1.09.2013
იყავით ფრთხილად რომ არ დაასაქმოთ საკუთარი თავი იკჩა კრიშიში (წადილებისა და სურვილების განვითარებაში). ეს არის არასდროს დასრულებადი პროცესი თესვისა და მკის, თქვენ ვერასდროს ვერ მიაღწევთ კმაყოფილებას. რადგან, ერთი სურვილი, როდესაც დაკმაყოფილდება დაუბერავს წყურვილი ათზე მეტისთვის. იყავით ფრთხილად! არ ირბინოთ უპატიოსნო სურვილებისა და მრუდე კმაყოფილების სადევნელად. ყველა გზა რომელსაც მიყავს გრძნობების სფეროში არის დაკლაკნილი და ბნელი. მხოლოდ გზა რომელსაც მიყავს ღმერთთან არის სწორი. განივითარეთ პირდაპირობა (ნიითჰი) თქვენს ყოველ მოქმედებაში. ეს გამოავლენს ღმრთიურებას თავის დროზე. ეს შეგაძლებინებთ თქვენ თქვენი სამი გუნის (რაჯასი, სათჰვა და თამო) გადალახვას. ისევე როგორც თქვენ ფქვავთ წიწაკას, მარილს და თამარინდს რომ მიიღოთ გემრიელი კერძი, თქვენ უნდა დაფქვათ ეს სამივე გუნა ისე რომ ანანდას (ნეტარების) გემო გამოვლინდეს.
2.09.2013
ადამიანის არსებად დაბადება არის უნიკალური შანსი. რადგან ადამიანის არსება არის მარტო დაჯილდოებული განმასხვავებელი გონებით, ეს არის, ძალა გადასარწმუნებლად უკეთესზე ალტერნატიულ მიმართულებებს შორის. თქვენ ხართ, თქვენი სტრუქტურით, ძალიან შორს ცხოველური სამეფოდან (პაშუდან) და ძალიან ახლოს ღმრთიურთან (პაშუპათჰასთან). არ ჩავარდეთ ცხოველურობაში. წმინდა წერილებიდან შეითვისეთ სიყვარული, კეთილშობილება და დიდებულება; ეს წერილები არის ასე სავსე ამით! მაგალითად, შევხედოთ სიდიადეს ქცევაში რომელიც განსახიერებულია რამაიანაში! ომის შემდეგ, როდესაც რავანა დაეცა, რამამ გააგზავნა ლაკშმანა ბრძოლის ველზე შესატყობინებლად რომ ის განიხილება როგორც ლანკას იმპერატორი და არა როგორც საზიზღარი მტერი. წერილებში არის ისეთი გაკვეთილები რომლებიც წარმოადგენს სიდიადეს სათნოების (სიილამ), მოქმედების (კრიია) და გრძნობების (ბჰავა).
ღმრთიური საუბარი, 11 ოქტომბერი, 1964.
3.09.2013
რასაც მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ადამიანისთვის ეს არის შინაგანი ნეტარება და არა გარეგანი, გრძნობითი, საგნობრივი და ყოფითი წარმავალი სიხარული. თუ თქვენ შეძლებთ განივითაროთ შინაგანი სიდინჯე ან წონასწორობა რაც იქნება უშფოთველი აწევებითა და ძირს დაშვებებით რომელსაც ყოველი დღე წარმოადგენს თქვენთვის, ეს იქნება საიმედო ნიშანი ნამდვილი წარმატების! ყოველი დღე არის მსგავსი წინა დღეების მზის ამოსვლითა და ჩასვლით, მთვარის მომატებითა და შემცირებით. მაინც, როდესაც 365 დღე დასრულდება, ჩვენ უწოდებთ ამას ახალ წელს და ვაძლევთ ახალ სახელსა და რიცხვს. მზე და მთვარე ნიშანს ადებს დღის გათენებასა და დაღამებას. ესენი მაინც ხელშეუხებელია დღის ან წლის სახელითა და რიცხვით. იყავით როგორც მზე და მთვარე. არ იზრუნოთ ახალ სახელსა და რიცხვზე, მაგრამ იზრუნეთ თქვენს მოვალეობებზე, თქვენს შინაგან სიდინჯეზე და ნეტარებაზე მიღებულზე თვით თქვენს შიგნიდან.
– ღმრთიური საუბარი, 12 აპრილი, 1959.
4.09.2013
აწმყო დროში შეუძლებელია მოძებნო სათნო ადამიანები ან სათნოების ბატონობა ადამიანების ჭკუაზე. ადამიანებმა დაკარგეს დაცემის შიში და გახდნენ უარესი ვიდრე ცხოველები. წინა საუკუნეების განმავლობაში, რაჯპუტი ქალები მსხვერპლად სწირავდნენ საკუთარ თავს რომ ხელში არ ჩავარდნოდნენ ბოროტ მტრებს. როდესაც ხანუმანმა შესთავაზა სიტას რომ წაეყვანა უკან რამასთან, სიტას სათნოებამ ნება არ დართო მას რომ მიეღო შეთავაზება. მან თქვა რომ უკეთესად დაკმაყოფილდება მისი ქმრის დიდება თუ ის თვითონ იძიებს შურს უსამართლობაზე და გადაარჩენს მას. ჰანუმანის მიერ მისი წაყვანა იქნებოდა იმის განმეორება რაც რავანამ გააკეთა, რადგან მან ასევე მალულად მოიპარა ის იმ დროს როდესაც რამა იყო მისგან შორს. ის არ თვლიდა თავისთვის დაუყოვნებლივი შვების მიღებას უფრო მეტად მნიშვნელოვნად, ვიდრე ამ ნაბიჯიდან გამომდინარე შედეგებს მისი სათნოებისა და ქმრის სახელის პატიოსნებისთვის. ეს ყველაფერი დევს ხედვაში რომ თქვენ ბატონობთ, რომ თქვენ თქვენი თავი აღჭურვეთ ამით.
