1.06.2014
როდესაც ასურები და დევათები (დემონები და ნახევარღმერთები) დღვებდნენ რძის ოკეანეს (კშიირა საგარას), პირველი მოვიდა შხამი. მათ არ მიატოვეს დღვება სანამ არ მიიღეს ამრიტა (უკვდავების ნექტარი). შეხედეთ თქვენს გულს როგორც რძის ოკეანეს და გონებას როგორც მთა მანდჰარას. გამოიყენეთ თქვენი ძლიერი სურვილები როგორც სადღვები თოკები, განაგრძეთ დღვება უფლის სახელის გამეორებით. არ იყოთ წინააღმდეგი თუ ის რაც პირველი მოვა იქნება შხამი. განაგრძეთ დღვება სანამ თქვენ მიიღებთ ღმრთიური ნეტარების ნექტარს. როდესაც თქვენ სწავლობთ ბჰაგავად გიიტას, თქვენ შეამჩნევთ რომ ის იწყება არჯუნა ვიშაადჰა იოგით (არჯუნას გულგატეხილობით). მაგრამ საბოლოო ჯამში არჯუნა განცდის ვიშვარუპას, უფლის კოსმიურ ფორმას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 11, 5 მარტი, 1995.
2.06.2014
არავის სავსეს სიხარბით, შიშით და რისხვით არ შეუძლია რაიმეს მიღწევა ამ მსოფლიოში. მეტისმეტი სურვილები აკნინებს ადამიანს. ადამიანს არ შეუძლია მთლიანად უარი თქვას სურვილებზე, მაგრამ უნდა არსებობდეს სურვილების ზღვარი. როდესაც ეს აჭარბებს ზღვარს ადამიანი გზას სცდება. სურვილები საშინლად სახიფათოა. დღევანდელი მოწინააღმდეგე შეიძლება გახდეს ხვალინდელი მეგობარი და პირიქით. მაგრამ სურვილები არის მუდმივი მტერი. ეს კვალში სდევს ადამიანს განუწყვეტლივ. გიტა აცხადებს სურვილებს როგორც კაცის ნითიაშათრუს (მუდმივ მტერს). აქედან გამომდინარე სურვილები დაჭერილი უნდა იყოს კონტროლს ქვეშ. ‘კამამ ჰითვა არტონა ბჰავატი’ (ის ვიც უარყო სურვილები არის თავისუფალი დარდისგან). ‘ლობჰამ ჰითვა სუკჰიი ბჰავატი’ (სიხარბის გადალახვით ადამიანი ხდება ბედნიერი). როდესაც თქვენ იშორებთ ჭკუის სიბინძურეს, ადამიანურობა გადადის ღმრთიურებაში.
– ღმრთიური საუბარი, 1 აპრილი, 1995.
3.06.2014
პრემა (სიყვარული) უნდა იყოს გაომჟღავნებული არა მხოლოდ ღმერთის მიმართ არამედ ყველა ცოცხალი არსების მიმართ. სიყვარული არის ძლიერი ძალა. ვერანაირი სხვა ძალა ვერ სჯობნის მას. სიყვარულის ბუნების გაუგებლობით ადამიანები არიან დაცემული ტანჯვის მსხვერპლად. ეს არის შედეგი შეცდომაში შეყვანის იმ გამოხატულებისგან როგორც განიხილება სიყვარული. ადამიანები დღეს ეთაყვანებიან ღმერთს ამ ან სხვა სამყაროსთან დაკავშირებული სურვილების შესრულებისთვის. ეს არ არის ჭეშმარიტი სიყვარული. ადამიანები პრეტენდირებენ თავიანთი ახლობლების და ნათესავების და მეგობრების სიყვარულზე წმინდა ეგოური მოსაზრებებით. ეს არის მხოლოდ მიჯაჭვულობა და არა სიყვარული. მხოლოდ ის შეიძლება იყოს აღწერილი როგორც სიყვარული რაც სთავაზობს თავის თავს რაიმე ჯილდოს მოლოდინის გარეშე. გიიტაში ღმერთი აღწერილია საჰრიტ (ჭეშმარიტ მეგობრად). ღმერთი თანგახლავთ თქვენ ჩრდილის მსგავსად და ასრულებს თქვენს სურვილებს სანაცვლოდ რაიმეს მოლოდინის გარეშე. ღმერთს არ აქვს არავითარი მოლოდინები. საჰრიტი განსაზღვრავს უფლის სრულიად უანგარო სიყვარულს.
– ღმრთიური საუბარი, 1 აპრილი, 1995.
4.06.2014
საკმარისი არ არის თუ თქვენ კარგად სწავლობთ, იღებთ ხარისხებს, შოულობთ კარგ სამუშაოს და გამოიმუშავებთ მაღალ ხელფასს. დღეს ადამიანები თაყვანსცემენ სიმდიდრეს. ისინი გამოიმუშავებენ ბევრ ფულს და როგორც ისინი მას დააგროვებენ, ისინი ფლანგავენ მას მისი დახარჯვით მაღალი შენობების მშენებლობაზე, ავტომობილების შეძენისა და სხვა მსგავსი ანგარებითი მიზნით. სიმდიდრე შეძენილი არაკეთილსინდისიერი ხერხების მეშვეობით, იხარჯება ასევვე არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში. ფული მოდის დღეს და მიდის ხვალ, გადადის ადამიანიდან ადამიანში. თქვენი წინაპრებიც გამოიმუშავებდნენ ბევრ ფულს. მაგრამ იყენებდნენ მას გონივრული, უბიწო და კეთილშობილური მიზნებით. ისინი აშენებდნენ თავშესაფრებს მოგზაურთათვის, ჭებს წყლით უზრუნველსაყოფად და აფუძნებდნენ საგანმანათლებლო ინსტიუტებსა და ჯანმრთელობის ცენტრებს. თქვენ უნდა დახაჯოთ ძნელად გამომუშავებული ფული უბიწოების გზაზე. სხვა შემთხვევაში, ფული გამოიწვევს ბევრ მწუხარებას თქვენს ოჯახში.
-ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 4, 26 ივნისი, 1989.
5.06.2014
მედიტირება არ ნიშნავს უბრალოდ ჯდომას დახუჭული თვალებით და ფორმის ხედვას. თქვენ შეიძლება დახუჭოთ თქვენი თვალები, და გამახვილდეთ ფორმაზე. მაგრამ თუ არსებობს მერყეობა ჭკუაში მედიტირების დროს, მაშინ ის ხდება კონცენტრირება და არა განჭვრეტა. როდესაც მერყევი განწყობა ქრება, შემდეგ თქვენი კონცენტრირება ხდება მყარი და გადადის განჭვრეტაში და თანდათანობით, თქვენ ივიწყებთ ორივეს თქვენ თავსაც და ფორმასაც და აღწევთ სამადჰის. საბოლოო ჯამში არ იარსებებს ფორმა – ამ დროიდან მას ეწოდება ატმა. ადამიანები აძლევენ მას განსხვავებულ სახელებს. არ ინერვიულოთ თუ თქვენ თაყვანსცემთ ერთ ფორმას მეორეზე მეტად – ეს არ არის დასასრული; ეს არ არის კონცენტრირება. გამოიჩინეთ შეუპოვრობა და გამახვილდით ფორმაზე და ნახეთ რომ ეს ხდება მდგრადი. რამდენადაც თქვენ წინ მიიწევთ გზაზე, თქვენი სიმახვილე ხდება მთლიანად მდგრადი და განჭვრეტა ყვავის მედიტირებაში.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 12, 4 ივნისი 2009.
6.06.2014
არასოდეს დროის ნებისმიერ მომენტში არ დამწუხრდეთ რაიმესთვის. ნათქვამია რომ არსებობს ორი დანაკარგი მათთვის ვინც არის დაუკმაყოფილებელი – ასანთუშთო დვიჯო ნასტაჰა. ერთი რომ მათ არ აქვთ რაიმე ბედნიერება და მეორე, ისინი ასევე ვერ მშვიდდებიან. რათ გრძნობენ ადამიანები დაუკმაყოფილებლობას? ადამიანები ვერ ისვენებენ ან არიან დადარდიანებული, თუ ვინმე არის მაღალ მდგომარეობაში ან ატარებს უკეთეს ტანსაცმელს ან არის მეტად განათლებული ვიდრე ისინი. არ შეხედოთ ვინმეს ვინც არის უკეთესი ვიდრე თქვენ. შეადარეთ თქვენი თავი მათ ვინც არის უფრო დაბალ მდგომარეობაში ვიდრე თქვენ. მაშინ თქვენ ვერასდროს განივითარებთ უარყოფით ხარისხებს. როდესაც თქვენ ადარებთ თქვენს თავს ვინმე თქვენზე უკეთესს, ეგო და შურიანობა აუცილებლად შემოვა თქვენში. თუ თქვენ იხედებით პრივილეგირებულის ქვემდგომებზე და ტანჯულებზე, და გაქვთ თანაგრძნობა მათდამი და ემსახურებით მათ, თქვენ გრძნობთ კმაყოფილებას. გააძლიერეთ თქვენი თანაგრძნობა და განივითარეთ კეთილშობილური ხარისხები ასეთი მოქმედების წესით.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 5, 26 ივნისი 1989.
7.06.2014
ბევრს წარმოუდგენია რომ ღმერთი გაჩნდება მათ წინ მათი თაყვანისცემის (იაგნას) პასუხად. ეს არის ილუზია, უბრალოდ წარმოსახვა. რაც საბოლოოდ მჟღავნდება თქვენს წინ არის უსახელო, უფორმო უფალი. სინამდვილეში ღმერთს არ აქვს რაიმე ერთი სპეციფიკური ფორმა. თქვენი ჭკუა კარნახობს ასეთ წარმოსახვას. როდესაც თქვენ ფიქრობთ ღმერთზე როგორც კრიშნაზე, კრიშნას შეგრძნება თქვენში აღიძვრება თქვენი ჭკუით. რადგან თქვენი შეგრძნებები გხელმძღვანელობთ თქვენ, თქვენ ხედავთ თქვენი საყვარელი უფლის გაცხადებას ყველგან. თქვენ უნდა შეუდგეთ გზას, უნდა დაფოკუსირდეთ ღმრთიურ მეზე. აკონტროლეთ ჭკუის მოქმედება და გააგრძელეთ გზა სანამ ჭკუა არ გაქრება. ღმრთიურ მეს არ აქვს სახელი ან ფორმა. დააბინავეთ თქვენში ეს უსახელო, უფორმო ღმრთიურება. მთელი მსოფლიო არის ერთი ღმრთიური სულის გამომჟღავნება. იგივე უფალი ვრცელდება ყველა არსებაში, იქნება ეს პატარა მწერები, ფრინველები, ცხოველები თუ ადამიანის არსებები. აქედან გამომდინარე მიემშვიდობეთ უფალს ყველა არსებაში.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 12, 4 ივნისი 2009.
