აგვისტო

1.08.2013
პირველი ნაბიჯი სამსკარაში (განწმენდაში) არის ჭკუიდან ჭუჭყის მოცილება. იცოდეთ რომ შური არის მიწებებული ჭუჭყი. თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი როდესაც ადამიანები თქვენს ირგვლივ არიან ბედნიერი. ეს არის ჭეშმარიტი გამოცდა. რამაიანა ამბობს რომ უფალი რამა იყო ბედნიერი როდესაც სასიხარულო მოვლენები ხდებოდა ირგვლივ მყოფებში, ისე თითქოს ეს ხდებოდა მასში. კრიშნა აღწერს არჯუნას როგორც ან-ასუას (შურს-მოკლებულს). როგორი დიდი კომპლიმენტია მიღებული თვით მასწავლებლისგან! აი ამიტომ უფალმა კრიშნამ ასწავლა სულიერი დისციპლინის საიდუმლო არჯუნას. გქონდეთ ღრმა სიყვარული უფლისადმი. მაგრამ იყავით ძალიან ფრთხილად რომ არ დაითრგუნოთ შურით როდესაც სხვებსაც უყვართ ის ან იქცევენ მის ყურადღებას ან ხდებინ მასზე მიბმულები. ყოველთვის იყავით ფხიზლად რომ გქონდეთ სიყვარული შურის გარეშე.
2.08.2013
მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ რომ ბავშვებმა შეისწავლონ კარგი ჩვევები და ურთიერთობები მათი ჩამოყალიბების წლებში. რასაც კითხულობენ წიგნებში გარჩეული უნდა იყოს სიჩუმესა და მყუდროებაში. ეს არის ძალიან კარგი სავარჯიშო ინტელექტუალურ განვითარებასა და გონებრივი სიმშვიდის შეძენაში. ჩხუბის და ბრძოლის ინსტინქტი რაიმე და ყველა გაუგებრობაზე უნდა იყოს მოწესრიგებული და სუბლიმირებული. თქვენ არ უნდა გამოიწვიოთ ბავშვების ფსიქიკური ტანჯვა ან ფიზიკური ტკივილი! ბავშვებმაც ასევე არ უნდა იმხიარულონ ტკივილის მიყენებით ნებისმიერ არსებაზე. ისინი უნდა იყვნენ აღზრდილნი პასუხისმგებლობის გრძნობით. ისინი უნდა იყვნენ განსწავლული რომ არ მოვიდნენ აღტაცებაში თავიანთი კაბების, სამკაულების, მდგომარეობის ან სიმდიდრის ჩვენებით უფრო ნაკლებად ბედნიერთა წინაშე. დასაწყისიდანვე ისინი უნდა იყვნენ განსწავლული პირადი ჰიგიენის ჩვევებსა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გარკვეულ საათებში ლოცვის ჩვევაში.
3.08.2013
ბევრი თქვენგანი ხშირად მოდის პუტტაპარტში ან სტუმრობს სხვა წმინდა ადგილებს. თქვენ უსმენთ სწავლულების მიერ გადმოცემულ წმინდა წერილებს. თქვენ აკვირდებით დიდ და კეთილშობილ ადამიანებს. რა არის სარგებელი? თქვენ რა უკეთესობა გაქვთ ამ ყველაფრით? შესძელით კი თქვენ, უკიდურეს შემთხვევაში, შეგეცნოთ თქვენი რაჯასური (ვნებითი) და თამასური (ბნელი) ჩვევები და მიდრეკილებები? მათი მიჩნევა მავნედ არის პირველი ნაბიჯი მათ მოშორებაში. გახდით თქვენ უფრო და უფრო მეტად მშვიდი და გაწონასწორებული (სათვიური) რაც წლები გადის, თუ ხართ თქვენ ისევ გონებაჩლუნგი ან ფიცხი ინდივიდი? თუ თქვენ გინდათ იცოდეთ უფალი, თქვენ უნდა გიყვარდეთ უფალი და უნდა ატაროთ ცხოვრება კარგი ქცევით. სიძულვილი ან თუნდაც გულგრილობა იწვევს მხოლოდ გაუგებრობას. განავითარეთ მჭიდრო კავშირი უფალთან და ის გამოამჟღავნებს თავის თავს თქვენთან.
4.08.2013
ყველა საგანი სავსეა ერთიდაიგივე ღმრთიური პრინციპით. ყველა სახელი არის მისი დიდების ატრიბუტი. ღმრთიურება არის ახლობელი და ნიშანდობლივი ყოველ სულში, და ადამიანებისთვის ამ ფაქტის შეხსენების პროცესი დაწყებულია თვით კაცობრიობის ისტორიის დასაბამიდან. რა უნდა გაკეთდეს ღმრთიური სიცოცხლის სატარებლად? მოიცილეთ ნისლი რომელიც მალავს ჭეშმარიტებას! ილუზიის ნისლი გარწმუნებთ თქვენ რომ თქვენ ხართ რაღაც დაბალი, წარმავალი, ქრობადი და მატერია! ეს არ არის სწორი! ყველა არის წმინდა, სუფთა და არის მარადისობის ნაწილი. ყოველი თქვენგანი ანათებს თავისი სულიერი ძალისხმევის (სადჰანის) პროპორციულად, ისევე როგორც ნათურები ავრცელებს სინათლეს მათი სიმძლავრის შესაბამისად. არ არსებობს სხეული აბსოლუტის მხარდაჭერის გარეშე. არ არსებობს სახელი რომელიც არ უჩვენებს უნივერსალურს. ყველაფერი არის მისი!