5.09.2013 მასწავლებელთა დღე
სწავლება პროცესია რომელშიც მასწავლებელი და ნასწავლი თანამშრომლობენ, და არის სასიამოვნო და სასარგებლო განცდა ორივესთვის. როდესაც მასწავლებლები შედიან საკლასო ოთახში, ბავშვები ესალმებიან მათ; ეს არის გაკვეთილი მორჩილებაში, წლოვანებისა და განსწავლულობის პატივისცემაში, და მიგებული სამსახურისთვის მადლიერებაში. მასწავლებლებმა აგრეთვე უნდა გადაწყვიტონ რომ დაიმსახურონ მისალმება თავიანთი გულწრფელი ძალისხმევითა და თავდაუზოგავი მსახურებით. წაახალისეთ სტუდენტები თქვენი სიყვარულით. არ მოიპოვოთ სტუდენტების პატივისცემა შიშით. სწავლება არის ნელი პროცესი, მსგავსი ყვავილის გაფურჩქვნის, სურნელება ხდება უფრო ღრმა და შეგრძნობადი მაშინ როდესაც ყვავილი ჩუმად ყვავდება თითო-თითო ფურცლად დროში. მასწავლებლის ახსნა ეხმარება თუ ის არის სანიმუშო მაგალითი განსხვავების, თავმდაბლობის, და ნათელი ხედვის უნარის, უკეთ ვიდრე ადამაინის რომელიც არის დასაქმებული უბრალო განმეორებადი სწავლების ამოცანაში და ეტლით ტარებაში გამოცდებისთვის. მაგალითი, და არა მოძღვრება, არის საუკეთესო სასწავლო სახელმძღვანელო.
– ღმრთიური საუბარი, 9 სექტემბერი, 1958.
6.09.2013
არსებობს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულირება ბჰაგავად გიიტაში რომელიც თქვენ უნდა მიიტანოთ გულთან და მიიღოთ იქიდან სარგებელი: შრადჰავან ლაბჰათე ჯნანამ (ის ადამიანი რომელიც მყარია რწმენაში იღებს სიბრძნეს და გათავისუფლებას) და სამშაიაათჰმა ვინიშიათჰი (ეჭვს მიყავს დაღუპვისკენ, სულიერი განადგურებისკენ). დამკვიდრდით ამ აქსიომაზე და აპრაქტიკეთ უფლის სახელის გამეორების სულიერი დისციპლინა და მის ფორმაზე მედიტირება. ბრინდავანის გოპებს სწყუროდათ უფალი სისუფთავით მათ გულებში და აღწევდნენ მასთან ერთიანობას. თქვენც ასევე უნდა აავსოთ თქვენი ჭკუა მისი მშვენიერი ფორმით და იფიქროთ უფლის დიდებაზე. შემდეგ თქვენ შეძლებთ ღმრთიურების მიღწევას. ეს არის ძებნა იმის რაც ღირსეულია, ეს არ არის დევნა დიდებაზე, არც დიდებულის მეგობრობაზე.
– ღმრთიური საუბარი, 11 ოქტომბერი, 1964.
7.09.2013
მზე არის მაღლა ცაში დღის განმავლობაში. რაც მას მალავს ზოგჯერ თქვენი ხედვიდან ეს არის წარმავალი ღრუბლები, ასე არ არის? ამის მსგავსად, შეგრძნებადი მსოფლიო არის ღრუბელი რომელიც ფარავს ღმრთიურებას (ატმას), მუდამ კაშკაშას თქვენი გულის ცის კამარაში. იგივე ჭკუას რომელიც აგროვებს ამ ღრუბლებს ასევე აქვს უნარი მათი გაფანტვის ერთ გაელვებაში! ქარი აგროვებს ღრუბლებს ყოველი მხრიდან და აბნელებს ცას. ზოგჯერ იგივე ქარს შეუძლია შეიცვალოს მიმართულება და გააგზავნოს ღრუბლები სწრაფი მოძრაობით იქითკენ საიდანაც ესენი მოვიდა! შემდეგ მზე გახდება ხილვადი. ასე თქვენი ჭკუაც არის ყოვლის შემძლე. ავარჯიშეთ ის ღრუბლების გაფანტვაში და არა მათ შეგროვებაში. ყოველმა მაძიებელმა უნდა ასრულოს ეს სავარჯიშო თავის ჭკუაში მკაცრი და სისტემატიური დისციპლინის თანხლებით.
– ღმრთიური საუბარი, 12 აპრილი, 1959.
8.09.2013
თქვენ ითხოვთ წყალობას, რომელიც არის იშვიათი და არის მისაწვდომი მაღალ ფასში. მაინც თქვენ იხდით ხარახურას და ხართ გულგატეხილი რომ არ გაქვთ მისი უზრუნველყოფის უნარი! არ არის ეს ნამდვილი გაუმაძღრობა? თქვენ ამტკიცებთ რომ იყავით პუტტაპარტში (ან სხვა წმინდა ადგილას) და იმსახურეთ იქ 18 წელზე მეტი ან რაიმე ამგვარს და ელოდებით წყალობის დიდ ნატეხებს. მაგრამ ეს არ არის წლები რასაც მნიშვნელობა აქვს – რასაც მნიშვნელობა აქვს ეს არის სიღრმე სადამდეც კარმას (მოქმედების) ფესვები გაიზარდა თქვენი წინა დაბადებებიდან. მინდვრის გასუფთავება ყველა ამონაყარისგან მოითხოვს ხანგრძლივ დროს და სისტემატიურ ძალისხმევას – ეს ძალისხმევა არის სადჰანა, კარგი საქმეები და თაყვანისცემა (კარმა და უპასანა).
