სექტმბერი

1.09.2014
კოლეჯის ახალგაზრდა მოწაფეს შეუძლია თავისუფლად იმოგზაუროს თავისი ორი ფეხით; როდესაც ის ქორწინდება, ის ხდება ოთხ-ფეხიანი! შვილი აქცევს მას ექვს-ფეხიანად; ახლა მისი მოძრაობის არე არის შეზღუდული. რაც მეტია ფეხი მით ნაკლებია სიჩქარე, უფრო მეტია მათი მოჭიდება მიწაზე; მრავალფეხას შეუძლია მხოლოდ ცოცვა. რაც მეტია დაბრკოლება მით მეტია წინააღმდეგობა. დივანების, სკამების, საწოლების, მაგიდების და თაროების დაგროვება ხერგავს დარბაზს და მოძრაობა ხდება ნელი და სარისკო. მიბმულობას მოაქვს მწუხარება მის გზაზე; ბოლოს როდესაც სიკვდილი ითხოვს რომ ყველაფერი იყოს უკან დატოვებული და ყველა ადამიანი უნდა იყოს მიტოვებული, თქვენ ხართ დაძლეული დადრით! იყავით მსგავსად წყალზე ლოტოსის; მასზე, არა მასში. წყალი არის აუცილებელი ლოტოსისთვის გასაზრდელად; მაგრამ ის არ ანებებს თუნდაც წვეთს რომ დაასველოს ის. საგნობრივი სამყარო არის სათნოების არენა და სულის გიმნაზია. მაგრამ გამოიყენეთ ის მხოლოდ ამ მიზნით; არ დააყენოთ ის უფრო მაღალ მდგომარეობაში და არ ეთაყვანოთ მას როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს.
– ღმრთიური საუბარი, 15 მაისი, 1969.
2.09.2014
არიან ადამიანები რომლებიც დადიან და აცხადებენ რომ არ არსებობს ღმერთი იმიტომ რომ ისინი ვერ ხედავენ მას. ისინი ამბობენ რომ მათ ეძებეს ის ცაში, გზაზე მთვარისკენ, და თუნდაც მთვარეზე არ იყო არავითარი ნიშანი უზენაესის. მაგრამ ისინი თვითონ არიან დიდი სახლები სადაც ის ბინადრობს ყოველთვის! როგორც ბრმა ატყუებს ბრმას ჩავარდნაში, სხვებიც თუთიყუშის მსგავსად იმეორებენ ‘მოდურ სლოგანს’. ვერავინ ვერ ხედავს ფესვებს, მაგრამ ფესვები ნამდვილად იქ არის ღრმად ნიადაგში, დაშორებით ყველა თვალიდან. შეგიძლიათ თქვენ ამტკიცოთ რომ არ არსებობს ფესვები ხეებისთვის, რომ არაფერი კვებავს მათ ან არ ეხმარება მათ ქვემოდან? ღმერთი გკვებავს, გეშველება, გიჭერს მყარად – თუმცა უხილავია, ის შეიძლება იყოს ხილული მათთვის ვინც იყენებს ძალისხმევას, იმ ხაზის გასწვრივ რომელიც საფუძვლად ჩადებულია მიზნისთვის მათ მიერ ვინც წარმატებას მიაღწია მის განცდაში. ღმერთი არის როგორც კარაქი რძეში, ხილულია მაშინ როდესაც კონკრეტიზებულია სულიერი მისწრაფებით (სადჰანით).
– ღმრთიური საუბარი, 15 მაისი, 1969.
3.09.2014
გახსოვდეთ, ხელები რომლებიც მსახურებს არის უფრო დიდი ვიდრე ბაგეები რომლებიც ლოცულობს. ნამდვილი ადამიანურობა არის საკუთარი თავის მიძღვნაში მსახურების სულით. რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა; ითვლება მსახურების ხარისხი. რასაც კი თქვენ აკეთებთ, აკეთეთ ის გულწრფელად და უშუალოდ. ძირითადი პირობა არის გულის გასუფთავება (ჩითტა შუდდჰი). როდესაც თქვენი გული არის გასუფთავებული, თქვენ იღებთ უმაღლეს სიბრძნეს (ჯნანა სიდდჰის) და თქვენ შეგიძლიათ ყველა მოქმედების მიძღვნა განმარტოების სულით. ღმრთიური სიყვარული შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ მიძღვნილი მსახურებით. ღმერთი უხვად პასუხობს თქვენს შეთავაზებას. კრიშნასთვის მიცემული ერთი მუჭა დახლილი ბრინჯის სანაცვლოდ კუჩალამ მიიღო უსაზღვრო აყვავება. დრაუპადი იყო დაჯილდოვებული იგივენაირად. როგორ შეძლებთ თქვენ ღმერთის სიყვარულის მიღებას თუ თქვენ არ გიყვართ ის? ღმერთის მადლი არის როგორც ბანკი. თქვენ შეგიძლიათ გაიტანოთ ფული ამ ბანკიდან მხოლოდ იმდენი რამდენიც დეპოზიტი გაქვთ შექმნილი ტაიგას (მსხვერპლგაღების) მეშვეობით. გამოიმუშავეთ ღმერთის წყალობა სიყვარულისა და მსხვერპლის მეშვეობით.
– ღმრთიური საუბარი, 27 აპრილი, 1990.
4.09.2014
ადამიანები ფიქრობენ რომ კერის და სახლის მიტოვება არის უარის თქმა. ეს არ არის ის რასაც ვაირაგია (განმარტოება) გულისხმობს. ჩვენ რასაც კი ვაკეთებთ უნდა შევასრულოთ კეთილმოსურნეობისა და მსახურების სულით. ეს უნდა იყოს ერის კეთილდღეობისთვის. და ყველას კეთილდღეობა განხილული უნდა იყოს როგორც ერის დევიზი. ადრინდელი დროიდან, ინდოელები ცხოვრობდნენ იდეალზე, `ბედნიერებას უსურვებთ ყველა სამყაროს!~ ამ იდელის მისადევნად, მმართველები, სწავლულები, ბრძენები და ყველა ადამიანი აკეთებდნენ ბევრ მსხვერპლგაღებას. დღეს მსხვერპლგაღების სული არ ჩანს სადმე. ეგოურობა არის დღეს ყველა სისასტიკისა და ძალადობის ძირითადი მიზეზი. ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს ამ საუკუნეში არის დავები, კამათები, აჯანყებები და ძალადობა. ეგოურობამ წამოსწია თავისი თავი. სიყვარულის განხორციელებანო! მოშორდით ეგოურობას. ჩათვალეთ თქვენი თავი საზოგადოების განუყრელ წევრად. განივითარეთ რწმენა რომ თქვენი კეთილდღეობა განსაზღვრულია ყველას კარგად ყოფნით.
