იმისთვის რომ შეიძინო თვითრეალიზება, აუცილებელია განივითარო რწმენა საკუთარ თავში
ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას ღმრთაებრივი გამოსვლა პრაშანტი ნილაიამში ონამის დღესასწაულზე 2008 წლის 12 სექტემბერს.
ბჰარატ – ეს არის მრავალი კეთილშობილი ადამიანის სამშობლო, ვინც სახელი გაითქვა ყველა კონტინენტებზე. ბჰარატას ბრძოლის ველიდან განდევნილნი იყვნენ მმართველები უცხო ქვეყნებიდან და მოპოვებული იქნა თავისუფლება. ამ მიწამ შეიძინა მაღალი რეპუტაცია, თავისი მეცნიერების მადლით. ბჰარატ – ეს არის ღმრთიური მიწა, რომელზეც დაიბადნენ დიდი მსახიობები, მუსიკოსები, ლიტერატორები და მეცნიერები. ო, ჭაბუკებო და ქალიშვილებო! თქვენ დაიბადეთ ამ დიად მიწაზე! შეინარჩუნოთ ბჰარატის დიდება – ეს არის თქვენი მოვალეობა! (ლექსი ტელუგუზე)
ბჰარატ – ეს არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. ის იმდენად ძვირფასია ღმერთისთვის, რომ ის რამდენიმეჯერ განხორციელდა ამ დიდ მიწაზე. ამ ქვეყნის ადამიანებმა განივითარეს ღმერთისადმი ღრმა სიყვარული და ერთგულება. აქ დაიბადნენ დიდი მეომრები, მეცნიერები და ინტელექტუალები. მაგრამ ასეთი დიდი ქვეყანა დღეს არის სამწუხარო მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გული არ უნდა გავიტეხოთ.
ეჭვსგარეშეა, დღეს სწრაფად ვითარდება მსოფლიო მეცნიერება, მაგრამ ის უძლურია დაეხმაროს ადამიანებს შეიცნონ ღმრთიურება. საკუთარ თავში რწმენის გარეშე არც განათლება, არც სამეცნიერო ცოდნა, არც ექსპერიმენტები არ მოიტანს არავითარ სარგებლობას. ამაზე ასევე ფუჭად იხარჯება დროც. ამ გზაზე არ შეიძლება შეიძინო ღმერთრეალიზება. ის შეიძლება შეიძინო მხოლოდ გრძნობებისა და ჭკუის კონტროლით და ღმერთში რწმენის განვითარებით.
საკუთარ თავში რწმენა – ეს არის გასაღები საკუთარ თავში ღმერთის შესაცნობად. ამიტომ ძვირფასო სტუდენტებო, განივითარეთ რწმენა საკუთარ თავში! მაშინ თქვენ შეძლებთ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევას. დღეს ადამიანებს წყურვილი აქვთ შეიძინონ სამეცნიერო ცოდნები, მაგრამ ესები არის ილუზორული. მეცნიერება იძლევა ცოდნებს მხოლოდ წარმავალ, არამუდმივ და არარეალურ ნივთებზე. იგი უძლურია შეასწავლოს ატმა ტატვა (ატმას პრინციპი).
მეცნიერები უწინდებურად ცდილობენ გახსნან მსოფლიოს საიდუმლოებები, მაგრამ ისინი არ ამახვილებენ თავიანთ ყურადღებას ატმას პრინციპის შესაცნობად. ყველა მათი ექსპერიმენტები – ეს არის ფუჭი ვარჯიშები. მეცნიერებას შეუძლია გახსნას ფიზიკური სამყაროს ზოგიერთი საიდუმლოებანი და ხელი შეუწყოს სიცოცხლის გაუმჯობესებას მატერიალურ სამყაროში. მას შეუძლია გააკეთოს აღმოჩენები, რომლებიც დაეხმარება დიდი სიმდიდრის დაგროვებაში, მაგრამ ის სრულიად უძლურია განავითაროს ადამიანებში კეთილშობილური ხარისხები. რა სარგებლობაა იმაში, რომ დააგროვო სიმდიდრე, ზნეობის უგულებელყოფით? ფულები მოდის და მიდის, ზნეობა ჩნდება და ვითარდება. ზნეობრივი პრინციპების მიმდევრობა შესაძლებელია მხოლოდ სულიერ გზაზე სიარულით.