– ღმრთიური საუბარი, 11 ოქტომბერი, 1964.
9.09.2013
ვინაიაკა არის უფალი რომელიც შლის ყველა დაბრკოლებას. სპილო არის ცნობილი თავისი მახვილი გონიერებით. განეშას სპილოს თავი სიმბოლირებს მახვილ გონებას და გარჩევის უმაღლეს ძალას. ტყეში როდესაც სპილო მიდის ჯუნგლების გავლით, ის ასუფთავებს ყველა წინააღმდეგობას, და გაყავს გზა სხვა მისი მიმდევრებისთვის. სპილოსნაირად, განეშას თაყვანსცემენ ყოველი საქმიანობის დასაწყისში. მის წყალობას აქვს საკმარისი ძალა ყველა დაბრკოლების მოსახსნელად თქვენი გზიდან და წარმატებებით დასასაჩუქრებლად თქვენს წამოწყებებში. პატარა თაგვი არის ჭკვიანი და ცოცხალი არსება. სიმბოლურად ეს ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბრძენი, მარდი და ბეჯითი ჩვენს მოქმედებებში. ვინაიაკა არის ღმრთაება რომელიც მოიცავს მთელ მსოფლიოს თავისთავში. დათანხმდით მის საპატიო ადგილზე და განიმტკიცეთ მისი წყალობა. შემდეგ თქვენი სასიცოცხლო მოგზაურობა გახდება ადვილი და უფრო ბედნიერი.
– ღმრთიური საუბარი, 4 სექტემბერი, 1989.
10.09.2013
ორობითი ან არა ორობითი მიდგომა ღმრთიურებისადმი (დვაიტა ან ადვაიტა) არ არის სხვადასხვაგვარი; ეს არის გონებრივი ტრანსფორმირების მდგომარეობები. ნაყოფი არის ერთიდაიგივე; მზე და ნიადაგი ამწიფებს მას მკვახე, რბილი და მწიფე შუალედური მდგომარეობების გავლით. დღე როდესაც თქვენ შეიცნობთ რომ უფლის მისამართი არის როგორც ზუსტად განსაზღვრულია გიტაში: “იშვარაჰ სარვა ბჰუტანამ, ჰრიდდესე, არჯუნა თჰიშთჰათი (ოჰ არჯუნა, უფალი არის ყველა ცოცხალი არსების გულში) ამ დღეს თქვენ ნამდვილად მიაღწევთ მას! უფლის შესაცნობად ყველა არსებაში, თქვენ უნდა განივითაროთ სიყვარული და გამოყაროთ გარეთ ღამურები სიძულვილის, შურის და ღვარძლის რომლებიც ავსებს თქვენი გულის ბნელ მღვიმეებს. დაე სიყვარულის სინათლემ გაანათოს თქვენი აზრები, თქვენი სიტყვები, თქვენი მოქმედებები, თქვენი მოძრაობები და თქვენი განსჯები. როდესაც თქვენ გარდაიქმნებით სიყვარულში ამ წესით, უფალი რომელიც არის სიყვარულის განხორციელება, გამოააშკარავებს თავის თავს თქვენში.
– ღმრთიური საუბარი, 11 ოქტომბერი, 1964.
11.09.2013
ადამიანს არ შეუძლია დიდის საკვების მიცემა პატარა ბავშვისთვის – თქვენ უნდა მოარგოთ საჭმელი საჭიროებას და ბავშვის საჭმლის მონელების შესაძლებლობას და დაე გემო განვითარდეს თანდათანობით წლოვანებასთან ერთად. ასევე თქვენ ვერ შეძლებთ მწვერვალის მიღწევას მხოლოდ ერთი ნახტომით! ის მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას და თანდათანობით პროგრესს მთლად მაღლა ასასვლელად, ასე არ არის? გაიგეთ რომ გრძნობების სიცხადის უარყოფა არის ძალიან ძნელი სამუშაო. თქვენ შეგიძლიათ და უნდა გადალახოთ მიდრეკილებები რომლებიც გაიზარდა თქვენში ასეულობით დაბადებიდან. ჭეშმარიტება რომ მსოფლიო არის ილუზია და არის ღმრთიურების გაცხადება არის ნათელი იმ ცოტათთვის, ვისაც მიაღწეული აქვთ თავისი დანიშნულების ადგილი. თუ თქვენ ხართ მისწრაფებული, ამ შეცნობის თქვენზე დარტყმამდე, თქვენ უნდა გამოიჩინოთ შეუპოვრობა თქვენს გზაზე, მოთმინებით, იმედითა და გულწრფელი ძალისხმევით.