5.08.2013
იარეთ გზით რომელიც ნაჩვენებია თქვენთვის რამაიანით, მაჰაბჰარატით, ბჰაგავატით და სხვა წერილებით. გადადით ამ გზაზე უყოყმანოდ და ყურადღების მიუქცევლად წინააღმდეგობებზე, ნათესავებისა და ახლობლების მოწონებასა ან დაწუნებაზე, საზოგადოებიდან შექებასა ან გაკიცხვაზე. რა არის სახელდობრ შექება ან გაკიცხვა? ეს არის სიტყვები – მხოლოდ ხმის ტალღები მოსული ჰაერის გადაკვეთით; ტალღები რომლებიც ხვდება თქვენს ყურს, არ შეუშვათ ეს ტალღები შიგნით. წყალობა მოიპოვება ტანჯვით მარტო. უფალი ინკარნირდება მსოფლიოში როდესაც ბიწიერება ძალიან ვრცელდება. ამიტომ ადჰარმა (ბიწიერება) უნდა დაიტანჯოს იმგვარად რომ თითოეულმა ადამიანმა მიიღოს სიხარული უფლის მობრძანებით და მისი დასწრების განცდით.
6.08.2013
‘სამსკრითჰი’, სანსკრიტის სიტყვა კულტურისთვის, წარმოებულია ძირი სიტყვედან ‘სამსკარა’ რომელიც აღნიშნავს მტვრისა და ჭუჭყის მოცილებისა, და ჭეშმარიტების, უბიწოების, სიყვარულის, მშვიდობისა და არაძალადობის სათნოებათა დანერგვის ორმაგ პროცესს. ადამიანის სულიერი ამაღლებისთვის ზიარებისა და განწმენდის ზოგიერთი აუცილებელი რიტუალი მიწერილი ვედებით ასევე არის წოდებული როგორც სამსკარა. არსებობს 48 ასეთი მაგრამ ყველა ეს შეიძლება დაყვანილი იყოს ერთზე, რომელიც არის საბოლოო და შესრულდეს ერთი – ადამიანის ღმრთიურებასთან ერთობის შეცნობა. ადამიანი (ნარა) არის ღმერთი (ნარაიანა). ინდივიდუალური ყოფიერება (ჯივა) არის ღმრთიურება (ბრაჰმანი) დანახული ძირითადი უვიცობის შეზღუდვებით.
7.08.2013
დისკრიმინაციის სიბრძნის გადმოსასვლელად ადამიანებზე, უფროსებმა უპირველესად მაგალითი უნდა მისცენ დისკრიმინაციასა და გარჩევაში. თუ ისინი უკან დასდევენ გრძნობით სიამოვნებებს რომლებიც ციებ-ცხელებას აღაგზნებს, როგორ შეიძლება ახალგაზრდების გაკიცხვა მათი ეგოურობისა და სიხარბისთვის? უფროსები უნდა პრაქტიკებდნენ იმას რასაც ისინი ქადაგებენ, უნდა აჩვენონ ღმრთიური ცხოვრება როგორ ჩუქნის გონებრივ წონასწორობას, სიხარულს, კმაყოფილებასა და ჰარმონიას. მათ ცოტაოდენი დრო მაინც უნდა გაატარონ ყოველდღიურად უფლის სახელის გამეორებაში ან მედიტირებაზე. მაშინ, ბავშვებიც ასევე, შეითვისებენ ამ ატმოსფეროს და მიაღწევენ მშვიდობას უდაოდ. დღეს, ბევრი ლაპარაკობს სრული ვნებით რომ არ არსებობს არაფერი ისე ტკბილი როგორიც არის უფლის სახელი, მაგრამ ისინი არ იმეორებენ მას ყოველთვის. ბავშვები ადვილად აღმოაჩენენ სიცრუეს თუ ადამიანი უგულებელყოფს თავის პროგრესს სულიერ გზაზე, მაგრამ ქადაგებს მას. პასუხისმგებლობა მათი ვინც ასწავლის სულიერ გზას არის დიდი და არ უნდა იყოს შელახული.
8.08.2013
წარმოიდგინეთ ეს შინაგანი მოგზაურობა როგორც სიარული ოთხსართულიან შენობაში მწვერვალზე ასასვლელად – პირველი სართული არის ღმერთთან კავშირი მოქმედებების (კარმა იოგას) მეშვეობით, და სხვა სართულები არის ერთგულება, სიბრძნე და მიუბმელობა (ბჰაკტი, ჯნანა და ვაირაგია). როდესაც ეს არის მხოლოდ ნაყოფის წარმომშობი, ეს არის კარმა. ესე იგი ყველას შეუძლია მოქმედება, და ამგვარად ეს არის პირველი ნაბიჯი სულიერებაში, აგრეთვე. როდესაც ის მწიფდება და სრულდება გათავისუფლებულად ეგოურობისა და სიხარბისგან, ის ხდება თაყვანისცემა, და ამგვარად მას აჰყავს ადამიანი მეორე სართულზე, ბჰაკტი. როდესაც ის არის დამწიფებული და ტკბილი, ესე იგი, როდესაც ერთგული აღწევს სრულ თვითმინდობას, მაშინ ეს არის ჯნანის (სიბრძნის) შეძენა. როდესაც ხილი ცვივა ხიდან იგი აღნიშნავს სრულ მიუბმელობას (ვაირაგიას); შემდეგ მიიღწევა ღმერთის სასახლის მეოთხე სართული.
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 1964.