– ღმრთიური საუბარი, 27 აპრილი, 1990.
5.09.2014
სურვილი (კამა) უნდა იყოს მოცილებული ტიაგით (მსხვერპლით) და იოგით (ზიარებით) რომ ირწმუნოთ ღმერთი (რამა). სურვილი აუფერულებს გონებას, აუკუღმართებს მსჯელობას და აძლიერებს გრძნობების მადას. ეს იძლევა ყალბ სატყუარას საგნების სამყაროსკენ. როდესაც სურვილები მიმართულია ღმერთისკენ, თვითმანათობელი გონება ანათებს მისი პირველსაწყისი ბრწყინვალებით და ამჟღავნებს ღმერთს მის შიგნით და გარეთ, და თქვენ აღწევთ თვითგაცნობიერებას (ატმა საკშათკარას). მე გლოცავთ ყველა თქვენგანს წარმატებაზე თქვენს სადჰანაში (სულიერ ძალისხმევაში)! თუ თქვენ ამ დრომდე არ გქონიათ გულწრფელი პრაქტიკა, დაიწყეთ ღმრთიურების გახსენების (ნაამასმარანას) მარტივი პრაქტიკა, მშობლების, მასწავლებლების და უფროსების თაყვანისცემასთან და ღარიბებისა და გაჭირვებულების მსახურებასთან ერთად. ხედეთ ყველა როგორც თქვენი იშთადჰევათა (საყვარელი უფალი). ეს აავსებს თქვენს გულს სიყვარულით და მოგცემთ თქვენ ჭკუის სტაბილურობას და მშვიდობას.
– ღმრთიური საუბარი, 15 მაისი, 1969.
6.09.2014
იმპერატორი ბალი თავისი მსხვერპლგამღები ბუნებით დემონსტრირებდა, რომ თუ ადამიანი მსხვერპლად სწირავს ყველაფერს, ის მიაღწევს მოკშას (გათავისუფლებას). ნამდვილი მსხვერპლგაღება ითვალისწინებს ორ რამეს: პირველი, ამ ცხოვრებაში ჩვენი მონობის მიზეზის გაცნობიერებას და მეორე, ამ მონობის მოცილებას. ადამიანები მცდარად ფიქრობენ რომ სიმდიდრე, ოჯახი და ა.შ., არის მათი ბორკილები, და რომ მათთან კავშირის გაწყვეტით ისინი შეძლებენ ყველაფრის მსხვერპლად გაღებას და გახდებიან უფლებიანი მოკშის მისაღწევად. მაგრამ ესენი არ არის ნამდვილი ბორკილები. ნამდვილი ბორკილი არის ადამიანის უცოდინრობით თავისი თავის იდენტიფიცირება სხეულთან. ის ვინც ჭრის ამ ბორკილებს, როგორც ეს გააკეთა ბალიმ, მიაღწევს მოკშას. ამ ბორკილების გასაჭრელად, გულის გასუფთავება არის ძალიან აუცილებელი. ამ კალიიუგაში, ნაამასმარანა (ღმერთის მუდმივი გახსენება) არის უადვილესი გზა ადამიანის ჭკუის გასასუფთავებლად, და სუფთა ჭკუით ღმერთზე დანებება კი არის ყველაზე საიმედო გზა მოკშას მისაღწევად.
– ღმრთიური საუბარი, 4 სექტემბერი, 1979.
7.09.2014
მოთხრობა ონამის ზეიმზე არის იმ იმპერატორ ბალიზე, ვინც იყო მსხვერპლგაღების (ტაიგას) ხორცშესხმა, მაგრამ მაინც იტანჯებოდა ეგოს (აჰამკარას) კვალისგან. სხვა სათნოებების მოჭარბების და უფალ ვიშნუს წყალობის შედეგად იმპერატორმა ბალიმ გადალახა აჰამკარას მავნე გავლენა და მიაღწია უფალ ვიშნუსთან შერწყმას, რომელიც მოვლინდა როგორც ვამანა. ბალი განასახიერებდა მსხვერპლგაღების, ქველმოქმედებისა და უბიწოების პრინციპებს თავისი სიცოცხლის ბოლომდე. იმ დროიდან ომანის დღესასწაული აღინიშნება ბალის წმინდა ფორმაში (სუკშმა რუპაში) ხელახლა გამოჩენის ხსოვნით, უკიდურესად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს და ვასრულოთ იდეალები რომლითაც ის ცხოვრობდა. ბალი როგორც ზემოთ არის გამოსახული უნდა გვესტუმროს ჩვენ ყოველდღე და არა მარტო წელიწადში ერთხელ. ჩვენ ვივიწყებთ ამის შესახებ და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვტოვებთ ადგილს გამოსაზრდელად არასასურველი შტრიხების, ისეთის როგორიც არის სიხარბე, ეგოურობა და ეგოიზმი. ბალის ცხოვრების გაცნობით თქვენ უნდა ამოძირკვოთ უარყოფითი შტრიხები ნებისმიერ ფასად, და გარდაქმნით გაასუფთაოთ თქვენი გული უფლისთვის იქ საცხოვრებლად.
– ღმრთიური საუბარი, 4 სექტემბერი, 1979.
8.09.2014
უფალი ცხოვრობს არა მხოლოდ ერთგულთა გულებში, არამედ ასევე ბოროტთა გულებშიც. ერთხელ პრაჰლადა მივიდა თავის დედასთან, ლილავატისთან, და უთხრა მას `დედა არის მხოლოდ ერთი განსხვავება ჩემს, ვინც ვარ ერთგული ჰარის და მამაჩემს შორის, რომელსაც სძულს ჰარი. ყოველთვის განვჭვრეტ რა უფლის ნექტარის სიტკბოს, ვიმეორებ რა მის სახელს და მახსოვს რა მუდმივად ის, მე ვარ ჩაძირული უფლის სიყვარულის ნეტარებაში, როგორც მთვრალი ადამიანი. მამაჩემმა, თავის სიძულვილში ნარაიანას მიმართ, შეატრიალა გული ქვისკენ და დააყენა ის მასში.~ უფალი რომელიც ბინადრობდა პრაჰლადას გულში, ვისაც უყვარდა ნარაიანა და უფალი რომელიც იყო ჰირანიაკასიპუს გულში, ვინც იზიზღებდა მას, იყო ერთი და იგივე. ადამიანმა უნდა იცხოვროს რწმენით რომ განცადოს ბედნიერება. გაიგეთ რომ ღმერთი არის ყველგანმყოფი, ერთგულები ამაღლებენ თავიანთ სიცოცხლეს უფლის დიდების გალობით და ყოველთვის მის სახელზე ბინადრობით.