12.09.2013
მოაზროვნე სწავლულობა არ არის ძალიან აუცილებელი სულიერი მაძიებლისთვის. განივითარეთ ნეტარება არა უბრალო დაუფლებით ძნელი წმინდა წერილების, არამედ განვითარებით სიყვარულის რომელიც იწყება თქვენი საკუთარი სახლიდან და ოჯახიდან, და ვრცელდება ყველა არსებაზე სამყაროში. დადეთ დაბლა ბასრად გალესილი იარაღი რომელიც ესწრაფვის ანალიზს და ჩეხს ოპონენტების არგუმენტებს, ჭრის სხვების თვალსაზრისს ნაჭრებად. აიღეთ სიყვარულის სიტკბო და გაავრცელეთ ის თითოეულზე და ყველაზე; დაიპყრეთ ურჩი გულები და გაავრცელეთ სიხარული ყველაზე. სიყვარულის გზა არის ის გზა რომელზეც მე გაგიძღვებით და გაგაცილებთ თქვენ. ღმერთმა იცის თქვენი სახელი, თქვენი ხარისხები, პროფესია, მდგომარეობა და წარსული, და გიაშკარავებთ თქვენ თავის თავს ბევრჯერ, მხოლოდ თქვენს დასაკმაყოფილებლად და მის სიყვარულზე თქვენთვის წარმოდგენის მოსაცემად, იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ ამის შერევა თქვენს საკუთარ პატარასთან და გახადოთ თქვენი სიცოცხლე სიხარულით აღსავსედ.
– ღმრთიური საუბარი, 12 აპრილი, 1959.
13.09.2013
სულიერ გზაზე სიარული (სადჰანა) არის ძალიან აუცილებელი იმიტომ რომ კარმას შედეგები მოშორდება მარტო კარმით, როგორც ეკალი შეიძლება ამოიცალო მხოლოდ მეორე ეკლით. თქვენ ვერ ამოიცლით ეკალს დანით, ან ჩაქუჩით ან კიდევ ხმლით. ცოდნა რომ მსოფლიო არის არარეალური გაავრცელეს იმ დიდმა წმინდანებმა და კეთილშობილმა სულებმა, ვინც გააცნობიერა ღმრთიურება. მაგრამ შანკარაჩარიას მსგავსი დიდი წმინდანები დარჩნენ არარეალური სამყაროს საქმიანობაში, საიდუმლოს თქმის შემოტანით, წიგნების წერით და მონაწილეობით ძნელ კამათებში. ეს არის იმის ილუსტრირებისთვის რომ თქვენ არ შეგიძლიათ კარმიდან თავის არიდება. მაგრამ თქვენ უნდა იზრუნოთ იმაზე რომ ის იყოს გაჯერებული სიყვარულით და ხელს უწყობდეს მსოფლიოს კეთილდღეობას. გაჯერდით თქვენ თვითონ სიყვარულით და გაასუფთავეთ თქვენი აზრები და მოქმედებები სიყვარულით, მაშინ უფალი თვითონ გააღვიძებს თქვენს მაღალ შეგნებას!
– ღმრთიური საუბარი, 12 აპრილი, 1959.
14.09.2013
ღმრთიურება არის ზემოთ და მიღმა გონების და მიუღწევადია გრძნობის ორგანოებით. ეს არის მისი საკუთარი კანონი; ის დამოუკიდებელია ყოველგვარი შეზღუდვისა და მეთოდისგან. თითოეულ გრძნობის ორგანოს შეუძლია შეასრულოს მხოლოდ ერთი ოპერაცია წვლილის შესატანად ცოდნის დაგროვებაში. ყურს შეუძლია თქვენი ინფორმირება ხმაზე; თვალს შეუძლია გითხრათ ფერზე, ენას გემოზე, და ა.შ. იცოდეთ რომ ღმრთიურება არის ყველა შეგრძნებისა და სისტემის ფარგლებს გარეთ. შექმნა, შენარჩუნება და დაშლა (სრიშთი, სთჰითჰი და ლაია) არის სამი გამოხატვა ღმრთიური ნების. თქვენ უნდა ჩაწვდეთ ქმნილების (სრიშთის) შინაგან მნიშვნელობას თქვენი მოვალეობის როგორც თაყვანისცემის (კარმა იოგას) შესრულებით, თქვენ უნდა გაიგოთ მნიშვნელობა არსებობის საშუალების (სთჰითჰის) უფლისადმი ერთგულების (ბჰაკტი იოგას) მეშვეობით, და როდესაც თქვენ მიაღწევთ სიბრძნეს (ჯნანა იოგას მეშვეობით), თქვენ ჩახვალთ ლაიას განცდაზე, ღმრთიურებასთან ერთიანობაზე.
– ღმრთიური საუბარი, 12 ოქტომბერი, 1964.
15.09.2013
ერთგულება (ბჰაკტი) არის უწყვეტი ნაკადი სიყვარულის რაც არის უცვლელი, ჭეშმარიტი და სუფთა (ნიტია, სატია, ნირმალამ). არ არსებობს ადამიანი ვინც მოკლებულია ერთგულებას; ღრმად გულში ყოველ ადამიანს აქვს გრძნობა ნათესაობის ყოველ არსებასთან. თუ თქვენ არ გაქვთ სიყვარული თქვენ მსგავსი ხართ ლამპის ალის გარეშე. გრძნობების ქონა ან არქონა აქცევს განმარტოებულ ადამიანს საცოდავად ან სასიამოვნოდ ბევრისთვის. სუფთა ტიპის სიყვარული არის მსგავსი კაშკაშა სინათლის. ის არ არის დაჭუჭყიანებული სიძულვილით, არც დასნებოვნებულია სიხარბით. რწმენა ღმერთში და რწმენა კარგის კეთებაში არის ძალიან აუცილებელი. ასევე თქვენ უნდა გქონდეთ რწმენა დამსახურებისა და ცოდვის (პუნიასა და პაპას) კონცეფციაში. ეს დაგეხმარებათ თქვენ რომ განიხილოთ ყოველი მოქმედება და მხედველობაში მიიღოთ მისი შედეგები მოქმედების დაწყებამდე. ერთგულება თქვენ გაგაცნობიერებინებთ უფალს, ვინც მხარში უდგას და ეხმარება ყველა არსებას და გაგხდით თქვენ უფრო ახლობელს და უფრო ძვირფასს მისთვის.