9.08.2013
აზრი არ აქვს სულიერების არსის გავრცელებას (ადჰიატმა რასას) ნახევრად მშიერ და უღონო ადამიანებში; ჯერ მიეცით მათ საკვები (ანანდა რასა), გააძლიერეთ ისინი საკმარისად რომ მიიღონ მტკიცე რწმენა და შეითვისონ მაღალი იდეალები. ჯერ ფიზიკური შიმშილი უნდა იყოს გაყუჩებული უბრალო და სუფთა (სათჰვიური) საკვებით. შემდეგ უნდა შეუდგეთ უფლის სახელის გამეორებას; ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელი რომელიც გიზიდავთ თქვენ უფრო მეტად. არ მოეპყროთ სახელს დაუდევრად. პატივი ეცით მას მაშინაც კი როცა მას ისმენთ ბაგეებიდან გლახაკის, რომელიც მას იყენებს მოწყალების საშოვნელად. თუნდაც პიროვნება ვინც წარმოთქვამს სახელს არის ცუდი ან თუნდაც მისი მოტივები ამ წარმოთქმაში შეიძლება იყოს არაკეთილშობილური, ცუდად არ მოეპყროთ სახელს რადგან მისი სისუფთვე შეუძლებელია ოდესმე იყოს დაზიანებული. მადლობა უთხარით მათ თქვენთვის უფლის სახელის შეხსენებისთვის და წადით თქვენი გზით.
10.08.2013
გახდით მსგავსი ფლეიტის, ღრუ ლერწამი, სწორი, მსუბუქი, უნივთო მისი (უფლის) სუნთქვის ხელშეშლისთვის. მაშინ ის მოვა და აგწევთ თქვენ ზემოთ და ჩაბერავს ღმრთიურ მუსიკას თქვენი მეშვეობით, დაუკრავს თქვენზე ნაზი შეხებით. მის ხელებში უსასრულოდ პატარა გადაიქცევა უსასრულობაში. გააძლიერეთ სიყვარული რომელიც არის თქვენს შიგნით. ეს არის წმინდა საჩუქარი. გააფართოვეთ თქვენი სიყვარული ისე რომ ყველა არსებამ შეძლოს მონაწილეობა მასში. თქვენი სიყვარული უნდა იყოს ისეთი რომ თუ ვინმე თქვენს ირგვლივ არის დარდიანი, თქვენ უნდა იგრძნოთ დარდი და თუ ისინი არიან ბედნიერი, თქვენ უნდა გრძნობდეთ ამ ბედნიერებას. გქონდეთ თქვენი სიყვარული დაფიქსირებულად და ერთგულად უფალზე, იმის მიუხედავად სრულდება თუ არა თქვენი წვრილმანი წადილები. არასდროს გაუშვათ, არავითარ შემთხვევაში, ეს ძვირფასი განძი – თქვენი სიყვარული ღმერთისადმი.
11.08.2013
თქვენი ყოფითი გონება ვერ გაიგებს ღმერთის მოქმედებას. ის არ შეიძლება შეცნობილი იყოს უბრალო ნიჭიერებით, რაც ძირითადად არის ის რაც არის თქვენი გონება. თქვენ შეიძლება ისარგებლოთ ღმერთისგან მაგრამ თქვენ ვერ განმარტავთ მას. თქვენ შეიძლება ისარგებლოთ ელექტრობიდან, და გამოიყენოთ ის ათასი გზით, მაგრამ ვერ გამოიკვლევთ და ვერ ახსნით მის საიდუმლოს. როგორ და რატომ მუშაობს ის გარკვეული სახით და არა სხვა რომელიმე ფორმით, არის თქვენი გაგების მიღმა. თქვენი განმარტებები არის უბრალოდ ვარაუდები, მცდელობა თქვენი უვიცობის შემოსვის პომპეზურ გამოთქმებში. შეცდომა არის, ის რომ თქვენ ანიჭებთ ტვინს იმაზე მეტ მნიშვნელობას ვიდრე ის იმსახურებს. პარათჰათჰვა (უზენაესი ჭეშმარიტება) არის ტვინის მისაწვდომობის მიღმა; თქვენ ვერ აწევთ ქვას როდესაც თქვენ დგეხართ მასზე! მაიაში მდგომი თქვენ ვერ იტყვით უარს მასზე.
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 1964.
12.08.2013
ადამიანები დარდიანდებიან იმიტომ რომ ისინი ინვითარებენ მიბმულობას არარეალურის მიმართ. ისინი ინვითარებენ უგუნურ სიყვარულს სიმდიდრისთვის. მაინც ისინი მზად არიან შესწირონ თავიანთი მძიმე შრომით მოპოვებული სიმდიდრე თავიანთი შვილების სიცოცხლის დასაცავად, რადგან მათი მიბმულობა შვილებთან არის უფრო ძლიერი ვიდრე მათი მიბმულობა სიმდიდრესთან. ზოგიერთი ადამიანი ეცემა ისე დაბლა რომ უგულვებელყოფს თუნდაც თავის შვილებს, როდესაც არჩევანი არის რაც მათ უპირატესობას აძლევს იმასა და მათი შვილების კეთილდღეობას შორის. ნამდვილი სიხარული შეიძლება იპოვოთ მხოლოდ ბინადრობით ღმრთიურებაზე თქვენს შიგნით! ფორთოხალს აქვს ქერქი რომელიც არის ძალიან არაგემრიელი, მაგრამ ის ინახავს ნაყოფს და იცავს მას ლპობისგან. რომ მიიღოთ ფორთოხლის სიტკბო თქვენ უნდა მოაცილოთ კანი და ისროლოთ შორს ქერქი. ასეთი არის სიცოცხლის ხის ნაყოფი. ის არის დაცული მწარე გემოს ქერქით! ბრძენი ადამიანი არ შეეცდება ქერქის შეჭმას – სათანადო გარჩევის შემდეგ ის მოაცილებს მას და გადააგდებს და შემდეგ სიამოვნებას მიიღებს ხილის სიტკბოთი.