– ღმრთიური საუბარი, 15 სექტემბერი, 1986.
9.09.2014
გაიატრი მანტრა ახსენებს: ბჰურ ბჰუვაჰა სუვაჰ – ბჰულოკა, ბჰუვარლოკა და სუვარლოკა (ადამიანთა მსოფლიო, ქვედა მსოფლიო და ზეცანი). არასწორია წარმოიდგინო ეს სამი როგორც ერთი მეორეზე გადაფარებულად. სინამდვილეში ეს სამი ლოკა (სამყარო) ჩაწნულია ერთმანეთში და ერთი არსებობს მეორეში. ჭეშმარიტი მნიშვნელობა სამი ლოკას ამ სახის გეომეტრიული კონფიგურირების არის ის რომ პანჩა ინდრია, ბჰუტა და კოშა (ხუთი გრძნობა, ელემენტი და გარსი) რაც შეადგენს სხეულს არის ბჰულოკა; ასპექტი პრანა შაკტი ან მანავა ტატვამ (ჭკუის პრინციპი) არის ბჰუვარლოკა; და მიკროსკოპული მდგომარეობა ანანდამ (ნეტარება) წარმოადგენს სუვარლოკას. ამიტომ ეს შეიძლება ითქვას რომ სამი სამყარო სხვა არაფერია თუ არა დეჰა ტატვა, მანას ტატვა და ანანდა ტატვა (განუყრელობა სხეულის, ჭკუის და ნეტარების) და ამ სამის ერთობლიობა წარმოადგენს ტრივიკრამა ტატვას (ვიშნუს ბუნებას გავრცობილს სამ სამყაროზე).
– ღმრთიური საუბარი, 4 სექტემბერი, 1979.
10.09.2014
შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის ამ მსოფლიოში რომ იყოს თავისუფალი ყოველნაირი სურვილისგან ან მოლოდინისგან? მთლიანად არა! ზოგიერთი ნივთი (მატერიალური და გრძნობითი) შეიძლება მიმზიდველი იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის და სხვებს შეიძლება აინტერესებდეს ზოგიერთი დიდი მიზანი (არაფიზიკური და ტრანსცენდენტული). თითქმის ყველა სურვილი ხვდება ზემოთ ჩამოთვლილ ერთ რომელიმე კატეგორიაში. მაშინ როგორ არის ეს შესაძლებელი რომ მოიშორო ორივე სახის სურვილი? ეს შესაძლებელია! გიტაში უფალი აცხადებს რომ ის ესწრება ყველა უბიწო მოქმედებაში. აქედან გამომდინარე ისინი ვინც ასრულებენ უბიწო მოქმედებებს შეძლებენ ანაპეკშას (სურვილების არქონის) განივითარებას. ეს ნიშნავს რომ მაშინ როდესაც ადამიანი ასრულებს ყველა მოქმედებას როგორც უფლისადმი შეთავაზებულს, ეს მოქმედებები ხდება სურვილს მოკლებული. უფალი არის ის ერთადერთი ვინც თავის შიგნიდან, აიძულებს ადამიანს მოქმედებას, ლაპარაკს, მოსმენას, ხედვას და ა.შ. თუ ადამიანი ასრულებს ყველა მოქმედებას იმ რწმენით რომ მასში მობინადარე უფალი არის მკეთებელი, მაშინ მოქმედებები ხდება სურვილს მოკლებული. ამიტომ დასაწყისში ყველა სადჰაკმა უნდა მიიჩნიოს თავისი მოქმედებები როგორც ღმრთიურებისთვის მისართმევი.
– ღმრთიური საუბარი, 30 აგვისტო, 1993.
11.09.2014
ყოველ ობიექტს მსოფლიოში, იქნება ეს ჩიტი თუ ცხვარი ან კიდევ რაიმე სხვა, აქვს თავისი საკუთარი მნიშვნელობა. მარტო ადამიანმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა ამქვეყნიურ საქმიანობებში მისი მონაწილეობის გამო. ადამიანებს არ აქვთ მადლიერება ხუთი ელემენტის, რომელიც ჩუქნის მათ უფასოდ უთვალავ სასარგებლო ძვირფასეულს მსგავსს სინათლის, სითბოს, ჰაერის და წყლის. თქვენ უნდა გადაიხადოთ საფასური ასე ბევრი პატარა კეთილმოწყობის, როგორიც არის ელექტროობა და წყალგაყვანილობა. მაგრამ რა ფასს იხდით თქვენ სინათლისთვის მზის, რომელიც ანათებს მთელ მსოფლიოს? ეს სინათლე არის ღმრთაებრივი საჩუქარი. რა ფასს იხდით თქვენ მსუბუქი ნიავისთვის ან ძლიერი თავსხმა წვიმისთვის? ღმერთი უზრუნველგყოფთ უფასოდ თქვენ ასეთი ძვირფასი სარგებლობით. რა მადლიერებას აჩვენებენ ადამიანები ღმერთს ამ ყველაფრისთვის? ერთადერთი ხერხი ხუთი ელემენტის მიმართ ადამიანის მადლიერების ჩვენების არის სმარანა (გალობა უფლის სახელის უწყვეტად).
– ღმრთიური საუბარი, 14 სექტემბერი, 1997 წელი.