– ღმრთიური საუბარი, 12 ოქტომბერი, 1964.
16.09.2013
გოპების სიყვარულმა კრიშნას მიმართ წაიყვანა მიწიერი მიბმულობების და ფიზიკური ცდუნებების ბადეში გახვეული ბევრი ადამიანი მისი ღმერთიდან დაშორებული სახის შემობრუნებისკენ. რაიმე მოქმედებაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე თქვენ უნდა გამოიკვლიოთ ყურადღებით. გოპების სიყვარული კრიშნასადმი იყო სუპერ ფიზიკური, სიყვარული სულის ზესულისთვის, მდინარის ზღვისთვის. მათი სიხარული როდესაც ისინი გრძნობენ მის დასწრებას არის უზენაესი ისე, როგორც მათი დარდი როდესაც ისინი გრძნობენ რომ მოკლებული არიან ამას. აი რატომ არის რომ თქვენ წმინდანების სიმღერებს შორის გაქვთ ნინდჰაასტუტი ასევე; ესე იგი, სიმღერები რომლებიც კიცხავს მის ულმობლობას, მიკერძოებულობას, დაუდევრობას და ა.შ.! ადამიანები ჩაძირული ამ ტიპის სიყვარულში ვერ ხედავენ სხვა ვერაფერს და ვერ ისმენენ სხვა ვერაფერს; ისინი საზოგადოების წარმოდგენაში იქცევიან როგორც შეშლილები.
– ღმრთიური საუბარი, 11 ოქტომბერი, 1964.
17.09.2013
შეხედეთ არჯუნას! როდესაც არჩევანი დაიდო მის წინაშე გადაეწყვიტა რის მიღება სურდა – მრისხანე იადავი გმირი მეომრების მთელი არმიის თუ უფალი კრიშნას მარტო, რომელიც იყო შეუიარაღებელი და უარს ამბობდა ბრძოლაზე – რაიმე ყოყმანის გარეშე მან აირჩია კრიშნა მარტო! მან იცოდა; ის იყო დარწმუნებული; აი ამგვარად ის იყო გადარჩენილი. რა სარგებლობას აკეთებს ადამიანი ან ქვეყანა თუ ის აგროვებს ფულს, ოქროს და მარცვლეულს? ნეტარება მიღებული უფლის თაყვანისცემიდან რომელიც აღვიძებს სულიერ სიხარულს, ნებისმიერ დღეს, გაცილებით სასურველია ვიდრე ის რაც ზემოთ ითქვა. რწმენის ნაკლებობა არის წყარო ნამდვილი სისუსტის. სიყვარული (პრემა) არის თესლი, უძლეველი განცდა ღმრთიურებასთან შერწყმის არის ხე (ტანმაიტვამ), და დაუშრეტელი ნეტარება (ანანდამ) არის ნაყოფი. მიაღწიეთ ამ სასურველ ბოლო მიზანს მყარი რწმენით ღმრთიურებაში.
– ღმრთიური საუბარი, 12 ოქტომბერი, 1964.
18.09.2013
თქვენი მოვალეობა (კარმა) უნდა შესრულდეს უბიწოებით (დჰარმით). ვინც დომინირებულია უმეცრებით (თჰამასით) ასრულებს თავის მოვალეობას მარტოოდენ მისგან ნაყოფის მიღების გულისთვის და ის მიმართავს ყველა ხრიკს იმისთვის რომ მოიპოვოს მისი სასურველი შედეგები. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის მიზანი ამართლებს საშუალებებს. ვინც დომინირებულია ვნებით (რაჯასით) არის ამაყი და პომპეზური, და ტრაბახობს იმით რომ ის არის მკეთებელი, მწყალობელი და განმცდელი. ვინც დომინირებულია თანაბარი უშფოთველობის (სათჰვას) ხარისხით ასრულებს თავის მოვალეობას იქიდან ნაყოფის მიღებაზე ფიქრის გარეშე და უტოვებს შედეგს უფალს. ისინი არ წუხდებიან იმაზე მოაქვს მას წარმატება თუ წარუმატებლობა, მუდამ შეიგნებენ თავიანთ მოვალეობებს და არასდროს თავიანთ უფლებებს. სინამდვილეში არსებობს უფრო მეტი სიხარული მიმდინარე საქმეებში ვიდრე შედეგებში რომელიც გროვდება. ეს დამოკიდებულება უნდა იყოს ყოველი ჭეშმარიტი მაძიებლის გამოცდილება.
– ღმრთიური საუბარი, 10 ივლისი, 1959.
19.09.2013
ერთხელ ჰანუმანის ერთგულს მიყავდა მარცვლით დატვირთული ურემი ბაზარზე. გზაზე ერთი ბორბალი ჩაეფლო და ურემი ვერ მიიწევდა წინ. ურემი აგრეთვე გადაიხარა და რამდენიმე ტომარა დავარდა მიწაზე. ერთგული დაჯდა ურემზე და დაიწყო ლოცვა ჰანუმანისკენ. მან მთლიანად იგალობა 108 სახელი და 1008 სახელიც. როდესაც არაფერი არ მოხდა, მან დაიწყო უფლის ბრალდება და შეურაცხყოფა იმისთვის რომ ის არ შველის მას. შემდეგ გაჩნდა ჰანუმანი და მისცა მას კითხვა! “ახალგაზრდა კაცო, ნაცვლად იმის რომ შეასრულო შენი ვალდებულება სამუშაოზე შენი ძალის გამოყენებით, შენ დაჯექი აქ, მლოცველად და დაიწყე ჩემი შეურაცხყოფა!” მივარდი, შეუდგი შენი მხარი ბორბალს და ასწიე ის ჩემი სახელის სიმღერით! ჯერ დაიხმარე შენი ძალა,” უთხრა უფალმა. შენ უნდა გამოიყენო ლოცვის და თავმდაბლობის განწყობილებით ყველა ტალანტი ჯილდოდ მოცემული შენთვის. ამ დრომდე, შენ არ გაქვს უფლება ეძებო უფლის ჩარევა და დახმარება.