13.08.2013
ჭკუა არის ქარი რომელსაც მსოფლიოდან მოაქვს ჩვენსკენ სუნი ბინძური ან სასიამოვნო. როდესაც ჭკუა შეტრიალდება ბინძურის მიმართულებით თქვენ იღებთ ზიზღს. როდესაც ის შეტრიალდება სურნელებისკენ, თქვენ ხართ ბედნიერი. ქარი აგროვებს ღრუბლებს ოთხი მხრიდან; ასევე ჭკუას მოაქვს თქვენს ცნობიერებაში იმედგაცრუება მრავალ მოლოდინზე. ისევ, ეს ჭკუა არის ის რაც, ქარის მსგავსად, ფანტავს ღრუბლებს რომელიც მას აბნელებს ან შეიგრძნობს მათ დაკარგულად ეჭვების ღამეში. აკონტროლეთ ჭკუა და თქვენ დარჩებით სიმშვიდეში! ამ სიწყნარის მოსაპოვებლად თქვენ კი არ უნდა იკითხოთ არამედ უნდა გამოიყენოთ სისტემატიური სადჰანა (სულიერი ძალისხმევა). შემდეგ თქვენ იქნებით ყოველთვის ბედნიერი, ხართ თქვენ მდიდარი თუ ღარიბი, დაფასებული თუ გაუფასურებული, აყვავებული თუ გაუბედურებული. შესვლა ცხოვრების არენაზე სიმშვიდის გარეშე არის მსგავსი ცურვის შტორმიან ზღვაზე საჭის არმქონე პაწაწინა ნავით! ამიტომ შეუდექით სულიერი დისციპლინის გზას სწორედ ახლავე.
14.08.2013
როდესაც თქვენ მიდიხართ ტაძარში, ზოგიერთი თქვენგანი ტეხავს ქოქოსს საკურთხევლის წინ. თუ თქვენ ცდით ქოქოსის გატეხვას, ისევე როგორიც ეს არის მაშინ როდესაც ეს ვარდება ხიდან, გატყდება ეს? არა! ბოჭკო იცავს გარსს და თავიდან აცილებს ნებისმიერ დაზიანებას ხილს. ამიტომ, თქვენ ჯერ უნდა მოაცილოთ ბოჭკოვანი საფარი დიდი ძალისხმევით. მოკშა (გათავისუფლება) შედგება ჭკუის ყველა მისი ახირებისა და სურვილის დამსხვრევიდან. თქვენ უნდა დაამსხვრიოთ თქვენი ჭკუა მაგრამ, როგორ უნდა გააკეთოთ თქვენ ეს, როდესაც გრძნობითი სურვილების ბოჭკოვანი ჯავშანი გარსარტყია მას? მაგარი ბოჭკო არის რისხვა, ეს არის მწებარე ჭუჭყი. როდესაც თქვენ ბრაზობთ თქვენ ივიწყებთ დედას, მამას, და მასწავლებელს და ჩამოდიხართ უმდაბლეს სიღრმეებში. აღგზნებაში თქვენ კარგავთ ყოველგვარ გარჩევას. ამიტომ ჩამოიშორეთ ეს და მიუძღვენით ჭკუა ღმერთს და დაამსხვრიეთ ეს მისი თანდასწრებით. ეს წამი, თქვენ თავისუფალი ხართ.
15.08.2013
კრიშნა აცხადებს ბჰაგავად გიიტაში, “მამაივამშო ჯივალოკე ჯივაბჰუთა სანათანა (ყოველი არსება არის ჩემი ღმრთიურების ასპექტი).” როდესაც ღმერთი მიგიჩნევთ თქვენ თავის ნაწილად, თქვენც უნდა განიხილოთ სხვები როგორც თქვენი საკუთარი თავი. გიყვარდეთ ყველა, ემსახურეთ ყველას. არ დაინახოთ განსხვავება ინდივიდებს შორის; არ იფიქროთ ერთ ადამიანზე როგორც ღარიბზე და მეორეზე როგორც მილიონერზე. ბევრი მილიონერი დღეს დაკავებულია თავისი საკუთარი მუცლის ამოვსებით. ისინი მზად არ არიან მისცენ თუნდაც საკვების პატარა ნაჭერი როგორც მოწყალება მათხოვარს რომელიც დგას მათ ზღურბლთან. რა არის სარგებლობა ასეთი მდიდარი კაცის ყოლიდან ჩვენს ქვეყანაში? ისინი არიან მდიდარი მხოლოდ სახელის გულისთვის მაგრამ სინამდვილეში ისინი არიან უღარიბესნი ღარიბებს შორის. იარეთ მოწყალებისა და უბიწოების გზით. განიხილეთ სხვები როგორც თქვენი საკუთარი ძმები და დები. უფრო სწორად, განიხილეთ ისინი როგორც თვით თქვენი თავი.
16.08.2013
თითოეულ და ყოველ თქვენთაგანს აქვს მნიშვნელოვანი კონცენტრირება. რადგან, ყოველი ამოცანა მოითხოვს კონცენტრირებას და ყოველი თქვენთაგანი იღებს სარგებლობას მისგან. დურგალს, ფეიქარს, მოხელეს, მენავეს, მეცნიერს, ყველას აქვს ის, დიდი ან პატარა, და იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თქვენ უნდა ისწავლოთ მისი გამოყენება თქვენი საკუთარი ჭკუის მიმართ ასევე. მიმართეთ ჭკუა მის საკუთარ სამუშაოსკენ, შეამოწმეთ ის და განსწავლეთ ის რომ შემოიფარგლოს კარგი კომპანიით, კარგი აზრებით და კარგი საქმეებით. აპრაქტიკეთ მედიტირება უფლის ნებისმიერ ფორმაზე და იმეორეთ უფლის ნებისმიერი სახელი, მათი სიტკოს გაცნობიერებით. ეს ასწავლის ჭკუას რომ გახდეს მახვილი და აწარმოოს კარგი მუსიკა სიხარულიდან ისევე როგორც დარდიდან რომლებიც თანსდევს ცხოვრებას.