არსებობენ დიდი რაოდენობით მეცნიერები, რომლებმაც გააკეთეს დიდი აღმოჩენები, მაგრამ მათ არა აქვთ თავიანთი სხეულისა და ჭკუის კონტროლის უნარი. ადამიანებმა რისთვის უნდა მიიღონ ასეთი სამეცნიერო ცოდნები, რომლებიც აფუჭებს მათ ჭკუას? ამის მაგივრად, ადამიანმა უნდა განავითაროს ჭკუა, სამყაროზე პოზიტიური შეხედულება და ემსახუროს ქვეყანას და საზოგადოებას.
განათლება, რომელსაც თქვენ იღებთ, აუცილებელია გამოიყენოთ საზოგადოების სასიკეთოდ. მხოლოდ მაშინ შეძლებთ თქვენ შეიძინოთ კარგი სახელი და დიდება, განივითაროთ ზნეობრივი ხარისხები და სისუფთავე. განავითარეთ ზნეობრიობა. მხოლოდ მაშინ შეძლებთ თქვენ შეიცნოთ ჭეშმარიტება. შეინახეთ ჭეშმარიტება.
ჭეშმარიტება _ ეს არის მამა და დედა. სიმშვიდე იბადება იქ, სადაც არის ჭეშმარიტება და სამართლიანობა. სიმშვიდიდან იბადება სიყვარული. იქ, სადაც არის სიყვარული, იქ არ არის სიძულვილი. იქ არ იქნება ადგილი ისეთი ცუდი ხარისხებისთვის, როგორიცაა რისხვა და შური. დღეს ძმებსა და დებს სძულთ ერთმანეთი მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა დაკარგეს სიყვარულის კეთილშობილური უნარი. სიყვარულის დახმარებით თქვენ ამ ქვეყანაზე შეძლებთ ყველაფრის მიღწევას. სიყვარული – ეს არის ღმერთი, იცოცხლეთ სიყვარულში. სიყვარული – ეს არის თქვენი სიცოცხლე. სიყვარულის გარეშე ვერ იცოცხლებს ჭიანჭველაც კი. ჭიანჭველები მეგობრულად ექცევიან ერთმანეთს. მწერებსაც ასევე უყვართ ერთმანეთი. დღეს მხოლოდ ადამიანმა დაკარგა სიყვარულის კეთილშობილური უნარი. ეჭვსგარეშეა ადამიანში არის სიყვარული, მაგრამ ის მას მიმართავს სიმდიდრეზე და ცალკეულ ადამიანებზე. არ არის სარგებელი იმაში, რომ განავითარო ასეთი სიყვარული. ადამიანმა უნდა განავითაროს სიყვარული მთელი საზოგადოების მიმართ. ადამიანმა შეიძლება იარსებოს მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს საზოგადოება. საზოგადოებაში ცხოვრებისას, ადამიანს შეუძლია შეეწიოს მის წარმატებულ განვითარებას. სხვა მეთოდები არ მოიტანს სარგებლობას.
იმპერატორი ბალი იყო დიდი განდეგილი. მან შეიძინა კეთილი სახელი და დიდება, მოწყალების კეთილშობილური ხარისხის მადლით. ის მზადყოფნით გასცემდა ყველაფერს, რასაც მას სთხოვდნენ ადამიანები. კერალას მცხოვრებლები – არიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები, იმიტომ რომ მათ ჰყავდათ ასეთი იმპერატორი. ერთხელ ბალი ატარებდა იაჯნას. ვედების რამდენიმე მეცნიერი ესწრებოდა მასზე. იაჯნაზე მოვიდა აგრეთვე ვამანავატარი. როცა ის მიუახლოვდა ადამიანებმა დაიწყეს გაკვირვება: `ეს ბიჭი ასეთი ახალგაზრდაა! ის აქ რას აკეთებს? აქ შეკრებილი არიან ვედების დიდი მეცნიერები. როგორ გაბედა ამ ჭაბუკმა მოსულიყო იაჯნაზე!~ მაგრამ იმპერატორ ბალის ქალიშვილმა არ მიიღო ის ასე ზედაპირულად. მას იზიდავდა და ხიბლავდა მისი, მეცნიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი, დამატყვევებელი სილამაზე და გამოხედვა. იმპერატორი ბალი მიესალმა დიდებულ ვამანას და ჰკითხა: `სვამი! შენ აქ რამ მოგიყვანა? მე რა შემიძლია გავაკეთო შენთვის?~.