8.06.2014
მიიღეთ ყველაფერი როგორც ღმერთის საჩუქარი (პრასადამ). ყოველთვის იგრძენით რომ ყველაფერი რაც თქვენ გაქვთ არ არის თქვენი, და რომ ეს მოდის ღმერთიდან. მიიღეთ ტკივილიც აგრეთვე როგორც ღმერთის საჩუქარი და იყავით ამით კმაყოფილი. ისწავლეთ ბედნიერად ყოფნა იმით რომ ღმერთმა მოგცათ ორი საკმარისად ნოყიერი სადილი. თუ თქვენ ედრებით მდიდარ ადამიანს ვისაც აქვს ოთხი ნოყიერი სადილი იმ დროს როდესაც თქვენ გაქვთ ორი, თქვენ იგრძნობთ უკმაყოფილებას. სხვა მხრივ იფიქრეთ ღარიბ ადამიანზე ვისაც არ შეუძლია განაგოს თუნდაც ერთი საკვები დღეში. ამ წესით განივითარეთ კმაყოფილება. თქვენ უნდა ისწავლოთ ნასიამოვნებად ყოფნა უბრალო რამეებშიც აგრეთვე. მხოლოდ მაშინ არის რომ ღმრთიურება აყვავდება ადამიანურობიდან. კმაყოფილად ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური ხარისხი და ის შეიძლება მიღწეული იყოს უფლისადმი განუწყვეტელი ერთგულებით. გააგრძელეთ მისი სახელის გალობა და განავითარეთ თქვენი სიყვარული მისდამი, და მიუძღვენით თქვენი სიცოცხლე მას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 5, 26 ივნისი, 1989.
9.06.2014
რასაც კი თქვენ ხედავთ, ვისაც კი თქვენ ხედავთ, სხვა არაფერია თუ არა ღმრთიურება რაც ესწრება. მიემშვიდობეთ ყველა არსებას თუნდაც თუ თქვენ ფიქრობთ რომ ისინი დაქვემდებარებული არიან თქვენზე. გახსოვდეთ რომ თქვენ მიემშვიდობებით არა ინდივიდუალს არამედ ღმრთიურებას მასში. თუ თქვენ გაქვთ ათასობით ქოთანი წყლით სავსე, რაც ანათებს ზემოთ იქნება იგივე მზის ანარეკლი ყველა ქოთანში. ზუსტად ასე, ღმრთიურების იგივე ანარეკლი ესწრება ყველა არსებაში. როგორც მზის ანარეკლი დამოკიდებულია იმაზე თუ რა არის ქოთანში, ასევე რასაც თქვენ ხედავთ თქვენს ირგვლივ არის ანარეკლი, რეაქცია და გამოძახილი თქვენი საკუთარი მოქმედების. რასაც თქვენ აკეთებთ ან ლაპარაკობთ თქვენ გიბრუნდებათ უკან. თქვენ ხედავთ თქვენ საკუთარ ფორმას სარკეში. თუ თქვენ გძულთ სხვა, თქვენ გძულთ საკუთარი თავი. აზრი არ აქვს ღმერთის დადანაშაულებას თქვენი საკუთარი მოქმედებებისთვის. ღმერთი არის უატრიბუტო, წმინდა, სუფთა და ბრძენი. ღმერთისთვის ხარისხების მიწერა ეს არის ადამიანის უმეცრება.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 12, 4 ივნისი, 2009.
10.06.2014
თქვენ არ უნდა მისდიოთ სულიერებას რაიმე საბოლოო შედეგზე ფიქრით. ის ვინც მუშაობს გამომუშავებისთვის არის მუშა და არა მესაკუთრე. ყოველდღიურ დაქირავებულ მუშაკს ვერ ექნება რაიმე მესაკუთრეობა ან ინტერესი ამოცანის შესრულებაზე. კაცი ან ქალი ფიქრობს გრაფიკით დადგენილ დრომდე ყოფნაზე, თავისი ხელფასის შეგროვებასა და გამგზავრებაზე. ამგვარად კაცი ან ქალი ფიქრობს რომ ის გამოყოფილია ორგანიზაციიდან. თქვენს სახლში, ცოლი ან შვილები ასრულებენ თავიანთ შესაბამის მოვალეობებს მაგრამ არ ითხოვენ რაიმე გასამრჯელოს. ცოლი არ ითხოვს რაიმე შემოსავალს საქმისთვის რომელსაც ის აკეთებს. ის ასრულებს მის საპასუხისმგებლო მოვალეობას სისუფთავით და სრულყოფილებით, და ზრუნავს ყველაფერზე სახლში. ის ვინც ლოცულობს, შედეგის დასამსახურებლად არის მსგავსი ამ ყოველდღიური დაქირავებული მუშის. ის ვინც ტკბება შეგრძნებით რომ ღმერთი არის მისი მესაკუთრე, და რომ ღმერთი არის მათში, არის მფლობელის მსგავსი. ეცადეთ გახდეთ მფლობელი და არა მონა.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 6, 27 ივნისი, 1989.
11.06.2014
ადამიანი რომელსაც ჰქონდა დიდი ოჯახი, დაჯდა მედიტირებისთვის თავის სახლში. რადგან ერთი თუ მეორე შვილი ხელს უშლიდა მას, ის ჩაიკეტა ოთახში. მაგრამ ახლა მას ხელი შეუშალა კარებზე ხშირმა კაკუნმა ამა თუ იმ ვინმესგან. ამიტომ მან მიმართა ტყეს და დაიწყო მედიტირება ხის ქვეშ. მაგრამ აქ მას ხელი შეუშალა დასკორებამ ხეზე მჯდომი ჩიტებიდან. ხელის შეშლის შეზიზღებით სახლში და ტყეში მან იგრძნო რომ უკეთესი იქნებოდა დაესრულებინა თავისი არსებობა. სამწუხაროდ ის იყო უძლური გაეცნობიერებინა რომ ღმერთი ესწრება ყველაფერში და განევითარებინა მოთმინება. სინამდვილეში ის არის მაგალითი ერთგულის რომელშიც ჭარბობს რაჯო გუნა. კონცენტრირების შემძლეობა სადაც არ უნდა იყოს ადამიანი არის ნიშანი ერთგულის, სათვიური ხარისხით. ასეთი ერთგული შემძლეა კონცენტრირების პრაქტიკის კომპანიის შუაგულშიც და განმარტოებითაც. ნებისმიერი ხელის შეშლა განხილული იქნება როგორც ღმერთიდან წამოსული და იქნება მიღებული.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 6, 27 ივნისი, 1989.
