივას ფორმაში და უთხრა:
“მე მივიღე მიუკარებას ფორმა,
რომ აღმომეფხვრა შენი ჭკუიდან მცდარი წარმოდგენები”.