ვამანამ უპასუხა, რომ მას არ სჭირდება ფული ანდა მარცვალი. მას სჭირდება მხოლოდ სამი ფუტი მიწა, გადაზომილი ნაბიჯებით. ბალი იყო გაკვირვებული, როცა მოისმინა ვამანას თხოვნა, რადგან იმისთვის, რომ დაკრძალო მკვდარი ტანი, საჭირო იყო ექვსი ფუტი. ამიტომ მან უთხრა ვამანას ეთხოვა კიდევ რაიმე. მაგრამ ვამანამ უპასუხა: `თუ შენ მომცემ სამ ნაბიჯ მიწას, ეს იქნება საკმარისი~. იმპერატორი ბალი დაუყოვნებლივ დაპირდა მას სამი ფუტი მიწის მიცემას. სინამდვილეში ვამანამ სთხოვა ის, რაც უნდა გავიგოთ სულიერი თვალსაზრისით. ყოფითი თვალსაზრისით ეს თხოვნა ჟღერს ტრივიალურად. მაშინ ვამანამ ერთი ნაბიჯით მოიცვა მთელი დედამიწა. მეორე ნაბიჯით – მთელი ცა. ახლა აღარ რჩებოდა სივრცე, სადაც შეიძლებოდა მესამე ნაბიჯის გაკეთება. ვამანამ ჰკითხა იმპერატორ ბალის, მას სად შეუძლია გააკეთოს მესამე ნაბიჯი, რათა მან შეძლოს დაუყოვნებლივ წასვლა. იმპერატორი ბალი აღმოჩნდა გართულებულ მდგომარეობაში და შესთავაზა თავისი თავი: `სვამი! ახლა მე მაქვს მხოლოდ საკუთარი თავი. გეთაყვა, დადგი შენი ფეხი ჩემს თავზე~. ეს რომ თქვა, მან მოიხსნა გვირგვინი და დაუდო თავისი თავი.
მაშინ უფალმა ვამანამ დადგა თავისი ფეხი იმპერატორ ბალის თავზე და გაამგზავრა ის ქვედა სამყაროში. ვამანამ გააკეთა ეს მხოლოდ იმისთვის, რომ დაენგრია იმპერატორ ბალის ეგო. სინამდვილეში იმპერატორი ბალი იყო ქველმოქმედი და გულუხვი ადამიანი. ის ამაყობდა ამ თვისებებით და განივითარა ეგოურობა. ამიტომ ვამანამ გადაწყვიტა მოესპო მისი ეგოურობა. იმპერატორ ბალის ქვეშევრდომები ღრმად დამწუხრდნენ იმისგან, რომ დაკარგეს დიდი იმპერატორი. მაშინ იმპერატორი ბალი დაპირდა მათ წელიწადში ერთხელ მონახულებას. ონამი იზეიმება ყოველ წელს ამ დიდი დღის მოსაგონებლად. თავი.
ამ დღეს კერალის მცხოვრებლები იბანენ თავს, ამზადებენ სხვადასხვა გემრიელ კერძებს და აწყობენ სადილებს. ამ კერძებიდან ცნობილია ბანანის პუდინგი. იმის წინ, ვიდრე მას შეჭამენ, თავიანთ სალოცავ ოთახებში ადამიანები ანთებენ წმინდა სანათს და მიაქვთ ის ლოცვებით ღმერთთან. კერალას მცხოვრებლებს მყარი რწმენა აქვთ იმაში, რომ იმპერატორი ბალი მოინახულებს მათ ონამის დღეს და მისცემს მათ დარშანს. ამიტომ ისინი ლოცულობენ სუფთა და წმინდა გულებით. ეს ტრადიცია კერალაში არსებობს დღევანდელ დღემდე. სინამდვილეში კერალელები მოუთმენლად ელოდებიან ამ დიდ დღესასწაულს.
თუ მეფეს ასე ძალიან უყვარს თავისი ქვეშევრდომები, მაშინ მათაც ასევე ეყვარებათ თავიანთი მეფე. არსებობს გამოთქმა: `იატა რაჯა თატა პრაჯა~ (როგორიც მეფეა, ისეთი არიან მისი ქვეშევრდომები). კერალას მცხოვრებლებს უყვარდათ თავიანთი იმპერატორი ბალი, და მასაც ასევე ძალიან უყვარდა ისინი. ონამის დღესასწაული აღნიშნავს ორმხრივ სიყვარულს, რომელიც არსებობდა იმპერატორ ბალისა და მის ქვეშევრდომებს შორის.