17.08.2012
პატივმოყვარეობა ან ეგოურობა არის მომაკვდინებელი სისუსტე. ეს არის სურვილი რომ გაქებდნენ, რომ თქვენს შესახებ საუბრობდნენ. ადამიანები იღებენ სიამოვნებას მათი მიღწევებისა და შესაძლებლობების ზარ-ზეიმში. ეს სინამდვილეში ხდის მათ სასაცილოდ და საბრალოდ. მათ უნდათ რომ მათი სახელები და საქმეები ჩნდებოდეს ყოველდღიურ გაზეთებში დიდი მსხვილი შრიფტით. გეთაყვა გაიგეთ, ეს არ არის გაზეთებში სადაც თქვენ უნდა მიიქციოთ ყურადღება. გამოიმუშავეთ თქვენი სტატუსი ღმერთის სამეფოში. გამოიმუშავეთ დიდება კეთილ და ღმრთიურ კომპანიაში. თუ თქვენ ხართ მუდმივად პირველ კლასში და მუშაობთ ა,ბ,გ და ა.შ. ანბანზე, თქვენ როგორ გაიგებთ რა თქვეს მეცნიერებმა? წაიწიეთ წინ თავმდაბლად არსებობასა და უფროსებისა და მშობლების მიმართ პატივისცემაში.
18.07.2013
უფალი ბინადარობს ყველა არსებაში და ავსებს ყველაფერს. ის არის სული ყველა არსებაში. ის არის თქვენში იმდენად რამდენადაც ის არის სხვებშიც. ის არ არის მეტად წარმოდგენილი მდიდარ ადამიანში ან დიდად მსუქან ადამიანში. მისი ნაპერწკალი ანათებს ყოველი ადამიანის გულის მღვიმეს. მზე ანათებს თანაბრად ყველაზე; მისი წყალობა ეცემა თანაბრად ყველაზე. თქვენ აშენებთ დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს უშლის მისგან წამოსული წყალობის სხივების გულში ჩაწვდომას და თქვენი გულის გათბობას. არ დაადანაშაულოთ უფალი თქვენი უვიცობის ან სისულელის ან გარყვნილობისთვის. ისევე როგორც მიწისქვეშა წყალი ჭით თქრიალით გადმოდინდება წყაროდ როდესაც ბურღვა ჩასულია იმ სიღრმეზე, უფლის სახელის მუდმივი გამეორებით შეეხეთ ღმრთიურების წყაროს, და ერთ დღეს, ის გადმოთქრიალდება და თქვენ მოგცემთ არასდროს დამთავრებად უხვ სიხარულს.
19.08.2013
როდესაც ვინმე თქვენგანი მიდის ტაძარში ან წმინდა სალოცავში, თუნდაც თქვენ მონაწილეობდეთ თაყვანისცემაში, თქვენი აზრები არის უსაფრთხოებაზე თქვენი ფეხსაცმელის რომელიც თქვენ გარეთ დატოვეთ. თქვენ ვერ მიიღებთ სიხარულს ან თავისუფლებას უბრალოდ წმინდა ადგილებში სიარულით. თქვენ ვერ მიიღებთ სიხარულს თუნდაც დარშანის, სპარშანის და სამბჰაშანის – მისი ხილვის, მისი შეხების და მასთან ლაპარაკის მეშვეობით. თქვენ უნდა მისდიოთ მიწერილობებს და უნდა იმოქმედოთ ღმრთიური დარიგების შესაბამისად. დარწმუნებით და ენთუზიაზმით, აიღეთ გზა ნაჩვენები უფლის დიდ ერთგულთა მიერ. თქვენ უნდა იგრძნოთ განუყოფელი სიახლოვე უფალთან, ისევე როგორც ტალღები არის განუყოფელი ზღვისგან. კარაქი არის აუცილებლად რძეში და არის უხილავი. ზუსტად ასვე ღმრთიურება არის წარმოდგენილი ყველა არსებაში და ცხადდება შიგნიდან.
20.08.2013
ცხოვრება არის მომლოცველობა ღმერთისკენ და გზა გადაშლილია თქვენს წინ. მაგრამ თუ თქვენ არ გადადგამთ პირველ ნაბიჯს წინ და არ მიაყოლებთ მას მომდევნო ნაბიჯებს, თქვენ როგორ შეძლებთ მის მიღწევას? დაიწყეთ მამაცობით, რწმენით, სიხარულით და მყარად, თქვენ აუცილებლად იქნებით წარმატებული. ჭკუა და გონება არის მსგავსი საზიდავში შებმული ორი ხარის. ხარები არ გამოიყენება ჭეშმარიტების, უბიწოების, მშვიდობისა და სიყვარულის გზაზე, და ამგვარად ისინი ეწევიან საზიდავს მათთვის ცნობილ გზაზე, სახელდობრ, სიცრუის, უსამართლობის, შფოთიანობისა და სიძულვილის. თქვენ უნდა გაწვრთნათ ხარები სწორ გზაზე შესადგომად, ისე რომ მათ ვერ მოუტანონ უბედურება თავიანთ თავს ან სხვებს. ყოველი საგანი ან არსება მსოფლიოში იძლევა ორივეს სიამოვნებასაც და ტკივილსაც. აკონტროლეთ და ავარჯიშეთ თქვენი ჭკუა რომ დაინახოს საგნობრივი სამყაროს ეს ნამდვილი ბუნება. ეს არის ნამდვილი ნაყოფი განათლების.
– ღმრთიური საუბარი, 20 დეკემბერი, 1958.