12.06.2014
ღმერთი არის ყელა ხარისხის გარეთ. ის არის უნაკლო, მტკიცე და უანგარო (ნირმალამ, ნისჩალამ და ნისვარტამ). ის არის დროსა და სივრცის გარეთ. არ ეცადოთ ღმერთის შემოსაზღვრას მხოლოდ ერთი ფორმით. ჩაინერგეთ პრინციპი რომ ღმერთი არის ღმრთიური სული (ატმა) დამსწრე თქვენში და იფიქრეთ მასზე. ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერში რასაც თქვენ ხედავთ, ღმერთი არის დამსწრე. ღმერთი არის დენი რომელიც ამუშავებს ვენტილატორს; ღმერთი არის მიკროფონი რომელიც შთანთქავს ხმას, და დინამიკები რომლებიც ეხმარება სხვებს რომ მოისმინონ. თუ თქვენ გახსნით მთავარ ამომრთველს ყველა ნათურა ჩაქრება. როდესაც თქვენ გავიწყდებათ ღმრთიურება, თქვენ გავიწყდებათ ყველაფერი. გიყვარდეთ ღმერთი ღრმად, შიგნიდან. გიყვარდეთ ღმერთი და თქვენ შეძლებთ ცუდი ხარისხების დემონების დამარცხებას და საზოგადოების განვითარებას. მხოლოდ ადამიანს ხასიათით შეუძლია განვითარების მოტანა საზოგადოებაში. მხოლოდ ადამიანს სიყვარულით ღმერთისადმი შეუძლია იცხოვროს ზნეობრივად. ზნეობრიობა არის ნამდვილად სასიცოცხლო პრინციპი. ზნეობრიობის გარეშე ვერ იარსებებს საზოგადოება.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 12, 4 ივნისი, 2009.
13.06.2014
განივითარეთ ჭეშმარიტების, უბიწოების, მშვიდობის, სიყვარულისა და არაძალოდობის (სატიას, დჰარმას, შანთის, პრემას და აჰიმსას) ხუთი ფასეულობა. როდესაც თქვენ გაქვთ სატია და დჰარმა თქვენ ავტომატურად მიიღებთ მშვიდობას (შანთის). როდესაც თქვენ ხართ დამშვიდებული მაშინ თქვენ არ ვნებთ ვინმეს და არც გძულთ არავინ (აჰიმსა). ეს მშვიდობიანი დამოკიდებულება აყვავდება სიყვარულში და მოიტანს თანასწორობას ყველა არსებაში. როდესაც ასეთი სასიყვარულო გარემო მოიჭარბებს, არ იქნება დაპირისპირებები მსოფლიოში. მაშასადამე ჭეშმარიტება და უბიწოება არის აუცილებელი საყვარულის მისაღწევად და ჩასაზრდელად. ნებისმიერ მდგომარეობაში რომელიც შეიძლება შეგხვდეთ არასოდეს დაადგეთ არაჭეშმარიტების გზას. თუ თქვენ ლაპარაკობთ არაჭეშმარიტებას, სიყვარული არ არსებობს. ყოველთვის ილაპარაკეთ ჭეშმარიტება, შეიძინეთ სიყვარული და შეიგრძენით ის ყველგან თქვენს ირგვლივ. ეს არის არსი წერილების, რასაც გვასწავლის ბევრი ბრძენი და წმინდანი სხვადასხვა მეთოდებით. სიყვარული არის ღმერთი.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 12, 4 ივნისი, 2009.
14.06.2014
ადამიანები რომლებიც იღებენ თავის თავზე ვალდებულებას ყოველთვის დაიცვან გარკვეული დისციპლინა ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას როდესაც ვითარება არის არახელსაყრელი. ერთხელ ტყეში ყველა ირემმა ჩაატარა კონფერენცია. მათ იმსჯელეს ამგვარად: `ძაღლებს გააჩნიათ უნარები რომელიც ჩვენ გვაქვს?~ ერთმა მათგანმა თქვა, `თუ ჩვენ წიხლს ვკრავთ ძაღლს სათანადოდ, ის შეიძლება გამოიშიგნოს; ჩვენ გვაქვს ეს ძალა!~ მეორე ირემმა დაამატა. `ძაღლებს არ შეუძლიათ სირბილი იმ სისწრაფით როგორც ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ჰარში ნახტომის გაკეთებაც კი.~ მესამემ თქვა, `ზუსტად ასეა! ძაღლებს არ ძალუძს ჩვენზე სწრაფად სირბილი და ჩვენ ვართ უფრო ძლიერი და უნარიანი. ამ დროიდან ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ძაღლების. ჩვენ პირისპირ უნდა შევხვდეთ მათ მთელი ჩვენი ძალით და უნდა უკუვაგდოთ~. ამ გადაწყვეტილებას ყველა მხიარულად უკრავდა ტაშს. ამის ხმის გაგონებაზე ძაღლმა შორს ხმამაღლა დაიყეფა. როგორც კი ირმებმა გაიგონეს ეს ხმა ყველა, გამონაკლისის გარეშე გაიქცა იმ ადგილიდან. მათი მოქმედება ვინც დღეს ქადაგებს ვედანტას არის სულ დიდი ამ ირმების დონეზე.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 5, 27 ივნისი, 1989.