რას სიმბოლირებს ბალის სახელი? აბსოლიტური მსხვერპლის დიდ თვისებას. როცა ვამანამ სთხოვა სამი ფუტი მიწა, ბალიმ მისცა პირობა და შეეთავაზა მბრძანებელს სრული ერთგულებით. აი მან რატომ შეიძინა უკვდავება.ნა კარმანა ნა პრაჯნია დჰანენა ტიაგენაიკე ამრიტატტვამანას
უუკვდავება შეუძლებელია შეიძინო მოქმედებების, შთამომავლობის ან სიმდიდრის დახმარებით. ის შეიძინება მხოლოდ მსხვერპლის მადლით.
რას ნიშნავს სამი ფუტი? საკუთარი თავის მიცემას უფლის ლოტოსის ტერფებთან ფიზიკურ, მენტალურ და სულიერ დონეზე. იმპერატორმა ბალიმ ღმერთისადმი მთლიანი ერთგულებით დაუდო თავისი თავი ვამანას იმისთვის, რომ მას შეძლებოდა მასზე დაედგა თავისი ფეხი. როცა ვამანამ დაადგა ფეხი ბალის თავზე, იმპერატორმა მიიღო კურთხევა და გათავისუფლება. იმისთვის რომ ადამიანებს ახსოვდეთ ამ დიდი მსხვერპლისა და ერთგულების შესახებ, იმპერატორი ბალი წელიწადში ერთხელ ამ დღეს მოინახულებს მათ. დღემდე მცხოვრებლებსაც ახსოვთ თავიანთი იმპერატორი.
კერალა არის – სიუხვის ქვეყანა. იქ არ არის დანაკლისი მარცვლეულში ან წყალში. სინამდვილეში წვიმები წვიმების პერიოდში იწყება კერალაში. კერალა – ეს არის წმინდა მიწა. ეს არის ქველმოქმედებისა და მსხვერპლის მიწა. მოწყალების კეთილშობილური თვისება დაიბადა კერალაში. ადამიანები სხვა რაიონებიდან ასევე აქებენ კერალას. ლოცვების აღვლენა ღმერთისადმი ასევე დაიწყეს კერალაში. კერალაში დაიბადა რამდენიმე დიდი მეცნიერი. უფალი ვამანა განხორციელდა ამ ადგილში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მიწა არის წმინდა. ვამანა სიმაღლით იყო სამი ფუტი და იმიტომ სთხოვა იმპერატორ ბალის სამი ფუტი მიწა. მან მოიცვა მთელი დედამიწა და ცა თავისი ორი ნაბიჯით. ასეთ დიდ ძალას ფლობდა ის.
ღმერთს აღწერენ როგორც ანორანიიან მაჰათო მაჰიიან (ბრაჰმანი არის ყველაზე პატარაზე პატარა და ყველაზე დიდზე დიდი). ვამანავატარი მოვიდა მხოლოდ იმისთვის, რომ ებოძებინა გათავისუფლება იმპერატორ ბალისთვის. ავატარებს შორის ვიშნუ ვამანავატარი – ეს არის ღმერთის პირველი ხორცშესხმა ადამიანის სხეულში.
როცა ვამანავატარი, ჩაცმული ტრადიციულ ტანსაცმელში, დჰოტით, მივიდა იაჯნასალასთან (ადგილთან, სადაც სრულდება რიტუალი), ყველა ადამიანის მზერა მიპყრობილი იყო მასზე. ყველას ხიბლავდა ჭაბუკის სილამაზე და მიმზიდველობა. ვამანავატარმა წაიყვანა იმპერატორი ბალი თავის ღმრთიურ საბინადროში. ეს არის იმპერატორ ბალის დიდი დამსახურება. ონამი – ეს არის დღე, როცა ვამანავატარმა აჩუქა გათავისუფლება იმპერატორ ბალის.