21.08.13
ყველა ძალისხმევა და დანაზოგი რომელსაც თქვენ ხარჯავთ წმინდა წერილებისა და კეთილშობილური აზრების დევნაში არის სრულიად ზედმეტი, თუ სწავლა და საზრიანობა არ გეხმარებათ თქვენ იმის შეცნობაში რომ ჭკუა არის უარესი ვიდრე მთვრალი მაიმუნი. მომლოცველობა არის თქვენი გულის ამაღლებისთვის, ბიძგების ასაქროლებლად და დაბლა მდგომი საკუთარი პიროვნების ასაყვანად აზრებისა და მოქმედებების უფრო მაღალ დონეზე. გონება ემსახურება იგივე მიზანს, ან სულ მცირე ის უნდა იყოს ამისკენ. გონება ეძებს რომ გაიგოს სამყაროს ერთიანობა, ამ ყველაფრის წარმოშობა და მისი მიზანი. გონების მეშვეობით თქვენ უნდა გაიგოთ კანონები რომლებიც მართავს მიკროკოსმს (ანუს) და მაკროკოსმს (ბრუჰათჰს). ის ფარულად იხედება უკან მუდამ ჩამოფარებული ფარდის იქით რომ თვალი მოკრას მარიონეტების მმართველ პირს (სუთჰრადჰარის) რომელიც ეწევა სიმებს.
22.08.2013
ინტელექტს უყვარს მოლხენა განხილვებსა და დავებში. ერთხელ თქვენ თუ დაუთმობთ ამ ცდუნებას ის დაიკავებს ძალიან დიდ დროს თქვენს გასაქცევად მისი ბორკილებიდან და წასასვლელად დასატკბობად ნეტარებით, რომელსაც თქვენ შეიძლება მიაღწიოთ მხოლოდ მისი გაუქმებით. თქვენი გრძნობები და ემოციები დეფორმირებს თქვენს აზროვნების პროცესს, და გადააქცევს გონებას მოუთვინიერებელ ხარად. ყოველთვის იყავით გაცნობიერებული შეზღუდვებში გონებისა და ლოგიკის. მათ გზა უნდა დაუთმონ და დაემორჩილონ ერთგულებას. დროის შემდეგ მომენტში, თქვენი სულიერი გზა განათდება ერთგულებითა და ინტუიციით. აქედან გამომდინარე, იცოდეთ – ინტელექტს შეუძლია თქვენი დახმარება ღმერთისკენ მიმავალი გზის მხოლოდ რაღაც მონაკვეთზე. ძალიან ხშირად ეგოურობა ზრუნავს ადამიანის მოქმედებათა წასახალისებლად და გასამართლებლად, რადგან ადამიანი მიდის არასწორი გზით მისი საკუთარი მიზეზით, თუ ეს არის გზა რომელიც მას მოსწონს! თქვენ ხშირად მიდიხართ დასკვნამდე რისი მიღწევაც თქვენ გსურთ! ამიტომ იზრუნეთ გზის არჩევაზე რომლზეც თქვენ უნდა იაროთ!
23.08.2013
თქვენ ხართ უბედნიერესი როდესაც თქვენ ჩაძირული ხართ თქვენს თავში! ბავშვი დედის მუცელში არის სოჰამის (‘მე ვარ ის’ – ერთიანი ღმერთთან) მდგომარეობაში მაგრამ როდესაც ის დაიბადება მსოფლიოში, ის იწყებს კითხვას კოჰამ (‘ვინ ვარ მე). რადგან ის ივიწყებს მის ჭეშმარიტებას და აიგივებს თავის თავს სხეულთან და გრძნობებთან. იმ დრომდე ვიდრე ის არ გახდება გაცნობიერებული პიროვნება (ჯნაჯი), ის ვერ იბრუნებს ცოდნას სოჰამის შესახებ. მადჰავა-ტატვამ (ღმრთიური ჭეშმარიტება) როდესაც ის იღებს ფორმას, არის მანავა (კაცი). მანავა უნდა გახდეს მადჰავა (ღმრთიური) ღმერთისადმი მიძღვნილ საქმიანობაში მონაწილეობით. თქვენ შეგიძლიათ შემდეგ აღმოაჩინოთ თქვენი ღმრთიური მდგომარეობა. რა სარგებლობა აქვს მხოლოდ ადამიანურ საქმიანობას (მანავა კარმას) ან თუნდაც დემონურ მოქმედებას და განცხადების კეთებას რომ ადამიანის არსება არის ღმრთიური? სათნოება უნდა იყოს თქვენი სიცოცხლის სუნთქვა. ხასიათი უნდა იყოს თქვენი ხერხემალი. ამის გარეშე არც ერთ საქებარ მოქმედებას არ ექნება ნაყოფი. შეინარჩუნეთ თქვენი ცუდი ხარისხები და მოიგებთ მოუსვენრობას; უარი თქვით მათზე და მოიგეთ მშვიდობა!
24.08.2013
ივარჯიშეთ უარის თქმა ამიერიდან, იმგვარად რომ თქვენ შეძლოთ გაფრენა მოგზაურობაში როდესაც ზარი ჩამოკრავს! არავინ იცის ზარი როდის ჩამოკრავს და არ არის არავითარი აზრი იყოთ ცრემლებში ამ მომენტში გახსენებით ქონების რომელიც თქვენ დააგროვეთ, სახელის რომელიც გაითქვით ან ტიტულების რომელიც თქვენ მოიპოვეთ! არწივს აბეზრებენ ყვავები იმდენ ხანს რამდენ ხანსაც მას აქვს თევზი თავის ნისკარტში. ყვავები უსტვენენ არწივის გვერდზე მოსაპარად თევზის მისი პირიდან. ისინი მისდევენ ფრინველს სადაც კი ის ჯდება პატარა შესვენებისთვის. ბოლოს და ბოლოს არწივი უარს ამბობს თევზთან მიბმულობაზე და აგდებს მას ძირს თავისი ნისკარტიდან; ყვავები მიფრინავენ შემდეგ თევზზე და ტოვებენ არწივს თავისუფალს. ზუსტად ასევე როდესაც თქვენ უარს ამბობთ გრძნობით სიამოვნებებზე, ყვავები სიამაყის, შურის, სიბოროტის და სიძულვილის გაფრინდებიან შორს და დაგტოვებენ თქვენ სიმშვიდეში.