– ღმრთიური საუბარი, 12 ოქტომბერი, 1964.
20.09.2013
სახლის პატრონი საგულდაგულოდ ემზადება ქორწინებისთვის ოჯახში. ის ქორწილისთვის დაწვრილებით გეგმავს ცერემონიას, წვეულებას, მენიუს, განათებას, მუსიკას, დეკორაციას და ა.შ. ეს ძალიან საინტერესოა როდესაც იგეგმება და იმ დროსაც როდესაც ეს სრულდება. მაგრამ ბოლოს როდესაც ანგარიშები მოდის პატრონი კვლავ არის ბედნიერი? ძალიან ბევრგან მოვლენების დასრულების შემდეგ შეიძლება იყოს შიშიც, ზიზღიც და დარდიც. განა ასეთი გამოცდილებიდან ცნობილი არ არის რომ საქმის კეთებაში არსებობს უფრო მეტი სიხარული ვიდრე შედეგში რომელიც დგება. ამიტომ ადვილი უნდა იყოს უარისთქმა მოქმედებათა ნაყოფზე, იმ პირობით თუ თქვენ დაფიქრდებით რამდენადმე კარმას (მოქმედების შესრულების) პროცესზე, და მისი ნაყოფის ღირებულებაზე.
– ღმრთიური საუბარი, 10 ივლისი, 1959.
21.09.13
მონანიება იცავს ცოდვილებსაც კი დაღუპვისგან. გამოსყიდვის არც ერთი ცერემონია არ არის ისე ეფექტური როგორც გულწრფელი მონანიება. მაღაზიის პატრონმა შეიძლება მოგცეთ არასაკმარისი ზომა არჩევის დროს, მაგრამ ის არასდროს დათანხმდება ნაკლებ ფულს, ანგარიში ყოველთვის აქვს გადაწყვეტილი სრულად. გადაიხადეთ ის მონანიებით. თქვენ ვერ მოატყუებთ უფალს არაგულწრფელობით. თუ თქვენ არ გამოასწორებთ თქვენ თავს მიუბმელობითა და მსხვერპლად შეწირვით, თქვენ ვერ მიაღწევთ ღმერთს. უფალი შეიძლება გაიგოთ მხოლოდ მაშინ როცა თქვენ მიუახლოვდებით მას, განივითარებთ მიბმულობას მისკენ, გექნებათ მყარი ერთგულება მისადმი და გექნებათ სრული რწმენა მასში. თქვენ შეგიძლიათ ადვილად გაუგოთ მას როდესაც თქვენ გრძნობთ რომ თქვენ ხართ მხოლოდ ინსტრუმენტი და ის ჩაგაგონებთ ყოველ პატარა მოძრაობას, ყველგან. უარი თქვით ეგოურობაზე მთლიანად და განივითარეთ რწმენა. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ყველაზე მეტად უეჭველად დაინახოთ ის.
– ღმრთიური საუბარი, 14 ოქტომბერი 1964.
22.09.2013
ჯივი (ინდივიდუალური სული) მივიდა ამ დაბადებასთან იმისთვის რომ გამოავლინოს დიდებულება ღმრთაების რომელიც ის არის. თაგვი მიზიდულია ძლიერი სუნის გამომცემი იაფი პატარა ნივთიერებით რომელიც არის ხაფანგის შიგნით; ის უგულებელყოფს ყველა სხვა საკვებ საგნებს ბეღელში და ამით ვარდება მსვერპლად თავისი საკუთარი სისულელით. ამის მსგავსად ადამიანები უგულებელყოფენ და ფლანგავენ თავიანთ სიცოცხლეს მომაკვდავი სიმდიდრის დევნაში. იყავით გაცნობიერებული და ფხიზელი. იცხოვრეთ მსოფლიოში მაგრამ განივითარეთ უნარ-ჩვევები ცოდნის სურვილის და მარადიულის წარმავალისგან გარჩევის. შეისწავლეთ ხედვა ამ დრამის გამჭოლად და აღმოაჩინეთ დირექტორი სცენის უკან, ვინც სხვა არავინ არის თუ არა ღმერთი. თქვენ შეგიძლიათ ადვილად განივითაროთ ეს უნარ-ჩვევები ერთგულების (ბჰაკტის) მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია მოვალეობების შესრულებაზე შედეგების რაიმე მოლოდინის გარეშე (ნიშკამა კარმა).
– ღმრთიური საუბარი, 10 ივლისი, 1959.