კერალის მცხოვრებლები ბრწყინვალედ ზეიმობენ ონამს სრული ერთგულებით. კასტების, რწმენისა და აღმსარებლობისგან დამოუკიდებლად ისინი ერთიანდებიან იმისთვის, რათა იზეიმონ ეს დღესასწაული. ბევრ მათგანს წილად ხვდა ბედნიერი ბედი, და მათ შეძლეს ჩამოსულიყვნენ აქ და ეზეიმათ ონამი სვამის ღმრთიური თანდასწრებით. როცა ერთგულები კერალიდან ჩამოდიან აქ, ისინი ლოცულობენ ასე: `სვამი! გეთაყვა, ჩამობრძანდი კერალაში~. მე უთხარი მათ: `მე ჩამოვალ~. მე არასდროს არ ვეუბნები მათ არას. და არა მარტო მათ. მე ვეუბნები ყველას დიახ, ვინც მთხოვს მე. რასაკვირველია, მე ჩავალ მათთან ერთხელ და ვაჩვენებ ღმრთიურების ძალას და დიდებას.
კერალაში არიან დიდი მეცნიერები. ეს ჩვეულებრივი შტატი არ არის. ეს არის მიწა, რომელზეც ღმერთი განხორციელდა როგორც ვამანავატარი. კერალის მცხოვრებლები ძალიან ბედნიერი ხალხი არიან, რადგან მათი გულები აღვსილია სიყვარულით და ღმერთისადმი ერთგულებით. მათ შორის არ არის არც ერთი ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს ღმერთზე. მათ შეიძლება არ გამოხატონ თავიანთი ერთგულება გარეგნულად, მაგრამ გულის სიღრმეში ისინი ძალიან ერთგულები არიან.
ადამიანები კერალას უწოდებენ კომუნისტურ შტატს. არა, არა. ის კომუნისტური არ არის, არამედ სტუმართმოყვარეა (სიტყვების თამაში ცომმუნისტ და ცომე ყოუ ნეხტ). პროგრამაში, რომელიც მომზადებულია ბალ ვიკასის მოწაფეების მიერ, მონაწილეობას ღებულობენ ძალიან პატარა ბავშვები. რა მშვენიერია მათი სახეები, რომლებიც ასხივებს ნეტარებას და ერთგულებას! ისინი გადავსებული არიან სვამისადმი სიყვარულით. მათი გულები გადავსებულია სიყვარულით! მათი გულები სუფთაა და მთლიანად აყვავდება, როცა დრო მოვა.
დღეს კერალის ბალ ვიკასის მოწაფეები გვაჩვენებენ პიესას, რომელშიც მოთხრობილია სავიტრის შესახებ. ვინ არის სავიტრი? ჩვეულებრივ ადამიანები ლაპარაკობენ მასზე, როგორც სატიავანტის ცოლზე. ის იყო სრულიად ბრძენი ქალი და მიიღო მყარი გადაწყვეტილება, დაებრუნებინა სიცოცხლე თავისი მკვდარი ქმრისთვის. ის დაჟინებით მიმართავდა თავისი თხოვნით უფალ იამას. უფალი იამა დათანხმდა შეესრულებინა ნებისმიერი მისი სურვილი, მაგრამ მან უარი თქვა. ის პასუხობდა ასე: `მე არ მინდა არაფერი. დაუბრუნე ჩემს ქმარს სიცოცხლე~. უფალმა იამამ ვერ გაუძლო რა მის დაწოლას, დაუთმო მას და დაუბრუნა ქმარს სიცოცხლე. სატიავანტის მკვდარი სხეული იდო ექვს დღეს. ის გაცოცხლდა უფაელ იამას საჩუქარის მადლით რომელიც მან მისცა სავიტრის. სავიტრიმ ასე დაადასტურა, რომ არის სრულიად ბრძენი ქალი, რომელსაც უნარი აქვს დაუბრუნოს სიცოცხლე თავის ქმარს თავისი კეთილშობილური თვისებების წყალობით.