25.08.2013
განავითარეთ მიბმულობა უფალთან რომელიც იქნება ყოველთვის თქვენთან სადაც არ უნდა წახვიდეთ თქვენ. მხოლოდ ის წლები რომელიც თქვენ იცხოვრეთ უფალთან და უფლისთვის, ჩაითვლება როგორც ჭეშმარიტი ცხოვრება. განავითარეთ მის მიმართ პრემა (ღმრთიური სიყვარული), პარამა-პრემა (უზენაესი სიყვარული) რომელშიც ის არის განხორციელებული. არასდროს მიეცეთ ეჭვებს და მერყეობას ან კითხვებს უფლის სიყვარულის გამოსაცდელად. არ გაერთოთ კითხვებით ისეთით როგორც ეს, “ჩემი უბედურებები რატომ არ მთავრდება? განა მე მას საკმარისად არ ვუყვარვარ? ის რატომ უარმყოფს მე? რატომ არის ეს რომ ის მე არ მელაპარაკება?” არასდროს იფიქროთ რომ ღმერთი არ ზრუნავს თქვენზე და რომ ის არ გიცნობთ თქვენ. ღმერთი სავსე არის უანგარო სიყვარულით და ნამდვილად ზრუნავს თქვენზე ყოველთვის. სინამდვილეში მისი ყოველი მოქმედება, არის თქვენი კეთილდღეობისთვის.
26.08.2013
დემონმა ბჰასმასურამ, ღმერთის წყალობის მეშვეობით გამოიმუშავა ძალაუფლება ნებისმიერი ვინმეს ფერფლად გარდასაქცევად თავისი ხელის მათ თავზე დადებით. თუმცა მისი ინსტინქტები არ იყო მოთვინიერებული, მისი ჩანაფიქრი არ იყო გაწმენდილი. დაბრმავებულმა სიხარბითა და ეგოურობით, მან სცადა დაემცირებინა სწორედ საჩუქრის მჩუქებელი. მაშასადამე, თუ თქვენ არ ხართ განსაკუთრებულად ფრთხილად მსჯელობის ჭეშმარიტი პროცესის გამოკვლევისას, თუნდაც იმ დროს როდესაც პროცესი მიდის, არსებობს იმის დიდი საშიშროება რომ თქვენ შეიძლება იყოთ მიმდევარი იმ კვალის რომელიც თქვენ თვითონ დატოვეთ. მსჯელობა შეიძლება იყოს მოთვინიერებული მხოლოდ დისციპლინით; თანაგრძნობით, სიწყნარით, მოთმინებითა და ამტანობით (დაია, შანთჰამ, კშამა და საჰანა). გაწაფეთ თქვენი ჭკუა რომ მშვიდად იაროს გზის პატარა გაშლილ მონაკვეთებზე დასაწყისში და შემდეგ როდესაც თქვენ დარწმუნდებით მის მორჩილებაში, თქვენ შეგიძლიათ ის უსაფრთხოდ წაიღოთ თან ძირს ექვსმაგი ცდუნების ვნების, გაბრაზების, სიხარბის, მცდარობის, სიამაყის და ეჭვიანობის დაკლაკნილ გზებზე.
27.08.2013
არასდროს არ შეეგუოთ რყევას თქვენს ჭკუაში, თქვენს რწმენას არასდროს დართოთ ნება მერყეობის ან დაცემის. ეს მხოლოდ დაამატებს დარდს იმაზე თქვენ რისგანაც უკვე იტანჯებით. მიეცით აღთქმა რომ იქნებით ურყევი თქვენს რწმენაში. ვინც არ უნდა იყოს თქვენს მიერ არჩეული ღმრთაება – შივა, დევი, კრიშნა, ალლაჰი, ბაბა თუ იესო, ჩაეჭიდეთ მას მაგრად! არ დაკარგოთ კავშირი და კომპანია, ვინაიდან, მხოლოდ მაშინ როდესაც ნახშირი არის კონტაქტში მღვივარ ნახშირთან, ამით ის შეიძლება ასევე გაღვივდეს. ჩაინერგეთ ჩემი ახლობლობა გულში და თქვენ იქნებით დაჯილდოებული. შემდეგ თქვენ შეიძენთ უზენაესი სიყვარულის ნაწილს. ეს არის დიდი შანსი. ეს შანსი არ მოვა თქვენს გზაზე კვლავ, გაუფრთხილდით ამას. თუ თქვენ არ შეგიძლიათ და ვერ გადაცურავთ დარდის ზღვას ახლა, ამ შანსის დაუფლებით, მაშინ კვლავ როდის შეძლებთ თქვენ ასეთი შესაძლებლობის მიღებას? სინამდვილეში, თქვენ ხართ ძალიან იღბლიანი.
– ღმრთიური საუბარი, 10 ოქტომბერი, 1964.