15.06.2014
არსებობს მრავალი განათლებული ახალგაზრდა ბევრი ხარისხით. როგორ იყენებენ ისინი ამას? ფულის გამოსამუშავებლად! აწმყო დროში ფულს აქვს დიდი მნიშვნელობა. თქვენ გჭირდებათ ფული თუნდაც სალოცავში წასასვლელად, ფინჯანი ყავის და ბოთლი წყლის დასალევად. როგორც არ უნდა იყოს თქვენ უნდა უფრო მეტად განივითაროთ ადამიანურობა უპირატესად ვიდრე ირბინოთ მხოლოდ ფულისთვის. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ყველა პრობლემაზე ჩვენს ირგვლივ. თუ თქვენ დააფორმირებთ თქვენს თავს კარგ ადამიანად და აპრაქტიკებთ იმას რაც შეიტყვეთ, მსოფლიო იქნება განსხვავებული ადგილი. არ ატაროთ თქვენი ცხოვრება ქედმაღლობით, სიამაყით და სხვა ბოროტი ხარისხებით. ამის ნაცვლად იცხოვრეთ თავმდაბლობისა და მორჩილების გრძნობით. თქვენ გახდებით სუფთა, მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მოიცილებთ თქვენს ბოროტ ხარისხებს. რომ მოაცილოთ დაჭუჭყიანება თქვენს ირგვლივ, თქვენ უნდა გქონდეთ სუფთა ჭკუა. სუფთა ჭკუა არის ის ჭკუა რომელსაც არ აქვს რაიმე დაეჭვება და რომელიც არის უანგარო და მყარი. მხოლოდ სუფთა ჭკუას შეუძლია ერის ღირსების დაცვა.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 12, 4 ივნისი, 2009.
16.06.2014
დღეს ადამიანები იხრებიან წერილების სიტყვასიტყვით მიმდევრობისკენ. წერილების სიტყვები ინტერპრეტირებული და გაგებული უნდა იყოს მოცემული დროისა და ვითარების კონტექსტში. მაშინ მათი ნამდვილი მნიშვნელობა იქნება ნათელი. ასევე არავინ ერთგულებს იმას რასაც ლაპარაკობს და ქადაგებს. უფრო მეტად ვიდრე ისმინოს სულიერი საუბრები, ადამიანმა უნდა ეცადოს იმის ნაწილის პრაქტიკა მაინც რაც გაიგო. ვედანტის არსი არის განმარტებული ბევრ ადგილზე, რომ არ ვთქვათ რაიმე საუბრებზე გიტაში. მაგრამ რამდენს ესმის გიტას ნამდვილი სული და რამდენი მოქმედებს მისი გზავნილებიდან გამომდინარე? ქადაგებასა და პრაქტიკას შორის სწორედ ამ დიქოტომიის გამო არის რომ სულიერი სწავლების მკურნალობა ხდება მცირე მზრუნველობით. მხოლოდ როდესაც გულიდან გამოსული გრძნობები, პირიდან გამოსული სიტყვები და მოქმედებები რომელსაც ადამიანი ასრულებს ეს ყველა იქნება მთლიან ჰარმონიაში, მაშინ ადამიანის სიცოცხლე იქნება დაფუძნებული ჭეშმარიტებაზე.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 6, 27 ივნისი, 1989.
17.06.2014
ადამიანურობა საიდან მოვიდა? ის მოვიდა თქვენი გულიდან. აქ, ნახსენები გული არ არის ფიზიკური გული არამედ სულიერი გული რომელიც თავისუფალი არის ყოველგვარი ხარვეზისგან. როგორც სურნელოვანი ჰაერი თქვენი სისუფთავე უნდა გავრცელდეს ყველგან. თქვენ უნდა გაუზიაროთ სხვებს სუფთა აზრები და სუფთა გრძნობები რომელიც მოედინება თქვენგან. რასაც კი თქვენ აკეთებთ, ეს უნდა იყოს სასარგებლო სხვებისთვის. დაეხმარეთ მუდამ, არ დააზიანოთ არასდროს – თუ თქვენ შეითვისებთ ამ ორ ხარისხს, ყველაფერი გახდება კარგი თქვენთვის. დღეს განათლებული ადამიანები ამაყობენ თავისი მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხებით. რას ნიშნავს ჭეშმარიტი მეცნიერებათა კანდიდატი (პჰ. დ.)? ასო ‘პ’ დგას პიროვნებისთვის, ‘ჰ’ დახმარებისთვის და ‘დ’ ღმრთიურებისთვის. მაშასადამე, ადამიანი პჰ. დ. ხარისხით არის პიროვნება, რომელიც ეხმარება სხვებს და აღწევს ღმრთიურებას. ამის საპირისპიროდ, თუ ვინმე არ ეხმარება სხვებს, მაშინ ასო ‘პ’ აღნიშნავს რომ ის არის პაპი (ცოდვილი). თქვენ მიაღწევთ ყველაფერს თუ თქვენ დაიცავთ თქვენს ადამიანურობას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 12, 4 ივნისი, 2009.
19.06.2014
არასოდეს თქვენს ბოლო ამოსუნთქვამდე არ მიატოვოთ მშობლები. მაშინაც კი თუ ისინი არ უზრუნველგყოფენ თქვენ ყველაფრით, რასაც თქვენ თხოვთ და რაც თქვენ გსურთ, თქვენ უნდა გიყვარდეთ ისინი. თქვენმა დედამ გადაიტანა ბევრი სირთულე თქვენი გულისთვის. ის გკვებავდათ თქვენ მრავალმხრივ. დავიწყება ან უარყოფა თქვენი დედის არის უდიდესი ცოდვა. თქვენი მამა ასრულებდა მძიმე სამუშაოს თქვენზე საზრუნველად და თქვენს გასაზრდელად. არასოდეს გააკეთოთ ისე რომ თქვენმა მშობლებმა იგრძნონ თქვენგან დაშორება. გიყვარდეთ და პატივი ეცით მათ ყოველთვის. თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ თქვენი მშობლების მოთხოვნები, იმ განათლების გამოყენებით რაც მათ მოგცეს. მათი კმაყოფილება მოგცემთ თქვენ უსასრულო სიხარულს. არ დაიჯეროთ რომ თქვენი მეგობრები არიან ყველაფერი თქვენთვის – იქამდე ვიდრე თქვენ გაქვთ ფული თქვენს ჯიბეში, ისინი არიან თქვენი მეგობრები. როდესაც თქვენ გაღატაკდებით ბევრი მათგანი დაგემშვიდობებათ თქვენ.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 12, 4 ივნისი, 2009.