ქალები დაჯილდოებული არიან დარწმუნების დიდი უნარით. მათ ძალას შეუძლია მოახდინოს სასწაულები და მკვდრებიც კი გააცოცხლოს. შეგიძლიათ თქვენ შეხვდეთ მსგავს მაგალითს სხვა რომელიმე ქვეყანაში? ასეთი საკვირველი რამეები ხდება მხოლოდ ბჰარატში, რადგან ეს მიწა არის სრულიად ბრძენი ქალების
ბჰარატში დაიბადა ბევრი კეთილშობილი ქალი,მსგავსი სავიტრის, რომელმაც გააცოცხლა თავისი ქმარი:ჩანდრამატიმ ჩააქრო ცეცხლი ჭეშმარიტებისადმი თავისი ერთგულების ძალით;სიიტამ დაამტკიცა თავისი უმწიკვლობა, მოგიზგიზე ცეცხლიდან უვნებლად გამოსვლით;დაიამანტიმ დაფერფლა ბოროტგანზრახვიანი მონადირე თავისი სისუფთავის ძალით.(ლექსი ტელუგუზე)
როცა რაამაიანაში შრი რაამამ სიიტას მოუწყო გამოცდა იმის შემდეგ, რაც გაიმარჯვა რავანაზე, ცეცხლის ღმერთმა დაუბრუნა სიიტა რაამას და საზეიმოდ განაცხადა: `სიიტა არის კეთილშობილი და უმანკო ქალი. შენ მას ასე არ უნდა მოექცე~. ბჰარატ არის ასეთი კეთილშობილი ქალების სამშობლო.
სხვა ქვეყნების მცხოვრებლები ამ ქვეყანას მოიხსენიებენ რამდენიმე სახელით. დღეს, როცა ინდოეთის მცხოვრებლები მიდიან საზღვარგარეთ, ისინი ამბობენ: `მე ვარ დელიდან~, `მე ვარ კალკუტიდან~, `მე ვარ ბანგალორიდან~ და ა.შ. იმის მაგიერ, რომ უპასუხონ ასე: `მე ვარ ბჰარატიდან~. ისინი ცხოვრობენ ქალაქებში და რაიონებში, რომლებიც არის ინდოეთის ნაწილი. ამიტომ სწორი იქნება იმის თქმა, რომ თქვენ ჩამოხვედით ინდოეთიდან. თქვენ სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენ უნდა იამაყოთ იმით, რომ თქვენ ხართ _ ბჰარატელი.
სახელწოდება ბჰარატში არის ღრმა აზრი. `ბჰა~ ნიშნავს ღმრთიურებას, `რატა~ კი – იმას, ვისაც უყვარს ღმერთი. ამიტომ ბჰარატელები არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ღმერთი. ბჰარატამ მიიღო ასეთი სახელწოდება ასეთი ადამიანების მადლით. თანამედროვე თაობას არ ესმის ბჰარატას მნიშვნელობა. ისინი სასხვათაშორისოდ ახსენებენ იმის შესახებ, რომ ჩამოვიდნენ პუტტაპარტიდან, რომელიც მდებარეობს ანანტაპურის რაიონში ანდრაპრადეშის შტატში ინდოეთში. სად მდებარეობს პუტტაპარტი? სად მდებარეობს ანანტაპური? ეს ყველაფერი არის ბჰარატის ნაწილი. ბჰარატელები არიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები. ბჰარატის ჭეშმარიტ სულს ატარებენ კერალის მცხოვრებლები. ისინი კურთხეული არიან. დღეს ისინი გვაჩვენებენ პიესას სავიტრის შესახებ. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ იქიდან, რაზეც მასშია ლაპარაკი.
თქვენ ნახეთ, როგორ მშვენიერ დრამებს ასრულებდნენ ერთგულები კერალიდან. გუშინ მათ წარმოადგინეს `სიიტა რაამა კალიიანუ~ (შრი რაამას და სიიტას ღმრთიური ქორწილი) მთელ თავის დიდებასა და დიდებულებაში. გუშინწინ მათ აჩვენეს `კრიშნა ლილები~. მუსიკა, შესრულება და დიალოგები შესანიშნავია. კოსტუმებიც ასევე იყო ძალიან ლამაზი. ქალებმა კერალის შრი სატია საის ორგანიზაციიდან გასწიეს დიდი სამსახური, ამ წარმოდგენების მომზადებისას. პიესები ნათამაშები იყო ასე ბუნებრივად და დამატყვევებლად მხოლოდ მათი გამრჯე შრომისა და ენთუზიაზმის მადლით. კერალის შრი სატია საის ორგანიზაციის მამაკაცები და ქალები ყველაფერს აკეთებენ დიდებულად. მე უსურვებ, რომ ერთგულებმა კერალიდან მომავალში შეინარჩუნონ ასეთი სული, ნებისმიერი მსახურების შესრულებისას, მე ვაკურთხებ მათ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ ყველას გესმით ონამის დღესასწაულის მნიშვნელობა და დანიშნულება. ახლა დაიწყეთ სავიტრის შესახებ პიესის შესრულება.