23.09.2013
ყოველ თქვენგანს აქვს ბილეთი გათავისუფლებისთვის დაბადებისა და სიკვდილის ციკლიდან. მაგრამ უმრავლესობამ არ იცის მატარებელი რომელზეც უნდა ავიდეს; ბევრი ჩამოდის შუალედ სადგურებზე, ისინი წარმოიდგენენ რომ იმყოფებიან ბოლო სადგურზე და დაეხეტებიან უმწეოდ უკაცრიელ ადგილებში ან გატაცდებიან ხედებითა და სცენებით. ვიდრე ჭრილობა არ მოშუშდება და ახალი კანი არ წარმოიქმნება და გამაგრდება, სახვევი არის აუცილებელი. ასე აგრეთვე, ვიდრე სინამდვილე არ იქნება შეცნობილი, რწმენის ბალზამი, წმინდა კომპანია და წმინდა აზრები უნდა იყოს გამოყენებული ეგოთი დაავადებული ჭკუისთვის. ეს არის უფლისთვის მიძღვნა რაც აკურთხებს ყველა საქმიანობას. ის არის მოკარნახე, აღმასრულებელი, გამნაწილებელი საჭირო ძალის და ოსტატობის, და აქედან ნაყოფით სიამოვნების მიმღები. ამგვარად მიძღვა უნდა მოვიდეს თქვენთან ბუნებრივად, რადგან ყველაფერი არის მისი და არაფერი არის თქვენი. თქვენი ვალია ირწმუნოთ რომ ის არის მამოძრავებელი და მიიზიდოთ ძალა ამ რწმენით.
– ღმრთიური საუბარი, 14 ოქტომბერი 1964.
24.09.2013
ადამიანები უაზროდ ეძებენ მშვიდობას ათასობით ხერხითა და ათასი გზით. ნამდვილი მშვიდობა იშოვნება მხოლოდ სულის სიღრმეში, ჭკუის დისციპლინაში, რწმენაში ერთ საფუძველში ყველა მოჩვენებითი მრავალფეროვნების. და სიხარული ამ გამოცდილების, ღრმა მხიარულება რომელიც მას თან ახლავს შეუძლებელია გადმოცემული იყოს სიტყვებით. ყველა შრავანამ და კირტანამ (მოსმენა და სიმღერა ღმერთის სახელების) მიგიყვანთ თქვენ ახლოს ამ განცდასთან. შრავანამ არის წამალი რომელსაც თქვენ იღებთ შინაგანად და კირტანამ არის მალამო რომელსაც თქვენ იყენებთ გარეგანად. ორივე არის საჭირო. განივითარეთ ერთგულება უფლისადმი რაც შეიძლება მეტი საშუალების გამოყენებით. თქვენი ჭკუა და გონება უნდა გაიწვრთნას და გაკონტროლდეს, ეს არის ერთად-ერთი მიზანი.
– ღმრთიური საუბარი, 10 ივლისი, 1959.
25.09.2013
ჩვენ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული საგნების ფარდობითი ფასეულობა; გარჩევა ნამდვილსა და ფარდობითად ნამდვილს შორის. გონების და სინდისის საჩუქრები არ უნდა დაიკარგოს უყურადღებობით. თქვენი ისტორია არ უნდა იყოს გამეორება იმ ხისმჭრელის ისტორიის ვისაც წილად ხვდა სანდალოზის ხეების უზარმაზარი ტყე საჩუქრად, მაგრამ, ვინც ხეების ფასის სრული უცოდინრობის გამო, წვავდა ხეებს და ყიდდა მათ როგორც ხის ნახშირს დიდი ტომრებით! თქვენ არაფრად აგდებთ ღმრთაებას რომელიც თქვენ ნამდვილად ხართ და კარგავთ ხელსაყრელ შემთხვევას მის გამოსამჟღავნებლად. უმეცრება (აჯნანა) არის შემოტანილი გარედან; რაც თანდაყოლილია თქვენზე, რაც არის თქვენს შიგნით ეს არის სიბრძნე (ჯნანა).
– ღმრთიური საუბარი, 14 ოქტომბერი 1964.
26.09.2013
უფალი დროდადრო ინკარნირებს იმისთვის რომ გაწმინდოს კაცობრიობის სულიერი წინსვლის გზა. მოუსვენრობა (აშანტი) რომელშიც ადამიანი არის ჩაძირული უნდა აღმოიფხვრას. ეს არის ის რაც გათვალისწინებულია განცხადებით პარიტრაანააია საადჰუუნამ – ‘კეთილის გადარჩენა’; დაცვა ინდივიდუალური არსებების მოუსვენრობის საცეცებიდან რომელიც გამოწვეულია ცოდნის სურვილით, ყოფითი საგნების ფარდობითი უმნიშვნელობით. ყველა არსებამ უნდა მიიღოს მშვიდობა და ჭეშმარიტი ბედნიერება; ეს არის მისია რომელზეც მოდის უფალი ამ დედამიწაზე კვლავ და კვლავ. ის ირჩევს ადგილს სიწმინდით სავსეს და იღებს ადამიანის ფორმას იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ შეხვდეთ და ესაუბროთ მას, გაუგოთ და შეაფასოთ, მოუსმინოთ და მისდიოთ, განცადოთ და ხეირი ნახოთ.
– ღმრთიური საუბარი, 10 ივლისი, 1959.
27.09.2013
თქვენ იღებთ წამლებს ამაო მცდელობით დაავადებებიდან თავის დასაღწევად. მაგრამ თქვენ არ იცით დაავადებები რომლებიც საზრდოობს თქვენი ბედნიერების უაღრესად მნიშვნელოვან ორგანოებში და გაქცევთ თქვენ სოციალურად სახიფათოდ – ავადმყოფობები შურის, სიბოროტის, სიძულვილის და სიხარბის. აიღეთ ეს საუკეთესო წამალი თქვენს გადასარჩენად ამ დაავადებებისგან! ირწმუნეთ რომ უფალი ცხოვრობს ყოველი არსების გულში და როდესაც თქვენ აყენებთ ტკივილს, ფიზიკურს ან გონებრივს ვინმეზე თქვენ უგულვებელყოფთ უფალს თავისთავად. არასოდეს გაივლოთ თქვენს გულში სიძულვილი ან ზიზღი. აჩვენეთ თქვენი გულისწყრომა, თუ საჭიროა, გულმოდგინედ შერჩეული სიტყვებით მაგრამ არასოდეს მოქმედების მეშვეობით. გააკეთეთ ანალიზი და მოინანიეთ თქვენი საკუთარი შეცდომები და ილოცეთ ძალისთვის თავის შესაკავებლად თქვენი ნაკლოვანებებისგან.