28.08.2013 კრიშნააშთჰამი
კრიშნას მოწყურება, მის დასანახად, მის მოსასმენად, მისი ფლეიტის სასმენად, მის დასაყენებლად გულსა და გონებაში და მისი სინამდვილის გასაგებად ინტელექტის მეშვეობით – ეს წყურვილი არის მეტად ხელისშემწყობი მშვიდობისა და სიხარულისთვის. ერთგულება კრიშნასადმი არის ჯაჭვი რომლითაც მაიმუნი ჭკუა შეიძლება დააბა და დაიმორჩილო. სიტყვა კრიშ ნიშნავს მიზიდვას (როგორც ააკარშანაში). უფალი კრიშნა იზიდავს თქვენს ჭკუას თავისკენ და ატრიალებს მას შორს გრძნობითი სურვილებისგან რომლებიც გტანჯავენ თქვენ. ის აკმაყოფილებს ყველა არსების ღრმა წყურვილს მშვიდობის, სიხარულისა და სიბრძნისთვის. აქედან გამომდინარე კრიშნას მოწყურება არის ნიშანი ჯანმრთელობის სულიერ სფეროში. კრიშნას სახელის გამეორება არის უსარგებლო, თუ კრიშნას დიდების განჭვრეტა არ დაიწყებს თქვენი ხასიათის გაწმენდას. უფლის წყალობა არის ძალიან ძლევამოსილი და გაცემული არის დამსახურებით მარტო. ამიტომ დღესვე დაიწყეთ თქვენი ხასიათის გაიდეალება ღმრთისმოსაობითა და ერთგულებით გაჟღენთით. შემდეგ თქვენ იშოვით უფლის წყალობას.
– სატია საი ამბობს, ტომი 6, გვ 24.
29.08.2013
წმინდა წერილები არის მხოლოდ საგზაო რუკები; უკეთეს შემთხვევაში ეს არის გზამკვლევი წიგნები რომლებიც იძლევა მიმართულებას დანიშნულების ადგილისკენ. ეს არის მიმდინარე მოგზაურობა რომელიც აჩვენებს მძიმე განსაცდელებს, შეფერხებებს, მიწის გადანაცვლებებს, ღრანტეებს, ისევე როგორც სილამაზეს გზის სცენების და დანიშნულების ადგილის დიდებულებას. ვერავითარი მეორადი აღწერა ვერ გაუტოლდება უშუალოდ პირველწყაროდან მიღებულ გამოცდილებას! სიმბოლოები რუკაზე არის გამოსახული სხვადასხვანაირად სხვადასხვა სწავლულების მიერ მათი წინასწარი წარმოდგენის, გაგების, მისწრაფებისა და საყვარელი თეორიების შესაბამისად. თუ თქვენ შეიძენთ სიყვარულს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ იაროთ წმინდა წერილების გარეშეც; ვინაიდან ყველა წერილების მიზანი არის მხოლოდ ეს: შექმნას სარვაჯანა სამაანა პრემას (ყველას მიმართ თანაბარი სიყვარულის) შეგრძნება, და უარყოს ეგოურობა რომელიც დგას გზაზე. განსჯა აგრეთვე, თუ ის მოდის ამ სიყვარულის გზაზე, უნდა იყოს მოსპობილი როგორც “გარყვნილი”.
– ღმრთიური საუბარი, 12 აპრილი, 1959.
ემსახურეთ ადამინს იმ დრომდე ვიდრე არ დაინახავთ ღმერთს ყველა ადამიანში.
30.08.2013
მისდიეთ სულიერ დისციპლინას, დაკავდით სულიერი აზრებით და შედით სულიერ კომპანიაში. დაივიწყეთ წარსული და დაე ის წავიდეს თავისი გზით. სულ ცოტა აქედან უნდა იყოს განსაზღვრული თქვენი გადარჩენა. არასდროს მიეცეთ დაეჭვებას ან არამდგრადობას. გქონდეთ რწმენა რომელიმე სახელსა და ფორმაში რომელიც თქვენ გიზიდავთ. თუ თქვენ პატივს სცემთ ღმერთის ერთ ფორმას და გეზიზღებათ მეორე, სუფთა შედეგი იქნება ნული. ღმერთი არ შეიწყნარებს რომელიმე სახელის ან ფორმის მცირედ სიძულვილსაც კი. თავი აარიდეთ ფრაქციებს, ჩხუბებს, სიძულვილს და ნაკლების აღმოჩენას რადგან ეს ააშკარავებს თქვენს უმეცრებას და სინამდვილეში უკუდარტყმა იქნება თქვენზე. თქვენ პოულობთ ნაკლებს სხვებში იმიტომ რომ თქვენ გაქვთ იგივე ნაკლები თქვენში. თუ თქვენ ტყორცნით ზიზღს ღმერთის ფორმაზე რომელსაც სხვა სცემს პატივს, ზიზღი ეცემა თქვენს საკუთარ ღმერთზე. გახსოვდეთ ყოველი არის მომლოცველი იგივე მიზნიკენ. ზოგიერთი იღებს ერთ გზას, სხვები იღებენ სხვას.
– ღმრთიური საუბარი, 10 ოქტომბერი, 1964.
31.08.2013
სამოცდაათის მოხუც პაპას კითხვა დაუსვა მისმა შვიდი წლის შვილიშვილმა, “პაპა! რა წლოვანების ხარ შენ?” და მოხუცმა კაცმა უპასუხა, “ორის!” ბავშვი იყო განგმირული გაოცებით და შესცქეროდა ეჭვის სურათს. მოხუცმა კაცმა შენიშნა, “მე მაქვს გატარებული მხოლოდ ბოლო ორი წელი უფლის კომპანიაში, მანმადე მე ვიყავი ჩაძირული სიამოვნებათა ძებნის ჭაობში.” მხოლოდ წლები რომელიც თქვენ გაქვთ ნაცხოვრები უფალთან ერთად შეიძლება ჩაითვალოს როგორც ცხოვრება, დანარჩენი არ ღირს დასათვლელად. იცოდეთ რომ ყველა ეს სიმდიდრე, ქონება და დიდება არის მხოლოდ სწრაფად წარმავალი მომენტისთვის. განივითარეთ მიბმულობა უფლისადმი, რომელიც იქნება თქვენთან სადაც არ უნდა წახვიდეთ თქვენ.
-ღმრთიური საუბარი, 10 ოქტომბერი, 1964.

სატია საი ბაბა