20.06.2014
დღევანდელობაში ერთგულება უფრო მეტად მოჩანს როგორც ადამიანის დროის ხარჯვის ხერხი უპირატესად ვიდრე სამეფო გზა ღმრთიურების დიდი სახლისკენ. თქვენ არ გჭირდებათ დიდი ძალისხმევა ბალახის გასაზრდელად. მაგრამ სასარგებლო მოსავლის ასაღებად თქვენ უნდა მძიმედ იმუშაოთ. ამის მსგავსად დიდი მიღწევა არ არის ყოფითი არსებობის ტრივიალური და წამრავალი სიამოვნების განცდა; ეს არის ბალახის გაზრდის მსგავსი. თქვენ უნდა ესწრაფოთ ღმრთიური სიყვარულის ნექტარიანი და ხანგრძლივი ნეტარების გაზრდას. ყველა ვინც ეძებს ასეთ სიყვარულს ვერ პოულობს ადვილად. ყველა მოჩანს როგორც ერთგული. მაგრამ ის ვინც განცადა ღმრთიური პრინციპი შემდეგ აღარ მისდევს გრძნობით სიამოვნებებს.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 6, 27 ივნისი, 1989.
21.06.14
უფალმა კრიშნამ თქვა, `არ მოიქცეთ როგორც მხეცი, არც თუნდაც როგორც ადამიანის არსება. იცოდეთ რომ თქვენ ხართ ღმრთიურების ნაპერწკალი. თქვენ ხართ ძველი, მუდმივი და არსებითად ღმრთიური. მამიამავშო ჯიივა ლოკე ჯიივა ბჰუთა სანათანაჰა.~ ღმრთიურების ნაპერწკლად მყოფთ, თქვენ უნდა გქონდეთ წმინდა ხარისხები ჭეშმარიტების, უბიწოების, მშვიდობის, სიყვარულის და არაძალადობის. იმის ნაცვლად რომ მოიქცნენ ამ კეთილშობილ სათნოებათა შესაბამისად, ადამიანები ექვემდებარებიან ბოროტ ხარისხებს როგორიც არის ვნება, სიხარბე, ბრაზი, ეჭვიანობა, სიძულვილი და სიძუნწე რაც არ შეეფერება ადამიანის არსებას. ეს ცვლილებები განპირობებულია ადამიანის კვების ჩვევითა და ყოფაქცევით. საკვები რომელსაც თქვენ იღებთ და წყალი რომელსაც თქვენ სვამთ უნდა იყოს სუფთა, და დროული. ატარეთ კარგად რეგულირებული ადამიანური სიცოცხლე და შეიცანით ღმრთიურება თქვენს შიგნით.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2 თავი 13, 7 ივნისი, 2007.
22.06.2014
ჭეშმარიტება არ არის უბრალოდ იმის აღწერა რაც თქვენ დაინახეთ, გამოხატვა იმის რაც თქვენ მოისმინეთ ან იმის პატიოსნად გაზიარება რაც თქვენ განცადეთ. ჭეშმარიტება არის ამ ყველაფრის ფარგლებს გარეთ. ის არის უღრმესი გრძნობა და ის უნდა მოვიდეს შიგნიდან. ჭეშმარიტება უნდა წარმოიშვას თქვენი გულიდან. ჭეშმარიტება არის მარადიული; ის არ იცვლება დროის მიმდინარეობით. როდესაც თქვენ მინდობილი ხართ ჭეშმარიტებაზე (სატიაზე) მისგან წარმოიშობა უბიწოება (დჰარმა). ჭეშმარიტება არის ის რაც ასწავლის ადამიანს როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები. უბიწოება არის ჭეშმარიტების ანარეკლი. თქვენ განცდით მშვიდობას როდესაც სატია და დჰარმა თანაარსებობს. ეს არის ნამდვილი მშვიდობა შანთი. სისულელეა იფიქრო რომ მშვიდობა არსებობს სხვაგან და გამოცალკევებული არის თქვენგან. თუ თქვენ გააცალკევებთ ჭეშმარიტებას და უბიწოებას თქვენ იპოვით მხოლოდ დარტყმებს, მეორე მხრივ თუ თქვენ შეაერთებთ მათ თქვენ იქნებით მშვიდად ყოველთვის.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 13, 7 ივნისი, 2007.
23.06.2014
ჭკუა არის წარმოდგენილი სხეულის შიგნით ხუთი გარსის (პანჩა კოშას) შუა. ხუთი გარსი არის უხეში სხეული გარსი (ანნამაია კოშა), პრანამაია კოშა (მიეკუთვნება სასიცოცხლო ძალას), მანომაია კოშა (ჭკუის გარსი), ვიჯნანამაია კოშა (გონების გარსი) და ანანდამაია კოშა (ნეტარების გარსი). ჭკუის გარსის ზემოთ არის პრანა (სასიცოცხლო ძალა) და ქვემოთ არის გარჩევის ძალა. ეს ორივე დაკავშირებულია ცეცხლთან. ჭკუა დაკავშირებულია წყალთან. მთვარე არის მმართველი ღმრთაება ჭკუისთვის. ამიტომ მისი ბუნება არის სიცივე. იმის გამო რომ სასიცოცხლო ძალა არის ზემოთ და გარჩევის ძალა ქვემოთ, ჭკუა დნება და გარდაიქმნება წყლად. წყლის თვისება არის დენა უფრო დაბალი დონისკენ. მას არ აქვს ზემოთ დინების ბუნება. ამიტომ ჭკუა მუდამ დაეხეტება გრძნობითი და მიწიერი სიამოვნებების ირგვლივ. მას არ შეუძლია მოგზაურობა სუფთა და მაღალი დონისკენ. ჭკუის გადასამისამართებლად უმაღლესი სფეროების მიმართულებით, სულიერება არის უაღრესად აუცილებელი.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 7, 9 ივლისი, 1989.