– ღმრთიური საუბარი, 14 ოქტომბერი, 1964.
28.09.2013
თქვენ უნდა ჩაყვინთოთ ღრმად ზღვაში მარგალიტის საშოვნელად. რა არის კარგი ოდნავ დასველებაში ტალღებზე ნაპირთან ახლოს და ფიცში რომ მარგალიტები არ არის ზღვაში და რომ ყველა ნაამბობი მათ არსებობაზე არის ტყუილი? სწორედ ასე, თუ თქვენ გადაწყვიტეთ მიიღოთ სრული სარგებელი სატია საი ავატარისგან (ან ღმრთიურების ნებისმიერი სხვა ფორმისგან) ჩაყვინთეთ ღრმად და ჩაეშვით მთლიანად. გულგრილობა, ყოყმანი, დაეჭვება, ცინიკურობა, ჭორების მოსმენა და ა.შ. არ არის სასარგებლო. მხოლოდ რწმენის მთლიან კონცენტრირებას შეუძლია გამარჯვების მოტანა. ეს არის ჭეშმარიტი ნებისმიერი ყოფითი საქმიანობისთვის, ასე არ არის? რამდენად უფრო მეტად ჭეშმარიტი უნდა იყოს ის სულიერ სფეროში? ასობით ადამიანი შეიძლება მოვიდეს თქვენს სახლში და მოგეპყროთ თქვენ სიყვარულითაც კი, მაგრამ თქვენ არ მიმართავთ მათ “პაპა ან მამა!” ასე აგრეთვე დარჩით მიბმული ერთ სახელსა და ფორმაზე რომელიც ძვირფასია თქვენთვის. თქვენი ჭკუა დააფიქსირეთ ამ ფორმაზე ყოველთვის.
– ღმრთიური საუბარი, 10 ივლისი, 1959.
29.09.2013
უფლის არავითარ გამომჟღავნებას არ სჭირდება საჯაროობა. თქვენ რა იცით ღმერთის შესახებ? თქვენი რწმენა არის ურყევი? თქვენ ადიდებთ მას როდესაც საქმე მიდის კარგად და ადანაშაულებთ როდესაც საქმე მიდის ცუდად. თქვენი ერთგულების მომწიფებამდეც კი თქვენ ესწრაფით სხვების გაძღოლას, და გეგმავთ ხელმოწერებსა და გაერთიანებებს; ეს ყველაფერი არის უბრალო სანახაობა რომელსაც მოაქვს მეტი სულიერი დანაკარგი ვიდრე სარგებლობა. როდესაც თქვენ იწყებთ რეკლამას თქვენ ჩამოდიხართ მათ დონემდე ვინც არის კლიენტების შეგროვების შეჯიბრში, საჯაროდ გმობს სხვებს და განადიდებს თავის თავს. გახსოვდეთ, სადაც ითვლიან ფულებს, აგროვებენ და გამოფენენ ადამიანის მიღწევების დემონსტრირებისთვის, იქ ღმერთი არ დაესწრება. ღმერთი მიდის იქ სადაც ფასობს გულწრფელობა, რწმენა და დანებება. იმღერეთ მისკენ მისწრაფებით. საათობით ყვირილი არ ითვლება; გულიდან ამოსული კონცენტრირებული ლოცვის წამი არის საკმარისი ღმერთის გულის მოსალბობად და ასაჩუყებლად.
– ღმრთიური საუბარი, 15 ოქტომბერი, 1964.
30.09.2013
იყო კაცი პუტტაპარტიდან რომელიც ცხოვრობდა მარტოხელად ქოხში განგას ნაპირებზე. ის იყო დაკავებული მკაცრი ეპიტიმიით და იყო თაყვანცემული სხვა ბერების მიერ. ერთ დღეს, როდესაც ბანაობდა მდინარეში მან მიაყურადა ჯგუფს მლოცველების რომლებიც ის იყო ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და ლაპარაკობდნენ ტელუგუზე. მისმა მიბმულობამ თავის დედა ენაზე მიიზიდა ის; მან ჰკითხა მათ ისინი საიდან მოვიდნენ. თანდათანობით, მან დაადგინა რომ ისინი იყვნენ ანაანტაპურის რაიონიდან, პენუკონდა ტალუკიდან. მისი ყურები ისწრაფოდა დამატებითი ინფორმაციისთვის. როდესაც მათ უთხრეს რომ ისინი იყვნენ პუტტაპარტიდან, ბერი იყო აღფრთოვანებული და დაიწყო გამოკითხვა თავისი მამულების, ოჯახის და მეგობრების შესახებ. როდესაც მან მოისმინა რომ ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა, მან დაიწყო ტირილი! მთელი მისი წლები ეპიტიმიის უცაბედად ძირს დაენარცხა ენაზე მიბმულობის შეტევის წინაშე! დაიწყეთ აქედანვე მიუბმელობის პრაქტიკა, თანდათანობით და მტკიცედ! არ გააგრძელოთ იმ ნივთების დაგროვება რომლებიც გაბამთ თქვენ. მიაბით თქვენი თავი დიდ განმათავისუფლებელს, ღმერთს.
– ღმრთიური საუბარი, 15 ოქტომბერი, 1964.
სატია საი ბაბა