12.09.2014
ყველა მაძიებელს უნდა ჰქონდეს შინაგანი სისუფთავე რადგან ყველა მოქმედება წარმოიშობა შინაგანი იმპულსებიდან და არა გარეგანი ძალებიდან. თქვენი მოქმედებები ირეკლავს თქვენს შინაგან ქმნილებას. როდესაც სუფთა გრძნობები წარმოიშობა თქვენს შიგნით, თქვენი მოქმედებები ბუნებრივად იქნება სუფთა. შინაგანი იმპულსების გასაწმენდად, თქვენ უნდა იყოთ სუფთა თქვენს ჭკუაში, ლაპარაკსა და სხეულში. ამ სამიდან ლაპარაკის სისუფთვე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გიტა ხსნის, `ყოველი სიტყვა რომელსაც წარმოთქვამთ უნდა იყოს თავისუფალი აღგზნების ან აღელვების მიყენებისგან (ანუდჰვეგაკარამ ვაკიამ სატიამ პრიიაჰიტამ ჩა იატ)~. თქვენი ლაპარაკი უნდა იყოს ჭეშმარიტი და სასიამოვნო. ოთხი ფაქტორი ითვლება ლაპარაკის დაჭუჭყიანებისთვის; ეს არის – სიცრუის წარმოთქმა, ზედმეტი საუბარი, სხვების საწინააღმდეგო ამბების მიტანა, და სხვების შეურცხყოფა ან კრიტიკა. დარწმუნდით რომ თქვენი ენა არ ნებივრობს ამ დანაშაულებით. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მოიცილებთ ამ ოთხ ცუდ მიდრეკილებას თქვენს შიგნიდან, თქვენი საუბარი გახდება სუფთა და დაუჭუჭყიანებელი.
– ღმრთიური საუბარი, 3 აგვისტო, 1993.
13.09.2014
გამოხატეთ თქვენი მადლიერება ღმერთისადმი მისი სახელის გალობით. იგალობეთ თქვენი გულის სიღრმიდან; არა უბრალოდ მუსიკალური შესრულებით. დემონური მეფე რავანა, მუდმივად იმეორებდა შივა მანტრას, ნამაჰ შივააია თავის დემონურ რომელიმე ხარისხზე უარის თქმის გარეშე. ახალგაზრდა ბიჭი პრაჰლადა, იმეორებდა მანტრას, ომ ნამო ნარაიანა მთელი თავისი გულით და სულით. ეს მოემსახურა მის გადარჩენას ყველა მძიმე განსაცდელისგან რომელსაც დაუქვემდებარა ის მისმა ბოროტმა მამამ, ჰირანიაკაშიპუმ. მისმა მამამ გადააგდო ის უფსკრულში, მისცა ის რამდენიმე სპილოს გასათელად, შხამიან ქვეწარმავლებს დასაკბენად, ხელი ჰკრა მას ზღვაში, მაგრამ პრაჰლადა გამოვიდა უვნებელი ყველა ამ განსაცდელიდან. წამების ყველა ინსტრუმენტი გარდაიქმნა ახალგაზრდა პრაჰლადას კურთხევაში! ამიტომ იგალობეთ უფლის სახელი თქვენი გულის ფსკერიდან მისი სიამოვნების ერთადერთი მიზნით. ამ პროცესში თქვენ უნდა გახდეთ ერთიანი ღმრთიურთან. არასოდეს იმღეროთ, ილოცოთ ან იგალობოთ სხვების მოწონების გამოსამუშავებლად ან საჩვენებლად.
– ღმრთიური საუბარი, 14 სექტემბერი, 1997.
14.09.2013
‘შუჩიჰ’ ნიშნავს სისუფთავეს – ეს არ ეხება მხოლოდ ფიზიკური სხეულის გარეგან სისუფთავეს. თქვენი ჭკუა ჭუჭყიანდება ბოროტი აზრებით და ცუდი გრძნობებით. თუ თქვენ ნებას მისცემთ თქვენს ჭკუას მუდმივად იყოს სავსე ცუდი აზრებით და გრძნობებით, თქვენ მოიმკით ცუდ შედეგებს. ამიტომ არ მისცეთ საბინადრო ბოროტ აზრებს და გრძნობებს, და გამოაგდეთ ყველაფერი უარყოფითი. თქვენი სხეული უნდა იყოს თავისუფალი ძალადობის და ზიანის (ჰიმსას) ლაქებისგან. ადამიანები თავისი ხელით ასრულებენ ძალადობის ბევრ მოქმედებას და ბევრ ცოდვილ საქმეს; ეს არის არასწორი. სხეული მოცემულია ძირითადად სათნოების (დჰარმას) შესასრულებლად. ასეთი წმინდა საჩუქარი გამოყენებული უნდა იყოს სხვებისთვის მსახურების გასაწევად. ვერავინ შეიკავებს თავს რაიმეგვარი მოქმედებიდან თუნდაც ერთი წუთით. არანაირ ვითარებაში ადამიანი არ უნდა დასაქმდეს რაიმე უსუფთაო მოქმედებით. თქვენ უნდა მიაღწიოთ ამ სისუფთავეს მყარი გადაწყვეტილებით.
– ღმრთიური საუბარი, 30 აგვისტო, 1993.
15.09.2014
ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ღმერთის ხედვის შოვნის შესახებ. ეს არის თანდაყოლილი სურვილი. ისინი ვერ აცნობიერებენ რომ ღმერთი წარმოდგენილია ყველაფერში რასაც ხედავენ. წერილები აცხადებს რომ ის, ვინც ვერ ხედავს ღმრთიურების გაცხადებას ყველგან მის ირგვლივ, არის სულელი. ყოველი არსება, ყოველი ატომი ამ სამყაროში გამსჭვალულია ღმრთიურებით. ამიტომ თქვენ უნდა ეძებოთ თქვენი საკუთარი შინადგანი ღმრთიურების გაცნობიერება და ასევე უნდა აღიაროთ უფალი ყველა არსებაში. ამისთვის თქვენ უნდა განივითაროთ მოთმინება, სიყვარული და თანაგრძნობა, და არ უნდა მიმართოთ რაიმე ცოდვილ საშუალებებს. თქვენი სურვილები ვერასდროს შესრულდება თუ თქვენ აზიანებთ სხვებს. თუ თქვენ ხართ სავსე შურით, სიამაყით და ფარისევლობით თქვენ ვერ ასიამოვნებთ ღმერთს. ღმრთიურება რეაგირებს მყისიერად მხოლოდ უმწიკვლო სიყვარულზე, და არასდროს სიმდიდრეზე, ძალაუფლებაზე ან თანამდებობაზე.
– ღმრთიური საუბარი, 14 სექტემბერი, 1997.