24.06.2014
თუ თქვენ ხართ განმტკიცებული მშვიდობაში, თქვენ აღმოაჩენთ რომ სიყვარული აღმოცენდება მისგან. მშვიდობა და სიყვარული არის მჭიდროდ დაკავშირებული. ბევრი იჩემებს რომ მათ უყვართ ყველაფერი. მათი მოქმედებები გამოსახავს ადამიანს როგორ დრამატულად შეუძლია შესვლა სიყვარულის ველში. ეს არ არის ჭეშმარიტი სიყვარული. ჭეშმარიტი სიყვარული პოულობს განხორციელებას მხოლოდ მაშინ როდესაც ის არის მშვიდობასთან. როგორც კი თქვენ განივითარებთ სიყვარულს, არაძალადობა ბუნებრივად გამომჟღავნდება თქვენს შიგნიდან და თქვენ არ ატკენთ ან დააზიანებთ ვინმეს. სიყვარული არის ყველგან, ამ მსოფლიოს ყველა არსებაში. სიყვარული არის განსაკუთრებული სახელის, ფორმის ან მოქმედების მიღმა. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვრეთ სიყვარულში. ეს არის თქვენი დარიგება აღზრდით. განათლების პროცესი შთააგონებს სურვილს, სიძულვილს, შურს, ჟინს, სიხარბესა და სიძუნწეს, რაც არის მიწიერი შტრიხები ან ყოფაქცევითი მიდრეკილებები. მეორე მხრივ აღზრდა შედგება ჭეშმარიტების ერთგულებისგან. არაძალადობა, სიყვარული, მშვიდობა და უბიწოება – არის ხარისხები რომელიც წარმოდგენილია თქვენში.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 13, 7 ივნისი, 2007.
25.06.2014
გაიგეთ ბუნება ღმრთიური სულის (ატმას), რომელიც აძლევს არსებობის საშუალებებს ყველა გრძნობას. ხუთი გრძნობა წარმოშობილია ეთერიდან, რაც აღმოცენებულია ატმადან. ამიტომ, თუ თქვენ გაიგებთ ატმას ძალიან სავარაუდოა რომ თქვენი გრძნობები იქნება კონტროლს ქვეშ. შემდეგ თქვენ ყოველთვის იქნებით ბედნიერი. იცოდეთ რომ ბედნიერება არის მყუდროებისა და მწუხარების მიღმა. მყუდროება და მწუხარება არის მხოლოდ ადამიანის ჭკუის გამომჟღავნებები. მდგომარეობა რომელიც არის ამ სიამოვნებისა და დარდის მიღმა არის ნამდვილი ბედნიერება. თქვენ შეგიძლიათ ამ მდგომარეობის შეცნობა მაშინ როდესაც თქვენ მოუსმენთ ხმას თქვენს შიგნით. ღმერთი არის თქვენში და ის ნამდვილად ლაპარაკობს თქვენთან შიგნიდან. ამ შინაგანი ხმის განსაცდელად, თქვენ უნდა დააწყნაროთ თქვენი ჭკუა. თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი შინაგანი გრძნობები. როდესაც შინაგანი და გარეგანი ორგანოები არის მთლიანად კონტროლირებული, თქვენ ნათლად ისმენთ თქვენთან მოლაპარაკე უფლის ხმას თქვენს შიგნიდან.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 7, 9 ივლისი, 1989.
26.06.2014
ჯანმრთელობა არის უდიდესი კურთხევა. მის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ თუნდაც სულ მცირე სამუშაოს შესრულებას. ჯანმრთელობა არის აუცილებლად საჭირო თქვენი პროგრესისთვის მატერიალურ, მორალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მხატვრულ და სულიერ სფეროებში. კვების ჩვევები არის უპირველესი მნიშვნელობის თუ ჯანმრთელობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და შენარჩუნებული. ‘არ არის თავშეკავება, არ არის წარმატება’ ეს არის აქსიომა. 8,4 მილიონი სახეობის ცოცხალ არსებას შორის, ადამიანის გამოკლებით ყველა ცხოვრობს საკვებზე როგორც ეს გათვალისწინებულია დედა ბუნებით. მარტო ადამიანები ცდილობენ გააკეთონ ასეთი საკვები უფრო გემრიელი, უფრო მიმზიდველი ხედვის, შეხებისა და ყნოსვის გრძნობებისთვის მოხარშვით, შეწვით, ჩაციებითა და მორევით, დაფქვითა და დალბობით. ნატურალური პროდუქტები არის ნამდვილად სასარგებლო. ენის ახირებების კვებით, თუ თქვენ იღებთ საჭმელს სამჯერ ან მეტჯერ დღეში, თქვენ დაავადდებით და დაკარგავთ ახალგაზრდულ მხიარულებას. თავშეკავებულობა, კონტროლი და შეზღუდვები უნდა იყოს გამოყენებული ენისთვის. მარტო რეგულარული და შეზღუდული ჩანთქმა შეგაძლებინებთ თქვენ თქვენი მოვალეობების შესრულებას.
– ღმრთიური საუბარი, 20 ნოემბერი 1982.