16.09.2014
დაკშაჰ არის მყარი გადაწყვეტილებით სუფთა მოქმედებების შესრულების ხარისხი. გადაწყვეტილებამ უნდა განსაზღვროს მოქმედებები რომელიც არის სუფთა, სასარგებლო სხვებისთვის და რომელიც აგამაღლებთ თქვენ. ყველა ვითარებაში თქვენ უნდა აირჩიოთ კარგი მანერები და მკაცრად თავი უნდა შეიკავოთ ნებისმიერი უწმინდური მოქმედებისგან. პიროვნებას რომელსაც შეუძლია ამის განხორციელება ეწოდება დაკშაჰ, და არის ძალიან ძვირფასი უფლისთვის. უდასიინაჰ ნიშნავს გათავისუფლებას მიბმულობიდან. ეს ნიშნავს მშვიდად და აუღელვებლად დარჩენას დიდების ან გაკიცხვის, მშვიდობის ან დარდის, წაგების ან მოგების, სიამოვნების ან ტკივილის დროს, არ აღტკინებას კეთილდღეობით ან დეპრესიაში არ ჩავარდნას მარცხით. თქვენ არასდროს არ უნდა დაითრგუნოთ ცილისწამებით, არც უნდა აღტაცდეთ დიდებით. დიდება და გაკიცხვა არის წარმავალი ღრუბლების მსგავსი; ეს უნდა განიხილოთ იგივენაირად. თუ თქვენ იღებთ მათ სერიოზულად, ეს გამოიწვევს მღელვარებას ჭკუაში, მათ შეუძლია მიგიყვანოთ დემონურ მიდრეკილებებთან. ნებისმიერი ერთგული ვინც ფლობს ამ წმინდა სათნოებას არის ძალიან ძვირფასი უფლისთვის.
– ღმრთიური საუბარი, 30 აგვისტო, 1993.
17.09.2014
რავანა იყო დიდი მეცნიერი. მან აითვისა ცოდნის 64 სხვადასხვა სფერო, ცხოველების, ჩიტებისა და მწერების ენის ჩათვლით. ის ფლობდა ყველა ცოდნას, სიმდიდრეს და კეთილდღეობას რაც უთანასწორდება ზეცას. ის იყენებდა თავის ეპიტიმიას როგორც საშუალებას ფიზიკურ სამყაროზე ბატონობის მოსაპოვებლად, აყრდნობდა თავის რწმენას ფენომენალურ სამყაროზე და არა შემქმნელზე. მან არ აირჩია ფენომენალური სამყაროს შემქმნელის გაგება. მსოფლიო არის შემქმნელის საკუთრება. რამა იყო შემქმნელი თავისთავად და სიტა იყო რამას ძალა (შაკტი). რავანა ეძლეოდა ვნებას, სურვილს და სიხარბეს, განივითარა სიძულვილი და მტრობა რამას მიმართ და მოიტაცა დედა სიტა. რა იყო შედეგი? არა მხოლოდ ის, არამედ მთელი მისი სამეფო განადგურდა. ასეთი მაღალი ცოდნის და ოსტატობის მიუხედავად მან ვერ მოახერხა შინაგანი ღმრთიურების გაცნობიერება და გაანადგურა თავისი თავი ზნეობრიობიდან გადახვევის გამო. ამით რამაიანა გვასწავლის გაკვეთილს რომ მარტო სულიერი სიბრძნე გადაარჩენს და არის არსებითი.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 17, 17 სექტემბერი, 1992.
18.09.2014
საკჰუბაი, უფალ პანდურანგას მგზნებარე ერთგული, წავიდა წმინდან ნამადევასთან და წარუდგინა, `მასწავლებელო მე გავაკეთე ასე ბევრი ძროხის ნეხვის ნამცხვარი მაგრამ ადამიანები იპარავენ მათ. მე მჭირდება გამომუშავება საარსებოდ მათი გაყიდვით მაგრამ ძალიან ცოტა დამრჩა ჩემთვის გასაყიდად. მე რა გავაკეთო?~ ნამადევამ ღიმილით ჰკითხა ~შენ როგორ გაიგე რომ მათ მოიპარეს შენი ძროხის ნეხვის ნამცხვრები?~ საკჰუბაიმ სწრაფად უპასუხა, `მასწავლებელო, მე ვაკეთებ მათ ყოველთვის უფალ პანდურანგას სახელზე ფიქრით და ამ სახელის გამეორებით; ჩემი გრძნობები არის არეკლილი მათში და ესენი მაძლევს საკვირველ შედეგებს!~ შემდეგ ქალმა თხოვა ნამადევას გაეტეხა ერთი ნამცხვარი და მოესმინა. ნამადევას ირგვლივ ყველა იყო ძალიან გაკვირვებული მოსმენით ძროხის ნეხვის უსულო ნამცხვრის, რომელიც ექოდ გამოსცემდა პანდურანგას სახელს სწორი ტონალობით, მელოდიით და რიტმით. დედა საკჰუბაიმ თქვა, `არა მხოლოდ ამ ნამცხვრებში, არამედ თუ ჩვენ ვფიქრობთ უფალზე იმ დროს როდესაც ვასრულებთ ყოველ მოქმედებას ეს აირეკლება და გაჟღერდება ყველა სამუშაოში რასაც ჩვენ ვაკეთებთ!~
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 13, 16 მარტი, 1998.
19.09.2014
დაბადება ადამიანის არსებად არის წმინდა და ძვირფასი. ეგოურობაში გათამამებით ადამიანები ძირს უთხრიან თავიანთ დაბადებას და ღმრთიურებას თავისში. მხოლოდ ზნეობრივ ცხოვრებას შეუძლია ამ დაბადების კურთხევა. ღმერთი არის ყველაში მობინადრე და მართავს ადამიანის ცხოვრებას როგორც მისი შინაგანი სინდისი. თუ თქვენ ეგოურობას მისცემთ ნებას რომ გაიზარდოს თქვენს შიგნით, ის იღებს გულისთქმის, სიძულვილის და სიხარბის ფორმას. ეს სამი ნაკლი არის ძალიან საშიში და დემონური. როდესაც ყოფითი სურვილები დიდდება, ნაკლები იზრდება ზომაში და გაიძულებთ თქვენ დაკარგოთ რწმენა ღმერთში და თქვენ მიყავხართ ღმერთისადმი მტრობის განვითარებისკენ. არასოდეს იაროთ საფრთხით სავსე ყოფითი ბედნიერების კვალდაკვალ, უარი არ თქვათ ღმრთიურზე, რომელიც არის მზად იყოს ახლობელი და ძვირფასი თქვენთვის. თქვენი მშობლები და ახლობლები შეიძლება შორს იყვნენ თქვენგან. ის არის ყოველთვის თქვენთან, თქვენს უკან და თქვენს ირგვლივ, და ის ყოველთვის დაგიცავთ თქვენ.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 17, 17 სექტემბერი, 1992.
20.09.2014
ერთხელ წმინდანები ნამადევა და გიანადევა მიდიოდნენ ტყეში. მათ სწყუროდათ და ეძებდნენ წყალს და მიადგნენ ძველ დამშრალ ჭას. გიანადევამ, რომელიც მისდევდა სიბრძნის გზას, გადააქცია თავისი თავი ჩიტად და ჩაფრინდა ქვევით, დალია წყალი და დაბრუნდა. ნამადევამ დაინახა ეს და არ დაეთანხმა მიდგომას. ის ფიქრობდა რომ ადამიანმა უნდა აამაღლოს თავისი თავი ამ ადამიანური დაბადებიდან ღმრთიურებისკენ და არა სხვა გზაზე. ამიტომ ის იჯდა იმ ადგილზე და გალობდა უფლის სახელს. ყოველჯერ ის აკეთებდა ამას ინტენსიურად, წყლის დონემ დაიწყო აწევა უფრო და უფრო მაღლა და ბოლოს დაიწყო გადმოდენა. მან კომფოტულად დალია წყალი და იყო ნეტარი. მან აჩვენა ნათლად რომ სიბრძნე არის სასარგებლო მაგრამ არ არის უფრო დიდი ვიდრე ღმრთიურება. მან ნათლად ასწავლა ძვირფასი გაკვეთილი რომ უფლის სახელი აჩუქებს ყველაფერს რაც ადამიანს უნდა ცხოვრებაში და ბოლოს თვით ღმრთიურებას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 13, 16 მარტი, 1998.
21.09.14
დღეს ბევრი შეწუხებულია დაჭუჭყიანების დონით წყალში, ჰაერსა და გარემოში. უზარმაზარი რაოდენობა დროის, ძალისხმევის და რესურსების იხარჯება ელემენტების გაწმენდაზე. განა თქვენ არ უნდა იყოთ ასეთნაირადვე შეწუხებული, თუ არა მეტად, დაჭუჭყიანებაზე ადამიანთა ჭკუაში? ბევრი ჭკუა და გული არის ძალიან დაბინძურებული. დღეს შემაძრწუნებლად საჭირო არის ამ დაბინძურების აღმოფხვრა. ბევრი ღრმად არის ჩაძირული მიწიერ სიამოვნებასა და სურვილებში. როგორც შედეგი, არსებობს გონებრივი დაუკმაყოფილებლობა და მწარე იმედგაცრუება. შეაბრუნეთ ჭკუა უკან წყაროსკენ საიდანაც ის წარმოიშვა. რა უნდა გააკეთოს წყლიდან გამოგდებულმა თევზმა გადასარჩენად? შეუძლია თევზს განვითარდეს თავისი თავის ჩაძირვით ყავაში ან მოთავსებით ძალიან კომფორტულ დივანზე? თევზი ბედნიერად იცოცხლებს როდესაც ის დაბრუნდება სახლში – წყალში! ზუსტად ასევე ადამიანის ჭკუა უნდა იყოს აღდგენილი მის ორიგინალურ სახლში, რაც არის ღმრთიური მე ყოველი არსების შიგნით. გონებრივი მშვიდობა შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ შიგნით შეტრიალებით.
– ღმრთიური საუბარი, 30 აგვისტო, 1993.
22.09.2014
ჩვენს შიგნით, გარეთ და ყველგან ირგვლივ არის ჰაერი. მაგრამ შეუძლებელია მისი დანახვა, ან მასზე ხელის ჩაჭიდება. ამ მიზეზით შეგიძლიათ თქვენ უარყოთ ჰაერის არსებობა? როგორ შეძლებს ადამიანი არსებობას თუ არ იქნება ჰაერი? ჰაერის არსებობის უარყოფა არის საკუთარი თავის არსებობის უარყოფა. ღმერთი არის ყველაფრის შემავსებელი. ის არის ყველგან დამსწრე. ის საზღვრავს დროს, სივრცეს და ვითარებას. ღმერთი არსებობს იმ დონეზე რომელიც არის ადამიანის საკუთარი დონის შესაბამისი ღმრთაებრიობის გაგებაში. ყველა ცოცხალი და არაცოცხალი ობიექტი სამყაროში არის ვიშნუსვარუპა (ღმრთიურების გაცხადება). უგუნურებაა ხედავდე კოსმოსს და უარყოფდე მის შემავსებელ პრინციპს. იგივენაირი სულელობა არ არის ხედავდე მსოფლიოს, რომელიც არის ღმრთიურების ხორცშესხმა და უარყოფდე ღმრთიურების არსებობას? ეს არის მიზეზი რიც გამოც წერილები აცხადებს: პაშუანნაპი ნა პაშუატი მუდჰო (სულელი დანახვის შემდეგაც კი ვერ შეიცნობს)
– ღმრთიური საუბარი, 9 სექტემბერი, 1992.
23.09.2014
ადამიანის ყოველ არსებას აქვს გული. თქვენი გული უკვე სავსეა სიყვარულით. რამდენ ვინმეს უნაწილებთ თქვენ უანგაროდ სიყვარულს თქვენს გულში? ბევრს არა! მაშინ რა სარგებლობა აქვს სიყვარულს თუ ის არ განაწილდა? თქვენ უნდა გაუნაწილოთ თქვენს გულში წარმოდგენილი მთელი სიყვარული ქმნილების ყოველ არსებას. სიყვარული არის ღმერთის საჩუქარი და თქვენ უნდა გაანაწილოთ ის უხვად ამ მსოფლიოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ყველა გაჭირვებიდან და წარუმატებლობიდან რომლითაც ადამიანები იტანჯებიან. ბევრი თქვენგანი იმეორებს სიტყვებს მექანიკურად `დაე ყველა არსება ყველა სამყაროში იყოს ბედნიერი~. თქვენ რამდენ ადამიანს აჩუქეთ ბედნიერება? ბევრი თქვენგანი შეწუხებულია თავისი ეგოური ინტერესებით, აქვს ძლიერი ეგო და ფარისევლობს ყოველთვის. ის, ვინც შეითვისა ძვირფასი ჭეშმარიტებები მასწავლებლებისგან და წერილებიდან აღვსილი უნდა იყოს სიყვარულით. იმ დღეს, როდესაც თქვენ ამოძირკვავთ ეგოურობის ფესვებს თქვენს შიგნიდან, ღმრთიურება გაიფურჩქნება და იქნება აყვავებული თქვენს გულში.