27.06.2014
რაც მჟღავნდება გარეგნულად წოდებული არის ‘მანას’ (ჭკუა). ის რაც არის შინაგანად არის ‘ნამა’ (უფლის სახელი). უფლის სახელის გამეორებით თქვენ შეგიძლიათ დაამყაროთ კონტროლი ჭკუაზე და მიაღწიოთ მდგომარეობას როდესაც არ არსებობს ჭკუა (ამანასკა). რამდენ ხანსაც თქვენ იქნებით თქვენი ჭკუის გავლენის ქვეშ თქვენ ივლით მიწიერ გზაზე და დაიკარგებით. თქვენ შეძლებთ უფლის ხმის ნათლად მოსმენას მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მიაღწევთ ‘არა ჭკუის’ მდგომარეობას. ამ მდგომარეობის მისაღწევად, თქვენ უნდა უსმინოთ შინაგან ხმას, თქვენს შიგნით მყოფი უფლის ხმას. მის მოსასმენად თქვენ უნდა აპრაქტიკოთ ერთგულება და დანებება. ღმერთის გასაგებად და განსაცდელად უმარტივესი გზა არის მისი სიყვარული. თქვენ შეგიძლიათ ადვილად გაიზარდოთ სიყვარულში მისი თაყვანისცემით განსაკუთრებულ ფორმაში. ჭეშმარიტი ერთგული ასრულებს თავის ყველა მოვალეობას ყველაფრის დათმობით მხოლოდ ღმერთის სასიამოვნოდ და უძღვნის ყველა მოქმედებას მხოლოდ მის სიამოვნებას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 7, 9 ივლისი, 1989.
28.06.2014
თანამშრომლობა საზოგადოებად შეჯგუფებულ ინდივიდებს შორის გარანტირებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამას ეწოდება შრი რამა რაკშა (მფარველობა), ღმრთიური წყალობის ნიშანი. ადამიანის ღმრთიური ბუნების შეცნობის აშკარა ნიშანი არის სხვა არსებებთან ნათესაური კავშირის აღიარება. ეს კავშირი ახლა გაწყდა და როგორც შედეგი სიცოცხლე გადაიქცა უაზრობად. ავი სულები სიხარბისა და სიამაყის, შურისა და სიძულვილის ასრულებენ თავის ცეკვას ადამიანების გულებში. ადამიანებს არ ძალუძთ მნიშვნელობის შეფასება ჰაერის რომლითაც სუნთქავენ, მზის სხივების რომელიც ანათებს მსოფლიოს, წვიმის წვეთების რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს, და წმინდა ძალის რომელიც დევს ყველა საგნის საფუძვლად ბუნებაში. ისინი გახდნენ დაბალმოაზროვნე ადამაინები რომლებიც უძღვნიან თავიანთ სიცოცხლეს უაზრო მოღვაწეობას. რაც საჭიროა რომ გაკეთდეს დღეს ეს არის ხელშეწყობა ადამიანების რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი იდგნენ და თუნდაც იტანჯებოდნენ რომ გაიგონ წმინდა მიზნები მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და აყვავებისთვის.
– ღმრთიური საუბარი, 22 ივნისი, 1982.
29.06.2014
რამაიანას მოთხრობაში, დედოფალი კაიკეია უთმობს თავისი მოსამსახურის ეგოურ ეშმაკობებს და ამის შედეგად მისი უფალი მეფე დასარათჰა კვდება. რამა, ვისაც ის განიხილავდა თავის სასიცოცხლო სუნთქვად, გადაასახლეს ტყეში და ბჰარატამ მისმა ვაჟმა უარყო ის სწორედ იგივე საქციელის გამო! მან თავისზე გამოიწვია დაგმობა აიოდჰიის სამეფო კარის ყველა ადამიანისგან. ეს მოთხრობა არის ალეგორიული. დაშარათჰა არის ადამიანის სხეული აღქმის ხუთი გრძნობით და მოქმედების ხუთი გრძნობით – ათი ეტლი ან დაშა-რათჰა. მან დააქორწინა დედოფალი, ჭკუა, და ჭკუამ დაუთმო მსახურს და გამოიწვია დაკნინება. ეს ნათლად გვასწავლის ჩვენ ჭკუის, როგორც ადამიანის გრძნობების ბატონის, ლეგიტიმურ როლს. თუ ბატონი ემსახურება მსახურებს, მაშინ კაცი თუ ქალი კარგავს თავისი თავის პატივისცემას და ეცემა მისი პატივისცემა სხვებისგან.
– ღმრთიური საუბარი, 20 ნოემბერი, 1982.
30.06.2014
როგორც მომლოცველს თქვენ გეხმარებათ ან ჩამოგარჩენთ ჭკუის სულელური ქცევები. ჭკუას აქვს როგორც მისი ქსელი და მისაქსელი, სურვილი ან წყურვილი ამა თუ იმ რაიმეზე, რაიმე მოგების მიღებაზე ან რაიმე დანაკარგიდან თავის არიდებაზე. სურვილი აღმოცენდება მიბმულობიდან, რომელიც არის ილუზიის შედეგი. სურვილი ამახინჯებს და აბნელებს ჭკუას და იჭერს მას განუწყვეტლივ მღელვარედ. წყლის ზედაპირი ვერ იქნება წყნარი როდესაც ქვები ცვივა მასზე, და თუ არსებობს სურვილების მუდმივი თავსხმა იგი იქნება საცოდავად მოუსვენარი. ნეტარება რომელიც ასხივებს სულიდან (ატმადან) უნდა დაგროვდეს თქვენი ჭკუის (ბუდჰის) რეზერვუარის საშუალებით. მაგრამ თუ რეზერვუარს აქვს ბევრი ნაპრალი და ხვრელი (გრძნობების), ნეტარება (ანანდა) გაიფლანგება და ჭკუის რეზერვუარი დაშრება. როდესაც გრძნობების შიმშილის დაკმაყოფილება არის მოსაძებნი თქვენი ჭკუა ხდება მერყევი და თავქეიფა. თქვენი ჭკუის ლეგიტიმური როლი არის ის რომ იყოს ბატონი თქვენი გრძნობების, რომლებიც არის მისი მსახურები.
– ღმრთიური საუბარი, 22 ნოემბერი, 1989.
სატია საი ბაბა