– ღმრთიური საუბარი, 30 აგვისტო, 1993.
24.09.2014
მთელი მსოფლიო არის სცენა და ყოველი ინდივიდი არის მსახიობი. ღმრთაებრივი უფალი არის რეჟისორი კოსმიური დრამის. გარკვეული როლის შემსრულებელი ყოველი მსახიობის ძირითადი მიზანი არის თავისი მოვალეობის შესრულება, თავისი ინდივიდუალობის გვერდზე გადადებით. სკოლის დრამაში, ბიჭმა შეიძლება ითამაშოს დირექტორის როლი. მოქმედების დროს მან უნდა გამოავლინოს დირექტორის ქცევა და არ უნდა მოიქცეს მისი ნორმალური ყოველდღიური რუტინის მსგავსად; ეს შტრიხები უნდა იყოს გადაწეული უკანა პლანზე. თქვენი დაბადება ადამიანის არსებად არის ღმერთის მოცემული საჩუქარი, რომელიც უნდა გამოიყენოთ სათანადო სიფრთხილით. შეავსეთ თქვენი სიცოცხლე უბიწო მოქმედებებით და ბოროტად არ გამოიყენოთ თქვენი ტალანტები უწმინდური მიზნებით. თქვენ ცხოვრებას ექნება ნარევი კარგის და ცუდის, გაარჩიეთ და აირჩიეთ თქვენი როლის თამაში კარგ მანერაში, რომელშიც თქვენ გამოავლენთ ადამიანურობას და ამგვარად მოიქცევით ღირსეულად. გააცნობიერეთ რომ ყოველი ადამიანის დაბადება არის ღმრთიური ნების გაცხადება.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 3, 15 თებერვალი 1998.
25.09.2014
დღეს ადამიანები აყრდნობენ თავიანთ რწმენას ეფემერულ და არარეალურ მსოფლიოზე, და ივიწყებენ ღმერთს რომელიც არის ჭეშმარიტების ხორცშესხმა. ეს არის ძირითადი მიზეზი ყველა დარდისა და სირთულის რომელსაც ეჯახება კაცობრიობა. თქვენ ამბობთ რომ თქვენ შეეჯახეთ სირთულეებს. საიდან მოვიდა ეს სირთულეები? სირთულეები არის შედეგი ადამიანის წარსული საქმიანობის და აზრების. ყველაფერი ამ მსოფლიოში განიცდის ცვლილებას. ღმერთი არის მხოლოდ უცვლელი პრინციპი. რისთვის არის ადამიანის სიცოცხლე ამ ყველაფრის შემდეგ? განა მარტო ჭამის, სმის, ძილის და ბოლო ჯამში სიკვდილისთვის? ამგვარ ქცევაში შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს ეწოდოს წმინდა? დაბადების დროს ყოველი ადამიანი არის სუფთა და წმინდა. როდესაც ისინი იზრდებიან ხნოვანებაში, ისინი თანდათანობით კარგავენ ამ სისუფთავეს. ეს არის შეუფერებელი! საჭიროა ყოველთვის შეინარჩუნოთ თქვენი სისუფთავე. დააყენეთ არაცვალებადი და მუდმივი ღმერთი თქვენი წმინდა გულის საკურთხეველში და შესთავაზეთ თქვენი სიყვარული მას. ეს არის ყოველი ადამიანის უპირველესი მოვალეობა.
– ღმრთიური საუბარი, 27 სექტემბერი, 2006.
26.09.2014
სიცოცხლის დრამაში, ზოგიერთი ადამიანი მოქმედებს იმ საფუძველზე რომ არაფერი არ ეკუთვნის მას და რომ რა სიტყვებსაც კი ის წარმოთქვამს ან რა მოქმედებებსაც კი ის აკეთებს, ყველაფერი ეკუთვნის ღმერთს და არაფერი არის მისი საკუთარი. ისინი თამაშობენ თავიანთ როლებს ამ სულით, არ მიიწერენ თავისზე არაფერს. მეორე კატეგორია არიან ისინი ვინც მსგავსია მსახიობების რომლებიც შეიგნებენ როლებს რომლებსაც ისინი თამაშობენ და არ ივიწყებენ თავიანთ ინდივიდუალობას თავიანთ მოქმედებებში. ისინი თვლიან თავიანთ თავს არა როგორც უბრალო შემსრულებელს, არამედ როგორც მკეთებელს. ამ ორს შორის განსხვავება არის ის რომ იმ დროს როდესაც პირველები აცნობიერებენ ნათამაშები როლის წარმავალ ბუნებას და არ ებმებიან როლთან დაკავშირებულ ნივთებზე, მეორენი ინვითარებენ როლთან მიბმულობას და არ სურთ გამოთხოვება როლთან დაკავშირებულ ნივთებთან. ამჟამად ბევრი ადამიანი იტანჯება მესაკუთრული დამოკიდებულებით. მიზეზი არის გრძნობების წარუმატებელი გამოყენება სათანადოდ და დამონება მათგან ნაკარნახევ სურვილებზე. ავარჯიშეთ თქვენი გრძნობის ორგანოები მხოლოდ წმინდა ნივთების შეგრძნებაზე და თავშეკავებაზე განურჩეველი სიამოვნებებისგან.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 3, 15, თებერვალი, 1998.
27.09.2014
არ ხედოთ, არ ილაპარაკოთ და არ ისმინოთ ის რაც არის ცუდი. თქვენ უნდა ხედოთ მხოლოდ ის რაც არის კარგი, უნდა ისმინოთ და ილაპარაკოთ ის რაც არის წმინდა. ეს შეიძლება გვეჩვენოთ ქცევის უბრალო წესებად მაგრამ ამას აქვს სრულიად ღრმა მნიშვნელობა. მუდმივად გაარჩიეთ ერთმანეთისგან კარგი და ცუდი მოქმედებები. ყველა ცუდი და არაჯანსაღი მოქმედებები არის უარყოფითი ხასიათში, თავი აარიდეთ მათ მთლიანად. თქვენი ჭკუა აღვსილი უნდა იყოს კარგი აზრებით, თქვენი გული სავსე უნდა იყოს თანაგრძნობით და თქვენი ხელები დასაქმებული უნდა იყოს უანგარო მსახურებაში. თქვენ იქნებით დაჭერილი უარყოფით ყოფაქცევაში იმდენ ხანს რამდენ ხანსაც თქვენ გაიიგივებთ თქვენს თავს სხეულთან. იმ მომენტში როდესაც თქვენ მიიჩნევთ თქვენს თავს გრძნობების მმართველად, თქვენი მოქმედებები გახდება კარგი. გრძნობების მმართველობას მიჰყავს გათავისუფლებასთან. გათავისუფლება არ არის რაიმე ისეთი რაც მიღწეული უნდა იყოს სიცოცხლის შემდეგ. მისწრაფება გათავისუფლებისთვის უნდა დაიწყოს ადრეულად სიცოცხლეში და უნდა გაგრძელდეს მუდმივად, იქამდე ვიდრე თქვენ არ გახდებით თავისუფალი გრძნობების მონობიდან. იზრუნეთ ყველა მოვალეობის შესრულებაზე ამისგან შედეგებზე მიბმულობის გარეშე.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 3, 15, თებერვალი, 1998.
28.09.2014
თქვენ ფუჭად კარგავთ თქვენს ძვირფას დროს როდესაც ფიქრობთ რომ რასაც თქვენ ხედავთ ამ ნივთიერ მსოფლიოში არის ჭეშმარიტი. არა! არც ერთი ნივთი არ არის ნამდვილი. ჭეშმარიტება არის მარადიული და არის დროის ამ სამი პერიოდის – წარსულის, აწმყოს და მომავლის მიღმა. არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, ახლა და საუკუნოდ. რა უგუნურებაა იფიქრო რომ მსოფლიოს ხედვა, რომელიც არის დაქვემდებარებული ცვლილებას დროთა განმავლობაში, არის ნამდვილი. დღეს თქვენ ხართ სტუდენტი. ხვალ თქვენ გახდებით ოფიცერი დაწესებულებაში და რამდენიმე წლის შედეგ თქვენ იქნებით გადამდგარი ოფიცერი. მაშინ რა არის ჭეშმარიტი? ეს არის სტუდენტის ცხოვრება, ოფიცრობა თუ პენსიონერი ოფიცრობა? ასე რომ რასაც თქვენ ხედავთ ამ ობიექტურ სამყაროში და ყველა ურთიერთობა ინდივიდებს შორის არის მხოლოდ დროებითი, არასოდეს არის ნამდვილი და მუდმივი. ღმრთიურება არ არის ამის მსგავსი. შეიცანით ჭეშმარიტება რომ ღმრთიურება არის ყველგან მყოფი – გუშინ, დღეს და ხვალ.
– ღმრთიური საუბარი, 27 სექტემბერი, 2006.
29.09.2014
დასარას ფესტივალის ზეიმის მიზანი არის ათი გრძნობის კონტროლი. ლეგენდა ამბობს რომ ქალღმერთმა ჩამუნდიმ მოკლა დემონი მაჰიშა ამ დროს. ამ მოთხრობის შინაგანი არსი არის ის რომ, არანაირ ვითარებაში არ დაუკავშიროთ თქვენი თავი დემონურ ხარისხებს. ყოველთვის იყავით კარგ კომპანიაში. თუ თქვენ გაერთიანდებით ცუდ კომპანიაში, თქვენც ასევე გახდებით ცუდი. ამიტომ არასოდეს იმეგობროთ ცუდ პიროვნებასთან. იმ მომენტში როდესაც თქვენ შეეხეჩებით ასეთ ადამიანებს, უბრალოდ უნდა თქვათ ‘ნახვამდის’ და გააგრძელოთ სვლა. თქვენ არ გჭირდებათ მათდამი სიძულვილის განვითარება. ვინც არ უნდა შეგეხეჩოთ, ჩათვალეთ ის ღმრთიურების განხორციულებად და მიემშვიდობეთ მას. მაშინაც კი როდესაც თქვენ ხვდებით ადამიანებს რომლებიც გაზიანებენ თქვენ, შესთავაზეთ თქვენი მშვიდობა (პრანამს) და ჰკითხეთ, `ძმაო როგორ ხარ?~ შემდეგ ისინიც გიპასუხებენ ამგვარადვე. ადამიანი არის ის, ვინც ფლობს და ამჟღავნებს ადამიანურ ფასეულობებს. ყოველთვის ილაპარაკეთ ჭეშმარიტება და დაიცავით უბიწოება (დჰარმა). იყავით მშვიდობიანი. იყავით ბედნიერი და ნეტარი.
– ღმრთიური საუბარი, 27 სექტემბერი, 2006.
30.09.2014
ყოველი არსება სავსეა სიყვარულით. ჩვენ ვანვითარებთ განსაზღვრულ მიწიერ ურთიერთობებს მხოლოდ ჩვენი კეთილმოწყობისთვის, ჩვენი სიამოვნებისთვის და ჩვენი საკუთარი ეგოური მიზნებისთვის. უარი თქვით ეგოურობაზე და ისწრაფეთ თვით რეალიზებისთვის. თქვენ უნდა იკითხოთ თქვენში, `ვინ ვარ მე? სხეული, ჭკუა, გონება, ჩითტა (მეხსიერება) თუ აჰამკარა (ეგო)?~ თქვენ არ ხართ არცერთი აქედან. თქვენ ხართ თქვენ – `მე ვარ მე.~ შეიცანით ეს ჭეშმარიტება. ადამიანმა უნდა გასწიოს უანგარო მსახურება. ნაყოფი ყველა მოქმედების შემდეგ უნდა იყოს მსხვერპლად შეწირული. მხოლოდ პიროვნება რომელიც უარყოფს ყველა მოქმედების შედეგს იმსახურებს რომ ეწოდოს იოგი (უარმყოფელი). იოგი არ არის ის ვინც უბრალოდ ზის ხის ქვეშ, ხუჭავს თვალებს და მედიტირებს. ნამდვილი მსხვერპლშეწირვა გულისხმობს უარის თქმას თქვენს სურვილებზე. არ იყოთ ჭკუამოკლე. თუ თქვენ მონიჭებული გაქვთ გონებაშეზღუდულება მთელი თქვენი სიცოცხლე გახდება შეზღუდული. განივითარეთ ფართოთვალთახედვა და ჩაინერგეთ უანგარო სიყვარული.
– ღმრთიური საუბარი, 27 სექტემბერი, 2006.

სატია საი ბაბა